გამოდის 1998 წლიდან
2015-01-22
ახა­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბით და­წე­სე­ბუ­ლი მას­წავ­ლე­ბელ­თა დის­ციპ­ლი­ნუ­რი გა­დაც­დო­მე­ბი და სახ­დე­ლე­ბი

ლა­ლი ჯე­ლა­ძე

მას­წავ­ლე­ბელ­თა დის­ციპ­ლი­ნუ­რი წარ­მო­ე­ბის წე­სი მას­წავ­ლებ­ლე­ბი­სათ­ვის ახალ რე­გუ­ლა­ცი­ებს აწე­სებს, რო­მელ­თა გა­დაც­დო­მის შემ­თხ­ვე­ვებ­ში პე­და­გო­გებს დის­ციპ­ლი­ნუ­რი სახ­დე­ლი და­ე­კის­რე­ბათ. წე­სი 1 იან­ვ­რი­დან ამოქ­მედ­და.
სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის მი­ნის­ტ­რის ¹167/ნ ბრძა­ნე­ბის თა­ნახ­მად, რო­მე­ლიც 2014 წლის 30 დე­კემ­ბერს გა­მო­ი­ცა, მას­წავ­ლე­ბელ­თა დის­ციპ­ლი­ნურ გა­დაც­დო­მად მი­იჩ­ნე­ვა: „მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი ეთი­კის კო­დექ­სის“ დარ­ღ­ვე­ვა; სა­ჯა­რო სკო­ლის ში­ნა­გა­ნა­წე­სის ან/და სკო­ლის წეს­დე­ბის შე­უს­რუ­ლებ­ლო­ბა ან არა­ჯე­რო­ვა­ნი შეს­რუ­ლე­ბა; სკო­ლის ან მის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ალ­კო­ჰო­ლის, ნარ­კო­ტი­კუ­ლი ან სხვა ტოქ­სი­კუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბა, ასე­ვე სკო­ლის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე თამ­ბა­ქოს მოხ­მა­რე­ბა; სამ­სა­ხურ­ში გა­მოცხა­დე­ბა არაფხი­ზელ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში, ასე­ვე ნარ­კო­ტი­კუ­ლი ან ტოქ­სი­კუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის ზე­მოქ­მე­დე­ბის ქვეშ; სკო­ლის ტე­ირ­ტო­რი­ა­ზე/სას­კო­ლო დროს უსაფ­რ­თხო­ე­ბის წე­სე­ბის დარ­ღ­ვე­ვა; მას­წავ­ლებ­ლის სხვა დის­ციპ­ლი­ნუ­რი გა­დაც­დო­მე­ბი შე­საძ­ლე­ბე­ლია გა­ნი­საზღ­ვ­როს სკო­ლის ში­ნა­გა­ნა­წე­სით.
ჩა­დე­ნი­ლი დის­ციპ­ლი­ნუ­რი გა­დაც­დო­მე­ბის სიმ­ძი­მის ხა­რის­ხის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით მას­წავ­ლე­ბელს შე­საძ­ლოა დის­ციპ­ლი­ნუ­რი სახ­დე­ლე­ბი და­ე­კის­როს: შე­ნიშ­ვ­ნის, საყ­ვე­დუ­რის, სამ­სა­ხუ­რი­დან გათა­ვი­სუფ­ლე­ბის სა­ხით ან შე­საძ­ლოა, დის­ციპ­ლი­ნუ­რი სახ­დე­ლის სხვა სა­ხე სკო­ლის ში­ნა­გა­ნა­წე­სით გა­ნი­საზღ­ვ­როს. დო­კუ­მენ­ტ­ში მი­თი­თე­ბუ­ლია, რომ და­უშ­ვე­ბე­ლია სას­ტი­კი ან ისე­თი დის­ციპ­ლი­ნუ­რი სახ­დე­ლის და­კის­რე­ბა, რო­მე­ლიც ლა­ხავს პი­რის პა­ტივ­სა და ღირ­სე­ბას. მას­წავ­ლებ­ლი­სათ­ვის და­კის­რე­ბუ­ლი დის­ციპ­ლი­ნუ­რი სახ­დე­ლი შე­ი­ტა­ნე­ბა მის პი­რად საქ­მე­ში. დის­ციპ­ლი­ნუ­რი სახ­დე­ლის და­კის­რე­ბი­სას გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი უნ­და იქ­ნეს ჩა­დე­ნი­ლი დის­ციპ­ლი­ნუ­რი გა­დაც­დო­მის ში­ნა­არ­სი, სიმ­ძი­მის ხა­რის­ხის ის შე­დე­გი, რაც პირ­და­პირ მი­ზე­ზობ­რივ კავ­შირ­შია ჩა­დე­ნილ დის­ციპ­ლი­ნურ გა­დაც­დო­მას­თან.
ბრძა­ნე­ბა­ში გა­წე­რი­ლია ის დე­ტა­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც მას­წავ­ლე­ბელ­თა დის­ციპ­ლი­ნუ­რი წარ­მო­ე­ბის წესს არე­გუ­ლი­რებს — რა ეთ­ვ­ლე­ბა პე­და­გოგს დარ­ღ­ვე­ვე­ბად და რა სა­ხის სან­ქ­ცი­ე­ბი ეკის­რე­ბა. მი­თი­თე­ბუ­ლია ისიც, თუ ვინ ად­გენს პე­და­გო­გის გა­დაც­დო­მის სიმ­ძი­მეს და ვის გა­მო­აქვს სა­ბო­ლოო გა­ნა­ჩე­ნი და რა ვა­დებ­ში.

რა შე­იც­ვა­ლა რე­ა­ლუ­რად?
ახა­ლი წე­სით დის­ციპ­ლი­ნუ­რი გა­დაც­დო­მე­ბის გან­ხილ­ვა­ზე უფ­ლე­ბა­მო­სი­ლია დის­ციპ­ლი­ნუ­რი კო­მი­ტე­ტი, რო­მე­ლიც სკო­ლა­ში ირ­ჩე­ვა ერ­თი წლის ვა­დით და მის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში აუცი­ლებ­ლად უნ­და შე­ვი­დეს პე­და­გო­გი, მშო­ბე­ლი და სა­შუ­ა­ლო სა­ფე­ხუ­რის მოს­წავ­ლე. დის­ციპ­ლი­ნუ­რი წარ­მო­ე­ბის დაწყე­ბის სა­ფუძ­ვე­ლი მოს­წავ­ლის მი­მარ­თ­ვა ხდე­ბა და არა მოს­წავ­ლე­თა თვით­მ­მარ­თ­ვე­ლო­ბის მი­მარ­თ­ვა, რო­გორც აქამ­დე იყო. ახა­ლი ბრძა­ნე­ბის მე-5 მუხ­ლის თა­ნახ­მად, დის­ციპ­ლი­ნუ­რი წარ­მო­ე­ბის დაწყე­ბის სა­ფუძ­ვე­ლი შე­იძ­ლე­ბა იყოს: ა) მოს­წავ­ლის, მოს­წავ­ლის მშობ­ლის ან კა­ნო­ნი­ე­რი წარ­მო­მად­გენ­ლის, შე­სა­ბა­მის სკო­ლა­ში და­საქ­მე­ბუ­ლი პი­რის, აგ­რეთ­ვე, იმ პი­რის წე­რი­ლო­ბი­თი მი­მარ­თ­ვა ან ინ­ფორ­მა­ცია, რომ­ლის სამ­სა­ხუ­რებ­რივ მო­ვა­ლე­ო­ბა­საც წარ­მო­ად­გენს სკო­ლა­ში სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი წეს­რი­გის დაც­ვის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა; ამ მუხ­ლის „ბ“ ქვე­პუნ­ქ­ტით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბულ შემ­თხ­ვე­ვა­ში დის­ციპ­ლი­ნუ­რი წარ­მო­ე­ბა იწყე­ბა: ა) სკო­ლის სა­მე­ურ­ვეო საბ­ჭოს წე­რი­ლო­ბი­თი მი­მარ­თ­ვის სა­ფუძ­ველ­ზე; ბ) სკო­ლის დი­რექ­ტო­რის წე­რი­ლო­ბი­თი მი­მარ­თ­ვის სა­ფუძ­ველ­ზე. ცვლი­ლე­ბა დის­ციპ­ლი­ნუ­რი წარ­მო­ე­ბის დაწყე­ბის ხან­დაზ­მუ­ლო­ბის ვა­და­საც ეხე­ბა. მე-19 მუხ­ლის თა­ნახ­მად, „მას­წავ­ლებ­ლის მი­მართ დის­ციპ­ლი­ნუ­რი წარ­მო­ე­ბა შე­იძ­ლე­ბა და­იწყოს დის­ციპ­ლი­ნუ­რი გა­დაც­დო­მის ჩა­დე­ნი­დან  ან დის­ციპ­ლი­ნუ­რი გა­დაც­დო­მის ჩა­დე­ნის ფაქ­ტის გა­მოვ­ლე­ნი­დან არა­უგ­ვი­ა­ნეს 3 წლი­სა.“ გა­ნათ­ლე­ბის პროფ­კავ­ში­რის­თ­ვის სწო­რედ ეს მუხ­ლი გახ­და გა­უ­გე­ბა­რი და მა­თი შე­ნიშ­ვ­ნაც სწო­რედ ხან­დაზ­მუ­ლო­ბის 3-წლი­ან­მა ვა­დამ გა­მო­იწ­ვია.
ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის მარ­თ­ვი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სის, ნი­ნო კვი­ტა­იშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, შე­იქ­მ­ნა სე­რი­ო­ზუ­ლი დამ­ცა­ვი მე­ქა­ნიზ­მი მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვის: „ყვე­ლა სა­ჯა­რო სკო­ლის­თ­ვის, გარ­კ­ვე­ულ­წი­ლად, უნ­და არ­სე­ბობ­დეს ერ­თი­ა­ნი სა­მარ­თ­ლებ­რი­ვი ჩარ­ჩო და, ყვე­ლა შემ­თხ­ვე­ვა­ში, მას­წავ­ლებ­ლის მი­მართ და­ახ­ლო­ე­ბით ერ­თი ტი­პის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა. სწო­რედ ამ მიზ­ნით დამ­ტ­კიც­და მას­წავ­ლებ­ლის დის­ციპ­ლი­ნუ­რი წარ­მო­ე­ბის წე­სი. ის თა­ვის თავ­ში მო­ი­აზ­რებს რე­გუ­ლა­ცი­ებს, მას­წავ­ლებ­ლის მი­ერ დის­ციპ­ლი­ნუ­რი გა­დაც­დო­მის შემ­თხ­ვე­ვა­ში, სკო­ლამ რა ქმე­დე­ბებს უნ­და მი­მარ­თოს; რო­გორ უნ­და გა­ნი­ხი­ლოს დის­ციპ­ლი­ნურ­მა კო­მი­ტეტ­მა; რო­გო­რი გა­სა­ჩივ­რე­ბის უფ­ლე­ბით არის აღ­ჭურ­ვი­ლი პე­და­გო­გი; რა დამ­ცა­ვი მე­ქა­ნიზ­მი არ­სე­ბობს იმი­სათ­ვის, რომ სკო­ლას არ ჰქონ­დეს სუ­ბი­ექ­ტუ­რი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბის უფ­ლე­ბა“.
სა­მო­ქა­ლა­ქო გან­ვი­თა­რე­ბის ინ­ს­ტი­ტუ­ტის გა­ნათ­ლე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტი თა­მარ მო­სი­აშ­ვი­ლი კი მი­იჩ­ნევს, რომ „მა­ღა­ლი ავ­ტო­ნო­მი­უ­რო­ბის მქო­ნე სკო­ლას, ცხა­დია, უნ­და ჰქონ­დეს დის­ციპ­ლი­ნის რე­გუ­ლი­რე­ბის პრო­ცე­დუ­რე­ბი, ეს მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი და აუცი­ლე­ბე­ლია“. ცვლი­ლე­ბას კი მოკ­ლედ ასე აჯა­მებს: „რო­დე­საც ცენ­ტ­რა­ლი­ზე­ბუ­ლი გზით ხდე­ბა ბრძა­ნე­ბე­ბის გა­მო­ცე­მა და სხვა­დას­ხ­ვა სა­კითხე­ბის რე­გუ­ლი­რე­ბა, ეს ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­უ­ლი ავ­ტო­ნო­მი­ის შეზღუდ­ვას გუ­ლის­ხ­მობს, ანუ ცენ­ტ­რა­ლი­ზე­ბუ­ლად ხდე­ბა სა­კითხე­ბის რე­გუ­ლი­რე­ბა. ცვლი­ლე­ბა არ იქ­ნე­ბა ქმე­დი­თი და ვერ შეც­ვ­ლის დის­ციპ­ლი­ნის რე­გუ­ლი­რე­ბის სფე­როს. ასე რომ, დის­ციპ­ლი­ნუ­რი კო­მი­ტე­ტის ქმე­დუ­ნა­რი­ა­ნო­ბის ზრდის ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტად ამ ბრძა­ნე­ბას ვერ მი­ვიჩ­ნევ. დის­ციპ­ლი­ნის რე­გუ­ლი­რე­ბის, ანუ ში­ნა­გა­ნა­წეს­ზე კონ­ტ­რო­ლის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა აქვს დი­რექ­ტორს. იბა­დე­ბა კითხ­ვა: რამ­დე­ნად თა­ვი­სუ­ფა­ლია დი­რექ­ტო­რი სკო­ლა­ში და­იწყოს პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი კად­რე­ბის მო­ზიდ­ვის პრო­ცე­სი, აკონ­ტ­რო­ლოს სკო­ლის ში­ნა­გა­ნა­წე­სი და მი­ი­ღოს შე­სა­ბა­მი­სი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბე­ბი? ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში, ჯერ­ჯე­რო­ბით, ის გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბაც ვერ იქ­ნა მი­ღე­ბუ­ლი, რომ სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბა გამ­ხ­და­რი­ყო მას­წავ­ლებ­ლის სკო­ლა­ში და­საქ­მე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა. ყვე­ლა­ფე­რი რე­გუ­ლირ­დე­ბა, მათ შო­რის, ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­უ­ლი ავ­ტო­ნო­მი­აც.
დღეს მთა­ვა­რი გა­მოწ­ვე­ვა არის სკო­ლა­ში მე­ტი მა­ღალ­კ­ვა­ლი­ფი­ცი­უ­რი სპე­ცი­ა­ლის­ტი. მო­ხა­რუ­ლი ვიქ­ნე­ბო­დი, თუ ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში შე­იქ­მ­ნე­ბო­და კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი კად­რის სკო­ლა­ში და­საქ­მე­ბის პრო­ცე­დუ­რე­ბი. სამ­წუ­ხა­როდ, 2015 წე­ლი ვერ გახ­და ის თა­რი­ღი, რო­დე­საც სკო­ლის კა­რი გა­ი­ღე­ბო­და სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვის.“
სკო­ლის ავ­ტო­ნო­მი­ის შეზღუდ­ვას არ ეთან­ხ­მე­ბი­ან სა­მი­ნის­ტ­რო­ში, რად­გა­ნაც მი­აჩ­ნი­ათ, რომ მას­წავ­ლე­ბელ­თა დის­ციპ­ლი­ნუ­რი წარ­მო­ე­ბის წეს­ში მკა­ფი­ოდ არის გა­მოკ­ვე­თი­ლი სკო­ლის ატო­ნო­მი­უ­რო­ბის, მი­სი თა­ვი­სუფ­ლე­ბის მა­ღა­ლი ხა­რის­ხის მა­ნიშ­ნე­ბე­ლი პუნ­ქ­ტე­ბი. „მას­წავ­ლებ­ლის სხვა დის­ციპ­ლი­ნუ­რი გა­დაც­დო­მე­ბი შე­საძ­ლე­ბე­ლია გა­ნი­საზღ­ვ­როს სკო­ლის ში­ნა­გა­ნა­წე­სით“ (მუხ­ლი 2, მე-2 პუნ­ქ­ტი); „დის­ციპ­ლი­ნუ­რი სახ­დე­ლის სხვა სა­ხე შე­საძ­ლე­ბე­ლია გა­ნი­საზღ­ვ­როს სკო­ლის ში­ნა­გა­ნა­წე­სით“ (მუხ­ლი 3); მუხ­ლი 18. დის­ციპ­ლი­ნუ­რი სახ­დე­ლის მოქ­მე­დე­ბის ვა­და და ვა­და­ზე ად­რე მოხ­ს­ნის წე­სი, 1-ელი და მე­ო­რე პუნ­ქ­ტე­ბი ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლია შემ­დე­გი სა­ხით: 1. დის­ციპ­ლი­ნუ­რი სახ­დე­ლის (გარ­და ამ წე­სის მე-3 მუხ­ლის მე-2 პუნ­ქ­ტის „დ“ ქვე­პუნ­ქ­ტით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი დის­ციპ­ლი­ნუ­რი სახ­დე­ლი­სა) მოქ­მე­დე­ბის ვა­დაა 1 წე­ლი, შე­სა­ბა­მი­სი დის­ციპ­ლი­ნუ­რი სახ­დე­ლის მოქ­მე­დე­ბის ვა­და გა­ნი­საზღ­ვ­რე­ბა სკო­ლის ში­ნა­გა­ნა­წე­სით, რო­მე­ლიც არ უნ­და აღე­მა­ტე­ბო­დეს ამ პუნ­ქ­ტით დად­გე­ნილ მაქ­სი­მა­ლურ ვა­დას. დის­ციპ­ლი­ნუ­რი სახ­დე­ლის ვა­და­ზე ად­რე მოხ­ს­ნის წე­სი გა­ნი­საზღ­ვ­რე­ბა სკო­ლის ში­ნა­გა­ნა­წე­სით.
წე­სის მი­ხედ­ვით გა­დაც­დო­მის სა­ხე­ებს ად­გენს სკო­ლა — სკო­ლის ში­ნა­გა­ნა­წე­სი, ხო­ლო დის­ციპ­ლი­ნუ­რი გა­დაც­დო­მე­ბის გან­ხილ­ვა­ზე პა­სუ­ხის­მ­გე­ბე­ლია დის­ციპ­ლი­ნუ­რი კო­მი­ტე­ტი, კონ­კ­რე­ტულ მას­წავ­ლე­ბელ­ზე კი დაკ­ვირ­ვე­ბა შე­იძ­ლე­ბა და­იწყოს მას შემ­დეგ, რაც კო­მი­ტეტს მი­მარ­თავს მშო­ბე­ლი, სკო­ლა­ში და­საქ­მე­ბუ­ლი პი­რი და მოს­წავ­ლეც კი. სა­ბო­ლოო სიტყ­ვას დი­რექ­ტო­რი ამ­ბობს, თუმ­ცა გა­ნა­ჩე­ნი არც ეს იქ­ნე­ბა, რად­გან დი­რექ­ტო­რიც შე­იძ­ლე­ბა შე­ვი­დეს შეც­დო­მა­ში, ამი­ტომ მას­წავ­ლე­ბელს გა­სა­ჩივ­რე­ბის უფ­ლე­ბა აქვს სა­მე­ურ­ვეო საბ­ჭო­ში. „დის­ციპ­ლი­ნუ­რი კო­მი­ტე­ტი არის დამ­ცა­ვი მე­ქა­ნიზ­მი ნე­ბის­მი­ე­რი პე­და­გო­გი­სათ­ვის და იგი და­ცუ­ლია ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ის ან დი­რექ­ტო­რის მხრი­დან ნე­ბის­მი­ე­რი სუ­ბი­ექ­ტუ­რი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბი­სა­გან — აცხა­დებს ნი­ნო კვი­ტა­იშ­ვი­ლი — სწო­რედ ამი­ტომ, დაც­ვის მე­ქა­ნიზ­მის არ­სე­ბო­ბის მიზ­ნით, ამუ­შავ­და აღ­ნიშ­ნუ­ლი წე­სი. წე­სის შე­მუ­შა­ვე­ბა­ში, გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს კონ­კ­რე­ტუ­ლი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის გარ­და, ჩარ­თუ­ლი იყ­ვ­ნენ პე­და­გო­გე­ბი, სკო­ლე­ბი და არა­სამ­თავ­რო­ბო სექ­ტო­რი. ჯგუ­ფი და­ახ­ლო­ე­ბით 20 ადა­მი­ა­ნის­გან შედ­გე­ბო­და და მათ შო­რის ვი­ყა­ვი მეც. შე­ვი­მუ­შა­ვეთ გარ­კ­ვე­უ­ლი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი, რომ­ლის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბი­თაც სა­ბო­ლო­ოდ დამ­ტ­კიც­და მას­წავ­ლე­ბელ­თა დის­ციპ­ლი­ნუ­რი გა­დაც­დო­მის წე­სი“.
დის­ციპ­ლი­ნუ­რი გა­დაც­დო­მის წეს­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ სკო­ლებ­მა წე­სის ამოქ­მე­დე­ბი­დან 3 თვის ვა­და­ში ში­ნა­გა­ნა­წე­სი შე­სა­ბა­მი­სო­ბა­ში უნ­და მო­იყ­ვა­ნონ. მარ­თა­ლია, სკო­ლებ­ში ში­ნა­გა­ნა­წე­სი აქამ­დეც არ­სე­ბობ­და, თუმ­ცა, რო­გორც სა­მი­ნის­ტ­რო­ში მი­იჩ­ნე­ვენ, ის იმ­დე­ნად ქა­ო­ტუ­რი იყო, რომ ხში­რად ცდე­ბო­და სა­მარ­თ­ლებ­რივ ჩარ­ჩო­ებს. ამის ბევ­რი მა­გა­ლი­თიც არ­სე­ბობს — კონ­კ­რე­ტუ­ლი პე­და­გო­გე­ბი ხში­რად ხდე­ბოდ­ნენ უსა­მარ­თ­ლო გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბე­ბის მსხვერ­პ­ლ­ნი. ნი­ნო კვი­ტა­იშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით — „ეს არის გარ­კ­ვე­უ­ლი უნი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი სის­ტე­მა, რო­მე­ლიც გა­ა­ერ­თი­ა­ნებს ყვე­ლა სა­ჯა­რო სკო­ლას, სა­დაც მას­წავ­ლებ­ლის მი­მართ გარ­კ­ვე­უ­ლი დის­ციპ­ლი­ნუ­რი დევ­ნა და­იწყე­ბა მხო­ლოდ მას შემ­დეგ, რაც ჩა­მოთ­ვ­ლილ კონ­კ­რე­ტულ შემ­თხ­ვე­ვებს ექ­ნე­ბა ად­გი­ლი. დის­ციპ­ლი­ნუ­რი კო­მი­ტე­ტი თა­ვის რე­კო­მენ­და­ცი­ას მოკ­ვ­ლე­ვის წარ­მო­ე­ბი­სა და გარ­კ­ვე­უ­ლი შე­დე­გის დად­გო­მის შემ­დეგ გა­აც­ნობს სკო­ლის დი­რექ­ტორს. სკო­ლის დი­რექ­ტორს დას­ჭირ­დე­ბა სე­რი­ო­ზუ­ლი არ­გუ­მენ­ტი­რე­ბუ­ლი უარი ან თან­ხ­მო­ბა დის­ციპ­ლი­ნუ­რი კო­მი­ტე­ტის გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის არ­გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში“.
წე­სი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, დის­ციპ­ლი­ნუ­რი კო­მი­ტე­ტის რო­ლი და ფუნ­ქ­ცია მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, სკო­ლის დი­რექ­ტო­რის გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა კი — მე­ტად საფ­რ­თხი­ლო და სა­პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო, რად­გა­ნაც დი­რექ­ტორ­მა, ოქ­მის მი­ღე­ბი­დან არა­უგ­ვი­ა­ნეს 4 დღის ვა­და­ში, უნ­და გა­მოს­ცეს ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ულ-სა­მარ­თ­ლებ­რი­ვი აქ­ტი — მას­წავ­ლებ­ლის­თ­ვის დის­ციპ­ლი­ნუ­რი სახ­დე­ლის და­კის­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით ან უარი თქვას მას­წავ­ლე­ბელ­ზე სახ­დე­ლის და­კის­რე­ბა­ზე. ორი­ვე შემ­თხ­ვე­ვა­ში, დი­რექ­ტორს მო­უ­წევს წე­რი­ლო­ბი­თი და­სა­ბუ­თე­ბა, გან­მარ­ტე­ბა — რე­გუ­ლა­ცია მას­წავ­ლებ­ლის მი­მართ ობი­ექ­ტუ­რი, გამ­ჭ­ვირ­ვა­ლე, სა­მარ­თ­ლი­ა­ნი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბას მო­ითხოვს.
და მა­ინც, რა­ტომ გახ­და აუცი­ლე­ბე­ლი მას­წავ­ლე­ბელ­თა დის­ციპ­ლი­ნუ­რი წარ­მო­ე­ბის წე­სის დამ­ტ­კი­ცე­ბა, ამის შე­სა­ხებ გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის მი­ნის­ტ­რ­მა თა­მარ სა­ნი­კი­ძემ გა­ნაცხა­და, რომ „კა­ნო­ნი ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის შე­სა­ხებ“ ავალ­დე­ბუ­ლებს სა­მი­ნის­ტ­როს ამ რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის 2015 წლის და­საწყი­სის­თ­ვის დამ­ტ­კი­ცე­ბას. „შე­სა­ბა­მი­სად, მთე­ლი 2014 წლის გან­მა­ვლო­ბა­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და სხვა­დას­ხ­ვა ნორ­მა­ტი­უ­ლი აქ­ტე­ბის შე­სა­ბა­მი­სო­ბა­ში მოყ­ვა­ნა. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ეს, უბ­რა­ლოდ, გარ­და­უ­ვა­ლი იყო“. პე­და­გოგ­თა პრო­ტესტს კი, მი­ნის­ტ­რის აზ­რით, იწ­ვევს ის ფაქ­ტი, რომ პე­და­გო­გე­ბი ბრძა­ნე­ბის ში­ნა­არსს ბო­ლომ­დე არ იც­ნო­ბენ: „მინ­და გითხ­რათ, რომ ბრძა­ნე­ბა­ში და პრო­ცე­დუ­რებ­ში გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი და ახა­ლი არა­ფე­რია, რაც აქამ­დე არ იყო. იმი­ტომ, რომ ეს რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი და პრო­ცე­დუ­რე­ბი არა იმ სა­ხით, მაგ­რამ გა­ფან­ტუ­ლი სა­ხით არ­სე­ბობ­და სამ დო­კუ­მენ­ტ­ში — კა­ნო­ნი, ეთი­კის კო­დექ­სი და დე­ბუ­ლე­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, რად­გა­ნაც კა­ნო­ნი ამას გვა­ვალ­დე­ბუ­ლებ­და, თა­ვი მო­ვუ­ყა­რეთ იმ ოპ­ტი­მა­ლურ ვერ­სი­ას და ვა­რი­ანტს, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბო­და ამ სა­მი დო­კუ­მენ­ტის სა­ფუძ­ველ­ზე ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი­ყო.“
რას უნ­და ვე­ლო­დოთ ამ რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის ამოქ­მე­დე­ბის შემ­დეგ? მი­ნის­ტ­რი აცხა­დებს, რომ „ეს პრო­ცე­დუ­რე­ბი გარ­კ­ვე­ულ ფილტრს წარ­მო­ად­გენს და ვფიქ­რობ, ხელს შე­უწყობს პე­და­გოგს, ყვე­ლა პრო­ცე­დუ­რა (თუ ამის სა­ჭი­რო­ე­ბა დად­გე­ბა) გა­ი­ა­როს და თა­ვი­სი სი­მარ­თ­ლე და­ამ­ტ­კი­ცოს. მას მე­ტი ბერ­კე­ტი ექ­ნე­ბა, რომ თა­ვი და­იც­ვას პრო­ცე­დუ­რე­ბის მი­ხედ­ვით, ვიდ­რე აქამ­დე შე­ეძ­ლო.“ დის­ციპ­ლი­ნუ­რი კო­მი­ტე­ტე­ბის ობი­ექ­ტუ­რო­ბი­სა და მი­უ­კერ­ძო­ებ­ლო­ბის გა­რან­ტად კი მი­ნისტრს ისევ და ისევ კა­ნო­ნი მი­აჩ­ნია, რად­გან „ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის შე­სა­ხებ“ კა­ნონ­ში 2005 წლი­დან მოქ­მე­დებს მუხ­ლი, რო­მე­ლიც აკონ­კ­რე­ტებს, რომ ასე­თი პრო­ცე­დუ­რე­ბი უნ­და გა­ი­ა­რონ დის­ციპ­ლი­ნუ­რი კო­მი­ტე­ტის ფარ­გ­ლებ­ში. კა­ნო­ნი­ვე ად­გენს შე­მად­გენ­ლო­ბას, თუ ვი­სით უნ­და და­კომ­პ­ლექ­ტ­დეს კო­მი­ტე­ტი, შე­სა­ბა­მი­სად, ეს ყვე­ლა­ფე­რი სკო­ლის შიგ­ნით ხდე­ბა.
უმ­თავ­რე­სი მი­ზა­ნი, ცვლი­ლე­ბე­ბის გან­ხოც­რი­ე­ლე­ბი­სას, უნ­და გახ­დეს ის, თუ რამ­დე­ნად მო­ემ­სა­ხუ­რე­ბა ეს ყვე­ლა­ფე­რი მოს­წავ­ლე­თა ინ­ტე­რე­სებს და რამ­დე­ნად გა­ა­უმ­ჯო­ბე­სებს რე­ა­გი­რე­ბას პე­და­გოგ­თა მი­ერ ჩა­დე­ნილ დის­ციპ­ლი­ნურ დარ­ღ­ვე­ვებ­ზე ან უბ­რა­ლოდ, და­ი­ცავს კი მას­წავ­ლებ­ლებს არა­ე­თი­კუ­რო­ბის­გან რა­ი­მე რე­გუ­ლა­ცი­ის და­წე­სე­ბა, თუ­კი ის არა­ე­თი­კუ­რია? მას­წავ­ლებ­ლის დის­ციპ­ლი­ნის რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი დღემ­დეც არ­სე­ბობ­და და მას­წავ­ლებ­ლის ეთი­კის კო­დექ­ს­სა და „ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის კა­ნონ­ში“ იყო გა­წე­რი­ლი, სკო­ლის ში­ნა­გა­ნა­წე­სი კი სკო­ლის სა­მოქ­მე­დო დო­კუ­მენ­ტია. მას­წავ­ლე­ბელ­თა დის­ციპ­ლი­ნუ­რი წარ­მო­ე­ბის აღ­ნიშ­ნუ­ლი წე­სი სა­ჯა­რო სკო­ლე­ბის მას­წავ­ლე­ბელ­თა დის­ციპ­ლი­ნუ­რი გა­დაც­დო­მე­ბის ნუს­ხას გან­საზღ­ვ­რავს და არ ეხე­ბა კერ­ძო სკო­ლის მას­წავ­ლებ­ლებს, რად­გა­ნაც მათ დის­ციპ­ლი­ნურ გა­დაც­დო­მებს თა­ვად კერ­ძო სკო­ლის მი­ერ დად­გე­ნი­ლი დის­ციპ­ლი­ნუ­რი წარ­მო­ე­ბის წე­სი გან­საზღ­ვ­რავს.
დის­ციპ­ლი­ნუ­რი წარ­მო­ე­ბის წე­სის მი­ხედ­ვით რე­ა­ლუ­რად გა­ფარ­თოვ­და იმ პირ­თა წრე, ვი­საც შე­უძ­ლია მი­მარ­თ­ვა დის­ციპ­ლი­ნუ­რი წარ­მო­ე­ბის და­საწყე­ბად და, გარ­კ­ვე­ულ­წი­ლად, გამ­კაც­რ­და სახ­დე­ლის ზო­მე­ბიც; დის­ციპ­ლი­ნუ­რი სახ­დე­ლის მოქ­მე­დე­ბის ვა­და 1 წლით გა­ნი­საზღ­ვ­რა და სახ­დე­ლის ვა­და­ზე ად­რე მოხ­ს­ნის წე­სი სკო­ლის ში­ნა­გა­ნა­წე­სით გა­ნი­საზღ­ვ­რე­ბა. სახ­დე­ლის მოქ­მე­დე­ბის პე­რი­ოდ­ში კი მას­წავ­ლებ­ლის მი­მართ არ გა­მო­ი­ყე­ნე­ბა წა­ხა­ლი­სე­ბის ფორ­მე­ბი, გა­მო­ნაკ­ლი­სი შე­იძ­ლე­ბა სკო­ლის დი­რექ­ტო­რის და­სა­ბუ­თე­ბუ­ლი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბით. სკო­ლებს 3 თვის ვა­და მი­ე­ცათ იმის­თ­ვის, რომ ზო­გად­სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბის ში­ნა­გა­ნა­წე­სი ამ წეს­თან შე­სა­ბა­მი­სო­ბა­ში მო­იყ­ვა­ნონ. სა­ინ­ტე­რე­სოა, რო­გორ შეხ­ვ­დ­ნენ პე­და­გო­გე­ბი და დი­რექ­ტო­რე­ბი ახა­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბით და­წე­სე­ბულ გა­დაც­დო­მე­ბის ნუს­ხა­სა და სახ­დე­ლებს და რო­გორ გეგ­მა­ვენ ახა­ლი ცვლი­ლე­ბის პრაქ­ტი­კა­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას?
ნი­ნო ნა­ბახ­ტე­ვე­ლი, 23-ე სა­ჯა­რო სკო­ლის დი­რექ­ტო­რი: „აღ­მოჩ­ნ­და, რომ ჩვე­ნი სკო­ლის ში­ნა­გა­ნა­წე­სი უკ­ვე მოყ­ვა­ნი­ლია შე­სა­ბა­მი­სო­ბა­ში ბრძა­ნე­ბას­თან. ფაქ­ტობ­რი­ვად, ახა­ლი არა­ფე­რია. ჩვე­ნი სკო­ლის ში­ნა­გა­ნა­წეს­შიც წე­რია და რო­გორც  გა­ვარ­კ­ვიე, ყვე­ლა სკო­ლის ში­ნა­გა­ნა­წეს­ში იდო ის მო­ვა­ლე­ო­ბე­ბი და პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბე­ბი, რაც დის­ციპ­ლი­ნუ­რი წე­სით მას­წავ­ლებ­ლებს ეკის­რე­ბათ. მათ შო­რის არც სახ­დე­ლე­ბია ახა­ლი.
გა­მი­ხარ­და ის, რომ ად­რე დი­რექ­ტორს შე­ეძ­ლო გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა სახ­დე­ლის და­დე­ბის შე­სა­ხებ, ახ­ლა კი დის­ციპ­ლი­ნურ­მა კო­მი­ტეტ­მა უნ­და გა­ნი­ხი­ლოს, რო­მელ­შიც მას­წავ­ლე­ბე­ლიც შე­დის და მშო­ბე­ლიც. ეს უკე­თე­სიც არის იმი­ტომ, რომ სა­ნამ დის­ციპ­ლინუ­რი კო­მი­ტე­ტი იმ­ს­ჯე­ლებს, მა­ნამ კო­ლე­გე­ბი გა­ნი­ხი­ლა­ვენ და შე­იძ­ლე­ბა სხვაგ­ვა­რა­დაც კი შეტ­რი­ალ­დეს ყვე­ლა­ფე­რი და არ მოხ­დეს სახ­დე­ლე­ბის და­დე­ბა პი­რა­დი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის მი­ხედ­ვით. ამით სუ­ბი­ექ­ტუ­რი აზ­რი გა­მო­ი­რიცხე­ბა. აი, ამ კუთხით არის ცვლი­ლე­ბა, თო­რემ თა­ვა­დ დის­ციპ­ლ­ინუ­რი გა­დაც­დო­მე­ბი და სახ­დე­ლე­ბი არ შეც­ვ­ლი­ლა.“
თა­მარ ბა­რი­საშ­ვი­ლი: 24-ე სა­ჯა­რო სკო­ლის ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის მას­წავ­ლე­ბე­ლი: „ძა­ლი­ან საწყე­ნი იყო ჩემ­თ­ვის და ჩე­მი კო­ლე­გე­ბის­თ­ვის ამ წე­სის სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით გა­მოცხა­დე­ბა. მას­წავ­ლებ­ლე­ბის ინ­ფორ­მი­რე­ბა, მა­ინ­ც­და­მა­ინც, 3 იან­ვარს მოხ­და, რო­დე­საც ყვე­ლა იმის  მო­ლო­დინ­ში იყო, რომ სა­ა­ხალ­წ­ლოდ გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს­გან მი­ლოც­ვა იქ­ნე­ბო­და  და არა დის­ციპ­ლი­ნურ გა­დაც­დო­მებ­ზე სა­უ­ბა­რი. ამ წეს-კა­ნონ­ში ბევ­რი რამ უფ­რო  მე­ტად იმ კუთხი­თაა მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი, რო­გორ უნ­და იმუ­შა­ოს დამ­ცავ­მა მე­ქა­ნიზ­მმა, თით­ქოს ერ­თი შე­ხედ­ვით, მას­წავ­ლებ­ლე­ბის ინ­ტე­რე­სე­ბის და­სა­ცა­ვად. მაგ­რამ ინ­ფორ­მი­რე­ბა და­იწყეს მა­ინ­ც­და­მა­ინც ლო­თი მას­წავ­ლებ­ლე­ბის, ეთი­კუ­რი ნორ­მე­ბის გა­დამ­ც­დე­ნი მას­წავ­ლებ­ლე­ბის და, ამავ­დ­რო­უ­ლად, იმ სახ­დე­ლე­ბი­სა თუ  ტერ­მი­ნო­ლო­გი­ე­ბის ხსე­ნე­ბით, რაც ყვე­ლა შემ­თხ­ვე­ვა­ში ძა­ლი­ან ჯან­მ­რ­თე­ლი ფსი­ქი­კის მქო­ნე ადა­მი­ანს, რა პრო­ფე­სი­ი­საც არ უნ­და ყო­ფი­ლი­ყო, გა­ა­ღი­ზი­ა­ნებ­და. მით უმე­ტეს, მას­წავ­ლე­ბე­ლი, რო­მელ­საც შთა­გო­ნე­ბუ­ლი აქვს, რომ მას უნ­და ეკითხე­ბოდ­ნენ და არა სჯიდ­ნენ, იმი­ტომ კი არა, რომ გა­და­მე­ტე­ბუ­ლი თვით­რ­წ­მე­ნა გვაქვს, უბ­რა­ლოდ, წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია მას­წავ­ლე­ბე­ლი, რო­მელ­საც სა­კუ­თა­რი თა­ვის არ სჯე­რა — ის მას­წავ­ლებ­ლად ვერ იმუ­შა­ვებს. ადა­მი­ანს, რო­მელ­საც აქვს იმის ში­ნა­გა­ნი გან­ც­და, რომ ნამ­დ­ვი­ლად შე­უძ­ლია მო­ქა­ლა­ქე­ობ­რი­ვი მრწამ­სით იყოს კე­თი­ლი ნე­ბის გა­მომ­ხატ­ვე­ლი, ტე­ლე­ვი­ზი­ი­დან, სა­ა­ხალ­წ­ლოდ — სა­შო­ბაო კვი­რა­ში თითს უქ­ნე­ვენ და ეუბ­ნე­ბი­ან, რომ სახ­დელს მი­უ­ყე­ნე­ბენ თუ ეთი­კუ­რი გა­დაც­დე­ნის შემ­თხ­ვე­ვებს და­უ­ფიქ­სი­რე­ბენ. შე­უმ­ც­და­რი არა­ვი­ნაა, მით უმე­ტეს, მას­წავ­ლე­ბ­ლებ­მა კარ­გად ვი­ცით, რომ ყვე­ლა­ფე­რი შე­იძ­ლე­ბა შეც­დო­მად ჩაგ­ვით­ვა­ლონ, თუ ძა­ლი­ან ზე­მო­დან გად­მოვ­ხე­დავთ ჩვენს ცხოვ­რე­ბა­სა და საქ­მი­ა­ნო­ბას. რაც მე­ტია პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მი, მით მე­ტია სა­კუ­თა­რი თა­ვი­სად­მი თვით­კ­რი­ტი­კაც, მაგ­რამ გაც­ნო­ბის და მი­წო­დე­ბის ფორ­მა იყო არა­ე­თი­კუ­რი, რაც, თა­ვის­თა­ვად, მი­უ­ღე­ბე­ლი აღ­მოჩ­ნ­და პე­და­გო­გე­ბის­თ­ვის. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მი­მაჩ­ნია, რომ, ალ­ბათ, ნაკ­ლე­ბად ფიქ­რო­ბენ მას­წავ­ლებ­ლე­ბის ღირ­სე­ბა­ზე. ეს ჩე­მი პი­რა­დი შე­ხე­დუ­ლე­ბაა, იმი­ტომ, რომ თუ ადა­მი­ანს ღირ­სე­ბით მო­ვე­კი­დე­ბით მის გა­ღი­ზი­ა­ნე­ბას არა­ნა­ი­რი წეს-კა­ნო­ნი (თუ ის ნამ­დ­ვი­ლად წე­სი და კა­ნო­ნია) არ გა­მო­იწ­ვევს. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, სიღ­რ­მი­სე­უ­ლად გა­ვე­ცა­ნით, კა­თედ­რა­მაც მი­ვი­ღეთ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, შემ­დეგ ჩვე­ნი პო­ზი­ცი­ე­ბი შე­ვა­ჯე­რეთ და მა­ინც ბევ­რი კითხ­ვის ნი­შა­ნი დარ­ჩა ჩვენს თავ­თა­ნაც და იმ სა­ზო­გა­დო­ე­ბის  მი­მარ­თაც, რო­მე­ლიც ამას გვთა­ვა­ზო­ბს. კერ­ძოდ, მი­უ­ღე­ბე­ლია ტერ­მი­ნი „ექ­ს­პერ­ტი“ და „ექ­ს­პერ­ტი­ზა“ — თუ ვინ­მე მეტყ­ვის, რომ ეს ტერ­მი­ნე­ბი აქ პი­რო­ბი­თა­დაა ნახ­მა­რი, მა­შინ კა­ნონ­თან მი­მარ­თე­ბა­ში პი­რო­ბი­თო­ბა რა შუ­ა­შია. ნე­ბის­მი­ე­რი საგ­ნის სპე­ცი­ა­ლიტს სად აქვს იმის დრო, ექ­ს­პერ­ტე­ბის დო­ნე­ზე იკ­ვ­ლი­ოს, სას­წავ­ლო პრო­ცე­სის პა­რა­ლე­ლუ­რად, მას­წავ­ლებ­ლის ეთი­კური ნორ­მის გა­დაც­დე­ნა-არ­გა­დაც­დე­ნა.
უხერ­ხუ­ლო­ბას ქმნის, ასე­ვე, სა­უ­ბა­რი იმ სა­კითხ­ზე, რა­საც ნდო­ბის ფაქ­ტო­რი ჰქვია. ერ­თ­მა­ნე­თის მი­მართ კო­ლე­გებს ნდო­ბა, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, გვაქვს. მა­გა­ლი­თის­თ­ვის, ავი­ღოთ ჩვე­ნი 100-კა­ცი­ა­ნი კო­ლექ­ტი­ვი — ამ სკო­ლა­ში 100 მას­წავ­ლე­ბე­ლი თა­ნამ­შ­რომ­ლობს, თუ კო­მი­სია, რო­მე­ლიც ამ სა­კითხებს და­ა­რე­გუ­ლი­რებს იქ­ნე­ბა მაქ­სი­მუმ 10-კა­ცი­ა­ნი, მა­შინ 100 მას­წავ­ლებ­ლის ცხოვ­რე­ბის 10 მას­წავ­ლებ­ლის თვა­ლით და­ნახ­ვა რამ­დე­ნად რე­ა­ლუ­რია?  და სა­ერ­თოდ, აღარ დად­გა დრო, რომ მას­წავ­ლებ­ლებს ჩვე­ნი საქ­მე გვა­კე­თე­ბი­ნონ?
გა­დაც­დო­მის ელე­მენ­ტი, სუ­ბი­ექ­ტუ­რი ხედ­ვით, შე­იძ­ლე­ბა ყვე­ლა მას­წავ­ლე­ბელს ვუ­პო­ვოთ — მა­გა­ლი­თად, მას­წავ­ლე­ბელ­მა მოს­წავ­ლეს მა­ქსი­მა­ლუ­რად მოს­­თხო­ვა გაკ­ვე­თი­ლის ცოდ­ნა ან და­ვა­ლე­ბის შეს­რუ­ლე­ბა და არა ელე­მენ­ტა­რუ­ლად და მას არა­და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლი და­უ­წე­რა. ეს შე­იძ­ლე­ბა მშობ­ლის გა­ღი­ზი­ა­ნე­ბის სა­ბა­ბი გახ­დეს ან უამ­რა­ვი მსგავ­სი შემ­თხ­ვე­ვა. ეს მას­წავ­ლებ­ლის გა­დაც­დო­მად უნ­და ჩავ­თ­ვა­ლოთ? და ამის გა­მო მან თა­ვი იმარ­თ­ლოს?  კა­ნონ­ში კი წე­რია, რომ მას­წავ­ლე­ბელს დუ­მი­ლის უფ­ლე­ბა აქვს, მა­გრამ ამ მას­წავ­ლებ­ლის ქმე­დე­ბა­ზე რომ სჯა-ბა­ა­სი გა­ი­მარ­თე­ბა და სა­ექ­ს­პერ­ტო მა­სა­ლე­ბის შეგ­რო­ვე­ბა და­იწყე­ბა, ვინ­მემ იფიქ­რა, რო­გორი იქ­ნე­ბა მი­სი ფსი­ქი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა?  რო­გორ ფიქ­რობთ, რო­გო­რი უნ­და იყოს? — მშვი­დი? რა­ტომ ვქმნით ბა­რი­ერს, არ მეს­მის, გვაკ­ლია მას­წავ­ლებ­ლებს წი­ნა­ღო­ბე­ბი?
თა­ვის­თა­ვად, რო­ცა არ­სე­ბობს პრე­ტენ­ზია იმი­სა, რომ მას­წავ­ლებ­ლებს  მო­უ­წო­დონ რო­გორ იცხოვ­რონ და ეთი­კუ­რი ნორ­მე­ბი არ და­არ­ღ­ვი­ონ, თვი­თონ ჭკუ­ის დამ­რი­გებ­ლებს მე­ტი მო­ეთხო­ვე­ბა, მათ მას­წავ­ლებ­ლის მო­ტი­ვა­ცი­ა­ზეც უნ­და იფიქ­რონ. სამ­წუ­ხა­როდ, ჯერ ისე­დაც არ არის მას­წავ­ლებ­ლო­ბა პრეს­ტი­ჟუ­ლი პრო­ფე­სია და, ამ ფონ­ზე, მას სა­ერ­თოდ ხომ არ უნ­და ჩა­უკ­ლა ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი შე­მოქ­მე­დე­ბი­თი თა­ვი­სუფ­ლე­ბა. თუ ასე გა­მო­ე­კი­დე­ბა ვინ­მე მას­წავ­ლე­ბელს, რაც უნ­და კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი იყოს ის, მი­ზეზს ყო­ველ­თ­ვის უპო­ვის. ამ მი­ზე­ზე­ბის ძებ­ნა­ში გა­ვა­ტა­როთ დრო, სას­კო­ლო სა­ა­თე­ბი თუ ვი­ფიქ­როთ იმა­ზე, რა და რო­გორ ვას­წავ­ლოთ.“
მაია მი­ქა­ძე, 24-ე სა­ჯა­რო სკო­ლის ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის მას­წავ­ლე­ბე­ლი: „ნამ­დ­ვი­ლად არ მინ­და ამ თე­მა­ზე ბევ­რი ლა­პა­რა­კი, იმი­ტომ რომ ჩემ­თ­ვის ცო­ტა გა­უ­გე­ბა­რია ცალ­კე პე­და­გო­გე­ბის­თ­ვის რა­ტომ იყო გა­მო­სა­ყო­ფი ქცე­ვის წე­სებ­თან და­კავ­ში­რე­ბულ ნორ­მებ­ზე სა­უ­ბა­რი. მე მგო­ნი მას­წავ­ლებ­ლე­ბიც ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან და, ზო­გა­დად, კა­ნონ­მ­დებ­ლო­ბა, რო­მე­ლიც სხვა ადა­მი­ა­ნე­ბის მი­მართ მოქ­მე­დებს, მა­თაც ისე­ვე ეხე­ბათ, რო­გორც და­ნარ­ჩე­ნებს. სი­მარ­თ­ლე გითხ­რათ, ამი­ტომ ვერ გა­ვი­გე კარ­გად, რა მი­ზანს ისა­ხავ­და გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­რო ამ ბრძა­ნე­ბის გა­მო­ცე­მით.
მეტ-ნაკ­ლე­ბად, მას­წავ­ლე­ბელს, რო­მე­ლიც სკო­ლა­ში შე­დის და იქ მუ­შა­ო­ბას აგ­რ­ძე­ლებს, გაც­ნო­ბი­ე­რე­ბუ­ლი აქვს ყვე­ლა­ფე­რი — რა მი­სია აკის­რია და რა მო­ეთხო­ვე­ბა. კი­დევ ასე დამ­ძი­მე­ბა და და­მა­ტე­ბი­თი ტვირ­თის და­კის­რე­ბა რა სა­ჭი­როა ვერ გა­ვი­გე. ვი­ფიქ­რე და ერ­თა­დერ­თი ახ­ს­ნა, რაც ამას მო­ვუ­ძებ­ნე, არის ის, რომ ეს შე­იძ­ლე­ბა იყოს პრო­ფე­სი­ულ სქე­მა­ში ჩარ­თ­ვის იძუ­ლე­ბი­თი ბერ­კე­ტი. მე პი­რა­დად, მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­ული გან­ვი­თა­რე­ბის სქე­მა­ში ჩარ­თ­ვის არა­ნა­ი­რი სურ­ვი­ლი არ მაქვს. ში­შის ფაქ­ტო­რი იმუ­შა­ვებს, თუ­კი დაფ­რ­თხე­ბი­ან მას­წავ­ლებ­ლე­ბი და გა­მუდ­მე­ბით იმა­ზე იფიქ­რე­ბენ, რომ ყო­ველ ნა­ბიჯ­ზე უთ­ვალ­თ­ვა­ლე­ბენ და მათ ქცე­ვას აკონ­ტ­რო­ლე­ბენ, ეს მათ მე­ტად დათ­რ­გუ­ნავთ. დათ­რ­გუ­ნუ­ლი და შე­ში­ნე­ბუ­ლი კი იოლი სა­მარ­თა­ვია.“
გი­ორ­გი კა­კა­ბა­ძე: 24-ე სკო­ლის დი­რექ­ტო­რი: „რე­ა­ლუ­რად ამ ცვლი­ლე­ბის შე­ტა­ნა კა­ნო­ნით იყო გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი და წელს უნ­და მომ­ხ­და­რი­ყო. მე თუ მკითხავთ, ეს დე­ცენ­ტ­რა­ლი­ზა­ცი­ის­კენ გა­დად­გ­მუ­ლი ნა­ბი­ჯია. იდე­ა­ში კი,  ეს ყვე­ლა­ფე­რი სწო­რად არ იქ­ნა აღ­ქ­მუ­ლი. ბევრს სა­უბ­რო­ბენ იმა­ზე, რომ ახა­ლი სას­ჯე­ლე­ბი შე­მო­დის, არა­და ეს ყვე­ლა­ფე­რი ში­ნა­გა­ნა­წეს­შიც ასე იყო. ისე­დაც ის­ჯე­ბო­და ყვე­ლა ეს ქმე­დე­ბა. აქ სა­უ­ბა­რია იმა­ზე, რომ მოკ­ვ­ლე­ვას და პირ­ველ გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბას მი­ი­ღებს დის­ციპ­ლი­ნუ­რი საბ­ჭო და არა დი­რექ­ტო­რი — ეს რე­ა­ლუ­რად დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ნა­ბი­ჯია. სხვა სა­კითხია, რამ­დე­ნა­დაა მზად დის­ციპ­ლი­ნუ­რი საბ­ჭო მოკ­ვ­ლე­ვის­თ­ვის.
დის­ციპ­ლი­ნუ­რი საბ­ჭო სა­მე­ურ­ვეო საბ­ჭოს მი­ე­რაა არ­ჩე­უ­ლი, აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ალ­ბათ, გარ­კ­ვე­ულ­წი­ლად, სა­მე­ურ­ვეო საბ­ჭოს პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა­ცაა მა­თი ქმე­დე­ბე­ბი. თუმ­ცა დი­რექ­ტორ­საც შე­უძ­ლია, არ და­ე­თან­ხ­მოს საბ­ჭოს გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა­ში და და­ა­სა­ბუ­თოს, რა­ტომ არ ეთან­ხ­მე­ბა. რე­ა­ლუ­რად, თუ სკო­ლის შიგ­ნით გა­რე­მო დე­მოკ­რა­ტი­უ­ლია, მა­შინ ეს არც უნ­და ხდე­ბო­დეს. სხვა სა­კითხია, რამ­დე­ნად მზა­დაა ამ პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბის­თ­ვის სტრუქ­ტუ­რუ­ლი ერ­თე­უ­ლე­ბი. ამა­ზე პა­სუხს ვერ გაგ­ცემთ. ის კი შე­მიძ­ლია გითხ­რათ, რომ თუ სად­მე სა­მე­ურ­ვეო საბ­ჭო კარ­გად მუ­შა­ობს, მათ შო­რი­საა ჩვე­ნი სკო­ლაც. ჩვენ­თან  ყვე­ლა­ფე­რი გან­ხილ­ვა­დია და ჩარ­თუ­ლე­ბი ვართ პრო­ცე­სებ­ში — პედ­საბ­ჭო­ზეც ბევ­რი სა­კითხი გა­ნი­ხი­ლე­ბა და სა­მე­ურ­ვეო საბ­ჭოც ცდი­ლობს, მაქ­სი­მა­ლუ­რად გა­მო­ი­კითხოს მშობ­ლე­ბი­სა და  მას­წავ­ლებ­ლე­ბის აზ­რი და ამის შემ­დეგ მი­ვი­ღოთ ესა თუ ის  გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა— ეს პრო­ცე­სებს მაქ­სი­მა­ლუ­რად გამ­ჭ­ვირ­ვა­ლეს ხდის.
არ ვფიქ­რობ, რომ ამ ბრძა­ნე­ბით დი­რექ­ტო­რის უფ­ლე­ბა იზღუ­დე­ბა. მარ­თა­ლია, პირ­ველ ეტაპ­ზე, გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბას დის­ციპ­ლი­ნუ­რი საბ­ჭო იღებს, თუმ­ცა შემ­დეგ დი­რექ­ტორს აქვს და­სა­ბუ­თე­ბის უფ­ლე­ბა, ანუ არ­მი­ღე­ბის უფ­ლე­ბა, თუ­კი მას­წავ­ლებ­ლის დას­ჯას არ ეთან­ხ­მე­ბა. პრინ­ციპ­ში პრო­ცე­დუ­რა გარ­თუ­ლე­ბუ­ლია, მაგ­რამ დი­რექ­ტო­რის უფ­ლე­ბა შე­უზღუ­და­ვია. სკო­ლის ავ­ტო­ნო­მია პირ­და­პირ კავ­შირ­შია სას­კო­ლო სა­ზო­გა­დო­ე­ბის აქ­ტი­უ­რო­ბას­თან, გან­ს­წავ­ლუ­ლო­ბა­სა და ჩა­ხე­დუ­ლო­ბას­თან — სა­მარ­თ­ლებ­რივ და სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სა­კითხებ­შიც, ეროვ­ნულ სას­წავ­ლო გეგ­მა­შიც და ა.შ. თა­ვი­დან საკ­მა­ოდ რთუ­ლი იქ­ნე­ბა გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბა, უფ­რო მე­ტად კი, სწო­რად მოკ­ვ­ლე­ვა ამ პრო­ცე­დუ­რე­ბის, იმი­ტომ რომ ში­ნა­გა­ნა­წე­სი ამის სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა. რო­ცა ყვე­ლა­ფერს გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ და ში­ნა­გა­ნა­წესს და­ვად­გენთ, იქ პირ­და­პირ ჩა­ი­წე­რე­ბა, რა დარ­ღ­ვე­ვის შემ­თხ­ვე­ვა­ში რა სახ­დე­ლი უნ­და და­ე­კის­როს მას­წავ­ლე­ბელს. გა­დაც­დო­მის მოკ­ვ­ლე­ვა და და­დას­ტუ­რე­ბა კი, რო­გორც აღ­ვ­ნიშ­ნეთ, დისციპ­ლი­ნუ­რი კო­მი­ტე­ტის ხელ­ში გა­და­დის და ეს პრობ­ლე­მა მან უნ­და მო­აგ­ვა­როს. აქ­ვე გეტყ­ვით იმა­საც, რომ მას­წავ­ლე­ბელს დუ­მი­ლის უფ­ლე­ბა აქვს და არ აქვს ვალ­დე­ბუ­ლე­ბა, თა­ვი იმარ­თ­ლოს.
არ მი­მაჩ­ნია, რომ დი­რექ­ტორს რა­ი­მე უფ­ლე­ბა წა­არ­თ­ვეს, უბ­რა­ლოდ, ამ უფ­ლე­ბე­ბის გან­ხოც­რი­ე­ლე­ბა უფ­რო მე­ტი პრო­ცე­დუ­რის გავ­ლას მო­ი­ცავს. სა­ბო­ლოო ჯამ­ში, ეს პრო­ცე­დუ­რე­ბი სკო­ლის სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ზე, ანუ არ­ჩე­ულ ადა­მი­ა­ნებ­ზე გა­დის.
რაც შე­ე­ხე­ბა ობი­ექ­ტუ­რო­ბის გა­რანტს, გეტყ­ვით: მა­გა­ლი­თად, ინ­გ­ლისს პრე­ცე­დენ­ტუ­ლი სა­მარ­თა­ლი აქვს, მაგ­რამ იქაც კი ობი­ექ­ტუ­რო­ბის აბ­სო­ლუ­ტუ­რი გა­რან­ტი არ არ­სე­ბობს. ყვე­ლა­ფე­რი ეს კომ­პე­ტენ­ტუ­რი ადა­მი­ა­ნე­ბის შე­ხე­დუ­ლე­ბებ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი ისე რო­გორც, მა­გა­ლი­თად, ნა­ფიც მსა­ჯულ­თა ინ­ს­ტი­ტუ­ტის შემ­თხ­ვე­ვა­ში. გა­მარ­ტი­ვე­ბუ­ლია გა­სა­ჩივ­რე­ბის პრო­ცე­დუ­რაც, გა­სა­ჩივ­რე­ბა სა­მერ­ვეო საბ­ჭ­ო­დან იწყე­ბა, რის შემ­დე­გაც, არ­დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში, მას­წავ­ლე­ბელს შე­უძ­ლია, მოკ­ვ­ლე­ვის დო­კუ­მენ­ტე­ბი სა­მი­ნის­ტ­რო­ში ან სა­სა­მარ­თ­ლო­შიც კი წა­ი­ღოს.
ამ ბრძა­ნე­ბით ყვე­ლა­ფე­რი უფ­რო და­კონ­კ­რეტ­და, უბ­რა­ლოდ, პრო­ცე­დუ­რე­ბი გა­ი­ზარ­და.
პე­და­გო­გებს, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ბრძა­ნე­ბა გა­ვა­ცა­ნი, შემ­დეგ პედ­საბ­ჭო­ზეც გან­ვი­ხი­ლეთ, თუმ­ცა იქ ძა­ლი­ან ბევრ კითხ­ვა­ზე მო­მი­წია პა­სუ­ხის გა­ცე­მა, რად­გან დო­კუ­მენტს, კარ­გად წა­კითხ­ვის გარ­და, კარ­გად გა­აზ­რე­ბაც სჭირ­დე­ბა. პე­და­გო­გებს შევ­თა­ვა­ზე, შეგ­ვექ­მ­ნა მო­ნი­ტო­რინ­გის ჯგუ­ფე­ბი, რომ­ლე­ბიც იმუ­შა­ვე­ბენ მშობ­ლებ­თან, გა­მო­კითხა­ვენ მათ, რა შე­ნიშ­ვ­ნე­ბი აქვთ მას­წავ­ლებ­ლე­ბის მი­მართ — სას­წავ­ლო ან სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცეს­ში. არის შემ­თხ­ვე­ვე­ბი, რო­ცა მშობ­ლებს პრე­ტენ­ზი­ე­ბი აქვთ საკ­ლა­სო წე­რებ­თან ან გაკ­ვე­თი­ლის ახ­ს­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბით. სწო­რედ ამის გა­მო ავა­მუ­შა­ვეთ მო­ნი­ტო­რინ­გის ჯგუ­ფე­ბი, ამ ტი­პის სა­ჩივ­რე­ბი რომ გა­მოვ­რიცხოთ, რად­გან დის­ციპ­ლი­ნურ საბ­ჭო­ებს ამ სა­ჩივ­რებ­ზე მუ­შა­ო­ბა გა­უ­ჭირ­დე­ბათ, ვი­ნა­ი­დან აქ საქ­მე მას­წავ­ლე­ბელ­თა თვით­შე­მოქ­მე­დე­ბის თა­ვი­სუფ­ლე­ბას ეხე­ბა. მო­ნი­ტო­რინ­გის ჯგუ­ფე­ბი, გარ­და იმი­სა, რომ იმუ­შა­ვე­ბენ მშო­ბელ­თან და მათ გა­მო­კითხა­ვენ, და­ეს­წ­რე­ბი­ან გაკ­ვე­თი­ლებ­საც, და­წე­რენ რე­კო­მენ­და­ცი­ებს. ისევ შე­ვიკ­რი­ბე­ბით და მო­ვაწყობთ გან­ხილ­ვას. რო­ცა დავ­რ­წ­მუნ­დე­ბი, რომ პე­და­გო­გებს ეს ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად აქვთ გაც­ნო­ბი­ე­რე­ბუ­ლი და გა­აზ­რე­ბუ­ლი, მხო­ლოდ შემ­დეგ ვი­ფიქ­რებ ში­ნა­გა­ნა­წეს­ზე.
ოდეს­ღაც ეს ყვე­ლა­ფე­რი ხომ უნ­და დაწყე­ბუ­ლი­ყო, თუ­კი სკო­ლა უნ­და იყოს დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი, სწო­რედ ასე­თი უნ­და იყოს. სხვა სა­კითხია, რო­გო­რია სა­ზო­გა­დო­ე­ბის მზა­ო­ბა. პრო­ცე­სი რომ სწო­რად წა­რი­მარ­თოს, სა­ჭი­როა პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბე­ბის გა­და­ნა­წი­ლე­ბა და ამის შემ­დეგ უნ­და გან­ვ­საზღ­ვ­როთ მარ­თ­ვის სწო­რი სა­შუ­ა­ლე­ბა. პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბე­ბი გა­და­ნა­წი­ლე­ბუ­ლია, ვნა­ხოთ, ნელ-ნე­ლა მივ­ყ­ვეთ პრო­ცე­სებს.“

25-28(942)N