გამოდის 1998 წლიდან
2015-01-22
გა­და­ვარ­ჩი­ნოთ ხა­ი­ში ჩა­ძირ­ვას

 „ყვე­ლამ და­ვიც­ვათ ჩვე­ნი წი­ლი სა­ქარ­თ­ვე­ლო!“ — კა­თა­ლი­კოს პატ­რი­არ­ქის ილია მე­ო­რის მო­წო­დე­ბა

ჩვენ ირ­გ­ვ­ლივ, წარ­მა­ტე­ბებ­თან ერ­თად, ნაკ­ლიც ბევ­რია, მაგ­რამ სხვა­დას­ხ­ვა მი­ზეზ­თა გამო მა­თი გა­მოს­წო­რე­ბა ჩვენს ძა­ლებს აღე­მა­ტე­ბა. ამი­ტომ ავირ­ჩი­ეთ სა­კითხი, რომ­ლის მეშ­ვე­ო­ბი­თაც საქ­მის წინ წა­წე­ვა შე­იძ­ლე­ბა — ზრუნ­ვა გა­რე­მო­ზე, ეკო­ლო­გი­უ­რი სა­კითხე­ბით ახალ­გაზ­რ­დე­ბის და­ინ­ტე­რე­სე­ბა, ის­ტო­რი­უ­ლი ად­გი­ლე­ბის შეს­წავ­ლა, სტრა­ტე­გი­უ­ლი ად­გი­ლის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბის ახალ­გაზ­რ­დე­ბის გა­გე­ბამ­დე დაყ­ვა­ნა, რაც სა­ბო­ლოო ჯამ­ში ადა­მი­ა­ნის პატ­რი­ო­ტუ­ლი სუ­ლის­კ­ვე­თე­ბით აღ­ზ­რ­დის სა­პა­ტიო საქ­მეს ემ­სა­ხუ­რე­ბა. ჩემ მი­ერ და­გეგ­მი­ლი დაშ­ქ­რო­ბა-გაკ­ვე­თი­ლის მი­ზა­ნიც ეს იყო. ლაშ­ქ­რო­ბი­სას ბავ­შ­ვებს 555 წელს აჯან­ყე­ბუ­ლი სვა­ნე­ბის მი­ერ ბი­ზან­ტი­ის იმ­პე­რი­ის ერ­თი გარ­ნი­ზო­ნის გაწყ­ვე­ტის ად­გილს ვაჩ­ვე­ნებ და ვუყ­ვე­ბი, ზუს­ტად იმა­ვე ად­გილ­ზე აჯან­ყე­ბულ­მა სვა­ნებ­მა რო­გორ გა­ა­ნად­გუ­რეს 1921 წელს სა­ქარ­თ­ვე­ლოს დამ­პყ­რო­ბი წი­თე­ლი არ­მი­ის ერ­თი ასე­უ­ლი. იმა­ვე ად­გი­ლას, 1941-1945 წლე­ბის გერ­მა­ნი­ის წი­ნა­აღ­მ­დეგ ომ­ში, რო­გორ მზად­დე­ბო­და გერ­მა­ნელ­თა სა­მა­რე იმ შემ­თხ­ვე­ვი­სათ­ვის, თუ კავ­კა­სი­ო­ნის ქე­დის უღელ­ტე­ხილ­ზე ამო­სუ­ლები სვა­ნეთ­ში ნენ­ს­კ­რის სა­თა­ვი­დან და­ეშ­ვე­ბოდ­ნენ. ზუს­ტად იმა­ვე ად­გილ­ზე, ახ­ლა უკ­ვე მე­ოთხედ, 2008 წლის რუ­სეთ სა­ქარ­თ­ვე­ლოს ომის დროს, დად­გ­ნენ რუ­სუ­ლი ტან­კე­ბი. და­სავ­ლეთ სა­ქარ­თ­ვე­ლოს ცა­და­ზი­დულ მწვერ­ვა­ლებს შო­რის მდე­ბა­რე ეს პა­ტა­რა სოფ­ლე­ბი — ხა­იშ-ტო­ბა­რი — რამ­დენ­ჯერ გამ­ხ­და­რა შო­რე­უ­ლი უცხო ძა­ლე­ბის და­პი­რის­პი­რე­ბის ად­გი­ლი. ამ სა­კითხით და­ინ­ტე­რე­სე­ბულ პი­რებს ვრცე­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბა ამ სტრი­ქო­ნე­ბის ავ­ტო­რის­გან შე­უძ­ლი­ათ. ჩე­მი აზ­რით, ხა­იშ-ტო­ბა­რი აუცი­ლებ­ლად უნ­და გა­და­ურ­ჩეს ჩა­ძირ­ვას, რაც გა­რე­მოს დაც­ვის აუცი­ლებ­ლო­ბი­თაა ნა­კარ­ნა­ხე­ვი.
ამ­ჟა­მად ხა­იშ-ტო­ბარ-სა­გერ­გი­ლის თავ­ზე კვლავ გა­მოჩ­ნდ­ნენ სას­ტი­კი და და­უნ­დო­ბე­ლი, სა­ავ­დ­როდ გამ­ზა­დე­ბუ­ლი ღრუბ­ლე­ბი, ანუ „ხუ­დონ­ჰე­სის“ მშე­ნებ­ლო­ბა, რო­მე­ლიც მო­სახ­ლე­ო­ბას გა­და­სახ­ლე­ბით, ტე­რი­ტო­რი­ის ჩა­ძირ­ვით და ზე­მოთ აღ­ნიშ­ნუ­ლი სტრა­ტე­გი­უ­ლი პუნ­ქ­ტის გა­უქ­მე­ბით ემუქრება. ლაშ­ქ­რო­ბა-გაკ­ვე­თილ­ზე უფ­როს­კ­ლა­სე­ლებს დე­ტა­ლუ­რად გა­ვაც­ნობ ად­გი­ლებს, რომ­ლე­ბიც, ჰე­სის აშე­ნე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში, წყლით და­ი­ფა­რე­ბა. ეს ის ად­გი­ლე­ბია,  სა­დაც მათ ბავ­შ­ვო­ბა გა­ა­ტა­რეს და მო­მა­ვა­ლ­ში რო­მე­ლი­მე მათ­განს ნოს­ტალ­გია თუ მო­ე­ძა­ლა, საცხოვ­რებ­ლად მშობ­ლი­ურ კუთხეს ვერ და­უბ­რუნ­დე­ბა. ჩვენ ხომ სკო­ლის მერ­ხი­დან მოგ­ვ­ყ­ვე­ბა ალექ­სან­დ­რე ყაზ­ბე­გის ხე­ვის­ბე­რი გო­ჩას სიტყ­ვე­ბი: „შვი­ლო, იმ ად­გილს გე­და­ვე­ბი­ან, რო­მე­ლიც შე­ნი მა­მა-პა­პა­თა ძვლე­ბით არის გა­პო­ხი­ე­რე­ბუ­ლი, მი­წა მა­თი სის­ხ­ლით ქვეს­კ­ნე­ლამ­დე გაჟ­ღენ­თი­ლი, არ და­ა­ნე­ბო!!!“
სა­ხელ­მ­წი­ფოს ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე „ხუ­დონ­ჰე­სი“ უნ­და აშენ­დეს, სო­ფელ ხა­ი­შის მო­სახ­ლე­ო­ბა უნ­და ავ­ყა­როთ, ტე­რი­ტო­რია ჩავ­ძი­როთ, წი­ნა­აღ­მ­დეგ შემ­თხ­ვე­ვა­ში სა­ქარ­თ­ვე­ლო და­ი­ღუ­პე­ბა, დარ­ჩე­ბა ენერ­გე­ტი­კის გან­ვი­თა­რე­ბის გა­რე­შე — გვარ­წ­მუ­ნე­ბენ ენერ­გე­ტი­კის სა­მი­ნის­ტ­როს მეს­ვე­უ­რე­ბი, მაგ­რამ ეს მცდა­რი აზ­რია, რად­გან ჰე­სის აშე­ნე­ბის ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი ვა­რი­ან­ტიც არ­სე­ბობს და სო­ფე­ლ ხა­ი­შის გა­დარ­ჩე­ნის გზაც, თუ მა­ინ­ც­და­მა­ინც სოფ­ლის ჩა­ძირ­ვას არ ამო­ვი­ჩე­მებთ.
რო­მელ გა­რე­მოს დაც­ვა­ზეა ლა­პა­რა­კი, რო­დე­საც ძვ. წელ­თაღ­რიცხ­ვის ჳვ სა­უ­კუ­ნის სა­მარ­ხებს, დღემ­დე მოქ­მედ სა­საფ­ლა­ოს ჩა­ძირ­ვა ემუქ­რე­ბა, შუა სა­უ­კუ­ნე­ე­ბის წმინ­და გი­ორ­გის ეკ­ლე­სი­ას — დე­მონ­ტა­ჟი, სო­ფელს — აყ­რა და გა­და­სახ­ლე­ბა, ტე­რი­ტო­რი­ას — წყლის ქვეშ მოქ­ცე­ვა. ეს ხომ სა­კუ­თა­რი ქვეყ­ნის და ხალ­ხის წი­ნა­აღ­მ­დეგ ბრძო­ლაა?!...
ხა­ი­შის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე 9 მიკ­რო­ჰე­სის აშე­ნე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბაა, რაც და­სახ­ლე­ბულ პუნ­ქ­ტებს არ და­ა­ზა­რა­ლებს, პი­რი­ქით, სარ­გებ­ლო­ბას მო­უ­ტანს მხა­რეს.
ამ ტი­პის გაკ­ვე­თი­ლის ჩა­ტა­რე­ბა სა­ჭი­როდ მი­მაჩ­ნია არა მარ­ტო ჩე­მი სკო­ლის, არა­მედ სვა­ნე­თის ყვე­ლა სკო­ლის მოს­წავ­ლე­ე­ბი­სათ­ვის და სა­ქარ­თ­ვე­ლოს იმ სკო­ლე­ბის მოს­წავ­ლე­ე­ბი­სათ­ვი­საც, ვი­საც ეკო­ნო­მი­კუ­რი თუ ფი­ზი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა ხაიშში ჩამოსვლის სა­შუ­ა­ლე­ბას მის­ცემს. ზე­მოთ აღ­ნიშ­ნულ ად­გილ­ზე ჩას­ვ­ლის მი­ზა­ნი მხო­ლოდ ერ­თია: მოს­წავ­ლე ახალ­გაზ­რ­დო­ბა ად­რე­უ­ლი ასა­კი­დან მი­ვაჩ­ვი­ოთ ქარ­თუ­ლი მი­წის ყო­ვე­ლი მტკა­ვე­ლის გა­დარ­ჩე­ნი­სათ­ვის ბრძო­ლას.
ამ­რი­გად, ხა­ი­შის სა­ჯა­რო სკო­ლის პედ­კო­ლექ­ტი­ვი, მოს­წავ­ლე ახალ­გაზ­რ­დო­ბა, სოფ­ლის მო­სახ­ლე­ო­ბას­თან ერ­თად, გა­რე­მოს დაც­ვა­ზე ზრუნ­ვას იწყებს სო­ფელ ხა­ი­შის აყ­რა-გა­და­სახ­ლე­ბის წი­ნა­აღ­მ­დეგ ბრძო­ლით და მო­უ­წო­დებს სრუ­ლი­ად სა­ქარ­თ­ვე­ლოს, მხა­რი და­უ­ჭი­რონ ხა­ი­შის და სვა­ნე­თის გა­დარ­ჩე­ნის სა­კითხს, რად­გან სვა­ნე­თის გა­დარ­ჩე­ნა სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­დარ­ჩე­ნაა.

ხუ­დონ­ჰე­სი არ უნ­და აშენ­დეს, იმი­ტომ რომ:
v ადა­მი­ან­თა უფ­ლე­ბე­ბი არის სას­ტი­კად დარ­ღ­ვე­უ­ლი და და­მა­ხინ­ჯე­ბუ­ლი. ჩვენს ქვე­ყა­ნას თა­ვის სახლ-კარს მოწყ­ვე­ტი­ლი, იძუ­ლე­ბით გა­და­ად­გი­ლე­ბუ­ლი, ნა­ხე­ვარ­მი­ლი­ო­ნი ადა­მი­ა­ნი ჰყავს. ჩვენც გვთა­ვა­ზო­ბენ, ფუ­ლი აიღეთ და წაბ­რ­ძან­დით სა­დაც გე­ნე­ბო­თო;
v გვთა­ვა­ზო­ბენ იმ ად­გი­ლი­დან აყ­რას, სა­დაც ადა­მი­ანს, ჩვენს წი­ნა­პარს, ძვე­ლი წელ­თაღ­რიცხ­ვით ჳვ სა­უ­კუ­ნე­ში უცხოვ­რია. ასეთ ად­გი­ლებს ევ­რო­პა­ში სწავ­ლო­ბენ სო­ცი­ო­ლო­გე­ბი, ეკო­ნომ-გე­ოგ­რა­ფე­ბი, ის­ტო­რი­კო­სე­ბი და ზრუ­ნა­ვენ ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბის ცხოვ­რე­ბის პი­რო­ბე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ზე და არა აყ­რა­ზე და ტე­რი­ტო­რი­ის ჩა­ძირ­ვა­ზე;
v მსოფ­ლიო უარს ამ­ბობს მა­ღა­ლი კაშ­ხ­ლე­ბის მშე­ნებ­ლო­ბა­ზე. ჩვე­ნი ენერ­გე­ტი­კის სა­მი­ნის­ტ­რომ კი თა­ვი გა­მო­ი­დო, რომ ხა­ი­შის შე­სას­ვ­ლელ­ში ააშე­ნოს გი­გან­ტი ჰიდ­რო­ე­ლექ­ტ­რო­სად­გუ­რი, რაც ყოვ­ლად და­უშ­ვე­ბე­ლია იმი­ტომ, რომ ხუ­დონ­ჰე­სის წყალ­სა­ცა­ვის წყა­ლი და­ფა­რავს ისეთ და იმ­დენ ტე­რი­ტო­რი­ას, რა­საც შე­იძ­ლე­ბა მსოფ­ლი­ო­ში ანა­ლო­გი არ მო­ე­ძებ­ნოს. ამ ად­გი­ლას თავს იყ­რის 8 მდი­ნა­რის აუზი, მი­სი კუთ­ვ­ნი­ლი ტე­რი­ტო­რია, ზღვის დო­ნი­დან 700მ, ვიდ­რე ალ­პუ­რი სა­ძოვ­რე­ბით დამ­თავ­რე­ბუ­ლი;
v ხუ­დონ­ჰე­სი რომ აშენ­დე­ბა, გან­მ­ტ­კიც­დე­ბა ქვეყ­ნის ენერ­გე­ტი­კა, გა­იზ­რ­დე­ბა ეკო­ნო­მი­კა, მაგ­რამ გა­მო­უს­წო­რე­ბე­ლი ზი­ა­ნი მი­ად­გე­ბა ქვეყ­ნის ტე­რი­ტო­რი­ულ მთლი­ა­ნო­ბას, სვა­ნურ ენას, კულ­ტუ­რას, სვა­ნურ კა­ნონ­მ­დებ­ლო­ბას, რო­მელ­საც მსოფ­ლი­ო­ში ანა­ლო­გი არ მო­ე­პო­ვე­ბა, ქვეყ­ნის სტრა­ტე­გი­ას, რო­გორც სა­ხელ­მ­წი­ფო საზღ­ვ­რის გას­წ­ვ­რივ მდე­ბა­რე რე­გი­ო­ნის;
v წყლის ქვეშ ხვდე­ბა ან მო­სახ­ლე­ო­ბის აყ­რის შე­დე­გად უქ­მ­დე­ბა სახ­ნა­ვი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი, მა­ღა­ლი მთის სა­თიბ-სა­ძოვ­რე­ბი (22600 ჰექ­ტარ­ზე მე­ტი), მდე­ლო­ე­ბი, რომ­ლე­ბიც შე­იძ­ლე­ბა სა­ძოვ­რე­ბად იქ­ნეს გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი (2239 ჰექ­ტა­რი). გარ­და ამი­სა აქ არის ტყე­ე­ბი და უნი­კა­ლუ­რი ეკო­სის­ტე­მა, გა­რე­მოს უნი­კა­ლუ­რი აღ­მ­დ­გე­ნი და გა­მა­ჯან­სა­ღე­ბე­ლი ფუნქ­ც­ია. ტუ­რის­ტუ­ლი თვალ­საზ­რი­სით, ეს მხა­რე ძლი­ერ სა­ინ­ტე­რე­სოა;
v კვად­რა­ტულ ჭრილ­ში ხუ­დონ­ჰე­სი რამ­დენ­ჯერ­მე აღე­მა­ტე­ბა მის წი­ნა­მორ­ბედ ენ­გურ­ჰესს, რო­მე­ლიც თით­ქ­მის და­უ­სახ­ლე­ბელ და ვიწ­რო ხე­ო­ბა­შია აშე­ნე­ბუ­ლი. ხა­ი­ში და მი­სი შე­მო­გა­რე­ნი წყალ­ქ­ვეშ არ უნ­და მო­ექ­ცეს, არ უნ­და გა­და­ვა­სახ­ლოთ ხალ­ხი, არ უნ­და გა­ნად­გურ­დეს მხა­რე, რომ­ლის სო­ცი­ა­ლუ­რი, ეკო­ნო­მი­კუ­რი, პო­ლი­ტი­კუ­რი, ეთ­ნი­კუ­რი, სტრა­ტე­გი­უ­ლი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა გა­ნუ­ზომ­ლად დი­დია ქვეყ­ნის­თ­ვის. ამ მხრივ, მას მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე მძლავ­რი ჰიდ­რო­ე­ლექ­ტ­რო­სად­გუ­რი „იტა­ი­პუ“ (სამ­ხ­რეთ ამე­რი­კა­ში) ვერ შე­ედ­რე­ბა, ვერც რუ­სე­თის ჰიდ­რო­ე­ლექ­ტ­რო­სად­გუ­რი „ბრატ­ს­კი“ ან­გა­რა­ზე, რო­მე­ლიც მსოფ­ლი­ოს 10 უძ­ლი­ე­რეს ჰიდ­რო­ე­ლექ­ტ­რო­სად­გურს შო­რი­საა. მა­თი აშე­ნე­ბი­სას არა­თუ 24-სა­უ­კუ­ნო­ვა­ნი სო­ფე­ლი, 10-10 ოჯა­ხიც კი არ გა­და­უ­სახ­ლე­ბი­ათ.
v ხუ­დონ­ჰესს ენ­გურ­ზე კი­დევ ოთხი მაღ­ლი­ვი კაშ­ხა­ლი მოჰ­ყ­ვე­ბა და კი­დევ 10 შე­და­რე­ბით მცირე ჰესი, რაც გა­მო­იწ­ვევს სვა­ნე­თის დაც­ლას, სვა­ნუ­რი ენის, სვა­ნუ­რი კა­ნონ­მ­დებ­ლო­ბი­სა და წეს-ჩვე­უ­ლე­ბა­თა გაქ­რო­ბას;
v წყლის ქვეშ არ უნ­და მო­ექ­ცეს 2000-წლი­ა­ნი სა­საფ­ლაო და ხა­ი­შის წმი­და გი­ორ­გის სა­ხე­ლო­ბის შუ­ა­სა­უ­კუ­ნე­ე­ბის ეკ­ლე­სია;
v ხუ­დონ­ჰე­სი არ უნ­და აშენ­დეს იმი­ტომ რომ ხა­ი­ში და მი­სი შე­მო­გა­რე­ნი მდი­და­რია ბუ­ნებ­რი­ვი რე­სურ­სე­ბით. გან­სა­კუთ­რე­ბით ალ­პუ­რი სა­ზაფხუ­ლო სა­ძოვ­რე­ბის გა­მო­უ­ლე­ვე­ლი მა­რა­გით, ასე­ვე სა­თი­ბე­ბის გა­მო­უ­ლე­ვე­ლი მა­რა­გით, გზე­ბის მოყ­ვა­ნის შემ­თხ­ვე­ვა­ში. ალ­პურ სა­თიბ-სა­ძოვ­რე­ბამ­დე გზე­ბის მიყ­ვა­ნა არა მარ­ტო მეცხო­ვე­ლე­ო­ბის გან­ვი­თა­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა, არა­მედ მე­ფუტ­კ­რე­ო­ბის ღა­ლი­ა­ნო­ბას მკვეთ­რად ზ­რ­დას;
v ხა­ი­ში და მი­სი შე­მო­გა­რე­ნი მდი­დარ­ზე მდი­და­რია უნი­კა­ლუ­რი სას­მე­ლი წყლის მა­რა­გით, რომ­ლის ათ­ვი­სე­ბის და სწო­რად და­გეგ­მი­ლი რე­ა­ლი­ზა­ცი­ის შემ­თხ­ვე­ვა­ში, ლა­მის ნავ­თო­ბის მა­რაგს და ღი­რე­ბუ­ლე­ბას გა­უ­ტოლ­დე­ბა თა­ვისი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბით.

ხუ­დონ­ჰე­სი არ უნ­და აშენ­დეს!

აკა­კი ზუ­მა­ძე მეს­ტი­ის რა­ი­ო­ნის ხა­ი­შის სა­ჯა­რო სკო­ლა

25-28(942)N