გამოდის 1998 წლიდან
2015-01-29
სა­ერ­თა­შო­რი­სო ჟურ­ნა­ლის­ტის პრო­ფე­სია სა­შუ­ა­ლე­ბას მომ­ცემს, სა­ქარ­თ­ვე­ლო უკეთ გა­ვაც­ნო მსოფ­ლი­ოს

 რუბ­რი­კის სტუ­მა­რია ლი­კა ჭი­პაშ­ვი­ლი,
მონ­ტე­ნის სა­ხე­ლო­ბის ბორ­დოს უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტი,
საქართველოს ახალგაზრდა ელჩი საფრანგეთში

— ლი­კა, თბი­ლი­სის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ჟურ­ნა­ლის­ტი­კის ფა­კულ­ტე­ტის წი­თელ დიპ­ლომ­ზე დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ, არ­ჩე­ვანს უცხო­ეთ­ზე აკე­თებ. რა­ტომ აირ­ჩიე გა­ნათ­ლე­ბის მი­სა­ღე­ბად ქა­ლა­ქი ბორ­დო?— პრო­ფე­სი­უ­ლი არ­ჩე­ვა­ნი ჯერ კი­დევ ბავ­შ­ვო­ბა­ში გა­ვა­კე­თე, ერ­თა­დერ­თი რაც მომ­წონ­და, მხო­ლოდ ჟურ­ნა­ლის­ტი­კა იყო. ვფიქ­რობ, არ არ­სე­ბობს სხვა პრო­ფე­სია უფ­რო სი­ცოცხ­ლი­სუ­ნა­რი­ა­ნი, სი­ახ­ლის მქო­ნე, სა­ინ­ტე­რე­სო და ჰუ­მა­ნუ­რი, ვიდ­რე ჟურ­ნა­ლის­ტი­კაა. თსუ-ს ჟურ­ნა­ლის­ტი­კის სპე­ცი­ა­ლო­ბა­ზე სწავ­ლი­სას გა­ტა­რე­ბულ­მა ოთხ­მა წელ­მა გა­დამ­წყ­ვე­ტი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა იქო­ნია ჩე­მი პი­როვ­ნუ­ლო­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ში. ეს იყო სა­კუ­თა­რი თა­ვის აღ­მო­ჩე­ნის, ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი მიზ­ნე­ბი­სა და პრი­ო­რი­ტე­ტე­ბის გან­საზღ­ვ­რის პე­რი­ო­დი, გაც­ნო­ბი­ე­რე­ბუ­ლი მე-ს საწყი­სი და სა­ფუძ­ვე­ლი. წლე­ბი, რო­დე­საც შე­ვი­ძი­ნე უძ­ვირ­ფა­სე­სი მე­გობ­რე­ბი, თა­ნა­კურ­სე­ლე­ბი­სა და პრო­ფე­სორ-მას­წავ­ლებ­ლე­ბის სა­ხით. მათ­გან ვის­წავ­ლე ადა­მი­ა­ნუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი და, იქ შე­ძე­ნი­ლი უმაღ­ლე­სი სა­ბა­ზი­სო გა­ნათ­ლე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, და­ვიწყე და­ნარ­ჩე­ნი სამ­ყა­როს შეც­ნო­ბა.
ამის შემ­დეგ იყო ოს­ლოს უნი­ვერ­სი­ტე­ტის სა­ზაფხუ­ლო სა­ერ­თა­შო­რი­სო აკა­დე­მი­ურ სკო­ლა­ში გა­ტა­რე­ბუ­ლი და­უ­ვიწყა­რი მცი­რე პე­რი­ო­დი. ამა­ყი ვარ, რომ ამ სკო­ლა­ში სწავ­ლის შე­საძ­ლებ­ლო­ბა ორ­ჯერ­ მო­მე­ცა, რად­გან, ჩე­მი აზ­რით, ეს სა­უ­კე­თე­სო ად­გი­ლია, სა­დაც ადა­მი­ანს შე­უძ­ლია აღ­მო­ა­ჩი­ნოს მსოფ­ლიო. იქ შევ­ხ­ვ­დი ასი სხვა­დას­ხ­ვა ქვეყ­ნის სტუ­დენტს და მა­თი კულ­ტუ­რი­სა და ტრა­დი­ცი­ე­ბის გაც­ნო­ბით და­ვი­ნა­ხე, თუ რო­გო­რი უნ­და იყოს თა­ნა­მედ­რო­ვე მსოფ­ლიო. ვიტყო­დი, რომ ეს სკო­ლა კე­თი­ლი მი­ნი-სამ­ყა­როა, სა­დაც სხვა­დას­ხ­ვა კულ­ტუ­რის, ერის, რა­სი­სა თუ რე­ლი­გი­ის მქო­ნე ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან აბ­სო­ლუ­ტუ­რად თა­ნას­წორ­ნი, ტო­ლე­რან­ტულ­ნი და ერ­თ­მა­ნე­თის შე­მავ­სე­ბელ­ნი. ჩემ­თ­ვის სწო­რედ, აი, ეს არის სიმ­ბო­ლო იმი­სა, თუ რო­გო­რი უნ­და იყოს დღეს მსოფ­ლიო.
რაც შე­ე­ხე­ბა საფ­რან­გეთს, ფრან­გუ­ლი ენი­თა და კულ­ტუ­რით გა­ტა­ცე­ბუ­ლი ბავ­შ­ვო­ბი­დან ვი­ყა­ვი. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მტკი­ცედ მქონ­და გა­დაწყ­ვე­ტი­ლი, რომ სას­წავ­ლებ­ლად აუცი­ლებ­ლად საფ­რან­გეთ­ში წა­ვი­დო­დი. ფრან­გუ­ლი ენა კი, სა­ფუძ­ვ­ლი­ა­ნად ფრან­გულ ინ­ს­ტი­ტუტ­ში შე­ვის­წავ­ლე, რის­თ­ვი­საც გან­სა­კუთ­რე­ბულ მად­ლო­ბას ვუხ­დი ჩემს მას­წავ­ლე­ბელს, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ფრან­გუ­ლი ენის ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე დიდ სპე­ცი­ა­ლისტს, ბა­ტონ თორ­ნი­კე ერის­თავს. ქა­ლაქ ბორ­დო­ზე არ­ჩე­ვა­ნი იმ სა­მა­გის­ტ­რო პროგ­რა­მის გა­მო შე­ვა­ჩე­რე, რო­მელ­ზე­დაც გა­ვა­კე­თე გა­ნაცხა­დი. კერ­ძოდ, 2010 წელს, ჟურ­ნა­ლის­ტი­კის სა­ბა­კა­ლავ­რო პროგ­რა­მის დას­რუ­ლე­ბის შემ­დე, სწავ­ლა გა­ვაგ­რ­ძე­ლე ინ­ფორ­მა­ცი­ი­სა და კო­მუ­ნი­კა­ცი­ის კვლე­ვი­თი მა­გის­ტ­რა­ტუ­რის პირ­ველ კურ­ს­ზე მონ­ტე­ნის სა­ხე­ლო­ბის ბორ­დოს უნი­ვერ­სი­ტეტ­ში. თუმ­ცა, იმ წელს აღ­მო­ვა­ჩი­ნე, რომ კვლე­ვი­თი მა­გის­ტ­რა­ტუ­რა, სა­ლექ­ციო კურ­სის თვალ­საზ­რი­სით, დატ­ვირ­თუ­ლი არ არის, რად­გან ძი­რი­თა­დად სტუ­დენ­ტის ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ კვლე­ვით სა­მუ­შა­ო­ზეა ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი. იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ ბა­კა­ლავ­რი­ატ­ში ოთხი წე­ლი ისეთ აქ­ტი­ურ პრო­ფე­სი­ას ვე­უფ­ლე­ბო­დი, რო­გო­რიც ჟურ­ნა­ლის­ტი­კაა, ეს ჩემ­თ­ვის ცო­ტა­თი მო­საწყე­ნი იყო. ამი­ტო­მაც გა­დავ­წყ­ვი­ტე, პა­რა­ლე­ლუ­რად, სხვა სა­მა­გის­ტ­რო პროგ­რა­მა­ზეც მეს­წავ­ლა და არ­ჩე­ვა­ნი მონ­ტეს­კი­ეს სა­ხე­ლო­ბის ბორ­დოს უნი­ვერ­სი­ტე­ტის პო­ლი­ტი­კურ მეც­ნი­ე­რე­ბა­თა პრო­ფე­სი­ულ მა­გის­ტ­რა­ტუ­რა­ზე შე­ვა­ჩე­რე, სა­დაც პირ­და­პირ მე-2 კურ­ს­ზე ჩამ­რიცხეს. შე­დე­გად, 2012 წელს, მო­ვი­პო­ვე მა­გის­ტ­რის ორი ხა­რის­ხი: ინ­ფორ­მა­ცია-კო­მუ­ნი­კა­ცი­ის სპე­ცი­ა­ლო­ბით — მონ­ტე­ნის სახ. ბორ­დოს უნი­ვერ­სი­ტეტ­ში და პო­ლი­ტი­კუ­რი მეც­ნი­ე­რე­ბე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით — მონ­ტეს­კი­ეს სახ. ბორ­დოს უნი­ვერ­სი­ტეტ­ში. ამ­ჟა­მად კი, ისევ მონ­ტე­ნის სახ. ბორ­დოს უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ვსწავ­ლობ „მეც­ნი­ე­რე­ბე­ბის ის­ტო­რი­ის, ფი­ლო­სო­ფი­ი­სა და მა­თი გა­შუ­ქე­ბის“ სა­მა­გის­ტ­რო პროგ­რა­მა­ზე. იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში სა­მეც­ნი­ე­რო ჟურ­ნა­ლის­ტი­კა გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი არ არის, ჩემ­თ­ვის ეს სა­ინ­ტე­რე­სო და სრუ­ლი­ად ახა­ლი გა­მოც­დი­ლე­ბაა.
— მი­ამ­ბე ბორ­დოს უნი­ვერ­სი­ტე­ტის ის­ტო­რია,  რამ­დენ­წ­ლი­ა­ნია და რა ღირს სწავ­ლა?
— ბორ­დოს უნი­ვერ­სი­ტე­ტი საკ­მა­ოდ ძვე­ლია — 1441 წელს პა­პის ევ­გე­ნი ვჳ-ის მი­ერ იქ­ნა და­არ­სე­ბუ­ლი ოთხი ფა­კულ­ტე­ტის ბა­ზა­ზე. ხხ სა­უ­კუ­ნის შუა პე­რი­ოდ­ში ბორ­დოს უნი­ვერ­სი­ტე­ტი, სტუ­დენ­ტ­თა რა­ო­დე­ნო­ბით, პა­რი­ზის შემ­დეგ, ფრან­გულ უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ში მე­ო­რე ად­გილს იკა­ვებ­და. 2014 წლამ­დე იგი მო­ი­ცავ­და: ზუსტ და სა­ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლო მეც­ნი­ე­რე­ბა­თა ფა­კულ­ტეტს — ბორ­დო 1-ის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, სა­მე­დი­ცი­ნო ფა­კუ­ლუ­ტეტს — ვიქ­ტორ სე­გა­ლე­ნის სახ. ბორ­დო 2-ის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, ჰუ­მა­ნი­ტა­რულ მეც­ნი­ე­რე­ბა­თა ფა­კულ­ტეტს — მი­შელ დე მონ­ტე­ნის სახ. ბორ­დო 3-ის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში; იური­დი­ულ და პო­ლი­ტი­კურ მეც­ნი­ე­რე­ბა­თა ფა­კულ­ტეტს — მონ­ტეს­კი­ეს სა­ხე­ლო­ბის ბორ­დო 4-ის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში. 2014 წელს კი, ბორ­დო 1, 2 და 4 უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, ჩა­მო­ყა­ლიბ­და ერ­თი — ბორ­დოს უნი­ვერ­სი­ტე­ტი, სა­დაც დღეს 45000 სტუ­დენ­ტი სწავ­ლობს და საფ­რან­გე­თის უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ში მე-9 ად­გილ­ზეა, ხო­ლო მსოფ­ლი­ოს წამ­ყ­ვა­ნი უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის შან­ხა­ის კლა­სი­ფი­კა­ცი­ა­ში კი 208-ე პო­ზი­ცი­ას იკა­ვებს. რაც შე­ე­ხე­ბა მი­შელ დე მონ­ტე­ნის სა­ხე­ლო­ბის ბორ­დო 3-ის უნი­ვერ­სი­ტეტს, მან და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა შე­ი­ნარ­ჩუ­ნა და მონ­ტე­ნის სახ. ბორ­დოს უნი­ვერ­სი­ტე­ტის სა­ხე­ლი მი­ი­ღო. მი­სი პო­ლი­ტი­კა მი­შელ დე მონ­ტე­ნის დღემ­დე აქ­ტუ­ა­ლურ იდე­ებს ეფუძ­ნე­ბა და უდი­დეს ინ­ს­პი­რა­ცი­ულ როლს თა­მა­შობს უნი­ვერ­სი­ტე­ტის თა­ნამ­ედ­რო­ვე მო­დე­ლის შექ­მ­ნა­ში. უნი­ვერ­სი­ტე­ტი ცდი­ლობს იყოს ჰუ­მა­ნუ­რი, ახ­ლის აღ­მომ­ჩე­ნი, პო­ლიგ­ლო­ტი, მო­ქა­ლა­ქე­ობ­რი­ვი, შე­მოქ­მე­დე­ბი­თი და ციფ­რულ სამ­ყა­რო­ზე ადაპ­ტი­რე­ბუ­ლი. უნი­ვერ­სი­ტეტ­ში 15 500 სტუ­დენ­ტი სწავ­ლობს, რო­მელ­თა­გან 11,5% უცხო­ე­ლია.
ზო­გა­დად, ქა­ლა­ქი ბორ­დო, 2014 წლის მო­ნა­ცე­მე­ბით, საფ­რან­გე­თის ქა­ლა­ქე­ბის ტოპ ხუ­თე­ულ­ში შე­ვი­და სტუ­დენ­ტ­თათ­ვის ხელ­საყ­რე­ლი პი­რო­ბე­ბი­სა და სწავ­ლე­ბის კომ­ფორ­ტის თვალ­საზ­რი­სით. ბორ­დოს 235-ჰექ­ტა­რი­ა­ნი სტუ­დენ­ტუ­რი ქა­ლა­ქი კი ევ­რო­პა­ში ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე დი­დია. რაც შე­ე­ხე­ბა სწავ­ლის სა­ფა­სურს, საფ­რან­გე­თის სა­ხელ­მ­წი­ფო ყო­ველ­წ­ლი­უ­რად თა­ვად იხ­დის, და­ახ­ლო­ე­ბით, 10000 ევ­როს თი­თო­ე­ულ სტუ­დენ­ტ­ზე. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სწავ­ლე­ბის პირ­ველ სა­ფე­ხურ­ზე — ბა­კა­ლავ­რი­ატ­ზე სტუ­დენ­ტი მხო­ლოდ 189 ევ­როს იხ­დის; მე­ო­რე სა­ფე­ხურ­ზე, მა­გის­ტ­რა­ტუ­რა­ზე — 261 ევ­როს, ხო­ლო  დოქ­ტორან­ტუ­რა­ზე — 396 ევ­როს. რაც შე­ე­ხე­ბა კერ­ძო სას­წავ­ლებ­ლებს, საფ­რან­გეთ­ში მა­თი ყო­ველ­წ­ლი­უ­რი გა­და­სა­ხა­დი, სა­შუ­ა­ლოდ, 3000 ევ­რო­დან 10000 ევ­რომ­დე მერ­ყე­ობს.
— სხვა­დას­ხ­ვა დროს, შენ იყა­ვი ევ­რა­ზი­ის ფონ­დის, კავ­კა­სი­უ­რი პრო­ექ­ტის და პრე­ზი­დენ­ტის სტი­პენ­დი­ან­ტი. რო­გორ ხდე­ბა სტი­პენ­დი­ე­ბის და გრან­ტე­ბის მო­პო­ვე­ბა უცხო­ე­ლი სტუ­დენ­ტე­ბის­თ­ვის, რა პრი­ვი­ლე­გი­ე­ბით სარ­გებ­ლო­ბენ წარ­ჩი­ნე­ბუ­ლი სტუ­დენ­ტე­ბი, არის თუ არა მათ­თ­ვის რა­ი­მე შე­ღა­ვა­თე­ბი?
— თქვენ მი­ერ აღ­ნიშ­ნუ­ლი სტი­პენ­დი­ე­ბი სა­ბა­კა­ლავ­რო და სა­მა­გის­ტ­რო სა­ფე­ხუ­რებ­ზე სწავ­ლე­ბი­სას მა­ღა­ლი აკა­დე­მი­უ­რი მოს­წ­რე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე მო­ვი­პო­ვე. რაც შე­ე­ხე­ბა საფ­რან­გეთ­ში სტი­პენ­დი­ე­ბის სა­კითხს, აქ მრა­ვა­ლი სტი­პენ­დია არ­სე­ბობს, მაგ­რამ მათ­გან ყვე­ლა­ზე მას­შ­ტა­ბუ­რი სო­ცი­ა­ლუ­რი კრი­ტე­რი­უ­მე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე გა­ცე­მუ­ლი სტი­პენ­დიაა — ბourse sur des critმres sociaux, რო­მე­ლიც გან­კუთ­ვ­ნი­ლია არა მხო­ლოდ ეროვ­ნე­ბით ფრანგ, არა­მედ ევ­რო­კავ­ში­რის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის მქო­ნე ყვე­ლა სტუ­დენ­ტ­ზე. თუმ­ცა, იმის­თ­ვის, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი სტი­პენ­დია, საფ­რან­გეთ­ში სწავ­ლე­ბის პე­რი­ოდ­ში, არა­ევ­რო­კავ­ში­რის ქვეყ­ნე­ბის სტუ­დენ­ტებ­მაც მი­ი­ღონ, დღეს აქ­ტი­უ­რად იბ­რ­ძ­ვის საფ­რან­გეთ­ში ყვე­ლა­ზე დი­დი სტუ­დენ­ტუ­რი ასო­ცი­ა­ცია — საფ­რან­გე­თის სტუ­დენ­ტ­თა ეროვ­ნუ­ლი გა­ერ­თი­ა­ნე­ბა (ჲნჶფ), რომ­ლის აქ­ტი­უ­რი მხარ­დამ­ჭე­რი ვარ. გარ­და სო­ცი­ა­ლუ­რი სტი­პენ­დი­ი­სა, რა თქმა უნ­და, არ­სე­ბობს ასე­ვე მა­ღა­ლი აკა­დე­მი­უ­რი მოს­წ­რე­ბის სტუ­დენ­ტ­თათ­ვის სპე­ცი­ა­ლუ­რად გან­კუთ­ვ­ნი­ლი სტი­პენ­დი­ე­ბი, მაგ­რამ, ძი­რი­თა­დად, მხო­ლოდ მა­გის­ტ­რა­ტუ­რი­სა და დოქ­ტუ­რან­ტუ­რის სა­ფე­ხუ­რებ­ზე.
— რა შე­გიძ­ლია გვი­ამ­ბო სას­წავ­ლო პროგ­რა­მე­ბი­სა და ლექ­ცი­ე­ბის შე­სა­ხებ?
— იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ ბორ­დოს უნი­ვერ­სი­ტე­ტის­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით, მონ­ტე­ნის სა­ხე­ლო­ბის ბორ­დოს უნი­ვერ­სი­ტე­ტი უფ­რო მე­ტად ცნო­ბი­ლია, რო­გორც სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტე­ტი, ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში, მის სას­წავ­ლო პროგ­რა­მებ­ზე გი­ამ­ბობთ. მონ­ტე­ნის სა­ხე­ლო­ბის ბორ­დოს უნი­ვერ­სი­ტე­ტი, სას­წავ­ლო პროგ­რა­მე­ბის თვალ­საზ­რი­სით, მარ­თ­ლაც გა­მორ­ჩე­უ­ლია — 138 სა­ბა­კა­ლავ­რო, სა­მა­გის­ტ­რო და სა­დოქ­ტო­რო პროგ­რა­მას მო­ი­ცავს ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი და სო­ცი­ა­ლუ­რი მეც­ნი­ე­რე­ბე­ბის, ხე­ლოვ­ნე­ბის, უცხო ენე­ბი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის ფა­კულ­ტე­ტებ­ზე. პროგ­რა­მებ­ზე სწავ­ლე­ბის ფორ­მა­ტიც მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნია. კერ­ძოდ, არ­სე­ბობს: დას­წ­რე­ბუ­ლი, და­უს­წ­რე­ბე­ლი, დის­ტან­ცი­უ­რი სწავ­ლე­ბი­სა და alternance (სას­წავ­ლო პროგ­რა­მის მთლი­ა­ნი ნა­წი­ლი მო­ი­ცავს სტა­ჟი­რე­ბის პე­რი­ოდს) ტი­პე­ბი. უნი­ვერ­სი­ტე­ტი, ყო­ველ­წ­ლი­უ­რად, 450 უცხო­ელ სტუ­დენტს იღებს, ხო­ლო 300 სტუ­დენ­ტი, გაც­ვ­ლი­თი პროგ­რა­მე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით, 269 პარ­ტ­ნი­ორ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მი­ემ­გ­ზავ­რე­ბა, მსოფ­ლიო მას­შ­ტა­ბით. ასე­ვე აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სტუ­დენ­ტებს 22 უცხო­უ­რი ენის შეს­წავ­ლის შე­საძ­ლებ­ლო­ბა აქვთ.
— რა რო­ლი უჭი­რავს საფ­რან­გეთ­ში, კერ­ძოდ ქა­ლაქ ბორ­დო­ში, სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო ბიბ­ლი­ო­თე­კებს?
— ქა­ლა­ქი ბორ­დო 62 სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო ბიბ­ლი­ო­თე­კას ით­ვ­ლის ერთ მი­ლი­ონ­ზე მე­ტი რე­ფე­რან­სით, რო­მელ­თა დი­დი ნა­წი­ლი ხელ­მი­საწ­ვ­დო­მია ასე­ვე დის­ტან­ცი­უ­რად. ბიბ­ლი­ო­თე­კებ­ში სპე­ცი­ა­ლი­ზე­ბუ­ლი ოთა­ხე­ბია ჯგუ­ფუ­რი მუ­შა­ო­ბის­თ­ვის, სტუ­დენ­ტე­ბის­თ­ვის შე­საძ­ლე­ბე­ლია ასე­ვე პერ­სო­ნა­ლუ­რი კომ­პი­უ­ტე­რე­ბის თხო­ვე­ბაც. რო­გორც მო­მა­ვა­ლი ჟურ­ნა­ლის­ტი­სა და მე­დი­ამ­კ­ვ­ლე­ვა­რის­თ­ვის, ჩემ­თ­ვის გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ინ­ტე­რე­სო აღ­მო­ჩე­ნა იყო პრე­სის უდი­დე­სი ონ­ლა­ი­ნარ­ქი­ვი, სა­დაც შეგ­ვიძ­ლია მო­ვი­ძი­ოთ ნე­ბის­მი­ე­რი ფრან­გუ­ლი თუ უცხო­უ­რი მე­დი­ის მი­ერ ამა თუ იმ სა­კითხ­ზე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ჟურ­ნა­ლის­ტუ­რი მა­სა­ლა.
— რო­გორ ფიქ­რობ, ქარ­თულ­თან შე­და­რე­ბით, რა უპი­რა­ტე­სო­ბა აქვს ევ­რო­პულ მო­წი­ნა­ვე უმაღ­ლეს სას­წავ­ლებ­ლებს?
— ქარ­თულ­თან შე­და­რე­ბით, ევ­რო­პუ­ლი მო­წი­ნა­ვე უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლებ­ლე­ბის პირ­ვე­ლი და ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი, ანუ ხა­რის­ხი­ა­ნი გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბის სა­ბა­ზი­სო უპი­რა­ტე­სო­ბა ტექ­ს­ტუ­რი თუ აუდიო-ვი­დეო სა­ხის სას­წავ­ლო მა­სა­ლის უდი­დე­სი რა­ო­დე­ნო­ბაა, რომ­ლის დე­ფი­ცი­ტი ქარ­თუ­ლი უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლებ­ლე­ბის აქი­ლევ­სის ქუს­ლია. აუცი­ლე­ბე­ლია მსოფ­ლიო სა­მეც­ნი­ე­რო ლი­ტე­რა­ტუ­რის დი­დი რა­ო­დე­ნო­ბის თარ­გ­მ­ნა ქარ­თულ ენა­ზე. ასე­ვე ქარ­თ­ველ სტუ­დენ­ტ­თა უნა­რე­ბის კი­დევ უფ­რო გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა უცხო­ურ ენებ­ში. ეს ხელს შე­უწყობს სა­ერ­თა­შო­რი­სო აღი­ა­რე­ბას, რაც ევ­რო­პუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის დი­დი უპი­რა­ტე­სო­ბაა (იგუ­ლის­ხ­მე­ბა სტუ­დენ­ტ­თა და პრო­ფე­სორ-მას­წავ­ლე­ბელ­თა აქ­ტი­უ­რი მი­მოს­ვ­ლა ევ­რო­პის სხვა­დას­ხ­ვა ქვეყ­ნე­ბის უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ში). მა­გა­ლი­თად, პო­ლი­ტი­კურ მეც­ნი­ე­რე­ბა­თა სა­მა­გის­ტ­რო პროგ­რა­მა­ზე სწავ­ლე­ბი­სას, ყო­ველ­კ­ვი­რე­უ­ლად, მოწ­ვე­უ­ლი გვყავ­და პრო­ფე­სო­რე­ბი გერ­მა­ნი­ი­დან, ბელ­გი­ი­დან, ჩე­ხე­თი­დან, ჩი­ნე­თი­დან. ვფიქ­რობ, ქარ­თულ­მა სა­ხელ­მ­წი­ფომ, გარ­და იმი­სა, რომ მე­ტად უნ­და შე­უწყოს ხე­ლი ქარ­თ­ველ სტუ­დენ­ტებს საზღ­ვარ­გა­რეთ გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბა­ში, ასე­ვე უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სია, ევ­რო­პა­ში ქარ­თუ­ლი უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლებ­ლე­ბის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცია და წამ­ყ­ვა­ნი ევ­რო­პუ­ლი სას­წავ­ლებ­ლე­ბის პრო­ფე­სორ­თა აქ­ტი­უ­რად მოწ­ვე­ვა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში. ასე­ვე ზო­გა­დი მაჩ­ვე­ნებ­ლით, ქარ­თულ უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ში სა­მეც­ნი­ე­რო ლი­ტე­რა­ტუ­რის კითხ­ვა­დო­ბა სტუ­დენ­ტ­თა მხრი­დან ძა­ლი­ან და­ბა­ლია, რად­გან, ძი­რი­თა­დად, ნე­ბის­მი­ე­რი სა­ლექ­ციო კურ­სის შე­ფა­სე­ბა, უმე­ტეს­წი­ლად, ამ სა­ლექ­ციო კურ­სის შუ­ა­ლე­დუ­რი და ფი­ნა­ლუ­რი გა­მოც­დე­ბით ­შე­მო­ი­ფარ­გ­ლე­ბა. ხო­ლო ევ­რო­პულ უმაღ­ლეს სას­წავ­ლებ­ლებ­ში კი, გარ­და სა­ლექ­ციო კურ­სი­სა, უდი­დე­სი ყუ­რადღე­ბა ეთ­მო­ბა შე­სა­ბა­მის სფე­რო­ში არ­სე­ბუ­ლი სა­მეც­ნი­ე­რო ლი­ტე­რა­ტუ­რის აქ­ტი­ურ გაც­ნო­ბას.
— ლი­კა, რო­გორც შე­ნი CV-დან შე­ვიტყ­ვე, პრო­ფე­სი­უ­ლი თვალ­საზ­რი­სით საკ­მა­ოდ სე­რი­ო­ზუ­ლი სა­მუ­შაო გა­მოც­დი­ლე­ბა გაქვს — მუ­შა­ობ­დი ევ­რო­კო­მი­სი­ის რა­დი­ო­ში, ფრან­გულ ფირ­მა­ში „Info Presse“, სა­ქარ­თ­ვე­ლოს სა­ელ­ჩო­ში საფ­რან­გეთ­ში. რა იყო შე­ნი, რო­გორც სტა­ჟი­ო­რის, ფუნ­ქ­ცია და უფ­ლე­ბა-მო­ვა­ლე­ო­ბე­ბი?
— 2014 წლის სექ­ტემ­ბ­რის მო­ნა­ცე­მე­ბით, საფ­რან­გეთ­ში სწავ­ლის პა­რა­ლე­ლუ­რად, სტუ­დენ­ტ­თა 70% სრუ­ლი ან ნა­წი­ლობ­რი­ვი დატ­ვირ­თ­ვით ­მუ­შა­ობს. ამი­ტო­მაც, აქ არ­სე­ბობს სწავ­ლე­ბის ორი ტი­პი: დას­წ­რე­ბუ­ლი და და­უს­წ­რე­ბე­ლი, რო­მე­ლიც სწო­რედ იმ სტუ­დენ­ტე­ბის­თ­ვი­საა გან­კუთ­ვ­ნი­ლი, ვინც მუ­შა­ობს. სწავ­ლე­ბის ტი­პის შე­სა­ბა­მი­სად, შე­ფა­სე­ბი­სა და ლექ­ცი­ებ­ზე დას­წ­რე­ბის სის­ტე­მა გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლია. სწავ­ლის პა­რა­ლე­ლუ­რად, პი­რა­დად მეც, აქ­ტი­უ­რად ვმუ­შა­ობ­დი ჵromotion-ის მი­მარ­თუ­ლე­ბით. რაც შე­ე­ხე­ბა საფ­რან­გეთ­ში სა­ქარ­თ­ვე­ლოს სა­ელ­ჩო­ში შე­ძე­ნილ სა­მუ­შაო გა­მოც­დი­ლე­ბას, ჩე­მი, რო­გორც სტა­ჟი­ო­რის, ფუნ­ქ­ცია-მო­ვა­ლე­ო­ბე­ბი იყო: ფრან­გუ­ლი პრე­სის მი­მო­ხილ­ვა და მიმ­დი­ნა­რე ახალ ამ­ბებ­ზე ყო­ველ­დღი­უ­რი მოხ­სე­ნე­ბე­ბის შედ­გე­ნა, ასე­ვე სა­ელ­ჩო­სა და სა­კონ­სუ­ლოს ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ულ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა და მო­ქა­ლა­ქე­თა ინ­ფორ­მი­რე­ბა შე­სა­ბა­მის პრო­ცე­დუ­რებ­ზე. ასე­ვე, ვი­ყა­ვი ბორ­დოს უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ში ფრან­გუ­ლი ფირ­მის „ჳnfo ჵresse“ წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, ანუ სტუ­დენ­ტ­თა მრჩე­ვე­ლი პრე­სის სა­კითხებ­ში. ჩემს მო­ვა­ლე­ო­ბა­ში შე­დი­ო­და სხვა­დას­ხ­ვა დის­ციპ­ლი­ნის სტუ­დენ­ტე­ბის ინ­ფორ­მი­რე­ბა შე­სა­ბა­მის სას­წავ­ლო სფე­რო­ში არ­სე­ბუ­ლი სპე­ცი­ა­ლი­ზე­ბუ­ლი და სა­მეც­ნი­ე­რო პრე­სის შე­სა­ხებ.
— თა­ვის დრო­ზე, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, სტუ­დენ­ტუ­რი სას­წავ­ლო გა­ზე­თის „ანა­რეკ­ლი“ სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სა და გა­ნათ­ლე­ბის რუბ­რი­კე­ბის რე­დაქ­ტო­რი ­ი­ყა­ვი, მოგ­ვი­ა­ნე­ბით, უცხო­ეთ­ში, საფ­რან­გე­თის სა­ელ­ჩო­ში, მო­გი­წია სტა­ჟი­ო­რად მუ­შა­ო­ბა ფრან­გუ­ლი მე­დი­ის მი­მომ­ხილ­ვე­ლად. რა პა­რა­ლელს გა­ავ­ლებ­დი ქარ­თულ და ფრან­გულ მე­დი­ას შო­რის და რა აღ­მო­ა­ჩი­ნე ფრან­გულ მე­დი­ა­ში ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი და ღი­რე­ბუ­ლი, რი­სი და­ნერ­გ­ვაც ღირს ქარ­თულ მე­დი­ა­ში?
— ყვე­ლა­ზე ღი­რე­ბუ­ლი და მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი, რაც ფრან­გულ მე­დი­ას ახა­სი­ა­თებს, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მია. ქარ­თუ­ლი მე­დი­ის­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით, ფრან­გუ­ლი მე­დია ვიწ­რო სპე­ცი­ა­ლი­ზა­ცი­ით გა­მო­ირ­ჩე­ვა. მა­გა­ლი­თად, სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­კითხებ­ზე მო­მუ­შა­ვე ჟურ­ნა­ლისტს სპე­ცი­ა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბა აქვს მი­ღე­ბუ­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო ჟურ­ნა­ლის­ტი­კა­ში, სა­მეც­ნი­ე­რო სა­კითხე­ბის ჟურ­ნა­ლისტს — სა­მეც­ნი­ე­რო ჟურ­ნა­ლის­ტი­კა­ში და ა.შ. რა თქმა უნ­და, ეს ვიწ­რო სპე­ცი­ა­ლი­ზა­ცია საფ­რან­გეთ­ში არ­სე­ბუ­ლი ჟურ­ნა­ლის­ტუ­რი გა­ნათ­ლე­ბის მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბი­თაა გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი. არ­სე­ბობს სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­მა­გის­ტ­რო პროგ­რა­მე­ბი სა­ერ­თა­შო­რი­სო, სა­მეც­ნი­ე­რო, კულ­ტუ­რის, ეკო­ნო­მი­კის ჟურ­ნა­ლის­ტი­კა­ში, რაც შემ­დ­გომ­ში აღ­ნიშ­ნუ­ლი სფე­რო­ე­ბის პრო­ფე­სი­უ­ლად გა­შუ­ქე­ბის გა­რან­ტია. კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ­კი სა­ქარ­თ­ვე­ლო­შიც ჩა­მო­ყა­ლიბ­დე­ბა მსგავ­სი სა­ხის ტენ­დენ­ცია და ჟურ­ნა­ლის­ტი­კა­ში ასე­თი სპე­ცი­ა­ლი­ზე­ბუ­ლი სა­მა­გის­ტ­რო პროგ­რა­მე­ბი შე­იქ­მ­ნე­ბა. გარ­და ამი­სა, ვი­სურ­ვებ­დი, რომ ქარ­თულ მე­დი­ა­ში არ­სე­ბობ­დეს, მი­ნი­მუმ, ერ­თი მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბა მა­ინც, რო­მე­ლიც მხო­ლოდ მსოფ­ლიო ახალ ამ­ბებს გა­ა­შუ­ქებ­ს ­და მსოფ­ლიო პუბ­ლი­კა­ზე იქ­ნე­ბა ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი. მა­გა­ლი­თად, რო­გო­რიც არის: საფ­რან­გე­თის სა­ერ­თა­შო­რი­სო რა­დიო, France24, TV 5  და ა.შ. ეს ხელს შე­უწყობს ქარ­თუ­ლი მე­დი­ის თვით­გან­ვი­თა­რე­ბას და ნელ-ნე­ლა შე­ამ­ცი­რებს ეროვ­ნულ პ­ლი­ტი­კურ ახალ ამ­ბებ­ზე გა­და­ჭარ­ბე­ბულ ორი­ენ­ტი­რე­ბას, რაც, ხშირ შემ­თხ­ვე­ვა­ში, ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თ­ვის ის­ტე­რი­ულ ხა­სი­ათს იძენს. ასე­ვე მოხ­დე­ბა ქარ­თუ­ლი მე­დი­ის პო­პუ­ლა­რი­ზე­ბა მსოფ­ლი­ო­ში, ისე­ვე რო­გორც სა­ქარ­თ­ვე­ლო­სა და ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რის.
— პრო­ექ­ტის „იყა­ვი შე­ნი ქვეყ­ნის ახალ­გაზ­რ­და ელ­ჩი“ თა­ნახ­მად, აგირ­ჩი­ეს საფ­რან­გე­თის ახალ­გაზ­რ­და ელ­ჩად.  რა შე­დის შენს მო­ვა­ლე­ო­ბებ­ში, რა გეგ­მე­ბი გაქვს, კერ­ძოდ, რო­გორ აპი­რებ სა­ქარ­თ­ვე­ლოს პო­პუ­ლა­რი­ზე­ბას საფ­რან­გეთ­ში?
— ეს ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში ყვე­ლა­ზე სა­სი­ა­მოვ­ნო გა­მარ­ჯ­ვე­ბაა. ალ­ბათ, შემ­დ­გომ­ში, რა დიდ წარ­მა­ტე­ბა­საც არ უნ­და მი­ვაღ­წიო, ეს დარ­ჩე­ბა ყვე­ლა­ზე დი­დად, მი­სი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე. შე­საძ­ლებ­ლო­ბა — ემ­სა­ხუ­რო სამ­შობ­ლოს — დი­დი ფუ­ფუ­ნე­ბაა და ყვე­ლას, ვი­საც აქვს ამ­ბი­ცია იმი­სა, რომ ჩვენს ქვე­ყა­ნას ემ­სა­ხუ­როს, ვუ­სურ­ვებ, მი­ე­ცეს ამის სა­შუ­ა­ლე­ბა. ორ­მაგ დატ­ვირ­თ­ვას იძენს, ასე­ვე, პე­რი­ო­დიც — რო­დე­საც შე­საძ­ლებ­ლო­ბა გეძ­ლე­ვა ახალ­გაზ­რ­დო­ბა­ში, ამის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა, ვფიქ­რობ, შე­უ­ფა­სე­ბე­ლია. ალ­ბათ, არ არ­სე­ბობს იმა­ზე დი­დი სი­ა­მოვ­ნე­ბა, რო­ცა იაზ­რებ, რომ ახალ­გაზ­რ­დო­ბის პე­რი­ოდ­ში (რო­მე­ლიც ზო­გა­დად ყვე­ლა­ზე სა­სი­ა­მოვ­ნოა ცხოვ­რე­ბის ყვე­ლა პე­რი­ოდ­თან შე­და­რე­ბით) მო­გე­ცა შე­საძ­ლებ­ლო­ბა, აკე­თო კარ­გი საქ­მე შე­ნი ქვეყ­ნის­თ­ვის და შეგ­ნე­ბუ­ლად გა­მო­ი­ყე­ნო ახალ­გაზ­რ­დო­ბა, რომ­ლის ყო­ვე­ლი წუ­თი უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სია. ამი­ტო­მაც, ამ პრო­ექ­ტ­ში გა­მარ­ჯ­ვე­ბა ჩემ­თ­ვის ყვე­ლა­ზე ძვირ­ფა­სია. რაც შე­ე­ხე­ბა მო­ვა­ლე­ო­ბებს, ჩე­მი, რო­გორც ახალ­გაზ­რ­და ელ­ჩის მო­ვა­ლე­ო­ბა, 2015 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, იქ­ნე­ბა: საფ­რან­გეთ­ში მცხოვ­რებ ქარ­თ­ველ ახალ­გაზ­რ­დებ­თან აქ­ტი­უ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა და, მა­თი დახ­მა­რე­ბი­თა და მო­ნა­წი­ლე­ო­ბით, ფრანგ ახალ­გაზ­რ­დებ­ში სა­ქარ­თ­ვე­ლო­სა და ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცია. კერ­ძოდ, ახალ­გაზ­რ­და ელ­ჩის ერ­თ­წ­ლი­ა­ნი სა­მოქ­მე­დო გეგ­მა მო­ი­ცავს სამ ძი­რი­თად პრო­ექტს: კონ­ფე­რენ­ცი­ა­თა ციკლს (შვი­დი სექ­ცია: პო­ლი­ტი­კუ­რი მეც­ნი­ე­რე­ბე­ბი, სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი, ეკო­ნო­მი­კა და ბიზ­ნე­სი, ქარ­თუ­ლი მეც­ნი­ე­რე­ბა, ქარ­თუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რა, არ­ქე­ო­ლო­გია და მეღ­ვი­ნე­ო­ბა), გაც­ნო­ბი­თი ხა­სი­ა­თის შეკ­რე­ბებს ფრან­გი და ქარ­თ­ვე­ლი ახალ­გაზ­რ­დე­ბის და­ახ­ლო­ე­ბის­თ­ვის და ქარ­თ­ველ ახალ­გაზ­რ­დებ­თან შეხ­ვედ­რებს, სა­დაც შე­ვეც­დე­ბი, დე­ტა­ლუ­რად გა­მო­ვიკ­ვ­ლიო საფ­რან­გეთ­ში ქარ­თ­ველ სტუ­დენ­ტ­თა ადაპ­ტა­ცი­ის პე­რი­ო­დის სირ­თუ­ლე­ე­ბი, შემ­დ­გომ­ში შე­სა­ბა­მი­სი და­წე­სე­ბუ­ლე­ბის ინ­ფორ­მი­რე­ბი­სა და მა­თი პრე­ვენ­ცი­ის მიზ­ნით. გარ­და ამი­სა, და­გეგ­მი­ლი მაქვს ქარ­თუ­ლი ფილ­მე­ბის ჩვე­ნე­ბა, ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი თა­მა­შის ჩა­ტა­რე­ბა და ქარ­თუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კის შექ­მ­ნის­თ­ვის ქარ­თუ­ლი ლე­ტე­რა­ტუ­რის აქ­ტი­უ­რი შეგ­რო­ვე­ბა. ეს ყვე­ლა­ფე­რი 2015 წლის იან­ვ­რი­დან ერ­თი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა საფ­რან­გე­თის ათ ყვე­ლა­ზე დიდ სტუ­დენ­ტურ ქა­ლაქ­ში: ბორ­დო, ტუ­ლუ­ზა, ლი­ო­ნი, მარ­სე­ლი, მონ­პე­ლიე, ნან­ტი, ნი­ცა, სტრას­ბურ­გი, ლი­ლი და პა­რი­ზი. პრო­ექ­ტი, ძი­რი­თა­დად,  ენ­თუ­ზი­აზ­მ­სა და მო­ხა­ლი­სე­ობ­რი­ო­ბა­ზეა და­ფუძ­ნე­ბუ­ლი. ამი­ტო­მაც, საფ­რან­გეთ­ში მცხოვ­რე­ბი ქარ­თ­ვე­ლი ახალ­გაზ­რ­დე­ბის აქ­ტი­უ­რო­ბას პროგ­რა­მის წარ­მა­ტე­ბით გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის­თ­ვის გა­დამ­წყ­ვე­ტი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა ექ­ნე­ბა.
— სად და რო­გორ ატა­რებ თა­ვი­სუ­ფალ დროს? მი­ამ­ბე, რო­გორ ცხოვ­რო­ბენ ფრან­გი ახალ­გაზ­რ­დე­ბი, რა არის მათ­თ­ვის პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი?
— ფრანგ ახალ­გაზ­რ­დებს ძა­ლი­ან უყ­ვართ გა­სარ­თო­ბი სა­ღა­მო­ე­ბი, ხში­რად კოს­ტი­უ­მი­რე­ბუ­ლი, რაც კი­დევ უფ­რო სა­ხა­ლი­სოს ხდის სა­ღა­მოს. რა თქმა უნ­და, აქ ახალ­გაზ­რ­დე­ბი, მსგავ­სად ევ­რო­პის სხვა ქვეყ­ნე­ბი­სა, მხო­ლოდ პა­რას­კევ და შა­ბათ სა­ღა­მოს ერ­თო­ბი­ან. იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ უკ­ვე მე­ოთხე წე­ლია სა­ერ­თა­შო­რი­სო სტუ­დენ­ტურ საცხოვ­რე­ბელ­ში ვცხოვ­რობ, ჩე­მი თა­ვი­სუ­ფა­ლი დროც, ძი­რი­თა­დად, მსგავ­სი სა­ხის სა­ღა­მო­ე­ბის აქ­ტი­ურ ორ­გა­ნი­ზე­ბას  ეძღ­ვ­ნე­ბა. ჩემ­თ­ვის ეს, გარ­თო­ბას­თან ერ­თად, სხვა­დას­ხ­ვა კულ­ტუ­რის გაც­ნო­ბის სა­უ­კე­თე­სო სა­შუ­ა­ლე­ბაა. ასე­ვე ცნო­ბი­ლია ფრან­გე­ბის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა კი­ნო­სად­მი, შე­სა­ბა­მი­სად ახალ­გაზ­რ­დებს ძა­ლი­ან უყ­ვართ კი­ნო­ში სი­ა­რუ­ლი. ეს ჩემ­თ­ვი­საც ერთ-ერ­თი საყ­ვა­რე­ლი პრო­ცე­სია, ცეკ­ვას­თან ერ­თად, ამ ეტაპ­ზე, რა თქმა უნ­და, მხო­ლოდ მოყ­ვა­რულ­თა დო­ნე­ზე.
— მო­მა­ვა­ლი რო­გორ გე­სა­ხე­ბა, სად აპი­რებ დამ­კ­ვიდ­რე­ბას. რო­გორ ფიქ­რობ, საზღ­ვარ­გა­რეთ მი­ღე­ბუ­ლი გა­ნათ­ლე­ბა და დიპ­ლო­მი სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში და­საქ­მე­ბა­ში ითა­მა­შებს თუ არა გა­დამ­წყ­ვეტ როლს?
— ჩე­მი მრა­ვალ­პ­რო­ფი­ლი­ა­ნი გა­ნათ­ლე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, პრო­ფე­სი­უ­ლი მო­მავ­ლის შე­სა­ხებ ეტა­პობ­რი­ვად ვიც­ვ­ლი­დი მო­საზ­რე­ბას. თავ­და­პირ­ვე­ლად, აუცი­ლებ­ლად და მხო­ლოდ, ტე­ლე­ჟურ­ნა­ლის­ტო­ბა მინ­დო­და სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში. შემ­დ­გომ­ში, მე­დი­ა­ში კვლე­ვით­მა სფე­რომ გა­მი­ტა­ცა, მოგ­ვი­ა­ნე­ბით — სა­ერ­თა­შო­რი­სო ჟურ­ნა­ლის­ტი­კამ, ასე­ვე დიპ­ლო­მა­ტი­ამ, ბო­ლოს კი — სა­მეც­ნი­ე­რო ჟურ­ნა­ლის­ტი­კამ. მი­უ­ხე­და­ვად აზ­რ­თა ცვა­ლე­ბა­დო­ბი­სა, რაც მრა­ვალ­პ­რო­ფი­ლი­ა­ნი სწავ­ლე­ბის­თ­ვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი ბუ­ნებ­რი­ვი ნიშ­ნუ­ლია, ალ­ბათ, მა­ინც სა­ერ­თა­შო­რი­სო ჟურ­ნა­ლის­ტის პრო­ფე­სი­ას ავირ­ჩევ, რაც შე­საძ­ლებ­ლო­ბას მომ­ცემს, სა­ქარ­თ­ვე­ლო უკეთ გა­ვაც­ნო მსოფ­ლი­ოს. რაც შე­ე­ხე­ბა უცხო­ურ დიპ­ლო­მებს, იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში და­საქ­მე­ბის სის­ტე­მას საკ­მა­ოდ დი­დი ნაკ­ლო­ვა­ნე­ბე­ბი აქვს, ნამ­დ­ვი­ლად არ ვფიქ­რობ, რომ ჩე­მი და­საქ­მე­ბის პრო­ცეს­ში მხო­ლოდ  უცხო­ეთ­ში მი­ღე­ბუ­ლი გა­ნათ­ლე­ბა ითა­მა­შებს გა­დამ­წყ­ვეტ როლს.
— სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­ნათ­ლე­ბის სამ­ყა­რო­ში შეს­ვ­ლა ქარ­თ­ვე­ლი ახალ­გაზ­რ­დე­ბის­თ­ვის სულ უფ­რო და უფ­რო პო­პუ­ლა­რუ­ლი ხდე­ბა. ეს არც ისე ად­ვი­ლია, სწო­რი არ­ჩე­ვა­ნის გა­კე­თე­ბა, სა­ჭი­რო გა­მოც­დი­ლე­ბი­სა და ცოდ­ნის გა­რე­შე, ძნე­ლია. რას ურ­ჩევ ახალ­გაზ­რ­დებს, რომ­ლებ­საც საზღ­ვარ­გა­რეთ ცოდ­ნის გაღ­რ­მა­ვე­ბი­სა და კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ამაღ­ლე­ბის სურ­ვი­ლი აქვთ.
— გე­თან­ხ­მე­ბით, საზღ­ვარ­გა­რეთ სას­წავ­ლებ­ლად წას­ვ­ლა გარ­კ­ვე­ულ სირ­თუ­ლე­ებს უკავ­შირ­დე­ბა. ამ პე­რი­ოდ­ში ადა­მი­ა­ნი საკ­მა­ოდ დიდ ფსი­ქო­ლო­გი­ურ ბრძო­ლას იწყებს სა­კუ­თარ თავ­თან, ცდი­ლობს სა­კუ­თა­რი პი­როვ­ნე­ბის შეც­ნო­ბას, სწავ­ლობს ფიქრს და მა­ნამ­დე მას­ში არ­სე­ბუ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის შე­ფა­სე­ბა-გა­და­ფა­სე­ბას. ამ პე­რი­ოდ­ში ადა­მი­ა­ნი, შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ გა­დის ბეწ­ვის ხიდ­ზე და, უცხო კულ­ტუ­რის გაც­ნო­ბი­სას, სა­კუ­თა­რი იდენ­ტო­ბი­სა და რო­მე­ლი­მე ერის, კულ­ტუ­რი­სა თუ რე­ლი­გი­ის მი­კუთ­ვ­ნე­ბუ­ლო­ბი­სად­მი ეჭ­ვის თვა­ლით ყუ­რე­ბას იწყებს. ამ ურ­თუ­ლეს ფსი­ქო­ლო­გი­ურ ბრძო­ლა­ში გა­დამ­წყ­ვე­ტი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა ენი­ჭე­ბა შე­სა­ბა­მი­სი იდენ­ტო­ბის მდგრა­დო­ბა­სა და თვით­შე­ფა­სე­ბის ხა­რისხს. ამი­ტო­მაც, ვფიქ­რობ, ადა­მი­ან­მა უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლო გა­ნათ­ლე­ბის სა­მი სა­ფე­ხუ­რი­დან ერთ-ერ­თი, სრუ­ლად ან ნა­წი­ლობ­რივ მა­ინც, უნ­და გა­ი­ა­როს სამ­შობ­ლო­ში. თუ­კი არ გვე­ცო­დი­ნე­ბა სა­კუ­თა­რი ქვეყ­ნი­სა და ერის წარ­მო­შო­ბის, არ­ჩე­უ­ლი დარ­გის სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში გან­ვი­თა­რე­ბის ის­ტო­რია, თუ­კი არ შე­ვიგ­რ­ძ­ნობთ ქვეყ­ნის პრობ­ლე­მებს პრაქ­ტი­კა­ში, ვფიქ­რობ, სწავ­ლის დას­რუ­ლე­ბის შემ­დ­გომ სწო­რი პი­როვ­ნუ­ლი და პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბა­ საკ­მა­ოდ რთუ­ლი იქ­ნე­ბა. ახალ­გაზ­რ­დებს, რო­მელ­თაც საზღ­ვარ­გა­რეთ ცოდ­ნის გაღ­რ­მა­ვე­ბა სურთ, ვურ­ჩევ, კარ­გად გა­ი­აზ­რონ, რის­თ­ვის მი­დი­ან და, წას­ვ­ლამ­დე, კარ­გად შე­ის­წავ­ლონ სამ­შობ­ლო და ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რა, თა­ვი­სი ღირ­სე­ბე­ბი­თა და ნაკ­ლო­ვა­ნე­ბე­ბით, რა­თა შემ­დ­გომ­ში, უცხო­ე­ლებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბი­სას, ჯან­საღ­ნი და ბუ­ნებ­რივ­ნი იყ­ვე­ნენ. რო­გორც მი­შელ დე მონ­ტენ­მა თქვა, მხო­ლოდ მას, ვინც სა­კუ­თარ თავს შე­იც­ნობს, შე­უძ­ლია შე­იც­ნოს სხვე­ბი.
— რო­ცა სა­ქარ­თ­ვე­ლო­დან ასე შორს ხარ, რა გე­ნატ­რე­ბა ყვე­ლა­ზე მე­ტად?
— ყვე­ლა­ზე მე­ტად უნი­ვერ­სი­ტე­ტის ბა­ღი და ჩემს მე­გობ­რებ­თან ერ­თად იქ ყოფ­ნა მე­ნატ­რე­ბა, ასე­ვე ქარ­თუ­ლი კერ­ძე­ბიც.
— და­ბო­ლოს, რო­ცა ადა­მი­ა­ნი საზღ­ვარ­გა­რეთ ცხოვ­რობს, ალ­ბათ მეტს და ღრმად ფიქ­რობს სამ­შობ­ლო­ზე. საზღ­ვარ­გა­რეთ გა­ტა­რე­ბულ მცი­რე პე­რი­ოდ­შიც კი, ადა­მი­ა­ნი სხვა­ნა­ი­რად აფა­სებს სა­კუ­თარ ღი­რე­ბუ­ლე­ბებს. რო­გორ ფიქ­რობ, მიგ­ვი­ღებს ევ­რო­პა ისე­თებს, რო­გო­რე­ბიც ვართ თუ ძა­ლი­ან ბევ­რი რა­მის გა­და­ხედ­ვა და გა­და­ფა­სე­ბა მოგ­ვი­წევს? რა არის ის, რაც საფ­რან­გეთ­ში გა­ტა­რე­ბულ­მა პე­რი­ოდ­მა მოგ­ცა, შენ­თ­ვის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი და ღი­რე­ბუ­ლი?
— იმი­სათ­ვის, რომ ევ­რო­პამ მიგ­ვი­ღოს, პირ­ველ რიგ­ში, უფ­რო ტო­ლე­რან­ტუ­ლე­ბი უნ­და ვი­ყოთ. მა­გა­ლი­თად, ევ­რო­პა­ში არც ერ­თი ერის წარ­მო­მად­გე­ნელ­ზე არ ძა­ლა­დო­ბენ სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ტრან­ს­პორ­ტ­ში, რა­საც სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, ბო­ლო პე­რი­ოდ­ში, რამ­დენ­ჯერ­მე ჰქონ­და ად­გი­ლი ფე­რად­კა­ნი­ან­თა მი­მართ. ასე­ვე ევ­რო­პა­ში ნა­გავს ქუ­ჩა­ში არ ყრი­ან და ა.შ. გარ­და სა­ხელ­მ­წი­ფო ინ­ს­ტი­ტუ­ცი­ე­ბის გარ­და­უ­ვა­ლი დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ტრან­ზი­ცი­ი­სა, ჩვენ­თ­ვის თა­ნაბ­რად მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, რომ თი­თო­ე­ულ­მა მო­ქა­ლა­ქემ ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად იბ­რ­ძო­ლოს ევ­რო­პუ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბის­თ­ვის ქარ­თულ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში და ეს ბრძო­ლა, პირ­ველ რიგ­ში, სა­კუ­თარ თავ­თან ბრძო­ლი­თ უნ­და და­ვიწყოთ. ასე­ვე, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია,  გარ­და იმ სი­კე­თე­ე­ბით სარ­გებ­ლო­ბი­სად­მი სწრაფ­ვი­სა, რა­საც დღეს ევ­რო­კავ­ში­რი თა­ვი­სი წევ­რი ქვეყ­ნე­ბის მო­ქა­ლა­ქე­ებს სთა­ვა­ზობს, იმა­ზეც ვი­ფიქ­როთ, ჩვენ რას შევ­თ­ვა­ზებთ ისეთ სპე­ცი­ფი­კურს და ახ­ლის მქო­ნეს, რის გა­მოც სი­ხა­რუ­ლით მიგ­ვი­ღე­ბენ თა­ვი­ანთ ოჯახ­ში, იმ ოჯახ­ში, რომ­ლის შექ­მ­ნი­სა თუ გან­ვი­თა­რე­ბის პრო­ცეს­ში, თი­თო­ე­ულ წევრ ქვე­ყა­ნას თა­ვი­სი წვლი­ლი აქვს შე­ტა­ნი­ლი. ამი­ტო­მაც, ქარ­თულ­მა სა­ხელ­მ­წი­ფომ, ევ­რო­პუ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი­სა და სტან­დარ­ტე­ბის დამ­კ­ვიდ­რე­ბის გარ­და, აუცი­ლებ­ლად უნ­და შეს­თა­ვა­ზოს რა­ღაც ისე­თი უნი­კა­ლუ­რი და სპე­ცი­ფი­კუ­რი ქარ­თუ­ლი, რაც მრა­ვალ­ფე­რო­ვან ევ­რო­პას კი­დევ უფ­რო გა­ამ­დიდ­რებს და ჩვე­ნით ნამ­დ­ვი­ლად და­ა­ინ­ტე­რე­სებს.

ესა­უბ­რა მა­კა ყი­ფი­ა­ნი

25-28(942)N