გამოდის 1998 წლიდან
2015-02-11
სასკოლო მზაობა — მშობლებისა და ფსიქოლოგების განსხვავებული აქცენტები

სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბის მან­და­ტუ­რის სამ­სა­ხურ­თან არ­სე­ბუ­ლი ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ცენ­ტ­რის ფსი­ქო­ლო­გებ­მა და ექი­მებ­მა, სას­კო­ლო სწავ­ლე­ბის დაწყე­ბის ასაკ­თან და­კავ­ში­რე­ბით, პრეს­კონ­ფე­რენ­ცია გა­მარ­თეს, რო­მელ­ზე­დაც მოწ­ვე­ული იყ­ვ­ნენ ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი, არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, მშობ­ლე­ბი და ყვე­ლა და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი პი­რი. შეხ­ვედ­რის მი­ზა­ნი — ყვე­ლა მხა­რეს, სას­კო­ლო ასაკ­თან და­კავ­ში­რე­ბით, სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი­სა­გან მი­ე­ღო სრუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია.
მშობ­ლე­ბი და ფსი­ქო­ლო­გე­ბი სკო­ლის­თ­ვის მზა­ო­ბა­ში გან­ს­ხ­ვა­ვე­ბულ აქ­ცენ­ტებს აკე­თე­ბენ. თუ მშო­ბელ­თა უმ­რავ­ლე­სო­ბის­თ­ვის წე­რა-კითხ­ვის ცოდ­ნა ბავ­შ­ვის სკო­ლა­ში ად­რე შეყ­ვა­ნის მი­ზე­ზია, ფსი­ქო­ლო­გე­ბი აქ­ცენტს სო­ცი­ა­ლურ, ემო­ცი­ურ, ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლურ მზა­ო­ბა­ზე, ასე­ვე მო­ტო­რი­კის გან­ვი­თა­რე­ბის დო­ნე­ზე აკე­თე­ბენ. შე­სა­ბა­მი­სად, ფსი­ქო­ლო­გე­ბის რე­კო­მენ­და­ცი­ებ­სა და მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან სა­ერ­თა­შო­რი­სო და ად­გი­ლობ­რივ კვლე­ვებ­ზე დაყ­რ­დ­ნო­ბით, სას­კო­ლო სწავ­ლე­ბის დაწყე­ბის ასა­კად 6 წე­ლი გა­ნი­საზღ­ვ­რა. აქ­ვე აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ, ზო­გა­დად, ფსი­ქო­ლო­გე­ბი სას­კო­ლო ოპ­ტი­მა­ლურ ასა­კად 7 წელს მი­იჩ­ნე­ვენ. შე­სა­ბა­მი­სად, ავ­ს­ტ­რი­ა­ში, გერ­მა­ნი­ა­ში, საფ­რან­გეთ­ში, ჩე­ხეთ­ში, პო­ლო­ნეთ­სა და ბევრ სხვა ევ­რო­პულ ქვე­ყა­ნა­ში სას­კო­ლო ოპ­ტი­მა­ლურ ასა­კად 7 წე­ლია გან­საზღ­ვუ­ლი. ასე­ვე 7 წე­ლია სწავ­ლის დაწყე­ბის ასა­კი ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­შიც.
სას­კო­ლო სწავ­ლე­ბის დაწყე­ბა ბავ­შ­ვის ცხოვ­რე­ბა­ში უმიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სი მოვ­ლე­ნაა. იგი ერ­თ­დ­რო­უ­ლად უამ­რა­ვი სი­ახ­ლის წი­ნა­შე დგე­ბა და, თუ ბავშვს არ აქვს შე­სა­ბა­მი­სი მზა­ო­ბა, სკო­ლა­ში მის­ვ­ლა შე­საძ­ლოა გა­და­უ­ლა­ხა­ვი სიძ­ნე­ლე­ე­ბი­სა და ფსი­ქი­კუ­რი ტრავ­მე­ბის და­საწყი­სი აღ­მოჩ­ნ­დეს. ალ­ბათ ყვე­ლა მშო­ბელს აინ­ტერ­სებს, თუ რას გუ­ლის­ხ­მობს სას­კო­ლო მზა­ო­ბა. ფსი­ქო­ლო­გე­ბის გან­მარ­ტე­ბით, ეს არის ბავ­შ­ვის უნა­რი, და­იწყოს და მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღოს სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში, რაც გან­ვი­თა­რე­ბის გარ­კ­ვე­ულ დო­ნეს შე­ე­სა­ბა­მე­ბა, კერ­ძოდ:
1. გო­ნებ­რი­ვი ნი­შა­ნი — აღ­ქ­მის დი­ფე­რენ­ცი­ა­ცია, ყუ­რადღე­ბის კონ­ცენ­ტ­რა­ცია, ლო­გი­კუ­რი მეხ­სი­ე­რე­ბა, ანა­ლი­ტი­კუ­რი აზ­როვ­ნე­ბა, სი­ნამ­დ­ვი­ლი­სად­მი რა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მიდ­გო­მა, მი­ზან­ს­წ­რა­ფუ­ლო­ბა, ცოდ­ნის და­უფ­ლე­ბის ინ­ტე­რე­სე­ბი, სიმ­ბო­ლო­ე­ბის გა­გე­ბის უნა­რი;
2. გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მო­ტო­რი­კა (რა­შიც იგუ­ლის­ხ­მე­ბა წიგ­ნის ფურ­ც­ვ­ლის, კალ­მის და­ჭე­რის უნა­რი);
3. ემო­ცი­უ­რი მო­წი­ფუ­ლო­ბა — უკე­თე­სი ემო­ცი­უ­რი სტა­ბი­ლუ­რო­ბის მიღ­წე­ვა, იმ­პულ­სუ­რი რე­აქ­ცი­ე­ბის შემ­ცი­რე­ბა. სას­კო­ლო საქ­მი­ა­ნო­ბის მო­ტი­ვი­რე­ბი­სას ემო­ცი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა;
4. სო­ცი­ა­ლუ­რი მო­წი­ფუ­ლო­ბა — სურ­ვი­ლი, კონ­ტაქ­ტი და­ამ­ყა­როს თა­ნა­ტო­ლებ­თან და გარ­კ­ვე­ულ­წი­ლად, და­ექ­ვემ­დე­ბა­როს ბავ­შ­ვ­თა კო­ლექ­ტი­ვის ინ­ტე­რე­სებს. მი­ი­ღოს სა­კუ­თა­რი რო­ლი სას­კო­ლო სწავ­ლე­ბის სო­ცი­ა­ლურ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში.
ჩა­მოთ­ვ­ლი­ლი უნარ-ჩვე­ვე­ბი სხვა­დას­ხ­ვა ფაქ­ტო­რე­ბის ზე­მოქ­მე­დე­ბით ყა­ლიბ­დე­ბა, შე­სა­ბა­მი­სად, ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რია, ე.ი. ერ­თი ასა­კი არ ნი­შნავს გან­ვი­თა­რე­ბის თა­ნა­ბარ დო­ნეს, მაგ­რამ ბავ­შ­ვ­თა ასა­კობ­რი­ვი გან­ვი­თა­რე­ბა გარ­კ­ვე­ულ კა­ნონ­ზო­მი­ე­რე­ბებს ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა და უმ­რავ­ლე­სო­ბი­სათ­ვის ერთ ასა­კობ­რივ ზღვარ­ში თავ­ს­დე­ბა.
ფსი­ქო­ლო­გე­ბი­სა და ექი­მე­ბის დას­კ­ვ­ნე­ბის, სხვა­დას­ხ­ვა უცხო­უ­რი თუ ად­გი­ლობ­რი­ვი კვლე­ვე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, დად­გე­ნი­ლია, რომ 5 და 6 წლის ასაკს გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის სა­ფე­ხუ­რი გა­აჩ­ნია. ამ ასაკ­ში,  ბავ­შ­ვის ემო­ცი­ურ-ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი გან­ვი­თა­რე­ბი­სათ­ვის, თი­თო­ე­ულ თვე­საც დი­დი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა ენი­ჭე­ბა. თუ 5 წლის ბავ­შ­ვი­სათ­ვის წამ­ყ­ვა­ნი საქ­მი­ა­ნო­ბაა თა­მა­ში, 6 წლის ბავ­შ­ვი­სათ­ვის ეს არის ხატ­ვა, ძერ­წ­ვა, კონ­ს­ტ­რუ­ი­რე­ბა, რაც უკ­ვე მი­უ­თი­თებს სას­კო­ლო პრო­ცე­სის­თ­ვის მზა­ო­ბას. 6 წლის ასაკ­ში უფ­რო გან­ვი­თა­რე­ბუ­ლია კოგ­ნი­ტუ­რი და ნე­ბე­ლო­ბი­თი უნა­რე­ბი, ვიდ­რე 5 წლის ასაკ­ში. სკო­ლა­ში ბავ­შ­ვი ხვდე­ბა რა­დი­კა­ლუ­რად გან­ს­ხ­ვა­ვე­ბულ, სტრუქ­ტუ­რი­რე­ბულ, ახა­ლი მოთხოვ­ნე­ბით და პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბე­ბით გა­ჯე­რე­ბულ გა­რე­მო­ში, რაც 5 წლის ბავ­შ­ვის­თ­ვის უფ­რო რთუ­ლი და­საძ­ლე­ვია, ვიდ­რე 6 წლის ბავ­შ­ვის­თ­ვის.
სკო­ლა, რო­გორც თვი­სობ­რი­ვად ახა­ლი ინ­ს­ტი­ტუ­ცი­უ­რი გა­რე­მო, 5 წლის ბავ­შ­ვის­თ­ვის სტრე­სუ­ლია. რთულ­დე­ბა ადაპ­ტა­ცი­ის პრო­ცე­სი, რო­მე­ლიც, ერ­თი შე­ხედ­ვით, შე­იძ­ლე­ბა დაძ­ლე­უ­ლა­დაც ჩა­ით­ვა­ლოს, მაგ­რამ თა­ვი იჩი­ნოს მოგ­ვი­ა­ნე­ბით, სო­მა­ტუ­რი, ემო­ცი­უ­რი და ქცე­ვი­თი პრობ­ლე­მე­ბით.

25-28(942)N