გამოდის 1998 წლიდან
2015-03-05
G-PRIED ამ სკო­ლა­ში ყველ­გან და ყვე­ლა­ფერ­ში იგ­რ­ძ­ნო­ბა

ლალი ჯელაძე

ქუ­თა­ი­სის N32 სა­ჯა­რო სკო­ლა­ში საჩ­ვე­ნე­ბე­ლი გაკ­ვე­თი­ლე­ბი, მას­წავ­ლე­ბელ­თა სას­წავ­ლო ჯგუ­ფის შეხ­ვედ­რა და მშო­ბელ­თა მო­ნა­წი­ლე­ო­ბით ღო­ნის­ძი­ე­ბა გა­ი­მარ­თა. ღო­ნის­ძი­ე­ბის მი­ზა­ნი იყო, სა­ქარ­თ­ვე­ლოს დაწყე­ბი­თი გა­ნათ­ლე­ბის პრო­ექ­ტის (G-PriEd) ხელ­შეწყო­ბით, სა­ჯა­რო სკო­ლა­ში, დაწყე­ბით სა­ფე­ხურ­ზე და­ნერ­გი­ლი სი­ახ­ლე­ე­ბის დე­მონ­ს­ტ­რი­რე­ბა.
***
სა­ქარ­თ­ვე­ლოს დაწყე­ბი­თი გა­ნათ­ლე­ბის პრო­ექ­ტი (G-PriEd)) წარ­მო­ად­გენს აშშ სა­ერ­თა­შო­რი­სო გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს (USAID) მი­ერ და­ფი­ნან­სე­ბულ პრო­ექტს, რომ­ლის მი­ზა­ნია, ხე­ლი შე­უწყოს ინო­ვა­ცი­უ­რი, მოს­წავ­ლე­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი სწავ­ლე­ბის შე­მო­ღე­ბა­სა და და­ნერ­გ­ვას. პრო­ექ­ტე­ბის სა­მიზ­ნე ჯგუფს წარ­მო­ად­გენს ქარ­თუ­ლი და ეთ­ნი­კუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბის 300 სა­ჯა­რო სკო­ლის დაწყე­ბი­თი სა­ფე­ხუ­რის I-VI კლა­სე­ბის ქარ­თუ­ლი ენის, ქარ­თუ­ლის, რო­გორც მე­ო­რე ენი­სა და მა­თე­მა­ტი­კის მას­წავ­ლებ­ლე­ბი და დაწყე­ბი­თი სა­ფე­ხუ­რის, და­ახ­ლო­ე­ბით, 40 000 მოს­წავ­ლე სა­ქარ­თ­ვე­ლოს ყვე­ლა რე­გი­ო­ნი­დან.
დაწყე­ბი­თი გა­ნათ­ლე­ბის 5-წლი­ა­ნი პრო­ექ­ტი აუმ­ჯო­ბე­სებს დაწყე­ბი­თი კლა­სე­ბის მოს­წავ­ლე­თა უნა­რებს კითხ­ვა­სა და მა­თე­მა­ტი­კა­ში, მას­წავ­ლებ­ლე­ბი­სათ­ვის სწავ­ლე­ბის ახა­ლი სტრა­ტე­გი­ე­ბის გაც­ნო­ბის, ხა­რის­ხი­ა­ნი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო რე­სურ­სე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­სა და კითხ­ვა­სა და მა­თე­მა­ტი­კა­ში საგ­ნობ­რი­ვი ექ­ს­პერ­ტე­ბის კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბის ზრდის გზით.
დაწყე­ბი­თი გა­ნათ­ლე­ბის პრო­ექ­ტი, ასე­ვე, ხელს უწყობს სკო­ლის ბა­ზა­ზე პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის მო­დე­ლის შე­მუ­შა­ვე­ბა­სა და და­ნერ­გ­ვას, რაც ით­ვა­ლის­წი­ნებს მას­წავ­ლე­ბელ­თა სას­წავ­ლო ჯგუ­ფე­ბის შექ­მ­ნას მას­წავ­ლე­ბე­ლი ფა­სი­ლი­ტა­ტო­რე­ბის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბით და პრო­ცეს­ში სკო­ლის ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ის მხარ­და­ჭე­რას. პრო­ექ­ტი ხელს შე­უწყობს სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სა და მშო­ბელ­თა ჩარ­თუ­ლო­ბას, რა­საც დი­დი წვლი­ლი შე­აქვს სა­ჯა­რო სკო­ლებ­ში მდი­და­რი სას­წავ­ლო გა­რე­მოს შექ­მ­ნაში.
პრო­ექ­ტის ფარ­გ­ლებ­ში და­ი­ნერ­გა ინო­ვა­ცი­უ­რი სას­წავ­ლო მე­თო­დე­ბი, რაც გუ­ლის­ხ­მობს თი­თო­ე­ულ მოს­წავ­ლეს­თან ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ მიდ­გო­მას და მოს­წავ­ლე­თა სა­ჭი­რო­ე­ბებ­ზე მორ­გე­ბულ სწავ­ლე­ბის მე­თო­დებს. სკო­ლებს გა­და­ე­ცათ მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო რე­სურ­სე­ბი; მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბი­სა და შე­დე­გე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის მიზ­ნით, შე­იქ­მ­ნა მას­წავ­ლე­ბელ­თა სას­წავ­ლო ჯგუ­ფე­ბი; გან­ხორ­ცი­ელ­და მშო­ბელ­თა ჩარ­თუ­ლო­ბის პროგ­რა­მა ბავ­შ­ვის სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში.
***
ინო­ვა­ცი­უ­რი მე­თო­დე­ბის, სა­ქარ­თ­ვე­ლოს დაწყე­ბი­თი გა­ნათ­ლე­ბის პრო­ექ­ტის (G-PriED) მი­ერ შექ­მ­ნი­ლი და­მა­ტე­ბი­თი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო რე­სურ­სე­ბი­სა და მა­თე­მა­ტი­კის მა­ნი­პუ­ლა­ტი­ვე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით, ღო­ნის­ძი­ე­ბის ფარ­გ­ლებ­ში, კითხ­ვი­სა და მა­თე­მა­ტი­კის საჩ­ვე­ნე­ბე­ლი გაკ­ვე­თი­ლე­ბი გა­ი­მარ­თა.
პრო­ექ­ტის მო­ნა­წი­ლე პე­და­გო­გებ­მა აჩ­ვე­ნეს, თუ რო­გორ იყე­ნებს მას­წავ­ლე­ბე­ლი ტრე­ნინ­გებ­ზე მი­ღე­ბულ ცოდ­ნას, სწავ­ლე­ბის ინო­ვა­ცი­უ­რი მე­თო­დე­ბის შე­სა­ხებ, პრაქ­ტი­კა­ში, რო­გორ ხორ­ცი­ელ­დე­ბა მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო რე­სურ­სი­სა და თვალ­სა­ჩი­ნო­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა კლას­ში და პრო­ექ­ტის მი­ერ შე­მო­თა­ვა­ზე­ბუ­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბის დახ­მა­რე­ბით, რო­გორ მიმ­დი­ნა­რე­ობს მშო­ბელ­თა ჩარ­თ­ვა ბავ­შ­ვის გა­ნათ­ლე­ბის პრო­ცეს­ში.
შე­ჯამ­და დაწყე­ბი­თი კლა­სე­ბის მას­წავ­ლებ­ლე­ბის — ანა ჭან­ტუ­რი­ას, ნი­ნო დო­ლა­ბე­რი­ძის, ნა­ნა კა­ცა­ძის, ლე­ლა მო­სეშ­ვი­ლის, სა­ლო­მე თა­დუ­მა­ძის, მა­კა ჭე­ლი­ძის, თა­მარ გუ­რა­ბა­ნი­ძის, მა­დი­ნა ჭე­ლი­ძის, რუ­სუ­დან ხო­ბუ­ას, თა­მარ მუ­რუ­სი­ძის, თა­მარ ხმა­ლა­ძის — მი­ერ გა­წე­უ­ლი მუ­შა­ო­ბა კითხ­ვა­სა და მა­თე­მა­ტი­კა­ში. სკო­ლას სტუმ­რობ­დ­ნენ: აშშ სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ა­გენ­ტოს წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ნენ­სი პარ­კ­სი, G-PriEd-ის დი­რექ­ტო­რი ქე­თი ჩაჩხი­ა­ნი, გია ნო­ზა­ძე — მა­თე­მა­ტი­კის ექ­ს­პერ­ტი, გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­რო­დან — ლა­შა მკურ­ნა­ლი­ძე, მე­რი­ი­დან — მე­რაბ და­ნე­ლია, აზა ტყა­ვა­ძე, ქა­ლა­ქის რე­სურ­ს­ცენ­ტ­რის უფ­რო­სი ბად­რი ვა­შა­კი­ძე და მთა­ვა­რი სპე­ცი­ა­ლის­ტი ნი­ნო მამ­რი­კიშ­ვი­ლი, ტრე­ნე­რე­ბი, სა­პი­ლო­ტე სკო­ლე­ბი­სა და მე­ზო­ბე­ლი სკო­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი.
ნენ­სი პარ­კ­სი, USAID-ის „სა­ქარ­თ­ვე­ლოს დაწყე­ბი­თი გა­ნათ­ლე­ბის პრო­ექ­ტის“ ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი: „სა­ქარ­თ­ვე­ლოს დაწყე­ბი­თი გა­ნათ­ლე­ბის პრო­ექ­ტი“ ფი­ნან­ს­დე­ბა ამე­რი­კის სა­ერ­თა­შო­რი­სო გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს მი­ერ და მი­სი მი­ზა­ნია, ხე­ლი შე­უწყოს მოს­წავ­ლე­ე­ბის უნა­რე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას კითხ­ვა­სა და მა­თე­მა­ტი­კა­ში. ამ მიზ­ნის მი­საღ­წე­ვად ჩვენ არა­ერთ აქ­ტი­ვო­ბას ვა­ხორ­ცი­ე­ლებთ, მას­წავ­ლებ­ლებს ტრე­ნინ­გებს ვუ­ტა­რებთ ინო­ვა­ცი­უ­რი მე­თო­დე­ბის გა­საც­ნო­ბად. ასე­ვე, ვმუ­შა­ობთ სკო­ლის დი­რექ­ტო­რებ­თან, გვყავს მას­წავ­ლე­ბელ­თა სას­წავ­ლო ჯგუ­ფე­ბი სკო­ლა­ში, ვა­ტა­რებთ სხვა­დას­ხ­ვა ტი­პის დი­აგ­ნოს­ტი­კურ შე­ფა­სე­ბას. ყვე­ლა­ფე­რი ეს ხდე­ბა იმ მიზ­ნით, რომ პირ­ვე­ლი­დან მე­ექ­ვ­სე კლა­სის ჩათ­ვ­ლით, მოს­წავ­ლე­ებს ჰქონ­დეთ უკე­თე­სი შე­დე­გე­ბი კითხ­ვა­სა და მა­თე­მა­ტი­კა­ში.“
ჯე­ი­ნარ კო­ღუ­აშ­ვი­ლი, ქუ­თა­ი­სის 32-ე სა­ჯა­რო სკო­ლის დი­რექ­ტო­რი: „ჩვე­ნი სკო­ლის პე­და­გო­გე­ბი, სწავ­ლე­ბის დაწყე­ბი­თი სა­ფე­ხუ­რის ქარ­თუ­ლი­სა და მა­თე­მა­ტი­კის მას­წავ­ლებ­ლე­ბი, ბო­ლო სა­მი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­წე­ულ მუ­შა­ო­ბას აჯე­რე­ბენ.  მე­სა­მე წე­ლია, აქ­ტი­უ­რად ვართ ჩარ­თუ­ლე­ბი პრო­ექ­ტ­ში, რო­მე­ლიც მხარ­და­ჭე­რი­ლია სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს მი­ერ და ფი­ნან­ს­დე­ბა ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს მი­ერ. პრო­ექ­ტი გათ­ვ­ლი­ლია სწავ­ლე­ბის დაწყე­ბი­თი სა­ფე­ხუ­რის­თ­ვის, გან­სა­კუთ­რე­ბით მი­მარ­თუ­ლია ქარ­თუ­ლი­სა და მა­თე­მა­ტი­კის უნარ-ჩვე­ვე­ბის და­უფ­ლე­ბის­კენ, შე­სა­ბა­მი­სად, ამ საგ­ნებ­ში მი­ღე­ბუ­ლი ცოდ­ნის სა­ფუძ­ველ­ზე, მოს­წავ­ლე­ე­ბი მო­მა­ვალ­ში სხვა სას­წავ­ლო დის­ციპ­ლი­ნე­ბის თა­ვი­სუფ­ლად და­უფ­ლე­ბას შეძ­ლე­ბენ.
ეს გაკ­ვე­თი­ლე­ბი სხვა ტრა­დი­ცი­უ­ლი გაკ­ვე­თი­ლე­ბის­გან იმით გან­ს­ხ­ვავ­დე­ბა, რომ პრო­ექ­ტ­ში ჩარ­თუ­ლო­ბით და აქ­ტი­უ­რი მო­ნა­წი­ლე­ო­ბით, სკო­ლის დაწყე­ბი­თი სა­ფე­ხუ­რის მას­წავ­ლებ­ლებ­მა შე­ი­ძი­ნეს ინო­ვა­ცი­უ­რი სწავ­ლე­ბის კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბი, რა­საც ჩვენ სწავ­ლე­ბის თა­ნა­მედ­რო­ვე მე­თო­დებს ვუ­წო­დებთ. ეს მე­თო­დე­ბი მო­წო­ნე­ბუ­ლია მას­წავ­ლებ­ლე­ბი­სა და მოს­წავ­ლე­ე­ბის მხრი­დან, გან­სა­კუთ­რე­ბით გა­ვა­მახ­ვი­ლებ ყუ­რადღე­ბას მშობ­ლე­ბის აქ­ტი­უ­რო­ბა­ზე, რად­გან ამ პრო­ექ­ტის ერთ-ერ­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი კომ­პო­ნენ­ტი სწო­რედ მშო­ბელ­თა ჩარ­თუ­ლო­ბაა.“
ნა­თე­ლა ხა­ზა­რა­ძე, სკო­ლა­ში სა­ქარ­თ­ვე­ლოს დაწყე­ბი­თი გა­ნათ­ლე­ბის პრო­ექ­ტის (G-PriED)) კო­ორ­დი­ნა­ტო­რი: „სა­პი­ლო­ტე პროგ­რა­მა­ში სა­მი წე­ლია ვართ ჩარ­თუ­ლი, აპ­რილ­ში ორ­გა­ნი­ზა­ცია ჩა­ა­ტა­რებს ტეს­ტი­რე­ბას და გა­ზო­მავს ბავ­შ­ვე­ბის შე­დე­გებს, თუ რო­გორ ამაღ­ლ­და მა­თი უნარ-ჩვე­ვე­ბი კითხ­ვა­სა და მა­თე­მა­ტი­კა­ში. ამ პე­რი­ოდ­ში მას­წავ­ლებ­ლებ­მა მარ­თ­ლაც უდი­დე­სი შრო­მა გა­წი­ეს — ტრე­ნინ­გე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად, მიმ­დი­ნა­რე­ობ­და მო­ნი­ტო­რინ­გი, სა­დაც ფას­დე­ბო­და გაკ­ვე­თი­ლე­ბი. რად­გან სა­პი­ლო­ტე პრო­ექ­ტი და­სას­რუ­ლის­კენ მი­დის, გა­დავ­წყ­ვი­ტეთ, საჩ­ვე­ნე­ბე­ლი ღია კა­რის დღე მოგ­ვეწყო რო­გორც ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლე­ბის­თ­ვის, ისე იმ სკო­ლე­ბის­თ­ვის, რომ­ლე­ბიც ჩვენს რე­გი­ონ­ში არი­ან ჩარ­თუ­ლე­ბი ამ პროგ­რა­მა­ში. ღო­ნის­ძი­ე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად, სა­მი გაკ­ვე­თი­ლი ჩა­ი­წე­რა ვი­დე­ო­ფირ­ზე, რაც შემ­დეგ­ში დამ­ხ­მა­რე რე­სურ­სი გახ­დე­ბა იმ 500 სკო­ლის­თ­ვის, რომ­ლის პრო­ექ­ტ­ში ჩარ­თ­ვაც სექ­ტემ­ბ­რი­დან იგეგ­მე­ბა. ჩვე­ნი სკო­ლის დაწყე­ბი­თი კლა­სე­ბის მას­წავ­ლებ­ლე­ბის სამ­წ­ლი­ა­ნი მუ­შა­ო­ბა თა­ვად ნენ­სი პარ­კ­სიმ და­დე­ბი­თად შე­ა­ფა­სა. გა­და­უ­ჭარ­ბებ­ლად გეტყ­ვით, რომ ის აღ­ფ­რ­თო­ვა­ნე­ბუ­ლი დარ­ჩა სკო­ლა­ში პრო­ექ­ტის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბით. ჩვენ­მა მას­წავ­ლებ­ლებ­მა, გაკ­ვე­თი­ლე­ბის გარ­და, პრო­ექ­ტ­ში მშო­ბელ­თა ჩარ­თუ­ლო­ბაც წარ­მო­ა­ჩი­ნეს. პრო­ექ­ტის ფარ­გ­ლებ­ში ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რებს კითხ­ვის სა­ა­თი, რომ­ლის მი­ზა­ნია, მშო­ბე­ლი უფ­რო აქ­ტი­უ­რად ჩა­ერ­თოს შვი­ლის სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში. პროგ­რა­მამ მარ­თ­ლაც გა­ა­მარ­თ­ლა, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ჩვე­ნი სკო­ლა, 2005 წლი­დან, სხვა­დას­ხ­ვა პრო­ექ­ტ­ში მო­ნა­წი­ლე­ობს და სკო­ლის პე­და­გოგ­თა უმე­ტე­სო­ბა ინო­ვა­ცი­უ­რი მე­თო­დე­ბით მუ­შა­ობს, ამ პრო­ექ­ტ­მა ერ­თ­გ­ვა­რი მო­ბი­ლი­ზე­ბა გა­უ­კე­თა დაწყე­ბი­თი კლა­სის მას­წავ­ლებ­ლე­ბის მუ­შა­ო­ბას. თა­ვად ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მი­ერ გა­წე­უ­ლი შრო­მაც ნა­ყო­ფი­ე­რი აღ­მოჩ­ნ­და, რაც ჩვე­ნი პე­და­გო­გე­ბის კარგ შე­დე­გებ­ზე აისა­ხა. უკე­თეს შე­დე­გებს კი აპ­რი­ლის­თ­ვის ვე­ლო­დე­ბით.“
ლე­ლა მო­სეშ­ვი­ლი, დაწყე­ბი­თი კლა­სე­ბის მას­წავ­ლე­ბე­ლი: „პრო­ექ­ტ­ზე მუ­შა­ო­ბა ბევ­რის მომ­ცე­მი იყო თი­თო­ე­უ­ლი პე­და­გო­გის­თ­ვის. გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ინ­ტე­რე­სო იყო ის აქ­ტი­ვო­ბე­ბი, რაც ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში მუ­შავ­დე­ბო­და — ვგუ­ლის­ხ­მობ პირ­ველ კლას­ში „პა­უ­ზე­ბით კითხ­ვას“და „ვა­რა­უ­დე­ბით კითხ­ვას“. გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი იყო აქ­ტი­ვო­ბა — „მთე­ლი“, „ნა­წი­ლი“ და „მთე­ლი“. ბავ­შ­ვე­ბი ის­მე­ნენ მას­წავ­ლებ­ლის მი­ერ შექ­მ­ნილ ტექსტს, რო­მე­ლიც წი­ნა­და­დე­ბე­ბად იჭ­რე­ბა, წი­ნა­და­დე­ბე­ბი — სიტყ­ვე­ბად და ბო­ლოს ხე­ლახ­ლა იწყო­ბა იმ ტექ­ს­ტად, რო­მე­ლიც მათ მო­ის­მი­ნეს. ბავ­შ­ვებ­მა კარ­გად გა­არ­თ­ვეს თა­ვი ამ და­ვა­ლე­ბას, რად­გან გა­მოც­დი­ლე­ბა აქვთ და შე­სა­ბა­მი­სი უნა­რიც გა­ნუ­ვი­თარ­დათ. მე­სა­მე კლას­ში იყო ასე­თი თე­მა: „მო­ნა­ცემ­თა ანა­ლი­ზი“. გაკ­ვე­თილ­მა კარ­გად ჩა­ი­ა­რა, აღ­ფ­რ­თო­ვა­ნე­ბუ­ლი დარ­ჩ­ნენ სტუმ­რე­ბი, გან­სა­კუთ­რე­ბით მო­ე­წო­ნათ ჯგუ­ფუ­რი მუ­შა­ო­ბა — და­ვა­ლე­ბა ასე­თი იყო: წიგ­ნის სარ­ჩე­ვი­დან ბავ­შ­ვებს უნ­და ამო­ეკ­რი­ბათ ქარ­თუ­ლი და უცხო­უ­რი ზღაპ­რე­ბი და მოთხ­რო­ბე­ბი, შემ­დეგ ცხრილ­ში შე­ე­ტა­ნათ და პიქ­ტოგ­რა­მე­ბი შე­ედ­გი­ნათ. თი­თო­ე­ულ­მა მოს­წავ­ლემ კარ­გად გა­არ­თ­ვა თა­ვი და­ვა­ლე­ბას.
ჩვენ­მა კო­ლე­გებ­მა, ტრე­ნე­რებ­მა და­დე­ბი­თად შე­ა­ფა­სეს ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გაკ­ვე­თი­ლი. თუმ­ცა, ამით ჩვე­ნი მუ­შა­ო­ბა არ დას­რუ­ლე­ბუ­ლა, ტრე­ნინ­გე­ბი გაგ­რ­ძელ­დე­ბა, ხო­ლო აპ­რილ­ში ბავ­შ­ვებს ტეს­ტი­რე­ბე­ბი ჩა­უ­ტარ­დე­ბათ, არა­სა­პი­ლო­ტე სკო­ლე­ბის მოს­წავ­ლე­თა ტეს­ტი­რე­ბის შე­დე­გებ­თან შე­სა­და­რებ­ლად“.
რუ­სუ­დან ხო­ბუა, VI კლა­სის ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის მას­წავ­ლე­ბე­ლი: „G-PriEd-ის პრო­ექ­ტ­მა ბევ­რი სა­ინ­ტე­რე­სო აქ­ტი­ვო­ბა გა­მოგ­ვა­ყე­ნე­ბი­ნა, ამ მე­თო­დე­ბის შე­სა­ხებ, და­ახ­ლო­ე­ბით, ჩვენც ვი­ცო­დით და ზო­გი­ერთს ვი­ყე­ნებ­დით, მაგ­რამ იყო ჩვენ­თ­ვის უც­ნო­ბი მე­თო­დე­ბიც. აქ­ტი­ვო­ბე­ბი სა­ინ­ტე­რე­სოა რო­გორც ვერ­ბა­ლუ­რი, ისე ვი­ზუ­ა­ლუ­რი მხრით. ძა­ლი­ან კარ­გად იმუ­შა­ვა სქე­მებ­მა, ბავ­შ­ვებს უყ­ვართ სქე­მე­ბის შევ­სე­ბა, რაც ტექ­ს­ტის სრულ­ყო­ფი­ლად გა­აზ­რე­ბა­ში ეხ­მა­რე­ბათ. გარ­და ამი­სა, ამ პრო­ექ­ტის აქ­ტი­ვო­ბე­ბი ხელს უწყობს ლექ­სი­კუ­რი მა­რა­გის გამ­დიდ­რე­ბას. პე­რი­ო­დუ­ლად  ტარ­დე­ბო­და დი­აგ­ნოს­ტი­კუ­რი ტეს­ტი­რე­ბე­ბი — სა­ინ­ფორ­მა­ციო, მხატ­ვ­რუ­ლი და ლექ­სი­კუ­რი მა­რა­გის გა­სამ­დიდ­რე­ბე­ლი. სა­ერ­თო ჯამ­ში, პრო­ექ­ტ­მა მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის გაკ­ვე­თი­ლი სა­ხა­ლი­სოც გა­ხა­და და უფ­რო იოლად აღ­საქ­მე­ლიც. ამის გარ­და, პრო­ექ­ტის ფარ­გ­ლებ­ში, გა­ი­ზარ­და მშო­ბელ­თა ჩარ­თუ­ლო­ბა სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში. პრო­ექ­ტის ხელ­მ­ძღ­ვა­ნელ­მა ნენ­სი პარ­კ­სიმ, ტრე­ნე­რებ­მა და მოწ­ვე­ულ­მა სტუმ­რებ­მა ჩვე­ნი სკო­ლის დაწყე­ბი­თი კლა­სის მას­წავ­ლებ­ლე­ბის მუ­შა­ო­ბა და­დე­ბი­თად შე­ა­ფა­სეს. შე­მიძ­ლია გითხ­რათ, რომ პრო­ექ­ტ­მა მი­ზანს მი­აღ­წია“.
შო­რე­ნა ბი­ბი­ჩა­ძე, მშო­ბე­ლი: „ჩვე­ნი სკო­ლა წარ­მა­ტე­ბუ­ლად ახორ­ცი­ე­ლებს ამ პრო­ექტს და მშობ­ლე­ბიც აქ­ტი­უ­რად ვართ ჩარ­თუ­ლე­ბი სხვა­დას­ხ­ვა სა­ხის აქ­ტი­ვო­ბებ­სა თუ ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ში. ძა­ლი­ან მომ­წონს „კითხ­ვის კლუ­ბი“, რო­მე­ლიც პრო­ექ­ტის ფარ­გ­ლებ­ში ჩა­მო­ყა­ლიბ­და. სა­სი­ა­მოვ­ნო პრო­ცე­სია, რო­ცა მას­წავ­ლებ­ლებ­თან ერ­თად, ჩვენც ვმო­ნა­წი­ლე­ობთ ბავ­შ­ვე­ბის უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ში რო­გორც კითხ­ვის, ისე მა­თე­მა­ტი­კის, ასე­ვე, წე­რა-კითხ­ვის შეს­წავ­ლა­ში. დი­დი მად­ლო­ბა ყვე­ლაფ­რის­თ­ვის ამ პრო­ექ­ტის წარ­მ­მარ­თ­ვე­ლებს და მხარ­დამ­ჭე­რებს.“
„ეს სკო­ლა კარ­გი მა­გა­ლი­თია იმი­სა, თუ რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ხელ­მ­ძღ­ვა­ნელ­მა შექ­მ­ნას სწავ­ლა­ზე და წარ­მა­ტე­ბა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი სას­კო­ლო გა­რე­მო, სა­დაც დი­რექ­ტო­რი, მას­წავ­ლებ­ლე­ბი, მშობ­ლე­ბი და სკო­ლის თი­თო­ე­უ­ლი თა­ნამ­შ­რო­მე­ლი ერ­თი მიზ­ნის გარ­შე­მოა გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი. მი­ხა­რია, რომ G-PriEd ამ სკო­ლა­ში ყველ­გან და ყვე­ლა­ფერ­ში იგ­რ­ძ­ნო­ბა“  — ამ­ბობს G-PriEd)-ის დი­რექ­ტო­რი ქე­თი ჩაჩხი­ა­ნი.

25-28(942)N