გამოდის 1998 წლიდან
2015-03-05
ვი­ფიქ­როთ არა იმა­ზე, თუ რას გვაძ­ლევს სამ­შობ­ლო, არა­მედ თა­ვად რას ვაძ­ლე­ვთ მას

რუბ­რი­კის „ქართველი სტუდენტები
უცხოეთში“ სტუ­მა­რია ალექ­სან­დ­რე პეტ­რი­აშ­ვი­ლი,
პრა­ღის უმაღ­ლე­სი ეკო­ნო­მი­კუ­რი სკო­ლის სტუ­დენ­ტი


— ალექ­სან­დ­რე, რო­გორ გახ­სენ­დე­ბა სკო­ლა­ში გა­ტა­რე­ბუ­ლი წლე­ბი, შე­ნი მას­წავ­ლებ­ლე­ბი... რამ­დე­ნად წარ­მა­ტე­ბუ­ლი მოს­წავ­ლე იყა­ვი... გან­საზღ­ვ­რა თუ არა სკო­ლამ შე­ნი პრო­ფე­სი­უ­ლი მო­მა­ვა­ლი?
— პირ­ველ რიგ­ში, დი­დი მად­ლო­ბა მინ­და გა­და­გი­ხა­დოთ თქვენს გა­ზეთ­ში სტუმ­რად მოწ­ვე­ვის­თ­ვის. არ შე­მიძ­ლია, არ გა­მოვ­ხა­ტო დი­დი სიმ­პა­თია თქვე­ნი გა­ზე­თი­სად­მი, თქვენ­და­მი და იმ საქ­მი­სად­მი, რა­საც ემ­სა­ხუ­რე­ბით. ჩე­მი აზ­რით, გა­ნათ­ლე­ბის სფე­რო ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი და პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლია ქვეყ­ნის­თ­ვის. ილია ჭავ­ჭა­ვა­ძე ამ­ბობ­და: „ბე­დი იმი­სია, ვინც ძლი­ე­რია, ძლი­ე­რი მხო­ლოდ მცოდ­ნე კა­ცია“.
ვსწავ­ლობ­დი თბი­ლი­სის 182-ე სა­ჯა­რო სკო­ლა­ში. სი­მარ­თ­ლე გითხ­რათ, ეს სკო­ლა სა­ხე­ლით შე­იძ­ლე­ბა პირ­ველ კლა­სი­კურ გიმ­ნა­ზი­ას ვერ შე­ე­და­როს, მაგ­რამ იქ, დღემ­დე, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში სა­უ­კე­თე­სო მას­წავ­ლებ­ლე­ბი ას­წავ­ლი­ან. მა­თი დამ­სა­ხუ­რე­ბით, ბავ­შ­ვო­ბი­დან­ვე ჩა­მო­მი­ყა­ლიბ­და შრო­მის­მოყ­ვა­რე­ო­ბის, აკა­დე­მი­უ­რი დის­ციპ­ლი­ნი­სა და პა­სუ­ხიმ­გებ­ლო­ბის უნა­რი. მინ­და, ვი­სარ­გებ­ლო შემ­თხ­ვე­ვით და თქვე­ნი გა­ზე­თის სა­შუ­ა­ლე­ბით, კი­დევ ერ­თხელ, დი­დი მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო ჩემს პე­და­გო­გებს. სწავ­ლის პრო­ცე­სი ჩემ­თ­ვის ბავ­შო­ბი­დან­ვე სა­სი­ა­მოვ­ნო და სა­ინ­ტე­რე­სო იყო, ამავ­დ­რო­უ­ლად, წარ­მა­ტე­ბის მომ­ტა­ნიც. პირ­ვე­ლი დი­დი წარ­მა­ტე­ბა ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლურ თა­მაშ­ში „ეტა­ლო­ნი“ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა და გა­მარ­ჯ­ვე­ბა იყო, შემ­დეგ სკო­ლის სტი­პენ­დი­ან­ტი გავ­ხ­დი.
— გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბა საზღ­ვარ­გა­რეთ ქარ­თ­ვე­ლი ახალ­გაზ­რ­დე­ბის­თ­ვის სულ უფ­რო და უფ­რო პო­პუ­ლა­რუ­ლი ხდე­ბა. ნე­ბის­მი­ერ სტუ­დენტს სურს საზღ­ვარ­გა­რეთ სწავ­ლა, თუმ­ცა, ეს არც ისე ად­ვი­ლია, მხო­ლოდ სურ­ვი­ლი და არ­ჩე­ვა­ნი არ კმა­რა. გვი­ამ­ბე, რა გზა გა­ი­ა­რე სა­ქარ­თ­ვე­ლო­დან ჩე­ხე­თის რეს­პუბ­ლი­კამ­დე და რა­ტომ აირ­ჩიე გა­ნათ­ლე­ბის მი­სა­ღე­ბად ქა­ლა­ქი პრა­ღა?
— მო­ხა­რუ­ლი ვარ, რომ საზღ­ვარ­გა­რეთ სას­წავ­ლებ­ლად წა­სუ­ლი სტუ­დენ­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა ყო­ველ­წ­ლი­უ­რად იზ­რ­დე­ბა. და­მე­თან­ხ­მე­ბით, ალ­ბათ, რომ გა­ნათ­ლე­ბუ­ლი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი ჩვენს ქვე­ყა­ნას ძა­ლი­ან სჭირ­დე­ბა, რად­გან გა­ნათ­ლე­ბუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა ქვეყ­ნის წინ­ს­ვ­ლი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის სა­წინ­და­რია. ყო­ველ­თ­ვის მინ­დო­და საზღ­ვარ­გა­რეთ გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბა, მსურ­და, სა­ინ­ტე­რე­სო, მრა­ვალ­ფე­რო­ვან და წარ­მა­ტე­ბულ გა­რე­მო­ში მეს­წავ­ლა. სკო­ლის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ, ჩა­ვა­ბა­რე ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბი და, სრუ­ლი და­ფი­ნან­სე­ბით, თბი­ლი­სის ეკო­ნო­მი­კურ ურ­თი­ერ­თო­ბა­თა სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ბიზ­ნე­სი­სა და მარ­თ­ვის ფა­კულ­ტეტ­ზე ჩა­ვი­რიცხე. სწავ­ლა ახა­ლი დაწყე­ბუ­ლი მქონ­და, რო­დე­საც ჩე­ხე­თის რეს­პუბ­ლი­კის სას­ტი­პენ­დიო პროგ­რა­მის შე­სა­ხებ შე­ვიტყ­ვე. ბევ­რი არც მი­ფიქ­რია, გა­ნაცხა­დი იმ დღეს­ვე შე­ვი­ტა­ნე, მაგ­რამ, სამ­წუ­ხა­როდ, გრან­ტის მი­სა­ღე­ბად ძა­ლი­ან ცო­ტა და­მაკ­ლ­და. არ მი­ვე­კუთ­ვ­ნე­ბი იმ ადა­მი­ან­თა ჯგუფს, ვინც ფარ-ხმალს მა­ლე ყრის, ამი­ტომ გა­დავ­წყ­ვი­ტე, შემ­დეგ წელს ბე­დი ისევ მე­ცა­და. შე­იძ­ლე­ბა თა­მა­მად ით­ქ­ვას, რა­საც მიზ­ნად და­ვი­სა­ხავ, ყო­ველ­თ­ვის ვაღ­წევ. მიზ­ნის მი­საღ­წე­ვად მთა­ვა­რია, არ და­ნებ­დე და გქონ­დეს ბრძო­ლის უნა­რი. მე­ო­რე კურ­ს­ზე ვი­ყა­ვი, ჩე­ხე­თის სა­ელ­ჩომ კონ­კურ­სი ისევ რომ გა­მო­აცხა­და, მაგ­რამ სა­კონ­კურ­სო პი­რო­ბე­ბი შეც­ვ­ლი­ლი იყო, მხო­ლოდ ერთ სტუ­დენტს ირ­ჩევ­დ­ნენ, ოთხის ნაც­ვ­ლად. პირ­ველ ეტაპ­ზე, სა­უ­კე­თე­სო მოს­წ­რე­ბის სტუ­დენ­ტე­ბი აგ­ვარ­ჩი­ეს და გა­სა­უბ­რე­ბა­ზე დაგ­ვი­ბა­რეს. რუ­სუ­ლი­სა და ინ­გ­ლი­სუ­რი ენის ცოდ­ნის შე­მოწ­მე­ბის გარ­და, ასე­ვე გა­მოგ­ვ­კითხეს ჩე­ხე­თის რეს­პუბ­ლი­კის შე­სა­ხებ. ძლი­ე­რი კონ­კუ­რენ­ტე­ბი მყავ­და და ცო­ტა მე­ში­ნო­და, ვა­ი­თუ, ამ­ჯე­რა­დაც არ გამ­მარ­თ­ლე­ბო­და, მაგ­რამ იმ იღ­ბ­ლი­ან სა­მე­ულ­ში მოვ­ხ­ვ­დი, ვი­საც უფ­ლე­ბა ჰქონ­და, ჩე­ხე­თის რეს­პუბ­ლი­კის გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­რო­ში გა­ეგ­ზავ­ნა სა­ბუ­თე­ბი. ამავ­დ­რო­უ­ლად, ძი­რი­თად კან­დი­და­ტად დავ­სა­ხელ­დი, და­ნარ­ჩე­ნი ორი — რე­ზერ­ვად. ნა­ხე­ვა­რი წე­ლი ვე­ლო­დე პა­სუხს და ძა­ლი­ან კარ­გად მახ­სოვს ის დღე, რო­დე­საც და­მი­რე­კეს, 2009 წლის 25 ივ­ნი­სი იყო, დროც კი მახ­სოვს ზუს­ტად — 10 სა­ა­თი და 49 წუ­თი. პირ­ველ წელს ვის­წავ­ლე ჩე­ხუ­რი ენა პა­ტა­რა სტუ­დენ­ტურ ქა­ლაქ პო­დებ­რად­ში. ენის კურ­სე­ბის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ, წარ­მა­ტე­ბით ჩა­ვა­ბა­რე გა­მოც­დე­ბი პრა­ღის უმაღ­ლე­სი ეკო­ნო­მი­კუ­რი სკო­ლის ფი­ნან­სე­ბი­სა და ბუ­ღალ­ტე­რი­ის ფა­კულ­ტეტ­ზე.
— გვი­ამ­ბე პრა­ღის უმაღ­ლე­სი ეკო­ნო­მი­კუ­რი სკო­ლის ის­ტო­რია
— პრა­ღის უმაღ­ლე­სი ეკო­ნო­მი­კუ­რი სკო­ლა 1953 წელს და­არ­ს­და და, დღეს­დღე­ო­ბით, ჩე­ხეთ­ში ყვე­ლა­ზე დი­დი ეკო­ნო­მი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტია (სი­დი­დის მი­ხედ­ვით მე­სა­მე ად­გილ­ზეა), 6 ფა­კულ­ტე­ტი­სა და მის ბა­ზა­ზე არ­სე­ბუ­ლი 10 ინ­ს­ტი­ტუ­ტის­გან შედ­გე­ბა. ბა­კა­ლავ­რი­ა­ტი 3-წლი­ა­ნია, მა­გის­ტ­რა­ტუ­რა — 2 და დოქ­ტო­რან­ტუ­რა — 3. სწავ­ლის სა­ფა­სურს რაც შე­ე­ხე­ბა, სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ში ჩე­ხურ ენა­ზე სწავ­ლა უფა­სოა. სტი­პენ­დი­ის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად სა­ჭი­როა დაკ­მა­ყო­ფილ­დეს პროგ­რა­მის პი­რო­ბე­ბი. ენის შეს­წავ­ლის შემ­დეგ  კონ­კურ­სან­ტ­მა უნ­და ჩა­ა­ბა­როს და ის­წავ­ლოს სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ჩე­ხურ ენა­ზე; ბა­კა­ლავ­რი­ა­ტი უნ­და და­ამ­თავ­როს სამ წე­ლი­წად­ში, შე­საძ­ლე­ბე­ლია უფ­რო ად­რე დამ­თავ­რე­ბაც, მაგ­რამ თუ ამ ვა­დას გა­და­ა­ჭარ­ბებს, ავ­ტო­მა­ტუ­რად ეხ­ს­ნე­ბა სტი­პენ­დია; ბა­კა­ლავ­რი­ა­ტის სამ წელ­ში დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ, ავ­ტო­მა­ტუ­რად აფი­ნან­სე­ბენ მა­გის­ტ­რა­ტუ­რა­საც. თუ გსურს, გა­აგ­რ­ძე­ლო დოქ­ტო­რან­ტუ­რა­ზე სწავ­ლა, ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში, სა­ელ­ჩო­ში გა­ნაცხა­დი სტი­პენ­დი­ა­ზე ახ­ლი­დან შე­გაქვს.
— რა პრო­ფე­სი­ას ეუფ­ლე­ბი და რამ გა­ნა­პი­რო­ბა პრო­ფე­სი­ის არ­ჩე­ვა­ნი? რო­მელ კურ­ს­ზე ხარ?
— ვარ სა­ბუ­ღალ­ტ­რო აღ­რიცხ­ვი­სა და ფი­ნან­სუ­რი მე­ნეჯ­მენ­ტის სა­მა­გის­ტ­რო პროგ­რა­მის და­მამ­თავ­რე­ბე­ლი კურ­სის სტუ­დენ­ტი. ბა­კა­ლავ­რი­ა­ტიც ამა­ვე გან­ხ­რით და­ვამ­თავ­რე, ამა­ვე უნი­ვერ­სი­ტეტ­ში. იმ­დე­ნად მიყ­ვარს ციფ­რე­ბი და მათ­თან მუ­შა­ო­ბა, რომ ბავ­შ­ვო­ბი­დან ვი­ცო­დი, ფი­ნან­სე­ბის გან­ხ­რით გა­ვაგ­რ­ძე­ლებ­დი სწავ­ლას. მიყ­ვარს ჩე­მი პრო­ფე­სია და ვი­ცი, ყო­ველ­თ­ვის სი­ა­მოვ­ნე­ბით ვი­მუ­შა­ვებ ჩე­მი სპე­ცი­ა­ლო­ბით.
— რო­გორ ხდე­ბა სტი­პენ­დი­ე­ბის და გრან­ტე­ბის გა­ცე­მა უცხო­ელ სტუ­დენ­ტებ­ზე, რა პრი­ვი­ლე­გი­ე­ბით სარ­გებ­ლო­ბენ წარ­ჩი­ნე­ბუ­ლი სტუ­დენ­ტე­ბი, არის თუ არა მათ­თ­ვის რა­ი­მე შე­ღა­ვა­თე­ბი?
— პირ­ველ რიგ­ში, ჩემს უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მოხ­ვედ­რა და შემ­დეგ მა­ღა­ლი აკა­დე­მი­უ­რი მოს­წ­რე­ბით სწავ­ლა ად­ვი­ლი არაა, მაგ­რამ, რა თქმა უნ­და, რო­გორც ჩე­ხე­თის სხვა სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ში, ჩვენ­თა­ნაც წარ­ჩი­ნე­ბულ სტუ­დენ­ტებს ში­და სტი­პენ­დია აქვთ. მაქვს, ასე­ვე, და­მა­ტე­ბით, მცი­რე სტი­პენ­დია, ვი­ნა­ი­დან ვცხოვ­რობ სა­ერ­თო საცხოვ­რე­ბელ­ში. ასე­თი სტუ­დენ­ტე­ბის­თ­ვი­საც უნი­ვერ­სი­ტე­ტი თვი­თონ გას­ცემს სტი­პენ­დი­ებს. სხვა და­მა­ტე­ბი­თი პრი­ვი­ლე­გი­ით წარ­ჩი­ნე­ბუ­ლი სტუ­დენ­ტე­ბი არ სარ­გებ­ლო­ბენ, მაგ­რამ, ზო­გა­დად, სტუ­დენ­ტის სტა­ტუ­სი, და­მა­ტე­ბით, კი­დევ ბევრ შე­ღა­ვათს იძ­ლე­ვა.
— პრა­ღის უმაღ­ლეს ეკო­ნო­მი­კურ სკო­ლა­ში, ალ­ბათ, ძა­ლი­ან ბევ­რი ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნი სწავ­ლობ­და. ვინ არი­ან ისი­ნი, გვი­ამ­ბე მათ შე­სა­ხებ.
— არ შე­მიძ­ლია არ და­გე­თან­ხ­მოთ, აქ სწავ­ლობ­და ფირ­მა „Bata“-ს და­მა­არ­სე­ბე­ლი ტო­მაშ ბა­ტა, თა­ნა­მედ­რო­ვე მე­ნეჯ­მენ­ტის ფუ­ძემ­დე­ბე­ლი პი­ტერ დრუ­კე­რი, ევ­რო­კო­მი­სი­ის წევ­რი გი­უნ­ტერ ვირ­ჰი­უ­გე­ნი, ჩე­ხე­თის რეს­პუბ­ლი­კის ახ­ლან­დე­ლი პრე­ზი­დენ­ტი მი­ლოშ ზე­მა­ნი, ნო­ბე­ლის პრე­მი­ის 3 ლა­უ­რე­ა­ტი, ამე­რი­კის პრე­ზი­დენ­ტის, რო­ნალდ რე­ი­გა­ნის, მრჩე­ვე­ლი ეკო­ნო­მი­კურ სა­კითხებ­ში ვი­ლი­ამ ნის­კა­ნი, ჩე­ხე­თის რეს­პუბ­ლი­კის ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი ვაც­ლავ კლა­უ­სი (ამ­ჟა­მად უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მუ­შა­ობს) და კი­დევ ჩე­ხე­თის მრა­ვა­ლი პო­ლი­ტი­კო­სი და სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წე.
— რა შე­გიძ­ლია გვი­ამ­ბო სას­წავ­ლო პროგ­რა­მე­ბი­სა და ლექ­ცი­ე­ბის შე­სა­ხებ. რამ­დე­ნა­დაც ვი­ცი, მსგავს სას­წავ­ლებ­ლებ­ში ლექ­ცი­ე­ბის წა­სა­კითხად ცნო­ბილ ადა­მი­ა­ნებს იწ­ვე­ვენ, ვინ არი­ან ისი­ნი?
— სას­წავ­ლო პრო­ცე­სი სტუ­დენ­ტის ინ­ტე­რე­სებ­ზე მაქ­სი­მა­ლუ­რა­დაა მორ­გე­ბუ­ლი, რაც კი­დევ უფ­რო სა­ინ­ტე­რე­სოს ხდის სას­წავ­ლო პრო­ცესს. ლექ­ცი­ებ­ზე დას­წ­რე­ბა თა­ვი­სუ­ფა­ლია, ამი­ტომ ვი­საც არ სურს იქ ყოფ­ნა, შე­უძ­ლია არ და­ეს­წ­როს. ეს, ჩე­მი აზ­რით, კარ­გია, იმი­ტომ რომ ლექ­ცი­ის ჩა­სა­ტა­რებ­ლად ხე­ლის­შემ­შ­ლე­ლი ფაქ­ტო­რი ფაქ­ტობ­რი­ვად ნულ­ზეა დაყ­ვა­ნი­ლი. საგ­ნე­ბი იყო­ფა სა­ვალ­დე­ბუ­ლო და თა­ვი­სუ­ფალ საგ­ნე­ბად. თა­ვი­სუ­ფა­ლი საგ­ნე­ბის არ­სე­ბო­ბა არ­ჩე­ვა­ნის შე­საძ­ლებ­ლო­ბას გვი­ტო­ვებს, რაც სა­შუ­ა­ლე­ბას გვაძ­ლევს, ჩვენ­თ­ვის სა­ინ­ტე­რე­სო საგ­ნე­ბი უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მოწ­ვე­უ­ლი მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხ­ვა წამ­ყ­ვა­ნი სპე­ცი­ა­ლის­ტის­გან ვის­წავ­ლოთ. მა­გა­ლი­თად, მქონ­და სა­გა­ნი, რო­მელ­საც მსოფ­ლი­ო­ში ცნო­ბი­ლი სა­ა­უ­დი­ტო­რო კომ­პა­ნი­ის ჶrnst&ჱoung მთა­ვა­რი ბუ­ღალ­ტე­რი მი­კითხავ­და. ხში­რად სტუმ­რო­ბენ და კითხუ­ლო­ბენ ლექ­ცი­ებს ჩე­ხე­თის ყო­ფი­ლი და ახ­ლან­დე­ლი პრე­ზი­დენ­ტე­ბი.
— რა რო­ლი უჭი­რავს ჩე­ხეთ­ში სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო ბიბ­ლი­ო­თე­კებს?
— სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო ბიბ­ლი­ო­თე­კა ერთ-ერთ უმ­თავ­რეს როლს ას­რუ­ლებს სა­ფუძ­ვ­ლი­ა­ნი ცოდ­ნის მი­ღე­ბა­ში. ჩე­მი აზ­რით, სას­წავ­ლო პრო­ცე­სი, მდი­და­რი და კომ­ფორ­ტუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კის გა­რე­შე, წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია. პრა­ღის უმაღ­ლეს ეკო­ნო­მი­კურ სკო­ლას ლი­ტე­რა­ტუ­რის მდი­და­რი ბა­ზა აქვს, რაც სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს სტუ­დენტს, ხე­ლი მი­უწ­ვ­დე­ბო­დეს სა­სურ­ველ ლი­ტე­რა­ტუ­რა­ზე. ბიბ­ლი­ო­თე­კებ­ში წიგ­ნე­ბის რამ­დე­ნი­მე ეგ­ზემ­პ­ლა­რია, ამი­ტომ სტუ­დენტს აღარ უწევს მი­სი ყიდ­ვა. უნი­ვერ­სი­ტე­ტის ბიბ­ლი­ო­თე­კის ძა­ლი­ან ხში­რი სტუ­მა­რი ვარ, გან­სა­კუთ­რე­ბით წი­ნა­სა­გა­მოც­დო პე­რი­ოდ­ში.
— რო­გორ ფიქ­რობ, რა უპი­რა­ტე­სო­ბა აქვს ევ­რო­პულ მო­წი­ნა­ვე უმაღ­ლეს სას­წავ­ლებ­ლებს ქარ­თულ­თან შე­და­რე­ბით?
— რო­გორც ზე­მოთ აღ­ვ­ნიშ­ნე, სას­წავ­ლო პრო­ცე­სი ევ­რო­პა­ში სტუ­დენ­ტ­ზეა მორ­გე­ბუ­ლი. უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ში ისე­თი გა­რე­მოა შექ­მ­ნი­ლი, რომ სტუ­დენტს მო­ტი­ვა­ცია ყო­ველ­დღი­უ­რად ეზ­რ­დე­ბა. აქვთ უამ­რა­ვი გაც­ვ­ლი­თი პროგ­რა­მა. ჩე­მი აზ­რით, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში და­სახ­ვე­წია სას­წავ­ლო პრო­ცე­სი, კად­რე­ბის სწო­რი მე­ნეჯ­მენ­ტი. აუცი­ლე­ბე­ლია ბიბ­ლი­ო­თე­კე­ბი­სა და სას­წავ­ლო გა­რე­მოს შე­სა­ფე­რის დო­ნე­ზე მოწყო­ბა და შემ­დეგ მი­სი შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა.
— უცხო­ეთ­ში, სო­ცი­ა­ლუ­რი უზ­რუნ­ველ­ყო­ფის სის­ტე­მის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში რე­გის­ტ­რა­ცი­ის შე­დე­გად, უცხო­ელ სტუ­დენ­ტებს, სწავ­ლის პირ­ვე­ლი­ვე წლი­დან, უფ­ლე­ბა აქვთ იმუ­შა­ონ ნა­ხე­ვარ გა­ნაკ­ვეთ­ზე, გაქვს თუ არა მუ­შა­ო­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა?
— რა თქმა უნ­და, რო­გორც მსოფ­ლი­ოს სხვა ქვეყ­ნებ­ში, ჩე­ხეთ­შიც უცხო­ელ სტუ­დენ­ტებს ნა­ხე­ვარ გა­ნაკ­ვეთ­ზე მუ­შა­ო­ბის უფ­ლე­ბა აქვთ. ძა­ლი­ან ბევ­რი სტუ­დენ­ტი მუ­შა­ობს სწავ­ლის პა­რა­ლე­ლუ­რად. მეც, რო­დე­საც ბა­კა­ლავ­რი­ატ­ზე ვსწავ­ლობ­დი, ვმუ­შა­ობ­დი კონ­სულ­ტან­ტად, არ­და­დე­გებ­ზე — თარ­ჯიმ­ნად, მაგ­რამ მა­გის­ტ­რა­ტუ­რა­ზე სწავ­ლის პე­რი­ოდ­ში იმ­დე­ნად ვარ დატ­ვირ­თუ­ლი, რომ მუ­შა­ო­ბის­თ­ვის დრო არ მრჩე­ბა.
— პრა­ღა მსოფ­ლი­ოს ერთ-ერთ ულა­მა­ზეს ქა­ლა­ქა­დაა მიჩ­ნე­უ­ლი, რამ­დე­ნი­მე მეტ­სა­ხე­ლიც აქვს, დრო­ი­სა და კონ­ტექ­ს­ტის მი­ხედ­ვით, მათ შო­რის: „ოქ­როს ქა­ლა­ქი“, „ოთხ­მოც­და­ა­თი­ა­ნე­ბის მარ­ცხე­ნა სა­ნა­პი­რო“, „ქა­ლაქ­თა დე­და“, „ევ­რო­პის გუ­ლი“... შენ რას და­არ­ქ­მევ­დი ამ ქა­ლაქს? სად და რო­გორ ატა­რებ თა­ვი­სუ­ფალ დროს?
— მე შე­მიძ­ლია, და­მა­ტე­ბით, ვუ­წო­დო „პრა­ღა — ლი­ტე­რა­ტუ­რის ქა­ლა­ქი“. არ შე­იძ­ლე­ბა, აღუ­ნიშ­ნა­ვად დავ­ტო­ვო ის ფაქ­ტი, თუ რო­გორ უყ­ვართ კითხ­ვა ჩე­ხებს. სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­ს­პორ­ტით მგზავ­რო­ბენ, სა­უზ­მო­ბენ თუ სა­დი­ლო­ბენ, ჩე­ხებს ცალ ხელ­ში წიგ­ნი უჭი­რავთ. აქ პა­ტა­რა ბავ­შ­ვიც კი კითხუ­ლობს, რა­მაც, თავ­და­პირ­ვე­ლად, ჩემ­ზე დი­დი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა მო­ახ­დი­ნა. არ შე­მიძ­ლია არ აღ­ვ­ნიშ­ნო პრა­ღის სი­ლა­მა­ზე, რო­მე­ლიც წა­რუშ­ლელ კვალს ტო­ვებს ნე­ბის­მი­ერ დამ­თ­ვა­ლი­ე­რე­ბელ­ზე. სამ­წუ­ხა­როდ, თა­ვი­სუ­ფა­ლი დრო ძა­ლი­ან ცო­ტა მაქვს, მა­გის­ტ­რა­ტუ­რის და­მამ­თავ­რე­ბელ კურ­ს­ზე ვარ და სა­დიპ­ლო­მო ნაშ­რომ­ზე ვმუ­შა­ობ. 2013 წელს მე­გობ­რებ­მა ჩა­მო­ვა­ყა­ლი­ბეთ სტუ­დენ­ტუ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცია „ქარ­თ­ველ სტუ­დენ­ტ­თა გა­ერ­თი­ა­ნე­ბა ჩე­ხე­თის რეს­პუბ­ლი­კა­ში“. მას შემ­დეგ თა­ვი­სუ­ფა­ლი დრო­ის ნა­წი­ლიც სხვა­დას­ხ­ვა პრო­ექ­ტე­ბის მომ­ზა­დე­ბა­ზე მი­დის. ამავ­დ­რო­უ­ლად, წელს, ჩე­მი სა­ერ­თო საცხოვ­რებ­ლის თვით­მ­მარ­თ­ვე­ლო­ბის თავ­ჯ­დო­მა­რედ დავ­სა­ხელ­დი და თა­ვი­სუ­ფა­ლი დრო, ფაქ­ტობ­რი­ვად, აღარ მაქვს, მაგ­რამ რო­გორც კი გა­მოვ­ნა­ხავ ხოლ­მე დროს, მე­გობ­რებ­თან ერ­თად, მივ­დი­ვარ კი­ნო­ში, გა­მო­ფე­ნა­ზე ან ლაშ­ქ­რო­ბა­ზე.
— რო­გორ ფიქ­რობ, საზღ­ვარ­გა­რეთ მი­ღე­ბუ­ლი გა­ნათ­ლე­ბა და დიპ­ლო­მი სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში და­საქ­მე­ბა­ში ითა­მა­შებს თუ არა გა­დამ­წყ­ვეტ როლს? რო­გორ გე­სა­ხე­ბა მო­მა­ვა­ლი, სად აპი­რებ დამ­კ­ვიდ­რე­ბას?
— ჩე­მი აზ­რით, ერთ-ერ­თი გა­დამ­წყ­ვე­ტი ფაქ­ტო­რი იქ­ნე­ბა, მაგ­რამ, დიპ­ლომ­ზე მე­ტად, საზღ­ვარ­გა­რეთ მი­ღე­ბულ გა­მოც­დი­ლე­ბას მი­ექ­ცე­ვა ყუ­რადღე­ბა, ვი­ნა­ი­დან ამას, მხო­ლოდ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში კი არა, ჩე­ხეთ­შიც დიდ ყუ­რადღე­ბას აქ­ცე­ვენ. ამი­ტომ ვცდი­ლობ, თე­ო­რი­ას­თან ერ­თად, პრაქ­ტი­კუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბაც მი­ვი­ღო, ამას­ვე ვურ­ჩევ ყვე­ლა სტუ­დენტს. რო­დე­საც თა­ვი­სუ­ფალ საგ­ნებს ვირ­ჩევ, ვცდი­ლობ იყოს უფ­რო პრაქ­ტი­კუ­ლი, ვიდ­რე თე­ო­რი­უ­ლი.
რაც შე­ე­ხე­ბა მო­მავ­ლის გეგ­მებს, მა­გის­ტ­რა­ტუ­რის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ, დოქ­ტო­რან­ტუ­რა­ზე ვა­პი­რებ სწავ­ლის გაგ­რ­ძე­ლე­ბას. მსურს ძირ-ფეს­ვი­ა­ნად და­ვე­უფ­ლო ჩემს პრო­ფე­სი­ას და ერთ-ერ­თი სა­უ­კე­თე­სო სპე­ცი­ა­ლის­ტი გავ­ხ­დე. სწავ­ლის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში დავ­ბ­რუნ­დე­ბი, მსურს მის წინ­ს­ვ­ლა­ში მეც შე­ვი­ტა­ნო წვლი­ლი.
— რას ურ­ჩევ იმ ახალ­გაზ­რ­დებს, რომ­ლებ­საც საზღ­ვარ­გა­რეთ ცოდ­ნის გაღ­რ­მა­ვე­ბი­სა და კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ამაღ­ლე­ბის სურ­ვი­ლი აქვთ.
— ვურ­ჩევ, სა­ნამ საზღ­ვარ­გა­რეთ წავ­ლენ, მა­ნამ­დე ზუს­ტად იცოდ­ნენ, რა მი­ზა­ნი აქვთ, რი­სი მიღ­წე­ვა სურთ. ამას­თა­ნა­ვე, უნ­და იყ­ვ­ნენ ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად და გო­ნებ­რი­ვად მზად, თუ  უცხო­ეთ­ში სწავ­ლა და ცხოვ­რე­ბა სურთ, ვი­ნა­ი­დან ეს სუ­ლაც არაა ისე ად­ვი­ლი, რო­გორც შო­რი­დან ჩანს. დიდ სირ­თუ­ლე­ებ­თა­ნა­ა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, მაგ­რამ მთა­ვა­რია, ჰქონ­დეთ სა­კუ­თა­რი თა­ვის რწმე­ნა, რა­თა და­სა­ხულ მი­ზანს მი­აღ­წი­ონ. სა­კუ­თა­რი გა­მოც­დი­ლე­ბი­დან შე­იძ­ლე­ბა ვურ­ჩიო, თუ და­ი­სა­ხა­ვენ მი­ზანს, ეჭ­ვი არ შე­ე­პა­რე­ბათ სა­კუ­თარ შე­საძ­ლებ­ლო­ბებ­ში, არ შე­უ­შინ­დე­ბი­ან დაბ­რ­კო­ლე­ბებს, ექ­ნე­ბათ ბრძო­ლის უნა­რი მიზ­ნის მი­საღ­წე­ვად, აუცი­ლებ­ლად მი­ი­ღე­ბენ იმას, რაც სურთ. ადა­მი­ა­ნის­თ­ვის ხომ და­უძ­ლე­ვე­ლი არა­ფე­რია. მთა­ვა­რია სა­კუ­თარ თავ­ზე მუ­შა­ო­ბა. იყა­ვით მი­ზან­ს­წ­რა­ფუ­ლე­ბი, აქ­ტი­უ­რე­ბი, ნუ შე­გა­ში­ნებთ შეც­დო­მე­ბი, გქონ­დეთ სა­კუ­თა­რი თა­ვის რწმე­ნა, მო­ტი­ვა­ცია და თქვე­ნი სურ­ვი­ლი რე­ა­ლო­ბად იქ­ცე­ვა.
— და­ბო­ლოს, რო­ცა ადა­მი­ა­ნი საზღ­ვარ­გა­რეთ ცხოვ­რობს, ალ­ბათ მეტს და ღრმად ფიქ­რობს სამ­შობ­ლო­ზე. მო­ნატ­რე­ბაც დი­დია... საზღ­ვარ­გა­რეთ გა­ტა­რე­ბულ მცი­რე პე­რი­ოდ­შიც კი, ადა­მი­ა­ნი სხვა­ნა­ი­რად აფა­სებს სა­კუ­თარ ღი­რე­ბუ­ლე­ბებს, შე­ნი აზ­რით, რა არის ის, რაც ევ­რო­პამ მოგ­ცა, ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი და ღი­რე­ბუ­ლი?
— პირ­ველ რიგ­ში, ძა­ლი­ან მე­ნატ­რე­ბა ოჯა­ხი, მე­გობ­რე­ბი, ქარ­თუ­ლი სამ­ზა­რე­უ­ლო და ამი­ტომ, რო­გორც კი არ­და­დე­გე­ბი მეწყე­ბა, და­უ­ყოვ­ნებ­ლივ ვბრუნ­დე­ბი ხოლ­მე სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში. რო­დე­საც სა­კუ­თა­რი ქვეყ­ნი­დან შორს იმ­ყო­ფე­ბი, რა თქმა უნ­და, უფ­რო მე­ტად ფიქ­რობ სამ­შობ­ლო­ზე. ჩე­მი აზ­რით, უფ­რო ობი­ექ­ტუ­რა­დაც აფა­სებ მოვ­ლე­ნებს. სა­ჭი­როა ვის­წავ­ლოთ ერ­თ­მა­ნე­თის მოს­მე­ნა, გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი აზ­რის პა­ტი­ვის­ცე­მა. ნუ შეგ­ვე­შინ­დე­ბა სა­კუ­თა­რი აზ­რის გა­მოთ­ქ­მის, ვი­ყოთ გა­ნათ­ლე­ბუ­ლე­ბი, რა­თა არ მო­ვექ­ცეთ ბრბოს ზე­გავ­ლე­ნის ქვეშ. ნუ და­ვი­ვიწყებთ ღი­რე­ბუ­ლე­ბებს, ტრა­დი­ცი­ებს. ვი­ფიქ­როთ არა იმა­ზე, თუ რას გვაძ­ლევს სამ­შობ­ლო, არა­მედ თა­ვად რას ვაძ­ლე­ვეთ მას. რო­ცა ამ ყვე­ლა­ფერს ვის­წავ­ლით, ჩა­მოვ­ყა­ლიბ­დე­ბით და­მო­უ­კი­დე­ბელ ერად და შევ­ქ­მ­ნით ღირ­სე­ულ დე­მოკ­რა­ტი­ულ ქვე­ყა­ნას. მხო­ლოდ ამის შემ­დეგ შეგ­ვიძ­ლია და­ვიწყოთ ფიქ­რი ევ­რო­პა­ზე. ევ­რო­პა­ში ვის­წავ­ლე და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ცხოვ­რე­ბა, სხვაგ­ვა­რი აზ­როვ­ნე­ბა, გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი კულ­ტუ­რის, მენ­ტა­ლი­ტე­ტი­სა და რე­ლი­გი­ის ადა­მი­ან­ებთან ურ­თი­ერ­თო­ბა მი­წევს, შე­ვი­ძი­ნე მოვ­ლე­ნე­ბის ობი­ექ­ტუ­რად შე­ფა­სე­ბის უნა­რი და, რაც მთა­ვა­რია, ვის­წავ­ლე დრო­ის ფა­სი.

ესა­უბ­რა მა­კა ყი­ფი­ა­ნი

25-28(942)N