გამოდის 1998 წლიდან
2015-03-12
პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის და­ნერ­გ­ვა და­იწყო

შეზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბის (შშმ) და სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სა­ჭი­რო­ე­ბის მქო­ნე (სსსმ) პირ­თა და­საქ­მე­ბის თა­ო­ბა­ზე დამ­საქ­მე­ბელ­თა და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის კვლე­ვის შე­დე­გებს სხვა­დას­ხ­ვა სამ­თავ­რო­ბო სტრუქ­ტუ­რის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი გა­ეც­ნენ. შეხ­ვედ­რის მი­ზა­ნი იყო შშმ და სსსმ პირ­თა და­საქ­მე­ბის მხარ­და­სა­ჭე­რად რე­ლე­ვან­ტუ­რი სერ­ვი­სე­ბის ამოქ­მე­დე­ბა.
შეხ­ვედ­რას, რო­მე­ლიც სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის მი­ნის­ტ­რის პირ­ველ­მა მო­ად­გი­ლემ ქე­თე­ვან ნატ­რი­აშ­ვილ­მა გახ­ს­ნა, ეს­წ­რე­ბოდ­ნენ: გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს, შრო­მის, ჯან­მ­რ­თე­ლო­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის სა­მი­ნის­ტ­როს, სო­ცი­ა­ლუ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ა­გენ­ტო­სა და ევ­რო­კავ­ში­რის ტექ­ნი­კუ­რი დახ­მა­რე­ბის პრო­ექ­ტის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი.
2013 წელს, სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­რო­სა და ნორ­ვე­გი­ის გა­ნათ­ლე­ბი­სა და კვლე­ვის სა­მი­ნის­ტ­როს შო­რის გა­ფორ­მე­ბუ­ლი საგ­რან­ტო ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის და­ნერ­გ­ვა და­იწყო. შე­დე­გად, 2013 წლი­დან 2014 წლის ჩათ­ვ­ლით, 16 პრო­ფე­სი­ულ სას­წავ­ლე­ბელ­ში, ოც­და­ა­თამ­დე სხვა­დას­ხ­ვა სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მა­ზე, 203 სსსმ და შშმ პი­რი ჩა­ი­რიცხა. თუმ­ცა, ამ ადა­მი­ან­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბა წარ­მა­ტე­ბულ ინი­ცი­ა­ტი­ვად იმ შემ­თხ­ვე­ვა­ში ჩა­ით­ვ­ლე­ბა, თუ­კი მას კურ­ს­დამ­თავ­რე­ბულ­თა და­საქ­მე­ბა და პრო­ფე­სი­უ­ლი უნარ-ჩვე­ვე­ბის რე­ა­ლი­ზე­ბა მოჰ­ყ­ვე­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს­თ­ვის აქ­ტუ­ა­ლუ­რია პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სა­ჭი­რო­ე­ბის მქო­ნე სტუ­დენ­ტ­თა და­საქ­მე­ბის მხარ­და­ჭე­რა.
სა­ქარ­თ­ვე­ლომ, 2006 წლის გა­ე­როს შეზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბის მქო­ნე პირ­თა უფ­ლე­ბა­თა კონ­ვენ­ცი­ის რა­ტი­ფი­ცი­რე­ბით, აღი­ა­რა შეზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბის მქო­ნე პირ­თა შრო­მის თა­ნას­წო­რი უფ­ლე­ბა ღია და მი­საწ­ვ­დომ შრო­მის ბა­ზარ­ზე და აიღო ვალ­დე­ბუ­ლე­ბა, უზ­რუნ­ველ­ყო­ფილ იქ­ნეს შშმ პირ­თა და­საქ­მე­ბა სა­ჯა­რო თუ კერ­ძო სექ­ტორ­ში. შე­სა­ბა­მი­სად, გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­რო ეფუძ­ნე­ბა ხედ­ვას — ყვე­ლა პირს უნ­და ჰქონ­დეს უფ­ლე­ბა, აირ­ჩი­ოს პრო­ფე­სია ინ­ტე­რე­სე­ბი­სა და შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით და გახ­დეს მა­ღალ­კ­ვა­ლი­ფი­ცი­უ­რი და კონ­კუ­რენ­ტუ­ნა­რი­ა­ნი შრო­მის ბა­ზარ­ზე.
სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს­თ­ვის პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლია ქმე­დი­თი ნა­ბი­ჯე­ბი გა­და­იდ­გას შშმ და სსსმ პირ­თა და­საქ­მე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით. გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს ინი­ცი­ა­ტი­ვი­თა და ნორ­ვე­გი­ის გა­ნათ­ლე­ბი­სა და კვლე­ვის სა­მი­ნის­ტ­როს ჩარ­თუ­ლო­ბით, და­იწყო მო­ლა­პა­რა­კე­ბა შრო­მის, ჯან­მ­რ­თე­ლო­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის სა­მი­ნის­ტ­რო­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს­თან შეზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბი­სა და სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სა­ჭი­რო­ე­ბის მქო­ნე პირ­თა და­საქ­მე­ბის სხვა­დას­ხ­ვა სერ­ვი­სე­ბის შექ­მ­ნი­სა და პი­ლო­ტი­რე­ბის თა­ო­ბა­ზე.
თა­ნა­მედ­რო­ვე სამ­ყა­რო­ში ახა­ლი მიდ­გო­მე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას მუდ­მი­ვად უს­წ­რებს წინ სა­ფუძ­ვ­ლი­ა­ნი კვლე­ვა, რა­თა სა­ხელ­მ­წი­ფოს მი­ერ გან­საზღ­ვ­რუ­ლი სტრა­ტე­გია იყოს თან­მიმ­დევ­რუ­ლი და მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი. ამ მიზ­ნით, გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნისტ­როს დაკ­ვე­თით, ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის „აი ფი ემ კვლე­ვე­ბი“ მი­ერ, 2014 წლის ბო­ლოს, ჩა­ტარ­და კვლე­ვა — „დამ­საქ­მებ­ლის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბე­ბის შეს­წავ­ლა შეზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბი­სა და სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სა­ჭი­რო­ე­ბის მქო­ნე პირ­თა და­საქ­მე­ბის მი­მართ“.
შეხ­ვედ­რა­ზე წარ­მოდ­გე­ნი­ლი იყო კვლე­ვის შე­დე­გე­ბი, რა­საც მოჰ­ყ­ვა გა­მოკ­ვე­თი­ლი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ფაქ­ტო­რე­ბის გან­ხილ­ვა და კვლე­ვის შე­დე­გებ­ზე დაყ­რ­დ­ნო­ბით, მო­მა­ვა­ლი სა­მოქ­მე­დო გეგ­მის წარ­დ­გე­ნა.
მა­რი­კა ზა­ქა­რე­იშ­ვი­ლი, სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის პრო­ექ­ტის დი­რექ­ტო­რი: „ჩვენ ვა­პი­რებთ ერ­თობ­ლი­ვად, უკ­ვე წელს, ნორ­ვე­გი­ის გა­ნათ­ლე­ბი­სა და კვლე­ვის სა­მი­ნის­ტ­როს მხარ­და­ჭე­რით, პი­ლო­ტი­რე­ბის რე­ჟიმ­ში გა­მოვ­ცა­დოთ სხვა­დას­ხ­ვა სერ­ვი­სე­ბი, რაც პერ­ს­პექ­ტი­ვა­ში დაგ­ვა­ნა­ხებს, რა მუ­შა­ობს ეფექ­ტუ­რად და­საქ­მე­ბას­თან მი­მარ­თე­ბა­ში და რა გახ­დე­ბა და­საქ­მე­ბის ერ­თი­ა­ნი პო­ლი­ტი­კის გან­საზღ­ვ­რის სა­ფუძ­ვე­ლი.“
ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ „აი-ფი-ემ კვლე­ვე­ბი“ და­ა­დას­ტუ­რა, რომ კერ­ძო და სა­ჯა­რო სექ­ტო­რი მზა­დაა, და­ა­საქ­მოს შეზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მქო­ნე ადა­მი­ა­ნე­ბი, თუ მათ შე­სა­ბა­მი­სი კომ­პე­ტენ­ცია აქვთ. კომ­პა­ნი­ებ­თან შუ­ა­მავ­ლის ფუნ­ქ­ცი­ას ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტ­რო შე­ას­რუ­ლებს.
ელ­ზა ჯგე­რე­ნაია, ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტ­როს შრო­მი­სა და და­საქ­მე­ბის პო­ლი­ტი­კის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­ს­რუ­ლე­ბე­ლი: „ჩვენ­თან არ­სე­ბობს ვა­კან­სი­ე­ბის მო­ნა­ცემ­თა ბა­ზა, გვაქვს ასე­ვე შე­სა­ბა­მი­სი კო­მუ­ნი­კა­ცია დამ­საქ­მებ­ლებ­თან. ჩვე­ნი სა­მი­ნის­ტ­რო მო­ა­ხერ­ხებს, მე­დი­ა­ტო­რის ფუნ­ქ­ცი­ის სა­ხით, ხე­ლი შე­უწყოს შეზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბის პი­რე­ბის და­კავ­ში­რე­ბას დამ­საქ­მებ­ლებ­თან და მათ შემ­დ­გომ და­საქ­მე­ბას.“
ვახ­ტანგ მარ­გოშ­ვი­ლი სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სა­ჭი­რო­ე­ბის მქო­ნე პი­რია, სწავ­ლობს სა­ზო­გა­დო­ებ­რივ კო­ლეჯ­ში „მერ­მი­სი“ და სა­მი თვეა თე­ქა­ზე მუ­შა­ობს. ამ­ბობს, რომ ამ პრო­ფე­სი­ით საქ­მი­ა­ნო­ბის გაგ­რ­ძე­ლე­ბა სურს და სა­ხელ­მ­წი­ფოს დახ­მა­რე­ბის იმე­დი აქვს. მის მსგავ­სად სა­ხელ­მ­წი­ფოს იმე­დად კი­დევ 41 სტუ­დენ­ტია.
ანა სე­რო­პი­ა­ნი მზა­რე­უ­ლის პრო­ფე­სი­ას ეუფ­ლე­ბა: „ძა­ლი­ან მომ­წონს აქ სწავ­ლა და აქა­უ­რი გა­რე­მო. კარ­გად ვე­უფ­ლე­ბით ჩვენს პრო­ფე­სი­ას, მა­ლე სა­წარ­მოო პრაქ­ტი­კაც გვექ­ნე­ბა. ძა­ლი­ან მინ­და, ჩე­მი პრო­ფე­სია, რო­მელ­საც აქ შე­ვის­წავ­ლი, მო­მა­ვალ­ში გა­მო­ვი­ყე­ნო.“
შეზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის და სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სა­ჭი­რო­ე­ბის მქო­ნე პირ­თა და­საქ­მე­ბის აუცი­ლებ­ლო­ბა­ზე სა­უბ­რობს ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტი და­რე­ჯან გუ­ლა­ზი­ა­ნი: „სტუ­დენ­ტე­ბი აქ ეუფ­ლე­ბი­ან რო­გორც თე­ო­რი­ულ ცოდ­ნას, ასე­ვე გა­დი­ან სას­წავ­ლო და სა­წარ­მოო პრაქ­ტი­კას. ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, მა­თი მხრი­დან მოხ­დეს იმ უნარ-ჩვე­ვე­ბის რე­ა­ლი­ზა­ცია, რომ­ლებ­საც აქ ეუფ­ლე­ბი­ან. ამი­სათ­ვის, რა თქმა უნ­და, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, მო­მა­ვალ­ში იმ სტუ­დენ­ტ­თა და­საქ­მე­ბა, რომ­ლე­ბიც აქ სწავ­ლო­ბენ. ამა­ში მათ სა­ხელ­მ­წი­ფოს დახ­მა­რე­ბა სჭირ­დე­ბათ.“
გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს ინი­ცი­ა­ტი­ვა შეზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბი­სა და სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სა­ჭი­რო­ე­ბის მქო­ნე ადა­მი­ა­ნე­ბის და­საქ­მე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით კონ­კ­რე­ტულ ვა­დებს არ გუ­ლის­ხ­მობს. თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა მო­მა­ვალ­შიც გაგ­რ­ძელ­დე­ბა. ამ თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის შე­დეგს კი ათე­უ­ლო­ბით ადა­მი­ა­ნი ელო­დე­ბა.

25-28(942)N