გამოდის 1998 წლიდან
2015-03-12
სასკოლო მზაობის ოპტიმალური ასაკის ძიებაში

ლალი ჯელაძე

ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის შე­სა­ხებ კა­ნონ­ში სას­კო­ლო ასა­კის გან­საზ­ვ­რის შე­სა­ხებ ცვლი­ლე­ბა ახა­ლი სას­წავ­ლო წლი­დან ძა­ლა­ში შე­ვა. დო­კუ­მენ­ტის თა­ნახ­მად, ბავ­შ­ვი პირ­ველ კლას­ში სწავ­ლას ვერ და­იწყებს, თუ სას­წავ­ლო წლის დაწყე­ბის დღეს 6 წლის არ არის. პრო­ფე­სი­უ­ლი შე­ხე­დუ­ლე­ბა ასე­თია: გო­ნებ­რი­ვი და ფი­ზი­კუ­რი მზად­ყოფ­ნის­თ­ვის აუცი­ლე­ბე­ლია, მოს­წავ­ლეს 6 წე­ლი შე­უს­რულ­დეს. კა­ნო­ნით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის ამოქ­მე­დე­ბას გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბით ხვდე­ბა მშო­ბელ­თა ის ნა­წი­ლი, რო­მელ­თა შვი­ლე­ბიც სწავ­ლის დაწყე­ბი­დან რამ­დე­ნი­მე დღე­ში ხდე­ბი­ან 6 წლის, რად­გა­ნაც მი­იჩ­ნე­ვენ, რომ მა­თი შვი­ლე­ბი სკო­ლის­თ­ვის მზა­დ არი­ან და გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­რო, ერთ წელს აკარ­გ­ვი­ნებს. ისი­ნი გა­მო­ნაკ­ლი­სის დაშ­ვე­ბა­საც ითხო­ვენ და იმა­საც, რომ შე­მოწ­მ­დნენ მა­თი შვი­ლე­ბის სკო­ლის­თ­ვის მზა­ო­ბა და მხო­ლოდ ამის შემ­დეგ იქ­ნეს მი­ღე­ბუ­ლი სა­მარ­თ­ლი­ა­ნი გა­ად­წყ­ვე­ტი­ლე­ბა. მოკ­ლედ, სას­კო­ლო მზა­ო­ბა ლა­მის მხო­ლოდ ასა­კის დად­გე­ნა-გან­საზღ­ვ­რამ­დე და­ვი­და და ცო­ტა უხერ­ხუ­ლი სა­ხეც კი მი­ი­ღო კა­მათ­მა — ხუ­თი თუ ექ­ვ­სი წლის? — მთა­ვა­რი, რა­საც სას­კო­ლო მზა­ო­ბა გუ­ლის­ხ­მობს, ჩრდილ­ში მო­ექ­ცა. და მა­ინც, ალ­ბათ, ღირს, თუნ­დაც იმ მშობ­ლე­ბის მოს­მე­ნა, რომ­ლე­ბიც მი­იჩ­ნე­ვენ, რომ ერ­თი წე­ლი მა­თი შვი­ლის­თ­ვის და­კარ­გუ­ლია. მშობ­ლე­ბის არ­გუ­მენ­ტი, პირ­ველ რიგ­ში, იმა­ზე გვა­ფიქ­რებს, რა ხდე­ბა სკო­ლამ­დელ გა­ნათ­ლე­ბა­ში და რა­ტომ თვლი­ა­ნ ისი­ნი ბაღ­ში სი­ა­რულს და­კარ­გულ წლად. იქ­ნებ მე­ტად არის სა­ჭი­რო სკო­ლამ­დე­ლი გა­ნათ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­სა და სკო­ლებს შო­რის თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა. ან, უბ­რა­ლოდ, მშობ­ლე­ბი კარ­გად არ არი­ან ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი ად­რე­ულ ასა­კ­ში გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის შე­უ­სა­ბა­მო პრა­ქ­ტი­კის უარ­ყო­ფი­თი შე­დე­გე­ბის შე­სა­ხებ? იქ­ნებ ღირ­დეს იმ მშობ­ლე­ბის მოს­მე­ნა, ვი­სი შვი­ლე­ბიც ბა­ღის და­მამ­თავ­რე­ბელ ჯგუფ­ში არი­ან, მაგ­რამ 15 სექ­ტემ­ბ­რის­თ­ვის 6 წე­ლი არ უს­რულ­დე­ბათ.
სა­მი­ნის­ტ­როს მი­ერ და­წე­სე­ბუ­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი კერ­ძო სკო­ლებ­ზეც ვრცელ­დე­ბა.
გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის მი­ნის­ტ­რი თა­მარ სა­ნი­კი­ძე „ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის შე­სა­ხებ“ კა­ნონ­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ ცვლი­ლე­ბას, — სას­კო­ლო ასა­კის 6 წლით გან­საზღ­ვ­რას — მაქ­სი­მა­ლუ­რად კომ­პ­რო­მი­სულ გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბად აფა­სებს და აცხა­დებს, რომ გა­მო­ნაკ­ლი­სი ვე­რაფ­რით ვერ და­იშ­ვე­ბა:
„თუ გა­ვეც­ნო­ბით, რო­გო­რია ბავ­შ­ვის გან­ვი­თა­რე­ბის ეტა­პე­ბი, არა­ვი­თა­რი შე­კითხ­ვა აღარ დარ­ჩე­ბა. რაც მთა­ვა­რია, ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო იქ­ნე­ბო­და უშუ­ა­ლოდ დარ­გის სპე­ცი­ა­ლის­ტებ­თან გა­სა­უბ­რე­ბა. შე­საძ­ლოა, ბავ­შ­ვ­მა წე­რა-კითხ­ვა იცო­დეს, მაგ­რამ ძი­რი­თა­დი პრობ­ლე­მა მის ემო­ცი­ურ, ფსი­ქო­ლო­გი­ურ და ფი­ზი­ო­ლო­გი­ურ მზა­ო­ბა­ში მდგო­მა­რე­ობს. ეს ყვე­ლა­ფე­რი და­დას­ტუ­რე­ბუ­ლია ძა­ლი­ან ბევ­რი ნა­მუ­შევ­რით, კვლე­ვით. სა­კითხ­ზე გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბი­სას უცხო­ე­ლი და ად­გი­ლობ­რი­ვი ექ­ს­პერ­ტე­ბის მი­ერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კვლე­ვე­ბით ვხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლობ­დით. ბავ­შ­ვის გან­ვი­თა­რე­ბის ეტა­პე­ბი ერ­თი­დან 3 წლამ­დე და 3-დან 6 წლამ­დეა; 5 წე­ლი არ­სად მო­ი­აზ­რე­ბა, შე­სა­ბა­მი­სად, რო­დე­საც 6 წელ­ზე ვსა­უბ­რობთ, ეს სწო­რედ ის კომ­პ­რო­მი­სია, რო­მე­ლიც და­ვუშ­ვით და ვთქვით, რომ 6 წე­ლი ის მი­ნი­მა­ლუ­რი ზღვა­რია, რო­დე­საც მოს­წავ­ლე/ბავ­შ­ვი მომ­ზა­დე­ბუ­ლია ახა­ლი ცხოვ­რე­ბის­თ­ვის, სკო­ლის­თ­ვის.
კომ­პ­რო­მი­სი ვერ იქ­ნე­ბა, ისევ და ისევ, მა­თი შვი­ლე­ბის სა­კე­თილ­დღე­ოდ. მე ავ­ხ­სე­ნი, რომ, მი­ნი­მუმ, 6 წე­ლია კომ­პ­რო­მი­სუ­ლი შე­თა­ვა­ზე­ბა. ზო­გა­დად, სას­კო­ლო ასა­კად მიჩ­ნე­უ­ლია 7 წე­ლი და ეს არ არის ერ­თ­პი­როვ­ნუ­ლად მი­ღე­ბუ­ლი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა, ეს და­სა­ბუ­თე­ბუ­ლია. ნე­ბის­მი­ე­რი ქვე­ყა­ნა ავი­ღოთ, თუნ­დაც ამე­რი­კა, არც ერთ ქვე­ყა­ნა­ში სკო­ლა­ში ბავ­შ­ვი 6 წლამ­დე არ შე­დის. ყველ­გან ოპ­ტი­მა­ლუ­რი ვა­რი­ან­ტი 6 წე­ლი და 8 თვეა. ამი­ტომ, ჩვენ შემ­თხ­ვე­ვა­ში, 6 წე­ლია ოპ­ტი­მა­ლუ­რი ზღვა­რი, რო­მე­ლიც შეგ­ვიძ­ლია შევ­თა­ვა­ზოთ და, რაც მთა­ვა­რია, ამა­ზე პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა ავი­ღოთ. არც ერ­თი ფსი­ქო­ლო­გი არ აიღებს თა­ვის თავ­ზე იმის გა­დაწყ­ვე­ტას, რომ მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, არის თუ არა ბავ­შ­ვი ექ­ვ­სი წლის, შე­მოწ­მე­ბის შე­დე­გად აღ­მოჩ­ნ­დეს, რომ ის სკო­ლის­თ­ვის მზად არის კოგ­ნი­ტუ­რი უნა­რე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე“.
გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს მი­ერ მი­ღე­ბულ გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბას უარ­ყო­ფი­თად აფა­სებს სი­მონ ჯა­ნა­შია:
„მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ის კი არ არის, რომ ბავ­შ­ვი 6 წლის იყოს, არა­მედ ის, რომ ბავ­შ­ვი მზად იყოს სკო­ლის­თ­ვის და სკო­ლა კი — ბავ­შ­ვის­თ­ვის. ზო­გი ბავ­შ­ვი სკო­ლის­თ­ვის 5 წლი­საც მზა­დაა, რად­გან შე­საძ­ლოა:  ა) ის და­დი­ო­და კარგ სა­ბავ­შ­ვო ბაღ­ში, სა­დაც მის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე ზრუ­ნავ­დ­ნენ და ბ) სკო­ლა ადაპ­ტი­რე­ბუ­ლია 5-6 წლის ასა­კის ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის.
6 წლის ბავ­შ­ვე­ბის დიდ ნა­წილ­საც კი სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი აქვს სკო­ლა­ში, რად­გან: ა) არ არის მზად შეს­ვ­ლის­თ­ვის და ბ) ბევრ სკო­ლა­ში უცებ იწყე­ბა ფორ­მა­ლი­ზე­ბუ­ლი, სტან­დარ­ტუ­ლი და მო­საწყე­ნი სწავ­ლე­ბა არ­ც­თუ კე­თილ­გან­წყო­ბილ გა­რე­მო­ში“.
ღირს თუ არა ბავ­შ­ვე­ბის დად­გე­ნილ ასაკ­ზე ად­რე სკო­ლა­ში შეყ­ვა­ნა —ამასთნ და­კავ­ში­რე­ბით ფსი­ქო­ლო­გი მაია ცი­რა­მუა მშობ­ლებს შე­საძ­ლო რის­კებს შე­ახ­სე­ნებს და და­ფიქ­რე­ბის­კენ მო­უ­წო­დებს. და­ბა­ლი თვით­შე­ფა­სე­ბა, კონ­ცენ­ტ­რა­ცი­ის ნაკ­ლე­ბო­ბა, გან­ვი­თა­რე­ბის დო­ნე, ხერ­ხემ­ლის პრობ­ლე­მე­ბი, სტრე­სი და პა­სი­უ­რო­ბა — ეს იმ შე­საძ­ლო შე­დე­გე­ბის მცი­რე ჩა­მო­ნათ­ვა­ლია, რო­მე­ლიც 5 წლის ასაკ­ში ბავ­შ­ვის სკო­ლა­ში მიყ­ვა­ნას ახ­ლავს თან. „მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ბავ­შ­ვ­მა შე­იძ­ლე­ბა იცის წე­რაც, კითხ­ვაც და კარ­გა­დაც აზ­როვ­ნებს, შე­საძ­ლოა ემო­ცი­უ­რად ვერ ეწე­ვა 6 წლის ბავ­შ­ვებს და უჭირს სო­ცი­ა­ლი­ზა­ცია. ამას გარ­და, მთე­ლი რი­გი პრობ­ლე­მე­ბის გა­მოწ­ვე­ვა შე­უძ­ლია ნა­ად­რე­ვად სკო­ლა­ში ბავ­შ­ვის შეყ­ვა­ნას. გა­სა­გე­ბია მშობ­ლე­ბის პო­ზი­ცია, რომ სურთ რაც შე­იძ­ლე­ბა მა­ლე და­იწყონ მათ­მა შვი­ლებ­მა სწავ­ლა, თუმ­ცა აუცი­ლებ­ლად გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია რის­კე­ბიც და მხო­ლოდ ამის შემ­დეგ უნ­და იქ­ნეს მი­ღე­ბუ­ლი სა­ბო­ლოო გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა — ღირს თუ არა 1 წლით ად­რე სკო­ლა­ში შეყ­ვა­ნა“.
მშობ­ლე­ბი და ფსი­ქო­ლო­გე­ბი სკო­ლის­თ­ვის მზა­ო­ბა­ში გან­ს­ხ­ვა­ვე­ბულ აქ­ცენ­ტებს აკე­თე­ბენ. თუ მშო­ბელ­თა უმ­რავ­ლე­სო­ბის­თ­ვის წე­რა-კითხ­ვის ცოდ­ნა ბავ­შ­ვის სკო­ლა­ში ად­რე შეყ­ვა­ნის მი­ზე­ზია, ფსი­ქო­ლო­გე­ბი აქ­ცენტს სო­ცი­ა­ლურ, ემო­ცი­ურ, ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლურ მზა­ო­ბა­ზე, ასე­ვე მო­ტო­რი­კის გან­ვი­თა­რე­ბის დო­ნე­ზე აკე­თე­ბენ. შე­სა­ბა­მი­სად, ფსი­ქო­ლო­გე­ბის რე­კო­მენ­და­ცი­ებ­სა და მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან სა­ერ­თა­შო­რი­სო და ად­გი­ლობ­რივ კვლე­ვებ­ზე დაყ­რ­დ­ნო­ბით, სას­კო­ლო სწავ­ლე­ბის დაწყე­ბის ასა­კად 6 წე­ლი გა­ნი­საზღ­ვ­რა. ზო­გა­დად, ფსი­ქო­ლო­გე­ბი სას­კო­ლო ოპ­ტი­მა­ლურ ასა­კად 7 წელს მი­იჩ­ნე­ვენ. შე­სა­ბა­მი­სად, ავ­ს­ტ­რი­ა­ში, გერ­მა­ნი­ა­ში, საფ­რან­გეთ­ში, ჩე­ხეთ­ში, პო­ლო­ნეთ­სა და ბევრ სხვა ევ­რო­პულ ქვე­ყა­ნა­ში სას­კო­ლო ოპ­ტი­მა­ლურ ასა­კად 7 წე­ლია გან­საზღ­ვ­რუ­ლი. ასე­ვე 7 წე­ლია სწავ­ლის დაწყე­ბის ასა­კი ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­შიც.
ალ­ბათ, ყვე­ლა მშო­ბელს აინ­ტე­რე­სებს, რას გუ­ლის­ხ­მობს სას­კო­ლო მზა­ო­ბა. ფსი­ქო­ლო­გე­ბის გან­მარ­ტე­ბით, ეს არის ბავ­შ­ვის უნა­რი, და­იწყოს და მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღოს სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში, რაც გან­ვი­თა­რე­ბის გარ­კ­ვე­ულ დო­ნეს შე­ე­სა­ბა­მე­ბა, კერ­ძოდ:
გო­ნებ­რი­ვი ნი­შა­ნი —  აღ­ქ­მის დი­ფე­რენ­ცი­ა­ცია, ყუ­რადღე­ბის კონ­ცენ­ტ­რა­ცია, ლო­გი­კუ­რი მეხ­სი­ე­რე­ბა, ანა­ლი­ტი­კუ­რი აზ­როვ­ნე­ბა, სი­ნამ­დ­ვი­ლი­სად­მი რა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მიდ­გო­მა, მი­ზან­ს­წ­რა­ფუ­ლო­ბა, ცოდ­ნის და­უფ­ლე­ბის ინ­ტე­რე­სე­ბი, სიმ­ბო­ლო­ე­ბის გა­გე­ბის უნა­რი;
გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მო­ტო­რი­კა (რა­შიც იგუ­ლის­ხ­მე­ბა წიგ­ნის ფურ­ც­ვ­ლის, კალ­მის და­ჭე­რის უნა­რი.);
ემო­ცი­უ­რი მო­წი­ფუ­ლო­ბა — უკე­თე­სი ემო­ცი­უ­რი სტა­ბი­ლუ­რო­ბის მიღ­წე­ვა, იმ­პულ­სუ­რი რე­აქ­ცი­ე­ბის შემ­ცი­რე­ბა. სას­კო­ლო საქ­მი­ა­ნო­ბის მო­ტი­ვი­რე­ბი­სას ემო­ცი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა;
სო­ცი­ა­ლუ­რი მო­წი­ფუ­ლო­ბა — სურ­ვი­ლი, კონ­ტაქ­ტი და­ამ­ყა­როს თა­ნა­ტო­ლებ­თან და, გარ­კ­ვე­ულ­წი­ლად, და­ექ­ვემ­დე­ბა­როს ბავ­შ­ვ­თა კო­ლექ­ტი­ვის ინ­ტე­რე­სებს. მი­ი­ღოს სა­კუ­თა­რი რო­ლი სას­კო­ლო სწავ­ლე­ბის სო­ცი­ა­ლურ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში.
რამ­დე­ნად გა­მარ­თ­ლე­ბუ­ლია სას­კო­ლო ასა­კის ასე მკაც­რად გან­საზღ­ვ­რა? გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს ფსი­ქო­ლო­გი ლე­ვან ზარ­და­ლიშ­ვი­ლი მი­იჩ­ნევს, რომ ბავ­შ­ვი სკო­ლის­თ­ვის მზად, უფ­რო მე­ტად, 7 წლის ასა­კის­თ­ვი­საა, ვიდ­რე 6 წლის ასა­კის­თ­ვის. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ქვე­და ზღვრად სა­მი­ნის­ტ­რომ 6 წე­ლი აიღო. კა­ნონ­თან და­კავ­ში­რე­ბით იგი აცხა­დებს, რომ: „ვი­ნა­ი­დან ეს არის კა­ნო­ნი, ოდეს­მე ხომ უნ­და ამოქ­მედ­დეს. კა­ნო­ნი რომ 20 სექ­ტემ­ბერს ამოქ­მედ­დეს, მა­შინ რა ქნას 25 სექ­ტემ­ბერს ან დე­კემ­ბერ­ში და­ბა­დე­ბულ­მა ბავ­შ­ვ­მა. ეს კითხ­ვა ყო­ველ­თ­ვის იქ­ნე­ბა. ჩე­მი აზ­რით, 6 წე­ლი ის ქვე­და ზღვა­რია, რაც სა­ერ­თოდ შე­იძ­ლე­ბა და­იშ­ვას. ხში­რად მეს­მის, რომ ერთ წელს კარ­გა­ვენ, მე ვიტყო­დი, რომ ერთ წელს კი არ კარ­გა­ვენ, არა­მედ იმა­ტე­ბენ. იმი­ტომ, რომ ამ ასაკ­ში ბავ­შ­ვის გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის თა­მა­ში უფ­რო მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, ვიდ­რე გაკ­ვე­თილ­ზე ჯდო­მა, თუნ­დაც 35 წუ­თი. სი­ნამ­დ­ვი­ლე­ში, რო­ცა გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნისტ­რომ ამ კა­ნონ­ზე მუ­შა­ო­ბა და­იწყო, პა­რა­ლე­ლუ­რად, და­იწყო მუ­შა­ო­ბა ბა­ღე­ბის პროგ­რა­მა­ზე, რო­მელ­მაც უკ­ვე გა­ი­ა­რა პი­ლო­ტი­რე­ბა და ახ­ლა მე­რი­ას გა­და­ე­ცა, რად­გან ბა­ღე­ბი მის დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბა­შია. იმე­დი გვაქვს, მე­რია პროგ­რა­მას ახა­ლი სას­წავ­ლო წლი­დან და­ნერ­გავს ბა­ღებ­ში. ეს სპე­ცი­ა­ლუ­რი პროგ­რა­მაა, რო­მე­ლიც გათ­ვ­ლი­ლია არა 5 წლამ­დე, არა­მედ 6 წლამ­დე ბავ­შ­ვებ­ზე. ასე რომ, სა­მი­ნის­ტ­რომ ამა­ზე უკ­ვე იზ­რუ­ნა. მშობ­ლე­ბის მხრი­დან მხო­ლოდ ის  არ­გუ­მენ­ტი, რომ ბავ­შ­ვებ­მა წე­რა-კითხ­ვა იცი­ან, სას­კო­ლო მზა­ო­ბის­თ­ვის არ გა­მოდ­გე­ბა. ბა­ღი არ არის იმის­თ­ვის, რომ ბავშვს სას­კო­ლო პროგ­რა­მა ას­წავ­ლოს, სი­ნამ­დ­ვი­ლე­ში მი­სი და­ნიშ­ნუ­ლე­ბაა სკო­ლის­თ­ვის — სო­ცი­ა­ლი­ზა­ცი­ის­თ­ვის, ჯგუფ­ში ცხოვ­რე­ბის­თ­ვის და პრო­ცე­სებ­ში ჩარ­თ­ვის­თ­ვის მომ­ზა­დე­ბა. ამი­ტო­მაც 6-დან 7 წლამ­დე ასა­კის ბავ­შ­ვ­საც შე­უძ­ლია ამ პროგ­რა­მის გავ­ლა. რო­გორც გითხა­რით, ამ ასა­კის­თ­ვის თა­მა­ში უფ­რო მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, ვიდ­რე სწავ­ლა.“
6-დან 7 წლამ­დე ბავ­შ­ვე­ბი ბაღ­ში უმ­ცი­რე­სო­ბა­ში აღ­მოჩ­ნ­დე­ბი­ან, ანუ მათ უფ­რო მცი­რე ასა­კის ბავ­შ­ვებ­თან მო­უ­წევთ ყოფ­ნა. ხომ არ გა­მო­იწ­ვევს ეს ფაქ­ტო­რი უმ­ცი­რე­სო­ბა­ში მყო­ფი ბავ­შ­ვე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის შე­ფერ­ხე­ბას? ამ კითხ­ვა­ზე ფსი­ქო­ლოგ ნა­ტა მე­ფა­რიშ­ვილს ასე­თი პა­სუ­ხი აქვს: „ნელ-ნე­ლა და­ვიწყეთ აქ­ცენ­ტე­ბის გა­კე­თე­ბა ბავ­შ­ვ­თან ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ მიდ­გო­მებ­ზე, მაგ­რამ რე­ა­ლუ­რად, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, ამის პრობ­ლე­მა გვაქვს, არც ბაღ­ში და არც სკო­ლა­ში მიდ­გო­მა ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი არ არის. ანუ, რო­ცა სა­უ­ბა­რია ასა­კით გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი ბავ­შ­ვე­ბის ჯგუ­ფებ­ზე, სწო­რედ აქ უნ­და იყოს აუცი­ლებ­ლად გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი თა­ვი­სე­ბუ­რე­ბე­ბი. იდე­ა­ლურ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში ბავ­შ­ვი უნ­და შე­ა­ფა­სოს გან­ვი­თა­რე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტ­მა, რო­მე­ლიც თა­ვი­სუფ­ლად შე­იძ­ლე­ბა იყოს რო­გორც გან­ვი­თა­რე­ბის ფსი­ქო­ლო­გი, ისე კარ­გი პე­და­გო­გი. ეს სწრა­ფი შე­ფა­სე­ბე­ბი დიდ დროს არ მო­ითხოვს და იმ ფსი­ქო­ლო­გი­ურ და ფსი­ქი­კურ ას­პექ­ტებ­ზე აკე­თებს აქ­ცენ­ტებს, რაც აუცი­ლებ­ლად უნ­და იყოს გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი გან­მა­ვი­თა­რე­ბე­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბის და­გეგ­მ­ვის დროს. ასე­თი შე­ფა­სე­ბი­სას გა­მოვ­ლინ­დე­ბა ის ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი გან­ს­ხ­ვა­ვე­ბე­ბი, რაც სხვა­დას­ხ­ვა ასა­კის ბავ­შ­ვებს შე­იძ­ლე­ბა ჰქონ­დეთ ერთ ჯგუფ­ში ყოფ­ნის დროს. ამის შემ­დეგ პე­და­გოგ­მა უნ­და და­გეგ­მოს მათ­თ­ვის მეტ-ნაკ­ლე­ბად გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბი, რომ არ მოხ­დეს დე­მო­ტი­ვა­ცია ან ბავშვს რა­ი­მე არ მო­ბეზ­რ­დეს. მაგ­რამ, ჩვე­ნი რე­ა­ლო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სწო­რედ აქ იქ­მ­ნე­ბა პრობ­ლე­მე­ბი — სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში პე­და­გო­გე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა მცი­რეა, ბავ­შ­ვე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა ჯგუ­ფებ­ში კი — დი­დი; სა­ბა­ღე თუ სას­კო­ლო კუ­რი­კუ­ლუ­მე­ბი და პროგ­რა­მე­ბი და­სახ­ვე­წია; მუდ­მი­ვად ვართ რე­ფორ­მე­ბის სხვა­დას­ხ­ვა ეტა­პებ­ზე და ვერ დავ­ლაგ­დით, არ ვი­ცით რა რო­გორ იქ­ნე­ბა; ერ­თი წლის წინ 5 წლის ასა­კის ბავ­შ­ვებს ვი­ღებ­დით სკო­ლა­ში, ერ­თი წლის შემ­დეგ კი 6 წლის ასა­კის ბავ­შ­ვე­ბი უნ­და მი­ვი­ღოთ. ყვე­ლა­ფ­რის სა­თა­ვე ის არის, რომ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სის­ტე­მა, ზო­გა­დად, ყვე­ლა დო­ნე­ზე — სკო­ლამ­დე­ლი, სას­კო­ლო და უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის — ძა­ლი­ან და­სახ­ვე­წია. ცხა­დია, ჩვენ (გა­ნათ­ლე­ბი­სა და მე­ცნი­ერე­ბის სა­მი­ნის­ტ­რო, სხვა­დას­ხ­ვა არა­სამ­თავ­რო­ბო­ე­ბი თუ ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი) ვმუ­შა­ობთ ამა­ზე, მაგ­რამ, მო­დით, ვა­ღი­ა­როთ, რომ ჯერ კი­დევ შორს ვართ სრულ­ყო­ფი­ლე­ბის­გან. სა­ჭი­როა სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სა და პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბის სე­რი­ო­ზუ­ლი ჩარ­თუ­ლო­ბა, რომ მეტ-ნაკ­ლე­ბად იდე­ა­ლურს მი­ვუ­ახ­ლოვ­დეთ. აუცი­ლებ­ლად და­ვე­სეს­ხოთ იმ ქვეყ­ნე­ბის გა­მოც­დი­ლე­ბას, რომ­ლებ­საც ძა­ლი­ან კარ­გი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა აქვთ — ასე­თი ბევ­რი ქვე­ყა­ნაა— ეგებ გვეშ­ვე­ლოს რა­მე. რე­ა­ლუ­რად პრობ­ლე­მა ესაა და ამი­ტომ ჩნდე­ბა ამ­დე­ნი კითხ­ვა, ამი­ტომ იწყე­ბა ამ­დე­ნი კა­მა­თი. ამი­ტო­მაც გეტყ­ვით, რომ პრობ­ლე­მას სა­მი დღით სას­კო­ლო ასაკ­ში გან­ს­ხ­ვა­ვე­ბა კი არ იწ­ვევს, არა­მედ, ზო­გა­დად, გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის და­უხ­ვე­წა­ო­ბა.“
რამ­დე­ნად სა­სარ­გებ­ლო ან აუცი­ლე­ბე­ლია, თუნ­დაც სა­მი დღის სხვა­ო­ბის გა­მო, სკო­ლა­ში არ­მი­ღე­ბუ­ლი ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის, ისევ ბაღ­ში დაბ­რუ­ნე­ბა და მომ­დევ­ნო სას­წავ­ლო წ­ლის და­ლო­დე­ბა, ამის შე­სა­ხებ ნა­ტა მე­ფა­რიშ­ვი­ლი ფიქ­რობს, რომ: „რო­გორც წი­ნა­სას­კო­ლო პე­რი­ოდ­ში, ანუ ბა­ღის დო­ნე­ზე, უნ­და შე­ფას­დეს ბავ­შ­ვის გან­ვი­თა­რე­ბა, ასე­ვე მი­სი სას­კო­ლო მზა­ო­ბა — ეს იმას არ ნიშ­ნავს, რომ ბავ­შ­ვე­ბი ამ ნიშ­ნით უნ­და იყ­ვ­ნენ დი­ფე­რენ­ცი­რე­ბულ­ნი და უნ­და არ­სე­ბობ­დ­ნენ მე­ტად მომზადებული ან ნაკ­ლე­ბად მომზადებული ბავ­შ­ვე­ბი. შე­იძ­ლე­ბა, ასა­კის მი­უ­ხე­და­ვად, ბავ­შ­ვი, გარ­კ­ვე­უ­ლი მი­ზე­ზე­ბის გა­მო, აბ­სო­ლუ­ტუ­რად მო­უმ­ზა­დე­ბე­ლი იყოს, მაგ­რამ ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია მშო­ბელ­საც და სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­საც უნ­და ჰქონ­დეს. შე­იძ­ლე­ბა რა­ღაც პრობ­ლე­მა­თა გა­მო, 6 ან 7 წლის ასაკ­ში, ბავ­შ­ვი ვერ მოხ­ვ­დეს იმ სკო­ლა­ში, სა­დაც გვინ­და, უფ­რო სწო­რად, მოხ­ვ­დეს, მაგ­რამ გარ­კ­ვე­ულ პროგ­რა­მა­ში, ამი­ტო­მაც, ნე­ბის­მი­ერ შემ­თხ­ვე­ვა­ში, შე­ფა­სე­ბის შე­დე­გად ბავ­შ­ვე­ბის შე­სა­ხებ ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი უნ­და მომ­ზად­დეს. სწო­რედ ეს და­ეხ­მა­რე­ბა პე­და­გოგს და მშო­ბელს ბავ­შ­ვის სას­წავ­ლო აქ­ტი­ვო­ბე­ბის ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად და წარ­მა­ტე­ბით და­გეგ­მ­ვა­ში. ეს რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი არც ერთ შემ­თხ­ვე­ვა­ში არ უნ­და ამო­ვარ­დეს ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მი­დან.
რაც შე­ე­ხე­ბა იმას, რო­მელ ასაკ­შია ბავ­შ­ვი უფ­რო მზად სკო­ლის­თ­ვის — 6 თუ 7 წლის, გა­დაჭ­რით ვერ გეტყ­ვით, უბ­რა­ლოდ, ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად მი­მაჩ­ნია, მზა­ო­ბის ყვე­ლა კომ­პო­ნენ­ტის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა. ეს გუ­ლის­ხ­მობს რო­გორც ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლურ, ანუ კოგ­ნი­ტურ მზა­ო­ბას, ისე სო­ცი­ა­ლურ-ემო­ცი­ურ­სა და ქცე­ვითს. ყვე­ლა ჩა­მოთ­ვ­ლი­ლი კომ­პო­ნენ­ტი უნ­და შე­ზავ­დეს, რად­გან არ­სე­ბო­ბენ ბავ­შ­ვე­ბი, რომ­ლე­ბიც კოგ­ნი­ტუ­რად არი­ან მზად 5 წლის ასაკ­ში იმის­თ­ვის, რომ პირ­ვე­ლი კლა­სის მა­სა­ლა აით­ვი­სონ, მაგ­რამ არ არი­ან მზად სო­ცი­ა­ლურ-ემო­ცი­უ­რი და ქცე­ვი­თი თვალ­საზ­რი­სით“.
ვინ უნ­და შე­ა­ფა­სოს ბავ­შ­ვე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა? ეს კითხ­ვა ლე­ვან ზარ­და­ლიშ­ვილ­მა მხო­ლოდ ერ­თი წი­ნა­და­დე­ბით გან­მარ­ტა: „რე­ა­ლუ­რად ეს ახ­ლა შე­უძ­ლე­ბე­ლია“.
და მა­ინც, სად ეჩ­ქა­რე­ბათ მშობ­ლებს, რომ­ლე­ბიც ცდი­ლო­ბენ, 6 წლამ­დე ბავ­შ­ვე­ბი სკო­ლა­ში შე­იყ­ვა­ნონ, რად­გან დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი არი­ან,  რომ მა­თი მცი­რეწ­ლო­ვა­ნი შვი­ლე­ბი სკო­ლის­თ­ვის მზად არი­ან და გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­რო ერთ წელს აკარ­გ­ვი­ნებთ; რა შეც­დო­მას უშ­ვე­ბენ ისი­ნი?
ლე­ვან ზარ­და­ლიშ­ვილს, სა­კუ­თა­რი შვი­ლის მა­გა­ლით­ზე, ის უკუჩ­ვე­ნე­ბა მოჰ­ყავს, რო­მე­ლიც სკო­ლა­ში ბავ­შ­ვის ნა­ად­რე­ვად შეყ­ვა­ნას შე­იძ­ლე­ბა მოჰ­ყ­ვეს: „ჩემ­მა შვილ­მა სკო­ლა 19 წლი­სამ და­ამ­თავ­რა იმი­ტომ, რომ ჩე­ხეთ­ში ვცხოვ­რობ­დით დი­დი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში. მაგ­რამ მა­ინც შეც­და პრო­ფე­სი­ის არ­ჩე­ვა­ში, ამი­ტომ მე­ო­რედ ჩა­ა­ბა­რა სხვა უმაღ­ლეს სას­წავ­ლე­ბელ­ში. მეტ­საც გეტყ­ვით, ბო­ლო რამ­დე­ნი­მე წე­ლია, ერთ-ერთ უმაღ­ლეს სას­წავ­ლე­ბელ­ში ლექ­ცი­ებს ვკითხუ­ლობ. სტუ­დენ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც 17 წლის ასაკ­ში მო­ვიდ­ნენ უმაღ­ლეს სას­წავ­ლე­ბელ­ში, აბ­სო­ლუ­ტუ­რად მო­უმ­ზა­დე­ბე­ლი არი­ან უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის­თ­ვის. ისი­ნი, პრინ­ციპ­ში, სას­კო­ლო ასა­კის ბავ­შ­ვე­ბი არი­ან, რომ­ლე­ბიც „თა­მა­შო­ბენ“ ლექ­ცი­ა­ზე და მეც მათ­თან ისე მი­წევს ურ­თი­ერ­თო­ბა, რო­გორც ბავ­შ­ვებ­თან სკო­ლა­ში, მე­სა­მე კურ­ს­ზე ნელ-ნე­ლა მწიფ­დე­ბი­ან“.
ნა­ტა მე­ფა­რიშ­ვი­ლის აზ­რით კი, მშობ­ლე­ბი შეც­დო­მას მა­შინ უშ­ვე­ბენ, რო­ცა ცდი­ლო­ბენ სხვა მშობ­ლებს მი­ბა­ძონ და ამით ვი­თა­რე­ბის მსხვერ­პ­ლად იქ­ცე­ვი­ან. მას შეც­დო­მად მი­აჩ­ნია: „რო­ცა მშო­ბე­ლი ფიქ­რობს, თუ სხვა მშო­ბელ­მა მი­იყ­ვა­ნა შვი­ლი ისეთ კერ­ძო ბაღ­ში, სა­დაც აკა­დე­მი­უ­რი კომ­პო­ნენ­ტია გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი, მე რა­ტომ არ უნ­და მი­ვიყ­ვა­ნო. წი­ნა­სას­კო­ლო ასაკ­ში დი­დი რა­ო­დე­ნო­ბით აკა­დე­მიუ­რი კომ­პო­ნენ­ტის შე­ტა­ნა ბა­ღებ­ში, გან­სა­კუთ­რე­ბით კერ­ძო ბა­ღებ­ში, მარ­თ­ლაც აქ­ტუ­ა­ლუ­რი პრობ­ლე­მაა. რო­გორც წე­სი, ასეთ აქ­ტი­ვო­ბებს კერ­ძო ბა­ღე­ბი, მარ­კე­ტინ­გის სა­ხით, ბიზ­ნე­სის­თ­ვის იყე­ნე­ბენ, ანუ ასეთ ბა­ღებ­ში ტარ­დე­ბა გაკ­ვე­თი­ლე­ბი. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მე ბევ­რ­ჯერ მქო­ნია ამ ბა­ღე­ბის მეს­ვე­უ­რებ­თან კა­მა­თი და მით­ქ­ვამს, რომ ეს არას­წო­რია, მათ არ­გუ­მენ­ტად მშობ­ლე­ბის დაკ­ვე­თა მო­აქვთ. მა­გა­ლი­თად, მშობ­ლე­ბის სურ­ვი­ლია, რომ 3-წლი­ნა­ხევ­რის, 4-ის ან 5 წლის ბავ­შ­ვებს ას­წავ­ლონ წე­რა-კითხ­ვა, უცხო ენე­ბი, მა­თე­მა­ტი­კა და ა.შ. ვფიქ­რობ, შეც­დო­მა­საც (არ მინ­და ცუ­დად გა­მო­მი­ვი­დეს ამ სიტყ­ვის ხმა­რე­ბა) სწო­რედ აქ უშ­ვე­ბენ. თუმ­ცა ეს შეც­დო­მა არ არის, ეს უფ­რო გა­ნათ­ლე­ბის, ინ­ფორ­მა­ცი­ის არ ქო­ნაა. მათ არ აქვთ სრულ­ყო­ფი­ლი ინ­ფორ­მა­ცია ასა­კობ­რი­ვად ბავ­შ­ვის გან­ვი­თა­რე­ბის შე­სა­ხებ. რე­ა­ლუ­რად, პრობ­ლე­მა ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში მარ­თ­ლაც მწვა­ვედ დგას. მა­გა­ლი­თად, არ მე­გუ­ლე­ბა არც ერ­თი პე­დი­ატ­რი­უ­ლი და­წე­სე­ბუ­ლე­ბა, რო­მე­ლიც სრულ­ფა­სოვ­ნად ზრუ­ნავ­დეს იმა­ზე, რომ კარ­გი სა­ინ­ფორ­მა­ციო ბუკ­ლე­ტი მი­ა­წო­დოს ან სა­უბ­რე­ბი ჩა­უ­ტა­როს მშო­ბელს ბავ­შ­ვის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე. ვფიქ­რობ, თბი­ლის­ში ასე­თი და­წე­სე­ბუ­ლე­ბა არ არის. არა­და, სწო­რედ ასე უნ­და ხდე­ბო­დეს მშობ­ლის გა­ნათ­ლე­ბა. თუ სად­მე არის კი­დეც ასე­თი და­წე­სე­ბუ­ლე­ბა, ის აუცი­ლებ­ლად კერ­ძოა. და­მე­თან­ხ­მე­ბით, რომ კერ­ძო სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ზე ყვე­ლას არ მი­უწ­ვ­დე­ბა ხე­ლი. სა­სურ­ვე­ლია, მშობ­ლე­ბის ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლო­ბამ მა­სი­უ­რი ხა­სი­ა­თი მი­ი­ღოს.“
ყვე­ლა პრობ­ლე­მა სა­ბო­ლო­ოდ ისევ გა­ნათ­ლე­ბას­თან მი­ვი­და. ქალ­ბა­ტო­ნი ნა­ტას გან­ცხა­დე­ბით, ქვე­ყა­ნა­ში, ზო­გა­დად, გა­ნათ­ლე­ბის პრობ­ლე­მაა და სხვა პრობ­ლე­მე­ბიც აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე­ობს. თუმ­ცა, მი­სი გან­წყო­ბა იმე­დი­ა­ნია: „იმე­დი მაქვს, რომ ჩვე­ნი მცდე­ლო­ბა, ყვე­ლა დო­ნე­ზე გა­ვა­უმ­ჯო­ბე­სოთ გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხი, უშე­დე­გოდ არ ჩა­ივ­ლის“. ლე­ვან ზარ­და­ლიშ­ვი­ლის აზ­რით კი: „თუ სა­ხელ­მ­წი­ფოს მი­ერ ეს სფე­რო სა­თა­ნა­დოდ და­ფი­ნან­ს­დე­ბა, მა­შინ ყვე­ლა­ფე­რი და­ლაგ­დე­ბა. გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში ქვე­ყა­ნამ ყვე­ლა­ზე მე­ტი ფუ­ლი უნ­და ჩა­დოს, თუ ასე მოხ­დე­ბა, მა­შინ შე­მიძ­ლია გითხ­რათ, იდე­ა­ლურს თუ არა, სა­სურ­ველს მა­ინც მი­ვუ­ახ­ლოვ­დე­ბით“.
მშობ­ლებს კი, რო­მელ­თა შვი­ლებს 15 სექ­ტემ­ბ­რამ­დე 6 წე­ლი არ უს­რულ­დე­ბათ, კა­ნო­ნის თა­ნახ­მად, ისევ ბაღ­ში მო­უ­წევთ მა­თი მიყ­ვა­ნა და იმ ახა­ლი პროგ­რა­მის გავ­ლა, რო­მე­ლიც გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­რომ ბა­ღებს შეს­თა­ვა­ზა. ფსი­ქო­ლო­გე­ბის გან­მარ­ტე­ბებ­მა შე­საძ­ლოა და­ა­ფიქ­როს კი­დეც მშობ­ლე­ბი, ღირს კი ნა­ად­რე­ვად ბავ­შ­ვის სკო­ლა­ში მიყ­ვა­ნა. მე­ტიც, ამ რის­კე­ბის გულ­დას­მით გაც­ნო­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში, შე­საძ­ლოა, თვით­მი­ზა­ნი — სკო­ლა­ში შვი­ლის შეყ­ვა­ნა — შე­იც­ვა­ლოს და ის ერ­თი წე­ლი და­კარ­გუ­ლად არ ჩა­ით­ვა­ლოს. და­ბა­ლი თვით­შე­ფა­სე­ბა, კონ­ცენ­­ტ­რი­რე­ბის უნა­რის ნაკ­ლე­ბო­ბა, გან­ვი­თა­რე­ბის და­ბა­ლი დო­ნე, ხერ­ხემ­ლის პრობ­ლე­მე­ბი, სტრე­სი და პა­სი­უ­რო­ბა — ეს იმ შე­საძ­ლო შე­დე­გე­ბის მცი­რე ჩა­მო­ნათ­ვა­ლია, რო­მე­ლიც 5 წლის ასაკ­ში ბავ­შ­ვის სკო­ლა­ში შეყ­ვა­ნას ახ­ლავს თან.
ალ­ბათ, ღირს იმა­ზე და­ფიქ­რე­ბა, რომ სას­კო­ლო მზა­ო­ბა, ასა­კის გარ­და, სხვა მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან სა­კითხებს უკავ­შირ­დე­ბა — რას გვაძ­ლევს სკო­ლამ­დე­ლი გა­ნათ­ლე­ბა და რას გვახ­ვედ­რებს სკო­ლა.

25-28(942)N