გამოდის 1998 წლიდან
2015-04-01
2 აპრილი — აუტიზმის შესახებ ინფორმაციის გავრცელების საერთაშორისო დღე

რა­ი­მონ­დი ჩე­მი უსაყ­ვარ­ლე­სი კი­ნოგ­მი­რია ბა­რი ლე­ვინ­სო­ნის ფილ­მი­დან „წვი­მის კა­ცი“. მარ­თა­ლი გითხ­რათ, აღარც კი მახ­სოვს რამ­დენ­ჯერ მაქვს ნა­ნა­ხი.
მა­შინ, რო­ცა ფილ­მი კი­ნო­ეკ­რა­ნებ­ზე გა­მო­ვი­და, აუტიზ­მის შე­სა­ხებ ბევ­რი არა­ფე­რი ვი­ცო­დი, უფ­რო სწო­რად არა­ფე­რი ვი­ცო­დი,  არა­და რა­ი­მონ­დი აუტიზ­მი­თაა და­ა­ვა­დე­ბუ­ლი. გა­მო­გიტყ­დე­ბით, ალ­ბათ, მა­შინ ფილ­მის ასე გა­მორ­ჩე­ვა მას­ში მო­ნა­წი­ლე მსა­ხი­ო­ბე­ბის სიყ­ვა­რულ­მაც გა­ნა­პი­რო­ბა. ფილ­მის მთა­ვა­რი გმი­რე­ბი — მომ­ხიბ­ვ­ლე­ლი ტომ კრუ­ზი და უნი­ჭი­ე­რე­სი დას­ტინ ჰოფ­მა­ნი — 17 წლის გო­გო­ნას გულ­გ­რილს ვე­რაფ­რით და­ტო­ვებ­და. ფილ­მის ყუ­რე­ბი­სას ბრა­ზი მე­რე­ო­და ჩარ­ლის უხეშ საქ­ცი­ელ­ზე, მაგ­რამ ბო­ლოს, გა­კე­თილ­შო­ბი­ლე­ბულ ტომ კრუზს, ამას ყო­ველ­თ­ვის ვპა­ტი­ობ­დი... გა­ვი­და წლე­ბი და „წვი­მის კა­ცი“ მა­ინც  დარ­ჩა იმ რამ­დე­ნი­მე ფილმს შო­რის, რო­მელ­საც ვურ­ჩევ­დი, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, თუ­კი ვინ­მემ რჩე­ვა მკითხა, აუცი­ლებ­ლად ენა­ხათ. ახ­ლა ფილ­მ­მა სხვა ღი­რე­ბუ­ლე­ბა შე­ი­ძი­ნა, ეს ჩარ­ლის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის შეც­ვ­ლამ გა­ნა­პი­რო­ბა და იმ იმედ­მა, რომ ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბაც არ­სე­ბულს ასე­თი­ვე და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბით ჩა­ა­ნაც­ვ­ლებს სტიგ­მის და­საძ­ლე­ვად, რო­მე­ლიც, სამ­წუ­ხა­როდ, დღემ­დე არ­სე­ბობს.
„წვი­მის კაც­ში“ სტიგ­მის მსხვერ­პ­ლის პრობ­ლე­მა კარ­გად არის ნაჩ­ვე­ნე­ბი — რა­ი­მონ­დი ყო­ველ­თ­ვის მძაფ­რად რე­ა­გი­რებს, რო­ცა მი­სი აზ­რის ან სურ­ვი­ლის სა­წი­ნა­აღ­მ­დე­გოდ რა­ი­მეს კე­თე­ბას სთხო­ვენ, მას ყო­ველ­თ­ვის ჰგო­ნია, რომ პრობ­ლე­მა მხო­ლოდ მას­შია და თვი­თო­ნაა დამ­ნა­შა­ვე, თავს ის­ჯის იმით, რომ კე­დელს ურ­ტყამს თავს.
ალ­ბათ, ყვე­ლას ახ­სოვს ფილ­მის სი­უ­ჟე­ტი — მა­მის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ აუტიზ­მით და­ა­ვა­დე­ბუ­ლი რა­ი­მონ­დი მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბით სამ მი­ლი­ონ დო­ლარს იღებს, მის ძმას ჩარ­ლის კი, მა­მის­გან, მხო­ლოდ ვარ­დე­ბი და 49 წლის „ბი­ურ­კი“ ერ­გე­ბა. უმ­ც­როს­მა ძმამ მიზ­ნად და­ი­სა­ხა, და­იბ­რუ­ნოს თა­ვი­სი „სა­მარ­თ­ლი­ა­ნი წი­ლი“და ძმა სა­ა­ვად­მ­ყო­ფო­დან გა­მო­ჰყავს. მაგ­რამ მოხ­და ის, რაც ყვე­ლა­ზე მეტ ემო­ცი­ას იწ­ვევს — რამ­დე­ნი­მედღი­ან­მა თა­ნაცხოვ­რე­ბამ ყვე­ლა­ფე­რი შეც­ვა­ლა... რა­ი­მონ­დ­მა გა­და­ლა­ხა ის ჩარ­ჩო, რო­მელ­შიც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში იყო მოქ­ცე­უ­ლი და მე­ტიც, გა­ა­კე­თილ­შო­ბი­ლა და შეც­ვა­ლა ჩარ­ლი. ახალ­გაზ­რ­და ბიზ­ნეს­მე­ნი, რო­მელ­მაც ად­რე­ულ ასაკ­ში და­იწყო და­მო­უ­კი­დებ­ლად ცხოვ­რე­ბა და ცდი­ლობს ყვე­ლა და ყვე­ლა­ფე­რი თა­ვის სა­კე­თილ­დღე­ოდ გა­მო­ი­ყე­ნოს, მხო­ლოდ მა­მის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ იგებს, რომ ჰყავს უფ­რო­სი აუტის­ტი ძმა, რო­მე­ლიც ფსი­ქი­ატ­რი­ულ კლი­ნი­კა­შია. ჩარ­ლი ძა­ლი­ან ბრა­ზობს იმის გა­მო, რომ მა­მამ ძმის არ­სე­ბო­ბა და­უ­მა­ლა და თან მთე­ლი ქო­ნე­ბა მას უან­დერ­ძა. მდი­და­რი აუტის­ტი, რა­ი­მონდ ბა­ბე­ტი, სა­ა­ვად­მ­ყო­ფო­დან მხო­ლოდ იმ მიზ­ნით გა­მოჰ­ყავს ჩარ­ლის, რომ მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბა თა­ვად მი­ი­ღოს. რა­ი­მონდს კი წარ­მოდ­გე­ნაც არ აქვს ფუ­ლი რის­თ­ვი­საა სა­ჭი­რო, სა­მა­გი­ე­როდ აქვს უნი­კა­ლუ­რი ნი­ჭი — სა­ო­ცა­რი და­მახ­სოვ­რე­ბის უნა­რი. მას შე­უძ­ლია რთუ­ლი მა­თე­მა­ტი­კუ­რი ამო­ცა­ნე­ბის შეს­რუ­ლე­ბა, კარ­გად ხა­ტავს, კარ­გი მძღო­ლია. ამ უნა­რე­ბის წყა­ლო­ბით დიდ თან­ხებ­საც იგებს კა­ზი­ნო­ში, სა­დაც ძმას მიჰ­ყავს ხოლ­მე. ჩარ­ლი­სა და მი­სი შეყ­ვა­რე­ბუ­ლის დახ­მა­რე­ბით ცეკ­ვა­საც სწავ­ლობს. მაგ­რამ, რა­ი­მონდს მუდ­მი­ვად აქვს სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის პრობ­ლე­მა, ის ხომ იზო­ლი­რე­ბუ­ლად გა­ი­ზარ­და. მარ­თ­ლაც სა­ო­ცა­რი ფილ­მია და სა­უ­კე­თე­სო სა­შუ­ა­ლე­ბაც იმის და­სა­ნა­ხად, რომ ფსი­ქი­კუ­რი აშ­ლი­ლო­ბის მქო­ნე ადა­მი­ა­ნებ­საც შე­იძ­ლე­ბა ჰქონ­დეთ ისე­თი უნა­რე­ბი, რომ­ლის გან­ვი­თა­რე­ბა არა მარ­ტო თა­ვის­თ­ვის, არა­მედ სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თ­ვი­საც კი შე­იძ­ლე­ბა სა­სარ­გებ­ლო აღ­მოჩ­ნ­დეს, მაგ­რამ აუცი­ლებ­ლად სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბით და არა იზო­ლი­რე­ბით.
კი­დევ ერ­თხელ ვნა­ხე ფილ­მი, რა­თა დავ­რ­წ­მუნ­დე, დღე­საც თუ რჩე­ბა „წვი­მის კა­ცი“ ჩემ სა­უ­კე­თე­სო ფილ­მ­თა ჩა­მო­ნათ­ვალ­ში. ვრწმუნ­დე­ბი, ეს ნამ­დ­ვი­ლად ასეა. უბ­რა­ლოდ, ვფიქ­რობ, მე­ტი შე­იძ­ლე­ბა მცოდ­ნო­და აუტიზ­მის შე­სა­ხებ, ამის­თ­ვის აუცი­ლე­ბე­ლი არ არის პრობ­ლე­მა შენ გე­ხე­ბო­დეს.
ამ წე­რი­ლის და­წე­რა 2 აპ­რი­ლის გა­მო გა­დავ­წყ­ვი­ტე, ეს დღე მსოფ­ლი­ო­ში აუტიზ­მის ცნო­ბა­დო­ბის ამაღ­ლე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო დღეა, რო­მე­ლიც 2007 წლის 18 დე­კემ­ბერს, გა­ე­როს გე­ნე­რა­ლურ­მა ასამ­ბ­ლე­ამ გა­მო­აცხა­და. სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში კი 2011 წელს პირ­ვე­ლად აღი­ნიშ­ნა. ასამ­ბ­ლე­ის  ინი­ცი­ა­ტი­ვა გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი იყო აუტიზ­მის შემ­თხ­ვე­ვა­თა მა­ღა­ლი სიხ­ში­რით, რო­მე­ლიც, მსოფ­ლი­ოს მას­შ­ტა­ბით, ათო­ბით მი­ლი­ონ შემ­თხ­ვე­ვას უტოლ­დე­ბა.
2 აპ­რილს, გა­ე­როს რე­ზო­ლუ­ცი­ის სა­ფუძ­ველ­ზე, აუტიზ­მის მსოფ­ლიო დღეს, პლა­ნე­ტის ცნო­ბი­ლი შე­ნო­ბე­ბი და მო­ნუ­მენ­ტე­ბი სა­გან­გე­ბოდ ამ და­ა­ვა­დე­ბის­თ­ვის შერ­ჩე­ულ ლურჯ ფე­რად ნათ­დე­ბა.
სტა­ტის­ტი­კით და­დას­ტუ­რე­ბუ­ლია, მსოფ­ლი­ოს მას­შ­ტა­ბით, ბავ­შ­ვე­ბის და­ახ­ლო­ე­ბით 1%-ს აუტის­ტუ­რი სპექ­ტ­რის აშ­ლი­ლო­ბე­ბი აქვს, რაც მათ ჯან­მ­რ­თე­ლო­ბას გლო­ბა­ლურ პრობ­ლე­მად აქ­ცევს. ბავ­შ­ვ­თა, ნევ­რო­ლოგ­თა და ნე­ი­რო­ქი­რურ­გ­თა ასო­ცი­ა­ცი­ის მი­ერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მოკ­ვ­ლე­ვე­ბით დად­გინ­და, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ყო­ვე­ლი 110 ბავ­შ­ვი­დან ერ­თი აუტიზ­მი­თაა და­ა­ვა­დე­ბუ­ლი.
აუტიზ­მი ნე­ი­რო­გან­ვი­თა­რე­ბი­თი დარ­ღ­ვე­ვე­ბის ჯგუფს გა­ნე­კუთ­ვ­ნე­ბა. ძი­რი­თად ნიშ­ნებს სო­ცი­ა­ლუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის დე­ფი­ცი­ტი, სა­მეტყ­ვე­ლო და არა­სა­მეტყ­ვე­ლო კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის დარ­ღ­ვე­ვა, გან­მე­ო­რე­ბა­დი-სტე­რე­ო­ტი­პუ­ლი მოძ­რა­ო­ბა და ქცე­ვის პრობ­ლე­მე­ბი წარ­მო­ად­გენს.
აუტიზ­მის მქო­ნე ადა­მი­ა­ნებს სა­ხის გა­მო­მეტყ­ვე­ლე­ბის, ხმის ტო­ნის, ხუმ­რო­ბი­სა და სარ­კაზ­მის გა­გე­ბა-გა­მო­ყე­ნე­ბა უჭირთ. ისი­ნი ხში­რად ვერ აც­ნო­ბი­ე­რე­ბენ და ამი­ტომ, არ­ც­თუ იშ­ვი­ა­თად, არ­ღ­ვე­ვენ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში მი­ღე­ბულ ნორ­მებს. მათ მარ­ტო ყოფ­ნა ურ­ჩევ­ნი­ათ, რად­გან სხვა ადა­მი­ა­ნებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბით სი­ა­მოვ­ნე­ბას ვერ იღე­ბენ. აუტიზ­მით და­ა­ვა­დე­ბულ­მა ზო­გი­ერ­თ­მა ადა­მი­ან­მა შე­იძ­ლე­ბა სა­ერ­თოდ არ ილა­პა­რა­კოს ან სიტყ­ვა­ძუნ­წო­ბით გა­მო­ირ­ჩე­ო­დეს. ჩვე­უ­ლებ­რივ, მათ ეს­მით, რა­საც სხვე­ბი ეუბ­ნე­ბი­ან, მაგ­რამ თა­ვად სხვა სა­კო­მუ­ნი­კა­ციო სა­შუ­ა­ლე­ბებს ანი­ჭე­ბენ უპი­რა­ტე­სო­ბას, მა­გა­ლი­თად, ნიშ­ნე­ბის ენას ან ხი­ლულ სიმ­ბო­ლო­ებს.
აუტიზ­მი მეც­ნი­ე­რე­ბის­თ­ვის გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის ორ­მო­ცი­ა­ნი წლე­ბი­და­ნაა ცნო­ბი­ლი, მაგ­რამ ჯერ მი­სი გა­მომ­წ­ვე­ვი მი­ზე­ზე­ბის შე­სა­ხებ და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია არ არ­სე­ბობს. აუტიზ­მის­გან სრუ­ლად გან­კურ­ნე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია, თუმ­ცა დრო­უ­ლი აღ­მო­ჩე­ნის, დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბი­სა და ინ­ტენ­სი­უ­რი ქცე­ვი­თი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით, შე­საძ­ლე­ბე­ლია და­ა­ვა­დე­ბულ­თა სო­ცი­ა­ლი­ზა­ცი­ის ხა­რის­ხის მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად ზრდა. დად­გე­ნი­ლია, რომ აუტიზ­მის დრო­უ­ლი აღ­მო­ჩე­ნის, დი­აგ­ნოს­ტი­კი­სა და ად­რე­უ­ლი ჩა­რე­ვის შემ­თხ­ვე­ვა­ში, ბავ­შ­ვე­ბის 50-60% სკო­ლა­ში სი­ა­რულს და უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბა­საც კი ახერ­ხებს.
პირ­ვე­ლი, რაც გულ­ზე მხვდე­ბა ხოლ­მე, მა­თი „უნარ­შეზღუ­დუ­ლე­ბად“ მოხ­სე­ნი­ე­ბაა, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ რად­გან აუტიზ­მის სპექ­ტ­რით არი­ან და­ა­ვა­დე­ბუ­ლი, მათ­და­მი ინ­ტე­რე­სიც ნაკ­ლე­ბია, მა­თი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი აღა­რა­ვის აინ­ტე­რე­სებს. ეს რომ ასე არ არის, ამას „ნამ­დ­ვი­ლი წვი­მის კა­ცის“, კიმ პი­კის ის­ტო­რი­აც მოწ­მობს, რო­მე­ლიც მეც­ნი­ე­რე­ბის­თ­ვის ამო­უხ­ს­ნელ ფე­ნო­მე­ნად იქ­ცა. კიმ პი­კი დას­ტინ ჰოფ­მა­ნის რა­ი­მონ­დის პრო­ტო­ტი­პია (რომ არა ის, დას­ტინ ჰოფ­მა­ნიც ვერ აიღებ­და მე­ო­რე ოს­კარს). ცნო­ბი­ლია, რომ მას 10 წამ­ში წიგ­ნის ერ­თი გვერ­დის წა­კითხ­ვა შე­ეძ­ლო, მაგ­რამ და­მო­უ­კი­დებ­ლად პე­რან­გის ღილ­საც კი ვერ იკ­რავ­და. წლი­ნა­ხევ­რის ასაკ­ში ზე­პი­რად იმახ­სოვ­რებ­და ყვე­ლა ზღა­პარს, რო­მელ­საც დე­და ძი­ლის წინ უკითხავ­და და დი­ლით მათ მო­ყო­ლას ახერ­ხებ­და. მაგ­რამ ამის პა­რა­ლე­ლუ­რად, კიმს არ შე­ეძ­ლო კოვ­ზის და­ჭე­რა, ჭი­ქი­დან წყლის და­ლე­ვა, კი­ბე­ზე ას­ვ­ლა და ჩაც­მა. თავ­და­პირ­ვე­ლად, ექი­მე­ბი მი­იჩ­ნევ­დ­ნენ, რომ ის აუტიზ­მით იყო და­ა­ვა­დე­ბუ­ლი, მაგ­რამ ფსი­ქო­ლოგ­მა და­როლდ ტრე­ფერ­ტ­მა მას დი­აგ­ნო­ზი და­უს­ვა — სა­ვან­ტის სინ­დ­რო­მი. ფსი­ქო­ლოგ­მა სწო­რედ კიმ­ზე დაკ­ვირ­ვე­ბის შემ­დეგ და­წე­რა ნაშ­რო­მი „სა­ო­ცა­რი ადა­მი­ა­ნე­ბი: რო­გორ გა­ვუ­გოთ სა­ვან­ტიზ­მით და­ა­ვა­დე­ბუ­ლებს“.  კიმ პიკს ტრე­ფერ­ტი „მე­გა­სა­ვანტს“ უწო­დებ­და. მან ზე­პი­რად იცო­და, და­ახ­ლო­ე­ბით 12 ათა­სი წიგ­ნი, ფლობ­და ზუსტ ინ­ფორ­მა­ცი­ას გე­ოგ­რა­ფი­ა­ში, ის­ტო­რი­ა­ში, ლი­ტე­რა­ტუ­რა­სა და სხვა მეც­ნი­ე­რე­ბებ­ში; ერ­თი წა­მიც არ სჭირ­დე­ბო­და იმის გა­სახ­სე­ნებ­ლად, რო­მელ წელს, თვე­ში, რიცხ­ვ­სა და კვი­რა­ში და­ი­ბა­და ესა თუ ის ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნი; წა­კითხუ­ლი ტექ­ს­ტი­დან ზუს­ტად შე­ეძ­ლო და­ე­სა­ხე­ლე­ბი­ნა ასო­ე­ბი­სა და პუნ­ქ­ტუ­ა­ცი­ის ნიშ­ნე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა.
მწე­რალ­მა ბა­რი მე­რო­უმ კიმ პი­კი 1984 წელს გა­იც­ნო. მი­სი ფე­ნო­მე­ნა­ლუ­რი ნი­ჭით აღ­ფ­რ­თო­ვა­ნე­ბულ­მა გა­დაწყ­ვი­ტა ის მსოფ­ლი­ოს­თ­ვის გა­ეც­ნო და და­წე­რა რო­მა­ნი, რომ­ლის სა­ფუძ­ველ­ზეც, რო­ბერტ ბა­სის სცე­ნა­რის მი­ხედ­ვით რე­ჟი­სორ­მა ბარ ლე­ვინ­სონ­მა ცნო­ბი­ლი ფილ­მი „წვი­მის კა­ცი“ გა­და­ი­ღო. რო­ცა დას­ტინ ჰოფ­მან­მა სცე­ნა­რი წა­ი­კითხა, კიმ პი­კის გაც­ნო­ბა მო­ინ­დო­მა. მარ­თ­ლაც, რამ­დე­ნი­მე თვის გან­მავ­ლო­ბა­ში, თით­ქ­მის ყო­ველ­დღე, კიმ პიკ­თან ატა­რებ­და და ამ რო­ლის­თ­ვის მი­ღე­ბუ­ლი ოს­კა­რი — ოქ­როს ქან­და­კე­ბა კიმ პიკს აჩუ­ქა. ის მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ინა­ხავ­და ჯილ­დოს, რო­მელ­მაც მი­სი ცხოვ­რე­ბა რა­დი­კა­ლუ­რად შეც­ვა­ლა — მა­მას­თან ერ­თად და­იწყო მსოფ­ლი­ო­ში მოგ­ზა­უ­რო­ბა, ხვდე­ბო­და ადა­მი­ა­ნებს და უყ­ვე­ბო­და სა­კუ­თარ თავ­ზე... ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლი გახ­და, მას­ზე წერ­დ­ნენ წიგ­ნებს, სტა­ტი­ებს, იღებ­დ­ნენ ფილ­მებს, მე­გობ­რობ­და ცნო­ბილ ადა­მი­ა­ნებ­თან. მაგ­რამ მის­თ­ვის საყ­ვა­რე­ლი ად­გი­ლი მშობ­ლი­უ­რი ქა­ლა­ქის, სოლტ ლე­იკ სი­ტის ბიბ­ლი­ო­თე­კა იყო, სა­დაც წიგ­ნებს კითხუ­ლობ­და... 58 წლის „ნამ­დ­ვი­ლი წვი­მის კა­ცი“ იქ­ცა სიმ­ბო­ლოდ, თუ რა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი გო­ნებ­რი­ვი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი შე­იძ­ლე­ბა აღ­მოჩ­ნ­დეს ფსი­ქი­კუ­რი აშ­ლი­ლო­ბის მქო­ნე ადა­მი­ა­ნებ­ში, მათ შო­რის, აუტის­ტებ­ში.
ეს, რაც შე­ე­ხე­ბა ცნო­ბილ ადა­მი­ა­ნებს, მაგ­რამ ჩვენ­თ­ვის, ალ­ბათ, უფ­რო სა­ინ­ტე­რე­სოა რო­გო­რია „წვი­მის კა­ცის“ ქარ­თუ­ლი რე­ა­ლო­ბა, შე­იც­ვა­ლა თუ არა მიდ­გო­მა ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში, 2 აპ­რი­ლის აღ­ნიშ­ვ­ნის შემ­დეგ, რო­გორც სა­ხელ­მ­წი­ფოს, ისე სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხრი­დან? რო­გორ ამო­ვიც­ნოთ აუტის­ტი ბავ­შ­ვე­ბის გა­რე­მო­სად­მი გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა?  რო­გორ შე­ვამ­ჩ­ნი­ოთ აუტიზ­მის პირ­ვე­ლი ნიშ­ნე­ბი და რო­გორ შე­ვუმ­სუ­ბუ­ქოთ მათ ის ყო­ველ­დღი­უ­რი სიძ­ნე­ლე­ე­ბი, რომ­ლე­ბიც თი­თო­ე­უ­ლის­თ­ვის თა­ვი­სე­ბუ­რია? რო­გორ იღებს სა­ზო­გა­დო­ე­ბა „გან­ს­ხ­ვა­ვე­ბულ“ ბავ­შ­ვებს და რო­მელ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბას უნ­და მი­ვა­ნი­ჭოთ უპი­რა­ტე­სო­ბა? — ამ კითხ­ვებს ბავ­შ­ვ­თა ნევ­რო­ლო­გი, ფსი­ქი­ატ­რი მე­დეა ზი­რა­ქაშ­ვი­ლი უპა­სუ­ხებს.

„აუტიზ­მის გა­სა­ღე­ბი სიყ­ვა­რუ­ლია“

მედეა ზირაქაშვილი ბავშვთა ნევროლოგი, ფსიქიატრი

— ქალ­ბა­ტო­ნო მე­დეა, რა არის აუტიზ­მის პირ­ვე­ლი ნიშ­ნე­ბი და რა სიმ­პ­ტო­მა­ტი­კით ხა­სი­ათ­დე­ბა აუტის­ტუ­რი სპექ­ტ­რის აშ­ლი­ლო­ბა?
— აუტიზ­მის სპექ­ტ­რის აშ­ლი­ლო­ბე­ბი მი­ე­კუთ­ვ­ნე­ბა ნე­ი­რო­გან­ვი­თა­რე­ბი­თი დარ­ღ­ვე­ვე­ბის ჯგუფს, რომ­ლე­ბიც, თა­ვის მხრივ, ვლინ­დე­ბა სო­ცი­ა­ლურ-კო­მუ­ნი­კა­ცი­უ­რი სფე­როს დე­ფი­ცი­ტით, ინ­ტე­რე­სე­ბის შეზღუდ­ვი­თა და თან­მ­დე­ვი გან­მე­ო­რე­ბა­დი ქცე­ვე­ბის ან აქ­ტი­ვო­ბე­ბის პა­ტერ­ნით.
 მშო­ბე­ლი ძირი­თა­დად პრობ­ლე­მას ამ­ჩ­ნევს მას შემ­დეგ, რაც ბავ­შ­ვი გა­და­ა­ვა­დებს მე­ტყ­ვე­ლე­ბის დაწყე­ბის პე­რი­ოდს. მეტ­ყვე­ლე­ბის დაგვიანების გარდა, ძირითადი სი­მ­პტო­მებია: 9 თვე­ზე არ არის სო­ცი­ა­ლუ­რი ღი­მი­ლი, 12 თვის­თ­ვის ბავ­შ­ვი არ რე­ა­გი­რებს სა­ხე­ლით და­ძა­ხე­ბა­ზე, არ წარ­მო­ებს ან დე­ფი­ცი­ტუ­რია: თვა­ლით თვალ­ში მზე­რი­თი კონ­ტაქ­ტი, ურ­ჩევ­ნია მარ­ტო თა­მა­ში; აქვს ემო­ცი­ის მი­მი­კა-ჟეს­ტე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით გად­მო­ცე­მის სე­რიო­ზუ­ლი დე­ფი­ცი­ტი და სიმ­წი­რე. მათ უჭირთ რო­გორც სა­კუ­თა­რი ემო­ცი­ის გა­მო­ხატ­ვა, ასე­ვე სხვი­სი ემო­ცი­ის გა­გე­ბა. ასე­ვე შე­საძ­ლე­ბე­ლია, რომ ბავ­შ­ვე­ბი მეტყ­ვე­ლებ­დ­ნენ, მაგ­რამ ხში­რად დე­ფი­ცი­ტუ­რია მეტყ­ვე­ლე­ბის ფუნ­ქ­ცი­უ­რი გა­მო­ყე­ნე­ბა. ახა­სი­ა­თებთ მყი­სი­ე­რი ექო­ლა­ლია — სხვი­სი ნათ­ქ­ვა­მის მყი­სი­ე­რი გან­მე­ო­რე­ბა ან წარ­სულ­ში გა­გო­ნი­ლი ფრა­ზე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა (მოგ­ვი­ა­ნე­ბი­თი ექო­ლა­ლია). მათ უჭირთ დი­ა­ლო­გის წარ­მო­ე­ბა. ამი­ტო­მაც ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, მი­ვაქ­ცი­ოთ ყუ­რადღე­ბა, რამ­დე­ნად ფუნ­ქ­ცი­უ­რი, კონ­ტექ­ს­ტუ­რია მა­თი მეტყ­ვე­ლე­ბა ან რო­გორ შე­უძ­ლი­ათ დი­ა­ლო­გის წარ­მო­ე­ბა; დას­მულ შე­კითხ­ვებ­ზე ადეკ­ვა­ტუ­რი პა­სუ­ხის გა­ცე­მა. ხომ არ არის მხო­ლოდ სიტყ­ვე­ბის სა­ხელ­დე­ბა — მა­გა­ლი­თად, სა­გა­ნი და­ი­ნა­ხა და მას მხო­ლოდ ასა­ხე­ლებს. უჭირთ ურ­თი­ერ­თო­ბა თა­ნა­ტო­ლებ­თან, აქვთ შეზღუ­დუ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბი, მე­ტად ინ­ტე­რეს­დე­ბი­ან დე­ტა­ლე­ბით, საგ­ნებს იყე­ნე­ბენ არა­ფუნ­ქ­ცი­უ­რად (აკა­კუ­ნე­ბენ და აყუ­რა­დე­ბენ, აბ­ზ­რი­ა­ლე­ბენ და აკ­ვირ­დე­ბი­ან, თვა­ლე­ბის წინ ატა­რე­ბენ ერ­თი მი­მარ­თუ­ლე­ბით).
რაც შე­ე­ხე­ბა ასაკს, თუ რო­მე­ლი ასა­კი­დან შე­იძ­ლე­ბა სიმ­პ­ტო­მე­ბის აღ­მო­ჩე­ნა, მშო­ბელ­მა, შე­საძ­ლოა,12 თვი­დან შე­ამ­ჩ­ნი­ოს, მაგ­რამ, რო­გორც წე­სი, წლი­ნა­ხევ­რი­დან ორ წლამ­დე ასა­კის ბავ­შ­ვე­ბის მშობ­ლე­ბი მოგ­ვ­მარ­თა­ვენ.
კლი­ნი­კუ­რი გა­მოვ­ლი­ნე­ბით აუტიზ­მის სპექ­ტ­რის აშ­ლი­ლო­ბა ძა­ლი­ან ვა­რი­ა­ბე­ლუ­რია — სწო­რედ ამი­ტომ ჰქვია სპექ­ტ­რუ­ლი აშ­ლი­ლო­ბა. რო­გორც ცი­სარ­ტყე­ლას სპექ­ტ­რია გარ­და­მა­ვა­ლი ფე­რე­ბით, ასე­ვე გარ­და­მა­ვა­ლია აუტის­ტუ­რი სიმ­პ­ტო­მა­ტი­კა. ვი­ღაც, თა­ვი­სი გა­მოვ­ლი­ნე­ბით, შე­იძ­ლე­ბა იყოს ძა­ლი­ან და­ბალ­ფუნ­ქ­ცი­უ­რი, არ მეტყ­ვე­ლებ­დეს, უჭირ­დეს მი­მი­კა-ჟეს­ტე­ბი და ა.შ. ვი­ღაც კი ისეთ დო­ნე­ზე იყოს, რომ ძა­ლი­ან გვი­ან ასაკ­ში მოგ­ვა­კითხოს და მხო­ლოდ სო­ცი­ა­ლუ­რი ინ­ტე­რაქ­ცი­ის ხა­რის­ხობ­რი­ვი დე­ფი­ცი­ტით გა­მო­ი­ხა­ტოს პრობ­ლე­მა, რო­მელ­საც მხო­ლოდ სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი თუ შე­ნიშ­ნა­ვენ. ასე რომ, კლი­ნი­კა ძა­ლი­ან ვა­რი­ა­ბე­ლუ­რია, ისე­ვე, რო­გორც პროგ­ნო­ზი და მიმ­დი­ნა­რე­ო­ბა.
„წი­თე­ლი დრო­შე­ბი“, ასე აღი­ნიშ­ნე­ბა ად­რე­უ­ლი სიმ­პ­ტო­მე­ბის ჩა­მო­ნათ­ვა­ლი სფე­რო­ე­ბის მი­ხედ­ვით, რო­მელ­თა შე­სა­ხებ ცოდ­ნა ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი იქ­ნე­ბა მო­სახ­ლე­ო­ბის­თ­ვის, რად­გან უფ­რო ად­რე მი­მარ­თავს სპე­ცი­ა­ლისტს.

— როგორია სტატისტიკა საქართველოში?
— მსოფ­ლიო სტა­ტის­ტი­კის მი­ხედ­ვით, 68 ბავ­შ­ვ­ში ერთს აუტიზ­მის სპექ­ტ­რის აშ­ლი­ლო­ბა აქვს, აქე­დან ბი­ჭებ­ში 5-ჯერ მე­ტია ალ­ბა­თო­ბა, ვიდ­რე გო­გო­ნებ­ში. CდC მო­ნა­ცე­მე­ბით ით­ვ­ლე­ბა, რომ 42 ბიჭ­ში ერთს აუტიზ­მი აქვს, 189 გო­გო­ნა­დან —  ერთს.
სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში სტა­ტის­ტი­კა მხო­ლოდ 2007-2008 წლე­ბის მო­ნა­ცე­მე­ბით შე­მო­ი­ფარ­გ­ლე­ბა, რო­დე­საც ნევ­რო­ლოგ­თა და ნე­ი­რო­ქი­რურ­გ­თა ასო­ცი­ა­ცი­ამ ჩა­ა­ტა­რა პი­ლო­ტუ­რი კვლე­ვა. გა­მოკ­ვ­ლე­ულ იქ­ნა სა­მი უბა­ნი — ვა­კე, სა­ბურ­თა­ლო და დი­ღო­მი, ეს მო­ნა­ცე­მე­ბი მა­შინ აბ­სო­ლუ­ტუ­რად ემ­თხ­ვე­ო­და გავ­რ­ცე­ლე­ბას — 110 ბავ­შ­ვ­ში ერთს ჰქონ­და აუტიზ­მის სპექ­ტ­რის აშ­ლი­ლო­ბა, შე­სა­ბა­მი­სად ით­ვ­ლე­ბო­და, რომ მხო­ლოდ ერ­თი პრო­ცენ­ტი იყო და ეს პრე­ვა­ლი­რე­ბა ეპი­ლეფ­სი­ის გავ­რ­ცე­ლე­ბის ტო­ლი იყო. ძა­ლი­ან მა­ლე, სამ­წუ­ხა­როდ, სა­ვა­ლა­ლო სუ­რა­თი მი­ვი­ღეთ — გა­სულ წლის მო­ნა­ცე­მე­ბით, ყო­ვე­ლი 68 ბავ­შ­ვი­დან ერთს აუტის­ტუ­რი სპექ­ტ­რის აშ­ლი­ლო­ბა აღე­ნიშ­ნა, რაც იმის მა­ნიშ­ნე­ბე­ლია, რომ რიცხ­ვი სწრა­ფად იზ­რ­დე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა წლე­ვან­დე­ლი წლის მი­მარ­თ­ვი­ა­ნო­ბას, ზუს­ტი სტა­ტის­ტი­კა ჯერ არ გვაქვს.

— რო­გორ ხდე­ბა დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბა, მკურ­ნა­ლო­ბის რა სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი არ­სე­ბობს და ვის უნ­და მი­მარ­თოს დე­დამ, თუ შვილს აუტის­ტუ­რი სპექ­ტ­რის აშ­ლი­ლო­ბის სიმ­პ­ტო­მე­ბი აღ­მო­აჩ­ნ­და?
— მენ­ტა­ლუ­რი ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის პროგ­რა­მის ფარ­გ­ლებ­ში, მოქ­მე­დებს დი­აგ­ნოს­ტი­კუ­რი პროგ­რა­მა — აუტის­ტუ­რი სპექ­ტ­რის აშ­ლი­ლო­ბის დი­აგ­ნოს­ტი­კა. გვაქვს ერ­თ­კ­ვი­რი­ა­ნი პროგ­რა­მა და ამ პე­რი­ოდ­ში, მულ­ტი­დის­ციპ­ლი­ნურ გუნ­დ­თან ერ­თად, რო­მელ­შიც ჩარ­თუ­ლი არი­ან: ფსი­ქი­ატ­რი-ნევ­რო­ლო­გი, კლი­ნი­კუ­რი ფსი­ქო­ლო­გი, ქცე­ვი­თი თე­რა­პევ­ტი, ხე­ლოვ­ნე­ბი­თი თე­რა­პევ­ტი, ფი­ზი­კუ­რი თე­რა­პევ­ტი და ა.შ., ვახ­დენთ პა­ცი­ენ­ტის დი­აგ­ნოს­ტი­კურ შე­ფა­სე­ბას და ვა­მი­სა­მარ­თებთ ინ­ტერ­ვენ­ცი­ა­ზე. პროგ­რა­მის ფარ­გ­ლებ­ში, ერ­თი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში, 27 პა­ცი­ენ­ტის მი­ღე­ბა შეგ­ვიძ­ლია, აქე­დან, ბუ­ნებ­რი­ვია, ყვე­ლას აუტის­ტუ­რი პრობ­ლე­მა არ აქვს (ზო­გი­ერ­თი მეტყ­ვე­ლე­ბის, ზო­გიც სას­კო­ლო უნარ-ჩვე­ვე­ბის დარ­ღ­ვე­ვე­ბით, რთუ­ლი ტი­კე­ბით, შფოთ­ვი­თი აშ­ლი­ლო­ბე­ბით და ა.შ.). 27 პროგ­რა­მუ­ლი პა­ცი­ენ­ტი­დან გარ­კ­ვე­უ­ლი წი­ლი აუტის­ტურ პა­ცი­ენ­ტ­ზე მო­დის. თუ მი­ვი­ტანთ ეჭვს აუტის­ტუ­რი სპექ­ტ­რის აშ­ლი­ლო­ბებ­ზე, ერ­თი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში, ვიწყებთ დი­აგ­ნოს­ტი­კის­თ­ვის მუ­შა­ო­ბას.
ბუ­ნებ­რი­ვია, დი­აგ­ნოს­ტი­კა ყველ­გან არ ხდე­ბა და ყვე­ლას არ შე­უძ­ლია, ამას მხო­ლოდ და მხო­ლოდ კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი კად­რე­ბი ახ­დე­ნენ, რომ­ლებ­საც დი­აგ­ნო­ზის დას­მის ოქ­როს სტან­დარ­ტი აქვთ. ეს არის გარ­კ­ვე­უ­ლი ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტუ­ლი ტეს­ტე­ბი — ადჴS  და ადჳ-R. პირ­ვე­ლი ქცე­ვა­ზე დაკ­ვირ­ვე­ბის ტეს­ტია, ხო­ლო მე­ო­რე — ორ­სა­ა­თი­ა­ნი ინ­ტერ­ვიუ პა­ცი­ენ­ტის მშო­ბელ­თან, რო­მე­ლიც 93 შე­კითხ­ვას აერ­თი­ა­ნებს. სა­ბო­ლოო ჯამ­ში, სწო­რედ ამ ტეს­ტ­ზე დაყ­რ­დ­ნო­ბით, ვსვამთ დი­აგ­ნოზს. ინ­ტერ­ვი­უს, პრაქ­ტი­კუ­ლად, არა­ფე­რი არ გა­მო­ე­პა­რე­ბა. ერ­თია, რა ინ­ფორ­მა­ცი­ას გვაწ­ვ­დის მშო­ბე­ლი და მე­ო­რე, რას ვხე­დავ მე. ამი­ტომ ეს ორი ტეს­ტი ერ­თ­მა­ნეთს ავ­სებს და, სა­ბო­ლო­ოდ, დი­აგ­ნო­ზამ­დე მივ­ყა­ვართ. რა თქმა უნ­და, მთა­ვა­რი მა­ინც კლი­ნი­კუ­რი მსჯე­ლო­ბაა, ამი­ტო­მაც ვრთავთ მულ­ტი­დის­ციპ­ლი­ნურ გუნდს, რო­მე­ლიც თა­ვი­სი პრო­ფი­ლის თვალ­საზ­რი­სით შე­ის­წავ­ლის თი­თო­ე­ულ ბავშვს. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, ბავ­შ­ვი გარ­კ­ვე­ულ პე­რი­ოდს ატა­რებს ქცე­ვით თე­რა­პევ­ტ­თან, ფსი­ქო­ლოგ­თან, ხე­ლოვ­ნე­ბით თე­რა­პევ­ტ­თან, ანუ, რაც ერთს გა­მორ­ჩე­ბა, სხვა სპე­ცი­ა­ლის­ტი აუცი­ლებ­ლად შე­ავ­სებს. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, შე­ფა­სე­ბა და მიდ­გო­მა ძა­ლი­ან ჰო­ლის­ტუ­რია. შე­ფა­სე­ბის პრო­ცეს­ში ვმუ­შა­ობთ ძლი­ე­რი და სუს­ტი მხა­რე­ე­ბის, ზო­გა­დად რე­სურ­სის გა­მო­სავ­ლე­ნად, რაც ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ინ­ტერ­ვენ­ცი­ის პრო­ცე­სის­თ­ვის. ინ­ტერ­ვენ­ცი­ას, ანუ ჩა­რე­ვას აღ­ნიშ­ნუ­ლი პრობ­ლე­მის დროს ა­ხორ­ცი­ე­ლე­ბენ ძი­რი­თა­დად ქცე­ვი­თი თე­რა­პევ­ტე­ბი, პრო­ცეს­ში ერ­თ­ვე­ბა ასე­ვე სხვა­დას­ხ­ვა სპე­ცი­ა­ლისტი, ბავ­შ­ვის სა­ჭი­რო­ე­ბიდან გა­მომ­დი­ნა­რე — ხე­ლოვ­ნე­ბით თე­რა­პევ­ტე­ბი, მეტყ­ვე­ლე­ბით თე­რა­პევ­ტე­ბი და ა.შ.

— მკურნალობის რომელ მეთოდს ანიჭებთ უპი­რატესობას და რა მნიშვნელობა აქვს ადრეულ დიაგნოსტირებას?
— ჩვენ  ფსი­ქო­სო­ცი­ა­ლუ­რი რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის მომ­ხ­რე­ნი ვართ, აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მე­დი­კა­მენ­ტებს, პრაქ­ტი­კუ­ლად, არ ვი­ყე­ნებთ. მსოფ­ლიო გა­მოც­დი­ლე­ბაც ასე­თი­ვეა — მი­ნი­მა­ლუ­რი მე­დი­კა­მენ­ტი და მი­ნი­მა­ლუ­რი ქი­მი­უ­რი ჩა­რე­ვა, შე­დე­გე­ბი კი  — ფრი­ად ხელ­შე­სა­ხე­ბი. მა­გა­ლი­თად, 2014 წლის კვლე­ვე­ბით, დი­აგ­ნო­ზის მოხ­ს­ნა და ოპ­ტი­მა­ლუ­რი გა­მო­სა­ვა­ლი შე­საძლე­ბე­ლია უკ­ვე დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბულ­თა 9%-ში. ით­ვ­ლე­ბა, რომ ად­რე­უ­ლი ინ­ტერ­ვენ­ცია, ანუ სამ წლამ­დე დაწყე­ბუ­ლი თე­რა­პია პა­ცი­ენ­ტ­თა 50%-ში საგ­რ­ძ­ნობ­ლად აუმ­ჯო­ბე­სებს შე­დეგს. სწო­რედ ამი­ტომ ად­რე­უ­ლი ნიშ­ნე­ბის ამოც­ნო­ბა პირ­ვე­ლა­დი ჯან­დაც­ვის რგო­ლის ექი­მე­ბის, ბა­ღის აღ­მ­ზ­რ­დე­ლე­ბის, ზო­გა­დად მშობ­ლე­ბის პრი­ო­რი­ტე­ტია, რა­თა მათ ად­რე­ულ ასაკ­ში გა­და­ა­მი­სა­მარ­თონ ბავ­შ­ვი სპე­ცი­ა­ლიტ­თან და და­იწყონ თე­რა­პია.
იმის ილუ­ზია, რომ გარ­კ­ვე­ულ შე­დე­გამ­დე მის­ვ­ლას კვი­რა ან თვე სჭირ­დე­ბა, არ უნ­და გვქონ­დეს. ხშირ შემ­თხ­ვე­ვა­ში, თე­რა­პი­ას წლე­ბი სჭირ­დე­ბა. მთა­ვა­რია, ბავ­შ­ვებს სწო­რად მი­ე­წო­დოთ სას­წავ­ლო ინ­ფორ­მა­ცია. მა­გა­ლი­თად, ქცე­ვის გა­მო­ყე­ნე­ბი­თი ანა­ლი­ზი (აბა) არის თე­რა­პია, რო­მელ­საც ჩვენ აქ­ტი­უ­რად ვი­ყე­ნებთ, რა თქმა უნ­და, თე­რა­პი­ის სხვა სა­ხე­ო­ბე­ბის ჩარ­თ­ვით, რო­მელ­ზე­დაც ზე­მოთ ვი­სა­უბ­რეთ. მას მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი კვლე­ვი­თი სა­ფუძ­ვე­ლი აქვს. კვლე­ვე­ბი ადას­ტუ­რებს, რომ მე­თო­დი კარ­გად მუ­შა­ობს და ეფექ­ტუ­რია, ჩვენ მარ­თ­ლაც ვი­ღებთ სე­რი­ო­ზულ გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას, რაც, თა­ვის­თა­ვად, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია. თე­რა­პი­ის ხან­გ­რ­ძ­ლი­ვო­ბა, რო­გორც გითხა­რით, ძა­ლი­ან ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რია და და­მო­კი­დე­ბუ­ლია რე­სურ­ს­ზე. კე­თილ­სა­ი­მე­დო პროგ­ნოზს რამ­დე­ნი­მე კომ­პო­ნენ­ტი გან­საზღ­ვ­რავს — კარ­გი ინ­ტე­ლექ­ტი, ად­რე­უ­ლად გა­მოვ­ლე­ნი­ლი პრობ­ლე­მა, კარ­გი საწყი­სი კო­მუ­ნი­კა­ცი­უ­რი უნა­რე­ბი და ად­რე­უ­ლად დაწყე­ბუ­ლი თე­რა­პია. გვაქვს შემ­თხ­ვე­ვე­ბი, რო­ცა ნა­ბიჯ-ნა­ბიჯ, წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, ნე­ლა მი­ვი­წევთ წინ; გვაქვს ასე­ვე შემ­თხ­ვე­ვე­ბი, რო­ცა სწრა­ფად შე­იძ­ლე­ბა დად­გეს გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა, ბუ­ნებ­რი­ვია, რამ­დე­ნი­მე კვი­რას ან დღეს არ ვგუ­ლის­ხ­მობ.
სა­ხელ­მ­წი­ფო პროგ­რა­მის ფარ­გ­ლებ­ში დი­აგ­ნოს­ტი­კუ­რი ტეს­ტე­ბით შე­ფა­სე­ბა აბ­სო­ლუ­ტუ­რად უფა­სოა. თე­რა­პია, ჯერ­ჯე­რო­ბით, არ ფი­ნან­ს­დე­ბა, მაგ­რამ აქ­ტი­უ­რად გა­ნი­ხი­ლე­ბა აუტიზ­მის და­ფი­ნან­სე­ბის სა­კითხი მე­რი­ა­ში, ინ­ტენ­სი­უ­რად ჩა­ერ­თ­ვე­ბა ქა­ლა­ქის საკ­რე­ბუ­ლოც. იმე­დია, მა­ლე გვექ­ნე­ბა პროგ­რა­მა ამ ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის.

— რო­გო­რია თქვე­ნი პო­ზი­ცია ინ­კ­ლუ­ზი­ურ სწავ­ლე­ბა­ში აუტის­ტუ­რი სპექ­ტ­რის აშ­ლი­ლო­ბის მქონე ბაშ­ვე­ბის ჩარ­თ­ვის შე­სა­ხებ? რო­მელ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბას მის­ცენ მშობ­ლებ­მა უპი­რა­ტე­სო­ბა?
— რაც შე­ე­ხე­ბა ინ­კ­ლუ­ზი­ურ გა­ნათ­ლე­ბას, ეს ბავ­შ­ვე­ბი მაქ­სი­მა­ლუ­რად უნ­და იყ­ვ­ნენ ინ­ტეგ­რი­რე­ბული სკო­ლა­ში, თუმ­ცა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ნა­ბი­ჯე­ბია გა­და­სად­გ­მე­ლი ამ კუთხით. კად­რე­ბი ჯერ­ჯე­რო­ბით არ არი­ან მზად აუტიზ­მის დი­აგ­ნო­ზის მქო­ნე ბავ­შ­ვე­ბის მი­სა­ღე­ბად, მშობ­ლე­ბის­გან რა ინ­ფორ­მა­ცი­აც მაქვს, რე­ა­ლუ­რად ამ ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის პროგ­რა­მის შექ­მ­ნა არის უბ­რა­ლოდ მა­სა­ლის და სკო­ლა­ში გა­ტა­რე­ბა­დი დრო­ის ხან­გ­რ­ძ­ლი­ვო­ბის სეკ­ვეს­ტ­რა­ცია.
წე­სით, მთელ ევ­რო­პა­ში მი­ღე­ბუ­ლია, რომ აუტიზ­მის სპექ­ტ­რის მქო­ნე ბავ­შ­ვებ­მა ჩვე­უ­ლებ­რივ სა­ჯა­რო სკო­ლებ­ში ის­წავ­ლონ, ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბაც ხომ სწო­რედ ამას გუ­ლის­ხ­მობს. მა­გა­ლი­თად, არის ერთ-ერ­თი ასე­თი გა­მოც­დი­ლე­ბა, რომ მათ დაყ­ვე­ბათ ქცე­ვი­თი თე­რა­პევ­ტი, სპეც­პე­და­გო­გი ან სპე­ცი­ა­ლის­ტი, რომ­ლებ­საც „აჩრ­დი­ლებს“ უწო­დე­ბენ. ისი­ნი სკო­ლებ­ში მუდ­მი­ვად ბავ­შ­ვე­ბის გვერ­დით არი­ან და ას­წავ­ლი­ან, რო­გორ მო­იქ­ც­ნენ ადეკ­ვა­ტუ­რად ამა თუ იმ ვი­თა­რე­ბა­ში; ახ­დე­ნენ მა­თი ქცე­ვის მსუ­ბუქ კო­რექ­ცი­ას — ას­წავ­ლი­ან, რო­გორ ჩა­ერ­თონ სო­ცი­უმ­ში. რა თქმა უნ­და, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ასე­თი მე­თო­დის­გან ძა­ლი­ან შორს ვართ. ბავშ­ვე­ბი, წე­სით, სა­ჯა­რო სკო­ლებ­ში უნ­და სწავ­ლობ­დ­ნენ, სა­დაც პე­და­გო­გე­ბი მზად უნ­და იყ­ვ­ნენ იმის­თ­ვის, რომ აუტის­ტი ბავ­შ­ვე­ბი მი­ი­ღონ და მაქ­სი­მა­ლუ­რად შე­უწყონ ხე­ლი, ადეკ­ვა­ტურ ინ­ტეგ­რი­რე­ბას მა­თი­ვე ასა­კობ­რივ კა­ტე­გო­რი­ას­თან. ეს უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სია, რად­გან ეს ბავ­შ­ვე­ბი ძა­ლი­ან ბევრ რა­მეს ცვლი­ან არა მარ­ტო სა­კუ­თარ თავ­ში, არა­მედ სხვა ბავ­შ­ვებ­შიც. მა­თი თა­ნა­ტო­ლე­ბი სხვაგ­ვა­რად ემ­პა­თი­უ­რე­ბი ხდე­ბი­ან, თა­ნაგ­რ­ძ­ნო­ბა და თა­ნად­გო­მა უჩ­ნ­დე­ბათ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სა­ჭი­რო­ე­ბის მქო­ნე თა­ნა­ტო­ლე­ბის მი­მართ. მსგავ­სი მიდ­გო­მა მარ­თ­ლაც შე­უწყობს ხელს, ისე­თი თა­ო­ბის აღ­ზ­რ­დას, რო­მე­ლიც რე­ა­ლუ­რად ამ პრობ­ლე­მებ­თან ერ­თად გა­ი­ზარ­და და კარ­გად იცის რო­გორ მო­ექ­ცეს გვერ­დით მყოფ აუტიზ­მის სპექ­ტ­რის მქო­ნე თა­ნაკ­ლა­სელს თუ მე­გო­ბარს.

— რამ­დე­ნად არი­ან რე­ა­ლი­ზე­ბუ­ლი აუტიზ­მის სპექ­ტ­რის აშ­ლი­ლო­ბის მქო­ნე ადა­მი­ა­ნე­ბი? რო­გო­რია, ამ მხრივ, მსოფ­ლიო გა­მოც­დი­ლე­ბა?
— ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო ტენ­დენ­ციაა „აუტიზ­მი ევ­რო­პა“, რო­მე­ლიც პირ­და­პირ მი­უ­თი­თებს, რომ შე­ჩერ­დეს დის­კ­რი­მი­ნა­ცია, რომ ამ ადა­მი­ა­ნებს ისე­თი­ვე უფ­ლე­ბა აქვთ იყ­ვ­ნენ და­საქ­მე­ბუ­ლე­ბი, რო­გორც და­ნარ­ჩე­ნებს. ფაქ­ტია, რომ ეს პრობ­ლე­მა მთე­ლი მსოფ­ლი­ოს მას­შ­ტა­ბი­თაა, რად­გან დღეს­დღე­ო­ბით ასე­თი აქ­ტუ­ა­ლუ­რია. რა თქმა უნ­და, აუტის­ტუ­რი სპექ­ტ­რის აშ­ლი­ლო­ბე­ბის მქო­ნე პა­ცი­ენ­ტე­ბის დი­დი რა­ო­დე­ნო­ბა ახერ­ხებს სა­კუ­თა­რი თა­ვის რე­ა­ლი­ზე­ბას და მათ შე­უძ­ლი­ათ, გახ­დ­ნენ წარ­მა­ტე­ბუ­ლე­ბი. მათ ამის უნა­რი შესწევთ, თუ­კი გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის ადეკ­ვა­ტუ­რი გა­რე­მო და ხელ­შეწყო­ბა ექ­ნე­ბათ.

— როგორ რეაგირებენ მშობლები დიაგ­ნოზზე?
— ძა­ლი­ან რთუ­ლად არის ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში მშობ­ლე­ბის მხრი­დან მიმ­ღებ­ლო­ბის სა­კითხი. თა­ვი­დან, რო­ცა დი­აგ­ნოზს ვსვამთ და მშობ­ლებს ვაც­ნობთ, მა­თი მხრი­დან აგ­რე­სი­ა­საც კი ვი­ღებთ - არ უნ­დათ ეს დი­აგ­ნო­ზი, ურ­ჩევ­ნი­ათ სხვა ნე­ბის­მი­ე­რი. ეს იმას ნიშ­ნავს, რომ არ არი­ან მზად ამის­თ­ვის. არა აქვს მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა ემ­პა­თი­ის დო­ნეს, თუ ერ­თის­თ­ვის გვყოფ­ნის ემ­პა­თია, მა­შინ მე­ო­რის­თ­ვი­საც გვე­ყო­ფა. მაგ­რამ, ვი­ღაც ამას უფ­რო ადეკ­ვა­ტუ­რად იღებს, ვი­ღა­ცის­თ­ვის კი სა­ერ­თოდ მი­უ­ღე­ბე­ლია. ერ­თ­მ­ნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად თქმა გა­მი­ჭირ­დე­ბა, მაგ­რამ მა­ინც ვიტყ­ვი, უმე­ტე­სო­ბა მზა­დაა, ყო­ველ შემ­თხ­ვე­ვა­ში, პირ­ველ ვი­ზიტ­ზე თუ არა, გან­მე­ო­რე­ბით ვი­ზი­ტებ­ზე მა­ინც. სა­ბო­ლო­ოდ კი, მივ­დი­ვართ მიზ­ნის­კენ — აღი­ა­რონ პრობ­ლე­მა, ადეკ­ვა­ტუ­რად ჩა­ერ­თონ პრო­ცეს­ში და მე­ტი ინ­ფორ­მა­ცია, ფსი­ქო­გა­ნათ­ლე­ბა მი­ი­ღონ ამ მდგო­მა­რე­ო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით. ერ­თობ­ლი­ვი ძა­ლის­ხ­მე­ვით, მეტ-ნაკ­ლე­ბად, ვა­ხერ­ხებთ,  რომ ბავ­შ­ვის აღ­ზ­რ­და სწო­რად წა­რი­მარ­თოს.

— გა­ნე­კუთ­ვ­ნე­ბა თუ არა გე­ნე­ტი­კურ და­ა­ვა­დე­ბა­თა რიცხვს აუტის­ტუ­რი სპექ­ტ­რის აშ­ლი­ლო­ბა?
— სულ უფ­რო ბევრს სა­უბ­რო­ბენ აუტიზ­მ­ზე, რო­გორც ეპი­გე­ნე­ტი­კურ სინ­დ­რომ­ზე. ეს ნიშ­ნავს, რომ შე­იძ­ლე­ბა გე­ნე­ტი­კუ­რი ინ­ფორ­მა­ცია, ამა თუ იმ მდგო­მარე­ო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, გა­და­ე­ცე­მო­დეს თა­ო­ბი­დან თა­ო­ბას, მაგ­რამ ხელ­შემ­წყო­ბი ფაქ­ტო­რე­ბის ზედ­დე­ბა თუ არ მოხ­და გა­რე­მოს მხრი­დან, შე­საძ­ლოა ეს პრობ­ლე­მა კლი­ნი­კუ­რად არ გა­მოვ­ლინ­დეს.

— სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში არა­ერ­თი მო­საზ­რე­ბა არ­სე­ბობს, რო­მე­ლიც აუტიზ­მის სპექ­ტ­რის აშ­ლი­ლო­ბის მქო­ნე ადა­მი­ანს წა­მოგ­ვიდ­გენს, რო­გორც ძა­ლი­ან აგ­რე­სი­ულს ან გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი უნა­რე­ბის მქო­ნეს, შე­ე­სა­ბა­მე­ბა თუ არა ეს სი­ნამ­დ­ვი­ლეს?
 — ძა­ლი­ან მინ­და და­იმ­ს­ხ­ვ­რეს სტე­რე­ო­ტი­პე­ბი, რომ აუტის­ტუ­რი სპექ­ტ­რის აშ­ლი­ლო­ბის მქო­ნე ბავ­შ­ვე­ბი აგ­რე­სი­უ­ლე­ბი არი­ან, აქვთ ქცე­ვი­თი დარ­ღ­ვე­ვე­ბი და ა.შ. ასეთ ბავშვებს შე­­ი­ძ­­ლე­ბა ჰქონდეთ ქცე­ვი­თი დარ­ღ­ვე­ვე­ბი, მაგ­რამ აუცი­ლებ­ლო­ბა ამი­სი არ არ­სე­ბობს, მე­ტიც, მა­თი უმე­ტე­სო­ბა ძა­ლი­ან კე­თილ­გან­წყო­ბი­ლია.
მი­თია, რომ აუტის­ტუ­რი სპექ­ტ­რის მქო­ნე ადა­მი­ა­ნებს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი უნა­რე­ბი აქვთ. მათ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბი აქვთ და ამ ინ­ტე­რე­სე­ბის ირ­გ­ვ­ლივ უამ­რავ ინ­ფორ­მა­ცი­ას ფლო­ბენ. მა­გა­ლი­თად, მა­ღალ­ფუნ­ქ­ცი­უ­რი აუტის­ტუ­რი სპექ­ტ­რის დროს მათ აქვთ ენ­ციკ­ლო­პე­დი­უ­რი ცოდ­ნა მათ­თ­ვის სა­ინ­ტე­რე­სო სა­კითხე­ბის შე­სა­ხებ, მაგ­რამ, ხშირ შემ­თხ­ვე­ვა­ში, ასეთ უნა­რებს ნაკ­ლე­ბად ვხვდე­ბით. გა­მო­ნაკ­ლის შემ­თხ­ვე­ვა­ში, გარ­კ­ვე­უ­ლი უნა­რე­ბი ისე­თი­ვე სიხ­ში­რით აღი­ნიშ­ნე­ბა, რო­გორც სხვებ­თან.

— რე­ა­ლუ­რად რა შეც­ვა­ლა 2-მა აპ­რილ­მა?
— სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში პირ­ვე­ლად, ნევ­რო­ლოგ­თა და ნე­ი­რო­ქი­რურ­გ­თა ასო­ცი­ა­ცი­ამ, 2007-08 წლებ­ში, და­ვიწყეთ მუ­შა­ო­ბა აუტიზ­მის სპექ­ტ­რის აშ­ლი­ლო­ბებ­ზე. გრან­ტუ­ლი და­ფი­ნან­სე­ბის ფარ­გ­ლებ­ში, შე­ვი­ძი­ნეთ დი­აგ­ნოს­ტი­კუ­რი ტეს­ტე­ბი. უცხო­ეთ­ში მომ­ზად­ნენ სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი. და­ვიწყეთ პირ­ვე­ლა­დი ჯან­დაც­ვის რგო­ლის ექი­მე­ბის გა­დამ­ზა­დე­ბა, რა­მაც მო­მარ­თ­ვი­ა­ნო­ბა გა­ზარ­და. 2007 წლის დე­კემ­ბერ­ში გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ერე­ბის ასამ­ბ­ლე­ამ მი­ი­ღო რე­ზო­ლუ­ცია, რომ 2 აპ­რი­ლი გა­მოცხა­დე­ბუ­ლი­ყო აუტიზ­მის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლო­ბის ამაღ­ლე­ბის დღედ, 2011 წლი­დან, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, და­იწყო 2 აპ­რი­ლის აღ­ნიშ­ვ­ნა.
ჩვე­ნი ცენ­ტ­რი, ყო­ველ 2 აპ­რილს, ამ ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის აწყობს ღო­ნის­ძი­ე­ბას. წელ­საც ზო­ო­პარ­კ­ში ვგეგ­მავთ, მათ­თან ერ­თად, ამ დღის აღ­ნიშ­ვ­ნას. გვინ­და, მშობ­ლებს, სა­ზო­გა­დო­ე­ბას მე­ტი ინ­ფორ­მა­ცია მი­ვა­წო­დოთ. რო­ცა პირ­ვე­ლად აღ­ვ­ნიშ­ნეთ 2 აპ­რი­ლი, 3 მშო­ბე­ლი ძლივს და­ვი­თან­ხ­მეთ, რომ ჩარ­თუ­ლიყ­ვ­ნენ ამ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ში, წელს კი, მი­ნი­მუმ, 150 ბავშვს ვე­ლო­დე­ბით. აი, ეს გა­ა­კე­თა 2-მა აპ­რილ­მა — ცნო­ბა­დო­ბა გა­ზარ­და და და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბაც რე­ა­ლუ­რად შეც­ვა­ლა.

ესა­უბ­რა ლა­ლი ჯე­ლა­ძე

P.S. წლე­ვან­დე­ლი 2 აპ­რი­ლი ნე­ი­რო­გან­ვი­თა­რე­ბის ცენ­ტ­რ­მა თბი­ლი­სის ზო­ო­პარ­კ­ში საქ­ველ­მოქ­მე­დო ღო­ნის­ძი­ე­ბით აღ­ნიშ­ნა, რო­მელ­საც 150 აუტის­ტუ­რი სპექ­ტ­რის აშ­ლი­ლო­ბის მქო­ნე ბავ­შ­ვი და­ეს­წ­რო. ღო­ნის­ძი­ე­ბას ძა­ლი­ან თბი­ლი სლო­გა­ნი ჰქონ­და — „აუტიზ­მის გა­სა­ღე­ბი სიყ­ვა­რუ­ლია“. ვე­ცა­დოთ, ყვე­ლამ ვი­პო­ვოთ ეს გა­სა­ღე­ბი.

 

25-28(942)N