გამოდის 1998 წლიდან
2015-04-08
მას­წავ­ლე­ბელ­თა ხა­რის­ხის და ეფექ­ტი­ა­ნო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა — 21-ე სა­უ­კუ­ნის კონ­კუ­რენ­ტუ­ნა­რი­ა­ნო­ბის აუცი­ლე­ბე­ლი პი­რო­ბა

ლა­ლი ჯე­ლა­ძე

მას­წავ­ლე­ბელ­თა სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა, მას­წავ­ლე­ბელ­თა სა­მუ­შაო ძა­ლის ეფექ­ტი­ა­ნო­ბის გაზ­რ­და და მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სი­ის პრეს­ტი­ჟის ამაღ­ლე­ბა ახა­ლი, ნი­ჭი­ე­რი კად­რე­ბის მო­სა­ზი­დად — ეს ის სა­კითხე­ბია, რომ­ლებ­ზეც მას­წავ­ლე­ბელ­თა პო­ლი­ტი­კის ორ­დღი­ან ფო­რუმ­ზე იმ­ს­ჯე­ლეს. ფო­რუ­მი — „მას­წავ­ლე­ბელ­თა ხა­რის­ხის და ეფექ­ტი­ა­ნო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა — აუცი­ლე­ბე­ლი პი­რო­ბა სა­ქარ­თ­ვე­ლოს კონ­კუ­რენ­ტუ­ნა­რი­ა­ნო­ბის­თ­ვის 21-ე სა­უ­კუ­ნე­ში“ გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს, გა­ე­როს ბავ­შ­ვ­თა ფონ­დის (იუნი­სე­ფის), სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ეს­ტო­ნე­თის სა­ელ­ჩო­სა და მსოფ­ლიო ბან­კის ორ­გა­ნი­ზე­ბით ჩა­ტარ­და. ორ­დღი­ან­მა ფო­რუმ­მა თა­ვი მო­უ­ყა­რა უცხო­ელ ექ­ს­პერ­ტებს, ქვეყ­ნის პო­ლი­ტი­კის გან­მ­საზღ­ვ­რელ პი­რებს, გა­ნათ­ლე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტებ­სა და სა­ერ­თა­შო­რი­სო დო­ნო­რებს.
იუნი­სე­ფი­სა და ეს­ტო­ნე­თის მთავ­რო­ბის მი­ერ მო­მა­ვა­ლი მას­წავ­ლებ­ლე­ბის სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო გა­ნათ­ლე­ბის მხარ­და­ჭე­რა და გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს მი­ერ ახ­ლა­ხან დამ­ტ­კი­ცე­ბუ­ლი მას­წავ­ლე­ბელ­თა გან­ვი­თა­რე­ბის სქე­მა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში მას­წავ­ლე­ბელ­თა ხა­რის­ხის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას ქმნის. თუმ­ცა, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ჯერ კი­დევ შორს ვართ იმის­გან, რომ მას­წავ­ლე­ბელ­თა საქ­მი­ა­ნო­ბა სკო­ლა­ში მა­ღალ­კ­ვა­ლი­ფი­ცი­უ­რი და უფ­რო შე­დე­გი­ა­ნი იყოს.
„მოს­წავ­ლე­ე­ბის მა­ღა­ლი სა­გან­მან­ათ­ლებ­ლო შე­დე­გე­ბის მი­ღე­ბის ერთ-ერ­თი წი­ნა­პი­რო­ბა მას­წავ­ლებ­ლე­ბის აკა­დე­მი­უ­რი მომ­ზა­დე­ბა და მა­თი გა­დამ­ზა­დე­ბის პროგ­რა­მე­ბის ხა­რის­ხია, — აცხა­დებს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის მი­ნის­ტ­რის მო­ად­გი­ლე ლია გი­გა­უ­რი, — შე­სა­ბა­მი­სად, სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­მოც­დი­ლე­ბის გა­ზი­ა­რე­ბა, ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით, ჩვენ­თ­ვის ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, მით უმე­ტეს, რომ უკ­ვე იწყე­ბა სქე­მის იმ­პ­ლი­მენ­ტა­ცი­ის პრო­ცე­სი და მო­სამ­ზა­დე­ბელ პე­რი­ოდ­ში, კი­დევ შეგ­ვიძ­ლია, გა­დავ­ხე­დოთ ცალ­კე­ულ სა­კითხებს სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­მოც­დი­ლე­ბის გა­ზი­ა­რე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე.“
მსოფ­ლიო ბან­კის რე­გი­ო­ნუ­ლი დი­რექ­ტო­რი სამ­ხ­რეთ კავ­კა­სი­ა­ში ჰენ­რი კე­რა­ლი ფო­რუმს მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად მი­იჩ­ნევს და აცხა­დებს: „მო­ხა­რულ­ნი ვართ, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში მას­წავ­ლე­ბელ­თა ხა­რის­ხის ამაღ­ლე­ბას უფ­რო დი­დი ყუ­რადღე­ბა რომ ექ­ცე­ვა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ის რე­ფორ­მე­ბი, რომ­ლე­ბიც გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს მი­ერ პრო­ფე­სი­უ­ლი სტან­დარ­ტე­ბი­სა და მას­წავ­ლე­ბელ­თა წა­ხა­ლი­სე­ბის სის­ტე­მის შე­მუ­შა­ვე­ბის მიზ­ნით ტარ­დე­ბა. ეს ფო­რუ­მი კარ­გი პლატ­ფორ­მაა არ­სე­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბის მი­მო­ხი­ლვის­თ­ვის, რომ გა­ვაგ­რ­ძე­ლოთ ერ­თობ­ლი­ვი ძა­ლის­ხ­მე­ვა მას­წავ­ლე­ბელ­თა სა­მუ­შაო ძა­ლის გა­სა­უმ­ჯო­ბე­სებ­ლად.“
მას­წავ­ლე­ბელ­თა ხა­რის­ხ­სა და მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სი­ის პრეს­ტი­ჟის ამაღ­ლე­ბა­ზე ბევ­რი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ას­პექ­ტი ახ­დენს გავ­ლე­ნას — მუ­შა­ო­ბის პე­რი­ოდ­ში კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ამაღ­ლე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა, გან­სა­კუთ­რე­ბით მათ­თ­ვის, ვინც ყვე­ლა­ზე მძი­მე რე­გი­ო­ნებ­სა და სკო­ლებ­ში მუ­შა­ობს; წა­ხა­ლი­სე­ბის ეფექ­ტი­ა­ნი სის­ტე­მა კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვის რთულ სკო­ლებ­ში მუ­შა­ო­ბის მო­ტი­ვა­ცი­ის­თ­ვის; ინ­ს­ტი­ტუ­ცი­უ­რი მე­ქა­ნიზ­მი, რო­მე­ლიც დამ­წყებ მას­წავ­ლებ­ლებს პრო­ფე­სი­უ­ლი კა­რი­ე­რის დაწყე­ბა­ში და პირ­ვე­ლი ორი წლის მან­ძილ­ზე და­ეხ­მა­რე­ბა; სწავ­ლი­სა და სწავ­ლე­ბის პრო­ცე­სის ეფექ­ტი­ა­ნო­ბი­სა და შე­დე­გი­ა­ნო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა; ხელ­ფა­სე­ბის საგ­რ­ძ­ნო­ბი ზრდა.
აქამ­დე სა­ქარ­თ­ვე­ლოს მას­წავ­ლე­ბელ­თა უმე­ტე­სო­ბას არ ჰქონ­და შე­საძ­ლებ­ლო­ბა სის­ტე­მა­ტუ­რი, უწყ­ვე­ტი პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის. ისი­ნი აგ­რ­ძე­ლებ­დ­ნენ იმ ცოდ­ნი­სა და მე­თო­დე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას, რომ­ლე­ბიც მრა­ვა­ლი წლის წინ, სტუ­დენ­ტო­ბი­სას, შე­ი­ძი­ნეს უნი­ვერ­სი­ტეტ­ში. ახა­ლი მას­წავ­ლებ­ლე­ბი არ გა­დი­ან ადეკ­ვა­ტურ მომ­ზა­დე­ბას პრაქ­ტი­კულ სწავ­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით. ამას ემა­ტე­ბა არა­საკ­მა­რი­სი მომ­ზა­დე­ბა და ხელ­შეწყო­ბა პრო­ფე­სი­უ­ლი კა­რი­ე­რის დაწყე­ბი­სას. შე­დე­გად, სწავ­ლე­ბის პრაქ­ტი­კა კვლავ რჩე­ბა ფო­კუ­სი­რე­ბუ­ლი მას­წავ­ლე­ბელ­ზე და სტა­ტი­კუ­რი და არა­ე­ფექ­ტი­ა­ნია მოს­წავ­ლე­თა აკა­დე­მი­უ­რი მოს­წ­რე­ბის ზრდის თვალ­საზ­რი­სით — აღ­ნიშ­ნუ­ლია გა­ნათ­ლე­ბი­სა და მენ­ცი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს ოფი­ცი­ა­ლურ გვერ­დ­ზე.
„მო­მა­ვა­ლი მას­წავ­ლებ­ლე­ბის სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო გა­ნათ­ლე­ბა და მა­თი მომ­ზა­დე­ბა პე­და­გო­გი­უ­რი კა­რი­ე­რის დაწყე­ბის პრო­ცეს­ში, სა­ვალ­დე­ბუ­ლო პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბა მუ­შა­ო­ბის პრო­ცეს­ში და მას­წავ­ლე­ბელ­თა შე­ფა­სე­ბა, ძი­რი­თა­დი ფაქ­ტო­რე­ბია სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში სწავ­ლე­ბის ხა­რის­ხის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბი­სათ­ვის, — აღ­ნიშ­ნა სა­შა გრა­უ­მან­მა, იუნი­სე­ფის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, — სა­ქარ­თ­ვე­ლოს მთავ­რო­ბამ უფ­რო გა­დამ­წყ­ვე­ტი ნა­ბი­ჯე­ბი უნ­და გა­დად­გას სწავ­ლე­ბის ხა­რის­ხის და სის­ტე­მის ეფექ­ტი­ა­ნო­ბის გა­სა­უმ­ჯო­ბე­სებ­ლად. კარ­გი მას­წავ­ლე­ბე­ლი ნიშ­ნავს კარგ მოს­წავ­ლეს, ხო­ლო კარ­გი მოს­წავ­ლე ქმნის ეფექ­ტი­ან და კონ­კუ­რენ­ტუ­ნა­რი­ან სა­მუ­შაო ძა­ლას, რო­მელ­საც მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი წვლი­ლი შე­აქვს ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კის გან­ვი­თა­რე­ბა­ში, რაც არ­სე­ბი­თია მი­სი ზრდი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის“.
ფო­რუ­მის მო­ნა­წი­ლე­ებ­მა სა­ინ­ტე­რე­სო მოხ­სე­ნე­ბე­ბი და პრე­ზენ­ტა­ცი­ე­ბი წარ­მო­ად­გი­ნეს. ბუ­ნებ­რი­ვია, აქ­ცენ­ტე­ბი მას­წავ­ლე­ბელ­თა ხა­რის­ხის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის ირ­გ­ვ­ლივ ტრი­ა­ლებ­და. ლონ­დო­ნის უნი­ვერ­სი­ტე­ტის კო­ლე­ჯის პრო­ფე­სორ­მა დე­ვიდ სკოტ­მა, რო­მელ­მაც ფო­რუ­მის მო­ნა­წი­ლე­ებს გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­მე­ფოს გა­მოც­დი­ლე­ბა გა­უ­ზი­ა­რა, ხაზ­გას­მით აღ­ნიშ­ნა, რომ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ზუს­ტად ვი­ცო­დეთ და გვეს­მო­დეს სიტყ­ვა „ხა­რის­ხი“, რად­გან მხო­ლოდ სა­უ­ბა­რი და ამ სიტყ­ვის ტრი­ა­ლი არაფ­რის მომ­ტა­ნია. რას გუ­ლის­ხ­მობს ხა­რის­ხი? მას­წავ­ლე­ბელს, რო­მელ­საც აქვს ქა­რიზ­მა, ძა­ლი­ან მა­ლე და იოლად შე­უძ­ლია კლა­სის (თუნ­დაც 100 მოს­წავ­ლე იყოს) შე­მოკ­რე­ბა და მა­თი ყუ­რადღე­ბის მიპყ­რო­ბა, თუ მას­წავ­ლე­ბელს, რო­მელ­საც ის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი უნა­რე­ბი აქვს, რო­მე­ლიც მის პრო­ფე­სი­ულ ხა­რისხს გა­ნა­პი­რო­ბებს? ეს ის მთა­ვა­რი კითხ­ვაა, რომ­ლის ირ­გ­ვ­ლი­ვაც ისა­უბ­რა დე­ვიდ სკოტ­მა. ის თა­ვა­დაც მუ­შა­ობ­და სკო­ლა­ში 12 წე­ლი და ამ­ბობს, რომ მარ­თ­ლაც ძა­ლი­ან მძი­მე სა­მუ­შაოა. მი­სი აზ­რით, მას­წავ­ლებ­ლო­ბის პრინ­ცი­პუ­ლი მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი და უნა­რია, თვი­თონ ის­წავ­ლოს მა­ში­ნაც კი, რო­ცა უკ­ვე მას­წავ­ლე­ბე­ლი ხარ. ამი­ტო­მაც არ არის სა­ჭი­რო იყო ქა­რიზ­მუ­ლი და თა­ვი­დან­ვე ამით მი­იპყ­რო ყუ­რადღე­ბა — აუცი­ლე­ბე­ლი და სა­ჭი­რო უნა­რია გა­მუდ­მე­ბით სწავ­ლა.
დე­ვიდ სკო­ტის აზ­რით, აღ­მო­საფხ­ვ­რე­ლია მი­თი — ვი­საც უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მა­ღა­ლი აკა­დე­მი­უ­რი მოს­წ­რე­ბა აქვს, აუცი­ლებ­ლად კარ­გი მას­წავ­ლე­ბე­ლი გახ­დე­ბა. მა­გა­ლი­თად ფი­ნე­თის გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა და­ა­სა­ხე­ლა, სა­დაც მას­წავ­ლებ­ლად არ აჰ­ყავთ ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­უ­კე­თე­სო სტუ­დენ­ტე­ბი იყ­ვ­ნენ, პი­რი­ქით, უპი­რა­ტე­სო­ბას იმ კად­რებს ანი­ჭე­ბენ, რომ­ლებ­ზეც ფიქ­რო­ბენ, რომ კარ­გი მას­წავ­ლებ­ლე­ბი გახ­დე­ბი­ან.
ბრი­ტა­ნე­თის გა­მოც­დი­ლე­ბა მას­წავ­ლე­ბელ­თა გა­დამ­ზა­დე­ბის სფე­რო­ში არც თუ სა­ხარ­ბი­ე­ლო აღ­მოჩ­ნ­და. რო­გორც დე­ვიდ სკოტ­მა გა­ნაცხა­და: გა­დამ­ზა­დე­ბუ­ლი მას­წავ­ლებ­ლე­ბის 60-მა პრო­ცენ­ტ­მა, ხუ­თი წლის შემ­დეგ, სკო­ლა მი­ა­ტო­ვა. ეს ერ­თ­გ­ვა­რი დას­კ­ვ­ნის გა­კე­თე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა — მი­ზე­ზი მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვის არა­სა­სურ­ვე­ლი სას­წავ­ლო გა­რე­მოა. „არ ვი­ცი სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში რა მდგო­მა­რე­ო­ბაა, მაგ­რამ ბრი­ტა­ნე­თის მა­გა­ლი­თი ასე­თია: მას­წავ­ლებ­ლე­ბის, რომ­ლე­ბიც გა­და­ამ­ზა­დეს, მხო­ლოდ 40 პრო­ცენ­ტი დარ­ჩა სკო­ლა­ში. იმე­დი მაქვს ასე­ვე არ მოხ­დე­ბა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში. რო­გორც ხე­დავთ, ჩვე­ნი მა­გა­ლი­თით, რთუ­ლია მას­წავ­ლებ­ლე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა და მა­თი მუ­შა­ო­ბის გაგ­რ­ძე­ლე­ბა 40 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში. თან, რაც მთა­ვა­რია, ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში მუდ­მი­ვად ის­წავ­ლონ და გან­ვი­თარ­დ­ნენ“ — ამ­ბობს ის.
რო­გორ გახ­დე კარ­გი მას­წავ­ლე­ბე­ლი და რას ნიშ­ნავს მას­წავ­ლებ­ლის ხა­რის­ხი­ა­ნო­ბა? — ბრი­ტა­ნე­თის გა­ნათ­ლე­ბის ინ­ს­ტი­ტუ­ტის წარ­მო­მად­გენ­ლის პა­სუ­ხი ასე­თია: „რა­საკ­ვირ­ვე­ლია, უნ­და იცო­დე სა­გა­ნი, კარ­გად ფლობ­დე დის­ციპ­ლი­ნას, რო­მელ­საც ას­წავ­ლი, მაგ­რამ ეს საკ­მა­რი­სი არ არის. არა­და, ზოგს მხო­ლოდ ეს ჰგო­ნია ხა­რის­ხი­ა­ნი მას­წავ­ლებ­ლო­ბა, მაგ­რამ საქ­მე გა­ცი­ლე­ბით რთუ­ლა­დაა. გა­დამ­წყ­ვე­ტი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა ენი­ჭე­ბა პე­და­გო­გი­ურ პრაქ­ტი­კას, გაკ­ვე­თი­ლი არ უნ­და იყოს მხო­ლოდ ისე­თი, რო­გორც სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ში წე­რია. მას­წავ­ლებ­ლე­ბი უნ­და გრძნობ­დ­ნენ, რო­გორ სწავ­ლო­ბენ მოს­წავ­ლე­ე­ბი, რად­გან ეს პრო­ფე­სია სწო­რედ სწავ­ლე­ბი­სა და შეს­წავ­ლის პრაქ­ტი­კუ­ლი ოს­ტა­ტო­ბაა — ვას­წავ­ლოთ საკ­ლა­სო ოთახ­ში და მათ­თან ერ­თად ვის­წავ­ლოთ. ყვე­ლა­ზე დი­დი ფა­სე­უ­ლო­ბა პე­და­გო­გის­თ­ვის თა­ნას­წო­რო­ბა­სა და ხა­რის­ხ­ზე ზრუნ­ვაა. მის­თ­ვის ყვე­ლა ბავ­შ­ვი თა­ნა­ბა­რი  უნ­და იყოს, ერ­თ­ნა­ი­რად მუ­შა­ობ­დეს ყვე­ლას­თან და არა მხო­ლოდ ერთ ან ორ გა­მორ­ჩე­ულ მოს­წავ­ლეს­თან, ვინც კარ­გად სწავ­ლობს ან ვი­საც ის მე­ტად მოს­წონს. ეს ყვე­ლას ეხე­ბა — მენ­ტორ­საც და ჩვე­უ­ლებ­რივ მას­წავ­ლე­ბელ­საც.“
დე­ვიდ სკო­ტის მთა­ვა­რი გაფ­რ­თხი­ლე­ბაა: „არა იმი­ტა­ცია და მი­ბაძ­ვა, არა­მედ სა­კუ­თარ მა­გა­ლით­ზე სწავ­ლა. რა თქმა უნ­და, ახალ­ბე­და მას­წავ­ლებ­ლებ­მა უნ­და აიღონ ის, რაც კარ­გად მუ­შა­ობს, მაგ­რამ აუცი­ლებ­ლად სა­კუ­თარ პრაქ­ტი­კა­ში გად­მო­ი­ტა­ნონ. ტრე­ნინ­გე­ბი არის პრაქ­ტი­კით და­კა­ვე­ბა სხვა მას­წავ­ლებ­ლებთან ერ­თად. თუ გინ­და, რომ გა­ა­უმ­ჯო­ბე­სო სა­მას­წავ­ლებ­ლო პრაქ­ტი­კა, ერ­თი­ა­ნი ტრე­ნინ­გის მოს­მე­ნა ამის­თ­ვის საკ­მა­რი­სი არ არის. ძა­ლი­ან ფრთხი­ლად უნ­და მო­ვე­კი­დოთ მენ­ტორ მას­წავ­ლებ­ლო­ბას, შე­იძ­ლე­ბა მივ­ბა­ძოთ მენ­ტორს, მაგ­რამ ეს არ არის ერ­თა­დერ­თი გზა. მას­წავ­ლებ­ლის გა­დამ­ზა­დე­ბა და მი­სი მო­ტი­ვა­ცი­ის ამაღ­ლე­ბა მთე­ლი კა­რი­ე­რის გან­მავ­ლო­ბა­ში უნ­და ხდე­ბო­დეს. მო­ვი­ზი­დოთ ყვე­ლა­ზე გო­ნე­ბა­მახ­ვი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი ამ პრო­ფე­სი­ა­ში, დავ­ტო­ვოთ და გავ­ზარ­დოთ კა­რი­ე­რუ­ლად — ეს არც თუ ისე მარ­ტი­ვია. იყა­ვით ფრთხი­ლად, შე­იძ­ლე­ბა გარ­კ­ვე­უ­ლი ჩარ­ჩო და­გიდ­გი­ნონ, მაგ­რამ, პა­რა­ლე­ლუ­რად, ძა­ლი­ან ბევრ სა­კითხს უნ­და მი­აქ­ცი­ოთ ყუ­რადღე­ბა, გას­ც­დით ჩარ­ჩო­ებს და მო­ერ­გეთ რე­ა­ლო­ბას“
გა­ნათ­ლე­ბის ექ­ს­პერ­ტი სი­მონ ჯა­ნა­შია და­ინ­ტე­რეს­და იმ და­ნა­კარ­გით, რო­მე­ლიც ბრი­ტა­ნეთ­ში გა­დამ­ზა­დე­ბუ­ლი მას­წავ­ლებ­ლე­ბის 60 პრო­ცენ­ტის სკო­ლი­დან წას­ვ­ლამ გა­ნა­პი­რო­ბა: იმის­თ­ვის, რომ ეს და­ნა­კარ­გი თა­ვი­დან ავი­ცი­ლოთ, ხომ არ არ­სე­ბობს რა­ი­მე სტრა­ტე­გია, რო­მე­ლიც მას­წავ­ლებ­ლებს უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბი­დან პირ­და­პირ გა­და­იყ­ვანს სკო­ლებ­ში? ასე­თი გზა დე­ვიდ სკოტ­მა არას­წო­რად მი­იჩ­ნია, მი­სი აზ­რით, უნი­ვერ­სი­ტე­ტი­დან მას­წავ­ლებ­ლის პირ­და­პირ სკო­ლა­ში შეყ­ვა­ნა მი­ზან­შე­წო­ნი­ლი არ არის. „ეს მხო­ლოდ ეკო­ნო­მი­კუ­რი სა­ფუძ­ვ­ლე­ბით გა­მოწ­ვე­უ­ლი სა­წუ­ხა­რი არ არის — ვამ­ზა­დებთ მას­წავ­ლებ­ლებს, შემ­დეგ ვა­საქ­მებთ და სა­ბო­ლო­ოდ ისი­ნი მი­დი­ან პრო­ფე­სი­ი­დან, უფ­რო მე­ტად, სის­ტე­მის ხარ­ვე­ზია ან წი­ნას­წა­რი ტრე­ნინ­გი არ არის ადეკ­ვა­ტუ­რი, არ არი­ან სა­თა­ნა­დოდ მომ­ზა­დე­ბუ­ლი და არ იცი­ან რას უნ­და ელო­დონ,  პრობ­ლე­მა თვი­თონ სკო­ლა­შია. იყო მო­საზ­რე­ბა იმის შე­სა­ხე­ბაც, რომ ცუ­დი მას­წავ­ლებ­ლე­ბი წა­ვიდ­ნენ და კარ­გე­ბი დარ­ჩ­ნენ, მაგ­რამ მე ამ მო­საზ­რე­ბას არ ვე­თან­ხ­მე­ბი. დი­დი ალ­ბა­თო­ბაა, რომ 60 პრო­ცენ­ტ­ში ბევ­რი კარ­გი მას­წავ­ლე­ბე­ლიც იქ­ნე­ბო­და, რომ­ლებ­მაც, გარ­კ­ვე­უ­ლი მი­ზე­ზე­ბის გა­მო, წას­ვ­ლა გა­დაწყ­ვი­ტეს — არ მოს­წონთ გა­რე­მო და ა.შ. რთუ­ლი თე­მაა, მაგ­რამ მკა­ფი­ოდ გა­მო­ხა­ტუ­ლი პრობ­ლე­მა. ინ­გ­ლის­ში იმა­ზეც სა­უბ­რო­ბენ, რომ პე­და­გო­გი­კა გა­ი­ტა­ნონ უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბი­დან და სკო­ლებ­ში შე­ი­ტა­ნონ. არა მგო­ნია, ეს სწო­რი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა იყოს და იმე­დია, არც თქვენ გა­ა­კე­თებთ ამას. არის ისე­თი ძი­რი­თა­დი კომ­პო­ნენ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც აუცი­ლებ­ლად კლა­სის მიღ­მა უნ­და ის­წავ­ლე­ბო­დეს.“
რაც შე­ე­ხე­ბა მას­წავ­ლე­ბელ­თა კა­რი­ე­რუ­ლი წინ­ს­ვ­ლის სქე­მას, სი­მონ ჯა­ნა­ში­ას შე­ფა­სე­ბით: „ახა­ლი სქე­მა ძა­ლი­ან მე­ქა­ნი­კუ­რი სის­ტე­მაა, რო­მე­ლიც არ ით­ვა­ლის­წი­ნებს ადა­მი­ა­ნე­ბის და სას­კო­ლო კულ­ტუ­რე­ბის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას ახა­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი სის­ტე­მე­ბის მი­მართ და, დი­დი ალ­ბა­თო­ბით, ეს სის­ტე­მა არ იმუ­შა­ვებს ან იმუ­შა­ვებს მხო­ლოდ ზე­და­პი­რუ­ლად და მოჩ­ვე­ნე­ბი­თად. უბ­რა­ლოდ, მას­წავ­ლებ­ლებს ექ­ნე­ბათ და­მა­ტე­ბი­თი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი, რაც სა­ხელ­მ­წი­ფომ და­ა­ვა­ლათ, მაგ­რამ ეს მათ არა­ნა­ი­რად არ გა­ნაწყობს, რომ შეც­ვა­ლონ სა­კუ­თა­რი პრაქ­ტი­კა, რაც პრობ­ლე­მაა დღეს სქარ­თ­ვე­ლო­ში.“
ეს­ტო­ნე­თის ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მ­ძღ­ვა­ნელ­მა, ირე­ნე კა­ო­სა­ა­რიმ ისა­უბ­რა ეს­ტო­ნე­თის გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის წარ­მა­ტე­ბებ­ზე, რო­მელ­საც ქვე­ყა­ნამ ძა­ლი­ან მოკ­ლე დრო­ში მი­აღ­წია. მი­სი გან­ცხა­დე­ბით, იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ ეს­ტო­ნე­თი პა­ტა­რა ქვე­ყა­ნაა და არა აქვს სიმ­დიდ­რის რე­სურ­სე­ბი, მა­თი შე­მო­სავ­ლის ყვე­ლა­ზე დი­დი წყა­რო თვი­თონ ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან. ამი­ტომ ქვე­ყა­ნამ არ­ჩე­ვა­ნი გა­ნათ­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე გა­ა­კე­თა. დე­მოგ­რა­ფი­უ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მოს­წავ­ლე­თა რა­ო­დე­ნო­ბა დღი­თი დღე მცირ­დე­ბა, ეს აიძუ­ლებთ სკო­ლის რე­ორ­გა­ნი­ზე­ბა­სა და სის­ტე­მის გაძ­ლი­ე­რე­ბას. 2014 წელს ეს­ტო­ნე­თის მთავ­რო­ბამ და­ამ­ტ­კი­ცა უწყ­ვე­ტი გა­ნათ­ლე­ბის სტრა­ტე­გია, რო­მე­ლიც ქვეყ­ნის გა­ნათ­ლე­ბის ის­ტო­რი­ა­ში პირ­ვე­ლი სტრა­ტე­გიაა, რო­მე­ლიც გა­ნათ­ლე­ბის ყვე­ლა დო­ნეს მო­ი­ცავს. ხუ­თი ძი­რი­თა­დი ამო­ცა­ნი­დან  ერთ-ერ­თი სწო­რედ მას­წავ­ლე­ბელ­თა ხა­რის­ხის ამაღ­ლე­ბაა.
ირე­ნე კა­ო­სა­ა­რი: „ვა­მა­ყობთ ჩვე­ნი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მით და გვინ­და გა­მოც­დი­ლე­ბა თქვენც გა­გი­ზი­ა­როთ. მა­გა­ლი­თად, ჩვენ­თან სკო­ლი­დან მას­წავ­ლებ­ლის გას­ვ­ლის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი ძა­ლი­ან და­ბა­ლია, გვყავს პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი მას­წავ­ლებ­ლე­ბი, ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლე­ბი, ბევ­რი მა­გის­ტ­რის ხა­რის­ხის მქო­ნე სპე­ცი­ა­ლის­ტი. სკო­ლის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლებს აქვთ გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბის უფ­ლე­ბა რო­გორც სა­ბი­უ­ჯე­ტო, ისე ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ულ სა­კითხებ­ზე. მაგ­რამ, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, გა­მოწ­ვე­ვე­ბიც ბევ­რია. ხში­რად ვამ­ბობთ, რომ ეს­ტო­ნე­ლი მოს­წავ­ლე­ე­ბი და სტუ­დენ­ტე­ბი ძა­ლი­ან ჭკვი­ა­ნე­ბი არი­ან, ჩვე­ნი მოს­წავ­ლე­ე­ბის უმე­ტე­სო­ბას მა­ღა­ლი აკა­დე­მიუ­რი მოს­წ­რე­ბა აქვს, მაგ­რამ ბევ­რი მა­ინც უკ­მა­ყო­ფი­ლოა სკო­ლით.
სტრა­ტე­გი­ის ერთ-ერ­თი ამო­ცა­ნა კომ­პე­ტენ­ტუ­რი და მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი მას­წავ­ლებ­ლე­ბია; ჩვე­ნი ეროვ­ნუ­ლი პროგ­რა­მის ფარ­გ­ლებ­ში, ნათ­ლა­დაა გა­წე­რი­ლი რო­გო­რი მას­წავ­ლე­ბე­ლი გვჭირ­დე­ბა და რო­გო­რი სას­კო­ლო გა­რე­მო უნ­და შე­ვუქ­მ­ნათ, რომ პრო­ფე­სი­ი­დან არ წა­ვიდ­ნენ. სკო­ლებ­სა და მას­წავ­ლებ­ლებს ფარ­თო დის­კ­რე­ცია აქვთ რე­ა­ლუ­რი სას­წავ­ლო პრო­ცე­სის გან­ვი­თა­რე­ბის ფარ­გ­ლებ­ში. რაც მთა­ვა­რია, გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია თი­თო­ე­უ­ლი მოს­წავ­ლის, კლა­სის და სტუ­დენ­ტის ინ­ტე­რე­სე­ბი და პო­ტენ­ცი­ა­ლი. მიგ­ვაჩ­ნია, რომ ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო პროგ­რა­მა ძა­ლი­ან კარ­გი და თა­ნა­მედ­რო­ვეა, რომ­ლის იმ­პ­ლე­მენ­ტა­ცია ძა­ლი­ან დი­დი გა­მოწ­ვე­ვე­ბის წი­ნა­შე გვა­ყე­ნებს.“
კა­რი­ე­რის დაწყე­ბის წინ მომ­ზა­დე­ბა ძი­რი­თა­დი სა­შუ­ა­ლე­ბაა, რომ მას­წავ­ლებ­ლებ­მა შე­ი­ძი­ნონ ის ცოდ­ნა და უნა­რე­ბი, რომ­ლე­ბიც მათ მთე­ლი კა­რი­ე­რის გან­მავ­ლო­ბა­ში დას­ჭირ­დე­ბათ. სწო­რედ ამ მიზ­ნით, ეს­ტო­ნეთ­მა წარ­მა­ტე­ბით გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა პროგ­რა­მა „ახალ­გაზ­რ­და მას­წავ­ლე­ბე­ლი სკო­ლა­ში“, ყო­ველ­წ­ლი­უ­რად სკო­ლებს 30 ახა­ლი მას­წავ­ლე­ბე­ლი ემა­ტე­ბა. „შე­იძ­ლე­ბა სხვა ქვეყ­ნე­ბის­თ­ვის ეს რიცხ­ვი არა­ფე­რია, მაგ­რამ ჩვენ­თ­ვის 30 ახა­ლი მას­წავ­ლე­ბე­ლი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი რე­სურ­სია  — ამ­ბობს ირე­ნე კა­ო­სა­ა­რი, — პროგ­რა­მა დიდ დახ­მა­რე­ბას სთა­ვა­ზობს ახალ­გაზ­რ­და მას­წავ­ლებ­ლებს. მო­ნა­წი­ლე­ე­ბის უმე­ტე­სო­ბა, პროგ­რა­მით გათ­ვ­ლი­ლი 2 წლის შემ­დე­გაც, რჩე­ბა სკო­ლებ­ში. უფ­რო მა­ღა­ლი ხა­რის­ხის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სის­ტე­მის მი­სა­ღე­ბად აუცი­ლე­ბე­ლია, სა­მუ­შა­ოს დაწყე­ბამ­დე, ტრე­ნინ­გით უზ­რუნ­ველ­ყო­ფა. ამი­ტომ, 2015 წლი­დან, ვა­ხორ­ცი­ე­ლებთ ახალ, სამ­სა­ხუ­რი­დან მო­უწყ­ვე­ტელ ტრე­ნინგს. ეს იქ­ნე­ბა ცენ­ტ­რა­ლუ­რად დად­გე­ნი­ლი პრი­ო­რი­ტე­ტე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე შედ­გე­ნი­ლი პროგ­რა­მა. მას­ში სა­ხელ­მ­წი­ფოს მი­ერ შერ­ჩე­უ­ლი ორი უნი­ვერ­სი­ტე­ტი — ტარ­ტუს და ტა­ლი­ნის — ჩა­ერ­თ­ვე­ბა. ტრე­ნინ­გე­ბი, ძი­რი­თა­დად, მი­მარ­თუ­ლი იქ­ნე­ბა მთა­ვა­რი კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბის შე­ძე­ნა­სა და საგ­ნე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბა­ზე, ასე­ვე, ინ­კ­ლუ­ზი­ურ სწავ­ლე­ბა­ზე. ჩვენ­თან ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რებს ძა­ლი­ან კარ­გი ტრე­ნინგ-პროგ­რა­მე­ბი, რომ­ლე­ბიც პრაქ­ტი­კას მო­ი­ცავს და დიდ ყუ­რადღე­ბას ვუთ­მობთ მას­წავ­ლებ­ლე­ბის ლი­დე­რე­ბად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას. თა­მა­მად შე­იძ­ლე­ბა ით­ქ­ვას, რომ ეს პროგ­რა­მა გა­რან­ტიაა იმის, რომ ახალ­ბე­და მას­წავ­ლე­ბელს მუდ­მი­ვი მხარ­და­ჭე­რა ექ­ნე­ბა.
უწყ­ვე­ტი სწავ­ლე­ბის სტრა­ტე­გია მიზ­ნად ისა­ხავს, ასე­ვე, მას­წავ­ლებ­ლის მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი პროგ­რა­მე­ბის — კუ­რი­კუ­ლუ­მე­ბის — შე­მუ­შა­ვე­ბას, აერ­თი­ა­ნებს ფარ­თო წყა­რო­ე­ბი­დან მო­ძი­ე­ბულ პრო­ფე­სი­ულ ინ­ფორ­მა­ცი­ას. მთა­ვა­რი ამო­ცა­ნა, კუ­რი­კუ­ლუ­მის შედ­გე­ნი­სას, ახა­ლი მიდ­გო­მე­ბის და­ნერ­გ­ვაა — მას­წავ­ლებ­ლის, რო­გორც ლი­დე­რის, მომ­ზა­დე­ბა; სა­ინ­ტე­რე­სო სას­წავ­ლო გა­რე­მოს შექ­მ­ნა; სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში მას­წავ­ლებ­ლე­ბის და მოს­წავ­ლე­ე­ბის უფ­რო აქ­ტი­უ­რად ჩარ­თ­ვა და, რა თქმა უნ­და, ციფ­რუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა. ეს პროგ­რა­მა იმის­თ­ვის და­ვიწყეთ, რომ მე­ტი კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი კად­რი გვყავ­დეს და სის­ტე­მა მე­ტად მიმ­ზიდ­ვე­ლი გავ­ხა­დოთ დამ­წყე­ბი მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვის, მარ­თ­ლაც ბევ­რი ახალ­გაზ­რ­და კად­რი მო­ვი­ზი­დეთ.“
მას­წავ­ლე­ბელ­თა გა­ნა­წი­ლე­ბა და და­საქ­მე­ბა, მა­თი პრეს­ტი­ჟის ამაღ­ლე­ბა, გა­მოწ­ვე­ვე­ბი და შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი — ეს თე­მე­ბი ფო­რუ­მის მო­ნა­წი­ლე­თა სე­რი­ო­ზუ­ლი მსჯე­ლო­ბის საგ­ნად იქ­ცა. თუმ­ცა, ყვე­ლა შე­თან­ხ­მ­და აუცი­ლე­ბელ, მაგ­რამ არა­საკ­მა­რის პი­რო­ბებ­ზე, რომ ყვე­ლა მას­წავ­ლე­ბელ­მა უნ­და გა­აც­ნო­ბი­ე­როს სა­კუ­თა­რი ნაკ­ლი, აით­ვი­სოს უახ­ლე­სი მე­თო­დი­კე­ბი, რაც რე­ა­ლურ სა­მუ­შაო გა­რე­მო­შია შე­საძ­ლე­ბე­ლი და ყვე­ლა უნ­და იყოს მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი სა­კუ­თა­რი მუ­შა­ო­ბის სრულ­ყო­ფის­თ­ვის. ისიც ფაქ­ტია, რომ სა­ა­მი­სოდ მხო­ლოდ მა­ტე­რი­ა­ლუ­რი სტი­მუ­ლი არ კმა­რა, რე­ა­ლუ­რი ცვლი­ლე­ბე­ბის მი­საღ­წე­ვად მათ დი­დი მო­ლო­დი­ნე­ბი უნ­და ჰქონ­დეთ, ეს­მო­დეთ მი­ზა­ნი, რო­მელ­საც ყვე­ლა იზი­ა­რებს და, რაც მთა­ვა­რია, სწამ­დეთ, რომ შეს­წევთ უნა­რი გა­ა­უმ­ჯო­ბე­სონ ბავ­შ­ვე­ბის გა­ნათ­ლე­ბის დო­ნე. ამის სა­უ­კე­თე­სო მა­გა­ლი­თად კი, იქ­ვე ფო­რუმ­ზე, სინ­გა­პუ­რის გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა­ზე ნაჩ­ვე­ნე­ბი ფილ­მი იქ­ცა, რო­მელ­მაც მას­წავ­ლე­ბელ­თა ხა­რის­ხი­ა­ნი გა­ნათ­ლე­ბა სინ­გა­პუ­რის წარ­მა­ტე­ბის მთა­ვარ გან­მ­საზღ­ვ­რელ ფაქ­ტო­რად წარ­მო­ა­ჩი­ნა. ფილ­მი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბის ქვეშ გაქ­ცევს — სა­ო­ცა­რი სას­წავ­ლო გა­რე­მო, ხა­ლი­სი­ა­ნი და პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი პე­და­გო­გე­ბი, სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში მაქ­სი­მა­ლუ­რად გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი ციფ­რუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი, მენ­ტო­რი მას­წავ­ლებ­ლე­ბის მუდ­მი­ვი თა­ნად­გო­მა და თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა დამ­წყებ პე­და­გო­გებ­თან, ყვე­ლაფ­რის მოს­წავ­ლის ინ­ტე­რე­სებ­ზე მორ­გე­ბა — ეს იმ ფაქ­ტორ­თა მოკ­ლე ჩა­მო­ნათ­ვა­ლია, რო­მე­ლიც ასე მიმ­ზიდ­ველ­სა და მი­სა­ბაძს ხდის სინ­გა­პუ­რის გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მას და სინ­გა­პუ­რელ პე­და­გო­გებს. და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის ად­რე­ულ წლებ­ში, რო­ცა ქვე­ყა­ნა უღა­რი­ბე­სი იყო, მა­ში­ნაც კი, მთა­ვა­რი ამო­ცა­ნა რაც შე­იძ­ლე­ბა მე­ტი ახალ­გაზ­რ­დის­თ­ვის გა­ნათ­ლე­ბის მი­ცე­მა იყო. სწო­რედ ამი­ტომ შე­ქ­მე­ნა ცენ­ტ­რა­ლი­ზე­ბუ­ლი სის­ტე­მა, რა­მაც გა­ნათ­ლე­ბის სფე­როს სწრა­ფი გან­ვი­თა­რე­ბა უზ­რუნ­ველ­ყო. მხო­ლოდ მა­ღა­ლი აკა­დე­მი­უ­რი სტან­დარ­ტი და მას­წავ­ლებ­ლად მა­ღა­ლი აკა­დე­მი­უ­რი მოს­წ­რე­ბის სტუ­დენ­ტე­ბის აყ­ვა­ნა არ გა­ნა­პი­რო­ბებს სინ­გა­პურ­ში ხა­რის­ხი­ან მას­წავ­ლე­ბ­ლო­ბას, მათ­თ­ვის უმ­თავ­რე­სი ამ პრო­ფე­სი­ის და­უფ­ლე­ბის გულ­წ­რ­ფე­ლი სურ­ვი­ლია და სწო­რედ ამის შემ­დეგ იწყე­ბა კად­რე­ბის გა­ნათ­ლე­ბის ეროვ­ნულ ინ­ს­ტი­ტუტ­ში მომ­ზა­დე­ბა. სინ­გა­პუ­რე­ლი მას­წავ­ლებ­ლის მთე­ლი ფი­ლო­სო­ფია საგ­ნის კარ­გად ცოდ­ნა და ნა­თე­ლი წარ­მოდ­გე­ნაა იმა­ზე, თუ რო­გორ, რა მე­თო­დე­ბით სწავ­ლო­ბენ კარ­გად ადა­მი­ა­ნე­ბი. გაკ­ვე­თილ­ზე რა­ი­მეს არ­ცოდ­ნას ბავ­შ­ვის­თ­ვის ტრა­გე­დი­ად არ აქ­ცე­ვენ, რად­გა­ნაც მი­აჩ­ნი­ათ, რომ მთა­ვა­რია, ისი­ნი გულ­წ­რ­ფე­ლე­ბი იყ­ვ­ნენ და ერ­თად შეძ­ლე­ბენ სწავ­ლას. მა­თი გაკ­ვე­თი­ლე­ბი ციფ­რუ­ლი ტექ­ნი­კის სამ­ყა­როა, რო­მელ­შიც მოს­წავ­ლე­ებს სრუ­ლი უფ­ლე­ბა აქვთ, სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში, იმოგ­ზა­უ­რონ, ინ­ფორ­მა­ცია მო­ი­ძი­ონ და და­ვა­ლე­ბა მი­სი­ვე დახ­მა­რე­ბით შე­ას­რუ­ლონ. ამ­ბო­ბენ, რომ ეს ორ­მაგ ეფექტს იძ­ლე­ვა — თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის გაკ­ვე­თილს უფ­რო ხა­ლი­სი­ანს და სა­ინ­ტე­რე­სოს ხდის და, რაც მთა­ვა­რია, ბავ­შ­ვე­ბი ტექ­ნო­ლო­გი­ებს ეუფ­ლე­ბი­ან. მუდ­მი­ვად მო­უ­წო­დე­ბენ მოს­წავ­ლე­ებს და აქე­ზე­ბენ, რომ, რაც შე­იძ­ლე­ბა მე­ტად სჯე­რო­დეთ სკუ­თა­რი თა­ვის და გა­ბე­დუ­ლად გა­ა­კე­თონ ყვლა­ფე­რი. მათ სწამთ და ასეც არის — თი­თო­ე­ულ მათ­განს შე­უძ­ლია სკო­ლა უფ­რო სა­ხა­ლი­სო და სა­ინ­ტე­რე­სო გა­ხა­დოს მოს­წავ­ლის­თ­ვის და ხა­რის­ხი­ა­ნი გა­ნათ­ლე­ბა შეს­თა­ვა­ზოს. ახალ­ბე­და მას­წავ­ლე­ბე­ლი არას­დ­რო­საა მარ­ტო, მენ­ტო­რი მი­სი მუდ­მი­ვი პრო­ფე­სი­უ­ლი თა­ნამ­გ­ზავ­რია. მათ­თ­ვის მას­წავ­ლებ­ლო­ბა და სწავ­ლე­ბა სამ­სა­ხუ­რი კი არა, ყვე­ლა­ზე საყ­ვა­რე­ლი საქ­მეა, მას­წავ­ლე­ბე­ლი კი — ყვე­ლა­ზე ძვირ­ფა­სი ადა­მი­ა­ნი.
ალ­ბათ, და­გა­ფიქ­რათ იმ ძა­ლი­ან შორს მი­მა­ვალ­მა გზამ, რო­მე­ლიც ჩვენ წინ გვაქვს.

25-28(942)N