გამოდის 1998 წლიდან
2015-04-08
სიღ­რ­მი­სე­უ­ლი მენ­ტა­ლუ­რი რე­ვო­ლუ­ცი­ის გა­რე­შე უკე­თეს სა­ხელ­მ­წი­ფოს ვერ შევ­ქ­მ­ნით

რუბ­რი­კის სტუ­მა­რია ბე­სო ადე­იშ­ვი­ლი, მაგ­დე­ბურ­გის უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლებ­ლის კურ­ს­დამ­თავ­რე­ბუ­ლი

— სა­უ­ბა­რი მოს­წავ­ლე­ო­ბის პე­რი­ო­დი­დან და­ვიწყოთ. თბი­ლი­სის 103-ე სა­შუ­ა­ლო სკო­ლი­დან სას­წავ­ლებ­ლად მოს­კოვ­ში მი­დი­ხარ და სა­შუ­ა­ლო სკო­ლა­საც იქ ამ­თავ­რებ. რო­გორ გახ­სენ­დე­ბა მოს­წავ­ლე­ო­ბის პე­რი­ო­დი, შე­ნი მას­წავ­ლებ­ლე­ბი... რო­გორ შე­ა­და­რებ ქარ­თულ და რუ­სულ სა­შუ­ა­ლო სკო­ლებს ერ­თ­მა­ნეთს... გარ­კ­ვე­ულ­წი­ლად, გან­საზღ­ვ­რა თუ არა სკო­ლამ შე­ნი პრო­ფე­სი­უ­ლი მო­მა­ვა­ლი?
— პირ­ველ რიგ­ში, მინ­და მად­ლო­ბა გა­და­გი­ხა­დოთ თქვე­ნი რუბ­რი­კის სტუმ­რად არ­ჩე­ვის­თ­ვის. ვფიქ­რობ, ძა­ლი­ან სა­სარ­გებ­ლო რუბ­რი­კაა. უცხო­ეთ­ში სწავ­ლა, გარ­კ­ვე­ულ­წი­ლად, გა­მარ­თ­ლე­ბა­ცაა და დი­დი პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბაც, რად­გან ყვე­ლას არ ეძ­ლე­ვა ამის შან­სი. ისი­ნი, ვი­საც ეს შე­საძ­ლებ­ლო­ბა მი­ე­ცე­მა, ყვე­ლა­ნა­ი­რად უნ­და ეცა­დონ, მაქ­სი­მა­ლუ­რად გა­მო­ი­ყე­ნონ შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი და დაგ­რო­ვი­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა თა­ნა­მე­მა­მუ­ლე­ებს გა­უ­ზი­ა­რონ.
ვერ ვიტყ­ვი, რომ სკო­ლამ ჩე­მი ახ­ლან­დე­ლი პრო­ფე­სი­ის არ­ჩე­ვა­ნი გან­საზღ­ვ­რა. ერ­თა­დერ­თი, რაც და­მა­ნა­ხა, იყო ის, რომ ფი­ზი­კა-მა­თე­მა­ტი­კა­ში ნი­ჭი არ მაქვს! სა­ერ­თოდ, სკო­ლის პე­რი­ოდ­მა, სამ­წუ­ხა­როდ, უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო კვა­ლი და­ტო­ვა ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში. ეს ალ­ბათ იმის ბრა­ლი­ცაა, რომ გაკ­ვე­თი­ლე­ბის დროს კონ­ცენ­ტ­რა­ცია მაკ­ლ­და. ჩე­მი პი­როვ­ნუ­ლი ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა უფ­რო სკო­ლის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ და­იწყო. მეშ­ვი­დე კლა­სამ­დე თბი­ლის­ში ვსწავ­ლობ­დი, მერ­ვე კლა­სი­დან კი სწავ­ლა მოს­კოვ­ში გა­ვაგ­რ­ძე­ლე, სა­დაც უფ­რო მე­ტი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა და დრო წა­კითხუ­ლის ანა­ლიზ­სა და დის­კუ­სი­ას ენი­ჭე­ბო­და (რაც ჩვენ­თან ნაკ­ლე­ბად იყო) და სა­ერ­თოდ, რუ­სი მას­წავ­ლებ­ლე­ბი უფ­რო მომ­თხოვ­ნი იყ­ვ­ნენ. ასე­ვე მე­ტი ყუ­რადღე­ბა ექ­ცე­ო­და დის­ციპ­ლი­ნას და სპორტს.
— სკო­ლის დამ­თ­ავ­რე­ბის შემ­დეგ სწავ­ლას მოს­კო­ვის ნა­ტა­ლია ნეს­ტე­რო­ვას უნი­ვერ­სი­ტეტ­ში აგ­რ­ძე­ლებ. 2006 წელს, სა­ქარ­თ­ვე­ლო­სა და რუ­სეთს შო­რის შექ­მ­ნი­ლი და­ძა­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბის გა­მო, სწავ­ლის შეწყ­ვე­ტა გიხ­დე­ბა და სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ბრუნ­დე­ბი. უფ­რო კონ­კ­რე­ტუ­ლად მი­ამ­ბე ამის შე­სა­ხებ...
— 2006 წლის ოქ­ტომ­ბერ­ში, მე­სა­მე კურსს ვიწყებ­დი, რო­ცა სა­ქარ­თ­ვე­ლოს და რუ­სეთს შო­რის პო­ლი­ტი­კუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა ძა­ლი­ან და­ი­ძა­ბა. გახ­სოვთ ალ­ბათ, მოს­კო­ვი­დან ქარ­თ­ვე­ლებს რო­გორ ადე­პორ­ტებ­დ­ნენ სატ­ვირ­თო თვით­მ­ფ­რი­ნა­ვე­ბით. სკო­ლებ­სა და უმაღ­ლეს სას­წავ­ლებ­ლებ­ში ქარ­თ­ვე­ლი მოს­წავ­ლე­ე­ბის სი­ებს ად­გენ­დ­ნენ და ზო­გი­ერ­თებს სახ­ლებ­შიც კი უვარ­დე­ბოდ­ნენ. ჩემს უნი­ვერ­სი­ტეტ­შიც იყ­ვ­ნენ მო­სუ­ლი მი­ლი­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, მაგ­რამ დე­კან­მა ჩემ­ზე არა­ნა­ი­რი ინ­ფორ­მა­ცია არ გას­ცა. თუმ­ცა, მა­ინც ამ მოვ­ლე­ნებ­მა გვი­ბიძ­გა რუ­სე­თი დაგ­ვე­ტო­ვე­ბი­ნა, მით უმე­ტეს დე­და­ჩემს ძა­ლი­ან უნ­დო­და სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, სა­კუ­თარ სახ­ლ­ში დაბ­რუ­ნე­ბა... მე კი, გერ­მა­ნი­ა­ში სწავ­ლის გაგ­რ­ძე­ლე­ბა მსურ­და.
— დედის სურ­ვი­ლი­სა­მებრ, სას­წავ­ლებ­ლად  გერ­მა­ნი­ა­ში მი­დი­ხარ. რა გზა გა­ი­ა­რე სა­ქარ­თ­ვე­ლო­დან გერ­მა­ნი­ამ­დე და რა­ტომ აირ­ჩიე გა­ნათ­ლე­ბის მი­სა­ღე­ბად ქა­ლა­ქი კი­ლი?
— სა­ერ­თოდ, გერ­მა­ნი­ა­ში გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბა მა­მა­ჩე­მის იდეა იყო და ჩე­მი გარ­კ­ვე­უ­ლი მიღ­წე­ვე­ბი, ასე­ვე, მი­სი დამ­სა­ხუ­რე­ბაა. კილ­ში მი­სი სტუ­დენ­ტო­ბის მე­გო­ბა­რი ცხოვ­რობს, რო­მელ­მაც გარ­კ­ვე­უ­ლი ინ­ფორ­მა­ცია მო­მა­წო­და კი­ლის სამ­ხატ­ვ­რო აკა­დე­მი­ა­ზე, რო­მე­ლიც გერ­მა­ნი­ის ერთ-ერთ სა­უ­კე­თე­სო აკა­დე­მი­ად ით­ვ­ლე­ბა. 2007 წელს გა­ვაგ­ზავ­ნე ჩე­მი პორ­ტ­ფო­ლიო ნა­ხა­ტე­ბით და რამ­დე­ნი­მე თვე­ში მი­ვი­ღე მოწ­ვე­ვა. სა­ნამ პა­სუხს ვე­ლო­დე­ბო­დი, ოთხი თვე, თბი­ლი­სის გო­ე­თეს ინ­ს­ტი­ტუტ­ში ენის კურ­სებ­ზე დავ­დი­ო­დი. რო­ცა გერ­მა­ნი­ა­ში ჩა­ვე­დი, კი­დევ ერ­თი წე­ლი ვი­ა­რე ენის შემ­ს­წავ­ლელ კურ­სებ­ზე, რო­მე­ლიც უფა­სო იყო. სა­ერ­თოდ, იმ პე­რი­ოდ­ში, უკ­ვე ბევრ გერ­მა­ნულ მი­წა­ზე, სწავ­ლა უფა­სო იყო, რა­მაც ასე­ვე დიდ­წი­ლად გა­ნა­პი­რო­ბა გერ­მა­ნი­ა­ში სწავ­ლის გაგ­რ­ძე­ლე­ბა. 2008 წელს ჩა­ვა­ბა­რე მი­სა­ღე­ბი გა­მოც­დე­ბი კი­ლის სამ­ხატ­ვ­რო აკა­დე­მი­ა­ში, სა­დაც ერ­თი წე­ლი ხე­ლოვ­ნე­ბას ვსწავ­ლობ­დი.
— შემ­დეგ გერ­მა­ნი­ის ქა­ლაქ მაგ­დე­ბურ­გის უმაღ­ლეს სას­წავ­ლე­ბელს ამ­თავ­რებ წარ­ჩი­ნე­ბით, სამ­რეწ­ვე­ლო დი­ზა­ი­ნის გან­ხ­რით. მი­ამ­ბე, ამ სას­წავ­ლებ­ლის ის­ტო­რია... რამ გა­ნა­პი­რო­ბა პრო­ფე­სი­ის არ­ჩე­ვა­ნი?
— მაგ­დე­ბურ­გის უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლე­ბე­ლი (ჰS მagdeburg) 1991 წელს და­არ­ს­და, ხუ­თი ათა­სამ­დე სტუ­დენ­ტია ჩა­რიცხუ­ლი და 130-მდე პრო­ფე­სო­რი მუ­შა­ობს. სას­წავ­ლე­ბე­ლი ტექ­ნი­კუ­რად, მა­ღალ და თა­ნა­მედ­რო­ვე დო­ნე­ზეა აღ­ჭურ­ვი­ლი. ჩემს ფა­კულ­ტეტს ცალ­კე სა­ხე­ლოს­ნო აქვს, სა­დაც კონ­ცეპ­ტუ­ა­ლუ­რი მო­დე­ლის დამ­ზა­დე­ბის­თ­ვის სა­ჭი­რო ყვე­ლა და­ნად­გა­რი და ხელ­საწყოა.
პრო­ფე­სი­ას რაც შე­ე­ხე­ბა, მი­სი არ­ჩე­ვა, პირ­ველ რიგ­ში, ჩემ­მა უნარ-შე­საძ­ლებ­ლო­ბებ­მა და ინ­ტე­რეს­მა გა­ნა­პი­რო­ბა. ვფიქ­რობ, პრო­ფე­სი­ის არ­ჩე­ვის დროს, ეს ორი­ პი­რო­ბა აუცი­ლებ­ლად უნ­და ემ­თხ­ვე­ო­დეს ერ­თ­მა­ნეთს. ბავ­შ­ვო­ბა­ში ხში­რად ვძერ­წავ­დი და ხატ­ვაც მე­ხერ­ხე­ბო­და. ქან­და­კე­ბა პლას­ტი­კუ­რი ფორ­მე­ბის კარგ შეგ­რ­ძ­ნე­ბას გაძ­ლევს, რაც მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია სამ­რეწ­ვე­ლო დი­ზა­ინ­ში. კი­ლის სამ­ხატ­ვ­რო აკა­დე­მი­ა­ში სწავ­ლის დროს ღია კა­რის დღე­ე­ბი იმარ­თე­ბო­და, სა­დაც სამ­რეწ­ვე­ლო დი­ზა­ი­ნის სტუ­დენ­ტე­ბის პრო­ექ­ტე­ბიც იყო გა­მო­ფე­ნი­ლი, რომ­ლებ­საც დი­დი ინ­ტე­რე­სით ვათ­ვა­ლი­ე­რებ­დი. და­ვი­ნა­ხე, რომ საკ­მა­ოდ სე­რი­ო­ზუ­ლი, მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი და პრეს­ტი­ჟუ­ლი პრო­ფე­სიაა. იდეა, რომ შე­მეძ­ლო შე­მექ­მ­ნა რა­ი­მე სა­სარ­გებ­ლო, კომ­ფორ­ტუ­ლი და ლა­მა­ზი ნივ­თი, რო­მე­ლიც მე­რე გა­ი­ყი­დე­ბო­და და ვინ­მეს გულს გა­უ­ხა­რებ­და, ძა­ლი­ან მო­მე­წო­ნა. გარ­და ამი­სა, ეს პრო­ფე­სია, კრე­ა­ტი­უ­ლო­ბას­თან ერ­თად, ანა­ლი­ტი­კურ აზ­როვ­ნე­ბა­საც მო­ითხოვს, რაც ჩემ­თ­ვის ერ­თ­გ­ვა­რი გა­მოწ­ვე­ვა და, თვით­გან­ვი­თა­რე­ბის მხრივ, და­მა­ტე­ბი­თი მო­ტი­ვა­ტო­რი იყო, ამ მი­მარ­თუ­ლე­ბის არ­ჩე­ვი­სას.
— ბე­სო, მო­დი, ჩვე­ნი მკითხ­ვე­ლის­თ­ვი­საც გან­ვ­მარ­ტოთ, კონ­კ­რე­ტუ­ლად რა არის სამ­რეწ­ვე­ლო დი­ზა­ი­ნი?
— სამ­რეწ­ვე­ლო დი­ზა­ი­ნი, რო­მელ­საც ზოგ­ჯერ ტექ­ნი­კის ან სა­ინ­ჟინ­რო დი­ზა­ი­ნად მო­იხ­სე­ნე­ბენ, დი­ზა­ი­ნის ყვე­ლა­ზე კომ­პ­ლექ­სურ და მრა­ვალ­ფე­რო­ვან დარ­გად ით­ვ­ლე­ბა, რო­მე­ლიც კრე­ა­ტი­ულ-ტექ­ნი­კურ საქ­მი­ა­ნო­ბას გა­ნა­სა­ხი­ე­რებს. სამ­რეწ­ვე­ლო დი­ზა­ი­ნის მო­ვა­ლე­ო­ბაა არა მარ­ტო რო­მე­ლი­მე ნივ­თის დი­ზა­ი­ნის და ეს­თე­ტუ­რო­ბის შექ­მ­ნა და გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა (რო­გორც ბევრს ჰგო­ნია), არა­მედ უფ­რო მე­ტი — მი­სი ფუნ­ქ­ცი­ო­ნა­ლუ­რო­ბის და ერ­გო­ნო­მი­ის (ხმა­რე­ბა­ში  მო­ხერ­ხე­ბუ­ლო­ბის) დახ­ვე­წა, ისე­თი კონ­ცეპ­ტის შე­მუ­შა­ვე­ბა, რო­მე­ლიც გარ­კ­ვე­ულ პრობ­ლე­მას მო­აგ­ვა­რებს. მა­გა­ლი­თად: სა­ინ­ტე­რე­სო და ლა­მა­ზი ავე­ჯის დაპ­რო­ექ­ტე­ბა, რო­მე­ლიც ასე­ვე ძა­ლი­ან კომ­პაქ­ტუ­რი, კომ­ფორ­ტუ­ლი და მო­ხერ­ხე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა, რაც მის პრაქ­ტი­კულ ფუნ­ქ­ცი­ო­ნა­ლო­ბა­ზე აისა­ხე­ბა; ან ისე­თი დი­ზა­ი­ნის მო­ფიქ­რე­ბა, რო­მე­ლიც კონ­კ­რე­ტულ ნივთს უფ­რო მჩა­ტეს, დამ­ზა­დე­ბა­ში უფ­რო მარ­ტივს და მოხ­მა­რე­ბა­ში უფ­რო გა­სა­გებს გახ­დის. მოკ­ლედ რომ ვთქვა, სამ­რეწ­ვე­ლო დი­ზა­ი­ნე­რის მო­ვა­ლე­ო­ბაა არა მარ­ტო ლა­მა­ზი, არა­მედ ჭკვი­ა­ნი დი­ზა­ი­ნის შექ­მ­ნა. სამ­რეწ­ვე­ლო დი­ზა­ი­ნი ნივ­თე­ბის ფარ­თო არ­ჩე­ვანს მო­ი­ცავს, დაწყე­ბუ­ლი ხელ­საწყო­ე­ბით, სა­ა­თით, ტე­ლე­ფო­ნით, ავე­ჯით... ტრან­ს­პორ­ტი­თა და კომ­პ­ლექ­სუ­რი ტექ­ნი­კუ­რი ნივ­თე­ბით დამ­თავ­რე­ბუ­ლი. ტექ­ნი­კუ­რი დი­ზა­ი­ნე­რის დე­ტა­ლუ­რი სა­მუ­შაო პრო­ცე­სის და მი­სი ეტა­პე­ბის აღ­წე­რის­გან თავს შე­ვი­კა­ვებ, უბ­რა­ლოდ ვიტყ­ვი, რომ ეს საკ­მა­ოდ სა­ინ­ტე­რე­სო, მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი და კომ­პ­ლექ­სუ­რი პრო­ცე­სია. დი­ზა­ი­ნის შექ­მ­ნის პრო­ცეს­ში გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია ტექ­ნი­კუ­რი, ეკო­ნო­მი­კუ­რი, ეკო­ლო­გი­უ­რი, კულ­ტუ­რუ­ლი და ეს­თე­ტი­კუ­რი ას­პექ­ტე­ბი, ასე­ვე სა­მომ­ხ­მა­რებ­ლო ჯგუ­ფიც. ხშირ შემ­თხ­ვე­ვა­ში, სა­მუ­შაო პრო­ცე­სი  ინ­ტერ­დის­ციპ­ლი­ნურ ჯგუფ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს — ინ­ჟინ­რებ­თან, ელექ­ტ­რო­მე­ქა­ნი­კო­სებ­თან, მე­ნე­ჯე­რებ­თან და მარ­კე­ტო­ლო­გებ­თან ერ­თად. ერ­თი სიტყ­ვით, სამ­რეწ­ვე­ლო დი­ზა­ი­ნი, პრო­დუქ­ტის შექ­მ­ნის ერთ-ერ­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი შე­მად­გე­ნე­ლი ნა­წი­ლია, რად­გან, ხშირ შემ­თხ­ვე­ვა­ში, ნივ­თის ყიდ­ვის დროს, დი­ზა­ინს გა­დამ­წყ­ვე­ტი რო­ლი ენი­ჭე­ბა.
 — ახ­ლა­ხან მსოფ­ლი­ო­ში ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე პრეს­ტი­ჟულ დი­ზა­ი­ნის კონ­კურ­ს­ზე — iF Student Design Sward — წა­რად­გი­ნე შე­ნი სა­ბა­კა­ლავ­რო პრო­ექ­ტი „მულ­ტი­ფუნ­ქ­ცი­უ­რი სა­ვარ­ჯი­შო და­ნად­გა­რი სახ­ლის­თ­ვის“ და მო­ი­პო­ვე ნო­მი­ნა­ცია. შე­ნი პრო­ექ­ტი, გერ­მა­ნი­ა­ში, სამ­რეწ­ვე­ლო დი­ზა­ი­ნის სფე­რო­ში ყვე­ლა­ზე ცნო­ბილ ონ­ლა­ინ გა­მო­ცე­მა­ში გა­მოქ­ვეყ­ნ­და.
— დი­ახ, ჩე­მი პრო­ექ­ტი გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი იყო, რო­გორც მო­ზარ­დი დი­ზა­ი­ნე­რის სა­მა­გა­ლი­თო ნი­მუ­ში. რაც ჩემ­თ­ვის ძა­ლი­ან სა­სი­ხა­რუ­ლოა. iფ Student დesign აward მსოფ­ლი­ო­ში დი­ზა­ი­ნის ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე ცნო­ბილ და პრეს­ტი­ჟულ კონ­კურ­სად ით­ვ­ლე­ბა, მას­ში მთე­ლი მსოფ­ლი­ოს სტუ­დენ­ტი და უმაღ­ლეს­დამ­თავ­რე­ბუ­ლი დი­ზა­ი­ნე­რე­ბი მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ.
ჩე­მი კონ­ცეპ­ტის იდეა და პრო­ექ­ტის მი­ზა­ნი იყო, ფუნ­ქ­ცი­ო­ნა­ლუ­რად და ვი­ზუ­ა­ლუ­რად გა­მე­უმ­ჯო­ბე­სე­ბი­ნა „სა­ვარ­ჯი­შო და­ნად­გა­რი სახ­ლის­თ­ვის“, უფ­რო კომ­პაქ­ტუ­რი და სახ­ლის ინ­ტე­რი­ერ­თან ინ­ტეგ­რი­რე­ბა­დი, შერ­წყ­მუ­ლი გა­მე­ხა­და. სა­ა­მი­სოდ შე­ვი­მუ­შა­ვე კონ­ცეპ­ტი, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, სა­ვარ­ჯი­შო და­ნად­გა­რი ფაქ­ტობ­რი­ვად და­ი­მა­ლე­ბო­და სკულ­პ­ტუ­რის ტი­პის ობი­ექ­ტ­ში და ასე უკეთ შე­ერ­წყ­მე­ბო­და სახ­ლის ლა­მაზ ინ­ტე­რი­ერს. სკულ­პ­ტუ­რას კი, მცე­ნა­რე­უ­ლი კე­დე­ლი უქ­მ­ნის ფონს, რაც ოთახ­ში ჰა­ერს ასუფ­თა­ვებს და ეს­თე­ტი­კურ გა­რე­მოს ქმნის. კონ­ცეპ­ტის მე­ო­რე ვა­რი­ან­ტი კომ­პაქ­ტუ­რო­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა — უკ­ვე და­კე­ცილ და­ნად­გარს, ოთხი მხრი­დან ჩა­მო­სა­წე­ვი ფარ­დე­ბი მა­ლავს (სუ­რათ­ზე წარ­მოდ­გე­ნი­ლია კონ­ცეპ­ტე­ბის ფი­ნა­ლუ­რი ვერ­სია). სამ­წუ­ხა­როდ, ჯილ­დო ვერ მო­ვი­პო­ვე, მაგ­რამ ამ პრო­ექ­ტით სხვა კონ­კურ­სებ­შიც ვმო­ნა­წი­ლე­ობ და შე­საძ­ლოა, სხვა­გან  გა­მი­მარ­თ­ლოს. სა­ერ­თოდ, ჩე­მი პრო­ფე­სი­უ­ლი კა­რი­ე­რა ახ­ლა იწყე­ბა და იმე­დია, ყვე­ლა­ფე­რი წი­ნაა.
— რა შე­გიძ­ლია გვითხ­რა სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო ბიბ­ლი­ო­თე­კე­ბის როლ­სა და მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა­ზე, სტი­პენ­დი­ებ­სა და გრან­ტებ­ზე უცხო­ე­ლი სტუ­დენ­ტე­ბის­თ­ვის...
— პირ­ველ რიგ­ში, გერ­მა­ნუ­ლი სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო ბიბ­ლი­ო­თე­კე­ბი არ­ქი­ტექ­ტუ­რუ­ლად ძა­ლი­ან ლა­მა­ზი შე­ნო­ბე­ბია. ადა­მი­ანს გსი­ა­მოვ­ნებს იქ ყოფ­ნა და მე­ცა­დი­ნე­ო­ბა. წიგ­ნე­ბის ძა­ლი­ან დი­დი არ­ჩე­ვა­ნია. ასე­ვე შე­საძ­ლე­ბე­ლია ინ­ტერ­ნე­ტით სარ­გებ­ლო­ბა და ბიბ­ლი­ო­თე­კის ში­და ქსე­ლით წიგ­ნე­ბის მო­ძებ­ნა ან გა­მო­ტა­ნა. ბიბ­ლი­ო­თე­კა ერ­თ­გ­ვა­რი კუნ­ძუ­ლის როლს ას­რუ­ლებს, სა­დაც გა­მორ­თავ ტე­ლე­ფონს და არა­ფე­რი გიშ­ლის ხელს კონ­ცენ­ტ­რი­რე­ბუ­ლად იმე­ცა­დი­ნო. რა თქმა უნ­და, სტი­პენ­დი­ე­ბი უცხო­ე­ლე­ბის­თ­ვის არ­სე­ბობს, მაგ­რამ მეტ­წი­ლად გაც­ვ­ლი­თი პროგ­რა­მის და ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი მეც­ნი­ე­რე­ბის სტუ­დენ­ტე­ბის­თ­ვის. სამ­წუ­ხა­როდ, სამ­რეწ­ვე­ლო დი­ზა­ი­ნი ამ სი­ას არ მი­ე­კუთ­ვ­ნე­ბა. თუმ­ცა, მე ორ­ჯერ მო­ვი­პო­ვე სე­მეს­ტ­რუ­ლი და­ფი­ნან­სე­ბა სტუ­დენ­ტურ-ეკ­ლე­სი­უ­რი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­გან. ამ მხრივ, ჩემს ფა­კულ­ტეტ­ზე, უცხო­ე­ლი სტუ­დენ­ტის­თ­ვის არა­ნა­ი­რი შე­ღა­ვა­თე­ბი არ არ­სე­ბობ­და, რის გა­მოც, სწავ­ლის შემ­დეგ, ხში­რად მუ­შა­ო­ბა და ჩე­მი თა­ვის შე­ნახ­ვა მი­წევ­და.
— რო­გორ ფიქ­რობ, რა უპი­რა­ტე­სო­ბა აქვს ევ­რო­პულ მო­წი­ნა­ვე უმაღ­ლეს სას­წავ­ლებ­ლებს ქარ­თულ­თან შე­და­რე­ბით? რა შე­გიძ­ლია გვი­ამ­ბო სას­წავ­ლო პროგ­რა­მე­ბის, ლექ­ცი­ე­ბი­სა და პრო­ფე­სორ მას­წავ­ლებ­ლე­ბის შე­სა­ხებ, რა მსგავ­სე­ბა და გან­ს­ხ­ვა­ვე­ბაა მათ შო­რის?
— პირ­ველ რიგ­ში, უპი­რა­ტე­სო­ბა გა­ნათ­ლე­ბის მი­მართ ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზულ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა­ში გა­მო­ი­ხა­ტე­ბა. ამის­თ­ვის სა­ხელ­მ­წი­ფო დიდ ფულს ხარ­ჯავს.  გერ­მა­ნი­ა­ში სწავ­ლა, უკ­ვე ყვე­ლა მი­წა­ზე უფა­სოა, თუ არ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ სა­სე­მეს­ტ­რო გა­და­სა­ხადს, რო­მე­ლიც და­ახ­ლო­ე­ბით 250 ევ­როს შე­ად­გენს. ამით ყვე­ლას ეძ­ლე­ვა შან­სი მი­ი­ღოს გა­ნათ­ლე­ბა. იმე­დია ჩვენ­თა­ნაც ასე იქ­ნე­ბა და ყვე­ლას მი­ე­ცე­მა უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის უფა­სოდ მი­ღე­ბის შან­სი. გა­და­სა­ხა­დე­ბის მხარ­დამ­ჭე­რე­ბის არ­გუ­მენ­ტი, რომ სტუ­დენტს უფ­რო მე­ტი მო­ტი­ვა­ცია აქვს სწავ­ლის მი­მართ, რო­ცა ის ფულს იხ­დის, არას­წო­რად მი­მაჩ­ნია. რა თქმა უნ­და, ეს ფაქ­ტი მო­ტი­ვა­ცი­ას გმა­ტებს, მაგ­რამ გერ­მა­ნი­ის მა­გა­ლი­თი, სა­დაც სწავ­ლა უფა­სოა, ცხად­ყოფს, რომ ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი მო­ტი­ვა­ტო­რი, ის­წავ­ლო და კარ­გი გა­ნათ­ლე­ბა მი­ი­ღო, წარ­მა­ტე­ბუ­ლი კა­რი­ე­რის, სო­ცი­ა­ლუ­რი სტა­ტუ­სის და, აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მა­ტე­რი­ა­ლუ­რად უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი ცხოვ­რე­ბა უნ­და იყოს.
პრო­ფე­სორ-მას­წავ­ლებ­ლე­ბი კომ­პე­ტენ­ტუ­რე­ბი, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი და მომ­თხოვ­ნე­ბი არი­ან. სწავ­ლის დროს უამ­რავ ახალ ინ­ფორ­მა­ცი­ას იღებ და ვი­თარ­დე­ბი. ტექ­ნი­კუ­რი აღ­ჭურ­ვი­ლო­ბა მა­ღალ დო­ნე­ზეა. არ­სე­ბობს სა­ხელ­მ­წი­ფო სტი­პენ­დია (ბafჯg), რომ­ლის მი­ღე­ბა ყვე­ლა გერ­მა­ნელს შე­უძ­ლია, თუ მი­სი მშობ­ლე­ბი მდიდ­რე­ბი არ არი­ან. სწავ­ლის დროს არა ერ­თხელ გა­მოგ­ვ­კითხეს, თუ რამ­დე­ნად მოგ­ვ­წონს ესა თუ ის ლექ­ცია და ლექ­ტო­რი. დის­ციპ­ლი­ნა და წეს­რი­გი, ერთ-ერ­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ფუნ­და­მენ­ტია გერ­მა­ნუ­ლი გა­ნათ­ლე­ბის სი­ტე­მის. ლექ­ტო­რის ლექ­ცი­ა­ზე დაგ­ვი­ა­ნე­ბა იშ­ვი­ა­თო­ბაა, მი­სი გაკ­ვე­თი­ლის­თ­ვის მო­უმ­ზა­დებ­ლო­ბა კი ფაქ­ტობ­რი­ვად გა­მო­რიცხუ­ლია. ყვე­ლა სას­წავ­ლე­ბელს აქვს გაც­ვ­ლი­თი პროგ­რა­მე­ბი და პარ­ტ­ნი­ო­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა უცხო­ელ სას­წავ­ლებ­ლებ­თან. ხშირ შემ­თხ­ვე­ვა­ში, აუცი­ლე­ბე­ლია ერ­თი სე­მეს­ტ­რი ან პრაქ­ტი­კა გა­ი­ა­რო, ან საზღ­ვარ­გა­რეთ ის­წავ­ლო.
— ამ­ჟა­მად რა საქ­მი­ა­ნო­ბას ეწე­ვი, მო­მა­ვა­ლი რო­გორ გე­სა­ხე­ბა, სად აპი­რებ დამ­კ­ვიდ­რე­ბას? რო­გორ ფიქ­რობ, საზღ­ვარ­გა­რეთ მი­ღე­ბუ­ლი გა­ნათ­ლე­ბა და დიპ­ლო­მი სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში და­საქ­მე­ბა­ში ითა­მა­შებს თუ არა გა­დამ­წყ­ვეტ როლს?
— ამ­ჟა­მად ვცდი­ლობ, და­მო­უ­კი­დებ­ლად, რამ­დე­ნი­მე ახა­ლი კონ­ცეპ­ტი შევ­ქ­მ­ნა  და ჩე­მი პორ­ტ­ფო­ლიო გა­ვამ­დიდ­რო, რა­თა სა­მუ­შა­ოს პოვ­ნის კარ­გი შან­სი მქონ­დეს. რო­გორც ზე­მოთ აღ­ვ­ნიშ­ნე, ახ­ლა­ხან და­ვიწყე ჩე­მი სა­ბა­კა­ლავ­რო პრო­ექ­ტით დი­ზა­ი­ნის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან კონ­კურ­სებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. ამ ეტაპ­ზე, გერ­მა­ნი­ა­ში ვა­პი­რებ დარ­ჩე­ნას და მუ­შა­ო­ბას. ვფიქ­რობ, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში და­საქ­მე­ბა­ში უცხო­ეთ­ში მი­ღე­ბუ­ლი გა­ნათ­ლე­ბა გა­დამ­წყ­ვეტ როლს უნ­და თა­მა­შობ­დეს, მით უმე­ტეს გერ­მა­ნი­ა­ში მი­ღე­ბუ­ლი გა­ნათ­ლე­ბა და დიპ­ლო­მი. თუმ­ცა, ასე­ვე ბევ­რი რა­მაა და­მო­კი­დე­ბუ­ლი პი­როვ­ნე­ბა­ზე. სამ­წუ­ხა­როდ, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში წარ­მო­ე­ბა ფაქ­ტობ­რი­ვად არ არ­სე­ბობს და ჩე­მი პრო­ფე­სი­ის ადა­მი­ა­ნის­თ­ვის, ჯერ­ჯე­რო­ბით, სა­მუ­შაო არც არის.
— გა­ნათ­ლე­ბის საზღ­ვარ­გა­რეთ მი­ღე­ბა ქარ­თ­ველ ახალ­გაზ­რ­დებ­ში სულ უფ­რო და უფ­რო პო­პუ­ლა­რუ­ლი ხდე­ბა. თუმ­ცა, სწო­რი არ­ჩე­ვა­ნის გა­კე­თე­ბა, სა­ჭი­რო გა­მოც­დი­ლე­ბი­სა და ცოდ­ნის გა­რე­შე, ძნე­ლია. რას ურ­ჩევ საზღ­ვარ­გა­რეთ ცოდ­ნის გაღ­რ­მა­ვე­ბი­სა და კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ამაღ­ლე­ბის მსურ­ველ ახალ­გაზ­რ­დებს.
— პირ­ველ რიგ­ში, ახალ­გაზ­რ­დებს ვურ­ჩევ, უკან არ და­ი­ხი­ონ და ყვე­ლა­ნა­ი­რად ეცა­დონ, და­სა­ხულ მი­ზანს მი­აღ­წი­ონ. და­მერ­წ­მუ­ნეთ, ამას არას­დ­როს ინა­ნე­ბენ, რად­გან უდი­დეს გა­მოც­დი­ლე­ბას შე­ი­ძე­ნენ. მაგ­რამ ეს ად­ვი­ლი არ იქ­ნე­ბა და მზად უნ­და იყ­ვ­ნენ, გარ­კ­ვე­უ­ლი პე­რი­ო­დი მო­იკ­ლონ ძვი­რადღი­რე­ბუ­ლი ნივ­თე­ბი, ტან­საც­მე­ლი, უარი თქვან ხშირ მოგ­ზა­უ­რო­ბა­სა და გარ­თო­ბა­ზე. არი­ან სტუ­დენ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც სწავ­ლის დროს ბევრს მუ­შა­ო­ბენ, იმა­ზე მეტს გა­მო­ი­მუ­შა­ვე­ბენ, რაც რე­ა­ლუ­რად საკ­მა­რი­სია ნორ­მა­ლუ­რი ცხოვ­რე­ბის­თ­ვის. სა­მა­გი­ე­როდ, სწავ­ლას სა­ჭი­რო დროს ვე­ღარ უთ­მო­ბენ და დაწყე­ბუ­ლი საქ­მე ბო­ლომ­დე ვერ მიჰ­ყავთ. ნუ და­უშ­ვებთ ამ შეც­დო­მას. ყვე­ლა­ფე­რი ერ­თად არ მო­დის და ზოგ­ჯერ სა­ჭი­როა რა­ღა­ცის მოკ­ლე­ბა. პრი­ო­რი­ტე­ტის გან­საზღ­ვ­რა მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი უნა­რია. საზღ­ვარ­გა­რეთ გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბის შან­სი ყვე­ლას არ ეძ­ლე­ვა და ამის გა­მო­ყე­ნე­ბა აუცი­ლე­ბე­ლია, ერ­თ­გ­ვა­რი პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბაა. თა­ვი­დან ძნე­ლი იქ­ნე­ბა, მაგ­რამ თან­და­თან გა­უ­გებთ სის­ტე­მას, აყ­ვე­ბით რიტმს, შე­ეჩ­ვე­ვით რე­ჟიმს და ახ­ვალთ იმ მწვერ­ვალ­ზე, რა­საც უცხო­ე­თის დიპ­ლო­მი ჰქვია. სა­ნამ მი­სა­ღებ გა­მოც­დებს ჩა­ვა­ბა­რებ­დი, და სა­ერ­თოდ, ად­გილს მი­ვი­ღებ­დი, უცხო­ე­თის დიპ­ლო­მი ჩემს პრო­ფე­სი­ა­ში რა­ღაც აუღე­ბე­ლი ევე­რეს­ტი მე­გო­ნა, მაგ­რამ თან­და­თან, ნა­ბიჯ-ნა­ბიჯ მწვერ­ვალ­ზე მეც ავე­დი. ვერ ვიტყ­ვი, რომ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ჭკუ­ით და დის­ციპ­ლი­ნით გა­მო­ვირ­ჩე­ვი, მაგ­რამ მო­ტი­ვა­ცია დი­დი ძა­ლაა. ასე რომ, და­საწყის­ში არ შე­შინ­დეთ და თუ რო­მე­ლი­მე სა­გან­ში ჩა­იჭ­რე­ბით, უკეთ მო­ემ­ზა­დეთ. ჩე­მი რჩე­ვა იქ­ნე­ბა: ნუ აჩ­ქარ­დე­ბით, მა­გა­ლი­თად, გერ­მა­ნი­ა­ში შე­იძ­ლე­ბა რე­გუ­ლა­რუ­ლი სწავ­ლის პე­რი­ო­დის  გა­და­ცი­ლე­ბა, ასე რომ, ჯო­ბია კარ­გად მო­ემ­ზა­დოთ გა­მოც­დე­ბის­თ­ვის, მით უმე­ტეს — სა­დიპ­ლო­მო პრო­ექ­ტის­თ­ვის/ნაშ­რო­მის­თ­ვის. ყო­ვე­ლი სიძ­ნე­ლის დროს, იფიქ­რეთ თქვენს პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა­ზე, ოჯახ­ზე, სამ­შობ­ლო­სა და ბედ­ზე. იფიქ­რეთ იმა­ზე, რომ რაც უფ­რო მეტს იშ­რო­მებთ, მით უფ­რო და­გი­ფას­დე­ბათ ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი შრო­მა. ყო­ველ­თ­ვის გახ­სოვ­დეთ, რომ კარ­გი ნიშ­ნე­ბით თქვენ სა­ქარ­თ­ვე­ლოს ასა­ხე­ლებთ. იმე­დია, ეს რჩე­ვე­ბი პა­თე­ტი­კუ­რად არ ჟღერს. ეს ის მიდ­გო­მაა, რო­მე­ლიც ბევ­რ­ჯერ და­მეხ­მა­რა. მახ­სოვს, ყო­ვე­ლი კარ­გი ნიშ­ნის მი­ღე­ბის დროს, პრო­ფე­სო­რე­ბი ინ­ტე­რეს­დე­ბოდ­ნენ ჩე­მით, მე­კითხე­ბოდ­ნენ — „შენ, რო­მე­ლი ქვეყ­ნი­დან  ხარ?“, ვპა­სუ­ხობ­დი — „სა­ქარ­თ­ვე­ლო­დან!“ და ჩემს სი­ხა­რულს საზღ­ვა­რი არ ჰქონ­და. სას­წავ­ლებ­ლად რო­მელ ქვე­ყა­ნა­შიც წახ­ვალთ, აუცი­ლებ­ლად და­აკ­ვირ­დით იქა­ურ აზ­როვ­ნე­ბას და საქ­მი­სად­მი მიდ­გო­მას. შე­ის­რუ­ტეთ ამ დაკ­ვირ­ვე­ბი­დან მი­ღე­ბუ­ლი ცოდ­ნა და მაქ­სი­მა­ლუ­რად გა­მო­ი­ყე­ნეთ.
— შე­ნი ინ­ტე­რეს­თა სფე­რო საკ­მა­ოდ მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნია — მეც­ნი­ე­რე­ბა, ფი­ლო­სო­ფია, ას­ტ­რო­ნო­მია, ის­ტო­რია, პო­ლი­ტი­კა, სპორ­ტი... ხომ არ გაგ­ვი­ზი­ა­რებ­დი რო­მე­ლი­მე სფე­რო­დან კონ­კ­რე­ტულ სა­კითხს, რო­მე­ლიც ჩვე­ნი მკითხ­ვე­ლის­თ­ვი­საც სა­ინ­ტე­რე­სო იქ­ნე­ბა?
— ძნე­ლია ერ­თი კონ­კ­რე­ტუ­ლი სა­კითხის გა­მო­ყო­ფა... ვარ­ს­კ­ვ­ლა­ვე­ბის შემ­ხედ­ვა­რე, გი­ფიქ­რი­ათ ალ­ბათ: „იყუ­რე­ბა თუ არა ახ­ლა, სად­მე იქ, ვინ­მე... ასე ჩემ­სა­ვით კოს­მოს­ში და ფიქ­რობს თუ არა იგი­ვეს, რა­საც მე?“ საქ­მე იმა­შია, რომ რო­ცა ცა­ში ვი­ხე­დე­ბით და ვარ­ს­კ­ვ­ლა­ვებს ვაკ­ვირ­დე­ბით, ჩვენ მათ წარ­სულ­ში ვი­ხე­დე­ბით. სამ­ყა­რო იმ­დე­ნად დი­დია, რომ მზის სის­ტე­მე­ბი ძა­ლი­ან და­შო­რე­ბუ­ლია ერ­თ­მა­ნეთს. მზის სხივს, ინ­ფორ­მა­ცი­ის მა­ტა­რე­ბელს, გარ­კ­ვე­უ­ლი დრო სჭირ­დე­ბა, ჩვე­ნამ­დე რომ მო­აღ­წი­ოს რო­მე­ლი­მე პლა­ნე­ტი­დან თუ მზი­დან. ჩვენ­გან რაც უფ­რო შორ­საა პლა­ნე­ტა, მით უფ­რო დი­დი დრო გვჭირ­დე­ბა, ის რომ და­ვი­ნა­ხოთ. მა­გა­ლი­თის­თ­ვის: უც­ბად ჩვე­ნი მზე რომ ჩაქ­რეს, ერთ წამ­ში, ჩვენ ამას 8 წუ­თის მე­რე და­ვი­ნა­ხავთ, მა­ნამ­დე კი, ჩვენ­თ­ვის ის 8 წუ­თის გან­მავ­ლო­ბა­ში ისევ იკაშ­კა­შებს. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, ცა­ში რო­მე­ლი­მე ვარ­ს­კ­ვ­ლავს ვუ­ყუ­რებთ, ამ დროს კი, შე­საძ­ლე­ბე­ლია, ის უკ­ვე აღარც არ­სე­ბობს... წარ­მო­იდ­გი­ნეთ, რომ გქონ­დეთ ისე­თი ტე­ლეს­კო­პი, რომ­ლის მეშ­ვე­ო­ბი­თაც შეძ­ლებ­დით, რო­მე­ლი­მე ეკ­ზოპ­ლა­ნე­ტის ზე­და­პი­რის ძა­ლი­ან კარ­გად და­ნახ­ვას. და­აკ­ვირ­დე­ბო­დით რო­მე­ლი­მე პლა­ნე­ტას და ნა­ხავ­დით იქ დი­ნო­ზავ­რებს... ან პრი­მი­ტი­ულ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც ცეცხ­ლის დან­თე­ბას სწავ­ლო­ბენ... სი­ნამ­დ­ვი­ლე­ში კი, იქ ახ­ლა შე­იძ­ლე­ბა უკ­ვე კოს­მოს­ში დაფ­რი­ნა­ვენ და კვან­ტურ კომ­პი­უ­ტე­რებს ხმა­რო­ბენ! იქ­ნებ ჩვენც გვი­ყუ­რებს ვინ­მე შო­რე­უ­ლი პლა­ნე­ტი­დან და ჩვენ­თან დი­ნო­ზავ­რე­ბის ან ან­ტი­კურ ეპო­ქას აკ­ვირ­დე­ბა... რო­მის იმ­პე­რი­ის და­ცე­მას... ან კი­დევ იმას, თუ რო­გორ წერ­და რუს­თა­ვე­ლი „ვეფხის­ტყა­ო­სანს“. ეს ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე შთამ­ბეჭ­და­ვი აზ­რია, რაც წა­მი­კითხავს.
სა­ერ­თოდ, ძა­ლი­ან კარ­გია, რო­ცა ადა­მი­ანს ბევ­რი რამ აინ­ტე­რე­სებს, მრა­ვალ­მ­ხ­რი­ვი ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლო­ბა კრე­ა­ტი­უ­ლი აზ­როვ­ნე­ბის სა­წინ­და­რია, რაც ცხოვ­რე­ბა­ში ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია და გა­მო­სა­დე­გი. გი­ყა­ლიბ­დე­ბა უნა­რი, რო­მე­ლი­მე პრობ­ლე­მის გა­დაჭ­რის დროს, სხვა­დას­ხ­ვა პო­ტენ­ცი­უ­რი გზე­ბი გა­მო­ნა­ხო, ნე­ბის­მი­ერ სა­განს ან სა­კითხს, სხვა­დას­ხ­ვა პერ­ს­პექ­ტი­ვი­დან შე­ხე­დო. ერ­თი სიტყ­ვით, მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი ინ­ტე­რეს­თა სფე­რო, მი­ნი­მუმ, სა­ინ­ტე­რე­სო მო­სა­უბ­რედ მა­ინც გაგ­ხ­დის. ამას­თან ერ­თად, ადა­მი­ა­ნი თუ ფი­ლო­სო­ფი­ი­თაა და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი, ეს კი­დევ უფ­რო კარ­გია. ზოგს ჰგო­ნია, ფი­ლო­სო­ფია მო­საწყე­ნი ტერ­მი­ნე­ბი და ფი­ლო­სო­ფოს­თა ჩახ­ლარ­თუ­ლი მსოფ­ლ­მ­ხედ­ვე­ლო­ბაა. გარ­კ­ვე­ულ­წი­ლად შე­საძ­ლოა ასე­ცაა, მაგ­რამ ფი­ლო­სო­ფია, პირ­ველ რიგ­ში, სიბ­რ­ძ­ნის­კენ მის­წ­რა­ფე­ბა და აზ­როვ­ნე­ბაა. ვფიქ­რობ, აუცი­ლე­ბე­ლი არაა ბევ­რი ფი­ლო­სო­ფო­სის სა­ხე­ლის და მსოფ­ლ­მ­ხედ­ვე­ლო­ბის ცოდ­ნა, საკ­მა­რი­სია კითხ­ვე­ბის დას­მის უნა­რი, რა­ღა­ცე­ბის ეჭ­ვ­ქ­ვეშ და­ყე­ნე­ბა, რო­გორც სამ­ყა­როს, ასე­ვე ადა­მი­ა­ნე­ბის ქცე­ვებ­ზე დაკ­ვირ­ვე­ბა და ანა­ლი­ზი. ეს ყვე­ლა­ფე­რი კი გან­ვი­თა­რე­ბის წი­ნა­პი­რო­ბაა, რა­საც ცხოვ­რე­ბა­ში პრაქ­ტი­კუ­ლი წარ­მა­ტე­ბა მოჰ­ყ­ვე­ბა. რომ შე­მეძ­ლოს, ფი­ლო­სო­ფი­ას აუცი­ლე­ბელ, სა­ვალ­დე­ბუ­ლო სას­კო­ლო საგ­ნად გავ­ხ­დი­დი.
— ბე­სო, და­მე­თან­ხ­მე­ბი ალ­ბათ, რო­ცა ადა­მი­ა­ნი საზღ­ვარ­გა­რეთ ცხოვ­რობს, მეტს ფიქ­რობს სამ­შობ­ლო­ზე. საზღ­ვარ­გა­რეთ გა­ტა­რე­ბულ მცი­რე პე­რი­ოდ­შიც კი ადა­მი­ა­ნი სხვაგ­ვა­რად აფა­სებს სა­კუ­თარ ღი­რე­ბუ­ლე­ბებს. რო­გორ ფიქ­რობ, მიგ­ვი­ღებს ევ­რო­პა ისე­თებს, რო­გო­რე­ბიც ვართ, თუ ბევ­რი რა­მის გა­და­ხედ­ვა და გა­და­ფა­სე­ბა მოგ­ვი­წევს? შე­ნი აზ­რით, რა მოგ­ცა გერ­მა­ნი­ა­ში გა­ტა­რე­ბულ­მა პე­რი­ოდ­მა ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი და ღი­რე­ბუ­ლი?
— ძა­ლი­ან ბევ­რი რა­მის შეც­ვ­ლა და გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა გვჭირ­დე­ბა. პირ­ველ რიგ­ში, ჩვენ უნ­და მი­ვი­ღოთ ჩვე­ნი თა­ვი ევ­რო­პე­ლე­ბად. რო­გორც ვამ­ჩ­ნევ, ზოგს ეს არ უნ­და. მი­ჯაჭ­ვუ­ლია წარ­სულს და სრუ­ლი­ად უსა­ფუძ­ვ­ლოდ „იდენ­ტო­ბის და­კარ­გ­ვის“ ეში­ნია. მათ­თ­ვის ევ­რო­პა გარ­ყ­ვ­ნი­ლე­ბის გან­სა­ხი­ე­რე­ბაა. ამ დროს კი, იმ ტექ­ნი­კით სარ­გებ­ლო­ბენ, იმ ფილ­მებს უყუ­რე­ბენ, იმ მუ­სი­კას უს­მე­ნენ, რაც ევ­რო­პა­სა და ამე­რი­კა­ში შე­იქ­მ­ნა, იმ მიღ­წე­ვე­ბით ცხოვ­რო­ბენ, რაც მათ გა­მო­ი­გო­ნეს. ავიწყ­დე­ბათ, რომ სოკ­რა­ტე, მარ­კუს ავ­რე­ლი­უ­სი, ლე­ო­ნარ­დო და ვინ­ჩი, კო­პერ­ნი­კი, გო­ე­თე, შექ­ს­პი­რი, კან­ტი, ჰე­გე­ლი, აინ­შ­ტა­ი­ნი და მრა­ვა­ლი სხვა გა­მორ­ჩე­უ­ლი პი­როვ­ნე­ბა ევ­რო­პე­ლე­ბი იყ­ვ­ნენ. გარ­და ამი­სა, ელე­მენ­ტა­რუ­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ქცე­ვის ნორ­მე­ბი უნ­და გვქონ­დეს: რიგ­ში დგო­მა, მეტ­როს ვა­გო­ნი­დან თუ ავ­ტო­ბუ­სი­დან ჯერ გა­მომ­ს­ვ­ლე­ლის გა­მოშ­ვე­ბა და მე­რე შეს­ვ­ლა, ფე­ხით მო­სი­ა­რუ­ლე­თა გზა­ზე მან­ქა­ნის არ­გა­ჩე­რე­ბა, ნაგ­ვის არ­დაყ­რა, გზის დათ­მო­ბა, გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი აზ­რის ტო­ლე­რი­რე­ბა და მრა­ვა­ლი ის თვი­სე­ბა, რის გა­რე­შეც ევ­რო­პე­ლე­ბი ვერ გავ­ხ­დე­ბით. მაგ­რამ ეს არ კმა­რა, უფ­რო სიღ­რ­მი­სე­უ­ლი მენ­ტა­ლუ­რი რე­ვო­ლუ­ცი­ის გა­რე­შე უკე­თეს სა­ხელ­მ­წი­ფოს ვერ შევ­ქ­მ­ნით. აუცი­ლე­ბე­ლია ბევ­რი რა­მის გა­და­ფა­სე­ბა: ჩვენ­თ­ვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რი სი­ა­მა­ყის გან­დევ­ნა; სი­ზარ­მა­ცის გა­და­ლახ­ვა; საქ­მის კე­თე­ბის დროს იდე­ა­ლუ­რო­ბის­კენ მის­წ­რა­ფე­ბა და არა მი­ფუ­ჩე­ჩე­ბა; მაქ­სი­მა­ლის­ტუ­რი მიზ­ნე­ბის და­სახ­ვა და არა მცი­რე­დი წარ­მა­ტე­ბით კმა­ყო­ფი­ლე­ბა; ძაღ­ლის ან კა­ტის შე­სა­ბა­მის თავ­შე­სა­ფარ­ში ჩა­ბა­რე­ბა და არა მა­თი გა­რეთ უმოწყა­ლოდ გაყ­რა; ბუ­ნე­ბის დაც­ვა და სიყ­ვა­რუ­ლი; ანა­ლი­ტი­კურ-რა­ცი­ო­ნა­ლუ­რი აზ­როვ­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა, პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბის უკეთ გა­აზ­რე­ბა და კი­დევ ბევ­რი რამ. ამ ყვე­ლა­ფერს მი­ვაღ­წევთ, რო­ცა გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა იქ­ნე­ბა პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი, ყვე­ლას­თ­ვის მი­საწ­ვ­დო­მი და, რაც მთა­ვა­რია — ეფექ­ტუ­რი. ჩვენ თუ არ გვყოფ­ნის გა­მოც­დი­ლე­ბა და ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი ძა­ლა, ასე­თი სის­ტე­მა შევ­ქ­მ­ნათ, მა­შინ გა­მოვ­ყოთ ფუ­ლი ბი­უ­ჯე­ტი­დან, ჩა­მო­ვიყ­ვა­ნოთ, მა­გა­ლი­თად, გერ­მა­ნე­ლი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი და ახა­ლი სის­ტე­მა მა­თი დახ­მა­რე­ბით ვა­შე­ნოთ. მეს­მის, რომ ეს ად­ვი­ლი არაა, მაგ­რამ დი­დი მიზ­ნე­ბის მიღ­წე­ვა ხომ ად­ვი­ლი არას­დ­როს ყო­ფი­ლა. ყვე­ლა­ფე­რი ეს, რაც ჩა­მოვ­თ­ვა­ლე, ფუნ­და­მენ­ტა­ლუ­რი და მტკივ­ნე­უ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბია, რის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას ძლი­ე­რი იმ­პულ­სი და მო­ტი­ვა­ცია სჭირ­დე­ბა. ადა­მი­ან­მა თუ კარ­გად არ და­ი­ნა­ხა და გა­ი­აზ­რა ის ჯილ­დო, რაც ელო­დე­ბა შრო­მი­სა ­და ცვლი­ლე­ბე­ბის მე­რე, ხელს არ გა­ან­ძ­რევს. ამი­ტომ მთავ­რო­ბა, ასე­ვე, უნ­და ეწე­ო­დეს ამ ყვე­ლაფ­რის პრო­პა­გან­დას და ხალ­ხის­თ­ვის იმ ნა­თე­ლი და წარ­მა­ტე­ბუ­ლი მო­მავ­ლის წარ­მოდ­გე­ნას, რაც გვე­ლო­დე­ბა. მარ­ტო მთავ­რო­ბის იმედ­ზეც არ უნ­და ვი­ყოთ, პირ­ველ რიგ­ში, ყვე­ლა ჩვენ­თა­გან­მა სა­კუ­თა­რი თა­ვით უნ­და და­ვიწყოთ გარ­დაქ­მ­ნა და გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა. ვფიქ­რობ, ევ­რო­კავ­შირ­ში ჩვენ მა­ინც კარ­გა ხა­ნი არ მიგ­ვი­ღე­ბენ, გა­ფარ­თო­ე­ბა­ზე ლა­პა­რა­კი უკ­ვე აღარ სურთ, მაგ­რამ ჩვე­ნი მი­ზა­ნი, პირ­ველ რიგ­ში, გან­ვი­თა­რე­ბა უნ­და იყოს, ევ­რო­პა კი, რო­გორც სა­მა­გა­ლი­თო მო­დე­ლი.
რაც შე­მე­ხე­ბა მე, ვფიქ­რობ, ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი რაც გერ­მა­ნი­ა­ში გა­ტა­რე­ბულ­მა დრომ მომ­ცა, არის: ჩე­მი პრო­ფე­სია, სიძ­ნე­ლე­ე­ბის გა­და­ლახ­ვის გა­მოც­დი­ლე­ბა, ბევრ რა­მე­ზე და­ფიქ­რე­ბის და გა­ა­ნა­ლი­ზე­ბის უნა­რი, პერ­ფექ­ცი­ო­ნიზ­მის­კენ მის­წ­რა­ფე­ბა და სხვა­დას­ხ­ვა კულ­ტუ­რე­ბის გაც­ნო­ბა. გერ­მა­ნუ­ლი ენის ცოდ­ნამ გა­მიხ­ს­ნა კა­რი ბევ­რი სა­ინ­ტე­რე­სო ინ­ფორ­მა­ცი­ის­კენ და ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი ევ­რო­პუ­ლი სამ­ყა­როს შე­მეც­ნე­ბის­კენ.

ესა­უბ­რა  მა­კა ყი­ფი­ა­ნი

25-28(942)N