გამოდის 1998 წლიდან
2015-05-14
უფ­რო­სი მას­წავ­ლებ­ლო­ბის გა­რან­ტი ვი­დე­ო­გაკ­ვე­თი­ლე­ბი (+5 კრე­დი­ტი)

ლა­ლი ჯე­ლა­ძე

მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი განვითარებისა და კარიერული წინსვლის ახა­ლი სქე­მა პე­და­გო­გებს ოთხ კა­ტე­გო­რი­ად ჰყოფს. თი­თო­ე­უ­ლი კა­ტე­გო­რი­ის მი­ნი­ჭე­ბა­სა და მის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას სხვა­დას­ხ­ვა აქ­ტი­ვო­ბე­ბით ამ­ყა­რებს. ერთ-ერ­თი მოთხოვ­ნა, რო­მ­ლის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბაც უფ­როს მას­წავ­ლე­ბელს კა­ტე­გო­რი­ის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად მო­უ­წევს, 19 კრე­დი­ტის დაგ­რო­ვე­ბაა,  აქე­დან გა­რე დაკ­ვი­რვე­ბას 5 კრე­დი­ტი ენი­ჭე­ბა. რო­გორ უნ­და გა­ი­ა­როს პე­და­გოგ­მა გა­რე დაკ­ვირ­ვე­ბა, რო­მე­ლიც ვი­დე­ო­გაკ­ვე­თი­ლის შე­დე­გად უნ­და შე­ფას­დეს და რო­გორ აიღოს19 კრე­დი­ტი­დან მის­თ­ვის გან­კუთ­ვ­ნი­ლი 5 კრე­დი­ტი? ეს ინ­ფორ­მა­ცია, ალ­ბათ, არა მხო­ლოდ ამ­ჟა­მად ამ სა­ფე­ხურ­ზე გა­დამ­ს­ვ­ლე­ლებს, არა­მედ ყვე­ლას და­ა­ინ­ტე­რე­სებს, რად­გა­ნაც მი­სი გავ­ლა ერ­თხელ ნე­ბის­მი­ერ პე­და­გოგს მო­უ­წევს, ვინც ამ სის­ტე­მა­შია. ეს კი 2016 წლი­დან, 4-წლი­ან ვა­და­ში, გა­რე­ დაკ­ვი­რვე­ბის მე­ქა­ნიზ­მის (პი­ლო­ტი­რე­ბის შემ­დეგ) ამოქ­მე­დე­ბის შემ­დეგ, გახ­დე­ბა სავალდებულო. წი­ნა­აღ­მ­დეგ, შემ­თხ­ვე­ვა­ში, პე­და­გო­გი ავ­ტო­მა­ტუ­რად პირ­ველი — მი­ლე­ვადი პრაქ­ტი­კო­სი მას­წავ­ლებ­ლის სა­ფე­ხურს და­უბ­რუნ­დე­ბა. რო­გო­რი სა­ხით შე­მოგ­ვ­თა­ვა­ზებს  შე­ფა­სე­ბი­სა და გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რი გა­რე­ დაკ­ვირ­ვე­ბის რუბ­რი­კას, ამის შე­სა­ხებ ცნო­ბი­ლი გახ­და მე­დი­ა­სე­მი­ნარ­ზე, რო­მე­ლიც ცენ­ტ­რ­მა ახ­ლა­ხან ყაზ­ბეგ­ში გა­მარ­თა.  „გა­და­უ­ჭარ­ბებ­ლად გეტყ­ვით, რომ ახალ სქე­მა­ში საკ­ლა­სო დაკ­ვირ­ვე­ბის სის­ტე­მას მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ად­გი­ლი უჭი­რავს და ჩვენ ამ პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბას სრუ­ლად ვაც­ნო­ბი­ე­რებთ. ძა­ლი­ან გვინ­და, მაქ­სი­მა­ლუ­რად მომ­ზა­დე­ბუ­ლე­ბი შევ­ხ­ვ­დეთ მი­სი და­ნერ­გ­ვის პრო­ცესს, რო­მე­ლიც რე­ა­ლუ­რად 2016 წელს და­იწყე­ბა, 2015 წე­ლი კი აპ­რო­ბა­ცი­ის პე­რი­ო­დია. მინ­და გითხ­რათ, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში არც ერ­თი კუთხე-კუნ­ჭუ­ლი არ და­გვი­ტო­ვე­ბია, სა­დაც არ ჩა­ვე­დით და პე­და­გო­გებს ინ­ფორ­მა­ცია არ მი­ვა­წო­დეთ ამის შე­სა­ხებ. ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო იყო მათ­გან უკუ­კავ­ში­რის მი­ღე­ბა. მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, რომ  კალ­კით არ გად­მო­ვი­ღოთ უცხო­უ­რი გა­მოც­დი­ლე­ბა და პირ­და­პირ არ დავ­ნერ­გოთ სის­ტე­მა, რო­მე­ლიც სხვა­გან კარ­გად მუ­შა­ობს. ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, ეფექ­ტუ­რად მო­ვარ­გოთ არ­სე­ბულ ვი­თა­რე­ბას, რომ სა­ბო­ლოო ჯამ­ში რა­ღაც შე­დე­გი მოგ­ვ­ცეს. რაც მთა­ვა­რია, სის­ტე­მა არ უნ­და იყოს ისე­თი, რომ მას­წავ­ლებ­ლებს გა­ვუ­ჩი­ნოთ გან­ც­და, რომ მათ შესამოწმებლად კი­დევ ახა­ლი რამ მო­ი­გო­ნეს ვი­დე­ო­გაკ­ვე­თი­ლე­ბის სა­ხით. იმე­დია, მეტ­ნაკ­ლე­ბად რე­ლაქ­სი­რე­ბუ­ლად იგ­რ­ძ­ნო­ბენ თავს და კარ­გი პე­და­გო­გე­ბი ზედ­მე­ტი ძა­ლის­ხ­მე­ვის გა­რე­შე მო­ა­ხერ­ხე­ბენ ბა­რი­ე­რის გა­და­ლახ­ვას.“ — გა­ნაცხა­და მაია მი­მი­ნოშ­ვილ­მა.  შე­ფა­სე­ბი­სა და გა­მოც­დე­ბის ერ­ოვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის პრო­ფე­სი­უ­ლი უნა­რე­ბის ჯგუ­ფის წარ­მო­მად­გენე­ლ­მა ირი­ნა ჟვა­ნი­ამ დე­ტა­ლუ­რად ისა­უბ­რა რუბ­რი­კის შე­მუ­შა­ვე­ბის პრო­ცე­სებ­ზე:

რა­ტომ გაჩ­ნ­და გა­რე დაკ­ვირ­ვე­ბის აუცი­ლებ­ლო­ბა და რა მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა აქვს მას მას­წავ­ლებ­ლის
შე­ფა­სე­ბის პრო­ცეს­ში

მას­წავ­ლე­ბელ­თა პროფესიული განვითარებისა და კა­რი­ე­რუ­ლი წინ­ს­ვ­ლი­სა ახა­ლი სქე­მა მთლი­ა­ნად ცვლის მას­წავ­ლე­ბელ­თა სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბის პრო­ცესს, ანუ მა­თი შე­ფა­სე­ბის სის­ტე­მას. მა­ნამ­დე არ­სე­ბობ­და სის­ტე­მა, რო­მე­ლიც მას­წავ­ლე­ბელ­თა სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბას გუ­ლის­ხ­მობ­და — თუ მას­წავ­ლე­ბე­ლი, საგ­ნობ­რი­ვი და პრო­ფე­სი­უ­ლი უნა­რე­ბის გა­მოც­დის ჩა­ბა­რე­ბის შემ­დეგ, ბა­რი­ერს გა­და­ლა­ხავ­და, სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ხდე­ბო­და. საგ­ნობ­რი­ვი გა­მოც­და ახალ სქე­მა­შიც რჩე­ბა, თუმ­ცა, პე­და­გოგს აღარ ევა­ლე­ბა პრო­ფე­სი­უ­ლი უნა­რე­ბის გა­მოც­დის ჩა­ბა­რე­ბა, რაც გუ­ლის­ხ­მობს მათ ცოდ­ნას მე­თო­დე­ბი­სა და ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი გან­ვი­თა­რე­ბის თე­ო­რი­ე­ბის შე­სა­ხებ და ა.შ. თუმ­ცა, სა­გა­მოც­დო სის­ტე­მა ბო­ლომ­დე და სრუ­ლად ვერ ამოწ­მებ­და მას­წავ­ლე­ბელს. ხში­რად იყო სა­უ­ბა­რი იმა­ზე, რომ ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია მას­წავ­ლებ­ლის ნახ­ვა უშუ­ა­ლოდ გაკ­ვე­თი­ლის პრო­ცეს­ში, ანუ რას აკე­თებს პრაქ­ტი­კა­ში. ერ­თია, რო­ცა მას­წავ­ლე­ბე­ლი ტეს­ტის სა­ხით პა­სუხს სცემს და­ვა­ლე­ბებს და მე­ო­რე, რო­გორ მუ­შა­ობს უშუ­ა­ლოდ გაკ­ვე­თილ­ზე. ჩვე­ნი ჯგუ­ფი პრო­ფე­სი­უ­ლი უნა­რე­ბის ტეს­ტებ­ზე მუ­შა­ობ­და და, გარ­კ­ვე­ულ­წი­ლად, გვქონ­და სი­ტუ­ა­ცი­უ­რი  და­ვა­ლე­ბე­ბი, რო­მელ­ზე პა­სუ­ხიც, მეტნაკ­ლე­ბად, იძ­ლე­ო­და ინ­ფორ­მა­ცი­ას იმის შე­სა­ხებ, მა­გა­ლი­თად, მას­წავ­ლე­ბე­ლი კონ­ფ­ლიქ­ტურ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში რა ტი­პის სტრა­ტე­გი­ებს იყე­ნებს, სხვა­დას­ხ­ვა სა­ჭი­რო­ე­ბის მქო­ნე ბავ­შ­ვე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში, რა მე­თო­დებს მი­მარ­თავს და ა.შ. მაგ­რამ და­მე­თან­ხ­მე­ბით, რომ პრაქ­ტი­კა­ში მას­წავ­ლე­ბელ­ზე დაკ­ვირ­ვე­ბა ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია. ახა­ლი სქე­მის მი­ხედ­ვით, მას­წავ­ლებ­ლე­ბის ოთხი კა­ტე­გო­რია გვაქვს: პრაქ­ტი­კო­სი — მი­ლე­ვად რე­ჟიმ­ში მო­მუ­შა­ვე აქ­ტი­უ­რი მას­წავ­ლე­ბე­ლი, რო­მე­ლიც არ არის სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი; უფ­რო­სი მას­წავ­ლე­ბე­ლი — მუ­შა­ობს სკო­ლა­ში და არ არის სერ­ტი­ფი­ცი­ე­რე­ბუ­ლი ან ჩა­ბა­რე­ბუ­ლი აქვს უნა­რე­ბი და წარ­მა­ტე­ბით ჩა­ა­ბა­რებს 2015 წელს საგ­ნის გა­მოც­დას, აქვს დოქ­ტო­რის ხა­რის­ხი; წამ­ყ­ვა­ნი მას­წავ­ლე­ბე­ლი — აქვს დოქ­ტო­რის ხა­რის­ხი და არის სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი; მენ­ტო­რი.
დღეს სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლია  მას­წავ­ლებ­ლე­ბის 20 პრო­ცენ­ტი, ისი­ნი ავ­ტო­მა­ტუ­რად ხდე­ბი­ან უფ­რო­სი მას­წავ­ლებ­ლე­ბი, ხო­ლო და­ნარ­ჩე­ნე­ბი, ვინც არ არი­ან სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლე­ბი, შე­დი­ან პირ­ველ სა­ფე­ხურ­ზე — პრაქ­ტი­კო­სი მას­წავ­ლებ­ლე­ბი. თუმ­ცა, სქე­მა­ში გა­წე­რი­ლია უამ­რა­ვი სხვა­დას­ხ­ვა აქ­ტი­ვო­ბა, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც მათ უნ­და და­აგ­რო­ვონ გარ­კ­ვე­უ­ლი კრე­დი­ტე­ბი, რა­თა ერ­თი სტა­ტუ­სი მე­ო­რე­თი შეც­ვა­ლონ ან შე­ი­ნარ­ჩუ­ნონ. ამ სქე­მა­ში ჩვენ პა­სუ­ხის­მ­გებ­ლე­ბი ვართ გა­რე დაკ­ვირ­ვე­ბის კომ­პო­ნენ­ტ­ზე. მას­წავ­ლე­ბე­ლმა, რო­მე­ლიც ხვდე­ბა მე­ო­რე კა­ტე­გო­რი­ის სა­ფე­ხურ­ზე, ანუ ხდე­ბა უფ­რო­სი მას­წავ­ლე­ბე­ლი, იმის­თ­ვის, რომ შე­ი­ნარ­ჩუ­ნოს ეს სტა­ტუ­სი, აუცი­ლებ­ლად 19 კრე­დი­ტი უნ­და და­აგ­რო­ვოს, აქე­დან გა­რე დაკ­ვირ­ვე­ბას მი­ნი­ჭე­ბუ­ლი აქვს 5 კრე­დი­ტი. დღე­ვან­დე­ლი მო­ნა­ცე­მე­ბით, წამ­ყ­ვა­ნი მას­წავ­ლებ­ლის სა­ფე­ხურ­ზე სულ 200 მას­­წავ­ლე­ბე­ლი ხვდე­ბა, ანუ არი­ან სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლე­ბი და აქვთ დოქ­ტო­რის ხა­რის­ხი, მაგ­რამ ნე­ბის­მი­ერ­მა მას­წავ­ლე­ბელ­მა, ვინც ამ სის­ტე­მა­შია, ერ­თხელ მა­ინც უნ­და გა­ი­ა­როს გა­რე დაკ­ვირ­ვე­ბის პრო­ცე­სი, მათ შო­რის იმ 200-მა პე­და­გოგ­მაც.
გა­რე დაკ­ვირ­ვე­ბას, ძი­რი­თა­დად, შე­მა­ჯა­მე­ბე­ლი ხა­სი­ა­თი აქვს და ის არ ემ­სა­ხუ­რე­ბა რა­ღა­ცის მი­ნი­ჭე­ბას, მხო­ლოდ სტა­ტუ­სის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას ისა­ხავს მიზ­ნად. სქე­მა ში­და დაკ­ვირ­ვე­ბა­საც ით­ვა­ლის­წი­ნებს, რო­მე­ლიც მთლი­ა­ნად სკო­ლა­ზე გა­და­დის და, გა­რე დაკ­ვი­რ­ვე­ბის­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით, გან­მა­ვი­თა­რე­ბე­ლი ხა­სი­ა­თი აქვს. ჯგუფს, რო­მე­ლიც სკო­ლა­ში შე­იქ­მ­ნე­ბა ში­და დაკ­ვირ­ვე­ბის­თ­ვის, ევა­ლე­ბა, ამ დაკ­ვირ­ვე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, მას­წავ­ლე­ბელს უჩ­ვე­ნოს უკუ­კავ­ში­რი, ანუ და­ა­ნა­ხოს რა გა­მო­ას­წო­როს ან რა გა­ა­უმ­ჯო­ბე­სოს და ა.შ. მე­ქა­ნიზმს, რო­მელ­ზეც ახ­ლა ვმუ­შა­ობთ, მხო­ლოდ და მხო­ლოდ სტა­ტუ­სის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის ფუნ­ქ­ცია ექ­ნე­ბა. გა­რე დაკ­ვირ­ვე­ბით, მას­წავ­ლე­ბელს ვა­ფა­სებთ უშუ­ა­ლოდ გაკ­ვე­თი­ლის პრო­ცეს­ში, რომ­ლის მთა­ვა­რი მი­ზა­ნია, მო­ხერ­ხ­დეს მას­წავ­ლე­ბ­ლის პრო­ფე­სი­უ­ლი უნა­რე­ბის შე­მოწ­მე­ბა. შე­იძ­ლე­ბა გაჩ­ნ­დეს კითხ­ვა, თუ რამ­დე­ნად ბუ­ნებ­რი­ვი და გულ­წ­რ­ფე­ლი იქ­ნე­ბა მას­წავ­ლე­ბე­ლი გაკ­ვე­თი­ლის ჩა­ტა­რე­ბის პრო­ცეს­ში, რო­დე­საც მას ვი­ღაც აკ­ვირ­დე­ბა. ეს გარ­კ­ვე­ულ უხერ­ხუ­ლო­ბას შექ­მ­ნის.  ჩვენ გა­ვე­ცა­ნით სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­მოც­დი­ლე­ბას, ინ­ტენ­სი­უ­რი ტრე­ნინ­გე­ბი გა­ვი­ა­რეთ უცხო­ელ ექ­ს­პერ­ტებ­თან და აღ­მოჩ­ნ­და, რომ  ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით ბევ­რი პრობ­ლე­მა არ­სე­ბობ­და იმ ქვეყ­ნებ­ში, სა­დაც ეს მე­ქა­ნიზ­მი უკ­ვე მეტ­ნაკ­ლე­ბად გა­მარ­თუ­ლად მუ­შა­ობს. რო­ცა მას­წავ­ლე­ბე­ლი გრძნობს, რომ აკ­ვირ­დე­ბი­ან, თა­ვის­თა­ვად, ქცე­ვას ცვლის, ცო­ტა შე­იძ­ლე­ბა ხე­ლოვ­ნუ­რო­ბაც შეს­ძი­ნოს პრო­ცესს. ბევ­რი ვი­ფიქ­რეთ, თუ რო­გო­რი შე­იძ­ლე­ბა იყოს გა­რე დაკ­ვირ­ვე­ბა.

რა­ტომ ავირ­ჩი­ეთ მე­თო­დი — ვი­დე­ო­გაკ­ვე­თი­ლით შე­ფა­სე­ბა
 მსოფ­ლი­ო­ში საკ­ლა­სო დაკ­ვირ­ვე­ბის ორა­დ ო­რი მე­თო­დი არ­სე­ბობს. ერ­თი — დამ­კ­ვირ­ვე­ბე­ლი-შემ­ფა­სე­ბე­ლი მი­დის გაკ­ვე­თილ­ზე, დე­ტა­ლუ­რად გა­წე­რი­ლი შე­ფა­სე­ბის რუბ­რი­კა უჭი­რავს, აკე­თებს ჩა­ნა­წე­რებს — შე­ნიშ­ვ­ნებს, რო­მე­ლიც  შე­ფა­სე­ბის  ერ­თა­დერ­თი დო­კუ­მენ­ტია. მე­ო­რე — ვი­დე­ო­გაკ­ვე­თი­ლე­ბი. ჩვენ ავირ­ჩი­ეთ  მე­ო­რე, იმი­ტომ, რომ არ შე­იძ­ლე­ბა ერ­თი გაკ­ვე­თი­ლით შე­ვა­ფა­სოთ მას­წავ­ლე­ბე­ლი. ცხა­დია ისიც, რომ არ შე­იძ­ლე­ბა მას­წავ­ლე­ბელ­მა, ყო­ველ­დღე ერ­თ­ნა­ი­რად კარ­გი გაკ­ვე­თი­ლი ჩა­ა­ტა­როს. რაც მთა­ვა­რია, პირ­ვე­ლის შემ­თხ­ვე­ვა­ში, მას­წავ­ლე­ბელს არ აქვს აპე­ლა­ცი­ის შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რად­გა­ნაც ერ­თა­დერ­თი დო­კუ­მენ­ტი, რო­მე­ლიც ხელ­ში გვი­ჭი­რავს, ეს არის შემ­ფა­სებ­ლის მი­ერ გა­კე­თე­ბუ­ლი ჩა­ნა­წე­რე­ბი. ვი­დე­ო­გაკ­ვე­თი­ლის შემ­თხ­ვე­ვა­ში კი ამის შე­საძ­ლებ­ლო­ბა გვეძ­ლე­ვა. სკო­ლა­ში, სა­დაც მოწყო­ბი­ლია კა­ბი­ნე­ტი ვი­დე­ო­გაკ­ვე­თი­ლის ჩა­სა­წე­რად, მას­წავ­ლე­ბელს სა­შუ­ა­ლე­ბა აქვს ჩა­ა­ტა­როს და ჩა­ი­წე­როს რამ­დე­ნი­მე, რო­გორც პე­და­გო­გე­ბი ეძა­ხი­ან, მუ­შა გაკ­ვე­თი­ლი, რო­მელ­საც ყო­ველ­დღი­უ­რად ატა­რებს და არა საჩ­ვე­ნე­ბე­ლი.  რამ­დე­ნი­მე მცდე­ლო­ბის შემ­დეგ, ის ნა­ხუ­ლობს ჩა­ნა­წე­რებს და ­ი­ღებს გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბას, რო­მე­ლი გაკ­ვე­თი­ლი ატ­ვირ­თოს ვებ­გ­ვერ­დ­ზე, ეს ირი­ბად პე­და­გო­გის თვით­შე­ფა­სე­ბა­საც ამოწ­მებს. რაც მთა­ვა­რია, პრო­ცესს თა­ვად უძღ­ვე­ბა. პრინ­ცი­პი ხომ ის არის, რამ­დე­ნად შე­უძ­ლია მას კარ­გი გაკ­ვე­თი­ლის ჩა­ტა­რე­ბა და არა ის, რომ მუდ­მი­ვად ასეთ გაკ­ვე­თილს ატა­რებს.
მოკ­ლედ, შევ­ჯერ­დით და შევ­თან­ხ­მ­დით იმა­ზე, რომ ეს უნ­და იყოს არა უშუ­ა­ლო დაკ­ვირ­ვე­ბა (ეს ძა­ლი­ან აპ­რო­ბი­რე­ბუ­ლი მე­თო­დია და ბევრ ქვე­ყან­აში იყე­ნებ­დ­ნენ), არა­მედ ვი­დე­ო­გაკ­ვე­თი­ლე­ბი, რაც ნიშ­ნავს იმას, რომ გაკ­ვე­თი­ლე­ბი ჩა­ი­წე­რე­ბა. იმის პრე­ტენ­ზია, რომ მას­წავ­ლე­ბე­ლი პერ­მა­ნენ­ტუ­ლად ატა­რებს კარგ გაკ­ვე­თილს, ბუ­ნებ­რი­ვია, ამ შე­ფა­სე­ბას ვერ ექ­ნე­ბა, ეს ში­და­ შე­ფა­სე­ბის ფარ­გ­ლებ­ში უნ­და მო­ხერ­ხ­დეს და გან­ხორ­ცი­ელ­დეს. ჩვენ პრე­ტენ­ზია გვექ­ნე­ბა და­ვა­დას­ტუ­როთ, რომ პე­და­გოგს  კარ­გი გაკ­ვე­თი­ლის ჩა­ტა­რე­ბა შე­უძ­ლია (სის­ტე­მა და­ა­დას­ტუ­რებს, რომ კონ­კ­რე­ტულ პე­და­გოგს პო­ტენ­ცი­ა­ში შე­უძ­ლია კარ­გი გაკ­ვე­თი­ლის ჩა­ტა­რე­ბა).

რო­გორ გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა ვი­დე­ო­გაკ­ვე­თი­ლის ჩა­წე­რა
იმის­თ­ვის, რომ მას­წავ­ლე­ბელ­მა ვი­დე­ო­გაკ­ვე­თი­ლი ჩა­წე­როს, სა­მი­ნის­ტ­რომ უნ­და აიღოს პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა, ყვე­ლა სკო­ლა­ში ერ­თი საკ­ლა­სო ოთა­ხი ტექ­ნი­კით აღ­ჭურ­ვოს, სა­დაც მას­წავ­ლებ­ლე­ბი გაკ­ვე­თი­ლებს ჩა­ა­ტა­რე­ბენ და ჩა­წე­რენ.  ვი­დე­ო­გაკ­ვე­თი­ლი ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია იმ თვალ­საზ­რი­სით, რომ მას­წავ­ლე­ბელს არ აქვს გან­ც­და, რომ მის გაკ­ვე­თილ­ზე დამ­კ­ვირ­ვე­ბე­ლი ზის და ჩა­ნა­წე­რებს აკე­თებს. თუმ­ცა, ნე­ბის­მი­ერ შემ­თხ­ვე­ვა­ში, იმის ცოდ­ნა, რომ გაკ­ვე­თილ­ზე გი­ღე­ბენ ვი­დეოკა­მე­რე­ბით, გარ­კ­ვე­ულ­წი­ლად, დის­კომ­ფორტს მა­ინც ქმნის.  TალჳSS-ის კვლე­ვა­ში იყო ერთ-ერ­თი ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი შე­დე­გი, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, მას­წავ­ლებ­ლე­ბის დი­დი პრო­ცენ­ტი ამ­ბობ­და, რომ მათ­თ­ვის არ არის უცხო გაკ­ვე­თილ­ზე დაკ­ვირ­ვე­ბა, იგუ­ლის­ხ­მე­ბო­და ღია გაკ­ვე­თი­ლე­ბი. გარ­და ამი­სა, ვი­დე­ო­გაკ­ვე­თი­ლის უპი­რა­ტე­სო­ბა ობი­ექ­ტუ­რო­ბის მე­ტად დაც­ვა­ცაა. გაკ­ვე­თილ­ზე დამ­კ­ვირ­ვებ­ლის მი­ერ გა­კე­თე­ბულ ჩა­ნა­წე­რებს შე­იძ­ლე­ბა ახ­ლ­დეს სუ­ბი­ექ­ტუ­რო­ბა. ვი­დე­ო­გაკ­ვე­თი­ლის შემ­თხ­ვე­ვა­ში, შემ­ფა­სე­ბელ­მა შე­იძ­ლე­ბა რამ­დე­ნი­მე­ჯერ ნა­ხოს ეს ჩა­ნა­წე­რი და, რაც მთა­ვა­რია, არა ერ­თ­მა, არა­მედ რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ან­მა. გარ­და ამი­სა, რო­ცა ჩვენ ვამ­ბობთ, რომ გა­რე ­დაკ­ვირ­ვე­ბა ემ­სა­ხუ­რე­ბა სტა­ტუ­სის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას, შე­საძ­ლოა, პე­და­გო­გებს შე­ფა­სე­ბის შე­დე­გებ­თან დაკავშირებით გა­უჩ­ნ­დეთ პრე­ტენ­ზი­ე­ბი. ვი­დე­ო­გაკ­ვე­თი­ლი იძ­ლე­ვა იმის შე­საძ­ლებ­ლო­ბას, რომ პე­და­გოგ­მა შე­დე­გე­ბი გა­ა­სა­ჩივ­როს და ის სა­ა­პე­ლა­ციო კო­მი­სი­ამ გა­ნი­ხი­ლოს, რად­გა­ნაც გა­და­მოწ­მე­ბის სა­შუა­ლე­ბას სწო­რედ ვი­დე­ო­ფი­რი იძ­ლე­ვა.
რაც მთა­ვა­რია, ჩვენ ვე­უბ­ნე­ბით პე­და­გო­გებს, რომ ეს პრო­­ცე­სი მთლიანად მათ მი­ერ იქ­ნე­ბა მარ­თუ­ლი, რა­საც, რა თქმა უნ­და, სკო­ლამ უნ­და შე­უწყოს ხე­ლი. რო­დე­საც მას­წავ­ლე­ბე­ლი გა­დაწყ­ვეტს, რომ გა­ი­ა­როს გა­რე დაკ­ვირ­ვე­ბა და მო­ემ­ზა­დე­ბა ამის­თ­ვის, სპე­ცი­ა­ლუ­რად აღ­ჭურ­ვილ საკ­ლა­სო ოთახ­ში რამ­დე­ნი­მე გაკ­ვე­თილს ჩა­ა­ტა­რებს, ჩა­წერს — თუ სურ­ვი­ლი აქვს, შე­უძ­ლია ხუ­თი ან შვი­დი... გაკ­ვე­თი­ლი ჩა­წე­როს.  შემ­დეგ  აარ­ჩი­ოს ერ­თი ან რამ­დე­ნი­მე გაკ­ვე­თი­ლი, რო­მელ­საც ყვე­ლა­ზე სა­უ­კე­თე­სოდ მი­იჩ­ნევს და ატ­ვირ­თოს სპე­ცი­ა­ლუ­რად გა­მო­ყო­ფილ ვებ­სივ­რ­ცე­ში.

რო­დის და­იწყე­ბა გა­რე­ დაკ­ვირ­ვე­ბის პრო­ცე­სი და რა ვა­დებ­ში შე­უძ­ლია გა­ი­ა­როს პე­და­გოგ­მა 
სექ­ტემ­ბ­რი­დან, რო­ცა ახა­ლი სქე­მა ამუ­შავ­დე­ბა, ყვე­ლა მას­წავ­ლე­ბე­ლი ხდე­ბა ამ სქე­მის ნა­წი­ლი, ხო­ლო 2016 წლი­დან, რო­დე­საც გა­რე დაკ­ვი­რვე­ბის მე­ქა­ნიზ­მი უნ­და ამოქ­მედ­დეს, მას­წავ­ლებ­ლებს, 4 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, მი­ე­ცე­მათ შე­საძ­ლებ­ლო­ბა, გა­ი­ა­რონ გა­რე დაკ­ვირ­ვე­ბა, ანუ მას­წავ­ლე­ბე­ლს, რო­მე­ლიც გა­და­ვა მე­ო­რე სა­ფუ­ხურ­ზე — უფ­რო­სი მას­წავ­ლებ­ლის —  4 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, სრუ­ლი­ად თა­ვი­სუფ­ლად, შე­უძ­ლია აირ­ჩი­ოს დრო, რო­დის გა­დაწყ­ვეტს გა­რე დაკ­ვირ­ვე­ბის გავ­ლას. იმ ოთხი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა ნე­ბა­ყოფ­ლო­ბი­თია, მაგ­რამ იმ შემ­თხ­ვევ­ა­ში, თუ ის მი­თი­თე­ბულ ვა­და­ში ვერ ან არ გა­ივ­ლის გა­რე დაკ­ვირ­ვე­ბას და ვერ მი­ი­ღებს მის­თ­ვის გან­კუთ­ვ­ნილ 5 კრე­დიტს, ავ­ტო­მა­ტუ­რად ჩა­მო­დის ქვე­და სა­ფე­ხურ­ზე — პრა­ქ­ტი­კო­სი მას­წავ­ლებ­ლის კა­ტე­გო­რი­ა­ში, რო­მე­ლიც, რო­გორც ვი­ცით, მი­ლე­ვა­დი კა­ტე­გო­რიაა და 4-6 წლის შემ­დეგ აღარ უნ­და იარ­სე­ბოს.
რაც შე­ე­ხე­ბა გაკ­ვე­თი­ლის გა­და­ღე­ბას, პირ­ველ რიგ­ში გეტყ­ვით, რომ შე­იძ­ლე­ბა ვერც ერ­თ­მა და ვერც ხუთ­მა გაკ­ვე­თილ­მა ვერ მოგ­ცეს ინ­ფორ­მა­ცია იმა­ზე, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ატა­რებ­დეს მუდ­მი­ვად მას­წავ­ლე­ბე­ლი გაკ­ვე­თილს. ეს, რო­გორც გითხა­რით, სკო­ლის პრე­რო­გა­ტი­ვაა, სქე­მის მი­ხედ­ვით, 4 ადა­მი­ა­ნის­გან შექ­მ­ნი­ლი ჯგუ­ფი სკო­ლა­ში ში­და­ შე­ფა­სე­ბას მო­ახ­დენს. მარ­თა­ლია, ში­და­ შე­ფა­სე­ბა არ არის შე­მა­ჯა­მე­ბე­ლი ხა­სი­ა­თის, ამით ისი­ნი მას­წავ­ლებ­ლებს არც სტა­ტუსს არ­თ­მე­ვენ და არც ანიჭებენ, არამედ ეხ­მა­რე­ბი­ან იმა­ში, რომ პრო­ფე­სი­უ­ლად გან­ვი­თარ­დ­ნენ. რა­დ­გან გა­რე დაკ­ვირ­ვე­ბის მი­ზა­ნია იმის და­დას­ტუ­რე­ბა, რომ მას­წავ­ლე­ბელს შე­უძ­ლია კარ­გი გაკ­ვე­თი­ლის ჩა­ტა­რე­ბა, ამი­ტომ გა­დავ­წ­ყვი­ტეთ, ვი­დე­ო­გაკ­ვე­თი­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა იყოს ორი ან სა­მი, ანუ ერ­თი მას­წავ­ლებ­ლის ორი ან სა­მი გაკ­ვე­თი­ლი შე­ფას­დეს. პე­და­გო­გებს ვთხოვთ, ასე­ვე, ვი­დეოგაკ­ვე­თი­ლე­ბის გარ­და, გად­მოგ­ვიგ­ზავ­ნონ გაკ­ვე­თი­ლის გეგ­მა და რეფ­ლექ­სი­ის დო­კუ­მენ­ტი — რო­გორ აფა­სე­ბენ ისი­ნი თა­ვი­ანთ გაკ­ვე­თილს. ეს დო­კუ­მენ­ტი ცალ­კე არ ფას­დე­ბა და მას­ში ქუ­ლა არ იწე­რე­ბა, ის, უფ­რო მე­ტად, შემ­ფა­სე­ბელს და­ეხ­მა­რე­ბა.

რას ემ­ყა­რე­ბა შე­ფა­სე­ბის რუბ­რი­კა
რუბ­რი­კა, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც ვი­დე­ო­გაკ­ვე­თი­ლე­ბი უნ­და შე­ფას­დეს, ბუ­ნებ­რი­ვია, მთლი­ა­ნად ეყ­რ­დ­ნო­ბა მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­ულ სტან­დარტს. მარ­ტი­ვად, რომ ვთქვათ, პრო­ფე­სი­ულ სტან­დარ­ტ­ში მი­თი­თე­ბუ­ლია რო­გო­რი უნ­და იყოს პე­და­გო­გი, რა უნა­რე­ბი უნ­და ჰქონ­დეს მას — ეს რუბ­რი­კაც სწო­რედ ამას ით­ვა­ლის­წი­ნებს და ამა­ში ახა­ლი არა­ფე­რია.
ჩვენ მი­ერ აღე­ბუ­ლი შე­ფა­სე­ბის მო­დე­ლი ოთხ ძი­რი­თად სფე­როს ემ­ყა­რე­ბა — და­გეგ­მ­ვა, საკ­ლა­სო გა­რე­მო, სწავ­ლე­ბა და პრო­ფე­სი­უ­ლი პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა. თუმ­ცა, გა­რე დაკ­ვირ­ვე­ბი­სათ­ვის, ანუ ის, რაც დაკ­ვირ­ვე­ბა­დია, ორი სფე­როა უფ­რო მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი — საკ­ლა­სო გა­რე­მო და სწავ­ლე­ბა. გაკ­ვე­თი­ლის პრო­ცეს­ში ჩვენ ვერ ვაკ­ვირ­დე­ბით, თუ რო­გორ გეგ­მავს მას­წავ­ლე­ბე­ლი გაკ­ვე­თილს, რო­გორ ურ­თი­ერ­თობს კო­ლე­გებ­თან, მშობ­ლებ­თან და ა.შ. რამ­დე­ნად კთილ­გან­წყო­ბილ გა­რე­მოს ქმნის კლას­ში და სწავ­ლე­ბის პრო­ცეს­ში რა სტრა­ტე­გი­ებს იყე­ნებს, რო­გორ ურ­თი­ერ­თობს მოს­წავ­ლე­ებ­თან და ა.შ.
გა­რე დაკ­ვირ­ვე­ბის მე­ქა­ნიზ­მის­თ­ვის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი სფე­რო­ე­ბი — საკ­ლა­სო გა­რე­მო და სწავ­ლე­ბა — თა­ვის მხრივ, ჩაშ­ლი­ლია კომ­პო­ნენ­ტე­ბად. საკ­ლა­სო გა­რე­მო­ში, რო­გორც გითხა­რით, იგუ­ლის­ხ­მე­ბა, რამდენად კე­თილ­გან­წო­ბი­ლია გა­რე­მო, რო­გორ მარ­თავს მას­წავ­ლე­ბე­ლი კლასს და რო­გორ იყე­ნებს არ­სე­ბულ სას­წავ­ლო რე­სურ­სებს. მინ­და აღ­ვ­ნიშ­ნო, რომ, ზო­გა­დად,  კონ­ცეფ­ცი­ა­ში, რო­მელ­საც ჩვენ ვეყ­რ­დო­ნო­ბით, ძა­ლი­ან დი­დი ად­გი­ლი უჭი­რავს ფი­ზი­კურ გა­რე­მოს. მაგ­რამ, კლა­სის ფი­ზი­კუ­რი გა­რე­მო მას­წავ­ლე­ბელ­ზე არ არის და­მო­კი­დე­ბუ­ლი. გარ­და ამი­სა, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში სკო­ლე­ბი ერ­თ­მა­ნე­თის­გან, სა­კუ­თა­რი რე­სურ­სე­ბის მი­ხედ­ვით, მკვეთ­რად გან­ს­ხ­ვავ­დე­ბი­ან — არის ძა­ლი­ან კარ­გად ან ცუ­დად აღჭურვილი სკო­ლე­ბი. ამი­ტო­მაც, მას­წავ­ლებ­ლის ამ კომ­პო­ნენ­ტით შე­ფა­სე­ბა არ იქ­ნე­ბა სა­მარ­თ­ლი­ა­ნი. სწო­რედ აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ჩვენს რუბ­რი­კა­ში უარს ვამ­ბობთ ფი­ზი­კუ­რი გა­რე­მოს მოწყო­ბა­ზე — სას­წავ­ლო რე­სურ­სებ­ზე,  მაგ­რამ აუცი­ლებ­ლად მი­ვიჩ­ნევთ შე­ფას­დეს, თუ რამ­დე­ნად ადეკ­ვა­ტუ­რადაა გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი სკო­ლა­ში არ­სე­ბული რე­სურსი.
შე­ფა­სე­ბი­სას მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი კომ­პო­ნენ­ტია მოს­წავ­ლე­ებ­თან კო­მუ­ნი­კა­ცია — რო­გო­რი ტი­პის კო­მუ­ნი­კა­ცი­ას ამ­ყა­რებს პე­და­გო­გი მოს­წავ­ლე­ებ­თან, რა ტი­პის სტრა­ტე­გი­ებს იყე­ნებს და რამ­დე­ნად ადეკ­ვა­ტუ­რად, რამ­დე­ნად ზრუ­ნავს მოს­წავ­ლე­ე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბა­ზე და რა ტი­პის შე­ფა­სე­ბას იყე­ნებს.

რო­გორ იწე­რე­ბა ქუ­ლე­ბი? რო­მელ კომ­პო­ნენტს რო­გო­რი წო­ნა ექ­ნე­ბა, რო­მე­ლია უფ­რო მნიშ­ვ­ნე­ლოვა­ნი? 
რუბ­რი­კა, რო­მელ­ზეც  ვმუ­შა­ობთ, რო­გორც გითხა­რით, ოთხ­დო­ნი­ა­ნია. გარ­და იმი­სა, რომ გა­რე­დაკ­ვირ­ვე­ბა შე­ა­ფა­სებს მას­წავ­ლე­ბელს და და­ა­დას­ტუ­რებს გა­ი­ა­რა თუ არა ის, დაგ­ვა­ნა­ხებს,  რო­მელ დო­ნე­ზეა მას­წავ­ლე­ბე­ლი. პე­და­გოგ­მა შე­იძ­ლე­ბა გა­ი­ა­რა გა­რე დაკ­ვირ­ვე­ბა, მაგ­რამ ის მე­სა­მე ან მე­ოთხე დო­ნეს აკ­მა­ყო­ფი­ლებს. ჩვე­ნი მიზ­ნის­თ­ვის, რო­მე­ლიც სტა­ტუ­სის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას ან არშე­ნარ­ჩუ­ნე­ბას ემ­სა­ხუ­რე­ბა, სრუ­ლი­ად საკ­მა­რი­სი იყო ორ­დო­ნი­ა­ნი სის­ტე­მაც — გა­ი­ა­რა ან ვერ გა­ი­ა­რა. მაგ­რამ, ვი­ნა­ი­დან, ში­და შე­ფა­სე­ბა, რო­მე­ლიც სკო­ლის პრე­რო­გა­ტი­ვაა და მას­წავ­ლებ­ლის გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის გა­მო­ი­ყე­ნე­ბა (ეს რუბ­რი­კაც ჩვენ უნ­და შე­ვი­მუ­შა­ოთ), ძა­ლი­ან და­ეხ­მა­რე­ბა შემ­ფა­სებ­ლებ­სა და პე­და­გო­გებს, ნა­ხონ, რო­მელ დო­ნეს იკა­ვებს მას­წავ­ლე­ბე­ლი.

ვინ შე­ა­ფა­სებს ვი­დე­ო­გაკ­ვე­თი­ლებს?
ბუ­ნებ­რი­ვია, ჩნდე­ბა კითხ­ვა — ვინ უნ­და შე­ა­ფა­სოს ვი­დე­ო­გაკ­ვე­თი­ლე­ბი? ჩვე­ნი რუბ­რი­კა ჯერ კი­დევ და­მუ­შა­ვე­ბის პრო­ცეს­შია, ანუ გვაქვს შა­ვი ვერ­სია, რო­მე­ლიც საკმ­აოდ დი­დი, და­ახ­ლო­ე­ბით 100-გვერ­დი­ა­ნი გა­მოგ­ვი­ვი­და. რუბ­რი­კამ სექ­ტემ­ბ­რი­დან პი­ლო­ტი­რე­ბა უნ­და გა­ი­ა­როს, რაც სა­შუ­ა­ლე­ბას მოგ­ვ­ცემს, სა­ბო­ლოო ვა­რი­ან­ტის სა­ხე მივ­ცეთ და ვთქვათ, რომ ეს არის რუბ­რი­კა, რო­მე­ლიც უნ­და გა­მო­ვი­ყე­ნოთ გა­რე ­დაკ­ვი­რვე­ბის პრო­ცეს­ში. ხაზ­გას­მით მინ­და ვთქვა, რომ რუბ­რი­კა­ში აქ­ცენ­ტი არ გა­კეთ­დე­ბა ში­ნა­არ­სობ­რივ მხა­რე­ზე, რად­გა­ნაც მას­წავ­ლე­ბელ­ს, რო­მელ­მაც გა­რე დაკ­ვირ­ვე­ბა უნ­და გა­ი­ა­როს, მას საგ­ნობ­რი­ვი კომ­პე­ტენ­ცია უკ­ვე გა­მოც­დით  აქვს და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი. თუმ­ცა, მა­ინც ვფიქ­რობთ, რომ თუ ად­გი­ლი ექ­ნე­ბა უხეშ ში­ნა­არ­სობ­რივ შეც­დო­მას, ამა­ზე  თვა­ლის და­ხუჭ­ვა რთუ­ლი იქ­ნე­ბა. ნე­ბის­მი­ერ  შემ­თხ­ვე­ვა­ში, ვფიქ­რობთ, რომ გაკ­ვეთ­ილი საგ­ნის სპე­ცი­ა­ლის­ტებ­მა უნ­და შე­ა­ფა­სონ, რად­გან მათ უკეთ შე­უძ­ლი­ათ გან­საზღ­ვ­რონ, რამ­დე­ნად სწო­რად გა­მო­ი­ყე­ნა კონ­კ­რე­ტუ­ლი სტრა­ტე­გია კონ­კ­რე­ტუ­ლი საგ­ნის მას­წავ­ლე­ბელ­მა — მა­გა­ლი­თად, მა­თე­მა­ტი­კის ან ფი­ზი­კის რო­მე­ლი­მე სა­კითხის ახ­ს­ნი­სას. ამი­ტო­მაც, შემ­ფა­სებ­ლე­ბი საგ­ნის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი უნ­და იყ­ვ­ნენ.
და­ვუბ­რუნ­დე­ბი ისევ შემ­ფა­სებ­ლებს — ვინ შე­ა­ფა­სებს ამ რუბ­რი­კას. ასე­თი ადა­მი­ა­ნი ჯერ ბუ­ნე­ბა­ში არ არ­სე­ბობს. ამის­თ­ვის აუცი­ლე­ბე­ლია, რომ გა­ვი­ა­როთ პი­ლო­ტი­რე­ბის პრო­ცე­სი, რი­თაც რუბ­რი­კას ვაქ­ცევთ სა­ბო­ლოო ქმე­დით მე­ქა­ნიზ­მად. მას შემ­დეგ მო­ვი­ძი­ებთ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც შე­ფა­სე­ბას შეძ­ლე­ბენ. მარ­თა­ლია, ამის კომ­პე­ტენ­ცია ჯერ არა­ვის არ ექ­ნე­ბა, მაგ­რამ ვფიქ­რობთ, რომ შე­მფა­სებ­ლე­ბი ის ადა­მი­ა­ნე­ბი იქ­ნე­ბი­ან, რო­მელ­თაც ამ სფე­როს­თან შე­ხე­ბა და გა­მოც­დი­ლე­ბა ექ­ნე­ბათ. არ ვფიქ­რობთ, რომ ისი­ნი აუცი­ლებ­ლად მხო­ლოდ პე­და­გო­გე­ბი იქ­ნე­ბი­ან, შე­საძ­ლოა გა­ნათ­ლე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი იყ­ვ­ნენ. სხვა­თა­ შო­რის, ერთ-ერ­თ­მა უცხო­ელ­მა ექ­ს­პერ­ტ­მა გვითხ­რა, რომ პე­და­გო­გე­ბი ყვე­ლა­ზე ცუ­დი შემ­ფა­სებ­ლე­ბი არი­ა­ნო, მათ სტე­რე­ო­ტი­პე­ბი აქვთ შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი და შე­ფა­სე­ბის პრო­ცეს­ში სწო­რედ სტე­რე­ო­ტი­პე­ბით მოქ­მე­დე­ბე­ნო. მთა­ვა­რია,  ისი­ნი იყვ­ნენ ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­საც გარ­კვე­ული გა­მოც­დი­ლე­ბა აკავ­ში­რებთ სკო­ლას­თან და ძა­ლი­ან კარ­გად ეცო­დი­ნე­ბათ  ეს რუბ­რი­კა — შე­ფა­სე­ბის სქე­მა. ბუ­ნებ­რი­ვია, ამ მი­მარ­თუ­ლე­ბი­თაც ვმუ­შა­ობთ, ვცდი­ლობთ, შევ­ქ­მ­ნათ სატ­რე­ნინ­გო მო­დუ­ლი, რო­მე­ლიც რუბ­რი­კის სწავ­ლე­ბას მო­ემ­სა­ხუ­რე­ბა. მხო­ლოდ ამის შემ­დეგ შე­იძ­ლე­ბა ადა­მი­ა­ნი გახ­დეს შემ­ფა­სე­ბე­ლი. სა­ვა­რა­უ­დოდ,  ერ­თი მას­წავ­ლებ­ლის ორ ან სამ ვი­დე­ო­გაკ­ვე­თილს  ნა­ხავს არა ერ­თი, არა­მედ ორი შემ­ფა­სე­ბე­ლი და სა­ჭი­რო­ე­ბის შეთხ­ვე­ვა­ში — მე­სა­მეც.
მთე­ლი სა­ქარ­თ­ვე­ლოს მას­შ­ტა­ბით გვქონ­და შეხ­ვედ­რე­ბი მას­წავ­ლებ­ლებ­თან. ყვე­ლა­ზე დი­დი პრობ­ლე­მა, რა­საც მუ­შა­ო­ბის პ­რო­ცეს­ში წა­ვაწყ­დით, იყო ის, რომ არ გვქონ­და სა­მუ­შაო მა­სა­ლა, რო­მელ­საც ამ რუბ­რი­კის­თ­ვის გა­მო­ვი­ყე­ნებ­დით. თა­ვი­დან ინეტ­რ­ნეტ­სივ­რ­ცე­ში და­ვიწყეთ ვი­დე­ო­გაკ­ვე­თი­ლე­ბის ძებ­ნა, მაგ­რამ, სამ­წუ­ხა­როდ, აღ­მოჩ­ნ­და, რომ ძი­რი­თა­დად, არის შე­მა­ჯა­მე­ბე­ლი ხა­სი­ა­თის გაკ­ვე­თი­ლე­ბი, რო­მე­ლიც ვერ იქ­ცა ჩვენ­თ­ვის კარგ სას­წავ­ლო მა­სა­ლად. გეტყ­ვით, იმა­საც, რომ ამე­რი­კა­ში ინ­გ­ლი­სუ­რად ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ვი­დე­ო­გაკ­ვე­თი­ლი ვერ იქ­ნე­ბა კარ­გი მა­სა­ლა რუბ­რი­კის­თ­ვის, რო­მე­ლიც სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში უნ­და გა­მო­ვი­ყე­ნოთ. სწო­რედ ამის გა­მო, ჩვენ აღ­მო­ვა­ჩი­ნეთ მო­ხა­ლი­სე პე­და­გო­გე­ბი, რომ­ლე­ბიც დაგ­ვ­თან­ხ­მ­დ­ნენ გაკ­ვე­თი­ლე­ბის ჩა­წე­რა­ზე. დაგ­ვიგ­როვ­და სხვა­დას­ხ­ვა რე­გი­ო­ნის მო­ხა­ლი­სე პე­და­გო­გე­ბის მი­ერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გაკ­ვე­თი­ლე­ბის ვი­დე­ო­მა­სა­ლა, რო­მელ­ზეც ვმუ­შა­ობთ და ვა­ფა­სებთ — ეს პრო­ცე­სი ემ­სა­ხუ­რე­ბა რუბ­რი­კის დახ­ვე­წას, სა­ნამ მი­ვალთ პი­ლო­ტი­რე­ბამ­დე. ამ მო­ხა­ლი­სე პე­და­გო­გებს, თა­ვის მხრივ, აქვთ ძა­ლი­ან დი­დი ინ­ტე­რე­სი, რად­გა­ნაც გაკ­ვე­თი­ლე­ბის ნახ­ვის შემ­დეგ ჩვენ მათ ვწერთ, რა იყო კარ­გი, რა გა­ა­უმ­ჯო­ბე­სონ და ა.შ. 
სა­ბედ­ნი­ე­როდ, აღ­მოჩ­ნ­და ძა­ლი­ან ბევ­რი მო­ხა­ლი­სე მას­წავ­ლე­ბე­ლი, რო­მე­ლიც დაგ­ვ­თან­ხ­მ­და მო­ნა­წი­ლეო­ბა მი­ი­ღოს სა­მუ­შაო პრო­ცეს­ში, ჩა­ი­წე­როს გაკ­ვე­თი­ლე­ბი, თა­ვი­დან თუნ­დაც კუს­ტა­რუ­ლად, რო­მე­ლიც ანო­ნი­მუ­რია, კონ­ფი­დენ­ცი­ა­ლუ­რო­ბა და­ცუ­ლია. ძა­ლი­ან ბევ­რი სა­მუ­შაო მა­სა­ლა დაგ­როვ­და. მო­ხა­ლი­სე მას­წავ­ლებ­ლე­ბი, 2016 წელს, იოლად გა­ივ­ლი­ან გა­რე დაკ­ვირ­ვე­ბას, რად­გან მათ გარ­კ­ვე­უ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა უკ­ვე ექ­ნე­ბათ. პო­ტენ­ცი­უ­რი გამ­ს­წო­რე­ბე­ლი სწო­რედ ის იქ­ნე­ბა, ვი­საც წარ­მა­ტე­ბით აქვს გავ­ლი­ლი გა­რე ­დაკ­ვირ­ვე­ბა, რო­მელ­მაც ზუს­ტად იცის რა რო­გორ უნ­და გა­კეთ­დეს. შემ­დეგ ეტაპ­ზე, სწო­რედ ამ პე­და­გო­გე­ბის­გან შე­ვარ­ჩევთ შემ­ფა­სებ­ლებს. მა­ნამ კი, მარ­თ­ლა გაგ­ვი­ჭირ­დე­ბა ასე­თი ადა­მი­ა­ნე­ბის პოვ­ნა. 
ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ტექ­ნი­კაც, მარ­ტი­ვად რომ ვთქვა — უნ­და ჩან­დეს და ის­მო­დეს ყვე­ლა­ფე­რი. ჩვენ ვცა­დეთ და ჩა­ვი­წე­რეთ რამ­დე­ნი­მე გაკ­ვე­თი­ლი, აღ­მო­ვა­ჩი­ნეთ ტექ­ნი­კუ­რი ხარ­ვე­ზე­ბი,  მა­გა­ლი­თად, ერთ ჩა­ნა­წერ­ში იყო ხმის ხარ­ვე­ზი, მე­ო­რე ჯერ­ზე მიკ­რო­ფო­ნი მას­წავ­ლე­ბელს მკერ­დ­ზე და­ვა­მაგ­რეთ, შე­დე­გი გა­მოს­წორ­და. ამი­ტო­მაც, საკ­ლა­სო ოთა­ხი, სა­დაც გაკ­ვე­თი­ლი ჩა­ი­წე­რე­ბა, უნდა აღი­ჭურ­ვოს ისე­თი პა­რა­მეტ­რე­ბის ტექ­ნი­კით, რომელიც გაკ­ვე­თი­ლე­ბის უხარ­ვე­ზო ჩა­წე­რას უზ­რუნ­ველ­ყოფს.

25-28(942)N