გამოდის 1998 წლიდან
2015-05-21
ქარ­თუ­ლი სკო­ლე­ბის შვე­დუ­რი მო­დე­ლი

სამ­შა­ბათს, სას­ტუმ­რო „თორ­ს­ში“, სა­ინ­ტე­რე­სო მე­მო­რან­დუ­მი გა­ფორ­მ­და სა­ქარ­თ­ვე­ლოს ბავ­შ­ვ­თა და მოს­წავ­ლე ახალ­გაზ­რ­დო­ბის სპორ­ტის ეროვ­ნულ ფე­დე­რა­ცი­ა­სა და შვე­დე­თის სა­ერ­თა­შო­რი­სო გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს (SIDA) სპორ­ტი­სა და ტუ­რიზ­მის ექ­ს­პერ­ტებ­თან. პრო­ექ­ტი სამ­წ­ლი­ა­ნია — მო­ი­ცავს 2015-2018 წლებს და გან­კუთ­ვ­ნი­ლია დაწყე­ბი­თი კლა­სე­ბის მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის.
სამ­წუ­ხა­როდ, სპორ­ტი ქარ­თუ­ლი სკო­ლე­ბის­თ­ვის „აქი­ლევ­სის ქუს­ლად“ იქ­ცა, ვე­რა და ვერ შე­მუ­შავ­და ისე­თი მო­დე­ლი, რო­მე­ლიც გა­ნა­პი­რო­ბებს სპორ­ტ­ში მოს­წავ­ლე­თა მა­სობ­რი­ვად ჩაბ­მას, სპორ­ტი კვლა­ვაც „გე­რის“ როლ­ში რჩე­ბა. არა­და, ფი­ზი­კუ­რი აქ­ტი­ვო­ბა სა­უ­კე­თე­სო სა­შუ­ა­ლე­ბაა მო­ზარ­დი თა­ო­ბის გა­ჯან­სა­ღე­ბის­თ­ვის. და არა მხო­ლოდ ფი­ზი­კუ­რი ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის­თ­ვის, არა­მედ, სუ­ლი­ე­რი და მო­რა­ლურ-ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი გა­კა­ჟე­ბის­თ­ვის. მარ­ტი­ვი ჭეშ­მა­რი­ტე­ბაა — ჯან­საღ სხე­ულ­ში ჯან­სა­ღი სუ­ლია!
სწო­რედ ამ კუთხით მუ­შა­ო­ბას ისა­ხავს მიზ­ნად შვე­დუ­რი მხა­რის მი­ერ შე­მო­თა­ვა­ზე­ბუ­ლი პრო­ექ­ტი. ესაა სა­პი­ლო­ტე პრო­ექ­ტი, სა­ხელ­წო­დე­ბით — „სპორ­ტი-ჯან­მ­რ­თე­ლო­ბა-დე­მოკ­რა­ტია-გენ­დე­რუ­ლი თა­ნას­წო­რო­ბა“. რო­გორც „თორ­ს­ში“ შე­მა­ჯა­მე­ბელ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნაცხა­დეს, ესაა და­ინ­ტე­რე­სე­ბულ პირ­თა ჯგუ­ფი, რო­მე­ლიც იღ­ვ­წის ერ­თი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მიზ­ნის­კენ — შექ­მ­ნას ე.წ. ახა­ლი თა­ო­ბა, რომ­ლის მი­ზა­ნიც თა­ნა­მედ­რო­ვე მოთხოვ­ნე­ბის შე­სა­ბა­მი­სი მო­ქა­ლა­ქის აღ­ზ­რ­და იქ­ნე­ბა. საბ­ჭო­თა მენ­ტა­ლი­ტეტ­გა­მოვ­ლი­ლებს ცუ­დად გვახ­სოვს ე.წ. „ახა­ლი მო­ქა­ლა­ქის“ შექ­მ­ნის მცდე­ლო­ბა, თუმ­ცა შვე­დუ­რი მო­დე­ლი უფ­რო სხვა მი­ზანს ისა­ხავს: და­ამ­კ­ვიდ­როს ცხოვ­რე­ბის ჯან­სა­ღი წე­სი (არა­ნა­ი­რი ნარ­კო­ტი­კი „უკე­თე­სი ცხოვ­რე­ბის მი­საღ­წე­ვად“), სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში წარ­მა­ტე­ბუ­ლი ცხოვ­რე­ბა და მოღ­ვა­წე­ო­ბა, ერთ-ერთ მთა­ვარ ქვა­კუთხედს კი გენ­დე­რუ­ლი თა­ნას­წო­რო­ბა წარ­მო­ად­გენს, თუმ­ცა ამის გარ­და, სხვა გან­მას­ხ­ვა­ვე­ბე­ლი ფაქ­ტო­რე­ბის (რე­ლი­გი­უ­რი, ეთ­ნი­კუ­რი, კულ­ტუ­რუ­ლი, სო­ცი­ა­ლუ­რი) აღ­მოფხ­ვ­რას და მათ წარ­მო­მად­გე­ნელ­თა და­ახ­ლო­ე­ბა­საც ით­ვა­ლის­წი­ნებს.
რო­გორც გითხა­რით, პრო­ექ­ტი სა­პი­ლო­ტეა და სა­მი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გაგ­რ­ძელ­დე­ბა, ამ­ჯე­რად კი, ძი­რი­თა­დად, გა­მიზ­ნუ­ლია სკო­ლებ­ში მი­ნი-ხელ­ბურ­თის და­ნერ­გ­ვა­ზე. რა­ტომ მა­ინ­ც­და­მა­ინც ხელ­ბურ­თი? საქ­მე ისაა, რომ პრო­ექ­ტის შვე­დი ავ­ტო­რი პერ არ­ნე ოვე კარ­ლე­ნი ყო­ფი­ლი ხელ­ბურ­თე­ლია და შვე­დე­თის ეროვ­ნულ ნაკ­რებ­ში მშვე­ნი­ე­რი კა­რი­ე­რაც ჰქონ­და — 329 თა­მა­ში ნაკ­რებ­ში და 1032 გო­ლი, არის ოლიმ­პი­უ­რი თა­მა­შე­ბის ორ­გ­ზის ვი­ცე-ჩემ­პი­ო­ნი და მსოფ­ლი­ოს ორ­გ­ზის ბრინ­ჯა­ოს მე­და­ლო­სა­ნი, ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნი, ევ­რო­პის ხელ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ის მა­გის­ტ­რი. ხელ­ბურ­თ­თან და სპორ­ტ­თან ახ­ლო­საა პრო­ექ­ტის თა­ნა­ავ­ტო­რი ოვე რუნ ერიკ­სო­ნიც, თუმ­ცა ის, ძი­რი­თა­დად, ბიზ­ნეს­ში საქ­მი­ა­ნობს და ტუ­რიზ­მი­სა და ბიზ­ნე­სის სფე­რო­ში ექ­ს­პერტ-კონ­სულ­ტან­ტი­ცაა. არის „ბორ­ჯო­მის“ ოფი­ცი­ა­ლუ­რი დის­ტ­რი­ბუ­ტო­რი შვე­დეთ­ში.
სა­ქარ­თ­ვე­ლო­დან მა­თი პარ­ტ­ნი­ო­რო­ბა ითა­ვეს სპორ­ტის ექ­ს­პერ­ტ­მა თა­მაზ თევ­ზა­ძემ და სა­ქარ­თ­ვე­ლოს ბავ­შ­ვ­თა და მოს­წავ­ლე ახალ­გაზ­რ­დო­ბის სპორ­ტის ეროვ­ნუ­ლი ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტ­მა ლე­ვან კი­კა­ლიშ­ვილ­მა. თევ­ზა­ძეს ამ­გ­ვარ პრო­ექ­ტებ­ში მუ­შა­ო­ბის დი­დი გა­მოც­დი­ლე­ბა აქვს — მი­სი და­ნერ­გი­ლია ქვე­ყა­ნა­ში „სა­ხა­ლი­სო ფეხ­ბურ­თის“ მო­დე­ლი, რო­მელ­საც, წლე­ბია, და­ნი­ელ­თა დახ­მა­რე­ბით ახორ­ცი­ე­ლებს დ საკ­მა­ოდ წარ­მა­ტე­ბუ­ლი­ცაა. კი­კა­ლიშ­ვი­ლის ფე­დე­რა­ცია კი სხვა­დას­ხ­ვა აქ­ტი­ვო­ბებს მი­მარ­თავს სას­კო­ლო ასა­კის მო­ზარ­დებ­ში, სკო­ლებ­ში სპორ­ტუ­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბის გა­საძ­ლი­ე­რებ­ლად. მა­თი საქ­მი­ა­ნო­ბი­დან ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლია „მხი­ა­რუ­ლი სტარ­ტე­ბი“ და ახ­ლ­ხან მიმ­დი­ნა­რე „სას­კო­ლო სპორ­ტუ­ლი ოლიმ­პი­ა­და“, თუმ­ცა ბევრ სხვა ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბა­საც ატა­რე­ბენ.
აღ­ნიშ­ნუ­ლი პრო­ექ­ტი, თე­ო­რი­ულ მე­ცა­დი­ნე­ო­ბებ­თან ერ­თად, პრაქ­ტი­კულ დახ­მა­რე­ბა­საც ით­ვ­ლის­წი­ნებს — გარ­და იმი­სა, რომ ჩა­ა­ბას მოს­წავ­ლე­ე­ბი სპორ­ტულ აქ­ტი­ვო­ბებ­ში (ეს ზო­გა­დი მი­ზა­ნია), შე­ას­წავ­ლოს მო­ზარ­დებს ხელ­ბურ­თის ან­ბა­ნი, გა­უღ­ვი­ვოს მათ ინ­ტე­რე­სი სპორ­ტის ამ სა­ხე­ო­ბი­სად­მი, ანუ ხე­ლი შე­უწყოს მის მა­სობ­რი­ო­ბას, გა­და­ამ­ზა­დოს მას­წავ­ლებ­ლე­ბი, რა­თა პრო­ექ­ტის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ მათ და­მო­უ­კი­დებ­ლა­დაც შეძ­ლონ მუ­შა­ო­ბის გაგ­რ­ძე­ლე­ბა ამ სფე­რო­ში.
ჯერ­ჯე­რო­ბით დაწყე­ბით კლა­სებ­ზეა გათ­ვ­ლი­ლი, თუმ­ცა არაა გა­მო­რიცხუ­ლი, სა­მო­მავ­ლოდ ასა­კი გა­ი­ზარ­დოს. პირ­ველ ეტაპ­ზე, საც­დე­ლად, დე­და­ქა­ლა­ქის ერ­თი სკო­ლა შე­ირ­ჩა — 82-ე სა­ჯა­რო სკო­ლა. თუ რა­ტომ, ამა­ზე ქვე­მოთ კი­კა­ლიშ­ვი­ლი ისა­უბ­რებს, სა­მო­მავ­ლოდ მას­შ­ტა­ბი აუცი­ლებ­ლად გა­იზ­რ­დე­ბა. რაც მთა­ვა­რია, თბი­ლის­თან ერ­თად რე­გი­ო­ნებ­საც მო­ი­ცავს, მე­ტიც — შე­იძ­ლე­ბა ით­ქ­ვას, მუ­შა­ო­ბის რე­გი­ო­ნებ­ში გა­და­ტა­ნა პრო­ექ­ტის და მას­პინ­ძ­ლე­ბის უმ­თავ­რე­სი მი­ზა­ნია, რად­გან სპორტს იქ უფ­რო მე­ტად უჭირს, ვიდ­რე დე­და­ქა­ლაქ­ში (თუმ­ცა არა­ვინ კა­მა­თობს, რომ დალ­ხე­ნი­ლი ვი­თა­რე­ბა არც აქაა).
პრო­ექ­ტის კი­დევ ერ­თი მთა­ვა­რი ამო­ცა­ნა გენ­დე­რუ­ლი თა­ნას­წო­რო­ბაა. სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, ყო­ველ შემ­თხ­ვე­ვა­ში სპორ­ტ­ში, ეს პრობ­ლე­მა ნაკ­ლე­ბა­დაა, თუმ­ცა ძა­ლი­ან აქ­ტუ­ა­ლუ­რია მსოფ­ლი­ოს­თ­ვის. მა­გა­ლი­თად, სა­უ­დის არა­ბეთ­მა ქა­ლებს ოლიმ­პი­ა­და­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის უფ­ლე­ბა მხო­ლოდ ლონ­დონ­ში დარ­თო 2012 წელს, მე­რე კი გა­მო­ვი­და ინი­ცი­ა­ტი­ვით, ჩა­ა­ტა­რონ თა­მა­შე­ბი მხო­ლოდ მა­მა­კა­ცე­ბის­თ­ვის...
მე­მო­რან­დუ­მის გა­ფორ­მე­ბის შემ­დეგ რამ­დე­ნი­მე მო­ნა­წი­ლეს კო­მენ­ტა­რი ვთხო­ვეთ.
ლე­ვან კი­კა­ლიშ­ვი­ლი, სა­ქარ­თ­ვე­ლოს ბავ­შ­ვ­თა და მოს­წავ­ლე ახალ­გაზ­რ­დო­ბის სპორ­ტის ეროვ­ნუ­ლი ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტი: „აუცი­ლე­ბე­ლია, სპორ­ტ­მა სკო­ლა­ში ის კუთ­ვ­ნი­ლი ად­გი­ლი და­ი­კა­ვოს, რო­მე­ლიც ბავ­შ­ვის აღ­ზ­რ­და­ში ფი­ზი­კურ გან­ვი­თა­რე­ბას უნ­და ეჭი­როს. ამი­ტომ ყვე­ლა პრო­ექ­ტი, რაც კი მას ხელს შე­უწყობს, მი­სა­ღე­ბია და და­სა­ნერ­გი. ეს პრო­ექ­ტიც აუცი­ლებ­ლად გა­ფარ­თოვ­დე­ბა და რე­გი­ო­ნებ­საც მო­ი­ცავს, რი­თაც გან­სა­კუთ­რე­ბით ვართ და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი. თუმ­ცა, ამა­ში გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს ჩარ­თუ­ლო­ბაც აუცი­ლე­ბე­ლია.
ჩვე­ნი ფე­დე­რა­ცია ბევრ სკო­ლას­თან თა­ნამ­შ­რომ­ლობს, სა­პი­ლო­ტედ კი 82-ე სკო­ლა იმი­ტომ შე­ვარ­ჩი­ეთ, რომ, მოს­წავ­ლე­ე­ბიც და მას­წავ­ლებ­ლე­ბიც,  ყვე­ლა­ნი აქ­ტი­უ­რად არი­ან და­კა­ვე­ბუ­ლი სპორ­ტით. სხვა­თა შო­რის, მათ ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო, კრე­ა­ტი­უ­ლი დი­რექ­ტო­რი ჰყავ­დათ — გაკ­ვე­თილ­ზე მოს­წავ­ლე­თა დაგ­ვი­ა­ნე­ბა რომ აღ­მო­ეფხ­ვ­რა, მა­გი­დის ჩოგ­ბურ­თის მა­გი­დე­ბი დად­გა სკო­ლა­ში და გაკ­ვე­თი­ლე­ბის დაწყე­ბამ­დე თა­მა­შის სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევ­და. ამით დაგ­ვი­ა­ნე­ბა სა­ერ­თოდ მოს­პო სკო­ლა­ში.“
ზუ­რაბ კა­კა­ბა­ძე, სა­ქარ­თ­ვე­ლოს ხელ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტი: „სა­ქარ­თ­ვე­ლოს ხელ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცია, უკ­ვე დი­დი ხა­ნია, ინ­ტენ­სი­უ­რად მუ­შა­ობს მი­ნი-ხელ­ბურ­თის გა­სა­ვი­თა­რებ­ლად. ეს ერთ-ერ­თი სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ექ­ტია, რო­მე­ლიც მო­ი­ცავს 8-დან 11 წლამ­დე ასა­კის ბავ­შ­ვებს. ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, რომ გო­გო­ნე­ბი და ბი­ჭე­ბი ერ­თად თა­მა­შო­ბენ და გაკ­ვე­თი­ლის და­გეგ­მ­ვაც გა­ად­ვი­ლე­ბუ­ლია. მე­მო­რან­დუ­მის გა­ფორ­მე­ბა ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ჩვენ­თ­ვის. მი­სი მეშ­ვე­ო­ბით ნელ-ნე­ლა და­ვიწყებთ ამ პრო­ექ­ტის გა­აქ­ტი­უ­რე­ბას და მხარ­დამ­ჭე­რე­ბის მო­ზიდ­ვას რო­გორც შვე­დე­თის მხრი­დან, ასე­ვე ევ­რო­პის ხელ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ი­დან, რაც სა­შუ­ა­ლე­ბას მოგ­ვ­ცემს, ინ­ვენ­ტა­რით უზ­რუნ­ველ­ყო­ფა და­ვიწყოთ. თე­ო­რი­ულ­თან ერ­თად, ეს პრო­ექ­ტი პრაქ­ტი­კულ დახ­მა­რე­ბა­საც ით­ვა­ლის­წი­ნებს. მი­მაჩ­ნია, რომ იგი კი­დევ უფ­რო უნ­და გა­ვა­აქ­ტი­უ­როთ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, რად­გან სკო­ლებ­ში ად­ვი­ლად და­სა­ნერ­გია.“
პერ კარ­ლე­ნი: „ამ მე­მო­რან­დუმ­ზე ხელ­მო­წე­რას წინ ექ­ვ­ს­თ­ვი­ა­ნი მუ­შა­ო­ბა უძღო­და. ეს ყვე­ლა­ფე­რი ლე­ვან კი­კა­ლიშ­ვი­ლი­სა და თა­მაზ თევ­ზა­ძის უშუ­ა­ლო მონ­დო­მე­ბით მი­ვიყ­ვა­ნეთ ბო­ლომ­დე და კმა­ყო­ფი­ლე­ბი ვართ ამ თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბით. პრო­ექ­ტი ით­ვა­ლის­წი­ნებს 8-დან 12-წლამ­დე ასა­კის მო­ზარ­დე­ბის — რო­გორც ბი­ჭე­ბის, ასე­ვე გო­გო­ნე­ბის — ჩარ­თ­ვას მი­ნი-ხელ­ბურ­თ­ში. თა­მა­ში­სას აუცი­ლე­ბე­ლია, მა­თი რა­ო­დე­ნო­ბა თა­ნა­ბა­რი იყოს. ეს ერ­თ­გ­ვა­რი ნი­შა­ნია ამ პრო­ექ­ტი­სა, რომ­ლი­თაც ვუდ­გე­ბით სა­მიზ­ნე ჯგუფს.
პრო­ექ­ტის იდეა შვე­დეთ­ში თქვენს ელ­ჩ­თან, ბა­ტონ კონ­ს­ტან­ტი­ნე ქავ­თა­რა­ძეს­თან შეხ­ვედ­რი­სას და­ი­ბა­და. მას­თან მქონ­და სა­უ­ბა­რი თე­მა­ზე, რა პრობ­ლე­მე­ბია თქვენ­თან ჯან­მ­რ­თე­ლო­ბას­თან, ფი­ზი­კურ აქ­ტი­ვო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით. მან მითხ­რა, რომ სა­ჭი­რო იყო, ამ კუთხით, რა­ღაც ძვრე­ბი მომ­ხ­და­რი­ყო. ამის შემ­დეგ, დე­კემ­ბერ­ში, და­ვიწყე ამ პრო­ექ­ტ­ზე მუ­შა­ო­ბა, რო­მე­ლიც წარ­ვუდ­გი­ნე ელჩს და ერთ თვე­ში ჩა­მო­ვე­დი თბი­ლის­ში, სა­დაც მქონ­და შეხ­ვედ­რე­ბი გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­რო­ში.
აღ­ნიშ­ნუ­ლი პრო­ექ­ტი სა­პი­ლო­ტეა და, პირ­ველ ეტაპ­ზე, საც­დე­ლად შე­ვარ­ჩი­ეთ თბი­ლი­სის გა­რე­უ­ბან­ში მდე­ბა­რე სკო­ლა, სა­დაც ჩა­ტარ­დე­ბა მი­ნი-ხელ­ბურ­თის თა­მა­შე­ბი. ეს სკო­ლა ჩვენ­თ­ვის იმი­თა­ცაა მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი, რომ ბევ­რი ბავ­შ­ვი სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლი ოჯა­ხი­და­ნაა.“
შვედ სტუ­მარს იმა­ზეც და­ვე­კითხეთ, იქა­ურ სკო­ლებ­ში რო­გორ ტარ­დე­ბა სპორ­ტის გაკ­ვე­თი­ლე­ბი და საკ­მა­ოდ სა­ინ­ტე­რე­სო პა­სუ­ხე­ბი მი­ვი­ღეთ. კვი­რა­ში ორ­ჯერ სა­ვალ­დე­ბუ­ლოა ფიზ­კულ­ტუ­რის გაკ­ვე­თი­ლი. ეს მკაც­რი მოთხოვ­ნაა, თუმ­ცა, და­ინ­ტე­რე­სე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში, შე­უძ­ლი­ათ, და­მა­ტე­ბი­თი სა­ა­თი მო­ითხო­ვონ. ამი­სათ­ვის სა­ჭი­როა, 5-6-კა­ცი­ა­ნი ჯგუ­ფი მა­ინც რომ იყოს.
რო­გორც გა­ირ­კ­ვა, პერ კარ­ლე­ნი თურ­მე თა­ვის მშობ­ლი­ურ ქა­ლაქ­ში, ერებ­რო­ში, სა­ხელ­ბურ­თო აკა­დე­მი­ის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლიც ყო­ფი­ლა, რო­მელ­საც არ­ც­თუ ხან­გ­რ­ძ­ლი­ვი ის­ტო­რი­ის მან­ძილ­ზე დი­დი სა­ხე­ლი მო­უხ­ვე­ჭია. „ეს აკა­დე­მია 10 წლის და­არ­სე­ბუ­ლია, თუმ­ცა, ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის 25 პრო­ცენ­ტი მი­სი მოს­წავ­ლეა. ამას­თან, პირ­ველ­სა და უმაღ­ლეს ლი­გებ­ში მო­თა­მა­შე­თა 40 პრო­ცენ­ტი ამ აკა­დე­მი­ის აღ­ზ­რ­დი­ლია. იქ ისი­ნი სწავ­ლო­ბენ სტრუქ­ტუ­რას, სწავ­ლე­ბის მე­თო­დი­კას, ანუ პირ­ველ ნა­ბი­ჯებს დგა­მენ დი­დი სპორ­ტის­კენ, ვინც ამის სურ­ვილს გა­მო­ი­ჩენს. გვინ­და, სა­ქარ­თ­ვე­ლო­შიც ასე­თი­ვე მიდ­გო­მა დავ­ნერ­გოთ“  — გვითხ­რა შვედ­მა სტუ­მარ­მა.

25-28(942)N