გამოდის 1998 წლიდან
2015-05-21
სამოქალაქო განათლება — კავშირი ევროპულ მომავალთან

ანა ფირ­ცხა­ლა­იშ­ვი­ლი

16 მა­ისს სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის პე­და­გოგ­თა მე­ოთხე წლი­უ­რი კონ­ფე­რენ­ცია-გა­მო­ფე­ნა გა­ი­მარ­თა, რო­მე­ლიც ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი იყო სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის პროგ­რა­მის „მო­მავ­ლის თა­ო­ბა“ ფარ­გ­ლებ­ში. პროგ­რა­მას ახორ­ცი­ე­ლებს ორ­გა­ნი­ზა­ცია PH In­ter­na­tionalკონ­სულ­ტა­ცი­ი­სა და ტრე­ნინ­გის ცენ­ტ­რ­თან, სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის პე­და­გოგ­თა ფო­რუმ­თან და რე­გი­ო­ნულ არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­თან პარ­ტ­ნიო­რო­ბით. კონ­ფე­რენ­ცია-გა­მო­ფე­ნის მხარ­დამ­ჭე­რია მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ცენ­ტ­რი, ხო­ლო პროგ­რა­მის („მო­მავ­ლის თა­ო­ბა“) ფი­ნან­სურ მხარ­და­ჭე­რას უზ­რუნ­ველ­ყოფს აშშ სა­ერ­თა­შო­რი­სო გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტო (USAID).
პროგ­რა­მა „მო­მავ­ლის თა­ო­ბის“ წლის შე­დე­გე­ბი და საქ­მი­ა­ნო­ბა წა­რად­გი­ნა პროგ­რა­მის დი­რექ­ტორ­მა მა­რი­ნა უშ­ვე­რი­ძემ. მან დაწ­ვ­რი­ლე­ბით ისა­უბ­რა სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბის შე­სა­ხებ ქვეყ­ნის დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის საქ­მე­ში და აღ­ნიშ­ნა, რომ საგ­ნის ხა­რის­ხი­ა­ნი სწავ­ლე­ბა პირ­და­პირ კავ­შირ­შია ჩვე­ნი ქვეყ­ნის ევ­რო­პულ მო­მა­ვალ­თან. ამ ოთხ წე­ლი­წად­ში ფო­რუ­მის ძა­ლის­ხ­მე­ვით გა­დამ­ზა­დე­ბუ­ლი 441 პე­და­გო­გი სა­ქარ­თ­ვე­ლოს ყვე­ლა რე­გი­ონ­ში წარ­მა­ტე­ბით უძღ­ვე­ბა მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან საქ­მეს, მოს­წავ­ლე ახალ­გაზ­რ­დო­ბის აღ­ჭურ­ვას იმ უნარ-ჩვე­ვე­ბით, რაც მათ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ინ­ტეგ­რა­ცი­ა­სა და იმ აქ­ტი­ვო­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ში წა­ად­გე­ბათ, რაც უკე­თე­სო­ბის­კენ შეც­ვ­ლის გა­რე­მო პი­რო­ბებს. ამი­სათ­ვის მათ მე­ტი მხარ­და­ჭე­რა სჭირ­დე­ბათ სა­ხელ­მ­წი­ფოს­გან — პირ­ველ რიგ­ში ესაა გა­ნახ­ლე­ბუ­ლი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბი­თა და სას­წავ­ლო რე­სურ­სე­ბით უზ­რუნ­ველ­ყო­ფა, რის დე­ფი­ციტს ნამ­დ­ვი­ლად არ გა­ნიც­დი­ან სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის პე­და­გო­გე­ბი. ასე­ვე აღი­ნიშ­ნა ის პრო­ექ­ტე­ბი და აქ­ტი­ვო­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც ამ ერ­თი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს ფო­რუ­მის მო­ნა­წი­ლე პე­და­გო­გებ­მა, პრობ­ლე­მე­ბი, რო­მელ­თა გა­და­ლახ­ვაც ერ­თი­ა­ნი ძა­ლის­ხ­მე­ვით იგეგ­მე­ბა და ამო­ცა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის სწავ­ლე­ბის გა­სა­უმ­ჯო­ბე­სებ­ლად და­ი­სა­ხა.
მა­რი­ნა უშ­ვე­რი­ძე: „სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის ფო­რუ­მი 2013 წელს ოფი­ცი­ა­ლუ­რად და­რე­გის­ტ­რირ­და. მა­ნამ­დე ეს იყო პე­და­გოგ­თა არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ერ­თი­ა­ნე­ბა, რო­მე­ლიც მათ­სა­ვე სა­ჭი­რო­ე­ბებს პა­სუ­ხობ­და — მე­ტი შე­საძ­ლებ­ლო­ბა ჰქო­ნო­დათ პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და ხა­რის­ხი­ა­ნი სას­წავ­ლო რე­სურ­სე­ბის შექ­მ­ნის კუთხით. ამას, რა თქმა უნ­და, სა­ხელ­მ­წი­ფოს მხრი­დან მხარ­და­ჭე­რა სჭირ­დე­ბა და ის ეფექ­ტუ­რი შე­დე­გე­ბი, რაც ჩვენ დღე­ი­სათ­ვის გვაქვს, სწო­რედ ამ მხარ­და­ჭე­რით გახ­და შე­საძ­ლე­ბე­ლი.
2012 წელს, პირ­ველ კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე, ჩვენ­მა პე­და­გო­გებ­მა გა­მოთ­ქ­ვეს სურ­ვი­ლი, რომ სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბა­ში ეფექ­ტუ­რო­ბა მა­შინ იქ­ნე­ბო­და მიღ­წე­უ­ლი, თუ ეროვ­ნულ სას­წავ­ლო გეგ­მა­ში შე­ვი­დო­და ცვლი­ლე­ბა ამ საგ­ნის სწავ­ლე­ბის ად­რე­ულ ასაკ­ში დაწყე­ბის თა­ო­ბა­ზე. თუ ბავ­შ­ვ­მა თა­ვი­დან­ვე არ გა­ი­თა­ვი­სა გარ­კ­ვე­უ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი, ჳხ კლას­ში ამა­ზე სა­უ­ბა­რი მარ­თ­ლაც გვი­ა­ნია. კარ­გია, რომ გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­რო­ში ახ­ლა მიმ­დი­ნა­რე­ობს ამ სა­კითხ­ზე მუ­შა­ო­ბა.
რაც შე­ე­ხე­ბა დღე­ვან­დელ კონ­ფე­რენ­ცი­ას, თვალ­ში­სა­ცე­მი პე­და­გოგ­თა რა­ო­დე­ნობ­რი­ვი ზრდაა, გა­სულ წელ­თან შე­და­რე­ბით 2-ჯერ მე­ტი, 400 მას­წავ­ლე­ბე­ლი მო­ნა­წი­ლე­ობს კონ­ფე­რენ­ცი­ის მუ­შა­ო­ბა­ში. ჩვენ­თან არი­ან მა­ღალ­მ­თი­ა­ნი რე­გი­ო­ნე­ბი­სა და მცი­რე­კონ­ტინ­გენ­ტი­ა­ნი სკო­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, რაც მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან მიღ­წე­ვად მი­მაჩ­ნია. დღე­ი­სათ­ვის პროგ­რა­მა „მო­მავ­ლის თა­ო­ბა“ 480 სკო­ლას მო­ი­ცავს, ანუ სა­ქარ­თ­ვე­ლოს სკო­ლე­ბის, და­ახ­ლო­ე­ბით, 20%-ს, წი­ნა პრო­ექ­ტ­ში (შარ­შან დას­რულ­და) 740 სკო­ლა იყო ჩარ­თუ­ლი. გა­მო­დის, რომ ჲSაჳდ-ის და­ფი­ნან­სე­ბი­თა და გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს ხელ­შეწყო­ბით, ჯამ­ში, სა­ქარ­თ­ვე­ლოს სკო­ლე­ბის თით­ქ­მის ნა­ხე­ვარ­თან ვი­მუ­შა­ვეთ. ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, რომ ჩვე­ნი მოს­წავ­ლე­ე­ბი კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბით იყ­ვ­ნენ უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი —  2667 სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო უკ­ვე გა­და­ვე­ცით სკო­ლებს, მიმ­დი­ნა­რე­ობს ახ­ლებ­ზე მუ­შა­ო­ბა, შარ­შან ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო წიგ­ნი გა­მო­ვი­და „სა­მარ­თ­ლის ქა­ლა­ქი“; დაგ­როვ­და გარ­კ­ვე­უ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა — პროგ­რა­მამ 100000-მდე ბე­ნე­ფი­ცი­ა­რი მო­იც­ვა, რო­მელ­თა საქ­მი­ა­ნო­ბა 829 მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბამ გა­ა­შუ­ქა.
ჩვე­ნი საქ­მი­ა­ნო­ბის შე­მად­გე­ნე­ლი ნა­წი­ლია ისიც, რომ ივ­ლის­ში შე­იქ­მ­ნე­ბა და იმუ­შა­ვებს „პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ზი­ა­რე­ბის ჯგუ­ფე­ბი“. ეს სა­ერ­თა­შო­რი­სო მე­თო­დო­ლო­გიაა. ჩვენ­თან ასე­თი პრაქ­ტი­კაა, თუ სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში რა­ი­მე კარ­გად არ გა­მოგ­დის, სა­აშ­კა­რა­ო­ზე მას არა­სო­დეს გა­მო­ი­ტან. პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ზი­ა­რე­ბის ჯგუფს მუ­შა­ო­ბის დად­გე­ნი­ლი წე­სი (პრო­ტო­კო­ლი) აქვს, რომ­ლის დაც­ვი­თაც უნ­და იმუ­შა­ოს. ეს იქ­ნე­ბა რე­გი­ო­ნის სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის 10-20 პე­და­გო­გის­გან შემ­დ­გა­რი ჯგუ­ფი, რო­მე­ლიც სწავ­ლე­ბის პრო­ცეს­ში წა­მოჭ­რილ პრობ­ლე­მებ­საც გა­ნი­ხი­ლავს და გა­მოც­დი­ლე­ბა­საც გა­უ­ზი­ა­რე­ბენ ერ­თ­მა­ნეთს, ანუ ეს იქ­ნე­ბა აზ­რ­თა გაც­ვ­ლა-გა­მოც­ვ­ლა არა ერ­თ­მა­ნე­თის გა­საკ­რი­ტი­კებ­ლად, არა­მედ პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის.
ამ­ჟა­მად სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის პე­და­გოგ­თა ფო­რუ­მი 720 მას­წავ­ლე­ბელს აერ­თი­ა­ნებს და გა­წევ­რი­ა­ნე­ბა გრძელ­დე­ბა“.
ფო­რუ­მის მო­ნა­წი­ლე­ებს სიტყ­ვით მი­მარ­თა გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის მი­ნის­ტ­რ­მა თა­მარ სა­ნი­კი­ძემ, რო­მელ­მაც ტრი­ბუ­ნა, ძი­რი­თა­დად, მას­წავ­ლებ­ლის საქ­მი­ა­ნო­ბის დაწყე­ბის, პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და კა­რი­ე­რუ­ლი ზრდის სქე­მით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი საკ­ვან­ძო სა­კითხე­ბის გან­მარ­ტე­ბის­თ­ვის გა­მო­ი­ყე­ნა. „მინ­და მად­ლო­ბა გა­და­გი­ხა­დოთ თქვე­ნი შრო­მის­თ­ვის. სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბა და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი და ქვეყ­ნი­სათ­ვის ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი სა­გა­ნია. ამი­ტომ ეროვ­ნულ სას­წავ­ლო გეგ­მა­ში კი­დევ უფ­რო გან­ვი­თარ­დე­ბა ეს კომ­პო­ნენ­ტი, რა­თა კონ­კუ­რენ­ტუ­ნა­რი­ა­ნი გავ­ხ­დეთ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ბა­ზარ­ზე. გი­სურ­ვებთ წარ­მა­ტე­ბებს. მჯე­რა, რომ დღე­ვან­დე­ლი ფო­რუ­მი გარ­კ­ვე­უ­ლი ეფექ­ტის მომ­ტა­ნი იქ­ნე­ბა“  — დას­ძი­ნა მი­ნის­ტ­რ­მა.
რაც შე­ე­ხე­ბა სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის კომ­პო­ნენ­ტის გაძ­ლი­ე­რე­ბას, ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით სა­მი­ნის­ტ­რო­ში მუ­შა­ო­ბა მარ­თ­ლაც მიმ­დი­ნა­რე­ობს. სწო­რედ მო­სა­ლოდ­ნე­ლი ცვლი­ლე­ბე­ბის შე­სა­ხებ მი­ა­წო­და ინ­ფორ­მა­ცია ფო­რუ­მის მო­ნა­წი­ლე­ებს გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს წარ­მო­მად­გე­ნელ­მა, გა­ნათ­ლე­ბის ექ­ს­პერ­ტ­მა ნი­კა სი­ლა­გა­ძემ. აღი­ნიშ­ნა, რომ ცვლი­ლე­ბა გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა სა­ა­თობ­რივ ბა­დე­ში და საგ­ნის სწავ­ლე­ბა, სა­ვა­რა­უ­დოდ, ჳჳჳ-ჳვ  კლა­სი­დან და­იწყე­ბა, „მე და სა­ზო­გა­დო­ე­ბა“ — ასე­თი იქ­ნე­ბა სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოს სა­ხელ­წო­დე­ბა, ვ-ვჳ კლა­სე­ბის­თ­ვის — „ჩვე­ნი სა­ქარ­თ­ვე­ლო“, ხო­ლო მა­ღალ სა­ფე­ხურ­ზე — „მო­ქა­ლა­ქე“.
ით­ქ­ვა სტრუქ­ტუ­რუ­ლი ხა­სი­ა­თის ცვლი­ლე­ბე­ბი­სა და სა­მო­ქა­ლა­ქო და სო­ცი­ა­ლურ აქ­ტი­ვო­ბებ­ზე აქ­ცენ­ტის გა­კე­თე­ბის აუცი­ლებ­ლო­ბის შე­სა­ხე­ბაც. სა­ვა­რა­უ­დოდ, ცვლი­ლე­ბე­ბი 2016-21 წლებ­ში გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა და გან­ხილ­ვის პრო­ცეს­ში აქ­ტი­უ­რად ჩა­ერ­თ­ვე­ბი­ან სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის გა­მოც­დი­ლი პე­და­გო­გე­ბი.
ფო­რუ­მის საქ­მი­ან ნა­წილს სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის 2014 წლის სა­უკ­თე­სო პე­და­გოგ­თა და­ჯილ­დო­ე­ბის ცე­რე­მო­ნია მოჰ­ყ­ვა. სამ ნო­მი­ნა­ცი­ა­ში — რე­გი­ო­ნის სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის წლის სა­უ­კე­თე­სო პე­და­გო­გი; რე­გი­ო­ნის სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის წლის წარ­მა­ტე­ბუ­ლი პე­და­გო­გი; რე­გი­ო­ნის სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის კლუ­ბის წლის სა­უ­კე­თე­სო მე­ურ­ვე — სა­ქარ­თ­ვე­ლოს მას­შ­ტა­ბით, 27 პე­და­გო­გი და­ჯილ­დოვ­და.
ფო­რუ­მის მო­ნა­წი­ლე­ებ­მა ინ­ტე­რე­სით და­ათ­ვა­ლი­ე­რეს სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის პრო­ექ­ტე­ბის ამ­სახ­ვე­ლი ფო­ტო­გა­მო­ფე­ნა, სა­დაც თვალ­სა­ჩი­ნოა ქა­ლა­ქებ­სა თუ სოფ­ლებ­ში არ­სე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბის მოგ­ვა­რე­ბის­თ­ვის მოს­წავ­ლე­თა ძა­ლის­ხ­მე­ვა. „ჩვენ ვიმ­სა­ხუ­რებთ ად­გილს ევ­რო­პულ ოჯახ­ში“ — ასე­თია ერთ-ერ­თი ფო­ტო­კო­ლა­ჟის სა­ერ­თო სა­თა­უ­რი, რო­მე­ლიც ოტია იოსე­ლი­ა­ნის სა­ხე­ლო­ბის წყალ­ტუ­ბოს ¹1 სა­ჯა­რო სკო­ლის მოს­წავ­ლე­თა მი­ერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ პრო­ექ­ტებ­ზე მოგ­ვითხ­რობს. ფო­რუმ­ზე ამ სკო­ლის პე­და­გო­გი ფიქრია გი­ორ­ხე­ლი­ძეც და­ა­ჯილ­დო­ვეს. „2012 წელს სკო­ლა­ში და­არ­ს­და სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის კლუ­ბი „ერ­თო­ბა“, რომ­ლის მე­ურ­ვეც მე ვარ. კლუ­ბუ­რი საქ­მი­ა­ნო­ბა, სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის სწავ­ლე­ბა დი­დად უწყობს ხელს სა­კუ­თა­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის გა­მოვ­ლე­ნას; ახალ­გაზ­რ­დე­ბი ინი­ცი­ა­ტი­ვი­ა­ნე­ბი, უფ­რო­სებ­ზე მე­ტად მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი ხდე­ბი­ან საქ­მის კე­თე­ბი­სას. კლუბ­ში მრა­ვა­ლი აქ­ტი­ვო­ბა გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლეთ, რამ­დე­ნი­მე სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ექ­ტიც. გან­სა­კუთ­რე­ბით ნა­ტოს სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტ­რი­სა და ევ­რო­კავ­ში­რის მი­ერ გა­მოცხა­დე­ბულ კონ­კურ­ს­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას გა­მოვ­ყოფ. 82 მო­ნა­წი­ლეს შო­რის სა­უ­კე­თე­სო ათე­ულ­ში მოვ­ხ­დ­ვით. ლიტ­ვის სა­ელ­ჩომ რი­გა­ში ვი­ზი­ტით დაგ­ვა­ჯილ­დო­ვა. იქ გა­ტა­რე­ბულ­მა სამ­მა დღემ (4-6 მა­ი­სი) კი­დევ ერ­თხელ დაგ­ვა­ნა­ხა, რა­ტომ უნ­და ვის­წ­რა­ფო­დეთ ევ­რო­კავ­შირ­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბი­სათ­ვის“.
მა­გუ­ლი სეხ­ნი­აშ­ვი­ლი, წლის სა­უ­კე­თე­სო პე­და­გო­გი: „ახალ­და­ბი­სა და გო­რის ¹9 სა­ჯა­რო სკო­ლე­ბის სა­მო­ქა­ლა­ქო კლუ­ბე­ბის მე­ურ­ვე ვარ. ჩემ­მა მოს­წავ­ლე­ებ­მა ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი პრო­ექ­ტე­ბი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს ეკო­ლო­გი­უ­რი და ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბით. ისი­ნი ხა­ლი­სით და მონ­დო­მე­ბით, დი­დი პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბით ეკი­დე­ბი­ან თი­თო­ე­ულ ინი­ცი­ა­ტი­ვას, ახა­ლი პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას. ჩვე­ნი საგ­ნის სწავ­ლე­ბის მი­ზა­ნიც ხომ იმ უნა­რე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბააა, რაც ახალ­გაზ­რ­დებს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ინ­ტეგ­რა­ცი­ა­ში და­ეხ­მა­რე­ბა. მე ფო­რუ­მის წევ­რი ვარ და აქ ვსწავ­ლობ მოს­წავ­ლე­ებ­თან მუ­შა­ო­ბის ინო­ვა­ცი­ურ მე­თო­დებს. ძა­ლი­ან მე­ა­მა­ყე­ბა დღე­ვან­დე­ლი ჯილ­დო, კო­ლე­გებ­თან ერ­თად, ეს ჩე­მი მოს­წავ­ლე­ე­ბის დამ­სა­ხუ­რე­ბა­ცაა“.
„ჩვენს სფე­რო­ში ძა­ლი­ან ბევ­რი კარ­გი პე­და­გო­გია და ვერ გეტყ­ვით რა ნიშ­ნით გა­მო­მარ­ჩი­ეს, თუმ­ცა ძა­ლი­ან გა­მე­ხარ­და. ეს და­მა­ტე­ბი­თი მო­ტი­ვა­ციაა მო­მა­ვალ­ში. მოს­წავ­ლე­ებს ვე­უბ­ნე­ბი, რომ ამ საგ­ნით ჩვენ ვსწავ­ლობთ ცხოვ­რე­ბას, ვე­ხე­ბით უამ­რავ სა­კითხს, ვცდი­ლობთ რა­ღა­ცე­ე­ბის შეც­ვ­ლას, გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას. ეს კი ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოა, გარ­და იმი­სა, რომ ხშირ შემ­თხ­ვე­ვა­ში, შე­იძ­ლე­ბა სა­სი­ცოცხ­ლოდ აუცი­ლე­ბე­ლიც იყოს ვინ­მეს­თ­ვის“ — ამ­ბობს ახალ­ქა­ლა­ქის ¹3 სა­ჯა­რო სკო­ლის პე­და­გო­გი ჟა­ნა ხა­ჩა­ტუ­რი­ა­ნი.
ბა­ტო­ნი ვა­ჟა ქარუხნიშვილიც და­ჯილ­დო­ე­ულ­თა შო­რი­საა. იგი რუს­თა­ვის ორი სა­ჯა­რო სკო­ლის სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის პე­და­გო­გი და კლუ­ბე­ბის მე­ურ­ვეა. გა­ნათ­ლე­ბით ქარ­თუ­ლი სა­მარ­თ­ლის სპე­ცი­ა­ლის­ტი სკო­ლა­ში ბავ­შ­ვე­ბის სიყ­ვა­რულ­მა და იმის რწმე­ნამ მი­იყ­ვა­ნა, რომ ამ საგ­ნის სწავ­ლე­ბა სა­სი­ცოცხ­ლოდ აუცი­ლე­ბე­ლია ჩვე­ნი ქვეყ­ნის მო­მავ­ლის­თ­ვის. „ამ სფე­რო­ში ბევ­რი პრობ­ლე­მა გვაქვს. თი­თო­ე­უ­ლი პრო­ექ­ტი ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბას უნ­და მო­ემ­სა­ხუ­როს. შემ­თხ­ვე­ვი­თი არაა, რომ მსოფ­ლი­ო­ში 12 მოთხოვ­ნად პრო­ფე­სი­ა­თა შო­რის სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის მას­წავ­ლე­ბე­ლი, ლექ­ტო­რი ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე მოთხოვ­ნა­დია. საგ­ნის ხა­რის­ხი­ა­ნად შეს­წავ­ლა ნიშ­ნავს ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი მიზ­ნის მიღ­წე­ვას — ეროვ­ნუ­ლი ფა­სე­უ­ლო­ბე­ბის, მსოფ­ლიო ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის მა­ტა­რე­ბე­ლი, სა­ხელ­მ­წი­ფო ინ­ტე­რე­სე­ბის დამ­ც­ვე­ლი ახალ­გაზ­რ­დე­ბის აღ­ზ­რ­დას. კვი­რა არ გა­ვა, რომ ღო­ნის­ძი­ე­ბა არ გვქონ­დეს. ჩვე­ნი ბავ­შ­ვე­ბი ცნო­ბი­ლი გახ­დ­ნენ ქა­ლაქ­ში და რე­გი­ონ­ში. ეს პრო­ექ­ტე­ბი იმი­თაც არის კარ­გი და შე­დე­გი­ა­ნი, რომ საკ­ლა­სო ოთა­ხის გა­რეთ ხორ­ცი­ელ­დე­ბა. ამის გა­კე­თე­ბას ცოდ­ნა და გა­მოც­დი­ლე­ბა სჭირ­დე­ბა, რაც, გარ­კ­ვე­უ­ლი დო­ზით, ჩვენს მოს­წავ­ლე­ებს აქვთ. ეს ჯილ­დოც მა­თი დამ­სა­ხუ­რე­ბაა“.
დღის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში კონ­ფე­რენ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებ­მა მუ­შა­ო­ბა სა­სე­მი­ნა­რო ჯგუ­ფებ­ში გა­აგ­რ­ძე­ლეს და მო­მა­ვალ წლამ­დე და­ემ­შ­ვი­დობ­ნენ ერ­თ­მა­ნეთს.

25-28(942)N