გამოდის 1998 წლიდან
2015-06-25
ახალ­გაზ­რ­დო­ბის წლე­ბი სავ­სე უნ­და იყოს სხვა­დას­ხ­ვა სა­ხის ექ­ს­პე­რი­მენ­ტით


რუბ­რი­კის სტუ­მა­რია იოსებ ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი,
 ვა­შინ­გ­ტო­ნი­სა და ჯე­ფერ­სო­ნისკო­ლე­ჯის სტუ­დენ­ტი,
სა­ქარ­თ­ვე­ლოს ახალ­გაზ­რ­და ელ­ჩი
ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში

— რამ­დე­ნად წარ­ჩი­ნე­ბუ­ლი მოს­წავ­ლე იყა­ვი  და რო­გორ გახ­სენ­დე­ბა სკო­ლა­ში გა­ტა­რე­ბუ­ლი წლე­ბი, მას­წავ­ლებ­ლე­ბი, გან­საზღ­ვ­რა თუ არა სკო­ლამ შე­ნი პრო­ფე­სი­უ­ლი მო­მა­ვა­ლი?
— ვსწავ­ლობ­დი თბი­ლი­სის 21-ე სა­ჯა­რო სკო­ლა­ში, რო­მელ­საც ად­რე მე-6 გერ­მა­ნუ­ლი გიმ­ნა­ზია ერ­ქ­ვა და მე­ხუ­თე კლა­სამ­დე გერ­მა­ნულს ვე­უფ­ლე­ბო­დი. შემ­დეგ კერ­ძო სკო­ლა „მერ­მის­ში“ გა­და­ვე­დი და ბო­ლოს, „ლოგოს­ში“ აღ­მოვ­ჩ­ნ­დი, სა­დაც უკ­ვე ინ­ტენ­სი­უ­რად და­ვიწყე მუ­შა­ო­ბა უცხო­ეთ­ში სწავ­ლის გა­საგ­რ­ძე­ლებ­ლად. რა თქმა უნ­და, პრო­ფე­სი­ის არ­ჩე­ვა­ში დი­დი რო­ლი ითა­მა­შა სას­კო­ლო გა­ნათ­ლე­ბამ. სა­ერ­თოდ, სულ მი­მი­წევ­და გუ­ლი ახა­ლი თავ­გა­და­სავ­ლე­ბის­კენ და უცხო­ეთ­შიც ხში­რად ვმოგ­ზა­უ­რობ­დი. ვი­ყა­ვი ევ­რო­პუ­ლი ახალ­გაზ­რ­დუ­ლი პარ­ლა­მენ­ტის დე­ლე­გა­ტი, რის შე­დე­გა­დაც ხში­რად მი­წევ­და სხვა­დას­ხ­ვა ევ­რო­პულ ქვე­ყა­ნა­ში სა­ქარ­თ­ვე­ლოს წარ­დ­გე­ნა. ძა­ლი­ან მომ­წონს, რო­დე­საც ჩვე­ნი ქვეყ­ნის შე­სა­ხებ ვე­სა­უბ­რე­ბი უცხო­ე­ლებს. უცხო­ეთ­ში მოგ­ზა­უ­რო­ბის შე­დე­გად მი­ღე­ბულ­მა გა­მოც­დი­ლე­ბამ მომ­ცა მო­ტი­ვა­ცია, რომ სწავ­ლაც საზღ­ვარ­გა­რეთ გა­მეგ­რ­ძე­ლე­ბი­ნა. ყვე­ლა­ზე სა­ნა­ქე­ბო გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა კი სწო­რედ ამე­რი­კას აქვს, ამი­ტო­მაც გა­დავ­წყ­ვი­ტე, გე­ზი ჩრდი­ლო­ეთ და­სავ­ლე­თის­კენ ამე­ღო.
— სკო­ლის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ, სას­წავ­ლებ­ლად, ამე­რი­კა­ში გა­ემ­გ­ზავ­რე. რა გზა გა­ი­ა­რე უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მო­სახ­ვედ­რად?
— ორ­წ­ლი­ა­ნი მზა­დე­ბის შე­დე­გად, რო­მე­ლიც კერ­ძო სკო­ლა „ლოგოს­ში“ გა­ვი­ა­რე, ჩა­ვა­ბა­რე SაT-ის და Tჴჶფლ-ის გა­მოც­დე­ბი. ამის შემ­დეგ სა­ბუ­თე­ბი გავ­გ­ზავ­ნე ამე­რი­კულ უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ში. სკო­ლის და­მამ­თავ­რე­ბე­ლი წე­ლი ძა­ლი­ან კარ­გად მახ­სენ­დე­ბა, მო­ლო­დი­ნი — თუ რო­მე­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტი მი­მი­ღებ­და და სად გა­ვაგ­რ­ძე­ლებ­დი სწავ­ლას. 11 უნი­ვერ­სი­ტე­ტი­დან 8 და­დე­ბი­თი პა­სუ­ხი მო­მი­ვი­და. რო­მელ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში წა­ვი­დო­დი, უკ­ვე ფი­ნან­სუ­რი დახ­მა­რე­ბა წყვეტ­და. თუმ­ცა მინ­დო­და, რომ ჩემს ოჯახს ნაკ­ლე­ბი ხარ­ჯი ჰქო­ნო­და. და­ფი­ნან­სე­ბის ძი­ე­ბი­სას, შე­ვიტყ­ვე გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს პრო­ექ­ტის შე­სა­ხებ და გა­ვაგ­ზავ­ნე სა­ბუ­თე­ბი. ინ­ტერ­ვი­უს გავ­ლის შემ­დეგ და­მი­კავ­შირ­დ­ნენ და სა­სი­ხა­რუ­ლო ამ­ბა­ვი მაც­ნო­ბეს. ასე მოვ­ხ­ვ­დი და­სავ­ლეთ პენ­სილ­ვა­ნი­ა­ში, ვა­შინ­გ­ტო­ნი­სა და ჯე­ფერ­სო­ნის კო­ლეჯ­ში, სა­დაც უკ­ვე ორი წე­ლია ვსწავ­ლობ.
— რა პრი­ვი­ლე­გი­ე­ბით სარ­გებ­ლო­ბენ წარ­ჩი­ნე­ბუ­ლი სტუ­დენ­ტე­ბი, არის თუ არა მათ­თ­ვის რა­ი­მე შე­ღა­ვა­თე­ბი?
— ძა­ლი­ან დი­დი ყუ­რადღე­ბა ექ­ცე­ვა მოს­წავ­ლე­ე­ბის წა­ხა­ლი­სე­ბა­სა და მა­თი მიღ­წე­ვე­ბის და­ფა­სე­ბას. ჩემს უნი­ვერ­სი­ტეტ­ში არის გრან­ტე­ბის მო­პო­ვე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა. რომ­ლის მეშ­ვე­ო­ბი­თაც მოს­წავ­ლე­ე­ბი სხვა­დას­ხ­ვა ქვე­ყა­ნა­ში მოგ­ზა­უ­რო­ბენ და მათ­თ­ვის სა­ინ­ტე­რე­სო თე­მებს იკ­ვ­ლე­ვენ. ასე­ვე სტა­ჟი­რე­ბის­თ­ვის გა­მო­ი­ყო­ფა ფუ­ლა­დი ჯილ­დო, რო­მე­ლიც სხვა­დას­ხ­ვა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­ში სტა­ჟი­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბაა. სხვა­თა შო­რის, რამ­დე­ნი­მე კვი­რის წინ გა­ვი­მარ­ჯ­ვე კონ­კურ­ს­ში და მაქ­ს­ვე­ლის ფონ­დის და­ფი­ნან­სე­ბა მო­ვი­პო­ვე. ასე­ვე გავ­ხ­დი გერ­მა­ნუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის სა­პა­ტიო წევ­რი, აკა­დე­მი­უ­რი მოს­წ­რე­ბის დამ­სა­ხუ­რე­ბით. ასე რომ, ამე­რი­კულ უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ში ნამ­დ­ვი­ლად არის პრი­ვი­ლე­გი­ე­ბის მო­პო­ვე­ბის შან­სი.
— რო­გორ ფიქ­რობ, რა უპი­რა­ტე­სო­ბა აქვს ამე­რი­კულ მო­წი­ნა­ვე უმაღ­ლეს სას­წავ­ლებ­ლებს ქარ­თულ­თან შე­და­რე­ბით, რა შე­გიძ­ლია გვი­ამ­ბო სას­წავ­ლო პროგ­რა­მე­ბის, ლექ­ცი­ე­ბი­სა და პრო­ფე­სორ-მას­წავ­ლებ­ლე­ბის შე­სა­ხებ, რა მსგავ­სე­ბა და გან­ს­ხ­ვა­ვე­ბაა ამე­რი­კულ უმაღ­ლეს სას­წავ­ლებ­ლებ­სა და ქარ­თულს შო­რის?
— ვერ ვიქ­ნე­ბი კომ­პე­ტენ­ტუ­რი, თუ შე­ვა­და­რებ ამე­რი­კულ და ქარ­თულ უნი­ვერ­სი­ტე­ტებს, რად­გან ქარ­თულ უმაღ­ლეს სას­წავ­ლე­ბელ­ში არ მის­წავ­ლია. ამე­რი­კულ უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ზე კი ძა­ლი­ან კარ­გი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა მრჩე­ბა, რად­გან სა­კუ­თა­რი თა­ვის გა­მოვ­ლე­ნის ყვე­ლა­ნა­ი­რი სა­შუ­ა­ლე­ბა ეძ­ლე­ვა სტუ­დენტს. რა თქმა უნ­და, შეზღუდ­ვე­ბი არის უცხო­ე­ლი სტუ­დენ­ტე­ბის­თ­ვის, მაგ­რამ თუ ბევრს  იმუ­შა­ვებ და და­ამ­ტ­კი­ცებ, რომ იმ­სა­ხუ­რებ შანსს, ნამ­დ­ვი­ლად და­გი­ფას­დე­ბა. აქ სა­მუ­შა­ოს დაწყე­ბაც არ არის რთუ­ლი. რო­დე­საც სტუ­დენ­ტი ხარ, ყვე­ლა ხელს გიწყობს, რომ რა­მე კარ­გი შექ­მ­ნა და ახა­ლი ინი­ცი­ა­ტი­ვე­ბი წა­მო­იწყო.  ჩე­მი სა­მუ­შა­ო­ე­ბის გარ­და კი­დევ რამ­დე­ნი­მე პრო­ექ­ტ­ზე ვმუ­შა­ობ, რო­მე­ლიც მე­წარ­მე­ო­ბი­სა და პო­ლი­ტი­კის კლასს უკავ­შირ­დე­ბა. პრო­ფე­სო­რე­ბიც ძა­ლი­ან მე­გობ­რუ­ლე­ბი არი­ან და მა­თი დახ­მა­რე­ბით თავს სა­ერ­თოდ არ ვგრძნობ უცხო გა­რე­მო­ში.
— მი­ამ­ბე შე­ნი სა­მუ­შაო გა­მოც­დი­ლე­ბის შე­სა­ხებ. რო­გორც ვი­ცი,  კო­ლე­ჯის რა­დი­ოს ერთ-ერ­თი შო­უს — „გლო­ბა­ლუ­რი პერ­ს­პექ­ტი­ვე­ბის“ — წამ­ყ­ვა­ნი ხარ და ასე­ვე, კო­ლე­ჯის გა­ზე­თის „წითე­ლი და შა­ვი“ მი­მომ­ხილ­ვე­ლი. კონ­კ­რე­ტუ­ლად მოგ­ვი­ყე­ვი შე­ნი საქ­მი­ა­ნო­ბის, უფ­ლე­ბა-მო­ვა­ლე­ო­ბე­ბის შე­სა­ხებ... ვინ არი­ან შე­ნი მსმე­ნე­ლე­ბი და მკითხ­ვე­ლე­ბი?
— ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია სკო­ლის ასაკ­ში იმა­ზე ფიქ­რი, თუ რა გსურს აკე­თო მო­მა­ვალ­ში. ვფიქ­რობ, ახალ­გაზ­რ­დო­ბის წლე­ბი სავ­სე უნ­და იყოს სხვა­დას­ხ­ვა სა­ხის ექ­ს­პე­რი­მენ­ტით, ამი­ტო­მაც მუდ­მი­ვად ვცდი­ლობ, ბევრ აქ­ტი­ვო­ბა­ში ჩა­ვერ­თო და გა­მოვ­ცა­დო სა­კუ­თა­რი თა­ვი. ვა­შინ­გ­ტო­ნი­სა და ჯე­ფერ­სო­ნის კო­ლეჯ­ში სწავ­ლის პა­რა­ლე­ლუ­რად, ვარ ამ უნი­ვერ­სი­ტე­ტის რა­დი­ო­ში, შო­უს „გლო­ბა­ლუ­რი პერ­ს­პექ­ტი­ვე­ბი“ წამ­ყ­ვა­ნი, რო­მელ­საც და­სავ­ლეთ პენ­სილ­ვა­ნი­ის მი­ლი­ონ­ზე მეტ მო­სახ­ლე­ზე აქვს წვდო­მა; სტა­ტი­ებს ვწერ სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო გა­ზეთ­ში „Red and ბlack“, რომ­ლის ძი­რი­თა­დი მკითხ­ვე­ლე­ბი პრო­ფე­სო­რე­ბი და სტუ­დენ­ტე­ბი არი­ან, ასე­ვე ვარ ორი­ენ­ტა­ცი­ის ლი­დე­რი — ახა­ლი სტუ­დენ­ტე­ბის დახ­ვედ­რა და დახ­მა­რე­ბა მე­ვა­ლე­ბა. გერ­მა­ნუ­ლი ენის მა­ღალ დო­ნე­ზე ცოდ­ნის დამ­სა­ხუ­რე­ბით, დამ­ხ­მა­რე მას­წავ­ლებ­ლად და­ვი­ნიშ­ნე, კვი­რა­ში ოთხ სა­ათს პირ­ველ­კურ­სე­ლებს ვეხ­მა­რე­ბი გერ­მა­ნუ­ლი ენის უკეთ ათ­ვი­სე­ბა­ში. რა თქმა უნ­და, რთუ­ლია, სწავ­ლას­თან ერ­თად, ამ­დე­ნი საქ­მის შე­თავ­სე­ბა, მაგ­რამ თა­ვად მსი­ა­მოვ­ნებს სხვა­დას­ხ­ვა აქ­ტი­ვო­ბა­ში ჩარ­თ­ვა, ახა­ლი გა­მოც­დი­ლე­ბი­სა და მე­გობ­რე­ბის შე­ძე­ნა.
— სო­სო, პრო­ექ­ტის „იყა­ვი შე­ნი ქვეყ­ნის ახალ­გაზ­რ­და ელ­ჩი“ თა­ნახ­მად, აგირ­ჩი­ეს სა­ქარ­თ­ვე­ლოს ახალ­გაზ­რ­და ელ­ჩად აშშ-ში. რამ­დე­ნად მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ეს პრო­ექ­ტი და რის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას გეგ­მავ პრო­ექ­ტის ფარ­გ­ლებ­ში?
— მი­ხა­რია, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლოს სპორ­ტი­სა და ახალ­გაზ­რ­დო­ბის სა­მი­ნის­ტ­რომ მე­ტად სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ექ­ტი წა­მო­იწყო. ახალ­გაზ­რ­და ელ­ჩე­ბის მო­ვა­ლე­ო­ბაა, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლოს სა­ხე­ლი გა­ი­ტა­ნონ უცხო­ეთ­ში და სხვა ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ებს ჩვე­ნი ერის კულ­ტუ­რა გა­აც­ნონ. ამ პრო­ექ­ტის ფარ­გ­ლებ­ში, რამ­დე­ნი­მე ღო­ნის­ძი­ე­ბა გავ­მარ­თე, მათ შო­რის ყვე­ლა­ზე წარ­მა­ტე­ბუ­ლად ქარ­თუ­ლი ღვი­ნის სა­ღა­მო მი­მაჩ­ნია, რო­მელ­საც სა­მოც­და­ა­თამ­დე სტუ­მა­რი და­ეს­წ­რო და ქარ­თულ ღვი­ნო­ზე მოთხოვ­ნა ქა­ლაქ პიც­ბურ­გ­ში სა­ოც­რად გა­ი­ზარ­და. ასე­ვე და­ვა­ფუძ­ნე ქარ­თუ­ლი ახალ­გაზ­რ­დუ­ლი ქსე­ლი აშშ-ში. georgianyouth.net — ამ სა­ი­ტით ვცდი­ლობ, სა­ქარ­თ­ვე­ლოს შე­სა­ხებ მე­ტი ინ­ფორ­მა­ცია მი­ვა­წო­დო ამე­რი­კელ ახალ­გაზ­რ­დებს.
ერთ-ერ­თი ბო­ლო ღო­ნის­ძი­ე­ბა, ახალ­გაზ­რ­და ელ­ჩის რან­გ­ში, მა­ის­ში გავ­მარ­თე, ქა­ლაქ ნიუ-იორ­კ­ში, სა­ქარ­თ­ვე­ლოს სა­კონ­სუ­ლო­სა და ქარ­თუ­ლი ინ­ტე­ლექ­ტ­კ­ლუ­ბის დახ­მა­რე­ბით ჩა­ვა­ტა­რე ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი თა­მა­ში „რა? სად? რო­დის?“, რო­მელ­შიც ქარ­თ­ვე­ლი ახალ­გაზ­რ­დე­ბი მო­ნა­წი­ლე­ობ­დ­ნენ. ისი­ნი 9 სხვა ქვე­ყა­ნას და­უ­პი­რის­პირ­დ­ნენ, სა­დაც ჩემ­მა კო­ლე­გა ახალ­გაზ­რ­და ელ­ჩებ­მა, პა­რა­ლე­ლურ რე­ჟიმ­ში, გა­მარ­თეს ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი თა­მა­ში.
— სად და რო­გორ ატა­რებ თა­ვი­სუ­ფალ დროს? მი­ამ­ბე, რო­გორ ცხოვ­რო­ბენ ამე­რი­კე­ლი ახალ­გაზ­რ­დე­ბი, რა არის მათ­თ­ვის პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი, რო­გო­რია ამე­რი­კუ­ლი სტუ­დენ­ტუ­რი ცხოვ­რე­ბა?
— ჩემს უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ყო­ველ­დღი­უ­რი ცხოვ­რე­ბა ძა­ლი­ან სა­სი­ა­მოვ­ნოა. ბევ­რი ამე­რი­კე­ლი და უცხო­ე­ლი მე­გო­ბა­რი მყავს, მათ­თან ერ­თად „უიქენ­დებ­ზე“ ძა­ლი­ან სა­სი­ა­მოვ­ნო დროს ვა­ტა­რებ. რო­დე­საც მე­კითხე­ბი­ან, რო­გო­რია ამე­რი­კუ­ლი სტუ­დენ­ტუ­რი ცხოვ­რე­ბა, ვფიქ­რობ, ყვე­ლას­თ­ვის სხვა­დას­ხ­ვა­ნა­ი­რია. არი­ან სტუ­დენ­ტე­ბი, რომ­ლებ­საც სულ წვე­უ­ლე­ბე­ბის­კენ გა­ურ­ბით თვა­ლი და არი­ან ისე­თე­ბიც, დროს მოგ­ზა­უ­რო­ბა­სა და ახა­ლი მე­გობ­რე­ბის შე­ძე­ნა­ში რომ ატა­რე­ბენ. რა თქმა უნ­და, კარ­გია წვე­უ­ლე­ბა და გარ­თო­ბა კამ­პუ­სის სა­მე­გობ­რო­ებ­ში, თუმ­ცა, გარ­კ­ვე­უ­ლი პე­რი­ო­დის შემ­დეგ ხვდე­ბი, რომ რა­ღაც ახა­ლი გჭირ­დე­ბა, ეს რუ­ტი­ნა მო­სა­ბეზ­რე­ბე­ლი ხდე­ბა. მე ბევ­რი მოგ­ზა­უ­რო­ბა მი­წევს, ახალ­გაზ­რ­და ელ­ჩო­ბის ფარ­გ­ლებ­ში, ხში­რად ვსტუმ­რობ სხვა­დას­ხ­ვა ქა­ლა­ქებს მე­გობ­რებ­თან ერ­თად, რაც ამე­რი­კა­ში ვარ, და­ახ­ლო­ე­ბით, ათი შტა­ტი მო­ვი­ნა­ხუ­ლე.
— რო­გორ გე­სა­ხე­ბა მო­მა­ვა­ლი, სად აპი­რებ დამ­კ­ვიდ­რე­ბას? რო­გორ ფიქ­რობ, საზღ­ვარ­გა­რეთ მი­ღე­ბუ­ლი გა­ნათ­ლე­ბა და დიპ­ლო­მი სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში და­საქ­მე­ბა­ში ითა­მა­შებს თუ არა გა­დამ­წყ­ვეტ როლს?
— ჩე­მი დი­დი სურ­ვი­ლია, სა­ქარ­თ­ვე­ლოს წინ­ს­ვ­ლა­ში გარ­კ­ვე­უ­ლი წვლი­ლი შე­ვი­ტა­ნო. ნამ­დ­ვი­ლად მსურს, ჩე­მი ქვე­ყა­ნა გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ვნა­ხო და ის პრობ­ლე­მე­ბი, რაც დღეს ხალხს აწუ­ხებს, მა­ლე მოგ­ვარ­დეს. ვი­მე­დოვ­ნებ, რომ აქ მი­ღე­ბულ გა­მოც­დი­ლე­ბას სა­ქარ­თ­ვე­ლოს მო­ვახ­მარ, თუმ­ცა ვფიქ­რობ, ად­რეა ჩემს გა­მოც­დი­ლე­ბა­ზე სა­უ­ბა­რი, რად­გან მხო­ლოდ 19 წლის ვარ და კი­დევ სა­ფიქ­რა­ლი მაქვს, თუ რი­სი გა­კე­თე­ბა მსურს და შე­მიძ­ლია მო­მა­ვალ­ში. რაც შე­ე­ხე­ბა დამ­კ­ვიდ­რე­ბას, ჯერ მე­ო­რე კურ­ს­ზე ვარ, წინ კი­დევ ორი წე­ლი მაქვს. ვგეგ­მავ, ბევ­რი ვი­მოგ­ზა­უ­რო, გარ­კ­ვე­ულ პრო­ექ­ტებ­ზე ვმუ­შა­ობ  და იმე­დია, ყვე­ლა­ფე­რი გა­მო­მი­ვა.
— და­ბო­ლოს, რო­ცა ადა­მი­ა­ნი საზღ­ვარ­გა­რეთ ცხოვ­რობს, ის ალ­ბათ მეტს და ღრმად ფიქ­რობს სამ­შობ­ლო­ზე. საზღ­ვარ­გა­რეთ გა­ტა­რე­ბულ მცი­რე პე­რი­ოდ­შიც კი სხვა­ნა­ი­რად აფა­სებს სა­კუ­თარ ღი­რე­ბუ­ლე­ბებს. რო­გორ ფიქ­რობ, მიგ­ვი­ღებს ევ­რო­პა ისე­თებს რო­გო­რე­ბიც ვართ, თუ ძა­ლი­ან ბევ­რი რა­მის გა­და­ხედ­ვა და გა­და­ფა­სე­ბა მოგ­ვი­წევს? რა არის ღი­რე­ბუ­ლი, რაც ამე­რი­კა­ში გა­ტა­რე­ბულ­მა პე­რი­ოდ­მა მოგ­ცა?
— ჩვე­ნი ქვეყ­ნის მის­წ­რა­ფე­ბა ევ­რო­პის­კენ და ჩრდი­ლო­-და­სავ­ლუ­რი ალი­ან­სის­კენ ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ნა­ბი­ჯია. ვფიქ­რობ, რომ ქვე­ყა­ნას სწო­რი მი­ზა­ნი აქვს, გახ­დეს ევ­რო­ატ­ლან­ტი­კუ­რი ოჯა­ხის წევ­რი. ჩე­მი გად­მო­სა­ხე­დი­დან, გა­და­მე­ტე­ბუ­ლია ქარ­თუ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის უარ­ყო­ფით კონ­ტექ­ს­ტ­ში მოხ­სე­ნი­ე­ბა. ჩვენ არ ვართ ისე­თი ქვე­ყა­ნა, რო­მე­ლიც შორს დგას დე­მოკ­რა­ტი­ი­სა და დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი პრინ­ცი­პე­ბის­გან. სირ­თუ­ლე­ე­ბი, რო­მელ­შიც სა­ქარ­თ­ვე­ლოა, წარ­სულ­ში დაშ­ვე­ბუ­ლი დი­დი შეც­დო­მე­ბის ბრა­ლია. ქვე­ყა­ნას, რო­მელ­მაც სა­მო­ქა­ლა­ქო და სა­მა­მუ­ლო ომე­ბი გა­მო­ი­ა­რა, ნამ­დ­ვი­ლად ვერ მოს­თხოვ, მსოფ­ლი­ო­ში მო­წი­ნა­ვე პო­ზი­ცი­ე­ბი ეჭი­როს. ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა, ასე თუ ისე, ვი­თარ­დე­ბა და მი­მაჩ­ნია, რომ ახა­ლი თა­ო­ბა და ახალ­გაზ­რ­დუ­ლი ინი­ცი­ა­ტი­ვე­ბი დიდ როლს ითა­მა­შე­ბენ ჩვე­ნი ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბა­ში. აქ გა­ტა­რე­ბულ­მა წლებ­მა სწო­რედ ის მას­წავ­ლა, რომ რა პრობ­ლე­მე­ბიც სა­ქარ­თ­ვე­ლო­შია, თვი­თონ დე­მოკ­რა­ტი­ის აკ­ვ­ნად მოხ­სე­ნი­ე­ბულ ამე­რი­კა­შიც ხში­რად გვხვდე­ბა. სტე­რე­ო­ტი­პი, რომ ამე­რი­კა უტო­პი­უ­რი ქვე­ყა­ნაა, ნამ­დ­ვი­ლად მცდა­რია. აქ ძა­ლი­ან ცხა­დად ჩანს, რომ ადა­მი­ა­ნი თა­ვი­სუფ­ლად მო­აზ­როვ­ნე უნ­და იყოს, ყვე­ლას და ყვე­ლა­ფერს გა­გე­ბით მო­ე­კი­დოს, იმის მი­უ­ხე­და­ვად, რამ­დე­ნად ეწი­ნა­აღ­მ­დე­გე­ბა ეს მის პრინ­ცი­პებს. სა­კუ­თა­რი შრო­მის ხარ­ჯ­ზე სწო­რედ ასე­თი თვი­სე­ბე­ბის მქო­ნე ადა­მი­ა­ნე­ბი აღ­წე­ვენ ამე­რი­კა­ში წარ­მა­ტე­ბას და დიდ პა­ტი­ვის­ცე­მა­საც იმ­სა­ხუ­რე­ბენ.

ესა­უბ­რა მა­კა ყი­ფი­ა­ნი

25-28(942)N