გამოდის 1998 წლიდან
2015-09-17
გა­მო­რიცხუ­ლი მე­ქა­ნი­კუ­რი პა­სუ­ხე­ბი და ობი­ექ­ტუ­რად შე­ფა­სე­ბუ­ლი პრო­ფე­სი­უ­ლი პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა

ლალი ჯელაძე

მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნულ­მა ცენ­ტ­რ­მა, პე­და­გოგ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და კა­რი­ე­რუ­ლი წინ­ს­ვ­ლის ახა­ლი სქე­მის ფარ­გ­ლებ­ში, პე­და­გოგ­თა თვით­შე­ფა­სე­ბის კითხ­ვა­რი და­ამ­ტ­კი­ცა, რო­მე­ლიც ახა­ლი სას­წავ­ლო წლი­დან ამოქ­მედ­დე­ბა. კითხ­ვა­რის შევ­სე­ბა მას­წავ­ლებ­ლებს ყო­ვე­ლი სას­წავ­ლო წლის და­საწყის­ში მო­უ­წევთ და სას­წავ­ლო წლის დაწყე­ბის შემ­დეგ და­უ­რიგ­დე­ბათ. პე­და­გო­გებს პა­სუ­ხის გა­ცე­მა და­ახ­ლო­ე­ბით 120 კითხ­ვის­თ­ვის მო­უ­წევთ, ეს ყვე­ლა­ფე­რი ელექ­ტ­რო­ნუ­ლად ივ­სე­ბა და პა­სუ­ხე­ბი ოთხ დო­ნედ იყო­ფა. 1 ყვე­ლა­ზე და­ბა­ლი დო­ნეა, ხო­ლო მე-4 — ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი. იმ შემ­თხ­ვე­ვა­ში თუ კონ­კ­რე­ტუ­ლი საგ­ნის მას­წავ­ლე­ბელს ესა თუ ის პუნ­ქ­ტი არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა, ის 0-ს და­წერს.
პე­და­გოგ­თა თვით­შე­ფა­სე­ბის კითხ­ვა­რი მას­წავ­ლებ­ლის მთელ პრაქ­ტი­კას ასა­ხავს და პრო­ფე­სი­ულ სტან­დარ­ტებს ეფუძ­ნე­ბა. სტრუქ­ტუ­რა­ში ორი ძი­რი­თა­დი მი­მარ­თუ­ლე­ბაა, რომ­ლე­ბიც მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სი­ულ სტან­დარ­ტებს ეფუძ­ნე­ბა — სას­წავ­ლო პრო­ცე­სი და პრო­ფე­სი­უ­ლი პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა.
თი­თო­ე­უ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბა სფე­რო­ე­ბა­დაა და­ყო­ფი­ლი, სფე­რო­ე­ბი კი ქვეს­ფე­რო­ე­ბა­დაა ჩაშ­ლი­ლი, რომ­ლე­ბიც, თა­ვის მხრივ, პუნ­ქ­ტებს მო­ი­ცავს. რე­ა­ლუ­რად პე­და­გოგს თვით­შე­ფა­სე­ბის კითხ­ვა­რი კარ­ნა­ხობს, რო­გორ წარ­მარ­თოს თა­ვი­სი საქ­მი­ა­ნო­ბა, რომ იყოს წარ­მა­ტე­ბუ­ლი პე­და­გო­გი. რო­გორც აღ­ვ­ნიშ­ნეთ, კითხ­ვა­რი საკ­მა­ოდ დი­დი მო­ცუ­ლო­ბი­საა, ამი­ტო­მაც სა­ი­ლუს­ტ­რა­ცი­ოდ რამ­დე­ნი­მე მი­მარ­თუ­ლე­ბას მო­ვიყ­ვანთ. მა­გა­ლი­თად, რო­გო­რი უნ­და იყოს მას­წავ­ლებ­ლი­სა და მოს­წავ­ლის ურ­თი­ერ­თო­ბა, ამ პუნ­ქ­ტ­ში პე­და­გოგს შემ­დეგ კითხ­ვებ­ზე მო­უ­წევს პა­სუ­ხის გა­ცე­მა:
— ინ­ტე­რეს­დე­ბა და ცდი­ლობს თუ არა გა­ით­ვა­ლის­წი­ნოს მოს­წავ­ლის სას­წავ­ლო, ემო­ცი­უ­რი და სო­ცი­ა­ლუ­რი პრობ­ლე­მე­ბი?
— ცდი­ლობს შექ­მ­ნას ისე­თი საკ­ლა­სო გა­რე­მო, რომ მოს­წავ­ლე­ებს ჰქონ­დეთ სა­შუ­ა­ლე­ბა, უკეთ გა­იც­ნონ ერ­თ­მა­ნე­თი, და­ეხ­მა­რონ და იზ­რუ­ნონ ერ­თ­მა­ნეთ­ზე?
— ამახ­ვი­ლებს თუ არა ყუ­რადღე­ბას მოს­წავ­ლის ძლი­ერ მხა­რე­ებ­ზე და ამავ­დ­რო­უ­ლად, აძ­ლევს თუ არა რჩე­ვებს სა­ჭი­რო უნა­რე­ბის გა­სა­ვი­თა­რებ­ლად
— მოს­წავ­ლე­ებ­თან სა­უბ­რი­სას ყუ­რადღე­ბას აქ­ცევს თუ არა სა­კუ­თარ ლექ­სი­კას და სხე­უ­ლის ენას (ხმის ტონს, სა­ხის გა­მო­მეტყ­ვე­ლე­ბას, თვა­ლის კონ­ტაქტს, ჟეს­ტი­კუ­ლა­ცი­ას, მი­მი­კას)?
— უდ­გე­ბა თუ არა ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად ყვე­ლა მოს­წავ­ლეს, სტე­რე­ო­ტი­პე­ბი­სა და წი­ნას­წარ ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი გან­წყო­ბის გა­რე­შე?
დამ­ტ­კი­ცე­ბულ კითხ­ვარ­ში ად­გი­ლი ეთ­მო­ბა: მოს­წავ­ლე­თა ტო­ლე­რან­ტო­ბის გრძნო­ბის წა­ხა­ლი­სე­ბა­სა და მოს­წავ­ლე­თა თა­ნას­წო­რუფ­ლე­ბი­ა­ნო­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფას; ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის სა­კითხებს; კლა­სის მარ­თ­ვას (ქცე­ვის წე­სე­ბის დაც­ვა).
პე­და­გო­გებს მო­უ­წევთ ასე­ვე პა­სუ­ხი გას­ცენ შემ­დეგ მი­მარ­თუ­ლე­ბებს:
სას­წავ­ლო რე­სურ­სის მარ­თ­ვა და გა­მო­ყე­ნე­ბა:
— ახ­დენს სკო­ლა­ში და სკო­ლის გა­რეთ არ­სე­ბუ­ლი რე­სურ­სე­ბის კლა­სი­ფი­კა­ცი­ას — კა­ტე­გო­რი­ზა­ცი­ას; არ­ჩევს და იყე­ნებს მათ სას­წავ­ლო მიზ­ნის შე­სა­ბა­მი­სად?
— სას­წავ­ლო რე­სურ­სის შერ­ჩე­ვი­სას ფიქ­რობს იმა­ზე, თუ რამ­დე­ნად გაზ­რ­დის ეს რე­სურ­სი სწავ­ლის მო­ტი­ვა­ცი­ას მოს­წავ­ლე­ებ­ში?
— მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად იყე­ნებს თუ არა თვალ­სა­ჩი­ნო­ე­ბებს, რაც მოს­წავ­ლე­ებს უად­ვი­ლებს ახა­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის აღ­ქ­მა­სა და გა­გე­ბას?
— ამ­ზა­დებს სას­წავ­ლო რე­სურსს მოს­წავ­ლე­თა ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით?
გაკ­ვე­თი­ლის და­გეგ­მ­ვა მკა­ფი­ოდ ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი მიზ­ნით:
— წი­ნას­წარ გეგ­მავს თუ არა გაკ­ვე­თილს ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მის მი­საღ­წე­ვი შე­დე­გე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით?
— გაკ­ვე­თი­ლის მსვლე­ლო­ბი­სას, კლა­სის სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ახ­დენს თუ არა გაკ­ვე­თი­ლის გეგ­მის მო­დი­ფი­ცი­რე­ბას?
— მოს­წავ­ლე­ებს უხ­ს­ნის გაკ­ვე­თი­ლის/სას­წავ­ლო აქ­ტი­ვო­ბის მი­ზანს და მო­სა­ლოდ­ნელ შე­დე­გებს?
— მოს­წავ­ლე­თა ინ­ტე­რე­სე­ბი­სა და შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით გეგ­მავს თუ არა კლას­გა­რე­შე აქ­ტი­ვო­ბებს?
 სწავ­ლი­სა და სწავ­ლე­ბის სტრა­ტე­გი­ე­ბი:
— იყე­ნებს სტრა­ტე­გი­ებს, რომ­ლე­ბიც ეხ­მა­რე­ბა მოს­წავ­ლე­ებს ინ­ფორ­მა­ცი­ის ანა­ლი­ზის, სინ­თე­ზი­სა და შე­ფა­სე­ბის უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ში?
— მოს­წავ­ლე­ებს სთა­ვა­ზობს მკა­ფიო ინ­ს­ტ­რუქ­ცი­ებს და პრო­ცე­დუ­რებს სას­წავ­ლო აქ­ტი­ვო­ბე­ბის­თ­ვის გაკ­ვე­თი­ლის სპე­ცი­ფი­კის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით?
— მოს­წავ­ლე­თა სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი­სა და თა­ვი­სე­ბუ­რე­ბე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით იყე­ნებს თუ არა სწავ­ლე­ბის დი­ფე­რენ­ცი­რე­ბულ მიდ­გო­მას?
— მოს­წავ­ლე­ებს რე­გუ­ლა­რუ­ლად აძ­ლევს საკ­ლა­სო და სა­ში­ნაო და­ვა­ლე­ბებს, რომ­ლე­ბიც ეხ­მა­რე­ბა მათ არ­სე­ბი­თი და არა­არ­სე­ბი­თი ინ­ფორ­მა­ცი­ის გან­ს­ხ­ვა­ვე­ბა­ში, ცნე­ბებ­სა და იდე­ებს შო­რის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი კავ­ში­რე­ბის და­ნახ­ვა­სა და ინ­ფორ­მა­ცი­ის სინ­თეზ­ში?
 დის­კუ­სი­ის და­გეგ­მ­ვა; დის­კუ­სი­ის სხვა­დას­ხ­ვა ტექ­ნი­კის გა­მო­ყე­ნე­ბა:
— ხელს უწყობს მოს­წავ­ლე­ებს, და­ა­სა­ბუ­თონ სა­კუ­თა­რი იდე­ე­ბი და მო­საზ­რე­ბე­ბი?
— თავს არ ახ­ვევს მოს­წავ­ლე­ებს არც სა­კუ­თარ და არც აღი­ა­რე­ბულ/სტე­რე­ო­ტი­პულ მო­საზ­რე­ბებს?
— მოს­წავ­ლე­ებს უბიძ­გებს სა­კუ­თა­რი და სხვე­ბის აზ­რე­ბის კრი­ტი­კუ­ლი შე­ფა­სე­ბი­სა­კენ?
— მოს­წავ­ლე­ებს უს­ვამს პრობ­ლე­მურ შე­კითხ­ვებს, რაც ხელს უწყობს მათ ჩარ­თ­ვას კა­მათ­ში და აქ­ტი­ურ დის­კუ­სი­ა­ში?
პე­და­გო­გე­ბი მო­ახ­დე­ნენ თვით­შე­ფა­სე­ბას, თუ რო­გორ გა­მოს­დით ხა­ლი­სი­ა­ნი და დი­ნა­მი­უ­რი გაკ­ვე­თი­ლის ჩა­ტა­რე­ბა, რო­გო­რია მოს­წავ­ლე­თა მო­ტი­ვა­ცია და აქ­ტი­უ­რი მო­ნა­წი­ლე­ო­ბა:
— იყე­ნებს მო­ტი­ვა­ცი­ის ამაღ­ლე­ბის სხვა­დას­ხ­ვა სტრა­ტე­გი­ებს, რომ­ლე­ბიც სტი­მულს მის­ცემს მოს­წავ­ლე­ებს, და­სა­ხონ სას­წავ­ლო მიზ­ნე­ბი და მა­თი მიღ­წე­ვის გეგ­მა?
— მოს­წავ­ლე­ებს რთავს სხვა­დას­ხ­ვა სა­ხის კვლე­ვით აქ­ტი­ვო­ბებ­ში, რომ­ლე­ბიც იწ­ვევს მათ ინ­ტე­რესს და ასე­ვე უკავ­შირ­დე­ბა რე­ა­ლურ სი­ტუ­ა­ცი­ებს?
— აძ­ლევს მათ სა­კუ­თა­რი ინ­ტე­რე­სე­ბი­სა და მის­წ­რა­ფე­ბე­ბის რე­ა­ლი­ზა­ცი­ის, ასე­ვე არ­ჩე­ვა­ნის გა­კე­თე­ბი­სა და სა­კუ­თა­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბე­ბის გა­მო­ხატ­ვის შე­საძ­ლებ­ლო­ბას?
სწავ­ლე­ბის დროს შე­ფა­სე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა:
— მოს­წავ­ლე­ებს რთავს შე­ფა­სე­ბის კრი­ტე­რი­უ­მე­ბის (რუბ­რი­კის) შე­მუ­შა­ვე­ბის პრო­ცეს­ში?
— აწ­ვ­დის მათ ინ­ფორ­მა­ცი­ას იმის შე­სა­ხებ, თუ რას ნიშ­ნავს ხა­რის­ხი­ა­ნი ნა­მუ­შე­ვა­რი (შე­ფა­სე­ბის რუბ­რი­კე­ბი, ხა­რის­ხი­ა­ნი ნა­მუ­შევ­რის ნი­მუ­ში და სხვ.)?
— ყვე­ლა და­ინ­ტე­რე­სე­ბულ პირს (მშობ­ლებს, კო­ლე­გებს, სხვ.) აც­ნობს ინ­ფორ­მა­ცი­ას შე­ფა­სე­ბის რუბ­რი­კე­ბის, მე­თო­დე­ბის, ასე­ვე შე­მა­ჯა­მე­ბე­ლი სა­მუ­შა­ოს ვა­დე­ბი­სა და ტი­პე­ბის შე­სა­ხებ?
— სწავ­ლის პრო­ცეს­ში გა­მო­ყოფს მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან ეტა­პებს, გან­საზღ­ვ­რავს თი­თო­ე­ულ ეტაპ­ზე მი­საღ­წევ შე­დე­გებს და იყე­ნებს სხვა­დას­ხ­ვა სა­ხის გან­მა­ვი­თა­რე­ბელ შე­ფა­სე­ბას, რა­თა და­ეხ­მა­როს მოს­წავ­ლე­ებს თი­თო­ე­ულ ეტაპ­ზე სა­კუ­თა­რი პროგ­რე­სის შე­ფა­სე­ბა­ში?
შე­უ­ფა­სე­ბე­ლი არც თა­ვი­ან­თი პრო­ფე­სი­უ­ლი ქცე­ვე­ბი რჩე­ბა ან ის, თუ რო­გორ ზრუ­ნავს კა­რი­ე­რულ წინ­ს­ვ­ლა­ზე:
— დრო­უ­ლად ცხად­დე­ბა გაკ­ვე­თილ­ზე?
— მოს­წავ­ლე­ებ­თან და კო­ლე­გებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბი­სას არის კონ­ს­ტ­რუქ­ცი­უ­ლი, კო­რექ­ტუ­ლი და იცავს ეთი­კის ნორ­მებს?
— სა­ჭი­რო დო­კუ­მენ­ტა­ცი­ას აწარ­მო­ებს დრო­უ­ლად და ხა­რის­ხი­ა­ნად?
— თავს არი­დებს თამ­ბა­ქო­სა და ალ­კო­ჰო­ლის მოხ­მა­რე­ბას სას­კო­ლო სივ­რ­ცე­ში?
— მი­სი ჩაც­მუ­ლო­ბა სას­კო­ლო სივ­რ­ცე­ში შე­ე­სა­ბა­მე­ბა მას­წავ­ლებ­ლის ეთი­კის კო­დექ­სით დად­გე­ნილ მოთხოვ­ნებს?
პრო­ფე­სი­ულ გან­ვი­თა­რე­ბა­ზე ზრუნ­ვა:
— ეძებს და ეც­ნო­ბა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის სა­სარ­გებ­ლო ბეჭ­დურ, ელექ­ტ­რო­ნულ და მულ­ტი­მე­დი­ურ რე­სურ­სებს?
— ეუფ­ლე­ბა ეფექ­ტუ­რი სას­წავ­ლო პრო­ცე­სის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად სა­ჭი­რო ინ­ფორ­მა­ცი­ულ სა­კო­მუ­ნი­კა­ციო ტექ­ნო­ლო­გი­ებს?
— ეუფ­ლე­ბა სსსმ სწავ­ლე­ბის მე­თო­დი­კას და მოს­წავ­ლე­თა გან­ს­ხ­ვა­ვე­ბულ სა­ჭი­რო­ე­ბებ­ზე მორ­გე­ბულ სწავ­ლე­ბის დი­ფე­რენ­ცი­რე­ბულ მიდ­გო­მებს?
— არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი სკო­ლე­ბის მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვის: ეუფ­ლე­ბა სა­ხელ­მ­წი­ფო ენას და ეც­ნო­ბა ქარ­თულ კულ­ტუ­რას.
მთლი­ა­ნო­ბა­ში, სულ 120 პუნ­ქ­ტამ­დეა, თი­თო­ე­ულ ქვეს­ფე­როს ბო­ლო­ში რეფ­ლექ­სია ახ­ლავს, რო­მე­ლიც აუცი­ლებ­ლად უნ­და შე­ავ­სოს, წი­ნა­აღ­მ­დეგ შემ­თხ­ვე­ვა­ში, ვერც თვით­შე­ფა­სე­ბის კითხ­ვა­რის შედ­გე­ნას გა­აგ­რ­ძე­ლებს. კითხ­ვა­რის შევ­სე­ბა სა­ვალ­დე­ბუ­ლო აქ­ტი­ვო­ბაა ყვე­ლა მას­წავ­ლებ­ლის­თ­ვის, ანუ მას ყვე­ლა სტა­ტუ­სის მქო­ნე მას­წავ­ლე­ბე­ლი შე­ავ­სებს, მაგ­რამ ამა­ში კრე­დიტ-ქუ­ლა არ მი­ე­ნი­ჭე­ბა. არც და­ბა­ლი შე­ფა­სე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში მოს­თხოვს ვინ­მე პა­სუხს, უბ­რა­ლოდ მას, სკო­ლის ბა­ზა­ზე, პრო­ფე­სი­უ­ლი ფა­სი­ლი­ტა­ტო­რი და­ეხ­მა­რე­ბა ხარ­ვე­ზე­ბის აღ­მოფხ­ვ­რა­ში. თუმ­ცა კითხ­ვა­რის შე­უვ­სებ­ლო­ბა და­უშ­ვე­ბე­ლია, რად­გან ეს იმას ნიშ­ნავს, რომ მას­წავ­ლე­ბე­ლი გაკ­ვე­თილს არ ატა­რებს და, რო­გორც გან­მარ­ტა­ვენ, ამას თა­ვად სკო­ლა არ და­უშ­ვებს.
ყვე­ლა კითხ­ვა­ზე პე­და­გოგ­მა ოთხი ტი­პის პა­სუ­ხი­დან ერთ-ერ­თი უნ­და გას­ცეს:
1. არ ვი­ყე­ნებ ამ პრაქ­ტი­კას ან მი­სი გა­მო­ყე­ნე­ბა და­დე­ბით ზე­გავ­ლე­ნას არ ახ­დენს მოს­წავ­ლე­ე­ბის სწავ­ლის პრო­ცეს­ზე;
2. ვი­ყე­ნებ ამ პრაქ­ტი­კას, მაგ­რამ მხო­ლოდ იშ­ვი­ა­თად ვხე­დავ და­დე­ბით შე­დე­გებს მოს­წავ­ლე­ე­ბის სწავ­ლის პრო­ცეს­ზე;
3. კარ­გად გა­მომ­დის ამ პრაქ­ტი­კის გა­მო­ყე­ნე­ბა და ვამ­ჩ­ნევ მუდ­მივ და­დე­ბით ზე­გავ­ლე­ნას მოს­წავ­ლე­ე­ბის სწავ­ლის პრო­ცეს­ზე;
4. ამ პრაქ­ტი­კის გა­მო­ყე­ნე­ბა ჩე­მი ძლი­ე­რი მხა­რეა, მას ვარ­გებ მოს­წავ­ლე­ე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბებს, მოს­წავ­ლე­თა მიღ­წე­ვებ­ში ვხე­დავ მუდ­მივ და პო­ზი­ტი­ურ შე­დეგს
5. არ შე­მე­სა­ბა­მე­ბა (პა­სუ­ხი გან­მარ­ტეთ).
ამას­თა­ნა­ვე, ყო­ვე­ლი თა­ვის შემ­დეგ, პე­და­გოგს მო­უ­წევს შე­სა­ბა­მის კითხ­ვებ­ზე კონ­კ­რე­ტუ­ლი მა­გა­ლი­თე­ბის მოყ­ვა­ნა პრაქ­ტი­კი­დან, ასე­ვე უნ­და ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბოს მო­საზ­რე­ბა, რო­გორ შეძ­ლებს პრაქ­ტი­კის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას აღ­ნიშ­ნუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბით.
მას­წავ­ლე­ბელ­თა სახ­ლის დი­რექ­ტო­რი გი­ორ­გი მა­ჩა­ბე­ლი აღ­ნიშ­ნავს, რომ: „მას­წავ­ლე­ბე­ლი ის­წავ­ლის სა­კუ­თა­რი შე­საძ­ლებ­ლობ­ის სწო­რად შე­ფა­სე­ბას. იმის­თ­ვის, რომ ვნა­ხოთ, გან­ვი­თა­რე­ბის რა  ეტაპ­ზე ვართ, უნ­და შე­ვა­ფა­სოთ ჩვე­ნი თა­ვი და სწო­რად მო­ვახ­დი­ნოთ იმ პრობ­ლე­მე­ბის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა, რო­მე­ლიც შე­ფა­სე­ბის პრო­ცეს­ში გა­მო­იკ­ვე­თე­ბა. სწო­რედ ამის შე­სა­ბა­მი­სად უნ­და დავ­გეგ­მოთ ჩვე­ნი მო­მა­ვა­ლი საქ­მი­ა­ნო­ბა“.
ბუ­ნებ­რი­ვია, ჩნდე­ბა ინ­ტე­რე­სი, რამ­დე­ნად ობი­ექ­ტუ­რად შე­ა­ფა­სე­ბენ პე­და­გო­გე­ბი სა­კუ­თარ პრო­ფე­სი­ულ უნარ-ჩვე­ვებს, არა­რე­ა­ლუ­რი იქ­ნე­ბა, თუ­კი ყვე­ლა­ფერ­ში კარ­გი შე­დე­გი აჩ­ვე­ნეს. ობი­ექ­ტუ­რო­ბის დამ­ცა­ვი მე­ქა­ნიზ­მი სპე­ცი­ა­ლუ­რი გრა­ფაა, რო­მელ­საც რეფ­ლექ­სია ეწო­დე­ბა და ის მე­ქა­ნი­კურ პა­სუ­ხებს გა­მო­რიცხავს, რად­გა­ნაც გა­უ­აზ­რებ­ლად პე­და­გო­გი ვე­რა­ფერს ჩა­წერს, წი­ნა­აღ­მ­დეგ შემ­თხ­ვე­ვა­ში, გრა­ფა აჩ­ვე­ნებს, რომ არას­წო­რა­დაა შევ­სე­ბუ­ლი. ფა­სი­ლი­ტა­ტო­რის პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბაც სწო­რედ ის არის, რომ მას­წავ­ლე­ბელს კითხ­ვა­რის სწო­რად შევ­სე­ბა ას­წავ­ლოს. მე­ტიც, მი­სი ვალ­დე­ბუ­ლე­ბაა პირ­ველ წელს ას­წავ­ლოს, შემ­დეგ — თვალ­ყუ­რი ადევ­ნოს. თუმ­ცა, რო­გორც გან­მარ­ტა­ვენ, არას­წო­რად შევ­სე­ბის შემ­თხ­ვე­ვებ­ში პე­და­გო­გებს არა­ვინ დას­ჯის.
ბუ­ნებ­რი­ვია, პე­და­გო­გე­ბი უკ­ვე გა­ეც­ნენ თვით­შე­ფა­სე­ბის კითხ­ვა­რებს. გთა­ვა­ზობთ დი­რექ­ტო­რე­ბი­სა და მას­წავ­ლებ­ლე­ბის კო­მენ­ტა­რებს, თუ რას ნიშ­ნავს მათ­თ­ვის 120- პუნ­ქ­ტი­ა­ნი თვით­შე­ფა­სე­ბის კითხ­ვა­რი და რო­გო­რია მა­თი გან­წყო­ბა და ობი­ექ­ტუ­რო­ბის ხა­რის­ხი?
ლია თუ­შუ­რი, 173-ე სკო­ლის დი­რექ­ტო­რი: „ბუ­ნებ­რი­ვია, პე­და­გო­გე­ბი ყვე­ლა სი­ახ­ლეს სიფ­რ­თხი­ლით ეკი­დე­ბიან, ერ­თ­გ­ვა­რი ეჭ­ვიც კი უჩ­ნ­დე­ბათ ხოლ­მე რა­მე ხომ არ იმა­ლე­ბა ამ სი­ახ­ლის მიღ­მა, რომ მა­თი მდგო­მა­რე­ო­ბა არ გა­ა­უ­ა­რე­სონ. სამ­წუ­ხა­როდ, ძა­ლი­ან გვიშ­ლის ხელს სა­ზო­გა­დო­ე­ბის პო­ლი­ტი­კუ­რად ან­გა­ჟი­რე­ბუ­ლი ნა­წი­ლი. ხში­რად სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში არას­წო­რი ინ­ტერ­პ­რე­ტა­ცი­ით იტ­ვირ­თე­ბა ესა თუ ის სი­ახ­ლე, რო­მე­ლიც შავ პი­არ­ზეა გათ­ვ­ლი­ლი. მას­წავ­ლე­ბელ­თა გარ­კ­ვე­უ­ლი ნა­წი­ლი სწო­რედ ამის ზე­გავ­ლე­ნის ქვეშ ექ­ცე­ვა და დო­კუ­მენტს წი­ნას­წარ შექ­მ­ნი­ლი გან­წყო­ბით კითხუ­ლობს. ასეთ შემ­თხ­ვე­ვა­ში, მათ­თან სკო­ლის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბას ძა­ლი­ან ბევ­რი მუ­შა­ო­ბა და ახ­ს­ნა-გან­მარ­ტე­ბე­ბი გვი­წევს, რომ რე­ა­ლუ­რად შე­ა­ფა­სონ არ­სე­ბუ­ლი შუქ-ჩრდი­ლე­ბი. რაც შე­ე­ხე­ბა კონ­კ­რე­ტულ კითხ­ვარს, მას­წავ­ლებ­ლე­ბი მას გა­ეც­ნენ და ორ­გ­ვა­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა გაჩ­ნ­და: ნა­წი­ლი სიფ­რ­თხი­ლით ეკი­დე­ბა, ხო­ლო იმ ნა­წილ­მა, რო­მე­ლიც უფ­რო სიღ­რ­მი­სე­უ­ლად გა­ეც­ნო, თვით­შე­ფა­სე­ბის კითხ­ვარ­ში სა­კუ­თარ თავ­ზე მუ­შა­ო­ბის ძა­ლი­ან ბევ­რი სა­ჭი­რო­ე­ბა აღ­მო­ა­ჩი­ნა. მეტ­საც გეტყ­ვით — პე­და­გო­გე­ბის ნა­წი­ლი მარ­თ­ლაც ფიქ­რობს, რომ ეს არის პრო­ფე­სი­ულ და­ოს­ტა­ტე­ბა­ზე ზრუნ­ვა — სა­კუ­თა­რი თა­ვის ერ­თ­გ­ვა­რი დი­აგ­ნო­ზი.
ბუ­ნებ­რი­ვია, თვით­შე­ფა­სე­ბი­სას ვერ იქ­ნე­ბა ობი­ექ­ტუ­რო­ბის მა­ღა­ლი ხა­რის­ხი, მაგ­რამ მთა­ვა­რია, პე­და­გო­გე­ბი თვი­თონ აღ­მო­ა­ჩე­ნენ და და­ფიქ­რ­დე­ბი­ან სად არის ხარ­ვე­ზი, რა მი­მარ­თუ­ლე­ბა უნ­და გა­ნა­ვი­თა­რონ და სად დას­ვან სწო­რი აქ­ცენ­ტე­ბი“.
მა­კა მო­წო­ნე­ლი­ძე, 173-ე სკო­ლის სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი მას­წავ­ლე­ბე­ლი (ქარ­თუ­ლი ენა და ლი­ტე­რა­ტუ­რა): „ჩემი აზ­რით, თვით­შე­ფა­სე­ბის კითხ­ვა­რი დაგ­ვეხ­მა­რე­ბა შე­ვა­ფა­სოთ სა­კუ­თა­რი შრო­მა და კრი­ტი­კუ­ლად შევ­ხე­დოთ პრო­ფე­სი­ულ უნარ-ჩვე­ვებს. თა­ვის­თა­ვად, ეს და­მა­ტე­ბით შრო­მა­სა და დროს მო­ითხოვს, თუმ­ცა, სა­შუ­ა­ლე­ბას მოგ­ვ­ცემს, ჩვენ მიღ­მა დარ­ჩე­ნი­ლი ხარ­ვე­ზე­ბი და პრობ­ლე­მე­ბი აღ­მო­ვა­ჩი­ნოთ, გულ­წ­რ­ფე­ლად ვა­ღი­ა­როთ და შემ­დეგ მათ აღ­მოფხ­ვ­რა­ზე ვიზ­რუ­ნოთ. შე­საძ­ლოა, ისე­თი პრობ­ლე­მე­ბი ან სა­კითხე­ბი ამო­ტივ­ტივ­დეს, რო­მელ­ზეც ად­რე არა­სო­დეს დავ­ფიქ­რე­ბულ­ვართ და არც კითხ­ვის ნიშ­ნის ქვეშ დაგ­ვი­ყე­ნე­ბია. რაც მთა­ვა­რია, მის გა­მო­სას­წო­რებ­ლად მთე­ლი წე­ლი წინ გვაქვს. თა­ვის­თა­ვად, ეს ჩვენს პრო­ფე­სი­ულ წინ­ს­ვ­ლას უწყობს ხელს.“
ნა­ნი კა­ჭა­რა­ვა, ბუ­ნე­ბის მას­წავ­ლე­ბე­ლი:„რა­საკ­ვირ­ვე­ლია, გა­ვე­ცა­ნი თვით­შე­ფა­სე­ბის კითხ­ვარს და გულ­წ­რ­ფე­ლად გეტყ­ვით, რომ მი­სი შევ­სე­ბა სა­უ­კე­თე­სო სა­შუ­ა­ლე­ბა იქ­ნე­ბა სა­კუ­თა­რი პრო­ფე­სი­უ­ლი უნარ-ჩვე­ვე­ბის კრი­ტი­კუ­ლად შე­ფა­სე­ბის­თ­ვის. ვფიქ­რობ, ბევრ რა­მეს აღ­მო­ვა­ჩენ ისეთს, რა­ზეც ად­რე არ მი­ფიქ­რია. ბუ­ნებ­რი­ვია, თვით­შე­ფა­სე­ბა ვერ იქ­ნე­ბა მაქ­სი­მა­ლუ­რად ობი­ექ­ტუ­რი, თუმ­ცა, გარ­კ­ვე­ულ­წი­ლად, გზის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი ნამ­დ­ვი­ლად იქ­ნე­ბა, მთე­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში რო­მელ მი­მარ­თუ­ლე­ბა­ზე გა­ვა­კე­თოთ მე­ტი აქ­ცენ­ტი.“
ლი­ა­ნა ფუტ­კა­რა­ძე, 133-ე სკო­ლის დი­რექ­ტო­რი: „ჩვენ­თ­ვის ახა­ლი თით­ქ­მის არა­ფე­რია, რად­გა­ნაც დაწყე­ბი­თი გა­ნათ­ლე­ბის პრო­ექ­ტ­ში — ჯიპ­რა­იდ­ში ვართ ჩარ­თუ­ლე­ბი და სა­მოქ­მე­დო გეგ­მა, რო­მელ­საც კა­რი­ე­რუ­ლი წინ­ს­ვ­ლის სქე­მა უსა­ხავს მას­წავ­ლებ­ლებს, ხორ­ცი­ელ­დე­ბა დაწყე­ბი­თი სწავ­ლე­ბის სა­ფე­ხურ­ზე, აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, არც თვით­შე­ფა­სე­ბის კითხ­ვა­რია მათ­თ­ვის სი­ახ­ლე. სკო­ლა­ში 70 პრო­ცენ­ტი სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი მას­წავ­ლე­ბე­ლია. მარ­თა­ლია, თვით­შე­ფა­სე­ბას არა­ვინ ამოწმებს, მაგ­რამ გა­რე და ში­და დაკ­ვირ­ვე­ბა, რო­მე­ლიც მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სი­ულ უნა­რებს შე­ა­მოწ­მებს, გარ­კ­ვე­ულ­წი­ლად, აიძუ­ლებს მათ თვით­შე­ფა­სე­ბა ობი­ექ­ტუ­რად მო­ახ­დი­ნონ, რად­გა­ნაც პრო­ფე­სი­უ­ლი ხარ­ვე­ზე­ბი აღ­მოფხ­ვ­რან. შე­იძ­ლე­ბა ით­ქ­ვას, პი­რი­ქით, ეს მათ და­ეხ­მა­რე­ბათ კი­დეც. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, პე­და­გო­გებს გა­ვა­ცა­ნი თვით­შე­ფა­სე­ბის კითხ­ვა­რი და მას, 21 სექ­ტემ­ბ­რის შემ­დეგ, ყვე­ლა პე­და­გო­გი შე­ავ­სებს. გან­წყო­ბაც და­დე­ბი­თია, რად­გა­ნაც ისი­ნი თა­ვი­ან­თი კა­რი­ე­რუ­ლი წინ­ს­ვ­ლის­თ­ვის მუ­შა­ო­ბენ, რაც, ფი­ნან­სურ გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას­თან პირ­და­პირ კავ­შირ­შია.“
ნა­ნა ზუ­რე­ბი­ა­ნი, 133-ე სკო­ლის დაწყე­ბი­თი კლა­სის პე­და­გო­გი: „რა თქმა უნ­და, ნე­ბის­მი­ერ პე­და­გოგს ექ­ნე­ბა მი­მარ­თუ­ლე­ბა ან სა­კითხი, რო­მე­ლიც მე­ტად უნ­და გა­ნა­ვი­თა­როს. თვით­შე­ფა­სე­ბის კითხ­ვა­რი სწო­რედ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბის აღ­მო­ჩე­ნა­ში დაგ­ვეხ­მა­რე­ბა, თვით­დაკ­ვირ­ვე­ბას ვა­წარ­მო­ებთ, სად არის ხარ­ვე­ზი, რო­მელ­ზეც შემ­დეგ მთე­ლი წე­ლი ვი­მუ­შა­ვებთ. რაც შე­ე­ხე­ბა ობი­ექ­ტუ­რო­ბის ხა­რისხს, ეს ჩვენ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. აუცი­ლე­ბე­ლია, ვი­ყოთ ობი­ექ­ტუ­რე­ბი, თუ გვინ­და პრო­ფე­სი­უ­ლი ზრდის სა­შუ­ა­ლე­ბა მოგ­ვე­ცეს.“
პე­და­გო­გე­ბი კითხ­ვარს ყო­ვე­ლი სას­წავ­ლო წლის და­საწყის­ში შე­ავ­სე­ბენ, წლის ბო­ლოს კი, ფა­სი­ლი­ტა­ტორ­თან ერ­თად, შე­დე­გებს გა­ა­ა­ნა­ლი­ზე­ბენ — რა გა­ა­კე­თეს და რა დარ­ჩა გა­მო­სას­წო­რე­ბე­ლი. შემდეგ წელს კი თვით­შე­ფა­სე­ბას სწო­რედ ამის შე­სა­ბა­მი­სად მო­ახ­დე­ნენ და სა­მუ­შაო გეგ­მა­საც შე­ი­მუ­შა­ვე­ბენ. 120-პუნ­ქ­ტი­ა­ნი თვით­შე­ფა­სე­ბის კითხ­ვა­რი პე­და­გო­გე­ბის კა­რი­ე­რუ­ლი წინ­ს­ვ­ლის სქე­მის ნა­წი­ლია, რო­მე­ლიც მხო­ლოდ იმა­ში ეხ­მა­რე­ბათ, რომ მორიგ აქ­ტი­ვო­ბა­ზე გა­და­სას­ვ­ლე­ლად არ­სე­ბუ­ლი ხარ­ვე­ზე­ბი გა­მო­ას­წო­რონ.

25-28(942)N