გამოდის 1998 წლიდან
2015-09-24
სქე­მის პირ­ვე­ლი დატ­ვირ­თუ­ლი წე­ლი, ანუ პრო­ცე­სე­ბის გა­მოც­და

ახა­ლი სას­წავ­ლო წლი­დან მას­წავ­ლებ­ლის საქ­მი­ა­ნო­ბის დაწყე­ბის, პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და კა­რი­ე­რუ­ლი წინ­ს­ვ­ლის სქე­მა ამოქ­მედ­და. სქე­მის ამოქ­მე­დე­ბას წინ ხან­გ­რ­ძ­ლი­ვი მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბი უძღო­და — პე­და­გოგ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი სტან­დარ­ტის სა­მუ­შაო ვერ­სი­ას ყვე­ლა და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი პი­რი გა­ეც­ნო. წლის ბო­ლომ­დე არა­ერ­თი ღო­ნის­ძი­ე­ბა და აქ­ტი­ვო­ბა უნ­და გან­ხორ­ცი­ელ­დეს, რო­მე­ლიც სტრა­ტე­გი­ულ გეგ­მა­შია გა­წე­რი­ლი. „წელს მარ­თ­ლაც დატ­ვირ­თუ­ლი წე­ლი გვექ­ნე­ბა“ — ასეთ გან­ცხა­დე­ბას აკე­თებს მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის დი­რექ­ტო­რი გი­ორ­გი მა­ჩა­ბე­ლი. რა იგუ­ლის­ხ­მე­ბა ამ დატ­ვირ­თულ წელ­ში და კონ­კ­რე­ტუ­ლად რა აქ­ტი­ვო­ბე­ბი გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა ერ­თი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში — ამის შე­სა­ხებ დე­ტა­ლუ­რად გვე­სა­უბ­რე­ბა ირი­ნა აბუ­ლა­ძე, მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლე:
— სა­ქარ­თ­ვე­ლოს მთავ­რო­ბამ თე­ბერ­ვალ­ში და­ამ­ტ­კი­ცა მას­წავ­ლებ­ლის საქ­მი­ა­ნო­ბის დაწყე­ბის, პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის და კა­რი­ე­რუ­ლი წინ­ს­ვ­ლის სქე­მა. სქე­მის მი­ხედ­ვით, და­ნერ­გ­ვის ეტა­პი 2015 წლის სექ­ტემ­ბ­რი­დან იწყე­ბა. პირ­ვე­ლი წე­ლი სა­პი­ლო­ტეა, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტე­ბი, რაც მას­წავ­ლე­ბელ­თა თვით­გან­ვი­თა­რე­ბი­სა და შე­ფა­სე­ბის­თ­ვის შე­მუ­შავ­და, წელს გა­მო­იც­დე­ბა. ჩვენ რე­ა­ლუ­რად ვნა­ხავთ, ფარ­თო მას­შ­ტაბ­ში, რო­გორ მუ­შა­ობს სქე­მა, რაც მო­მა­ვალ­ში მო­დი­ფი­ცი­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას მოგ­ვ­ცემს. თუმ­ცა ეს არ უნ­და გა­ვი­გოთ ისე, თით­ქოს სა­პი­ლო­ტე წლის შემ­დეგ შე­საძ­ლე­ბე­ლია კარ­დი­ნა­ლუ­რი ცვლი­ლე­ბე­ბი — წელს გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბა მო­მა­ვალ წელს წყალ­ში ჩა­იყ­რე­ბა — რა თქმა უნ­და, არა. ცვლი­ლე­ბე­ბი უფ­რო ტექ­ნი­კურ მა­ხა­სი­ა­თებ­ლებ­ზე და დე­ტა­ლებ­ზე მო­ი­აზ­რე­ბა, რაც მი­მარ­თუ­ლი იქ­ნე­ბა იმის­კენ, რომ მას­წავ­ლებ­ლის საქ­მი­ა­ნო­ბა შე­სა­ბა­მი­სად შე­ფას­დეს, ანუ შე­ფა­სე­ბე­ბი იყოს ვა­ლი­დუ­რი, იქ­ნე­ბა ეს ში­და შე­ფა­სე­ბა თუ გა­რე დაკ­ვირ­ვე­ბა. ახ­ლა, რე­ა­ლუ­რად, პრო­ცე­სე­ბის გა­მოც­და მიმ­დი­ნა­რე­ობს.
— პირ­ვე­ლი სი­ახ­ლე, რა­საც ყვე­ლა სკო­ლა ახორ­ცი­ე­ლებს, ფა­სი­ლი­ტა­ტო­რის არ­ჩე­ვაა. კი­დევ ერ­თხელ გან­ვ­მარ­ტოთ, ვინ იქ­ნე­ბი­ან ფა­სი­ლი­ტა­ტო­რე­ბი, რა კრი­ტე­რი­უ­მე­ბით შე­ირ­ჩე­ვი­ან, რა რო­ლი და პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა და­ე­კის­რე­ბათ?
—  ფა­სი­ლი­ტა­ტო­რე­ბი უნ­და ჰყავ­დეს ყვე­ლა სკო­ლას. მი­სი ფუნ­ქ­ციაა და­ეხ­მა­როს მას­წავ­ლებ­ლებს პრო­ფე­სი­ულ გან­ვი­თა­რე­ბა­ში და ხე­ლი შე­უწყოს მათ საქ­მი­ა­ნო­ბას სქე­მა­ში — შე­ი­ნარ­ჩუ­ნონ სტა­ტუ­სი ან გა­და­ვიდ­ნენ შემ­დეგ სა­ფე­ხურ­ზე. სქე­მით გან­საზღ­ვ­რუ­ლია, რომ სკო­ლას შე­უძ­ლია აირ­ჩი­ოს ფა­სი­ლი­ტა­ტო­რი და მი­ა­მაგ­როს მას 12-დან 24 მას­წავ­ლებ­ლამ­დე. შე­მუ­შავ­და ფა­სი­ლი­ტა­ტო­რის შერ­ჩე­ვის კრი­ტე­რი­უ­მე­ბი, რო­მე­ლიც გა­მოქ­ვეყ­ნ­და. სას­წავ­ლო პრო­ცე­სის დაწყე­ბი­დან ერთ თვე­ში უნ­და შე­ირ­ჩ­ნენ ფა­სი­ლი­ტა­ტო­რე­ბი და და­კომ­პ­ლექ­ტ­დეს შე­ფა­სე­ბის ჯგუ­ფე­ბი.
მოკ­ლედ შე­ვე­ხე­ბი ფა­სი­ლი­ტა­ტო­რის შერ­ჩე­ვის კრი­ტე­რი­უ­მებს — ვე­ცა­დეთ, ეს კრი­ტე­რი­უ­მე­ბი ძა­ლი­ან დე­ტა­ლი­ზე­ბუ­ლი არ ყო­ფი­ლი­ყო, რად­გან რთუ­ლია მთე­ლი ქვეყ­ნის მას­შ­ტა­ბით ამ ტი­პის ადა­მი­ა­ნის უნი­ფი­ცი­რე­ბა. მას­წავ­ლე­ბელ­თა სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი ძა­ლი­ან მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნია და გან­ს­ხ­ვავ­დე­ბა მა­თი გა­მოც­დი­ლე­ბის, სკო­ლე­ბის ად­გილ­მ­დე­ბა­რე­ო­ბის, თე­მის სა­ჭი­რო­ე­ბის, მოს­წავ­ლე­თა თა­ვი­სე­ბუ­რე­ბე­ბის მი­ხედ­ვით. ამი­ტომ ვერც ფა­სი­ლი­ტა­ტო­რი იქ­ნე­ბა უნი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი, რომ და­ეხ­მა­როს მას­წავ­ლე­ბელს პრო­ფე­სი­ულ გან­ვი­თა­რე­ბა­ში.  სწო­რედ აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ავი­ღეთ ის მსხვი­ლი და მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი კრი­ტე­რი­უ­მე­ბი, რო­მე­ლიც აუცი­ლებ­ლად უნ­და ჰქონ­დეს ფა­სი­ლი­ტა­ტორს. მა­გა­ლი­თად, უნ­და იყოს თა­ვი­სი საქ­მის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი, სკო­ლა­ში სარ­გებ­ლობ­დეს მა­ღა­ლი რე­პუ­ტა­ცი­ით; იყოს ღია თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის­თ­ვის, კარ­გი კო­მუ­ნი­კა­ცი­ის უნა­რით; ჰქონ­დეს ლი­დე­რის თვი­სე­ბე­ბი. ფა­სი­ლი­ტა­ტო­რი კარ­გი პე­და­გო­გია, ამავ­დ­რო­უ­ლად, შე­უძ­ლია გუნ­დ­თან მუ­შა­ო­ბა, კო­ლე­გი­ა­ლუ­რია, სა­მარ­თ­ლი­ა­ნი და ობი­ექ­ტუ­რი. მან რე­ა­ლუ­რად უნ­და შეძ­ლოს პე­და­გოგ­ზე პო­ზი­ტი­უ­რი ზე­გავ­ლე­ნის მოხ­დე­ნა და მი­სი დარ­წ­მუ­ნე­ბა, რომ  პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის გზა მის  რე­კო­მენ­და­ცი­ებ­ზე და­ფუძ­ნე­ბით გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს. თუმ­ცა, არც ერთ შემ­თხ­ვე­ვა­ში ეს არ ნიშ­ნავს, რომ ფა­სი­ლი­ტა­ტო­რე­ბი ერ­თ­პი­როვ­ნუ­ლად გა­დაწყ­ვე­ტენ, მას­წავ­ლე­ბელ­მა რა უნ­და გა­ა­კე­თოს. ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია სწო­რად გა­ვი­გოთ, რომ ფა­სი­ლი­ტა­ტო­რი არ არის მას­წავ­ლებ­ლის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით, ის არის დამ­ხ­მა­რე, მრჩე­ვე­ლი, რო­მე­ლიც, პირ­ველ რიგ­ში, ეხ­მა­რე­ბა, მა­გა­ლი­თად, თვით­შე­ფა­სე­ბის კითხ­ვა­რის შევ­სე­ბა­ში. ეს პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯია სქე­მის ამუ­შა­ვე­ბი­სას. სას­წავ­ლო წლის და­საწყის­ში ყვე­ლა მას­წავ­ლე­ბე­ლი ავ­სებს თვით­შე­ფა­სე­ბის კითხ­ვარს, რო­მე­ლიც, ასე­ვე, დამ­ტ­კი­ცე­ბუ­ლი და გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლია. შე­საძ­ლოა, მას­წავ­ლე­ბელს მარ­თ­ლაც დას­ჭირ­დეს ფა­სი­ლი­ტა­ტო­რის დახ­მა­რე­ბა თვით­შე­ფა­სე­ბის კითხ­ვა­რის შევ­სე­ბი­სას. ეს ისე­თი ინ­დი­კა­ტო­რია, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, ის სა­კუ­თარ თავს აფა­სებს — შე­იძ­ლე­ბა ეს უკავ­შირ­დე­ბო­დეს სას­წავ­ლო გა­რე­მოს —  ქმნის თუ არა მას­წავ­ლე­ბე­ლი შე­სა­ბა­მის გა­რე­მოს, სა­დაც ყვე­ლა მოს­წავ­ლემ უნ­და წარ­მო­ა­ჩი­ნოს სა­კუ­თა­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი. ამ კონ­კ­რე­ტულ შემ­თხ­ვე­ვა­ში, დის­კუ­სი­ი­სას — ფა­სი­ლი­ტა­ტორს სწო­რედ იმის ახ­ს­ნა ევა­ლე­ბა, რას ნიშ­ნავს გა­რე­მო, რო­მე­ლიც ყვე­ლა მოს­წავ­ლეს აძ­ლევს თვით­რე­ა­ლი­ზე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას.  შე­სა­ბა­მი­სად, ფა­სი­ლი­ტა­ტო­რი უნ­და იყოს მა­ღა­ლი პე­და­გო­გი­უ­რი უნა­რე­ბი­თა და პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მით აღ­ჭურ­ვი­ლი ადა­მი­ა­ნი.
ფა­სი­ლი­ტა­ტორს ირ­ჩევს პე­და­გო­გი­უ­რი საბ­ჭო. სა­ვა­რა­უ­დოდ, სკო­ლა თა­ვად გა­დაწყ­ვეტს რო­გორ მი­ვიდ­ნენ კან­დი­და­ტუ­რე­ბი პე­და­გო­გი­ურ საბ­ჭომ­დე — სკო­ლებ­ში არ­სე­ბობს საგ­ნობ­რი­ვი კა­თედ­რე­ბი, რო­მელ­თაც შე­უძ­ლი­ათ მათ­თ­ვის სა­სურ­ვე­ლი კან­დი­და­ტუ­რის წარ­დ­გი­ნე­ბა, ეს იქ­ნე­ბა გა­მოც­დი­ლე­ბით, მიღ­წე­ვე­ბით, მოს­წავ­ლე­თა შე­დე­გე­ბით, სკო­ლის დო­ნე­ზე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბით (იქ­ნე­ბა ეს პრო­ექ­ტე­ბი თუ სხვ.) გა­მორ­ჩე­უ­ლი პე­და­გო­გი. კან­დი­დატს პე­და­გო­გი­უ­რი საბ­ჭო გა­ნი­ხი­ლავს. რად­გა­ნაც სკო­ლე­ბი არ შევ­ზღუ­დეთ მკაც­რად გა­წე­რი­ლი კრი­ტე­რი­უ­მე­ბით, მათ შე­უძ­ლი­ათ თვი­თონ  შე­ი­მუ­შა­ონ ში­და კრი­ტე­რი­უ­მე­ბი. მას­წავ­ლებ­ლე­ბის შე­ფა­სე­ბი­სას, მა­ღალ­მ­თი­ან სკო­ლას და თბი­ლი­სის სკო­ლას ვერ ექ­ნე­ბა ერ­თი და იგი­ვე კრი­ტე­რი­უ­მე­ბი, რად­გა­ნაც სკო­ლე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი და თა­ვი­სე­ბუ­რე­ბე­ბი გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლია. შე­იძ­ლე­ბა, მას­წავ­ლე­ბელ­მა, კონ­კ­რე­ტულ მა­ღალ­მ­თი­ან სკო­ლა­ში, ერ­თი პრო­ექ­ტი გა­ა­კე­თა, რო­მე­ლიც სა­სი­ცოცხ­ლოდ მნიშვ­ნე­ლო­ვა­ნია იმ თე­მის­თ­ვი­სა და სკო­ლის­თ­ვის და  არაფ­რის მომ­ცე­მი თბი­ლი­სის სკო­ლის­თ­ვის. ამი­ტომ, სკო­ლამ თა­ვად უნ­და გან­სა­ჯოს, რო­გორ აფა­სებს მას­წავ­ლებ­ლის მი­ერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ საქ­მი­ა­ნო­ბას. ეს შე­საძ­ლოა იყოს მოს­წავ­ლე­თა შე­დე­გე­ბი, რა­ი­მე სპე­ცი­ფი­კუ­რი საქ­მი­ა­ნო­ბა, მა­გა­ლი­თად, გარ­და იმი­სა, რომ ას­წავ­ლი­და, სსსმ მოს­წავ­ლეს­თან მუ­შა­ობ­და და კარგ შე­დეგ­ზე გა­ვი­და. ასე­ვე, შე­იძ­ლე­ბა იყოს მის მი­ერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი პრო­ექ­ტი, რო­მე­ლიც საზღ­ვ­რის­პი­რა სკო­ლებ­ში მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი აქ­ტი­ვო­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას გუ­ლის­ხ­მობს და სხვ. მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მის შე­სა­ფა­სებ­ლად სკო­ლის­თ­ვის საყ­რ­დე­ნი მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სი­უ­ლი სტან­დარ­ტი უნ­და იყოს.
კრი­ტე­რი­უ­მე­ბის დამ­ტ­კი­ცე­ბის წეს­ში არის ჩა­ნა­წე­რი, რო­მე­ლიც ასეთ შემ­თხ­ვე­ვას ით­ვა­ლის­წი­ნებს — როცა ფა­სი­ლი­ტა­ტო­რი კან­დი­და­ტუ­რე­ბი თა­ნა­ბა­რი ხმის რა­ო­დე­ნო­ბას ფლო­ბენ, სკო­ლას შე­უძ­ლია უპი­რა­ტე­სო­ბა მი­ა­ნი­ჭოს: მას­წავ­ლე­ბელს, რო­მელ­საც „მას­წავ­ლებ­ლის საქ­მი­ა­ნო­ბის დაწყე­ბის, პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და კა­რი­ე­რუ­ლი წინ­ს­ვ­ლის სქე­მით“ გან­საზღ­ვ­რუ­ლი უფ­რო მა­ღა­ლი სტა­ტუ­სი აქვს; მას­წავ­ლე­ბელს, რო­მელ­საც იმ მო­მენ­ტის­თ­ვის სქე­მის მოთხოვ­ნე­ბი ნა­წი­ლობ­რივ ან სრუ­ლად აქვს დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბუ­ლი. უპი­რა­ტე­სო­ბა მი­ე­ნი­ჭე­ბა სხვა კა­თედ­რის მას­წავ­ლე­ბელს იმ შემ­თხ­ვე­ვა­ში, თუ სკო­ლა ირ­ჩევს ერ­თ­ზე მეტ ფა­სი­ლი­ტა­ტორს, რა­თა გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი საგ­ნის მას­წავ­ლე­ბე­ლი იყოს წარ­მოდ­გე­ნი­ლი. მა­გა­ლი­თად, სკო­ლა ირ­ჩევს ფა­სი­ლი­ტა­ტორს და სკო­ლა­ში არ არის უფ­რო­სი მას­წავ­ლე­ბე­ლი, ანუ ორი­ვე კან­დი­და­ტი პრაქ­ტი­კო­სია და ორი­ვეს მა­ღა­ლი შე­ფა­სე­ბა აქვს პე­და­გო­გი­უ­რი საბ­ჭოს­გან. ერ­თ­ნა­ი­რი სტა­ტუ­სის შემ­თხ­ვე­ვა­ში, უპი­რა­ტე­სო­ბა მი­ე­ნი­ჭე­ბა მას, ვი­საც საგ­ნის გა­მოც­და აქვს ჩა­ბა­რე­ბუ­ლი. საგ­ნის გა­მოც­და კი სქე­მის ერთ-ერ­თი მოთხოვ­ნაა. შე­სა­ბა­მი­სად, ამ მას­წავ­ლე­ბელს სქე­მის მოთხოვ­ნა ნა­წი­ლობ­რივ აქვს დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბუ­ლი.
—  ბუ­ნებ­რი­ვია, ფა­სი­ლი­ტა­ტო­რე­ბი მოქ­მე­დი მას­წავ­ლებ­ლე­ბი იქ­ნე­ბი­ან და, სა­ა­თობ­რი­ვი დატ­ვირ­თ­ვის გარ­და, მათ ეს მო­ვა­ლე­ო­ბაც უნ­და შე­ას­რუ­ლონ. რას მი­ი­ღე­ბენ ამის სა­ფა­სუ­რად  - თუ არის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი რა­ი­მე ფი­ნან­სუ­რი ინ­ტე­რე­სი ან რა სარ­გე­ბე­ლი ექ­ნე­ბათ ფა­სი­ლი­ტა­ტო­რებს?
—  ფა­სი­ლი­ტა­ტო­რებს სა­მი წლის ვა­დით ირ­ჩე­ვენ. მათ და­მა­ტე­ბი­თი ფი­ნან­სუ­რი ანაზღა­უ­რე­ბა არ ექ­ნე­ბათ, მაგ­რამ, სქე­მის მი­ხედ­ვით, წლის ბო­ლოს, მი­ი­ღე­ბენ 1 კრე­დიტს, ანუ მათ შე­უძ­ლი­ათ 3 კრე­დი­ტის დაგ­რო­ვე­ბა. სა­მი წლის გას­ვ­ლის შემ­დეგ (მათ მუ­შა­ო­ბას სკო­ლა შე­ა­ფა­სებს), პე­და­გო­გი­ურ საბ­ჭოს იმა­ვე კან­დი­და­ტუ­რის არ­ჩე­ვა შე­უძ­ლია ახა­ლი ვა­დით, ეს აკ­რ­ძა­ლუ­ლი არ არის.
ფა­სი­ლი­ტა­ტო­რო­ბა მათ მის­ცემს სამ კრე­დიტს, რო­მელ­საც გა­მო­ი­ყე­ნე­ბენ შემ­დე­გი სტა­ტუ­სის მი­საღ­წე­ვად, სა­დაც ხელ­ფა­სი მო­ე­მა­ტე­ბათ. რა თქმა უნ­და, შემ­დეგ სა­ფე­ხურ­ზე გა­და­სას­ვ­ლე­ლად ბევ­რად უფ­რო მე­ტი კრე­დი­ტია სა­ჭი­რო, მა­გა­ლი­თად, უფ­რო­სი მას­წავ­ლებ­ლის სტა­ტუ­სი­დან წამ­ყ­ვა­ნი მას­წავ­ლებ­ლის სტა­ტუს­ზე გა­და­სას­ვ­ლე­ლად — 13 კრე­დი­ტი, ფა­სი­ლი­ტა­ტო­რო­ბით მოგ­რო­ვი­ლი 3 კრე­დი­ტი კი ამ ცა­მე­ტი კრე­დი­ტის შე­სავ­სე­ბად შე­უძ­ლია გა­მო­ი­ყე­ნოს და ა.შ.
—  რა ინ­ტენ­სი­ვო­ბით უნ­და შეხ­ვ­დეს ფა­სი­ლი­ტა­ტო­რი მას­ზე მი­მაგ­რე­ბულ მას­წავ­ლე­ბელ­თა ჯგუფს?
— ყვე­ლა სკო­ლა და დი­რექ­ტო­რი ვალ­დე­ბუ­ლია, ფა­სი­ლი­ტა­ტორს და მას­წავ­ლებ­ლებს სა­თა­ნა­დო გა­რე­მო შე­უქ­მ­ნას და და­ეხ­მა­როს ამა თუ იმ აქ­ტი­ვო­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ში. ჩვენ რე­კო­მენ­და­ცი­ით მივ­მარ­თეთ სკო­ლებს და გზამ­კ­ვ­ლე­ვიც გა­მო­ი­ცა, რო­მე­ლიც მა­ლე და­რიგ­დე­ბა (ვებ­გ­ვერ­დ­ზე უკ­ვე აიტ­ვირ­თა). დი­რექ­ტორ­მა ფა­სი­ლი­ტა­ტო­რებ­თან ერ­თად უნ­და შე­ი­მუ­შა­ოს გეგ­მა, თუ რამ­დენ­ჯერ შეხ­ვ­დე­ბა თი­თო­ე­უ­ლი ფა­სი­ლი­ტა­ტო­რი მას­ზე მი­მაგ­რე­ბულ მას­წავ­ლე­ბელ­თა ჯგუფს. მან­ვე უნ­და გა­უ­წი­ოს ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბა ფა­სი­ლი­ტა­ტორს, რამ­დე­ნად კარ­გად ას­რუ­ლებს და­კის­რე­ბულ მო­ვა­ლე­ო­ბებს. თუმ­ცა, მი­ნი­მუმ, თვე­ში ერ­თხელ მა­ინც, უნ­და შეხ­ვ­დეს ჯგუფს. თუ სა­ჭი­რო იქ­ნე­ბა ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი შეხ­ვედ­რე­ბი, კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი, ფა­სი­ლი­ტა­ტორ­მა ესეც უნ­და გა­ა­კე­თოს. მი­სი ძი­რი­თა­დი ფუნ­ქ­ცი­აც ხომ ეს არის — გა­უ­წი­ოს ჯგუ­ფუ­რი თუ ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი კონ­სულ­ტი­რე­ბა მას­ზე მი­მაგ­რე­ბულ მას­წავ­ლებ­ლებს. ასე­ვე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, რომ ფა­სი­ლი­ტა­ტო­რი სკო­ლის შე­ფა­სე­ბის ჯგუ­ფის წევ­რია.
რო­გორც იცით, შე­იქ­მ­ნე­ბა სკო­ლის ში­და შე­ფა­სე­ბის ჯგუ­ფი, რომ­ლის შე­მად­გენ­ლო­ბა­შიც იქ­ნე­ბი­ან: სკო­ლის დი­რექ­ტო­რი, დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლე, კა­თედ­რის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი და ფა­სი­ლი­ტა­ტო­რი. ეს ჯგუ­ფი აფა­სებს მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სი­ულ სა­ქა­ღალ­დეს (რო­დე­საც მას­წავ­ლებ­ლე­ბი მათ მი­ერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ საქ­მი­ა­ნო­ბას ატ­ვირ­თა­ვენ) და აკ­ვირ­დე­ბი­ან გაკ­ვე­თილს. ფა­სი­ლი­ტა­ტო­რის ვალ­დე­ბუ­ლე­ბაა მას­წავ­ლებ­ლის ში­და შე­ფა­სე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა და გან­მა­ვი­თა­რე­ბე­ლი კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბის გა­წე­ვა. ის მას­წავ­ლე­ბელ­თან ერ­თად მუ­შა­ობს გა­მოვ­ლე­ნილ შე­დე­გებ­ზე და აძ­ლევს რე­კო­მენ­და­ცი­ებს. შე­ფა­სე­ბის ჯგუ­ფი­დან ფა­სი­ლი­ტა­ტო­რი ყვე­ლა­ზე მე­ტად ეხ­მა­რე­ბა მას­წავ­ლე­ბელს. იგი ვალ­დე­ბუ­ლია, შე­ფა­სე­ბის ჯგუფ­თან ერ­თად, გა­ნი­ხი­ლოს გაკ­ვე­თი­ლის სუს­ტი და ძლი­ე­რი მხა­რე­ე­ბი, შემ­დეგ კი სუს­ტი მხა­რე­ე­ბის გა­მო­სას­წო­რებ­ლად იმუ­შა­ოს მას­წავ­ლე­ბელ­თან.
— იგეგ­მე­ბა თუ არა ფა­სი­ლი­ტა­ტორ­თა გა­დამ­ზა­დე­ბა?
— ფა­სი­ლი­ტა­ტო­რე­ბის შერ­ჩე­ვა და შე­ფა­სე­ბის ჯგუ­ფე­ბის და­კომ­პ­ლექ­ტე­ბა, წე­სით, სწავ­ლის დაწყე­ბი­დან ერ­თი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში უნ­და დას­რულ­დეს. თუმ­ცა, ალ­ბათ, იქ­ნე­ბა გა­მო­ნაკ­ლი­სე­ბი, რო­მელ­საც სკო­ლებ­თან ერ­თად გან­ვი­ხი­ლავთ და ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად და­ვეხ­მა­რე­ბით. მინ­და მივ­მარ­თო სკო­ლებს, თუ­კი არ­ჩე­ვის პრო­ცეს­ში პრობ­ლე­მე­ბი წარ­მო­იქ­მ­ნე­ბა, მოგ­ვ­მარ­თონ და პა­რა­ლე­ლურ რე­ჟიმ­ში გა­ვუ­წევთ კონ­სულ­ტი­რე­ბას. რო­გორც კი შე­ირ­ჩე­ვი­ან ფა­სი­ლი­ტა­ტო­რე­ბი და მოგ­ვი­ვა ინ­ფორ­მა­ცია სად რამ­დე­ნი ფა­სი­ლი­ტა­ტო­რია,  მა­შინ­ვე და­ვიწყებთ მათ გა­დამ­ზა­დე­ბას ძა­ლი­ან მოკ­ლე და ინ­ტენ­სი­უ­რი კურ­სით. ეს იქ­ნე­ბა ფა­სი­ლი­ტა­ტო­რის მო­დუ­ლი — რას ვა­კე­თებ პირ­ველ რიგ­ში და რო­გორ ვეხ­მა­რე­ბი მას­წავ­ლე­ბელს.
პირ­ვე­ლი სა­ყო­ველ­თაო მომ­ზა­დე­ბა, რაც ჩვენ ახ­ლა გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლეთ (უფ­რო სა­ინ­ფორ­მა­ციო შეხ­ვედ­რებს და­ვარ­ქ­მევ),  არის ის, რომ პირ­ვე­ლი სექ­ტემ­ბ­რი­დან სკო­ლის დაწყე­ბამ­დე, სა­ინ­ფორ­მა­ციო შეხ­ვედ­რე­ბს გავ­მარ­თავთ სა­ქარ­თ­ვე­ლოს ყვე­ლა სკო­ლა­ში. პრაქ­ტი­კუ­ლად, შევ­ხ­ვ­დით ყვე­ლა დი­რექ­ტორს, ეს ჩვე­ნი ცენ­ტ­რის მი­ერ მომ­ზა­დე­ბულ­მა ტრე­ნერ-კონ­სულ­ტან­ტებ­მა გა­ა­კე­თეს. მათ დი­რექ­ტო­რებს გა­აც­ნეს და დე­ტა­ლუ­რად აუხ­ს­ნეს ის პრო­ცე­სე­ბი, რაც სწავ­ლის დაწყე­ბის შემ­დეგ გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა. ახ­ლა მიმ­დი­ნა­რე­ობს მას­წავ­ლე­ბელ­თა სა­ფე­ხუ­რებ­ზე გა­და­ნა­წი­ლე­ბის პრო­ცე­სი, პა­რა­ლე­ლუ­რად კი, რო­გორც გითხა­რით — ფა­სი­ლი­ტა­ტო­რე­ბის შერ­ჩე­ვა. 30 სექ­ტემ­ბ­რამ­დე მას­წავ­ლებ­ლე­ბი სქე­მით გან­საზღ­ვ­რულ სა­ფე­ხუ­რებ­ზე გა­და­ნა­წილ­დე­ბი­ან, ხო­ლო ოქ­ტომ­ბ­რის ბო­ლომ­დე ფა­სი­ლი­ტა­ტორ­თა შერ­ჩე­ვის პრო­ცე­სიც დას­რულ­დე­ბა. ჩვენ უკ­ვე ვაკომპლექტებთ  ჯგუ­ფე­ბს, რომ­ლე­ბიც ოქ­ტომ­ბ­რის შუა რიცხ­ვე­ბი­დან და­იწყე­ბენ ფა­სი­ლი­ტა­ტორ­თა გა­დამ­ზა­დე­ბას.
— გა­და­ნა­წილ­დ­ნენ თუ არა პე­და­გო­გე­ბი სქე­მით გან­საზღ­ვ­რულ სა­ფე­ხუ­რებ­ზე და მი­ე­ნი­ჭათ თუ არა სტა­ტუ­სი? ზო­გა­დად, რო­გორ მოხ­დე­ბა მა­თი გა­და­ნა­წი­ლე­ბა, მხო­ლოდ დო­კუ­მენ­ტა­ცი­ის შე­მოწ­მე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე თუ გა­სა­უბ­რე­ბით?
— ამ ეტა­პის­თ­ვის სკო­ლებ­მა და­ას­რუ­ლეს მას­წავ­ლებ­ლე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის შეყ­ვა­ნა e-school სის­ტე­მა­ში. კრი­ტე­რი­უ­მე­ბი, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც მას­წავ­ლებ­ლე­ბი მოხ­ვ­დე­ბი­ან სა­ფე­ხუ­რებ­ზე, მა­თი გა­ნათ­ლე­ბის სა­ფე­ხუ­რი — ბა­კა­ლავ­რი, მა­გის­ტ­რი, დოქ­ტო­რი — და სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბა. სქე­მის მი­ხედ­ვით, ეს ორი კრი­ტე­რი­უ­მი გა­დამ­წყ­ვე­ტია, რო­მელ სა­ფე­ხურ­ზე გა­და­ნა­წილ­დე­ბი­ან პე­და­გო­გე­ბი. მა­გა­ლი­თად, პრაქ­ტი­კოს მას­წავ­ლებ­ლად მოხ­ვ­დე­ბა ბა­კა­ლავ­რის ან მა­გის­ტ­რის სა­ფე­ხუ­რის მქო­ნე, მაგ­რამ არა­სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი პე­და­გო­გი, მათ შო­რის იქ­ნე­ბი­ან ისე­თე­ბი, ვი­საც  ერთ-ერ­თი აქვს ჩა­ბა­რე­ბუ­ლი — ან სა­გა­ნი, ან პრო­ფე­სი­უ­ლი უნა­რე­ბი — სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბა ორი­ვეს ჩა­ბა­რე­ბას გუ­ლის­ხ­მობ­და. თუმ­ცა, მათ მე­ო­რე სა­ფე­ხურ­ზე გა­დას­ვ­ლის უფ­რო სწრა­ფი გზა ექ­ნე­ბათ. თუ პრაქ­ტი­კო­სი მას­წავ­ლე­ბე­ლი არა­სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლია, მაგ­რამ ჩა­ბა­რე­ბუ­ლი აქვს საგ­ნის გა­მოც­და, რაც შემ­დეგ სა­ფე­ხურ­ზე გა­დას­ვ­ლის სა­ვალ­დე­ბუ­ლო მოთ­ხოვ­­ნაა, მას ნა­წი­ლობ­რივ დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბუ­ლი აქვს სქე­მის მოთხოვ­ნა და 5-კრე­დი­ტი­ა­ნი ტრე­ნინ­გის გავ­ლა მო­უ­წევს. თუ პი­რი­ქით ხდე­ბა, ჩა­ბა­რე­ბუ­ლი აქვს პრო­ფე­სი­უ­ლი უნა­რე­ბის გა­მოც­და და არა სა­გა­ნი, არ მო­უ­წევს 5-კრე­დი­ტი­ა­ნი ტრე­ნინ­გის გავ­ლა, რო­მე­ლიც ასე­ვე სა­ვალ­დე­ბუ­ლოა შემ­დეგ სა­ფე­ხურ­ზე გა­და­სას­ვ­ლე­ლად, თუმ­ცა მო­უ­წევს საგ­ნის გა­მოც­დის ჩა­ბა­რე­ბა. პრაქ­ტი­კო­სი მას­წავ­ლებ­ლის­თ­ვის სა­მი მოთხოვ­ნაა: საგ­ნის გა­მოც­დის ჩა­ბა­რე­ბა, პრო­ფე­სი­უ­ლი უნა­რე­ბის 5-კრე­დი­ტი­ა­ნი ტრე­ნინ­გის გავ­ლა და ში­და სას­კო­ლო დაკ­ვირ­ვე­ბა.
უფ­რო­სი მას­წავ­ლებ­ლის სა­ფე­ხურ­ზე მოხ­ვ­დე­ბი­ან სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი მას­წავ­ლებ­ლე­ბი, ასე­ვე დოქ­ტო­რის აკა­დე­მი­უ­რი ხა­რის­ხის მქო­ნე პი­რე­ბი, რომ­ლე­ბიც სკო­ლა­ში ას­წავ­ლი­ან და არ არი­ან სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლე­ბი. მათ აუცი­ლებ­ლად უნ­და გა­ი­ა­რონ შე­ფა­სე­ბი­სა და გა­მოც­დე­ბის ცენ­ტ­რის მი­ერ ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი გა­რე დაკ­ვირ­ვე­ბა. ამ სა­ფე­ხურ­ზე დოქ­ტო­რის ხა­რის­ხის მქო­ნე მას­წავ­ლე­ბე­ლი სა­განს არ აბა­რებს. გა­რე დაკ­ვირ­ვე­ბა, ნა­წი­ლობ­რივ, საგ­ნის კომ­პე­ტენ­ცი­ა­საც ადას­ტუ­რებს, ანუ ჩვენ ვთქვით, რომ დოქ­ტორს, რო­მელ­მაც თა­ვის სფე­რო­ში მოღ­ვა­წე­ო­ბა აკა­დე­მი­უ­რი ხა­რის­ხით და­ა­დას­ტუ­რა, საგ­ნის კომ­პე­ტენ­ცი­ის და­დას­ტუ­რე­ბა  აღარ მოვ­თხო­ვოთ. აქ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, რომ სკო­ლამ და დი­რექ­ტორ­მა, სა­ა­თე­ბის გა­ნა­წი­ლე­ბის დროს, აუცი­ლებ­ლად გა­ით­ვა­ლის­წი­ნონ, რა­ში აქვს მი­ნი­ჭე­ბუ­ლი აკა­დე­მი­უ­რი ხა­რის­ხი (არ შე­იძ­ლე­ბა აკა­დე­მი­უ­რი ხა­რის­ხი ჰქონ­დეს ფი­ლო­ლო­გი­ა­ში და ას­წავ­ლი­დეს სხვა სა­განს, მაგ. ქი­მი­ას), მა­გა­ლი­თად, თუ აკა­დე­მი­უ­რი ხა­რის­ხი გერ­მა­ნულ ფი­ლო­ლო­გი­ა­ში აქვს, გერ­მა­ნულ­ში გა­მოც­და აღარ უნ­და ჩა­უ­ტა­რონ, მაგ­რამ აუცი­ლებ­ლად უნ­და შე­მოწ­მ­დეს, რო­გორ იყე­ნებს ცოდ­ნას სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცეს­ში.
დაგ­ვ­რ­ჩა მე­სა­მე სა­ფე­ხუ­რი — წამ­ყ­ვა­ნი მას­წავ­ლე­ბე­ლი, სა­დაც ამ­ჟა­მად სკო­ლებ­ში მყო­ფი სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი, დოქ­ტო­რის ხა­რის­ხის მქო­ნე მას­წავ­ლებ­ლე­ბი გან­თავ­ს­დე­ბი­ან.
ხაზ­გას­მით მინ­და გითხ­რათ, რომ ეს კრი­ტე­რი­უ­მე­ბი ვრცელ­დე­ბა ახ­ლა, მას­წავ­ლე­ბელ­თა სა­ფე­ხუ­რებ­ზე გა­ნა­წი­ლე­ბის დროს. მო­მა­ვალ­ში, თუ ვინ­მეს  მო­უნ­დე­ბა წამ­ყ­ვა­ნი მას­წავ­ლებ­ლის სტა­ტუ­სის მო­პო­ვე­ბა, აუცი­ლე­ბე­ლი არ იქ­ნე­ბა, მა­ინ­ც­და­მა­ინც დოქ­ტო­რი იყოს. ნე­ბის­მი­ე­რი მას­წავ­ლე­ბე­ლი, რო­მე­ლიც მო­ინ­დო­მებს უფ­რო­სი მას­წავ­ლებ­ლის სა­ფე­ხუ­რი­დან გა­და­ვი­დეს წამ­ყ­ვა­ნი მას­წავ­ლებ­ლის სა­ფე­ხურ­ზე, ამას იმ 19 კრე­დი­ტის დაგ­რო­ვე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში შეძ­ლებს, რო­მე­ლიც სქე­მის მი­ხედ­ვი­თაა გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი. სქე­მა­ში იმ აქ­ტი­ვო­ბე­ბის ჩა­მო­ნათ­ვა­ლი­ცაა, რო­მელ­თა გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­შიც შეძ­ლებს მას­წავ­ლე­ბე­ლი 19 კრე­დი­ტის დაგ­რო­ვე­ბას, მა­გა­ლი­თად, გა­რე დაკ­ვირ­ვე­ბა, სა­მო­დე­ლო გაკ­ვე­თი­ლი, კვლე­ვა, რო­მე­ლიც სა­კუ­თა­რი პრაქ­ტი­კის შე­სა­ხებ უნ­და ჩა­ა­ტა­რო და ა.შ.
ახ­ლა სქე­მის მი­ხედ­ვით მას­წავ­ლე­ბელ­თა სა­ფე­ხუ­რებ­ზე გა­და­ნა­წი­ლე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს, შემ­დეგ კი მას­წავ­ლებ­ლე­ბი კა­რი­ე­რულ წინ­ს­ვ­ლა­ზე ზრუნ­ვას და­იწყე­ბენ. გვე­ყო­ლე­ბა, ასე­ვე, სკო­ლის ატეს­ტა­ტის მქო­ნე სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი მას­წავ­ლე­ბე­ლი, რად­გა­ნაც ძვე­ლი სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბის დე­ბუ­ლე­ბის მი­ხედ­ვით, თუ მას­წავ­ლე­ბე­ლი, რო­მელ­საც ჰქონ­და ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი სა­ბუ­თი, გა­ივ­ლი­და სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბას, მი­სი აკა­დე­მი­უ­რი ხა­რის­ხი უმაღ­ლე­სის ხა­რისხს უტოლ­დე­ბო­და. ამი­ტო­მაც, იქ­ნე­ბა შემ­თხ­ვე­ვე­ბი, რო­ცა სკო­ლის ატეს­ტა­ტის მქო­ნე სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი მას­წავ­ლე­ბე­ლი თა­ვი­სუფ­ლად მოხ­ვ­დე­ბა რო­გორც წამ­ყ­ვან, ასე­ვე, მენ­ტო­რის სა­ფე­ხურ­ზეც. გან­სა­კუთ­რე­ბით ეს ეხე­ბა მა­ღალ­მ­თი­ა­ნი სოფ­ლე­ბის სკო­ლებს, სა­დაც კად­რე­ბის დე­ფი­ცი­ტია.
— რო­გორ იქ­ნე­ბა მენ­ტო­რი მას­წავ­ლებ­ლის შემ­თხ­ვე­ვა­ში?
— ჯერ­ჯე­რო­ბით, მენ­ტო­რი მას­წავ­ლებ­ლე­ბი არ გვე­ყო­ლე­ბა. მენ­ტო­რი ერ­თა­დერ­თი სტა­ტუ­სია, რო­მე­ლიც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მი­იღ­წე­ვა — მენ­ტო­რე­ბი იქ­ნე­ბი­ან წამ­ყ­ვა­ნი მას­წავ­ლებ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც 25 კრე­დიტს და­აგ­რო­ვე­ბენ (მაქ­სი­მუმ ხუ­თი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში). ისი­ნი არი­ან გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი უნა­რე­ბით აღ­ჭურ­ვი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­საც სკო­ლის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე ეფექ­ტუ­რი გავ­ლე­ნის მოხ­დე­ნის შე­საძ­ლებ­ლო­ბა აქვთ.
ჯერ კი­დევ ზუს­ტ­დე­ბა მო­ნა­ცე­მე­ბი, რო­მელ სა­ფე­ხურ­ზე რამ­დე­ნი მას­წავ­ლე­ბე­ლი გვე­ყო­ლე­ბა. თუმ­ცა, წი­ნას­წა­რი მო­ნა­ცე­მე­ბით, წამ­ყ­ვა­ნი მას­წავ­ლებ­ლის სა­ფე­ხურს, და­ახ­ლო­ე­ბით, 100-120 ადა­მი­ა­ნი და­ი­კა­ვებს. მთლი­ა­ნად სის­ტე­მა­ში 400-მდე დოქ­ტო­რის ხა­რის­ხის მქო­ნე მას­წავ­ლე­ბე­ლი გვყავს, ნა­წი­ლი სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლია, ნა­წი­ლი — არა. ეს მას­წავ­ლებ­ლე­ბი ძა­ლი­ან მარ­ტი­ვად, შე­იძ­ლე­ბა ორი წლის გან­მავ­ლო­ბა­შიც კი, ავიდ­ნენ მენ­ტო­რის სა­ფე­ხურ­ზე. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, იმის შე­სა­ბა­მი­სად, თუ რო­გორ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლე­ბენ თა­ვი­ანთ საქ­მი­ა­ნო­ბას. ასე­ვე, თე­ო­რი­უ­ლად შე­საძ­ლე­ბე­ლია, რომ უფ­რო­სი მას­წავ­ლებ­ლის სა­ფე­ხურ­ზე მყოფ­ნი, უახ­ლო­ე­სი ორი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, წამ­ყ­ვა­ნი მას­წავ­ლებ­ლის სა­ფე­ხურ­ზე ავიდ­ნენ — მათ­თ­ვის ერთ-ერ­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი მოთ­ხოვ­­ნა გა­რე დაკ­ვირ­ვე­ბაა. შე­სა­ბა­მი­სად, შე­ფა­სე­ბი­სა და გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რი ამ­ზა­დებს გა­რე დაკ­ვირ­ვე­ბის რუბ­რი­კას. ამ სას­წავ­ლო წელს გა­მო­იც­დე­ბა, შემ­დეგ მი­სი მო­დი­ფი­ცი­რე­ბა მოხ­დე­ბა და მო­მა­ვალ ზაფხულ­ში და­იწყე­ბა სკო­ლე­ბის აღ­ჭურ­ვა ვი­დე­ო­კა­მე­რე­ბით და სა­ჭი­რო ტექ­ნი­კით. სა­ვა­რა­უ­დოდ,  შე­ფა­სე­ბი­სა და გა­მოც­დე­ბის ცენ­ტ­რი დაკ­ვირ­ვე­ბის პრო­ცე­სის­თ­ვის 2016-17 სას­წავ­ლო წლის­თ­ვის იქ­ნე­ბა მზად. თე­ო­რი­უ­ლად, უფ­რო­სი მას­წავ­ლე­ბე­ლი, რო­მე­ლიც უკ­ვე მზად არის, გარ­კ­ვე­უ­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს, გა­რე დაკ­ვირ­ვე­ბა­საც მო­მა­ვა­ლი სას­წავ­ლო წლი­დან გა­ივ­ლის.
პე­და­გოგ­თა, და­ახ­ლო­ე­ბით, 30-35 პრო­ცენ­ტი გვე­ყო­ლე­ბა უფ­რო­სი მას­წავ­ლე­ბე­ლი, ხო­ლო ძი­რი­თა­დი ნა­წი­ლი, და­ახ­ლო­ე­ბით,  70 პრო­ცენ­ტი — პრაქ­ტი­კო­სი მას­წავ­ლე­ბე­ლია.
— ახა­ლი სქე­მის მი­ხედ­ვით, რო­გორ ხდე­ბა პრო­ფე­სი­ა­ში შეს­ვ­ლა, ანუ რა მო­ეთხო­ვე­ბათ მას­წავ­ლებ­ლო­ბის მსურ­ველ ადა­მი­ა­ნებს?
— სქე­მის მი­ხედ­ვით, სკო­ლამ უნ­და გა­მო­აცხა­დოს სა­ჯა­რო ვა­კან­სია, ჩა­ა­ტა­როს ღია კონ­კურ­სი და შე­არ­ჩი­ოს მას­წავ­ლე­ბე­ლი შემ­დე­გი კრი­ტე­რი­უ­მე­ბით: კან­დი­დატს აუცი­ლებ­ლად უნ­და ჰქონ­დეს ჩა­ბა­რე­ბუ­ლი საგ­ნის გა­მოც­და. სქე­მის მი­ხედ­ვით, საგ­ნის გა­მოც­დე­ბი წე­ლი­წად­ში ორ­ჯერ ჩა­ტარ­დე­ბა, რა­თა მას­წავ­ლებ­ლო­ბის მსურ­ვე­ლებ­მა, უკ­ვე მოქ­მედ მას­წავ­ლებ­ლებ­თან ერ­თად, სცა­დონ ბე­დი. პრო­ფე­სი­ა­ში შემ­ს­ვ­ლელ­თათ­ვის ძა­ლი­ან გამ­კაც­რ­და მოთხოვ­ნე­ბი — პრო­ფე­სი­ა­ში შემ­ს­ვ­ლელ­მა კან­დი­დატ­მა აუცი­ლებ­ლად უნ­და და­ა­დას­ტუ­როს საგ­ნობ­რი­ვი კომ­პე­ტენ­ცია და კი­დევ, რაც მას მო­ეთხო­ვე­ბა, არის პე­და­გო­გი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბა — ან დიპ­ლომ­ში უნ­და ეწე­როს პე­და­გო­გის ხა­რის­ხი, ან უნ­და ფლობ­დეს მას­წავ­ლებ­ლის სერ­ტი­ფი­კატს. ეს სერ­ტი­ფი­კა­ტი გა­ი­ცე­მა უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის 60-კრე­დი­ტი­ა­ნი პროგ­რა­მე­ბით, ასეც ჰქვია ამ პროგ­რა­მას — მას­წავ­ლებ­ლის მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი პროგ­რა­მა. იმის­თ­ვის, რომ მას­წავ­ლებ­ლო­ბის მსურ­ვე­ლი გახ­დეს მას­წავ­ლე­ბე­ლი, უნ­და ჩა­ა­ბა­როს საგ­ნის გა­მოც­და და, თუ­კი მას არ აქვს დიპ­ლო­მით მი­ნი­ჭე­ბუ­ლი პე­და­გო­გის კვა­ლი­ფი­კა­ცია, გა­ი­ა­როს 60-კრე­დი­ტი­ა­ნი პროგ­რა­მა.
გარ­და ამი­სა, უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბი მუ­შა­ო­ბენ 300-კრე­დი­ტი­ან პროგ­რა­მებ­ზე და მო­მა­ვალ წელს უკ­ვე გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლე­ბენ მი­ღე­ბას. ეს პროგ­რა­მა უთა­ნაბ­რ­დე­ბა მა­გის­ტ­რის ხა­რისხს. მი­სი გავ­ლის შემ­დეგ, პე­და­გოგს აღარ დას­ჭირ­დე­ბა და­მა­ტე­ბი­თი საგ­ნის ჩა­ბა­რე­ბა და ა.შ. მას შიგ­ნით ექ­ნე­ბა პრაქ­ტი­კის და საგ­ნის სა­ხელ­მ­წი­ფო გა­მოც­და, ამ პროგ­რა­მას გაძ­ლი­ე­რე­ბუ­ლი პრაქ­ტი­კა აქვს, რო­მე­ლიც გუ­ლის­ხ­მობს ჩა­შე­ნე­ბულ პრაქ­ტი­კას კურ­სებ­ში და ძა­ლი­ან ინ­ტენ­სი­ურს — სკო­ლა­ში. შემ­დეგ ბარ­დე­ბა სა­ხელ­მ­წი­ფო გა­მოც­და, რომ­ლი­თაც და­დას­ტურ­დე­ბა, რომ პრაქ­ტი­კაც მი­ღე­ბუ­ლი აქვს და სა­გა­ნიც იცის, ამი­ტომ პირ­და­პირ უფ­რო­სი მას­წავ­ლებ­ლის სა­ფე­ხურ­ზე შე­ვა, სა­დაც შე­და­რე­ბით მა­ღა­ლი ხელ­ფა­სი ექ­ნე­ბა, ვიდ­რე პრაქ­ტი­კო­სი მას­წავ­ლებ­ლის სა­ფუ­ხურ­ზე ექ­ნე­ბო­და.
— რო­დის შე­იძ­ლე­ბა და­იწყონ მას­წავ­ლებ­ლებ­მა კრე­დი­ტე­ბის დაგ­რო­ვე­ბა?
— კრე­დი­ტე­ბის დაგ­რო­ვე­ბა მას­წავ­ლებ­ლებ­მა შე­იძ­ლე­ბა და­იწყონ სა­ფე­ხუ­რებ­ზე გა­და­ნა­წი­ლე­ბის შემ­დეგ. პირ­ველ რიგ­ში რაც უნ­და გა­ა­კე­თონ, ეს არის თვით­შე­ფა­სე­ბის კითხ­ვა­რის შევ­სე­ბა — გა­მო­ყონ თა­ვი­ან­თი სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი და ამის მი­ხედ­ვით და­გეგ­მონ, რა ტრე­ნინ­გი გა­ი­ა­რონ და რა აქ­ტი­ვო­ბა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლონ. შე­სა­ბა­მი­სად, რო­გორც კი დას­რულ­დე­ბა გა­ნა­წი­ლე­ბა, ფა­სი­ლი­ტა­ტო­რე­ბის შერ­ჩე­ვა და გა­დამ­ზა­დე­ბა, 5-კრე­დი­ტი­ან ტრე­ნინ­გებ­ზე გა­მოცხად­დე­ბა რე­გის­ტ­რა­ცია. თუმ­ცა, აქ ერ­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი მო­მენ­ტია, 5-კრე­დი­ტი­ან პროგ­რა­მა­ზე მას­წავ­ლებ­ლე­ბი მას შემ­დეგ მოვ­ლენ, რაც საგ­ნის გა­მოც­დას ჩა­ა­ბა­რე­ბენ, ანუ მას­წავ­ლე­ბელს, რო­მელ­საც ჩა­ბა­რე­ბუ­ლი აქვს საგ­ნის გა­მოც­და, გა­მოცხა­დე­ბის­თა­ნა­ვე შე­უძ­ლია ჩა­ერ­თოს 5-კრე­დი­ტი­ან პროგ­რა­მა­ში, ხო­ლო გა­ზაფხუ­ლი­დან — გა­ი­ა­როს ში­და დაკ­ვირ­ვე­ბა, რო­მელ­საც შე­ფა­სე­ბი­სა და გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რი შეს­თა­ვა­ზებს.
პრაქ­ტი­კოს მას­წავ­ლებ­ლებს 4 წე­ლი ეძ­ლე­ვათ სა­ფე­ხუ­რი­დან გა­და­სას­ვ­ლე­ლად, სა­მი წე­ლი — საგ­ნის ჩა­სა­ბა­რებ­ლად. მას­წავ­ლებ­ლებ­მა, უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, უნ­და იზ­რუ­ნონ საგ­ნის ჩა­ბა­რე­ბა­ზე და 5-კრე­დი­ტი­ა­ნი პროგ­რა­მის გავ­ლა­ზე.
პრაქ­ტი­კუ­ლად, ოთხ წე­ლი­წად­ში პრაქ­ტი­კო­სი მას­წავ­ლე­ბე­ლი აღარ გვე­ყო­ლე­ბა.
— მოკ­ლედ რომ ჩა­მო­ვა­ყა­ლი­ბოთ, რა აქ­ტი­ვო­ბე­ბი უნ­და გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლონ წელს სკო­ლებ­მა?
— წელს გან­სა­ხორ­ცი­ე­ლე­ბე­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბია (ანუ რას აკე­თე­ბენ სკო­ლე­ბი): ირ­ჩე­ვენ ფა­სი­ლი­ტა­ტორს; ქმნი­ან ში­და­შე­ფა­სე­ბის ჯგუფს; ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბას უწე­ვენ მას­წავ­ლებ­ლებს, რომ თვით­შე­ფა­სე­ბის კითხ­ვა­რი შე­ავ­სონ; ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბას უწე­ვენ ფა­სი­ლი­ტა­ტო­რებს, რომ­ლე­ბიც მას­წავ­ლე­ბელ­თა ჯგუ­ფებ­თან მუ­შა­ო­ბენ და პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის გზებს გეგ­მა­ვენ. მას­წავ­ლებ­ლე­ბი კი მიჰ­ყ­ვე­ბი­ან იმ გზას, რო­მელ­საც შე­ი­მუ­შა­ვე­ბენ და და­გეგ­მა­ვენ ფა­სი­ლი­ტა­ტორ­თან ერ­თად. სას­წავ­ლო წლის ბო­ლოს კი აფა­სე­ბენ თა­ვი­ანთ გეგ­მას — რა გა­ა­კე­თეს, რა შე­ას­რუ­ლეს, რას მი­აღ­წი­ეს, რას ვერ მი­აღ­წი­ეს. შემ­დეგ, ახა­ლი სას­წავ­ლო წლი­დან, ისევ თვით­შე­ფა­სე­ბის კითხ­ვა­რის შევ­სე­ბით, ახა­ლი სას­წავ­ლო წლის მუ­შა­ო­ბას გეგ­მა­ვენ.
ეს ყვე­ლა­ფე­რი, ბუ­ნებ­რი­ვია, მიბ­მუ­ლია ანაზღა­უ­რე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ზე, ანაზღა­უ­რე­ბა კი — სა­ფე­ხუ­რებ­ზე. პირ­ველ რიგ­ში, სწო­რედ ამის მი­ხედ­ვით გან­ს­ხ­ვავ­დე­ბა მას­წავ­ლებ­ლის ხელ­ფა­სი, მაგ­რამ ხელ­ფა­სი გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლია, ასე­ვე, მას­წავ­ლებ­ლის სპე­ცი­ფი­კი­დან გა­მომ­დი­ნა­რეც, მა­გა­ლი­თად, ერ­თი და იმა­ვე სა­ფე­ხურ­ზე მყოფ მას­წავ­ლე­ბელს შე­იძ­ლე­ბა სხვა­დას­ხ­ვა ანაზღა­უ­რე­ბა ჰქონ­დეს, ვთქვათ, უფ­რო­სი მას­წავ­ლებ­ლის სა­ფე­ხურ­ზე მყო­ფი მას­წავ­ლებ­ლის ხელ­ფა­სი შე­იძ­ლე­ბა ერ­თ­მა­ნე­თის­გან გან­ს­ხ­ვავ­დე­ბო­დეს იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რამ­დენ სა­ათს ატა­რებს, რა სტა­ჟი აქვს, არის თუ არა დამ­რი­გე­ბე­ლი, მუ­შა­ობს თუ არა სსსმ მოს­წავ­ლე­ებ­თან და ა.შ. უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში დამ­ტ­კიც­დე­ბა გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის მი­ნის­ტ­რის ბრძა­ნე­ბა, რო­მე­ლიც სქე­მის მი­ხედ­ვით ანაზღა­უ­რე­ბის შე­სა­ხებ ცვლი­ლე­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

ესა­უბ­რა ლა­ლი ჯე­ლა­ძე

P.S. მას­წავ­ლებ­ლის საქ­მი­ა­ნო­ბის დაწყე­ბის, პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და კა­რი­ე­რუ­ლი წინ­ს­ვ­ლის სქე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი დო­კუ­მენ­ტა­ცი­ის ნუს­ხა შე­გიძ­ლი­ათ იხი­ლოთ მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის ვებ­გ­ვერ­დ­ზე www.tpdc.ge

25-28(942)N