გამოდის 1998 წლიდან
2015-10-01
თავ­გა­და­სა­ვა­ლი „მას­წავ­ლებ­ლურ სა­მოთხე­ში“

რუბ­რი­კის სტუ­მა­რია უწე­რის სა­ჯა­რო სკო­ლის ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის მას­წავ­ლე­ბე­ლი ლე­ლა კო­ტო­რაშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც რა­ჭის მა­ღალ­მ­თი­ან სო­ფელ­ში გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს პროგ­რა­მით „ას­წავ­ლე სა­ქარ­თ­ვე­ლოს­თ­ვის“ ჩა­ვი­და, რად­გან მის­თ­ვის ეს პროგ­რა­მა კე­თილ­შო­ბი­ლუ­რი მიზ­ნის მქო­ნე მოვ­ლე­ნას წარ­მო­ად­გენს სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სის­ტე­მა­ში. რამ­დე­ნი­მეწ­ლი­ან­მა მუ­შა­ო­ბამ მა­ღალ­მ­თი­ან სკო­ლა­ში მას წელს კი­დევ ერ­თი კე­თილ­შო­ბი­ლუ­რი ნა­ბი­ჯი გა­და­ად­გ­მე­ვი­ნა — წელს უწე­რის სკო­ლის ერ­თა­დერ­თი პირ­ველ­კ­ლა­სე­ლი სწო­რედ მი­სი შვი­ლი აღ­მოჩ­ნ­და — „ცხოვ­რე­ბა ხან­და­ხან გვთა­ვა­ზობს გა­მოწ­ვე­ვას, რო­მე­ლიც აუცი­ლებ­ლად უნ­და მი­ი­ღო“ — ამ­ბობს ის.

გზა უწე­რამ­დე
მას­წავ­ლებ­ლე­ბის ოჯახ­ში გა­ვი­ზარ­დე. დე­და ინ­გ­ლი­სუ­რი ენის პე­და­გო­გია, მა­მა ის­ტო­რი­კო­სი მყავ­და. ახ­ლა რომ ვა­ა­ნა­ლი­ზებ წარ­სულს, მშობ­ლე­ბის ადა­მი­ა­ნე­ბი­სად­მი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბებ­მა ითა­მა­შა უდი­დე­სი რო­ლი, რომ მე დღეს მას­წავ­ლე­ბე­ლი ვარ. თუმ­ცა, ეს გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა გა­აზ­რე­ბუ­ლად მოგ­ვი­ა­ნე­ბით მი­ვი­ღე, რო­ცა სა­კუ­თა­რი შვი­ლე­ბის აღ­ზ­რ­და­ში გა­ვა­ტა­რე რამ­დე­ნი­მე წე­ლი და მივ­ხ­ვ­დი, რომ ბავ­შ­ვებ­თან გა­ტა­რე­ბუ­ლი დრო და და­ხარ­ჯუ­ლი ენერ­გია ბუ­მე­რან­გი­ვით უკან მიბ­რუნ­დე­ბო­და. სა­კუ­თარ თავ­ზე მუ­შა­ო­ბამ კი და­მა­ნა­ხა, რომ ეს ის პრო­ფე­სიაა, რი­თაც შე­მიძ­ლია ვემ­სა­ხუ­რო ჩემს ქვე­ყა­ნას და ჩე­მი მო­ქა­ლა­ქე­ობ­რი­ვი ვა­ლი შე­ვას­რუ­ლო. ცო­ტა პა­თე­ტი­კუ­რად ჟღერს, მაგ­რამ გულ­წ­რ­ფე­ლი ვარ.
უწე­რა ჩე­მი ქმრის სო­ფე­ლია. ბავ­შ­ვე­ბის გა­მო ხში­რად ვსტუმ­რობ­დით და დიდ დროს ვა­ტა­რებ­დი აქ. ერ­თხე­ლაც მე და ჩე­მი გო­გო სკო­ლას ვეს­ტუმ­რეთ. მახ­სოვს, დი­რექ­ტორ­მა მეშ­ვი­დე კლას­ში შეგ­ვიყ­ვა­ნა. ის­ტო­რი­ის გაკ­ვე­თი­ლი უტარ­დე­ბო­დათ სკო­ლის ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში. გაკ­ვე­თილ­ზე სულ სამ­ნი ის­ხ­დ­ნენ. ეს შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა იმ­დე­ნად ძლი­ე­რი იყო, რომ მო­მინ­და, მეც მა­თი ნა­წი­ლი ვყო­ფი­ლი­ყა­ვი. იმ დღეს და­მე­ბა­და აზ­რი, და­მე­ტო­ვე­ბი­ნა თბი­ლი­სი და მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­მე­ღო პროგ­რა­მა­ში, რო­მე­ლიც მა­ღალ­მ­თი­ან სოფ­ლებ­ში მას­წავ­ლებ­ლებს გზავ­ნი­და. თა­ვი­დან ოჯა­ხის წევ­რებს  აბ­სურ­დუ­ლად ეჩ­ვე­ნე­ბო­დათ ეს ყო­ვე­ლი­ვე, მაგ­რამ ჩემ­მა უდი­დეს­მა სურ­ვილ­მა მათ აზ­რი შე­აც­ვ­ლე­ვი­ნა და გვერ­დ­ში და­მიდ­გ­ნენ. მთა­ვა­რი ფაქ­ტო­რი მა­ინც ის იყო, რომ ბავ­შ­ვე­ბი სუფ­თა ჰა­ერ­ზე გა­იზ­რ­დე­ბოდ­ნენ, გა­უ­კაჟ­დე­ბო­დათ ჯან­მ­რ­თე­ლო­ბა, ნა­ტუ­რა­ლურ პრო­დუქ­ტებს მი­ი­ღებ­დ­ნენ და იმ სით­ბო­თი და სიყ­ვა­რუ­ლით იქ­ნე­ბოდ­ნენ გა­ნე­ბივ­რე­ბუ­ლე­ბი, რაც სო­ფელს ახა­სი­ა­თებს.
ჩემ­თ­ვის ეს იყო გა­მოწ­ვე­ვა — თბი­ლი­სის ერთ-ერ­თი პრეს­ტი­ჟუ­ლი სკო­ლის შემ­დეგ, სოფ­ლის სკო­ლა­ში სწავ­ლე­ბა სა­ინ­ტე­რე­სო იქ­ნე­ბო­და.

პროგ­რა­მით წა­მოწყე­ბუ­ლი თავ­გა­და­სა­ვა­ლი
„ას­წავ­ლე სა­ქარ­თ­ვე­ლოს­თ­ვის“ გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს პროგ­რა­მაა, რომ­ლის მი­ზა­ნი მა­ღალ­მ­თი­ა­ნი სკო­ლე­ბის კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი კად­რე­ბით შევ­სე­ბაა. სოფ­ლის ცხოვ­რე­ბის ყო­ველ­დღი­უ­რო­ბის­თ­ვის ძნე­ლად მო­სარ­გე­ბია, რომ მას­წავ­ლე­ბელ­მა ტრე­ნინ­გ­ზე იაროს, სი­ახ­ლე­ებს გა­ეც­ნოს. პროგ­რა­მის მო­ნა­წი­ლე­ებს წი­ნას­წარ გვი­ტარ­დე­ბა ტრე­ნინ­გე­ბი, სა­დაც ვეც­ნო­ბით სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის მე­თო­დებ­სა და სტრა­ტე­გი­ებს, რო­მე­ლიც შემ­დეგ სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცეს­ში უნ­და დავ­ნერ­გოთ. არას­დ­როს მომ­ბეზ­რ­დე­ბა იმის გა­მე­ო­რე­ბა, რომ ეს ერთ-ერ­თი კე­თილ­შო­ბი­ლუ­რი მიზ­ნე­ბის მქო­ნე მოვ­ლე­ნაა სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სის­ტე­მა­ში. პროგ­რა­მა რამ­დე­ნი­მე წე­ლია არ­სე­ბობს და 150-ზე მე­ტი მო­ნა­წი­ლე ჰყავს სა­ქარ­თ­ვე­ლოს თით­ქ­მის ყვე­ლა რე­გი­ონ­ში. პი­რა­დად ჩემ­თ­ვის კი, პროგ­რა­მა აღ­მოჩ­ნ­და სა­ინ­ტე­რე­სო თავ­გა­და­სა­ვა­ლი, ჩე­მამ­დე მო­იყ­ვა­ნა უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი, პი­როვ­ნუ­ლად გა­მაძ­ლი­ე­რა და გამ­ზარ­და, რო­გორც პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი.
ჩე­მი მას­წავ­ლებ­ლუ­რი ცხოვ­რე­ბის გზა თბი­ლი­სის წმინ­და გი­ორ­გის სა­ხე­ლო­ბის სა­ე­რო სკო­ლა­ში და­იწყო, რო­მელ­მაც დი­დი გა­მოც­დი­ლე­ბა, სა­უ­კე­თე­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი და ადა­მი­ა­ნე­ბი მა­ჩუ­ქა. უწე­რას სკო­ლა­ში ქარ­თულ ენა­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რას ვას­წავ­ლი, შე­თავ­სე­ბუ­ლი მაქვს ინ­გ­ლი­სუ­რი ენის სა­ა­თე­ბიც.
ვას­წავ­ლი რამ­დე­ნი­მე კლასს, თუმ­ცა სკო­ლის ყვე­ლა მოს­წავ­ლეს­თან ვურ­თი­ერ­თობ და ვცდი­ლობ კითხ­ვის გაკ­ვე­თი­ლებ­ში, სპექ­ტაკ­ლებ­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რულ კა­ფე­ებ­ში მა­თი ჩარ­თუ­ლო­ბა მა­ღა­ლი იყოს.

სო­ფელ­ში თა­ვის დამ­კ­ვიდ­რე­ბა ბეწ­ვის ხიდ­ზე სი­ა­რულს ჰგავს
სო­ფელ­თან შე­გუ­ე­ბის პრო­ცე­სი საკ­მა­ოდ რთუ­ლი და მტკივ­ნე­უ­ლი იყო. ერ­თი წლის წინ,ზუს­ტად ამ დროს,  დავ­დი­ო­დით მე და ჩე­მი შვი­ლე­ბი დაც­ლილ სო­ფელ­ში და ის სი­ჩუ­მე, რო­მე­ლიც მი­ტო­ვე­ბუ­ლი სახ­ლე­ბის ეზო­ებ­ში ჩა­მომ­დ­გა­რი­ყო, მთრგუ­ნავ­და. მე­ნატ­რე­ბოდ­ნენ ჩე­მი მე­გობ­რე­ბი, ოჯა­ხის წევ­რე­ბი, თუმ­ცა ამა­ზე ფიქ­რის დრო მხო­ლოდ შა­ბათ-კვი­რას მრჩე­ბო­და. სო­ფელ­ში თა­ვის დამ­კ­ვიდ­რე­ბა ად­ვი­ლი ­არ არის, ბეწ­ვის ხიდ­ზე სი­ა­რულს ჰგავს, თუმ­ცა, თუ ამ გზას მშვი­დო­ბი­ა­ნად გა­ივ­ლი, სა­კუ­თა­რი ოჯა­ხის წევ­რი­ვით მი­გი­ღებს და უდი­დე­სი სიყ­ვა­რუ­ლით გა­გა­ნე­ბივ­რებს.
გაკ­ვე­თი­ლე­ბის შემ­დეგ შვი­ლებ­ზე ვზრუ­ნავ, ვცდი­ლობ, ერ­თად გა­ვა­ტა­როთ დრო, ვსე­ირ­ნობთ, ვემ­ზა­დე­ბით მე­ო­რე დღის­თ­ვის. სამ­წუ­ხა­როდ, სო­ფელ­ში ჩე­მი თა­ნა­ტო­ლი ორად ორი გო­გოა, თუ დრო მაქვს, ვცდი­ლობ, მო­ვი­ნა­ხუ­ლო ისი­ნი.
ჩე­მი სკო­ლის მოს­წავ­ლე­ებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა ენით აუწე­რე­ლი სი­ა­მოვ­ნე­ბაა — სი­ხა­რუ­ლით ხვდე­ბი­ან ნე­ბის­მი­ერ სი­ახ­ლეს და ისე­თი  მკითხ­ვე­ლე­ბი გახ­დ­ნენ, რომ აქეთ მაც­ნო­ბენ ხოლ­მე ახალ წიგ­ნებს. ერ­თად ვქმნით სა­ინ­ტე­რე­სო დღე­ებს და უკ­ვე დაგ­ვიგ­როვ­და ჭრელ-ჭრე­ლი ამ­ბე­ბი — საქ­ველ­მოქ­მე­დო აქ­ცია სკო­ლის ბიბ­ლი­ო­თე­კის გა­სა­ახ­ლებ­ლად და კე­თი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის მი­ერ გა­მოგ­ზავ­ნი­ლი უამ­რა­ვი ახა­ლი წიგ­ნი; სპექ­ტაკ­ლი ვა­ჟა-ფშა­ვე­ლას შე­სა­ხებ, მას­ში სკო­ლის თით­ქ­მის ყვე­ლა მოს­წავ­ლის ჩარ­თუ­ლო­ბა  და სცე­ნა­ზე გა­ცოცხ­ლე­ბუ­ლი ალუ­და, მუ­ცა­ლი, აღა­ზა, მინ­დია, მზია, კე­კე, ვა­ჟა ძმე­ბი­თურთ; სა­კონ­ფე­რენ­ციო თე­მა მიგ­რა­ცი­ის შე­სა­ხებ — მი­ტო­ვე­ბულ სოფ­ლებ­ში მოგ­ზა­უ­რო­ბა და  ბოქ­ლომ­და­დე­ბუ­ლი, ხავ­ს­მო­დე­ბუ­ლი სახ­ლე­ბის ფო­ტო­ზე ასახ­ვა; ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი კა­ფე სკო­ლა­სა და ბუ­ნე­ბა­ში, სა­დაც ნაძ­ვე­ბის დამ­ტ­ვერ­ვას შე­ვეს­წა­რით და წვი­მას უზარ­მა­ზა­რი ჩიხ­რის ქვეშ და­ვე­მა­ლეთ; ჩვე­ნი ფან­ტა­ზი­ით თო­ჯი­ნე­ბი­სა და თი­ხის სა­თა­მა­შო­ე­ბის შექ­მ­ნა  სა­ბავ­შ­ვო ბა­ღე­ბის­თ­ვის; კითხ­ვა ბუ­ნე­ბა­ში, ხელ­ნა­კე­თი წიგ­ნე­ბი, ნაჭ­რის ჩან­თებ­სა და მა­ი­სუ­რებ­ზე გა­ცოცხ­ლე­ბუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი პერ­სო­ნა­ჟე­ბი, მოგ­ზა­უ­რო­ბა წიგ­ნის ფეს­ტი­ვალ­ზე, შეხ­ვედ­რა და­თო ტუ­რაშ­ვილ­თან, გე­ლა ჩარ­კ­ვი­ან­თან, გო­გა ჩა­ნა­დირ­თან, გი­ორ­გი კე­კე­ლი­ძეს­თან და ბავ­შ­ვე­ბის საყ­ვა­რელ სხვა ადა­მი­ა­ნებ­თან; კომ­პა­ნია „ჯე­ო­სე­ლის“ მი­ერ გა­მო­ჩე­ნი­ლი ყუ­რადღე­ბა — სტუმ­რო­ბა მათ­თან და ბავ­შ­ვე­ბის მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი სა­ჩუქ­რე­ბით გა­ხა­რე­ბა; ძვე­ლი თბი­ლი­სის ქუ­ჩებ­ში სე­ირ­ნო­ბა, იტა­ლი­უ­რი ნა­ყი­ნის და­გე­მოვ­ნე­ბა, ეროვ­ნულ ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში ექ­ს­კურ­სია, ნა­რი­ყა­ლა­დან და­ნა­ხუ­ლი დე­და­ქა­ლა­ქი, ოქ­როს ფონ­დის მო­ნა­ხუ­ლე­ბა და გაკ­ვე­თი­ლებ­ზე რო­ლუ­რი თა­მა­შით გა­ცოცხ­ლე­ბუ­ლი ყა­ჩა­ღის ასუ­ლი რო­ნია, ჰა­ი­დი თუ ბემ­ბი; ას­ტ­რიდ ლინ­დ­გ­რე­ნის და­ბა­დე­ბის დღის აღ­ნიშ­ვ­ნა ცხელ-ცხე­ლი კა­კა­ო­თი და პე­პი­სე­უ­ლი ორ­ცხო­ბი­ლე­ბი­თურთ, ბავ­შ­ვე­ბის და­ინ­ტე­რე­სე­ბა მი­სი წიგ­ნე­ბით და მე­რე და­უ­ვიწყა­რი შა­ბა­თის დი­ლა, რო­ცა სახ­ლის საკ­ვა­მუ­რე­ბი­დან ამო­მა­ვა­ლი კვამ­ლი წა­კითხუ­ლი წიგ­ნე­ბის შე­სა­ხებ უყ­ვე­ბო­და სო­ფელს.

მთა უდი­დეს კვალს ტო­ვებს ბავ­შ­ვე­ბის სულ­ზე
ბავ­შ­ვი, გან­ვი­თა­რე­ბის ეტა­პე­ბით და უსა­თუ­თე­სი ასა­კობ­რი­ვი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­მო, ყველ­გან — ქა­ლაქ­შიც და სო­ფელ­შიც — ერ­თია, თუმ­ცა გა­რე­მო, რო­მელ­შიც იზ­რ­დე­ბა მას­ზე უდი­დეს გავ­ლე­ნას ახ­დენს. ურ­ბა­ნუ­ლი სივ­რ­ცე ქმნის ქა­ოსს, ხმა­ურს, უდ­რო­ო­ბას, უჰა­ე­რო­ბას, ათას­გ­ვარ გა­მოწ­ვე­ვას გი­წე­სებს და ეს ყო­ვე­ლი­ვე ბავ­შ­ვ­ზეც მოქ­მე­დებს. მი­სი გან­ვი­თა­რე­ბის რიტ­მი ხომ იგი­ვეა, რო­გო­რიც ად­რე იყო. ამი­ტომ ში­ნა­გა­ნად ჩნდე­ბა ათას­გ­ვა­რი კონ­ფ­ლიქ­ტი. ბავ­შ­ვის ბუ­ნე­ბა ით­რ­გუ­ნე­ბა და ეს ყვე­ლა­ფე­რი იწ­ვევს აგ­რე­სი­ას. ჩე­მი დაკ­ვირ­ვე­ბით, თა­მა­მად შე­მიძ­ლია გითხ­რათ, რომ ყვე­ლას­თ­ვის კარ­გად ნაც­ნო­ბი ბუ­ლინ­გი მთა­ში არ არ­სე­ბობს. მე არ მახ­სენ­დე­ბა არც ერ­თი ფაქ­ტი, რომ აქ მცხოვ­რებ მოს­წავ­ლე­ებს ერ­თ­მა­ნე­თის­თ­ვის და­ე­ცი­ნოთ. აქ ჯერ კი­დევ ცოცხ­ლობს უფ­როს-უმ­ც­რო­სო­ბა. მა­გა­ლი­თად, დი­ლას სკო­ლის ავ­ტო­ბუ­სი­დან უსიტყ­ვო შე­თან­ხ­მე­ბით, პირ­ვე­ლი უფ­რო­სი მას­წავ­ლე­ბე­ლი უნ­და ჩა­ვი­დეს, ბო­ლოს კი უმ­ც­რო­სი და ბავ­შ­ვე­ბი მხო­ლოდ ჩვენ შემ­დეგ ჩა­მო­დი­ან. იგი­ვე მე­ორ­დე­ბა სკო­ლის ჭიშ­კარ­თან და შე­სას­ვ­ლელ კარ­თან. რაც მთა­ვა­რია, ეს არ არის ფორ­მა­ლო­ბა, არა, ეს გა­აზ­რე­ბუ­ლი ქმე­დე­ბაა.
მთა უდი­დეს კვალს ტო­ვებს ბავ­შ­ვე­ბის სულ­ზე. აქ მცხოვ­რებ პა­ტა­რებს სხვა­ნა­ი­რი ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა აქვთ — ხე­და­ვენ რო­გორ შრო­მო­ბენ მა­თი მშობ­ლე­ბი, რომ წლი­უ­რი სარ­ჩო მო­ი­პო­ვონ. კარ­გად იცი­ან მი­წას­თან მუ­შა­ო­ბა, ეხ­მა­რე­ბი­ან შე­შის და­ჩეხ­ვა­სა და სხვა სა­ო­ჯა­ხო საქ­მე­ებ­ში. უფ­რო­სებს დაჰ­ყ­ვე­ბი­ან ტყე­ში, და­ა­ჭე­ნე­ბენ ცხე­ნებს, იც­ნო­ბენ სო­კოს, ფრინ­ვე­ლებს, მო­სა­ლოდ­ნელ ამინდს. აქ ადა­მი­ა­ნე­ბი უფ­რო ხში­რად იყუ­რე­ბი­ან ცა­ში, მე­ტი ურ­თი­ერ­თო­ბა აქვთ ბუ­ნე­ბას­თან და ეს კავ­ში­რი — ბუ­ნე­ბის რიტ­მის გა­აზ­რე­ბუ­ლი აღ­ქ­მა — ღრმა კვალს ტო­ვებს მათ სუ­ლი­ე­რე­ბა­ზე. ეს ქმნის იმ ად­ვი­ლად შე­სამ­ჩ­ნევ კე­თილ­შო­ბი­ლე­ბას, რაც სო­ფელს გა­ნას­ხ­ვა­ვებს ქა­ლა­ქის­გან.

თავ­გა­და­სავ­ლის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი მოვ­ლე­ნა — თეკ­ლა
უწე­რის სკო­ლას წელს ჩე­მი ექ­ვ­სი წლის შვი­ლიც შე­ე­მა­ტა, რო­მე­ლიც ერ­თა­დერ­თი პირ­ველ­კ­ლა­სე­ლია. ამ გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა ჩემ­თ­ვის ად­ვი­ლი არ აღ­მოჩ­ნ­და. რო­ცა ჩე­მი გო­გო და­ი­ბა­და, ვე­რას­დ­როს წარ­მო­ვიდ­გენ­დი, რომ სკო­ლის პირ­ველ დღეს კლა­სე­ლე­ბის გა­რე­შე გა­ა­ტა­რებ­და. ცხოვ­რე­ბა ხან­და­ხან გვთა­ვა­ზობს გა­მოწ­ვე­ვას, რო­მე­ლიც აუცი­ლებ­ლად უნ­და მი­ი­ღო. არ მინ­დო­და, თეკ­ლა იმ ბავ­შ­ვე­ბის­გან გან­მეს­ხ­ვა­ვე­ბი­ნა, რომ­ლე­ბიც ჩვე­ნი თუ სხვა მა­ღალ­მ­თი­ა­ნი სკო­ლე­ბის ერ­თა­დერ­თი მოს­წავ­ლე­ე­ბი არი­ან. მე არ ვარ პირ­ვე­ლი, ვინც ასე მო­იქ­ცა. პი­რა­დად ვიც­ნობ ჩე­მი პროგ­რა­მის მო­ნა­წი­ლე­ებს, რომ­ლებ­მაც ჩე­მამ­დე ეს ნა­ბი­ჯი გა­დად­გეს, მაგ­რამ არც ერ­თი დე­და არ ისურ­ვებს ასეთ მო­მა­ვალს თა­ვი­სი შვი­ლის­თ­ვის და ვფიქ­რობ, ჩე­მი ნერ­ვი­უ­ლო­ბა გა­საკ­ვი­რი არაა. პირ­ვე­ლი დღის ბო­ლოს მე ბედ­ნი­ე­რი ვი­ყა­ვი, რომ ეს ნა­ბი­ჯი გა­დავ­დ­გი, რად­გან ზუს­ტად ვი­ცი, წლე­ბის შემ­დეგ თეკ­ლას­თ­ვის ეს და­უ­ვიწყა­რი თავ­გა­და­სა­ვა­ლი იქ­ნე­ბა. თვი­თონ ფაქ­ტი არის მტკივ­ნე­უ­ლი და შე­მაშ­ფო­თე­ბე­ლი, რად­გან მიგ­რა­ცი­ის გლო­ბა­ლურ და შე­უქ­ცე­ვად პრო­ცესს ასა­ხავს. ჩვენ მი­ერ გა­დად­გ­მუ­ლი ნა­ბი­ჯით კი, იქ­ნებ მოხ­დეს სას­წა­უ­ლი და მო­მა­ვალ წელს სკო­ლას ბევ­რი მოს­წავ­ლე შე­ე­მა­ტოს.

პრო­ფე­სია მას­წავ­ლე­ბე­ლი
ჩემ­თ­ვის მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სია უდი­დე­სი პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბაა — ბავ­შ­ვის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის აღ­მო­ჩე­ნა, მი­სი, რო­გორც პი­როვ­ნე­ბის, აღი­ა­რე­ბა და მუდ­მი­ვი თა­ნად­გო­მა, ზრუნ­ვა პი­რად გან­ვი­თა­რე­ბა­სა და პი­როვ­ნულ სრულ­ყო­ფა­ზე, ცოდ­ნის უწყ­ვე­ტი ძი­ე­ბა.
დღეს პე­და­გოგს უფ­რო დი­დი გა­მოწ­ვე­ვა აქვს — უნ­და აჰ­ყ­ვეს სამ­ყა­როს გი­ჟურ რიტმს, ალ­ღო აუღოს ინ­ფორ­მა­ცი­ულ ნა­კადს — ამ ყო­ვე­ლი­ვეს კი დრო უნ­და, რო­მე­ლიც თით­ქოს აღარ გვრჩე­ბა.
დღეს მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სია არ არის პო­პუ­ლა­რუ­ლი (რა სა­ზიზღა­რი სიტყ­ვაა, ხომ არ ჯო­ბია სა­სურ­ვე­ლი?) და სჭირ­დე­ბა მე­ტი თა­ნად­გო­მა, და­ფა­სე­ბა, ყუ­რადღე­ბა ყვე­ლა იმ ადა­მი­ა­ნის­გან, ვი­საც ეს ეხე­ბა. პირ­ველ რიგ­ში, ეს მას­წავ­ლებ­ლე­ბის ხელ­ფა­სებ­ზე უნ­და აისა­ხოს, რომ ამ პრო­ფე­სი­ით მე­ტი ადა­მი­ა­ნი და­ინ­ტე­რეს­დეს. მე ვიც­ნობ ბევრ ისეთ ადა­მი­ანს, ვი­საც მოს­წონს ეს საქ­მე, აქვს პი­რა­დი რე­სურ­სი ამ საქ­მი­ა­ნო­ბის­თ­ვის, უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბაც, მაგ­რამ მუ­შა­ო­ბენ სხვა­გან მა­ღა­ლი ანაზღა­უ­რე­ბის გა­მო.

კა­რი­ე­რუ­ლი წინ­ს­ვ­ლის ახა­ლი სქე­მა
ვფიქ­რობ, რომ გა­ნათ­ლე­ბის სფე­რო­ში დღეს ყვე­ლა რე­სურ­სია იმის­თ­ვის, რომ პრო­ფე­სი­უ­ლად გან­ვი­თარ­დე. ტარ­დე­ბა ტრე­ნინ­გე­ბი, ხელ­მი­საწ­ვ­დო­მია თა­ნა­მედ­რო­ვე ლი­ტე­რა­ტუ­რა, არ­სე­ბობს ინ­ტერ­ნეტ­სივ­რ­ცე maswavlebeli.ge-ის სა­ხით, სა­დაც ყო­ველ­დღი­უ­რად თავ­ს­დე­ბა სტა­ტი­ე­ბი, რომ­ლე­ბიც ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბის შე­სა­ნიშ­ნა­ვი სა­შუ­ა­ლე­ბაა.
ნე­ბის­მი­ე­რი ახა­ლი გა­მოწ­ვე­ვა, პი­რა­დად ჩემ­თ­ვის, სა­ინ­ტე­რე­სოა. სქე­მა­ში ჩარ­თუ­ლი ვარ და თუ ჩე­მი საქ­მი­ა­ნო­ბა პრო­ფე­სი­ო­ნა­ლის მი­ერ შე­ფა­სე­ბუ­ლი და და­ფა­სე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა, ვფიქ­რობ, თვით­გან­ვი­თა­რე­ბა­ში და­მეხ­მა­რე­ბა. სქე­მა ახა­ლი პრო­ცე­სია და რო­გორც ნე­ბის­მი­ე­რი სი­ახ­ლე, შიშს და ფო­რი­აქს, ეჭ­ვებს იწ­ვევს, თუმ­ცა ისე­თი ადა­მი­ა­ნე­ბი მარ­თა­ვენ მას, რომ იმე­დი მაქვს, მას­წავ­ლებ­ლე­ბის სა­კე­თილ­დღე­ოდ წა­რი­მარ­თე­ბა.
ალ­ბათ, მას­წავ­ლე­ბელს სა­ხელ­მ­წი­ფოს­გან უნ­და ჰქონ­დეს დი­დი მხარ­და­ჭე­რა და ამა­ზე კომ­პე­ტენ­ტურ­მა ადა­მი­ა­ნებ­მა უნ­და იზ­რუ­ნონ.

რა­ტომ უნ­და აირ­ჩი­ონ ახალ­გაზ­რ­დებ­მა მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სია
ეს არის პრო­ფე­სია, რო­მე­ლიც გა­ცე­მულ სიყ­ვა­რულს, ენერ­გი­ას უკან გიბ­რუ­ნებს, გან­ვი­თა­რე­ბის სა­უ­კე­თე­სო გზაა. ერ­თხელ ერ­თ­მა ჩემ­მა მე­გო­ბარ­მა მომ­წე­რა, შენ უკ­ვე მას­წავ­ლებ­ლურ სა­მოთხე­ში მოხ­ვ­დიო და ახ­ლა კარ­გად მეს­მის რას გუ­ლის­ხ­მობ­და — ეს ის უტ­კ­ბი­ლე­სი გრძნო­ბაა, რო­მე­ლიც სიყ­ვა­რუ­ლის, ცოდ­ნი­სა და მად­ლი­ე­რე­ბის გა­ცე­მა-მი­ღე­ბის პრო­ცესს მოს­დევს.

თვი­სე­ბა, რო­მე­ლიც მას­წავ­ლე­ბელს ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის მი­სა­ღებს ხდის
მას­წავ­ლებ­ლებს არას­დ­როს უნ­და დაგ­ვა­ვიწყ­დეს, რომ ჩვენც ბავ­შ­ვე­ბი ვი­ყა­ვით. სა­კუ­თარ თავ­ში ყო­ველ­თ­ვის უნ­და ცოცხ­ლობ­დეს ბავ­შ­ვო­ბის შეგ­რ­ძ­ნე­ბე­ბი — ში­ში, შფო­თი, წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბე­ბი, აღი­ა­რე­ბე­ბი, სირ­ცხ­ვი­ლი, სი­ხა­რუ­ლი, რა­თა მუდ­მი­ვად გვეს­მო­დეს ჩვე­ნი აღ­საზ­რ­დე­ლის.
მი­სი ქცე­ვა უნ­და იყოს მი­სა­ბა­ძი, პე­და­გო­გი უნ­და იყოს გულ­წ­რ­ფე­ლი, გუ­ლის­ხ­მი­ე­რი, გან­ვი­თა­რე­ბი­სა და სი­ახ­ლე­ე­ბის მა­ძი­ე­ბე­ლი, კარ­გად უნ­და იც­ნობ­დეს ბავ­შ­ვის გან­ვი­თა­რე­ბის ეტა­პებს, ეს­მო­დეს, რომ ბავ­შ­ვის რთუ­ლი ქცე­ვის მიღ­მა სხვა პრობ­ლე­მე­ბი იმა­ლე­ბა, თა­ნა­გან­ც­დის უნა­რი მას­წავ­ლებ­ლის­თ­ვის უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სია.
ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც გა­ნათ­ლე­ბის სფე­რო­ში მოღ­ვა­წე­ობს, კარ­გად უნ­და იც­ნობ­დეს სა­კუ­თარ თავს, პი­რა­დი წყე­ნა სკო­ლის გა­რეთ და­ტო­ვოს და მზე­სა­ვით გა­უ­ნა­თოს ბავ­შ­ვებს ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა.

ქარ­თ­ვე­ლი მას­წავ­ლებ­ლის მთა­ვა­რი გა­მოწ­ვე­ვა
ქარ­თ­ველ მას­წავ­ლე­ბელს დი­დი გა­მოწ­ვე­ვა აქვს დღეს — უნ­და აღ­ზარ­დოს თა­ო­ბა, რო­მელ­საც მო­ქა­ლა­ქე­ობ­რი­ვი თვით­შეგ­ნე­ბა ექ­ნე­ბა ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი. მე მჯე­რა, რომ თი­თო­ე­ულ ჩვენ­განს სამ­ყა­როს შეც­ვ­ლა შეგ­ვიძ­ლია. ოპ­ტი­მიზ­მი და სა­კუ­თა­რი საქ­მის სიყ­ვა­რუ­ლი გა­დამ­დე­ბია. მას­წავ­ლებ­ლებ­მა უნ­და ვი­თა­ვოთ ამ კე­თილ­თ­ვი­სე­ბი­ა­ნი ეპი­დე­მი­ის გავ­რ­ცე­ლე­ბა, რომ უკე­თე­სი ქვე­ყა­ნა შევ­ქ­მ­ნათ.

მო­ამ­ზა­და ლა­ლი ჯე­ლა­ძემ

25-28(942)N