გამოდის 1998 წლიდან
2015-10-08

გვესაუბრება აკაკი წერეთლის
სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი
 გიორგი ღავთაძე

— ბა­ტო­ნო გი­ორ­გი, რად­გან უნი­ვერ­სი­ტე­ტის ბი­უ­ჯეტს, ძი­რი­თა­დად, გან­საზღ­ვ­რავს სტუ­დენ­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა, უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლე­ბე­ლი და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლია რაც შე­იძ­ლე­ბა მე­ტი სტუ­დენ­ტი მი­ი­ღოს. ხომ არ ხდე­ბა ეს ხა­რის­ხის ხარ­ჯ­ზე? მოგ­წონთ თუ არა და­ფი­ნან­სე­ბის არ­სე­ბუ­ლი სის­ტე­მა და რამ­დე­ნად აკ­მა­ყო­ფი­ლებს უნი­ვერ­სი­ტე­ტის მოთხოვ­ნებს გან­საზღ­ვ­რუ­ლი ფი­ნან­სე­ბი. არ­სე­ბობს თუ არა და­ფი­ნან­სე­ბის სხვა გზა ან სხვა პრინ­ცი­პი? თქვენ­თ­ვის რო­მე­ლი იქ­ნე­ბო­და სა­სურ­ვე­ლი?
— მო­წი­ნა­ვე ევ­რო­პუ­ლი ქვეყ­ნე­ბი­სა­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის შე­მო­სავ­ლის წყა­რო ნაკ­ლე­ბად დი­ვერ­სი­ფი­ცი­რე­ბუ­ლია. გან­სა­კუთ­რე­ბით ეს ით­ქ­მის რე­გი­ო­ნულ უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ზე. შე­სა­ბა­მი­სად, უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის ბი­უ­ჯე­ტე­ბის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა სწავ­ლის ქი­რი­დან შე­მო­ნა­ტა­ნებ­ზე საკ­მა­ოდ მა­ღა­ლია. ცხა­დია, აღ­ნიშ­ნუ­ლი ვი­თა­რე­ბა გა­ნა­პი­რო­ბებს უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის და­ინ­ტე­რე­სე­ბას სტუ­დენ­ტ­თა რა­ო­დე­ნო­ბის შემ­დ­გო­მი ზრდით. თუმ­ცა, ვერ ვიტყ­ვი, რომ ეს სწავ­ლე­ბის ხა­რის­ხის ხარ­ჯ­ზე ხდე­ბა, ყო­ველ შემ­თხ­ვე­ვა­ში, ჩვენს უნი­ვერ­სი­ტეტ­ში. ამის თქმის უფ­ლე­ბას მაძ­ლევს შემ­დე­გი გა­რე­მო­ე­ბე­ბი და ფაქ­ტე­ბი, კერ­ძოდ: მი­უ­ხე­და­ვად მა­ღა­ლი მოთხოვ­ნი­სა, აკა­დე­მი­უ­რი უზ­რუნ­ველ­ყო­ფის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ჩვენ არ წა­ვე­დით სტუ­დენ­ტ­თა მი­სა­ღე­ბი კონ­ტინ­გენ­ტის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან ზრდა­ზე ისეთ მი­მარ­თუ­ლე­ბებ­ზე, რო­გო­რე­ბი­ცაა: სა­მარ­თა­ლი, ბიზ­ნე­სის ად­მი­ნის­ტ­რი­რე­ბა, ეკო­ნო­მი­კა, მე­დი­ცი­ნა, სო­ცი­ა­ლუ­რი მეც­ნი­ე­რე­ბე­ბი, ინ­გ­ლი­სუ­რი ფი­ლო­ლო­გია და ა.შ. პი­რი­ქით, ამ უკა­ნას­კ­ნელ­ზე, შე­სა­ბა­მი­სი დე­პარ­ტა­მენ­ტი­სა და ფა­კულ­ტე­ტის მოთხოვ­ნის სა­ფუძ­ველ­ზე, გავ­ზარ­დეთ ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბის მი­ნი­მა­ლუ­რი კომ­პე­ტენ­ცი­ის ზღვა­რი, რა­მაც კონ­ტინ­გენ­ტი შე­ამ­ცი­რა, მაგ­რამ მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად გა­ზარ­და ხა­რის­ხი. მო­მა­ვალ­ში ანა­ლო­გი­უ­რი ნა­ბი­ჯე­ბის გა­დად­გ­მას ვა­პი­რებთ სხვა მი­მარ­თუ­ლე­ბი­თაც.
აწ­სუ-მ, რო­მელ­საც, და­ახ­ლო­ე­ბით, 11 000 სტუ­დენ­ტი ჰყავს, გა­ი­ა­რა გან­ვი­თა­რე­ბის ის ეტა­პი, რო­დე­საც აქ­ცენ­ტი რა­ო­დე­ნო­ბა­ზე კეთ­დე­ბო­და. ჩვე­ნი მთა­ვა­რი სტრა­ტე­გი­უ­ლი ორი­ენ­ტი­რი ხა­რის­ხის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბაა, რა­საც თან­მიმ­დევ­რუ­ლად ვა­ვი­თა­რებთ კი­დეც. სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში არ­სე­ბუ­ლი უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის და­ფი­ნან­სე­ბის სის­ტე­მა, ალ­ბათ, ბევრ ჩვენ­გან­ში აღ­ძ­რავს მი­სი შემ­დ­გო­მი სრულ­ყო­ფის აუცი­ლებ­ლო­ბის გან­ც­დას. არ ვფიქ­რობ, რომ სრუ­ლად შე­საც­ვ­ლე­ლია, მაგ­რამ გარ­კ­ვე­უ­ლი კო­რექ­ტი­ვე­ბის შე­ტა­ნა ვი­თა­რე­ბას გა­ა­უმ­ჯო­ბე­სებს. ჩე­მი აზ­რით, და­ფი­ნან­სე­ბის არ­სე­ბულ სის­ტე­მას აქვს რო­გორც და­დე­ბი­თი, ისე უარ­ყო­ფი­თი მხა­რე­ე­ბი.
და­დე­ბი­თი მხა­რე­ე­ბი — სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მე­ბის და­ფი­ნან­სე­ბამ გა­ზარ­და უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის ხელ­მი­საწ­ვ­დო­მო­ბა სხვა­დას­ხ­ვა სო­ცი­ა­ლუ­რი ჯგუ­ფი­სათ­ვის; სა­ხელ­მ­წი­ფო ხელს უწყობს პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი დარ­გე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფას დე­ფი­ცი­ტუ­რი კად­რე­ბით, რაც უნ­და აბა­ლან­სებ­დეს შრო­მის ბა­ზარს; უნი­ვერ­სი­ტე­ტებს უფ­ლე­ბა აქვთ, და­ფი­ნან­სე­ბა­დი პროგ­რა­მე­ბით მი­ღე­ბუ­ლი ფი­ნან­სუ­რი რე­სურ­სე­ბის ნა­წი­ლი მათ­თ­ვის პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი სხვა პროგ­რა­მე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ზეც მი­მარ­თონ; გა­უმ­ჯო­ბეს­და უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის ფი­ნან­სუ­რი სტა­ბი­ლუ­რო­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი, რად­გან სა­ხელ­მ­წი­ფოს­გან გა­რან­ტი­რე­ბუ­ლად ღე­ბუ­ლო­ბენ ფი­ნან­სურ რე­სურ­სებს, იმ პი­რო­ბებ­ში, რო­დე­საც სტუ­დენ­ტებს სწავ­ლის ქი­რის გა­დახ­და უჭირთ და ა.შ.
უარ­ყო­ფი­თი მხა­რე­ე­ბი — ხშირ შემ­თხ­ვე­ვა­ში, და­ფი­ნან­სე­ბად პროგ­რა­მებ­ზე სტუ­დენ­ტ­თა აკა­დე­მი­უ­რი მოს­წ­რე­ბა არ არის მა­ღა­ლი, რის გა­მოც სა­ხელ­მ­წი­ფო ვერ იღებს მის მი­ერ გა­წე­უ­ლი ხარ­ჯე­ბის ადეკ­ვა­ტურ აკა­დე­მი­ურ შე­დეგს; და­ფი­ნან­სე­ბა­დი პროგ­რა­მე­ბის გა­ჩე­ნამ მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად და­ა­ზა­რა­ლა არა­და­ფი­ნან­სე­ბა­დი პროგ­რა­მე­ბი, რად­გან მათ­ზე მოთხოვ­ნა მკვეთ­რად შემ­ცირ­და; შემ­ცირ­და კონ­კუ­რენ­ცია რო­გორც უნი­ვერ­სი­ტე­ტებს, ისე აკა­დე­მი­ურ პროგ­რა­მებს შო­რის, რად­გან აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბი ყუ­რადღე­ბას აქ­ცე­ვენ არა პროგ­რა­მის ხა­რის­ხ­სა და მო­სა­ლოდ­ნელ შე­დე­გებს, არა­მედ და­ფი­ნან­სე­ბის არ­სე­ბო­ბას; უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­მა მე­ტი ყუ­რადღე­ბის მიქ­ცე­ვა და­იწყეს არა იმ­დე­ნად პროგ­რა­მე­ბის ხა­რის­ხობ­რი­ვი მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა-გან­ვი­თა­რე­ბა­ზე, არა­მედ და­ფი­ნან­სე­ბის მო­პო­ვე­ბა­ზე; არა­და­ფი­ნან­სე­ბად პროგ­რა­მებ­ზე სტუ­დენ­ტ­თა კონ­ტინ­გენ­ტის შემ­ცი­რე­ბის კვა­ლო­ბა­ზე, რთუ­ლი ვი­თა­რე­ბა იქ­მ­ნე­ბა მათ მომ­სა­ხუ­რე პერ­სო­ნალ­თან და­კავ­ში­რე­ბით, რაც შე­იძ­ლე­ბა და­მა­ტე­ბი­თი სო­ცი­ა­ლუ­რი პრობ­ლე­მე­ბის წარ­მომ­ქ­მ­ნე­ლი გახ­დეს და ა.შ.
შე­იძ­ლე­ბა ვი­სა­უბ­როთ და­ფი­ნან­სე­ბის სხვა მო­დე­ლის შე­მო­ტა­ნა­ზეც, მაგ­რამ ეს ბევ­რად იქ­ნე­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლი მთლი­ა­ნად ქვეყ­ნის ფი­ნან­სურ პო­ტენ­ცი­ალ­ზე. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, და­ფი­ნან­სე­ბის რო­მელ მო­დელ­ზე შე­ვა­ჩე­რებთ ყუ­რადღე­ბას, ჩვე­ნი აზ­რით, ის უნ­და ით­ვა­ლის­წი­ნებ­დეს რამ­დე­ნი­მე პრინ­ცი­პულ სა­კითხს: იყოს ქვეყ­ნის ფი­ნან­სუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის ადეკ­ვა­ტუ­რი; ხელს უწყობ­დეს კონ­კუ­რენ­ცი­ის ზრდას უნი­ვერ­სი­ტე­ტებს შო­რის, ხო­ლო მათ შიგ­ნით — პროგ­რა­მებს შო­რის; ხელს უწყობ­დეს გა­ნათ­ლე­ბის ხელ­მი­საწ­ვ­დო­მო­ბის შემ­დ­გომ ზრდას; ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი იყოს ქვეყ­ნი­სა და შრო­მის ბაზ­რის მოთხოვ­ნებ­ზე; უზ­რუნ­ველ­ყოფ­დეს სა­ხელ­მ­წი­ფო­სათ­ვის მა­ღალ­კ­ვა­ლი­ფი­ცი­უ­რი კად­რის მომ­ზა­დე­ბას; ზრდი­დეს ახალ­გაზ­რ­დე­ბის მო­ტი­ვა­ცი­ას ამა თუ იმ პრო­ფე­სი­ის ათ­ვი­სე­ბა­ში და ა.შ.
— აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბის გარ­კ­ვე­ულ ნა­წილს, რომ­ლებ­მაც მი­ნი­მა­ლუ­რი ზღვა­რი გა­და­ლა­ხეს, წელს უარი ეთ­ქ­ვათ უმაღ­ლეს სას­წავ­ლებ­ლებ­ში დარ­ჩე­ნილ ვა­კან­ტურ ად­გი­ლებ­ზე. მი­სა­ღე­ბია თუ არა თქვენ­თ­ვის ეს გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა და ზო­გა­დად, რა აზ­რის ხართ მე­ო­რად ჩა­რიცხ­ვებ­ზე? გა­სულ წლებ­ში გყავ­დათ თუ არა მე­ო­რა­დი ჩა­რიცხ­ვით სტუ­დენ­ტე­ბი და რამ­დე­ნად კომ­ფორ­ტუ­ლი იყო მა­თი ჩარ­თ­ვა სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში?
— პი­როვ­ნუ­ლად, მე­ო­რად ჩა­რიცხ­ვებს არ ვუ­ჭერ მხარს იმ მარ­ტი­ვი მი­ზე­ზის გა­მო, რომ აბი­ტუ­რი­ენ­ტებს მი­ცე­მუ­ლი აქვთ შე­საძ­ლებ­ლო­ბა, გა­მოც­დე­ბის შე­დე­გე­ბის გა­გე­ბის შემ­დე­გაც კი შეც­ვა­ლონ და და­ა­ზუს­ტონ სა­კუ­თა­რი არ­ჩე­ვა­ნი. ამ შე­საძ­ლებ­ლო­ბის არ­გა­მო­ყე­ნე­ბა მა­თი­ვე მი­ზე­ზით შექ­მ­ნი­ლი პრობ­ლე­მაა. სა­ზო­გა­დო­ე­ბის წევ­რებს არ უნ­და ჰქონ­დეთ გან­ც­და, რომ ყვე­ლა­ფე­რი მათ სურ­ვი­ლებს „მოერ­გე­ბა“. პი­რი­ქით, თი­თო­ე­უ­ლი ჩვენ­გა­ნი უნ­და მი­ეჩ­ვი­ოს კა­ნონ­მორ­ჩი­ლე­ბას და ეს თვი­სე­ბა ჯერ კი­დევ ბავ­შ­ვო­ბის ასა­კი­დან უნ­და გა­მო­მუ­შავ­დეს პი­როვ­ნე­ბა­ში. წი­ნა წლებ­ში ჩვენ გვყავ­და სტუ­დენ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც მე­ო­რა­დი ჩა­რიცხ­ვით ჩა­ი­რიცხ­ნენ. ვერ ვიტყ­ვი, რომ მათ­ ჩა­რიცხ­ვამ სას­წავ­ლო პრო­ცე­სი „დაან­გ­რია“, თუმ­ცა, გარ­კ­ვე­უ­ლი უხერ­ხუ­ლო­ბე­ბი ნამ­დ­ვი­ლად შექ­მ­ნა.
— გაქვთ თუ არა ურ­თი­ერ­თო­ბა საზღ­ვარ­გა­რე­თის სას­წავ­ლო-სა­მეც­ნი­ე­რო კვლე­ვით და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­თან, რო­მელ  უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­თან გაქვთ გაც­ვ­ლი­თი და ერ­თობ­ლი­ვი, სტუ­დენ­ტუ­რი, სა­მა­გის­ტ­რო თუ სა­დოქ­ტო­რო პროგ­რა­მე­ბი?
— უკა­ნას­კ­ნე­ლი 4 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ერ­თა­შო­რი­სო კავ­ში­რე­ბი მკვეთ­რად გა­ი­ზარ­და. უნი­ვერ­სი­ტე­ტი ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რა­დაა ჩარ­თუ­ლი ევ­რო­პულ პრო­ექ­ტებ­ში. მათ შო­რის აღ­სა­ნიშ­ნა­ვია პროგ­რა­მა „ჶRაZმჲS+“, რომ­ლის ფარ­გ­ლებ­ში ჩვე­ნი ათე­უ­ლო­ბით სტუ­დენ­ტი სას­წავ­ლებ­ლად წამ­ყ­ვან ევ­რო­პულ უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ში მი­დის. იმა­ვე შე­საძ­ლებ­ლო­ბებს აძ­ლევს აღ­ნიშ­ნუ­ლი პროგ­რა­მა აკა­დე­მი­ურ თუ ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ულ პერ­სო­ნალს, რო­მელ­საც ასე­ვე წარ­მა­ტე­ბით ვი­ყე­ნებთ. უნი­ვერ­სი­ტე­ტი არის პროგ­რა­მის „მevlana“ ერთ-ერ­თი დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი, რომ­ლის ფარ­გ­ლებ­ში ჩვე­ნი არა­ერ­თი სტუ­დენ­ტი ერ­თ­ვე­ბა გაც­ვ­ლით პროგ­რა­მებ­ში თურ­ქუ­ლე­ნო­ვან სივ­რ­ცე­ში.
გვაქვს ორ­მ­ხ­რი­ვი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი ცალ­კე­ულ უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­თან, რომ­ლის ფარ­გ­ლებ­ში, ვახ­დენთ სტუ­დენ­ტ­თა ურ­თი­ერ­თ­გაც­ვ­ლას, მათ შო­რის აღ­ვ­ნიშ­ნავ­დი შემ­დეგ უნი­ვერ­სი­ტე­ტებს: მი­სუ­რი კო­ლუმ­ბია და მი­სუ­რი რო­ლა (აშშ), და­სავ­ლეთ უელ­სის უნი­ვერ­სი­ტე­ტი (დი­დი ბრი­ტა­ნე­თი), იენის უნი­ვერ­სი­ტე­ტი (გერ­მა­ნია), ვერ­სა­ლის უნი­ვერ­სი­ტე­ტი (საფ­რან­გე­თი), რი­გის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტი (ლატ­ვია) და ა.შ. ჩვენ­მა უნი­ვერ­სი­ტეტ­მა, სა­ქარ­თ­ვე­ლოს სა­ხელ­მ­წი­ფო სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ვერ­სი­ტეტ­თან და სა­ქარ­თ­ვე­ლოს ტექ­ნი­კურ უნი­ვერ­სი­ტეტ­თან პარ­ტ­ნი­ო­რო­ბით, „ტემ­პუ­სის“ პრო­ექ­ტის ფარ­გ­ლებ­ში, შექ­მ­ნა ერ­თობ­ლი­ვი სა­მა­გის­ტ­რო პროგ­რა­მა „ბი­ო­სა­მე­დი­ცი­ნო ინ­ჟი­ნე­რია“. ეს ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო პრე­ცე­დენ­ტია სა­ქარ­თ­ვე­ლოს სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სივ­რ­ცე­ში და ვფიქ­რობთ, პრო­ექ­ტი წარ­მა­ტე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა.
ამ­ჟა­მად, რო­გორც მო­გეხ­სე­ნე­ბათ, მუ­შავ­დე­ბა სა­კა­ნონ­მ­დებ­ლო ცვლი­ლე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც მო­ახ­დე­ნენ ერ­თობ­ლი­ვი პროგ­რა­მე­ბის გან­ვი­თა­რე­ბი­სათ­ვის სა­მარ­თ­ლებ­რი­ვი ბა­ზის შექ­მ­ნას, რის შემ­დე­გაც, აწ­სუ გა­ცი­ლე­ბით აქ­ტი­უ­რი გახ­დე­ბა ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით. უკ­ვე არ­სე­ბობს პრო­ექ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც მოკ­ლე­ვა­დი­ან პერ­ს­პექ­ტი­ვა­ში გა­აქ­ტი­ურ­დე­ბა.
— დღე­ი­სათ­ვის ახალ­გაზ­რ­დე­ბის და­საქ­მე­ბა ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე დი­დი პრობ­ლე­მაა. ხომ არ აქვს უნი­ვერ­სი­ტეტს რა­ი­მე პროგ­რა­მა ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით სა­კუ­თა­რი კურ­ს­დამ­თავ­რე­ბუ­ლე­ბი­სათ­ვის?
— და­საქ­მე­ბის პრობ­ლე­მა ძა­ლი­ან აქ­ტუ­ა­ლუ­რია მთე­ლი ქვეყ­ნის მას­შ­ტა­ბით და არა მარ­ტო ახალ­გაზ­რ­დე­ბი­სათ­ვის, გან­სა­კუთ­რე­ბით რე­გი­ო­ნებ­ში.  უნი­ვერ­სი­ტე­ტის ზრუნ­ვა სა­კუ­თა­რი კურ­ს­დამ­თავ­რე­ბუ­ლე­ბი­სა თუ სტუ­დენ­ტე­ბის და­საქ­მე­ბის ხელ­შეწყო­ბი­სათ­ვის რამ­დე­ნი­მე მი­მარ­თუ­ლე­ბას აერ­თი­ა­ნებს, მათ შო­რის: სულ უფ­რო მე­ტად ინერ­გე­ბა და პო­პუ­ლა­რუ­ლი ხდე­ბა ელექ­ტ­რო­ნუ­ლი სწავ­ლე­ბის ფორ­მა, რო­მე­ლიც ხელს უწყობს და­საქ­მე­ბულ სტუ­დენ­ტებს, არ ჩა­მორ­ჩ­ნენ სას­წავ­ლო პრო­ცესს; პო­ტენ­ცი­უ­რი დამ­საქ­მებ­ლე­ბი ჩარ­თულ­ნი არი­ან აკა­დე­მი­უ­რი თუ პრო­ფე­სი­უ­ლი პროგ­რა­მე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბა-გან­ვი­თა­რე­ბა­ში, რაც ზრდის მა­თი კურ­ს­დამ­თავ­რე­ბუ­ლე­ბის და­საქ­მე­ბით ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის და­ინ­ტე­რე­სე­ბას; ეწყო­ბა შეხ­ვედ­რე­ბი, ურ­თი­ერ­თო­ბის დამ­ყა­რე­ბა დამ­საქ­მებ­ლებ­სა და სტუ­დენ­ტებს შო­რის; სხვა­დას­ხ­ვა ბიზ­ნე­სე­ბი, სამ­თავ­რო­ბო თუ არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი ხში­რად მოგ­ვ­მარ­თა­ვენ რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი­სათ­ვის, რის შე­დე­გად ხდე­ბა ჩვე­ნი სტუ­დენ­ტე­ბი­სა თუ კურ­ს­დამ­თავ­რე­ბუ­ლე­ბის და­საქ­მე­ბის ხელ­შეწყო­ბა; უნი­ვერ­სი­ტე­ტი მო­ნა­წი­ლე­ობს სხვა­დას­ხ­ვა და­საქ­მე­ბის ფო­რუმ­ში და ა.შ.
— ხში­რად სტუ­დენ­ტე­ბი გა­მოთ­ქ­ვა­მენ პრე­ტენ­ზი­ას სა­ჭი­რო სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის ქარ­თულ ენა­ზე არარ­სე­ბო­ბის გა­მო. არის თუ არა თქვენ­თან ეს პრობ­ლე­მა და თუ ასეა, რო­გორ აგ­ვა­რებთ?
— სტუ­დენ­ტე­ბის სა­ჭი­რო სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბით აღ­ჭურ­ვა და ელექ­ტ­რო­ნულ ბა­ზებ­ზე მა­თი თა­ვი­სუ­ფა­ლი წვდო­მის პი­რო­ბე­ბის შექ­მ­ნა, ჩვე­ნი ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე დი­დი საზ­რუ­ნა­ვია. ამი­ტომ, უნი­ვერ­სი­ტე­ტის ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში და­ი­ნერ­გა არა­ერ­თი სი­ახ­ლე, რო­მე­ლიც ამ სა­კითხის მოგ­ვა­რე­ბას უწყობს ხელს. კერ­ძოდ: 2010 წელ­თან შე­და­რე­ბით, ფაქ­ტობ­რი­ვად, გა­ხუთ­მაგ­და წიგ­ნე­ბი­სა და პე­რი­ო­დი­კის შე­სა­ძე­ნად გა­მო­ყო­ფი­ლი თან­ხა და ყო­ველ­წ­ლი­უ­რად, და­ახ­ლო­ე­ბით, 150 000 ლარს ვხარ­ჯავთ ახა­ლი წიგ­ნე­ბი­სა და პე­რი­ო­დი­კის შე­სა­ძე­ნად. უნი­ვერ­სი­ტე­ტის ბიბ­ლი­ო­თე­კა გა­წევ­რი­ან­და სა­ქარ­თ­ვე­ლოს სა­ბიბ­ლი­ო­თე­კო ასო­ცი­ა­ცი­ა­ში, რო­მე­ლიც ყო­ველ­წ­ლი­უ­რად გვთა­ვა­ზობს შემ­დეგ ელექ­ტ­რო­ნულ ბა­ზებს:
 ებ­ს­კო ჰოს­ტი (EBSCO Host)
 კემ­ბ­რი­ჯის უნი­ვერ­სი­ტე­ტის ჟურ­ნა­ლე­ბი (Cambridge University Journals)
 სა­მე­ფო სა­ზო­გა­დო­ე­ბის ჟურ­ნა­ლე­ბის კო­ლექ­ცია (Royal Society Collection)
 სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს მხარ­და­ჭე­რით, ჩვენ­თ­ვის ხელ­მი­საწ­ვ­დო­მი გახ­და ელ­სე­ვი­ე­რის ფონ­დიც.
ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში, 2011 წლი­დან, მუ­შა­ობს ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლი სა­ბიბ­ლი­ო­თე­კო კა­ტა­ლო­გის სის­ტე­მა (ჴჵაC), რო­მელ­შიც დღე­ი­სათ­ვის შეყ­ვა­ნი­ლია ჩვე­ნი წიგ­ნა­დი ფონ­დის 5000-ზე მე­ტი ერ­თე­უ­ლი. კა­ტა­ლოგ­თან ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლია გoogleბooks სა­ძი­ე­ბო სის­ტე­მა და გუ­ტენ­ბერ­გის ბა­ზა (მო­ი­ცავს 40 000 ერ­თე­ულს). ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, 2012 წლის ოქ­ტომ­ბ­რი­დან, ჩა­ირ­თო ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლი სა­ბიბ­ლიო­თე­კო სის­ტე­მის ცირ­კუ­ლა­რის სერ­ვი­სი (ცირ­კუ­ლა­ცი­ის მო­დუ­ლი მომ­ხ­მა­რებ­ლე­ბის მი­ერ წიგ­ნე­ბის მი­მოქ­ცე­ვის პრო­ცე­სის სრულ მე­ნეჯ­მენტს ას­რუ­ლებს). იმა­ვე ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის ფარ­გ­ლებ­ში, გა­დამ­ზად­დ­ნენ თა­ნამ­შ­რომ­ლე­ბი. ბიბ­ლი­ო­თე­კის სამ­კითხ­ვე­ლო დარ­ბაზ­ში (პირ­ვე­ლი კორ­პუ­სი) არ­სე­ბულ კომ­პი­უ­ტე­რებ­ში გან­თავ­ს­და ელექ­ტ­რო­ნუ­ლი წიგ­ნე­ბი.
სამ­კითხ­ვე­ლო დარ­ბა­ზე­ბი აღი­ჭურ­ვა კომ­პი­უ­ტე­რე­ბით, ასლ-გა­დამ­ღე­ბი და ამო­სა­ბეჭ­დი აპა­რა­ტე­ბით; მომ­ზად­და ახა­ლი სა­ბიბ­ლი­ო­თე­კო კორ­პუ­სის პრო­ექ­ტი, და­ახ­ლო­ე­ბით 2,5 მლნ. ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბის, რომ­ლის 20%-ს უნი­ვერ­სი­ტე­ტი და­ფა­რავს, და­ახ­ლო­ე­ბით ამ­დე­ნი­ვეს — ქუ­თა­ი­სის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბა, ხო­ლო და­ნარ­ჩე­ნი ცენ­ტ­რა­ლუ­რი ბი­უ­ჯე­ტი­დან და­ი­ფა­რე­ბა. პრო­ექ­ტ­მა პირ­ვე­ლა­დი გან­ხილ­ვა წარ­მა­ტე­ბით გა­ი­ა­რა და იმე­დი გვაქვს, მი­სი რე­ა­ლი­ზე­ბა მიმ­დი­ნა­რე წლი­დან და­იწყე­ბა.
 აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ისიც, რომ უნი­ვერ­სი­ტე­ტის აკა­დე­მი­უ­რი პერ­სო­ნა­ლის მი­ერ იქ­მ­ნე­ბა არა­ერ­თი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო, დამ­ხ­მა­რე სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო, სა­ლექ­ციო კურ­სი და ა.შ., რომ­ლე­ბიც თა­ვი­სუფ­ლად ხელ­მი­საწ­ვ­დო­მია ჩვე­ნი სტუ­დენ­ტე­ბი­სათ­ვის.
— რას გვეტყ­ვით სტუ­დენ­ტუ­რი თვით­მ­მარ­თ­ვე­ლო­ბის შე­სა­ხებ, აფი­ნან­სებს თუ არა უნი­ვერ­სი­ტე­ტი მის საქ­მი­ა­ნო­ბას?
— სა­ქარ­თ­ვე­ლოს კა­ნონ­მ­დებ­ლო­ბის მი­ხედ­ვით, უნი­ვერ­სი­ტე­ტის ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ას არა აქვს უფ­ლე­ბა ჩა­ე­რი­ოს სტუ­დენ­ტუ­რი თვით­მ­მარ­თ­ვე­ლო­ბის საქ­მი­ა­ნო­ბა­ში, მ.შ. ფი­ნან­სურ სა­კითხებ­ში. შე­სა­ბა­მი­სად, ჩვენ მათ საქ­მი­ა­ნო­ბას არ ვა­ფი­ნან­სებთ.
თუმ­ცა, იმა­ვე კა­ნონ­მ­დებ­ლო­ბის მი­ხედ­ვით, სტუ­დენ­ტუ­რი თვით­მ­მარ­თ­ვე­ლო­ბის ბი­უ­ჯე­ტი შე­იძ­ლე­ბა შე­ად­გენ­დეს უნი­ვერ­სი­ტე­ტის ბი­უ­ჯე­ტის არა უმე­ტეს 1%-ს. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, აწ­სუ-ს სტუ­დენ­ტურ თვით­მ­მარ­თ­ვე­ლო­ბას საკ­მა­ოდ დი­დი ბი­უ­ჯე­ტი აქვს.
გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ აწ­სუ-ს სტუ­დენ­ტუ­რი თვით­მ­მარ­თ­ვე­ლო­ბა ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რი და მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლია, სა­კუ­თა­რი ბი­უ­ჯე­ტის ფარ­გ­ლებ­ში აფი­ნან­სებს არა­ერთ სა­მეც­ნი­ე­რო-ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლურ, სპორ­ტულ, კულ­ტუ­რულ, შე­მეც­ნე­ბით, გა­სარ­თობ, სო­ცი­ა­ლუ­რი დახ­მა­რე­ბის და ა.შ. პროგ­რა­მებ­სა თუ ღო­ნის­ძი­ე­ბებს. თვით­მ­მარ­თ­ვე­ლო­ბა სტუ­დენ­ტებ­თან, სტუ­დენ­ტურ ჯგუ­ფებ­თან თუ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­თან სა­კუ­თარ ბი­უ­ჯეტს ათან­ხ­მებს და­გეგ­მ­ვის ეტაპ­ზე და, ფი­ნან­სუ­რი წლის ბო­ლოს, აბა­რებს ან­გა­რიშს ბი­უ­ჯე­ტის ხარ­ჯებ­თან და გა­წე­ულ მუ­შა­ო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით.
— გვი­ამ­ბეთ  სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო ფონ­დის საქ­მი­ა­ნო­ბის შე­სა­ხებ, ასე­თის არ­სე­ბო­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში (წარ­მა­ტე­ბუ­ლი სტუ­დენ­ტე­ბის წა­ხა­ლი­სე­ბა, სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ველ­თა და­ფი­ნან­სე­ბა და ა.შ.).
— აწ­სუ-ს სტუ­დენ­ტე­ბი­სათ­ვის ხელ­მი­საწ­ვ­დო­მია არა­ერ­თი სას­ტი­პენ­დიო პროგ­რა­მა, კერ­ძოდ: სა­ხელ­მ­წი­ფო სტი­პენ­დია, სა­ხე­ლო­ბი­თი სტი­პენ­დია (კერ­ძო დო­ნო­რე­ბის ინი­ცი­რე­ბით), სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო სტი­პენ­დია. უნი­ვერ­სი­ტეტ­ში საკ­მა­ოდ წარ­მა­ტე­ბით მუ­შა­ობს სტუ­დენ­ტუ­რი და­საქ­მე­ბის პროგ­რა­მა, რომ­ლის ფარ­გ­ლებ­ში ხელს ვუწყობთ გან­სა­კუთ­რე­ბით შე­ჭირ­ვე­ბულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფი სტუ­დენ­ტე­ბის და­საქ­მე­ბას აწ­სუ-ს სტუ­დენ­ტუ­რი სერ­ვი­სე­ბის ოფი­სებ­ში, ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში და ა.შ. უკ­ვე ტრა­დი­ცი­ად ყა­ლიბ­დე­ბა სტუ­დენ­ტე­ბის სტა­ჟი­ო­რე­ბად აყ­ვა­ნა სხვა­დას­ხ­ვა სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო სამ­სა­ხუ­რე­ბის მი­ერ, მა­თი მო­მა­ვა­ლი და­საქ­მე­ბის პერ­ს­პექ­ტი­ვით.
2011 წლი­დან, უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, ავა­მოქ­მე­დეთ სპე­ცი­ა­ლუ­რი პროგ­რა­მა, რომ­ლის ფარ­გ­ლებ­ში უნი­ვერ­სი­ტე­ტი ფი­ნან­სუ­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბის და­ფარ­ვა­ში ეხ­მა­რე­ბა შემ­დე­გი კა­ტე­გო­რი­ის სტუ­დენ­ტებს: ლტოლ­ვი­ლე­ბი, უდედ­მა­მო­ე­ბი, სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლე­ბი, სტუ­დენ­ტუ­რი ოჯა­ხე­ბი, სტუ­დენ­ტე­ბი სა­მი და მე­ტი შვი­ლით, მრა­ვალ­შ­ვი­ლი­ა­ნი ოჯა­ხის წევ­რე­ბი, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბის მქო­ნე­ნი და ა.შ. ყო­ველ­სე­მეს­ტ­რუ­ლად, უნი­ვერ­სი­ტე­ტი­სა და სტუ­დენ­ტუ­რი თვით­მ­მარ­თ­ვე­ლო­ბის ბი­უ­ჯე­ტი­დან, აღ­ნიშ­ნუ­ლი მიზ­ნით, და­ახ­ლო­ე­ბით, 40 000 ლა­რამ­დე იხარ­ჯე­ბა.
მოამზადა მაკა ყიფიანმა

25-28(942)N