გამოდის 1998 წლიდან
2015-10-15
დაგ­ვი­ა­ნე­ბუ­ლი „პირ­ვე­ლი სექ­ტემ­ბე­რი“

ლა­ლი ჯე­ლა­ძე

ჩე­მი პირ­ვე­ლი „პირ­ვე­ლი სექ­ტემ­ბე­რი“  იმით და­იწყო, რომ სკო­ლა­ში არ მი­მი­ღეს. მი­ზე­ზი ის გახ­და, რომ ჯერ 7 წლის არ ვი­ყა­ვი, ნო­ემ­ბერ­ში ვხდე­ბო­დი, არა­და ფორ­მაც მქონ­და და ჩან­თაც, სა­პირ­ველ­სექ­ტემ­ბ­როდ ლექ­სიც ვი­ცო­დი, წე­რაც, კითხ­ვაც და ან­გა­რი­შიც... დე­დაც იმა­ვე სკო­ლა­ში მუ­შა­ობ­და პე­და­გო­გად, მაგ­რამ მა­ინც არა­ფერ­მა გაჭ­რა. ჩე­მი და­ჟი­ნე­ბუ­ლი თხოვ­ნით, პირ­ველ სე­ქტემ­ბერს, ფორ­მა­ში გა­მოწყო­ბი­ლი,  სკო­ლა­ში წა­მიყ­ვა­ნეს — ომა­ხი­ა­ნად ვთქვი ლექ­სი ნამ­დ­ვილ პირ­ველ­კ­ლა­სე­ლებ­თან, წიგ­ნე­ბით ჩან­თა გა­ვივ­სე და შე­ვუ­დე­ქი ვი­თომ პირ­ველ­კ­ლა­სე­ლო­ბას. ჩე­მი „კლა­ს­ე­ლი“ ჩე­მი ძმა იყო და ასე ვის­წავ­ლე, მას­თან ერ­თად, ერ­თი წე­ლი არა­ფორ­მა­ლუ­რად. შემ­დე­გი წე­ლი კი ჩემ­თ­ვის მე­ო­რე, ანუ ნამ­დ­ვი­ლი პირ­ვე­ლი სექ­ტემ­ბე­რი იყო, რო­მე­ლიც არც თუ ისე სა­ინ­ტე­რე­სო აღ­მოჩ­ნ­და... ამ ამ­ბავ­მა წლე­ვან­დე­ლი პირ­ველ­კ­ლა­სე­ლო­ბის მსურ­ვე­ლი ბავ­შ­ვე­ბი გა­მახ­სე­ნა, რომ­ლებ­საც 14 სექ­ტემ­ბ­რამ­დე 6 წე­ლი არ უს­რულ­დე­ბო­დათ და სკო­ლა­ში არ მი­ი­ღეს. მეც ორი თვის გა­მო მო­მი­წია ლო­დი­ნი, უბ­რა­ლოდ, გან­ს­ხ­ვა­ვე­ბა ჩემ­სა და ამ ბავ­შ­ვებს შო­რის ის არის, რომ მე საბ­ჭო­თა სკო­ლის მოს­წავ­ლე ვი­ყა­ვი და თან, მათ­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით, ალ­ტერ­ნა­ტი­ვაც არა­ფე­რი მქონ­და. 
ეს წე­რი­ლი იმ გულ­გა­ტე­ხილ მშობ­ლებს მი­ვუძღ­ვე­ნი, რო­მელ­თა შვი­ლე­ბი წელს პირ­ველ­კ­ლა­სე­ლე­ბი იმის გა­მო ვერ გახ­დ­ნენ, რომ 14  სექ­ტემ­ბ­რამ­დე ვერ მო­ას­წ­რეს 6 წლის გამ­ხ­და­რიყ­ვ­ნენ. ამის გა­მო მშობ­ლე­ბმა ბევ­რი იღელ­ვეს, უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბაც გა­მო­ხა­ტეს სა­მი­ნის­ტ­როს მი­მართ, თხოვ­ნი­თაც მი­მარ­თეს მი­ნისტრს, რომ გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა შე­ეც­ვა­ლა და სკო­ლა­ში მი­ე­ღოთ ის ბავ­შ­ვე­ბი, რომ­ლებ­საც 2015 წლის ბო­ლომ­დე შე­უს­რულ­დე­ბო­დათ 6 წე­ლი, ბო­ლოს იმა­საც კი ითხოვ­დ­ნენ, ის ბავ­შ­ვე­ბი მა­ინც მი­ე­ღოთ სკო­ლა­ში, რომ­ლე­ბიც სექ­ტემ­ბ­რის ბო­ლომ­დე ხდე­ბოდ­ნენ 6  წლის. მაგ­რამ სა­მი­ნის­ტ­რომ, ექ­ს­პერ­ტე­ბი­სა და ფსი­ქო­ლო­გე­ბის არ­გუ­მენ­ტე­ბის მოშ­ვე­ლი­ე­ბით, გან­მარ­ტა, რომ 6 წლის თუ არ გახ­და ბავ­შ­ვი, ის სკო­ლის­თ­ვის მზად არ არის, თუნ­დაც ერ­თი თვე, სას­კო­ლო მზა­ო­ბის­თ­ვის მნიშ­­ვ­ნე­ლო­ვა­ნია. მოკ­ლედ, სა­კითხი ასე გა­დაწყ­და და ალ­ტერ­ნა­ტი­ვად სა­მი­ნის­ტ­რომ სკო­ლის გა­რეთ დარ­ჩე­ნილ, სა­ბავ­შ­ვო ბა­ღის­თ­ვის უკ­ვე „მო­წი­ფულ“, პა­ტა­რებს სას­კო­ლო მზა­ო­ბის პროგ­რა­მის გავ­ლა შეს­თა­ვა­ზა.
სას­კო­ლო მზა­ო­ბის პროგ­რა­მა ჲნჳCჶფ-ის დახ­მა­რე­ბით შე­მუ­შავ­და  და მორ­გე­ბუ­ლია სა­ბავ­შ­ვო ბა­ღის მოს­წავ­ლე 5-6 წლის ბავ­შ­ვებ­ზე. პროგ­რა­მა სა­შუ­ა­ლე­ბას მის­ცემს მათ გა­ნი­ვი­თა­რონ უნა­რე­ბი, რომ­ლე­ბიც სკო­ლა­ში წარ­მა­ტე­ბის მიღ­წე­ვა­ში და­ეხ­მა­რე­ბა. ექვს წლამ­დე ასა­კის ბავ­შ­ვე­ბი ყვე­ლა­ზე უკეთ სწავ­ლო­ბენ ისეთ გა­რე­მო­ში, სა­დაც წა­ხა­ლი­სე­ბუ­ლია თა­მა­ში. სკო­ლის­თ­ვის მზა­ო­ბის პროგ­რა­მის მთა­ვარ არსს სწო­რედ თა­მა­შით სწავ­ლე­ბა, ბავ­შ­ვი­სად­მი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი მიდ­გო­მა და სა­აზ­როვ­ნო უნა­რე­ბის უკეთ ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა წარ­მო­ად­გენს. პროგ­რა­მა, ასე­ვე, ხელს უწყობს სო­ცი­ა­ლურ-ემო­ცი­უ­რი და კრი­ტი­კუ­ლი აზ­როვ­ნე­ბის უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას, რაც ბავ­შ­ვებს და­ეხ­მა­რე­ბა გა­უმ­კ­ლავ­დ­ნენ სირ­თუ­ლე­ებს სკო­ლა­ში, სა­დაც სას­წავ­ლო პრო­ცე­სი უფ­რო მე­ტად სტრუქ­ტუ­რი­ზე­ბუ­ლია.
ალ­ტერ­ნა­ტი­ვა, თა­ვის­თა­ვად, ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზულ და სა­ჭი­რო მიდ­გო­მას გუ­ლის­ხ­მობს, ამ ასა­კის ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის. ფსი­ქო­ლო­გი ქე­თი მა­ყაშ­ვი­ლი ამ ასაკს თი­ნე­ი­ჯე­რე­ბის ასაკ­ზე არა­ნაკ­ლებ კრი­ტი­კულ პე­რი­ო­დად მიიჩ­ნევს: „ფსი­ქო­ლო­გე­ბი ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბა­ში კრი­ტი­კულ პე­რი­ო­დებს გა­მო­ყო­ფენ. თი­ნე­ი­ჯე­რო­ბის პე­რი­ო­დი რომ კრი­ტი­კუ­ლია, ყვე­ლამ კარ­გად ვი­ცით, მაგ­რამ სი­ნამ­დ­ვი­ლე­ში არა­ნაკ­ლებ კრი­ტი­კუ­ლია ეს პე­რი­ო­დი. უბ­რა­ლოდ, ბავ­შ­ვი პა­ტა­რაა და პრობ­ლე­მე­ბი, რომ­ლე­ბიც წარ­მო­იქ­მ­ნე­ბა, უფ­რო ლა­ვი­რე­ბუ­ლი შე­იძ­ლე­ბა იყოს, პა­ტა­რებ­მა შე­იძ­ლე­ბა ისე ვერ გა­მო­ხა­ტონ თა­ვი­ან­თი მდგო­მა­რე­ო­ბა, რომ ამით ჩვენ პრობ­ლე­მე­ბი შეგ­ვიქ­მ­ნან. თუმ­ცა, ეს სუ­ლაც არ ნიშ­ნავს იმას, რომ ისი­ნი არ არის. ერთ-ერ­თი ძა­ლი­ან ცნო­ბი­ლი ფსი­ქო­ლო­გი ამ­ბობს, რომ  ეს არის ინი­ცი­ა­ტი­ვის პე­რი­ო­დი. ინი­ცი­ა­ტი­ვა, თა­ვის­თა­ვად, არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვია და უკავ­შირ­დე­ბა იმას, რომ ამ დროს უნა­რე­ბის აფეთ­ქე­ბა ხდე­ბა — მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, ისი­ნი სწო­რად მი­მარ­თო და კარ­გად და­ა­ლა­გო ყვე­ლა­ფე­რი. იმის­თ­ვის, რომ მი­სი ასე­თი აფეთ­ქე­ბა სა­სარ­გებ­ლოდ და­ი­ხარ­ჯოს,  ვფიქ­რობ, უმ­თავ­რე­სი, ბავ­შ­ვი­სად­მი ფა­ქი­ზი მიდ­გო­მა  და თან­მიმ­დევ­რუ­ლი ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბაა. ამ აფეთ­ქე­ბა­ში კი ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი წარ­მო­სახ­ვაა, რო­მე­ლიც, ერ­თი მხრივ, სრუ­ლად შლის თა­მა­შის ფუნ­ქ­ცი­ას. ბავ­შ­ვებ­მა კარ­გად იცი­ან, წარ­მო­სახ­ვით რო­გორ  გა­შა­ლონ რო­ლუ­რი თა­მა­ში, მარ­თ­ლაც  რას არ თა­მა­შო­ბენ. მაგ­რამ, საქ­მე ის არის, რომ წარ­მო­სახ­ვა, სი­ნამ­დ­ვი­ლე­ში, აზ­როვ­ნე­ბის წი­ნა­პი­რო­ბაა და მას მხო­ლოდ თა­მა­შის ფუნ­ქ­ცია არ აქვს, თა­მა­შით შე­იძ­ლე­ბა შე­მეც­ნე­ბის ხელ­შეწყო­ბა, ანუ თა­მა­შის ელე­მენ­ტით შე­მეც­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა. ამ პე­რი­ოდ­ში უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სია შე­მეც­ნე­ბი­თი და შე­მოქ­მე­დე­ბი­თი აქ­ტი­ვო­ბა და­უ­კავ­შირ­დეს ერ­თ­მა­ნეთს“.
სას­კო­ლო მზა­ო­ბის პროგ­რა­მის სწო­რად გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია და სხვა­დას­ხ­ვა ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის გა­ტა­რე­ბას მო­ითხოვს: მას­წავ­ლე­ბელ­თა გა­დამ­ზა­დე­ბას, რაც უკ­ვე მიმ­დი­ნა­რე­ობს მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ცენ­ტ­რის მი­ერ, სა­თა­ნა­დო გა­რე­მოს შექ­მ­ნას სკო­ლამ­დე­ლი გა­ნათ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში და შე­სა­ბა­მი­სი სას­წავ­ლო მა­სა­ლე­ბით აღ­ჭურ­ვას. ვორლდ ვი­ჟენ სა­ქარ­თ­ვე­ლოს მხარ­და­ჭე­რით, გან­ხორ­ცი­ელ­და სას­კო­ლო მზა­ო­ბის პროგ­რა­მის პირ­ვე­ლი კლა­სის სას­წავ­ლო გეგ­მას­თან შე­სა­ბა­მი­სო­ბა­ში მოყ­ვა­ნა; პროგ­რა­მის წარ­მა­ტე­ბუ­ლი გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის­თ­ვის ასე­ვე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია სკო­ლამ­დე­ლი გა­ნათ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის მო­ნი­ტო­რინ­გი, რომ ყვე­ლა ბავ­შ­ვ­მა თა­ნაბ­რად ისარ­გებ­ლოს უფა­სო და უნი­ვერ­სა­ლუ­რი სას­კო­ლო მზა­ო­ბის პროგ­რა­მით.
ბუ­ნებ­რი­ვია, სა­ინ­ტე­რე­სოა, რო­გორ მო­ემ­ზა­და გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­რო, მე­რია და მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტე­ბი სას­კო­ლო მზა­ო­ბის პროგ­რა­მის და­საწყე­ბად და რა აქ­ტი­ვო­ბე­ბი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა?
გა­ე­როს ბავ­შ­ვ­თა ფონ­დის ტექ­ნი­კუ­რი მხარ­და­ჭე­რით და ექ­ს­პერ­ტე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით, შე­იქ­მ­ნა სას­კო­ლო მზა­ო­ბის პროგ­რა­მის ტრე­ნინგ-მო­დუ­ლი, რო­მე­ლიც  ეყ­რ­დ­ნო­ბა სას­კო­ლო მზა­ო­ბის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სა­ხელ­მ­წი­ფო სტან­დარტს, აღ­მ­ზ­რ­დე­ლის სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოს და აქ­ტი­ვო­ბა­თა კრე­ბულს.
მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის მი­ერ და­იწყო ბა­ღის აღ­მ­ზ­რ­დე­ლე­ბის გა­დამ­ზა­დე­ბა. ტრე­ნინ­გის მი­ზა­ნია, აღ­მ­ზ­რ­დე­ლებ­მა შეძ­ლონ, სას­კო­ლო მზა­ო­ბის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სა­ხელ­მ­წი­ფო სტან­დარ­ტ­ზე, აღ­მ­ზ­რ­დე­ლის სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­სა და აქ­ტი­ვო­ბა­თა კრე­ბულ­ზე დაყ­რ­დ­ნო­ბით, სა­აღ­მ­ზ­რ­დე­ლო პრო­ცე­სის და­გეგ­მ­ვა და წარ­მარ­თ­ვა.
სა­ბავ­შ­ვო ბა­ღე­ბის მე­თო­დის­ტებ­მა და აღ­მ­ზ­რ­დე­ლებ­მა ტრე­ნინ­გებ­ზე დე­ტა­ლუ­რად გა­ნი­ხი­ლეს პროგ­რა­მის ყვე­ლა კომ­პო­ნენ­ტი: თა­მა­შის რო­ლი ბავ­შ­ვის სწავ­ლა-გან­ვი­თა­რე­ბა­ში, სას­კო­ლო მზა­ო­ბის ჯგუ­ფის დღის გან­რი­გი, სას­კო­ლო მზა­ო­ბის სა­ხელ­მ­წი­ფო სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სტან­დარ­ტი, აღ­მ­ზ­რ­დე­ლის სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ში არ­სე­ბუ­ლი თე­მა­ტუ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბი, ძი­რი­თა­დი საქ­მი­ა­ნო­ბე­ბი სას­კო­ლო მზა­ო­ბის ჯგუფ­ში, ფი­ზი­კუ­რი გა­რე­მო და რე­სურ­სე­ბი, დაკ­ვირ­ვე­ბა და ჩა­ნა­წე­რე­ბის წარ­მო­ე­ბა, არა­ფორ­მა­ლუ­რი შე­ფა­სე­ბა, ბავ­შ­ვის პორ­ტ­ფო­ლიო, თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა მშობ­ლებ­თან, სა­მუ­შაო დღის და კვი­რის და­გეგ­მ­ვა.
აღ­მ­ზ­რ­დე­ლე­ბის­თ­ვის შექ­მ­ნი­ლი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო და აქ­ტი­ვო­ბის წიგ­ნი, რო­მე­ლიც 700-ზე მეტ აქ­ტი­ვო­ბას აერ­თი­ა­ნებს, მათ ბავ­შ­ვებ­თან მუ­შა­ო­ბა­ში და­ეხ­მა­რე­ბა. მე-6 სა­ბავ­შ­ვო ბა­ღის დი­რექ­ტო­რი, სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოს ერთ-ერ­თი ავ­ტო­რი თა­მარ ბაქ­რა­ძე ამ­ბობს, რომ: „სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოს შედ­გე­ნი­სას, მთა­ვა­რი მი­ზა­ნი იყო, არ დამ­ს­გავ­სე­ბო­და სკო­ლის პროგ­რა­მას და ბავ­შ­ვი მერ­ხ­თან არ დაგ­ვეს­ვა. ამი­ტომ სა­თა­უ­რიც ისე­თი შე­ვურ­ჩი­ეთ — „თა­მა­ში“. ამით ხა­ზი გა­ვუს­ვით, რომ  ბავ­შ­ვის უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა სწო­რედ თა­მა­შით გან­ხორ­ცი­ელ­დეს. გა­ნახ­ლ­და ძვე­ლი სტან­დარ­ტი 5-6 წლის ასა­კის ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის, რო­მელ­შიც ჩა­მო­ყა­ლიბ­და ის ახა­ლი უნა­რე­ბი, რომ­ლე­ბიც უნ­და გან­ვი­თარ­დეს ამ ასაკ­ში: ფი­ზი­კუ­რი გან­ვი­თა­რე­ბა — სირ­ბი­ლი, ხტო­მა; ნა­ტი­ფი მო­ტო­რი­კა — ხელ­ში კალ­მის ან ფან­ქ­რის კარ­გად ჭე­რა; სო­ცი­ა­ლურ-ემო­ცი­უ­რი უნა­რე­ბი — სწავ­ლი­სად­მი მიდ­გო­მა, კრი­ტი­კუ­ლი აზ­როვ­ნე­ბა, შე­კითხ­ვე­ბის დას­მა, სა­კუ­თა­რი აზ­რის და შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბის გა­მო­ხატ­ვა, თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა თა­ნა­ტო­ლებ­თან — აი, ამ უნა­რებ­ზე გა­კეთ­და აქ­ცენ­ტე­ბი და აქ­ტი­ვო­ბე­ბიც ჩა­მოთ­ვ­ლილ უნა­რებს შე­უ­სა­ბამ­და“.
პროგ­რა­მით ბავ­შ­ვი იძენს მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან სო­ცი­ა­ლურ უნარ-ჩვე­ვებს, რაც მას მას­წავ­ლებ­ლებ­თან და თა­ნა­ტო­ლებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბი­სას და­ეხ­მა­რე­ბა. სას­კო­ლო მზა­ო­ბის პროგ­რა­მას ბა­ღის პროგ­რა­მის­გან ერ­თი მთა­ვა­რი ნი­შა­ნი — ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი მიდ­გო­მა — გა­ნას­ხ­ვა­ვებს. ეს კი პროგ­რა­მის წარ­მარ­თ­ვი­სას უმ­თავ­რე­სია. ეს უნ­და იყოს პროგ­რა­მა, რო­მე­ლიც კონ­კ­რე­ტუ­ლი ბავ­შ­ვის სა­ჭი­რო­ე­ბებ­ზე იქ­ნე­ბა მორ­გე­ბუ­ლი. ამ სი­ახ­ლე­ე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა, ბუ­ნებ­რი­ვია, პე­და­გო­გებს მომ­ზა­დე­ბის გა­რე­შე გა­უ­ჭირ­დე­ბო­დათ, ამი­ტო­მაც იუნი­სე­ფის დახ­მა­რე­ბით, გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­რო­სა და მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტებ­თან ერ­თად, მომ­ზად­და სპე­ცი­ა­ლუ­რი აღ­მ­ზ­რ­დე­ლის სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო და გა­დამ­ზად­დ­ნენ აღ­მ­ზ­რ­დე­ლე­ბი.
თა­მარ ბაქ­რა­ძე ამ­ბობს, რომ აღ­მ­ზ­რ­დე­ლებს, ვი­საც ტრე­ნინ­გე­ბი ჩა­უ­ტარ­დათ, ძა­ლი­ან მოს­წონთ პროგ­რა­მა, რაც მთა­ვა­რია, „პირ­ვე­ლად მოხ­და ყვე­ლა იმ პრინ­ცი­პის გა­წე­რა, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც თვი­თონ აღ­მ­ზ­რ­დელს შე­უძ­ლია და­გეგ­მოს აქ­ტი­ვო­ბა. მარ­თა­ლია, შე­მო­თა­ვა­ზე­ბუ­ლია აქ­ტი­ვო­ბე­ბის კრე­ბუ­ლი, მაგ­რამ მას უფ­რო სა­რე­კო­მენ­და­ციო ხა­სი­ა­თი აქვს. სა­სურ­ვე­ლია, აღ­მ­ზ­რ­დელ­მა, ბავ­შ­ვის სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, თა­ვად და­გეგ­მოს შე­სა­ბა­მი­სი აქ­ტი­ვო­ბა. ბავ­შ­ვებ­თა­ნაც გა­მოვ­ცა­დეთ რამ­დე­ნი­მე აქ­ტი­ვო­ბა და კარ­გი შე­დე­გი მი­ვი­ღეთ. პა­ტა­რებს გან­სა­კუთ­რე­ბით ის თა­მა­შე­ბი მოს­წონთ, რო­მე­ლიც მა­ღალ სა­აზ­როვ­ნო უნა­რებ­ზეა გათ­ვ­ლი­ლი“.
იუნი­სე­ფის კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის ხელ­­მ­ძღ­ვა­ნე­ლი მაია ქურ­ცი­კი­ძე აცხა­დებს, რომ სას­კო­ლო მზა­ო­ბის პროგ­რა­მა გახ­დე­ბა ის და­მა­კავ­ში­რე­ბე­ლი რგო­ლი, რო­მე­ლიც აქამ­დე არ არ­სე­ბობ­და ბაღ­სა და სკო­ლას შო­რის: „ჩვენ მი­ერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კვლე­ვე­ბით დას­ტურ­დე­ბა, რომ სა­ბავ­შ­ვო ბა­ღი­დან გა­მო­სუ­ლი ბავ­შ­ვი არ იყო კარ­გად მომ­ზა­დე­ბუ­ლი სკო­ლის­თ­ვის. ბაღ­ში გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი გა­რე­მოა — ნა­ხევ­რად არა­ფორ­მა­ლუ­რი და მას ასე­თი გა­რე­მო­დან  ფორ­მა­ლურ —  უფ­რო სტრუქ­ტუ­რი­რე­ბულ  გა­რე­მო­ში გა­დას­ვ­ლა უწევს, სა­დაც  გარ­კ­ვე­ულ წე­სებს უნ­და და­ე­მორ­ჩი­ლოს, მაგ., მერ­ხ­თან ჯდო­მას და ა.შ. აქამ­დე არ გვქონ­და ამ ორ ინ­ს­ტი­ტუ­ცი­ას შო­რის და­მა­კავ­ში­რე­ბელი რგო­ლი. სას­კო­ლო მზა­ო­ბის პროგ­რა­მა სწო­რედ ამ ხარ­ვე­ზის ამოვ­სე­ბას ცდი­ლობს. ხში­რად მშობ­ლე­ბი გვე­კითხე­ბი­ან —  თვლას ის­წავ­ლის? რა თქმა უნ­და, თვლა­საც ის­წავ­ლის და ბევრ სხვა რა­მე­საც, მაგ­რამ, მთა­ვა­რია, რომ  მი­სი გან­ვი­თა­რე­ბა და აღ­ზ­რ­და თა­მაშ­ზე იქ­ნე­ბა და­ფუძ­ნე­ბუ­ლი. პროგ­რა­მის პირ­ვე­ლი  წე­ლი სა­პი­ლო­ტე-საც­დე­ლია, ერ­თ­წ­ლი­ა­ნი გა­მოც­დი­ლე­ბის შემ­დეგ კი, პროგ­რა­მა მე­ტად და­იხ­ვე­წე­ბა და 2016 წლი­დან ქვეყ­ნის მას­შ­ტა­ბით და­ი­ნერ­გე­ბა“.
 იუნი­სე­ფი თა­ნამ­შ­რომ­ლობს უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­თან, რომ მათ სკო­ლამ­დე­ლი გა­ნათ­ლე­ბის მას­წავ­ლებ­ლე­ბის მომ­ზა­დე­ბა შეძ­ლონ სწავ­ლე­ბის და­წყე­ბამ­დე და უშუ­ა­ლოდ სწავ­ლე­ბის პრო­ცე­სის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას. ილი­ას უნი­ვერ­სი­ტეტ­მა, იუნი­სე­ფის მხარ­და­ჭე­რით, შე­ი­მუ­შა­ვა ბავ­შ­ვის ად­რე­ულ ასაკ­ში გან­ვი­თა­რე­ბის სა­ბა­კა­ლავ­რო პროგ­რა­მა, რომ­ლის აკ­რე­დი­ტა­ცია 2016 წელს მოხ­დე­ბა. მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ისიც, რომ პარ­ლა­მენ­ტი და მთავ­რო­ბა მუ­შა­ობს სკო­ლამ­დე­ლი გა­ნათ­ლე­ბის სა­კა­ნონ­მ­დებ­ლო ბა­ზის გაძ­ლი­ე­რე­ბა­ზე. შე­მუ­შავ­და კა­ნო­ნი ად­რე­უ­ლი და სკო­ლამ­დე­ლი გა­ნათ­ლე­ბის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც ეროვ­ნულ კა­ნონ­მ­დებ­ლო­ბას და პრაქ­ტი­კას სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტებ­თან შე­სა­ბა­მი­სო­ბა­ში  მო­იყ­ვანს. კა­ნო­ნი უზ­რუნ­ველ­ყოფს, მო­წეს­რიგ­დეს სა­ვალ­დე­ბუ­ლო ეროვ­ნუ­ლი სტან­დარ­ტე­ბი გა­ნათ­ლე­ბა­ზე, სა­ნი­ტა­რიულ პი­რო­ბებ­სა და ჰი­გი­ე­ნა­ზე, ინ­ფ­რას­ტრუ­ქ­ტუ­რა­ზე, კვე­ბა­სა და სწავ­ლე­ბა­ზე და მოხ­დეს ამ სტან­დარ­ტე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის მუდ­მი­ვი მო­ნი­ტო­რინ­გი. სას­კო­ლო მზა­ო­ბის პროგ­რა­მა, კა­ნო­ნის სა­ფუძ­ველ­ზე, სა­ვალ­დე­ბუ­ლო გახ­დე­ბა.
რამ­დენ­მა ბავ­შ­ვ­მა მი­ი­ღო ეს გა­მოწ­ვე­ვა და და­ახ­ლო­ე­ბით  რამ­დე­ნი ჩა­ერ­თ­ვე­ბა წელს სას­კო­ლო მზა­ო­ბის პროგ­რა­მა­ში, რო­გო­რი გა­რე­მო დახ­ვ­დე­ბათ პა­ტა­რებს „დაგ­ვი­ა­ნე­ბულ პირ­ველ სექ­ტემ­ბერს“ საკ­ლა­სო ოთა­ხის ნაც­ვ­ლად, ამის შე­სა­ხებ კო­მენ­ტა­რი ვთხო­ვეთ ბა­გა-ბა­ღე­ბის სა­ა­გენ­ტოს უფ­რო­სის მო­ად­გი­ლეს ნი­ნო ბურ­ძე­ნი­ძეს: „მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გა­დამ­ზა­დე­ბის ცენ­ტ­რის მი­ერ გან­ხორ­ცი­ელ­და ბა­გა-ბა­ღე­ბის მე­თო­დის­ტე­ბის გა­დამ­ზა­დე­ბა; სულ ბა­გა-ბა­ღებ­ში 10 000-მდე სას­კო­ლო მზა­ო­ბის ასა­კის ბავ­შ­ვი გვყავს, ასე­ვე ვე­ლო­დე­ბით სა­ჯა­რო სკო­ლე­ბის ბა­ზა­ზე სას­კო­ლო მზა­ო­ბის ჯგუ­ფებ­ში რე­გის­ტ­რი­რე­ბულ ბავ­შ­ვ­თა გარ­კ­ვე­ულ რა­ო­დე­ნო­ბას. რამ­დე­ნი ბავ­შ­ვი და­რე­გის­ტ­რირ­დე­ბა სას­კო­ლო მზა­ო­ბის ჯგუ­ფებ­ში და ყვე­ლა მოთხოვ­ნას და­აკ­მა­ყო­ფი­ლებს თუ არა ვა­კან­ტუ­რი ად­გი­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა, ჯერ­ჯე­რო­ბით, ამის შე­სა­ხებ ვე­რა­ფერს გეტყ­ვით. შე­მიძ­ლია მხო­ლოდ ის გით­ხ­რათ, რომ პროგ­რა­მა და­იწყე­ბა ბა­გა-ბა­ღე­ბის ყვე­ლა კონკრეტულ ასა­კობ­რივ ჯგუფ­ში და შერ­ჩე­ულ  სა­ჯა­რო სკო­ლებ­ში. პროგ­რა­მის მი­ხედ­ვით,  დღის გან­რი­გი 3 სა­ათ­ზეა გათ­ვ­ლი­ლი. მსურ­ვე­ლებ­მა უნ­და შე­ავ­სონ ელექ­ტო­რო­ნუ­ლი სა­რე­გის­ტ­რა­ციო ფორ­მა ქ. თბი­ლი­სის ბა­გა-ბა­ღე­ბის მარ­თ­ვის სა­ა­გენ­ტოს ოფი­ცი­ა­ლურ ვებ­გ­ვერ­დ­ზე www.kids.org.ge“.
გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­რომ სას­კო­ლო მზა­ო­ბის პროგ­რა­მის­თ­ვის მე­რი­ას 50 სკო­ლა შეს­თა­ვა­ზა, სა­დაც, სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში, სას­კო­ლო მზა­ო­ბის ჯგუ­ფე­ბი გა­იხ­ს­ნე­ბა. შერ­ჩე­ულ სკო­ლებ­ში მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბი ჩა­ტარ­და. გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის მი­ნის­ტ­რი თა­მარ სა­ნი­კი­ძე აცხა­დებს, რომ „პროგ­რა­მა ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი და აუცი­ლე­ბე­ლია, რომ აღა­რა­ფე­რი ვთქვათ იმა­ზე, რომ დაგ­ვი­ა­ნე­ბუ­ლია სკო­ლამ­დელ გა­ნათ­ლე­ბა­ზე ზრუნ­ვა. კარ­გია, რომ პროგ­რა­მა წელს და­ვიწყეთ. წლე­ვან­დე­ლი წე­ლი ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი იქ­ნე­ბა, რად­გა­ნაც პარ­ლა­მენ­ტი მა­ლე გა­ნი­ხი­ლავს კა­ნონ­პ­რო­ექტს, რო­მე­ლიც სკო­ლამ­დელ გა­ნათ­ლე­ბას ეხე­ბა, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ მო­მა­ვა­ლი წლი­დან სას­კო­ლო მზა­ო­ბის პროგ­რა­მა სა­ვალ­დე­ბუ­ლო გახ­დე­ბა“. 
ასა­კის გა­მო სკო­ლის გა­რეთ დარ­ჩე­ნი­ლი ათა­სო­ბით პა­ტა­რას­თ­ვის კი მა­ლე „პირ­ვე­ლი სექ­ტემ­ბე­რი“ დად­გე­ბა და თა­მა­შით სწავ­ლის ერ­თი წე­ლი პირ­ველ კლას­ში სწავ­ლის წარ­მა­ტე­ბით გაგ­რ­ძე­ლე­ბის სა­უ­კე­თე­სო სა­შუ­ა­ლე­ბად იქ­ცე­ვა. მთა­ვა­რია, რო­გორ გა­არ­თ­მე­ვენ თავს პრო­ექ­ტის  უმ­თავ­რეს არსს ახ­ლად გა­დამ­ზა­დე­ბუ­ლი აღ­მ­ზ­რ­დე­ლე­ბი, მათ ხომ ყვე­ლა­ფე­რი თა­მა­შით უნ­და ას­წავ­ლონ ბავ­შ­ვებს იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ  ყვე­ლა ბავ­შ­ვი გან­ს­აკუთ­რე­ბუ­ლია და მათ გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი სურ­ვი­ლე­ბი და სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი აქვთ. 

25-28(942)N