გამოდის 1998 წლიდან
2015-11-19
ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტ­თა კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბის ასამაღლებლად

გვე­სა­უბ­რე­ბა ჟა­ნა კვა­ჭა­ძე, მას­წავ­ლე­ბელ­თა
პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი
ცენ­ტ­რის ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი და სპე­ცი­ა­ლუ­რი
გა­ნათ­ლე­ბის კონ­სულ­ტან­ტი

— რა მიმა­რ­თუ­ლე­ბით შეგ­ვიძ­ლია გან­ვი­ხი­ლოთ ინ­კ­ლუ­ზი­ურ გა­ნათ­ლე­ბა­ში მას­წავ­ლებ­ლის სახ­ლის საქ­მი­ა­ნო­ბა?
— ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით ცენ­ტ­რ­მა 2009 წლი­დან და­იწყო მუ­შა­ო­ბა. პირ­ვე­ლი, რაც ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­კეთ­და, შე­იქ­მ­ნა სპე­ცი­ა­ლუ­რი მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სი­უ­ლი სტან­დარ­ტი. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რომ ცენ­ტ­რი, ზო­გა­დად, მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სი­ულ სტან­დარ­ტებ­ზე მუ­შა­ობს და უზ­რუნ­ველ­ყოფს ტრე­ნინ­გებს, პროგ­რა­მებს იმი­სათ­ვის, რომ პე­და­გო­გებ­მა სტან­დარ­ტე­ბის შე­სა­ბა­მი­სი კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბი შე­ი­ძი­ნონ.
ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით ცენ­ტ­რის პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბაა მას­წავ­ლებ­ლე­ბის კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბის ამაღ­ლე­ბა — რო­გორც ზო­გა­დად საგ­ნის ან საგ­ნობ­რი­ვი ჯგუ­ფის მას­წავ­ლებ­ლე­ბის, ასე­ვე სკო­ლის ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ის, რე­სურ­ს­ცენ­ტ­რე­ბის  და პრო­ფე­სი­უ­ლი სას­წავ­ლებ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის. ე.წ. ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი სპე­ცი­ფი­კუ­რი კად­რია, სა­დაც ერ­თი­ან­დე­ბი­ან რო­გორც სპე­ცი­ა­ლუ­რი მას­წავ­ლებ­ლე­ბი, ისე ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის კო­ორ­დი­ნა­ტო­რე­ბი (არ­სე­ბობს ასე­თი პო­ზი­ცია სკო­ლა­ში) და ფსი­ქო­ლო­გე­ბი, რომ­ლე­ბიც მუ­შა­ო­ბენ სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­ჭი­რო­ე­ბის მქო­ნე მოს­წავ­ლე­ებ­თან. ინ­კ­ლუ­ზი­ურ გა­ნათ­ლე­ბა­ში მას­წავ­ლებ­ლის სახ­ლის საქ­მი­ა­ნო­ბა ორი მი­მარ­თუ­ლე­ბით შეგ­ვიძ­ლია გან­ვი­ხი­ლოთ — ერ­თი, ზო­გა­დად, გა­ნათ­ლე­ბის სფე­როს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის — სკო­ლის და პრო­ფე­სი­უ­ლი სას­წავ­ლებ­ლის — კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბი ინ­კ­ლუ­ზი­ურ გა­ნათ­ლე­ბა­ში და მე­ო­რე — სპე­ცი­ა­ლუ­რი კად­რე­ბის, ანუ ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბი ინ­კ­ლუ­ზი­ურ გა­ნათ­ლე­ბა­ში.
გარ­და იმი­სა, რომ სპე­ცი­ა­ლუ­რი მას­წავ­ლებ­ლის სტან­დარ­ტი შე­ვი­მუ­შა­ვეთ, ცენ­ტ­რი მო­ნა­წი­ლე იყო იმ ერ­თობ­ლი­ვი ინი­ცი­ა­ტი­ვის, რო­მე­ლიც გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­რო­სა და სა­ხალ­ხო დამ­ც­ვე­ლის აპა­რატ­თან ერ­თად გან­ხორ­ცი­ელ­და — „ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის შე­სა­ხებ“ კა­ნონ­ში ცვლი­ლე­ბე­ბის შე­ტა­ნა იმის­თ­ვის, რომ ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის და­ნერ­გ­ვის­თ­ვის ხე­ლი შეგ­ვეწყო. კა­ნონ­ში გაჩ­ნ­და ჩა­ნა­წე­რი სპე­ცი­ა­ლუ­რი მას­წავ­ლებ­ლის შე­სა­ხებ, გა­კეთ­და გან­მარ­ტე­ბა, ვინ არის და რა კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის მქო­ნეა სპე­ცი­ა­ლუ­რი მას­წავ­ლე­ბე­ლი. კა­ნონ­ში სხვა პუნ­ქ­ტე­ბიც შე­ვი­და, რო­მე­ლიც ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის და­ნერ­გ­ვას უწყობს ხელს. მა­გა­ლი­თად, რას წარ­მო­ად­გენს მულ­ტი­დის­ციპ­ლი­ნუ­რი გუნ­დი, რო­გორ უნ­და იქ­ნეს გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი ჟეს­ტუ­რი ენა და დამ­ხ­მა­რე სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი სენ­სო­რუ­ლი დარ­ღ­ვე­ვე­ბის მქო­ნე მოს­წავ­ლის­თ­ვის და ა.შ. ამის შემ­დეგ ცენ­ტ­რ­ში გაჩ­ნ­და ტრე­ნინგ-მო­დუ­ლე­ბი, პროგ­რა­მე­ბი, რა­თა ხე­ლი შეგ­ვეწყო გა­ნათ­ლე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის სფე­რო­ში. პრინ­ციპ­ში, დღეს უკ­ვე საკ­მა­ოდ ბევ­რი სა­ინ­ტე­რე­სო ტრე­ნინგ-მო­დუ­ლი გვაქვს, რო­მე­ლიც ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბულ სა­ჭი­რო­ე­ბებს ეხ­მი­ა­ნე­ბა. ეს მო­დუ­ლე­ბი შე­იქ­მ­ნა მას­წავ­ლებ­ლე­ბი­სა და სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის რე­ა­ლუ­რი მოთხოვ­ნე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მა­თი დაკ­ვე­თით — ხში­რად მას­წავ­ლებ­ლე­ბიც მოგ­ვ­მარ­თავ­დ­ნენ, რო­გო­რი სა­ხის მო­დუ­ლი სჭირ­დე­ბო­დათ, ისი­ნი ხომ რაც შე­იძ­ლე­ბა მეტ პრაქ­ტი­კულ სა­მუ­შა­ო­ს ა­ხორ­ცი­ე­ლე­ბენ.
— რა მო­დუ­ლებს სთა­ვა­ზობს ცენ­ტ­რი ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტებს?
— ჩვენ პე­და­გო­გებს ვთა­ვა­ზობთ 20-სა­ა­თი­ან მო­დულს, რო­მე­ლიც ნე­ბის­მი­ე­რი  მას­წავ­ლებ­ლის­თ­ვი­საა გან­კუთ­ვ­ნი­ლი, მათ შო­რის, დამ­წყე­ბი პე­და­გო­გე­ბის­თ­ვის. ეს უფ­რო ზო­გა­დი ხა­სი­ა­თის მო­დუ­ლია — „სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­ჭი­რო­ე­ბის მქო­ნე მოს­წავ­ლის ინ­ტეგ­რა­ცია ზო­გად­სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო კლას­ში“. ეს მო­დუ­ლი ზო­გად წარ­მოდ­გე­ნას უქ­მ­ნის მას­წავ­ლე­ბელს, რო­მელ­საც შე­იძ­ლე­ბა ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის სფე­რო­ში არა­ნა­ი­რი ცოდ­ნა და გა­მოც­დი­ლე­ბა არ ჰქონ­დეს; პე­და­გო­გებს აძ­ლევს ძა­ლი­ან სა­ჭი­რო პრაქ­ტი­კულ რჩე­ვებს კონ­კ­რე­ტულ სპე­ცი­ა­ლურ სა­ჭი­რო­ე­ბებ­ზე, ქცე­ვით პრობ­ლე­მებ­ზე, ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი ტი­პის და სწავ­ლის უნა­რის დარ­ღ­ვე­ვებ­ზე და ა.შ. მა­გა­ლი­თად, ქარ­თუ­ლის მას­წავ­ლე­ბელ­მა რა კონ­კ­რე­ტუ­ლი სტრა­ტე­გია უნ­და გა­მო­ი­ყე­ნოს იმის­თ­ვის, რომ მო­ა­ხერ­ხოს სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­ჭი­რო­ე­ბის მქო­ნე ბავ­შ­ვის ინ­ტეგ­რა­ცია კლას­ში. სა­სურ­ვე­ლი და აუცი­ლე­ბე­ლია აღ­ნიშ­ნუ­ლი მო­დუ­ლი გა­ი­ა­როს იმ 60 ათა­სმა მას­წავ­ლე­ბელ­მა, რო­მე­ლიც დღეს ქვე­ყა­ნა­ში გვყავს. ასე­ვე ცალ­კე მო­დუ­ლია მომ­ზა­დე­ბუ­ლი ქცე­ვის დარ­ღ­ვე­ვის მქო­ნე მოს­წავ­ლე­თა სწავ­ლე­ბი­სათ­ვის და ისიც გან­კუთ­ვ­ნი­ლია ნე­ბის­მი­ე­რი მას­წავ­ლებ­ლის­თ­ვის, რო­მე­ლიც კლას­ში ქცე­ვით პრობ­ლე­მებს აწყ­დე­ბა. ასე­თი პრობ­ლე­მა შე­იძ­ლე­ბა ჰქონ­დეს რო­გორც სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­ჭი­რო­ე­ბის მქო­ნეს, ისე ჩვე­უ­ლებ­რივ მოს­წავ­ლეს. ორ­კ­ვი­რი­ა­ნი ტრე­ნინგ-მო­დუ­ლი ას­წავ­ლის პე­და­გოგს, რო­გორ და­ეხ­მა­როს ბავშვს ქცე­ვის მე­ნეჯ­მენ­ტ­ში და, ზო­გა­დად, გა­აც­ნო­ბი­ე­როს რა არის კლა­სის მე­ნეჯ­მენ­ტის პრინ­ცი­პე­ბი.
ილი­ას სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­თან თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბით მო­ვამ­ზა­დეთ ერ­თი ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო მო­დუ­ლი — აუტიზ­მის სპექ­ტ­რის აშ­ლი­ლო­ბის მქო­ნე მოს­წავ­ლე­თა სწავ­ლე­ბა. მო­დუ­ლი ილი­ას სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­მა შე­ი­მუ­შა­ვა, ჩვენ შო­რის გა­ფორ­მ­და  მე­მო­რან­დუ­მი. ტრე­ნინ­გიც ილი­ას უნი­ვერ­სი­ტე­ტის „ბავ­შ­ვ­თა და მო­ზარ­დ­თა გან­ვი­თა­რე­ბის კლი­ნი­კის“ ბა­ზა­ზე ტარ­დე­ბა და მო­ნა­წი­ლე­ებს სა­შუ­ა­ლე­ბა აქვთ, პრაქ­ტი­კა უშუ­ა­ლოდ ბავ­შ­ვებ­თან გა­ი­ა­რონ. მო­დუ­ლი გან­კუთ­ვ­ნი­ლია ნე­ბის­მი­ე­რი მას­წავ­ლებ­ლის­თ­ვის, ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი სწავ­ლე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტის­თ­ვის ან უშუ­ა­ლოდ იმ მას­წავ­ლებ­ლის­თ­ვის, რო­მე­ლიც აუტიზ­მის სპექ­ტ­რის აშ­ლი­ლო­ბის მქო­ნე მოს­წავ­ლეს­თან მუ­შა­ობს.
ასე­ვე გვაქვს მო­დუ­ლი სკო­ლის ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ის­თ­ვის — დი­რექ­ტო­რე­ბი­სა და რე­სურ­ს­ცენ­ტ­რე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის­თ­ვის, რო­მე­ლიც ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ულ ჭრილ­ში აჩ­ვე­ნებს ტრე­ნინ­გის მო­ნა­წი­ლე­ებს, თუ რო­გორ შე­უწყონ ხე­ლი ინ­კ­ლუ­ზი­ურ გა­ნათ­ლე­ბას სკო­ლა­ში. მა­გა­ლი­თად, რო­გორ შექ­მ­ნას დი­რექ­ტორ­მა სკო­ლა­ში ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­რე­მო, რა პრინ­ცი­პე­ბი გა­ით­ვა­ლის­წი­ნოს ამის­თ­ვის და კარ­გად გა­ი­აზ­როს, რას ნიშ­ნავს ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბა. სა­სურ­ვე­ლია, რომ ყვე­ლა სკო­ლის დი­რექ­ტორ­მა და რე­სურ­ს­ცენ­ტ­რის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა გა­ი­ა­როს ეს ტრე­ნინ­გი.
122 სა­კონ­ტაქ­ტო სა­ა­თი და და­ახ­ლო­ე­ბით ამ­დე­ნი­ვე და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­მუ­შაო სა­ა­თი ეთ­მო­ბა  ყვე­ლა­ზე ხან­გ­რ­ძ­ლივ, სპე­ცი­ა­ლუ­რი პედ­გო­გე­ბის­თ­ვის შექ­მ­ნილ, ტრე­ნინგ-მო­დულს. სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ჯერ­ჯე­რო­ბით სულ რა­მ­დე­ნი­მე უნი­ვერ­სი­ტეტს აქვს სპე­ცი­ა­ლუ­რი პე­და­გო­გი­კის მა­გის­ტ­რა­ტუ­რა, რაც რე­ა­ლურ სა­ჭი­რო­ე­ბას ვერ აკ­მა­ყო­ფი­ლებს, შე­სა­ბა­მი­სად, არ­სე­ბობს კად­რე­ბის დე­ფი­ცი­ტი. გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­რო, აღ­ნიშ­ნუ­ლი დე­ფი­ცი­ტის აღ­მოფხ­ვ­რის მიზ­ნით, მას­წავ­ლებ­ლის ან ფსი­ქო­ლო­გის კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის (ან მო­ნა­თე­სა­ვე — ლო­გო­პე­დი, ოკუ­პა­ცი­უ­რი თე­რა­პევ­ტი) მქო­ნე ადა­მი­ა­ნებს ასაქ­მებს ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბად — სპე­ცი­ა­ლურ მას­წავ­ლებ­ლად, კო­ორ­დი­ნა­ტო­რად ან ფსი­ქო­ლო­გად. შე­საძ­ლოა, ისი­ნი თა­ვი­ან­თი დარ­გის ძა­ლი­ან კარ­გი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი იყ­ვ­ნენ, მაგ­რამ არ ჰქონ­დეთ ცოდ­ნა და გა­მოც­დი­ლე­ბა სპე­ცი­ა­ლუ­რი პე­და­გო­გი­კის მი­მარ­თუ­ლე­ბით. შე­სა­ბა­მი­სად, კურ­სე­ბი (სამ­წუ­ხა­როდ ერ­თა­დერ­თია ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით), რო­მელ­საც მას­წავ­ლებ­ლის სახ­ლი მათ სთა­ვა­ზობს, 120-სა­ა­თი­ა­ნია და სპე­ცი­ა­ლუ­რი პე­და­გო­გი­კის მხო­ლოდ მი­ნი­მა­ლურ, ბა­ზი­სურ მოთხოვ­ნებს აკ­მა­ყო­ფი­ლებს. დღეს­დღე­ო­ბით მხო­ლოდ ამის შე­თა­ვა­ზე­ბა შეგ­ვიძ­ლია პე­და­გო­გე­ბის­თ­ვის. ამის იქით კი, ვფიქ­რობ, უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის პრე­რო­გა­ტი­ვაა სპე­ცი­ა­ლუ­რი პე­და­გო­გი­კის სა­მა­გის­ტ­რო და სა­ბა­კა­ლავ­რო პროგ­რა­მე­ბის მომ­ზა­დე­ბა.
120-სა­ა­თი­ან კურ­ს­ზე მოთხოვ­ნა ძა­ლი­ან მა­ღა­ლია. ყვე­ლა სპე­ცი­ა­ლის­ტი, ვი­საც სკო­ლას­თან ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა უფორ­მ­დე­ბა, ვალ­დე­ბუ­ლია, ეს კურ­სე­ბი გა­ი­ა­როს — ასე­თი შე­თან­ხ­მე­ბა არ­სე­ბობს სა­მი­ნის­ტ­რო­სა და სკო­ლებს შო­რის. მას­წავ­ლე­ბე­ლი, რო­მე­ლიც და­საქ­მ­და და არა­სო­დეს უმუ­შა­ვია სპე­ცი­ა­ლურ პე­და­გო­გად, არა­ნა­ი­რი თე­ო­რი­უ­ლი ცოდ­ნა არ აქვს, ვალ­დე­ბუ­ლია, ეს კურ­სი მა­ინც გა­ი­ა­როს, რა­თა სტან­დარ­ტ­თან შე­სა­ბა­მი­სი მი­ნი­მა­ლუ­რი კომ­პე­ტენ­ცია შე­ი­ძი­ნოს.
— ვის შე­უძ­ლია იმუ­შა­ოს ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტად?
— სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს რე­გუ­ლა­ცი­ის თა­ნახ­მად, ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც სურს სპე­ცი­ა­ლურ პე­და­გო­გად  ან  ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის კო­ორ­დი­ნა­ტო­რად და­საქ­მე­ბა, აუცი­ლებ­ლად, კვა­ლი­ფი­კა­ცი­ით, მას­წავ­ლე­ბე­ლი უნ­და იყოს, იმი­ტომ რომ „ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის შე­სა­ხებ“ კა­ნო­ნის თა­ნახ­მად, სპე­ცი­ა­ლუ­რი პე­და­გო­გი არის პე­და­გო­გი, ანუ ის უნ­და აკ­მა­ყო­ფი­ლებ­დეს მას­წავ­ლებ­ლის კომ­პე­ტენ­ცი­ებს, ამას ემა­ტე­ბა სპე­ცი­ა­ლუ­რი მას­წავ­ლებ­ლის კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბი. რად­გან მოთხოვ­ნებ­ში ჩვენ გვი­დევს მას­წავ­ლე­ბე­ლი, შემ­დეგ, სპე­ცი­ა­ლუ­რი მას­წავ­ლებ­ლის კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბის შე­ძე­ნას, შე­თა­ვა­ზე­ბუ­ლი 120 სა­ა­თი­ა­ნი კურ­სით ვახ­დენთ. კურ­სი ორ თვე­ზე მეტ ხანს გრძელ­დე­ბა, ტარ­დე­ბა რო­გორც თბი­ლის­ში, ასე­ვე რე­გი­ო­ნებ­შიც.
— რა ხდე­ბა ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით?
— ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბა ცალ­კე მი­მარ­თუ­ლე­ბაა, შარ­შან გა­ვა­კე­თეთ და პრო­ფე­სი­უ­ლი სას­წავ­ლებ­ლის ყვე­ლა მას­წავ­ლებ­ელ­მა გა­ი­ა­რა ზო­გა­დი შე­სა­ვა­ლი კურ­სი, ეს იყო გაც­ნო­ბი­თი მო­დუ­ლი. ასე­ვე გვქონ­და მი­მარ­თუ­ლე­ბა სენ­სო­რუ­ლი დარ­ღ­ვე­ვე­ბის მქო­ნე მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის. შე­ვი­მუ­შა­ვეთ ჟეს­ტუ­რი ენის სწავ­ლე­ბის პირ­ვე­ლი დო­ნე; მო­ვამ­ზა­დეთ მხედ­ვე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბის მქო­ნე მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის ბრა­ი­ლის სის­ტე­მით სწავ­ლე­ბის მე­თო­დო­ლო­გია და  მცი­რემ­ხედ­ველ­თა სწავ­ლე­ბის მე­თო­დო­ლო­გია. მას­წავ­ლებ­ლებს, რომ­ლე­ბიც ას­წავ­ლი­ან უსი­ნათ­ლო მოს­წავ­ლე­ებს მო­დუ­ლით, ვას­წავ­ლით რო­გორც ბრა­ი­ლის შრიფ­ტით წე­რა-კითხ­ვას, ასე­ვე მე­თო­დო­ლო­გი­ას, თუ რო­გორ ას­წავ­ლონ ბრა­ი­ლის შრიფ­ტის გა­მო­ყე­ნე­ბა უსი­ნათ­ლო მოს­წავ­ლე­ებს.
რაც შე­ე­ხე­ბა მცი­რემ­ხედ­ველ­თა სწავ­ლე­ბის მო­დულს, მას­წავ­ლებ­ლებს ვაწ­ვ­დით ინ­ფორ­მა­ცი­ას, რო­გორ შე­უწყონ ხე­ლი მოს­წავ­ლეს, რომ ნარ­ჩე­ნი მხედ­ვე­ლო­ბა გა­მო­ი­ყე­ნოს.
უსი­ნათ­ლო ადა­მი­ა­ნე­ბი­სა­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით, მცი­რემ­ხედ­ვე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი მხვედ­ვ­ელო­ბას გარ­კ­ვე­უ­ლი პრო­ცენ­ტით გა­მო­ი­ყე­ნე­ბენ, უბ­რა­ლოდ, მათ შე­სა­ფე­რი­სი ადაპ­ტა­ცია და გა­რე­მოს­თან მორ­გე­ბა სჭირ­დე­ბათ.
მა­გა­ლი­თად, კონ­ტ­რას­ტე­ბის გაზ­რ­და, გა­ნა­თე­ბის რე­გუ­ლი­რე­ბა, შრიფ­ტის გაზ­რ­და და ა.შ. ჩვენ მას­წავ­ლებ­ლებს ამ ტექ­ნი­კა­საც ვაც­ნობთ.
— წელს რა სი­ახ­ლე­ე­ბია ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის ხელ­შე­საწყო­ბად?
— წელს კი­დევ უფ­რო გა­ფარ­თოვ­და ჩვე­ნი მო­დუ­ლე­ბი. სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­რო­სა და ნორ­ვე­გი­ის გა­ნათ­ლე­ბის და კვლე­ვის სა­მი­ნის­ტ­როს­თან ერ­თად ვა­ხორ­ცი­ე­ლებთ ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო ინი­ცი­ა­ტი­ვა-პრო­ექტს — „ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის და­ნერ­გ­ვა პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის და გა­დამ­ზა­დე­ბის სის­ტე­მა­ში“. საკ­მა­ოდ დი­დი პრო­ექ­ტია, ამი­ტომ ბევ­რი სტრუქ­ტუ­რაა ჩარ­თუ­ლი, მათ შო­რის ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რის სამ­სა­ხუ­რიც. პრო­ექ­ტი რამ­დე­ნი­მე წე­ლია მიმ­დი­ნა­რე­ობს, 2015 წლი­დან მას­ში მას­წავ­ლებე­ლ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რიც ჩა­ერ­თო. ბუ­ნებ­რი­ვია, ისევ და ისევ, მას­წავ­ლებ­ლე­ბის კომ­პე­ტენ­ცი­ებ­ზე გავ­დი­ვართ, მხო­ლოდ პრო­ფე­სი­უ­ლი ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის კუთხით. პრო­ექ­ტი სა­მი მი­მარ­თუ­ლე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს. ერ­თია პრო­ფე­სი­უ­ლი ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბა, ანუ პრო­ფე­სი­უ­ლი სას­წავ­ლებ­ლე­ბის კად­რე­ბის­თ­ვის ტრე­ნინგ-მო­დუ­ლე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბა. ჯერ­ჯე­რო­ბით შე­მუ­შავ­და ერ­თი მო­დუ­ლი, მზად­დე­ბა კი­დევ ორი. ზე­მოთ ვახ­სე­ნე, რომ შარ­შან პრო­ფე­სი­უ­ლი სას­წავ­ლებ­ლე­ბის მას­წავ­ლებ­ლებ­მა გა­ი­ა­რეს ზო­გა­დი შე­სა­ვა­ლი კურ­სი, წელს კი, ამ პრო­ექ­ტის ფარ­გ­ლებ­ში, კი­დევ უფ­რო გა­ვაღ­რ­მა­ვეთ კურ­სი და მე­ტად პრაქ­ტი­კუ­ლი გავ­ხა­დეთ. მე­ო­რე — შე­ვი­მუ­შა­ვეთ მო­დუ­ლი სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­ჭი­რო­ე­ბის მქო­ნე სტუ­დენ­ტე­ბის გა­ნათ­ლე­ბის ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი მიდ­გო­მე­ბი­სა და მა­თი პრო­ფე­სი­უ­ლი ტეს­ტი­რე­ბის­თ­ვის — ანუ რო­გორ ვას­წავ­ლოთ გარ­კ­ვე­უ­ლი სპე­ცი­ა­ლო­ბა სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­ჭი­რო­ე­ბის მქო­ნე სტუ­დენტს და რო­გორ მო­ვახ­დი­ნოთ მი­სი ტეს­ტი­რე­ბა. და­ბო­ლოს, იგეგ­მე­ბა კი­დევ ერ­თი სა­ინ­ტე­რე­სო მო­დუ­ლის შექ­მ­ნა, რო­მე­ლიც მარ­თა­ლია პრო­ფე­სი­ულ გა­ნათ­ლე­ბას ეხე­ბა, მაგ­რამ ჩა­ტარ­დე­ბა სკო­ლის მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვის. ამ მო­დუ­ლით შე­ვას­წავ­ლით მას­წავ­ლებ­ლებს, რო­გორ გა­უ­წი­ონ სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­ჭი­რო­ე­ბის მქო­ნე ბავ­შ­ვე­ბს პრო­ფე­სი­უ­ლი კონ­სულ­ტა­ცია. უფროს­კ­ლა­სე­ლებს, ვიდ­რე სკო­ლას და­ამ­თავ­რე­ბენ, სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი და­ეხ­მა­რე­ბი­ან პრო­ფე­სი­ის არ­ჩე­ვა­ში. ასე­ვე მზად­დე­ბა მო­დუ­ლი პრო­ფე­სი­უ­ლი სას­წავ­ლებ­ლე­ბის ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ის­თ­ვის, და­ახ­ლო­ე­ბით ისე­თი, რო­გო­რიც სკო­ლის ად­მი­ნი­ტა­რა­ცი­ის­თ­ვის მომ­ზად­და.
პრო­ექ­ტის ფარ­გ­ლე­ში, სმე­ნის დარ­ღ­ვე­ვე­ბის მქო­ნე პი­რე­ბის­თ­ვის, შე­ვი­მუ­შა­ვეთ ოთხი ტი­პის მო­დუ­ლი — ჟეს­ტუ­რი ენის სწავ­ლე­ბა სმე­ნის დარ­ღ­ვე­ვე­ბის მქო­ნე ადა­მი­ა­ნე­ბის­თ­ვის, ანუ ყრუ ადა­მი­ა­ნე­ბის­თ­ვის, რომ­ლებ­საც და­ბა­დე­ბი­დან არ ჰქონ­დათ ჟეს­ტუ­რი ენის გა­რე­მო და სრულ­ყო­ფი­ლად ვერ ფლობ­დ­ნენ მას. იმის­თ­ვის, რომ და­ვიც­ვათ მა­თი უფ­ლე­ბე­ბი, იმა­ვე მო­დულს ვთა­ვა­ზობთ ყრუ ადა­მი­ა­ნის ახ­ლობ­ლებს — თა­ნაკ­ლა­სელს, თა­ნა­კურ­სელს, მე­გო­ბარს და ა.შ., რა­თა იოლად შეძ­ლოს კონ­ტაქ­ტი. კურ­სებს ვთა­ვა­ზობთ ყრუ მოს­წავ­ლის/სტუ­დენ­ტის მშობ­ლებს და ოჯა­ხის წევ­რებს, მას­წავ­ლებ­ლებს. ერთ-ერ­თი მო­დუ­ლი ჟეს­ტუ­რი ენის თარ­ჯიმ­ნე­ბის­თ­ვი­სა­ცაა გან­კუთ­ვ­ნი­ლი. თუ­კი სხვა შემ­თხ­ვე­ვებ­ში ჟეს­ტურ ენას ვას­წავ­ლით, ეს მო­დუ­ლი გან­კუთ­ვ­ნი­ლია იმ ადა­მი­ა­ნე­ბის­თ­ვის, რომ­ლე­ბიც ჟეს­ტურ ენას მეტ-ნაკ­ლე­ბად სრულ­ყო­ფი­ლად ფლო­ბენ, მაგ­რამ  სჭირ­დე­ბათ თარ­ჯიმ­ნის ტექ­ნი­კის დახ­ვე­წა.
ასე­ვე ვგეგ­მავთ სას­წავ­ლო მა­სა­ლის შე­მუ­შა­ვე­ბას, კერ­ძოდ, ფილ­მე­ბის გა­და­ღე­ბას, რაც ჟეს­ტუ­რი ენის შეს­წავ­ლის მსურ­ვე­ლებს და­ეხ­მა­რე­ბა. ჟეს­ტუ­რი ენის ვი­დე­ო­გაკ­ვე­თი­ლე­ბი ორ ჯგუფ­ზე იქ­ნე­ბა გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი — ჟეს­ტუ­რი ენის შემ­ს­წავ­ლელ­თათ­ვის და ჟეს­ტუ­რი ენის თარ­ჯიმ­ნო­ბის შემ­ს­წავ­ლელ­თათ­ვის.
გრან­ტის ფარ­გ­ლებ­ში, შემ­დე­გი მი­მარ­თუ­ლე­ბაა მხედ­ვე­ლო­ბის დარ­ღ­ვე­ვის მქო­ნე პი­რე­ბის გა­ნათ­ლე­ბა. რო­გორც ვახ­სე­ნე, შე­ვი­მუ­შა­ვეთ ორი მო­დუ­ლი — მცი­რემ­ხედ­ველ­თა სწავ­ლე­ბა და ბრა­ი­ლის შრიფ­ტით სწავ­ლე­ბა — წელს ამას და­ვა­მა­ტეთ კი­დევ ერ­თი მო­დუ­ლი — ორი­ენ­ტა­ცია და მო­ბი­ლო­ბა.
მო­დუ­ლი სპე­ცი­ა­ლის­ტებს აც­ნობს, რო­გორ შე­უწყონ ხე­ლი უსი­ნათ­ლო ადა­მი­ა­ნე­ბის და­მო­უ­კი­დე­ბელ ორი­ენ­ტი­რე­ბას სივ­რ­ცე­ში — ანუ, რო­გორ შე­უწყონ ხე­ლი რე­ა­ლუ­რად მათ და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბას. ჩვენ, ბუ­ნებ­რი­ვია, არ ვამ­ზა­დებთ ორი­ენ­ტა­ცია-მო­ბი­ლო­ბის ინ­ს­ტრუ­ქ­ტო­რებს, რად­გან ეს ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი სპე­ცი­ა­ლო­ბაა და უმ­ჯო­ბე­სია მათ მომ­ზა­დე­ბა­ზე უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­მა იზ­რუ­ნონ. იყო ორი­ენ­ტა­ცია-მო­ბი­ლო­ბის ინ­ს­ტ­რუქ­ტო­რი, ნაშ­ნავს ძა­ლი­ან მა­ღალ პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბას — უსი­ნათ­ლო ადა­მი­ანს უნ­და ხე­ლი შე­უწყო, რომ შეძ­ლოს გა­და­ად­გი­ლე­ბა მეტ­რო­ში, მა­ტა­რე­ბელ­ში, აერო­პორ­ტ­ში, რაც, გარ­კ­ვე­ულ­წი­ლად, სი­ცოცხ­ლის რის­კებ­თა­ნა­ცაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. ამი­ტომ სპე­ცი­ა­ლის­ტი, რო­მე­ლიც მო­ბი­ლო­ბის ინ­ს­ტ­რუქ­ტო­რია, ძა­ლი­ან კარ­გად უნ­და იყოს მომ­ზა­დე­ბუ­ლი, რომ ეს რის­კე­ბი მი­ნი­მუ­მამ­დე და­იყ­ვა­ნოს. მას­წავ­ლე­ბელ­თა სახლს, ბუ­ნებ­რი­ვია, ასე­თი ტი­პის სპე­ცი­ა­ლის­ტის მომ­ზა­დე­ბის რე­სურ­სი არ აქვს, პრინ­ციპ­ში, ეს არც შე­დის ჩვენს ფუნ­ქ­ცი­ებ­ში. მაგ­რამ, ჩვენ გვაქვს მო­დუ­ლი, რომ­ლი­თაც ნე­ბის­მი­ერ სპე­ცი­ა­ლისტს, მათ შო­რის მას­წავ­ლე­ბელს, ვაც­ნობთ, რა­ტომ არის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი, რომ უსი­ნათ­ლო ადა­მი­ანს და­მო­უ­კი­დებ­ლად და უსაფ­რ­თხოდ შე­ეძ­ლოს გა­და­ად­გი­ლე­ბა. ვას­წავ­ლით ტექ­ნი­კას, ვაძ­ლევთ სა­შუ­ა­ლე­ბას, სა­კუ­თარ თავ­ზე გა­მოს­ცა­დოს, რო­გორ გა­და­ად­გილ­დ­ნენ სი­მუ­ლა­ცი­უ­რი სათ­ვა­­ლე­ე­ბი­სა და თეთ­რი ხელ­ჯო­ხის გა­მო­ყე­ნე­ბით (რო­მელ­საც უსი­ნათ­ლო­ე­ბი გა­მო­ი­ყე­ნე­ბენ). ეს გა­მოც­დი­ლე­ბა და ტექ­ნი­კა მათ და­ეხ­მა­რე­ბათ, რომ სკო­ლის შე­ნო­ბა­ში, ეზო­ში, დე­რე­ფან­ში ან საკ­ლა­სო ოთახ­ში — უფ­რო და­ცულ და უსაფ­რ­თხო სივ­რ­ცე­ში, თა­ვად შე­უწყონ ხე­ლი მოს­წავ­ლე­ების და­მო­უ­კი­დებ­ლად გა­და­ად­გი­ლე­ბას. მარ­თ­ლაც, ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო მო­დუ­ლი გა­მო­ვი­და, პრაქ­ტი­კუ­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბი ველ­ზე ჩა­ვა­ტა­რეთ, რა­შიც ხე­ლი შეგ­ვიწყო რო­გორც   თბი­ლი­სის სატ­რან­ს­პორ­ტო კომ­პა­ნი­ამ, ისე რკი­ნიგ­ზამ და აერო­პორ­ტის ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ამ — დაგ­ვით­მეს სივ­რ­ცე ტრე­ნინ­გე­ბის­თ­ვის და ახა­ლი იდე­ე­ბიც კი შე­მოგ­ვ­თა­ვა­ზეს. მად­ლო­ბა მინ­და გა­და­ვუ­ხა­დო მათ ასე­თი ჩარ­თუ­ლო­ბის­თ­ვის. სი­მუ­ლა­ცი­უ­რი ტრე­ნინ­გე­ბი რე­ა­ლურ ვითარებაში ჩა­ვა­ტა­რეთ — მო­ნა­წი­ლე­ებს მი­ვე­ცით სა­შუ­ა­ლე­ბა, უსი­ნათ­ლოს პო­ზი­ცი­ა­ში, სა­კუ­თარ თავ­ზე გა­მო­ე­ცა­დათ, რას ნიშ­ნავს გა­და­ად­გილ­დე თეთ­რი ხელ­ჯო­ხით. მა­ლე დას­რულ­დე­ბა ბრა­ი­ლის სწავ­ლე­ბის მე­თო­დურ სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ზე მუ­შა­ო­ბა. ეს იქ­ნე­ბა გზამ­კ­ვ­ლე­ვის ტი­პის მცი­რე­ტა­ნი­ა­ნი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო, სა­დაც აღ­წე­რი­ლი იქ­ნე­ბა ბრა­ი­ლის შრიფ­ტით სწავ­ლე­ბის მე­თო­დო­ლო­გია.
— რე­ა­ლუ­რად გა­ნათ­ლე­ბის რა ფორ­მებს სთა­ვა­ზობს სა­ხელ­მ­წი­ფო სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­ჭი­რო­ე­ბის მქო­ნე მოს­წავ­ლე­ებს?
— ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბა, ზო­გა­დად, გუ­ლის­ხ­მობს ნე­ბის­მი­ე­რი მოს­წავ­ლის, რო­მელ­საც აქვს სწავ­ლის პრობ­ლე­მა, მათ შო­რის, სპე­ცი­ა­ლუ­რი სჭი­რო­ე­ბის მქო­ნე მოს­წავ­ლის (შე­იძ­ლე­ბა იყოს ეთ­ნი­კუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, მზურ­ნ­ვე­ლო­ბა­მოკ­ლე­ბუ­ლი) ჩარ­თ­ვას ზო­გად­სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სის­ტე­მა­ში. თუმ­ცა, ისე რო­გორც მთელ მსოფ­ლი­ო­ში, არ­სე­ბობს ალ­ტერ­ნა­ტი­ვა და მშო­ბელს, ისე­ვე რო­გორც მოს­წავ­ლეს, აქვს არ­ჩე­ვა­ნის უფ­ლე­ბა — ის­წავ­ლოს ზო­გად­სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სკო­ლის ჩვე­უ­ლებ­რივ კლას­ში ან ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლ კლას­ში, რო­მელ­შიც ირიცხე­ბი­ან სხვა­დას­ხ­ვა სა­ჭი­რო­ე­ბის მქო­ნე მოს­წავ­ლე­ე­ბი (ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი დარ­ღ­ვე­ვის, სმე­ნის დარ­ღ­ვე­ვის ან სხვ.). ინ­ტეგ­რი­რე­ბულ კლას­ში მხო­ლოდ სსსმ მოს­წავ­ლე­ე­ბი სწავ­ლო­ბენ, თუმ­ცა, ის ღია კლა­სია და ბავშვს თა­ვი­სუფ­ლად შე­უძ­ლია გა­და­ვი­დეს ჩვე­ულე­ბ­რივ კლას­ში ან და­ეს­წ­როს რო­მე­ლი­მე გაკ­ვე­თილს, მა­გა­ლი­თად, ფიზ­კულ­ტუ­რის ან ქარ­თუ­ლის, თუ­კი კლა­სი ან მას­წავ­ლე­ბე­ლი მზად იქ­ნე­ბა იმის­თ­ვის, რომ სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­ჭი­რო­ე­ბის მქო­ნე ბავ­შ­ვი მი­ი­ღოს. მე­სა­მე ფორ­მა გახ­ლავთ სპე­ცი­ა­ლუ­რი პრო­ფი­ლის მქო­ნე სკო­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც დღეს, იური­დი­უ­ლად, ჩვე­უ­ლებ­რივ სა­ჯა­რო სკო­ლე­ბად გა­ნი­ხი­ლე­ბა, მაგ­რამ სპე­ცი­ა­ლუ­რი პრო­ფი­ლი­საა. სულ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ოთხი ტი­პის სკო­ლაა — ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი დარ­ღ­ვე­ვე­ბის მქო­ნე, სმე­ნის დარ­ღ­ვე­ვე­ბის მქო­ნე, მხედ­ვე­ლო­ბის დარ­ღ­ვე­ვე­ბის მქო­ნე და ქცე­ვის დარ­ღ­ვე­ვე­ბის მქო­ნე მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის.
სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­ჭი­რო­ე­ბის მქო­ნე ბავშვს მულ­ტი­დის­ციპ­ლი­ნუ­რი გუნ­დი აფა­სებს და, არ­სე­ბუ­ლი სკო­ლე­ბის მო­ნა­ცე­მე­ბის მი­ხედ­ვით, იძ­ლე­ვა რე­კო­მენ­და­ცი­ას, რო­მე­ლი სკო­ლაა მზად მის მი­სა­ღე­ბად. ამი­ტო­მაც ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია მი­სი შე­ფა­სე­ბა — თუ ბავშვს შე­ა­ფა­სებს ტო­ტა­ლურ ყრუდ, აუცი­ლებ­ლად მი­უ­თი­თებს, რომ უმ­ჯო­ბე­სია ბავ­შ­ვი სპე­ცი­ა­ლი­ზე­ბულ სკო­ლა­ში წა­ვი­დეს ან ჩა­ი­რიცხოს ინ­ტეგ­რი­რე­ბულ კლას­ში, რად­გან სწო­რედ ამ კლას­შია მის­თ­ვის სა­ჭი­რო რე­სურ­სი — მას­წავ­ლე­ბე­ლი, რო­მე­ლიც ჟეს­ტუ­რად მეტყ­ვე­ლებს. თუმ­ცა, არ არის გა­მო­რიცხუ­ლი, რომ მშო­ბელ­მა უარი თქვას ბავ­შ­ვის სპე­ცი­ა­ლი­ზე­ბულ სკო­ლა­ში მიყ­ვა­ნა­ზე, თუნ­დაც იმ მარ­ტი­ვი მი­ზე­ზის გა­მო, რომ შორს ცხოვ­რობს, მა­გა­ლი­თად, რო­მე­ლი­მე რა­ი­ონ­ში ან სო­ფელ­ში. ამის უფ­ლე­ბა მშო­ბელს აქვს და სწო­რი­ცაა, მას არ უნ­და, რომ უსი­ნათ­ლო ან ყრუ შვი­ლი მარ­ტო გა­უშ­ვას სკო­ლა­ში და კვი­რა­ო­ბით ვერ ნა­ხოს. ამი­ტო­მაც სკო­ლას აქვს ვალ­დე­ბუ­ლე­ბა, რომ მი­სი მოთხოვ­ნე­ბი და­აკ­მა­ყო­ფი­ლოს. მა­გა­ლი­თად, ასე­თი შემ­თხ­ვე­ვე­ბი გვქონ­და ბა­თუ­მი­სა და ფო­თის სა­ჯა­რო სკო­ლებ­ში, იქ უსი­ნათ­ლო მოს­წავ­ლე­ე­ბი ჩა­ი­რიცხ­ნენ, ამი­ტომ, ზაფხულ­ში ბა­თუმ­ში ოთხი პე­და­გო­გის მო­სამ­ზა­დებ­ლად გავ­გ­ზავ­ნეთ ტრე­ნე­რე­ბი და მათ ბრა­ი­ლის სის­ტე­მა შევას­წავ­ლეთ. ამ­დე­ნი მო­დუ­ლი სწო­რედ იმის­თ­ვის გვაქვს, რომ რო­ცა სა­ხელ­მ­წი­ფო ინ­კ­ლუ­ზი­ურ გა­ნათ­ლე­ბას პრი­ო­რი­ტე­ტად აცხა­დებს, სკო­ლე­ბი, სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში, მო­ვამ­ზა­დოთ თუნ­დაც ერ­თი სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­ჭი­რო­ე­ბის მქო­ნე მოს­წავ­ლის მი­სა­ღე­ბად. სკო­ლამ მი­ღე­ბა­ზე არც ერთ მოს­წავ­ლეს არ უნ­და უთხ­რას უარი იმის გა­მო, რომ სპე­ცი­ა­ლის­ტი არ ჰყავს.
სხვა­თა შო­რის, სა­ინ­ტე­რე­სოა ისიც, რომ ჩვენ ვთა­ნამ­შ­რომ­ლობთ სპე­ცი­ა­ლუ­რი პრო­ფი­ლის მქო­ნე სკო­ლებ­თან და ვი­ყე­ნებთ მათ რე­სურსს რო­გორც მა­ტე­რი­ა­ლურს, ისე ადა­მი­ა­ნურს — ვი­ყე­ნებთ სკო­ლის ბა­ზას, იქ ბევ­რი თვალ­სა­ჩი­ნო­ე­ბაა. ასე­ვე მას­წავ­ლე­ბელ­თა სახ­ლის ტრე­ნე­რე­ბად გვყავს და­საქ­მე­ბუ­ლი სპე­ცი­ა­ლუ­რი პრო­ფი­ლის მქო­ნე სკო­ლე­ბის მას­წავ­ლებ­ლე­ბი. ისი­ნი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში დაგ­რო­ვი­ლი გა­მოც­დი­ლე­ბის მქო­ნე პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი კად­რე­ბი არი­ან — სწო­რედ ამ გა­მოც­დი­ლე­ბას და ცოდ­ნას ვი­ყე­ნებთ.
— სა­უბ­რი­სას არა­ერ­თხელ ახ­სე­ნეთ, რომ „ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის შე­სა­ხებ“ კა­ნო­ნის მი­ხედ­ვით სპე­ცი­ა­ლუ­რი პე­და­გო­გი არის პე­და­გო­გი.  სად მო­ი­აზ­რე­ბი­ან სპე­ცი­ა­ლუ­რი პე­და­გო­გე­ბი მას­წავ­ლე­ბელ­თა კა­რი­ე­რუ­ლი წინ­ს­ვ­ლის სქე­მა­ში? რის მი­ხედ­ვით გა­ნი­საზღ­ვ­რე­ბა მა­თი ანაზღა­უ­რე­ბა?
— დღეს მას­წავ­ლებ­ლის კა­რი­ე­რუ­ლი წინ­ს­ვ­ლის სქე­მა­ში სპე­ცი­ა­ლუ­რი მას­წავ­ლებ­ლე­ბი არ მო­ი­აზ­რე­ბი­ან, მაგ­რამ ვი­ნა­ი­დან სქე­მა პი­ლო­ტურ რე­ჟიმ­ში მუ­შა­ობს, ჩვენ გვაქვს დრო ინ­ტენ­სი­უ­რად ვი­მუ­შა­ოთ ალ­ტერ­ნა­ტი­ულ სქე­მა­ზე, რო­მე­ლიც გან­კუთ­ვ­ნი­ლი იქ­ნე­ბა სპე­ცი­ა­ლუ­რი მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვის. დი­დი იმე­დი მაქვს, სა­ნამ სქე­მა სა­ბო­ლოო სა­ხით დამ­ტ­კიც­დე­ბა, მზად გვექ­ნე­ბა ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი სქე­მა სპე­ცი­ა­ლუ­რი მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვის. ცხა­დია, რომ სპე­ცი­ა­ლუ­რი მას­წავ­ლე­ბე­ლი არც დამ­ხ­მა­რე კად­რია და არც მას­წავ­ლებ­ლის ასის­ტენ­ტი, რო­გორც მას ხში­რად მო­იხ­სე­ნი­ე­ბენ, ის ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მას­წავ­ლე­ბე­ლია, რომ­ლის ხელ­ფასს თა­ვად სა­მი­ნის­ტ­რო აფი­ნან­სებს.
— რო­გო­რია ოფი­ცი­ა­ლუ­რი სტა­ტის­ტი­კა — რამ­დე­ნი სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­ჭი­რო­ე­ბის მქო­ნე მოს­წავ­ლე და რამ­დე­ნი სპე­ცი­ა­ლუ­რი მას­წავ­ლე­ბე­ლი გვყავს დღეს ზო­გად­სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სკო­ლა­ში? რო­გო­რია ტენ­დენ­ცია, იკ­ლე­ბს თუ მა­ტუ­ლობს სპე­ცი­ა­ლურ პე­და­გო­გებ­ზე მოთხოვ­ნა?
— დღეს­დღე­ო­ბით, მულ­ტი­დის­ციპ­ლი­ნუ­რი გუნ­დის მი­ერ, შე­ფა­სე­ბუ­ლია და ოფი­ცი­ა­ლუ­რად მი­ნი­ჭე­ბუ­ლი აქვს სტა­ტუ­სი 4000-მდე სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­ჭი­რო­ე­ბის მქო­ნე მოს­წავ­ლეს. გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს  რე­გუ­ლა­ცი­ის მი­ხედ­ვით, 6 მოს­წავ­ლე­ზე ერ­თი მას­წავ­ლე­ბე­ლი იგუ­ლის­ხ­მე­ბა. თუმ­ცა, მდი­დარ და გა­მარ­თულ ქვეყ­ნებ­ში, მრავ­ლო­ბი­თი დარ­ღ­ვე­ვე­ბის მქო­ნე ერთ მოს­წავ­ლე­ზე (რო­ცა ქცე­ვი­თი, ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი, სმე­ნის და მხედ­ვე­ლო­ბის დარ­ღ­ვე­ვე­ბი კომ­ბი­ნი­რე­ბუ­ლია), ძი­რი­თა­დად, შე­იძ­ლე­ბა რამ­დე­ნი­მე სპე­ცი­ა­ლის­ტი იყოს გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი. ამი­ტომ ეს უხე­ში გათ­ვ­ლაა. გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­რო მუ­შა­ობს ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის რე­გუ­ლა­ცი­ის დო­კუ­მენ­ტ­ზე, რო­მელ­შიც უკეთ იქ­ნე­ბა და­რე­გუ­ლი­რე­ბუ­ლი ეს სა­კითხი. დღი­თი დღე იზ­რ­დე­ბა სკო­ლებ­ში სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­ჭი­რო­ე­ბის მქო­ნე მოს­წავ­ლე­თა რა­ო­დე­ნო­ბა, აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, იზ­რ­დე­ბა სპე­ცი­ა­ლურ პე­და­გო­გებ­ზე მოთხოვ­ნა. გან­სა­კუთ­რე­ბით გვი­ჭირს სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი რე­გი­ო­ნებ­ში, იქ გა­ცი­ლე­ბით რთუ­ლია კად­რე­ბის მო­ძი­ე­ბა, არა­და სა­ჭი­რო­ე­ბა მე­ტია. თუ­კი უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბი გა­აც­ნო­ბი­ე­რე­ბენ ამ სა­ჭი­რო­ე­ბას და მე­ტი რა­ო­დე­ნო­ბით მო­ამ­ზა­დე­ბენ სპე­ცი­ა­ლურ პე­და­გო­გებს, კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი კად­რე­ბის დე­ფი­ცი­ტი აღარ გვექ­ნე­ბა. ბევრ ქვე­ყა­ნა­ში სპე­ცი­ა­ლუ­რი მას­წავ­ლე­ბე­ლი, მი­ნი­მუმ, მა­გის­ტ­რი უნ­და იყოს. სხვა­თა შო­რის,  ქუ­თა­ი­სი­სა და თე­ლა­ვის უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­მა გა­მოთ­ქ­ვეს სპე­ცი­ა­ლუ­რი პე­და­გო­გე­ბის მომ­ზა­დე­ბის სურ­ვი­ლი.
— და­ბო­ლოს, რო­გო­რია შე­დე­გი, რამ­დენ­მა მას­წავ­ლე­ბელ­მა გა­ი­ა­რა 20-სა­ა­თი­ა­ნი მო­დუ­ლი და, ზო­გა­დად, რო­გო­რია სკო­ლე­ბის მზა­ო­ბა ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის­თ­ვის?
— 20-სა­ა­თი­ა­ნი მო­დუ­ლი, რო­მე­ლიც ყვე­ლა მას­წავ­ლე­ბელ­მა უნ­და გა­ი­ა­როს, ჯერ­ჯე­რო­ბით, და­ახ­ლო­ე­ბით, 4000-მა მას­წავ­ლე­ბელ­მა გა­ი­ა­რა.
ტრე­ნე­რად ყვე­ლა სხვა არა­მო­ნა­თე­სა­ვე სპე­ცი­ა­ლო­ბის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ვერ იმუ­შა­ვებს. კარ­გი ტრე­ნე­რე­ბი არი­ან ფსი­ქო­ლო­გე­ბი, მაგ­რამ სხვა სპე­ცი­ა­ლო­ბის ადა­მი­ა­ნებს ეს ნაკ­ლე­ბად გა­მოს­დით, მათ­თ­ვის ჩვე­ნი ტრე­ნინ­გე­ბი საკ­მა­რი­სი არ არის, რომ თა­ვად გახ­დ­ნენ ტრე­ნე­რე­ბი სპე­ცი­ა­ლურ პე­და­გო­გი­კა­ში. ამი­ტომ არის აუცი­ლე­ბე­ლი, უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­მა მო­ამ­ზა­დონ სა­თა­ნა­დო კად­რე­ბი. სპე­ცი­ა­ლუ­რი პე­და­გო­გის მა­გის­ტ­რი იქ­ნე­ბა ის კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი კად­რი, რო­მე­ლიც პე­და­გო­გიც იქ­ნე­ბა და ტრე­ნე­რიც.
კი­დევ ერ­თი სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ექ­ტი გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლეთ 2013-14 წლებ­ში სპე­ცი­ა­ლუ­რი პრო­ფი­ლის მქო­ნე სკო­ლე­ბის­თ­ვის. ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის 2009-10 წლის სტრა­ტე­გი­ა­ში წე­რია, რომ სპე­ცი­ა­ლუ­რი პრო­ფი­ლის მქო­ნე სკო­ლებ­მა უნ­და იარ­სე­ბონ ღია სის­ტე­მის სა­ხით, სა­დაც სწავ­ლე­ბა რამ­დე­ნი­მე მი­მარ­თუ­ლე­ბით წა­რი­მარ­თე­ბა. ერ­თი მი­მარ­თუ­ლე­ბა სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­ჭი­რო­ე­ბის მქო­ნე მოს­წავ­ლე­ე­ბის გა­ნათ­ლე­ბაა, მე­ო­რე — სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის გა­ნათ­ლე­ბა. მა­გა­ლი­თად, რო­მე­ლი­მე სპე­ცი­ა­ლუ­რი პრო­ფი­ლის მქო­ნე სკო­ლამ შე­იძ­ლე­ბა კონ­სულ­ტა­ცია გა­უ­წი­ოს და რე­კო­მენ­და­ცია მის­ცეს მის ახ­ლომ­დე­ბა­რე ზო­გად­სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სკო­ლას ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის შე­სა­ხებ, ანუ სკო­ლებ­მა შე­იძ­ლე­ბა ინ­ფორ­მა­ცია პრო­ფი­ლუ­რი სკო­ლის­გან მი­ი­ღონ და და­აკ­ვირ­დ­ნენ პრაქ­ტი­კულ საქ­მი­ა­ნო­ბას. ბუ­ნებ­რი­ვია, მსგავ­სი რე­ფორ­მა დიდ თან­ხებ­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, ამი­ტომ ჩვენ ერ­თი მი­მარ­თუ­ლე­ბა შე­ვარ­ჩი­ეთ — ვიწ­რო პრო­ფი­ლით ადა­მი­ა­ნუ­რი რე­სურ­სე­ბის მომ­ზა­დე­ბა. სპე­ცი­ა­ლუ­რი პრო­ფი­ლის მქო­ნე სკო­ლე­ბი­დან შე­ვარ­ჩი­ეთ რამ­დე­ნი­მე მას­წავ­ლე­ბე­ლი, რომ­ლე­ბიც გა­და­ვამ­ზა­დეთ ტრე­ნე­რე­ბად და კონ­სულ­ტან­ტე­ბად. ზო­გი­ერ­თი მათ­გა­ნი დღემ­დე მას­წავ­ლე­ბელ­თა სახ­ლის ტრე­ნე­რია. გარ­და ამი­სა, ისი­ნი რე­გი­ო­ნებ­ში და­დი­ოდ­ნენ და ატა­რებ­დ­ნენ ტრე­ნინ­გებს. ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი კონ­სულ­ტი­რე­ბის სპე­ცი­ფი­კუ­რი პრო­ექ­ტიც გა­ა­კე­თეს — ტრე­ნინ­გე­ბის გარ­და, კონ­კ­რე­ტულ პრობ­ლე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით, ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ კონ­სულ­ტა­ცი­ებს უწევ­დ­ნენ სპეცპე­და­გო­გებს, ნე­ბის­მი­ერ მას­წავ­ლე­ბელს და მშობ­ლებს. რაც მთა­ვა­რია ,ეს ხდე­ბო­და ად­გი­ლებ­ზე. კად­რე­ბის ასე­თი დე­ფი­ცი­ტის პი­რო­ბებ­ში, სპე­ცი­ა­ლუ­რი პრო­ფი­ლის მქო­ნე სკო­ლებს სწო­რედ ამ თვალ­საზ­რი­სით უნ­და შევ­ხე­დოთ და იქ არ­სე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნუ­რი რე­სურ­სი მაქ­სი­მა­ლუ­რად გა­მო­ვი­ყე­ნოთ.

ესა­უბ­რა ლა­ლი ჯე­ლა­ძე

25-28(942)N