გამოდის 1998 წლიდან
2015-11-19
შვე­დეთ­მა მომ­ცა ცოდ­ნა, რო­მელ­მაც ჩე­მი მო­მა­ვა­ლი გან­საზღ­ვ­რა

რუბრიკის სტუმარია ნათია გამყრელიძე,
ივანე ჯავახიშვილის სახელობის
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრანტი

— რამ­დე­ნად წარ­ჩი­ნე­ბუ­ლი მოს­წავ­ლე იყა­ვი სკო­ლა­ში და რო­გორ გახ­სენ­დე­ბა იქ გა­ტა­რე­ბუ­ლი წლე­ბი, მას­წავ­ლებ­ლე­ბი, გან­საზღ­ვ­რა თუ არა სკო­ლამ შე­ნი პრო­ფე­სი­უ­ლი მო­მა­ვა­ლი?
— თბი­ლი­სის 124-ე სა­ჯა­რო სკო­ლა­ში გა­ტა­რე­ბუ­ლი წლე­ბი სა­სი­ა­მოვ­ნოდ მახ­სენ­დე­ბა. ვფიქ­რობ, ადა­მი­ა­ნე­ბი გაყ­ვა­რე­ბენ იმ ად­გილს, სა­დაც იმ­ყო­ფე­ბი. შე­სა­ბა­მი­სად, თა­ნაკ­ლა­სე­ლებ­მა და მას­წავ­ლებ­ლებ­მა მო­ა­ხერ­ხეს ის, რომ სა­სი­ა­მოვ­ნოდ გამ­ხ­სე­ნე­ბო­და მოს­წავ­ლე­ო­ბის პე­რი­ო­დი. წარ­ჩი­ნე­ბუ­ლი მოს­წავ­ლე ვი­ყა­ვი,  მას­წავ­ლებ­ლე­ბის სიყ­ვა­რუ­ლი და სით­ბო არას­დ­როს მომ­კ­ლე­ბია. გან­სა­კუთ­რე­ბით მახ­სენ­დე­ბა ჩე­მი გე­ოგ­რა­ფი­ის მას­წავ­ლე­ბე­ლი გულ­ნაზ კა­კა­ბა­ძე, რო­მე­ლიც 3 წე­ლი მას­წავ­ლი­და. თა­მა­მად შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ მან  არა მხო­ლოდ საგ­ნობ­რი­ვი ცოდ­ნა მომ­ცა, არა­მედ ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი. მი­სი გაკ­ვე­თი­ლე­ბი, ძი­რი­თა­დად, დე­ბა­ტე­ბის რე­ჟიმ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და, ხელს უწყობ­და ლო­გი­კურ მსჯე­ლო­ბას, სა­კუ­თა­რი აზ­რის და­ფიქ­სი­რე­ბას და ყვე­ლას­გან გა­მო­ირ­ჩე­ო­და. მახ­სოვს, ერ­თხელ იკითხა, რო­გორ იშიფ­რე­ბო­და ნაTჴ-ს ლო­გო. ვინც ამ კითხ­ვას უპა­სუ­ხებს, ათი­ანს ვუ­წე­რო. რა თქმა უნ­და, ყვე­ლას უნ­დო­და ათი­ა­ნი და გა­ფა­ცი­ცე­ბით ვუ­ყუ­რებ­დით ლო­გოს, რომ ერ­თ­მა­ნე­თის­თ­ვის პა­სუ­ხის გა­ცე­მა დაგ­ვეს­წ­რო. რამ­დე­ნი­მე წუთ­ში, სხარ­ტად ვუ­პა­სუ­ხე.  მახ­სოვს, ღი­მი­ლი­ა­ნი სა­ხით ჩა­მი­წე­რა ჟურ­ნალ­ში 10-იანი. შე­საძ­ლე­ბე­ლია ით­ქ­ვას, რომ სკო­ლა, ბა­ზი­სურ დო­ნე­ზე, გან­საზღ­ვ­რავს ადა­მი­ა­ნის პრო­ფე­სი­ულ მო­მა­ვალს, რად­გან სკო­ლაა ის ად­გი­ლი, სა­დაც იწყებ ფიქრს, თუ სად ხე­დავ შენს თავს, რა გინ­და იყო მო­მა­ვალ­ში (ამა­ში, დიდ­წი­ლად, რა თქმა უნ­და, ოჯა­ხიც გეხ­მა­რე­ბა), ხო­ლო ცხოვ­რე­ბის შემ­დ­გომ ეტა­პებ­ზე, რო­ცა ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის გა­და­ფა­სე­ბა ხდე­ბა, ნელ-ნე­ლა, უფ­რო და უფ­რო ხვდე­ბი, რა არის შე­ნი ნამ­დ­ვი­ლი ინ­ტე­რე­სი. ასეა ჩემ შემ­თხ­ვე­ვა­ში, ძი­რი­თა­დად, სკო­ლამ და ოჯახ­მა გან­საზღ­ვ­რეს  ჩე­მი პრო­ფე­სი­უ­ლი არ­ჩე­ვა­ნი, თუმ­ცა პრო­ფე­სია სრუ­ლი­ად და­მო­უ­კი­დებ­ლად ავირ­ჩიე, არ მქო­ნია შეზღუდ­ვა და მი­თი­თე­ბა მშობ­ლე­ბის­გან. მათ სრუ­ლი თა­ვი­სუფ­ლე­ბა მომ­ცეს უნი­ვერ­სი­ტე­ტის და სპე­ცი­ა­ლო­ბის შერ­ჩე­ვა­ში, ასე­თი თა­ნად­გო­მა და ნდო­ბა კი, წარ­მა­ტე­ბუ­ლი აღ­მოჩ­ნ­და ჩე­მი მო­მავ­ლი­სათ­ვის.
— უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის მი­სა­ღე­ბად გრი­გოლ რო­ბა­ქი­ძის სა­ხე­ლო­ბის უნი­ვერ­სი­ტეტს ირ­ჩევ, რო­გორ აფა­სებ იქ მი­ღე­ბულ ცოდ­ნას?
— მარ­თ­ლაც რომ ასეა, გრი­გოლ რო­ბა­ქი­ძის სა­ხე­ლო­ბის უნი­ვერ­სი­ტე­ტი გა­მიზ­ნუ­ლად ავირ­ჩიე. აბი­ტუ­რი­ენ­ტო­ბის პე­რი­ოდ­ში ბევრს ვფიქ­რობ­დი, რო­მელ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ჩა­მე­ბა­რე­ბი­ნა. თე­ბერ­ვალ­ში, უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის ჩა­მო­ნათ­ვალს რომ ვეც­ნო­ბო­დი, თვალ­ში მომ­ხ­ვ­და რო­ბა­ქი­ძის: სო­ცი­ო­ლო­გია, მე­დია, კულ­ტუ­რის ფა­კულ­ტე­ტი. მე­ო­რე დღეს­ვე დე­და­ჩე­მი წა­ვიყ­ვა­ნე ალ­მა-მა­ტერ­ში და კურ­სის ხელ­მ­ძღ­ვა­ნელს, ბა­ტონ თენ­გიზ ირე­მა­ძეს გა­ვე­სა­უბ­რეთ, რა­თა უფ­რო დაწ­ვ­რი­ლე­ბით გა­მე­გო ამ პროგ­რა­მის შე­სა­ხებ. იმ დღის შემ­დეგ ზუს­ტად ვი­ცო­დი, სად და რა­ზე მინ­დო­და სწავ­ლის გაგ­რ­ძე­ლე­ბა. რო­ბა­ქი­ძის უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სორ-მას­წავ­ლებ­ლებ­მა სიღ­რ­მი­სე­უ­ლი ცოდ­ნა მომ­ცეს, უდი­დე­სი წვლი­ლი შე­ი­ტა­ნეს ჩე­მი აზ­როვ­ნე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ში. ლექ­ტო­რე­ბი ყვე­ლა­ნა­ი­რად მხარ­ში გვედ­გ­ნენ, არა­ფერს იშუ­რებ­დ­ნენ, რაც შე­იძ­ლე­ბა მე­ტი ცოდ­ნა მო­ე­ცათ ჩვენ­თ­ვის და გზა გა­ე­კა­ფათ სა­ერ­თა­შო­რი­სო ას­პა­რეზ­ზე. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მი­მაჩ­ნია, რომ სწო­რედ აქ მი­ღე­ბუ­ლი ცოდ­ნით გავ­ხ­დი კონ­კუ­რენ­ტუ­ნა­რი­ა­ნი სა­ერ­თა­შო­რი­სო დო­ნე­ზე.
— შემ­დეგ სწავ­ლას შვე­დე­თის სა­მე­ფო­ში აგ­რ­ძე­ლებ, კერ­ძოდ, მალ­მოს უნი­ვერ­სი­ტეტ­ში. მი­ამ­ბე, რა გზა გა­ი­ა­რე სა­ქარ­თ­ვე­ლო­დან შვე­დე­თის სა­მე­ფომ­დე და რა­ტომ აირ­ჩიე გა­ნათ­ლე­ბის მი­სა­ღე­ბად  ეს ქვე­ყა­ნა, რა პრო­ფე­სი­ას და­ე­უფ­ლე და რამ გა­ნა­პი­რო­ბა პრო­ფე­სი­ის არ­ჩე­ვა­ნი? 
— ბა­კა­ლავ­რი­ა­ტის მე­სა­მე კურ­ს­ზე ვი­ყა­ვი, რო­დე­საც გა­მოცხად­და კონ­კურ­სი ერას­მუს მუნ­დუ­სის სტი­პენ­დი­ი­სათ­ვის. ჩე­მი უნი­ვერ­სი­ტე­ტი „ალ­მა მა­ტე­რი“ ამ პრო­ექ­ტის პარ­ტ­ნი­ო­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტია და, შე­სა­ბა­მი­სად, შე­საძ­ლებ­ლო­ბა მქონ­და, მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­მე­ღო კონ­კურ­ს­ში და გა­მარ­ჯ­ვე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში, და­მამ­თავ­რე­ბე­ლი წე­ლი საზღ­ვარ­გა­რეთ მეს­წავ­ლა. გა­დავ­წყ­ვი­ტე ბე­დი მე­ცა­და. სულ სა­მი ქვე­ყა­ნა ავირ­ჩიე: შვე­დე­თი, პო­ლო­ნე­თი და რუ­მი­ნე­თი. თუმ­ცა, ხა­რის­ხობ­რი­ვად, პირ­ველ ად­გი­ლას შვე­დე­თი მქონ­და ჩა­წე­რი­ლი, რად­გან ვი­ცო­დი, რომ ამ ქვე­ყა­ნა­ში სწავ­ლე­ბის  ძა­ლი­ან მა­ღა­ლი სტან­დარ­ტე­ბია, ამას­თა­ნა­ვე, არ­ჩე­ვა­ნი იმა­ნაც გა­ნა­პი­რო­ბა, რომ  და­ნი­ე­ლი ნათ­ლუ­ლი მყავს. პროგ­რა­მა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბა ბევრ პრო­ცე­დუ­რას არ მო­ითხოვ­და. ჩე­მი უნი­ვერ­სი­ტე­ტის ლექ­ტო­რი ნი­ნო ქე­მერ­ტე­ლი­ძე პროგ­რა­მის კო­ორ­დი­ნა­ტო­რია და სწო­რედ მი­სი დახ­მა­რე­ბით რე­გის­ტ­რირ­დე­ბი­ან სტუ­დენ­ტე­ბი. მთა­ვა­რია, იყო კარ­გი სტუ­დენ­ტი, გქონ­დეს კარ­გი ნიშ­ნე­ბი, მო­ტი­ვა­ცია და რწმე­ნა იმი­სა, რომ შე­გიძ­ლია ამ პროგ­რა­მა­ში გა­მარ­ჯ­ვე­ბა. და­ნარ­ჩე­ნი კი დო­კუ­მენ­ტე­ბია, რაც ად­ვი­ლად მო­სამ­ზა­დე­ბე­ლია. ასე დავ­რე­გის­ტ­რირ­დი. ერთ მშვე­ნი­ერ დღეს გა­ვი­გე, რომ ამ პროგ­რა­მის სტი­პენ­დი­ან­ტი გავ­ხ­დი. ეს იყო უბედ­ნი­ე­რე­სი დღე ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში, რი­სი წე­რი­ლო­ბით გად­მო­ცე­მა მარ­თ­ლაც რომ რთუ­ლია. შვე­დეთ­ში ყოფ­ნის დროს, ვე­უფ­ლე­ბო­დი სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის სპე­ცი­ა­ლო­ბას, ყო­ველ­თ­ვის მა­ინ­ტე­რე­სებ­და ქვეყ­ნებს შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი მრა­ვალ­მ­ხ­რივ კონ­ტექ­ს­ტ­ში, პო­ლი­ტი­კურ, ეკო­ნო­მი­კურ და კულ­ტუ­რულ დო­ნე­ზე.
— რა წე­სით გა­მო­ი­ყო­ფა სტი­პენ­დი­ე­ბი და გრან­ტე­ბი უცხო­ე­ლი სტუ­დენ­ტე­ბის­თ­ვის. რა პრი­ვი­ლე­გი­ე­ბით სარ­გებ­ლო­ბენ წარ­ჩი­ნე­ბუ­ლი სტუ­დენ­ტე­ბი, არის თუ არა მათ­თ­ვის რა­ი­მე შე­ღა­ვა­თე­ბი?
— იქ სწავ­ლის პე­რი­ოდ­ში არ გა­მი­გია, რომ თა­ვად მალ­მოს უნი­ვერ­სი­ტეტს ჰქონ­დეს რა­ი­მე პრი­ვი­ლე­გია წარ­ჩი­ნე­ბუ­ლი სტუ­დენ­ტე­ბი­სათ­ვის, თუმ­ცა, იმ სტუ­დენ­ტე­ბის­თ­ვის, რო­მელ­თაც გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბა სხვა ქვე­ყა­ნა­ში სურთ, ძა­ლი­ან ბევ­რი გრან­ტის  მო­პო­ვე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა აქვთ დო­ნო­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის­გან. რაც შე­ე­ხე­ბა სხვა უნი­ვერ­სი­ტე­ტებს, ევ­რო­პის მრა­ვა­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტი უფი­ნან­სებს წარ­ჩი­ნე­ბულ სტუ­დენ­ტებს, პირ­ვე­ლი სე­მეს­ტ­რის შემ­დ­გომ, ნა­წი­ლობ­რივ ან სრუ­ლად სწავ­ლას, ეს მათ გჵა-ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი.
— რო­გორ ფიქ­რობ, რა უპი­რა­ტე­სო­ბა აქვს ევ­რო­პულ მო­წი­ნა­ვე უმაღ­ლეს სას­წავ­ლებ­ლებს ქარ­თულ­თან შე­და­რე­ბით, რა შე­გიძ­ლია გვი­ამ­ბო სას­წავ­ლო პროგ­რა­მე­ბის, ლექ­ცი­ე­ბი­სა და პრო­ფე­სორ-მას­წავ­ლებ­ლე­ბის შე­სა­ხებ, რა მსგავ­სე­ბა და გან­ს­ხ­ვა­ვე­ბაა ევ­რო­პულ უმაღ­ლეს სას­წავ­ლებ­ლებ­სა და ქარ­თულს შო­რის?
— რად­გან მხო­ლოდ მალ­მოს უნი­ვერ­სი­ტე­ტის სწავ­ლე­ბის სის­ტე­მას გა­ვე­ცა­ნი, მას შე­ვა­და­რებ ქარ­თულ უნი­ვერ­სი­ტე­ტებს. თა­მა­მად შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ მალ­მოს უნი­ვერ­სი­ტე­ტი „სა­მოთხეა“, სა­დაც აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყვე­ლა­ნა­ი­რი კომ­ფორ­ტი აქვს სტუ­დენტს, რომ სა­კუ­თა­რი თა­ვის რე­ა­ლი­ზე­ბა მაქ­სი­მა­ლუ­რად მო­ახ­დი­ნოს, ის­წავ­ლოს და მარ­თ­ლა იგ­რ­ძ­ნოს სტუ­დენ­ტო­ბის ტკბი­ლი გე­მო. სწო­რედ იქ შე­ვიგ­რ­ძე­ნი, რომ სტუ­დენ­ტი ვი­ყა­ვი. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, შვე­დე­თი რა დო­ნის ქვე­ყა­ნაა, შე­სა­ბა­მი­სად, უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის ინ­ტე­რი­ე­რი და ექ­ს­ტე­რი­ე­რი ყვე­ლა მხრივ აღ­ჭურ­ვი­ლია. პროგ­რა­მე­ბი მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნია და მარ­თ­ლაც ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო, თა­ნა­მედ­რო­ვე სამ­ყა­როს­თან მორ­გე­ბუ­ლი, თუმ­ცა ვერ ვიტყ­ვი, რომ აღ­ნიშ­ნულ პროგ­რა­მებს ქარ­თუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბი არ სთა­ვა­ზო­ბენ სტუ­დენ­ტებს. რა თქმა უნ­და, არის ისე­თი პროგ­რა­მე­ბიც, რომ­ლე­ბიც ჩვენ­თან არ ის­წავ­ლე­ბა, მაგ­რამ მა­თი რიცხ­ვი ძა­ლი­ან მცი­რეა. რაც შე­ე­ხე­ბა ლექ­ცი­ებს, ამ მხრივ, არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვია მალ­მოს უნი­ვერ­სი­ტე­ტი, რად­გან სწავ­ლე­ბის მე­თო­დი უფ­რო ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რია, ლექ­ცი­ე­ბი ყო­ველ­დღი­უ­რი სიხ­ში­რით არ ტარ­დე­ბა (მაქ­სი­მუმ, კვი­რა­ში 3-ჯერ, 4 სა­ა­თით). თუმ­ცა, ეს იმას არ ნიშ­ნავს, რომ სწავ­ლა მარ­ტი­ვია, უამ­რა­ვი ლი­ტე­რა­ტუ­რა გაქვს წა­სა­კითხი იმი­სათ­ვის, რომ ფი­ნა­ლუ­რი თე­ზი­სე­ბი და­წე­რო და სე­მი­ნა­რებ­ზე აქ­ტი­უ­რი იყო. არც სე­მი­ნა­რე­ბია კითხ­ვა-პა­სუ­ხის რე­ჟიმ­ში, დე­ბა­ტე­ბი სე­მი­ნა­რე­ბის თან­მ­დე­ვია, შე­სა­ბა­მი­სად, სტუ­დენტს მოწყე­ნის დრო  არ აქვს, მუ­დამ ჩარ­თუ­ლია ლექ­ცი­ებ­სა და სე­მი­ნა­რებ­ში. იგი­ვეს თქმა არ შე­მიძ­ლია ქარ­თულ სის­ტე­მა­ზე, რად­გან უმე­ტე­სად სტუ­დენ­ტის­თ­ვის მო­საწყენ რე­ჟიმ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს ლექ­ცია-სე­მი­ნა­რე­ბი. შვე­დეთ­ში ლექ­ცი­ებ­ზე დას­წ­რე­ბა თა­ვი­სუ­ფა­ლია და, თქვენ წარ­მო­იდ­გი­ნეთ, სრუ­ლი დას­წ­რე­ბაა. ქარ­თ­ვე­ლი სტუ­დენ­ტე­ბის­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით, აზ­რა­დაც არა­ვის მოს­დის ლექ­ცია გა­აც­დი­ნოს. მინ­და აღ­ვ­ნიშ­ნო, რომ პრაქ­ტი­კუ­ლი უნარ-ჩვე­ვე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას უდი­დე­სი ად­გი­ლი უჭი­რავს ევ­რო­პულ სის­ტე­მა­ში. მე­ო­რე კურ­სის სტუ­დენტს შე­უძ­ლია, ერ­თი სე­მეს­ტ­რით, სტა­ჟი­რე­ბა გა­ი­ა­როს სხვა­დას­ხ­ვა და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში, მი­ღე­ბუ­ლი პრაქ­ტი­კა კრე­დი­ტე­ბად ჩა­ეთ­ვ­ლე­ბა, რაც ძა­ლი­ან დი­დი პლუ­სია. რაც შე­ე­ხე­ბა პრო­ფე­სორ-მას­წავ­ლებ­ლებს, იმის თქმა ნამ­დ­ვი­ლად არ შე­მიძ­ლია, რომ ქარ­თ­ვე­ლი ლექ­ტო­რე­ბი ცოდ­ნის დო­ნით ჩა­მორ­ჩე­ბი­ან ევ­რო­პელ ლექ­ტო­რებს, ჩე­მი აზ­რით — პი­რი­ქით, უმე­ტე­სო­ბა უფ­რო კვა­ლი­ფი­ცი­უ­რია. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ვფიქ­რობ, თუ სტუ­დენ­ტი მონ­დო­მე­ბუ­ლია და ნამ­დ­ვი­ლად სურს სწავ­ლა, სა­ქარ­თ­ვე­ლო­შიც არა­ნაკ­ლე­ბი ცოდ­ნის მი­ღე­ბა შე­იძ­ლე­ბა. უბ­რა­ლოდ, ვი­სურ­ვებ­დი, მე­ტი ყუ­რადღე­ბა და­ეთ­მოს უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ში სწავ­ლე­ბის სის­ტე­მას, უფ­რო ინ­ტე­რაქ­ტი­უ­ლი გახ­დეს, რა­თა სტუ­დენტს მოწყე­ნის სა­შუ­ა­ლე­ბა არ მი­ე­ცეს და რაც მთა­ვა­რია, იზ­რუ­ნონ ინ­ტე­რი­ერ­ზე და ექ­ს­ტე­რი­ერ­ზე, რაც, ერ­თი შე­ხედ­ვით, თით­ქოს არაფ­რის გან­მ­საზღ­ვ­რე­ლია, მაგ­რამ სტუ­დენ­ტე­ბის უმე­ტე­სო­ბის მო­ტი­ვა­ცი­ას სწო­რედ არ­სე­ბუ­ლი გა­რე­მო პი­რო­ბე­ბი გან­საზღ­ვ­რავს.
— რა რო­ლი უჭი­რავს  შვე­დეთ­ში სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო ბიბ­ლი­ო­თე­კებს?
— ეს არის თე­მა, რო­მელ­ზეც და­უს­რუ­ლებ­ლად შე­მიძ­ლია ვი­სა­უბ­რო. შვე­დე­თის სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო ბიბ­ლი­ო­თე­კა, ქა­ლა­ქის სა­ჯა­რო ბიბ­ლი­ო­თე­კა­ზე რომ არა­ფე­რი ვთქვა, ეს ის ად­გი­ლია, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ზე მე­ტად მიყ­ვარს, რად­გან შვე­დეთ­ში ყოფ­ნის ბო­ლო 2 თვე, ფაქ­ტობ­რი­ვად, იქ ვცხოვ­რობ­დი, თე­ზის­ზე მუ­შა­ო­ბის გა­მო. ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყვე­ლა­ფე­რია — სა­ძი­ლე, წყნა­რი, ხმა­უ­რი­ა­ნი, ჯგუ­ფუ­რი, ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი, სა­ხალ­ხო ოთა­ხე­ბი, ტექ­ნი­კუ­რი თვალ­საზ­რი­სით, უმაღ­ლეს დო­ნე­ზეა აღ­ჭურ­ვი­ლი. სა­მეც­ნი­ე­რო რე­სურ­სე­ბი კი მხო­ლოდ ინატ­რე, სრუ­ლი­ად ყვე­ლა­ფე­რია. თუ ვი­ნი­ცო­ბაა და არ არის, შე­გიძ­ლია მო­ითხო­ვო და ოპე­რა­ტი­უ­ლად ფოს­ტით მო­გი­ვა. ერ­თი სიტყ­ვით, სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო ბიბ­ლი­ო­თე­კე­ბი დი­დი პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლო­ბენ შვე­დეთ­ში.
— უცხო­ე­თი­დან სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ სწავ­ლას თსუ-ში აგ­რ­ძე­ლებ...
— ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში გა­მიზ­ნუ­ლად ჩა­ვა­ბა­რე. შვე­დეთ­ში ვი­ყა­ვი, რო­ცა მა­გის­ტ­რა­ტუ­რის­თ­ვის რე­გის­ტ­რა­ცია და­იწყო. ამი­ტომ დე­და­ჩემ­მა და­მა­რე­გის­ტ­რი­რა. მინ­დო­და, მა­გის­ტ­რა­ტუ­რა შვე­დეთ­ში გა­მეგ­რ­ძე­ლე­ბინა, მაგ­რამ რა­ღაც გა­რე­მო­ე­ბებ­მა ხე­ლი შე­მი­შა­ლა, ამი­ტომ გა­დავ­წყ­ვი­ტე თბი­ლი­სის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ჩა­მე­ბა­რე­ბი­ნა სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ფა­კულ­ტეტ­ზე, რად­გან მი­მაჩ­ნია, რომ ამ გან­ხ­რით ეს უნი­ვერ­სი­ტე­ტი სა­უ­კე­თე­სოა. აქ ჩა­მოს­ვ­ლის შემ­დეგ არ­ჩე­ვა­ნი შე­ვიც­ვა­ლე, რაც არ­სე­ბი­თად ჩე­მი მე­გობ­რის დამ­სა­ხუ­რე­ბაა. მან მითხ­რა, რომ თსუ-ში, ევ­რო­კო­მი­სი­ის თა­ნა­და­ფი­ნან­სე­ბით, ინ­გ­ლი­სუ­რე­ნო­ვა­ნი პროგ­რა­მა — ევ­რო­პათ­მ­ცოდ­ნე­ო­ბა ხორ­ცი­ელ­დე­ბო­და. სი­ლა­ბუ­სის გაც­ნო­ბის შემ­დეგ, ამ ფა­კულ­ტეტ­ზე ჩა­ბა­რე­ბა გა­დავ­წყ­ვი­ტე. ერ­თი თვეც არ არის, რაც სწავ­ლა და­ვიწყე. ჯერ­ჯე­რო­ბით, არაფ­რის შე­ფა­სე­ბა არ შე­მიძ­ლია, მაგ­რამ ეს ნამ­დ­ვი­ლად უნი­კა­ლუ­რი პროგ­რა­მაა, რო­მე­ლიც ქარ­თ­ველ და უცხო­ელ სტუ­დენ­ტებს აერ­თი­ა­ნებს და კარგ ცოდ­ნა­საც შეს­ძენს მათ.
— რაც შე­ე­ხე­ბა სა­მუ­შაო გა­მოც­დი­ლე­ბას და პრაქ­ტი­კას. შე­ნი რე­ზი­უ­მე­დან შე­ვიტყ­ვე, რომ სხვა­დას­ხ­ვა დროს არა­ერთ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში მუ­შა­ობ­დი. რო­გორ შე­ა­და­რებ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში მი­ღე­ბულ სა­მუ­შაო გა­მოც­დი­ლე­ბას და ევ­რო­პულს... სწავ­ლის პა­რა­ლე­ლუ­რად თუ ახერ­ხებ მუ­შა­ო­ბას?
— ბა­კა­ლავ­რი­ა­ტის პე­რი­ოდ­ში, სი­მარ­თ­ლე გითხ­რათ, რა­ი­მე მუდ­მი­ვი სამ­სა­ხუ­რი არ მქო­ნია, თუ არ ჩავ­თ­ვ­ლით პა­ტარ-პა­ტა­რა აქ­ტი­ვო­ბებს, რად­გან მთლი­ა­ნად სწავ­ლა­ზე ვი­ყა­ვი კონ­ცენ­ტ­რი­რე­ბუ­ლი. სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ სტა­ჟი­რე­ბა გა­ვი­ა­რე სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­მი­ნის­ტ­როს სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტ­ში. სა­ბედ­ნი­ე­როდ, სწავ­ლას­თან ვა­ხერ­ხებ შე­თავ­სე­ბას, რად­გან სა­მუ­შაო დღე 6 სა­ათ­ზე მიმ­თავ­რ­დე­ბა და მა­გის­ტ­რა­ტუ­რის ლექ­ცი­ე­ბი 7-ზე მეწყე­ბა. ვერ გეტყ­ვით, რომ ასე­თი რე­ჟი­მი მარ­ტი­ვია, მაგ­რამ მა­ინც დი­დი შე­მარ­თე­ბით ვარ, რად­გან მჯე­რა, რომ სწავ­ლა ის იარა­ღია რო­მე­ლიც, თით­ქ­მის, ყვე­ლა ჩა­რა­ზულ კარს უმ­ტ­კივ­ნე­უ­ლოდ გიხ­ს­ნის, ამი­ტომ ამ საქ­მე­ში სა­კუ­თა­რი რე­სურ­სე­ბის მაქ­სი­მა­ლუ­რად ინ­ვეს­ტი­რე­ბა არას­დ­როს უნ­და და­გე­ნა­ნოს.
— ნა­თია, საზღ­ვარ­გა­რეთ გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბა ქარ­თ­ვე­ლი ახალ­გაზ­რ­დე­ბის­თ­ვის სულ უფ­რო და უფ­რო პო­პუ­ლა­რუ­ლი ხდე­ბა. თუმ­ცა, სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­ნათ­ლე­ბის სამ­ყა­რო­ში შე­სას­ვ­ლე­ლად შე­საძ­ლოა ახალ­გაზ­რ­დებს გზა ად­ვი­ლად აერი­ოთ. სწო­რი არ­ჩე­ვა­ნის გა­კე­თე­ბა, სა­ჭი­რო გა­მოც­დი­ლე­ბი­სა და ცოდ­ნის გა­რე­შე ძნე­ლია. რას ურ­ჩევ საზღ­ვარ­გა­რეთ ცოდ­ნის გაღ­რ­მა­ვე­ბი­სა და კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ამაღ­ლე­ბის მსურ­ვე­ლებს.
— დი­ახ, ნამ­დ­ვი­ლად გე­თან­ხ­მე­ბით, გზა შე­იძ­ლე­ბა მარ­თ­ლაც აერი­ოთ, თუ კარ­გად არ და­ფიქ­რ­დ­ნენ. პირ­ველ რიგ­ში, უნ­და იცოდ­ნენ ნამ­დ­ვი­ლად უნ­დათ თუ არა სწავ­ლა საზღ­ვარ­გა­რეთ და ეს სურ­ვი­ლი, არ აერი­ოთ გარ­თო­ბის სურ­ვილ­ში. ჩა­მო­ყა­ლიბ­დ­ნენ იმა­ში, თუ რა მი­მარ­თუ­ლე­ბით უნ­დათ სწავ­ლის გაგ­რ­ძე­ლე­ბა, რამ­დე­ნად გა­მო­ი­ყე­ნე­ბენ იქ მი­ღე­ბულ ცოდ­ნას სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში და, რაც მთა­ვა­რია, სწო­რად შე­არ­ჩი­ონ უნი­ვერ­სი­ტე­ტი, რად­გან ზო­გი­ერთ ევ­რო­პულ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სწავ­ლას მარ­თ­ლა არ აქვს აზ­რი, ტყუ­ი­ლად დრო­ის და­კარ­გ­ვაა. ასე რომ, კარ­გად უნ­და გა­ეც­ნონ უნი­ვერ­სი­ტე­ტებს, მათ სუსტ და ძლი­ერ მხა­რე­ებს, ნა­ხონ სი­ლა­ბუ­სე­ბი და თუ დარ­წ­მუნ­დე­ბი­ან, რომ ეს მათ­თ­ვის სა­ინ­ტე­რე­სო პროგ­რა­მაა, მა­შინ ყვე­ლა ღო­ნე უნ­და იხ­მა­რონ, რომ სწავ­ლა იქ გა­აგ­რ­ძე­ლონ.
— რო­გორ შე­ა­და­რებ შვე­დურ სტუ­დენ­ტურ ცხოვ­რე­ბას ქარ­თულს — რა მსგავ­სე­ბა და გან­ს­ხ­ვა­ვე­ბაა შვე­დურ და ქარ­თულ სტუ­დენ­ტურ ცხოვ­რე­ბას შო­რის?
— შვე­დი ახალ­გაზ­რ­დე­ბის სტუ­დენ­ტუ­რი ცხოვ­რე­ბა ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რია, პრი­ო­რი­ტე­ტი კი რა თქმა უნ­და, სწავ­ლაა, თუმ­ცა, არა­ნაკ­ლებ დროს უთ­მო­ბენ გარ­თო­ბას, რად­გან დრო სწო­რად აქვთ გა­ნა­წი­ლე­ბუ­ლი. სპორ­ტუ­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბი ძა­ლი­ან დიდ როლს თა­მა­შობს მათ ცხოვ­რე­ბა­ში, დას­ვე­ნე­ბის დღე­ე­ბი კი, ამ ფრა­ზის პირ­და­პი­რი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბით, მთლი­ა­ნად  გა­თა­ვი­სე­ბუ­ლი აქვთ. პა­რას­კე­ვი, შა­ბა­თი, კვი­რა ყველ­გან რა­ღაც ივენ­თია, მი­ირ­თ­მე­ვენ ლუდს. ყვე­ლას­თ­ვის საყ­ვა­რე­ლი აქ­ტი­ვო­ბაა პიკ­ნი­კე­ბი და პარ­კებ­ში თავ­შეყ­რა, რად­გან შვე­დეთ­ში მზე და კარ­გი ამინ­დი არც თუ ისე ხში­რად ანე­ბივ­რებს მო­სახ­ლე­ო­ბას.
ქარ­თუ­ლი სტუ­დენ­ტუ­რი ცხოვ­რე­ბა ქა­ო­სუ­რია. სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში შა­ბა­თიც, ხშირ შემ­თხ­ვე­ვა­ში, სას­წავ­ლო დღეა, სტუ­დენ­ტე­ბი ვერ ითა­ვი­სე­ბენ რო­დი­საა დას­ვე­ნე­ბა და რო­დის სწავ­ლა. ამას­თა­ნა­ვე, ქარ­თ­ვე­ლი სტუ­დენ­ტე­ბი­ იშ­ვი­ა­თად თუ ერ­თი­ან­დე­ბი­ან და ერ­თობ­ლი­ვად გეგ­მა­ვენ რო­გორ გა­ა­ტა­რონ დას­ვე­ნე­ბის დღე, არა­და ეს მარ­თ­ლაც აუცი­ლე­ბე­ლი და სა­სარ­გებ­ლოა ყვე­ლა სტუ­დენ­ტი­სათ­ვის. იქ ყვე­ლა ერ­თ­მა­ნეთს იც­ნობს, რად­გან შა­ბათ-კვი­რას სულ ერ­თად ატა­რე­ბენ. აქ კი, შეიძ­ლე­ბა, წე­ლი­წად­ში, სულ რა­ღაც ორ­ჯერ  წა­ვიდ­ნენ ერ­თად ექ­ს­კურ­სი­ა­ზე.
— საზღ­ვარ­გა­რეთ გა­ტა­რე­ბულ მცი­რე პე­რი­ოდ­შიც კი  ადა­მი­ა­ნი სხვა­ნა­ი­რად აფა­სებს სა­კუთრ ღი­რე­ბუ­ლე­ბებს. რო­გორ ფიქ­რობ, მიგ­ვი­ღებს ევ­რო­პა ისე­თებს რო­გო­რე­ბიც ვართ, თუ ძა­ლი­ან ბევ­რი რა­მის გა­და­ხედ­ვა და გა­და­ფა­სე­ბა მოგ­ვი­წევს? რა არის შენ­თ­ვის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი და ღი­რე­ბუ­ლი, რაც შვე­დეთ­ში გა­ტა­რე­ბულ­მა პე­რი­ოდ­მა მოგ­ცა,?
— შვე­დეთ­ში მივხვდი, რო­გორ ძლიერ მყვა­რე­ბია ჩე­მი ქვე­ყა­ნა. რაც შე­ე­ხე­ბა იმას, მიგ­ვი­ღებს თუ არა ევ­რო­პა ისე­თებს, რო­გო­რე­ბიც ვართ, ამა­ზე პა­სუხს 2 წე­ლი­წად­ში გაგ­ცემთ, რად­გან სწო­რედ ახ­ლა და­ვიწყე სწავ­ლა ევ­რო­პათ­მ­ცოდ­ნე­ო­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით და ზუს­ტად  იმას შე­ვის­წავ­ლი, თუ რას მო­ითხოვს ევ­რო­პა ჩვენ­გან. ამის შემ­დეგ შე­და­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა მექ­ნე­ბა. შვე­დეთ­ში გა­ტა­რე­ბულ­მა ერ­თ­მა წელ­მა ძა­ლი­ან ბევ­რი უცხო­ე­ლი და ქარ­თ­ვე­ლი მე­გო­ბა­რი შემ­ძი­ნა. ისი­ნი დღეს ჩე­მი უახ­ლო­ე­სი ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან. ასე­ვე მომ­ცა ცოდ­ნა, რო­მელ­მაც არ­სე­ბი­თად გან­საზღ­ვ­რა ჩე­მი მო­მა­ვა­ლი და გამ­ხა­და კონ­კუ­რენ­ტუ­ნა­რი­ა­ნი, რაც მთა­ვა­რია, მას­წავ­ლა და­მო­უ­კი­დებ­ლად ცხოვ­რე­ბა და კრი­ტი­კულ სი­ტუ­ა­ცი­ებ­ში სა­კუ­თარ პრობ­ლე­მებ­თან გამ­კ­ლა­ვე­ბა, რაც უმ­ნიშ­ნე­ლო­ვა­ნე­სია ინ­დი­ვი­დის ცხოვ­რე­ბა­ში.
— რო­გორ გე­სა­ხე­ბა მო­მა­ვა­ლი, სად აპი­რებ დამ­კ­ვიდ­რე­ბას? რო­გორ ფიქ­რობ, საზღ­ვარ­გა­რეთ მი­ღე­ბუ­ლი გა­ნათ­ლე­ბა და დიპ­ლო­მი სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში და­საქ­მე­ბა­ში ითა­მა­შებს თუ არა გა­დამ­წყ­ვეტ როლს?
— სი­მარ­თ­ლე გითხ­რათ, მო­მა­ვალ­ზე ლა­პა­რა­კი არ მიყ­ვარს, მაგ­რამ ერ­თი და­ნამ­დ­ვი­ლე­ბით ვი­ცი — კი­დევ ბევ­რის სწავ­ლას ვა­პი­რებ, მინ­და, რა­ი­მე ღი­რე­ბუ­ლი შევ­ქ­მ­ნა ჩე­მი ქვეყ­ნი­სათ­ვის. რაც შე­ე­ხე­ბა საზღ­ვარ­გა­რე­თის დიპ­ლომს, ვფიქ­რობ, ეს უფ­რო სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში შექ­მ­ნი­ლი მი­თია, თით­ქოს, საზღ­ვარ­გა­რე­თის დიპ­ლო­მი, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, გა­რან­ტი­რე­ბულ სამ­სა­ხურს გთა­ვა­ზობს. რა თქმა უნ­და, უცხო­ე­თის დიპ­ლომს გარ­კ­ვე­უ­ლი პლუ­სე­ბი შე­იძ­ლე­ბა ჰქონ­დეს, თუმ­ცა არა გა­დამ­წყ­ვე­ტი.

ესა­უბ­რა მა­კა ყი­ფი­ა­ნი

25-28(942)N