გამოდის 1998 წლიდან
2015-11-26
ცვლი­ლე­ბა მხოლოდ ტექ­ნი­კურ-ფორ­მა­ტულ გან­ს­ხ­ვა­ვე­ბას შე­ე­ხე­ბა

გვე­სა­უბ­რე­ბა შე­ფა­სე­ბი­სა და გა­მოც­დე­ბის
ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის უცხო­უ­რი ენე­ბის ჯგუ­ფის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი
რუ­სუ­დან ტყე­მა­ლა­ძე

ნა­წი­ლობ­რი­ვი ელექ­ტ­რო­ნუ­ლი ფორ­მა­ტი მარ­თ­ლაც მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი, სა­ე­ტა­პო ცვლი­ლე­ბაა. ე.წ. ქა­ღალ­დ­ზე და­წე­რი­ლი ტეს­ტის ნაც­ვ­ლად, აბი­ტუ­რი­ენ­ტებს მო­უ­წევთ ეკ­რან­ზე წა­ი­კითხონ და­ვა­ლე­ბე­ბი და ისე შე­ას­რუ­ლონ. მათ ამო­ბეჭ­დი­ლი ტეს­ტე­ბი არ ექ­ნე­ბათ. ეს სი­ახ­ლე უფ­რო მე­ტად ფორ­მა­ტულ ცვლი­ლე­ბას ეხე­ბა, ვიდ­რე ში­ნა­არ­სობ­რივს, ანუ ში­ნა­არ­სობ­რი­ვად ჩვე­ნი ტეს­ტი რო­გორც იყო 100-და­ვა­ლე­ბი­ა­ნი და რო­გო­რი სა­ხის და­ვა­ლე­ბე­ბიც იყო ტრა­დი­ცი­უ­ლად (ბო­ლო ორი წე­ლია, შე­მო­ვი­ტა­ნეთ მოს­მე­ნა, რო­გორც პირ­ვე­ლი და­ვა­ლე­ბა და წე­რი­თი და­ვა­ლე­ბა — წე­რი­ლი), ისე­თი­ვე რჩე­ბა და სი­ახ­ლე არ იქ­ნე­ბა. ალ­ბათ, არც იქ­ნე­ბო­და სწო­რი, რომ იმ ტექ­ნი­კუ­რი სი­ახ­ლის გარ­და, რაც ასე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, კი­დევ ში­ნა­არ­სობ­რი­ვი ცვლი­ლე­ბე­ბი შე­მოგ­ვე­ტა­ნა. ასე რომ, ცვლი­ლე­ბა შე­ე­ხე­ბა მხო­ლოდ ტექ­ნი­კურ-ფორ­მა­ტულ გან­ს­ხ­ვა­ვე­ბას.
უცხო­უ­რი ენის გა­მოც­დის ხან­გ­რ­ძ­ლი­ვო­ბა იყო ორსა­ათ-ნა­ხე­ვა­რი. ახ­ლა არ შე­მიძ­ლია ვთქვა, ეს შე­იც­ვ­ლე­ბა თუ არა, რად­გან მო­სა­ლოდ­ნე­ლია ამ ფორ­მა­ტის პი­ლო­ტი­რება. ყვე­ლა­ფე­რი ნა­თე­ლი გახ­დე­ბა მას შემ­დეგ, რაც გა­მო­იც­დე­ბა ელექ­ტ­რო­ნუ­ლი ფორ­მა­ტი, უკ­ვე რე­ა­ლუ­რად, მო­მა­ვალ აბი­ტუ­რი­ენ­ტებ­ზე. ჩვენ გა­ვა­კე­თებთ სპე­ცი­ა­ლურ სა­ვარ­ჯი­შო ტესტს და ის გვიჩ­ვე­ნებს, რამ­დე­ნად მი­სა­ღე­ბია ეს დრო.
თუ ბეჭ­დუ­რი ტეს­ტე­ბის ერთ ფურ­ცელ­ზე, და­ვუშ­ვათ პირ­ველ და­ვა­ლე­ბა­ში, ერ­თად იყო  მო­თავ­სე­ბუ­ლი ათი და­ვა­ლე­ბა, ახ­ლა ეს ხუთ ელექ­ტ­რო­ნულ გვერ­დ­ზეა გაშ­ლი­ლი. ნა­ხეთ, რო­გო­რი  ტექ­ნი­კუ­რი გან­ს­ხ­ვა­ვე­ბაა, ში­ნა­არ­სობ­რი­ვად, თით­ქოს არა­ფე­რი, მაგ­რამ ის, რაც იყო ერთ გვერ­დ­ზე და აბი­ტუ­რი­ენტს არ უხ­დე­ბო­და ამ გვერ­დის ხში­რად გა­და­ფურ­ც­ვ­ლა, ეკ­რან­ზე ხუთ გვერ­დ­ზეა გაშ­ლი­ლი, თი­თო­ზე — ორ-ორი. ე.წ. ელექ­ტ­რო­ნუ­ლი გა­და­ფურ­ც­ვ­ლა რთუ­ლი არ არის, საკ­მა­რი­სია ერთ ღი­ლაკ­ზე თი­თის და­ჭე­რა, რო­მე­ლიც მოს­წავ­ლეს წა­იყ­ვანს მარ­ჯ­ვ­ნი­ვაც და მარ­ცხ­ნი­ვაც, მას შე­უძ­ლია გა­და­ვი­დეს შემ­დეგ და­ვა­ლე­ბა­ზე ან და­უბ­რუნ­დეს წი­ნას. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, თუ ად­რე ტეს­ტი იყო, და­ვუშ­ვათ, 16-გვერ­დი­ა­ნი, ახ­ლა 32 გვერ­დია, მაგ­რამ ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში გვერ­დი ძა­ლი­ან პი­რო­ბი­თია, რად­გან  ჩვენ ეს და­ვა­ლე­ბე­ბი ეკ­რან­ზე სპე­ცი­ა­ლუ­რად გავ­ზარ­დეთ, რომ თვა­ლის­თ­ვის მო­სა­ხერ­ხე­ბე­ლი იყოს, გავ­ზარ­დეთ, ასე­ვე, ასო­ე­ბის სი­დი­დე და ამ­გ­ვა­რად გაშ­ლი­ლი და­ვა­ლე­ბა უკეთ კითხ­ვა­დია, ვიდ­რე  ბეჭ­დურ კრე­ბუ­ლის ფურ­ცელ­ზე იყო. ამას თა­ვი­სი უპი­რა­ტე­სო­ბე­ბი, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, აქვს.
რო­დე­საც პირ­ვე­ლი და­ვა­ლე­ბა ვახ­სე­ნე, მოს­მე­ნის და­ვა­ლე­ბას ვგუ­ლის­ხ­მობ­დი, რა­ზე­დაც აბი­ტუ­რი­ენ­ტებ­მა კარ­გად უნ­და ივარ­ჯი­შონ იმი­ტომ, რომ ტეს­ტის ტექ­ნი­კუ­რი ნა­წი­ლი ისე­თი­ვე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, რო­გორც ში­ნა­არ­სობ­რი­ვი. რო­გორც მო­გახ­სე­ნეთ, ერთ ფურ­ცელ­ზე გან­თავ­სე­ბუ­ლი და­ვა­ლე­ბა ხუთ გვერ­დ­ზე (მოს­მე­ნის ორ-ორი და­ვა­ლე­ბა თი­თო გვერ­დ­ზე) გა­ი­შა­ლა. ეს უკ­ვე იმის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია, რომ აბი­ტუ­რი­ენ­ტ­მა უნ­და ივარ­ჯი­შოს სწო­რედ იმა­ზე, რო­გორ გა­და­ფურ­ც­ლოს და­ვა­ლე­ბა კომ­პი­უ­ტე­რის ეკ­რან­ზე. ამავ­დ­რო­უ­ლად, ძა­ლი­ან ბევ­რი ვარ­ჯი­ში დას­ჭირ­დე­ბა იმას­თან და­კავ­ში­რე­ბი­თაც, ამ და­ვა­ლე­ბას რომ მო­ის­მენს,  უნ­და მო­ა­ხერ­ხოს სწო­რი პა­სუ­ხის ჩა­ნიშ­ვ­ნა, სა­ნამ მე­ო­რე დი­ა­ლო­გი ან ტეს­ტი და­იწყე­ბა. ად­რე ასე იყო — ფურ­ცელ­ზე შა­ვად ინიშ­ნავ­და სწორ პა­სუხს და მე­რე პა­სუ­ხე­ბის ფურ­ცელ­ზე გა­დაჰ­ქონ­და. მას ახ­ლაც ექ­ნე­ბა შა­ვი ფურ­ცე­ლი, რომ იგი­ვე გა­ა­კე­თოს, მაგ­რამ აქ ერ­თი მო­მენ­ტია გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლი — მან ჯერ უნ­და უყუ­როს  ეკ­რანს, რომ ოთხი შე­საძ­ლო პა­სუ­ხი­დან სწო­რი ამო­ირ­ჩი­ოს, მე­რე და­ი­ხე­დოს ქვე­ვით, მა­გი­და­ზე, პა­სუ­ხე­ბის ფურ­ცელ­ზე და­წე­როს სწო­რი პა­სუ­ხი და ისევ სწრა­ფად ეკ­რან­ზე გა­და­ი­ტა­ნოს ყუ­რად­ღე­ბა, რომ შემ­დეგ და­ვა­ლე­ბას მო­უს­მი­ნოს. აქ ადა­მი­ანს კომ­ბი­ნი­რე­ბუ­ლი უნა­რე­ბი სჭირ­დე­ბა, რაც ად­ვი­ლი მი­საღ­წე­ვია ვარ­ჯი­შის შე­დე­გად.
მოს­მე­ნის ნა­წი­ლის­თ­ვის გა­მო­ყო­ფი­ლია 12-13 წუ­თი, რად­გან ოთხი ენაა, დრო­ის ზუს­ტი დამ­თხ­ვე­ვა შე­უძ­ლე­ბე­ლია,  ენებს შო­რის გან­ს­ხ­ვა­ვე­ბა წუ­თი-წუთ­ნა­ხე­ვა­რია. მაქ­სი­მა­ლუ­რი დროა 13 წუ­თი და პი­ლო­ტი­რე­ბის მე­რე ვნა­ხავთ, ეს დრო საკ­მა­რი­სია თუ არა. დი­ა­ლო­გებს შო­რის გვაქვს გარ­კ­ვე­უ­ლი ინ­ტერ­ვა­ლი, რო­მე­ლიც აბი­ტუ­რი­ენტს სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს, ჩა­ნიშ­ნოს სწო­რი პა­სუ­ხი და ყუ­რადღე­ბა შემ­დეგ ტექ­ს­ტ­ზე გა­და­ი­ტა­ნოს. აქ მოს­მე­ნის ასე­თი სტრა­ტე­გიაა — მან ეს ტექ­ს­ტი არა მარ­ტო უნ­და მო­ის­მი­ნოს, არა­მედ წი­ნას­წარ გა­და­ხე­დოს შემ­დეგ მო­ნა­ცემს (ამას ალ­ბათ 10 წა­მიც კი არ სჭირ­დე­ბა), ანუ ტექ­ს­ტ­ზეც უნ­და გა­და­ი­ტა­ნოს ყუ­რადღე­ბა. პი­ლო­ტი­რე­ბა, რო­მე­ლიც დე­კემ­ბერ­ში იგეგ­მე­ბა, გვიჩ­ვე­ნებს, რამ­დე­ნად საკ­მა­რი­სია მო­ცე­მუ­ლი დრო. იმე­დი მაქვს, რომ საკ­მა­რი­სი იქ­ნე­ბა, რად­გან ჩვენ ეს ინ­ტერ­ვა­ლე­ბი თა­ვი­დან­ვე გვქონ­და ჩა­დე­ბუ­ლი — რო­დე­საც აბი­ტუ­რი­ენ­ტი ის­მენს დი­ა­ლო­გებ­სა და ტექ­ს­ტებს, იქ აუცი­ლებ­ლად უნ­და იყოს ინ­ტერ­ვა­ლე­ბი. თუ რა­ი­მე პრობ­ლე­მა შე­ექ­მ­ნე­ბათ და დრო არ ეყო­ფათ, ჩვენ კი­დევ 3-4 წა­მით გავ­ზ­რ­დით (სწო­რედ წა­მით და არა წუ­თით, რად­გან მოს­მე­ნის დროს, წუ­თი ძა­ლი­ან ბევ­რია). თი­თო­ე­უ­ლი ჩა­ნა­წე­რი ნა­ხე­ვარ­წუ­თი­ა­ნია, ინ­ტერ­ვა­ლე­ბი 5-წა­მი­ა­ნია, რაც მოს­მე­ნის და­ვა­ლე­ბის­თ­ვის საკ­მა­რი­სია, რომ შემ­დეგ და­ვა­ლე­ბა­ზე გა­დახ­ვი­დე. დი­დი ინ­ტერ­ვა­ლი ყო­ველ­თ­ვის ფან­ტავს ადა­მი­ა­ნის ყუ­რადღე­ბას და მი­ზან­შე­წო­ნი­ლი არ არის მსგავ­სი და­ვა­ლე­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბის დროს.
კი­დევ ერ­თხელ გა­ვი­მე­ო­რებ, რო­გორ იგეგ­მე­ბა მოს­მე­ნის ნა­წი­ლი. აბი­ტუ­რი­ენ­ტი ის­მენს ჩა­ნა­წერს (მოს­მე­ნის და­ვა­ლე­ბა­ში 10 და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი პა­ტა­რა ტექ­ს­ტია), თი­თო­ე­ულ ტექსტს და, 4 შე­საძ­ლო პა­სუ­ხი­დან, ირ­ჩევს ერთ-ერთს, რო­მე­ლიც მოს­მე­ნის ტექ­ს­ტ­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი და პა­სუ­ხე­ბის ფურ­ცელ­ზე სწორ პა­სუხს ჯვა­რე­დი­ნად გა­და­ხა­ზავს ან შა­ვად მო­ნიშ­ნავს, რო­გორც მის­თ­ვის უფ­რო მო­სა­ხერ­ხე­ბე­ლია. შემ­დეგ მას გარ­კ­ვე­უ­ლი ინ­ტერ­ვა­ლი აქვს, რომ გა­და­ვი­დეს შემ­დეგ­ზე, გა­და­ავ­ლოს თვა­ლი და ჩა­ნა­წე­რიც ამას მიჰ­ყ­ვე­ბა, აბი­ტუ­რი­ენ­ტი არ არე­გუ­ლი­რებს ჩა­ნა­წერს, ჩვენ ვა­რე­გუ­ლი­რებთ. ჩა­ნა­წე­რი თა­ვად არის ინ­ტერ­ვა­ლე­ბი­ა­ნი და ტექ­ნი­კუ­რად მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი. ისე­ვე რო­გორც შარ­შან და შარ­შან­წინ, ჩვე­ნი მეთ­ვალ­ყუ­რე ჩარ­თავს ჩა­ნა­წერს და აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბი შე­ას­რუ­ლე­ბენ და­ვა­ლე­ბებს. არ არის გა­მო­რიცხუ­ლი, რომ პი­ლო­ტი­რე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში, აბი­ტუ­რი­ენტს თვი­თონ­ვე მო­უ­წი­ოს ჩა­ნა­წე­რის ჩარ­თ­ვა, მაგ­რამ მი­სი და­რე­გუ­ლი­რე­ბა მას არ მო­უ­წევს, ის მხო­ლოდ ჩარ­თავს (ან მეთ­ვალ­ყუ­რე). ჩა­ნა­წერ­ში ყვე­ლა­ფე­რი ტექ­ნი­კუ­რად უკ­ვე და­ლა­გე­ბუ­ლია და ამა­ზე მათ შე­უძ­ლი­ათ არც იფიქ­რონ. ვურ­ჩევ ყუ­რადღე­ბა გა­ა­მახ­ვი­ლონ სწო­რი პა­სუ­ხის რაც შე­იძ­ლე­ბა სწრა­ფად მო­ნიშ­ვ­ნა­ზე. მოს­მე­ნის დროს არ არის სა­ჭი­რო დიდ­ხანს ფიქ­რი,  ეს არ არის წა­კითხუ­ლის გა­აზ­რე­ბა, ეს არის მოს­მე­ნა — გა­ი­გებ ინ­ფორ­მა­ცი­ას, ჩა­ნიშ­ნავ. რაც მე­ტი დრო გა­დის, მი­ღე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია გა­ვიწყ­დე­ბა, ანუ სწრა­ფად უნ­და მო­ნიშ­ნო, რაც სწორ პა­სუ­ხად მი­გაჩ­ნია. ეს არ არის ისე­თი დი­დი ტექ­ს­ტი, რომ დიდ­ხანს ეძე­ბო შიგ ინ­ფორ­მა­ცია, ნა­ხე­ვარ­წუ­თი­ა­ნი ტექ­ს­ტე­ბია. ამი­ტომ აბი­ტუ­რი­ენ­ტი მოს­მე­ნი­სას ას­რუ­ლებს და­ვა­ლე­ბას, ტექ­ს­ტი ორ­ჯერ მე­ორ­დე­ბა და მას შე­უძ­ლია, მე­ო­რე მოს­მე­ნი­სას, პა­სუ­ხი გა­და­ა­მოწ­მოს და მა­შინ­ვე, მო­მენ­ტა­ლუ­რად მო­ხა­ზოს. მი­მაჩ­ნია, რომ სწო­რედ ამა­შია სა­ჭი­რო გა­ვარ­ჯი­შე­ბა, რომ დრო­უ­ლად აღ­ნიშ­ნოს პა­სუ­ხი ფურ­ცელ­ზე, რად­გან ნა­წი­ლობ­რივ ელექ­ტ­რო­ნუ­ლი ფორ­მა­ტია და შემ­დეგ ისევ ეკ­რან­ზე უნ­და გა­და­ი­ტა­ნოს ყუ­რადღე­ბა და მოს­მე­ნა­ზე.  ამა­ზე ვარ­ჯი­შიც იქ­ნე­ბა აუცი­ლე­ბე­ლი.
რაც შე­ე­ხე­ბა ტექ­ს­ტე­ბის სირ­თუ­ლეს, ორი წლის წინ მოს­მე­ნის ნა­წი­ლის ტექ­ს­ტე­ბი ძა­ლი­ან მარ­ტი­ვი იყო. აბი­ტუ­რი­ენ­ტებ­მა, თით­ქოს და, დაგ­ვ­ცი­ნეს კი­დეც — ძა­ლი­ან მარ­ტი­ვი ტექ­ს­ტე­ბიაო?! მარ­თ­ლაც მარ­ტი­ვი იყო, რად­გან დაწყე­ბით ეტაპ­ზე მოს­მე­ნის და­ვა­ლე­ბის შე­მო­ტა­ნა, თა­ვის­თა­ვად, გარ­კ­ვე­უ­ლი სირ­თუ­ლე იყო. წელს ტექ­ს­ტე­ბი გარ­თულ­დე­ბა და ადეკ­ვა­ტუ­რი სირ­თუ­ლის იქ­ნე­ბა — მარ­ტი­ვი ბ1, რაც ზუს­ტად შე­ე­სა­ბა­მე­ბა ეროვ­ნუ­ლი გეგ­მის მოთხოვ­ნებს. ბ1 სა­შუ­ა­ლო დო­ნეა, სა­ერ­თა­შო­რი­სოდ აღი­ა­რე­ბუ­ლი ნორ­მე­ბით. უფ­რო სწო­რად ბ1-, ანუ მარ­ტი­ვი ბ1. 10 და­ვა­ლე­ბა­ში შე­იძ­ლე­ბა იყოს 2-3 მარ­ტი­ვი, 2-3 სა­შუ­ა­ლო სირ­თუ­ლის, მაგ­რამ სა­ერ­თო ჯამ­ში, წი­ნა წლებ­თან შე­და­რე­ბით, სირ­თუ­ლე მე­ტი იქ­ნე­ბა.
რაც შე­ე­ხე­ბა მე­ო­რე სი­ახ­ლეს, რო­მე­ლიც აბი­ტუ­რი­ენ­ტებს  მოს­მე­ნის ნა­წილ­თან ერ­თად შევ­თა­ვა­ზეთ — წე­რი­ლის და­წე­რას და რო­გორ ხდე­ბა მი­სი მორ­გე­ბა ელექ­ტ­რო­ნულ ფორ­მატ­ზე. ბეჭ­დურ ფორ­მატ­ში რო­გორც წე­რილ­ში, ასე­ვე თე­მა­ში, გვქონ­და გა­მო­ყო­ფი­ლი ად­გი­ლი, სა­დაც აბი­ტუ­რი­ენტს სა­შუ­ა­ლე­ბა ჰქონ­და, შა­ვად და­ე­წე­რა, შემ­დეგ და­ე­მუ­შა­ვე­ბი­ნა და გა­და­ე­ტა­ნა პა­სუ­ხე­ბის ფურ­ცელ­ზე. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ნა­ბეჭ­დი ტეს­ტი მას აღარ აქვს, მაგ­რამ არც იმის სა­შუ­ა­ლე­ბა აქვს, რომ ეკ­რან­ზე და­წე­როს (ეს ძა­ლი­ან ად­რეა ჩვენ­თ­ვის), ამი­ტომ ექ­ნე­ბა სა­ვარ­ჯი­შო, ე.წ. შა­ვი ფურ­ცე­ლი, სა­დაც, მას შემ­დეგ რაც წა­ი­კითხავს და­ვა­ლე­ბას ეკ­რან­ზე — წე­რილს ან თე­მას, ამ და­ვა­ლე­ბას, რამ­დე­ნი ხა­ნიც უნ­და, ეკ­რან­ზე გა­ა­ჩე­რებს და და­წერს პა­სუხს ან პირ­და­პირ პა­სუ­ხე­ბის ფურ­ცელ­ში (თუ ძა­ლი­ან თვით­და­ჯე­რე­ბუ­ლია და იცის ზუს­ტად, რომ სწო­რად წერს), ან  შა­ვად და მე­რე გა­და­ა­თეთ­რებს იმისდა მი­ხედ­ვით, რა დროც აქვს.
წე­რილ­ში სიტყ­ვე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა მი­თი­თე­ბუ­ლი არ არის, მაგ­რამ გან­საზღ­ვ­რუ­ლია ის სივ­რ­ცე, რო­მელ­შიც უნ­და ჩა­ე­ტი­ოს. ეს ისე­თი და­ვა­ლე­ბაა, რომ აბი­ტუ­რი­ენ­ტი ვერ გა­ნავ­რ­ცობს. თე­მა შე­იძ­ლე­ბა გა­ნავ­რ­ცოს, მაგ­რამ წე­რი­ლის შემ­თხ­ვე­ვა­ში არის ზუს­ტი მი­თი­თე­ბა, რომ კითხ­ვე­ბი დას­ვას. აბი­ტუ­რი­ენტს, მო­ცე­მულ და­ვა­ლე­ბა­ში, ვე­უბ­ნე­ბით — ჩა­ე­ტიე მო­ცე­მულ ად­გილ­ზე, რაც პა­სუ­ხე­ბის ფურ­ცელ­შია. ასე რომ, ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში პრობ­ლე­მა ჯერ არა­სო­დეს შექ­მ­ნი­ლა.
მე­სა­მე წე­ლია, აბი­ტუ­რი­ენ­ტებს ვაფ­რ­თხი­ლებთ, ნაშ­რომ­ზე არ მი­უ­თი­თონ სა­ხე­ლი და გვა­რი, მაგ­რამ, სამ­წუ­ხა­როდ, ყო­ველ­წ­ლი­უ­რად მა­ინც არის ოცამ­დე აბი­ტუ­რი­ენ­ტი (ოთხი­ვე ენა­ში), ვინც უთი­თებს თა­ვის ან სხვის სა­ხელ­სა და გვარს და მე­რე მი­დის და­ვა. მა­გა­ლი­თად, აბი­ტუ­რი­ენ­ტი თავს იმით იმარ­თ­ლებს, რომ მე ჩე­მი სა­ხე­ლი და გვა­რი არ მი­მი­თი­თე­ბიაო, მაგ­რამ გამ­ს­წო­რე­ბელ­მა ხომ არ იცის, ვი­სი სა­ხე­ლი და გვა­რი წე­რია. სრუ­ლი­ად აბ­სურ­დუ­ლი და არა­ქარ­თუ­ლი სა­ხე­ლი და გვა­რიც რომ იყოს (თუნ­დაც მარ­კო პო­ლო ან გა­ლი­ლეო გა­ლი­ლეი), ჩვენ მა­ინც არ ვას­წო­რებთ ასეთ ნაშ­რო­მებს, რად­გან ნე­ბის­მი­ე­რი მი­თი­თე­ბა ით­ვ­ლე­ბა, რო­გორც პა­რო­ლი და სა­კა­მა­თო ხდე­ბა. ამი­ტო­მაც ჩვენ 3 ად­გი­ლას ვწერთ გარ­კ­ვე­ვით — გთხოვთ, არ მი­უ­თი­თოთ სა­ხე­ლი და გვა­რი. გარ­და ამი­სა, დამ­ს­წ­რე აცხა­დებს, რომ არ მი­უ­თი­თონ სა­ხე­ლი და გვა­რი და კი­დევ ვი­ფიქ­რებთ სხვა რა­ი­მე დამ­ცავ მე­ქა­ნიზ­მ­ზე, რომ გაფ­რ­თხილ­დ­ნენ ის აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბი, ვინც არ გვი­ჯე­რებს. 2015 წელ­საც 17-18 მსგავ­სი შემ­თხ­ვე­ვა იყო და ეს და­ვა­ლე­ბე­ბი გა­ვა­ნუ­ლეთ, ანუ კონ­კ­რე­ტუ­ლად ეს და­ვა­ლე­ბა შე­ფას­და ნუ­ლით.  სამ­წუ­ხა­როდ, აბი­ტუ­რი­ენტს, მი­სი და­უ­დევ­რო­ბის გა­მო, რა­ღაც ქუ­ლა აკ­ლ­დე­ბა. ჩვენ ძა­ლი­ან ვწუხ­ვართ, რო­ცა იძუ­ლე­ბუ­ლი ვართ, აბი­ტუ­რი­ენტს და­ვა­ლე­ბა­ში ნუ­ლი და­ვუ­წე­როთ.
რაც შე­ე­ხე­ბა ე.წ. ღია სა­ხის და­ვა­ლე­ბებს, რო­მე­ლიც მო­ითხოვს აბი­ტუ­რი­ენ­ტის­გან და­წე­რას და არა უბ­რა­ლოდ სწო­რი პა­სუ­ხის აღ­ნიშ­ვ­ნას. მრა­ვალ­ჯე­რა­დი არ­ჩე­ვა­ნი არის და­ხუ­რუ­ლი სა­ხის კითხ­ვის შემ­თხ­ვე­ვა­ში, სა­დაც აბი­ტუ­რი­ენ­ტი უბ­რა­ლოდ აღ­ნიშ­ნავს სწორ პა­სუხს, უფ­რო სწო­რად მო­ხა­ზავს, პა­სუ­ხე­ბის ფურ­ცელ­ზე ჯვარს დას­ვამს. ღია სა­ხის და­ვა­ლე­ბებ­ში აბი­ტუ­რი­ენ­ტი წერს ან სიტყ­ვას, ან წი­ნა­და­დე­ბას, ან თე­მას. თე­მის შემ­თხ­ვე­ვა­ში, სიტყ­ვე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა, და­ახ­ლო­ე­ბით, 150 იყო და ეს ძა­ლა­ში რჩე­ბა. რო­გორც შარ­შან და შარ­შან­წინ, აბი­ტუ­რი­ენტს შე­უძ­ლია შა­ვად და­წე­როს ამ მო­ცუ­ლო­ბის ტექ­ს­ტი, თე­მა და მე­რე პა­სუ­ხე­ბის ფურ­ცელ­ში გა­და­ი­ტა­ნოს. ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში არა­ფე­რი შეც­ვ­ლი­ლა.
ჩე­მი რე­კო­მენ­და­ცი­აც იგი­ვეა, რაც გა­სულ წლებ­ში — შე­ას­რუ­ლონ ჩვე­ნი მოთხოვ­ნა — გთხოვთ, და­წე­როთ 120-150 სიტყ­ვა. თუ ვინ­მეს ჰგო­ნია, რაც მეტს და­წერს, უკეთ შე­ფას­დე­ბა მი­სი ნა­წე­რი, ასე არ არის. ჯერ ერ­თი, დი­დი ნა­წე­რი  ბევრ შეც­დო­მას ნიშ­ნავს, ბუ­ნებ­რი­ვია, ჩვენ ვით­ვ­ლით შეც­დო­მებს. გარ­და ამი­სა, ეს ძა­ლი­ან მარ­ტივ რა­ღა­ცას ნიშ­ნავს ტეს­ტი­რე­ბა­ში — თქვენ  არ ას­რუ­ლებთ კარ­გად და­ვა­ლე­ბის პი­რო­ბას და და­ვა­ლე­ბის პი­რო­ბის შეს­რუ­ლე­ბა, ჩვე­ნი მხრი­დან, უპირ­ვე­ლე­სი მოთხოვ­ნაა. თუ წე­რია, და­წე­რეთ 120-150 სიტყ­ვა, შე­იძ­ლე­ბა 10-20 სიტყ­ვით გა­და­ა­ჭარ­ბოთ, მაგ­რამ მეტს არ გირ­ჩევთ.
კიდევ ერთხელ შე­გახ­სე­ნებთ, რომ ეროვ­ნულ გა­მოც­დებ­ზე, ჩვენ­თა­ნაც და ნე­ბის­მი­ერ სა­გან­ში, ორი სა­ხის და­ვა­ლე­ბე­ბია — და­ხუ­რუ­ლი და ღია. და­ხუ­რუ­ლი სა­ხი­საა და­ვა­ლე­ბა, რო­დე­საც აბი­ტუ­რი­ენ­ტი მო­ნიშ­ნავს სწორ პა­სუხს პა­სუ­ხე­ბის ფურ­ცელ­ზე, ის არა­ფერს არ წერს. ღია სა­ხი­საა და­ვა­ლე­ბა, რო­დე­საც აბი­ტუ­რი­ენ­ტი წერს რა­ი­მეს — ან სიტყ­ვას, ან წი­ნა­და­დე­ბას, ან თე­მას. ჩვე­ნი და­ვა­ლე­ბე­ბი პრო­პორ­ცი­უ­ლა­დაა გა­ნა­წი­ლე­ბუ­ლი, თით­ქ­მის 50-60%-ია და­ხუ­რუ­ლი, და­ნარ­ჩე­ნი — ღია. ასე­თი კომ­ბი­ნა­ციაა ჩვენ­თა­ნაც და ყვე­ლა სა­გან­ში, ე.წ. კა­ტის­გან (სკო­ლის და­მამ­თავ­რე­ბე­ლი გა­მოც­და) გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით, სა­დაც მხო­ლოდ და მხო­ლოდ და­ხუ­რულ­ბო­ლო­ი­ა­ნი კითხ­ვე­ბია, ანუ მოს­წავ­ლე­ე­ბი არა­ფერს არ წე­რენ. რად­გან კა­ტის გა­მოც­დებს შე­ვე­ხეთ, ვიტყ­ვი, რომ წელს არა­ნა­ი­რი ცვლი­ლე­ბა არ იგეგ­მე­ბა, ისევ იქ­ნე­ბა გრა­მა­ტი­კა­ზე, ლექ­სი­კა­ზე და წა­კითხუ­ლის გა­აზ­რე­ბა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი და­ვა­ლე­ბე­ბი, სა­დაც იქ­ნე­ბა შე­მო­სა­ხა­ზი, აღ­სა­ნიშ­ნი სწო­რი პა­სუ­ხი.
რაც შე­ე­ხე­ბა გას­წო­რე­ბის პრო­ცესს, ფაქ­ტობ­რი­ვად, გამ­ს­წო­რებ­ლის­თ­ვის არა­ფე­რი იც­ვ­ლე­ბა. მას თუ ად­რე მის­დი­ო­და პა­სუ­ხე­ბის ფურ­ცე­ლი, ანუ  აბი­ტუ­რი­ენ­ტის პა­სუ­ხე­ბი, ზუს­ტად იმა­ვე ფორ­მატ­ში მი­უ­ვა წელ­საც. აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბი, წელ­საც, სწორ პა­სუ­ხებს აღ­ნიშ­ნა­ვენ და ჩა­წე­რენ პა­სუ­ხე­ბის ფურ­ცელ­ში, რო­გორც შარ­შან, შარ­შან­წინ და ბო­ლო 10 წელ­ზე მე­ტია. პა­სუ­ხე­ბის ფურ­ც­ლე­ბი სკა­ნირ­დე­ბა, და­ვა­ლე­ბე­ბი იჭ­რე­ბა და დაჭ­რი­ლი მის­დის გამ­ს­წო­რე­ბელს. ასე იქ­ნე­ბა წელ­საც, ანუ სა­ნამ არ­სე­ბობს პა­სუ­ხე­ბის ფურ­ცე­ლი და სა­ნამ არ გა­და­ვალთ მთლი­ან ელექ­ტ­რო­ნულ ფორ­მატ­ზე, გამ­ს­წო­რებ­ლის­თ­ვის არა­ფე­რი შე­იც­ვ­ლე­ბა.
წელს პირ­ვე­ლად, მას­წავ­ლებ­ლე­ბი ორ­ჯერ აბა­რე­ბენ გა­მოც­დას, გარ­კ­ვე­ულ­მა რა­ო­დე­ნო­ბამ ზაფხულ­ში ჩა­ა­ბა­რა, იან­ვარ­ში კი­დევ იქ­ნე­ბა გა­მოც­და. უცხო ენა­ში და­რე­გის­ტ­რი­რე­ბუ­ლია, და­ახ­ლო­ე­ბით, 750 მას­წავ­ლე­ბე­ლი, ოთხი­ვე ენა­ში. რა თქმა უნ­და, ეს ნაკ­ლე­ბია იმ რა­ო­დე­ნო­ბა­ზე, რაც ზაფხულ­ში იყო, თუმ­ცა არა დრა­მა­ტუ­ლად. ზაფხულ­ში, და­ახ­ლო­ე­ბით, 1200 იყო. უმე­ტე­სო­ბა — 80% ინ­გ­ლი­სუ­რი ენის პე­და­გო­გე­ბი არი­ან, ფრან­გუ­ლის მას­წავ­ლე­ბე­ლი მხო­ლოდ 6 თუ 7-ია. ყვე­ლა შემ­თხ­ვე­ვა­ში, ჩვენ ამ გა­მოც­დის­თ­ვის ვემ­ზა­დე­ბით. იან­ვარ­ში იქ­ნე­ბა ჩვე­უ­ლებ­რი­ვი, ქა­ღალ­დ­ზე აგე­ბუ­ლი ტეს­ტი, რო­გო­რიც იყო ად­რე. თუმ­ცა, გარ­კ­ვე­უ­ლი პი­ლო­ტი­რე­ბის და აპ­რო­ბა­ცი­ის პე­რი­ო­დის გავ­ლის შემ­დეგ, ზაფხულ­ში, რო­გორც ჩანს, პე­და­გოგ­თა გა­მოც­დე­ბიც გა­და­ვა ელექ­ტ­რო­ნულ ვერ­სი­ა­ზე.
ში­ნა­არ­სობ­რივ ნა­წილ­ში არა­ნა­ი­რი ცვლი­ლე­ბა არ იგეგ­მე­ბა. ეს არის კომ­ბი­ნი­რე­ბუ­ლი ტეს­ტი, რო­მე­ლიც ენობ­რივ კომ­პე­ტენ­ცი­ას და მე­თო­დი­კის ცოდ­ნას მო­ი­ცავს — ცალ-ცალ­კე ვა­ფა­სებთ მოს­მე­ნას, წე­რას, ლა­პა­რაკს, წა­კითხუ­ლის გა­აზ­რე­ბას, ცალ­კეა და­მა­ტე­ბუ­ლი მე­თო­დი­კის ნა­წი­ლი. ამ ფორ­მატ­მა ძა­ლი­ან გა­ა­მარ­თ­ლა და ამი­ტომ არა­ნა­ირ ცვლი­ლე­ბას, ამ ეტაპ­ზე, არ ვგეგ­მავთ. ცვლი­ლე­ბა იქ­ნე­ბა მათ­თ­ვის, ვინც ზაფხულ­ში ჩა­ა­ბა­რებს. რო­გორც ჩანს, მათ მე­ტი უნ­და ივარ­ჯი­შონ ელექ­ტ­რო­ნულ ვერ­სი­ა­ზე. თვალ­ყუ­რი ადევ­ნონ ჩვენს ვებ­სა­იტ­ზე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ყვე­ლა­ნა­ირ პი­ლო­ტი­რე­ბის პრო­ექტს, იქ­ვე და­ი­დე­ბა ელექ­ტ­რო­ნუ­ლი ვერ­სი­ე­ბის ნი­მუ­შე­ბი და  მათ­ზე უნ­და ივარ­ჯი­შონ. ერ­თი და იგი­ვე ტეს­ტი შე­იძ­ლე­ბა ბევ­რ­ჯერ გა­ა­კე­თო, ოღონდ არა იმი­ტომ, რომ მა­ინც და მა­ინც სწო­რი პა­სუ­ხე­ბი ით­ვა­ლო, არა­მედ იმის­თ­ვის, რომ შე­ეჩ­ვიო ელექ­ტ­რო­ნულ ვერ­სი­ას. რო­გორც ვთქვი, ეს არის გარ­კ­ვე­უ­ლი ტექ­ნი­კა — უნ­და წა­ი­კითხო ეკ­რან­ზე და­ვა­ლე­ბა, მე­რე გა­და­ი­ტა­ნო ყუ­რადღე­ბა ქვე­ვით — ფურ­ცელ­ზე და ისევ მი­უბ­რუნ­დე ეკ­რანს, წა­ი­კითხო შემ­დე­გი და­ვა­ლე­ბა, ეკ­რა­ნი ამოძ­რა­ვო მარ­ცხ­ნივ და მარ­ჯ­ვ­ნივ, რაც არ არის თა­ვის­თა­ვად რთუ­ლი, მაგ­რამ ამას ყვე­ლა­ფერს ვარ­ჯი­ში უნ­და.
ამი­ტო­მაც ვურ­ჩევ რო­გორც აბი­ტუ­რი­ენ­ტებს, ასე­ვე პე­და­გო­გებს, რო­ცა ჩვენს სა­იტ­ზე  ეს ნი­მუ­შე­ბი გა­მოქ­ვეყ­ნ­დე­ბა, რაც შე­იძ­ლე­ბა მე­ტი ივარ­ჯი­შონ. და­უძ­ლე­ვე­ლი სირ­თუ­ლე ამა­ში არა­ფე­რია, პი­რი­ქით, ძა­ლი­ან სა­ხა­ლი­სოა. ჩვენ გვქონ­და სა­შუ­ა­ლე­ბა, ჩაგ­ვერ­თო ფე­რე­ბი, ვი­ზუ­ა­ლუ­რად ძა­ლი­ან ლა­მა­ზია, თვა­ლი არ იღ­ლე­ბა, დი­დი ასო­ე­ბია. უბ­რა­ლოდ სა­ჭი­როა ვარ­ჯი­ში.

მომ­ზად­და რა­დიო იმე­დის გა­და­ცე­მის —  „გა­მოც­დე­ბი­დან გა­მოც­დე­ბამ­დე“
თე­ი­კო  ან­ჯა­ფა­რი­ძეს­თან ერ­თად, მი­ხედ­ვით

მო­ამ­ზა­და ლა­ლი თვა­ლა­ბე­იშ­ვილ­მა

25-28(942)N