გამოდის 1998 წლიდან
2015-12-10
სი­ახ­ლე მა­შინ არის კარ­გი, რო­ცა რა­ღა­ცას აუმ­ჯო­ბე­სებ

გვე­სა­უბ­რე­ბა შე­ფა­სე­ბი­სა და გა­მოც­დე­ბის
ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის
ის­ტო­რი­ის ჯგუ­ფის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი
მი­ხე­ილ ბახ­ტა­ძე

2016 წლის ერ­თი­ან ეროვ­ნულ გა­მოც­დებ­ზე, ის­ტო­რი­ის ტეს­ტუ­რი და­ვა­ლე­ბის ტი­პე­ბი იგი­ვე დარ­ჩე­ბა, რაც 2015 წელს იყო. ამ მხრივ, კარ­დი­ნა­ლუ­რი ცვლი­ლე­ბა არ იგეგ­მე­ბა.
2015 წელს შე­ვამ­ცი­რეთ მაქ­სი­მა­ლუ­რი ქუ­ლა — იყო 80 ქუ­ლა და 70-ზე ჩა­მო­ვიყ­ვა­ნეთ. ამ ცვლი­ლე­ბამ გა­ა­მარ­თ­ლა იმ თვალ­საზ­რი­სით, რომ აბი­ტუ­რი­ენ­ტებ­მა უფ­რო კომ­ფორ­ტუ­ლად იგ­რ­ძ­ნეს თა­ვი, რად­გან მე­ტი დრო ჰქონ­დათ, და­ვა­ლე­ბე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა კი ნაკ­ლე­ბი იყო და უფ­რო მშვი­დად იმუ­შა­ვეს. ვფიქ­რობ, სწო­რი ნა­ბი­ჯი გა­დავ­დ­გით. ახ­ლა ამის გა­კე­თე­ბა უკ­ვე სა­ჭი­რო აღარ არის და არც ვგეგ­მავთ. ქუ­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა ისევ 70 იქ­ნე­ბა.
რაც შე­ე­ხე­ბა დროს, შე­საძ­ლოა ელექ­ტ­რო­ნულ ფორ­მა­ზე მუ­შა­ო­ბი­სას აბი­ტუ­რი­ენ­ტებს მე­ტი დრო დას­ჭირ­დეთ, მაგ­რამ, ამ ეტაპ­ზე დრო­ის გაზ­რ­დას არ ვფიქ­რობთ — ორ­სა­ათ-ნა­ხე­ვა­რი გრძელ­დე­ბო­და ის­ტო­რი­ის გა­მოც­და, რაც სავსებით საკ­მა­რი­სი იყო. ფაქ­ტობ­რი­ვად, ყვე­ლა აპ­ლი­კან­ტი, სა­ათ-ნა­ხე­ვარ­ში ან 2 სა­ათ­ში, ამ­თავ­რებ­და ტესტს.
არც ში­ნა­არ­სობ­რივ ნა­წილ­ში იგეგ­მე­ბა რა­ი­მე სი­ახ­ლე. რო­გო­რიც იყო სა­გა­მოც­დო პროგ­რა­მა 2015 წლის­თ­ვის, იგი­ვე იქ­ნე­ბა 2016 წელ­საც.
ნა­წი­ლობ­რივ ელექ­ტ­რო­ნულ ფორ­მატ­ზე გა­დას­ვ­ლის გა­მო, და­ვა­ლე­ბის ტესტს აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბი მო­ნი­ტორ­ზე ნა­ხა­ვენ, პა­სუ­ხე­ბის ფურ­ცე­ლი რო­გო­რიც იყო, ისე­თი დარ­ჩე­ბა. პა­სუ­ხე­ბის და­ფიქ­სი­რე­ბა მათ პა­სუ­ხე­ბის ფურ­ცელ­ში მო­უ­წევთ და ისე­ვე გას­წორ­დე­ბა, რო­გორც აქამ­დე სწორ­დე­ბო­და. ამ მხრივ არა­ვი­თა­რი სი­ახ­ლე არ იქ­ნე­ბა.
სი­ახ­ლე იქ­ნე­ბა მხო­ლოდ ის, რომ თუ აქამ­დე ტეს­ტი ბუკ­ლე­ტის სა­ხით ჰქონ­დათ, ახ­ლა მო­ნი­ტო­რის ეკ­რან­ზე იხი­ლა­ვენ. ტეს­ტე­ბის ელექ­ტ­რო­ნუ­ლი ვერ­სი­ე­ბი უკ­ვე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლია ცენ­ტ­რის ვებ­გ­ვერ­დ­ზე. აქ­ვეა გარ­კ­ვე­უ­ლი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი და რჩე­ვე­ბი აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბის­თ­ვის, მა­გა­ლი­თად: თუ გსურთ პა­სუ­ხე­ბის ფურ­ცელ­ზე მო­ნიშ­ნუ­ლი პა­სუ­ხის გა­დას­წო­რე­ბა, მთლი­ა­ნად გა­ა­ფე­რა­დეთ უჯ­რა, მაგ­რამ, ამა­ვე დროს, შე­უძ­ლე­ბე­ლია, ხელ­მე­ო­რედ აირ­ჩი­ოთ ის პა­სუ­ხი, რო­მე­ლიც გა­და­ას­წო­რეთ. ეს ჩა­ნა­წე­რი და­ვა­ლე­ბის პირ­ველ ტიპს ეხე­ბა, ე.წ. არ­ჩე­ვით­ბო­ლო­ი­ან და­ვა­ლე­ბას, რო­დე­საც არის კითხ­ვა და 4 სა­ვა­რა­უ­დო პა­სუ­ხი. ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში, აპ­ლი­კან­ტებ­მა უჯ­რა­ში უნ­და ჩა­წე­რონ პა­სუ­ხი. თუ ჩათ­ვ­ლი­ან, რომ ის უჯ­რა, რო­მელ­შიც ხ ნი­შა­ნი ჩა­წე­რეს, არ არის მარ­თე­ბუ­ლი, შე­უძ­ლი­ათ მთლი­ა­ნად შა­ვად გა­ა­ფე­რა­დონ. მე­რე თუ მო­ი­ფიქ­რე­ბენ, რომ ის პა­სუ­ხი სწო­რი იყო, ვე­ღარ მი­უბ­რუნ­დე­ბი­ან. ასეთ შემ­თხ­ვე­ვა­ში, ალ­ბათ, მო­უ­წევთ პა­სუ­ხის ფურ­ც­ლის გა­მოც­ვ­ლა. ამი­ტომ, ჯო­ბია ნუ იჩ­ქა­რე­ბენ პა­სუ­ხის წაშ­ლას, კი­დევ ერ­თხელ გა­და­ა­მოწ­მონ, რამ­დე­ნად ზუს­ტად აქვთ გა­ცე­მუ­ლი პა­სუ­ხი და მე­რე მი­ი­ღონ გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა. ეს, რო­გორც გითხა­რით, პირ­ვე­ლი ტი­პის და­ვა­ლე­ბას ეხე­ბა.
და­ნარ­ჩე­ნი ტი­პის და­ვა­ლე­ბებ­ში მათ შე­უძ­ლი­ათ გა­და­შა­ლონ ძვე­ლი და ჩა­წე­რონ ახა­ლი პა­სუ­ხი, ოღონდ უნ­და ჩა­წე­რონ ისე, რომ გარ­კ­ვე­ვით ჩან­დეს და გამ­ს­წო­რე­ბელ­მა შეძ­ლოს წა­კითხ­ვა.
ერთ-ერ­თი ინ­ს­ტ­რუქ­ცია ასე­თია: წე­რეთ გარ­კ­ვე­ვით და იმ­ყო­ფი­ნეთ პა­სუ­ხე­ბის­თ­ვის გან­კუთ­ვ­ნი­ლი ად­გი­ლი. აბი­ტუ­რი­ენ­ტებ­მა უნ­და იცოდ­ნენ, პირ­ვე­ლი — თუ გა­ურ­კ­ვევ­ლად წე­რეს, უბ­რა­ლოდ, ვერ შევ­ძ­ლებთ ნა­მუ­შევ­რის წა­კითხ­ვას და მე­ო­რე — ად­გი­ლი, რო­მელ­საც მათ პა­სუ­ხის ჩა­სა­წე­რად ვაძ­ლევთ, სრუ­ლი­ად საკ­მა­რი­სია. თუ იმა­ზე მეტს წე­რენ, შემ­დეგ, პა­სუ­ხე­ბის ფურ­ც­ლის ტექ­ნი­კუ­რად და­მუ­შა­ვე­ბი­სას, თი­თო­ე­უ­ლი და­ვა­ლე­ბა იჭ­რე­ბა გარ­კ­ვე­ულ ზო­მა­ზე და, თუ ამ ზო­მის ფარ­გ­ლებს გა­რეთ გა­დის პა­სუ­ხი, მი­სი წა­კითხ­ვა რთუ­ლია. რა თქმა უნ­და, ვა­ხერ­ხებთ, მაგ­რამ იქ­მ­ნე­ბა გარ­კ­ვე­უ­ლი ტექ­ნი­კუ­რი პრობ­ლე­მე­ბი. ამი­ტომ ჯო­ბია, იმ­ყო­ფი­ნონ ის ად­გი­ლი, რაც გა­მო­ყო­ფი­ლია, წე­რონ გარ­კ­ვე­ვით და, რაც მთა­ვა­რია, აზ­რი ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბონ ზუს­ტად და სრუ­ლად. არის შემ­თხ­ვე­ვე­ბი, რო­ცა და­ვა­ლე­ბებ­ში, სა­დაც მათ­გან მო­ვითხოვთ არ­გუ­მენ­ტი­რე­ბულ მსჯე­ლო­ბას და სა­კუ­თა­რი პო­ზი­ცი­ის და­ფიქ­სი­რე­ბას, იწყე­ბენ მსჯე­ლო­ბას, მაგ­რამ აღარ ას­რუ­ლე­ბენ. ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში, გამ­ს­წო­რებ­ლის­თ­ვის გა­ურ­კ­ვე­ვე­ლი რჩე­ბა, რი­სი თქმა სურ­და აპ­ლი­კანტს — აზ­რი დაწყე­ბუ­ლია, მაგ­რამ არ არის დას­რუ­ლე­ბუ­ლი. ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში, არას­რულ­ყო­ფილ პა­სუხს ვერ ვა­ფა­სებთ. ინ­ს­ტ­რუქ­ცი­ა­შიც ხაზ­გას­მუ­ლი გვაქვს — პა­სუ­ხი გა­ე­ცით კონ­კ­რე­ტუ­ლი და ამომ­წუ­რა­ვი. აბი­ტუ­რი­ენ­ტებ­მა ეს აუცი­ლებ­ლად უნ­და გა­ით­ვა­ლის­წი­ნონ. მო­ცუ­ლო­ბას მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა არ აქვს, მთა­ვა­რია აზ­რი იყოს დას­რუ­ლე­ბუ­ლი და გამ­ს­წო­რე­ბე­ლი რომ წა­ი­კითხავს, მიხ­ვ­დეს რა­ზეა სა­უ­ბა­რი.
შა­ვი სა­მუ­შა­ოს­თ­ვის აბი­ტუ­რი­ენ­ტებს და­უ­რიგ­დე­ბათ ფურ­ც­ლე­ბი. აქამ­დე ისი­ნი იყე­ნებ­დ­ნენ თა­ვი­სუ­ფალ ად­გი­ლებს ტეს­ტის ბუკ­ლეტ­ში. რად­გან ახ­ლა ბუკ­ლე­ტი აღარ ექ­ნე­ბათ და და­ვა­ლე­ბებს ეკ­რან­ზე ნა­ხა­ვენ, ბუ­ნებ­რი­ვია, შა­ვი სა­მუ­შა­ო­სათ­ვის და­უ­რიგ­დე­ბათ ფურ­ც­ლე­ბი, სა­დაც ჩა­წე­რენ სა­ვა­რა­უ­დო პა­სუხს, მო­ხა­ზა­ვენ და შემ­დეგ პა­სუ­ხე­ბის ფურ­ცელ­ში გა­და­ი­ტა­ნენ.
გე­ოგ­რა­ფი­ის გა­მოც­დის­თ­ვის მო­სამ­ზა­დებ­ლად, აბი­ტუ­რი­ენ­ტებ­მა უნ­და გა­მო­ი­ყე­ნონ ხჳ-ხჳჳ კლა­სე­ბის სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბი, რომ­ლე­ბიც გრი­ფი­რე­ბუ­ლია გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს მი­ერ და რომ­ლე­ბიც გა­მო­ი­ყე­ნე­ბა ჩვენს ზო­გად­სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სკო­ლებ­ში. არ­სე­ბობს ალ­ტერ­ნა­ტი­ვე­ბი — მე-11 კლას­ში არის 2 სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო, მე-12 კლას­შიც — 2. არა­ნა­ი­რი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა არ აქვს, რო­მელს აირ­ჩე­ვენ. აიღონ ის სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო, რომ­ლი­თაც სკო­ლა­ში სწავ­ლო­ბენ. არის შემ­თხ­ვე­ვე­ბი, რო­დე­საც სკო­ლის მას­წავ­ლებ­ლე­ბი ან ახ­ლობ­ლე­ბი ურ­ჩე­ვენ სხვა წიგნს თუ სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოს. რა თქმა უნ­და, რაც უფ­რო მეტ წიგნს წა­ი­კითხა­ვენ, უკე­თე­სია, მე­ტი ეცო­დი­ნე­ბათ და უფ­რო გა­ნათ­ლე­ბუ­ლე­ბი იქ­ნე­ბი­ან, მაგ­რამ გა­მოც­დის­თ­ვის სავსებით საკ­მა­რი­სია სკო­ლის სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბი — ხჳ-ხჳჳ კლა­სე­ბის ნე­ბის­მი­ე­რი ალ­ტერ­ნა­ტი­ვა. კი­დევ ერ­თხელ გა­ვი­მე­ო­რებ, რომ აბი­ტუ­რი­ენ­ტებ­მა უნ­და ის­წავ­ლონ იმ სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბით, რომ­ლე­ბიც მათ სკო­ლა­ში აქვთ და, ამ მხრივ, არა­ნა­ი­რი პრობ­ლე­მა არ ექ­ნე­ბათ.
აბი­ტუ­რი­ენ­ტებს ვურ­ჩევ, პირ­ველ რიგ­ში, არ იჩ­ქა­რონ. ჰგო­ნი­ათ ხოლ­მე, რომ ის­ტო­რი­ის ტეს­ტი მარ­ტი­ვია, უცებ წა­ი­კითხა­ვენ და არ უკ­ვირ­დე­ბი­ან, რას ვე­კითხე­ბით. ნუ იჩ­ქა­რე­ბენ, მშვი­დად, წყნა­რად წა­ი­კითხონ, და­უ­ფიქ­რ­დ­ნენ, რას ვე­კითხე­ბით და შე­სა­ბა­მი­სად გვი­პა­სუ­ხონ.
რა­ტომ­ღაც ილუს­ტ­რა­ცი­ე­ბი იწ­ვევს მათ შიშს, არა­და სა­ში­ში არა­ფე­რია. თავს იმით იმარ­თ­ლე­ბენ ხოლ­მე, რომ ეს ილუს­ტ­რა­ცია სკო­ლის წიგ­ნ­ში არ იყო. ჩვენ არ ვა­მოწ­მებთ ილუს­ტ­რა­ცი­ებს სკო­ლის წიგ­ნ­ში, ამის ცოდ­ნა მათ ევა­ლე­ბათ — უნ­და იცოდ­ნენ წყა­როს ანა­ლი­ზი. წყა­რო არ არის მხო­ლოდ წე­რი­ლო­ბი­თი, არის ვი­ზუ­ა­ლუ­რიც (იგი­ვე ილუს­ტ­რა­ცია). აპ­ლი­კან­ტებს უნ­და შე­ეძ­ლოთ ილუს­ტ­რა­ცი­ი­დან ინ­ფორ­მა­ცი­ის ამო­ღე­ბა. რა­საც ჩვენ ვე­კითხე­ბით, იმის პა­სუ­ხი ილუს­ტ­რა­ცი­ა­ში დევს, უბ­რა­ლოდ სა­ჭი­როა დაკ­ვირ­ვე­ბა, ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­ძი­ე­ბა, შემ­დეგ გა­და­მუ­შა­ვე­ბა, გა­აზ­რე­ბა და პა­სუ­ხე­ბის ფურ­ცელ­ში და­წე­რა. საკ­მა­ოდ ად­ვი­ლი და­ვა­ლე­ბაა. ასე რომ, ნუ ეში­ნი­ათ.
მე­სა­მე წე­ლია, რაც ეს და­ვა­ლე­ბა გვაქვს, ასე რომ, ახა­ლი არ არის. პრობ­ლე­მა, ჩე­მი აზ­რით, იმა­ში მდგო­მა­რე­ობს, რომ, სამ­წუ­ხა­როდ, მას­წავ­ლე­ბელ­თა ნა­წი­ლი ამ ტი­პის და­ვა­ლე­ბებ­ზე მუ­შა­ო­ბას ყუ­რადღე­ბას არ აქ­ცევს. ძი­რი­თა­დად, ძვე­ლი მე­თო­დით მუ­შა­ო­ბენ — იყე­ნე­ბენ წე­რი­ლო­ბით წყა­რო­ებს. იმას, რომ ილუს­ტ­რა­ცი­აც — პლა­კა­ტი, აფი­შა, რუ­კა — წყა­როა და ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო ინ­ფორ­მა­ცი­ებს შე­ი­ცავს, ყუ­რადღე­ბას არ აქ­ცე­ვენ. აი, ეს არის პრობ­ლე­მა, ამ მხრივ არ მიმ­დი­ნა­რე­ობს მუ­შა­ო­ბა.
გვაქვს და­ვა­ლე­ბის ერ­თი ტი­პი, რო­მელ­შიც სი­ტუ­ა­ცი­ის მო­დე­ლი­რე­ბას ვახ­დენთ და ვთხოვთ აბი­ტუ­რი­ენტს, მო­იყ­ვა­ნოს არ­გუ­მენ­ტე­ბი: 1 — მომ­ხ­რის, 1 — მო­წი­ნა­აღ­მ­დე­გის. მან უნ­და იცო­დეს, რო­გო­რი იყო ფაქ­ტობ­რი­ვი ვი­თა­რე­ბა და ამის შემ­დეგ უნ­და წა­მო­ა­ყე­ნოს არ­გუ­მენ­ტე­ბი. ეს 2-ქუ­ლი­ა­ნი და­ვა­ლე­ბაა — ერ­თი ქუ­ლა არის მომ­ხ­რის არ­გუ­მენ­ტის, მე­ო­რე — მო­წი­ნა­აღ­მ­დე­გის. გვქონ­და შემ­თხ­ვე­ვე­ბი, რო­დე­საც ტეს­ტ­ში ამ ტი­პის ერ­თი და­ვა­ლე­ბა გვქონ­და, იყო შემ­თხ­ვე­ვე­ბი, რო­ცა ორი იყო. 2016 წელს რამ­დე­ნი იქ­ნე­ბა, ზუს­ტად ვერ გეტყ­ვით, მაგ­რამ ამ ტი­პის და­ვა­ლე­ბა აუცი­ლებ­ლად იქ­ნე­ბა.
რო­დე­საც წე­რი­ლო­ბი­თი წყა­როს ანა­ლიზს ვაძ­ლევთ, იქაც ვითხოვთ აბი­ტუ­რი­ენ­ტის­გან სა­კუ­თა­რი პო­ზი­ცი­ის გა­მო­ხატ­ვას და არ­გუ­მენ­ტის მოყ­ვა­ნას. იგი­ვე ხდე­ბა, ვთქვათ, რუ­კა­ზე მუ­შა­ო­ბი­სას, ასე რომ, და­ახ­ლო­ე­ბით 5-6 კითხ­ვაა, რო­მე­ლიც აბი­ტუ­რი­ენ­ტის­გან მო­ითხოვს, იმ ფაქ­ტობ­რი­ვი ცოდ­ნის ბა­ზა­ზე, რაც მას აქვს, შეძ­ლოს ამ ყვე­ლაფ­რის კრი­ტი­კუ­ლად გა­აზ­რე­ბა და ამა თუ იმ ფაქ­ტი­სად­მი ან მოვ­ლე­ნი­სად­მი სა­კუ­თა­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის არ­გუ­მენ­ტი­რე­ბუ­ლად გად­მო­ცე­მა. გას­წო­რე­ბი­სას ყუ­რადღე­ბა ექ­ცე­ვა არა იმას, გამ­ს­წო­რე­ბე­ლი იზი­ა­რებს თუ არა აპ­ლი­კან­ტის მო­საზ­რე­ბას, არა­მედ იმას, რამ­დე­ნად სწო­რია მი­სი არ­გუ­მენ­ტი, რამ­დე­ნად ლო­გი­კუ­რად გად­მოს­ცემს მას და, რაც მთა­ვა­რია, აბი­ტუ­რი­ენ­ტ­მა არ უნ­და და­უშ­ვას ფაქ­ტობ­რი­ვი შეც­დო­მა. რო­გორც კი აპ­ლი­კან­ტე­ბი ფაქ­ტობ­რივ შეც­დო­მას უშ­ვე­ბენ, მა­თი პა­სუ­ხი ნულ­დე­ბა. ფაქ­ტობ­რი­ვი შეც­დო­მის დაშ­ვე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში, ცხა­დია, არ­გუ­მენ­ტიც უკ­ვე არ იქ­ნე­ბა ლო­გი­კუ­რი.
გას­წო­რე­ბის პრო­ცე­სი წელს ისე­ვე წა­რი­მარ­თე­ბა, რო­გორც წი­ნა წლებ­ში. ნაშ­რო­მი ორ­ჯერ სწორ­დე­ბა და იმ შემ­თხ­ვე­ვა­ში, თუ არის გან­ს­ხ­ვა­ვე­ბა პირ­ველ და მე­ო­რე გამ­ს­წო­რე­ბელს შო­რის, მი­დის მე­სა­მე გამ­ს­წო­რე­ბელ­თან. გარ­და ამი­სა, ჩვენ უკ­ვე აღ­ვ­ნიშ­ნეთ, რომ აპ­ლი­კან­ტებს შე­უძ­ლი­ათ ნა­ხონ თა­ვი­ან­თი ნაშ­რო­მი — ნა­ხონ ტეს­ტიც და შე­ფა­სე­ბის სქე­მაც. თუ მა­ინც ეჭ­ვი შე­ე­პა­რე­ბათ იმა­ში, რომ მა­თი ნაშ­რო­მი არა­ო­ბი­ექ­ტუ­რა­დაა შე­ფა­სე­ბუ­ლი, შე­უძ­ლი­ათ გა­აპ­რო­ტეს­ტონ და კი­დევ ერ­თხელ, მე­ოთხედ, გას­წორ­დე­ბა საპ­რო­ტეს­ტო კო­მი­სი­ის მი­ერ.
რაც შე­ე­ხე­ბა პე­და­გოგ­თა გა­მოც­დებს, არა­ნა­ირ ცვლი­ლე­ბას არ ვგეგ­მავთ. ვინც აქამ­დე ჩა­ა­ბა­რა ის­ტო­რი­ის გა­მოც­და და ვინც იან­ვარ­ში ჩა­ა­ბა­რებს — ერ­თი ტი­პის გა­მოც­და უნ­და ჩა­ა­ბა­რონ, ამი­ტომ რა­ი­მე რე­ვო­ლუ­ცი­ურ სი­ახ­ლეს მათ ვერ შევ­თა­ვა­ზებთ. ამ მხრივ, პე­და­გო­გებს შე­უძ­ლი­ათ მშვი­დად იყ­ვ­ნენ. იქ­ნე­ბა მხო­ლოდ ის, რაც ამ­დე­ნი წე­ლია ბარ­დე­ბა და მათ­თ­ვის კარ­გად უნ­და იყოს ნაც­ნო­ბი.
სი­ახ­ლე არც სა­ა­ტეს­ტა­ტო გა­მოც­დებ­ზე იგეგ­მე­ბა, პროგ­რა­მა იგი­ვეა, რაც შარ­შან იყო. რა ტი­პის და­ვა­ლე­ბე­ბი იყო გა­სულ წლებ­ში, ამის ნახ­ვა მსურ­ვე­ლებს ჩვენს ვებ­გ­ვერ­დ­ზე შე­უძ­ლი­ათ.
ზო­გა­დად, სი­ახ­ლის შე­თა­ვა­ზე­ბა თვით­მი­ზა­ნი არ არის, სი­ახ­ლე კარ­გია, რო­ცა რა­ღა­ცას აუმ­ჯო­ბე­სებ. ჩვენ შემ­თხ­ვე­ვა­ში, ვფიქ­რობთ, ის, რაც გვაქვს, ამ ეტაპ­ზე, წა­ყე­ნე­ბულ მოთხოვ­ნებს აკ­მა­ყო­ფი­ლებს.

მო­ამ­ზა­და ლა­ლი თვა­ლა­ბე­იშ­ვილ­მა

25-28(942)N