გამოდის 1998 წლიდან
2015-12-10
მინ­დო­ბი­თი აღ­ზ­რ­დის მიღ­წე­ვე­ბი და რის­კე­ბი

ლა­ლი ჯე­ლა­ძე

ოჯა­ხურ გა­რე­მოს მოკ­ლე­ბუ­ლი ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის მზრუნ­ვე­ლო­ბის ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი ფორ­მე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე სა­ქარ­თ­ვე­ლომ მუ­შა­ო­ბა 1999 წლი­დან და­იწყო და დღემ­დე გრძელ­დე­ბა. ბავ­შ­ვ­ზე ზრუნ­ვის რე­ფორ­მის შე­დე­გად, 50-მდე დი­დი ზო­მის სა­ხელ­მ­წი­ფო სა­აღ­მ­ზ­რ­დე­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა და­ი­ხუ­რა და ამ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, და­ახ­ლო­ე­ბით, 5 ათა­სამ­დე ბავ­შ­ვი და­უბ­რუნ­და ბი­ო­ლო­გი­ურ ოჯახს ან გან­თავ­ს­და ალ­ტერ­ნა­ტი­ულ ზრუნ­ვა­ში — მინ­დო­ბით აღ­ზ­რ­და­ში ან მცი­რე სა­ო­ჯა­ხო ტი­პის სახ­ლ­ში. მინ­დო­ბი­თი აღ­ზ­რ­და მზრუნ­ვე­ლო­ბის ერთ-ერ­თი ალ­ტერ­ნა­ტი­ვაა და გუ­ლის­ხ­მობს, სა­ხელ­მ­წი­ფო­სა და მიმ­ღებ ოჯახს შო­რის გა­ფორ­მე­ბუ­ლი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, გარ­კ­ვე­უ­ლი ვა­დით, ბავ­შ­ვის ოჯა­ხურ გა­რე­მო­ში აღ­ზ­რ­დის უზ­რუნ­ველ­ყო­ფას, რო­მელ­საც ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბი­ან 18 წლამ­დე ასა­კის პი­რე­ბი: რომ­ლე­ბიც არი­ან ობ­ლე­ბი; რო­მელ­თა მშო­ბე­ლი/მშობ­ლე­ბი სა­სა­მარ­თ­ლომ ცნო ქმე­დუ­უ­ნა­როდ ან აღი­ა­რა უგ­ზო-უკ­ვ­ლოდ და­კარ­გუ­ლად; რო­მელ­თა მშობ­ლებს შე­ეზღუ­და (თ), ჩა­მო­ერ­თ­ვა (თ)  ან შე­უ­ჩერ­და (თ)  მშობ­ლის უფ­ლე­ბა-მო­ვა­ლე­ო­ბე­ბი.
რო­გორ ხდე­ბა მინ­დო­ბით აღ­მ­ზ­რ­დე­ლე­ბის შერ­ჩე­ვა, ჯე­რო­ვა­ნია თუ არა აღ­მ­ზ­რ­დელ­თა კვა­ლი­ფი­კა­ცია და რამ­დე­ნად კარ­გად ხორ­ცი­ელ­დე­ბა მინ­დო­ბით აღ­ზ­რ­და­ში მყოფ ბავ­შ­ვებ­ზე მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბა სა­ხელ­მ­წი­ფოს მხრი­დან? — სა­ხელ­მ­წი­ფო ზრუნ­ვის სის­ტე­მა­ში არ­სე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი­სა და უშუ­ა­ლოდ მინ­დო­ბი­თი აღ­ზ­რ­დის ინ­ს­ტი­ტუტ­თან და­კავ­ში­რე­ბულ სა­კითხებ­ზე გა­ი­მარ­თა დის­კუ­სია „ფრონ­ტ­ლა­ინ ჯორ­ჯია“ კლუბ­ში.
ბავ­შ­ვ­თა კე­თილ­დღე­ო­ბის, გან­ვი­თა­რე­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი პო­ლი­ტი­კის სპე­ცი­ა­ლის­ტი, ბრი­ტა­ნუ­ლი საქ­ველ­მოქ­მე­დო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის Everey Child სა­ქარ­თ­ვე­ლოს ფი­ლი­ა­ლის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი ან­დ­რო და­დი­ა­ნი მიღ­წე­ვად მი­იჩ­ნევს, რომ ყო­ფი­ლი საბ­ჭო­თა კავ­ში­რის ქვეყ­ნე­ბი­დან, ალ­ბათ, ყვე­ლა­ზე დი­დი რა­ო­დე­ნო­ბა მიმ­ღე­ბი მშობ­ლე­ბი­სა ჩვენს ქვე­ყა­ნა­შია და შე­იძ­ლე­ბა ჩა­ით­ვა­ლოს, რომ ბავ­შ­ვ­ზე ზრუნ­ვის ეს ალ­ტერ­ნა­ტი­ვა ყვე­ლა­ზე ქმე­დი­თად  სა­ქარ­თ­ვე­ლო­შია წარ­მოდ­გე­ნი­ლი.
„ძა­ლი­ან დი­დი მიღ­წე­ვაა ის, რომ დე­ინ­ს­ტი­ტუ­ცი­ო­ნა­ლი­ზა­ცი­ის რამ­დე­ნი­მე ტალ­ღის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის შემ­დეგ, დე­ინ­ს­ტი­ტუ­ცი­ო­ნა­ლი­ზე­ბუ­ლი ბავ­შ­ვე­ბის, თით­ქ­მის, 50 პრო­ცენ­ტი მინ­დო­ბით აღ­ზ­რ­და­ში გან­თავ­ს­და და დღეს 1000-ზე მე­ტი ბავ­შ­ვი ცხოვ­რობს მინ­დო­ბით აღ­ზ­რ­და­ში. ეს სა­ხუ­მა­რო ციფ­რე­ბი არ არის. სხვა ქვეყ­ნებს თუ შე­ვა­და­რებთ, მას­შ­ტა­ბე­ბი აბ­სო­ლუ­ტუ­რად წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია — მიღ­წე­ვა სა­ხე­ზეა. ამ მიღ­წე­ვას, რის­კე­ბის სა­ხით, უარ­ყო­ფი­თი მხა­რე­ე­ბიც აქვს. ვიდ­რე რის­კებ­ზე ვი­სა­უბ­რებ, მინ­და ხა­ზი გა­ვუს­ვა ყვე­ლა­ზე მთა­ვარს — დღეს, სა­ხელ­მ­წი­ფოს, რო­დე­საც საქ­მე მინ­დო­ბით აღ­ზ­რ­დის სის­ტე­მას შე­ე­ხე­ბა, სამ­წუ­ხა­როდ, ვერ ვხე­დავ, რომ რა­ი­მე ხედ­ვა ჰქონ­დეს. ბო­ლო 3-4 წლის წინ ინ­ტენ­სი­უ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობ­და მუ­შა­ო­ბა ამ სის­ტე­მის ელე­მენ­ტებ­ზე. სის­ტე­მა გუ­ლის­ხ­მობს სა­ხელ­მ­წი­ფოს ვალ­დე­ბუ­ლე­ბას, მო­ი­ძი­ოს, მო­ამ­ზა­დოს, შე­ი­ნარ­ჩუ­ნოს, მხარ­და­ჭე­რა და მო­ნი­ტო­რინ­გი გა­უ­წი­ოს მიმ­ღებ მშობ­ლებს და მინ­დო­ბით აღ­ზ­რ­დას, რო­გორც ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი ზრუნ­ვის ერთ-ერთ ფორ­მას. ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში  სა­ხელ­მ­წი­ფომ თა­ვის სის­ტე­მურ ელე­მენ­ტად შექ­მ­ნა რა­ღაც რგო­ლი, რო­მე­ლიც სწო­რედ ამ ფუნ­ქ­ცი­ით იქ­ნე­ბა აღ­ჭურ­ვი­ლი — მო­ძი­ე­ბა, უზ­რუნ­ველ­ყო­ფა, მომ­ზა­დე­ბა, შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა, მხარ­და­ჭე­რა და მო­ნი­ტო­რინ­გი. სო­ცი­ა­ლუ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ა­გენ­ტო­სა და სა­მი­ნის­ტ­როს ერთ-ერთ დე­პარ­ტა­მენ­ტ­თან მუ­შა­ო­ბის შე­დე­გად, სის­ტე­მუ­რი რგო­ლი ჩა­მო­ყა­ლიბ­და, მაგ­რამ სის­ტე­მის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად აუცი­ლე­ბე­ლია კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი, თან­ხე­ბი და  სხვა მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი ელე­მენ­ტე­ბი — სტან­დარ­ტე­ბი. სხვა­თა შო­რის, სტან­დარ­ტ­ზე მუ­შა­ო­ბა თით­ქ­მის ბო­ლომ­დეა მიყ­ვა­ნი­ლი.
ასე­ვე, ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია სა­კა­ნონ­მ­დებ­ლო მხარ­და­ჭე­რა, რომ­ლის გა­რე­შეც, პრინ­ციპ­ში, ყვე­ლა­ფე­რი აზრს კარ­გავს. ვი­მუ­შა­ვეთ მინ­დო­ბით აღ­ზ­რ­დი­სა და შვი­ლად აყ­ვა­ნის შე­სა­ხებ კა­ნონ­ზეც. შვი­ლად აყ­ვა­ნის ნა­წილ­ში ძა­ლი­ან პო­ზი­ტი­უ­რი ცვლი­ლე­ბა და­ი­გეგ­მა და მომ­ზად­და. მინ­დო­ბით აღ­ზ­რ­დის ნა­წილ­ში კი ამ­დე­ნი ცვლი­ლე­ბა არ იყო სა­ჭი­რო, თუმ­ცა, კა­ნო­ნით  გა­ნი­საზღ­ვ­რა ერთ-ერ­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ელე­მენ­ტი — ვალ­დე­ბუ­ლე­ბა იმის შე­სა­ხებ, რომ მიმ­ღე­ბი მშობ­ლე­ბი მომ­ზად­დ­ნენ. ეს აუცი­ლე­ბე­ლი ცვლი­ლე­ბაა, რად­გან დღე­საც სა­ხე­ზე გვაქვს ის, რომ მიმ­ღებ მშო­ბელს არ მო­ეთხო­ვე­ბა მინ­დო­ბით აღ­ზ­რ­დის­თ­ვის მომ­ზა­დე­ბა.
არ­სე­ბუ­ლი ალ­ტერ­ნა­ტი­ვე­ბი­დან, ყვე­ლა რე­ზი­დენ­ტუ­ლი ტი­პის და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში — იქ­ნე­ბა ეს მცი­რე სა­ო­ჯა­ხო, მინ­დო­ბი­თი აღ­ზ­რ­და თუ დი­დი ზო­მის ინ­ს­ტი­ტუ­ცია, რო­მე­ლიც ჯერ კი­დევ არ­სე­ბობს (კერ­ძო თუ სა­ხელ­მ­წი­ფო) —  მოქ­მე­დებს რა­ღაც სტან­დარ­ტი. ეს და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი სა­ჭი­რო­ე­ბენ ლი­ცენ­ზი­ას, რომ­ლის მი­სა­ღე­ბად ან შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად უნ­და და­ამ­ტ­კი­ცონ, რომ მა­თი კად­რი სა­თა­ნა­დო­დაა მომ­ზა­დე­ბუ­ლი. სამ­წუ­ხა­როდ, იგი­ვე არ მო­ეთხო­ვე­ბა მიმ­ღებ მშო­ბელს. ბო­ლო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, თუ არ ვცდე­ბი, 2013 წლამ­დე მიმ­დი­ნა­რე­ობ­და და დღე­საც გრძელ­დე­ბა, მცი­რე მას­შ­ტა­ბით, სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის მომ­ზა­დე­ბა. ამ ყვე­ლა­ფერს გა­ე­როს მხარ­და­ჭე­რი­თა და დო­ნო­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის და­ფი­ნან­სე­ბით, არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი პრო­ექ­ტის სა­ხით ახორ­ცი­ელ­დე­ბენ, ანუ სის­ტე­მუ­რი ხა­სი­ა­თი არ აქვს. არ მოხ­და იმ მიღ­წე­ვე­ბის — მომ­ზა­დე­ბუ­ლი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის სის­ტე­მა­ში გა­ერ­თი­ა­ნე­ბა და მომ­ზა­დე­ბის, ტრე­ნინ­გე­ბის, ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბი­სა და ერ­თი­ან მხარ­დამ­ჭერ სის­ტე­მად გარ­დაქ­მ­ნა. თუმ­ცა, ჩა­ტა­რე­ბუ­ლი  მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი სა­მუ­შა­ოს სა­ხით, ბევ­რი რამ ნამ­დ­ვი­ლად გა­კეთ­და. თუნ­დაც სცე­ნა­რი — რო­გორ უნ­და იყოს მოწყო­ბი­ლი სის­ტე­მა და რო­გო­რი უნ­და იყოს სტან­დარ­ტი.“
ან­დ­რო და­დი­ა­ნი მი­იჩ­ნევს, რომ რის­კე­ბი, რო­მე­ლიც ამ სის­ტე­მის მიღ­წე­ვებს ახ­ლავს, საკ­მა­ოდ  მა­ღა­ლია. ამის მი­ზე­ზად კი  „სო­ცი­ა­ლუ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბის გა­ძარ­ც­ვულ სის­ტე­მას“ ასა­ხე­ლებს:  „სამ­წუ­ხა­როდ, გვაქვს გა­ძარ­ც­ვუ­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბის სის­ტე­მა და სო­ცი­ა­ლურ მუ­შა­კებს არა­ნა­ი­რი სა­მუ­შაო პი­რო­ბე­ბი არ აქვთ იმის­თ­ვის, რომ ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბა სრულ­ფა­სოვ­ნად გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლონ — არა­ნა­ი­რი სა­მუ­შაო პი­რო­ბა ოფის­ში და არა­საკ­მა­რი­სი თან­ხე­ბი გა­და­ად­გი­ლე­ბი­სა და  მო­ნი­ტო­რინ­გის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად. ასეთ პი­რო­ბებ­ში კი, ბუ­ნებ­რი­ვია, რის­კი ათ­მა­გად იზ­რ­დე­ბა — ათას­ზე მეტ ბავშვს, რო­მე­ლიც მთე­ლი სა­ქარ­თ­ვე­ლოს მას­შ­ტა­ბი­თაა მი­მო­ფან­ტუ­ლი, ამ მდგო­მა­რე­ო­ბით, სრულ­ფა­სო­ვან მხარ­და­ჭე­რას ვერ აღ­მო­ვუ­ჩენთ. შე­სუს­ტე­ბუ­ლი ზე­დამ­ხ­ვედ­ვე­ლო­ბი­სა და მხარ­და­ჭე­რის არ­ქო­ნის პი­რო­ბებ­ში შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს ისე­თი რამ, რაც, უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, ამ ბავ­შ­ვებს და­ა­ზა­რე­ლებს და, თუ სის­ტე­მუ­რად შევ­ხე­დავთ, ჩრდილს მი­ა­ყე­ნებს მთელ ამ ინ­ს­ტი­ტუტს, რომ­ლის დამ­კ­ვიდ­რე­ბა­შიც დი­დი ინ­ვეს­ტი­ცია ჩა­ი­დო. დღე­საც გრძელ­დე­ბა ბრძო­ლა მის წი­ნა­აღ­მ­დეგ ზუს­ტად იმ არ­გუ­მენ­ტით, რომ ეს ოჯა­ხე­ბი არ არიან სწო­რად მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი, რომ მათ რა­ღაც სხვა ამოძ­რა­ვებთ. რო­გორ უზ­რუნ­ველ­ვ­ყოთ ამ ბავ­შ­ვე­ბის დაც­ვა?! აი, ასე­თი სუ­რა­თია დღეს“.
კლი­ნი­კუ­რი სო­ცი­ა­ლუ­რი მუ­შა­ო­ბის კონ­სულ­ტან­ტ­მა და სო­ცი­ა­ლურ მუ­შაკ­თა ასო­ცი­ა­ცი­ის გამ­გე­ო­ბის წევ­რ­მა ია შეყ­რი­ლა­ძემ ისა­უბ­რა მინ­დო­ბით აღ­ზ­რ­დის უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნეს მი­მარ­თუ­ლე­ბა­ზე — მინ­დო­ბით აღ­მ­ზ­რ­დელ­თა მო­ძი­ე­ბა, მომ­ზა­დე­ბა-გა­ძ­ლი­ე­რე­ბა­სა და მათ შე­სა­ბა­მი­სად არ­ჩე­ვა­ზე. წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის —  „სა­ქარ­თ­ვე­ლოს ბავ­შ­ვე­ბი“ და ჶverey Child წყა­ლო­ბით, სა­ხელ­მ­წი­ფოს მინ­დო­ბით აღ­მ­ზ­რ­დელ­თა ნაკ­ლე­ბო­ბა არ ჰქონ­და. „დღეს­დღე­ო­ბით, მინ­დო­ბით აღ­მ­ზ­რ­დე­ლე­ბის სე­რი­ო­ზუ­ლი კრი­ზი­სია სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში. — აცხა­დებს ია შეყ­რი­ლა­ძე, — სო­ცი­ა­ლუ­რი მუ­შა­კე­ბი ვერ პო­უ­ლო­ბენ არა თუ გა­და­უ­დე­ბელ, არა­მედ გრძელ­ვა­დი­ან მინ­დო­ბით აღ­მ­ზ­რ­დე­ლებ­საც კი. მი­ზე­ზი სწო­რედ ის არის, რომ არ ხდე­ბა ამ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი კომ­პო­ნენ­ტის სა­ჭი­რო­ე­ბის სა­თა­ნა­დოდ გა­აზ­რე­ბა. ამის­თ­ვის სა­ხელ­მ­წი­ფომ გარ­კ­ვე­უ­ლი ბი­უ­ჯე­ტი უნ­და გა­მო­ყოს. დღე­ვან­დელ დღეს სო­ცი­ა­ლურ მუ­შაკს, რო­მელ­საც უამ­რა­ვი ფუნ­ქ­ცია და მძი­მე სა­მუ­შაო პი­რო­ბე­ბი აქვს, და­მა­ტე­ბით ვერ მოვ­თხოვთ, თემ­ში პო­ტენ­ცი­უ­რი მინ­დო­ბით აღ­მ­ზ­რ­დე­ლე­ბი მო­ი­ძი­ოს.
რო­დე­საც მთე­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბა მინ­დო­ბით აღ­მ­ზ­რ­დე­ლე­ბის მო­ზიდ­ვა­ზე, შერ­ჩე­ვა­ზე, მომ­ზა­დე­ბა­ზე, სკრი­ნინ­გ­ზე მუ­შა­ობს და სა­ხელ­მ­წი­ფო უკ­ვე ამ შერ­ჩე­ულ კადრს მი­ა­წო­დებს სო­ცი­ა­ლურ მუ­შაკს, ეს სის­ტე­მის უზარ­მა­ზა­რი დახ­მა­რე­ბა იქ­ნე­ბა. ასე კეთ­დე­ბო­და ად­რე და ამის ხარ­ჯ­ზე იყო ეს სის­ტე­მა წარ­მა­ტე­ბუ­ლი. დღეს ეს გა­მოწ­ვე­ვა სა­ხე­ზეა და უნ­და მოგ­ვარ­დეს.
მინ­დო­ბით აღ­მ­ზ­რ­დე­ლე­ბის პრობ­ლე­მა თბი­ლის­ში გვაქვს და წარ­მო­იდ­გი­ნეთ, რა მდგო­მა­რე­ო­ბა იქ­ნე­ბა რე­გი­ო­ნებ­ში, რო­დე­საც ბავ­შ­ვი, მისივე ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რაც შე­იძ­ლე­ბა ახ­ლოს უნ­და იყოს ბი­ო­ლო­გი­ურ მშო­ბელ­თან. მინ­დო­ბით აღ­ზ­რ­და სწო­რედ ბი­ო­ლო­გი­უ­რი ოჯა­ხის გაძ­ლი­ე­რე­ბას და მას­ში დაბ­რუ­ნე­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს, თუმ­ცა ამის ფუ­ფუ­ნე­ბა სა­ა­გენ­ტოს სო­ცი­ა­ლურ მუ­შაკს არ აქვს. მას სა­თა­ნა­დო სა­მუ­შაო პი­რო­ბე­ბიც კი არ აქვს და არც არა­ვინ ცდი­ლობს, ამ პი­რო­ბე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას. მათ არ ემ­სა­ხუ­რე­ბა მან­ქა­ნა, და­ნიშ­ნულ ად­გი­ლას მო­ნი­ტო­რინ­გ­ზე რომ იარონ.
მინ­დო­ბით აღ­საზ­რ­დელს, რო­მე­ლიც სა­ხელ­მ­წი­ფო ზრუნ­ვის ქვე­შაა, სო­ცი­ა­ლუ­რი მუ­შა­კის გარ­და, რო­მე­ლი სა­ხელ­მ­წი­ფო წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ნა­ხუ­ლობს? არც არა­ვინ. რე­ა­ლუ­რად, მინ­დო­ბით აღ­ზ­რ­დის პრო­ცეს­ში თუ რა­მე ცუ­დად წა­ვი­და, ყვე­ლა­ზე და­უც­ვე­ლი სწო­რედ ბავ­შ­ვია. თუ სო­ცი­ა­ლუ­რი მუ­შა­კი არ გა­უ­წევს მო­ნი­ტო­რინგს, ბავ­შ­ვი ხმას ვე­რა­ვის მი­აწ­ვ­დენს. შე­სა­ბა­მი­სად, ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ძლი­ე­რი სო­ცი­ა­ლუ­რი მუ­შა­კი, მას შე­სა­ბა­მი­სი სა­მუ­შაო პი­რო­ბე­ბი უნ­და ჰქონ­დეს. მხო­ლოდ გაძ­ლი­ე­რე­ბუ­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი მუ­შა­კი შეძ­ლებს ოჯა­ხის გაძ­ლი­ე­რე­ბას და სა­თა­ნა­დო მო­ნი­ტო­რინ­გის გა­წე­ვას.”
რო­ცა დე­ინ­ს­ტი­ტუ­ცი­ო­ნა­ლიზ­მის პრო­ცეს­ში 45 ბავ­შ­ვ­თა სახ­ლი და­ი­ხუ­რა, ბავ­შ­ვე­ბის ნა­ხე­ვა­რი ბი­ო­ლო­გი­ურ ოჯახ­ში დაბ­რუნ­და, ნა­წი­ლი მცი­რე სა­ო­ჯა­ხო ტი­პის სახ­ლებ­ში გა­და­ვი­და, დი­დი ნა­წი­ლი კი მინ­დო­ბით აღ­ზ­რ­და­შია, რა­მაც, ვფიქ­რობ, ყვე­ლა­ზე კარ­გად იმუ­შა­ვა. ბავ­შ­ვ­ზე ზრუნ­ვა­სა და მე­ურ­ვე­ო­ბა­ზე პა­სუ­ხის­მ­გე­ბე­ლი პი­რე­ბი მი­იჩ­ნე­ვენ, რომ მინ­დო­ბით აღ­ზ­რ­და კრი­ზი­სულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფი ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის ოპ­ტი­მა­ლუ­რი შე­თა­ვა­ზე­ბაა. სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში მინ­დო­ბით აღ­ზ­რ­და­ში 1 208 არას­რულ­წ­ლო­ვა­ნი იმ­ყო­ფე­ბა. აქე­დან მხო­ლოდ 204 ბავ­შ­ვია ნა­თე­სა­ურ მინ­დო­ბით აღ­ზ­რ­და­ში, და­ნარ­ჩე­ნე­ბი არა­ნა­თე­სავ ოჯა­ხებ­ში ცხოვ­რო­ბენ.
არ­სე­ბობს სა­მი ტი­პის მინ­დო­ბით აღ­ზ­რ­და: რე­გუ­ლა­რუ­ლი, გა­და­უ­დე­ბე­ლი და ნა­თე­სავ­თან. გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლია ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი სა­ხელ­მ­წი­ფო დახ­მა­რე­ბაც. ნა­თე­სა­ურ მინ­დო­ბით აღ­ზ­რ­და­ში გან­თავ­სე­ბულ ჯან­მ­რ­თელ ბავ­შ­ვ­ზე სა­ხელ­მ­წი­ფო თვე­ში 200 ლარს იხ­დის, შეზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბის მქო­ნე ბავ­შ­ვის აღ­ზ­რ­და­ში კი —  300 ლარს.
არა­ნა­თე­სა­ურ მინ­დო­ბით აღ­ზ­რ­და­ში გან­თავ­სე­ბუ­ლი შშმ ბავ­შ­ვის აღ­ზ­რ­დის­თ­ვის სა­ხელ­მ­წი­ფოს დღე­ში 20 ლა­რი აქვს გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი, ამ­დე­ნი­ვე თან­ხაა გან­საზღ­ვ­რუ­ლი გა­და­უ­დე­ბე­ლი მინ­დო­ბით აღ­ზ­რ­დის შემ­თხ­ვე­ვა­შიც. ჯან­მ­რ­თე­ლი ბავ­შ­ვის­თ­ვის კი სა­ხელ­მ­წი­ფო, არა­ნა­თე­სა­ურ მინ­დო­ბით აღ­ზ­რ­და­ში, ერთ კა­ლენ­და­რულ დღე­ზე, 15 ლარს ით­ვა­ლის­წი­ნებს. 
„მინ­დო­ბით აღ­ზ­რ­და პა­ნა­ცეა არ არის, — აცხა­დებს ია შეყ­რი­ლა­ძე, — იდე­ა­ლუ­რი იქ­ნე­ბო­და, ამის სა­ჭი­რო­ე­ბა სა­ერ­თოდ არ გვქო­ნო­და. კარ­გად უნ­და გა­ვი­აზ­როთ, რომ ბავ­შ­ვ­თა კე­თილ­დღე­ო­ბა, ზო­გა­დად, ყვე­ლა­ზე რთუ­ლი სფე­როა, სა­დაც ყო­ველ­თ­ვის არ­სე­ბობს რის­კი, პე­რი­ო­დუ­ლი ბედ­ნი­ე­რი შემ­თხ­ვე­ვე­ბი იშ­ვი­ა­თია. არ აქვს მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა ეს რო­მელ ქვე­ყა­ნა­ში ხდე­ბა. თა­ვის­თა­ვად უკ­ვე რის­კის შემ­ც­ვე­ლია ის, თუ ვინ შე­იძ­ლე­ბა დახ­ვ­დეს ბავშვს მიმ­ღებ ოჯახ­ში. ასე­ვე, მინ­დო­ბით აღ­ზ­რ­დის სის­ტე­მა გარ­კ­ვე­ულ ფი­ნან­სურ წა­ხა­ლი­სე­ბა­საც გუ­ლის­ხ­მობს. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, შე­იძ­ლე­ბა გა­მოჩ­ნ­დ­ნენ ოჯა­ხე­ბი, რომ­ლე­ბიც ამის გა­მო გახ­დ­ნენ ბავ­შ­ვის მიმ­ღე­ბი მშობ­ლე­ბი და ა. შ. რის­კი მუდ­მი­ვად არ­სე­ბობ­და და იარ­სე­ბებს.“ 
რო­ცა ამის სა­ჭი­რო­ე­ბაა და თუ ბავ­შ­ვის მინ­დო­ბით აღ­ზ­რ­და ვინ­მეს სურს, უნ­და მი­მარ­თოს მე­ურ­ვე­ო­ბი­სა და მზრუნ­ვე­ლო­ბის ორ­გა­ნოს, ფაქ­ტობ­რი­ვი საცხოვ­რე­ბე­ლი ად­გი­ლის მი­ხედ­ვით. სო­ცი­ა­ლუ­რი მუ­შა­კი ბავ­შ­ვის სა­ჭი­რო­ე­ბებ­სა და მინ­დო­ბით აღ­ზ­რ­დის მსურ­ველ პი­რებს შე­ა­მოწ­მებს. სო­ცი­ა­ლუ­რი მუ­შა­კის დას­კ­ვ­ნის სა­ფუძ­ველ­ზე, გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბას მი­ი­ღებს მე­ურ­ვე­ო­ბი­სა და მზრუნ­ვე­ლო­ბის ორ­გა­ნო. მინ­დო­ბით აღ­მ­ზ­რ­დელს აუცი­ლებ­ლად მო­უ­წევს კა­ნო­ნით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბა, წი­ნა­აღ­მ­დეგ შემ­თხ­ვე­ვა­ში, მას მე­ურ­ვე­ო­ბა ჩა­მო­ერ­თ­მე­ვა.
10 წელს მიღ­წე­უ­ლი ბავ­შ­ვის მინ­დო­ბით აღ­ზ­რ­და შე­საძ­ლე­ბე­ლია მხო­ლოდ მი­სი თან­ხ­მო­ბით. და­უშ­ვე­ბე­ლია და-ძმის და­შო­რე­ბა, გარ­და იმ შემ­თხ­ვე­ვი­სა, რო­დე­საც ეს მათ ინ­ტე­რე­სებს შე­ე­სა­ბა­მე­ბა. მინ­დო­ბით აღ­საზ­რ­დელ­სა და დე­დო­ბილ/მა­მო­ბილს შო­რის ასა­კობ­რი­ვი სხვა­ო­ბა უნ­და იყოს, არა­ნაკ­ლებ, 16 წე­ლი.
მინ­დო­ბით აღ­ზ­რ­და­ში მყო­ფი ბავ­შ­ვის მდგო­მა­რე­ო­ბას, პე­რი­ო­დუ­ლად, სო­ცი­ა­ლუ­რი მუ­შა­კი ამოწ­მებს: პირ­ვე­ლი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში, თვე­ში არა­ნაკ­ლებ 4-ჯერ, ხო­ლო შემ­დ­გო­მი თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში — მი­ნი­მუმ ერ­თხელ. სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში, ვი­ზი­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა შე­იძ­ლე­ბა გა­ი­ზარ­დოს.
 სო­ცი­ა­ლუ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს მე­ურ­ვე­ო­ბა-მზრუნ­ვე­ლო­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი პროგ­რა­მე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სის, მა­რი წე­რეთ­ლის გან­ცხა­დე­ბით, მინ­დო­ბით აღ­ზ­რ­დის პროგ­რა­მა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში საკ­მა­ოდ წარ­მა­ტე­ბუ­ლია. მი­აჩ­ნი­ათ, რომ ყვე­ლა­ზე კარ­გია, რო­ცა ბავ­შ­ვი ნა­თე­სა­ვის ოჯახ­ში იზ­რ­დე­ბა, რად­გან ასე­თი ოჯა­ხი ბავ­შ­ვის­თ­ვის გე­ნე­ტი­კუ­რად ბი­ო­ლო­გი­უ­რი გა­რე­მოა. თუმ­ცა, სტა­ტის­ტი­კით, ბავ­შ­ვე­ბის უმე­ტე­სო­ბა  მა­ინც არა­ნა­თე­სა­ურ მინ­დო­ბით აღ­ზ­რ­და­ში იმ­ყო­ფე­ბა. არის შემ­თხ­ვე­ვე­ბი, რო­ცა მინ­დო­ბი­თი ოჯა­ხე­ბიც იც­ვ­ლე­ბა, მაგ­რამ ეს არც თუ ისე ხში­რად ხდე­ბა.

25-28(942)N