გამოდის 1998 წლიდან
2015-12-17
ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტი, რო­მე­ლიც მხო­ლოდ და მხო­ლოდ მას­წავ­ლებ­ლის დახ­მა­რე­ბას ემ­სა­ხუ­რე­ბა

მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნულ­მა ცენ­ტ­რ­მა, მას­წავ­ლებ­ლის საქ­მი­ა­ნო­ბის  დაწყე­ბის, მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და კა­რი­ე­რუ­ლი წინ­ს­ვ­ლის სქე­მის ფარ­გ­ლებ­ში, პე­და­გოგ­თა თვით­შე­ფა­სე­ბის კითხ­ვა­რი და­ამ­ტ­კი­ცა, რო­მე­ლიც ახა­ლი სას­წავ­ლო წლი­დან ამოქ­მედ­და და მი­სი შევ­სე­ბა ნე­ბის­მი­ერ სა­ფე­ხურ­ზე მყო­ფი მას­წავ­ლებ­ლის­თ­ვის სა­ვალ­დე­ბუ­ლოა. კითხ­ვა­რი მას­წავ­ლებ­ლებ­მა ყო­ვე­ლი ახა­ლი სას­წავ­ლო წლის და­საწყის­ში უნ­და შე­ავ­სონ. პე­და­გო­გებს პა­სუ­ხის გა­ცე­მა, და­ახ­ლო­ე­ბით, 120 კითხ­ვა­ზე მო­უ­წევთ, ეს ყვე­ლა­ფე­რი ელექ­ტ­რო­ნუ­ლად ივ­სე­ბა და პა­სუ­ხე­ბი ოთხი ქუ­ლით ფას­დე­ბა. 1 ქუ­ლა ყვე­ლა­ზე და­ბა­ლ დო­ნეს აღ­ნიშ­ნავს, ხო­ლო 4 —  ყვე­ლა­ზე მა­ღალს. იმ შემ­თხ­ვე­ვა­ში, თუ კონ­კ­რე­ტუ­ლი საგ­ნის მას­წავ­ლე­ბელს ესა თუ ის პუნ­ქ­ტი არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა, ის 0-ს და­წერს.
პე­და­გოგ­თა თვით­შე­ფა­სე­ბის კითხ­ვა­რი მას­წავ­ლებ­ლის მთლი­ან პრაქ­ტი­კას ასა­ხავს და მთლი­ა­ნად მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სი­ულ სტან­დარ­ტებს ეფუძ­ნე­ბა.
თი­თო­ე­უ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბა სფე­რო­ე­ბა­დაა და­ყო­ფი­ლი, სფე­რო­ე­ბი კი ქვეს­ფე­რო­ე­ბა­დაა ჩაშ­ლი­ლი, რომ­ლე­ბიც, თა­ვის მხრივ, პუნ­ქ­ტებს მო­ი­ცავს. რე­ა­ლუ­რად პე­და­გოგს თვით­შე­ფა­სე­ბის კითხ­ვა­რი კარ­ნა­ხობს, რო­გორ წარ­მარ­თოს თა­ვი­სი საქ­მი­ა­ნო­ბა, რომ იყოს წარ­მა­ტე­ბუ­ლი პე­და­გო­გი. მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სი­ულ სტან­დარ­ტ­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი კითხ­ვა­რის მი­ზა­ნი, პირ­ველ რიგ­ში, პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბის გა­აზ­რე­ბაა. უმ­თავ­რე­სია, რომ  მას­წავ­ლებ­ლი გახ­დეს რეფ­ლექ­სი­უ­რი, ხო­ლო მი­სი  პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბა —  შე­დეგ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი.
რო­გორც ხშირ შემ­თხ­ვე­ვა­ში ხდე­ბა, სი­ახ­ლემ გარ­კ­ვე­უ­ლი დაბ­ნე­უ­ლო­ბა და ში­შიც კი გა­მო­იწ­ვია. პე­და­გო­გე­ბი თვით­შე­ფა­სე­ბის კითხ­ვარს იოლად ვერ ავ­სე­ბენ, პრო­ცე­სი რთუ­ლად წა­რი­მარ­თა და ვა­დე­ბის გა­და­წე­ვაც გახ­და სა­ჭი­რო. მას­წავ­ლებ­ლის მხარ­და­სა­ჭე­რად, სქე­მის მი­ხედ­ვით, შე­იქ­მ­ნა ფა­სი­ლი­ტა­ტო­რის ინ­ს­ტი­ტუ­ტი, რომ­ლის პირ­და­პი­რი მო­ვა­ლე­ო­ბაა და­ეხ­მა­როს პე­და­გოგს წარ­მოქ­მ­ნილი პრობ­ლე­მებ­ის გარკვევაში, მათ შო­რის, თვით­შე­ფა­სე­ბის კითხ­ვა­რის შევ­სე­ბი­სას. გან­ხორ­ცი­ელ­და ფა­სი­ლი­ტა­ტორ­თა ეტა­პობ­რი­ვი გა­დამ­ზა­დე­ბა, ჩა­ტარ­და არა­ერ­თი სა­ინ­ფორ­მა­ციო შეხ­ვედ­რა, მაგ­რამ თვით­შე­ფა­სე­ბის კითხ­ვა­რის შევ­სე­ბის პრო­ცე­სი ჯერ­ჯე­რო­ბით მა­ინც არ დას­რუ­ლე­ბუ­ლა. ერ­თ­მა ნი­უ­ან­ს­მაც იჩი­ნა თა­ვი — პე­და­გო­გებ­მა ჩათ­ვა­ლეს, რომ ობი­ექ­ტუ­რი შე­ფა­სე­ბა, მათ­თ­ვის, შე­საძ­ლოა სა­ხი­ფა­თო აღ­მოჩ­ნ­დეს — და­ბა­ლი თვით­შე­ფა­სე­ბით მათ კა­რი­ე­რულ წინ­ს­ვ­ლას საფ­რ­თხე და­ე­მუქ­როს. კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბის ნაკ­ლე­ბო­ბამ, დას­ჯის შიშ­მა და ღირ­სე­ბის შე­ლახ­ვის რის­კ­მა პე­და­გო­გებ­ში არა­ო­ბი­ექ­ტუ­რი თვით­შე­ფა­სე­ბის მე­ტი ალ­ბა­თო­ბა წარ­მოშ­ვა. რე­ა­ლუ­რად, რა ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტია თვით­შე­ფა­სე­ბის კითხ­ვა­რი და რა­ტომ არის სა­ვალ­დე­ბუ­ლო მი­სი შევ­სე­ბა ნე­ბის­მი­ე­რი სა­ფე­ხუ­რის პე­და­გო­გის­თ­ვის, ამის შე­სა­ხებ გვე­სა­უბ­რე­ბა ირი­ნა სამ­სო­ნია, უწყ­ვე­ტი პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბი­სა და კა­რი­ე­რუ­ლი წინ­ს­ვ­ლის პროგ­რა­მის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი:

— თვით­შე­ფა­სე­ბის კითხ­ვა­რის შევ­სე­ბა სკო­ლებ­ში ჯე­რაც არ დას­რუ­ლე­ბუ­ლა. თქვე­ნი აზ­რით, რამ გა­მო­იწ­ვია პრო­ცე­სის ასე გა­ხან­გ­რ­ძ­ლი­ვე­ბა?
— თვით­შე­ფა­სე­ბის კითხ­ვა­რი არის ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტი, რო­მე­ლიც მთლი­ა­ნად მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­ულ სტან­დარ­ტ­ზეა და­ფუძ­ნე­ბუ­ლი. თუ მას­წავ­ლე­ბე­ლი კარ­გად იც­ნობს  დო­კუ­მენტს და და­მუ­შა­ვე­ბუ­ლი აქვს, ბუ­ნებ­რი­ვია, მას შევ­სე­ბა არ გა­უ­ჭირ­დე­ბა. თუმ­ცა, რა­ტომ უჭირთ მას­წავ­ლებ­ლებს კითხ­ვა­რის შევ­სე­ბა და რა­ში მდგო­მა­რე­ობს სირ­თუ­ლე, ჩვენ­თ­ვის ეს ცო­ტა გა­უ­გე­ბა­რია. რე­ა­ლუ­რად კითხ­ვარ­ში ახა­ლი არა­ფე­რია, რაც მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სი­ულ სტან­დარ­ტ­ში არ წე­რია ან რა­საც მას­წავ­ლე­ბე­ლი არ უნ­და აკე­თებ­დეს, რო­გორც პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი. შე­საძ­ლოა, რო­მე­ლი­მე პუნ­ქ­ტი მის­თ­ვის უცხო­დაა ფორ­მუ­ლი­რე­ბუ­ლი, მაგ­რამ ამის­თ­ვის ჩვენ გა­მო­ვე­ცით გზამ­კ­ვ­ლე­ვი, სა­დაც თვით­შე­ფა­სე­ბის კითხ­ვა­რი ძა­ლი­ან მარ­ტი­ვი და გა­სა­გე­ბი ენით ავ­ხ­სე­ნით. ამის გარ­და, და­ვიწყეთ ფა­სი­ლი­ტა­ტო­რე­ბის გა­დამ­ზა­დე­ბა, რო­მელ­თა პირ­და­პი­რი მო­ვა­ლე­ო­ბაა, მას­წავ­ლებ­ლებს ად­გილ­ზე გა­ნუ­მარ­ტონ და აუხ­ს­ნან, რას ნიშ­ნავს თი­თო­ე­უ­ლი პუნ­ქ­ტი, რო­გორ შე­ავ­სონ და რო­გორ გა­მო­ი­ყე­ნონ ეს ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტი ეფექ­ტუ­რად. მაგ­რამ მას შემ­დეგ, რაც და­ვი­ნა­ხეთ, რომ მას­წავ­ლებ­ლებს ისევ დარ­ჩათ ღია კითხ­ვე­ბი, რომ­ლებ­ზეც პა­სუ­ხის მოს­მე­ნა თა­ვად სურ­დათ, გა­დავ­წყ­ვი­ტეთ მათ­თ­ვი­საც ჩაგ­ვე­ტა­რე­ბი­ნა ტრე­ნინ­გე­ბი, რაც მთა­ვა­რია, ამის სურ­ვი­ლი თა­ვად გა­მოთ­ქ­ვეს. რე­გის­ტ­რა­ცია უკ­ვე დაწყე­ბუ­ლია, მსურ­ვე­ლებს შე­უძ­ლი­ათ გა­ი­ა­რონ ფა­სი­ა­ნი ტრე­ნინ­გე­ბი.
თვით­შე­ფა­სე­ბის კითხ­ვა­რის შე­სავ­სე­ბად ორი ტრე­ნინგ-მო­დუ­ლი შე­იქ­მ­ნა — ერ­თი   ფა­სი­ლი­ტა­ტო­რე­ბის­თ­ვის, ანუ ფა­სი­ლი­ტა­ტო­რებს ას­წავ­ლი­ან, თუ რო­გორ ას­წავ­ლონ მას­წავ­ლებ­ლებს ამ ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტის გა­მო­ყე­ნე­ბა და მე­ო­რე უშუ­ა­ლოდ მას­წავ­ლებ­ლის­თ­ვის — მო­დი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი 8-სა­ა­თი­ა­ნი ტრე­ნინგ-მო­დუ­ლი. ამ მო­დუ­ლით უშუ­ა­ლოდ მას­წავ­ლე­ბელს ას­წავ­ლი­ან, რო­გორ გა­მო­ი­ყე­ნოს თვით­შე­ფა­სე­ბის ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტი. ტრე­ნინ­გე­ბი ჩა­ტარ­დე­ბა რე­გი­ო­ნებ­ში, ყველ­გან, სა­დაც ამის მოთხოვ­ნა გაჩ­ნ­დე­ბა. ფა­სი­ლი­ტა­ტო­რე­ბის ტრე­ნინ­გე­ბი, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, უფა­სოა, რაც შე­ე­ხე­ბა პე­და­გო­გე­ბის ტრე­ნინ­გებს, ფა­სი­ა­ნია, რად­გან პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ცენ­ტ­რ­მა ეს მო­დუ­ლი, სა­ჭი­რო­ე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, და­მა­ტე­ბით შეს­თა­ვა­ზა.
ტრა­დი­ცი­უ­ლად, სა­ქარ­თ­ვე­ლოს სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სივ­რ­ცე­ში, მას­წავ­ლებ­ლე­ბი, რე­ა­ლუ­რად, სა­ხელ­მ­წი­ფოს მი­ერ შე­თა­ვა­ზე­ბუ­ლი პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის მომ­სა­ხუ­რე­ბის მხო­ლოდ პა­სი­უ­რი მომ­ხ­მა­რებ­ლე­ბი იყ­ვ­ნენ. მარ­თა­ლია, მას­წავ­ლე­ბე­ლი სა­კუ­თარ სა­მუ­შა­ოს თა­ვად გეგ­მავ­და, მაგ­რამ რა­ში უნ­და გა­დამ­ზა­დე­ბუ­ლი­ყო, რა გა­მოც­და უნ­და ჩა­ე­ბა­რე­ბი­ნა, რო­გორ უნ­და ეზ­რუ­ნა სა­კუ­თარ პრო­ფე­სი­ულ გან­ვი­თა­რე­ბა­ზე, ამას სხვა უგეგ­მავ­და. რე­ა­ლუ­რად, პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის სის­ტე­მა ცენ­ტ­რა­ლი­ზე­ბუ­ლი და უნი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი იყო და, ამ­დე­ნად, — მო­უქ­ნე­ლიც. დღეს კი უკ­ვე სხვა გზით მივ­დი­ვართ. გა­სა­გე­ბია, რომ ეს ჩვე­ნი პე­და­გო­გე­ბის­თ­ვის სი­ახ­ლეა, მაგ­რამ მსოფ­ლი­ოს წამ­ყ­ვან სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სის­ტე­მებ­ში კარ­გად აპ­რო­ბი­რე­ბუ­ლი და და­ნერ­გი­ლი მიდ­გო­მაა. ამ მიდ­გო­მის მთა­ვა­რი პრინ­ცი­პი ისაა, რომ მას­წავ­ლე­ბე­ლი თა­ვად გახ­დეს აქ­ტი­უ­რი, შეძ­ლოს სა­კუ­თა­რი საქ­მი­ა­ნო­ბის ობი­ექ­ტუ­რად შე­ფა­სე­ბა და გაი­ნა­წი­ლოს პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა სა­კუ­თარ პრო­ფე­სი­ულ გან­ვი­თა­რე­ბა­ზე.
დღეს მას­წავ­ლე­ბელს სტან­დარ­ტი­ზე­ბულ ინ­ს­ტ­რუ­მენტს ვაძ­ლევთ, რომ­ლი­თაც, ფაქ­ტობ­რი­ვად, ვკარ­ნა­ხობთ რას გუ­ლის­ხ­მობს მას­წავ­ლებ­ლის საქ­მი­ა­ნო­ბა და რო­გო­რია საუ­კე­თე­სო პრაქ­ტი­კა. ის, წე­ლი­წად­ში ერ­თხელ, ყო­ვე­ლი სას­წავ­ლო წლის და­საწყის­ში, კი­დევ ერ­თხელ შე­ა­ფა­სებს სა­კუ­თარ თავს — და­ფიქ­რ­დე­ბა, რა­შია ძლი­ე­რი, სად არის მი­სი სი­სუს­ტე, რა სჭირ­დე­ბა იმის­თ­ვის, რომ გა­ა­უმ­ჯო­ბე­სოს სა­კუ­თა­რი პრაქ­ტი­კა.
— და მა­ინც, რო­გორ ფიქ­რობთ, რა­ტომ ვერ ავ­სე­ბენ მას­წავ­ლებ­ლე­ბი კითხ­ვარს, რა არის ამის მი­ზე­ზი?
— მი­ზე­ზი, ერ­თი მხრივ, ცალ­კე­ულ შემ­თხ­ვე­ვებ­ში, შე­იძ­ლე­ბა პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მის პრობ­ლე­მა იყოს, მე­ო­რე მხრივ, რაც ძა­ლი­ან სა­ყუ­რადღე­ბოა — ალ­ბათ უფ­რო ცნო­ბი­ე­რე­ბის, მენ­ტა­ლი­ტე­ტის პრობ­ლე­მა უნ­და იყოს.
პრინ­ციპ­ში, ჩვენ ვე­ლო­დით, რომ იქ­ნე­ბო­და ხარ­ვე­ზე­ბი, თუმ­ცა, გარ­კ­ვე­უ­ლი შემ­თხ­ვე­ვე­ბი ჩვენ­თ­ვი­საც მო­უ­ლოდ­ნე­ლი აღ­მოჩ­ნ­და, მა­გა­ლი­თად ის, რომ გაჩ­ნ­დ­ნენ „პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი შემ­ვ­სებ­ლე­ბი“, რომ­ლე­ბიც გარ­კ­ვე­უ­ლი თან­ხის სა­ფა­სუ­რად მას­წავ­ლებ­ლებს თვით­შე­ფა­სე­ბის კითხ­ვარს უვ­სე­ბენ. გარ­და ამი­სა, გავ­რ­ცელ­და არას­წო­რი ინ­ფორ­მა­ცია, თით­ქოს არ შე­იძ­ლე­ბა მას­წავ­ლე­ბელ­მა ერ­თი ან ორი ქუ­ლა და­უ­წე­როს სა­კუ­თარ თავს, რად­გან ეს მის მო­მა­ვალ­ზე ცუ­დად აისა­ხე­ბა.
არა­ო­ბი­ექ­ტუ­რი თვით­შე­ფა­სე­ბის მი­ზე­ზად, ძი­რი­თა­დად, კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბის ნაკ­ლე­ბო­ბა, დას­ჯის ში­ში და ღირ­სე­ბის შე­ლახ­ვის რის­კი შეგ­ვიძ­ლია და­ვა­სა­ხე­ლოთ.
— გავ­რ­ცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, თუ  მას­წავ­ლებ­ლე­ბი და­ბალ შე­ფა­სე­ბას მის­ცე­მენ სა­კუ­თარ თავს რო­მე­ლი­მე სფე­რო­ში ან პუნ­ქ­ტ­ში, მათ ამით ხე­ლი შე­ეშ­ლე­ბათ კა­რი­ე­რულ წინ­ს­ვ­ლა­ში, რას ეტყ­ვით ამის შე­სა­ხებ პე­და­გო­გებს?
— სამ­წუ­ხა­როდ, ეს ინ­ფორ­მა­ცია გავ­რ­ცელ­და და ისიც კი გა­ვი­გეთ, რომ ერთ-ერ­თი მას­წავ­ლებ­ლის­თ­ვის უთ­ქ­ვამთ, რომ თუ კითხ­ვა­რის შევ­სე­ბი­სას და­ბალ ქუ­ლას და­უ­წერ­და  სა­კუ­თარ თავს, სტა­ტუსს ჩა­მო­არ­თ­მევ­დ­ნენ ან ჩა­მო­აქ­ვე­ი­თებ­დ­ნენ. მინ­და, ვი­სარ­გებ­ლო შემ­თხ­ვე­ვით და კი­დევ ერ­თხელ გან­ვაცხა­დო, რომ ეს მო­საზ­რე­ბა  თა­ვი­დან ბო­ლომ­დე მცდა­რია. თვით­შე­ფა­სე­ბის ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტი შექ­მ­ნი­ლია მხო­ლოდ და მხო­ლოდ იმის­თ­ვის, რომ მას­წავ­ლე­ბელ­მა თა­ვი­სი საქ­მი­ა­ნო­ბის კრი­ტი­კუ­ლად გა­აზ­რე­ბა შეძ­ლოს — იპო­ვოს ხარ­ვე­ზე­ბი და თა­ვად და­გეგ­მოს სა­კუ­თა­რი პრო­ფე­სი­უ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბა. მან უნ­და თქვას კონ­კ­რე­ტუ­ლად რა მი­მარ­თუ­ლე­ბით სჭირ­დე­ბა გან­ვი­თა­რე­ბა, რის შემ­დე­გაც სა­ხელ­მ­წი­ფო მას შეს­თა­ვა­ზებს დახ­მა­რე­ბას რო­გორც სკო­ლის ბა­ზა­ზე — სწო­რედ ამას ემ­სა­ხუ­რე­ბა ფა­სი­ლი­ტა­ტო­რი­სა და შე­ფა­სე­ბის ჯგუ­ფის ინ­ს­ტი­ტუ­ტის შე­მო­ღე­ბა, ისე პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის მუდ­მი­ვი ხელ­შეწყო­ბით, იქ­ნე­ბა ეს ტრე­ნინ­გე­ბი, დამ­ხ­მა­რე რე­სურ­სე­ბი თუ სხვა.
— სწო­რად ეს­მით მას­წავ­ლებ­ლებს, რის­თ­ვის არის სა­ჭი­რო ობი­ექ­ტუ­რი თვით­შე­ფა­სე­ბა?
— ვფიქ­რობ, პრობ­ლე­მა სწო­რედ ამა­შია, რომ მათ არას­წო­რად ეს­მით რის­თ­ვი­საა სა­ჭი­რო ობი­ექ­ტუ­რი თვით­შე­ფა­სე­ბა. ვერ აც­ნო­ბი­ე­რე­ბენ, რომ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მის მი­საღ­წე­ვად სა­კუ­თარ თავ­ზე მუდ­მი­ვად უნ­და ვი­მუ­შა­ოთ. შე­იძ­ლე­ბა თვით­კ­მა­ყო­ფი­ლი ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც მი­იჩ­ნევს, რომ ყვე­ლა­ფე­რი იცის და აღა­რაფ­რის სწავ­ლა არ სჭირ­დე­ბა, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლად ჩა­ით­ვა­ლოს? ვერ ჩა­ით­ვ­ლე­ბა, რად­გა­ნაც ნამ­დ­ვი­ლი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი მუდ­მი­ვად ცდი­ლობს, რომ გან­ვი­თარ­დეს. სა­ჭი­როა მუდ­მი­ვი დაკ­ვირ­ვე­ბა სა­კუ­თარ ქმე­დე­ბებ­ზე, სა­კუ­თარ შე­ხე­დუ­ლე­ბებ­ზე და ფიქ­რი იმა­ზე, რო­გორ დახ­ვე­წო, გა­ა­უმ­ჯო­ბე­სო და გა­ნა­ვი­თა­რო სა­კუ­თა­რი თა­ვი. ჩვენ მხო­ლოდ ამის ფორ­მა­ლი­ზე­ბა მო­ვახ­დი­ნეთ  და პე­და­გო­გებს კონ­კ­რე­ტუ­ლი ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტის სა­ხით შევ­თა­ვა­ზეთ.
— სექ­ტემ­ბერ­ში პე­და­გო­გებს დახ­ვ­დათ თვით­შე­ფა­სე­ბის კითხ­ვა­რი, რა­მაც ასე და­აბ­ნია ისი­ნი —  გუ­ლახ­დი­ლად რომ ვთქვათ, პრო­ცე­სი რთუ­ლად  წა­რი­მარ­თა. რა მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი უძღო­და წინ ამ სი­ახ­ლეს, თუნ­დაც სა­ინ­ფორ­მა­ციო უზ­რუნ­ველ­ყო­ფის თვალ­საზ­რი­სით — რო­გორ და რო­დის მო­ახ­დი­ნეთ პე­და­გო­გე­ბის ინ­ფორ­მი­რე­ბა?
— სქე­მა­ში პირ­და­პირ წე­რია, რომ მას­წავ­ლებ­ლის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა იქ­ნე­ბა, სას­წავ­ლო წლის და­საწყის­ში თვით­შე­ფა­სე­ბის კითხ­ვა­რის შევ­სე­ბა. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ბუ­ნებ­რი­ვია, მათ  იცოდ­ნენ, რომ სექ­ტემ­ბერ­ში დახ­ვ­დე­ბო­დათ კითხ­ვა­რი, რომ­ლის შევ­სე­ბაც სა­ვალ­დე­ბუ­ლო იქ­ნე­ბო­და მათ­თ­ვის. იმი­სათ­ვის, რომ მათ­თ­ვის უფ­რო მე­ტი ინ­ფორ­მა­ცია მიგ­ვე­წო­დე­ბი­ნა, სქე­მის დამ­ტ­კი­ცე­ბის შემ­დეგ (თე­ბერ­ვალ­ში დამ­ტ­კიც­და), მარ­ტის შუა რიცხ­ვე­ბი­დან და­ვიწყეთ სა­ინ­ფორ­მა­ციო კამ­პა­ნია. ჩავ­დი­ო­დით რა­ი­ო­ნებ­ში, სკო­ლებ­ში ვხვდე­ბო­დით დი­რექ­ტო­რებს, რე­სურ­ს­ცენ­ტ­რე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს. შეხ­ვედ­რებ­ზე ვაც­ნობ­დით სქე­მას და მას­თან და­კავ­ში­რე­ბულ ყვე­ლა საქ­მი­ა­ნო­ბას, მათ შო­რის, რა თქმა უნ­და, თვით­შე­ფა­სე­ბის კითხ­ვარ­საც, მაქ­სი­მა­ლუ­რად ვუხ­ს­ნი­დით ყვე­ლა დე­ტალს და ვპა­სუ­ხობ­დით მათ მი­ერ დას­მულ შე­კითხ­ვებს. ამ პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში მიმ­დი­ნა­რეობ­და მუ­შა­ო­ბა თვით­შე­ფა­სე­ბის ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტის შე­მუ­შა­ვე­ბა­ზე. რო­გორც კი ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტი შე­იქ­მ­ნა, მა­შინ­ვე და­ვიწყეთ გზამ­კ­ვ­ლე­ვის და, პა­რა­ლე­ლუ­რად,  ტრე­ნინგ-მო­დუ­ლის მომ­ზა­დე­ბა, ანუ სას­წავ­ლო წლის დაწყე­ბის­თ­ვის პე­და­გო­გებს გზამ­კ­ვ­ლე­ვი უკ­ვე ჰქონ­დათ. ერ­თი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში, ვიდ­რე რე­გის­ტ­რა­ცი­ის პრო­ცე­სი მიმ­დი­ნა­რე­ობ­და, სკო­ლებ­მა აირ­ჩი­ეს ფა­სი­ლი­ტა­ტო­რე­ბი და და­კომ­პ­ლექ­ტ­და შე­ფა­სე­ბის ჯგუ­ფე­ბი. ამ პრო­ცე­სის დას­რუ­ლე­ბის­თა­ნა­ვე გა­მო­ვაცხა­დეთ ფა­სი­ლი­ტა­ტო­რე­ბის ტრე­ნინ­გე­ბი და და­ვიწყეთ მა­თი გა­დამ­ზა­დე­ბა ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით.
— გა­მარ­თ­ლ­და თუ არა თქვე­ნი მო­ლო­დი­ნი — რო­გორ მუ­შა­ო­ბენ ფა­სი­ლი­ტა­ტო­რე­ბი, ას­რუ­ლე­ბენ თუ არა და­კის­რე­ბულ მო­ვა­ლე­ო­ბას?
— სუ­რა­თი სხვა­დას­ხ­ვაგ­ვა­რია — ზოგ სკო­ლა­ში კარ­დად მუ­შა­ო­ბენ, ზო­გი­ერ­თი სკო­ლი­დან კი არა­სა­ხარ­ბი­ე­ლო სიგ­ნა­ლე­ბი მო­დის, მაგ­რამ იმი­სათ­ვის, რომ რე­ა­ლუ­რად გა­ვი­გოთ, რო­გორ მუ­შა­ო­ბენ ფა­სი­ლი­ტა­ტო­რე­ბი, ანუ რო­გორ და­ი­ნერ­გა ეს ახა­ლი ინ­ს­ტი­ტუ­ტი სკო­ლებ­ში, ვმუ­შა­ობთ მო­ნი­ტო­რინ­გის სის­ტე­მის შექ­მ­ნა­ზე, რო­მელ­შიც ფა­სი­ლი­ტა­ტო­რე­ბის მუ­შა­ო­ბის შე­ფა­სე­ბის კომ­პო­ნენ­ტი­ცაა ჩა­დე­ბუ­ლი. ვი­ნა­ი­დან  2015-2016 სას­წავ­ლო წე­ლი სა­პი­ლო­ტეა, წლის ბო­ლოს გა­ვა­ა­ნა­ლი­ზებთ შე­დე­გებს, რის სა­ფუძ­ველ­ზეც  დავ­გეგ­მავთ შე­სა­ბა­მის ღო­ნის­ძი­ე­ბებს და ვეც­დე­ბით ხარ­ვე­ზე­ბის გა­მოს­წო­რე­ბას. თუმ­ცა, ეს იმას არ ნიშ­ნავს, რომ მო­ნი­ტო­რინ­გი ამით დამ­თავ­რ­დე­ბა, რა თქმა უნ­და, მო­ნი­ტო­რინ­გის პრო­ცე­სი მო­მა­ვალ­შიც გაგ­რ­ძელ­დე­ბა, რად­გან მუდ­მი­ვად სა­ჭი­როა, რომ ვი­ცო­დეთ, რე­ა­ლუ­რად რა ხდე­ბა სკო­ლებ­ში. თუმ­ცა, არც ერთ შემ­თხ­ვე­ვა­ში, არ მინ­და ისე გა­ი­გონ, თით­ქოს მო­ნი­ტო­რინ­გის სა­შუ­ა­ლე­ბით რა­ი­მე სა­დამ­ს­ჯე­ლო ღო­ნის­ძი­ე­ბებს ვგეგ­მავთ.
— თვით­შე­ფა­სე­ბის კითხ­ვა­რის შევ­სე­ბა ყვე­ლა სა­ფე­ხუ­რის პე­და­გო­გის­თ­ვის აუცი­ლე­ბე­ლი აქ­ტი­ვო­ბაა, რო­მელ­შიც არც ერთ კრე­დიტ­ქუ­ლას არ იღე­ბენ. თუ შე­იძ­ლე­ბა კი­დევ ერ­თხელ გან­ვ­მარ­ტოთ, რა­ტომ არის ეს აქ­ტი­ვო­ბა სა­ვალ­დე­ბუ­ლო?
— სქე­მამ ეს საქ­მი­ა­ნო­ბა მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სი­უ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის გა­ნუ­ყო­ფელ ნა­წი­ლად აქ­ცია, ამი­ტომ მას­წავ­ლებ­ლის­თ­ვის ის არა მხო­ლოდ სა­ვალ­დე­ბუ­ლოა, არამ­დე მი­სი პრო­ფე­სი­უ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლი­ცაა. ნე­ბის­მი­ე­რი მოქ­მე­დი მას­წავ­ლე­ბე­ლი, რო­მე­ლიც დღეს სის­ტე­მა­ში გვყავს, ვალ­დე­ბუ­ლია ობი­ექ­ტუ­რად შე­ა­ფა­სოს სა­კუ­თა­რი საქ­მი­ა­ნო­ბა და შე­სა­ბა­მი­სად და­გეგ­მოს პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბა.
ვალ­დე­ბუ­ლე­ბა ეკის­რე­ბა ყვე­ლა სკო­ლის დი­რექ­ტორს და ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ას, რომ უზ­რუნ­ველ­ყონ პრო­ცე­სის სწო­რად წარ­მარ­თ­ვა, ხე­ლი შე­უწყონ მას­წავ­ლებ­ლებს დრო­უ­ლად და ობი­ექ­ტუ­რად შე­ავ­სონ თვით­შე­ფა­სე­ბის კითხ­ვა­რი. სა­ხელ­მ­წი­ფოს მხრი­დან ამ ეტაპ­ზე არ არ­სე­ბობს არა­ნა­ი­რი სან­ქ­ცია, რო­მე­ლიც გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა იმ შემ­თხ­ვე­ვა­ში, თუ მას­წავ­ლე­ბე­ლი უარს იტყ­ვის კითხ­ვა­რის შევ­სე­ბა­ზე.  თუმ­ცა, ვი­ნა­ი­დან ეს საქ­მი­ა­ნო­ბა სქე­მის პირ­და­პი­რი მოთხოვ­ნაა, ხო­ლო სქე­მა თა­ვის­თა­ვად ნორ­მა­ტი­უ­ლი აქ­ტია, სკო­ლის ვალ­დე­ბუ­ლე­ბაა, უზ­რუნ­ველ­ყოს მი­სი შეს­რუ­ლე­ბა, რის­თ­ვი­საც შე­უძ­ლია ში­და რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის გა­მო­­ყე­ნე­ბა.
მო­დით, ვი­ყოთ გულ­წ­რ­ფე­ლე­ბი და ვთქვათ: თუ მას­წავ­ლებ­ლე­ბი  გა­აც­ნო­ბი­ე­რე­ბენ თვით­შე­ფა­სების კითხვარის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბას და ის­წავ­ლი­ან სა­კუ­თა­რი საქ­მი­ა­ნო­ბის ობი­ექ­ტუ­რად შე­ფა­სე­ბას, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ჩვენ თან­და­თა­ნო­ბით შევ­ძ­ლებთ სას­წავ­ლო გა­რე­მოს შე­სამ­ჩ­ნე­ვად გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას, ხო­ლო იმ შემ­თხ­ვე­ვა­ში, თუ მას­წავ­ლებ­ლე­ბი შე­ეც­დე­ბი­ან პრო­ცე­სის ფორ­მა­ლი­ზე­ბა მო­ახ­დი­ნონ და არა­ჯან­სა­ღი მომ­სა­ხუ­რე­ბით ისარ­გებ­ლონ, მა­შინ ყვე­ლა­ფე­რი აზრს და­კარ­გავს. კი­დევ ერ­თხელ გა­ვი­მე­ო­რებ — ობი­ექ­ტუ­რი თვით­შე­ფა­სე­ბა არ შე­ი­ცავს არა­ნა­ირ საფ­რ­თხეს მას­წავ­ლებ­ლის­თ­ვის კა­რი­ე­რუ­ლი თვალ­საზ­რი­სით. ეს არის მა­თი პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ერთ-ერ­თი სა­უ­კე­თე­სო სა­შუ­ა­ლე­ბა.

ესა­უბ­რა ლა­ლი ჯე­ლა­ძე

25-28(942)N