გამოდის 1998 წლიდან
2015-12-23
სკო­ლის მიღ­მა დარ­ჩე­ნი­ლე­ბი — რა უშ­ლის ხელს მათ სას­კო­ლო სივ­რ­ცე­ში ინ­ტეგ­რა­ცი­ას

ლა­ლი ჯე­ლა­ძე

სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ჯერ კი­დევ არი­ან ბავ­შ­ვე­ბი, რომ­ლე­ბიც სას­კო­ლო გა­ნათ­ლე­ბას ვერ იღე­ბენ. რა აფერ­ხებს სკო­ლის მიღ­მა დარ­ჩე­ნი­ლი მო­ზარ­დე­ბის სას­კო­ლო სივ­რ­ცე­ში ინ­ტეგ­რა­ცი­ას და მა­თი ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის პრო­ცესს — ამ თე­მა­ზე „ფრონ­ტ­ლა­ინ­ში“ დის­კუ­სია გა­ი­მარ­თა.  ზუს­ტი მო­ნა­ცე­მე­ბი სკო­ლის მიღ­მა დარ­ჩე­ნი­ლი ბავ­შ­ვე­ბის არ არ­სე­ბობს, თუმ­ცა, ვინც ამ ფუნ­და­მენ­ტურ უფ­ლე­ბას მოკ­ლე­ბუ­ლია, მა­თი რიცხ­ვი ძა­ლი­ან დი­დი არ არის, მაგ­რამ რაც არის, საკ­მა­ოდ პრობ­ლე­მუ­რია — სხვა­დას­ხ­ვა მი­მარ­თუ­ლე­ბის პრობ­ლე­მე­ბი გვაქვს — მი­იჩ­ნევს გა­ე­როს ბავ­შ­ვ­თა ფონ­დის გა­ნათ­ლე­ბის პროგ­რა­მის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი მაია ყუ­ფა­რა­ძე: „სა­ინ­ტე­რე­სოა ჩა­ვუღ­რ­მავ­დეთ იმ სა­კითხებს, რომ­ლე­ბიც ამ პრობ­ლე­მის წი­ნა­შე გვა­ყე­ნე­ბს. მა­გა­ლი­თად, რა ვი­ცით ამ პრობ­ლე­მის მო­ცუ­ლო­ბის შე­სა­ხებ, თვი­თონ ამ ბავ­შ­ვე­ბის შე­სა­ხებ, ქვე­ყა­ნა­ში რა მე­ქა­ნიზ­მე­ბი არ­სე­ბობს, რომ­ლე­ბიც სა­ზო­გა­დო­ე­ბას ეხ­მა­რე­ბა მათ იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა­ში, პოვ­ნა­სა და რე­გის­ტ­რა­ცი­ა­ში.
მა­თი იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა და და­რე­გის­ტ­რი­რე­ბა რომ მოხ­დეს, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, შეგ­როვ­დეს ინ­ფორ­მა­ცია მათ შე­სა­ხებ. პრაქ­ტი­კუ­ლად, დღეს მო­ნა­ცე­მე­ბი ამ ბავ­შ­ვე­ბის შე­სა­ხებ ძა­ლი­ან ურ­თი­ერ­თ­გა­მომ­რიცხა­ვია და ერ­თი­ა­ნი მო­ნა­ცე­მე­ბი არ გვაქვს. იუნი­სე­ფი კარ­გა ხა­ნია მუ­შა­ობს, გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს­თან და გა­ნათ­ლე­ბის მარ­თ­ვის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტ­რ­თან ერ­თად, რა­თა გა­და­ი­ხე­დოს ინ­დი­კა­ტო­რე­ბის ნუს­ხა იმ მიზ­ნით, რომ სა­ხელ­მ­წი­ფო ინ­დი­კა­ტორ­თა სი­ა­ში რე­ა­ლუ­რად შე­ვი­დეს ახა­ლი ინ­დი­კა­ტო­რე­ბი სკო­ლი­სა და გა­ნათ­ლე­ბის მიღ­მა დარ­ჩე­ნი­ლი ბავ­შ­ვე­ბის შე­სა­ხებ. შე­სა­ბა­მი­სად, შეგ­როვ­დეს მო­ნა­ცე­მე­ბი ასე­თი ბავ­შ­ვე­ბის შე­სა­ხებ. ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, რომ ჩვენ მი­ერ გა­კე­თე­ბუ­ლი ყვე­ლა დას­კ­ვ­ნა — სტრა­ტე­გი­უ­ლი, პროგ­რა­მუ­ლი თუ სხვა ეფუძ­ნე­ბო­დეს იმას, თუ რამ­დე­ნად აქ­ტუ­ა­ლუ­რია ეს პრობ­ლე­მა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში და თუ­კი აქ­ტუ­ა­ლუ­რია, მა­შინ ვე­ძე­ბოთ მი­ზე­ზე­ბი, თუ რა გვაძ­ლევს ამის სა­ფუძ­ველს.“
სკო­ლის მიღ­მა დარ­ჩე­ნი­ლი ბავ­შ­ვე­ბის ზუს­ტი რა­ო­დე­ნო­ბის დად­გე­ნა აუცი­ლე­ბე­ლია, რად­გან სა­კითხის გან­ზო­გა­დე­ბა არაფ­რის მომ­ცე­მი და არა­ე­ფექ­ტუ­რი იქ­ნე­ბა. ამის მა­გა­ლი­თად თუნ­დაც ის გა­მოდ­გე­ბა,  რომ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ამ სა­კითხ­ზე არა­ერ­თი  დის­კუ­სია და მსჯე­ლო­ბა გა­ი­მარ­თა, მაგ­რამ რო­გორც ქალბატონი მაია აცხა­დებს: „რიგ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან სა­კითხებ­თან მი­მარ­თე­ბა­ში, სის­ტე­მურ დო­ნე­ზე, მა­ინ­ც­და­მა­ინც შორს არ ვართ წა­სუ­ლე­ბი. პირ­ველ რიგ­ში, ხაზს გა­ვუს­ვამ მო­ნი­ტო­რინ­გის სის­ტე­მას — რო­გორ მი­დის სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში  მო­ნი­ტო­რინ­გი, რაც იუნი­სე­ფის­თ­ვის ერთ-ერთ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან პრი­ო­რი­ტეტს წარ­მო­ად­გენს. მო­ნი­ტო­რინ­გის სა­კითხი სწო­რედ გა­ე­როს ბავ­შ­ვ­თა ფონ­დ­მა შე­მო­ვი­ტა­ნეთ, იმი­ტომ რომ სკო­ლის მიღ­მა და გა­ნათ­ლე­ბის მიღ­მა დარ­ჩე­ნი­ლი ბავ­შვე­ბი რო­გორც ად­გი­ლობ­რივ, ისე რე­გი­ო­ნულ და გლო­ბა­ლურ პრობ­ლე­მას წარ­მო­ად­გენს,  ამ სა­კითხ­ზე იუნი­სე­ფი ევ­როს­ტატ­თან და იუნეს­კოს სტა­ტის­ტი­კის ინ­ს­ტი­ტუტ­თან მუ­შა­ობს. უახ­ლო­ეს ხა­ნებ­ში, ჩვენს ქვე­ყა­ნას, რო­მელ­მაც ბავ­შ­ვის უფ­ლე­ბა­თა კონ­ვენ­ცი­ის რა­ტი­ფი­ცი­რე­ბა მო­ახ­დი­ნა, მო­უ­წევს მი­ა­წო­დოს სა­თა­ნა­დო ინ­ფორ­მა­ცია სკო­ლის მიღ­მა და გა­ნათ­ლე­ბის მიღ­მა დარ­ჩე­ნი­ლი ბავ­შ­ვე­ბის შე­სა­ხებ — სტა­ტის­ტი­კა რო­გორც ევ­როს­ტატს, ისე­ვე იუნეს­კოს სტა­ტის­ტი­კის ინ­ს­ტი­ტუტს. ახა­ლი ინ­დი­კა­ტო­რე­ბის გა­ჩე­ნა სის­ტე­მა­ში ყვე­ლა იმ ქვეყ­ნის ვალ­დე­ბუ­ლე­ბაა, რო­მელ­მაც ბავ­შ­ვის უფ­ლე­ბე­ბის კონ­ვენ­ცი­ის რა­ტი­ფი­ცი­რე­ბა მო­ახ­დი­ნა.“
ვინ არი­ან სკო­ლის მიღ­მა დარ­ჩე­ნი­ლი ბავ­შ­ვე­ბი და რო­გორ მოხ­და დე­ფი­ნი­ცია, ამის შე­სა­ხებ მაია ყუ­ფა­რა­ძე აცხა­დებს, რომ იუნი­სეფ­მა შე­მო­ი­ტა­ნა დე­ფი­ნი­ცია — თუ რა იგუ­ლის­ხ­მე­ბა გან­საზღ­ვ­რე­ბის „გა­ნათ­ლე­ბის მიღ­მა დარ­ჩე­ნი­ლი ბავ­შ­ვე­ბი“ ქვეშ, თუმ­ცა ხაზ­გას­მით აღ­ნიშ­ნავს, რომ ეს გან­საზღ­ვ­რე­ბა არა­ვი­თარ შემ­თხ­ვე­ვა­ში არ გუ­ლის­ხ­მობს იმას, რომ თვი­თონ ქვე­ყა­ნამ არ იფიქ­როს დე­ფი­ნი­ცი­ა­ზე, იმი­ტომ რომ, ყვე­ლა ქვე­ყა­ნას თა­ვი­სი კონ­ტექ­ს­ტი აქვს და შე­სა­ბა­მი­სი დე­ფი­ნი­ცი­აც სწო­რედ ამ კონ­ტექსტს უნ­და მო­ერ­გოს.
მივ­ყ­ვეთ იმ გან­მარ­ტე­ბებს, რო­მელ­ზეც გა­ნათ­ლე­ბის პროგ­რა­მის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი სა­უბ­რობს. მან სა­მი კა­ტე­გო­რია, ანუ სა­მი ჯგუ­ფი გა­მო­ყო, რო­მელ­საც გა­ნათ­ლე­ბის მიღ­მა დარ­ჩე­ნი­ლი ბავ­შ­ვე­ბი გა­ნე­კუთ­ვ­ნე­ბი­ან:
„ხი­ლუ­ლი ბავ­შ­ვე­ბი“ — ყვე­ლა ის ბავ­შ­ვი, რომ­ლე­ბიც რე­გის­ტ­რი­რე­ბუ­ლი არი­ან გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში და მათ შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას ფლობს რო­გორც გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­რო, ასე­ვე გა­ნათ­ლე­ბის მარ­თ­ვის სა­ინ­ფორ­მა­ციო სის­ტე­მა. შე­სა­ბა­მი­სად, ბავ­შ­ვი შეყ­ვა­ნი­ლია მო­ნა­ცემ­თა ბა­ზა­ში და ჩა­რიცხუ­ლია სკო­ლა­ში. აი, ამას ჰქვია „ხი­ლუ­ლი ბავ­შ­ვი“.
„ნა­ხევ­რად ხი­ლუ­ლი ბავ­შ­ვი“ — ბავ­შ­ვი, რო­მე­ლიც შე­საძ­ლე­ბე­ლია გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს მო­ნა­ცემ­თა ბა­ზა­ში არ იყოს რე­გის­ტ­რი­რე­ბუ­ლი, მაგ­რამ რე­გის­ტ­რი­რე­ბუ­ლია სხვა სა­ხელ­მ­წი­ფო უწყე­ბის მო­ნა­ცემ­თა ბა­ზა­ში. შე­იძ­ლე­ბა რე­გის­ტ­რი­რე­ბუ­ლი იყ­ვ­ნენ სა­მო­ქა­ლა­ქო რე­ეს­ტ­რ­ში, ჯან­დაც­ვის და სო­ცი­ა­ლუ­რი უზ­რუნ­ველ­ყო­ფის სა­მი­ნის­ტ­როს მო­ნა­ცემ­თა ბა­ზა­ში, მაგ­რამ მათ შე­სა­ხებ არა­ფე­რი იცო­დეს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­რომ, შე­სა­ბა­მი­სად არც სკო­ლამ.
„ნა­ხევ­რად ხი­ლულ“
ბავ­შ­ვებ­ში ორი კა­ტე­გო­რია გა­მო­ი­ყო­ფა. პირ­ველ კა­ტე­გო­რი­ას გა­ნე­კუთ­ვ­ნე­ბი­ან ის ბავ­შ­ვე­ბი, რომ­ლე­ბიც ჩა­რიცხუ­ლი იყ­ვ­ნენ სკო­ლა­ში და შემ­დეგ გან­თე­სილ­ნი. მათ შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია რე­ა­ლუ­რად ხელ­მი­უწ­ვ­დო­მე­ლია. მე­ო­რე კა­ტე­გო­რი­ას ის ბავ­შ­ვე­ბი წარ­მო­ად­გე­ნენ, რომ­ლე­ბიც სკო­ლა­ში  არა­სო­დეს ყო­ფი­ლან ჩა­რიცხუ­ლი, მაგ­რამ რე­გის­ტ­რი­რე­ბუ­ლი არი­ან რო­მე­ლი­მე სა­ხელ­მ­წი­ფო უწყე­ბის მო­ნა­ცემ­თა ბა­ზა­ში.
„უხი­ლა­ვი ბავ­შ­ვე­ბი“ — მე­სა­მე ჯგუ­ფი ყვე­ლა­ზე მოწყ­ვ­ლა­დი და და­უც­ვე­ლი ჯგუ­ფია. ეს ის ბავ­შ­ვე­ბი არი­ან, რომ­ლე­ბიც სკო­ლა­ში არა­სო­დეს ყო­ფი­ლან ჩა­რიცხუ­ლი, მი­უ­ხე­და­ვად სას­კო­ლო ასა­კი­სა და არც ერ­თი სა­ხელ­მ­წი­ფო უწყე­ბის სა­ინ­ფორ­მა­ციო რე­ეს­ტ­რ­ში არ არი­ან გა­ტა­რე­ბუ­ლი, ანუ მათ შე­სა­ხებ მო­ნა­ცე­მე­ბი, პრაქ­ტი­კუ­ლად არ არ­სე­ბობს. გარ­და იმი­სა, რომ სა­ვალ­დე­ბუ­ლო გა­ნათ­ლე­ბას ვერ იღე­ბენ, მა­თი  დაც­ვის ფაქ­ტო­რე­ბი სრუ­ლი­ად გა­უთ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია. ასე­თი ბავ­შ­ვი ძა­ლი­ან იოლად შე­იძ­ლე­ბა გახ­დეს ნე­ბის­მი­ე­რი ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პ­ლი, რად­გა­ნაც ეს ადა­მი­ა­ნი „ბუ­ნე­ბა­ში არ არ­სე­ბობს“, არც ერთ სის­ტე­მა­ში არ არის რე­გის­ტ­რი­რე­ბუ­ლი, მას­ზე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ და­ნა­შა­უ­ლებ­რივ ფაქტს არ ექ­ნე­ბა რა­ი­მე სა­ხის ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­უ­ლი და იური­დი­უ­ლი მსვლე­ლო­ბა — ეს ძა­ლი­ან სა­გან­გა­შო პრობ­ლე­მაა.
ისევ მო­ნი­ტო­რინ­გის სის­ტე­მის სა­კითხს და­ვუბ­რუნ­დეთ, რად­გან მო­ნი­ტო­რინ­გის, ანუ ამ ბავ­შ­ვე­ბის გა­მოვ­ლე­ნის, მა­თი მუდ­მი­ვი აღ­რიცხ­ვი­ა­ნო­ბის (და არა — ერ­თ­ჯე­რა­დი) მე­ქა­ნიზ­მი ყვე­ლა ვალ­დე­ბულ და პა­სუ­ხის­მ­გე­ბელ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას თუ ადა­მი­ანს სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს, ფლობ­დეს ინ­ფორ­მა­ცი­ას თა­ვად პრობ­ლე­მის შე­სა­ხებ, გან­საზღ­ვ­როს მი­სი მას­შ­ტა­ბი და შემ­დეგ, პრობ­ლე­მის მო­ცუ­ლო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, გა­ა­კე­თოს ანა­ლი­ზი, თუ რა სა­ვალ­დე­ბუ­ლო მე­ქა­ნიზ­მე­ბი და პროგ­რა­მე­ბი უნ­და ამუ­შავ­დეს ქვე­ყა­ნა­ში, რა­თა შემ­ცირ­დეს ამ ბავ­შ­ვე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა და ის პრობ­ლე­მე­ბი, რაც ამ ფაქ­ტი­თაა გა­მოწ­ვე­უ­ლი ქვე­ყა­ნა­ში.
მაია ყუ­ფა­რა­ძე: „ეს, პირ­ველ რიგ­ში,  ბავ­შ­ვის სა­ჭი­რო­ე­ბაა, ამი­ტომ ქვე­ყა­ნამ რე­ა­გი­რე­ბა უნ­და მო­ახ­დი­ნოს და მე­ო­რე მხრივ — სა­ერ­თა­შო­რი­სო ვალ­დე­ბუ­ლე­ბაა. უახ­ლო­ეს ხა­ნებ­ში, გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­რო აუცი­ლებ­ლად ვალ­დე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა, სკო­ლის მიღ­მა დარ­ჩე­ნი­ლი ბავშ­ვე­ბის შე­სა­ხებ შეგ­რო­ვე­ბუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბი, გა­ნათ­ლე­ბის მარ­თ­ვის სა­ინ­ფორ­მა­ციო სის­ტე­მას­თან ერ­თად, იუნეს­კოს და ევ­რო­პის სტა­ტის­ტი­კის სა­ა­გენ­ტოს გა­უ­ზი­ა­როს. ეს აუცი­ლე­ბე­ლია იმი­ტომ, რომ ყო­ველ­წ­ლი­უ­რად ახ­ლ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცია მსოფ­ლი­ოს ქვეყ­ნებ­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებ­ზე. უნი­ვერ­სა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის ინ­დი­კა­ტო­რე­ბი შე­მოგ­ვ­თა­ვა­ზებს ახალ ინ­დი­კა­ტო­რებს გა­ნათ­ლე­ბის მიღ­მა დარ­ჩე­ნი­ლი ბავ­შ­ვე­ბის შე­სა­ხებ და ქვე­ყა­ნა­ში უნ­და არ­სე­ბობ­დეს მზა­ო­ბა, რომ ჩვე­ნი სა­ერ­თა­შო­რი­სო ვა­ლი, ბავ­შ­ვ­თა ინ­ტე­რე­სი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მო­ვი­ხა­დოთ და უზ­რუნ­ველ­ვყოთ ამ ინ­ფორ­მა­ცი­ით ყვე­ლა ის ინ­ს­ტი­ტუ­ცია, რო­მე­ლიც ან­გა­რიშ­ვალ­დე­ბუ­ლია გა­ნათ­ლე­ბის ხელ­მი­საწ­ვ­დო­მო­ბი­სა და ხა­რის­ხის წი­ნა­შე. მიგ­ვაჩ­ნია, რომ სტა­ტის­ტი­კა და მო­ნი­ტო­რინ­გის სის­ტე­მის არ­სე­ბო­ბა ად­გი­ლობ­რი­ვი და სა­ერ­თა­შო­რი­სო ვალ­დე­ბუ­ლე­ბაა. ამას­თან ერ­თად, აუცი­ლე­ბე­ლია, ასე­ვე, ამ სა­კითხ­თან მი­მარ­თე­ბა­ში ად­გი­ლობ­რი­ვი, ეროვ­ნუ­ლი დე­ფი­ნი­ცი­ე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბა. გარ­და ამი­სა, უნ­და მოხ­დეს გა­მომ­წ­ვე­ვი ფაქ­ტო­რე­ბის დე­ფი­ნი­ცია — მა­გა­ლი­თად, სა­პა­ტიო და არა­სა­პა­ტიო გაც­დე­ნე­ბი სკო­ლა­ში. ეს ისე­თი დე­ფი­ნი­ციაა, რო­მელ­შიც გარ­კ­ვე­უ­ლი უნ­და ვი­ყოთ, უნ­და ვი­ცო­დეთ გა­ნათ­ლე­ბის მეს­ვე­უ­რებ­მა, რა იგუ­ლის­ხ­მე­ბა სა­პა­ტიო გაც­დე­ნა­ში და რა — არა­სა­პა­ტი­ო­ში,  რამ­დე­ნი სა­ა­თია არა­სა­პა­ტიო გაც­დე­ნა, იმი­ტომ რომ, თუ ბავ­შ­ვი არა­სა­პა­ტი­ოდ აც­დენს, ეს უკ­ვე სა­გან­გა­შოა სკო­ლის­თ­ვის, გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის­თ­ვის და სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თ­ვის, რად­გან ეს კონ­კ­რე­ტუ­ლი ბავ­შ­ვი, უკ­ვე თა­ვის­თა­ვად, ძა­ლი­ან მა­ღა­ლი რის­კის ჯგუფს წარ­მო­ად­გენს. არ­სე­ბობს რი­გი სა­კითხე­ბი, რომ­ლებ­საც ძა­ლი­ან კარ­გად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა სჭირ­დე­ბა სა­ქარ­თ­ვე­ლოს კონ­ტექ­ს­ტ­ში, ჩვე­ნი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის კონ­ტექ­ს­ტ­ში და ეს რე­ა­ლუ­რად არა­ერთ ან­გა­რიშ­შია ჩა­წე­რი­ლი, რო­მე­ლიც იუნის­ეფ­მა, ქარ­თ­ველ სპე­ცი­ა­ლის­ტებ­თან ერ­თად, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში შე­ი­მუ­შა­ვა, მათ შო­რის გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს­თან ერ­თად.
რაც შე­ე­ხე­ბა პრობ­ლე­მის მას­შ­ტა­ბუ­რო­ბას, მცი­რე მას­შ­ტა­ბის შემ­თხ­ვე­ვა­შიც კი, ქვე­ყა­ნა ყო­ველ­მ­ხ­რივ უნ­და იყოს მზად და ყვე­ლა ბერ­კე­ტი უნ­და ჰქონ­დეს, რომ მას­ზე მყი­სი­ე­რი რე­ა­გი­რე­ბა მო­ახ­დი­ნოს.“
გა­ნათ­ლე­ბის მიღ­მა დარ­ჩე­ნილ ბავ­შ­ვებს, მო­ნი­ტო­რინ­გი­სა და სას­კო­ლო გა­ნათ­ლე­ბის გარ­და, სჭირ­დე­ბათ შუ­ა­ლე­დუ­რი გა­ნათ­ლე­ბა. რას გუ­ლის­ხ­მობს შუ­ა­ლე­დუ­რი გა­ნათ­ლე­ბა და რო­მე­ლი კა­ტე­გო­რი­ის ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვი­საა აუცი­ლე­ბე­ლი? შუ­ა­ლე­დუ­რი გა­ნათ­ლე­ბის სა­მიზ­ნე ჯგუ­ფი ქუ­ჩა­ში მცხოვ­რე­ბი და მო­მუ­შა­ვე ბავ­შ­ვე­ბი არი­ან. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, სა­ხელ­მ­წი­ფოს, გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს, ერთ-ერ­თი მთა­ვა­რი მი­ზა­ნი ასე­თი ბავ­შ­ვე­ბის სკო­ლებ­ში ინ­კ­ლუ­ზიაა, მაგ­რამ თუ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ იმ ფაქტს, რომ მათ­გან ზო­გი­ერ­თი არა­სო­დეს ყო­ფი­ლა სკო­ლა­ში ჩა­რიცხუ­ლი და არა­ნა­ი­რი აკა­დე­მი­უ­რი მოს­წ­რე­ბა არ გა­აჩ­ნია, სწო­რედ ამი­ტომ გახ­და სა­ჭი­რო იმ არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის მე­ქა­ნიზ­მე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბა, რო­მე­ლიც იქ­ნე­ბა შუ­ა­ლე­დუ­რი ქუ­ჩა­სა და სკო­ლას შო­რის და და­ეხ­მა­რე­ბა ბავშვს რო­გორც ადაპ­ტა­ცი­ა­ში, ასე­ვე აკა­დე­მი­ურ მომ­ზა­დე­ბა­ში. ამ პრო­ცესს ემ­სა­ხუ­რე­ბა რამ­დე­ნი­მე დღის ცენ­ტ­რი, რო­მე­ლიც, გარ­და ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი, დაც­ვი­თი და სხვა­დას­ხ­ვა სო­ცი­ა­ლუ­რი სერ­ვი­სე­ბი­სა, მი­უ­სა­ფარ ბავ­შ­ვებს, რომ­ლე­ბიც ცხოვ­რო­ბენ და მუ­შა­ო­ბენ ქუ­ჩა­ში, არა­ფორ­მა­ლურ გა­ნათ­ლე­ბას სთა­ვა­ზობს, ანუ ამ­ზა­დებს სკო­ლა­ში ჩა­სარ­თ­ვე­ლად. რე­ა­ლუ­რად, მათ აგუ­ებს გა­რე­მოს, რომ უფ­რო იოლად შეძ­ლონ სკო­ლა­ში სი­ა­რუ­ლი და სწავ­ლა. გა­ნა­თლე­ბის პროგრამის ხელმძღვანელი მი­იჩ­ნევს, შუ­ა­ლე­დუ­რი გა­ნათ­ლე­ბა რომ უკეთ წა­რი­მარ­თოს, „უნ­და არ­სე­ბობ­დეს ადაპ­ტი­რე­ბუ­ლი პროგ­რა­მე­ბი, რო­მე­ლიც მთა­ვარ საკ­ვან­ძო სა­კითხებ­ზე გა­ა­მახ­ვი­ლებს  იმ სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის ყუ­რადღე­ბას, რომ­ლე­ბიც დღის ცენ­ტ­რებ­ში მუ­შა­ო­ბენ. ამ პროგ­რა­მე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, ისი­ნი გა­ნი­ვი­თა­რე­ბენ პრო­ფე­სი­ულ ალ­ღოს და სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში გა­მო­ი­ყე­ნე­ბენ. ე.ი. ჩვენ გვჭირ­დე­ბა პროგ­რა­მე­ბი არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბი­სათ­ვის, რომ­ლე­ბიც და­ე­ფუძ­ნე­ბა სტან­დარტს — სა­ხელ­მ­წი­ფო სტან­დარ­ტის სას­წავ­ლო გეგ­მას. სტან­დარ­ტი გან­საზღ­ვ­რავს, რა უნ­და იცო­დეს ბავ­შ­ვ­მა და რა მიზ­ნებ­სა და ამო­ცა­ნებს უნ­და აკ­მა­ყო­ფი­ლებ­დეს მი­სი აკა­დე­მი­უ­რი მიღ­წე­ვე­ბი. აუცი­ლე­ბე­ლია ამ სტან­დარ­ტის სა­ფუძ­ველ­ზე ადაპ­ტი­რე­ბუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მი­სა და პროგ­რა­მის შე­მუ­შა­ვე­ბა. არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის გარ­და, ჩვენ ყვე­ლამ კარ­გად ვი­ცით, თუ რა დი­დი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა აქვს სკო­ლას და ძა­ლი­ან კარ­გია, რომ ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის ცნე­ბამ მო­იც­ვა ყვე­ლა ის ბავ­შ­ვი, რო­მელ­საც ამა თუ იმ სა­ხის სას­წავ­ლო სა­ჭი­რო­ე­ბა აქვს. მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, რომ მათ­თ­ვის ადაპ­ტი­რე­ბუ­ლი პროგ­რა­მე­ბი შე­მუ­შავ­დეს და მას­წავ­ლებ­ლებ­მაც იცოდ­ნენ, ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი გეგ­მე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, რო­გორ და­ა­წი­ონ მოს­წავ­ლე იმ სა­ვალ­დე­ბუ­ლო სას­წავ­ლო გეგ­მას, რო­მელ­საც ჩა­მორ­ჩე­ნი­ლია.“
ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბა, რო­გორც კომ­პ­ლექ­სუ­რი ფე­ნო­მე­ნი, მიმ­დი­ნა­რე­ობს ქვე­ყა­ნა­ში და ძა­ლი­ან ბევ­რი წარ­მა­ტე­ბუ­ლი პროგ­რა­მა თუ პრო­ექ­ტი არ­სე­ბობს ფორ­მა­ლუ­რი და არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის დო­ნე­ზე, რო­მელ­საც გა­ფარ­თო­ე­ბა სჭირ­დე­ბა. პროგ­რა­მის გან­ვ­რ­ცო­ბა აუცი­ლე­ბე­ლია, იმი­ტომ რომ, ის ბავ­შ­ვე­ბის ძა­ლი­ან მცი­რე რა­ო­დე­ნო­ბას ფა­რავს, მა­შინ, რო­ცა დი­დი ნა­წი­ლი ამ პროგ­რა­მის მიღ­მა რჩე­ბა. ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში კი „დროს და ვა­დას ძა­ლი­ან დი­დი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა აქვს — ამ­ბობს ქალ­ბა­ტო­ნი მაია — რე­გი­ო­ნებ­ში ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის სხვა­დას­ხ­ვა ინი­ცი­ა­ტი­ვე­ბი ძა­ლი­ან ფა­სობს. სწო­რედ ეს იყო ერთ-ერ­თი მი­ზე­ზი, რომ კო­ლე­გე­ბი შუა აზი­ი­დან, ტა­ჯი­კე­თი­დან, იუნი­სე­ფის რე­კო­მენ­და­ცი­ით, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ჩა­მო­ვიდ­ნენ, რომ გაც­ნო­ბოდ­ნენ ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის ძა­ლი­ან წარ­მა­ტე­ბულ მო­დელს. ზუს­ტად ეს არის სამ­წუ­ხა­რო, რომ ბევ­რი წარ­მა­ტე­ბუ­ლი მო­დე­ლი გვაქვს, რო­მე­ლიც დრო­სა და სივ­რ­ცე­შია ჩა­კე­ტი­ლი და მა­თი გან­ვ­რ­ცო­ბა არ ხდე­ბა.“
დის­კუ­სი­ა­ზე ინ­კ­ლუ­ზი­ურ გა­ნათ­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბულ  სა­კა­ნონ­მ­დებ­ლო ხარ­ვე­ზებ­ზეც ისა­უბ­რეს და გა­მო­იკ­ვე­თა, რომ გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­რო მთელ რიგ ინო­ვა­ცი­ებ­ზე მუ­შა­ობს, რო­მელ­საც სა­კა­ნონ­მ­დებ­ლო სის­ტე­მის დახ­ვე­წა სჭირ­დე­ბა, რად­გან, ხშირ შემ­თხ­ვე­ვა­ში, მათ და­ნერ­გ­ვას ხელს უშ­ლის კა­ნონ­ში გა­უთ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი. ამ მი­მარ­თუ­ლე­ბი­თაც იუნი­სეფ­მა სე­რი­ო­ზუ­ლი დახ­მა­რე­ბა გა­უ­წია გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს და სა­კა­ნონ­მ­დებ­ლო რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის დახ­ვე­წა დას­რუ­ლე­ბის ფა­ზა­შია. იმედს გა­მოთ­ქ­ვა­მენ, რომ  2016 წლის­თ­ვის დამ­ტ­კი­ცე­ბა.
რე­ა­ლუ­რად რა პროგ­რა­მე­ბი ხორ­ცი­ელ­დე­ბა გა­ნათ­ლე­ბის მიღ­მა და­ჩე­ნი­ლი ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის, რა ტი­პის სერ­ვი­სებს სთა­ვა­ზობს მათ სა­ხელ­მ­წი­ფო?
2013 წლი­დან, იუნი­სე­ფის მხარ­და­ჭე­რით, და­იწყო პროგ­რა­მა — „გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბის მე­ო­რე შე­საძ­ლებ­ლო­ბა სას­წავ­ლო პრო­ცე­სის მიღ­მა დარ­ჩე­ნი­ლი მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში“, რომ­ლის ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რე­ბით სა­ხელ­მ­წი­ფომ ვალ­დე­ბუ­ლე­ბა აიღო, და­ი­ნა­ხოს სად და ვინ არი­ან ბავ­შ­ვე­ბი, რომ­ლე­ბიც გა­ნათ­ლე­ბის მიღ­მა არი­ან დარ­ჩე­ნი­ლე­ბი და რა პროგ­რა­მე­ბი შეს­თა­ვა­ზოს, რო­გორ მოხ­დეს მა­თი ჩარ­თ­ვა ინ­კ­ლუ­ზი­ურ გა­ნათ­ლე­ბა­ში.
თუმ­ცა, ამ პროგ­რა­მის ამოქ­მე­დე­ბამ­დე გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­რო­ში ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რებ­და პროგ­რა­მა — სო­ცი­ა­ლუ­რი ინ­კ­ლუ­ზია, რო­მე­ლიც ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის ნა­წი­ლი არ იყო და ცალ­კე პროგ­რა­მად მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. პროგ­რა­მის შე­სა­ხებ სა­უბ­რობს ეკა დგე­ბუ­ა­ძე, გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის სამ­მარ­თ­ვე­ლოს უფ­რო­სი: „ძა­ლი­ან მი­ხა­რია, რომ სა­მი­ნის­ტ­როს იმ ჯგუ­ფის ხედ­ვა, რო­მე­ლიც ინ­კ­ლუ­ზი­ურ გა­ნათ­ლე­ბა­ზე მუ­შა­ობს, უფ­რო მე­ტად გა­ფარ­თოვ­და და ჩვენც და­ვი­ნა­ხეთ, რომ ყვე­ლა იმ ბავ­შ­ვ­ზე, რო­მე­ლიც ვერ ძლევს ეროვ­ნულ სას­წავ­ლო გეგ­მით გან­საზღ­ვ­რულ მიზ­ნებს და რომ­ლე­ბიც ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის მიღ­მა არი­ან დარ­ჩე­ნი­ლე­ბი, გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­რომ ვალ­დე­ბუ­ლე­ბა აიღო — ხე­ლი შე­უწყოს მათ გან­ვი­თა­რე­ბას და სხვა­დას­ხ­ვა ტი­პის სერ­ვი­სე­ბი თუ პროგ­რა­მე­ბი შეს­თა­ვა­ზოს.
პირ­ველ რიგ­ში, დად­გინ­და რა ტი­პის მოწყ­ვ­ლა­დი ჯგუ­ფე­ბი არ­სე­ბობს ქვე­ყა­ნა­ში, ამის შემ­დეგ და­ვიწყეთ იმ მი­ზე­ზე­ბის მოკ­ვ­ლე­ვა, რის გა­მოც არ და­დი­ან ბავ­შ­ვე­ბი სკო­ლა­ში, გა­კეთ­და სპე­ცი­ა­ლუ­რი კითხ­ვა­რი, ავირ­ჩი­ეთ ის სკო­ლე­ბი, რომ­ლებ­შიც ირიცხე­ბი­ან ქუ­ჩა­ში მცხოვ­რე­ბი ან მო­მუ­შა­ვე ბავ­შ­ვე­ბი. სა­ჭი­რო­ე­ბის მი­ხედ­ვით მო­ვამ­ზა­დეთ პროგ­რა­მე­ბი, რომ­ლე­ბიც მათ სკო­ლა­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ინ­ტეგ­რა­ცი­ა­ში და­ეხ­მა­რე­ბა.
გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­რომ, 2015 წელს, და­იწყო სა­პი­ლო­ტე ტრან­ზი­ტუ­ლი პროგ­რა­მის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა — სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სერ­ვი­სე­ბის პი­ლო­ტი­რე­ბა ე.წ. ქუ­ჩა­ში მცხოვ­რე­ბი და მო­მუ­შა­ვე ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის. ჩვენ თვი­თონ შე­ვე­დით დღის ორ ცენ­ტ­რ­ში, ბავ­შ­ვე­ბი კი არ ვა­ი­ძუ­ლეთ, წა­სუ­ლიყ­ვ­ნენ სკო­ლა­ში, არა­მედ, პროგ­რა­მის ფარ­გ­ლებ­ში, გა­მოც­დილ­მა სპე­ცი­ა­ლის­ტებ­მა მათ­თან სო­ცი­ა­ლუ­რი და აკა­დე­მი­უ­რი უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე იმუ­შა­ვეს, და­ვად­გი­ნეთ მა­თი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი, გან­ვა­ხორც­ი­ე­ლეთ სო­ცი­ა­ლუ­რი უნა­რე­ბი­სა და აკა­დე­მი­უ­რი გან­ვი­თა­რე­ბის პროგ­რა­მე­ბი. მო­ვიყ­ვა­ნეთ სპეც­მას­წავ­ლებ­ლე­ბი და პე­და­გო­გე­ბი, რომ­ლე­ბიც ეხ­მა­რე­ბი­ან ბავშ­ვებს, ნელ-ნე­ლა მო­ემ­ზა­დონ სკო­ლა­ში წა­სას­ვ­ლე­ლად.
ძა­ლი­ან ბევ­რი სა­ინ­ტე­რე­სო და პრობ­ლე­მუ­რი სა­კითხი გა­მო­იკ­ვე­თა, მაგ., ზო­გი­ერთ ბავშვს სა­ერ­თოდ არ აქვს სა­ბუ­თი, ზოგს კი სკო­ლას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის მწვა­ვე პრობ­ლე­მა აქვს, ანუ მკა­ფი­ოდ და­ვი­ნა­ხეთ თი­თო­ე­უ­ლი მოს­წავ­ლის პრობ­ლე­მე­ბი. პარ­ალე­ლუ­რად, და­ვად­გი­ნეთ იმ სკო­ლე­ბის ნუს­ხა, რო­მელ­შიც ეს ბავ­შ­ვე­ბი ირიცხე­ბოდ­ნენ და დი­რექ­ტო­რე­ბის­თ­ვის, სკო­ლის ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ი­სა და პე­და­გო­გე­ბის­თ­ვის ჩა­ვა­ტა­რეთ ტრე­ნინ­გე­ბი. გა­დავ­წყ­ვი­ტეთ ამ პრობ­ლე­მის მოგ­ვა­რე­ბის კომ­პ­ლექ­სუ­რი გზა გვე­პოვ­ნა — გა­ვაძ­ლი­ე­რეთ სკო­ლა, ად­გილ­ზე უზ­რუნ­ველ­ვ­ყა­ვით ფორ­მა­ლუ­რი თუ არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის მი­წო­დე­ბა და და­ვეხ­მა­რეთ ტრან­ზი­ცი­ა­ში.“
პროგ­რა­მის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის პირ­ვე­ლი წე­ლი სა­პი­ლო­ტე წლად გა­მოცხად­და და შე­იძ­ლე­ბა ით­ქ­ვას, გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­რომ პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯე­ბი გა­დად­გა, მაგ­რამ 2016 წლი­დან, პროგ­რა­მის „გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბის მე­ო­რე შე­საძ­ლებ­ლო­ბის“ ფარ­გ­ლებ­ში, სა­მი­ნის­ტ­რო გეგ­მავს ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტ­რო­ში არ­სე­ბულ ექ­ვ­სი­ვე დღის ცენ­ტ­რ­ში შეს­ვ­ლას და ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით მუ­შა­ო­ბას.
რაც შე­ე­ხე­ბა კა­ნონ­მ­დებ­ლო­ბა­ში არ­სე­ბულ ხარ­ვე­ზებს, ეკა დგე­ბუ­ა­ძე ადას­ტუ­რებს, რომ „ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის შე­სა­ხებ კა­ნონ­ში“ ცვლი­ლე­ბე­ბის შე­ტა­ნა იგეგ­მე­ბა. მას შემ­დეგ, რაც 2013 წელს ჩვენ­მა ქვე­ყა­ნამ ხე­ლი მო­ა­წე­რა „შეზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მქო­ნე პირ­თა კონ­ვე­ნცი­ას“, სა­ხელ­მი­წი­ფომ, ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­რომ, ვალ­დე­ბუ­ლე­ბა აიღო,  მომ­ზად­და ცვლი­ლე­ბე­ბის პა­კე­ტი, რო­მელ­შიც გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია კონ­ვენ­ცი­ით და­კის­რე­ბუ­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი. სა­ვა­რა­უ­დოდ, მო­მა­ვა­ლი წლის გა­ზაფხულ­ზე, ეს ცვლი­ლე­ბე­ბი „ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის შე­სა­ხებ კა­ნონ­ში“ აისა­ხე­ბა.
ქალბატონმა ეკამ, ასე­ვე, ისა­უბ­რა „სო­ცი­ა­ლუ­რი ინ­კ­ლუ­ზი­ის“ პროგ­რა­მის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც კარ­გა ხა­ნია, გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს მი­ერ, ხორ­ცი­ელ­დე­ბა და ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო და სა­სარ­გებ­ლო პროგ­რა­მად მი­იჩ­ნე­ვა. მი­სი უნი­კა­ლო­ბა იმა­ში მდგო­მა­რე­ობს, რომ პროგ­რა­მა თემ­ში ეძებს ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის მიღ­მა დარ­ჩე­ნილ ბავ­შ­ვებს. პროგ­რა­მა ენ­თი­კუ­რი და რე­ლი­გი­უ­რი უმ­ცი­რე­სო­ბე­ბის ბავ­შ­ვებ­თან მუ­შა­ობს. 2015 წელს, ამ პროგ­რა­მის ფარ­გ­ლებ­ში, 100-ზე მე­ტი ბო­შა ბავ­შ­ვი ჩა­ი­რიცხა სა­ჯა­რო სკო­ლებ­ში. პროგ­რა­მამ ასე­ვე მო­ი­ძია მეს­ხი ბავ­შ­ვე­ბი. „გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს ინ­ტე­რე­სი სწო­რედ ეს არის — მაქ­სი­მა­ლუ­რად მო­ი­ძი­ოს ასე­თი ბავ­შ­ვე­ბი, არ­სე­ბუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, შე­ი­მუ­შა­ოს გარ­კ­ვე­უ­ლი პროგ­რა­მე­ბი და შეს­თა­ვა­ზოს მათ ფორ­მა­ლუ­რი თუ არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბა. ძა­ლი­ან მი­ხა­რია, რომ ამ სა­კითხ­ზე სის­ტე­მამ და­იწყო ფიქ­რი და ზრუნ­ვა. კარ­გი იქ­ნე­ბა, ამ პრობ­ლე­მა­ზე რაც შე­იძ­ლე­ბა მეტს თუ ვი­ლა­პა­რა­კებთ, მეტ აზრს გა­ვუ­ზი­ა­რებთ ერ­თ­მანეთს, მე­ტად ჩა­ვერ­თ­ვე­ბით დის­კუ­სი­ა­ში — ასე­თი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი და თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა მე­ტი სწო­რი ქმე­დი­თი ნა­ბი­ჯის გა­დად­გ­მის სა­შუ­ა­ლე­ბას მოგ­ვ­ცემს.“
რამ­დე­ნი­მე დღის წინ გა­ი­მარ­თა პროგ­რა­მის „გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბის მე­ო­რე შე­საძ­ლებ­ლო­ბა სას­წავ­ლო პრო­ცე­სის მიღ­მა დარ­ჩე­ნი­ლი მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში“ შე­დე­გე­ბის პრე­ზენ­ტა­ცია, რო­მე­ლიც ორი ძი­რი­თა­დი მი­მარ­თუ­ლე­ბით მუ­შა­ობს: სკო­ლის მიღ­მა დარ­ჩე­ნი­ლი და სკო­ლის მი­ტო­ვე­ბის რის­კის ქვეშ მყო­ფი ბავ­შ­ვე­ბის მო­ნი­ტო­რინ­გის ჩარ­ჩო, მოწყ­ვ­ლა­დი ჯგუ­ფე­ბის ბავ­შ­ვ­თა ფორ­მა­ლურ გა­ნათ­ლე­ბა­ში ინ­ტეგ­რა­ცი­ის­თ­ვის სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სერ­ვი­სე­ბი.
პროგ­რა­მის ფარ­გ­ლებ­ში, არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია „სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის ცენ­ტ­რის (CSდC)“ მი­ერ, სო­ცი­ა­ლუ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს ბავ­შ­ვ­ზე ზრუნ­ვის სერ­ვი­სებ­ში არ­სე­ბულ ორ ცენ­ტ­რ­ში (კრი­ზი­სუ­ლი ინ­ტერ­ვენ­ცი­ის თავ­შე­სა­ფარ­ში და 24-სა­ა­თი­ა­ნი ტრან­ზი­ტუ­ლი მომ­სა­ხუ­რე­ბის ცენ­ტ­რ­ში) გან­ხორ­ცი­ელ­და სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სერ­ვი­სის პი­ლო­ტი­რე­ბა ე.წ. ქუ­ჩა­ში მცხოვ­რე­ბი და მო­მუ­შა­ვე ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის.
გა­მოც­დილ­მა სპე­ცი­ა­ლის­ტებ­მა ბავ­შ­ვე­ბის სო­ცი­ა­ლუ­რი და აკა­დე­მი­უ­რი უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე იმუ­შა­ვეს, არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის ფარ­გ­ლებ­ში, სხვა­დას­ხ­ვა აქ­ტი­ვო­ბე­ბი გან­ხორ­ცი­ელ­და. სკო­ლე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბის მიზ­ნით, თე­მა­ზე „მოწყ­ვ­ლა­დი ჯგუ­ფე­ბის ბავ­შ­ვ­თა სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის იდენ­ტი­ფი­კა­ცია, მათ­თან კო­მუ­ნი­კა­ცი­ის და თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის სტრა­ტე­გი­ე­ბი“ გა­დამ­ზად­დნენ იმ სკო­ლე­ბის მას­წავ­ლებ­ლე­ბი და დი­რექ­ტო­რე­ბი, რო­მელ სკო­ლებ­შიც ცენ­ტ­რებ­ში რე­გის­ტ­რი­რე­ბუ­ლი ბავ­შ­ვე­ბი ირიცხე­ბი­ან, ასე­ვე, ცენ­ტ­რებ­თან ტე­რი­ტო­რი­უ­ლად ახ­ლომ­დე­ბა­რე სკო­ლე­ბი. მშობ­ლე­ბის­თ­ვის ჩა­ტარ­და სა­ინ­ფორ­მა­ციო კამ­პა­ნია, და­ი­ბეჭ­და სა­ინ­ფორ­მა­ციო ბრო­შუ­რა.
პროგ­რა­მის ფარ­გ­ლებ­ში, გა­ე­როს ბავ­შ­ვ­თა ფონ­დ­თან (UNICEF) მჭიდ­რო თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბით, იუნეს­კოს ექ­ს­პერ­ტის რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, მიმ­დი­ნა­რე­ობს მუ­შა­ო­ბა, სკო­ლის მიღ­მა დარ­ჩე­ნი­სა და სკო­ლის მი­ტო­ვე­ბის რის­კის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბის­თ­ვის, გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში სა­ერ­თა­შო­რი­სო ინ­დი­კა­ტო­რე­ბის და­ნერ­გ­ვა­ზე.
ნა­თია ჯო­ხა­ძე, გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სი: „გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბის მე­ო­რე შე­საძ­ლებ­ლო­ბა ყვე­ლა ბავ­შ­ვის­თ­ვის თა­ნაბ­რად მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია. არა­ნაკ­ლებ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია სა­ხელ­მ­წი­ფოს და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა და ხედ­ვა, რო­გორ შე­ვუწყოთ ხე­ლი ქუ­ჩა­ში მცხოვ­რებ/მო­მუ­შა­ვე ბავ­შ­ვებ­სა და სხვა მოწყ­ვ­ლად ჯგუ­ფებს, რომ მი­ი­ღონ გა­ნათ­ლე­ბა და ჩა­ერ­თონ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პრო­ცეს­ში. გე­ნე­რა­ლუ­რი მი­ზა­ნი, ცხა­დია, ამ ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი უნარ-ჩვე­ვე­ბის მი­წო­დე­ბა, სწავ­ლე­ბა და მა­თი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სის­ტე­მა­ში ჩარ­თ­ვაა. თუმ­ცა, მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რომ ეს ისე­თი ჯგუ­ფია, რო­მელ­საც, სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო კომ­პო­ნენ­ტის გარ­და, სხვა ტი­პის სერ­ვი­სე­ბის შე­თა­ვა­ზე­ბაც სჭირ­დე­ბა: საცხოვ­რი­სი, კვე­ბა, ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის დაც­ვა და სხვ. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ურ­თუ­ლე­სი სა­კითხია, რო­მე­ლიც სხვა­დას­ხ­ვა უწყე­ბებს შო­რის ძა­ლი­ან ზუსტ, კო­ორ­დი­ნი­რე­ბულ და შე­თან­ხ­მე­ბულ მუ­შა­ო­ბას მო­ითხოვს.
ცხა­დია, გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­რო, თა­ვი­სი კომ­პო­ნენ­ტით, აქ­ტი­უ­რია, ვცდი­ლობთ, ამ ბავ­შ­ვებს სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მე­ბი შევ­თა­ვა­ზოთ. პრო­ექ­ტის შე­დე­გე­ბის დღე­ვან­დე­ლი პრე­ზენ­ტა­ცი­აც ზუს­ტად ამ მი­მარ­თუ­ლე­ბი­საა — რა გა­ვა­კე­თეთ იმის­თ­ვის, რომ ამ ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის ხე­ლი შეგ­ვეწყო ჩარ­თუ­ლიყ­ვ­ნენ სა­ჯა­რო სკო­ლებ­ში, სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პრო­ცეს­ში. ვი­მუ­შა­ვეთ სკო­ლებ­თა­ნაც, რად­გან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია სკო­ლის/მას­წავ­ლებ­ლე­ბის მზა­ო­ბა იმუ­შა­ონ ამ ბავ­შ­ვებ­თან მა­თი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით და ხე­ლი შე­უწყონ მა­თი უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას. არა­ნაკ­ლებ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია მოს­წავ­ლე­ე­ბი­სა და მშობ­ლე­ბის მზა­ო­ბაც. ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ნა­ბიჯ-ნა­ბიჯ მივ­დი­ვართ წინ. ჩვე­ნი მხრი­დან ვა­კე­თებთ ყვე­ლა­ფერს, რომ არც ერ­თი ბავ­შ­ვი არ დარ­ჩეს სის­ტე­მის მიღ­მა.
სამ­წუ­ხა­როდ, პრობ­ლე­მა იმ­დე­ნად დი­დია, რომ ერთ, ორ ან სამ თვე­შიც ვერ მოგ­ვარ­დე­ბა, მაგ­რამ მინ­და და­გარ­წ­მუ­ნოთ, რომ პროგ­რა­მა გაგ­რ­ძელ­დე­ბა და გა­ფარ­თოვ­დე­ბა. იმედს ვი­ტო­ვებ, რომ რამ­დე­ნი­მე წე­ლი­წად­ში, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, აღარ იქ­ნე­ბი­ან ქუ­ჩა­ში მცხოვ­რე­ბი და მო­მუ­შა­ვე ბავ­შ­ვე­ბი, ყვე­ლა ჩარ­თუ­ლი იქ­ნე­ბა სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პრო­ცეს­ში.“
მა­რი­ნა ხუნ­ძა­ყიშ­ვი­ლი, Word Vision სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტი: „პრო­ექ­ტი, რომ­ლის ფარ­გ­ლებ­შიც შე­მუ­შავ­და ჩვე­ნი ძი­რი­თა­დი პრო­დუქ­ტი — სა­სი­ცოცხ­ლო უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის კუ­რი­კუ­ლუ­მი — 11-დან 18 წლამ­დე ახალ­გაზ­რ­დებ­ზეა გა­მიზ­ნუ­ლი. მას­ზე მუ­შა­ო­ბა 2013 წელს და­იწყო და დღემ­დე გრძელ­დე­ბა. ჩვე­ნი მი­ზა­ნი იყო, კარ­გად გა­მოგ­ვეკ­ვ­ლია, რა სა­სი­ცოცხ­ლო უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბის წი­ნა­შე დგა­ნან რო­გორც ქუ­ჩა­ში მცხოვ­რე­ბი და მო­მუ­შა­ვე, ასე­ვე სხვა მოწყ­ვ­ლა­დი ჯგუ­ფის ბავ­შ­ვე­ბი. ამ კვლე­ვის სა­ფუძ­ველ­ზე, შეგ­ვექ­მ­ნა სა­სი­ცოცხ­ლო უნა­რე­ბის კუ­რი­კუ­ლუ­მი და შემ­დეგ უკ­ვე შეგ­ვე­თა­ვა­ზე­ბი­ნა მი­სი პი­ლო­ტი­რე­ბა თბი­ლის­ში არ­სე­ბულ დღის ცენ­ტ­რებ­ში.
ჩა­ტარ­და სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის კვლე­ვა და, ამ კვლე­ვა­ზე და­ფუძ­ნე­ბით, შე­იქ­მ­ნა 3-სა­ა­თი­ა­ნი სა­სი­ცოცხ­ლო უნა­რე­ბის კუ­რი­კუ­ლუ­მი, რო­მე­ლიც 6 ძი­რი­თა­დი თა­ვის­გან შედ­გე­ბა — თვით­ც­ნო­ბი­ე­რე­ბა, კო­მუ­ნი­კა­ცია, ინ­ტერ­პერ­სო­ნა­ლუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი, ემო­ცი­ე­ბის მარ­თ­ვა, კრი­ტი­კუ­ლი აზ­როვ­ნე­ბა და სო­ცი­ა­ლუ­რი პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა. პი­ლო­ტი­რე­ბის პრო­ცეს­ში ძა­ლი­ან ბევ­რ­მა სა­ვარ­ჯი­შომ იც­ვა­ლა სა­ხე — ზო­გი ამო­ვი­ღეთ, შევ­ც­ვა­ლეთ ან და­ვა­მა­ტეთ და ა.შ. ვფიქ­რობთ, სა­ბო­ლოო სა­ხით, კარ­გი კუ­რი­კუ­ლუ­მი გა­მო­ვი­და. კვლე­ვამ აჩ­ვე­ნა, რომ გარ­კ­ვე­ულ­მა მაჩ­ვე­ნებ­ლებ­მა, ინ­ტერ­ვენ­ცი­ის შემ­დეგ, საკ­მა­ოდ აიწია ამ ასა­კის ბავ­შ­ვებ­ში.“
იმე­დია, იუნი­სე­ფი­სა და სა­მი­ნის­ტ­როს ერ­თობ­ლი­ვი ძა­ლის­ხ­მე­ვით, მო­მა­ვალ წელს ის მა­ინც გვე­ცო­დი­ნე­ბა, რამ­დე­ნი ბავ­შ­ვია დარ­ჩე­ნი­ლი სკო­ლის მიღ­მა. დად­გე­ნი­ლი პრობ­ლე­მის მას­შ­ტა­ბი კი, სა­მო­მა­ვა­ლო გეგ­მებს უფ­რო კონ­კ­რე­ტულს, ხოლო სის­ტე­მუ­რი მიდ­გო­მის შე­დე­გად გა­ჩე­ნილ შე­დე­გებს, უფ­რო ხელ­შე­სა­ხებს გახ­დის.

25-28(942)N