გამოდის 1998 წლიდან
2016-01-21
პე­და­გო­გის­თ­ვის მთა­ვა­რი გა­მოწ­ვე­ვა სის­ტე­მა­ში მიმ­დი­ნა­რე სი­ახ­ლე­ე­ბია

ვაგ­რ­ძე­ლებთ სა­უ­ბარს პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სე­ბის შე­სა­ხებ. ამ­ჯე­რად პე­და­გოგ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის სა­კითხებს შე­ვე­ხე­ბით. გვე­სა­უბ­რე­ბა მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის  მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის სა­ხელ­მ­წი­ფო პროგ­რა­მის მე­ნე­ჯე­რი ნი­ნო ელ­ბა­ქი­ძე.

— მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნულ ცენ­ტ­რ­ში მოქ­მე­დებს სა­ხელ­მ­წი­ფო პროგ­რა­მა პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის მას­წავ­ლე­ბელ­თა გან­ვი­თა­რე­ბი­სათ­ვის. გთხოვთ, გვი­ამ­ბეთ ამ პროგ­რა­მის შე­სა­ხებ
— მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნულ ცენ­ტ­რ­ში, 2014 წლი­დან, ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რებს სა­ხელ­მ­წი­ფო პროგ­რა­მა სა­ხელ­წო­დე­ბით „პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბა“. თუმ­ცა, პე­და­გოგ­თა ტრე­ნინ­გებს 2011 წლი­დან ვა­ხორ­ცი­ე­ლებთ, მა­შინ იგი სხვა პროგ­რა­მის ერთ-ერ­თი შე­მად­გე­ნე­ლი ნა­წი­ლი იყო, ბო­ლო ორი წე­ლია კი ცენ­ტ­რის ფარ­გ­ლებ­ში მოქ­მე­დი სა­ხელ­მ­წი­ფო პროგ­რა­მაა. მი­სი მთა­ვა­რი სა­მიზ­ნე ჯგუ­ფია პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის პე­და­გო­გე­ბი, რო­მელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის მიზ­ნით იგეგ­მე­ბა ტრე­ნინ­გე­ბი, კონ­ფე­რენ­ცი­ე­ბი, სა­მუ­შაო შეხ­ვედ­რე­ბი, ე.წ. ვორ­ქ­შო­პე­ბი, კონ­ფე­რენ­ცი­ე­ბი და სხვ.
სა­ნამ მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ღო­ნის­ძი­ე­ბა და­ი­გეგ­მე­ბა, აუცი­ლე­ბე­ლია, რომ გა­ნი­საზღ­ვ­როს მი­სი თე­მა­ტი­კა — რა თე­მა­ზე ვთა­ვა­ზობთ მას­წავ­ლებ­ლებს პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ტრე­ნინგს. ტრე­ნინ­გე­ბის თე­მა­ტი­კას რამ­დე­ნი­მე ფაქ­ტო­რის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით ვად­გენთ. პირ­ვე­ლი და ერთ-ერ­თი მთა­ვა­რი ფაქ­ტო­რია პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში მიმ­დი­ნა­რე სი­ახ­ლე­ე­ბი, რო­მელ­თა შე­სა­ხებ აუცი­ლებ­ლად უნ­და იცო­დეს პე­და­გოგ­მა, რომ მზად იყოს მათ მი­სა­ღე­ბად და და­სა­ნერ­გად. მე­ო­რე — ტრე­ნინ­გე­ბი იგეგ­მე­ბა თა­ვად მას­წავ­ლებ­ლე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ანუ ერ­თი მხრივ ჩვენ გვაქვს სა­ხელ­მ­წი­ფო დაკ­ვე­თა — რა სი­ახ­ლეც არ­სე­ბობს პრო­ფე­სი­ულ გა­ნათ­ლე­ბა­ში, შე­სა­ბა­მი­სი პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ღო­ნის­ძი­ე­ბაც უნ­და და­ი­გეგ­მოს მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვის, ხო­ლო მო­ე­რე მხრივ ჩვენ უნ­და გა­ვით­ვალ­ის­წ­ინოთ თა­ვად მას­წავ­ლებ­ლის სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი და ამის შემ­დეგ დავ­გეგ­მოთ პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი.
— რა არის მთა­ვა­რი გა­მოწ­ვე­ვა პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის მას­წავ­ლებ­ლი­სათ­ვის დღეს?
— იმის გა­მო, რომ ბო­ლო ათ­წ­ლე­უ­ლებ­ში რა­დი­კა­ლუ­რად შე­იც­ვა­ლა პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის არ­სი (იგი და­საქ­მე­ბის რე­ა­ლურ სა­შუ­ა­ლე­ბა­დაც იქ­ცა), სე­რი­ო­ზუ­ლი გა­მოწ­ვე­ვე­ბის წი­ნა­შე დად­გა მი­სი ერთ-ერ­თი მთა­ვა­რი ფი­გუ­რა — მას­წავ­ლე­ბე­ლი. ათე­უ­ლი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მას არ ჰქონ­და ვალ­დე­ბუ­ლე­ბა, რა­ი­მე შე­ეც­ვა­ლა სა­კუ­თარ პე­და­გო­გი­ურ უნა­რებ­ში, ეზ­რუ­ნა ცოდ­ნის შევ­სე­ბა­სა და გა­ნახ­ლე­ბა­ზე. დღეს კი, იმის გა­მო, რომ პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბა ძა­ლი­ან დი­ნა­მი­უ­რი, ცვა­ლე­ბა­დი და სწრა­ფად გან­ვი­თა­რე­ბა­დი სის­ტე­მაა, პე­და­გო­გის მთა­ვა­რი ამო­ცა­ნაა, ყო­ველ­დღი­ურ რე­ჟიმ­ში, ჯერ მი­ი­ღოს ინ­ფორ­მა­ცია სი­ახ­ლე­ე­ბის შე­სა­ხებ, ხო­ლო შემ­დეგ და­გეგ­მოს და იზ­რუ­ნოს ახა­ლი ცოდ­ნი­სა და უნა­რე­ბის და­უფ­ლე­ბა­ზე. ამ აუცი­ლებ­ლო­ბის გა­რე­შე გა­ტა­რე­ბუ­ლი ყო­ვე­ლი დღე და­კარ­გუ­ლად შე­იძ­ლე­ბა ჩა­ით­ვა­ლოს. ასე­თი გა­მოწ­ვე­ვის წი­ნა­შე მას­წავ­ლებ­ლის მარ­ტო და­ტო­ვე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა. მას დახ­მა­რე­ბა სჭირ­დე­ბა სა­ხელ­მ­წი­ფოს მხრი­დან. მას­წავ­ლე­ბელს სა­შუ­ა­ლე­ბა უნ­და მი­ე­ცეს, რომ გან­ვი­თარ­დეს. შე­სა­ბა­მი­სი ტრე­ნინ­გით, სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­თი, სას­წავ­ლო რე­სურ­სე­ბი­თა და გა­მარ­თუ­ლი ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რით. გან­ვი­თა­რე­ბა შე­უქ­ცე­ვა­დი პრო­ცე­სია მას­წავ­ლებ­ლის­თ­ვის, თუმ­ცა ეს არ ეხე­ბა მხო­ლოდ მას­წავ­ლე­ბელს, ეს ეხე­ბა პრო­ფე­სი­ულ გა­ნათ­ლე­ბა­ში მო­მუ­შა­ვე ყვე­ლა ადა­მი­ანს, მათ შო­რის, ჩვენც, რად­გან საქ­მე გვაქვს ძა­ლი­ან სწრა­ფად ცვა­ლე­ბად, მოთხოვ­ნად და ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კის­თ­ვის მე­ტად მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან სფე­როს­თან. პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბა ყო­ველ­წ­ლი­უ­რად მოთხოვ­ნა­დი ხდე­ბა და მას­ში ჩარ­თ­ვის მსურ­ველ­თა რა­ო­დე­ნო­ბა ყო­ველ წელს იზ­რ­დე­ბა. პრო­ფე­სი­ულ გა­ნათ­ლე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი პრო­ფე­სი­ე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია სა­ჯა­როა და მსურ­ვე­ლებს მი­სი მო­პო­ვე­ბა შე­უძ­ლი­ათ www.vet.ge -ს მეშ­ვე­ო­ბით. პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი პო­პუ­ლა­რო­ბა ბო­ლო წლებ­ში მრა­ვა­ლი ფაქ­ტო­რი­თაა გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი, მათ შო­რის უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სი პრო­ფე­სი­უ­ლი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის მო­დერ­ნი­ზა­ცია და და­საქ­მე­ბის მა­ღა­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბია.
პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის მას­წავ­ლე­ბელ­თა გან­ვი­თა­რე­ბის სა­ხელ­მ­წი­ფო პროგ­რა­მის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის პირ­ვე­ლი ეტა­პი და­ვიწყეთ ტრე­ნინ­გე­ბით პე­და­გო­გი­კა­ში, ისე­თი ზო­გა­დი თე­მე­ბით, რო­გო­რი­ცაა სწავ­ლე­ბის ინ­ტე­რაქ­ტი­უ­ლი მე­თო­დე­ბი, გაკ­ვე­თი­ლის და­გეგ­მ­ვა, სას­წავ­ლო პრო­ცე­სის წარ­მარ­თ­ვა, კო­ლე­გებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა და ა.შ. პა­რა­ლე­ლურ რე­ჟიმ­ში, ყო­ველ­თ­ვი­უ­რად, ტარ­დე­ბო­და ტრე­ნინ­გე­ბი სა­ინ­ფორ­მა­ციო-სა­კო­მუ­ნი­კა­ციო სა­შუ­ა­ლე­ბებ­ში. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ეს ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი სფე­როა სას­წავ­ლო-პრაქ­ტი­კუ­ლი პრო­ცე­სის თა­ნა­მედ­რო­ვე სტან­დარ­ტე­ბით წარ­მარ­თ­ვი­სათ­ვის. უმარ­ტი­ვე­სი სა­კითხე­ბი­დან დაწყე­ბუ­ლი ინ­ტერ­ნეტ — ბლო­გე­ბის შექ­მ­ნით დამ­თავ­რე­ბუ­ლი, შე­ის­წავ­ლეს ჩვენ­მა პე­და­გო­გებ­მა. დღე­ი­სათ­ვის პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის მას­წავ­ლე­ბელ­თა ნა­ხე­ვარ­ზე მეტ­მა მი­ი­ღო ინ­ტე­ლის ტრე­ნინ­გე­ბის სერ­ტი­ფი­კა­ტი.
— რას გვეტყ­ვით ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის შე­სა­ხებ პრო­ფე­სი­ულ გა­ნათ­ლე­ბა­ში?
— ერთ-ერ­თი სე­რი­ო­ზუ­ლი გა­მოწ­ვე­ვა ჩვე­ნი და არა მარ­ტო ჩვე­ნი სის­ტე­მის პე­და­გო­გე­ბი­სათ­ვის ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბაა. ვი­ნა­ი­დან ეს სი­ახ­ლეა ჩვენს რე­ა­ლო­ბა­ში და არა­ვი­თა­რი გა­მოც­დი­ლე­ბა ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით აქამ­დე არ არ­სე­ბობ­და, დაწყე­ბა მოგ­ვიხ­და სრუ­ლი­ად ელე­მენ­ტა­რუ­ლი სა­კითხე­ბის შეს­წავ­ლით — რა არის ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბა, რო­გორ მი­ვუდ­გეთ სსსმ  და შშმ სტუ­დენ­ტებს — აქ იგუ­ლის­ხ­მე­ბა არა მარ­ტო გარ­კ­ვე­უ­ლი დარ­ღ­ვე­ვე­ბის მქო­ნე სტუ­დენ­ტე­ბი, რო­მელ­თაც შე­სა­ბა­მი­სი გა­რე­მო პი­რო­ბე­ბი სჭირ­დე­ბათ, არა­მედ ეთ­ნი­კუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბიც, რო­მელ­თაც შე­საძ­ლოა ენობ­რი­ვი ბა­რი­ე­რის პრობ­ლე­მა ჰქონ­დეთ. გა­ნათ­ლე­ბამ კი, ნე­ბის­მი­ე­რი ნიშ­ნით გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი ყვე­ლა სტუ­დენ­ტი თა­ნაბ­რად უნ­და მო­იც­ვას. ასე რომ, პე­და­გო­გი­კა ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის გა­რე­შე არ არ­სე­ბობს. რო­გორც ზო­გად­სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სკო­ლებ­ში, პრო­ფე­სი­ულ სა­გა­ნ­მანათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში მუ­შა­ო­ბენ სპე­ცი­ა­ლუ­რი მას­წავ­ლებ­ლე­ბი, რო­მელ­თაც გავ­ლი­ლი აქვთ შე­სა­ბა­მი­სი კურ­სე­ბი და ეხ­მა­რე­ბი­ან სხვა­დას­ხ­ვა დარ­ღ­ვე­ვე­ბის მქო­ნე სტუ­დენ­ტებს სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში. პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბა, რო­გორც მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ერ­თ-ერ­თი ყვე­ლა­ზე ხელ­საყ­რე­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბაა სსსმ და შშმ პი­რე­ბის და­საქ­მე­ბი­სათ­ვის შრო­მის ბა­ზარ­ზე. შე­სა­ბა­მი­სად, იმის ალ­ბა­თო­ბა, რომ მას­წავ­ლე­ბელს მო­უ­წევს ამ­გ­ვარ სტუ­დენ­ტებ­თან მუ­შა­ო­ბა, საკ­მა­ოდ მა­ღა­ლია. პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის მას­წავ­ლე­ბე­ლი საკ­მა­რი­სად მომ­ზა­დე­ბუ­ლი უნ­და იყოს ამ გა­მოწ­ვე­ვი­სათ­ვის. მას­წავ­ლებ­ლის რო­ლი შე­უც­ვ­ლე­ლია სტუ­დენ­ტე­ბი­სათ­ვის პრო­ფე­სი­უ­ლი ცოდ­ნი­სა და უნა­რე­ბის ათ­ვი­სე­ბა­ში.
— რა სა­ხის ტრე­ნინ­გე­ბი ხორ­ცი­ელ­დე­ბა პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის მას­წავ­ლებ­ლე­ბი­სათ­ვის?
— პრო­ფე­სი­უ­ლი პე­და­გო­გის გან­ვი­თა­რე­ბა მხო­ლოდ ჩვენ მი­ერ გა­წე­რი­ლი გეგ­მის მი­ხედ­ვით არ მიმ­დი­ნა­რე­ობს, დაკ­ვე­თა, ზოგ­ჯერ, თა­ვად მას­წავ­ლებ­ლე­ბის მხრი­და­ნაც მო­დის. ტრე­ნინ­გე­ბის და­გეგ­მვის დროს ვით­ვა­ლის­წი­ნებთ მას­წავ­ლე­ბელ­თა მო­საზ­რე­ბებს, შე­ნიშ­ვ­ნებს, შე­მო­თა­ვა­ზე­ბებს და ამის მი­ხედ­ვით ვგეგ­მავთ სა­მო­მავ­ლო ტრე­ნინ­გებს.
მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბა მხო­ლოდ პე­და­გო­გი­კის მი­მარ­თუ­ლე­ბით არ ხორ­ცი­ელ­დე­ბა. 2014 წლი­დან ჩვე­ნი პე­და­გო­გე­ბი პრაქ­ტი­კუ­ლი ხა­სი­ა­თის ტრე­ნინ­გებს გა­დი­ან სა­წარ­მო­ებ­ში: მა­გა­ლი­თად, მზა­რე­უ­ლე­ბი — რო­მე­ლი­მე სა­ერ­თა­შო­რი­სო დო­ნის სას­ტუმ­როს რეს­ტო­რან­ში, ერთ-ერთ კერ­ძო კომ­პა­ნი­ა­ში — მკე­რა­ვე­ბი, ასე­ვე სტი­ლის­ტებ­მა გა­ი­ა­რეს ტრე­ნინ­გე­ბი ისი პა­რის სა­ლონ­თა ქსელ­ში. მას­წავ­ლებ­ლე­ბის კმა­ყო­ფი­ლე­ბა ამ­გ­ვა­რი ტრე­ნინ­გე­ბით საკ­მა­ოდ მა­ღა­ლია. ამას ადას­ტუ­რებს მათი გა­მო­კითხ­ვის შე­დე­გე­ბი. ისი­ნი აღ­ფ­რ­თო­ვა­ნე­ბას არ მა­ლავ­დ­ნენ იმ ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი სი­ახ­ლე­ე­ბის გაც­ნო­ბი­თა და ახა­ლი მიდ­გო­მე­ბით, რაც მათ სფე­რო­ში არ­სე­ბობს. სა­წარ­მო­ში ტრე­ნინ­გე­ბის პრაქ­ტი­კა სა­მო­მავ­ლო­დაც გაგ­რ­ძელ­დე­ბა, რად­გან ის ხელს უწყობს დამ­საქ­მე­ბელ­თან მას­წავ­ლებ­ლის კო­მუ­ნი­კა­ცი­ას, უახ­ლე­სი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში გა­მო­ყე­ნე­ბას და სა­ბო­ლო­ოდ სტუ­დენ­ტის­თ­ვის ხა­რის­ხი­ა­ნი გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბას, რა­თა ის  კონ­კუ­რენ­ტუ­ნა­რი­ა­ნი იყოს შრო­მის ბა­ზარ­ზე.
პრო­ფე­სი­ულ გა­ნათ­ლე­ბა­ში  ერ­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი სი­ახ­ლეა — მო­დუ­ლუ­რი პროგ­რა­მე­ბის და­ნერ­გ­ვა, რო­მე­ლიც 2015 წელს და­იწყო. ეს არის პრო­ფე­სი­უ­ლი სტან­დარ­ტის სა­ფუძ­ველ­ზე შექ­მ­ნი­ლი  პროგ­რა­მე­ბის მი­ხედ­ვით სწავ­ლე­ბა და ბუ­ნებ­რი­ვია, და­ნერ­გ­ვამ­დე სა­ჭი­რო იყო პე­და­გო­გე­ბის მომ­ზა­დე­ბა, რის­თ­ვი­საც ჩა­უ­ტარ­დათ ტრე­ნინ­გე­ბი — შე­სა­ვა­ლი მო­დუ­ლურ სწავ­ლე­ბა­ში და შე­ფა­სე­ბა­ში. ასე­თი ტრე­ნინ­გე­ბი წელ­საც გაგ­რ­ძელ­დე­ბა იმ ახალ პრო­ფე­სი­ებ­ში, რო­მელ­შიც და­იწყე­ბა მო­დუ­ლუ­რი სწავ­ლე­ბა. მხო­ლოდ ტრე­ნინ­გე­ბი მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვის საკ­მა­რი­სი არ არის, რა­თა წარ­მა­ტე­ბით მოხ­დეს მო­დუ­ლუ­რი პროგ­რა­მე­ბის და­ნერ­გ­ვა პრო­ფე­სი­ულ სა­გა­ნ­მანათ­ლებლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში, ამი­ტომ წელს ტრა­დი­ცი­ულ ტრე­ნინ­გებს და­ვა­მა­ტეთ ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი კონ­სულ­ტი­რე­ბის პროგ­რა­მა, რომ­ლის ფარ­გ­ლებ­ში მას­წავ­ლებ­ლებს სა­შუ­ა­ლე­ბა მი­ე­ცე­მათ ტრა­დი­ცი­უ­ლი ტრე­ნინ­გე­ბის გარ­და, მი­ი­ღონ ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი რჩე­ვე­ბი და რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი ტრე­ნერ-კონ­სულ­ტან­ტე­ბი­სა­გან სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში წარ­მოქ­მნი­ლი სიძ­ნე­ლე­ე­ბის გა­და­სა­ლა­ხად.
ორი­ოდ სიტყ­ვით მინ­და შე­ვე­ხო ტრე­ნინ­გე­ბის ჩა­ტა­რე­ბის წეს­სა და პრო­ცე­დუ­რას. პირ­ველ რიგ­ში უნ­და აღ­ვ­ნიშ­ნო, რომ ყვე­ლა ტრე­ნინ­გი  პე­და­გო­გებს ად­გი­ლებ­ზე უტარ­დე­ბათ, მათ ამის­თ­ვის თბი­ლის­ში ჩა­მოს­ვ­ლა არ უწევთ. ჩვე­ნი ტრე­ნე­რე­ბი მი­დი­ან ყვე­ლა რე­გი­ონ­ში და, თე­მის სა­ჭი­რო­ე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, 2-4 ან 5-დღი­ან ტრე­ნინ­გებს ად­გი­ლებ­ზე უტა­რე­ბენ პრო­ფე­სი­ულ პე­და­გო­გებს. გარ­და ამი­სა, ტრე­ნინ­გის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ ტრე­ნე­რი ფას­დე­ბა მას­წავ­ლებ­ლის მი­ერ. ჩვენ აუცი­ლებ­ლად უნ­და ვი­ცო­დეთ, რა სარ­გე­ბე­ლი მი­ი­ღო ტრე­ნინ­გი­დან მას­წავ­ლე­ბელ­მა. ტრე­ნინ­გის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ ხდე­ბა მას­წავ­ლებ­ლის მი­ერ ტრე­ნინ­გ­ზე მი­ღე­ბუ­ლი ცოდ­ნის შე­ფა­სე­ბა. ასე­ვე, თა­ვად ტრე­ნე­რი ფას­დე­ბა ყვე­ლა ტრე­ნინ­გის შემ­დეგ. სა­ბო­ლო­ოდ გვაქვს სრუ­ლი სუ­რა­თი — სად რო­გო­რი შე­დე­გე­ბი მი­ვი­ღეთ გა­წე­უ­ლი მუ­შა­ო­ბით, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ ეს ერ­თი ციკ­ლი დას­რუ­ლე­ბუ­ლია. მო­მა­ვა­ლი ტრე­ნინ­გე­ბის და­გეგ­მ­ვი­სას იგი­ვე თე­მე­ბი აღარ ბრუნ­დე­ბა, გა­მო­ნაკ­ლი­სია ორი პი­რო­ბა — ერ­თია ინ­ფორ­მა­ცი­ულ-სა­კო­მუ­ნი­კა­ციო ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი, რო­მე­ლიც მუდ­მი­ვად გა­ნახ­ლე­ბა­დია და მას­წავ­ლებ­ლის­გან სი­ახ­ლე­ე­ბის შეს­წავ­ლას მო­ითხოვს და მე­ო­რეა ახა­ლი კად­რე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით ტრე­ნინ­გე­ბის და­გეგ­მ­ვა.
— პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის მას­წავ­ლე­ბელ­თა საქ­მი­ა­ნო­ბის რე­გუ­ლი­რე­ბის­თ­ვის თუ ხორ­ცი­ელ­დე­ბა რა­ი­მე სა­ხის ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი?
— ჩვენ მი­ერ გა­წე­უ­ლი დახ­მა­რე­ბა პე­და­გოგ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის კუთხით  უფ­რო ეფექ­ტუ­რი და ხა­რის­ხი­ა­ნი რომ იყოს, აუცი­ლე­ბე­ლია სა­კითხი­სად­მი სის­ტე­მუ­რი მიდ­გო­მა. სწო­რედ ამი­ტომ, 2014 წელს, ევ­რო­კავ­ში­რის დახ­მა­რე­ბით, შე­იქ­მ­ნა „პედა­გოგ­თა მომ­ზა­დე­ბი­სა და კა­რი­ე­რუ­ლი ზრდის რე­გუ­ლი­რე­ბის დო­კუ­მენ­ტი“, რო­მე­ლიც ეროვ­ნულ­მა პრო­ფე­სი­ულ­მა საბ­ჭომ გა­ნი­ხი­ლა და ჩას­წორ­და კი­დეც მა­თი შე­ნიშ­ვ­ნე­ბის მი­ხედ­ვით. დო­კუ­მენ­ტ­ში არის ასა­ხუ­ლი, თუ რა კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის უნ­და იყოს პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის მას­წავ­ლე­ბე­ლი, რო­გორ იწყებს  პრო­ფე­სი­ით მუ­შა­ო­ბას, პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის რა შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი აქვს და ა.შ. ამ დო­კუ­მენ­ტის მი­ხედ­ვით, ჩვენ გვე­ყო­ლე­ბა სხვა­დას­ხ­ვა ტი­პის, მა­გა­ლი­თად, დამ­წყე­ბი, კო­ორ­დი­ნა­ტო­რი ან  მოწ­ვე­უ­ლი მას­წავ­ლე­ბე­ლი. ეს ბო­ლო გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ტი­პია მას­წავ­ლებ­ლის, რო­მე­ლიც მუ­შა­ობს სა­წარ­მო­ში ან კომ­პა­ნი­ა­ში რო­მე­ლი­მე წამ­ყ­ვან პო­ზი­ცი­ა­ზე და ას­წავ­ლის რო­მე­ლი­მე კონ­კ­რე­ტულ მი­მარ­თუ­ლე­ბას პრო­ფე­სი­უ­ლი სას­წავ­ლებ­ლის სტუ­დენ­ტებს. დო­კუ­მენ­ტის მი­ხედ­ვით ასე­ვე და­რე­გუ­ლირ­დე­ბა მას­წავ­ლე­ბელ­თა უწყ­ვე­ტი პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბა და კა­რი­ე­რუ­ლი წინ­ს­ვ­ლა.
— რა სი­ახ­ლე­ებს გეგ­მავთ 2016 წელს?
— რთუ­ლი და სა­ინ­ტე­რე­სო იქ­ნე­ბა 2016 წე­ლი. პირ­ველ რიგ­ში იმი­ტომ რომ ვიწყებთ ახალ კურსს პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის პე­და­გო­გი­კა­ში. და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის აღ­დ­გე­ნის შემ­დეგ, პრო­ფე­სი­ულ პე­და­გო­გი­კა­ში, სამ­წუ­ხა­როდ, ბევ­რი არა­ფე­რი გა­კე­თე­ბუ­ლა, არც სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო შექ­მ­ნი­ლა და არც სის­ტე­მუ­რი ტრე­ნინ­გე­ბი ჩა­ტა­რე­ბუ­ლა. რო­გორც გითხა­რით, პე­და­გო­გებ­მა გა­ი­ა­რეს პე­და­გო­გი­კის შე­სა­ვა­ლი  რამ­დე­ნი­მე კურ­სი, მაგ­რამ ისე­თი ტრე­ნინ­გე­ბი, რო­მე­ლიც და­ა­დას­ტუ­რებს მათ კომ­პე­ტენ­ცი­ას, ზო­გა­დად, პრო­ფე­სი­ულ პე­და­გო­გი­კა­ში, აქამ­დე არ ყო­ფი­ლა. მა­ლე გვექ­ნე­ბა „პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის მას­წავ­ლებ­ლის პე­და­გო­გი­უ­რი გზამ­კ­ვ­ლე­ვის“ პრე­ზენ­ტა­ცია, რო­მე­ლიც ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის, მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რე­ბის მოწ­ვე­უ­ლი ექ­ს­პერ­ტე­ბი­სა და პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის პე­და­გოგ­თა ჩარ­თუ­ლო­ბით შე­იქ­მ­ნა. მის სა­ფუძ­ველ­ზე იქ­მ­ნე­ბა პე­და­გო­გი­უ­რი კურ­სი, რო­მელ­საც უფა­სოდ შევ­თა­ვა­ზებთ ყვე­ლა მოქ­მედ მას­წავ­ლე­ბელს. აღ­ნიშ­ნუ­ლი გზამ­კ­ვ­ლე­ვი შე­იქ­მ­ნა გა­ე­როს პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის პრო­ექ­ტის მხარ­და­ჭე­რი­თა და და­ფი­ნან­სე­ბით. გაგ­რ­ძელ­დე­ბა სა­წარ­მო­ში ტრე­ნინ­გე­ბი, მო­დუ­ლუ­რი სწავ­ლე­ბის და­ნერ­გ­ვი­სა და ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის ტრე­ნინ­გე­ბი. ვაგ­რ­ძე­ლებთ მუ­შა­ო­ბას ევ­რო­კავ­ში­რის პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის მხარ­და­ჭე­რის პრო­ექ­ტ­თან ერ­თად პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის რე­გუ­ლი­რე­ბის დო­კუ­მენ­ტ­ზე და სა­კა­ნონ­მ­დებ­ლო პა­კეტ­ზე. ჩა­ტარ­დე­ბა მას­წავ­ლე­ბელ­თა გა­მო­კითხ­ვე­ბი მა­თი სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის დად­გე­ნის მიზ­ნით. წელს პირ­ვე­ლად ვიწყებთ მუ­შა­ო­ბას მას­წავ­ლე­ბელ­თა სა­ერ­თა­შო­რი­სო მო­ბი­ლო­ბის კონ­ცეფ­ცი­ა­ზე.  ქარ­თ­ველ პე­და­გო­გებს სა­შუ­ა­ლე­ბა მი­ე­ცე­მათ, ევ­რო­პის ქვეყ­ნე­ბის გა­მოც­დი­ლე­ბას გა­ეც­ნონ პრო­ფე­სი­ულ გა­ნათ­ლე­ბა­ში. მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბა არა მხო­ლოდ ეროვ­ნულ, არა­მედ სა­ერ­თა­შო­რი­სო მას­შ­ტა­ბებ­საც მი­ი­ღებს.
მას­წავ­ლე­ბელ­თა გა­მო­კითხ­ვის თა­ნახ­მად, დღე­ი­სათ­ვის პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის მას­წავ­ლე­ბელ­თა უმ­რავ­ლე­სო­ბის ზე­და ასა­კობ­რი­ვი ზღვა­რი საკ­მა­ოდ მა­ღა­ლია. ახალ­გაზ­რ­დე­ბის და­ინ­ტე­რე­სე­ბა კი არც ისე იოლია, პრო­ფე­სი­ის და­ბა­ლი პრეს­ტი­ჟის გა­მო. იმი­სათ­ვის, რომ პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სია მო­მა­ვა­ლი მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვის სა­ინ­ტე­რე­სო და მიმ­ზიდ­ვე­ლი გახ­დეს, მათ უნ­და მი­ე­ცეთ გან­ვი­თა­რე­ბი­სა და კა­რი­ე­რუ­ლი ზრდის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი.

ესა­უბ­რა  ანა ფირ­ცხა­ლა­იშ­ვი­ლი

25-28(942)N