გამოდის 1998 წლიდან
2016-01-27
წამყვანიდან მენტორამდე


ახა­ლი სქე­მის მი­ხედ­ვით, წამ­ყ­ვა­ნი მას­წავ­ლებ­ლის სტა­ტუ­სი მხო­ლოდ 184-მა პე­და­გოგ­მა მი­ი­ღო. მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ცენ­ტ­რ­ში ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ სწო­რედ წამ­ყ­ვანი მას­წავ­ლებ­ლე­ბი, რომ­ლებ­მაც 2011-2014 წლის პრო­ფე­სი­ულ გან­ვი­თა­რე­ბის სქე­მა­ში მი­ი­ღეს კრე­დიტ­ქუ­ლე­ბი და­მა­ტე­ბით აქ­ტი­ვო­ბებ­ში, სა­ვა­რა­უ­დოდ, იქ­ნე­ბი­ან პირ­ვე­ლი მენ­ტო­რე­ბი, ამავ­დ­რო­უ­ლად, უფ­რო­სი მას­წავ­ლებ­ლე­ბის ნა­წილს ასე­ვე და­უგ­როვ­და და­მა­ტე­ბით აქ­ტი­ვო­ბებ­ში კრე­დიტ­ქუ­ლე­ბი, რაც მათ სა­შუ­ა­ლე­ბას მის­ცემს, 2016-2017 სას­წავ­ლო წელს სა­ვალ­დე­ბუ­ლო აქ­ტი­ვო­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბით, წამ­ყ­ვან მას­წავ­ლე­ბელ­თა რი­გებს შე­უ­ერ­თ­დ­ნენ. წამ­ყ­ვან მას­წავ­ლებ­ლებს 5-წლი­ა­ნი ვა­და ეძ­ლე­ვათ შემ­დეგ სა­ფე­ხურ­ზე გა­და­სას­ვ­ლე­ლად  გან­სა­ხორ­ცი­ე­ლე­ბე­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბის­თ­ვის, გზა მენ­ტორ­ამ­დე 25 კრე­დიტ­ქუ­ლის მო­პო­ვე­ბას  გუ­ლის­ხ­მობს; წამ­ყ­ვან მას­წავ­ლე­ბლებს ასე­ვე შე­უძ­ლიათ სტა­ტუ­სის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა. ამის­თ­ვის მათ სა­ვალ­დე­ბუ­ლო თუ და­მა­ტე­ბი­თი აქ­ტი­ვო­ბე­ბი უნ­და გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლონ და 17 კრე­დიტ­ქუ­ლა მო­აგ­რო­ვონ; არა­საკ­მა­რი­სი კრე­დიტ­ქუ­ლე­ბის დაგ­რო­ვე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში, მათ პო­ზი­ცი­ის დათ­მო­ბა მო­უ­წევთ და უფ­რო­სი მას­წავ­ლებ­ლის სტა­ტუსს და­უბ­რუნ­დე­ბი­ან.
რა ტი­პის სა­ვალ­დე­ბუ­ლო და და­მა­ტე­ბი­თი აქ­ტი­ვო­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა მო­უ­წევს წამ­ყ­ვან მას­წავ­ლე­ბელს სტა­ტუ­სის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად და მენ­ტო­რის სტა­ტუ­სის მო­სა­პო­ვებ­ლად, ამის შე­სა­ხებ დე­ტა­ლუ­რად სა­უბ­რობს მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის კონ­სულ­ტან­ტი  მა­ნა­ნა რა­ტი­ა­ნი.
— წამ­ყ­ვა­ნი მას­წავ­ლებ­ლე­ბი სის­ტე­მა­ში ცო­ტა გვყავს, მაგ­რამ ჩვე­ნი სურ­ვი­ლია, რომ უფ­როს­მა მას­წავ­ლებ­ლებ­მა მოკ­ლე ვა­და­ში მო­ა­ხერ­ხონ სტა­ტუ­სის შეც­ვ­ლა და წამ­ყ­ვა­ნი მას­წავ­ლებ­ლის პო­ზი­ცი­ა­ზე გა­დას­ვ­ლა.
წამ­ყ­ვა­ნი მას­წავ­ლე­ბე­ლი რე­ა­ლუ­რად არის მას­წავ­ლე­ბე­ლი, რო­მე­ლიც არა მხო­ლოდ სა­კუ­თარ კლას­ზე აგებს პა­სუხს, არა­მედ შე­უძ­ლია გას­ც­დეს სა­კუ­თარ კლასს და კა­თედ­რა­ზე კო­ლე­გას გა­უ­წი­ოს კონ­სულ­ტი­რე­ბა,.მას აქვს კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბი, რაც მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია არა მხოლოდ მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის (კარ­გად ას­წავ­ლოს და უკეთ გა­ნუ­ვი­თა­როს უნარ-ჩვე­ვე­ბი), არა­მედ მთე­ლი სკო­ლი­სათ­ვის. აქ­ტი­ვო­ბე­ბიც, რომ­ლე­ბიც სა­ვალ­დე­ბუ­ლოა წამ­ყ­ვა­ნი მას­წავ­ლებ­ლის­თ­ვის, გა­მოც­დი­ლე­ბის გა­ზი­ა­რე­ბა­ზეა  მორ­გე­ბუ­ლი.
— რამ­დე­ნი კრე­დიტ­ქუ­ლა უნ­და და­აგ­რო­ვოს წამ­ყ­ვან­მა მას­წავ­ლე­ბელ­მა სტა­ტუ­სის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად და შემ­დეგ სა­ფე­ხურ­ზე გა­და­სას­ვ­ლე­ლად და რა ვა­დებ­ში მო­უ­წევს მას  ამ აქ­ტი­ვო­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლება? 
— ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში, ისე­ვე რო­გორც უფ­რო­სი მას­წავ­ლებ­ლის­თ­ვის, გვაქვს გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი გზე­ბი — შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად და წინ წა­სას­ვ­ლე­ლად გან­სა­ხორ­ცი­ე­ლე­ბე­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბი. სტა­ტუ­სის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად, ჯა­მუ­რად, სა­ჭი­როა 17 კრე­დიტ­ქუ­ლის დაგ­რო­ვე­ბა, აქე­დან 10 — სა­ვალ­დე­ბუ­ლო აქ­ტი­ვო­ბე­ბი­დან, 7 კი — და­მა­ტე­ბი­თი აქ­ტი­ვო­ბე­ბი­დან. ხო­ლო იმის­თ­ვის, რომ წამ­ყ­ვან­მა მას­წავ­ლე­ბელ­მა მენ­ტო­რის სტა­ტუ­სი მო­ი­პო­ვოს, უნ­და და­აგ­რო­ვოს 25 კრე­დიტ­ქუ­ლა — 15 სა­ვალ­დე­ბუ­ლო, ხო­ლო 10 — და­მა­ტე­ბი­თი აქ­ტი­ვო­ბე­ბით.
რა­საკ­ვირ­ვე­ლია, კრე­დი­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა, წი­ნა სა­ფე­ხუ­რებ­თან შე­და­რე­ბით, მე­ტია, აქ­ტი­ვო­ბე­ბიც რთულ­დე­ბა და გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლია. ასე­ვე სტა­ტუ­სის­თ­ვის გან­საზღ­ვ­რუ­ლი ვა­დაც შეც­ვ­ლი­ლია — თუ პრაქ­ტი­კო­სი და უფ­რო­სი მას­წავ­ლებ­ლის­თ­ვის გან­კუთ­ვ­ნი­ლია 4 წე­ლი, მათ ვა­და კი­დევ ერ­თი წლით ეზ­რ­დე­ბათ და 5 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში აქვთ შე­საძ­ლებ­ლო­ბა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლონ აქ­ტი­ვო­ბე­ბი, შე­ი­ნარ­ჩუ­ნონ სტა­ტუ­სი ან და­წი­ნა­ურ­დ­ნენ პრო­ფე­სი­ა­ში, ამას კი­დევ ემა­ტე­ბა სა­პი­ლო­ტე წე­ლი თუ­კი ეს მათ დას­ჭირ­დე­ბათ. უფ­რო­სი მას­წავ­ლებ­ლის­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით, თუ­კი წამ­ყ­ვან­მა მას­წავ­ლე­ბელ­მა გან­საზღ­ვ­რულ ვა­და­ში ვერ და­აგ­რო­ვა სტა­ტუ­სის შე­სა­ნარ­ჩუ­ნე­ბ­ლად დად­გე­ნი­ლი კრე­დიტ­ქუ­ლე­ბი (ანუ 17 კრე­დიტ­ქუ­ლა), ჩა­მო­დის უფ­რო­სი მას­წავ­ლებ­ლის სა­ფე­ხურ­ზე. უფ­როსი მას­წავ­ლე­ბლის შემ­თხ­ვე­ვა­ში, და­მა­ტე­ბით ეძ­ლე­ვათ ერ­თი წე­ლი­წადი, რად­გა­ნაც ვერც ერთ შემ­თხ­ვე­ვა­ში პრაქ­ტი­კო­სის სა­ფე­ხურ­ზე ვე­ღარ ჩა­მო­ი­ნაც­ვ­ლებენ, რად­გან, მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რომ პრაქ­ტი­კო­სის სტა­ტუ­სი,  ამ დრო­ის­თ­ვის, აღარ იქ­ნება. 
— რა სა­ვალ­დე­ბუ­ლო აქ­ტი­ვო­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა სჭირ­დე­ბა წამ­ყ­ვან მას­წავ­ლე­ბელს?
— ერთ-ერ­თი მთა­ვა­რი და ყვე­ლა­ზე ხში­რად გა­სა­კე­თე­ბე­ლი აქ­ტი­ვო­ბა სა­მო­დე­ლო გაკ­ვე­თი­ლის ჩა­ტა­რე­ბაა. სა­მო­დე­ლო გაკ­ვე­თი­ლი, ზო­გა­დად, ჩვე­ნი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სის­ტე­მის­თ­ვის დი­დი სი­ახ­ლე არ არის, რად­გან, ხშირ შემ­თხ­ვე­ვა­ში, ასეთ გაკ­ვე­თი­ლებს მას­წავ­ლებ­ლე­ბი ატა­რებ­დ­ნენ.
სა­მო­დე­ლო გაკ­ვე­თი­ლის მთა­ვა­რი მი­ზა­ნია, სკო­ლა­ში ჩა­მო­ყა­ლიბ­დეს გამ­ც­დი­ლე­ბის გა­ზი­ა­რე­ბის კულ­ტუ­რა და უფ­რო გა­მოც­დილ­მა მას­წავ­ლე­ბელ­მა თა­ვი­სი სა­უ­კე­თე­სო პრაქ­ტი­კა სხვა მას­წავ­ლებ­ლებს გა­უ­ზი­ა­როს.
გა­ნი­საზღ­ვ­რა სა­მო­დე­ლო გაკ­ვე­თი­ლის ოთხი ტი­პი, მათ შო­რის, ერთ-ერ­თი ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლი გაკ­ვე­თი­ლია, რო­მე­ლიც ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მის და­ნერ­გ­ვი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან გაკ­ვე­თი­ლად მი­იჩ­ნე­ვა — მოს­წავ­ლე შე­ძე­ნილ ცოდ­ნა­სა და უნა­რებს ერ­თი საგ­ნის­თ­ვის არ იძენს. სა­ჭი­როა, რომ მან შეძ­ლოს ცოდ­ნის და უნარ-ჩვე­ვე­ბის სხვა­გან გა­მო­ყე­ნე­ბა — ის მხო­ლოდ ამ სა­გან­ში ნიშ­ნის მი­სა­ღე­ბად არ სწავ­ლობს, შე­სა­ბა­მი­სად, ინ­ტეგ­რა­ცია სწო­რედ ცოდ­ნის ტრან­ს­ფერს, ანუ გა­და­ტა­ნას უწყობს ხელს — ეს ასე­ვე იძ­ლე­ვა სა­შუ­ა­ლე­ბას, რომ მოს­წავ­ლემ თე­მე­ბი და უნა­რე­ბი ერ­თ­მა­ნეთ­თან და­ა­კავ­ში­როს და შემ­დ­გომ უკ­ვე რე­ა­ლურ ცხოვ­რე­ბა­შიც შეძ­ლოს მა­თი გა­მო­ყე­ნე­ბა. ამ­დე­ნად, ერთ-ერ­თი სა­მო­დე­ლო გაკ­ვე­თი­ლის ტი­პი, რო­მე­ლიც მას­წავ­ლე­ბელ­მა შე­იძ­ლე­ბა ჩა­ა­ტა­როს,  ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლი გაკ­ვე­თი­ლია.
სა­მო­დე­ლო გაკ­ვე­თი­ლის მე­ო­რე ტი­პი გამ­ჭო­ლი კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბი­სა­კენ მი­მარ­თუ­ლი გაკ­ვე­თი­ლია. 2011-16 წლის ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მის მი­ხედ­ვით,  გამ­ჭო­ლი კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა ყვე­ლა მას­წავ­ლებ­ლის­თ­ვის სა­ვალ­დე­ბუ­ლოა. სულ 9 გამ­ჭო­ლი კომ­პე­ტენ­ცია გა­მო­ი­ყო­ფა, თუმ­ცა, მას­წავ­ლე­ბელ­თა უმ­რავ­ლე­სო­ბა ამას ნაკ­ლებ ყუ­რადღე­ბას უთ­მობ­და. პე­და­გო­გე­ბი იმ გამ­ჭოლ კომ­პე­ტენ­ცი­ებს ავი­თა­რებ­დ­ნენ, რომ­ლე­ბიც ორ­გა­ნუ­ლად ერ­წყ­მო­და მათ სა­განს. მა­გა­ლი­თად, ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლე­ბა და გე­ოგ­რა­ფია ეკო­წიგ­ნი­ე­რე­ბას მე­ტად აქ­ცევ­და ყუ­რადღე­ბას; მა­თე­მა­ტი­კა — რა­ო­დე­ნობ­რი­ვი წიგ­ნი­ე­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას, ქარ­თუ­ლი და უცხო ენე­ბი წიგ­ნი­ე­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას უწყობ­დ­ნენ ხელს. ამ­დე­ნად, არც გამ­ჭო­ლი კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბის და­ნერ­გ­ვა იქ­ნე­ბა სი­ახ­ლე, ეს ერ­თ­გ­ვა­რი სტი­მუ­ლია, რომ მას­წავ­ლე­ბელ­მა მათ გან­ვი­თა­რე­ბას მი­აქ­ცი­ოს ყუ­რადღე­ბა. სწო­რედ ამ მიზ­ნით ჩა­ი­დო სა­მო­დე­ლო გაკ­ვე­თი­ლის ერთ-ერთ ტი­პად გამ­ჭო­ლი კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის­კენ მი­მარ­თუ­ლი გაკ­ვე­თი­ლი.
მე­სა­მე ტი­პის სა­მო­დე­ლო გაკ­ვე­თი­ლი ინო­ვა­ცი­ე­ბის, სი­ახ­ლე­ე­ბის და­ნერ­გ­ვაა. მა­გა­ლი­თად, ეს შე­იძ­ლე­ბა იყოს ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მით გან­საზღ­ვ­რუ­ლი სი­ახ­ლე, ასე­ვე, მა­გა­ლი­თად, ის აღ­მო­ჩე­ნე­ბი, რა­საც ასე მრავ­ლად აქვს ად­გი­ლი მსოფ­ლი­ო­ში თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის კვალ­დაკ­ვალ. მე­თო­დო­ლო­გი­უ­რი სი­ახ­ლე­ე­ბის და­ნერ­გ­ვაც ინო­ვა­ცი­უ­რი გაკ­ვე­თი­ლის ტიპ­ში გა­დის. შე­სა­ბა­მი­სად, წამ­ყ­ვა­ნი მას­წავ­ლებ­ლის ვალ­დე­ბუ­ლე­ბაა, მოს­წავ­ლე­ებ­საც მი­ა­წო­დოს ეს სი­ახ­ლე­ე­ბი მათ­თ­ვის გა­სა­გებ ენა­ზე და, ამავ­დ­რო­უ­ლად, სხვა მას­წავ­ლებ­ლებ­საც გა­უ­ზი­ა­როს გა­მოც­დი­ლე­ბა.
მე­ოთხე ტი­პის სა­მო­დე­ლო გაკ­ვე­თი­ლი — პრობ­ლე­მა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი სწავ­ლე­ბა, ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო ფორ­მა­ტია — მას­წავ­ლე­ბე­ლი ღი­ად სვამს გარ­კ­ვე­უ­ლი ტი­პის პრობ­ლე­მას, რო­მე­ლიც მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის არც ძა­ლი­ან ნაც­ნო­ბია და, ამავ­დ­რო­უ­ლად, არც იმ­დე­ნად რთუ­ლი, რომ ვერ მო­ა­ხერ­ხონ  მი­სი გა­დაჭ­რა. ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ის, რომ მოს­წავ­ლე­ებს პრობ­ლე­მის გა­დაჭ­რის უნა­რე­ბი გა­ნუ­ვი­თარ­დეთ. შე­სა­ბა­მი­სად, ამ ტი­პის აქ­ტი­ვო­ბა პრობ­ლე­მა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი სწავ­ლე­ბაა და ის მას­წავ­ლე­ბელს შე­იძ­ლე­ბა სა­მო­დე­ლო გაკ­ვე­თილ­ში ჩა­ეთ­ვა­ლოს.
ამ­დე­ნად, სა­მო­დე­ლო გაკ­ვე­თი­ლე­ბის ტი­პე­ბი გან­საზღ­ვ­რუ­ლია და უფ­რო დე­ტა­ლუ­რად, თუ რო­გორ უნ­და და­გეგ­მონ ასე­თი გაკ­ვე­თი­ლი და რა რუბ­რი­კე­ბით შე­ფას­დე­ბა იგი, ამ კვი­რა­ში გახ­დე­ბა ცნო­ბი­ლი მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვის, რის შემ­დე­გაც მათ სა­მო­დე­ლო გაკ­ვე­თი­ლე­ბის ჩა­ტა­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა ექ­ნე­ბათ. სა­მო­დე­ლო გაკ­ვე­თილს შე­ფა­სე­ბის ჯგუ­ფი და კა­თედ­რის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ეს­წ­რე­ბი­ან.
წამ­ყ­ვან­მა მას­წავ­ლე­ბელ­მა, 5 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, 10 სა­მო­დე­ლო გაკ­ვე­თი­ლი უნ­და ჩა­ა­ტა­როს იმის­თ­ვის, რომ მენ­ტო­რის სტა­ტუ­სი მი­ღოს, ხო­ლო წამ­ყ­ვა­ნის სტა­ტუ­სის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად 5 სა­მო­დე­ლო გაკ­ვე­თი­ლის ჩა­ტა­რე­ბაა საკ­მა­რი­სი.
ერთ-ერ­თი სა­ვალ­დე­ბუ­ლო აქ­ტი­ვო­ბაა  სკო­ლის სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის კვლე­ვა. ად­რე აღ­ვ­ნიშ­ნავ­დით, რომ მას­წავ­ლებ­ლის­თ­ვის აუცი­ლებ­ელი იყო სა­კუ­თა­რი პრაქ­ტი­კის კვლე­ვა. ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში კი ვამ­ბობთ, იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ სკო­ლა­ში სხვა­დას­ხ­ვა ტი­პის სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი დგე­ბა, აუცი­ლე­ბე­ლია მას­წავ­ლე­ბელ­მა, რო­მელ­საც უფ­რო მა­ღა­ლი სტა­ტუ­სი აქვს, გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს სკო­ლის სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის კვლე­ვა. მა­გა­ლი­თად, რამ­დე­ნადაა მოს­წავ­ლე­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი ან რამ­დე­ნად ობი­ექ­ტუ­რია  სკო­ლა­ში შე­ფა­სე­ბის სის­ტე­მა, — გა­მო­იკ­ვ­ლი­ოს, რამ­დე­ნად ეხ­მა­რე­ბა მოს­წავ­ლე­ებს გან­მა­ვი­თა­რე­ბე­ლი შე­ფა­სე­ბე­ბი სკო­ლა­ში; მას­წავ­ლებ­ლე­ბის რა ნა­წი­ლი არ­თ­მევს უკეთ თავს, რა ნა­წი­ლი — ნაკ­ლე­ბად; ან აღ­ნიშ­ნავს თუ არა ერ­თი და იგი­ვე ქუ­ლა, პა­რა­ლე­ლურ გა­ნა­ყო­ფებ­ში, ბავ­შ­ვე­ბის ერ­თი და იმა­ვე ცოდ­ნას და უნარ-ჩვე­ვებს. ამ­დე­ნად, სა­ჭი­როა და­მა­ტე­ბი­თი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა, კვლე­ვე­ბის ჩა­ტა­რე­ბა, რომ­ლის შე­დე­გა­დაც, მა­გა­ლი­თად, გა­უმ­ჯო­ბეს­დე­ბა ის რუბ­რი­კე­ბი, რო­მელ­საც მას­წავ­ლებ­ლე­ბი იყე­ნე­ბენ და ა.შ. ან დად­გინ­დე­ბა მას­წავ­ლებ­ლე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი და გა­ი­ცე­მა რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი ამ პრობ­ლე­მის აღ­მო­საფხ­ვ­რე­ლად. გარ­და ამი­სა, სკო­ლა­ში შე­იძ­ლე­ბა აღ­მოჩ­ნ­დეს კი­დევ სხვა ტი­პის სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი, მა­გა­ლი­თად, ეს შე­იძ­ლე­ბა იყოს ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის უკეთ და­ნერ­გ­ვა სკო­ლა­ში. შე­სა­ბა­მი­სად, წამ­ყ­ვა­ნი მას­წავ­ლე­ბე­ლი ვალ­დე­ბუ­ლია, გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს იმ ტი­პის კვლე­ვე­ბი, რო­მე­ლიც სკო­ლას გან­ვი­თა­რე­ბა­ში და­ეხ­მა­რე­ბა.
წამ­ყ­ვა­ნი მას­წავ­ლებ­ლის­თ­ვის ასე­ვე ვალ­დე­ბუ­ლე­ბად იქ­ცა (რად­გან უკ­ვე გა­მოც­დი­ლე­ბი არი­ან და გარ­კ­ვე­უ­ლი პრაქ­ტი­კა აქვთ) სხვა მას­წავ­ლებ­ლე­ბი­სათ­ვის გა­მოც­დი­ლე­ბის გა­ზი­ა­რე­ბა.  ამ ტი­პის აქ­ტი­ვო­ბად  გა­ნი­საზღ­ვ­რა სას­წავ­ლო რე­სურ­სის ან რე­ცენ­ზი­რე­ბუ­ლი პრო­ფე­სი­უ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის მომ­ზა­დე­ბა. ამ აქ­ტი­ვო­ბას ჰქვია, „სას­წავ­ლო რე­სურ­სე­ბის მომ­ზა­დე­ბა ან რე­ცენ­ზი­რე­ბუ­ლი პრო­ფე­სი­უ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის შექ­მ­ნა“. ეს შე­იძ­ლე­ბა იყოს სტა­ტია, მე­თო­დუ­რი ლი­ტე­რა­ტუ­რა, სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო, ანუ მას­წავ­ლე­ბელ­მა შე­იძ­ლე­ბა მო­ამ­ზა­დოს გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი ტი­პის რე­სურ­სი და, შე­სა­ბა­მი­სად, გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა კრე­დი­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბაც.
მთლი­ა­ნო­ბა­ში, მენ­ტო­რის სტა­ტუ­სის მა­ძი­ე­ბელ­მა მას­წავ­ლე­ბელ­მა, ძი­რი­თად სა­ვალ­დე­ბუ­ლო აქ­ტი­ვო­ბებ­ში სტა­ტუ­სის­თ­ვის გან­საზღ­ვ­რუ­ლი სა­ერ­თო 25 კრე­დიტ­ქუ­ლი­დან,  15 კრე­დიტ­ქუ­ლა უნ­და მო­ი­პო­ვოს, ხო­ლო შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად — 17-დან 9.
სა­ვალ­დე­ბუ­ლო აქ­ტი­ვო­ბე­ბის და მი­სა­ნი­ჭე­ბე­ლი კრე­დიტ­ქუ­ლე­ბის მოკ­ლე ჩა­მო­ნათ­ვა­ლი ასე­თია:
1)  სა­მო­დე­ლო გაკ­ვე­თი­ლი — 1 კრე­დიტ­ქუ­ლა  — ჯა­მუ­რად შე­ნარ­ჩუ­ნე­ბი­სათ­ვის შე­იძ­ლე­ბა მო­აგ­რო­ვოს  5, გა­და­სას­ვ­ლე­ლად — 10;
2) სკო­ლის სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის კვლე­ვა — 2 კრე­დიტ­ქუ­ლა;
3) რე­სურ­სე­ბის მომ­ზა­დე­ბა — 1-დან 6 კრე­დიტ­ქუ­ლამ­დე.
არ უნ­და დაგ­ვა­ვიწყ­დეს ისიც, რომ წამ­ყ­ვა­ნი მას­წავ­ლე­ბე­ლი, ისე­ვე რო­გორც და­ნარ­ჩე­ნი სტა­ტუ­სის მქო­ნე მას­წავ­ლებ­ლე­ბი, ყო­ველ­წ­ლი­უ­რად, ავ­სებს თვით­შე­ფა­სე­ბის კითხ­ვარს და ად­გენს ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ სა­მოქ­მე­დო გეგ­მას. ყვე­ლა­ფე­რი ეს სა­ვალ­დე­ბუ­ლოა, მაგ­რამ, რო­გორც უკ­ვე ცნო­ბი­ლია, არ­ცერ­თი  მათ­გა­ნი კრე­დიტ­ქუ­ლის მომ­ტა­ნი არ არის.
— ეს, რაც შე­ე­ხე­ბა სა­ვალ­დე­ბუ­ლო აქ­ტი­ვო­ბებს. კი­დევ რა და­მა­ტე­ბი­თი აქ­ტი­ვო­ბე­ბით შე­უძ­ლი­ათ მას­წავ­ლებ­ლებს კრე­დიტ­ქუ­ლე­ბის დაგ­რო­ვე­ბა?
— და­ნარ­ჩე­ნი აქ­ტი­ვო­ბე­ბის ჩა­მო­ნათ­ვა­ლი მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნია, მა­გა­ლი­თად, ეს შე­იძ­ლე­ბა იყოს შე­ფა­სე­ბის ჯგუ­ფის წევ­რო­ბა. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რომ შე­ფა­სე­ბის ჯგუ­ფის წევ­რო­ბის­თ­ვის და გან­სა­კუთ­რე­ბით ფა­სი­ლი­ტა­ტო­რე­ბის­თ­ვის წი­ნას­წარ გა­ნი­საზღ­ვ­რა, რა ტი­პის კომ­პე­ტენ­ცი­ებს უნ­და ფლობ­დეს მას­წავ­ლე­ბე­ლი რო­გორც პრო­ფე­სი­ულ, ისე პი­როვ­ნულს. შე­სა­ბა­მი­სად, ჩვენ მიგ­ვაჩ­ნია, რომ მა­ღა­ლი სტა­ტუ­სის მქო­ნე მას­წავ­ლე­ბე­ლი ბევ­რად უფ­რო იმ­სა­ხუ­რებს შე­ფა­სე­ბის ჯგუფ­ში ყოფ­ნას, სა­კუ­თა­რი გა­მოც­დი­ლე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ვიდ­რე სხვა მას­წავ­ლებ­ლე­ბი. შე­ფა­სე­ბის ჯგუ­ფის წევ­რო­ბა — ფა­სი­ლი­ტა­ტო­რო­ბა — სა­მი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ფას­დე­ბა 3 კრე­დიტ­ქუ­ლით (ვი­ნა­ი­დან ფა­სი­ლი­ტა­ტო­რი 3 წლით ირ­ჩე­ვა), ხო­ლო კა­თედ­რის წარ­მო­მად­გენ­ლის შე­ფა­სე­ბის ჯგუფ­ში ყოფ­ნა 1 კრე­დიტ­ქუ­ლის მომ­ტა­ნია.
ამავ­დ­რო­უ­ლად, შე­საძ­ლე­ბე­ლია, მას­წავ­ლე­ბე­ლი სხვა­დას­ხ­ვა ტი­პის ღო­ნის­ძი­ე­ბის მო­ნა­წი­ლე იყოს, რად­გან მას უკ­ვე შეუძლია სხვა მას­წავ­ლებ­ლებ­საც  გა­უ­ზი­ა­როს საკუთარი გა­მოც­დილება პრო­ფე­სი­უ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის შექ­მ­ნით. ამას­თა­ნა­ვე, ისე­ვე რო­გორც სხვა და­ნარ­ჩენ პე­და­გო­გებს, მას შე­უძ­ლია, კონ­ფე­რენ­ცი­ებ­სა და ტრე­ნინ­გებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა და ამით კრე­დიტ­ქუ­ლე­ბის მო­პო­ვე­ბა. კონ­ფე­რენ­ცი­ებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა 1 კრე­დიტ­ქუ­ლით ფას­დე­ბა, ტრე­ნინ­გ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა კი, სატ­რე­ნინ­გო სა­ა­თე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, 25 სა­ა­თი — 1 კრე­დიტ­ქუ­ლა.
ასე­ვე, 1 კრე­დიტ­ქუ­ლის მომ­ტა­ნია სტა­ჟი­რე­ბა, პრაქ­ტი­კის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბა. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რომ სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო გა­ნათ­ლე­ბა­ში მას­წავ­ლებ­ლის მომ­ზა­დე­ბის პროგ­რა­მის კონ­ცეფ­ცია შე­იც­ვა­ლა და ძა­ლი­ან დი­დი რო­ლი ენი­ჭე­ბა სტუ­დენ­ტის პრაქ­ტი­კას. წამ­ყ­ვან მას­წავ­ლე­ბელს შე­საძ­ლებ­ლო­ბა ექ­ნე­ბა, უხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოს სტუ­დენ­ტის პრაქ­ტი­კას — მხა­რი და­უ­ჭი­როს და და­ეხ­მა­როს მას გაკ­ვე­თი­ლე­ბის და­გეგ­მ­ვა­ში, ასე­ვე და­ის­წ­როს გაკ­ვე­თილ­ზე და მას­თან ერ­თად იმუ­შა­ოს, რომ სტუ­დენ­ტ­მა შე­ი­ძი­ნოს ის სა­ჭი­რო უნა­რე­ბი, რაც პე­და­გო­გის­თ­ვის აუცი­ლე­ბე­ლია. ამ და­მა­ტე­ბით აქ­ტი­ვო­ბა­ში მას­წავ­ლე­ბე­ლი 2 კრე­დიტ­ქუ­ლას მი­ი­ღებს.
მას­წავ­ლე­ბელს, ტრე­ნინგ-მო­დუ­ლის შექ­მ­ნა კრე­დიტ­ქუ­ლას მო­უ­ტანს. აკ­რე­დი­ტე­ბუ­ლი ტრე­ნინგ-მო­დუ­ლის ავ­ტო­რო­ბა 2 კრე­დიტ­ქუ­ლით ფას­დე­ბა. კრე­დიტ­ქუ­ლე­ბის დაგ­რო­ვე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია სხვა­დას­ხ­ვა პროგ­რა­მებ­სა და პრო­ექ­ტებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბი­თაც,  რო­მელ­თა შე­ფა­სე­ბა 1-დან 4 კრე­დიტ­ქუ­ლამ­დეა. პროგ­რა­მე­ბის ჩა­მო­ნათ­ვა­ლი, რაც მას­წავ­ლებ­ლებს კრე­დიტ­ქუ­ლებს მო­უ­ტანს სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის მი­ნის­ტ­რის მი­ერ არის ბრძა­ნე­ბით გან­საზღ­ვ­რუ­ლი.
ეს ის და­მა­ტე­ბი­თი აქ­ტი­ვო­ბე­ბია, რო­მე­ლიც წამ­ყ­ვან­მა მას­წავ­ლე­ბელ­მა უნ­და გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს.
— 25 დე­კემ­ბერს დას­რულ­და 2011-2015 წლებ­ში სქე­მა­ში ჩარ­თუ­ლი მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვის კრე­დიტ­ქუ­ლე­ბის მი­ნი­ჭე­ბის პრო­ცე­სი. შე­დე­გე­ბი, გარ­კ­ვე­ულ­წი­ლად, და­ეხ­მა­რე­ბა პე­და­გო­გებს  და­გეგ­მონ და გან­საზღ­ვ­რონ მომ­დევ­ნო აქ­ტი­ვო­ბე­ბი. რო­გო­რია სუ­რა­თი, უნ­და ვე­ლო­დოთ თუ არა ცვლი­ლებს, ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში, წამ­ყ­ვა­ნი მას­წავ­ლებ­ლის სა­ფე­ხურ­ზე და რო­დის?
— მას­წავ­ლებ­ლებ­ს, ძვე­ლი სქე­მის ფარ­გ­ლებ­ში მო­პო­ვე­ბუ­ლი კრე­დიტ­ქუ­ლე­ბით, შე­ევ­სოთ და­მა­ტე­ბი­თი კრე­დიტ­ქუ­ლე­ბის წი­ლი, ეს მათ სრუ­ლად ან ნა­წი­ლობ­რივ მო­ა­ხერ­ხეს. მათ კვლავ გან­სა­ხორ­ცი­ე­ლე­ბე­ლი რჩე­ბათ სა­ვალ­დე­ბუ­ლო/ძი­რი­თა­დი აქ­ტი­ვო­ბე­ბი. მას შემ­დეგ, რაც გა­მოცხად­და შე­ფა­სე­ბე­ბი, თუ რამ­დე­ნი კრე­დიტ­ქუ­ლა და­აგ­რო­ვეს პე­და­გო­გებ­მა გა­სულ წლებ­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბით, მას­წავ­ლ­ლებ­ლებს უკ­ვე კონ­კ­რე­ტუ­ლად შე­უძ­ლი­ათ გან­საზღ­ვ­რონ, რამ­დე­ნი კრე­დიტ­ქუ­ლა დარ­ჩათ და­საგ­რო­ვე­ბე­ლი და­მა­ტე­ბით აქ­ტი­ვო­ბებ­ში. ჩვენ მიგ­ვაჩ­ნია, რომ სწო­რედ წამ­ყ­ვა­ნი მას­წავ­ლებ­ლე­ბის ეს კა­ტე­გო­რია შე­იძ­ლე­ბა იყოს იმათ შო­რის, ვინც პირ­ვე­ლი მენ­ტო­რი გახ­დე­ბა. ეს კი 2016-2017 სას­წავ­ლო წლის ბო­ლოს შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს. ამა­ვე პე­რი­ოდ­ში, ჩვენ ვე­ლო­დე­ბით სქე­მის ფარ­გ­ლებ­ში ახალ წამ­ყ­ვან მას­წავ­ლებ­ლებს, რომ­ლე­ბიც უფ­რო­სი მას­წავ­ლებ­ლის კა­ტე­გო­რი­ი­დან გა­და­ი­ნაც­ვ­ლე­ბენ.
შე­ფა­სე­ბის ჯგუ­ფი, ყო­ვე­ლი სას­წავ­ლო წლის ბო­ლოს, შე­ა­ფა­სებს ყვე­ლა იმ აქ­ტი­ვო­ბას, რო­მე­ლიც პე­და­გოგ­თა პრო­ფე­სი­ულ სა­ქა­ღალ­დე­ში იქ­ნე­ბა, შე­სა­ბა­მი­სად, 2017 წლის სექ­ტემ­ბერ­ში, შე­საძ­ლე­ბე­ლია, მას­წავ­ლე­ბელს უკ­ვე სხვა სტა­ტუ­სი ჰქონ­დეს. აქ­ვე კი­დევ ერ­თხელ გან­ვ­მარ­ტავ ერთ დე­ტალს — სა­ფე­ხუ­რებ­ზე მას­წავ­ლებ­ლე­ბის გა­ნა­წი­ლე­ბი­სას სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი დოქ­ტო­რის ხა­რის­ხის მქო­ნე მას­წავ­ლე­ბელს მი­ვა­ნი­ჭეთ წამ­ყ­ვა­ნის სტა­ტუ­სი და არას­წო­რი ინ­ტერ­პ­რე­ტა­ცი­ის გა­მო მი­იჩ­ნი­ეს, რომ წამ­ყ­ვა­ნი მას­წავ­ლე­ბე­ლი მხო­ლოდ იმ შემ­თხ­ვე­ვა­ში გახ­დე­ბა მას­წავ­ლე­ბე­ლი, თუ­კი დი­სერ­ტა­ცი­ას და­ი­ცავს, რაც სი­მარ­თ­ლეს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა. ნე­ბის­მი­ერ პრაქ­ტი­კოს მას­წავ­ლე­ბელს, რო­მე­ლიც მი­სი სტა­ტუ­სის­თ­ვის გან­საზღ­ვ­რულ აქ­ტი­ვო­ბებს გა­ივ­ლის, და­აგ­რო­ვებს შე­სა­ბა­მის კრე­დიტ­ქუ­ლებს და გა­და­ვა უფ­რო­სი მას­წავ­ლებ­ლის სა­ფე­ხურ­ზე, შემ­დ­გომ­ში შე­უძ­ლია წამ­ყ­ვა­ნი მას­წავ­ლებ­ლის სტა­ტუ­სის მო­სა­პო­ვებ­ლად იმუ­შა­ოს. თუმ­ცა, თუ­კი ის დოქ­ტო­რის ხა­რის­ხ­საც და­ი­ცავს, ამას რა სჯობს, უფ­რო მარ­ტი­ვი გზით წა­ვა და­სა­წი­ნა­უ­რებ­ლად.

ესა­უბ­რა ლა­ლი ჯე­ლა­ძე

25-28(942)N