გამოდის 1998 წლიდან
2016-02-18
ძველ სქე­მა­ში ჩარ­თუ­ლი 5 266 მას­წავ­ლე­ბე­ლი შე­ფას­და

2011-14 წლებ­ში მოქ­მე­დი პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის სქე­მის შე­ფა­სე­ბის აპე­ლა­ცი­ის პრო­ცე­სი დას­რულ­და. გან­მე­ო­რე­ბით შე­ფა­სე­ბის მსურ­ვე­ლი მას­წავ­ლებ­ლე­ბის მი­ერ სა­ა­პე­ლა­ცი­ოდ სულ 1226 გან­ცხა­დე­ბა შე­ვი­და. აპე­ლა­ცი­ის პრო­ცე­სის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, სას­წავ­ლო პრო­ცე­სის და­გეგ­მ­ვი­სა და წარ­მარ­თ­ვის მი­მარ­თუ­ლე­ბით, წარ­მა­ტე­ბუ­ლად შე­ფა­სე­ბუ­ლი მას­წავ­ლებ­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა 9%-ით გა­ი­ზარ­და. სას­წავ­ლო რე­სურ­სე­ბის შექ­მ­ნის მი­მარ­თუ­ლე­ბით, შე­დე­გე­ბი 7%-ით გა­უმ­ჯო­ბეს­და, ასე­ვე 7%-ით გა­ი­ზარ­და პრო­ფე­სი­ულ გან­ვი­თა­რე­ბა­ზე ზრუნ­ვის მი­მარ­თუ­ლე­ბით წარ­მა­ტე­ბუ­ლად შე­ფა­სე­ბუ­ლი მას­წავ­ლებ­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა. მთლი­ა­ნო­ბა­ში, ძველ სქე­მა­ში ჩარ­თუ­ლი, შე­ფა­სე­ბის მსურ­ვე­ლი 5266 მას­წავ­ლებ­ლი­დან, სას­წავ­ლო პრო­ცე­სის და­გეგ­მ­ვი­სა და წარ­მარ­თ­ვის მი­მარ­თუ­ლე­ბით, 70%-მა მი­აღ­წია წარ­მა­ტე­ბას; სას­წავ­ლო რე­სურ­სე­ბის შექ­მ­ნის მი­მარ­თუ­ლე­ბით, წარ­მა­ტე­ბუ­ლია მთლი­ა­ნი რა­ო­დე­ნო­ბის 39%, პრო­ფე­სი­ულ გან­ვი­თა­რე­ბა­ზე ზრუნ­ვის მი­მარ­თუ­ლე­ბით — 55%. შე­ფა­სე­ბულ­თა 28%-მა კი მი­ი­ღო 6 კრე­დი­ტი. სულ წარ­მა­ტე­ბით შე­ფას­და  მას­წავ­ლებ­ლე­ბის 81% — 4 247.
შე­ფა­სე­ბის შე­დე­გე­ბით, მას­წავ­ლე­ბელ­თა ნა­წი­ლი უკ­მა­ყო­ფი­ლო დარ­ჩა.  რა პრობ­ლე­მე­ბი გა­მო­იკ­ვე­თა შე­ფა­სე­ბი­სას და რამ გა­მო­იწ­ვია მა­თი უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა — გვე­სა­უბ­რე­ბა მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის  სქე­მის მარ­თ­ვის პროგ­რა­მის მე­ნე­ჯე­რი კა­ხა ჟღენ­ტი.


—  ბა­ტო­ნო კა­ხა, 2011-2014 წლე­ბის სქე­მა­ში ჩარ­თუ­ლი 5266 პე­და­გო­გი შე­ა­ფა­სეთ, დას­რულ­და აპე­ლა­ცი­ის პრო­ცე­სიც, მას­წავ­ლე­ბელ­თა ნა­წი­ლი უკ­მა­ყო­ფი­ლოა და გარ­კ­ვე­ულ პრობ­ლე­მებ­ზე სა­უბ­რობს. რო­გორ ფიქ­რობთ, სად იყო ყვე­ლა­ზე მე­ტი სირ­თუ­ლე და ხარ­ვე­ზი?
— ძველ სქე­მა­ში ჩარ­თუ­ლი მას­წავ­ლებ­ლე­ბის შე­ფა­სე­ბის პრო­ცე­სი, ახალ სქე­მას­თან მი­მარ­თე­ბა­ში, ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო იყო, რო­გორც ფო­კუს­ჯ­გუ­ფი, რომ­ლის სა­ფუძ­ველ­ზეც უნ­და გან­ვ­საზ­ღვ­როთ ის მო­ლო­დი­ნე­ბი, რო­ცა აბ­სო­ლუ­ტუ­რად ღია და გახ­ს­ნი­ლი პრო­ცე­სე­ბით და­იწყე­ბა 2080 სკო­ლის შე­ფა­სე­ბა სკო­ლის ბა­ზა­ზე — ეს იქ­ნე­ბა ცოცხა­ლი გაკ­ვე­თი­ლე­ბი, პრო­ექ­ტე­ბი და სხვა უამ­რა­ვი აქ­ტი­ვო­ბე­ბი — რე­ა­ლუ­რი სას­წავ­ლო პრო­ცე­სი და არა სა­სერ­ტი­ფი­კა­ციო გა­მოც­და. ამ­ჯე­რად, მხო­ლოდ დო­კუ­მენ­ტა­ცი­ით ვა­მოწ­მებ­დით, რა­საც მო­მა­ვალ­ში გაკ­ვე­თილ­ზე დაკ­ვირ­ვე­ბაც და­ე­მა­ტე­ბა. 81%, 4 ათას­ზე მე­ტი მას­წავ­ლე­ბე­ლი, ერ­თი ან უფ­რო მე­ტი კრე­დი­ტით შე­ფას­და. ჩვენ­თ­ვის ეს ერ­თ­მ­ნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად და­დე­ბი­თი პრო­ცე­სია, თუმ­ცა მეს­მის, რომ უმე­ტე­სო­ბას მაქ­სი­მა­ლუ­რი — 6 კრე­დი­ტის მო­პო­ვე­ბა სურ­და. სხვა­თა შო­რის, ჩე­მი თვალ­თა­ხედ­ვით, გა­ცი­ლე­ბით უკე­თე­სი შე­დე­გია, ვიდ­რე ვე­ლო­დი, ზო­გა­დად, ამ­დენ­მა ადა­მი­ან­მა წარ­მო­ად­გი­ნა თა­ვი­სი პო­ზი­ტი­უ­რი ნაშ­რო­მი და შრო­მის შე­დე­გი.
მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბის მი­ხედ­ვით, შე­დე­გე­ბი ასე­თია: სას­წავ­ლო პრო­ცე­სის და­გეგ­მ­ვა და წარ­მარ­თ­ვა — რო­გორ ატა­რებს მას­წავ­ლე­ბე­ლი ინ­ტეგ­რი­რე­ბულ გაკ­ვე­თილს და რა პრო­ექ­ტებ­ში ამუ­შა­ვებს ბავ­შ­ვებს — მას­წავ­ლებ­ლე­ბის 70%-მა სა­მი კრე­დი­ტი მი­ი­ღო, თით­ქ­მის 3 ათას­ზე მე­ტი კარ­გი ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლი გაკ­ვე­თი­ლი ვნა­ხეთ. ამ შე­ფა­სე­ბა­ში უმე­ტე­სო­ბა იყო ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლი გაკ­ვე­თი­ლე­ბი, ნაკ­ლე­ბი — პრო­ექ­ტე­ბი. სხვა­თა შო­რის, ასე­თი შემ­თხ­ვე­ვე­ბიც იყო, რო­ცა მას­წავ­ლებ­ლებს ჩვე­უ­ლებ­რი­ვი გაკ­ვე­თი­ლე­ბი ჰქონ­დათ გად­მოგ­ზავ­ნი­ლი და მა­ინც გაგ­ვი­ნაწყენ­დ­ნენ, რომ არ შე­ვუ­ფა­სეთ. ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე დი­დი პრობ­ლე­მა, რა­საც წა­ვაწყ­დით, სწო­რედ დო­კუ­მენ­ტა­ცი­ის არ­წა­კითხ­ვაა. მრა­ვალ­წ­ლი­ა­ნი გა­მოც­დი­ლე­ბის მქო­ნე პე­და­გო­გის­გან იმის მოს­მე­ნა, რომ: „არ ვი­ცო­დი“, „მე ასე მითხ­რეს“, „სხვა­ნა­ი­რად მე­გო­ნა“, ჩე­მი აზ­რით, საწყე­ნია და არა­სე­რი­ო­ზუ­ლი. მათ საკ­მა­ოდ დი­დი დრო ჰქონ­დათ იმის­თ­ვის, რომ ყვე­ლა­ფერს გულ­დას­მით გას­ც­ნო­ბოდ­ნენ. მო­ვუმ­ზა­დეთ დო­კუ­მენ­ტა­ცია, და­ვად­გი­ნეთ კრი­ტე­რი­უ­მე­ბი, შე­ვად­გი­ნეთ დამ­ხ­მა­რე კითხ­ვე­ბი იმი­სათ­ვის, რომ უფ­რო გა­მარ­ტი­ვე­ბო­დათ მუ­შა­ო­ბის პრო­ცე­სი, ამის შემ­დეგ, არ­გუ­მენ­ტად ისევ იმის მო­ტა­ნა, რომ „არ ვი­ცო­დი“, იმი­ტომ რომ „არ მითხ­რეს“, უხერ­ხუ­ლია.
მე­ო­რე მი­მარ­თ­ლე­ბა სას­წავ­ლო რე­სურ­სის შექ­მ­ნა და გა­მო­ყე­ნე­ბაა. მცი­რე იყო მე­თო­დუ­რი სტა­ტი­ე­ბი­სა და სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა, რად­გან ბევრ მას­წავ­ლე­ბელს არ ჰქონ­და. წარ­მოდ­გე­ნი­ლი­დან კი, ძი­რი­თა­დად, ყვე­ლა აკ­მა­ყო­ფი­ლებ­და სტან­დ­არტს. ამას ადას­ტუ­რებ­დ­ნენ ის რე­დაქ­ცი­ე­ბი, სა­დაც მას­წავ­ლებ­ლე­ბის ნაშ­რო­მე­ბი ქვეყ­ნ­დე­ბო­და.
ამა­ვე მი­მარ­თუ­ლე­ბას ეკუთ­ვ­ნის სა­ინ­ფორ­მა­ციო ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა ან მა­თი დახ­მა­რე­ბით სხვა ტი­პის თა­ნა­მედ­რო­ვე რე­სურ­სის შექ­მ­ნა, რომ გაკ­ვე­თი­ლი უფ­რო ინ­ტე­რაქ­ტი­უ­ლი (ეს კრი­ტე­რი­უ­მი ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია) გახ­დეს. კრი­ტე­რი­უ­მებს თუ გა­და­ხე­დავთ, ნა­ხავთ, რომ აქ­ცენ­ტი გა­და­ტა­ნი­ლი იყო იმა­ზე, რომ სას­წავ­ლო რე­სურ­სი რაც შე­იძ­ლე­ბა ინ­ტე­რაქ­ტი­უ­ლი ყო­ფი­ლი­ყო. მას­წავ­ლე­ბელს, თა­ვის რეფ­ლექ­სი­ა­ში, უნ­და და­ე­სა­ბუ­თე­ბი­ნა, იძ­ლე­ვა თუ არა რე­სურ­სი იმის სა­შუ­ა­ლე­ბას, რომ სას­წავ­ლო პრო­ცე­სი უფ­რო მე­ტად ინ­ტე­რაქ­ტი­უ­ლი გახ­დეს. იმავ­დ­რო­უ­ლად, უნ­და ეჩ­ვე­ნე­ბი­ნა, რო­გორ ჩარ­თო ბავ­შ­ვი სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში და რო­გორ გა­ხა­და ის, ამ რე­სურ­სის დახ­მა­რე­ბით, უფ­რო მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი და აქ­ტი­უ­რი. რაც უფ­რო მე­ტად იყო გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი, შე­ფა­სე­ბის ქუ­ლა უფ­რო იწევ­და. ვი­ცით, რომ უამ­რავ სკო­ლა­ში ამ ტი­პის რე­სურ­სებ­ზე, ზოგ­ჯერ ინ­ტერ­ნეტ­ზეც კი, წვდო­მა არ არის, ამი­ტომ ზღვა­რი გა­დი­ო­და იმა­ზე, თუ რამ­დე­ნად აქ­ტი­ურს ხდის მოს­წავ­ლეს სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი ესა თუ ის რე­სურ­სი. ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით და­დე­ბი­თი შე­ფა­სე­ბა 40%-ია. აღ­მოჩ­ნ­და, რომ ყვე­ლა­ზე ნაკ­ლებ წარ­მა­ტე­ბას მას­წავ­ლე­ბელ­მა სწო­რედ რე­სურ­სის მი­მარ­თუ­ლე­ბით მი­აღ­წია. თუმ­ცა, ვფიქ­რობ, ეს შე­დე­გი ადეკ­ვა­ტუ­რია, თუ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ იმ შემ­თხ­ვე­ვებს, რა­საც ად­გი­ლი ჰქონ­და დო­კუ­მენ­ტა­ცი­ის წარ­მოდ­გე­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბით. მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვის ყვე­ლა­ზე რთუ­ლი ელექ­ტ­რო­ნულ ფორ­მატ­ში დო­კუ­მენ­ტა­ცი­ის მომ­ზა­დე­ბა, ატ­ვირ­თ­ვა და გან­თავ­სე­ბა აღ­მოჩ­ნ­და. მა­გა­ლი­თის­თ­ვის გეტყ­ვით, რომ სულ სა­მი მი­მარ­თუ­ლე­ბა იყო შე­სა­ფა­სე­ბე­ლი, შე­სა­ბა­მი­სად დო­კუ­მენ­ტა­ცია, ამ მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბის მი­ხედ­ვით, სამ ფოლ­დერ­ში უნ­და მო­ე­თავ­სე­ბი­ნათ: „სას­წავ­ლო პრო­ცე­სი“, „რე­სურ­სი“ და „პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბა“. სა­წუ­ხა­როდ, გამ­ს­წო­რებ­ლე­ბი მთელ რიგ დო­კუ­მენ­ტა­ცი­ას ვერ პო­უ­ლობ­დ­ნენ, შე­სა­ბა­მი­სად ვერც გა­ას­წო­რეს, რად­გან ფოლ­დე­რე­ბი ხან ცა­რი­ე­ლი იყო, ხან სულ სხვა მა­სა­ლა იყო ატ­ვირ­თუ­ლი, მაგ., სკო­ლის გან­რი­გის ცხრი­ლე­ბი და ა.შ.
გამ­ს­წო­რებ­ლებ­მა დო­კუ­მენ­ტა­ცი­ის ნა­წი­ლი ვერ გა­ას­წო­რეს, ფოლ­დე­რე­ბი ცა­რი­ე­ლი იყო, რად­გან eSchool-ზე  წვდო­მა არ ჰქონ­დათ. სა­ა­პე­ლა­ციო კო­მი­სი­ამ ეს მდგო­მა­რე­ო­ბა გა­ით­ვა­ლის­წი­ნა და მას­წავ­ლებ­ლებს გა­წე­უ­ლი შრო­მა რომ არ და­კარ­გო­დათ, და­ვიწყეთ დო­კუ­მენ­ტა­ცი­ის ძებ­ნა (სა­ბო­ლოო შე­დე­გებ­მა ამის გა­მოც ცო­ტა და­აგ­ვი­ა­ნა). მა­გა­ლი­თად, მას­წავ­ლე­ბე­ლი, იმის ნაც­ვ­ლად, რომ წარ­მოდ­გე­ნი­ლი რე­სურ­სი ატ­ვირ­თოს, ისე რო­გორც ეს მი­თი­თე­ბუ­ლია eSchool-ის პროგ­რა­მა­ში, ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლი გაკ­ვე­თი­ლის რეფ­ლექ­სი­ა­ში წერს, რომ მის მი­ერ შექ­მ­ნი­ლი რე­სურ­სი შეგ­ვიძ­ლია ვი­ხი­ლოთ რო­მე­ლი­ღაც ბლოგ­ზე. მაქ­სი­მა­ლუ­რად ვე­ცა­დეთ, ეს ყვე­ლა­ფე­რი მოგ­ვე­ძებ­ნა და არც ერ­თი აქ­ტი­ვო­ბა შე­უ­ფა­სე­ბე­ლი არ დარ­ჩე­ნი­ლი­ყო, რის გა­მო ორ­ჯერ მოგ­ვი­წია შე­ფა­სე­ბის პრო­ცე­სის გა­და­დე­ბა-შე­ფერ­ხე­ბა. თუ­კი მას­წავ­ლე­ბე­ლი სა­ბო­ლოო დას­კ­ვ­ნებს არ და­ე­თან­ხ­მე­ბა, შე­უძ­ლია სა­სა­მარ­თ­ლო­შიც კი გა­ა­სა­ჩივ­როს. ჩვენ­გან წე­რი­ლო­ბით დას­კ­ვ­ნას ყვე­ლა მას­წავ­ლე­ბე­ლი  ოფი­ცი­ა­ლუ­რად მი­ი­ღებს.
ასეთ უც­ნა­უ­რო­ბებ­საც კი წა­ვაწყ­დით, მა­გა­ლი­თად, მას­წავ­ლე­ბე­ლი ატ­ვირ­თავ­და რა­ღა­ცას და მე­რე eSchool-ზე ეს ყვე­ლა­ფე­რი ქრე­ბო­და. ასეთ შემ­თხ­ვე­ვებს ჶmis-თან ვა­მოწ­მებ­დით, რამ­დე­ნი­მე შემ­თხ­ვე­ვა და­დას­ტურ­და კი­დეც — სკო­ლა­ში ისტ მე­ნე­ჯერ­მა მარ­თ­ლაც ატ­ვირ­თა დო­კუ­მენ­ტა­ცია და რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის შემ­დეგ ან მე­ო­რე დღეს გაქ­რა. ტექ­ნო­ლო­გი­ებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის პრობ­ლე­მა მარ­თ­ლაც არ­სე­ბობს, რა თქმა უნ­და, უმ­ჯო­ბე­სია, მას­წავ­ლე­ბელ­მა თა­ვად შეძ­ლოს ინ­ფორ­მა­ცი­ის ატ­ვირ­თ­ვა, რა­თა დარ­წ­მუნ­დეს მის სის­წო­რე­ში, ხში­რად გა­და­ა­მოწ­მოს ელექ­ტ­რო­ნუ­ლი ფოს­ტა და ა.შ. ამის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა სა­მო­მავ­ლო­დაც ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, რა ვი­თა­რე­ბა შე­იქ­მ­ნე­ბა, რო­ცა 2080 სკო­ლა­ში და­იწყე­ბა პრო­ცე­სი. eSchool — ეს ჩვე­ნი სის­ტე­მის ერთ-ერ­თი მიღ­წე­ვაა, სა­დაც აბ­სო­ლუ­ტუ­რად გამ­ჭ­ვირ­ვა­ლედ დევს ყვე­ლა ინ­ფორ­მა­ცია მას­წავ­ლებ­ლის შე­სა­ხებ და შე­ფა­სე­ბაც სწო­რედ მას უნ­და და­ეყ­რ­დ­ნოს.  ასე რომ, მას­წავ­ლე­ბელ­მაც აუცი­ლებ­ლად უნ­და ის­წავ­ლოს მას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა.
გვქონ­და ისე­თი შემ­თხ­ვე­ვე­ბიც, რო­ცა ჩვენ თვი­თონ ვხვდე­ბო­დით, სად რა შეც­დო­მა ჰქონ­და დაშ­ვე­ბუ­ლი მას­წავ­ლე­ბელს. მა­გა­ლი­თად, რო­მე­ლი­მე მი­მარ­თუ­ლე­ბა­ში აღ­მო­ვა­ჩენ­დით, დო­კუ­მენ­ტის ნაც­ვ­ლად, ატ­ვირ­თულ ექ­სე­ლის ცხრილს, სკო­ლის გან­რიგს ან სხვ. ვხვდე­ბო­დით, რომ აიტი­მე­ნე­ჯერ­მა ეს, უბ­რა­ლოდ, შეც­დო­მით ატ­ვირ­თა. თა­ვის­თა­ვად, რო­ცა შე­ფა­სე­ბის პრო­ცე­სი უფ­რო და უფ­რო მო­ი­კი­დებს ფეხს, ხარ­ვე­ზე­ბიც ნაკ­ლე­ბი იქ­ნე­ბა. თუმ­ცა, წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია ათა­სო­ბით ადა­მი­ა­ნის ღი­ად შე­ფა­სე­ბის დროს, გარ­კ­ვე­უ­ლი ხარ­ვე­ზე­ბის­გან და­ვიც­ვათ თა­ვი, მაგ­რამ სის­ტე­მამ უნ­და მო­ძებ­ნოს ისი­ნი და გა­მო­ას­წო­როს. მას­წავ­ლე­ბე­ლი ამა­ზე არ უნ­და რე­ა­გი­რებ­დეს ისე, თით­ქოს ამით მი­სი ცხოვ­რე­ბა დას­რულ­და და სამ­ყა­რო და­იქ­ცა. ჩვენ ბავ­შ­ვებს ვას­წავ­ლით, რომ შეც­დო­მის დაშ­ვე­ბით ყვე­ლა­ფე­რი არ სრულ­დე­ბა, რომ მის გა­მოს­წო­რე­ბა­ზე უნ­და ვიზ­რუ­ნოთ. კი­დევ ვი­მე­ო­რებ, გა­ნაწყე­ნე­ბულ­მა მას­წავ­ლე­ბელ­მა, რო­მელ­მაც გა­მო­აგ­ზავ­ნა სერ­ტი­ფი­კა­ტი, მაგ­რამ და­ა­ვიწყ­და რეფ­ლექ­სი­ის მი­მაგ­რე­ბა და მი­სი პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბა ვერ შე­ფას­და, ამას ასე უნ­და შე­ხე­დოს — ის უარ­ყო­ფი­თად კი არ შე­ვა­ფა­სეთ, უბ­რა­ლოდ, ვერ შე­ვა­ფა­სეთ. აუცი­ლებ­ლად დავ­ნერ­გავთ სკო­ლა­ში შე­ფა­სე­ბის პრო­ცე­სებს, თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბას და ნდო­ბას. ჩვენს სკო­ლებ­ში ხომ შე­ფა­სე­ბის პრო­ცე­სი არ არ­სე­ბობს, სწო­რედ ახ­ლა ვიწყებთ  ამის კე­თე­ბას და ეს არ არის ერ­თ­ჯე­რა­დი აქ­ტი, მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სია, და­დე­ბი­თი ან უარ­ყო­ფი­თი შე­ფა­სე­ბე­ბით, გარ­კ­ვე­უ­ლი ხარ­ვე­ზე­ბით, შე­მე­დეგ მა­თი გა­მოს­წო­რე­ბით და სა­ბო­ლოო ობი­ექ­ტუ­რი შე­ფა­სე­ბით.

— მას­წავ­ლებ­ლე­ბის გარ­კ­ვე­უ­ლი პრო­ცენ­ტი, იმის გა­მო, რომ ტექ­ნი­კუ­რად სწო­რად ვერ მო­ამ­ზა­და შე­სა­ფა­სე­ბე­ლი დო­კუ­მენ­ტა­ცია,  შე­ფა­სე­ბის გა­რე­შე დარ­ჩა ან ნაკ­ლე­ბი კრე­დიტ­ქუ­ლე­ბით შე­ფას­და. ნაჩ­ქა­რე­ვად ხომ არ და­იწყო პრო­ცე­სი, იყ­ვ­ნენ თუ არა პე­და­გო­გე­ბი სა­თა­ნა­დოდ ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი ამის შე­სა­ხებ, რომ ხარ­ვე­ზე­ბი თა­ვი­დან აგ­ვე­ცი­ლე­ბი­ნა?
— ჩვე­ნი საქ­მი­ა­ნო­ბა სას­წავ­ლო პრო­ცე­სის შე­მად­გე­ნე­ლი ნა­წი­ლია, ჩვენ მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის ბევრ რა­მე­ში ვართ მა­გა­ლი­თი. გა­იხ­სე­ნეთ სა­სერ­ტი­ფი­კა­ციო გა­მოც­დე­ბი, რო­მელ­საც თან ახ­ლავს წყე­ნაც და ტკი­ვი­ლიც, რო­გორ გა­ნიც­დი­ან პე­და­გო­გე­ბი, ცუ­დი შე­ფა­სე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში, რას იტყ­ვი­ან მოს­წავ­ლე­ე­ბი. მარ­თ­ლაც, ბავ­შ­ვე­ბი ყუ­რადღე­ბით აკ­ვირ­დე­ბი­ან, რო­გორ ვრე­ა­გი­რებთ ჩვენ, უფ­რო­სე­ბი თუნ­დაც ჩვე­ნი პრო­ფე­სი­უ­ლი უნარ-ჩვე­ვე­ბის შე­ფა­სე­ბებ­ზე და იცით, რა შე­იძ­ლე­ბა მი­ვი­ღოთ? ის, რა­საც ჩე­მი მე­ექ­ვ­სეკ­ლა­სე­ლი შვი­ლი აკე­თებს — ეში­ნია რა, არ და­უშ­ვას შეც­დო­მა, ურ­ჩევ­ნია ან დე­და­მისს და­ა­წე­რი­ნოს და­ვა­ლე­ბა ან სა­ერ­თოდ არ წა­ვი­დეს სკო­ლა­ში. რა არის ამა­ში არას­წო­რი, იცით? ამას ჩვენ ბა­კა­ლავ­რი­ატ­ში ან პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ტრე­ნინ­გებ­ზე ვსწავ­ლობთ — არ უნ­და გვე­ში­ნო­დეს შეც­დო­მის დაშ­ვე­ბის. ჩვენ ხომ შეც­დო­მე­ბი­თაც ვსწავ­ლობთ. მსგავ­სი საქ­ცი­ე­ლი პრო­ფე­სი­უ­ლი სიმ­დაბ­ლეა. თუ ჩვენ ბავ­შ­ვებს არ და­ვა­ნა­ხებთ, რომ შეგ­ვიძ­ლია ჩვენს სის­ტე­მა­ში სი­ახ­ლე­ე­ბის და­ნერ­გ­ვა და ურ­თი­ერ­თ­თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა­ში წარ­მოქ­მ­ნი­ლი წი­ნა­აღ­მ­დე­გო­ბე­ბის გა­და­ლახ­ვა ისე, რომ ეს პრო­ცე­სი ურ­თი­ერ­თ­და­პი­რის­პი­რე­ბა­ში, ბრალ­დე­ბა­სა და შურ­ში არ გა­და­ი­ზარ­დოს, მა­შინ ჩვე­ნი სის­ტე­მა ვერ გან­ვი­თარ­დე­ბა. ერ­თ­მა ჟურ­ნა­ლის­ტ­მა მკითხა, ამის მთა­ვა­რი გაკ­ვე­თი­ლი რა არი­სო? მთა­ვა­რი გაკ­ვე­თი­ლი ასე­თია: ჩვე­ნი სკო­ლა ან და­იწყებს ამ პრო­ცესს და ურ­თი­ერ­თ­თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბას გახ­დის ქვა­კუთხე­დად, ან გა­მუდ­მე­ბით გვექ­ნე­ბა არ­გუ­მენ­ტი, რომ ვი­ღაც გა­ნაწყე­ნე­ბუ­ლია, ვი­ღაც ვერ იტანს შე­ნიშ­ვ­ნებს, ვი­ღა­ცას თურ­მე სა­უ­ბა­რი არ შე­უძ­ლია მო­წი­ნა­აღ­მ­დე­გე მხა­რეს­თან, ან ჩათ­ვა­ლეთ, რომ ჩვე­ნი სკო­ლა არა­სო­დეს იქ­ნე­ბა მზად ძი­რე­უ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბის­თ­ვის. პრო­ცე­სი ნე­ბისმიერ შემ­თხ­ვე­ვა­ში უნ­და დაგ­ვეწყო.

— პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით მას­წავ­ლე­ბელ­თა 56% და­დე­ბი­თად შე­ფას­და. ფიქ­რობთ თუ არა, რომ ეს მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი უფ­რო მა­ღა­ლი იქ­ნე­ბო­და, რომ არა ის მი­ზე­ზე­ბი, რა­ზეც ზე­მოთ ისა­უბ­რეთ?
— რა­საკ­ვირ­ვე­ლია, შე­იძ­ლე­ბა 56%-ზე მე­ტი ყო­ფი­ლი­ყო. სამ­წუ­ხა­როდ, მას­წავ­ლებ­ლე­ბის უმე­ტე­სო­ბამ მარ­თ­ლა არ წა­ი­კითხა წე­სე­ბი და ეგო­ნათ, რომ მხო­ლოდ და მხო­ლოდ სერ­ტი­ფი­კა­ტის არ­სე­ბო­ბა, ან ტრე­ნინ­გის გავ­ლა, ან რო­მე­ლი­მე კონ­ფე­რენ­ცი­ა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა შე­ფა­სე­ბის­თ­ვის საკ­მა­რი­სი იქ­ნე­ბო­და. შე­ფა­სე­ბის წეს­ში კი მკა­ფი­ოდ ეწე­რა, რომ ვა­ფა­სებ­დით არა ტრე­ნინ­გე­ბის ან კონ­ფე­რენ­ცი­ე­ბის რა­ო­დე­ნო­ბას, არა­მედ პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ანა­ლიზს, ანუ რეფ­ლექ­სი­ებს. შე­სა­ბა­მი­სად, თუ ამ დო­კუ­მენტს არ ატ­ვირ­თავ­დ­ნენ, ვერ შე­ვა­ფა­სებ­დით. ახალ­მა სქე­მამ დაგ­ვი­დო ზღვა­რი — 6 კრე­დი­ტი უფ­რო­სი მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვის და 10 — წამ­ყ­ვა­ნე­ბის­თ­ვის.  რომ და­ვით­ვა­ლოთ, ბო­ლო პე­რი­ოდ­ში, სა­ქარ­თ­ვე­ლოს მას­შ­ტა­ბით, მას­წავ­ლებ­ლებს რამ­დე­ნი ტრე­ნინ­გი აქვთ გავ­ლი­ლი და შემ­დეგ 25 სა­ა­თი 1 კრე­დიტ­ქუ­ლა­ში გა­და­ვიყ­ვა­ნოთ, მაქ­სი­მა­ლუ­რი 6 კრე­დი­ტი არ ეყო­ფო­და მას­წავ­ლე­ბელ­თა ნა­ხე­ვარ­ზე მეტს. სწო­რედ ამი­ტომ შე­იქ­მ­ნა შე­ფა­სე­ბის ახა­ლი წე­სი, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა ვინ­მეს არ მოს­წონს. ტრე­ნინ­გ­მა მას­წავ­ლებ­ლებს მის­ცა ცოდ­ნა, რო­მე­ლიც უნ­და გა­მოვ­ლე­ნი­ლი­ყო კარგ გაკ­ვე­თილ­ში, რე­სურ­ს­ში და სა­კუ­თა­რი საქ­მი­ა­ნო­ბის პრო­ფე­სი­უ­ლად გა­მოვ­ლე­ნა­ში. ასე რომ, არ ვე­თან­ხ­მე­ბი აზრს, თით­ქოს ვინ­მეს რა­მე და­ვუ­კარ­გეთ. ჩვენ აქ­ცენ­ტი გა­ვა­კე­თეთ გა­აზ­რე­ბულ პრო­ფე­სი­ულ გან­ვი­თა­რე­ბა­ზე და ამის­თ­ვის უმარ­ტი­ვე­სი კითხ­ვე­ბი დავ­ს­ვით — რა სა­ჭი­რო­ე­ბამ გა­ნა­პი­რო­ბა ტრე­ნინ­გის არ­ჩე­ვა? რა ცოდ­ნა მი­ი­ღე? რო­გორ გა­მო­ი­ყე­ნე (ეს შე­იძ­ლე­ბა პა­ტა­რა მა­გა­ლი­თით მოგ­ვიყ­ვე)? რა შე­დეგ­ზე გახ­ვე­დი? თუ მას­წავ­ლე­ბე­ლი ამ კითხ­ვებს გას­ცემს პა­სუხს, მი­სი პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის რეფ­ლექ­სია შე­ფა­სე­ბის­თ­ვის საკ­მა­რი­სი იქ­ნე­ბა. ამით ნათ­ლად გა­მოჩ­ნ­დე­ბა გა­აზ­რე­ბუ­ლი ჰქონ­და თუ არა მას­ ტრე­ნინ­გე­ბი, კონ­ფე­რენ­ცი­ე­ბი და ა.შ.

— მას­წავ­ლე­ბელ­თა ნა­წილ­მა  იმის შე­სა­ხე­ბაც და­ი­ჩივ­ლა, რომ პრო­ექტ „შვიდ­კა­ცა­ში“ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა არც ერ­თი კრე­დი­ტით არ შე­ფას­და. რას გვეტყ­ვით ამის შე­სა­ხებ?
— რო­გორც გითხა­რით, ახა­ლი სქე­მით კრე­დი­ტე­ბის გა­ნა­წი­ლე­ბამ გარ­კ­ვე­ულ ჩარ­ჩო­ებ­ში ჩას­ვა ძვე­ლი სქე­მა. „შვიდ­კა­ცა­ში“ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, რო­გორც კრე­დიტ­ქუ­ლა, შე­ფა­სე­ბის წეს­ში არ ასა­ხუ­ლა. „შვიდ­კა­ცა­ში“ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა პე­და­გოგ­თა ცოდ­ნა­სა და გა­მოც­დი­ლე­ბა­ში აისა­ხა. აუცი­ლებ­ლად გა­ვა­ა­ნა­ლი­ზებთ, მა­გა­ლი­თად, „შვიდ­კა­ცას“ მო­ნა­წი­ლე რამ­დენ­მა მას­წავ­ლე­ბელ­მა მი­ი­ღო და­დე­ბი­თი შე­ფა­სე­ბა. მარ­თ­ლაც სა­ინ­ტე­რე­სოა, რო­გო­რია „შვიდ­კა­ცას“ მო­ნა­წი­ლე მას­წავ­ლებ­ლე­ბის პრო­ცენ­ტუ­ლი შე­დე­გე­ბი.  ჯერ ეს დათ­ვ­ლი­ლი არ არის, მაგ­რამ გეტყ­ვით, რომ ერ­თ­მ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი კო­რე­ლა­ცია იქ­ნე­ბა. იმი­ტომ, რომ შვიდ­კა­ცას პე­და­გო­გე­ბი იცით რამ აღაშ­ფო­თა? მათ მი­ი­ღეს კრე­დი­ტი გაკ­ვე­თილ­ში და შე­ფა­სე­ბულ რე­სურ­ს­ში, მაგ­რამ ვერ მი­ი­ღეს 2 კრე­დი­ტი პრო­ფე­სი­ულ გან­ვი­თა­რე­ბა­ში, რად­გან ჩათ­ვა­ლეს, რომ „შვიდ­კა­ცა­ში“ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა უკ­ვე საკ­მა­რი­სი იყო და რეფ­ლექ­სია არ გა­მო­აგ­ზავ­ნეს. ასე­თი მა­გა­ლი­თე­ბი ბევ­რი გვაქვს. ახ­ლა იმას ასა­ჩივ­რე­ბენ, რა­ტომ არ ვუ­ღი­ა­რებთ „შვიდ­კა­ცა­ში“ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას. ჩვე­ნი პა­სუ­ხი ასე­თია: გა­ე­ცა­ნით შე­ფა­სე­ბის წესს, შე­საძ­ლოა, მას არ ეთან­ხ­მე­ბო­დეთ ან არ მოგ­წონ­დეთ, მაგ­რამ ხომ უნ­და იც­ნობ­დეთ.

— რო­გო­რია აპე­ლა­ცი­ის შე­დე­გე­ბი, შე­იც­ვა­ლა თუ არა შე­ფა­სე­ბის სუ­რა­თი?
— აპე­ლა­ცი­ამ, პი­რო­ბი­თად, 7-დან 9%-მდე ბი­ჯი გა­ა­კე­თა უკე­თე­სო­ბი­სა­კენ, 1226 ადა­მი­ა­ნის სა­ა­პე­ლა­ციო გა­ნაცხა­დი­დან, სხვა­დას­ხ­ვა მი­მარ­თუ­ლე­ბით, უმ­რავ­ლე­სო­ბა და­დე­ბი­თად დას­რულ­და. ლო­გი­კუ­რი ბი­ჯია იმ თვალ­საზ­რი­სი­თაც, რომ მას შემ­დეგ, რაც კო­მი­სი­ამ და­იწყო ძი­ე­ბა და ამ დო­კუ­მენ­ტა­ცი­ა­ში სა­თი­თა­ოდ იპო­ვა, თუ სად­მე რა­მე არ იყო შემ­ჩ­ნე­უ­ლი, ბუ­ნებ­რი­ვია, ეს სუ­რათს შეც­ვ­ლი­და. და­ახ­ლო­ე­ბით, 1000-მდე პე­და­გო­გი მა­ინც დარ­ჩა ნუ­ლი კრე­დი­ტით, მაგ­რამ აქ სა­ყუ­რადღე­ბოა ისიც, რომ მათ­გან 200 მას­წავ­ლე­ბე­ლი სა­ერ­თოდ არ შე­ფას­და და ვერც შე­ფას­დე­ბო­და იმის, გა­მო, რომ არ იყ­ვ­ნენ და­რე­გის­ტ­რი­რე­ბუ­ლი ძველ სქე­მა­ში. მათ შო­რის იყ­ვ­ნენ გულ­წ­რ­ფე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბიც, რომ­ლებ­საც მარ­თ­ლაც შე­ე­შა­ლათ, იყ­ვ­ნენ ისე­თე­ბიც, რომ­ლებ­საც ეგო­ნათ, რომ  და­რე­გის­ტ­რი­რე­ბუ­ლი იყ­ვ­ნენ, მაგ­რამ არ აღ­მოჩ­ნ­დ­ნენ, რად­გან სხვას არე­გის­ტ­რი­რე­ბი­ნებ­დ­ნენ თავს. სწო­რედ ამი­ტო­მაც, მსგავ­სი შემ­თხ­ვე­ვე­ბი რომ არ მოხ­დეს, პრო­ფე­სი­ო­ნალ­მა ადა­მი­ა­ნებ­მა უნ­და იცოდ­ნენ, რომ თა­ვი­სი საქ­მე თვი­თონ უნ­და აკე­თონ.

— მე­თან­ხ­მე­ბით თუ არა, რომ ეს ცალ­კე­უ­ლი მას­წავ­ლებ­ლის შეც­დო­მა და პრობ­ლე­მა არ არის, ერ­თიც და მე­ო­რეც სის­ტე­მუ­რია — ეს სკო­ლის პრობ­ლე­მაა?
— რა თქმა უნ­და, ამას არა­ვინ უარ­ყოფს. პი­რი­ქით, ამას ისიც ადას­ტუ­რებს, რომ სკო­ლის ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ის გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის, სულ ახ­ლა­ხან, ათას­წ­ლე­უ­ლის გა­მოწ­ვე­ვის ფონ­დის­გან დი­დი გრან­ტი მი­ვი­ღეთ. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ჩვენს სკო­ლას გან­ვი­თა­რე­ბა სჭირ­დე­ბა და მით უფ­რო იმის ფონ­ზე, რომ ახ­ლა იწყე­ბა სკო­ლის ში­და­შე­ფა­სე­ბა, რა­საც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რადღე­ბით უნ­და მო­ვე­კი­დოთ, რომ თა­ვი­დან ავი­ცი­ლოთ თუნ­დაც ის პრობ­ლე­მე­ბი, რაც ახ­ლა გა­მოვ­ლინ­და. აუცი­ლე­ბე­ლია, თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი გა­მარ­თუ­ლად მუ­შა­ობ­დეს და ჩვე­ნი მას­წავ­ლებ­ლე­ბი მათ თა­ვი­სუფ­ლად ფლობ­დ­ნენ, ბო­ლოს და ბო­ლოს, 21-ე სა­უ­კუ­ნე­ში ვცხოვ­რობთ.
ჩვე­ნი სა­ბო­ლოო დას­კ­ვ­ნა და­ი­ბეჭ­დე­ბა და ეს იქ­ნე­ბა ერ­თ­გ­ვა­რი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის კრე­ბუ­ლი, რომ თა­ვი­დან ავი­ცი­ლოთ და მი­ნი­მუმ­ზე და­ვიყ­ვა­ნოთ ის რის­კე­ბი, რო­მე­ლიც, სქე­მით გა­მო­ვა­აშ­კა­რა­ვეთ. კი­დევ ერ­თხელ გა­ვი­მე­ო­რებ, წინ 2080 სკო­ლის შე­ფა­სე­ბის პრო­ცე­სე­ბი გვე­ლო­დე­ბა.

ესა­უბ­რა ლა­ლი ჯე­ლა­ძე

25-28(942)N