გამოდის 1998 წლიდან
2016-02-25
ზო­გა­დი უნა­რე­ბის გა­მოც­დის­თ­ვის

ვაგ­რ­ძე­ლებთ შე­ფა­სე­ბი­სა და გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის
ფე­ის­ბუქ­გ­ვერ­დ­ზე გან­თავ­სე­ბუ­ლი, სა­გან­გე­ბოდ აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბი­სათ­ვის მომ­ზა­დე­ბუ­ლი,
სა­ინ­ფორ­მა­ციო ვი­დე­ორ­გო­ლე­ბის მი­მო­ხილ­ვას. დღეს გთა­ვა­ზობთ ზო­გა­დი უნა­რე­ბის
ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლის, სო­ფო დო­ლი­ძის რჩე­ვებს

ზო­გა­დი უნა­რე­ბის გა­მოც­და­ზე, ისე­ვე რო­გორც ყვე­ლა სხვა გა­მოც­და­ზე, მთა­ვა­რი სი­ახ­ლე გახ­ლავთ ის, რომ ტეს­ტი­რე­ბა ნა­ხევ­რად ელექ­ტ­რო­ნუ­ლი ფორ­მა­ტით ჩა­ტარ­დე­ბა. ეს გუ­ლის­ხ­მობს ტეს­ტის დე­მონ­ს­ტ­რი­რე­ბას, ჩვე­ნე­ბას ეკ­რან­ზე კომ­პი­უ­ტე­რის სა­შუ­ა­ლე­ბით. ეს ფორ­მა­ტი ნა­ხევ­რად ელექ­ტ­რო­ნუ­ლი იმი­ტომ არის, რომ პა­სუ­ხე­ბის ფურ­ც­ლე­ბი შე­ნარ­ჩუ­ნე­ბუ­ლია და პა­სუ­ხე­ბის მო­ნიშ­ვ­ნა კვლავ პა­სუ­ხე­ბის ფურ­ცელ­ზე ხდე­ბა. ში­ნა­არ­სობ­რი­ვად ან თვი­თონ ტეს­ტის და­ვა­ლე­ბა­თა თვალ­საზ­რი­სით, ცვლი­ლე­ბა ნამ­დ­ვი­ლად არ იქ­ნე­ბა. ყო­ველ­წ­ლი­უ­რად, ჩვენ ვცდი­ლობთ, შე­ვი­ნარ­ჩუ­ნოთ ერ­თი და იგი­ვე სირ­თუ­ლე ტეს­ტი­სა, და­ახ­ლო­ე­ბით, 50%-იანი, სა­შუ­ა­ლო სირ­თუ­ლე. ტეს­ტი კვლავ 80 და­ვა­ლე­ბის­გან შედ­გე­ბა. და­ვა­ლე­ბა­თა გან­მარ­ტე­ბე­ბი მო­ცე­მუ­ლია ჩვენს ვებ­გ­ვერ­დ­ზე, დამ­ხ­მა­რე მა­სა­ლა­თა კრე­ბუ­ლებ­ში.
აბი­ტუ­რი­ენ­ტებ­მა იცი­ან, რომ ჩვე­ნი ტეს­ტი ვერ­ბა­ლუ­რი და მა­თე­მა­ტი­კუ­რი ნა­წი­ლე­ბის­გან შედ­გე­ბა. ვერ­ბა­ლურ ნა­წილ­ში წარ­მოდ­გე­ნი­ლია ანა­ლო­გი­ე­ბი და ლო­გი­კის ბლო­კის და­ვა­ლე­ბე­ბი ხუ­თი არ­ჩე­ვი­თი პა­სუ­ხით, ხო­ლო წი­ნა­და­დე­ბე­ბის შევ­სე­ბა და  წა­კითხუ­ლი ტექ­ს­ტის გა­აზ­რე­ბა — ოთხი არ­ჩე­ვი­თი პა­სუ­ხით. მა­თე­მა­ტი­კურ ნა­წილ­ში გვაქვს რა­ო­დე­ნობ­რი­ვი შე­და­რე­ბის და­ვა­ლე­ბე­ბი ოთხი არ­ჩე­ვი­თი პა­სუ­ხით, ხო­ლო ყვე­ლა და­ნარ­ჩე­ნი და­ვა­ლე­ბა, იქ­ნე­ბა ეს სტან­დარ­ტუ­ლი ამო­ცა­ნე­ბი, მო­ნა­ცემ­თა საკ­მა­რი­სო­ბა თუ მო­ნა­ცემ­თა ანა­ლი­ზი, ხუ­თი არ­ჩე­ვი­თი პა­სუ­ხი­თაა წარ­მოდ­გე­ნი­ლი.
რე­კო­მენ­და­ცია, რაც, ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში, ფორ­მატ­თან და­კავ­ში­რე­ბით გვინ­და მივ­ცეთ აბი­ტუ­რი­ენ­ტებს, არის ის, რომ ძა­ლი­ან ყუ­რადღე­ბით გა­ეც­ნონ თი­თო­ე­ულ და­ვა­ლე­ბას, რო­მე­ლიც ეკ­რან­ზე იქ­ნე­ბა წარ­მოდ­გე­ნი­ლი. ვფიქ­რობთ, ეს ფორ­მა­ტი კი­დევ უფ­რო კომ­ფორ­ტუ­ლი იქ­ნე­ბა, აბი­ტუ­რი­ენ­ტებს კონ­ცენ­ტ­რა­ცი­ას გა­უ­ად­ვი­ლებს, რად­გან ეკ­რან­ზე მხო­ლოდ ერ­თი და­ვა­ლე­ბაა წარ­მოდ­გე­ნი­ლი. აპ­ლი­კან­ტე­ბი ერ­თი ღი­ლა­კის და­ჭე­რით გა­და­დი­ან და­ვა­ლე­ბი­დან და­ვა­ლე­ბა­ზე. ამ თვალ­საზ­რი­სი­თაც ელექ­ტ­რო­ნულ ფორ­მატ­ში მუ­შა­ო­ბა მათ­თ­ვის რთუ­ლი არ უნ­და იყოს.
სა­ყუ­რადღე­ბოა ტექ­ს­ტის გა­აზ­რე­ბის ნა­წი­ლი — ინ­ს­ტ­რუქ­ცია, შემ­დეგ მო­დის ტექ­ს­ტი, რომ­ლის ქვე­მოთ მო­ცე­მუ­ლია შე­კითხ­ვე­ბის სპე­ცი­ა­ლუ­რი ნუ­მე­რა­ცია  — „შე­კითხ­ვებ­ზე გა­დას­ვ­ლა“. აბი­ტუ­რი­ენტს შე­უძ­ლია, ტექ­ს­ტის წა­კითხ­ვის შემ­დეგ, პირ­და­პირ და­ა­ჭი­როს, და­ვუშ­ვათ, ბო­ლო შე­კითხ­ვას, თუ­კი აპი­რებს მას­ზე პა­სუ­ხის გა­ცე­მას და პირ­და­პირ ბო­ლო შე­კითხ­ვა გა­მოჩ­ნ­დე­ბა ეკ­რან­ზე. ასე­ვე, თუ ამ შე­კითხ­ვა­ზე პა­სუ­ხის გა­ცე­მის შემ­დეგ,  აბი­ტუ­რი­ენტს კვლავ ტექ­ს­ტ­თან დაბ­რუ­ნე­ბა  სურს, ერთ ღი­ლაკ­ზე — „ტექ­ს­ტ­თან დაბ­რუ­ნე­ბა“ — და­ჭე­რით აღ­მოჩ­ნ­დე­ბა ისევ ტექ­ს­ტ­თან. ამი­სათ­ვის მას არ დას­ჭირ­დე­ბა კ­ვ­ლავ ყვე­ლა შე­კითხ­ვის გავ­ლა და შემ­დეგ უკან დაბ­რუ­ნე­ბა.
მა­თე­მა­ტი­კურ ნა­წილ­ში არის ასე­ვე, და­ვა­ლე­ბე­ბი, რომ­ლებ­შიც ერთ პი­რო­ბას რამ­დე­ნი­მე შე­კითხ­ვა ახ­ლავს. ეს არის მო­ნა­ცემ­თა ანა­ლი­ზის და­ვა­ლე­ბე­ბი, იქაც დაბ­რუ­ნე­ბის იმ­გ­ვა­რი­ვე სის­ტე­მა იქ­ნე­ბა შე­თა­ვა­ზე­ბუ­ლი — დი­აგ­რა­მებ­სა და გრა­ფიკ­ზე გა­დას­ვ­ლა ერთ ღი­ლაკ­ზე და­ჭე­რით შე­ეძ­ლე­ბათ. ასე რომ, ამა­ზე და­მა­ტე­ბით დროს არ და­კარ­გა­ვენ.
აბი­ტუ­რი­ენ­ტებს სა­მუ­შა­ოდ აუცი­ლებ­ლად ექ­ნე­ბათ შა­ვი ფურ­ცე­ლი იმი­ტომ, რომ ეს არის სე­რი­ო­ზუ­ლი სა­მუ­შაო და იმე­დი გვაქვს, მარ­თ­ლაც სა­თა­ნა­დო ყუ­რადღე­ბას და­უთ­მო­ბენ თი­თო­ე­ულ და­ვა­ლე­ბას. თუმ­ცა, სა­მუ­შაო ფურ­ცე­ლი არ იქ­ნე­ბა არა­ვი­თა­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბის მქო­ნე დო­კუ­მენ­ტი, მთა­ვა­რი და ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ამ გა­მოც­და­ში არის პა­სუ­ხე­ბის ფურ­ცე­ლი. ყვე­ლა და­ვა­ლე­ბა არ­ჩე­ვით­პა­სუ­ხი­ა­ნია, ყვე­ლა არ­ჩე­ვი­თი პა­სუ­ხი — მო­ნიშ­ნუ­ლი სწო­რი პა­სუ­ხი — პა­სუ­ხე­ბის ფურ­ცელ­ზე უნ­და იყოს და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი და ეს არის სწო­რედ დო­კუ­მენ­ტი, რო­მე­ლიც გვე­უბ­ნე­ბა აბი­ტუ­რი­ენ­ტის ქუ­ლის შე­სა­ხებ რა­ი­მეს. ასე რომ, აპ­ლი­კან­ტებ­მა ძა­ლი­ან აკუ­რა­ტუ­ლად უნ­და შე­ავ­სონ პა­სუ­ხე­ბის ფურ­ცე­ლი, ზუს­ტად იმა­ვე წე­სე­ბის დაც­ვით, რაც იყო აქამ­დე — ერ­თ­გ­ვა­რი ხ  ნი­შა­ნი უნ­და დას­ვან უჯ­რა­ში, რო­მელ­საც სწორ პა­სუ­ხად აირ­ჩე­ვენ. მათ შე­უძ­ლი­ათ პა­სუ­ხე­ბის გა­დას­წო­რე­ბა, ინ­ს­ტ­რუქ­ცია მო­ცე­მუ­ლია პა­სუ­ხე­ბის ფურ­ც­ლის უკა­ნა გვერ­დ­ზე და თუ­კი არ აქვთ სხვა­გან წა­კითხუ­ლი, შე­უძ­ლი­ათ გა­მოც­და­ზე­ვე გა­ეც­ნონ „პა­სუ­ხე­ბის მო­ნიშ­ვ­ნის ინ­ს­ტ­რუქ­ცი­ას“.
ტეს­ტი არ იქ­ნე­ბა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სირ­თუ­ლის, ამი­ტომ თუ­კი აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბი გა­მოც­და­ზე მოვ­ლენ მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლე­ბი, სა­კუ­თარ უნა­რებ­ზე დაყ­რ­დ­ნო­ბით, ძა­ლი­ან მშვი­დად, წყნა­რად და მონ­დო­მე­ბით შე­ას­რუ­ლე­ბენ ტესტს, დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი ვარ, წარ­მა­ტე­ბუ­ლე­ბი იქ­ნე­ბი­ან.

25-28(942)N