გამოდის 1998 წლიდან
2016-03-10
5-კრე­დი­ტი­ა­ნი კურ­სის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლი — ზო­გა­დი დი­დაქ­ტი­კის კურ­სი

პრაქ­ტი­კო­სი მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვის პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვით­რე­ბის კურ­ს­ზე რე­გის­ტ­რა­ცია გა­მოცხად­და. კურ­სის გავ­ლა ერთ-ერ­თი სა­ვალ­დე­ბუ­ლო აქ­ტი­ვო­ბაა უფ­რო­სი მას­წავ­ლებ­ლის სტა­ტუ­სის მო­სა­პო­ვებ­ლად. ვის­თ­ვის არის გან­კუთ­ვ­ნი­ლი პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვით­რე­ბის 5-კრე­დი­ტი­ა­ნი კურ­სის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლი და რა მო­დუ­ლებს გა­ივ­ლი­ან მას­წავ­ლებ­ლე­ბი — ამის შე­სა­ხებ გვე­სა­უბ­რე­ბა მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვით­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის ექ­ს­პერტ-კონ­სულ­ტან­ტი სო­ფი­კო ლობ­ჟა­ნი­ძე:


— პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის 5-კრე­დი­ტი­ა­ნი კურ­სის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლის გავ­ლის მსურ­ვე­ლე­ბის­თ­ვის რე­გის­ტ­რა­ცია უკ­ვე გა­მოცხა­დდა, უფ­რო კონ­კ­რე­ტუ­ლად ვის­თ­ვის არის გან­კუთ­ვნი­ლი ეს კურ­სი და რამ­დენ კრე­დიტს მო­უ­ტანს ის პრაქ­ტი­კოს მას­წავ­ლე­ბელს? 
— მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რომ მას­წავ­ლებ­ლის საქ­მი­ა­ნო­ბის დაწყე­ბის, პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და კა­რი­ე­რუ­ლი წინ­ს­ვ­ლის სქე­მის მი­ხედ­ვით,  თი­თო­ე­უ­ლი სტა­ტუ­სის მქო­ნე მას­წავ­ლებ­ლის­თ­ვის, გან­საზღ­ვ­რუ­ლია სა­ვალ­დე­ბუ­ლო და და­მა­ტე­ბი­თი აქ­ტი­ვო­ბე­ბი. პრაქ­ტი­კო­სი მას­წავ­ლებ­ლის­თ­ვის ერთ-ერ­თი სა­ვალ­დე­ბუ­ლო აქ­ტი­ვო­ბაა პრო­ფე­სი­ულ უნა­რებ­ში ტრე­ნინგ-კურ­სის გავ­ლა. თა­ვად ეს ტრე­ნინგ-კურ­სი ორი ნა­წი­ლი­სა­გან შედ­გე­ბა, ეს გახ­ლავთ ზო­გა­დი დი­დაქ­ტი­კა და საგ­ნობ­რი­ვი მე­თო­დი­კე­ბი. 5-კრე­დი­ტი­ა­ნი ტრე­ნინგ-კურ­სის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლის წარ­მა­ტე­ბით გავ­ლა მას­წავ­ლე­ბელს 3 კრე­დიტს მო­უ­ტანს. 
მინ­და აღ­ვ­ნიშ­ნო, რომ პრაქ­ტი­კო­სი მას­წავ­ლებ­ლის­თ­ვის ტრე­ნინგ-კურ­სის გავ­ლის წი­ნა­პი­რო­ბას წარ­მო­ად­გენს საგ­ნის გა­მოც­დის ჩა­ბა­რე­ბა. ანუ, იმ მას­წავ­ლებ­ლებს, რო­მელ­თაც საგ­ნობ­რი­ვი გა­მოც­და წარ­მა­ტე­ბით აქვთ დაძ­ლე­უ­ლი, უფ­ლე­ბა აქვთ,  და­რე­გის­ტ­რირ­დ­ნენ გა­მოცხა­დე­ბულ ტრე­ნინ­გ­ზე.
— ერ­თ­დ­რო­უ­ლად რამ­დენ მას­წავ­ლე­ბელს შე­უძ­ლია და­რე­გის­ტ­რი­რე­ბა და სად ჩა­ტარ­დე­ბა ტრე­ნინ­გე­ბი?
— რე­გის­ტ­რა­ცია გა­მოცხად­დე­ბა მთე­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, ყო­ვე­ლი თვის პირ­ველ ნა­ხე­ვარ­ში. ამ პე­რი­ოდ­ში და­რე­გის­ტ­რი­რე­ბის მსურ­ველ­თა რა­ო­დე­ნო­ბა არ იქ­ნე­ბა შეზღუ­დუ­ლი. თვის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში კი ჯგუ­ფე­ბი რე­გი­ო­ნე­ბის მი­ხედ­ვით და­კომ­პ­ლექ­ტ­დე­ბა და ტრე­ნინ­გე­ბი ად­გი­ლებ­ზე და­იწყე­ბა.
— სა­ინ­ტე­რე­სოა ტრე­ნინ­გე­ბის ხან­გ­რ­ძ­ლი­ვო­ბაც — რამ­დენ ხანს გრძელ­დე­ბა კურ­სი ან წე­ლი­წად­ში რამ­დენ­ჯერ გა­მოცხად­დე­ბა?
— ტრე­ნინგ-კურ­სის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლის, ანუ ზო­გა­დი დი­დაქ­ტი­კის სა­კონ­ტაქ­ტო სა­ა­თე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა 52 სა­ა­თია, ხო­ლო მე­ო­რე ნა­წი­ლის, ანუ საგ­ნობ­რი­ვი მე­თო­დი­კე­ბის — 30 სა­ა­თი­დან 40 სა­ა­თამ­დე, გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი სხვა­დას­ხ­ვა საგ­ნობ­რი­ვი მი­მარ­თუ­ლე­ბით.
— რას მო­ი­ცავს ტრე­ნინ­გე­ბის ციკ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლი და კონ­კ­რე­ტუ­ლად რა მო­დუ­ლე­ბის­გან შედ­გე­ბა? უფ­რო ვრცლად რომ გაგ­ვაც­ნოთ მო­დუ­ლე­ბი...
— ტრე­ნინგ-კურ­სის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლი, ანუ ზო­გა­დი დი­დაქ­ტი­კის კურ­სი შედ­გე­ბა ორი მო­დუ­ლი­სა­გან: თა­ნა­მედ­რო­ვე მიდ­გო­მე­ბი სწავ­ლე­ბა­სა და შე­ფა­სე­ბა­ში და ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის ძი­რი­თა­დი პრინ­ცი­პე­ბი. პირ­ველ მო­დულ­ში გან­ხი­ლუ­ლი იქ­ნე­ბა: რო­გორ და­გეგ­მოს და წარ­მარ­თოს მას­წავ­ლე­ბელ­მა მოს­წავ­ლე­ზე და შე­დეგ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი სას­წავ­ლო პრო­ცე­სი; რო­გორ გა­მო­ი­ყე­ნოს პე­და­გო­გი­ურ პრაქ­ტი­კა­ში კონ­ს­ტ­რუქ­ტი­ვის­ტუ­ლი მიდ­გო­მა; მიზ­ნის შე­სა­ბა­მი­სად რო­გორ შე­არ­ჩი­ოს სწავ­ლე­ბი­სა და სწავ­ლის თა­ნა­მედ­რო­ვე მე­თო­დე­ბი; რო­გორ აქ­ცი­ოს უკუ­კავ­ში­რი სას­წავ­ლო პრო­ცე­სის გა­ნუ­ყო­ფელ ნა­წი­ლად; რო­გორ შექ­მ­ნას შე­ფა­სე­ბის სქე­მე­ბი, რო­გორ გა­მო­ი­ყე­ნოს შე­ფა­სე­ბის შე­დე­გე­ბი მოს­წავ­ლე­თა სწავ­ლის ხელ­შე­საწყო­ბად და მას­წავ­ლებ­ლის­ პ­რო­ფე­სი­უ­ლი ­გან­ვი­თა­რე­ბი­სათ­ვის და ა.შ.  რო­გორ გა­ა­ა­ნა­ლი­ზოს და გა­მო­ი­ყე­ნოს შე­ფა­სე­ბის შე­დე­გე­ბი მოს­წავ­ლე­თა შე­დე­გე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბი­სა და სა­კუ­თა­რი პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის მიზ­ნით და ა.შ. 
მე­ო­რე მო­დუ­ლის ფარ­გ­ლებ­ში მსმე­ნე­ლე­ბი გა­აც­ნო­ბი­ე­რე­ბენ უნი­ვერ­სა­ლუ­რი სას­წავ­ლო გა­რე­მოს შექ­მ­ნის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბას ყვე­ლა მოს­წავ­ლის წარ­მა­ტე­ბის­თ­ვის და გა­მო­ი­მუ­შა­ვე­ბენ  გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი­სა და სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის მქო­ნე მოს­წავ­ლე­თა კლას­ში სწავ­ლე­ბის უნარ-ჩვე­ვებს. რაც მთა­ვა­რია, 5-კრე­დი­ტი­ა­ნი კურ­სი არ იქ­ნე­ბა აგე­ბუ­ლი მხო­ლოდ თე­ო­რი­უ­ლი მა­სა­ლის მი­წო­დე­ბა­ზე,  ძი­რი­თა­დი აქ­ცენ­ტი გა­და­ტა­ნი­ლი იქ­ნე­ბა, თუ რო­გორ შეძ­ლებს მსმე­ნე­ლი ტრე­ნინ­გ­ზე მი­ღე­ბუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბის გა­და­ტა­ნას სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში.
— რო­გორ გა­და­ვა მას­წავ­ლე­ბე­ლი შემ­დეგ ეტაპ­ზე? რას გუ­ლის­ხ­მობს 5-კრე­დი­ტი­ა­ნი ციკ­ლის შემ­დე­გი ეტა­პი და რას მო­ი­ცავს მე­ო­რე კურ­სი?
— ტრე­ნინგ-კურ­სის თი­თო­ე­ულ მო­დულს აქვს შე­ფა­სე­ბის მრა­ვალ­კომ­პო­ნენ­ტი­ა­ნი სის­ტე­მა, მა­შა­სა­და­მე მას­წავ­ლე­ბე­ლი ფას­დე­ბა იმ კომ­პო­ნენ­ტე­ბის მი­ხედ­ვით, რო­მე­ლიც თი­თო­ე­უ­ლი მო­დუ­ლითაა გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი. თუ  ამ კომ­პო­ნენ­ტე­ბის შე­ფა­სე­ბის ჯა­მუ­რი რა­ო­დე­ნო­ბა, 100-ბა­ლი­ა­ნი შე­ფა­სე­ბის სის­ტე­მა­ში, იქ­ნე­ბა 60 ქუ­ლი­დან, ჩა­ით­ვ­ლე­ბა, რომ მსმე­ნელ­მა მო­დუ­ლი წარ­მა­ტე­ბით დაძ­ლია და მას ექ­ნე­ბა უფ­ლე­ბა და­რე­გის­ტ­რირ­დეს შემ­დეგ ეტაპ­ზე. ტრე­ნინგ-კურ­სის ფარ­გ­ლებ­ში, შე­ფა­სე­ბის ისე­თი კომ­პო­ნენ­ტე­ბია შერ­ჩე­უ­ლი, რო­მელ­თა სა­შუ­ა­ლე­ბი­თაც ფას­დე­ბა, რო­გორ მო­ახ­დი­ნა მას­წავ­ლე­ბელ­მა ტრე­ნინ­გ­ზე მი­ღე­ბუ­ლი ცოდ­ნის ტრან­ს­ფე­რი გაკ­ვე­თილ­ზე.
რო­გორც ზე­მოთ აღ­ვ­ნიშ­ნეთ, ტრე­ნინგ-კურ­სის მე­ო­რე ეტა­პი მო­ი­ცავს საგ­ნობ­რი­ვი მე­თო­დი­კე­ბის ნა­წილს.
— იმ შემ­თხ­ვე­ვა­ში, თუ მას­წავ­ლე­ბე­ლი ვერ შეძ­ლებს პირ­ვე­ლი­ვე ჯერ­ზე ამ კურ­სის წარ­მა­ტე­ბით გავ­ლას აქვს თუ არა უფ­ლე­ბა შემ­დეგ გა­მოცხა­დე­ბა­ზე­ ისევ სცა­დოს და­რე­გის­ტ­რი­რე­ბა?
— პრაქ­ტი­კოს მას­წავ­ლე­ბელს, რო­მელ­საც საგ­ნობ­რი­ვი კომ­პე­ტენ­ცია და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი აქვს შე­სა­ბა­მი­სი გა­მოც­დით, ტრე­ნინგ-კურ­სის წა­რუ­მა­ტებ­ლად გავ­ლის შემ­თხ­ვე­ვა­ში, უფ­ლე­ბა აქვს გან­მე­ო­რე­ბით და­რე­გის­ტ­რირ­დეს კურ­ს­ზე, თუმ­ცა, სა­ხელ­მ­წი­ფოს მხრი­დან პრაქ­ტი­კო­სი მას­წავ­ლებ­ლის­თ­ვის 5-კრე­დი­ტი­ა­ნი კურ­სის და­ფი­ნან­სე­ბა გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია ერ­თ­ჯე­რა­დად.
— რე­ა­ლუ­რად, პრაქ­ტი­კო­სი მას­წავ­ლებ­ლის­თ­ვის  ეს არის პირ­ვე­ლი სა­ვალ­დე­ბუ­ლო აქ­ტი­ვო­ბა, რომ­ლის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბაც მას  სქე­მის ფარ­გ­ლებ­ში უწევს. რო­გო­რია თქვე­ნი მო­ლო­დი­ნი, პირ­ვე­ლი­ვე ჯერ­ზე ბევრ მას­წავ­ლე­ბელს ელო­დე­ბით?
— დღე­ი­სათ­ვის ჩვენ გვყავს, და­ახ­ლო­ე­ბით, 4000 მას­წავ­ლე­ბე­ლი, ვი­საც ჩა­ბა­რე­ბუ­ლი აქვს საგ­ნობ­რი­ვი გა­მოც­და და აქვთ ტრე­ნინგ-კურ­სის გავ­ლის უფ­ლე­ბა.  ძნე­ლია იმის გან­საზღ­ვ­რა, რამ­დე­ნი მას­წავ­ლე­ბე­ლი და­რე­გის­ტ­რირ­დე­ბა პირ­ველ ეტაპ­ზე. მათ ხომ ოთხი წე­ლი აქვთ ვა­და უფ­რო­სი მას­წავ­ლებ­ლის სტა­ტუ­სის მი­საღ­წე­ვად და მა­თი სრუ­ლი უფ­ლე­ბაა, ამ პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში, სა­კუ­თა­რი შე­ხე­დუ­ლე­ბი­სა­მებრ, გა­და­ა­ნა­წი­ლონ პრაქ­ტი­კო­სი მას­წავ­ლებ­ლის სტა­ტუ­სით გან­საზღ­ვ­რუ­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბი. 

რუბრიკა მოამზადა  ლა­ლი ჯე­ლა­ძემ

25-28(942)N