გამოდის 1998 წლიდან
2016-03-24
დუ­მი­ლი მხო­ლოდ მათ აძ­ლევთ ხელს, ვი­საც სი­ჩუ­მით სურს პრობ­ლე­მის და­მალ­ვა

დღე­ვან­დე­ლი „აგ“-ს სტუ­მა­რი გა­ნათ­ლე­ბით ფსი­ქო­ლო­გი/ოკუ­პა­ცი­უ­რი თე­რა­პევ­ტი ანა არ­გა­ნაშ­ვი­ლია, რო­მე­ლიც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში იცავს მათ უფ­ლე­ბებს, ვინც, მი­სი­ვე სიტყ­ვე­ბით რომ ვთქვათ, ჩვენს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ყვე­ლა­ზე იოლად და­სა­ჩაგ­რია —  ესე­ნი ბავ­შ­ვე­ბი არი­ან და ამ­ბობს, რომ ამა­ზე აუცი­ლებ­ლად  „ბავ­შ­ვე­ბი მოგ­ვ­თხო­ვენ პა­სუხს“  — „სად ვართ, სად ხართ რო­დე­საც ჩვენს თვალ­წინ ბავ­შ­ვის ღირ­სე­ბა და ცხოვ­რე­ბა რის­კის ქვეშ დგე­ბა? ეს ბავ­შ­ვე­ბი ხვალ მოგ­ვ­თხო­ვენ პა­სუხს და თი­თო­ე­ულ ჩვენ­განს უმოქ­მე­დო­ბა­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლე­ბენ. ჩვენ ამა­ზე პა­სუ­ხი არ გვექ­ნე­ბა“. „არ გავ­ჩერ­დე­ბი მა­ნამ, ვიდ­რე მა­თი ცხოვ­რე­ბა არ შე­იც­ვ­ლე­ბა უკე­თე­სო­ბის­კენ და მა­თი უფ­ლე­ბე­ბი არ იქ­ნე­ბა და­ცუ­ლი“  — აცხა­დებს  ის.
მი­სი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ჵჰR მო­მა­ვა­ლი ორი წლის პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი სფე­რო მარ­თ­ლ­მ­სა­ჯუ­ლე­ბა­ზე ბავ­შ­ვ­თა ხელ­მი­საწ­ვ­დო­მო­ბაა  და რო­გორც ანა ამ­ბობს, მი­ზანს მა­შინ მი­აღ­წე­ვენ, „რო­ცა სა­სა­მარ­თ­ლო იტყ­ვის, რომ ბავშვს უნ­და მო­ვუს­მი­ნოთ — მა­შინ ბავ­შ­ვებს ყვე­ლა მო­უს­მენს“.
2003 წლი­დან მუ­შა­ობს შეზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბის მქო­ნე ბავ­შ­ვ­თა ნე­ი­რო­რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ი­სა და დღის ცენ­ტ­რებ­ში, გა­ე­როს ბავ­შ­ვ­თა ფონ­დ­ში, სა­ქარ­თ­ვე­ლოს სა­ხალ­ხო დამ­ც­ვე­ლის ოფის­ში. „კო­ა­ლი­ცი­ამ და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ცხოვ­რე­ბი­სათ­ვის“ ანას სა­პა­ტიო სი­გე­ლი გა­დას­ცა შეზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბის მქო­ნე პირ­თა კე­თილ­დღე­ო­ბის საქ­მე­ში შე­ტა­ნი­ლი წვლი­ლის­თ­ვის. ავ­ტო­რია არაერ­თი კვლე­ვი­სა და მო­ნი­ტო­რინ­გის ან­გა­რი­შის, რო­მე­ლიც შეზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბის მქო­ნე პი­რების, ბავ­შ­ვე­ბი­სა და ხან­დაზ­მუ­ლე­ბის უფ­ლებ­რივ მდგო­მა­რე­ო­ბას ასა­ხავს სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში.  ამ­ჟა­მად „პარ­ტ­ნი­ო­რო­ბა ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის­თ­ვის“  პრო­ექ­ტის მე­ნე­ჯე­რია.


— „ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბი არ ცნობს საზღ­ვ­რებს და თუ უფ­ლე­ბა სად­მე ირ­ღ­ვე­ვა, ჩვენ უნ­და გავ­ჩ­ნ­დეთ იქ და და­ვიც­ვათ ისი­ნი“ . ანა, ეს, ჩე­მი აზ­რით, ყვლა­ზე გულ­წ­რ­ფე­ლი და სა­უ­კე­თე­სო მო­წო­დე­ბაა, რაც კი ბო­ლო დროს  მსმე­ნია. თქვენ იგი ბავ­შ­ვის უფ­ლე­ბა­თა კონ­ვენ­ცი­ის 25 წლის­თა­ვი­სად­მი მიძღ­ვ­ნილ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე — „აქ­ტი­უ­რი სა­უბ­რე­ბი“ — გა­ა­კე­თეთ. „ეს წე­რი­ლი არ არის ჩე­მი თვით­კ­მა­ყო­ფი­ლე­ბი­სა და კომ­ფორ­ტის სა­ფუძ­ვე­ლი, ეს არის სა­ბუ­თი, ბი­ლე­თი მო­მა­ვა­ლი ბრძო­ლი­სათ­ვის... არ გავ­ჩერ­დე­ბით მა­ნამ, ვიდ­რე მა­თი ცხოვ­რე­ბა არ შე­იც­ვ­ლე­ბა უკე­თე­სო­ბის­კენ და მა­თი უფ­ლე­ბე­ბი არ იქ­ნე­ბა და­ცუ­ლი“. — ამ გან­ცხა­დე­ბის შემ­დეგ, თით­ქ­მის, 2 წე­ლი გა­ვი­და, თქვენ ბრძო­ლას გა­ნაგ­რ­ძობთ, რა შე­იც­ვა­ლა ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში?
— ბო­ლო ორი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში შე­იც­ვა­ლა ის, რომ სა­ხელ­მ­წი­ფო უწყე­ბებ­მა ამ თე­მა­ზე უფ­რო დახ­ვე­წი­ლად და­იწყეს სა­უ­ბა­რი, მაგ­რამ, სამ­წუ­ხა­როდ, ეს სა­უ­ბა­რი ში­ნა­არ­სობ­რი­ვად ღრმა არ არის. ისე რო­გორც ნე­ბის­მი­ერ სა­ხელ­მ­წი­ფო უწყე­ბას, აქაც აქვთ ამორ­ჩე­უ­ლი რამ­დე­ნი­მე თე­მა, სა­დაც გარ­კ­ვე­უ­ლი პროგ­რე­სია და იმ თე­მე­ბის გარ­შე­მო ტრი­ა­ლე­ბენ, თუმ­ცა ერი­დე­ბი­ან იმ თე­მე­ბის გახ­ს­ნას, სა­დაც გა­ყი­ნუ­ლი ვი­თა­რე­ბა ან გარ­კ­ვე­უ­ლი რეგ­რე­სია. ყვე­ლა­ფერს ამას გა­ნა­პი­რო­ბებს ის, რომ ბავ­შ­ვ­თა უფ­ლე­ბე­ბი ჯერ კი­დევ ნამ­დ­ვი­ლად არ არის პრი­ო­რი­ტე­ტი. გა­დავ­ხე­დოთ წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო პე­რი­ოდს ან არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დ­გომ პირ­ველ წელს — მუდ­მი­ვად გვე­უბ­ნე­ბი­ან, რომ წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნოდ არ სცა­ლი­ათ, არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დ­გომ კი სხვა უფ­რო მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი სა­კითხე­ბი აქვთ  მო­საგ­ვა­რე­ბე­ლი. შუა პე­რი­ო­დი არის პატ­რა ფან­ჯა­რა, რომ­ლის დრო­საც ბავ­შ­ვ­თა უფ­ლე­ბე­ბის დამ­ც­ვე­ლე­ბი რა­ღა­ცას ვითხოვთ. რო­გორც წე­სი, არ გვაც­ლი­ან მთე­ლი ციკ­ლის მი­ყო­ლას. ამ­ჟა­მად მიმ­დი­ნა­რე­ობს სკო­ლამ­დე­ლი გა­ნათ­ლე­ბის რე­ფორ­მის კრი­ტი­კუ­ლი პრო­ცე­სი, პარ­ლა­მენ­ტ­მა მო­ის­მი­ნა კა­ნონ­პ­რო­ექ­ტი. რამ­დე­ნი­მე დღის წინ ჩვენ და­ვა­ყე­ნეთ სა­კითხი, რომ კა­ნონ­პ­რო­ექტს აქვს სე­რი­ო­ზუ­ლი ხარ­ვე­ზე­ბი, კერ­ძოდ, გა­მო­ტო­ვე­ბუ­ლია ბა­ღის პე­და­გოგ­თა გა­დამ­ზა­დე­ბის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა და მო­ნი­ტო­რინ­გი ეკის­რე­ბა იმა­ვე უწყე­ბას, ვინც უნ­და გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს ახა­ლი პროგ­რა­მა. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ეს არა­ვის ყუ­რადღე­ბის ცენ­ტ­რ­ში არ მო­ექ­ცა. ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც დღეს ებ­რ­ძ­ვი­ან სხვა­თა პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის დამ­რ­ღ­ვევთ, ჩვენ ვე­უბ­ნე­ბით, რომ პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის დაც­ვის სწავ­ლე­ბა სწო­რედ ბავ­შ­ვო­ბი­დან, ბა­ღის ასა­კი­დან უნ­და და­ვიწყოთ.
ვფიქ­რობ, საქ­მე გვაქვს არაპ­რო­ფე­სი­ო­ნა­ლურ მიდ­გო­მას­თან, რო­დე­საც ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბებს ძა­ლი­ან დაგ­ვი­ა­ნე­ბით აქ­ცე­ვენ ყუ­რადღე­ბას, ანუ მხო­ლოდ მას შემ­დეგ, რაც მა­თი უფ­ლე­ბე­ბი და­ირ­ღ­ვე­ვა. გვა­ვიწყ­დე­ბა, რომ პრე­ვენ­ცია სწო­რედ გა­ნათ­ლე­ბა­შია. არც ერ­თი პარ­ლა­მენ­ტა­რი, დღეს, რე­გუ­ლა­რუ­ლად, ბავ­შ­ვ­თა სა­კითხებს გან­სა­ხილ­ვე­ლად არ აყე­ნებს, მა­შინ, რო­ცა ვი­ცით, რომ ისი­ნი სხვა­დას­ხ­ვა თე­მას ლო­ბი­რე­ბენ — მაგ., სა­არ­ჩევ­ნო  ან მარ­თ­ლ­მ­სა­ჯუ­ლე­ბის სა­კითხე­ბი და ა.შ. და თუ მათ მივ­მარ­თავთ ინ­ტერ­ვი­უს ჩა­სა­წე­რად, ღი­მი­ლით სა­კუ­თარ ბავ­შ­ვო­ბა­ზე სა­უბ­რო­ბენ.  ფიქ­რო­ბენ, რომ ბავ­შ­ვ­თა უფ­ლე­ბე­ბის ცოდ­ნა ეს არის. სამ­წუ­ხა­როდ, ეს არაპ­რო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მია. პრობ­ლე­მას იმა­ში ვხე­დავ, რომ  დღეს პრო­ფე­სი­ო­ნა­ლებს  ბავ­შ­ვ­თა უფ­ლე­ბებს არ ას­წავ­ლი­ან, არც ერთ  უნი­ვერ­სი­ტეტ­ში არ მიმ­დი­ნა­რე­ობს ბავ­შ­ვ­თა უფ­ლე­ბე­ბის შე­სა­ხებ აკა­დე­მი­უ­რი სწავ­ლე­ბა. მა­გა­ლი­თის­თ­ვის ავი­ღოთ მო­მა­ვა­ლი იურის­ტე­ბი. მათ ხომ ას­წავ­ლი­ან სა­ჯა­რო სა­მარ­თალს, სა­ო­ჯა­ხო სა­მარ­თალს და ა.შ., მაგ­რამ არ ას­წავ­ლი­ან ბავ­შ­ვ­თა უფ­ლე­ბებს. რა­ტომ­ღაც მიჩ­ნე­უ­ლია, რომ იურის­ტი ამ ცოდ­ნის გა­რე­შეც და­ი­ცავს ბავ­შ­ვ­თა უფ­ლე­ბებს, რაც არას­წო­რია. ეს შე­დე­გი­და­ნაც ჩანს — რო­გორც წე­სი, ბავ­შ­ვ­თა სა­კითხებ­ზე არ გა­მო­დის სა­სა­მარ­თ­ლო გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბე­ბი. მა­გა­ლი­თად, დარ­ღ­ვე­ვას, რო­მელ­ზეც ზრდას­რუ­ლის შემ­თხ­ვე­ვა­ში ვიტყო­დით, რომ და­ნა­შა­უ­ლია, ბავ­შ­ვ­თან მი­მარ­თე­ბა­ში და­ნა­შა­ულს არ ვე­ძა­ხით. ჩვე­ნი პრობ­ლე­მა ისაა, რომ ბავ­შ­ვის უფ­ლე­ბე­ბი არც მარ­თ­ლ­მ­სა­ჯუ­ლე­ბის და არც პო­ლი­ტი­კის დო­ნე­ზე არ გა­ნი­ხი­ლე­ბა — ეს არის დე­სერ­ტი, რო­მელ­საც აყო­ლე­ბენ ხოლ­მე დიდ, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან სა­კითხს.
კი­დევ ერთ მა­გა­ლითს მო­ვიყ­ვან — ასო­ცი­რე­ბის ხე­ლე­შეკ­რუ­ლე­ბის მი­ხედ­ვით, — ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზულ თე­მებს შო­რის, ერთ-ერ­თი იყო ბავ­შ­ვ­თა უფ­ლე­ბე­ბის სფე­რო­ში არ­სე­ბუ­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბის შეს­რუ­ლე­ბა ქვეყ­ნის მხრი­დან. იმის­თ­ვის, რომ ვი­ზა ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცია მიგ­ვე­ღო, ჩვე­ნი ორ­გა­ნი­ზა­ცია ასო­ცი­რე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბას მო­ნი­ტო­რინგს სწო­რედ ამ ნა­წილ­ში უწევ­და. ბა­ტონ და­ვით ბაქ­რა­ძის გარ­და, რო­მე­ლიც არის  ევ­რო­პულ და ევ­რო­ატ­ლან­ტი­კურ სტრუქ­ტუ­რებ­ში ინ­ტეგ­რა­ცი­ის სა­ხელ­მ­წი­ფო მი­ნის­ტ­რი,  არც ერ­თი სხვა მი­ნის­ტ­რი არ და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლა და არ ეს­წ­რე­ბო­და შეხ­ვედ­რას, რო­ცა ბავ­შ­ვ­თა უფ­ლე­ბე­ბი გა­ნი­ხი­ლე­ბო­და. აი, რა­ტომ გვაქვს პრობ­ლე­მე­ბი ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით.
— ბუ­ლინ­გი სკო­ლებ­ში — დღეს ძა­ლი­ან აქ­ტუ­ა­ლუ­რი და სა­ჭირ­ბო­რო­ტო თე­მაა. რას ფიქ­რობთ, რა მდგო­მა­რე­ო­ბაა  სკო­ლა­ში, რა­ტომ იჩი­ნა თა­ვი ასე­თი დო­ზით ძა­ლა­დო­ბამ? უფ­რო მე­ტად ვა­მახ­ვი­ლებთ ყუ­რადღე­ბას და ვახ­მო­ვა­ნებთ ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტებს, თუ მარ­თ­ლაც გა­ი­ზარ­და ასე­თი შემ­თხ­ვე­ვე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა? და კი­დევ,  სკო­ლა უზ­რუნ­ველ­ყოფს თუ არა ბავ­შ­ვის­თ­ვის უსაფ­რ­თხო გა­რე­მოს შექ­მ­ნას?
— ვფიქ­რობ, ორი­ვე ერ­თ­დ­რო­უ­ლა­დაა, გა­ი­ზარ­და კი­დე­ვაც ძა­ლა­დო­ბის შემ­თხ­ვე­ვე­ბი და მე­ტი ყუ­რადღე­ბაც და­ეთ­მო ამ სა­კითხს.
რაც შე­ე­ხე­ბა ძა­ლა­დო­ბის შემ­თხ­ვე­ვე­ბის ზრდას, ერთ-ერთ მი­ზე­ზად შე­იძ­ლე­ბა და­ვა­სა­ხე­ლოთ, ზო­გა­დად, ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბუ­ლი მძი­მე  ფო­ნი, მათ შო­რის სო­ცი­ა­ლუ­რი. ასე­ვე, ის ფაქ­ტიც, რომ ბავ­შ­ვე­ბის დი­დი ნა­წი­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლია კომ­პი­უ­ტერ­ზე, რო­მელ­საც არას­წო­რად მო­იხ­მა­რენ, კი­ბე­რუ­საფ­რ­თხო­ე­ბა კი, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, ბავ­შ­ვ­თა დაც­ვის კუთხით, არ არის გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი. უამ­რა­ვი შემ­თხ­ვე­ვა იყო, რო­ცა ინ­ტერ­ნეტ­ში გან­თავ­ს­და ბავ­შ­ვე­ბის პორ­ნოგ­რა­ფი­უ­ლი კონ­ტენ­ტი ან ძა­ლა­დო­ბა. ჩვე­ნი ორ­გა­ნი­ზა­ცია პი­რა­დად მი­მარ­თავ­და პრო­კუ­რა­ტუ­რას, იმი­ტომ, რომ არ არ­სე­ბობს ცენ­ტ­რა­ლი­ზე­ბუ­ლი დაც­ვა; არ არ­სე­ბობს არც ერ­თი უწყე­ბა ან სა­ა­გენ­ტო, რო­მელ­საც მშო­ბე­ლი და­უ­კავ­შირ­დე­ბა და მი­ი­ღებს კონ­სულ­ტა­ცი­ას, რო­გორ და­იც­ვას შვი­ლი. ვფიქ­რობ, ძა­ლი­ან გაზ­რ­დი­ლია კი­ბერ­ბუ­ლინ­გი, გან­სა­კუთ­რე­ბით კი სკო­ლის მოს­წავ­ლე­ებ­ში — ერ­თ­მა­ნე­თის­თ­ვის ფო­ტო­ე­ბის გა­და­ღე­ბა და ბო­რო­ტად გა­მო­ყე­ნე­ბა, ინ­ტერ­ნეტ­სივ­რ­ცე­ში ერ­თ­მა­ნეთ­ზე ძა­ლა­დო­ბა და ეს ყვე­ლა­ფე­რი რე­ა­ლურ ცხოვ­რე­ბა­შიც აისა­ხე­ბა. თუმ­ცა, გე­თან­ხ­მე­ბით, რომ ყუ­რადღე­ბაც გაზ­რ­დი­ლია. ხან­და­ხან მსაყ­ვე­დუ­რო­ბენ, რა არის ამ­დე­ნი ნე­გა­ტი­უ­რი ინ­ფორ­მა­ციაო. მაგ­რამ უფ­რო სა­ში­შია, რო­ცა ბავ­შ­ვი ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პ­ლად, და­უც­ვე­ლად გრძნობს თავს, ვიდ­რე ამა­ზე სა­უ­ბა­რი. ად­რე მას­წავ­ლე­ბელ­მა არ იცო­და, რომ ბავ­შ­ვის­თ­ვის ფი­ზი­ო­ლო­გი­უ­რი მოთხოვ­ნე­ბის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბის შეზღუდ­ვა ძა­ლა­დო­ბაა. მე­დი­ის და მსგავ­სი ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბის გავ­რ­ცე­ლე­ბით ეს გა­ი­გეს. ახ­ლა მათ­თ­ვის მო­უ­ლოდ­ნე­ლი არ იქ­ნე­ბა, თუ ასეთ ფაქ­ტ­ზე სა­ჩი­ვა­რი და­ი­წე­რე­ბა. გვე­უბ­ნე­ბი­ან ხოლ­მე, რომ ხში­რად ბავშ­ვე­ბი იტყუ­ე­ბი­ან. ასეთ შემ­თხ­ვე­ვა­შიც კი, ბავ­შ­ვის მოთხოვ­ნის იგ­ნო­რი­რე­ბა არ უნ­და მოხ­დეს, არა­მედ უნ­და ვი­პო­ვოთ მი­ზე­ზე­ბი რა­ტო­მაა იძუ­ლე­ბუ­ლი ბავ­შ­ვი, რომ ტყუ­ი­ლი თქვას — ან გაკ­ვე­თი­ლია მო­სა­ბეზ­რე­ბე­ლი ან სხვა ტი­პის პრობ­ლე­მაა. შე­საძ­ლოა, ძი­ე­ბამ ძი­რე­უ­ლი სწავ­ლე­ბის ხა­რის­ხის პრობ­ლე­მას­თან მიგ­ვიყ­ვა­ნოს. მე მი­ვე­სალ­მე­ბი სა­კითხის ძა­ლი­ან მკვეთრ გა­შუ­ქე­ბას, რად­გან  მას­წავ­ლებ­ლებ­საც ესა­ჭი­რო­ე­ბათ ინ­ფორ­მა­ცია, მა­თაც არ უს­წავ­ლი­ათ ბავ­შ­ვ­თა უფ­ლე­ბე­ბი და ისი­ნიც ჩვენ­თან ერ­თად მი­დი­ან წინ. სამ­წუ­ხა­რო ის არის, რომ კონ­კ­რე­ტუ­ლი ბავ­შ­ვის უფ­ლე­ბის დარ­ღ­ვე­ვის მა­გა­ლით­ზე ვსწავ­ლობთ, რა უნ­და იყოს აკ­რ­ძა­ლუ­ლი. ეს ჩემ­თ­ვის არა­ჰუ­მა­ნუ­რია.
— რა პრე­ვენ­ცი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი შე­იძ­ლე­ბა გა­ტარ­დეს მო­ზარ­დებს შო­რის ან მო­ზარ­დებ­ზე ძა­ლა­დო­ბის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად?
— პრე­ვენ­ცი­ა­ში ბევ­რი რამ შე­იძ­ლე­ბა ვი­გუ­ლისხ­მოთ. ერთ მა­გა­ლით­ზე შევ­ჩერ­დე­ბი: რამ­დე­ნი­მე დღის წინ, სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის სა­შუ­ა­ლე­ბით, ღი­ად მივ­მარ­თე პარ­ლა­მენ­ტის თავ­მ­ჯ­დო­მა­რეს, ბა­ტონ და­ვით უსუ­ფაშ­ვილს და რე­ა­ლუ­რი  პრობ­ლე­მა აღ­ვ­წე­რე — რო­ცა ბავ­შ­ვებს ვე­სა­უბ­რე­ბით იმა­ზე, რომ ბუ­ლინ­გი და ძა­ლა­დო­ბა მი­უ­ღე­ბე­ლია და კა­ნო­ნი­თაა აკ­რ­ძა­ლუ­ლი, ისი­ნი გვიბ­რუ­ნე­ბენ კითხ­ვას: ჩვენ ყო­ველ­დღე პარ­ლა­მენ­ტ­ში ვხე­დავთ ბუ­ლინგს, სა­მარ­თალ­დარ­ღ­ვე­ვას და ამა­ზე პა­სუ­ხი არა­ვის მო­ეთხო­ვე­ბა, ეს  ნორ­მა­ლუ­რია? პრე­ვენ­ცია შე­იძ­ლე­ბა მიკ­რო­დო­ნე­ზეც გან­ვი­ხი­ლოთ და მაკ­რო­დო­ნე­ზეც, ანუ შე­იძ­ლე­ბა სკო­ლა­ში მოს­წავ­ლეს მას­წავ­ლე­ბე­ლი ესა­უბ­როს, რომ ჩაგ­ვ­რა არ შე­იძ­ლე­ბა, მაგ­რამ მაკ­რო­დო­ნე­ზე ჩვენს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ძა­ლი­ან დი­დი რო­ლი აკის­რია. რო­ცა ისი­ნი ამას არ აღი­ა­რე­ბენ, რო­გორც ძა­ლა­დო­ბის ფორ­მას — თუნ­დაც მა­თი სა­ტე­ლე­ვი­ზიო დე­ბა­ტე­ბი, რო­მე­ლიც, ხშირ შემ­თხ­ვე­ვა­ში, არის შე­უ­რაცხ­ყო­ფის, ურ­თი­ერ­თ­დამ­ცი­რე­ბის მა­გა­ლი­თი და რომ­ლის პირ­და­პირ მო­დე­ლი­რე­ბა­საც ახ­დე­ნენ ბავ­შ­ვე­ბი.
ჩემ­თ­ვის ეს არის პრობ­ლე­მა — პრე­ვენ­ცია მხო­ლოდ ფურ­ცელ­ზე და წიგ­ნ­ში... ყვე­ლა­ფე­რი კი მთლი­ა­ნად მას­წავ­ლებ­ლებ­ზეა გა­და­ტე­ხი­ლი. ის, ვინც უნ­და იყოს მო­დე­ლი ჩვე­ნი ქცე­ვის, თა­ვად აჩ­ვე­ნებს არას­წორ ქცე­ვას.
რაც შე­ე­ხე­ბა შე­კითხ­ვას, უზ­რუნ­ველ­ყოფს თუ არა სკო­ლა ბავ­შ­ვის უსაფ­რ­თხო გა­რე­მოს, გეტყ­ვით, რომ ამ ეტაპ­ზე სკო­ლა ამას ვერ აკე­თებს.
ამ თე­მა­ზე დუ­მი­ლი მხო­ლოდ მათ აძ­ლევთ ხელს, ვი­საც სი­ჩუ­მით სურს პრობ­ლე­მის და­მალ­ვა. ვფიქ­რობთ, სკო­ლა­შიც, და ზო­გა­დად გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა­შიც, არის სა­კითხე­ბი, რომ­ლე­ბიც ძა­ლი­ან პროგ­რე­სუ­ლად მიმ­დი­ნა­რე­ობს, თუნ­დაც საგ­ნის „მე და სა­ზო­გა­დო­ე­ბის“ მი­მართ გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს მყა­რი პო­ზი­ცია. მაგ­რამ, მე­ო­რე მხრივ, რაც შე­ე­ხე­ბა ბუ­ლინ­გის დროს ფსი­ქო­ლო­გი­ურ მომ­სა­ხუ­რე­ბას — ბა­ტო­ნი ლე­ვან ზარ­და­ლაშ­ვი­ლი სა­ტე­ლე­ვი­ზიო გა­მოს­ვ­ლებ­ში აცხა­დებს, რომ არ ჰყოფ­ნით რე­სურ­სი და, რიგ შემ­თხ­ვე­ვა­ში, ბუ­ლინ­გის მსხვერპლ ბავშვს ურ­ჩევს, მხო­ლოდ სწორ პო­ზა­ში დგო­მას. სამ­წუ­ხა­როდ, მხო­ლოდ სხე­უ­ლის სწო­რი პო­ზა ბუ­ლინ­გის მსხვერპლ ბავშვს ვერ და­ეხ­მა­რე­ბა, სა­ჭი­როა ბევ­რად უფ­რო კომ­პ­ლე­ქსუ­რი მიდ­გო­მა. სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბა ვთხოვთ გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს, პრობ­ლე­მე­ბი გა­მოა­ჩი­ნონ და მათ მერე, მოგ­ვა­რე­ბა­ში, ჩვენც და­ვეხ­მა­რე­ბით.
— მინ­და, არას­რულ­წ­ლო­ვან­თა მარ­თ­ლ­მ­სა­ჯუ­ლე­ბის სის­ტე­მას შე­ვე­ხოთ, რა იც­ვ­ლე­ბა მო­ზარ­დე­ბის­თ­ვის, რომ­ლებ­საც პრობ­ლე­მა აქვთ კა­ნონ­თან?
— არას­რულ­წ­ლო­ვან­თა მარ­თ­ლ­მ­სა­ჯუ­ლე­ბის რე­ფორ­მა მარ­თ­ლაც ერთ-ერ­თი პროგ­რე­სუ­ლი ნა­ბი­ჯია. შე­იც­ვა­ლა ზო­გა­დად ხე­დვა — არას­რულ­წ­ლო­ვა­ნი არის, უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, ბავ­შ­ვი, რო­მელ­საც გა­რე­მო­ე­ბებ­მა უბიძ­გა, რომ აქეთ წა­სუ­ლი­ყო. ჩე­მი აზ­რით, კა­ნონ­თან კონ­ფ­ლიქ­ტ­ში მყო­ფი ყვე­ლა არას­რულ­წ­ლო­ვა­ნი, გარ­კ­ვე­ულ­წი­ლად, არის მსხვერ­პ­ლი არას­წო­რი აღ­ზ­რ­დის, გა­ნათ­ლე­ბის, სო­ცი­ა­ლი­ზა­ცი­ის ნაკ­ლე­ბო­ბის. აი, ეს ხედ­ვა შე­მოგ­ვ­თა­ვა­ზა არას­რულ­წ­ლო­ვან­თა მარ­თ­ლ­მ­სა­ჯუ­ლე­ბის რე­ფორ­მამ. ერთ ფრა­ზა­ში ეს ხედ­ვა შე­იძ­ლე­ბა ასე ჩა­მო­ყა­ლიბ­დეს — სა­სა­მარ­თ­ლო პრო­ცეს­ზე არ არ­სე­ბობს ორი მხა­რე, არის მხო­ლოდ ერ­თი და ეს არის ბავ­შ­ვის მხა­რე — ყვე­ლა ცდი­ლობს, გა­ი­აზ­როს რა­ტომ ან რო­გორ ჩა­მო­ყა­ლიბ­და ბავ­შ­ვი ამ­გ­ვა­რად, მას არ უწო­დე­ბენ დამ­ნა­შა­ვეს, არა­მედ — კა­ნონ­თან კონ­ფ­ლიქ­ტ­ში მყოფს. თუმ­ცა, ამას­თან ერ­თად, უნ­და აღი­ნიშ­ნოს, რომ რე­ფო­მას ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი გა­მოწ­ვე­ვე­ბი აქვს და თუ ვი­თა­რე­ბა არ შე­იც­ვა­ლა, შე­საძ­ლოა, რე­ფორ­მა ჩა­ი­შა­ლოს. არას­რულ­წ­ლო­ვან­თა მარ­თლ­მ­სა­ჯუ­ლე­ბის სფე­რო მხო­ლოდ იუს­ტი­ცია და სა­სა­მარ­თ­ლო ან სა­პა­ტიმ­რო არ არის. ეს არის სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვა, გა­ნათ­ლე­ბა და ჯან­დაც­ვა. სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის კუთხით, ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი ხარ­ვე­ზე­ბი გვაქვს — ვიდ­რე არას­რულ­წ­ლო­ვა­ნი მოხ­ვ­დე­ბა  იუს­ტი­ცი­ის სფე­რო­ში (სა­ნამ და­ნა­შა­ულს ჩა­ი­დენს), მთე­ლი რი­გი რისკ-ფაქ­ტო­რე­ბი არ­სე­ბობს, რომ­ლე­ბიც უნ­და აკონ­ტ­რო­ლოს ბავ­შ­ვ­თა სო­ცი­ა­ლურ­მა დაც­ვამ. არას­რულ­წ­ლო­ვანს არ უნ­და ში­ო­დეს, რომ საკ­ვე­ბი არ მო­ი­პა­როს, არ უნ­და სცი­ო­დეს და ფეხ­საც­მე­ლი უნ­და ჰქონ­დეს — ვი­ცით, რომ ბო­ტა­სე­ბი მო­ი­პა­რა მო­ზარ­დ­მა, ამის გა­მო და­ი­ჭი­რეს. სად არის ამ დროს სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვა? სად არის და, სო­ცი­ა­ლურ დაც­ვას აქვს კრი­ზი­სი, ბო­ლო ხუ­თი წე­ლია გა­ჩერ­და მი­სი გან­ვი­თა­რე­ბა. თი­თო­ე­ულ სო­ცი­ა­ლურ მუ­შაკს 200 საქ­მე და­ა­წე­რეს, მათ არ აქვთ ტრან­ს­პორ­ტი­რე­ბის და ტე­ლე­ფო­ნის  ფუ­ლი, რომ ად­გილ­ზე დრო­უ­ლად ჩა­ვიდ­ნენ და შე­ის­წავ­ლონ სა­კითხი. სამ­წუ­ხა­როდ, ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტ­რო, რო­გორც ჩანს, ბავ­შ­ვ­თა უფ­ლე­ბებს და ბავ­შ­ვ­თა სო­ცი­ა­ლურ დაც­ვას სა­თა­ნა­დო ყუ­რადღე­ბას არ აქ­ცევს და ამით საფ­რ­თხეს უქ­მ­ნის ყვე­ლა სხვა სფე­როს, სა­დაც გარ­კ­ვე­უ­ლი მიღ­წე­ვე­ბი გვაქვს, ან პროგ­რე­სი, ან პო­ტენ­ცი­ა­ლი მიღ­წე­ვე­ბის­თ­ვის. და კი­დევ, თუ არას­რულ­წ­ლო­ვანს გან­რი­დე­ბას გა­უ­კე­თე­ბენ, სამ­წუ­ხა­როდ, იმა­ვე სი­ტუ­ა­ცი­ა­ში ჩა­ვარ­დე­ბა — ოჯახ­ში არ ათე­ნებს ღა­მეს, ან­ტი­სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ქცე­ვა­შია ჩაბ­მუ­ლი, მათხოვ­რობს და ა.შ., რა მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა აქვს, რო­გო­რი რე­ფორ­მა გვექ­ნე­ბა მარ­თ­ლ­მ­სა­ჯუ­ლე­ბა­ში? სხვა სფე­რო­ე­ბი ნი­ა­დაგს აც­ლი­ან იმ პროგ­რესს, რა­საც ძა­ლი­ან დი­დი შრო­მით და ძა­ლის­ხ­მე­ვით მი­ვაღ­წი­ეთ ერთ სფე­რო­ში. ვფიქ­რობ, იუს­ტი­ცია და შსს ინ­ტერ­დის­ციპ­ლი­ნა­რუ­ლად უნ­და მუ­შა­ობ­დ­ნენ ჯან­დაც­ვა­სა და გა­ნათ­ლე­ბას­თან. მარ­თ­ლ­მ­სა­ჯუ­ლე­ბა­ში ეს მიდ­გო­მა ნა­წი­ლობ­რივ იც­ვ­ლე­ბა, მაგ­რამ თუ არ და­ეხ­მა­რა სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვა და გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა, არა­ფე­რი შე­იც­ვ­ლე­ბა და ისევ იქ დავ­ბ­რუნ­დე­ბით, სა­დაც ვი­ყა­ვით.
— 21 მარ­ტი და­უ­ნის სინ­დ­რო­მის დღეა, ხო­ლო 2 აპ­რი­ლი — აუტიზ­მის ცნო­ბა­დო­ბის ამაღ­ლე­ბის, რო­გო­რია  შშმ ბავ­შ­ვე­ბის ბე­დი ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში და რა კეთ­დე­ბა მათ­თ­ვის?
— მათ­თ­ვის სა­ხელ­მ­წი­ფოს მხრი­დან, სამ­წუ­ხა­როდ, მი­ნი­მა­ლუ­რი  და ფრაგ­მენ­ტუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი ტარ­დე­ბა — ერ­თი პროგ­რა­მა, ერ­თი კურ­სი, ერ­თი სკო­ლა, მაგ­რამ ეს არ არის ერ­თი­ან ხედ­ვა­ში მოქ­ცე­უ­ლი, ამი­ტო­მაც ვამ­ბობთ ხოლ­მე, რომ ის, რაც იხარ­ჯე­ბა, იხარ­ჯე­ბა არას­წო­რად.
ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით დიდ პროგ­რე­სად მი­მაჩ­ნია, რომ ძა­ლი­ან გაძ­ლი­ერ­და შეზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მქო­ნე ბავ­შ­ვ­თა  მშობ­ლე­ბის ფრთა. იმ­დე­ნად, რომ მათ უკ­ვე ვე­რა­ფე­რი შე­ა­ჩე­რებთ. თბი­ლის­ში, რუს­თავ­ში, სოფ­ლებ­ში მშობ­ლე­ბის საკ­მა­ოდ დი­დი ჯგუ­ფე­ბია, რომ­ლე­ბიც არ ეპუ­ე­ბი­ან ამ უყუ­რადღე­ბო­ბას. შე­იძ­ლე­ბა ამი­ტო­მაც წა­მო­ი­წია შშმ ბავ­შ­ვე­ბის სა­კითხ­მა წინ, ვიდ­რე, მა­გა­ლი­თად, მზრუნ­ვე­ლო­ბა­მოკ­ლე­ბუ­ლი, ან ქუ­ჩა­ში მყო­ფი, ან ეთ­ნი­კუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბე­ბის ბავ­შ­ვ­თა სა­კითხებ­მა. სწო­რედ მშობ­ლე­ბის აქ­ტი­უ­რო­ბა მო­ი­ტანს შე­დეგს. ჩვე­ნი ორ­გა­ნი­ზა­ცია მხარ­ში ვუდ­გა­ვართ და ვეხ­მა­რე­ბით მათ, ისი­ნი ამ პრობ­ლე­მებ­ზე ლა­პა­რა­კო­ბენ და ჩვენ მათ სა­მარ­თ­ლის ენა­ზე ვუ­თარ­გ­მ­ნით. მა­გა­ლი­თად, რო­ცა შშმ ბავშვს, არ­და­დე­გე­ბის შემ­დეგ, სკო­ლა­ში დაბ­რუ­ნე­ბას უგ­ვი­ა­ნე­ბენ, ეს დის­კ­რი­მი­ნა­ცი­უ­ლი პრაქ­ტი­კაა. აგ­ვი­ა­ნებს ბრძა­ნე­ბა, ან ტრან­ს­პორ­ტ­ში სა­წ­ვა­ვის ჩას­ხ­მა, ან მათ­თ­ვის ოთა­ხის გა­მო­ყო­ფა, ან სპე­ცი­ა­ლუ­რი მას­წავ­ლებ­ლის და­ქი­რა­ვე­ბა და ამის გა­მო ინ­კ­ლუ­ზი­ურ ან ინ­ტეგ­რი­რე­ბულ კლას­ში შშმ ბავ­შ­ვი თვე-ნა­ხევ­რით გვი­ან იწყებს სწავ­ლას, ვიდ­რე და­ნარ­ჩე­ნი მოს­წავ­ლე­ე­ბი. რა თქმა უნ­და, ეს დის­კ­რი­მი­ნა­ცი­ის ფაქ­ტია და, ასეთ შემ­თხ­ვე­ვა­ში, მივ­მარ­თავთ სა­სა­მარ­თ­ლოს. აქამ­დე კი, ამ­გ­ვარ ფაქტს ასე­თი გა­მარ­თ­ლე­ბა ჰქონ­და — აქამ­დე სულ არ და­დი­ო­და და ახ­ლა თუ და­იგ­ვი­ა­ნებს, რა უჭირ­სო. რო­გორც კი ფაქტს სა­მარ­თ­ლის ენა­ზე ვთარ­გ­მ­ნით და მას დის­კ­რი­მი­ნა­ცი­ულ მოპყ­რო­ბას ვუ­წო­დებთ, მა­შინ­ვე არის სწრა­ფი რე­ა­გი­რე­ბა იმი­ტომ, რომ დის­კ­რი­მი­ნა­ცი­ულ პრაქ­ტი­კას მოს­დევს სა­ჩი­ვა­რი სა­ხალ­ხო დამ­ც­ველ­თან, სა­სა­მარ­თ­ლო­ში, ხდე­ბა ზი­ა­ნის გან­საზღ­ვ­რა და პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბის და­კის­რე­ბა. ამა­ში ძა­ლი­ან დაგ­ვეხ­მა­რა ან­ტი­დის­კ­რი­მი­ნა­ცი­უ­ლი კა­ნო­ნი. კა­ნო­ნი კი  სა­ვალ­დე­ბუ­ლოა  რო­გორც სა­ხელ­მ­წი­ფო უწყე­ბე­ბის­თ­ვის, ისე ჩვენ­თ­ვის.
— „სად ვართ, სად ხართ, რო­დე­საც ჩვენ თვალ­წინ ბავ­შ­ვის ღირ­სე­ბა და ცხოვ­რე­ბა რის­კის ქვეშ დგე­ბა? ეს ბავ­შ­ვე­ბი ხვალ მოგ­ვ­თხო­ვენ პა­სუხს და თი­თო­ე­ულ ჩვენ­განს უმოქ­მე­დო­ბა­ში დაგ­ვა­და­ნა­შა­უ­ლე­ბენ. ჩვენ ამა­ზე პა­სუ­ხი არ გვექ­ნე­ბა“  — რას ეტყ­ვით, რო­გორ მო­იქ­ცეს სა­ზო­გა­დო­ე­ბა, რომ შემ­დეგ ბავ­შ­ვე­ბის თვა­ლებ­ში ჩა­ხედ­ვა არ შეგ­ვ­რ­ცხ­ვეს და კი­დევ, რო­გორ იქ­ცე­ვი­ან სა­მარ­თალ­დამ­ც­ვე­ლე­ბი, რო­ცა ხე­და­ვენ, რომ ბავ­შ­ვის უფ­ლე­ბე­ბი ირ­ღ­ვე­ვა?
— სამ­წუ­ხა­როდ, სა­მარ­თალ­დამ­ც­ვე­ლე­ბი ბავ­შ­ვის უფ­ლე­ბე­ბის დარ­ღ­ვე­ვას სე­რი­ო­ზუ­ლად არ აღიქ­ვა­მენ, უბ­რა­ლოდ ფიქ­რო­ბენ, რომ ბავშ­ვ­ზე ძა­ლა­დო­ბა მი­სი აღ­ზ­რ­დის და გაზ­რ­დის ნა­წი­ლია. რაც იმ­თა­ვით­ვე შეც­დო­მაა და ამ სტე­რე­ო­ტიპ­ზე არა­ვინ მუ­შა­ობს. მე­ო­რე — სა­მარ­თალ­დამ­ც­ვე­ლე­ბი ბავ­შ­ვებს არ აღიქ­ვა­მენ სრულ­ფა­სო­ვან  მო­სარ­ჩე­ლედ, სრულ­ფა­სო­ვან მოწ­მედ ან და­ზა­რა­ლე­ბუ­ლად. მა­გა­ლი­თად, რო­ცა ბავ­შ­ვია მსხვერ­პ­ლი, მას არა­ვინ ესა­უბ­რე­ბა, მის შე­სა­ხებ ისევ სხვე­ბი სა­უბ­რო­ბენ. ხში­რად ამ­ბო­ბენ, რომ ის იტყუ­ე­ბა, მა­შინ, რო­დე­საც მსოფ­ლი­ოს გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ქვეყ­ნე­ბის კა­ნონ­მ­დებ­ლო­ბა­ში არ­სე­ბობს ასე­თი ჩა­ნა­წე­რი — თუ ბავშვს რა­ი­მე ტი­პის და­ნა­შა­უ­ლი ეხე­ბა, პრე­ზუმ­ცი­ად უნ­და აიღო, რომ ბავ­შ­ვი არ იტყუ­ე­ბა. იმი­ტომ, რომ ბავ­შ­ვი მაქ­სი­მა­ლუ­რად ცდი­ლობს, ხმა მო­გაწ­ვ­დი­ნოს, მი­სი ხმა არ­სად ის­მის. რო­ცა აჩუ­მებ და მის ყო­ველ სიტყ­ვას ეჭ­ვის თვა­ლით უყუ­რებ, ბუ­ნებ­რი­ვია, იქ სა­მარ­თ­ლი­ა­ნო­ბა და­ცუ­ლი ვერ იქ­ნე­ბა. ძა­ლი­ან ბევ­რი შემ­თხ­ვე­ვა ვი­ცი, რო­ცა უთ­ქ­ვამთ, ბავ­შ­ვ­მა მო­იტყუა გარ­ყ­ვ­ნი­ლი ქმე­დე­ბის შე­სა­ხებ. ამას ეძა­ხი­ან ბავ­შ­ვის წი­ნა­შე სის­ტე­მის მი­ერ ჩა­დე­ნილ და­ნა­შა­ულს, ანუ ჩვენ ორი დამ­ნა­შა­ვე გვყავს — ის, ვინც და­ნა­შა­უ­ლი ჩა­ი­დი­ნა და მე­ო­რე — სის­ტე­მა, რო­მელ­მაც მსხვერპლს არ და­უ­ჯე­რა და არ და­იც­ვა. ორი­ვე თა­ნა­ბარ­მ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია. მო­მა­ვალ­ში, რო­ცა მო­წეს­რიგ­დე­ბა ბავ­შ­ვ­თა უფ­ლე­ბე­ბის სფე­რო, და­მერ­წ­მუ­ნეთ, ორი­ვეს მო­ეთხო­ვე­ბა პა­სუ­ხი. ამი­ტომ ვფიქ­რობთ, რომ ბავ­შ­ვ­თა უფ­ლე­ბე­ბი ყვე­ლა ძი­რე­ულ რე­ფორ­მა­ში უნ­და იყოს გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი — პრო­კუ­რა­ტუ­რის, სა­სა­მარ­თ­ლოს, პო­ლი­ცი­ის და ა.შ. 
სამ­წუ­ხა­როა, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ბავ­შ­ვებს იმი­ტომ ვჩაგ­რავთ, რომ პა­ტა­რე­ბი არი­ან, რაც უნ­და ტრა­გი­კუ­ლად ჟღერ­დეს, ეს ასეა, ვინც ად­ვი­ლი და­სა­ჩაგ­რია, იმას ვჩაგ­რავთ. გა­ე­როს ბავ­შ­ვ­თა უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვის კო­მი­ტეტ­მა გა­მოს­ცა და­მა­ტე­ბი­თი პრო­ტო­კო­ლი, რო­მე­ლიც ბავ­შ­ვებს მის­ცემ­და სა­შუ­ა­ლე­ბას, სა­ჩი­ვა­რი და­ე­წე­რათ გა­ე­როს კო­მი­ტე­ტის­თ­ვის. სა­ქარ­თ­ვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ამის რა­ტი­ფი­ცი­რე­ბა არ მო­ახ­დი­ნა — მი­ზე­ზი ისევ და ისევ ის არის, რომ გვინ­და ბავ­შ­ვე­ბი იყ­ვ­ნენ ჩუ­მად. იმე­დი გვაქვს, ეს მიდ­გო­მა შე­იც­ვ­ლე­ბა.
ჩვე­ნი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის სა­მუ­შაო სფე­როა ბავ­შ­ვ­თა ხელ­მი­საწ­ვ­დო­მო­ბა  მარ­თ­ლ­მ­სა­ჯუ­ლე­ბა­ზე. ჩვენ უნ­და გა­და­ვამ­ზა­დოთ იურის­ტე­ბი ბავ­შ­ვ­თა უფ­ლე­ბე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით და მი­ვაღ­წი­ოთ, რომ თა­ვად ბავ­შ­ვე­ბი გახ­დ­ნენ სა­კუ­თა­რი უფ­ლე­ბე­ბის დამ­ც­ვე­ლე­ბი სა­სა­მარ­თ­ლო­ში. მო­მა­ვა­ლი ორი წლის პრი­ო­რი­ტე­ტი სწო­რედ ეს სა­კითხე­ბია.  რო­ცა სა­სა­მარ­თ­ლო იტყ­ვის, რომ ბავშვს უნ­და მო­ვუს­მი­ნოთ — მა­შინ ბავ­შ­ვებს  ყვე­ლა მო­უს­მენს და მი­ზან­საც მი­ვაღ­წევთ.

ესა­უბ­რა ლა­ლი ჯე­ლა­ძე

25-28(942)N