გამოდის 1998 წლიდან
2016-04-07
330 მას­წავ­ლე­ბელს უფ­რო­სი მას­წავ­ლებ­ლის სტა­ტუ­სი მი­ე­ნი­ჭა

ლა­ლი ჯე­ლა­ძე

გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­რომ უფ­რო­სი მას­წავ­ლებ­ლის სტა­ტუ­სის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი სერ­ტი­ფი­კა­ტე­ბი მას­წავ­ლებ­ლებს სა­ზე­ი­მოდ გა­დას­ცა მათ­თ­ვის სა­გან­გე­ბოდ გა­მარ­თულ შეხ­ვედ­რა­ზე სა­მი­ნის­ტ­რო­ში.
სქე­მის ფარ­გ­ლებ­ში, გარ­და­მა­ვა­ლი დე­ბუ­ლე­ბით, გან­საზღ­ვ­რუ­ლია ყვე­ლა იმ მას­წავ­ლებ­ლის კა­რი­ე­რა­ში და­წი­ნა­უ­რე­ბა, რო­მელ­თაც პრო­ფე­სი­უ­ლი უნა­რე­ბის ტეს­ტი ჩა­ბა­რე­ბუ­ლი ჰქონ­დათ. სქე­მის ამოქ­მე­დე­ბის შემ­დეგ, ვინც წარ­მა­ტე­ბით ჩა­ა­ბა­რა საგ­ნის გა­მოც­და, გა­უ­თა­ნაბ­რ­დ­ნენ სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი მას­წავ­ლებ­ლის სტა­ტუსს და სქე­მა­ში გა­ნა­წი­ლე­ბის ეტაპ­ზე, უფ­რო­სი მას­წავ­ლებ­ლის სტა­ტუ­სი მი­ე­ნი­ჭათ, ასე­თი 330 პრაქ­ტი­კო­სი მას­წავ­ლე­ბე­ლი აღ­მოჩ­ნ­და. ამის გა­მო, სა­ფე­ხუ­რე­ბის მი­ხედ­ვით  გა­და­ნა­წი­ლე­ბუ­ლი მას­წავ­ლებ­ლე­ბის სუ­რა­თიც, ბუ­ნებ­რი­ვია, შე­იც­ვა­ლა და დღე­ვან­დე­ლი მო­ნა­ცე­მე­ბით, ქვე­ყა­ნა­ში, უკ­ვე 16 339 უფ­რო­სი მას­წავ­ლე­ბე­ლია. გარ­და ამი­სა, სქე­მა­ში გა­ნა­წი­ლე­ბულ 6200 პრაქ­ტი­კოს მას­წავ­ლე­ბელს ჩა­ბა­რე­ბუ­ლი აქვს პრო­ფე­სი­უ­ლი უნა­რე­ბის გა­მოც­და და საგ­ნის გა­მოც­დის ჩა­ბა­რე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში, ისი­ნი უფ­რო­სი მას­წავ­ლებ­ლე­ბი გახ­დე­ბი­ან.
„თქვენ ხართ იმის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი, რომ საგ­ნის გა­მოც­დის ჩა­ბა­რე­ბა პრობ­ლე­მა არ არის.“  — მი­მარ­თა ლია გი­გა­ურ­მა შეხ­ვედ­რა­ზე მოწ­ვე­ულ პე­და­გო­გებს და გან­მარ­ტა: „იმას, რომ პე­და­გოგ­თა არც თუ მცი­რე რა­ო­დე­ნო­ბას გა­მოც­და­ზე გარ­კ­ვე­უ­ლი სირ­თუ­ლე შე­ექ­მ­ნა, ობი­ექ­ტუ­რი გა­რე­მო­ე­ბე­ბი ჰქონ­და — ძა­ლი­ან კარ­გად ვი­ცით, რომ უმ­რავ­ლე­სო­ბა მე­სა­მე სერ­ტი­ფი­კა­ტის აღე­ბას ცდი­ლობ­და და იმ სა­განს აბა­რებ­და, რო­მელ­საც არ ას­წავ­ლის, თუმ­ცა სა­სი­ხა­რუ­ლოა, რომ ამ მას­წავ­ლებ­ლებ­მა სცა­დეს გა­მოც­დის ჩა­ბა­რე­ბა. ჩვენ და­ვან­გ­რი­ეთ მი­თი, რომ მას­წავ­ლებ­ლის გარ­და ყვე­ლა სხვა პრო­ფე­სი­ის ადა­მი­ა­ნი წარ­მა­ტე­ბუ­ლია — თქვენ ხართ ამ წარ­მა­ტე­ბის სიმ­ბო­ლო­ე­ბი“.
თა­მარ სა­ნი­კი­ძეს მას­წავ­ლე­ბელ­თა შემ­დ­გომ სა­ფე­ხურ­ზე გა­დას­ვ­ლა, ამ დრო­ის­თ­ვის, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად  მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად მი­აჩ­ნია, რად­გან სქე­მა სა­პი­ლო­ტე რე­ჟიმ­ში მუ­შა­ობს და სულ ერ­თი სე­მეს­ტ­რია, რაც სქე­მით გან­საზღ­ვ­რუ­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბი ამოქ­მედ­და. „მას­წავ­ლებ­ლებ­მა ამ პრო­ცეს­შიც კი მო­ა­ხერ­ხეს აქ­ტი­უ­რო­ბა და მათ არა მხო­ლოდ დაძ­ლი­ეს ამო­ცა­ნე­ბი, არა­მედ უკ­ვე წინ გა­და­ი­ნაც­ვ­ლეს, იქ, სა­დაც, ამ­ჟა­მად, 40-პრო­ცენ­ტი­ა­ნი სა­ხელ­ფა­სო მა­ტე­ბა მი­ი­ღეს. თუ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ იმა­საც, რომ 1 აპრი­ლი­დან მათ კი­დევ 50 ლა­რით ეზ­რ­დე­ბათ სა­ბა­ზო ხელ­ფა­სი, საკ­მა­ოდ კარგ სუ­რათს გვაძ­ლევს — სა­შუ­ა­ლო ხელ­ფა­სი 500-600 ლა­რამ­დე ავა. ეს კი ბევ­რად უკე­თე­სი სუ­რა­თია, ვიდ­რე გვქონ­და, თუნ­დაც ორი წლის წინ. მინ­და პე­და­გო­გებს მი­ვუ­ლო­ცო წარ­მა­ტე­ბა და კი­დევ ერ­თხელ აღ­ვ­ნიშ­ნავ, ძა­ლი­ან კარ­გია, რომ სა­პი­ლო­ტე რე­ჟიმ­შიც კი მო­ა­ხერ­ხეს და კო­ლე­გებს და­ა­ნა­ხეს შე­დე­გე­ბი, რაც მათ­თ­ვის მო­ტი­ვა­ცია უნ­და გახ­დეს — ეს იმას ნიშ­ნავს, რომ სქე­მა რე­ა­ლუ­რად ამუ­შავ­და და არის შე­საძ­ლებ­ლო­ბა, წინ წა­ვი­წი­ოთ და გან­ვ­ვი­თარ­დეთ. ძა­ლი­ან მი­ხა­რია, რომ სა­ხელ­მ­წი­ფოს­გან სე­რი­ო­ზუ­ლი მხარ­და­ჭე­რა გვაქვს. ამი­ტომ, ვფიქ­რობ, კი­დევ უფ­რო წინ წას­ვ­ლა არ გაგ­ვი­ჭირ­დე­ბა.“
მი­ნის­ტ­რის აზ­რით, რაც შე­იძ­ლე­ბა მე­ტი გახ­მო­ვა­ნე­ბა სჭირ­დე­ბა მას­წავ­ლებ­ლე­ბის ამ წარ­მა­ტე­ბას, მათ კა­რი­ე­რულ წინ­ს­ვ­ლას, რად­გა­ნაც მათ დღეს ძა­ლი­ან სჭირ­დებათ მო­ტი­ვა­ცი­ის გა­ჩე­ნა, მით უფ­რო, გა­მოც­დე­ბის შე­დე­გე­ბის გახ­მა­უ­რე­ბის შემ­დეგ, ოპო­ნენ­ტე­ბი­სა და ექ­ს­პერ­ტე­ბის დი­დი „ხმა­უ­რის“ გა­მო, რა­მაც პე­და­გო­გებ­ში კი­დევ უფ­რო გა­ამ­ძაფ­რა დე­მო­ტი­ვა­ცია. „მინ­და გითხ­რათ, რომ ეს ნამ­დ­ვი­ლად არ იყო ტრა­გე­დია. პირ­ველ ჯერ­ზე, არც მო­ვე­ლო­დით რომ მას­წავ­ლებ­ლე­ბი გან­სა­კუთ­რე­ბულ შე­დე­გებს გვიჩ­ვე­ნებ­დ­ნენ, ძა­ლი­ან მარ­ტი­ვი მი­ზე­ზის გა­მო — წი­ნა პე­რი­ო­დის­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით, პე­და­გო­გე­ბი დღეს მხო­ლოდ იმით არ არი­ან და­კა­ვე­ბუ­ლი, რომ ტეს­ტის ჩა­სა­ბა­რებ­ლად იმე­ცა­დი­ნონ. მას­წავ­ლე­ბე­ლი დღეს ძა­ლი­ან ბევრ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან აქ­ტი­ვო­ბა­შია ჩარ­თუ­ლი. მა­გა­ლი­თად, რო­გო­რიც არის სას­კო­ლო შე­ფა­სე­ბის­თ­ვის მ­ზა­დე­ბა, ფა­სი­ლი­ტა­ტო­რის გა­დამ­ზა­დე­ბა, თვით­შე­ფა­სე­ბის კითხ­ვა­რი, რო­მე­ლიც ასე­ვე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია. აი, აქე­დან უნ­და და­ვიწყოთ ყვე­ლა­ფე­რი და სა­ტეს­ტო რე­ჟი­მი­დან გა­და­ვი­დეთ თვით­შე­ფა­სე­ბა­სა და სას­კო­ლო შე­ფა­სე­ბა­ზე, რო­მე­ლიც, სა­ბო­ლოო ჯამ­ში, იქ­ნე­ბა წამ­ყ­ვა­ნი, რად­გა­ნაც არც ერთ სხვა ეტაპ­ზე, მო­მა­ვა­ლი სა­მი-ოთხი წლის შემ­დეგ, ტეს­ტი­რე­ბის რე­ჟი­მი აღარ გა­ნი­ხი­ლე­ბა. სკო­ლამ უნ­და შეძ­ლოს და სა­მი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ისე დად­გეს ფეხ­ზე, რომ თვი­თონ მო­ა­ხერ­ხოს სწო­რი შე­ფა­სე­ბი­სა და ამ შე­ფა­სე­ბა­ზე დაყ­რ­დ­ნო­ბით  — გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა.“
და­ჯილ­დო­ე­ბამ­დე მი­ნის­ტ­რ­მა მას­წავ­ლებ­ლებს მო­უ­წო­და, გა­მო­ეთ­ქ­ვათ აზ­რი სქე­მის შე­სა­ხებ, მათ შო­რის კრი­ტი­კუ­ლიც, თუ­კი ასე­თი მო­საზ­რე­ბა ექ­ნე­ბო­დათ. მათ შე­ნიშ­ვ­ნებს სა­მი­ნის­ტ­რო მი­ი­ღებს და გა­ით­ვა­ლის­წი­ნებს კი­დეც სა­პი­ლო­ტე წლის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ: „სა­პი­ლო­ტე წე­ლი ნელ-ნე­ლა იწუ­რე­ბა და ჩვენ მოგ­ვი­წევს, შემ­დე­გი აკა­დე­მი­უ­რი წლი­დან, უფ­რო მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად ჩა­ვერ­თოთ ყვე­ლა აქ­ტი­ვო­ბა­ში, ამი­ტომ უკე­თე­სად უნ­და ვი­ყოთ მომ­ზა­დე­ბუ­ლე­ბი. თუმ­ცა, სა­პი­ლო­ტე წლის დას­რუ­ლე­ბა არ ნიშ­ნავს იმას, რომ თუ­კი რა­ი­მე იქ­ნე­ბა შე­საც­ვ­ლე­ლი, არ შევ­ც­ვ­ლით. ამის სა­შუ­ა­ლე­ბას თვი­თონ ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტი — სქე­მა იძ­ლე­ვა და ჩვენ­გა­ნაც არის მზა­ო­ბა. ამი­ტომ, გა­მოთ­ქ­ვით თქვე­ნი აზ­რი და ჩვენ მზად ვართ, მო­გის­მი­ნოთ“.
ბევ­რ­მა მას­წავ­ლე­ბელ­მა გა­მოთ­ქ­ვა დარ­ბაზ­ში სიტყ­ვით გა­მოს­ვ­ლის სურ­ვი­ლი, თუმ­ცა არც ერთს კრი­ტი­კუ­ლი აზ­რი სქე­მის შე­სა­ხებ არ ჰქო­ნია.
მაია ნო­ზა­ძე, 123-ე საჯარო სკო­ლის მას­წავ­ლე­ბე­ლი: „ჩავა­ბა­რე გა­მოც­და და, მოქ­მე­დი სქე­მის ფარ­გ­ლებ­ში, გავ­ხ­დი უფ­რო­სი პე­და­გო­გი. მი­მაჩ­ნია, რომ პე­და­გო­გი ყო­ველ­თ­ვის უნ­და ზრუ­ნავ­დეს კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ამაღ­ლე­ბა­ზე. მუდ­მი­ვად უნ­და ვე­ძე­ბოთ სი­ახ­ლე­ე­ბი და ამ სი­ახ­ლე­ე­ბის ფარ­გ­ლებ­ში კრე­ა­ტი­უ­ლი შე­მოქ­მე­დე­ბით გა­ვამ­რა­ვალ­ფე­როვ­ნოთ გაკ­ვე­თი­ლე­ბი და სას­წავ­ლო პრო­ცე­სი, რაც შემ­დეგ, თა­ვის­თა­ვად, მოს­წავ­ლე­თა შე­დე­გებ­ზე აისა­ხე­ბა. იმის­თ­ვის, რომ სქე­მა­ში არ­სე­ბუ­ლი მოთხოვ­ნე­ბი და­ვაკ­მა­ყო­ფი­ლოთ და წარ­მა­ტე­ბუ­ლი პე­და­გო­გე­ბი ვი­ყოთ, აუცი­ლე­ბე­ლია სკო­ლა­ში კა­თედ­რე­ბის სა­თა­ნა­დო მუ­შა­ო­ბა. ჩვენს სკო­ლა­ში კა­თედ­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით ვუ­ზი­ა­რებთ ერ­თ­მა­ნეთს გა­მოც­დი­ლე­ბას და კო­ლე­გე­ბი ერ­თ­მა­ნე­თის გა­კვე­თი­ლებს ვეს­წ­რე­ბით, შემ­დეგ გან­ვი­ხი­ლავთ და, სუს­ტი მხა­რე­ე­ბის აღ­მო­ჩე­ნის შემ­თხ­ვე­ვა­ში, აღ­მოფხ­ვ­რა­ზე ვმუ­შა­ობთ. სა­ბო­ლოო ჯამ­ში კი, მივ­დი­ვართ წარ­მა­ტე­ბის­კენ, რა­საც, თა­ვის­თა­ვად, მივ­ყა­ვართ ხელ­ფა­სის ზრდის­კენ“.
ფიქ­რია გო­დერ­ძიშ­ვი­ლი, 190-ე სა­ჯა­რო სკო­ლის მას­წავ­ლე­ბე­ლი: „გა­მოც­და სა­კუ­თა­რი თა­ვის შე­ფა­სე­ბა, კონ­ტ­რო­ლია და არა მას­წავ­ლებ­ლის შე­ფა­სე­ბის ერ­თა­დერ­თი მე­ქა­ნიზ­მი. მომ­წონს გა­რე დაკ­ვირ­ვე­ბის რუბ­რი­კა — ვი­დე­ო­გაკ­ვე­თი­ლით მას­წავ­ლებ­ლის შე­ფა­სე­ბა. გარ­და იმი­სა, რომ სა­კუ­თარ თავ­თან სე­რი­ო­ზუ­ლი მუ­შა­ო­ბა მოგ­ვი­წევს, აუცი­ლებ­ლად პრო­ფე­სი­უ­ლად უნ­და შევ­ხე­დოთ ჩვენ მი­ერ ჩა­ტა­რე­ბულ გაკ­ვე­თილს. სა­შუ­ა­ლე­ბა მოგ­ვე­ცე­მა, ხელ­მი­საწ­ვ­დო­მად  და ერ­თ­გ­ვარ რე­სურ­სად ვაქ­ცი­ოთ  ვი­დე­ო­გაკ­ვე­თი­ლე­ბი. ეს ერ­თ­გ­ვა­რი გა­მოც­დი­ლე­ბის გა­ზი­ა­რე­ბა იქ­ნე­ბა ერ­თ­მა­ნე­თის­თ­ვის. გა­მორ­ჩე­უ­ლი მას­წავ­ლებ­ლე­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა  ძა­ლი­ან სა­სი­კე­თოდ შე­იძ­ლე­ბა გა­მო­ვი­ყე­ნოთ.
რაც შე­ე­ხე­ბა გა­მოც­დას, ვიტყ­ვი, რომ ეს გა­მოც­და­ცაა და, იმავ­დ­რო­უ­ლად,  კა­რი­ე­რუ­ლი წინ­ს­ვ­ლაც, წა­ხა­ლი­სე­ბაც და მო­ტი­ვა­ცი­აც.  გა­მოც­დის ჩა­ბა­რე­ბა­ში მას­წავ­ლე­ბელ­თა სახ­ლის მი­ერ ჩა­ტა­რე­ბულ­მა ტრე­ნინ­გებ­მა შე­მიწყო ხე­ლი, მარ­თ­ლა ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო ახა­ლი მე­თო­დე­ბი იყო მო­წო­დე­ბუ­ლი, რო­მე­ლიც მხო­ლოდ გა­მოც­და­ზე კი არ გა­მო­მად­გა, პრაქ­ტი­კა­შიც მეხ­მა­რე­ბა.“
თეა ღვინ­ჯი­ლია, 51-ე სა­ჯა­რო სკო­ლის მას­წავ­ლე­ბე­ლი: „გა­მოც­და წელს ჩა­ვა­ბა­რე. მარ­თა­ლია, მე­ო­რედ დამ­ჭირ­და გას­ვ­ლა, მაგ­რამ, ვფიქ­რობ, მას­წავ­ლებ­ლის­თ­ვის ეს სუ­ლაც არ არის და­მამ­ცი­რე­ბე­ლი. დაწყე­ბი­თი კლა­სის მას­წავ­ლებ­ლის გა­მოც­და არ არის იოლი, რად­გან კომ­პ­ლექ­სუ­რია — ქარ­თუ­ლი, მა­თე­მა­ტი­კა, ბუ­ნე­ბა — მაგ­რამ შე­უძ­ლე­ბე­ლი, პრინ­ციპ­ში, არა­ფე­რია.
რაც შე­ე­ხე­ბა სქე­მას, მას­წავ­ლებ­ლის­თ­ვის აუცი­ლე­ბე­ლია პრო­ფე­სი­უ­ლი ზრდა რო­გორც სა­კუ­თა­რი, ისე მოს­წავ­ლის წარ­მა­ტე­ბის­თ­ვის.“
შეხ­ვედ­რა­ზე გა­მომ­ს­ვ­ლე­ლი მას­წავ­ლებ­ლე­ბის გარ­და,  გა­ვე­სა­უბ­რეთ დარ­ბაზ­ში მყოფ პე­და­გო­გებ­საც და არც მათ შო­რის აღ­მონ­ჩ­და ის, ვი­საც რა­ი­მე შე­ნიშ­ვ­ნა აქვს სქე­მის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, მე­ტიც, მა­თი უმე­ტე­სო­ბა მზად არის, არა მხო­ლოდ სტა­ტუ­სის შე­სა­ნარ­ჩუ­ნე­ბე­ლი, არა­მედ  შემ­დეგ სა­ფე­ხურ­ზე გა­და­სას­ვ­ლე­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბის გან­სა­ხოც­რი­ე­ლებ­ლად. 
თე­მურ სუ­ყაშ­ვი­ლი, მარ­ნე­უ­ლის ¹2 სა­ჯა­რო სკო­ლის მას­წავ­ლე­ბე­ლი: „მე­სა­მე წე­ლია, რაც სკო­ლა­ში ვას­წავ­ლი, თუმ­ცა გა­ნათ­ლე­ბით იურის­ტი ვარ. რამ­დე­ნი­მე წლის წინ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ვი­ღე პრო­ექ­ტის „ქარ­თუ­ლი რო­გორც მე­ო­რე ენა“ კონ­კურ­ს­ში და გა­ვი­მარ­ჯ­ვე. და­ვიწყე მუ­შა­ო­ბა და მივ­ხ­ვ­დი, რომ სკო­ლა­ში ჩე­მი ად­გი­ლი ვი­პო­ვე. ხში­რად ჩე­მი მე­გობ­რე­ბიც კი  მე­კითხე­ბი­ან, რა­ტომ დავ­რ­ჩი სკო­ლა­ში? მა­თაც ვპა­სუ­ხობ და თქვენც იმა­ვეს გა­გი­მე­ო­რებთ, რომ მომ­წონს, რო­ცა მო­მა­ვა­ლი თა­ო­ბის აღ­ზ­რ­და­ში მცირე წვლი­ლი შე­მაქვს. სკო­ლა ამის­თ­ვის სა­უ­კე­თე­სო ას­პა­რე­ზია — მოსწავლეებს პი­როვ­ნე­ბად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­სა და გან­ვი­თა­რე­ბა­ში ვეხ­მა­რე­ბი და ეს ძა­ლი­ან მხიბ­ლავს. თუმ­ცა, გეტყ­ვით იმა­საც, რომ ძა­ლი­ან სა­პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო საქ­მეა, მე­ტიც — ფა­ქი­ზი და საფ­რ­თხი­ლო, რად­გან შენ­გან ერ­თი არას­წო­რად გა­დად­გ­მუ­ლი ნა­ბი­ჯი ძა­ლი­ან ბევრ რა­მეს გა­ნა­პი­რო­ბებს, არაპ­რო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მი კი დამ­ღუპ­ვე­ლია.  სი­მარ­თ­ლე გითხ­რათ, პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბის გან­ც­დის მა­ღალ­მა ხა­რის­ხ­მა გა­ნა­პი­რო­ბა ჩე­მი მას­წავ­ლებ­ლად დარ­ჩე­ნა — პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბამ მო­ტი­ვა­ცია აამაღ­ლა.
ქარ­თუ­ლის გარ­და, ვარ სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი მას­წავ­ლე­ბე­ლი. თუმ­ცა, სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბას, ჯერ­ჯე­რო­ბით, ვერ ვას­წავ­ლი, რად­გან სკო­ლა­ში ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი კონ­ტინ­გენ­ტი არ გვყავს. უფ­რო­სი მას­წავ­ლებ­ლის სტა­ტუს­ი ქარ­თუ­ლის საგ­ნის კომ­პე­ტენ­ცი­ის და­დას­ტუ­რე­ბამ მო­მი­ტა­ნა. გა­მოც­და პირ­ვე­ლი­ვე ჯერ­ზე ჩა­ვა­ბა­რე. ვერ გეტყ­ვით, რომ იოლი იყო, თან, რო­გორც გითხა­რით, ჩემს პრო­ფე­სი­ას­თან საკ­მა­ოდ შორს ვარ, მაგ­რამ სა­მი წე­ლი საკ­მა­რი­სი აღ­მოჩ­ნ­და იმის­თ­ვის, რომ ამ საქ­მეს სე­რი­ო­ზუ­ლად მოვ­კი­დე­ბო­დი. ბევ­რი ვიშ­რო­მე, ვი­მე­ცა­დი­ნე კი­დე­ვაც, ტრე­ნინ­გე­ბი გა­ვი­ა­რე და, რო­გორც ხე­დავთ, გა­მოც­და ჩა­ვა­ბა­რე, და­უძ­ლე­ვე­ლი არა­ფე­რია. არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვან სკო­ლა­ში ვას­წავ­ლი ქარ­თულს, მო­ვი­პო­ვე უფ­რო­სი მას­წავ­ლებ­ლის სტა­ტუ­სი, მაგ­რამ აუცი­ლებ­ლად მინ­და გითხ­რათ, რომ ამას გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს მხარ­და­ჭე­რის გა­რე­შე ვერ შევ­ძ­ლებ­დი. პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ცენ­ტ­რის მი­ერ შე­მო­თა­ვა­ზე­ბუ­ლი ტრე­ნინ­გე­ბი გა­ვი­ა­რე და დღეს უფ­რო­სი მას­წავ­ლებ­ლის სტა­ტუ­სის და­მა­დას­ტუ­რე­ბელ სერ­ტი­ფი­კატს მი­ვი­ღებ“.
პე­ლა­გია და­ვი­თაშ­ვი­ლი, კას­პის რა­ი­ო­ნის სო­ფელ მე­ტე­ხის ¹2 სა­ჯა­რო სკო­ლის მას­წავ­ლე­ბე­ლი: „წელს და­ვა­დას­ტუ­რე საგ­ნის კომ­პე­ტენ­ცია ხე­ლოვ­ნე­ბა­ში. სულ ოთხ გა­მოც­და­ზე გა­ვე­დი — ჩა­ბა­რე­ბუ­ლი მაქვს უნა­რე­ბის გა­მოც­და და ხე­ლოვ­ნე­ბის სა­გა­ნი, ორ გა­მოც­და­ში — მა­თე­მა­ტი­კა და ქი­მია — მი­ზე­რუ­ლი ქუ­ლე­ბი და­მაკ­ლ­და ბა­რი­ე­რის გა­და­სა­ლა­ხად. აუცი­ლებ­ლად კი­დევ ვცდი ბედს. უფ­რო­სი მას­წავ­ლებ­ლის სტა­ტუ­სი ხე­ლოვ­ნე­ბის გა­მოც­დით მო­ვი­პო­ვე, რთუ­ლი და შე­უძ­ლე­ბე­ლი არ არის, მაგ­რამ ბევ­რი შრო­მა კი სჭირ­დე­ბა. გა­სუ­ლი წლის დე­კემ­ბერ­ში, მას­წავ­ლე­ბელ­თა სახ­ლ­ში, 24-სა­ა­თი­ა­ნი ტრე­ნინ­გი გა­ვი­ა­რე, რო­მელ­მაც მარ­თ­ლაც ძა­ლი­ან ბევ­რი რამ მომ­ცა. სა­სურ­ვე­ლია, მსგავ­სი ტრე­ნინ­გე­ბი სხვა საგ­ნებ­შიც ჩა­ტარ­დეს.
უკ­ვე 60 წლის ვარ და ამ პო­ზი­ცი­ა­ზე გა­ჩე­რე­ბას მა­ინც არ ვა­პი­რებ. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ჩვე­ნი პრო­ფე­სია საკ­მა­ოდ შრო­მა­ტე­ვა­დია და სე­რი­ო­ზუ­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა გვი­წევს, მა­ინც ვა­პი­რებ ვიზ­რუ­ნო რო­გორც სტა­ტუ­სის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა­ზე, ისე წინ­ს­ვ­ლა­ზე. მო­ტი­ვა­ცია გა­მოც­დის ჩა­ბა­რე­ბამ კი­დევ უფ­რო გა­მი­ზარ­და — სტა­ტუ­სის ზრდას­თან ერ­თად, ჩე­მი ხელ­ფა­სიც იზ­რ­დე­ბა“.
ეთერ ქო­ქაშ­ვი­ლი, ნა­ტახ­ტ­რის სკო­ლის მას­წავ­ლე­ბე­ლი: „დაწყე­ბი­თი სა­ფე­ხუ­რის მა­თე­მა­ტი­კა ჩა­ვა­ბა­რე და მინ­და ჩემს კო­ლე­გებს ვუთხ­რა, ვი­საც ჯერ კი­დევ წინ აქვთ გა­მოც­და — მი­თია, თით­ქოს ტეს­ტი ურ­თუ­ლე­სია. ყვე­ლა­ფე­რი დაძ­ლე­ვა­დია და ნუ შე­შინ­დე­ბით, ნურც იმა­ზე იფიქ­რებთ, რომ გა­მოც­და­ზე ერ­თხელ ან ორ­ჯერ ჩაჭ­რა  და­გაკ­ნი­ნებთ. “
მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ცენ­ტ­რის დი­რექ­ტორ­მა გი­ორ­გი მა­ჩა­ბელ­მა პე­და­გო­გებს კა­რი­ე­რუ­ლი წინ­ს­ვ­ლა მი­უ­ლო­ცა და სთხო­ვა მათ: „ხმა მი­აწ­ვ­დი­ნეთ კო­ლე­გებს, ნუ­რაფ­რის შე­ე­შინ­დე­ბათ. ვისაც რა უნ­და, ის თქვას გა­მოც­დებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, არა­ვინ არ გით­ვ­ლით, ვინ რამ­დენ­ჯერ გა­მოხ­ვალთ და რო­გორ ჩა­ა­ბა­რებთ. წი­ნა რე­ზულ­ტა­ტე­ბი არ ჩა­ით­ვ­ლე­ბა, ეს არ არის სა­დამ­ს­ჯე­ლო მე­ქა­ნიზ­მი. ჩვენ, მხო­ლოდ და მხო­ლოდ, გვა­ინ­ტე­რე­სებს და ვა­მოწ­მებთ პე­და­გო­გე­ბის ცოდ­ნას იმ სა­გან­ში, რო­მელ­საც სკო­ლა­ში ას­წავ­ლი­ან და მე­რამ­დე­ნე გას­ვ­ლა­ზე ჩა­ა­ბა­რებს მასწავლებელი გა­მოც­დას, ამას არა­ნა­ი­რი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა არ აქვს. მთა­ვა­რია, და­ა­დას­ტუ­როთ საგ­ნობ­რი­ვი კომ­პე­ტენ­ცია და შემ­დეგ ჩვენც, თქვენ­თან ერ­თად, და­ვიწყებთ კა­რი­ე­რულ სა­ფე­ხუ­რებ­ზე ძა­ლი­ან სკრუ­პუ­ლო­ზურ სვლას — მო­გამ­ზა­დებთ ყვე­ლა მი­მარ­თუ­ლე­ბით, რაც კი დაგ­ჭირ­დე­ბათ. გარ­წ­მუ­ნებთ, ამ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, სა­ნამ სკო­ლა­ში არ შე­იქ­მ­ნე­ბა ისე­თი მე­ქა­ნიზ­მი, რომ პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბა მის ბა­ზა­ზე გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა, თქვენ გვერ­დით ვიქ­ნე­ბით“.
შე­გახ­სე­ნებთ, რომ მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი ორი­ენ­ტა­ცი­ი­სა და კა­რი­ე­რუ­ლი წინ­ს­ვ­ლის სქე­მის და­ნერ­გ­ვა მიმ­დი­ნა­რე წლის სექ­ტემ­ბ­რი­დან და­იწყო. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ პირ­ვე­ლი წე­ლი სა­პი­ლო­ტედ გა­ნი­საზღ­ვ­რა და ჯერ მხო­ლოდ ერ­თი სე­მეს­ტ­რი დას­რულ­და, 330-მა პრაქ­ტი­კოს­მა მას­წავ­ლე­ბელ­მა წარ­მა­ტე­ბით გა­და­ლა­ხა საგ­ნობ­რი­ვი გა­მოც­დის ბა­რი­ე­რი და უფ­რო­სი მას­წავ­ლებ­ლის სტა­ტუ­სი მო­ი­პო­ვა. პე­და­გოგ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის გზა კი პირ­და­პირ ბმა­შია შრო­მით ანაზღა­უ­რე­ბას­თან, რაც ყვე­ლა­ზე მე­ტად ზრდის მათ მო­ტი­ვა­ცი­ას. 

 

25-28(942)N