გამოდის 1998 წლიდან
2016-04-07
ფორმალური ქმედებებით შემოფარგლული აქტივობები

დღეს საზოგადოება აქტიურად განიხილავს მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარი­ერუ­ლი ზრდის სქემას. აქტივობებში ჩართული პედაგოგების ნაწილს სქემა მოსწონს, ნაწილი კრიტიკულად აფა­სე­ბს.
არანაკლებ აქტუალურად წარიმართა მასწავლებელთა საგნობრივი გამოცდების შედეგების განხილვა. სა­ზო­გადოება აქაც ორად გაიყო: ისინი, ვინც ყველაფერში პედაგოგებს ადანაშაულებენ და ისინი ვინც წარუ­მა­ტე­ბლობლის მიზეზს განათლების სამინისტროს ფორმალურ ქმედებებში ხედავს.
ამ საკითხებზე გვესაუბრება არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია „სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ალი­ან­სის“ თა­ნა­თავ­მ­ჯ­დო­მა­რე მა­რი­ამ რა­მი­ნაშ­ვი­ლი


— რო­გორ აფა­სებთ მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და კა­რი­ე­რუ­ლი ზრდის სქე­მას. იძ­ლე­ვა თუ არა ის სის­ტე­მის გა­ჯან­სა­ღე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას? რას აკე­თებს სა­ხელ­მ­წი­ფო მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის?
— სა­მი­ნის­ტ­როს მხრი­დან გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი პრო­ექ­ტე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა მხო­ლოდ ფორ­მა­ლუ­რად წარ­მო­ად­გენს სწავ­ლის ხა­რის­ხის ამაღ­ლე­ბი­სათ­ვის გან­კუთ­ვ­ნილ აქ­ტი­ვო­ბებს და, ძი­რი­თა­დად, სა­მი­ნის­ტ­როს პი­არ-კამ­პა­ნი­ას ემ­სა­ხუ­რე­ბა. პრო­ცე­სის გა­უ­აზ­რე­ბელ და უპა­სი­ხის­მ­გებ­ლო ქმე­დე­ბებ­ზე არა­ერ­თი არ­გუ­მენ­ტი შე­იძ­ლე­ბა მო­ვიყ­ვა­ნო. თა­ნა­მედ­რო­ვე მოთხოვ­ნე­ბის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა შე­სა­ბა­მი­სი კომ­პე­ტენ­ცი­ით აღ­ჭურ­ვილ პე­და­გოგს შე­უძ­ლია, რო­მელ­საც სა­ხელ­მ­წი­ფომ უნ­და მის­ცეს მო­ტი­ვა­ცია, სრუ­ლად იყოს ჩაბ­მუ­ლი პრო­ცეს­ში. თუმ­ცა მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის და კა­რი­ე­რუ­ლი ზრდის ის სქე­მა, რაც სა­მი­ნის­ტ­რომ შეს­თა­ვა­ზა პე­და­გო­გებს, სრუ­ლად სცდე­ბა იმ რა­ცი­ო­ნა­ლურ შე­საძ­ლებ­ლო­ბებს, რაც დღეს­დღე­ო­ბით სჭირ­დე­ბა ხა­რის­ხის ამაღ­ლე­ბა­ზე ორი­ენ­ტირე­ბულ აქ­ტი­ვო­ბებს. ეს მხო­ლოდ მას­წავ­ლე­ბელ­თა გა­ჩუ­მე­ბის მცდე­ლო­ბაა, რომ სქე­მით გან­საზღ­ვ­რუ­ლი ვა­დე­ბის ამო­წურ­ვამ­დე, პრე­ტენ­ზი­ე­ბი არ გა­უჩ­ნ­დეთ ხელ­ფა­სე­ბის მო­მა­ტე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით. თუ ვინ­მე კონ­ტ­რარ­გუ­მენ­ტად მას­წავ­ლე­ბელ­თა ხელ­ფა­სის და­გეგ­მილ მა­ტე­ბა­ზე გა­ა­კე­თებს აქ­ცენტს, ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ცვლი­ლე­ბებს ჩა­ხე­დოს და შე­და­რე­ბის შემ­დ­გომ გა­მო­ი­ტა­ნოს დას­კ­ვ­ნა, მო­ე­მა­ტათ თუ და­აკ­ლ­დათ ხელ­ფა­სი მას­წავ­ლებ­ლებს. ხარ­ვე­ზებს შო­რის აუცი­ლებ­ლად აღ­სა­ნიშ­ნა­ვია სქე­მით გან­საზღ­ვ­რულ აქ­ტი­ვო­ბებ­ზე ყუ­რადღე­ბის გა­მახ­ვი­ლე­ბა. ერ­თ­მ­ნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად შე­იძ­ლე­ბა ით­ქ­ვას, რომ არც ერ­თი მათ­გა­ნი არაა ინ­დი­კა­ტო­რი, რო­მე­ლიც სის­ტე­მის რე­ა­ლურ შე­ფა­სე­ბას მოგ­ვ­ცემს, რომ არა­ფე­რი ვთქვათ მათ რა­ო­დე­ნო­ბა­სა და შემ­ფა­სებ­ლის კომ­პე­ტენ­ცი­ა­ზე. შე­უძ­ლე­ბე­ლია, ერ­თ­სა და იმა­ვე დროს, სკო­ლის მას­წავ­ლე­ბე­ლი იყოს პრაქ­ტი­კო­სის სტა­ტუ­სის მა­ტა­რე­ბე­ლი და ამავ­დ­რო­უ­ლად, უწევ­დეს ამა­ვე სკო­ლა­ში უფ­რო­სი ან წამ­ყ­ვა­ნი მას­წავ­ლებ­ლის სტა­ტუ­სის მქო­ნე პი­რის შე­ფა­სე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა. ამ ვა­რი­ანტს შე­მო­თა­ვა­ზე­ბუ­ლი სქე­მა შე­საძ­ლებ­ლად მი­იჩ­ნევს. ამას თუ და­ვუ­მა­ტებთ, რომ წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ასე­თი შე­მოწ­მე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა ერთ პე­და­გოგ­ზე, უკე­თეს შემ­თხ­ვე­ვა­ში, შე­იძ­ლე­ბა იყოს მხო­ლოდ ორი, სა­ერ­თოდ სა­უ­ბა­რი არ შე­იძ­ლე­ბა იმა­ზე, რომ ასეთ­მა მო­ნი­ტო­რინ­გ­მა მოგ­ვ­ცეს სრულ­ყო­ფი­ლი სუ­რა­თი პე­და­გო­გე­ბის შე­სა­ხებ ან შე­საძ­ლებ­ლო­ბა, გა­მო­ვი­ყე­ნოთ ხა­რის­ხის გა­სა­უმ­ჯო­ბე­სებ­ლად.
რე­ა­ლუ­რად რა აქვს დღეს პე­და­გოგს? ერ­თი — სა­მი­ნის­ტ­როს მი­ერ შე­მო­თა­ვა­ზე­ბუ­ლი მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და კა­რი­ე­რუ­ლი წინ­ს­ვ­ლის სქე­მა, რო­მე­ლიც ყვე­ლა მას­წავ­ლე­ბელ­მა იცის და პი­რად სა­უბ­რებ­ში თა­ვად ამ სქე­მის შემ­ქ­მ­ნე­ლე­ბიც არ მა­ლა­ვენ, რომ გა­ნუ­ხორ­ცი­ე­ლე­ბე­ლია და მი­სი ერ­თა­დერ­თი ფუნ­ქ­ცია მას­წავ­ლებ­ლის შე­ჩე­რე­ბაა, პრო­ტეს­ტი არ გა­მოთ­ქ­ვას ხელ­ფა­სის არ­მო­მა­ტე­ბის გა­მო და მე­ო­რე — პე­და­გო­გის მხრი­დან და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ზრუნ­ვა სა­ინ­ტე­რე­სო სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცე­სის წარ­მარ­თ­ვი­სა და გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის ამაღ­ლე­ბის­თ­ვის. სა­მი­ნის­ტ­როს, ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით, არ გა­აჩ­ნია ერ­თი­ა­ნი სის­ტე­მუ­რი და პრაქ­ტი­კა­ზე ორი­ენ­ტე­ბუ­ლი ხედ­ვა.
— 5-კრე­დი­ტი­ა­ნი კურ­სის გავ­ლა პრაქ­ტი­კო­სი მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვის ერთ-ერ­თი სა­ვალ­დე­ბუ­ლო აქ­ტი­ვო­ბაა, უფ­რო­სი მას­წავ­ლებ­ლის სტა­ტუ­სის მო­სა­პო­ვებ­ლად სა­ვალ­დე­ბუ­ლო აქ­ტი­ვო­ბაა პრო­ფე­სი­ულ უნა­რებ­ში ტრე­ნინგ-კურ­სის გავ­ლა. რამ­დე­ნად ეფექ­ტუ­რია მსგავ­სი ტრე­ნინ­გე­ბი პე­და­გო­გე­ბის­თ­ვის?
— სა­სერ­ტი­ფი­კა­ციო გა­მოც­დე­ბის პრო­ფე­სი­უ­ლი უნა­რე­ბის ნა­წი­ლი, ახალ სქე­მა­ში, ჩა­ნაც­ვ­ლ­და პრაქ­ტი­კუ­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბი­სა­გან შეგ­რო­ვე­ბუ­ლი კრე­დიტ­ქუ­ლე­ბით, რო­მელ­თა შო­რი­საა სა­ვალ­დე­ბუ­ლო აქ­ტი­ვო­ბე­ბი, კერ­ძოდ, 5-კრე­დი­ტი­ა­ნი კურ­სის გავ­ლაც. კურ­სი გან­კუთ­ვ­ნი­ლია მოქ­მე­დი, პრაქ­ტი­კო­სის სტა­ტუ­სის მქო­ნე მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვის, რომ­ლებ­საც ჩა­ბა­რე­ბუ­ლი აქვთ საგ­ნის გა­მოც­და. კურ­სის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლი ორი­ენ­ტირე­ბუ­ლია პრო­ფე­სი­უ­ლი უნა­რე­ბის გაღ­რ­მა­ვე­ბა­ზე და შედ­გე­ბა ორი მო­დუ­ლის­გან: თა­ნა­მედ­რო­ვე მიდ­გო­მე­ბი სწავ­ლე­ბა­სა და შე­ფა­სე­ბა­ში და, მე­ო­რე, ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბა. აღ­ნიშ­ნუ­ლი თე­მა­ტი­კა ერთ-ერ­თი აუცი­ლე­ბე­ლი და უწყ­ვე­ტი ნა­წი­ლია სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცე­სის წარ­მარ­თ­ვის­თ­ვის, შე­სა­ბა­მი­სად, სამ­წ­ლი­ან პე­რი­ოდ­ში, რაც სტა­ტუ­სის შეც­ვ­ლის­თ­ვის და­საშ­ვე­ბი პე­რი­ო­დია, რა თქმა უნ­და, ფორ­მა­ლუ­რი აქ­ტი­ვო­ბის შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას ტო­ვებს მი­სი ერ­თ­ჯე­რა­დი გავ­ლის სა­ვალ­დე­ბუ­ლო­ო­ბა. აქ­ვე, აუცი­ლებ­ლად ყუ­რადღე­ბა მი­საქ­ცე­ვია, რო­გორ მოხ­დე­ბა გავ­ლი­ლი ტრე­ნინგ-მო­დუ­ლის ჩათ­ვ­ლა პე­და­გო­გის­თ­ვის. თუ ის მხო­ლოდ დას­წ­რე­ბის კრი­ტე­რი­უ­მით შე­მო­ი­ფარ­გ­ლე­ბა, აუცი­ლე­ბ­ლად უსარ­გებ­ლო გახ­დე­ბა და პე­და­გო­გე­ბის­გან დრო­ის და სა­ხელ­მ­წი­ფო­სა­გან თან­ხის ხარ­ჯ­ვის მეტს არა­ფერს და­ტო­ვებს. თუ პე­და­გოგს მო­უ­წევს გა­მოც­დის ჩა­ბა­რე­ბა, ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში, გა­უ­გე­ბა­რია, რა შეც­ვა­ლა სა­ხელ­მ­წი­ფომ, მით უმე­ტეს სა­უ­ბა­რი აღა­რაა გა­მარ­ტი­ვე­ბა­ზე — ერ­თი პრო­ფე­სი­უ­ლი უნა­რე­ბის გა­მოც­დის ნაც­ვ­ლად, პე­და­გოგს, სტა­ტუ­სის შე­საც­ვ­ლე­ლად, დარ­ჩა გა­მოც­და და და­ე­მა­ტა კი­დევ ბევ­რი უსარ­გებ­ლო აქ­ტი­ვო­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა, რაც ნიშ­ნავს, რომ პრო­ცე­სი გარ­თულ­და და, რაც ისევ უნ­და აღ­ვ­ნიშ­ნო, სწავ­ლის ხა­რის­ხის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის შე­დეგ­სა და პრო­ფე­სი­ულ გან­ვი­თა­რე­ბა­ზე გავ­ლე­ნის მოხ­დე­ნის გა­რე­შე. მა­შა­სა­და­მე, სქე­მით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი ყვე­ლა მოთხოვ­ნა არის აქ­ტი­ვო­ბა აქ­ტი­ვო­ბის­თ­ვის, დრო­ე­ბი­თი ფორ­მა­ლუ­რი ქმე­დე­ბა, რო­მელ­საც არც სკო­ლას­თან, არც სწავ­ლის ხა­რის­ხ­თან და არც პე­და­გოგ­თა პრო­ფე­სი­ულ გან­ვი­თა­რე­ბას­თან არა­ფე­რი აქვს სა­ერ­თო.
— პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და კა­რი­ე­რუ­ლი წინ­ს­ვ­ლის სქე­მის ერთ-ერ­თი სა­ვალ­დე­ბუ­ლო აქ­ტი­ვო­ბაა მას­წავ­ლე­ბელ­თა პრაქ­ტი­კის შე­ფა­სე­ბა, ე.წ. „გა­რე დაკ­ვირ­ვე­ბა“. რო­გო­რია თქვე­ნი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ამ აქ­ტი­ვო­ბის მი­მართ?
— გა­რე დაკ­ვირ­ვე­ბა არის შე­ფა­სე­ბი­სა და გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის მი­ერ, პე­და­გო­გი­უ­რი პრაქ­ტი­კის გან­მავ­ლო­ბა­ში, ერ­თხელ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი საკ­ლა­სო დაკ­ვირ­ვე­ბა. მო­ნი­ტო­რი აკ­ვირ­დე­ბა უფ­რო­სი მას­წავ­ლებ­ლის მი­ერ ჩა­ტა­რე­ბულ გაკ­ვე­თილს და აფა­სებს მას შე­ფა­სე­ბის რუბ­რი­კის მი­ხედ­ვით. ეს აქ­ტი­ვო­ბა სა­ვალ­დე­ბუ­ლოა წამ­ყ­ვა­ნი მას­წავ­ლებ­ლის სტა­ტუ­სის მო­სა­პო­ვებ­ლად. რომ არა­ფე­რი ვთქვა თვი­თონ შე­ფა­სე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბა­სა და, ქვეყ­ნის მას­შ­ტა­ბით, ტექ­ნი­კუ­რად, ამ აქ­ტი­ვო­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფას­თან და­კავ­ში­რე­ბით, თა­ვის­თა­ვად აქ­ტი­ვო­ბა, რო­მე­ლიც სამ­ წე­ლი­წად­ში ერ­თხელ აფა­სებს ადა­მი­ანს და იღებს გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბას მის­თ­ვის სტა­ტუ­სის მო­მა­ტე­ბის ან შემ­ცი­რე­ბის შე­სა­ხებ, ნა­თე­ლია, რომ არის უსარ­გებ­ლო, ფორ­მა­ლუ­რი და გა­მო­უ­სა­დე­გა­რი.
— რო­გორც ვი­ცით, ახალ სქე­მა­ზეა მიბ­მუ­ლი სა­ხელ­ფა­სო პო­ლი­ტი­კაც. გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­რო­ში ხელ­ფა­სე­ბის გა­ნა­წი­ლე­ბის ახალ მე­თოდს მაქ­სი­მა­ლუ­რად ობი­ექ­ტურს უწო­დე­ბენ. რე­ა­ლუ­რად, და­ეხ­მა­რე­ბა თუ არა ანაზღა­უ­რე­ბის ეს მო­დე­ლი მას­წავ­ლებ­ლე­ბის მო­ტი­ვა­ცი­ის ამაღ­ლე­ბას და მათ პრო­ფე­სი­ულ ზრდას?
— დღეს სა­ქარ­თ­ვე­ლოს ჰყავს 60 500-მდე პე­და­გო­გი, აქე­დან: 15000-მდე — უფ­რო­სი მას­წავ­ლებ­ლის სტა­ტუ­სით, 151 — წამ­ყ­ვა­ნი მას­წავ­ლებ­ლის სტა­ტუ­სით და 45 400-მდე — პრაქ­ტი­კო­სი მას­წავ­ლებ­ლის სტა­ტუ­სით. სა­ბა­ზო ხელ­ფა­სი აპ­რი­ლი­დან გახ­და 405 ლა­რი. უფ­როს მას­წავ­ლე­ბელს და­ე­მა­ტა ხელ­ზე ასა­ღე­ბი 144 ლა­რი. წამ­ყ­ვან მას­წავ­ლე­ბელს, და­მა­ტე­ბით — 270 ლა­რი (ხელ­ზე ასა­ღე­ბი 216 ლა­რი). 2012 წელს სა­ქარ­თ­ვე­ლოს ჰყავ­და 67 152 პე­და­გო­გი, აქე­დან, სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი — 15 000-მდე, მათ შო­რის 200-ლა­რი­ა­ნი და 1000-ლა­რი­ა­ნი. სა­ბა­ზო ხელ­ფა­სი იყო 305 ლა­რი. სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი მას­წავ­ლე­ბე­ლი, და­მა­ტე­ბით, იღებ­და 75 ლარს (ხელ­ზე ასა­ღე­ბი 60 ლა­რი).
ხელ­ფა­სის და­ან­გა­რი­შე­ბის ახა­ლი წე­სის მი­ხედ­ვით, პე­და­გო­გებს არ შე­უ­ნარ­ჩუნ­დათ სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბის და­ნა­მა­ტი, მა­შა­სა­და­მე, 60 ლარს მა­შინ­დე­ლი სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი და დღე­ვან­დე­ლი უფ­რო­სი მას­წავ­ლებ­ლის სტა­ტუ­სის მქო­ნე ისე­დაც იღებ­და და და­სა­ხე­ლე­ბუ­ლი 144-ლა­რი­ა­ნი მა­ტე­ბა კი არ გან­ხორ­ცი­ელ­და, არა­მედ 15 000-მდე პე­და­გოგს მო­ე­მა­ტა მხო­ლოდ 84 ლა­რი. რაც შე­ე­ხე­ბა უფ­რო სო­ლი­დურ მა­ტე­ბას — წამ­ყ­ვან მას­წავ­ლე­ბელ­საც, რო­მე­ლიც სა­ქარ­თ­ვე­ლოს მას­შ­ტა­ბით 151-ია, ჩა­მო­ერ­თ­ვა აქამ­დე არ­სე­ბუ­ლი 60-ლა­რი­ა­ნი სა­სერ­ტი­ფი­კა­ციო და­ნა­მა­ტი, მა­შა­სა­და­მე, რე­ა­ლუ­რად მო­ე­მა­ტათ 156 ლა­რი. ე.ი. პე­და­გო­გე­ბის და­სა­ხე­ლე­ბუ­ლი სა­ხელ­ფა­სო მა­ტე­ბა, 2012 წელ­თან მი­მარ­თე­ბა­ში, ასე გა­მო­ი­ყუ­რე­ბა: 45 400-მდე მას­წავ­ლე­ბელს — 80 ლა­რი; 15 000-მდე პე­და­გოგს — 84 ლა­რი; 151 პე­და­გოგს — 156 ლა­რი. ახ­ლა აუცი­ლე­ბე­ლია (რად­გან 2012 წელ­თან მი­მარ­თე­ბა­ში ით­ვ­ლის მთავ­რო­ბა), ეს ხელ­ფა­სე­ბი გა­მო­ვი­ან­გა­რი­შოთ დო­ლა­რის 2012 და 2016 წლის კურ­სით, ხელ­ფა­სის მსყიდ­ვე­ლუ­ნა­რი­ა­ნო­ბის და­სად­გე­ნად. 2012 წელს 305 ლა­რი იყო 183 დო­ლა­რი; 2016 წელს 405 ლა­რი არის 173 დო­ლა­რი. მა­შა­სა­და­მე, სა­ბა­ზო ხელ­ფა­სი არა­თუ გა­ი­ზარ­და, შემ­ცირ­და. და­ბო­ლოს, მი­ნის­ტ­რის მი­ერ და­სა­ხე­ლე­ბუ­ლი, 2012 წლამ­დე არ­სე­ბუ­ლი, სა­შუ­ა­ლო ხელ­ფა­სი — 326 ლა­რი იმ პე­რი­ო­დის­თ­ვის 198 დო­ლა­რის ეკ­ვი­ვა­ლენ­ტი იყო, დღეს კი, 45 500-მდე პე­და­გო­გის (იგუ­ლის­ხ­მე­ბა პრაქ­ტი­კო­სი მას­წავ­ლებ­ლის სტა­ტუ­სის მქო­ნე პე­და­გო­გე­ბი) რე­ა­ლუ­რი ანაზღა­უ­რე­ბა, 434 ლა­რი, 184 დო­ლა­რის ეკ­ვი­ვა­ლენ­ტია. შე­სა­ბა­მი­სად, ად­ვი­ლი მი­სახ­ვედ­რია, არის თუ არა და­ა­ნონ­სე­ბუ­ლი მა­ტე­ბა რე­ა­ლუ­რად პე­და­გოგ­თა სო­ცი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბი­სათ­ვის ზრუნ­ვა. რაც შე­ე­ხე­ბა იმას, აღ­ნი­შუ­ლი სა­ხელ­ფა­სო მა­ტე­ბის მო­დე­ლი ატა­რებს თუ არა მო­ტი­ვა­ტო­რის ფუნ­ქ­ცი­ას, მარ­ტი­ვი პა­სუ­ხი არ­სე­ბობს — პე­და­გოგ­თა არ­სე­ბუ­ლი სა­ხელ­ფა­სო პო­ლი­ტი­კა არა­თუ მო­ტი­ვა­ცი­ის გა­სა­უმ­ჯო­ბე­სებ­ლად არ გა­მოდ­გე­ბა, ის მა­თი ელე­მენ­ტა­რუ­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის მო­წეს­რი­გე­ბა­საც კი ვერ უზ­რუნ­ველ­ყოფს.
— „მას­წავ­ლე­ბელ­თა და სკო­ლის დი­რექ­ტორ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის პრო­ექ­ტის“ ფარ­გ­ლებ­ში „ტრე­ნერ­თა სკო­ლა“ უკ­ვე ამოქ­მედ­და, რო­მე­ლიც კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი, სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ტრე­ნე­რე­ბის მომ­ზა­დე­ბა­სა და გა­დამ­ზა­დე­ბას უზ­რუნ­ველ­ყოფს. რო­გორ ფიქ­რობთ, რა­ტომ შე­ირ­ჩა STEM პრო­ფე­სი­ე­ბი და რა­ტომ ჩა­ი­დო სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ამ დარ­გე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ში საკ­მა­ოდ დი­დი ინ­ვეს­ტი­ცია? რამ­დე­ნად ეფექ­ტუ­რია მსგავ­სი ტრე­ნინ­გე­ბი პე­და­გო­გე­ბის­თ­ვის?
— კი­დევ ერ­თხელ მინ­და აღ­ვ­ნიშ­ნო, მთავ­რო­ბას არ გა­აჩ­ნია გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის გან­ვი­თა­რე­ბის ერ­თი­ა­ნი ეფექ­ტუ­რი სტრა­ტე­გია. მი­სი აქ­ტი­ვო­ბე­ბი მხო­ლოდ ფორ­მა­ლუ­რი ქმე­დე­ბე­ბი­თაა შე­მო­ფარ­გ­ლუ­ლი და, შე­სა­ბა­მი­სად, ასე გაგ­რ­ძე­ლე­ბა სრუ­ლად გა­ა­ნად­გუ­რებს იმ მიღ­წე­ვებ­საც კი, რო­მე­ლიც ამ პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში ძა­ლი­ან ბევ­რი ადა­მი­ა­ნის და­უ­ღა­ლა­ვი შრო­მით იქ­ნა მიღ­წე­უ­ლი. აშშ-ს „ათას­წ­ლე­უ­ლის გა­მოწ­ვე­ვის კორ­პო­რა­ცი­ას­თან“ ((Millennium Challenge Corporation- MCC) თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის მე­ო­რე კომ­პაქ­ტის (გრან­ტის) ფარ­გ­ლებ­ში, სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის გან­ვი­თა­რე­ბის ხელ­შეწყო­ბი­სათ­ვის 140 მი­ლი­ო­ნი აშშ დო­ლა­რი გა­მო­ი­ყო. მე­ო­რე კომ­პაქ­ტის რა­ტი­ფი­ცი­რე­ბამ­დე, 2011-12 წლებ­ში, არა­ერ­თი წი­ნას­წა­რი სა­მუ­შაო გან­ხორ­ცი­ელ­და, რომ­ლის შე­დე­გი­ცაა ამ პრო­ექ­ტის ამუ­შა­ვე­ბა. თუმ­ცა, არ­სე­ბულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში, ვფიქ­რობ, თვალ­ნათ­ლი­ვი შე­დე­გე­ბის მიღ­წე­ვა შე­უძ­ლე­ბე­ლი გახ­დე­ბა, სწო­რედ იმი­ტომ, რომ ეფე­ტუ­რო­ბის გა­რან­ტი პრო­ცე­სის წარ­მარ­თ­ვის სის­ტე­მუ­რო­ბა და ადეკ­ვა­ტუ­რო­ბაა და არა ქა­ო­ტუ­რი, არა­რე­ა­ლუ­რი შე­დე­გე­ბის მიღ­წე­ვი­სათ­ვის ახი­რე­ბუ­ლი სწრაფ­ვა. რა­ტომ შე­ირ­ჩა STEM პრო­ფე­სი­ე­ბი? მი­ზე­ზი ერ­თა­დერ­თია — ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ქვე­ყა­ნა­ში გვაქვს პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი კად­რე­ბის დე­ფი­ცი­ტი. გან­სა­კუთ­რე­ბით ეს სა­ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლო მეც­ნი­ე­რე­ბე­ბის, სა­ინ­ჟინ­რო და ტექ­ნო­ლო­გი­ურ (STჶმ) სფე­რო­ებ­ში კად­რე­ბის დე­ფი­ციტს ეხე­ბა. ტრე­ნინ­გე­ბის ეფექ­ტუ­რო­ბა ერ­თ­მ­ნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად და­მო­კი­დე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა, რამ­დე­ნად სწო­რად შე­ირ­ჩე­ვა კად­რე­ბი პროგ­რა­მის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად და რამ­დე­ნად კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რი იქ­ნე­ბა შემ­ს­რუ­ლე­ბელ­თა და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა საქ­მი­ა­ნო­ბის პრო­ცეს­ში. რაც შე­ე­ხე­ბა მო­ლო­დინს, ამ პროგ­რა­მამ მკვეთ­რად შეც­ვა­ლოს გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში არ­სე­ბუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა, უზ­რუნ­ველ­ყოს ხარ­ვე­ზე­ბის აღ­მოფხ­ვ­რა — შე­უძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა და არც ვე­ლო­დე­ბი. კი­დევ ერ­თხელ გა­ვი­მე­ო­რებ არ­გუ­მენტს — მთავ­რო­ბას არ გა­აჩ­ნია გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის გან­ვი­თა­რე­ბის ერ­თი­ა­ნი ეფექ­ტუ­რი სტრა­ტე­გია.
— პე­და­გოგ­თა ბო­ლო საგ­ნობ­რივ­მა გა­მოც­დამ მას­წავ­ლე­ბელ­თა კომ­პე­ტენ­ცი­ის და­ბა­ლი დო­ნე აჩ­ვე­ნა. სის­ტე­მა თუ პე­და­გო­გე­ბი — ვინ არის რე­ა­ლუ­რად პა­სუ­ხის­მ­გე­ბე­ლი შე­დეგ­ზე? არა­ერ­თი პე­და­გო­გი ტეს­ტე­ბის არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რო­ბას, სირ­თუ­ლეს ასა­ხე­ლებს. რა აზ­რის ხართ თქვენ?
— პირ­ველ რიგ­ში, აუცი­ლებ­ლად უნ­და აღ­ვ­ნიშ­ნო, რომ შე­მაშ­ფო­თე­ბე­ლი იყო მი­ნის­ტ­რის კო­მენ­ტა­რი სტა­ტის­ტი­კას­თან და­კავ­ში­რე­ბით — მან ერ­თ­მ­ნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად  გა­უს­ვა ხა­ზი, რომ ეს შე­დე­გი მო­სა­ლოდ­ნე­ლი იყო და ამა­ში სა­გან­გა­შოს ვე­რა­ფერს ხე­დავს — ანუ, რა თქვა მი­ნის­ტ­რ­მა? — ერ­თი მხრივ, იცო­და, რომ ასე­თი წა­რუ­მა­ტე­ბე­ლი შე­დე­გი დად­გე­ბო­და (ამით მას­წავ­ლებ­ლე­ბის არა­კომ­პე­ტენ­ტუ­რო­ბას გა­უს­ვა ხა­ზი) და მე­ო­რე მხრივ, მას­წავ­ლე­ბელ­თა გუ­ლის მო­სა­გე­ბად ბრძა­ნა, რომ სა­გან­გა­შოს ვე­რა­ფერს ხე­დავს. რე­ა­ლუ­რად კი, სა­ზო­გა­დო­ე­ბის თვალ­ში შე­ლა­ხა პე­და­გო­გე­ბის ავ­ტო­რი­ტე­ტი და სა­მი­ნის­ტ­როს უმაქ­ნი­სო­ბა მას­წავ­ლე­ბელს გა­და­აბ­რა­ლა.
იმ ხუ­თი­ა­თა­სამ­დე პე­და­გო­გის არა­სა­ხარ­ბი­ე­ლო შე­დე­გის რე­ა­ლუ­რი მი­ზე­ზი რამ­დე­ნი­მე შე­იძ­ლე­ბა იყოს. პირ­ვე­ლი ის, რომ სა­მი­ნის­ტ­რო არ და­ინ­ტე­რეს­და წი­ნა შე­დე­გე­ბით, რა იყო წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბის მი­ზე­ზი და სწო­რედ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით არ იმუ­შა­ვა პე­და­გო­გებ­თან, შე­სა­ბა­მი­სად, შე­დე­გიც იგი­ვე მი­ი­ღო; მე­ო­რე, პე­და­გო­გე­ბი, სა­მი­ნის­ტ­როს მი­ერ დაგ­ვი­ა­ნე­ბუ­ლი ტრე­ნინ­გე­ბის ჩა­ტა­რე­ბის გა­მო, იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­დ­ნენ და­მო­უ­კი­დებ­ლად ეძებ­ნათ გა­მო­სა­ვა­ლი, რო­მე­ლიც, რა თქმა უნ­და, ეფექ­ტუ­რი არ აღ­მოჩ­ნ­და. გან­სა­კუთ­რე­ბით იმ პი­რო­ბებ­ში, რომ სა­მი­ნის­ტ­რომ თა­ვი ვერ/არ მო­ა­ბა ქვე­ყა­ნა­ში აკ­რე­დი­ტე­ბუ­ლი პროგ­რა­მე­ბის არ­სე­ბო­ბას, რო­მე­ლიც შე­სა­ბა­მი­სო­ბა­ში იქ­ნე­ბა დაკ­ვე­თას­თან და პე­და­გო­გიც, სურ­ვი­ლის შემ­თხ­ვე­ვა­ში, მათ მი­ა­კითხავს გა­და­სამ­ზა­დებ­ლად; მე­სა­მე, პე­და­გოგ­თა დი­დი უმ­რავ­ლე­სო­ბა სურ­ვი­ლის გა­რე­შე და­ა­რე­გის­ტ­რი­რეს და მათ­გან მხო­ლოდ 50% გა­მოცხად­და გა­მოც­დებ­ზე; მე­ოთხე, სა­მი­ნის­ტ­როს დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბუ­ლი სსიპ-ების არა­კო­ორ­დი­ნი­რე­ბუ­ლი მუ­შა­ო­ბა და რე­ა­ლურ სი­ტუ­ა­ცი­ას­თან მა­თი კავ­ში­რის არარ­სე­ბო­ბა ტეს­ტე­ბის ში­ნა­არ­ს­ზეც აისა­ხა. ეს ჩა­მო­ნათ­ვა­ლი, შე­საძ­ლე­ბე­ლია, კვლავ გა­ვაგ­რ­ძე­ლოთ, თუმ­ცა მთა­ვა­რი ისაა, რომ დღეს რე­ა­ლუ­რად გვაქვს პე­და­გო­გის მხრი­დან და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ზრუნ­ვა სა­ინ­ტე­რე­სო სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცე­სის წარ­მარ­თ­ვი­სა და გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის ამაღ­ლე­ბის­თ­ვის. სა­მი­ნის­ტ­როს ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით არ გა­აჩ­ნია ერ­თი­ა­ნი, სის­ტე­მუ­რი და პრაქ­ტი­კა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი ხედ­ვა. სრუ­ლი პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბით შე­მიძ­ლია გან­ვაცხა­დო, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლოს პე­და­გოგ­თა კორ­პუ­სის ძი­რი­თა­დი ბირ­თ­ვი კომ­პე­ტენ­ტუ­რია, რო­მელ­ზე დაყ­რ­დ­ნო­ბაც ნამ­დ­ვი­ლად შე­საძ­ლე­ბე­ლია და რო­მელ­საც აქვს უნა­რი, სა­ხელ­მ­წი­ფოს მხრი­დან სწო­რად და ადეკ­ვა­ტუ­რად და­გეგ­მი­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბის პი­რო­ბებ­ში, უზ­რუნ­ველ­ყოს გა­ნათ­ლე­ბის მა­ღა­ლი ხა­რის­ხი.

ესა­უბ­რა მა­კა ყი­ფი­ა­ნი

25-28(942)N