გამოდის 1998 წლიდან
2016-04-14
პე­და­გო­გე­ბი მე­თო­დი­კის სა­კითხებს აღარ ჩა­ა­ბა­რე­ბენ ცვლი­ლე­ბა საგ­ნობ­რივ ტეს­ტებ­ში

პე­და­გოგ­თა საგ­ნობ­რივ სა­გა­მოც­დო ტეს­ტ­ში ცვლი­ლე­ბა შე­ვი­და — მიმ­დი­ნა­რე წლის ივ­ლის­ში გა­მოც­და­ზე გა­სუ­ლი პე­და­გო­გე­ბი სწავ­ლე­ბის მე­თო­დი­კის სა­კითხებს, რაც ტეს­ტის, და­ახ­ლო­ე­ბით, 30%-ს შე­ად­გენ­და, აღარ ჩა­ა­ბა­რე­ბენ. ამ ცვლი­ლე­ბის შე­სა­ხებ გვე­სა­უბ­რე­ბა შე­ფა­სე­ბი­სა და გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის ზო­გა­დი უნა­რე­ბის ჯგუ­ფის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი სო­ფო დო­ლი­ძე:

— აქამ­დე არ­სე­ბუ­ლი ტეს­ტი ამოწ­მებ­და რო­გორც საგ­ნობ­რივ, ისე მე­თო­დი­კის ცოდ­ნას. მე­თო­დი­კის ცოდ­ნის ნა­წილ­ში, სხვა­დას­ხ­ვა ტეს­ტ­ში, ცხა­დია, და­ვა­ლე­ბა­თა რა­ო­დე­ნო­ბა გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი იყო, მაგ­რამ, მი­ახ­ლო­ე­ბით, ეს ნა­წი­ლი ყვე­ლა ტეს­ტის 30%-ს შე­ად­გენ­და. მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ახა­ლი სქე­მის ფარ­გ­ლებ­ში ასე­თი მო­დე­ლი შე­მუ­შავ­და — მივ­ცეთ პე­და­გო­გებს სა­შუ­ა­ლე­ბა, ტრე­ნინ­გე­ბი­თა და სხვა­დას­ხ­ვა აქ­ტი­ვო­ბე­ბით, აიმაღ­ლონ კვა­ლი­ფი­კა­ცია და ნუ­ღარ შე­ვა­მოწ­მებთ მე­თო­დი­კის ცოდ­ნას ტეს­ტი­რე­ბით. მარ­თა­ლი გითხ­რათ, ახ­ლა ზუს­ტად ვერ გეტყ­ვით რო­გორ შე­ა­მოწ­მებს მას­წავ­ლე­ბელ­თა გა­ვნი­თა­რე­ბის ცენ­ტ­რი თუ სხვა ინ­ს­ტი­ტუ­ცია პე­და­გო­გე­ბის ცოდ­ნას მე­თო­დურ ნა­წილ­ში. ამ ეტაპ­ზე ასე­თი ვი­თა­რე­ბა გვაქვს — შე­ვუ­მოწ­მოთ პე­და­გო­გებ­სა და პე­და­გო­გო­ბის მსურ­ვე­ლებს საგ­ნის ცოდ­ნა და შემ­დეგ მივ­ცეთ სა­შუ­ა­ლე­ბა, შე­ი­ძი­ნონ მე­თო­დუ­რი ცოდ­ნა. მა­გა­ლი­თად, თუ ვარ მა­თე­მა­ტი­კო­სი და არა­სო­დეს მის­წავ­ლე­ბია სკო­ლა­ში, შე­მიძ­ლია უნი­ვერ­სი­ტეტ­ში გა­ვი­ა­რო 60-კრე­დი­ტი­ა­ნი სპე­ცი­ა­ლუ­რი პროგ­რა­მა, სა­დაც მას­წავ­ლი­ან, რო­გორ უნ­და ვას­წავ­ლო. ამის სა­ფუძ­ველ­ზე შევ­ძ­ლებ შემ­დეგ ჩე­მი საქ­მი­ა­ნო­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას, ვი­მუ­შა­ვებ მას­წავ­ლებ­ლად. მოქ­მედ მას­წავ­ლებ­ლებს, წე­სით და რი­გით, უნ­და ჰქონ­დეთ შე­საძ­ლებ­ლო­ბა, სხვა­დას­ხ­ვა აქ­ტი­ვო­ბით და ტრე­ნინგ-პროგ­რა­მე­ბით, გა­იღ­რ­მა­ვონ ცოდ­ნა მე­თო­დი­კა­ში. პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის სქე­მაც სწო­რედ  ამას ით­ვა­ლის­წი­ნებს — პე­და­გოგ­მა კვა­ლი­ფი­კა­ცია აიმაღ­ლოს მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი აქ­ტი­ვო­ბე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, სხვა­დას­ხ­ვა სა­ფე­ხურ­ზე გა­და­ნაც­ვ­ლე­ბით. ტეს­ტი ერ­თ­ნა­ი­რი იქ­ნე­ბა რო­გორც მოქ­მე­დი მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვის, ისე მას­წავ­ლებ­ლო­ბის მსურ­ვე­ლე­ბის­თ­ვის.
— მას­წავ­ლებ­ლე­ბის ნა­წი­ლი, მათ შო­რის, ისი­ნი, ვინც ჩა­ა­ბა­რა საგ­ნის გა­მოც­და, ამ­ბობს, რომ ტეს­ტი რთუ­ლია. მა­გა­ლი­თად, დაწყე­ბი­თი სა­ფე­ხუ­რის მა­თე­მა­ტი­კის მას­წავ­ლებ­ლებს  გან­სა­კუთ­რე­ბით გა­უ­ჭირ­დათ ის ნა­წი­ლი, რო­მე­ლიც ესეს წე­რას მო­ითხოვს. მათ მი­აჩ­ნი­ათ, რომ ამის ცოდ­ნა ცუ­დი არ არის, თუმ­ცა, არც აუცი­ლე­ბე­ლია, რად­გან პრაქ­ტი­კა­ში მი­სი გა­მო­ყე­ნე­ბა არ უწევთ. თქვე­ნი  აზ­რით, რა­ტომ უნ­და ჩა­ა­ბა­რონ მათ ესე?
— დაწყე­ბი­თი საგ­ნის მას­წავ­ლებ­ლე­ბი აბა­რე­ბენ საგ­ნობ­რივ ცოდ­ნას მა­თე­მა­ტი­კა­ში, რაც 9 კლა­სის მა­თე­მა­ტი­კის ცოდ­ნას არ სცილდება, პლუს აკა­დე­მი­უ­რი უნა­რე­ბის ნა­წი­ლი, რო­მელ­შიც შე­დის ესე. თუმ­ცა, ეს არ არის მე­თო­დი­კა და შე­სა­ბა­მი­სად, არ იქ­ნე­ბა ამო­ღე­ბუ­ლი. ეს უნა­რე­ბის ნა­წი­ლია, რო­მე­ლიც პე­და­გოგ­მა უნ­და იცო­დეს იმის­თ­ვის, რომ შეძ­ლოს პირ­ველ­კ­ლა­სელ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა, ას­წავ­ლოს მცი­რე ტექ­ს­ტის შექ­მ­ნა და წა­კითხ­ვა. ამას ას­წავ­ლი­ან რო­გორც მა­თე­მა­ტი­კის, ისე ქარ­თუ­ლი­სა და სხვა საგ­ნის მას­წავ­ლებ­ლე­ბი. იმის­თ­ვის, რომ ბავშვს ვას­წავ­ლოთ, პირ­ველ რიგ­ში, ჩვენ თვი­თონ უნ­და ვი­ყოთ კომ­პე­ტენ­ტუ­რე­ბი და  შეგ­ვეძ­ლოს ამის კე­თე­ბა. ამი­ტომ არის მო­ცე­მუ­ლი აკა­დე­მი­უ­რი უნა­რე­ბის ნა­წილ­ში წა­კითხუ­ლის გა­აზ­რე­ბა და თხზუ­ლე­ბის კომ­პო­ნენ­ტე­ბი, ანა­ლი­ტი­კუ­რი წე­რის კომ­პო­ნენ­ტე­ბი. ეს კომ­პო­ნენ­ტე­ბი ტეს­ტ­ში დარ­ჩე­ბა, რად­გან ეს, კი­დევ გა­ვი­მე­ო­რებ, არ არის მე­თო­დი­კა, ეს არის ჩე­მი უნა­რი მი­ვი­ღო ახა­ლი ცოდ­ნა და ინ­ფორ­მა­ცია, გა­მოვ­თ­ქ­ვა აზ­რი მწყობ­რად, ლო­გი­კუ­რად და გა­მარ­თუ­ლად. პრინ­ციპ­ში, ეს მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია სწავ­ლე­ბის ყვე­ლა ეტაპ­ზე, გან­სა­კუთ­რე­ბით — დაწყე­ბით სა­ფე­ხურ­ზე, რად­გან სწო­რედ დაწყე­ბი­თი კლა­სე­ბის მას­წავ­ლე­ბელ­მა უნ­და გა­ნუ­ვი­თა­როს მოს­წავ­ლეს ეს უნა­რი. შე­სა­ბა­მი­სად, ჩვენ დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი უნ­და ვი­ყოთ, რომ ეს უნა­რე­ბი მათ თვი­თონ კარ­გად აქვთ გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი.

— შემ­ცირ­დე­ბა თუ არა მე­თო­დი­კის ამო­ღე­ბის ხარ­ჯ­ზე სა­გა­მოც­დო ტეს­ტის მო­ცუ­ლო­ბა? 
— ის, რომ ტეს­ტ­ში მე­თო­დი­კის ნა­წი­ლი აღარ იქ­ნე­ბა, არ ნიშ­ნავს, რომ ტეს­ტი ავ­ტო­მა­ტუ­რად 30%-ით შემ­ცირ­დე­ბა. ის, ნა­წი­ლობ­რივ მა­ინც, საგ­ნობ­რი­ვი ცოდ­ნის კომ­პო­ნენ­ტე­ბით შე­ივ­სე­ბა. მა­გა­ლი­თად, დაწყე­ბი­თი საგ­ნის მას­წავ­ლებ­ლე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში, 100-ქუ­ლი­ა­ნი ტეს­ტი ჳ- ჳვ კლა­სე­ბის მას­წავ­ლებ­ლე­ბი­სათ­ვის 80-ქუ­ლი­ა­ნი გახ­დე­ბა; მა­თე­მა­ტი­კის, ქარ­თუ­ლის და ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლე­ბის მას­წავ­ლებ­ლე­ბის 80-ქუ­ლი­ა­ნი ტეს­ტე­ბი — 65-ქუ­ლი­ა­ნი.  რო­გორც ხე­დავთ, 30%-ზე ნაკ­ლე­ბით შემ­ცირ­დე­ბა და დარ­ჩე­ნი­ლი ნა­წი­ლი საგ­ნობ­რი­ვი კომ­პო­ნენ­ტე­ბით შე­ივ­სე­ბა.

ესაუბრა ლა­ლი ჯე­ლა­ძე

25-28(942)N