გამოდის 1998 წლიდან
2016-04-21
სტრას­ბურ­გ­ში გა­ტა­რე­ბულ­მა წლებ­მა ბევ­რი რამ მას­წავ­ლა

დღე­ვან­დე­ლი ნომ­რის სტუ­მა­რია ნი­ნი ბა­სი­ლაშ­ვი­ლი,
სტრას­ბურ­გის უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტი

— ნი­ნი, ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის მი­სა­ღე­ბად ფრან­გულ-ქარ­თულ სკო­ლა­ში და­დი­ო­დი. რა ასა­კი­დან და­იწყე ფრან­გუ­ლი ენის შეს­წავ­ლა და გან­საზღ­ვ­რა თუ არა სკო­ლამ შე­ნი პრო­ფე­სი­უ­ლი მო­მა­ვა­ლი?
— მა­რი ბრო­სეს ფრან­გულ-ქარ­თუ­ლი სკო­ლა და­ვამ­თავ­რე. ფრან­გუ­ლის სწავ­ლა ხუ­თი წლი­დან და­ვიწყე. ამ სკო­ლა­ში ჩე­მი შეს­ვ­ლით გა­დაწყ­და, რომ საფ­რან­გეთ­ში ვის­წავ­ლი­დი. რა თქმა უნ­და, სკო­ლას უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სი წვლი­ლი მი­უძღ­ვის იმა­ში, რომ დღეს სტრას­ბურ­გის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ვსწავ­ლობ. სკო­ლი­დან გვაგ­ზავ­ნიდ­ნენ ხოლ­მე საფ­რან­გეთ­ში, ქა­ლაქ ნან­ტ­ში, სა­დაც რამ­დე­ნი­მე თვე იქა­ურ სკო­ლა­ში ვსწავ­ლობ­დით. ეს ფრან­გუ­ლი ენის უკეთ სწავ­ლა­შიც გვეხ­მა­რე­ბო­და და ნელ-ნე­ლა ახალ გა­რე­მო­სა და ცხოვ­რე­ბის რე­ჟიმს ვე­გუ­ე­ბო­დით.
— სკო­ლის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ, სას­წავ­ლებ­ლად საზღ­ვარ­გა­რეთ, კერ­ძოდ სტრას­ბურ­გ­ში მი­დი­ხარ, რო­გორ ჩა­ი­რიცხე სტრას­ბურ­გის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში და რო­მელ ფა­კულ­ტეტ­ზე სწავ­ლობ?
— დი­ახ, სკო­ლის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ, სტრას­ბურ­გ­ში წა­მო­ვე­დი სას­წავ­ლებ­ლად.
მა­რი ბრო­სეს ფრან­გულ-ქარ­თუ­ლი სკო­ლა გას­ცემს ფრან­გუ­ლი სკო­ლის ატეს­ტატს, რი­სი მეშ­ვე­ო­ბი­თაც, გა­მოც­დის გა­რე­შე, შე­გიძ­ლია საფ­რან­გე­თის უმაღ­ლეს სას­წავ­ლე­ბელ­ში სწავ­ლის გაგ­რ­ძე­ლე­ბა. ამ­ჟა­მად, სტრას­ბურ­გის უნი­ვერ­სი­ტე­ტის სა­მარ­თ­ლის ფა­კულ­ტე­ტის სტუ­დენ­ტი ვარ.
— სტრას­ბურ­გის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში რა წე­სით გა­მო­ი­ყო­ფა სტი­პენ­დი­ე­ბი და გრან­ტე­ბი უცხო­ე­ლი სტუ­დენ­ტე­ბის­თ­ვის, რა პრი­ვი­ლე­გი­ე­ბით სარ­გებ­ლო­ბენ წარ­ჩი­ნე­ბუ­ლი სტუ­დენ­ტე­ბი, არის თუ არა მათ­თ­ვის რა­ი­მე შე­ღა­ვა­თე­ბი და ნა­წი­ლობ­რივ მა­ინც  თუ აკ­მა­ყო­ფი­ლებს სტი­პენ­დია სტუ­დენ­ტის მოთხოვ­ნებს?
— სამ­წუ­ხა­როდ, საფ­რან­გეთ­ში, ბა­კა­ლავ­რი­ატ­ზე, ქარ­თ­ველ სტუ­დენ­ტებს არა­ნა­ი­რი სა­ხის სტი­პენ­დია არ გვე­კუთ­ვ­ნის.
— რო­გორ ფიქ­რობ, რა უპი­რა­ტე­სო­ბა აქვს ევ­რო­პულ მო­წი­ნა­ვე უმაღ­ლეს სას­წავ­ლებ­ლებს ქარ­თულ­თან შე­და­რე­ბით. რა შე­გიძ­ლია გვი­ამ­ბო სას­წავ­ლო პროგ­რა­მე­ბის, ლექ­ცი­ე­ბი­სა და პრო­ფე­სორ-მას­წავ­ლებ­ლე­ბის შე­სა­ხებ?
— სას­წავ­ლო წე­ლი ათი თვე გრძელ­დე­ბა, ლექ­ცი­ე­ბი ყო­ველ დღე გვაქვს. სას­წავ­ლო პროგ­რა­მა ორ სე­მეს­ტ­რ­ზეა გა­ნა­წი­ლე­ბუ­ლი. სის­ტე­მა ისეა მორ­გე­ბუ­ლი და ყვე­ლა­ფე­რი ისეა გათ­ვ­ლი­ლი, რომ დრო ყვე­ლაფ­რის­თ­ვის ზუს­ტა­დაა გან­საზღ­ვ­რუ­ლი. ყვე­ლა გა­მოც­დის წინ ერ­თ­კ­ვი­რი­ან არ­და­დე­გებს გვი­ნიშ­ნა­ვენ, რაც გა­მოც­დე­ბის­თ­ვის მო­სამ­ზა­დებ­ლა­დაა გათ­ვ­ლი­ლი. შვიდ კვი­რა­ში ერ­თხელ გვაქვს არ­და­დე­გე­ბი. რაც შე­ე­ხე­ბა მას­წავ­ლებ­ლებს, ძა­ლი­ან მე­გობ­რუ­ლე­ბი და თა­ვა­ზი­ა­ნე­ბი არი­ან. რო­გორც თა­ნა­ტო­ლებს, ისე გვიდ­გე­ბი­ან. რო­გორც მო­მა­ვალ კო­ლე­გებს, გვაძ­ლე­ვენ რჩე­ვებს, გვი­ზი­ა­რე­ბენ სა­კუ­თარ გა­მოც­დი­ლე­ბებს, გვეხ­მა­რე­ბი­ან, რო­ცა რა­ი­მე გვი­ჭირს. გან­სა­კუთ­რე­ბით ყუ­რადღე­ბი­ა­ნე­ბი უცხო­ე­ლი სტუ­დენ­ტე­ბის მი­მართ არი­ან.
— რა რო­ლი უჭი­რავს  საფ­რან­გეთ­ში (სტრას­ბურ­გ­ში) სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო ბიბ­ლი­ო­თე­კებს?
— ბიბ­ლი­ო­თე­კას დი­დი და მთა­ვა­რი ად­გი­ლი უჭი­რავს. ლექ­ცი­ე­ბის მე­რე ყვე­ლა იქ მი­დის. სახ­ლ­ში თით­ქ­მის არა­ვინ ამ­ზა­დებს და­ვა­ლე­ბებს. სა­ღა­მოს ათ სა­ა­თამ­დეა ღია.
ყვე­ლა ფა­კულ­ტეტს თა­ვი­სი ბიბ­ლი­ო­თე­კა აქვს (ცალ­კე მდგო­მი, რამ­დე­ნი­მე­სარ­თუ­ლი­ა­ნი შე­ნო­ბე­ბი), ასე­ვე ცენ­ტ­რა­ლუ­რი სა­უ­ნი­ვერ­ს­ტე­ტო ბიბ­ლი­ო­თე­კა­ცაა, რო­მე­ლიც კვი­რა­ო­ბი­თაც მუ­შა­ობს. ბევ­რ­ჯერ ყო­ფი­ლა შემ­თხ­ვე­ვა, რომ ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში მი­სუ­ლებს თა­ვი­სუ­ფა­ლი ად­გი­ლი არ დაგ­ვ­ხ­ვედ­რია. ასეთ შემ­თხ­ვე­ვა­ში, სხვა ფა­კულ­ტე­ტის ბიბ­ლი­ო­თე­კებს ვსტუმ­რობთ.
— ნი­ნი, მი­ამ­ბე შე­ნი სა­მუ­შაო გა­მოც­დი­ლე­ბის შე­სა­ხებ. სწავ­ლის პა­რა­ლე­ლუ­რად, ახერ­ხებ მუ­შა­ო­ბას?
— ამ­ჟა­მად ვმუ­შა­ობ ერთ-ერთ სა­დაზღ­ვე­ვო კომ­პა­ნი­ა­ში. სტუ­დენ­ტუ­რი სამ­სა­ხუ­რია, ჩე­მი პრო­ფე­სი­ით არ ვმუ­შა­ობ. იური­დი­უ­ლი გან­ხ­რით, პირ­ვე­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა სა­ქარ­თ­ვე­ლოს იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტ­რო­ში ერ­თ­თ­ვი­ა­ნი სტა­ჟი­რე­ბა იყო, რო­მე­ლიც დი­ას­პო­რის სა­მი­ნის­ტ­როს პროგ­რა­მის ფარ­გ­ლებ­ში გა­ვი­ა­რე. ნო­ემ­ბერ­ში ვა­პი­რებ ერ­თ­თ­ვი­ან სტა­ჟი­რე­ბას საფ­რან­გე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტ­რო­ში.
— რას ურ­ჩევ ახალ­გაზ­რ­დებს, რომ­ლებ­საც საზღ­ვარ­გა­რეთ ცოდ­ნის გაღ­რ­მა­ვე­ბი­სა და კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ამაღ­ლე­ბის სურ­ვი­ლი აქვთ...
— პირ­ველ რიგ­ში, ვურ­ჩევ იმ ენის კარ­გად შეს­წავ­ლას, რო­მელ ქვე­ყა­ნა­შიც აპი­რე­ბენ გამგზავრებას. ბევ­რი მუ­შა­ო­ბა და მე­ცა­დი­ნე­ო­ბაა სა­ჭი­რო, საზღ­ვარ­გა­რეთ რა­ი­მეს რომ მი­აღ­წიო. აქ ნიშ­ნებს ხათ­რით არა­ვინ და­გი­წერს, ცოდ­ნას და შრო­მას სა­თა­ნა­დოდ და სა­მარ­თ­ლი­ა­ნად გი­ფა­სე­ბენ. სა­კუ­თარ თავ­ზე მუ­შა­ო­ბა უნ­და შე­გეძ­ლოს. უნ­და იცო­დე, რა გსურს და რა არის შე­ნი მი­ზა­ნი. ყვე­ლას, ვი­საც სა­შუ­ა­ლე­ბა აქვს, ვურ­ჩევ სწავ­ლა სტრას­ბურ­გ­ში გა­აგ­რ­ძე­ლონ. ვთვლი, რომ  ვინც აქ ის­წავ­ლის, და­ამ­თავ­რებს და დიპ­ლომს აიღებს, წარ­მა­ტე­ბუ­ლი კა­რი­ე­რა გა­რან­ტი­რე­ბუ­ლი აქვს, რაც თა­ვის­თა­ვად გუ­ლის­ხ­მობს კარგ მო­მა­ვალს. ყვე­ლას ვურ­ჩევ­დი ევ­რო­პა­ში, კერ­ძოდ საფ­რან­გეთ­ში, სწავ­ლის გაგ­რ­ძე­ლე­ბას. არა მარ­ტო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, არა­მედ სკო­ლა­შიც. ჩე­მი და მე­თერ­თ­მე­ტე კლას­შია და შემ­დე­გი წლი­დან აქ აგ­რ­ძე­ლებს სწავ­ლას. მინ­და, სკო­ლა აქ და­ას­რუ­ლოს და შემ­დეგ ჩა­ა­ბა­როს უნი­ვერ­სი­ტეტ­ში.
— სად და რო­გორ ატა­რებ თა­ვი­სუ­ფალ დროს? მი­ამ­ბე, რო­გორ ცხოვ­რო­ბენ ფრან­გი ახალ­გაზ­რ­დე­ბი, რა არის მათ­თ­ვის პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი, რო­გო­რია ფრან­გუ­ლი სტუ­დენ­ტუ­რი ცხოვ­რე­ბა?
— არ­და­დე­გე­ბი, რო­გორც ასე­თი, დას­ვე­ნე­ბის­თ­ვის, სწავ­ლის პე­რი­ოდ­ში არ გვაქვს. რო­გორც გითხა­რით, ყვე­ლა არ­და­დე­გებს გა­მოც­დე­ბი მოს­დევს. თუმ­ცა მა­ინც ვა­ხერ­ხებთ თა­ვი­სუ­ფა­ლი დრო­ის გა­მო­ნახ­ვას. სხვა­დას­ხ­ვა ქვეყ­ნებ­სა და ქა­ლა­ქებ­ში მოგ­ზა­უ­რო­ბა ალ­ბათ ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სო დას­ვე­ნე­ბაა, მოგ­ზა­უ­რო­ბა საკ­მა­ოდ იაფია. ეს ერთ-ერ­თი პრი­ო­რი­ტე­ტია ევ­რო­პა­ში ცხოვ­რე­ბის. უნი­ვერ­სი­ტე­ტი­დან სტუ­დენ­ტე­ბი, შა­ბათ-კვი­რას, ჯგუ­ფუ­რად, და­დი­ან  ალ­პებ­ში სას­რი­ა­ლოდ ან ერ­თ­დღი­ან ექ­ს­კურ­სი­ებ­ზე სხვა­დას­ხ­ვა ქვეყ­ნებ­სა და ქა­ლა­ქებ­ში. რაც შე­ე­ხება გარ­თო­ბას, რო­გორც ქარ­თ­ველ ახალ­გაზ­რ­დებს, ასე­ვე აქა­ურ სტუ­დენ­ტებ­საც უყ­ვართ ერ­თად შეკ­რე­ბა და დრო­ის ტა­რე­ბა კლუ­ბებ­ში, პიკ­ნი­კებ­ზე, კი­ნო­ში, ასე­ვე, რეს­ტო­რან­ში სა­ვახ­შ­მოდ სი­ა­რუ­ლი. თა­ვი­სუ­ფალ დროს ყვე­ლაფ­რის კე­თე­ბა შე­იძ­ლე­ბა. ამ მხრივ, ალ­ბათ, დი­დი სხვა­ო­ბა არაა.
ყვე­ლა ფა­კულ­ტეტს ჰყავს თა­ვი­სი სტუ­დენ­ტუ­რი თვით­მ­მარ­თ­ვე­ლო­ბა. ჩვე­ნი ფა­კულ­ტე­ტის თვით­მ­მარ­თ­ვე­ლო­ბა ყო­ველ ხუთ­შა­ბათს ან შა­ბათ დღეს აწყობს წვე­უ­ლე­ბას და ხში­რად იქ მთე­ლი უნი­ვერ­ს­იტე­ტი იკ­რი­ბე­ბა. წვე­უ­ლე­ბე­ბის გარ­და, ხში­რად აწყო­ბენ სხვა­დას­ხ­ვა ღო­ნის­ძი­ე­ბებ­სა და საქ­ველ­მოქ­მე­დო სა­დი­ლებს.
— რო­გორ გე­სა­ხე­ბა მო­მა­ვა­ლი, სად აპი­რებ დამ­კ­ვიდ­რე­ბას? რო­გორ ფიქ­რობ, საზღ­ვარ­გა­რეთ მი­ღე­ბუ­ლი გა­ნათ­ლე­ბა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში და­საქ­მე­ბა­ში ითა­მა­შებს გა­დამ­წყ­ვეტ როლს?
— პირ­ველ რიგ­ში, სწავ­ლის დას­რუ­ლე­ბას სტრას­ბურ­გ­ში ვა­პი­რებ. მა­გის­ტ­რა­ტუ­რის გავ­ლა, ერ­თი წე­ლი, აქ მინ­და, მე­ო­რე წე­ლი — ჟე­ნე­ვა­ში. სწავ­ლის შემ­დ­გომ, გა­მოც­დი­ლე­ბის დაგ­რო­ვე­ბის მიზ­ნით, გარ­კ­ვე­უ­ლი პე­რი­ო­დი ალ­ბათ, სა­მუ­შა­ოდ სტრას­ბურ­გ­ში დავ­რ­ჩე­ბი, შემ­დეგ კი სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში დავ­ბ­რუნ­დე­ბი. დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი ვარ, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში და­საქ­მე­ბა­ში ევ­რო­პუ­ლი გა­ნათ­ლე­ბა და სა­მუ­შაო გა­მოც­დი­ლე­ბა ნამ­დ­ვი­ლად ითა­მა­შებს გა­დამ­წყ­ვეტ როლს და კა­რი­ე­რას­თან და­კავ­ში­რე­ბულ ჩემს სა­მო­მავ­ლო გეგ­მებს, ჩემს ქვე­ყა­ნა­შიც თა­ვი­სუფ­ლად და წარ­მა­ტე­ბით გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლებ.
— საზღ­ვარ­გა­რეთ გა­ტა­რე­ბულ მცი­რე პე­რი­ოდ­შიც კი ადა­მი­ა­ნი სხვა­ნა­ი­რად აფა­სებს სა­კუ­თარ ღი­რე­ბუ­ლე­ბებს. ბუ­ნებ­რი­ვია, ალ­ბათ ხში­რად ფიქ­რობ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ზე. რო­გორ გგო­ნია, მიგ­ვი­ღებს ევ­რო­პა ისე­თებს, რო­გო­რე­ბიც ვართ თუ ძა­ლი­ან ბევ­რი რა­მის გა­და­ხედ­ვა და გა­და­ფა­სე­ბა მოგ­ვი­წევს?
— გულ­წ­რ­ფე­ლად რომ ვთქვა, სა­ქარ­თ­ვე­ლოს ევ­რო­პამ­დე კი­დევ დი­დი გზა აქვს გა­სავ­ლე­ლი. პირ­ველ რიგ­ში, რო­გორც სტუ­დენტს, მი­მაჩ­ნია, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მას სე­რი­ო­ზუ­ლად უნ­და მი­ხე­დონ. სა­ხელ­მ­წი­ფოს მხრი­დან, ფრანგ სტუ­დენ­ტებს, ძა­ლი­ან დი­დი ხელ­შეწყო­ბა აქვთ. თი­თო­ე­ულ მათ­განს აქვს სტი­პენ­დია, რო­მე­ლიც ნიშ­ნებ­ზე და მა­ღალ აკა­დე­მი­ურ მოს­წ­რე­ბა­ზე არაა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. ეს ერ­თ­გ­ვა­რი ფი­ნან­სუ­რი დახ­მა­რე­ბაა, რო­მე­ლიც ხელს უწყობს მათ, ბო­ლომ­დე კონ­ცენ­ტ­რი­რე­ბუ­ლე­ბი იყ­ვ­ნენ სწავ­ლა­ზე. ბევ­რ­ჯერ მქო­ნია სურ­ვი­ლი და მი­ნატ­რია კი­დეც — ნე­ტავ სა­ქარ­თ­ვე­ლო­შიც ისე­თი სი­ტუ­ა­ცია იყოს, რო­გო­რიც საფ­რან­გეთ­შია, გან­სა­კუთ­რე­ბით გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში, რად­გან ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში არ მო­მი­წევ­და ათა­სო­ბით კი­ლო­მეტ­რის მო­შო­რე­ბით ყოფ­ნა ოჯა­ხის­გან და მე­გობ­რე­ბის­გან.
— რა არის შენ­თ­ვის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი და ღი­რე­ბუ­ლი, რაც სტრას­ბურ­გ­ში გა­ტა­რე­ბულ­მა პე­რი­ოდ­მა მოგ­ცა?
— სტრას­ბურ­გ­ში გა­ტა­რე­ბულ­მა წლებ­მა ბევ­რი რამ მას­წავ­ლა —  პირ­ველ რიგ­ში, და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა, მიზ­ნის მი­საღ­წე­ვად ბრძო­ლა. რო­გო­რი სირ­თუ­ლეც უნ­და შეგ­ხ­ვ­დეს, არას­დ­როს არ უნ­და და­ი­ხიო უკან და უარი არ უნ­და თქვა შენს სურ­ვი­ლებ­ზე. აქ სირ­თუ­ლე­ე­ბი გარ­და­უ­ვა­ლია. თუ ერ­თხელ არ გა­მო­გი­ვა, აუცი­ლებ­ლად მე­ო­რედ უნ­და სცა­დო. არ უნ­და და­ნებ­დე და ყვე­ლა შე­საძ­ლებ­ლო­ბა გა­მო­ი­ყე­ნო და­სა­ხუ­ლი მიზ­ნის მი­საღ­წე­ვად. ყო­ველ­თ­ვის, რო­დე­საც რა­ღა­ცას აკე­თებ, უნ­და გახ­სოვ­დეს, რა­ტომ და­იწყე მი­სი კე­თე­ბა. ინ­გ­ლი­სუ­რად უკეთ ჟღერს: „never forget why you started“.
ესა­უბ­რა მა­კა ყი­ფი­ა­ნი

25-28(942)N