გამოდის 1998 წლიდან
2016-04-21
ტრე­ნინგ-მო­დუ­ლე­ბი ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის­თ­ვის


მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რი ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით სხვა­დას­ხ­ვა აქ­ტი­ვო­ბას და  პრო­ექტს ახორ­ცი­ე­ლებს და მას­წავ­ლებ­ლებს, მოს­წავ­ლე­თა სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, სხვა­დას­ხ­ვა თე­მა­ტი­კის  ტრე­ნინგ-მო­დუ­ლებს სთა­ვა­ზობს. მო­დუ­ლე­ბის უმე­ტე­სო­ბას კრე­დიტ­ქუ­ლე­ბი მი­ე­ნი­ჭა, მას­წავ­ლებ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც სქე­მა­ში არი­ან ჩარ­თუ­ლე­ბი და და­სა­ხე­ლე­ბულ მო­დუ­ლებს გა­ივ­ლი­ან, გარ­კ­ვე­ულ კრე­დიტ­ქუ­ლებს და­აგ­რო­ვე­ბენ.
რა მო­დუ­ლე­ბი მომ­ზად­და სენ­სო­რუ­ლი დარ­ღ­ვე­ვე­ბის მქო­ნე მოს­წავ­ლე­თა გა­ნათ­ლე­ბის­თ­ვის, ამის შე­სა­ხებ გვე­სა­უბ­რე­ბა ცენ­ტ­რის ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი და სპე­ცი­ა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის კონ­სულ­ტან­ტი ჟა­ნა კვა­ჭა­ძე:


მხედ­ვე­ლო­ბის დარ­ღ­ვე­ვის მქო­ნე (მცი­რემ­ხედ­ვე­ლი და უსი­ნათ­ლო) მოს­წავ­ლე­თა სწავ­ლე­ბის­თ­ვის
დღეს, სა­ქარ­თ­ვე­ლოს ნე­ბის­მი­ე­რი რე­გი­ო­ნის ნე­ბი­მი­ერ სკო­ლა­ში, შე­იძ­ლე­ბა აღ­მოჩ­ნ­დეს მოს­წავ­ლე, რო­მელ­საც  მხედ­ვე­ლო­ბის გარ­კ­ვე­უ­ლი დარ­ღ­ვე­ვა აქვს — მცი­რემ­ხედ­ვე­ლია ან უსი­ნათ­ლო. შე­სა­ბა­მი­სად, მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვის, ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის­თ­ვის თუ მშობ­ლე­ბის­თ­ვის სწო­რედ იმის მი­ხედ­ვით გვაქვს მომ­ზა­დე­ბუ­ლი ტრე­ნინგ-მო­დუ­ლე­ბი, თუ რა ტი­პის პრობ­ლე­მა აქვს მოს­წავ­ლეს. მა­გა­ლი­თად, უსი­ნათ­ლო ბავ­შ­ვის მას­წავ­ლებ­ლის­თ­ვის — ბრა­ი­ლის სის­ტე­მა და მი­სი სწავ­ლე­ბის მე­თო­დო­ლო­გია. მას­წავ­ლე­ბელს, მო­დუ­ლით, არა მხო­ლოდ ბრა­ი­ლის შრიფ­ტით წე­რა-კითხ­ვას, არა­მედ იმა­საც ვას­წავ­ლით, თუ რო­გორ ას­წავ­ლოს უსი­ნათ­ლო მოს­წავ­ლეს ან შვილს ბრა­ი­ლის შრიფ­ტის გა­მო­ყე­ბა, ანუ იმა­ვე მო­დუ­ლით ვთა­ვა­ზობთ სწავ­ლე­ბის მე­თო­დი­კას. უკ­ვე მე­სა­მე წე­ლია, რაც მო­დულს 202-ე უსი­ნათ­ლო­თა სკო­ლის მას­წავ­ლებ­ლე­ბი ატა­რე­ბენ, რომ­ლებ­საც ამის დი­დი გა­მოც­დი­ლე­ბა აქვთ, პა­რა­ლე­ლუ­რად, ისი­ნი ჩვე­ნი ტრე­ნე­რე­ბიც არი­ან. წელს, და­გეგ­მი­ლია პრო­ცეს­ში თა­ვად უსი­ნათ­ლო ადა­მი­ა­ნე­ბის ჩა­რ­თვა — ცენ­ტ­რ­ში 2 უსი­ნათ­ლო ტრე­ნე­რია და­საქ­მე­ბუ­ლი და ძა­ლი­ან ეფექ­ტუ­რი იქ­ნე­ბა, თუ ისი­ნი ბრა­ი­ლის სის­ტე­მის სწავ­ლე­ბის პრო­ცეს­ში ჩა­ერ­თ­ვე­ბი­ან.
შარ­შან შე­ვი­მუ­შა­ვეთ და დავ­ნერ­გეთ (ქარ­თ­ვე­ლე­ბის მხრი­დან ეს პირ­ვე­ლი მცდე­ლო­ბა იყო) მო­დუ­ლი, რო­მე­ლიც ორი­ენ­ტა­ცია-მო­ბი­ლო­ბის ინ­ს­ტ­რუქ­ტო­რე­ბის­თ­ვი­საა გან­კუთ­ვ­ნი­ლი. ეს სპე­ცი­ფი­კუ­რი მო­დუ­ლი ინ­ს­ტ­რუქ­ტო­რებს ას­წავ­ლის, რო­გორ შე­ას­წავ­ლონ უსი­ნათ­ლო ადა­მი­ა­ნებს უსაფ­რ­თხოდ გა­და­ად­გი­ლე­ბა რო­გორც შე­ნო­ბის შიგ­ნით, ისე გა­რეთ, და­მო­უ­კი­დებ­ლად, ხელ­ჯო­ხის გა­მო­ყე­ნე­ბით ან გი­დის დახ­მა­რე­ბით. მო­დუ­ლი პირ­ვე­ლად შარ­შან ჩა­ვა­ტა­რეთ და ორ დო­ნედ დავ­ყა­ვით. მო­დუ­ლის პირ­ველ დო­ნე­ზე სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი მო­ვამ­ზა­დეთ, ხო­ლო მე­ო­რე დო­ნე­ზე ვგეგ­მავთ შე­რე­უ­ლი ჯგუ­ფის მომ­ზა­დე­ბას, რო­მელ­შიც, სპე­ცი­ა­ლის­ტებ­თან ერ­თად, თა­ვად მხედ­ვე­ლო­ბის დარ­ღ­ვე­ვის მქო­ნე პი­რე­ბი მი­ი­ღე­ბენ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას
რაც შე­ე­ხე­ბა მცი­რემ­ხედ­ველ­ მოს­წავ­ლე­ებს, მათ­თ­ვის სპე­ცი­ფი­კუ­რი მო­დუ­ლი შევ­ქ­მე­ნით. მას­წავ­ლებ­ლებს, ამ მო­დუ­ლის მი­ხედ­ვით, ძი­რი­თა­დად, დამ­ხ­მა­რე სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას ვას­წავ­ლით. იმის­თ­ვის, რომ მცი­რემ­ხედ­ვე­ლი ადა­მი­ა­ნი შე­უ­ფერ­ხებ­ლად სწავ­ლობ­დეს და ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რებ­დეს, აუცი­ლებ­ლად სჭირ­დე­ბა გა­რე­მოს ადაპ­რი­ტე­ბა და ე.წ. დამ­ხ­მა­რე და გა­მა­დი­დე­ბე­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა, მა­გა­ლი­თ­ად, გა­მა­დი­დე­ბე­ლი ლუ­პე­ბი, სპე­ცი­ა­ლუ­რი ჭოგ­რი­ტე­ბი, სპე­ცი­ფი­კუ­რი კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი პროგ­რა­მე­ბი და ა.შ. მო­დულ­ში მო­ნა­წი­ლე­ე­ბი გა­ეც­ნო­ბი­ან გა­რე­მოს ადაპ­ტი­რე­ბის გზებს და დამ­ხ­მა­რე სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის სწავ­ლე­ბის ტექ­ნი­კებს.
მო­დულ­ში აქ­ცენ­ტი კეთ­დე­ბა მხედ­ვე­ლო­ბის დარ­ღ­ვე­ვის მქო­ნე ბავ­შ­ვის გან­ვი­თა­რე­ბის თა­ვი­სე­ბუ­რე­ბა­ზე — რა ხდე­ბა იმ ბავ­შ­ვის გან­ვი­თა­რე­ბა­ში, რო­მელ­საც მხედ­ვე­ლო­ბის დარ­ღ­ვე­ვა­ აქვს? რო­გორ და რა გავ­ლე­ნას ახ­დენს მხედ­ვე­ლო­ბის დარ­ღ­ვე­ვა გან­ვი­თა­რე­ბის სხვა­დას­ხ­ვა სფე­რო­ზე — მო­ტო­რუ­ლი, კოგ­ნი­ტუ­რი, ენა-მეტყ­ვე­ლე­ბა, სო­ცი­ა­ლუ­რი, ემო­ცი­უ­რი. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი აქ­ცენ­ტი კი კეთ­დე­ბა იმა­ზე, რომ, მი­უ­ხე­და­ვად მხედ­ვე­ლო­ბის დარ­ღ­ვე­ვის დრა­მა­ტუ­ლი გავ­ლე­ნი­სა გან­ვი­თა­რე­ბის ყვე­ლა სფე­რო­ზე, დრო­უ­ლი იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბი­სა და ჩა­რე­ვის, ადეკ­ვა­ტუ­რი გა­რე­მოსა და სწავ­ლე­ბის პი­რო­ბებ­ში, მხედ­ვე­ლო­ბის დარ­ღ­ვე­ვის მქო­ნე ბავ­შ­ვე­ბი ასა­კის შე­სა­ბა­მი­სად ვი­თარ­დე­ბი­ან. ამას კვლე­ვე­ბის შე­დე­გე­ბიც ადას­ტუ­რებს — მხედ­ვე­ლო­ბის დარ­ღ­ვე­ვის მქო­ნე ბავ­შ­ვე­ბი გან­ვი­თა­რე­ბით არ ჩა­მორ­ჩე­ბი­ან მხედ­ველ თა­ნა­ტო­ლებს.. მო­ნა­წი­ლე­ებს ადეკ­ვა­ტუ­რად და­დე­ბი­თი მო­ლო­დი­ნე­ბი უნ­და შე­ექ­მ­ნათ თა­ვი­ან­თი მცი­რემ­ხედ­ვე­ლი მოს­წავ­ლე­ე­ბის მი­მართ.
კურ­სის გავ­ლის შე­დე­გად­ მო­ნა­წი­ლე­ე­ბი ეც­ნო­ბი­ან მხედ­ვე­ლო­ბის დარ­ღ­ვე­ვის გავ­რ­ცე­ლე­ბულ ფორ­მებს და მის გავ­ლე­ნას ბავ­შვის სწავ­ლა­ზე, გან­ვი­თა­რე­ბა­ზე, სო­ცი­ა­ლი­ზა­ცი­ა­სა და ყო­ველ­დღი­ურ ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რე­ბა­ზე. ეც­ნო­ბი­ან მხედ­ვე­ლო­ბის დარ­ღ­ვე­ვის სა­ერ­თა­შო­რი­სო, თა­ნა­მედ­რო­ვე კლა­სი­ფი­კა­ცი­ას, ტერ­მი­ნო­ლო­გი­ას, რო­მე­ლიც მხედ­ვე­ლო­ბის დარ­ღ­ვე­ვებ­ს უ­კავ­შირ­დე­ბა. გარ­და ამი­სა, მო­ნა­წი­ლე­ე­ბი ეც­ნო­ბი­ან იმ სერ­ვი­სებ­სა და გა­ნათ­ლე­ბის ფორ­მებს, რომ­ლე­ბიც მხედ­ვე­ლო­ბის დარ­ღ­ვე­ვის მქო­ნე მოს­წავ­ლე­ებს უნ­და შეს­თა­ვა­ზონ.
ტრე­ნინგ-მო­დუ­ლი კარ­გად აც­ნობს მას­წავ­ლებ­ლებს გა­რე­მოს ადაპ­ტი­რე­ბის გზებ­სა და დამ­ხ­მა­რე ტექ­ნი­კურ აღ­ჭურ­ვი­ლო­ბას, რო­მე­ლიც მხედ­ვე­ლო­ბის დარ­ღ­ვე­ვის მქო­ნე მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის გა­მო­ი­ყე­ნე­ბა. მო­ნა­წი­ლე­ებს შე­უძ­ლი­ათ, სპე­ცი­ა­ლის­ტის რე­კო­მენ­და­ცი­ის სა­ფუძ­ველ­ზე, ბავ­შვის სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, გა­რე­მო­ს ა­დაპ­ტი­რე­ბა და მოს­წავ­ლის დახ­მა­რე­ბა გაკ­ვე­თილ­ზე დამ­ხ­მა­რე და გა­მაძ­ლი­ე­რე­ბე­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა­ში. ასე­ვე შე­საძ­ლე­ბე­ლია, მას­წავ­ლე­ბელ­მა, სპე­ცი­ა­ლის­ტის დახ­მა­რე­ბით, სა­კუ­თარ სა­გან­ში, მხედ­ვე­ლო­ბის დარ­ღ­ვე­ვის მქო­ნე ბავ­შვის­თ­ვის ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი სას­წავ­ლო გეგ­მა შე­ი­მუ­შა­ვოს. მი­სი შედ­გე­ნი­სას მო­ნა­წი­ლე­ე­ბი ით­ვა­ლის­წი­ნე­ბენ იმ ძი­რი­თად კომ­პე­ტენ­ცი­ებს, რო­მე­ლიც აუცი­ლებ­ლად უნ­და ჰქონ­დეს ზრდას­რულ მო­ქა­ლა­ქეს და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი და სრულ­ფა­სო­ვა­ნი ცხოვ­რე­ბის­თ­ვის.
2015 წელს შე­მუ­შავ­და ბრა­ი­ლის სწავ­ლე­ბის მე­თო­დო­ლო­გი­უ­რი გზამ­კ­ვ­ლე­ვი. წელს ვა­პი­რებთ გზამ­კ­ვ­ლე­ვის და­ბეჭ­დ­ვას, შე­საძ­ლოა ორ­დღი­ა­ნი მო­დუ­ლიც მო­ვამ­ზა­დოთ და მას­წავ­ლებ­ლებს გზამ­კ­ვ­ლე­ვის გა­მო­ყე­ნე­ბა ვას­წავ­ლოთ.
და­გეგ­მი­ლი გვაქვს კი­დევ ერ­თი სი­ახ­ლე. უსი­ნათ­ლო­თა სკო­ლა­ში მოს­წავ­ლე­ე­ბი გა­დი­ან სა­განს „რიტ­მი­კა“, ამ სა­განს ძა­ლი­ან დი­დი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა აქვს მხედ­ვე­ლო­ბის დარ­ღ­ვე­ვის მქო­ნე ბავ­შ­ვის გან­ვითა­რე­ბის ხელ­შეწყო­ბის­თ­ვის და მისი და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის­თ­ვის, თუმ­ცა სამ­წუ­ხა­როდ არ არ­სე­ბობს რიტ­მი­კის სწავ­ლე­ბის მე­თო­დო­ლო­გია ქარ­თულ ენა­ზე, რო­მელ­საც მას­წავ­ლებ­ლე­ბი გა­მო­ი­ყე­ნებ­დ­ნენ, რის გა­მოც ისი­ნი ხში­რად გა­მოთ­ქ­ვა­მენ წუ­ხილს. წელს და­გეგ­მი­ლია რიტ­მი­კის სწავ­ლე­ბის მე­თო­დო­ლო­გი­უ­რი გზამ­კ­ვ­ლე­ვის შე­მუ­შა­ვე­ბა და და­ბეჭ­დ­ვა.
და­ბო­ლოს, მხედ­ვე­ლო­ბის პრობ­ლე­მის მქო­ნე მოს­წავ­ლე­თა მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვის კი­დევ ერ­თი სი­ახ­ლე გვექ­ნე­ბა, რომ­ლის ინი­ცი­ა­ტო­რიც   ორ­გა­ნი­ზა­ცია „ბავ­შ­ვი, ოჯა­ხი, სა­ზო­გა­დო­ე­ბაა“. კერ­ძოდ, ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ, ფონ­დის ჲSაჳდ მხარ­და­ჭე­რით, შე­ი­მუ­შა­ვა ე.წ. გა­ფარ­თო­ე­ბუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მა მცი­რემ­ხედ­ვე­ლი და უსი­ნათ­ლო მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის. აღ­ნიშ­ნუ­ლი სას­წავ­ლო ­გეგ­მა გან­კუთ­ვ­ნი­ლია ბავ­შ­ვებ­ში იმ კომ­პენ­სა­ტო­რუ­ლი უნა­რე­ბის გან­ვით­არე­ბის­თ­ვის, რო­მე­ლიც აუცი­ლე­ბე­ლია მხედ­ვე­ლო­ბის დარ­ღ­ვე­ვით გა­მოწ­ვე­უ­ლი სირ­თუ­ლე­ე­ბის აღ­მო­საფხ­ვ­რე­ლად. გა­ფარ­თო­ე­ბუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მა ჯერ­ჯე­რო­ბით დამ­ტ­კი­ცე­ბუ­ლი არ არის გა­ნათ­ლე­ბისა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს მი­ერ, თუმ­ცა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი აქვს ტრე­ნინგ-მო­დუ­ლი, რო­მე­ლიც სპე­ცი­ა­ლის­ტებს გეგ­მის გა­მო­ყე­ნე­ბას ას­წავ­ლის და ორ­გა­ნი­ზა­ცია თა­ნახ­მაა, მო­დუ­ლი ცენტრს გა­დას­ცეს. შე­სა­ბა­მი­სად, აღ­ნიშ­ნუ­ლი წლის სექ­ტემ­ბ­რი­დან შე­საძ­ლებ­ლო­ბა გვექ­ნე­ბა, სპე­ცი­ა­ლის­ტებს შევ­თა­ვა­ზოთ ტრე­ნინგ-მო­დუ­ლი გა­ფარ­თო­ე­ბუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მის გა­მო­ყე­ნე­ბის ტექ­ნი­კებ­ზე.

სმე­ნის დარ­ღ­ვე­ვის მქო­ნე პირ­თა სწავ­ლე­ბის­თ­ვის
ამ შემ­თხე­ვე­ვა­ში ორი მი­მარ­თუ­ლე­ბა არ­სე­ბობს — სმე­ნი­სარ­მ­ქო­ნე/ყრუ პირ­თა და სმე­ნის დაქ­ვე­ი­თე­ბის მქო­ნე მოს­წავ­ლე­თა გა­ნათ­ლე­ბა. პირ­ველ შემ­თხ­ვე­ვა­ში, ყრუ პირ­თა სწავ­ლე­ბის­თ­ვის შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი გვაქვს ჟეს­ტუ­რი ენის კურ­სე­ბი, რო­მე­ლიც სხვა­დას­ხ­ვა სა­მიზ­ნე ჯგუ­ფის­თ­ვი­საა გან­კუთ­ვ­ნი­ლი — რო­გორც თა­ვად ყრუ პი­რე­ბის­თ­ვის, ასე­ვე მა­თი უახ­ლო­ე­სი გა­რე­მოს­თ­ვის. ამის მი­ზა­ნი კი ის არის, რომ ჟეს­ტუ­რი ენის სწავ­ლე­ბას­თან ერ­თად მათ ჟეს­ტუ­რი ენის გა­რე­მო შე­ვუქ­მ­ნათ. მა­გა­ლი­თად, თუ ჩვენ მოგ­ვ­მარ­თა პირ­მა, რო­მე­ლიც ყრუ სტუ­დენ­ტის თა­ნა­კურ­სე­ლია ან ყრუ მოს­წავ­ლის თა­ნაკ­ლა­სე­ლი, მე­ზო­ბე­ლი, ოჯა­ხის წევ­რი ან ნა­თე­სა­ვი, ჩვენ მი­ერ შე­თა­ვა­ზე­ბუ­ლი კურ­სით, მათ ჟეს­ტურ ენას შე­ვას­წავ­ლით. შე­სა­ბა­მი­სად, ოთხი სა­მიზ­ნე ჯგუ­ფი გვყავს — ყრუ პი­რე­ბი და მა­თი თა­ნა­ტო­ლე­ბი, ყრუ პირ­თა ოჯა­ხის წევ­რე­ბი, მას­წავ­ლებ­ლე­ბი და თარ­ჯიმ­ნე­ბი. თარ­ჯი­მან­თა კურ­სე­ბი ორ­დო­ნი­ა­ნია, და­ნარ­ჩე­ნი კურ­სე­ბი კი — სამ­დო­ნი­ა­ნი. ვიწყებთ ელე­მენ­ტა­რუ­ლი დო­ნი­დან და მე­ო­რე, მე­სა­მე დო­ნის სა­კო­მუ­ნი­კა­ციო ჟეს­ტურ ენას ვას­წავ­ლით, რა­თა ადა­მი­ა­ნებ­მა ყრუ პი­რებ­თან, გარ­კ­ვე­ულ დო­ნე­ზე, კო­მუ­ნი­კა­ცია შეძ­ლონ.
კურ­სის გავ­ლის შე­დე­გად, მო­ნა­წი­ლე­ე­ბი იც­ნო­ბენ ჟეს­ტურ ენას, რო­გორც სივ­რ­ცით ენას, სა­დაც ინ­ფორ­მა­ცი­ის კო­დი­რე­ბა ხდე­ბა ხე­ლე­ბით და ფლო­ბენ თე­ო­რი­ულ ცოდ­ნას ჟეს­ტუ­რი ენის გა­მო­ყე­ნე­ბი­სა და სწავ­ლე­ბის შე­სა­ხებ. მო­დუ­ლი მო­ი­ცავს თე­ო­რი­ულ და პრაქ­ტი­კულ მე­ცა­დი­ნე­ო­ბებს, გამ­დიდ­რე­ბუ­ლია ფო­ტო და ვი­დე­ო­მა­სა­ლით. მო­დუ­ლი აერ­თი­ა­ნებს ჟეს­ტუ­რი ენი­სა და დაქ­ტი­ლის გა­მო­ყე­ნე­ბით სწავ­ლე­ბის მე­თო­დი­კას.
მო­ნა­წი­ლე­ე­ბი ეუფლებიან დაქ­ტი­ლის შეს­წავ­ლის­თ­ვის აუცი­ლე­ბე­ლი უნა­რე­ბის (ნა­ტი­ფი მო­ტო­რი­კა...) გან­ვი­თა­რე­ბის სტრა­ტე­გი­ებს და იყე­ნე­ბენ მი­მი­კას, იცი­ან ასო-ბგე­რე­ბის, სიტყ­ვე­ბის, სას­ვე­ნი ნიშ­ნე­ბის, წი­ნა­და­დე­ბე­ბის, ტექ­ს­ტის და­წე­რა-წა­კითხ­ვა დაქ­ტი­ლით, ასე­ვე, შე­უძ­ლი­ათ რიცხ­ვე­ბის, უტო­ლო­ბე­ბის, მა­გა­ლი­თე­ბის, მა­თე­მა­ტი­კუ­რი სიმ­ბო­ლო­ე­ბის და­წე­რა-წა­კითხ­ვა დაქ­ტი­ლით. კურ­სის გავ­ლის შემ­დეგ, მო­ნა­წი­ლე­ებ­ი ფლობენ ჟეს­ტუ­რ ენას სა­ბა­ზი­სო დო­ნე­ზე და შე­უძ­ლი­ათ გა­მო­ი­ყე­ნონ ყრუ მოს­წავ­ლე­ებ­თან სწავ­ლე­ბის დროს ან კო­მუ­ნი­კა­ცი­ის­თ­ვის.
სას­წავ­ლო რე­სურ­სე­ბის გა­სამ­დიდ­რებ­ლად, გა­დავ­წყ­ვი­ტეთ გა­და­ვი­ღოთ ჟეს­ტუ­რი ენის სას­წავ­ლო ფილ­მე­ბი რო­გორც დამ­წყებ­თათ­ვის, ისე თარ­ჯიმ­ნე­ბის­თ­ვის. სცე­ნა­რე­ბი უკ­ვე შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი გვაქვს და ფილ­მე­ბიც, ალ­ბათ, ზაფხუ­ლის ბო­ლოს გვექ­ნე­ბა.
რაც შე­ე­ხე­ბა სმე­ნის დარ­ღ­ვე­ვის მქო­ნე მოს­წავ­ლე­თა სწავ­ლე­ბის მო­დუ­ლის შე­დე­გებს, ტრე­ნინ­გის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, მო­ნა­წი­ლე­ე­ბი უნ­და ფლობ­დ­ნენ ცოდ­ნას სმე­ნის დაქ­ვე­ი­თე­ბის მქო­ნე მოს­წავ­ლის შე­საძ­ლო სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის, სმე­ნის ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რე­ბი­სა და მი­სი დარ­ღ­ვე­ვის შე­სა­ხებ.
ტრე­ნინგ-მო­დუ­ლის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, მას­წავ­ლე­ბე­ლი უკეთ გან­საზღ­ვ­რავს სმე­ნის დაქ­ვე­ი­თე­ბის მქო­ნე მოს­წავ­ლის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სა­ჭი­რო­ე­ბებს, სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის ხელ­შემ­წყო­ბი სტრა­ტე­გი­ე­ბი­სა და საკ­ლა­სო გა­რე­მოს ორ­გა­ნი­ზე­ბის პრინ­ცი­პებს.
მო­დუ­ლი ეხე­ბა იმ მოს­წავ­ლე­თა გა­ნათ­ლე­ბას, რო­მელ­თაც არ სჭირ­დე­ბათ ჟეს­ტუ­რი ენა, მათ სმე­ნის დაქ­ვე­ი­თე­ბა აქვთ. მო­დუ­ლი ტრე­ნინ­გის მო­ნა­წი­ლე­ებს ამომ­წუ­რავ ინ­ფორ­მა­ცი­ას აწ­ვ­დის სმე­ნის დაქ­ვე­ი­თე­ბის მქო­ნე მოს­წავ­ლის შე­საძ­ლო სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის შე­სა­ხებ და, რაც მ­თა­ვა­რია, მოს­წავ­ლის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის ხელ­შემ­წყო­ბი სტრა­ტე­გი­ე­ბი­სა და საკ­ლა­სო გა­რე­მოს ორ­გა­ნი­ზე­ბის პრინ­ცი­პე­ბის გან­საზღ­ვ­რა­ში ეხ­მა­რე­ბა.
და­ბო­ლოს, ერ­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი რამ, რაც გვინ­და, რომ ამ სფე­რო­ში გა­ვა­კე­თოთ — ბი­ლინ­გ­ვუ­რი სწავ­ლე­ბის მე­თო­ლო­გი­უ­რი გზამ­კ­ვ­ლე­ვი. ეს გუ­ლის­ხ­მობს ყრუ პი­რე­ბის­თ­ვის რო­გორც ჟეს­ტუ­რი ენის სწავ­ლე­ბას, ისე ქარ­თუ­ლი ენის სწავ­ლე­ბა­საც. თუ რო­გორ შევ­ძ­ლებთ ვას­წავ­ლოთ ჟეს­ტუ­რი ენა და, პა­რა­ლე­ლურ რე­ჟიმ­ში, გან­ვუ­ვი­თა­როთ ქარ­თუ­ლი ენა, ამის მე­თო­დო­ლო­გია ჯერ არ გვაქვს, შე­სა­ბა­მი­სად, არც ტრე­ნინგ-მო­დუ­ლი არ­სე­ბობს, ეს ჩვე­ნი სა­მო­მავ­ლო გეგ­მაა.

ესა­უბ­რა ლა­ლი ჯე­ლა­ძე

25-28(942)N