გამოდის 1998 წლიდან
2016-06-09
ახა­ლი თა­ო­ბის ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მა

ლა­ლი ჯე­ლა­ძე

სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­რომ ახა­ლი, 2017-2023 წლე­ბის, ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მის პრე­ზენ­ტა­ცია გა­მარ­თა, რო­მე­ლიც 2017-2018 სას­წავ­ლო წლი­დან ამოქ­მედ­დე­ბა და მი­სი და­ნერ­გ­ვა დაწყე­ბი­თი სა­ფე­ხუ­რით (I-IV კლა­სე­ბი) და­იწყე­ბა.
ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მა სა­ბა­ზი­სო დო­კუ­მენ­ტია, რო­მე­ლიც გან­საზღ­ვ­რავს, რა, რო­დის და რო­გორ უნ­და ის­წავ­ლე­ბო­დეს სა­ქარ­თ­ვე­ლოს ზო­გად­სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სკო­ლებ­ში. კერ­ძოდ, გან­საზღ­ვ­რავს: სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის მიზ­ნებ­სა და სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პრინ­ცი­პებს; ძი­რი­თად მე­თო­დი­კურ ორი­ენ­ტი­რებს; სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პრო­ცე­სის ორ­გა­ნი­ზე­ბას; მოს­წავ­ლის შე­ფა­სე­ბის სის­ტე­მას; სა­ვალ­დე­ბუ­ლო და არ­ჩე­ვით საგ­ნებს; სა­გან­თა სწავ­ლის მიზ­ნებ­სა და ში­ნა­არსს; სა­ა­თობ­რივ ბა­დეს, ანუ სა­გან­თა კვი­რე­ულ გა­ნა­წი­ლე­ბას; ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის პრინ­ცი­პებს და ა.შ.
ღო­ნის­ძი­ე­ბა გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის მი­ნის­ტ­რ­მა ალექ­სან­დ­რე ჯე­ჯე­ლა­ვამ გახ­ს­ნა. რე­ვი­ზი­რე­ბუ­ლი ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მის სი­ახ­ლე­ებ­სა და პრი­ო­რი­ტე­ტებ­ზე ვრცლად ისა­უბ­რეს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის მი­ნის­ტ­რის მო­ად­გი­ლემ ლია გი­გა­ურ­მა და ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­როს­მა ნა­თია ჯო­ხა­ძემ
.
გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის მი­ნის­ტ­რ­მა, ალექ­სან­დ­რე ჯე­ჯე­­ლა­ვამ ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მის ახა­ლი ვერ­სია  შე­ა­ფა­სა, რო­გორც კარ­გი ნა­მუ­შე­ვა­რი და ხა­ზი გა­უს­ვა, თუ რამ­დე­ნად მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, რომ გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა დრო­ის მოთხოვ­ნებს პა­სუ­ხობ­დეს: „ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, რომ ჩვე­ნი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა მიჰ­ყ­ვე­ბო­დეს დრო­ის მოთხოვ­ნებს. სე­რი­ო­ზუ­ლი საფ­რ­თხეა ის, რომ  დრო აჩ­ქარ­და, ყვე­ლა­ფე­რი ძა­ლი­ან სწრა­ფად იც­ვ­ლე­ბა — ჩვე­ნი ბავ­შ­ვე­ბის სურ­ვი­ლე­ბი, ინ­ტე­რე­სე­ბი, ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი, გო­ნე­ბა  და აუცი­ლე­ბე­ლია, რომ სკო­ლა მიჰ­ყ­ვეს მის­თ­ვის ყვე­ლა­ზე მთა­ვარ ადა­მი­ა­ნებს გან­ვი­თა­რე­ბა­ში. ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მის ახა­ლი ვერ­სია ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ამ გან­ვი­თა­რე­ბის პრო­ცეს­ში. ჩვენ უნ­და მო­ვა­ხერ­ხოთ, სის­ტე­მა მუდ­მი­ვად დი­ნა­მი­უ­რი იყოს და მიჰ­ყ­ვეს დრო­ის მოთხოვ­ნებს, რად­გან, ხან­და­ხან, ზო­გი­ერ­თი საგ­ნის პროგ­რა­მა ჩა­მორ­ჩე­ბა ხოლ­მე სო­ცი­ა­ლურ-პო­ლი­ტი­კურ თუ ტექ­ნო­ლო­გი­ურ გა­რე­მოს. ძა­ლი­ან კარ­გი ნა­მუ­შე­ვა­რია და უნ­და შე­ვე­ცა­დოთ, ასე გა­ვაგ­რ­ძე­ლოთ.“
ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მა პე­რი­ო­დულ გა­ნახ­ლე­ბას მო­ითხოვს, მას­ში უნ­და აისა­ხოს რო­გორც მოს­წავ­ლე­ე­ბი­სა და პე­და­გო­გე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი, ისე სა­ერ­თა­შო­რი­სო პრაქ­ტი­კა, გა­ნათ­ლე­ბის სფე­რო­ში მიმ­დი­ნა­რე თა­ნა­მედ­რო­ვე ტენ­დენ­ცი­ე­ბი. გა­ნათ­ლე­ბის რე­ფორ­მე­ბის დაწყე­ბი­დან დღემ­დე, უკ­ვე მე­სა­მე თა­ო­ბის ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მა შე­მუ­შავ­და და მი­სი მოქ­მე­დე­ბის ვა­და 2017-2023 წლე­ბით გა­ნი­საზღ­ვ­რა.
ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მის რე­ვი­ზი­ას წინ უძღო­და მრა­ვალ­მ­ხ­რი­ვი მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი სა­მუ­შაო­ე­ბი სხვა­დას­ხ­ვა მი­მარ­თუ­ლე­ბით: ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მის და­ნერ­გ­ვის მო­ნი­ტო­რინ­გი დაწყე­ბით სა­ფე­ხურ­ზე; სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის ხარ­ვე­ზე­ბის შეს­წავ­ლა; სკო­ლე­ბი­დან, სხვა­დას­ხ­ვა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ი­დან შე­მო­სუ­ლი მო­საზ­რე­ბე­ბი­სა და რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის ანა­ლი­ზი; სკო­ლე­ბის საგ­ნობ­რივ კა­თედ­რებ­თან შეხ­ვედ­რე­ბის ანა­ლი­ზი; სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­მოც­დი­ლე­ბის შეს­წავ­ლა (7 გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ქვეყ­ნის სას­წავ­ლო გეგ­მე­ბის შეს­წავ­ლა და შე­და­რე­ბა სა­ქარ­თ­ვე­ლოს ეროვ­ნულ სას­წავ­ლო გეგ­მას­თან); დე­პარ­ტა­მენ­ტის ექ­ს­პერ­ტე­ბი­სა და პრო­ცეს­ში ჩარ­თუ­ლი მოქ­მე­დი პე­და­გო­გე­ბის პე­და­გო­გი­უ­რი გა­მოც­დი­ლე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა; სა­ხელ­მ­წი­ფოს მი­ერ აღე­ბუ­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის ანა­ლი­ზი.
თუმ­ცა, ახა­ლი ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მა ერ­თ­გუ­ლი დარ­ჩა ძი­რი­თა­დი პრინ­ცი­პის, რაც მოს­წავ­ლე­ზე და სას­წავ­ლო შე­დეგ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლო­ბას გუ­ლის­ხ­მობს. „სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის პრო­ცე­სის ცენ­ტ­რ­ში დგას კონ­კ­რე­ტუ­ლი მოს­წავ­ლე თა­ვი­სი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი სა­ჭი­რო­ე­ბე­ბით და მთე­ლი სას­წავ­ლო სის­ტე­მა მას­ზეა ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი — აცხა­დებს ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სი ნა­თია ჯო­ხა­ძე — 2017-18 სას­წავ­ლო წლი­დან ჩვენს სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სივ­რ­ცე­ში სკო­ლებ­ში შე­ვა უკ­ვე მე­სა­მე თა­ო­ბის ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მა. მი­ნის­ტ­რის ბრძა­ნე­ბით, დამ­ტ­კიც­და ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მის დაწყე­ბი­თი სა­ფე­ხუ­რი — ჳ-ვჳ კლა­სე­ბი და ძა­ლი­ან მა­ლე ამუ­შავ­დე­ბა სკო­ლებ­ში. ჩვენ­თ­ვის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი იყო მუ­შა­ო­ბის პრო­ცე­სი, ად­გი­ლობ­რი­ვი თუ სა­ერ­თა­შო­რი­სო პარ­ტ­ნი­ო­რე­ბის, უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის, სკო­ლის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლე­ბი­სა და მას­წავ­ლე­ბელ­თა კორ­პუ­სის ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რი ჩარ­თუ­ლო­ბა, ასე­ვე, სხვა­დას­ხ­ვა ჯგუ­ფე­ბის, მათ შო­რის, სა­ხელ­მ­წი­ფო ინ­ს­ტი­ტუ­ცი­ე­ბის, რომ­ლე­ბიც გვაწ­ვ­დიდ­ნენ ხოლ­მე ეროვ­ნულ სას­წავ­ლო გეგ­მას­თან დაკ­ავ­ში­რე­ბულ თა­ვი­ანთ მო­საზ­რე­ბებ­სა და რე­კო­მენ­და­ცი­ებს. შე­მიძ­ლია გითხ­რათ, რომ ეს დო­კუ­მენ­ტი ნამ­დ­ვი­ლად არის შე­თან­ხ­მე­ბუ­ლი ვერ­სია იმი­სა, თუ რო­გო­რი გვინ­და იყოს სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პა­რა­დიგ­მა და პრო­ცე­სი სკო­ლებ­ში და რა უნა­რე­ბი, ცოდ­ნა და ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი გვინ­და, რომ ჰქონ­დეს ჩვენს მო­მა­ვალ თა­ო­ბას.
ცხა­დია, ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მის ფუნ­და­მენ­ტი, ფი­ლო­სო­ფია შეც­ვ­ლი­ლი არ არის და ეს ფი­ლო­სო­ფიაა მოს­წავ­ლე­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი სის­ტე­მა. თუმ­ცა, მთე­ლი რი­გი ცვლი­ლე­ბე­ბია, რო­მე­ლიც შე­ე­ხე­ბა სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბას, ახა­ლი საგ­ნის შე­მო­ტა­ნას სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მეც­ნი­ე­რე­ბე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით, საკ­ლა­სო შე­ფა­სე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი, რაც გან­სა­კუთ­რე­ბით დაწყე­ბით სა­ფე­ხურ­ზეა კრი­ტი­კუ­ლად მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი. ძა­ლი­ან დი­დი სურ­ვი­ლი გვაქვს, რომ ის სა­უ­კე­თე­სო და მო­მა­ვალ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი სურ­ვი­ლე­ბი, რაც ეროვ­ნულ სას­წავ­ლო გეგ­მა­შია, რე­ა­ლურ ცხოვ­რე­ბა­ში ამოქ­მედ­დეს. ამის­თ­ვის უნ­და იმუ­შა­ოს რო­გორც დე­პარ­ტა­მენ­ტ­მა, ისე სას­კო­ლო სივ­რ­ცე­ში მოღ­ვა­წე ყვე­ლა ადა­მი­ან­მა — მხედ­ვე­ლო­ბა­ში მაქვს მას­წავ­ლე­ბელ­თა გა­დამ­ზა­დე­ბის, გა­მოც­დე­ბის თუ ხა­რის­ხის ცენ­ტ­რე­ბი, სკო­ლე­ბის ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ე­ბი და პე­და­გო­გე­ბი. ყვე­ლამ ერ­თად უნ­და ვიშ­რო­მოთ იმის­თ­ვის, რომ თი­თო­ე­ულ ბავ­შ­ვ­თან და­ი­ნერ­გოს ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მა, რო­მე­ლიც გან­ვი­თა­რე­ბა­ზეა ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი და ეხ­მა­რე­ბა მოს­წავ­ლეს ფუნ­და­მენ­ტუ­რი, მყა­რი, დი­ნა­მი­უ­რი ცოდ­ნის კონ­ს­ტ­რუ­ი­რე­ბა­ში.“
გა­ტა­რე­ბუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბის მთა­ვა­რი მი­ზა­ნია იმ­გ­ვა­რი სას­წავ­ლო გა­რე­მოს შექ­მ­ნა, რო­მე­ლიც მაქ­სი­მა­ლუ­რად შე­უწყობს ხელს თი­თო­ე­უ­ლი მოს­წავ­ლის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას. ამ მიზ­ნის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის ხელ­შე­საწყო­ბად შემ­დე­გი არ­სე­ბი­თი ცვლი­ლე­ბე­ბი გან­ხორ­ცი­ელ­და:
გა­ნათ­ლე­ბის მეც­ნი­ე­რე­ბა­ში დაგ­რო­ვი­ლი ცოდ­ნის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით გა­ნი­საზღ­ვ­რა ის ძი­რე­უ­ლი პრინ­ცი­პე­ბი, რომ­ლე­ბიც უკე­თე­სად სწავ­ლი­სა და სწავ­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა. ამ პრინ­ცი­პე­ბის ირ­გ­ვ­ლივ უნ­და გა­ერ­თი­ან­დეს და გამ­თ­ლი­ან­დეს ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა, ამ პრინ­ცი­პე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­სა­კენ უნ­და წა­რი­მარ­თოს სის­ტე­მის თი­თო­ე­უ­ლი რგო­ლი, რა­თა რე­ა­ლუ­რად შე­საძ­ლე­ბე­ლი გახ­დეს საკ­ლა­სო ოთა­ხებ­ში მოს­წავ­ლის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი სას­წავ­ლო პრო­ცე­სის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა;
ყო­ველ­წ­ლი­უ­რი სტან­დარ­ტე­ბის ნაც­ვ­ლად, შე­მუ­შავ­და სა­ფე­ხუ­რებ­რი­ვი სტან­დარ­ტე­ბი, რაც მას­წავ­ლებ­ლებს მეტ სა­შუ­ა­ლე­ბას მის­ცემს, ცალ­კე­უ­ლი მოს­წავ­ლის გან­ვი­თა­რე­ბის ტემპს მო­არ­გოს სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პრო­ცე­სი, გა­ით­ვა­ლის­წი­ნოს ცალ­კე­უ­ლი მათ­გა­ნის ფი­ზი­კუ­რი და ფსი­ქი­კუ­რი მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბი, სწავ­ლის სტი­ლი, პი­რა­დი გა­მოც­დი­ლე­ბა და აკა­დე­მი­უ­რი სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი;
ახა­ლი თა­ო­ბის ეროვ­ნულ სას­წავ­ლო გეგ­მა­ში გა­ნი­საზღ­ვ­რა ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის დაწყე­ბი­თი, სა­ბა­ზო და სა­შუ­ა­ლო სა­ფე­ხუ­რე­ბის მი­სია და მიზ­ნე­ბი, რომ­ლებ­შიც დაწყე­ბით სა­ფე­ხურ­ზე, სხვა უნა­რებ­თან ერ­თად, ხაზ­გას­მუ­ლია სა­ბა­ზი­სო უნა­რე­ბის — წიგ­ნი­ე­რე­ბი­სა და რა­ო­დე­ნობ­რი­ვი წიგ­ნი­ე­რე­ბის — გან­ვი­თა­რე­ბა­ზე მუ­შა­ო­ბა. სა­ბა­ზო სა­ფე­ხურ­ზე ხაზ­გას­მუ­ლია, სა­გან­თა სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, მყა­რი, დი­ნა­მი­კუ­რი და ფუნ­ქ­ცი­უ­რი ცოდ­ნის კონ­ს­ტ­რუ­ი­რე­ბა, ხო­ლო სა­შუ­ა­ლო სა­ფე­ხურ­ზე — სა­გან­თა გაღ­რ­მა­ვე­ბუ­ლი სწავ­ლე­ბის გზით, სის­ტე­მუ­რი ცოდ­ნის კონ­ს­ტ­რუ­ი­რე­ბა; მო­აზ­როვ­ნე, მა­ძი­ე­ბე­ლი, ახ­ლის შე­მოქ­მე­დი, წიგ­ნი­ე­რი, ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი და პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბის გრძნო­ბის მქო­ნე მო­ქა­ლა­ქის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა;
ცვლი­ლე­ბა შე­ვი­და ესგ-ს ში­ნა­არ­სის სტრუქ­ტუ­რი­რე­ბა­სა და ორ­გა­ნი­ზე­ბა­ში, კერ­ძოდ: გა­მო­იკ­ვე­თა გრძელ­ვა­დი­ა­ნი მიზ­ნე­ბი (რაც ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია) და მა­თი მიღ­წე­ვის გზე­ბი და სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი;
მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ცვლი­ლე­ბა გან­ხორ­ცი­ელ­და სა­ფე­ხუ­რებ­რი­ვი სტან­დარ­ტე­ბის და­ნერ­გ­ვით, ყო­ველ­წ­ლი­უ­რი სტან­დარ­ტის ნაც­ვ­ლად, გაჩ­ნ­და სა­ფე­ხუ­რებ­რი­ვი სტან­დარ­ტე­ბი სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის შემ­დეგ საკ­ვან­ძო ეტა­პებ­ზე: ჳ-ჳვ — ოთხ­წ­ლი­ა­ნი ქვე­სა­ფე­ხუ­რის; ვ-ვჳ — დაწყე­ბი­თი; ვჳჳ-ჳხ — სა­ბა­ზო და  ხ-ხჳჳ — სა­შუ­ა­ლო სა­ფე­ხუ­რე­ბის ბო­ლოს. მას­წავ­ლე­ბელს ორი­ენ­ტი­რი სწო­რედ სა­ფე­ხუ­რე­ბის ბო­ლოს აქვს გა­და­ტა­ნი­ლი. „ერ­თი მხრივ, ეს მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია იმ თვალ­საზ­რი­სით, რომ მას­წავ­ლე­ბელ­მა დი­დი მიზ­ნე­ბის­თ­ვის იმუ­შა­ოს და ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ სა­ჭი­რო­ე­ბებ­ზე, ბავ­შ­ვ­ზე მორ­გე­ბუ­ლი სის­ტე­მის ამოქ­მე­დე­ბას სწო­რად შე­უწყოს ხელი.“
სტან­დარ­ტის სა­ფე­ხუ­რებ­რი­ვი შე­დე­გე­ბის შე­მო­ტა­ნით, ყო­ველ კონ­კ­რე­ტულ სკო­ლას ეძ­ლე­ვა სა­შუ­ა­ლე­ბა, სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცე­სი მოს­წავ­ლე­ე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი­სა და სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით და­გეგ­მოს. ამა­ვე დროს, შე­ნარ­ჩუნ­და წლი­უ­რი პროგ­რა­მე­ბიც, სკო­ლას ეძლევა საშუალება, სტან­დარ­ტის შე­დე­გე­ბის მი­საღ­წე­ვად, სურ­ვი­ლის შემ­თხ­ვე­ვა­ში, გაჰ­ყ­ვეს მომ­ზა­დე­ბულ წლი­ურ პროგ­რა­მებს;
სი­ახ­ლეა სა­ხელ­მ­წი­ფო ენის სწავ­ლე­ბა­ში — ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის საგ­ნის სტან­დარ­ტ­ში და ყვე­ლა კლა­სის პროგ­რა­მა­ში გა­მიჯ­ნუ­ლია ენის გრა­მა­ტი­კუ­ლი ას­პექ­ტე­ბი; მას­წავ­ლე­ბე­ლი თა­ვი­სუ­ფა­ლია და შე­უძ­ლია თა­ვად და­გეგ­მოს ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის პრო­ცე­სი. მარ­თა­ლია, ეს  თა­ვი­სუფ­ლე­ბა მა­ნამ­დეც ჰქონ­და, თუმ­ცა ამის ოფი­ცი­ა­ლუ­რი ჩა­ნა­წე­რი კა­ნონ­ში არ არ­სე­ბობ­და და, ხშირ შემ­თხ­ვე­ვა­ში, მას­წავ­ლე­ბე­ლი ფიქ­რობ­და, რომ გრა­მა­ტი­კის სწავ­ლე­ბა­ში შეზღუ­დუ­ლი იყო. კა­ნონ­ში ამ ჩა­ნა­წერ­მა კი ოფი­ცი­ა­ლუ­რად მი­ა­ნი­ჭა უფ­ლე­ბა, ას­წავ­ლოს გრა­მა­ტი­კა იმ დო­ზით, რო­გორც თა­ვად და­გეგ­მავს;
და სი­ახ­ლე, რო­მელ­მაც სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში არა­ერ­თ­გ­ვა­რი რე­აქ­ცია გა­მო­იწ­ვია, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მეც­ნი­ე­რე­ბე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბუ­ლი სწავ­ლე­ბაა — ჳჳჳ-ჳხ კლა­სებ­ში შე­მო­დის ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლი სა­გა­ნი „მე და სა­ზო­გა­დო­ე­ბა“. ამ საგ­ნის სწავ­ლე­ბის სა­კითხ­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­ზო­გა­დო­ე­ბა ორ ნა­წი­ლად გა­ი­ყო და და­იწყო სე­რი­ო­ზუ­ლი და­პი­რის­პი­რე­ბა — უნ­და ეს­წავ­ლათ თუ არა ბაშ­ვებს სა­გა­ნი, რო­მე­ლიც მიზ­ნად ისა­ხავს მოს­წავ­ლეს ჩა­მო­უ­ყა­ლი­ბოს პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა და მზრუნ­ვე­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა სა­კუ­თა­რი თა­ვის, ოჯა­ხის, თე­მის, ბუ­ნებ­რი­ვი გა­რე­მო­სა და კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბის მი­მართ. სი­ნამ­დ­ვი­ლე­ში, რა იყო „ხმა­უ­რი­ა­ნი საგ­ნის“ დამ­კ­ვიდ­რე­ბის მი­ზა­ნი, ამის შე­სა­ხებ ქალ­ბა­ტო­ნი ნა­თია ამ­ბობს, რომ: „დაწყე­ბით კლა­სებ­ში მოს­წავ­ლეს­თან ვმუ­შა­ობთ ტექ­ნი­კუ­რი, სა­ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლო, ეს­თე­ტი­კუ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბით. გვინ­დო­და, მათ­თან სო­ცი­ა­ლუ­რი მეც­ნი­ე­რე­ბე­ბის  მი­მარ­თუ­ლე­ბი­თაც გვე­მუ­შა­ვა. სწო­რედ ეს სურ­ვი­ლი ჩა­ი­დო, რო­ცა გა­დავ­წყ­ვი­ტეთ, ჳჳჳ-ჳვ კლა­სებ­ში ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლი სა­გა­ნი — ის­ტო­რია-გე­ოგ­რა­ფია-სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბა — შეგ­ვეც­ვა­ლა საგ­ნით „მე და სა­ზო­გა­დო­ე­ბა“. ამ­დე­ნად, 2017 წლი­დან, მე­სა­მეკ­ლა­სე­ლე­ბი და­იწყე­ბენ ამ საგ­ნის შეს­წავ­ლას. საგ­ნის სწავ­ლე­ბის არ­სია, მო­ამ­ზა­დოს ბავ­შ­ვე­ბი სა­ზო­გა­დო­ებ­რივ- სო­ცი­ა­ლუ­რი მეც­ნი­ე­რე­ბე­ბის სწავ­ლე­ბის­თ­ვის ზე­და სა­ფე­ხურ­ზე და შექ­მ­ნას ამის­თ­ვის მყა­რი სა­ფუძ­ვე­ლი. ასე­ვე, არის რი­გი სა­კითხე­ბი, რო­მელ­თა სწავ­ლე­ბა ჳხ და ხ კლა­სებ­ში დაგ­ვი­ა­ნე­ბუ­ლია. და­მერ­წ­მუ­ნე­ბი­ან სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი, სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბა მა­ნამ­დე მხო­ლოდ ჳხ- ხ კლა­სებ­ში ის­წავ­ლე­ბო­და და ვამ­ბობ­დით, რომ ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლია სხვა საგ­ნებ­ში, მაგ­რამ სი­მარ­თ­ლეს თვა­ლი უნ­და გა­ვუს­წო­როთ და ვთქვათ, რომ, ხშირ შემ­თხ­ვე­ვა­ში, ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლი იყო ის­ტო­რი­ის სა­გან­ში. ამ­დე­ნად, ის­ტო­რი­ის მას­წავ­ლე­ბე­ლი, თა­ვის­თა­ვად, ყუ­რადღე­ბას ნაკ­ლე­ბად ამახ­ვი­ლებ­და სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბა­ზე. მთე­ლი რი­გი სა­კითხე­ბი, რომ­ლე­ბიც პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლია ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის ეროვ­ნუ­ლი მიზ­ნე­ბით, თვი­თონ ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მით, იკარ­გე­ბო­და. ესეც გახ­და ერთ-ერ­თი მი­ზე­ზი, რის გა­მოც ცალ­კე გა­მოვ­ყა­ვით სა­გა­ნი „მე და სა­ზო­გა­დო­ე­ბა“.
რე­ა­ლუ­რად რა სა­სი­ცოცხ­ლოდ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან უნა­რებ­სა და სა­კითხებ­ზეა სა­უ­ბა­რი სა­გან­ში „მე და სა­ზო­გა­დო­ე­ბა“, ქალ­ბა­ტო­ნი ნა­თია პა­სუ­ხობს, რომ გარ­და თე­მა­ტუ­რი სა­კითხე­ბი­სა, ეს სა­გა­ნი აერ­თი­ა­ნებს: კონ­ფ­ლიქ­ტე­ბის მარ­თ­ვას, გა­რე­მოს დაც­ვას, ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წესს, სა­მო­ქა­ლა­ქო უსაფ­რ­თხო­ე­ბას, შემ­წყ­ნა­რებ­ლო­ბას, ბავ­შ­ვის უფ­ლე­ბებ­სა და მო­ვა­ლე­ო­ბებს, ის­ტო­რი­ულ-გე­ოგ­რა­ფი­ულ და ეკო­ნო­მი­კურ უნა­რებს. „ძა­ლი­ან მი­ხა­რია, რომ ჩვენ ეს სა­გა­ნი გვექ­ნე­ბა, ცხა­დია, იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ მი­სი სწავ­ლე­ბა კარ­გად გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა. კი­დევ ერ­თხელ შე­გახ­სე­ნებთ, ჩე­მი ოჯა­ხი, სკო­ლა, მე­გობ­რე­ბი, თა­ნა­ტო­ლე­ბი, ჩე­მი გა­რე­მო, მე­დია და ინ­ფორ­მა­ცია, ჩე­მი ქვე­ყა­ნა  — ეს მარ­თ­ლაც სა­სი­ცოცხ­ლოდ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი თე­მე­ბია, რო­მელ­საც ბავ­შ­ვი უნ­და იც­ნობ­დეს, რომ უკეთ შეძ­ლოს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში თა­ნაცხოვ­რე­ბა და ორი­ენ­ტა­ცია.“
ეროვ­ნულ სას­წავ­ლო გეგ­მა­ში გა­მო­ყო­ფი­ლია პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბი, რო­მელ­ზეც უნ­და გა­კეთ­დეს აქ­ცენ­ტი. ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მა ორი მი­მარ­თუ­ლე­ბით ხორ­ცი­ელ­დე­ბა — საკ­ლა­სო  და კლას­გა­რე­შე აქ­ტი­ვო­ბე­ბი. ეს მი­მარ­თუ­ლე­ბა ად­რეც იყო, მაგ­რამ ახ­ლა უფ­რო გაძ­ლი­ერ­და და სულ უფ­რო მე­ტად ფიქ­რო­ბენ იმა­ზე, თუ რო­გორ გა­და­ი­ტა­ნონ სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის კომ­პო­ნე­ნ­ტი არა მხო­ლოდ საკ­ლა­სო აქ­ტი­ვო­ბად, არა­მედ კლას­გა­რე­შე აქ­ტი­ვო­ბე­ბად და პრო­ექ­ტე­ბად ისე, რომ კონ­ტ­რო­ლის მე­ქა­ნიზ­მიც შე­ი­ნარ­ჩუ­ნონ და შე­დე­გებ­ზეც იყ­ვ­ნენ ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი, რად­გან მთა­ვა­რია შე­დე­გი და არა პრო­ცე­სი. ამი­ტომ აქაც გა­მო­ი­ყო პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბი: წიგ­ნი­ე­რე­ბი­სა და რა­ო­დე­ნობ­რი­ვი წიგ­ნი­ე­რე­ბის უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა; ის­ტო­რი­უ­ლი და კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბის დაც­ვა; კულ­ტუ­რუ­ლი მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბის მი­მართ პო­ზი­ტი­უ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბი­სა და ტო­ლე­რან­ტო­ბის დამ­კ­ვიდ­რე­ბა; სა­მე­წარ­მეო უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა და ინი­ცი­ა­ტი­ვე­ბის წა­ხა­ლი­სე­ბა; ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წე­სის დამ­კ­ვიდ­რე­ბა და უსაფ­რ­თხო­ე­ბის დაც­ვა; გა­რე­მოს­დაც­ვი­თი გა­ნათ­ლე­ბა მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის; კონ­ფ­ლიქ­ტე­ბის მშვი­დო­ბი­ა­ნად მოგ­ვა­რე­ბის გზე­ბის სწავ­ლე­ბა და სხვ.
გარ­კ­ვე­უ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი გან­ხორ­ცი­ელ­და სა­ა­თობ­რივ ბა­დე­ში. და­ზუს­ტ­და შინ სწავ­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი, მა­ნამ­დე მხო­ლოდ სსსმ მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის არ­სე­ბობ­და.
„ჩვენ არ გვინ­და ისე­თი ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მა, რო­მე­ლიც ვე­რა­ვის აც­ნო­ბი­ე­რე­ბი­ნებს რა, რო­გორ და რატომ გვინ­და. და­მერ­წ­მუ­ნეთ, ექ­ს­პერ­ტებ­თან დის­კუ­სია ასეთ სა­კითხებ­ზეც კი ხში­რად გვქო­ნია — რო­გო­რი უნ­და იყოს დო­კუ­მენ­ტის ენა, მი­სი წა­კითხ­ვა  არა მხო­ლოდ მას­წავ­ლე­ბელ­მა, არა­მედ იმ ადა­მი­ან­მაც შეძ­ლოს, ვინც ჩარ­თუ­ლი არ არის სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში. მა­გა­ლი­თად, მშო­ბე­ლმა, რო­მე­ლიც და­ვა­ლე­ბის მომ­ზა­დე­ბა­ში ეხ­მა­რე­ბა შვილს, მაგ­რამ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ტერ­მი­ნო­ლო­გია მის­თ­ვის არ არის ნაც­ნო­ბი.“
ნე­ბის­მი­ე­რი სი­ახ­ლის და­ნერგ­ვა, სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სის­ტე­მა­ში, სამ დო­ნე­ზე — სის­ტე­მის, ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის და ინ­დი­ვი­დის — მიმ­დი­ნა­რე­ობს. ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მა ის დო­კუ­მენ­ტია, რო­მე­ლიც სა­ვალ­დე­ბუ­ლოა ყვე­ლა სა­ჯა­რო და კერ­ძო სკო­ლის­თ­ვის (თუმ­ცა, რო­გორც პრეზენტაციაზე გან­მარ­ტეს, კერ­ძო სკო­ლე­ბი კი­დევ მე­ტად გან­თა­ვი­სუფ­ლ­დ­ნენ ზედ­მე­ტი ჩა­რე­ვე­ბის­გან, მაგ­რამ ერ­თი­ან სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სივ­რ­ცე­ში გარ­კ­ვე­უ­ლი კონ­ტ­რო­ლის მე­ქა­ნიზ­მე­ბი მა­ინც შე­ნარ­ჩუნ­და). ერ­თია, რო­გო­რია ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მა, მაგ­რამ არა­ნაკ­ლებ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია მი­სი და­ნერ­გ­ვა სის­ტე­მის, ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი­სა და ინ­დი­ვი­დე­ბის დო­ნე­ზე. ნა­თია ჯო­ხა­ძემ ხაზ­გას­მით აღ­ნიშ­ნა, რომ პრო­ცე­დუ­რე­ბი, რო­მ­ლე­ბიც პე­და­გო­გე­ბი­სა და დი­რექ­ტო­რე­ბის­თ­ვის დამ­ღ­ლე­ლი, არა­სა­სურ­ვე­ლი და გა­მა­ღი­ზი­ა­ნე­ბე­ლი იქ­ნე­ბა, უკ­ვე არა­ე­ფექ­ტი­ა­ნია. ამი­ტო­მაც, რაც შე­იძ­ლე­ბა მე­ტს ფიქ­რობენ, მარ­ტი­ვი პრო­ცე­დუ­რე­ბით რო­გორ გა­ხა­დონ სის­ტე­მა შე­დეგ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი ისე, რომ პრო­ცე­სებ­ში არ და­ი­კარ­გონ. სწო­რედ ამი­ტო­მაა ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი, სა­კა­ნონ­მ­დებ­ლო დო­ნე­ზე და ინ­ს­ტ­რუქ­ცი­ებ­ში, მსგავ­სი სა­კითხე­ბის გა­წე­რა.
არანაკლებ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია სწო­რი ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­უ­ლი და ორ­გა­ნი­ზა­ცი­უ­ლი მოწყო­ბა, სწო­რად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი, კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბი და კო­ორ­დი­ნა­ცი­ის სის­ტე­მე­ბი. ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით კი, რო­გორც მო­ნი­ტო­რინ­გის კვლე­ვამ გა­მო­ავ­ლი­ნა, სე­რი­ო­ზუ­ლი ხარ­ვე­ზე­ბია. „ცხა­დია, მომ­ზა­დე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნუ­რი რე­სურ­სის — მას­წავ­ლებ­ლე­ბის — გა­რე­შე ეს ვერ მოხ­დე­ბა, მაგ­რამ დი­დი ყუ­რადღე­ბა უნ­და მი­ვაქ­ცი­ოთ სკო­ლის მე­ნეჯ­მენტს — ად­მი­ნის­ტ­რა­ტო­რებს“  — გა­ნაცხა­და ნა­თია ჯო­ხა­ძემ. დი­რექ­ტო­რებ­ზე აქ­ცენ­ტის გა­კე­თე­ბა მთე­ლი რი­გი კვლე­ვე­ბის შე­დე­გია, რად­გა­ნაც სწო­რედ კვლე­ვე­ბი აჩ­ვე­ნებს, რომ ორ­გა­ნი­ზა­ცია, სა­დაც კარ­გი მე­ნე­ჯე­რია, წარ­მა­ტე­ბუ­ლია. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მას­წავ­ლებ­ლის კვა­ლი­ფი­კა­ცი­ას­თან ერ­თად, უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სია იმ დი­რექ­ტო­რის რო­ლი, რო­მე­ლიც კარ­გი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის მას­წავ­ლე­ბელს არ­ჩევს, ხელს უწყობს, ორ­გა­ნი­ზე­ბას უკე­თებს მთელ რიგ პრო­ცე­სებს და ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლია გან­ვი­თა­რე­ბა­ზე.
თა­ნა­მედ­რო­ვე სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო  რე­სურ­სე­ბი, ფი­ზი­კუ­რი და ტექ­ნი­კუ­რი ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რა, ელექ­ტ­რო­ნუ­ლი მარ­თ­ვის სის­ტე­მე­ბი და სკო­ლე­ბის დე­ცენ­ტ­რა­ლი­ზა­ცია — დე­ლე­გი­რე­ბის ეს რე­ა­ლის­ტუ­რი მე­ქა­ნიზ­მე­ბი ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის და­მა­ტე­ბით ხელ­შემ­წყობ ფაქ­ტო­რე­ბად და­სა­ხელ­და. „რე­ა­ლუ­რად, ხშირ შემ­თხ­ვე­ვა­ში, სკო­ლა რა­ი­მე გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის მი­სა­ღე­ბად სა­მი­ნის­ტ­რო­ში რე­კავს და ამა­ზე მთე­ლი დე­პარ­ტა­მენ­ტი მუ­შა­ობს. არა­და, ეს გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა ლო­კა­ლუ­რა­დაა მი­სა­ღე­ბი. მა­გა­ლი­თად, სკო­ლამ ბავშვს, წლი­დან წლამ­დე, უნ­და და­უ­ნიშ­ნოს გა­მოც­და ან შე­მა­ჯა­მე­ბე­ლი და­ვა­ლე­ბა. ვფიქ­რობთ, ასე­თი სა­კითხე­ბის დე­ლე­გი­რე­ბა ად­გი­ლებ­ზე, სკო­ლებ­ში უნ­და მოხ­დეს. მათ უნ­და მივ­ცეთ უფ­ლე­ბე­ბი და აუცი­ლებ­ლად მი­ვა­ყო­ლოთ პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა, რად­გან პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა ყო­ველ­თ­ვის უფ­ლე­ბის თანა­მ­დე­ვია.
ეროვ­ნუ­ლი სას­წ­ვ­ლო გეგ­მის კარ­გად და­ნერ­გ­ვას და გან­ვი­თა­რე­ბას ხელს შე­უწყობს ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი მო­ნი­ტო­რინ­გი­სა და შე­ფა­სე­ბის სის­ტე­მე­ბის და­ნერ­გ­ვა. თუ სის­ტე­მის ყვე­ლა კომ­პო­ნენ­ტი კო­ორ­დი­ნი­რე­ბუ­ლად იმუ­შა­ვებს, ყვე­ლას სწო­რად ექ­ნე­ბა გან­საზღ­ვ­რუ­ლი ფუნ­ქ­ცია და ვალ­დე­ბუ­ლე­ბა, აუცი­ლებ­ლად შევ­ძ­ლებთ, რომ სის­ტე­მა უკე­თე­სი გავ­ხა­დოთ.“  — აცხა­დებს ნა­თია ჯო­ხა­ძე.
ახა­ლი ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მის პრე­ზენ­ტა­ცი­ას სამ­თავ­რო­ბო უწყე­ბე­ბის, სა­ერ­თა­შო­რი­სო და არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, სა­ჯა­რო და კერ­ძო სკო­ლე­ბის პე­და­გო­გე­ბი და დი­რექ­ტო­რე­ბი და­ეს­წ­რ­ნენ.

25-28(942)N