გამოდის 1998 წლიდან
2016-06-16
შშმ სტუ­დენ­ტი და უმაღ­ლე­სი განა­თ­ლე­ბა

ლა­ლი ჯე­ლა­ძე

14 ივ­ნი­სი სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში შეზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბის მქო­ნე პირ­თა უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვის დღეა, რო­მე­ლიც კი­დევ ერ­თხელ გვახ­სე­ნებს ხოლ­მე ამ სტა­ტუ­სით მო­სარ­გებ­ლე 150 ათას­ზე მე­ტი თა­ნა­მო­ქა­ლა­ქის უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვის აუცი­ლებ­ლო­ბი­სა და მათ­თ­ვის თა­ნა­ბა­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის შექ­მ­ნის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის შე­სა­ხებ.
ჩე­მი წე­რი­ლი შშმ პირ­თა უფ­ლე­ბებს ეძღ­ვ­ნე­ბა, უფ­რო სწო­რად, კონ­კ­რე­ტუ­ლად ერთ უფ­ლე­ბას და ეს უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბაა. სა­ინ­ტე­რე­სოა, რო­გორ იცავს სა­ხელ­მ­წი­ფო მათ  უფ­ლე­ბას, მი­ი­ღონ უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბა, რა მხარ­და­ჭე­რა აქვს სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­ჭი­რო­ე­ბის მქო­ნე სტუ­დენტს სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში. თუმ­ცა, ვიდ­რე სტუ­დენ­ტი გახ­დე­ბო­დეს, მას ერ­თი­ა­ნი ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბის ჩა­ბა­რე­ბა უწევს. არის თუ არა შშმ აბი­ტუ­რი­ენ­ტის­თ­ვის ხელ­მი­საწ­ვ­დო­მი ერ­თი­ა­ნი ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბი და რა ტი­პის სა­ჭი­რო­ე­ბებს უზ­რუნ­ველ­ყოფს შე­ფა­სე­ბი­სა და გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რი? აღ­მოჩ­ნ­და, რომ 2005 წლი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, რო­ცა ქვე­ყა­ნა­ში ერ­თი­ა­ნი ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბის სის­ტე­მა შე­მო­ვი­და, ცენტრს შშმ ახალ­გაზ­რ­დე­ბი ყუ­რადღე­ბის მიღ­მა არ დარ­ჩე­ნია და 2006 წლი­დან მათ სა­ჭი­რო­ე­ბებს მორ­გე­ბულ სა­გა­მოც­დო პი­რო­ბებს სთა­ვა­ზობს. თუმ­ცა, რო­გორც ცენტრის ლო­ჯის­ტი­კის დე­პარ­ტა­მენ­ტის კო­ორ­დი­ნა­ტო­რი მაია გა­ბუ­ნია ამ­ბობს, და­საწყის­ში სულ რა­ღაც ათი­ო­დე შშმ აბი­ტუ­რი­ენ­ტი აბა­რებ­და. წლებ­თან ერ­თად მა­თი რიცხ­ვი გა­ი­ზარ­და და დღეს ერ­თი­ან ეროვ­ნულ გა­მოც­დებ­ზე, და­ახ­ლო­ე­ბით, 100-მდე შშმ აბი­ტუ­რი­ნე­ტის სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­ჭი­რო­ე­ბა დაკ­მა­ყო­ფილ­დე­ბა, სა­ბო­ლოო ციფ­რი არც ეს არის, რად­გან კო­მი­სია ჯერ კი­დევ მუ­შა­ობს მა­თი სა­ბო­ლოო რა­ო­დე­ნო­ბის და­სად­გე­ნად.
რე­გის­ტ­რა­ცი­ი­სას აბი­ტუ­რი­ენ­ტ­მა სპე­ცი­ა­ლურ ველ­ში უნ­და მი­უ­თი­თოს სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­ჭი­რო­ე­ბა და გარ­კ­ვე­ულ თა­რი­ღამ­დე ფორ­მა ¹100 წარ­მო­ად­გი­ნოს. ამის შემ­დეგ კო­მი­სია და­იწყებს მუ­შა­ო­ბას იმის და­სად­გე­ნად, მარ­თ­ლა სჭირ­დე­ბა თუ არა აბი­ტუ­რი­ენტს სპე­ცი­ა­ლუ­რი პი­რო­ბის შექ­მ­ნა ან სხვა სა­ხის მხარ­და­ჭე­რა. სხვა­დას­ხ­ვა სა­ხის სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი არ­სე­ბობს უსი­ნათ­ლო­ე­ბის­თ­ვის, ყრუ-მუნ­ჯე­ბის­თ­ვის, ეპი­ლე­ფსი­ის, მო­ტო­რუ­ლი ჩა­მორ­ჩე­ნის ან დი­ა­ბე­ტის  მქო­ნე და სხვა ახალ­გაზ­რ­დე­ბის­თ­ვის.
სწო­რედ ამ სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის მი­ხედ­ვით აბა­რე­ბენ გა­მოც­დებს, მა­გა­ლი­თად, უსი­ნათ­ლო და სუს­ტად­მ­ხედ­ვე­ლი ახალ­გაზ­რ­დე­ბი ბრა­ი­ლის სის­ტე­მით ან ხმო­ვა­ნი პროგ­რა­მე­ბით; მო­ტო­რუ­ლი დარ­ღ­ვე­ვე­ბის მქო­ნე ახალ­გაზ­რ­დე­ბის (რო­მელ­თაც ზე­და ან ქვე­და კი­დუ­რის მოძ­რა­ო­ბის დარ­ღ­ვე­ვა აქვთ) პა­სუ­ხებს  სპე­ცი­ა­ლუ­რად და­ნიშ­ნუ­ლი მო­კარ­ნა­ხე, ვი­დე­ო­კა­მე­რე­ბის მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის ქვეშ, იწერს და ა.შ. მათ­თ­ვის სა­გა­მოც­დო სა­ა­თე­ბიც გაზ­რ­დი­ლია. თუმ­ცა, არის შემ­თხ­ვე­ვე­ბი, რო­ცა აბი­ტუ­რი­ენ­ტებს დრო­ის გაზ­რ­და არ სჭირ­დე­ბათ, მათ უბ­რა­ლოდ გა­და­ად­გი­ლე­ბა­ში ეხ­მა­რე­ბი­ან ან ური­გოდ მიჰ­ყავთ  სა­რე­გის­ტ­რა­ციო ად­გი­ლამ­დე.
„მაქ­სი­მა­ლურ მხარ­და­ჭე­რას ვთა­ვა­ზობთ შშმ აბი­ტუ­რი­ენ­ტებს, რომ სა­კუ­თა­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი გა­მო­ავ­ლი­ნონ და ჩა­ი­რიცხონ უმაღ­ლეს სას­წავ­ლებ­ლებ­ში. რა მხარ­და­ჭე­რა აქვთ უკ­ვე უმაღ­ლეს სას­წავ­ლებ­ლებ­ში მოხ­ვედ­რილ სტუ­დენ­ტებს, სამ­წუ­ხა­როდ, ამის შე­სა­ხებ სრუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია არ გვაქვს, მაგ­რამ რა­საც ვი­გებთ, არა­სა­ხარ­ბი­ე­ლოა“ — გვითხ­რა მაია გა­ბუ­ნი­ამ. ეს წე­რი­ლიც სწო­რედ იმას ეხე­ბა, თუ რო­გო­რია ქარ­თ­ვე­ლი შშმ სტუ­დენ­ტის ბე­დი უმაღ­ლეს სას­წავ­ლე­ბელ­ში.
პირ­ველ რიგ­ში, რას ამ­ბობს კა­ნო­ნი ამის შე­სა­ხებ. ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა სა­ყო­ველ­თაო დეკ­ლა­რა­ცი­ის თა­ნახ­მად, „ყვე­ლა ადა­მი­ანს აქვს გა­ნათ­ლე­ბის უფ­ლე­ბა“, სა­ქარ­თ­ვე­ლოს კონ­ს­ტი­ტუ­ცი­ის 35-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი პუნ­ქ­ტიც სწო­რედ ამ უფ­ლე­ბას ეძღ­ვ­ნე­ბა, სა­დაც წე­რია, რომ „ყვე­ლას აქვს გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბი­სა და მი­სი ფორ­მის არ­ჩე­ვის უფ­ლე­ბა“. ეს ჩა­ნა­წე­რი კი, ავ­ტო­მა­ტუ­რად, პირ­და­პი­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბაა, სა­ხელ­მ­წი­ფომ ხე­ლი შე­უწყოს თა­ვი­სი ქვეყ­ნის ყვე­ლა მო­ქა­ლა­ქის გა­ნათ­ლე­ბის ხელ­მი­საწ­ვ­დო­მო­ბას. თა­ვის­თა­ვად, ყვე­ლა­ში იგუ­ლის­ხ­მე­ბა გა­ნურ­ჩევ­ლად ყვე­ლა სსსმ სტუ­დენ­ტი.
გა­ნათ­ლე­ბის სა­კითხს ეხე­ბა შეზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მქო­ნე პირ­თა სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის შე­სა­ხებ კა­ნო­ნის მე-4 თა­ვი, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, სა­ხელ­მ­წი­ფო ვალ­დე­ბუ­ლე­ბას იღებს, შეზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მქო­ნე პი­რებს შე­უქ­მ­ნას გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბი­სათ­ვის აუცი­ლე­ბე­ლი პი­რო­ბე­ბი. შეზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მქო­ნე პირ­თა უფ­ლე­ბე­ბის კ­ონ­­ვენ­ცი­ის მე-4 მუხ­ლის 1 ქვე­პუნ­ქ­ტის თა­ნახ­მად: „სა­ხელ­მ­წი­ფო­ე­ბი უზ­რუნ­ველ­ყო­ფენ ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის და­ნერ­გ­ვა­სა და მთე­ლი ცხოვ­რე­ბის მან­ძილ­ზე გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბის მი­საწ­ვ­დო­მო­ბას“. ასე­ვე, „უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის შე­სა­ხებ კა­ნონ­ში “, მე­სა­მე მუხ­ლის მე­სა­მე პუნ­ქ­ტის „დ“ ქვე­პუნ­ქ­ტ­ში, ვკითხუ­ლობთ: „უმაღ­ლე­სი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა ზრუ­ნავს შეზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მქო­ნე სტუ­დენ­ტე­ბის­თ­ვის სწავ­ლის პი­რო­ბე­ბის შე­საქ­მ­ნე­ლად“, რაც უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ში სა­თა­ნა­დო მა­ტე­რი­ა­ლურ-ტექ­ნი­კუ­რი ბა­ზის არ­სე­ბო­ბით უნ­და გა­მო­ი­ხა­ტოს. ეს, თა­ვის მხრივ, აუცი­ლებ­ლად უნ­და აისა­ხოს ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის სტან­დარ­ტებ­ში და უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლე­ბე­ლი სტან­დარ­ტის მოთხოვ­ნებს უნ­და აკ­მა­ყო­ფი­ლებ­დეს.
ერ­თია, რას ამ­ბობს კა­ნო­ნის ჩა­ნა­წე­რი და მე­ო­რეა, რო­გორ სრულ­დე­ბა ის რე­ა­ლო­ბა­ში.
უმაღ­ლე­სი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბის ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის სტან­დარ­ტის მე-10 მუხ­ლის „ე“ ქვე­პუნ­ქ­ტის თა­ნახ­მად: „უმაღ­ლეს სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბას უნ­და ჰქონ­დეს ადაპ­ტი­რე­ბუ­ლი გა­რე­მო სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სა­ჭი­რო­ე­ბის მქო­ნე სტუ­დენ­ტე­ბის­თ­ვის“. ამ სტან­დარ­ტის თა­ნახ­მად, ადაპ­ტი­რე­ბულ გა­რე­მო­ში მხო­ლოდ პან­დუ­სე­ბი და სვე­ლი წერ­ტი­ლე­ბი იგუ­ლის­ხ­მე­ბა, ხო­ლო სხვა და­ნარ­ჩე­ნი სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი სტუ­დენ­ტე­ბის­თ­ვის თა­ვად უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­მა უნ­და უზ­რუნ­ველ­ყონ, მა­გა­ლი­თად, სას­წავ­ლო ლი­ტე­რა­ტუ­რა და ა.შ. ყვე­ლა წე­სით, სსსმ სტუ­დენ­ტებს გა­ნათ­ლე­ბის მი­სა­ღე­ბად ხელ­შემ­წყო­ბი პი­რო­ბე­ბი უნ­და დახ­ვ­დეთ. სა­ხელ­მ­წი­ფომ, 2012 წლის მო­ნა­ცე­მე­ბით, 57 უმაღ­ლეს სას­წავ­ლე­ბელს მი­ა­ნი­ჭა ავ­ტო­რი­ზა­ცია და, ფაქ­ტობ­რი­ვად, გა­ნაცხა­და, რომ ეს სა­სწავ­ლებ­ლე­ბი მზად არი­ან მი­ი­ღონ შეზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მქო­ნე სტუ­დენ­ტე­ბი და შექ­მ­ნან მა­თი­ვე სა­ჭი­რო­ე­ბებ­ზე მორ­გე­ბუ­ლი გა­რე­მო გა­ნათ­ლე­ბის მი­სა­ღე­ბად.
რა ხდე­ბა რე­ა­ლუ­რად, რო­გორ სწავ­ლო­ბენ დღეს სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სა­ჭი­რო­ე­ბის მქო­ნე სტუ­დენ­ტე­ბი და რამ­დე­ნად ხელ­მი­საწ­ვ­დო­მია მათ­თ­ვის გა­ნათ­ლე­ბა, შე­ვე­ცა­დე, ეს ყვე­ლა­ფე­რი ერ­თი სსსმ სტუ­დენ­ტის მა­გა­ლით­ზე გა­მე­გო. ჩე­მი რეს­პო­ნდენ­ტი ქე­თე­ვან გო­გი­ტაშ­ვი­ლი მცი­რემ­ხედ­ვე­ლია. მას ხში­რად ბევ­რი წი­ნა­აღ­მ­დე­გო­ბი­ს და დაბ­რ­კო­ლე­ბის გა­და­ლახ­ვა უწევს, მაგ­რამ ცდილობს და­მო­უ-კი­დებელი იყოს.
ქე­თიმ 202-ე სა­ჯა­რო სკო­ლა (უსი­ნათ­ლო და მცი­რემ­ხედ­ველ მოს­წავ­ლე­თა სკო­ლა-პან­სი­ო­ნი) და­ამ­თავ­რა და დღეს სო­ხუ­მის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, ფსი­ქო­ლო­გი­ის ფა­კულ­ტეტ­ზე სწავ­ლობს.
სა­ინ­ტე­რე­სოა, უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ჩა­რიცხ­ვამ­დე, რო­გორ გა­ი­ა­­რა ქე­თიმ ერ­თი­ა­ნი ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბი და იყო თუ არა სა­გა­მოც­დო ცენ­ტ­რ­ში მის­თ­ვის სა­ჭი­რო პი­რო­ბე­ბი შექ­მ­ნი­ლი. ამ­ბობს, რომ: „ეროვ­ნულ გა­მოც­დებ­ზე ყვე­ლა პი­რო­ბა იყო შექ­მ­ნი­ლი იმის­თ­ვის, რომ გა­მოც­და­ზე პრობ­ლე­მა არ შემ­ქ­მ­ნო­და. ტექ­ს­ტიც გა­დი­დე­ბუ­ლი შრიფ­ტით იყო და დროც გა­ორ­მა­გე­ბუ­ლი მქონ­და. პრინ­ციპ­ში, მე­ტი არც არა­ფე­რი მჭირ­დე­ბო­და.“
უმაღ­ლეს­ში ჩა­რიცხულ ქე­თის პირ­ვე­ლი­ვე პრობ­ლე­მა და­ფი­ნან­სე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით შე­ექ­მ­ნა. „ჩავა­ბა­რე თა­მარ მე­ფის სა­ხე­ლო­ბის სას­წავ­ლო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, ფსი­ქო­ლო­გი­ის ფა­კულ­ტეტ­ზე, მაგ­რამ ჩე­მი სწავ­ლა არ და­ფი­ნან­ს­და, რად­გა­ნაც უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლე­ბე­ლი აკ­რე­დი­ტე­ბუ­ლი არ იყო. თუმცა, მუ­ნიცი­პა­ლიტეტმა სწავლა ნაწილობრივ მაინც დამიფინანსა. მირ­ჩი­ეს, მე­ო­რე კურ­სის და­ხურ­ვის შემ­დეგ, მო­ბი­ლო­ბით, სხვა უმაღ­ლეს სას­წავ­ლე­ბელ­ში გა­დავ­სუ­ლი­ყა­ვი. რა თქმა უნ­და, რჩე­ვა გა­ვით­ვა­ლის­წი­ნე და მარ­თ­ლაც გა­და­ვე­დი სო­ხუ­მის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, სწავ­ლა მე­სა­მე კურ­ს­ზე გა­ვაგ­რ­ძე­ლე. გა­დას­ვ­ლას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პრობ­ლე­მა არ შემ­ქ­მ­ნია, მაგ­რამ რთუ­ლი ის იყო, რომ გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი საგ­ნე­ბის ჩა­ბა­რე­ბა მო­მი­წია, ნა­წი­ლი დღე­საც ჩა­სა­ბა­რე­ბე­ლი მაქვს. აღ­მოჩ­ნ­და, რომ კრე­დი­ტე­ბი მქონ­და გა­მორ­ჩე­ნი­ლი იმის გა­მო, რომ ყვე­ლა უმაღ­ლეს სას­წავ­ლე­ბელს  სხვა­დას­ხ­ვა პროგ­რა­მა აქვს. დარ­ჩე­ნი­ლი კრე­დი­ტე­ბის და­ფარ­ვა მო­მა­ვალ წელს მო­მი­წევს, ამის­თ­ვის და­მა­ტე­ბით უნ­და გა­და­ვი­ხა­დო თან­­ხა, რომ ბა­კა­ლავ­რის კურ­სი და­ვას­რუ­ლო.“
ქე­თის და­ფი­ნან­სე­ბა სა­ხელ­მ­წი­ფომ მხო­ლოდ მე­ოთხე კურ­ს­ზე უზ­რუნ­ველ­ყო. ამის მი­ზე­ზად, უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლებ­ლის აკ­რე­დი­ტა­ცი­ის უქონ­ლო­ბა და­სა­ხელ­და, თუმ­ცა, მე­სა­მე კურ­სის არ და­ფი­ნან­სე­ბას, რო­ცა ის უკ­ვე სო­ხუ­მის უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტი გახ­და, ვე­რაფ­რით ხსნის: „მიუხედავათ იმისა, რომ მუნიციპალიტეტისგან რვაასი ლარის ოდენობის და­ფინან­სე­ბას ვიღებდი, ოჯახს დანარჩენი თანხის გადახდა მაინც გა­უჭირ­და.   მეც ამი­ტომ გავ­ბე­დე და მო­ბი­ლო­ბით სო­ხუ­მის უნი­ვე­რ­­სი­ტეტ­ში გა­და­ვე­დი. თუმ­ცა, იმ წელს სწავ­ლა მა­ინც არ და­მი­ფი­ნან­ს­და. პა­სუ­ხი იყო ასე­თი, რად­გან არა­აკ­რე­დი­ტე­ბულ  უმაღ­ლეს სას­წავ­ლე­ბელ­ში ჩა­ი­რიცხე, ამი­ტომ სწავ­ლას ვერ და­გი­ფი­ნან­სებ­თო. ამის შემ­დეგ რა პრე­ტენ­ზია უნ­და მქო­ნო­და?  გა­სუ­ლი წლის სექ­ტემ­ბერ­ში მა­ინც შე­ვი­ტა­ნე გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­რო­ში გა­ნაცხა­დი და­ფი­ნან­სე­ბა­ზე, თუმ­ცა იმე­დი ნაკ­ლე­ბად მქონ­და. კი­დევ ერ­თხელ ვცა­დე ბე­დი და თან, რო­ცა გან­ცხა­დე­ბა შე­გაქვს, გარ­კ­ვე­ულ­წი­ლად, დროს იგებ — ვიდ­რე პა­სუხს არ მი­ი­ღებ, და­ფი­ნან­ს­დი თუ არა (და ეს შე­იძ­ლე­ბა დე­კემ­ბ­რის შუა რიცხ­ვე­ბამ­დე გაგ­რ­ძ­ელ­დეს), უნი­ვერ­სი­ტე­ტი სწავ­ლის სა­ფა­სუ­რის გა­დახ­დას ვე­ღარ გთხოვს, გაც­ლის პა­სუ­ხის მი­ღე­ბამ­დე. მოკ­ლედ,  ვი­ფიქ­რე, დროს მა­ინც მო­ვი­გებ და გა­და­სა­ხა­დის გა­დახ­დას ასე გავ­წე­ლავ-მეთ­ქი, მაგ­რამ  გა­მი­მარ­თ­ლა და  და­მა­ფი­ნან­სეს.
რაც შე­ე­ხე­ბა დარ­ჩე­ნი­ლი კრე­დი­ტე­ბის და­ფი­ნან­სე­ბას, არ ვი­ცი, რამ­დე­ნად მე­კუთ­ვ­ნის. სწავ­ლა კი აუცი­ლებ­ლად უნ­და გა­ვაგ­რ­ძე­ლო და ის დარ­ჩე­ნი­ლი კრე­დი­ტე­ბიც ავი­ღო, რად­გან, სხვა შემ­თხ­ვე­ვა­ში, ბა­კა­ლავ­რის დიპ­ლომს ვერ მი­ვი­ღებ.“
რო­გორც გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­რო­ში გვითხ­რეს, გარკვეული კატეგორიის სტუდენტთა უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის და­ფი­ნან­სე­ბის მიზ­ნით, გა­ნათ­ლე­ბი­სა და  მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­რო, ყო­ველ­წ­ლი­უ­რად, ახორ­ცი­ე­ლებს სო­ცი­ა­ლურ პროგ­რა­მას, რომ­ლის ოდე­ნო­ბა და პი­რო­ბე­ბი გა­ნი­საზღ­ვ­რე­ბა სა­ქარ­თ­ვე­ლოს მთავ­რო­ბის დად­გე­ნი­ლე­ბით. სო­ცი­ა­ლუ­რი პროგ­რა­მის ფარ­გ­ლებ­ში, სა­ხელ­მ­წი­ფო სას­წავ­ლო და სა­მა­გის­ტ­რო გრან­ტით და­ფი­ნან­სე­ბის მო­პო­ვე­ბა შე­უძ­ლი­ათ სტუ­დენ­ტებს, რომ­ლე­ბიც არი­ან მკვეთ­რად, მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად, ზო­მი­ე­რად გა­მო­ხა­ტუ­ლი შეზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მქო­ნე პი­რე­ბი და სწავ­ლო­ბენ აკ­რე­დი­ტე­ბულ უმაღ­ლეს სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მებ­ზე. და­ფი­ნან­სე­ბის მო­პო­ვე­ბა შე­უძ­ლია ყვე­ლა შშმ სტუ­დენტს, რო­მე­ლიც გან­ცხა­დე­ბით მი­მარ­თავს სა­მი­ნის­ტ­როს იმ რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის ფარ­გ­ლებ­ში, რო­მე­ლიც გრან­ტის გა­ცე­მას ით­ვა­ლის­წი­ნებს. რაც შე­ე­ხე­ბა ქე­თის შემ­თხ­ვე­ვას, თუ რა­ტომ არ და­ფი­ნან­ს­და მე­სა­მე კურ­ს­ზე, გა­ირ­კ­ვა, რომ  სას­წავ­ლო წლის და­საწყის­ში, გრან­ტის გა­ნა­წი­ლე­ბის დროს, ქე­თი, ჯერ კი­დევ ავ­ტო­რი­ზე­ბულ პროგ­რა­მა­ზე ირიც­ხე­ბო­და. მან სას­წავ­ლო გრან­ტი ვერ მი­ი­ღო, რად­გან  სა­ქარ­თ­ვე­ლოს მთავ­რო­ბის დად­გე­ნი­ლე­ბის თა­ნახ­მად, და­ფი­ნან­სე­ბა იმ სტუ­დენ­ტებს ეკუთ­ვ­ნით,  რომ­ლე­ბიც სწავ­ლო­ბენ აკ­რე­დი­ტე­ბულ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მებ­ზე, ხო­ლო ავ­ტო­რი­ზე­ბულ პროგ­რა­მებ­ზე სას­წავ­ლო გრან­ტი არ გა­ი­ცე­მა.
რო­გორ ახერ­ხებს სწავ­ლას და რა მხარ­და­ჭე­რა აქვს მცი­რემ­ხედ­ველ სტუ­დენტს უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლებ­ლის­გან, სა­ხელ­მ­წი­ფოს­გან, რომ მი­ი­ღოს სრულ­ფა­სო­ვა­ნი გა­ნათ­ლე­ბა, ამის შე­სა­ხებ ქე­თი ამ­ბობს, რომ, ფაქ­ტობ­რი­ვად, ამ მხრივ, არა­ნა­ი­რი ხელ­შეწყო­ბა არ აქვს და 202-ე სა­ჯა­რო სკო­ლი­დან, სა­დაც ყვე­ლა პი­რო­ბა იყო სწავ­ლი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის, უცებ ასეთ გა­რე­მოს­თან შე­გუ­ე­ბა, ცო­ტა გა­უ­ჭირ­და: „წიგ­ნე­ბის კითხ­ვა ძა­ლი­ან მი­ჭირს, თვა­ლი მა­ლე მეღ­ლე­ბა. რო­ცა სპეც­ს­კო­ლა­ში ვსწავ­ლობ­დი, გვყავ­დ­ნენ აღ­მ­ზ­რ­დე­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც გვა­მე­ცა­დი­ნებ­დ­ნენ და სა­ღა­მო­ო­ბით გვი­კითხავ­დ­ნენ გაკ­ვე­თი­ლებს, თვა­ლი რომ არ დაგ­ვ­ღ­ლო­და. 202-ე სკო­ლა­ში ყვე­ლა­ნა­ირ პი­რო­ბას გვიქ­მ­ნიდ­ნენ, რომ გა­ნათ­ლე­ბა მიგ­ვე­ღო. ახ­ლა წიგ­ნე­ბის კითხ­ვა, რა თქმა უნ­და, მი­ჭირს, ზო­გი­ერთს, რო­მელ­საც შე­და­რე­ბით დი­დი შრიფ­ტი აქვს, ვკითხუ­ლობ, მაგ­რამ წვრი­ლი შრიფ­ტის კითხ­ვა მი­ჭირს. წიგ­ნი ძა­ლი­ან ახ­ლოს უნ­და მი­ვი­ტა­ნო, რომ წა­ვი­კითხო, ასე კი მა­ლე ვიღ­ლე­ბი. უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, ძი­რი­თა­დად, წვრი­ლი შრიფ­ტით ნა­ბეჭ­დი წიგ­ნე­ბია. ქსე­როქ­სით ვა­დი­დებ ხოლ­მე ტექ­ს­ტებს, მაგ­რამ ესეც პრობ­ლე­მაა.
წე­სით, თუ­კი უნი­ვერ­სი­ტე­ტი გი­ღებს სსსმ სტუ­დენტს, აუცი­ლებ­ლად უნ­და იყოს შენს სა­ჭი­რო­ე­ბა­ზე მორ­გე­ბუ­ლი გა­რე­მო და სას­წავ­ლო რე­სურ­სი. ვი­ცი, რომ ევ­რო­პის უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ში გა­ნათ­ლე­ბა თა­ნაბ­რად ხელ­მი­საწ­ვ­დო­მია ყვე­ლას­თ­ვის და მსგავ­სი დაბ­რ­კო­ლე­ბე­ბი ნაკ­ლე­ბად არ­სე­ბობს. ჩვენს უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ში კი ასე­თი ხელ­შეწყო­ბა, ჯერ­ჯე­რო­ბით, არ გვაქვს. მე არ მაქვს პრე­ტენ­ზია კონ­კ­რე­ტულ უნი­ვერ­სი­ტეტ­თან, რად­გან არ მსმე­ნია, საქარ­თ­ვე­ლო­ში, უნი­ვერ­სი­ტე­ტი, სა­დაც ასე­თი ხელ­შეწყო­ბაა. ამ­დე­ნად, ვფიქ­რობ, ზო­გა­დად მიდ­გო­მაა შე­საც­ვ­ლე­ლი. თუმ­ცა, ლექ­ტო­რე­ბი ყვე­ლა­ფერს აკე­თე­ბენ იმის­თ­ვის, რომ ჩვენ ვის­წავ­ლოთ, მით უმე­ტეს,  რო­ცა ხე­და­ვენ, რომ და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი ხარ. ჩვენ­თ­ვის  სა­ჭი­რო სას­წავ­ლო  რე­სურ­სი, რო­გორც გითხა­რით, უმაღ­ლეს სას­წავ­ლებ­ლებ­ში ნაკ­ლე­ბადაა ან საერთოდ არ არის. სას­წავ­ლო გა­რე­მო  არ არის ადაპტი­რე­ბუ­ლი. ელე­მენ­ტა­რუ­ლად, აუდი­ტო­რი­ა­ში, სა­დაც სუს­ტად­მ­ხედ­ვე­ლი სტუ­დენ­ტი სწავ­ლობს, გა­მა­დი­დე­ბე­ლიც კი არ არის, თუნ­დაც ერ­თი. ჩემ­ნა­ი­რი  სტუ­დენ­ტის­თ­ვის  ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში ერ­თი დამ­ხ­მა­რე პერ­სო­ნა რომ იყოს, ისე რო­გორც სკო­ლა­ში გვყავ­და მას­წავ­ლე­ბე­ლი, რო­მე­ლიც გვი­კითხავ­და, ეს ბევრს გა­უ­ად­ვი­ლებ­და სწავ­ლას. თუმ­ცა, მე რომ არ­ჩე­ვა­ნი მქო­ნო­და, მა­ინც გა­დი­დე­ბუ­ლი შრიფ­ტით ნა­ბეჭდ  წიგნს ავირ­ჩევ­დი და მე­ცა­დი­ნე­ო­ბას და­მო­უ­კი­დებ­ლად ვამ­ჯო­ბი­ნებ­დი, მაგ­რამ არც ერ­თი მაქვს და არც მე­ო­რე.
ასეთ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას, ალ­ბათ, გარ­კ­ვე­ულ­წი­ლად, ის ფაქ­ტო­რიც გა­ნა­პი­რო­ბებს, რომ სსსმ სტუ­დენ­ტე­ბი ცო­ტა­ნი ვართ. მა­გა­ლი­თად, რო­ცა უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სუს­ტად­მ­ხედ­ვე­ლი ერ­თი ან ორი სტუ­დენ­ტი სწავ­ლობს, მათ­თ­ვის გა­დი­დე­ბუ­ლი შრიფ­ტით წიგ­ნე­ბის ბეჭ­დ­ვას თავს არი­დე­ბენ. მეს­მის, რომ ეს გარ­კ­ვე­ულ თან­ხებ­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი და პა­სუ­ხიც ვი­ცი ამა­ზე — ძვი­რი უჯ­დე­ბა უნი­ვერ­სი­ტეტს წიგ­ნის ბეჭ­დ­ვა და ამის რე­სურ­სი არ აქვს — მაგ­რამ, კი­დევ ვამ­ბობ, თუ­კი იღებ სტუ­დენტს სას­წავ­ლებ­ლად, მის­თ­ვის ხელ­საყ­რე­ლი პი­რო­ბე­ბი უნ­და შექ­მ­ნა, რომ  გან­ვი­თარ­დეს. ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში ყვე­ლა­ზე მე­ტად სა­ჭი­რო ლი­ტე­რა­ტუ­რა რომ იყოს, თუნ­დაც ერ­თი ეგ­ზემ­პ­ლა­რი, ეს უკ­ვე დი­დი მხარ­და­ჭე­რა იქ­ნე­ბო­და. თუ წიგ­ნის და­ბეჭ­დ­ვა რთუ­ლი ან შე­უძ­ლე­ბე­ლია, მა­შინ ქსე­როქ­სი მა­ინც უნ­და იყოს, რომ იქ­ვე შეძ­ლო ა3 ფორ­მატ­ზე, გა­დი­დე­ბუ­ლი შრიფ­ტით, და­აქ­სე­როქ­სო შენ­თ­ვის სა­ჭი­რო მა­სა­ლა. არა­და, იცით ამის­თ­ვის რამ­დე­ნი წვა­ლე­ბა მი­წევს? დავ­დი­ვარ და მთელ ქა­ლაქ­ში ვე­ძებ ხოლ­მე ისეთ ქსე­როქს, სა­დაც შე­იძ­ლე­ბა გა­დი­დე­ბუ­ლად დავ­ბეჭ­დო. თუ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ იმას, რომ ჩემ­თ­ვის ასე­თი დო­ზით და­მო­უ­კი­დებ­ლად გა­და­ად­გი­ლე­ბა პრობ­ლე­მუ­რია, რა თქმა უნ­და, ეს უკ­ვე დიდ დაბ­რ­კო­ლე­ბას­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. ამის გარ­და, რთუ­ლად თუ იპო­ვი ქა­ლაქ­ში ქსე­როქსს, სა­დაც ა3 ვერ­სი­ა­ზე გა­დი­დე­ბა იცი­ან. ხო­ლო იქ, სა­დაც აქვთ დი­დი ქსე­როქ­სე­ბი და იცი­ან ამის გა­კე­თე­ბა, არ აქვთ დი­დი ფურ­ც­ლე­ბი. ამ­ბო­ბენ, რომ ამა­ზე ძა­ლი­ან ცო­ტა ადა­მი­ანს აქვს მოთხოვ­ნა და, აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მათ­თ­ვის არ არის მომ­გე­ბი­ა­ნი. აქაც არ მო­ი­აზ­რე­ბა ჩვე­ნი სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი. აი, ასე მი­წევს ხოლ­მე სას­წავ­ლო მა­სა­ლის და­საქ­სე­როქ­სებ­ლად წვა­ლე­ბა.
გა­დი­დე­ბუ­ლი შრიფ­ტის წიგ­ნე­ბია პრობ­ლე­მა და, რო­გორც ვი­ცი, ბრა­ი­ლის შრიფ­ტით ნა­ბეჭ­დი წიგ­ნე­ბი უმაღ­ლე­სებს სა­ერ­თოდ არ აქვთ, ამ­ბო­ბენ, რომ ძა­ლი­ან ძვი­რი ღირს და ფუ­ფუ­ნე­ბაა.“
უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ზო­გი­ერ­თი წიგ­ნის ელექ­ტ­რო­ნუ­ლი ვერ­სია არ­სე­ბობს, შე­გიძ­ლია აუდი­ო­ვერ­სია ჩატ­ვირ­თო და მო­ის­მი­ნო, მაგ­რამ ქე­თი  ამ ვერ­სი­ას ნაკ­ლე­ბად იყე­ნებს, რად­გან ამ­ბობს, რომ წა­კითხუ­ლით უკეთ სწავ­ლობს: „მირ­ჩევ­ნია, შრიფ­ტი ახ­ლოს მო­ვი­ტა­ნო და რამ­დენ ხან­საც შევ­ძ­ლებ, ასე ვი­მე­ცა­დი­ნო“.
გვი­ამ­ბობს, რომ მი­სი ძმა გო­დერ­ძი იმა­ვე პრობ­ლე­მის მქო­ნე სტუ­დენ­ტია და ილი­ას სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ეკო­ნო­მი­კურ ფა­კულ­ტეტ­ზე სწავ­ლობს. სას­წავ­ლო ლი­ტე­რა­ტუ­რა მის­თ­ვის უფ­რო ხელ­მი­საწ­ვ­დო­მია, რად­გან იყო შემ­თხ­ვე­ვე­ბი, რო­ცა მი­სი მოთხოვ­ნით უნი­ვერ­სი­ტეტ­მა წიგ­ნი გა­დი­დე­ბუ­ლი შრიფ­ტით და­უ­ბეჭ­და, მარ­თა­ლია დაგ­ვი­ა­ნე­ბით, მაგ­რამ წიგ­ნი და­ი­ბეჭ­და. თა­ვი­დან ასეთ წიგ­ნებს სახ­ლ­შიც ატან­დ­ნენ, ახ­ლა თი­თო ეგ­ზემ­პ­ლა­რი დევს ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში. პრაქ­ტი­კუ­ლად, ამ კუთხით, გო­დერ­ძის მე­ტი ხელ­შეწყო­ბა აქვს.
მის ნაც­ნობ შშმ ახალ­გაზ­რ­დებს შო­რის ბევ­რია სტუ­დენ­ტი, 202-ე სკო­ლა­დამ­თავ­რე­ბუ­ლე­ბი­დან ბევ­რი სწავ­ლობს უმაღ­ლეს სას­წავ­ლებ­ლებ­ში. ალ­ბათ, მა­თაც ისე­თი­ვე წი­ნა­აღ­მ­დე­გო­ბე­ბით სავ­სე სტუ­დენ­ტო­ბა აქვთ. ერთ-ერ­თი მე­გო­ბა­რი მას­თან ერ­თად ჩა­ი­რიცხა თა­მარ მე­ფის სა­ხე­ლო­ბის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში და დღე­საც იქ აგ­რ­ძე­ლებს სწავ­ლას. ისიც სუს­ტად მხედ­ვე­ლია, თუმ­ცა, რო­გორც ქე­თი ამ­ბობს, მას კი­დევ უფ­რო მე­ტად სჭირ­დე­ბა დახ­მა­რე­ბა, რად­გან და­მო­უ­კი­დებ­ლად კითხ­ვა არ შე­უძ­ლია. ამ დახ­მა­რე­ბას მას ახ­ლობ­ლე­ბი, მე­გობ­რე­ბი უწე­ვენ და უკითხა­ვენ. აი, ასე სწავ­ლობს კი­დევ ერ­თი სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­ჭი­რო­ე­ბის მქო­ნე სტუ­დენ­ტი.
„სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ზო­გა­დად პრობ­ლე­მაა შშმ ადა­მი­ა­ნე­ბის ადაპ­ტი­რე­ბა, ეს ყო­ველ ფე­ხის ნა­ბიჯ­ზე იგ­რ­ძ­ნო­ბა და არა მხო­ლოდ გა­ნათ­ლე­ბა­ში, — ამ­ბობს ქე­თი, — შე­სა­ბა­მი­სად, ვერც ჩემ­თ­ვის იქ­ნე­ბო­და შე­სა­ბა­მი­სი პი­რო­ბა შექ­მ­ნი­ლი ვერც ერთ სხვა უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, არც სა­ხელ­მ­წი­ფო და არც კერ­ძო უმაღ­ლეს სას­წავ­ლე­ბელ­ში, ერ­თ­შიც მო­მი­წია სწავ­ლა და მე­ო­რე­შიც. ყო­ველ შემ­თხ­ვე­ვა­ში, არც გა­მი­გია, რომ რო­მე­ლი­მე უმაღ­ლეს სას­წავ­ლე­ბელ­ში მაქ­სი­მა­ლუ­რი პი­რო­ბა იყოს შექ­მ­ნი­ლი შშმ სტუ­დენ­ტის გა­ნათ­ლე­ბის­თ­ვის.“
ასე­თი პი­რო­ბე­ბი­სა და სკეპ­ტი­კუ­რი გან­წყო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ქე­თი მა­ინც ახერ­ხებს დაბ­რ­კო­ლე­ბე­ბის გა­და­ლახ­ვას, თა­ნაც და­მო­უ­კი­დებ­ლად და ფსი­ქო­ლო­გის პრო­ფე­სი­ას ეუფ­ლე­ბა. ეს პრო­ფე­სი­აც შემ­თხ­ვე­ვით არ აურ­ჩე­ვია, ბავ­შ­ვო­ბი­დან მოს­წონ­და ფსი­ქო­ლო­გო­ბა ერ­თი მი­ზე­ზის გა­მო — ფიქ­რობ­და, სა­კუ­თარ თავს და­ეხ­მა­რე­ბო­და, რად­გან, ვიდ­რე ხა­შუ­რის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ქვიშ­ხე­თის სა­ჯა­რო სკო­ლი­დან, სას­წავ­ლებ­ლად, 202-ე სა­ჯა­რო სკო­ლა­ში გად­მო­ვი­დო­და, სე­რი­ო­ზუ­ლი ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი პრობ­ლე­მე­ბი ჰქონ­და. და ეს პრობ­ლე­მე­ბი სუს­ტად­მ­ხედ­ვე­ლო­ბას უკავ­შირ­დე­ბო­და, რად­გან ჩვე­უ­ლებ­რივ სკო­ლა­ში მის­თ­ვის ხელ­საყ­რე­ლი გა­რე­მო არ იყო, რომ ეს­წავ­ლა და გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი­ყო. „202-ე სკო­ლა­ში ბო­ლო სა­მი წე­ლი ვის­წავ­ლე და სწო­რედ აქ გა­დავ­წყ­ვი­ტე, გავ­მ­ხ­და­რი­ყა­ვი ფსი­ქო­ლო­გი, რომ თა­ვად მო­მევ­ლო ჩე­მი თა­ვის­თ­ვის, შემ­დეგ კი სხვებ­საც დავ­ხ­მა­რე­ბო­დი. სტუ­დენ­ტო­ბი­სას კი­დევ  უკეთ გა­ვაც­ნო­ბი­ე­რე, რომ სწო­რი არ­ჩე­ვა­ნი გა­ვა­კე­თე. სურ­ვი­ლი მაქვს, სწავ­ლა მა­გის­ტ­რა­ტუ­რა­ში გა­ვაგ­რ­ძე­ლო, რომ მქონ­დეს სამ­სა­ხუ­რი და ჩე­მი წვლი­ლი შე­ვი­ტა­ნო სტე­რე­ო­ტი­პე­ბის დამ­ს­ხ­ვ­რე­ვა­ში — თით­ქოს ჩვენ შეზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი გვაქვს.“
ამ­ბობს, რომ ინ­ტერ­ვი­უ­ზეც სწო­რედ ამი­ტომ დამ­თან­ხ­მ­და. „იქ­ნებ ჩემ შემ­დ­გომ, სსსმ სტუ­დენ­ტებს, ოდ­ნავ მა­ინც, გა­უ­უმ­ჯო­ბე­სონ სას­წავ­ლო პი­რო­ბე­ბი. ეს მარ­თ­ლაც დი­დი მიღ­წე­ვა იქ­ნე­ბა. მინ­და კი­დევ ერ­თხელ გა­ვახ­მო­ვა­ნო, რომ ყვე­ლა ადა­მი­ანს აქვს გა­ნათ­ლე­ბის უფ­ლე­ბა და ამ ყვე­ლა­ში ჩვენც, სსსმ სტუ­დენ­ტე­ბიც მო­ვი­აზ­რე­ბით. უბ­რა­ლოდ მინ­და, რომ თა­ნა­ბა­რი სას­ტარ­ტო პი­რო­ბე­ბი  გვქონ­დეს გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის. ჩვენ გვაქვს უფ­ლე­ბა, მი­ვი­ღოთ გა­ნათ­ლე­ბა, ვი­ყოთ სა­ზო­გა­დო­ე­ბის ისე­თი­ვე სრულ­ფა­სო­ვა­ნი წევ­რე­ბი, რო­გორც და­ნარ­ჩე­ნე­ბი. იმ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლებ­საც უბ­რა­ლოდ მხედ­ვე­ლო­ბის პრობ­ლე­მა აქვთ, ჩვე­უ­ლებ­რივ შე­უძ­ლით გან­ვი­თარ­დ­ნენ და და­ე­უფ­ლონ მათ­თ­ვის სა­სურ­ველ პრო­ფე­სი­ას. სწავ­ლა ისე­ვე შე­მიძ­ლია, რო­გორც სხვა სტუ­დენ­ტებს და ვფიქ­რობ, იმის გა­მო, რომ ცუ­დად ვხე­დავ, პრობ­ლე­მა არ უნ­და შე­მექ­მ­ნას. სა­ხელ­მ­წი­ფომ ხე­ლი უნ­და შეგ­ვიწყოს, რომ ვის­წავ­ლოთ და არა პი­რი­ქით  —  ისე­თი  გა­რე­მო შე­მოგ­ვ­თა­ვა­ზოს, რომ ეს მო­ტი­ვა­ცია დაგ­ვი­კარ­გოს.“
სტუ­დენტს წინ სა­ინ­ტე­რე­სო გეგ­მე­ბი აქვს, აპი­რებს მა­გის­ტ­რა­ტუ­რა და­ამ­თავ­როს, თუმ­ცა რო­მელ მი­მარ­თუ­ლე­ბას აირ­ჩევს ფსი­ქო­ლო­გი­ა­ში და სად იმუ­შა­ვებს, ამა­ზე ჯერ კი­დევ ფიქ­რობს, ამ­ბობს, რომ ერ­თი რამ ზუს­ტად იცის: „ისევ ამ სკო­ლა­ში სა­მუ­შა­ოდ დაბ­რუ­ნე­ბას არ ვა­პი­რებ, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ 202-ე სკო­ლამ ჩე­მი ცხოვ­რე­ბა უკე­თე­სო­ბის­კენ შეც­ვა­ლა და მაქ­სი­მა­ლუ­რად მომ­ცა იმის შე­საძ­ლებ­ლო­ბა, მეს­წავ­ლა და, რო­გორც პი­როვ­ნე­ბა, გავ­ზ­რ­დი­ლი­ყა­ვი. მინ­და უფ­რო შორს წა­ვი­დე, ჯერ ზუს­ტად არც ის ვი­ცი, რო­მელ მი­მარ­თუ­ლე­ბას ავირ­ჩევ. მომ­წონს ბავ­შ­ვ­თა ფსი­ქო­ლო­გო­ბა, ზო­გა­დი ფსი­ქო­ლო­გია. ფსი­ქო­ლო­გი­ას მრა­ვალ­მ­ხ­რი­ვი მი­მარ­თუ­ლე­ბა აქვს, შე­იძ­ლე­ბა ფსი­ქო­თე­რა­პევ­ტად იმუ­შაო, ფსი­ქო­კონ­სულ­ტან­ტად, ბავ­შ­ვ­თა ფსი­ქო­ლო­გად, შრო­მის ფსი­ქო­ლო­გად და ა.შ. ამას, რო­ცა მა­გის­ტ­რა­ტუ­რა­ში ჩა­ბა­რე­ბას და­ვა­პი­რებ, მა­შინ გა­დავ­წყ­ვეტ.“
რო­გო­რია გა­რე­მო, რო­მელ­შიც ისურ­ვებ­და ცხოვ­რე­ბას? რო­გო­რია სო­ცი­უ­მი, რო­მე­ლიც უნ­და, მის გარ­შე­მო შე­მო­იკ­რი­ბოს?
„თუ ადა­მი­ა­ნებ­თან მჭიდ­რო ურ­თი­ერ­თო­ბა არ მაქვს, პრინ­ციპ­ში, ჩე­მი პრობ­ლე­მა შე­უმ­ჩ­ნე­ვე­ლია, თან მე ძა­ლი­ან და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ადა­მი­ა­ნი ვარ. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ირ­გ­ვ­ლივ ისეთ წრეს ვიკ­რებ, რო­მე­ლიც ჩემ­თ­ვის მი­სა­ღე­ბია, ანუ სო­ცი­უმს მე ვირ­ჩევ, თუმ­ცა სხვა გა­მო­სა­ვა­ლი არც მაქვს.
ირ­გ­ვ­ლივ ისეთ სა­ზო­გა­დო­ე­ბას ვი­სურ­ვებ­დი,  რო­მე­ლიც ისე მო­მექ­ცე­ვა, რო­გორც და­ნარ­ჩენ ადა­მი­ა­ნებს. არ მინ­და, გა­მუდ­მე­ბით მეს­მო­დეს სიტყ­ვე­ბი — „რა საწყ­ლე­ბი და სა­ცო­და­ვე­ბი არი­ან“, არ მინ­და, ვებ­რა­ლე­ბო­დე ადა­მი­ა­ნებს იმის გა­მო, რომ მათ­ზე უფ­რო ცუ­დად ვხე­დავ. მე მინ­და სა­ზო­გა­დო­ე­ბა, სა­დაც თა­ნა­ბა­რი სას­ტარ­ტო პი­რო­ბე­ბი იქ­ნე­ბა ჩემ­თ­ვის და და­ნარ­ჩე­ნი ადა­მი­ა­ნე­ბის­თ­ვის. მინ­და, ჩე­მი გა­კე­თე­ბუ­ლი საქ­მე  და შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი ისე­ვე კრი­ტი­კუ­ლად იყოს შე­ფა­სე­ბუ­ლი, რო­გორც და­ნარ­ჩე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბის. არ მინ­და წა­ხა­ლი­სე­ბუ­ლი მხო­ლოდ იმის გა­მო ვი­ყო, რომ სუს­ტად­მ­ხედ­ვე­ლი ვარ.“
ძა­ლი­ან გამ­ბე­დავ­მა და მა­მაც­მა რეს­პონ­დენ­ტ­მა სე­რი­ო­ზუ­ლად და­მა­ფიქ­რა იმა­ზე, რო­გორ ვიქ­ცე­ვი  და რამ­დე­ნად ვპა­სუ­ხობ მის გა­ბე­დულ მოთხოვ­ნებს, რო­გორც იმ სა­ზო­გა­დო­ე­ბის ერთ-ერ­თი წევ­რი, რო­მე­ლიც, ზო­გა­დად, იმ სო­ცი­უმს ქმნის, სა­დაც შშმ პი­რებს უწევთ ცხოვ­რე­ბა, თა­ვის დამ­კ­ვიდ­რე­ბა და გა­მუდ­მე­ბით იმის მტკი­ცე­ბა, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბის სრულ­ფა­სო­ვა­ნი წევ­რე­ბი არი­ან, ისე­ვე მი­ე­კუთ­ვ­ნე­ბი­ან კა­ნონ­ში ჩა­წე­რილ „ყვე­ლას“, რო­გორც ჩვენ, და­ნარ­ჩე­ნე­ბი. პა­სუ­ხი ჯერ­ჯე­რო­ბით არ მაქვს, იფიქ­რეთ თქვენც და იფიქ­როს სა­ხელ­მ­წი­ფო­მაც, რად­გან სა­ხელ­მ­წი­ფომ უზე­ნა­ე­სი კა­ნო­ნით მი­ა­ნი­ჭა მათ უფ­ლე­ბა,  მი­ი­ღონ სრულ­ფა­სო­ვა­ნი გა­ნათ­ლე­ბა და ასე­ვე, უნ­და მის­ცეს მათ ამ უფ­ლე­ბის აღ­ს­რუ­ლე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რად­გან გა­ნათ­ლე­ბის უფ­ლე­ბა მჭიდ­რო­დაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნის სხვა უფ­ლე­ბე­ბის რე­ა­ლი­ზე­ბას­თან, მე­ტიც, მა­თი გან­ხორც­ი­ე­ლე­ბის წი­ნა­პი­რო­ბაა. ამი­ტომ, და­მე­თან­ხ­მე­ბით, რამ­დე­ნად მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ქე­თის­თ­ვის და მი­სი მე­გო­ბა­რი სსსმ სტუ­დენ­ტე­ბის­თ­ვის, რომ სა­ხელ­მ­წი­ფომ შექ­მ­ნას გა­ნათ­ლე­ბის მი­სა­ღე­ბად სა­თა­ნა­დო პი­რო­ბე­ბი, რა­თა ახალ­გაზ­რ­დებ­მა შეძ­ლონ ერთ-ერ­თი ფუნ­და­მენ­ტუ­რი უფ­ლე­ბით სარ­გებ­ლო­ბა.

25-28(942)N