გამოდის 1998 წლიდან
2016-06-16
დი­რექ­ტო­რო­ბი­დან ლი­დე­რო­ბამ­დე

15 აგ­ვის­ტო­დან „ლი­დე­რო­ბის აკა­დე­მია“ ამოქ­მედ­დე­ბა და 1850-მდე დი­რექ­ტორს პირ­ვე­ლი სა­ფე­ხუ­რის გავ­ლის შე­საძ­ლებ­ლო­ბა მი­ე­ცე­მა. აკადემია მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის „მას­წავ­ლე­ბელ­თა და სკო­ლის დი­რექ­ტორ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის“ პრო­ექ­ტის ერთ-ერ­თი ნა­წი­ლია და მიზ­ნად ისა­ხავს სკო­ლის დი­რექ­ტორ­თა გა­დამ­ზა­დე­ბას.
რა ტი­პის მო­დუ­ლე­ბის­გან შედ­გე­ბა ზოგადსა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სკო­ლის ლი­დერ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის სამ­სა­ფე­ხუ­რი­ა­ნი კურ­სი და  რო­გორ მი­იღ­წე­ვა „ათას­წ­ლე­უ­ლის გა­მოწ­ვე­ვის ფონ­დი — სა­ქარ­თ­ვე­ლოს“ მი­ერ მხარ­და­ჭე­რი­ლი პრო­ექ­ტის სა­ბო­ლოო მი­ზა­ნი — არ­სე­ბუ­ლი დი­რექ­ტო­რე­ბის­გან შექ­მ­ნან სკო­ლის დირექტორთა სას­წავ­ლო ლი­დე­რე­ბი და მმარ­თ­ვე­ლე­ბი  — ამის შე­სა­ხებ გვე­სა­უბ­რე­ბა მას­წავ­ლე­ბელ­თა და სკო­ლის დი­რე­ქ­ტორთა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის პროგ­რა­მის  მე­ნე­ჯე­რი ირი­ნა აბუ­ლა­ძე:


— რას ნიშ­ნავს „ლი­დე­რო­ბის აკა­დე­მია“, ორი სიტყ­ვით გვითხა­რით მი­სი კონ­ცეფ­ცი­ის შე­სა­ხებ.
— „ლი­დე­რო­ბის აკა­დე­მია“ იმ დი­დი პრო­ექ­ტის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლია, რო­მე­ლიც ათას­წ­ლე­უ­ლის გა­მოწ­ვე­ვის ფონ­დის ფი­ნან­სუ­რი მხარ­და­ჭე­რით ხორ­ცი­ელ­დე­ბა და მას­წავ­ლე­ბელ­თა და დი­რექ­ტორ­თა პრო­ფე­სი­ულ გან­ვი­თა­რე­ბას გუ­ლის­ხ­მობს. „ლი­დე­რო­ბის აკა­დე­მია“ უზ­რუნ­ველ­ყოფს ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში ჩარ­თუ­ლი ყვე­ლა სა­ჯა­რო სკო­ლის დი­რექ­ტო­რის უწყ­ვეტ პრო­ფე­სი­ულ გან­ვი­თა­რე­ბას სამ ეტა­პად.  თი­თოე­უ­ლი ეტა­პი რამ­დე­ნი­მე მო­დუ­ლის­გან შედ­გე­ბა და აერ­თი­ა­ნებს ტრე­ნინ­გე­ბის ციკ­ლ­სა და კვარ­ტა­ლურ შეხ­ვედ­რებს, ასე­ვე ტრე­ნინ­გ­ზე მი­ღე­ბუ­ლი ცოდ­ნის პრაქ­ტი­კა­ში და­ნერ­გ­ვის მო­ნი­ტო­რინგს. სა­ერ­თო ჯამ­ში, დი­რექ­ტო­რე­ბი, 2016 წლი­დან 2018 წლის ჩათ­ვ­ლით, პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის 200-სა­ა­თი­ან, სა­კონ­ტაქ­ტო თუ არა­სა­კონ­ტაქ­ტო აქ­ტი­ვო­ბებს გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლე­ბენ.
დღე­ვან­დე­ლი მო­ნა­ცე­მე­ბით, აგ­ვის­ტო­ში, და­ახ­ლო­ე­ბით, 1850-მდე დი­რექ­ტო­რი გა­ივ­ლის ლი­დე­რო­ბის აკა­დე­მი­ის პირ­ველ სა­ფე­ხურს, რო­მე­ლიც სა­მი მო­დუ­ლის­გან შედ­გე­ბა. სა­ერ­თო ჯამ­ში კი, სა­მი­ვე სა­ფე­ხუ­რი 11 მო­დულს აერ­თი­ა­ნებს.
— რას ეხე­ბა მო­დუ­ლე­ბი?
— პირ­ვე­ლი სა­ფე­ხუ­რის სა­მი მო­დუ­ლი, რო­მე­ლიც 15 აგ­ვის­ტო­დან 25 აგ­ვის­ტომ­დე ჩა­ტარ­დე­ბა, ეხე­ბა 21-ე სა­უ­კუ­ნის სკო­ლის მა­ხა­სი­ა­თებ­ლებს, წარ­მა­ტე­ბუ­ლი  დი­რექ­ტო­რი­სათ­ვის სა­ჭი­რო ცოდ­ნა­სა და უნარ-ჩვე­ვებს. მათ შო­რის, თუ რო­გორ უხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოს თა­ნა­მედ­რო­ვე სკო­ლას, რას ნიშ­ნავს მოს­წავ­ლე­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი სწავ­ლე­ბა და შე­სა­ბა­მი­სი გა­რე­მოს შექ­მ­ნა, რო­გორ გა­ა­ა­ნა­ლი­ზოს და და­ა­მუ­შა­ოს მო­ნა­ცე­მე­ბი და მას­ზე და­ფუძ­ნე­ბით შექ­მ­ნას სკო­ლის გან­ვი­თა­რე­ბის გეგ­მა,  რო­გორ უზ­რუნ­ველ­ყოს უსაფ­რ­თხო­ე­ბა სკო­ლა­ში და გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს ეფექ­ტუ­რი კო­მუ­ნი­კა­ცია გან­ს­ხ­ვა­ვე­ბულ აუდი­ტო­რი­ას­თან. ამას­თა­ნა­ვე, შეძ­ლოს სკო­ლის ადა­მი­ა­ნუ­რი და ფი­ნან­სუ­რი რე­სურ­სე­ბის მარ­თ­ვა, ჰქონ­დეს უახ­ლე­სი ცოდ­ნა სკო­ლის მარ­თ­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბულ სა­მარ­თ­ლებ­რი­ვ სა­კითხებ­ზე.
ტრე­ნინ­გე­ბის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლი უფ­რო მე­ტად ზო­გად­მე­ნე­ჯე­რუ­ლი სა­კითხე­ბის­გან შედ­გე­ბა, თუმ­ცა, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ისე­ვე, რო­გორც და­ნარ­ჩენ მო­დუ­ლებ­ში, ცენ­ტ­რა­ლუ­რი ად­გი­ლი უჭი­რავს სკო­ლას. აღ­ნიშ­ნულ გრძელ­ვა­დი­ან კურსს ეწო­დე­ბა „მოს­წავ­ლე­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი გა­რე­მოს შექ­მ­ნა სკო­ლა­ში“, რო­მე­ლიც შეგ­ვიძ­ლია შემ­დეგ­ნა­ი­რად შე­ვა­ჯა­მოთ: დი­რექ­ტო­რე­ბის მი­ერ გავ­ლი­ლი ყვე­ლა მო­დუ­ლი, ისევ და ისევ, უკავ­შირ­დე­ბა იმას, რომ მა­თი ნე­ბის­მი­ე­რი ქმე­დე­ბა, რო­მელ­საც ად­გილ­ზე გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლე­ბენ, იყოს მოს­წავ­ლე­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი.
შემ­დეგ სა­ფე­ხუ­რებ­ზე გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა მო­დუ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც ეხე­ბა გა­ზი­ა­რე­ბულ ლი­დე­რო­ბას, სას­წავ­ლო ლი­დე­რო­ბას, შე­ფა­სე­ბა­სა და მო­ნი­ტო­რინგს, სხვა­დას­ხ­ვა გაკ­ვე­თი­ლის შე­ფა­სე­ბი­სათ­ვის სა­ჭი­რო სტრა­ტე­გი­ებ­სა და უნარ-ჩვე­ვებს, ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­რე­მოს შექ­მ­ნას სკო­ლებ­ში, სას­წავ­ლო თე­მის გან­ვი­თა­რე­ბას, მშო­ბელ­თა ჩარ­თუ­ლო­ბას და სხვა აქ­ტუ­ა­ლურ სა­კითხებს. ეს ყვე­ლა­ფე­რი, რა თქმა უნ­და, სკო­ლას ეხე­ბა და კურ­სი, იქ­ნე­ბა არა ზო­გა­დად ლი­დე­რო­ბა­ზე, არა­მედ  ზო­გად­სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბის მაქ­სი­მა­ლუ­რად ეფექ­ტი­ან მარ­თ­ვა­ზე.
ჩვე­ნი ინ­ტე­რე­სია, არ­სე­ბუ­ლი დი­რექ­ტო­რე­ბის­გან, რო­მელ­თაც სურთ და მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლე­ბი არი­ან, ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­აგ­რ­ძე­ლონ საქ­მი­ა­ნო­ბა, შევ­ქ­მ­ნათ სკო­ლის სას­წავ­ლო  ლი­დე­რი, მმარ­თ­ვე­ლი,  და არა ზო­გა­დად მე­ნე­ჯე­რუ­ლი უნა­რე­ბის მქო­ნე ადა­მი­ა­ნი. სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის ხა­რის­ხის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ში ერთ-ერ­თი საკ­ვან­ძო სა­კითხი სკო­ლებ­ში დი­რექ­ტო­რის რო­ლის გაზ­რ­დაა. გა­სა­გე­ბია, რომ ამ პრო­ცეს­ში ჩარ­თუ­ლე­ბი უნ­და იყ­ვ­ნენ სას­წავ­ლო ნა­წი­ლიც და სკო­ლის და­ნარ­ჩე­ნი პერ­სო­ნა­ლიც, თუმ­ცა, უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა — დი­რექ­ტო­რი. სწო­რედ ის უნ­და გახ­დეს სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ლი­დე­რი სკო­ლა­ში. „ლიდერ­ობის აკადემიის“ სა­მი­ვე სა­ფე­ხუ­რის მო­დუ­ლე­ბი სწო­რედ ამა­ზეა აგე­ბუ­ლი.
— ვინ ქმნის და ვინ ატა­რებს მო­დუ­ლებს?
— პროგ­რა­მას მხარ­და­ჭე­რას „აირექ­სის“ სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­კონ­სულ­ტა­ციო ჯგუ­ფი უწევს. ეს ორ­გა­ნი­ზა­ცია, კარ­გა ხა­ნია, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში მრა­ვალ­ფე­რო­ვან პრო­ექ­ტებს ახორ­ცი­ე­ლებს. ად­გი­ლობ­რივ თა­ნამ­შ­რომ­ლებ­თან ერ­თად, სწო­რედ მა­თი ექ­ს­პერ­ტე­ბი არი­ან ჩარ­თუ­ლე­ბი მო­დუ­ლე­ბის შექ­მ­ნა­ში. მო­დუ­ლე­ბის ავ­ტო­რებ­მა უკ­ვე გა­ი­ა­რეს სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბა და გა­დამ­ზად­დ­ნენ. რაც შე­ე­ხე­ბა ტრე­ნე­რებს, მა­თი მომ­ზა­დე­ბა სხვა­დას­ხ­ვა მი­მარ­თუ­ლე­ბით ხორ­ცი­ელ­დე­ბა. ტრე­ნერ­თა მომ­ზა­დე­ბის ერთ-ერ­თი მოკ­ლე­ვა­დი­ა­ნი გზაა „ტრე­ნერ­თა სკო­ლის“ მი­ერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ტრე­ნინ­გე­ბი, რო­მე­ლიც უკ­ვე და­იწყო. „ტრე­ნერ­თა სკო­ლის“ მო­ნა­წი­ლე­თა შერ­ჩე­ვა საკ­მა­ოდ მა­ღა­ლი კონ­კუ­რენ­ცი­ის პი­რო­ბებ­ში გან­ხორ­ცი­ელ­და. სა­ბო­ლო­ოდ  შე­ირ­ჩა 300-მდე ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც არ აქვს ან ორ წლამ­დე ტრე­ნე­რო­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა აქვს, ხო­ლო მათ­თ­ვის, ვი­საც 2-წლი­ა­ნი ან მე­ტი გა­მოც­დი­ლე­ბა აქვთ, შე­და­რე­ბით მოკ­ლე­ვა­დი­ა­ნი სატ­რე­ნინ­გო კურ­სი შე­ვი­მუ­შა­ვეთ. მომ­ზა­დე­ბის შემ­დეგ, სწო­რედ ეს ტრე­ნე­რე­ბი გა­უძღ­ვე­ბი­ან ტრე­ნინ­გე­ბის კურსს.
— პრო­ექ­ტი მხო­ლოდ მოქ­მე­დი დი­რექ­ტო­რე­ბის გა­დამ­ზა­დე­ბას გუ­ლის­ხ­მობს, ექ­ნე­ბათ თუ არა პროგ­რა­მა­ში ჩარ­თ­ვის შე­საძ­ლებ­ლო­ბა მათ, ვინც პროგ­რა­მის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის პრო­ცეს­ში და­ი­კა­ვე­ბენ ამ პო­ზი­ცი­ას?
— ჩვენ  არ ვმო­ნა­წი­ლე­ობთ დი­რექ­ტო­რე­ბის მომ­ზა­დე­ბის პრო­ცეს­ში, მხო­ლოდ მათ გა­დამ­ზა­დე­ბას უზ­რუნ­ველ­ვ­ყოფთ, მაგ­რამ არ გა­მოვ­რიცხავ, სა­მო­მა­ვა­ლოდ, უკ­ვე შექ­მ­ნი­ლი და კარ­გად აპ­რო­ბი­რე­ბუ­ლი ტრე­ნინგ-მო­დუ­ლე­ბი შევ­თა­ვა­ზოთ დი­რექ­ტო­რო­ბის მსურ­ვე­ლებს. აქ­ტი­უ­რი კო­მუ­ნი­კა­ცია გვაქვს იმ უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­თან, რომ­ლებ­საც გა­ნათ­ლე­ბის ად­მი­ნის­ტ­რი­რე­ბის პროგ­რა­მე­ბი აქვთ და, რე­ა­ლუ­რად, პო­ტენ­ცი­ურ დი­რექ­ტო­რებს ამ­ზა­დე­ბენ. პრინ­ციპ­ში, დი­რექ­ტო­რე­ბი სწო­რედ ასე­თი აკა­დე­მი­უ­რი პროგ­რა­მის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ ხდე­ბი­ან ან თვი­თონ სკო­ლის წი­ა­ღი­დან მო­დი­ან, რა­საც ჩვენ ვერ ვა­კონ­ტ­რო­ლებთ — ეს ში­და კონ­კუ­რენ­ცი­ის თე­მაა. მას­წავ­ლებ­ლის საქ­მი­ა­ნო­ბის დაწყე­ბის, პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და კა­რი­ე­რუ­ლი წინ­ს­ვ­ლის სქე­მა, რო­მე­ლიც გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში და­ი­ნერ­გა, ალ­ბათ, ამა­საც შე­უწყობს ხელს, რად­გან მას­წავ­ლებ­ლის მე­ოთხე სა­ფე­ხუ­რი — მენ­ტო­რი — ისეთ მას­წავ­ლე­ბელს გუ­ლის­ხ­მობს, რო­მელ­საც პე­და­გო­გო­ბის კარ­გი გა­მოც­დი­ლე­ბა და, ამას­თან ერ­თად, ლი­დე­რო­ბის უნარ-ჩვე­ვე­ბიც აქვს. ამ­დე­ნად, სა­ფე­ხუ­რებ­რი­ვი წინ­ს­ვ­ლა მას­წავ­ლე­ბელს ხელს შე­უწყობს, გა­უჩ­ნ­დეს დი­რექ­ტო­რო­ბის სურ­ვი­ლი. ეს, ცო­ტა ხან­ში, ბევ­რად უფ­რო თვალ­სა­ჩი­ნო გახ­დე­ბა და ვფიქ­რობ, მას­წავ­ლებ­ლე­ბიც, კა­რი­ე­რულ წინ­ს­ვ­ლას­თან ერ­თად, გა­ცი­ლე­ბით უკეთ გა­მო­ავ­ლე­ნენ თა­ვი­ანთ უნარ-ჩვე­ვებს.
სა­მი­ვე სა­ფე­ხუ­რის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ პრო­ექ­ტიც დას­რულ­დე­ბა, მაგ­რამ მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის ფარ­გ­ლებ­ში მი­სი გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის იდეა ისიც იყო, რომ დარ­ჩეს მზა პრო­დუქ­ტად და მის გაგ­რ­ძე­ლე­ბა­ზე პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა სა­ხელ­მ­წი­ფომ აიღოს. მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბი უკ­ვე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა, ხო­ლო პირ­ვე­ლი ეტა­პი — გავ­ლი­ლი და გა­მოც­დი­ლი. ამის შემ­დეგ, თუ­კი სის­ტე­მა­ში ახა­ლი კად­რე­ბი შე­მოვ­ლენ, ცენ­ტ­რი პრო­ექტს, სა­კუ­თა­რი სახ­ს­რე­ბის ფარ­გ­ლებ­ში, უკ­ვე მზა მო­დე­ლით გა­აგ­რ­ძე­ლებს.
— რე­ა­ლუ­რად რო­დის გვე­ყო­ლე­ბი­ან ლი­დე­რო­ბის სკო­ლაგავ­ლი­ლი დი­რექ­ტო­რე­ბი?
— დი­რექ­ტო­რი, რო­მე­ლიც პროგ­რა­მა­ში აგ­ვის­ტო­ში ჩა­ერ­თ­ვე­ბა, „ლიდე­რო­ბის აკადემიის“ სა­მი­ვე სა­ფე­ხურს 2018 წლის შე­მოდ­გო­მის­თ­ვის და­ას­რუ­ლებს. ვი­ნა­ი­დან ტრე­ნინ­გე­ბი, სა­­ა­თობ­რი­ვი თვალ­საზ­რი­სით, ხან­გ­რ­ძ­ლი­ვია და ბევრ დროს მო­ითხოვს, ძი­რი­თა­დად, არ­და­დე­გე­ბის პე­რი­ოდ­ში და­ი­გეგ­მე­ბა, რა­თა დი­რექ­ტო­რე­ბი სასკო­ლო პრო­ცესს არ მოვ­წყ­ვი­ტოთ. ცენ­ტ­რი უზ­რუნ­ველ­ყოფს სატ­რე­ნინ­გო ჯგუ­ფე­ბის და­კომ­პ­ლექ­ტე­ბას და მაქ­სი­მა­ლუ­რად ვეც­დე­ბით, ისე და­ვაჯ­გუ­ფოთ დი­რექ­ტო­რე­ბი, რომ ლო­კა­ცი­ე­ბი მათ­თ­ვის, გა­და­ად­გი­ლე­ბის თვალ­საზ­რი­სით, მაქ­სი­მა­ლუ­რად ხელ­საყ­რე­ლი იყოს. თი­თო­ე­უ­ლი ჯგუ­ფი და­ახ­ლო­ე­ბით 25 დი­რექ­ტო­რის­გან და­კომ­პ­ლექ­ტ­დე­ბა და სე­სი­ას ორი ტრე­ნე­რი გა­უძღ­ვე­ბა. რაც მთა­ვა­რია, ტრე­ნინ­გი იქ­ნე­ბა ინ­ტე­რაქ­ტი­უ­ლი და არა სა­ლექ­ციო ტი­პის.
— რა მე­ქა­ნიზ­მით შე­ფას­დე­ბი­ან დი­რექ­ტო­რე­ბი?
—პრო­ექ­ტ­ში მო­ნა­წი­ლე დი­რექ­ტო­რებ­მა, სა­ბო­ლოო ჯამ­ში, „ლი­დე­რო­ბის აკა­დე­მი­ის“ დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, სერ­ტი­ფი­კა­ტე­ბი უნ­და მი­ი­ღონ. წი­ნას­წარ გან­საზღ­ვ­რუ­ლი კრი­ტე­რი­უ­მის მი­ხედ­ვით და­ვად­გენთ, რამ­დე­ნად წარ­მა­ტე­ბით გა­ი­ა­რა თი­თოე­ულ­მა მო­ნა­წი­ლემ „ლიდე­რო­ბის აკა­დე­მი­ის“ ეტა­პე­ბი. რაც შე­ე­ხე­ბა გრძელ­ვა­დი­ან შე­დეგს — რა შეც­ვა­ლა პრო­ექ­ტ­მა სკო­ლა­ში და რო­გორ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა თი­თო­ე­ულ­მა დი­რექ­ტორ­მა კურ­სის გავ­ლის შე­დე­გად მი­ღე­ბუ­ლი თე­ო­რი­უ­ლი ცოდ­ნა პრაქ­ტი­კა­ში — ეს უფ­რო ეფექ­ტის შე­ფა­სე­ბაა, რო­მე­ლიც გრძელ­ვა­დი­ან პერ­ს­პექ­ტი­ვა­ში იზო­მე­ბა. ათას­წ­ლე­უ­ლის გა­მოწ­ვე­ვის კორ­პო­რა­ცი­ას­თან ერ­თად, პა­რა­ლე­ლუ­რად, ვმუ­შა­ობთ შე­ფა­სე­ბი­სა და მო­ნი­ტო­რინ­გის სის­ტე­მა­ზე, რო­მე­ლიც სწო­რედ ამ შე­დე­გებს გა­ზო­მავს. ასე რომ, პრო­ექ­ტის სა­ბო­ლოო შე­დე­გე­ბიც გვექ­ნე­ბა, მაგ­რამ უფ­რო მოგ­ვი­ა­ნე­ბით, რად­გან ცვლი­ლე­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა ერთ დღე­ში არ ხდე­ბა, გარ­და ამი­სა, ბევ­რი სხვა ფაქ­ტო­რია, რო­მე­ლიც წარ­მა­ტე­ბას თუ წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბას გა­ნა­პი­რო­ბებს. მა­გა­ლი­თად, შე­იძ­ლე­ბა დი­რექ­ტორს ძა­ლი­ან ეფექ­ტუ­რად გა­ნე­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­ნა ცვლი­ლე­ბე­ბი, მაგ­რამ გა­რე­მო ფაქ­ტო­რე­ბი არ აძ­ლევს ამის შე­საძ­ლებ­ლო­ბას. სკო­ლე­ბი მა­ინც სა­მი­ნის­ტ­რო­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლი სსიპ-ებია და ყვე­ლას გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი ბი­უ­ჯე­ტი აქვს, ამი­ტომ ცვლი­ლე­ბე­ბის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად ყვე­ლა დი­რექ­ტორს თა­ნა­ბა­რი გა­რე­მო არ ექ­ნე­ბა და არ ეყო­ლე­ბა ერ­თ­ნა­ი­რად ძლი­ე­რი მას­წავ­ლე­ბელ­თა გუნ­დი. ამი­ტო­მაც, ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, შე­ფა­სე­ბის და მო­ნი­ტო­რინ­გის დროს, ინ­დი­კა­ტო­რე­ბის იმ­გ­ვა­რად გან­საზღ­ვ­რა, რომ ყვე­ლა ეს ფაქ­ტო­რი იქ­ნეს გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი. თუმ­ცა, აუცი­ლებ­ლად უნ­და გავ­ზო­მოთ ისიც, თუ რა ეფექ­ტი მო­ი­ტა­ნა იმ ფი­ნან­სურ­მა რე­სურ­ს­მა, რო­მე­ლიც პრო­ექ­ტის­თ­ვის და­ი­ხარ­ჯა. ასე რომ, პრო­ექ­ტის მო­ნა­წი­ლე დი­რექ­ტო­რე­ბი მხო­ლოდ მსმე­ნე­ლე­ბის როლ­ში არ იქ­ნე­ბი­ან. ჩვე­ნი მთა­ვა­რი მი­ზა­ნია მა­თი შემ­დ­გო­მი მიღ­წე­ვე­ბი სკო­ლის მარ­თ­ვა­ში.
— დი­რექ­ტო­რე­ბის­თ­ვის პრო­ექ­ტ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა ნე­ბა­ყოფ­ლო­ბი­თია თუ სა­ვალ­დებ­ლო, შე­უძ­ლია თუ არა დი­რექ­ტო­რის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­ს­რუ­ლე­ბელს პრო­ექ­ტ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა?
— პრო­ექ­ტი სა­ჯა­რო სკო­ლე­ბის მოქ­მე­დი დი­რექ­ტო­რე­ბის­თ­ვის არის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი, ნე­ბა­ყოფ­ლო­ბი­თია და რა­ი­მე აქ­ტი, რო­მე­ლიც აიძუ­ლებს მას პრო­ექ­ტ­ში ჩარ­თ­ვას, არ არ­სე­ბობს. თუ ვიმ­ს­ჯე­ლებთ იმ გა­მოხ­მა­უ­რე­ბე­ბით, რო­მე­ლიც დღეს გვაქვს, მო­ლო­დი­ნი დი­დია. რაც შე­ე­ხე­ბა დი­რექ­ტო­რის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­ს­რუ­ლებ­ლებს — ჩვე­ნი აზ­რით, მათ უნ­და მი­ე­ცეთ პრო­ექ­ტ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა. რა თქმა უნ­და, გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი გვაქვს გა­მო­ნაკ­ლი­სი შემ­თხ­ვე­ვე­ბიც: თუ­კი რო­მე­ლი­მე დი­რექ­ტო­რი, რა­ი­მე მი­ზე­ზის გა­მო, გა­მო­აკ­ლ­დე­ბა პრო­ექტს და მის ად­გილს და­ი­კა­ვებს სხვა, მათ­თ­ვის შე­იქ­მ­ნე­ბა სპე­ცი­ა­ლუ­რი ჯგუ­ფი ლი­დე­რო­ბის აკა­დე­მი­ის ფარ­გ­ლებ­ში, თუმ­ცა, ასე­თი ჯგუ­ფი მხო­ლოდ წლის და­საწყის­ში და­კომ­პ­ლექ­ტ­დე­ბა.

ესა­უბ­რა ლა­ლი ჯე­ლა­ძე

25-28(942)N