გამოდის 1998 წლიდან
2016-09-15
მინისტრი დაგეგმილი ცვლილებების შესახებ

ახა­ლი სას­წავ­ლო წლის დაწყე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის მი­ნის­ტ­რი ალექ­სან­დ­რე ჯე­ჯე­ლა­ვა ჟურ­ნა­ლის­ტებს შეხ­ვ­და და სის­ტე­მა­ში და­გეგ­მილ­ი სი­ახ­ლე­ებ­ის შესახებ შე­კითხ­ვებს უპა­სუ­ხა:

 ახალ სას­წავ­ლო წელს გა­ხა­რე­ბუ­ლე­ბი ვხვდე­ბით. პირ­ველ რიგ­ში, გვი­ხა­რია, რომ წელს მე­ტი პირ­ველ­კ­ლა­სე­ლი მო­დის სკო­ლა­ში. მა­თი რა­ო­დე­ნო­ბის ზრდა, ნა­წი­ლობ­რივ, შარ­შან სკო­ლა­ში ხუთ­წ­ლი­ან­თა  არ­დაშ­ვე­ბამაც გა­მო­იწ­ვია, თუმ­ცა, ამის გა­რე­შეც რომ ნა­ხოთ, ვმრავ­ლ­დე­ბით, რაც ძა­ლი­ან სა­სი­ხა­რუ­ლოა. ჩვე­ნი სი­ხა­რუ­ლის მე­ო­რე მი­ზე­ზი იმას უკავ­შირდება, რომ სასწავლო წელს ძა­ლი­ან ბევრ ად­გი­ლას მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბუ­ლი ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რით ვხვდე­ბით; შემ­დე­გი დღე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მო­გიწ­ვევთ და გიჩ­ვე­ნებთ ამ სკო­ლებს. მათ შო­რი­საა ჩვე­ნი ამე­რი­კე­ლი მე­გობ­რე­ბის დახ­მა­რე­ბით რე­ა­ბი­ლი­ტი­რე­ბუ­ლი, სრუ­ლი­ად ფან­ტას­ტი­კუ­რი სკო­ლე­ბი, მო­გინ­დე­ბათ სკო­ლა­ში დაბ­რუ­ნე­ბა; ასე­ვე, ახალ სას­წავ­ლო წელს დრო­უ­ლად და ოპე­რა­ტი­უ­ლად და­რი­გე­ბუ­ლი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბით, კომ­პი­უ­ტე­რე­ბით ვხვდე­ბით — ამის­თ­ვის, ალ­ბათ, სკო­ლებ­საც და რე­სურ­ს­ცენ­ტ­რებ­საც მად­ლო­ბა უნ­და გა­და­ვუ­ხა­დოთ, ასე­ვე, სა­მი­ნის­ტ­როს თა­ნამ­შ­რომ­ლებს; დი­დი იმე­დი მაქვს, რომ ვხვდე­ბით უფ­რო მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი და დამ­შ­ვი­დე­ბუ­ლი მას­წავ­ლებ­ლე­ბით, რომ­ლებ­საც არც გა­მოც­დას, არც ჩაჭ­რას და არც გაყ­რას არა­ვინ უპი­რებს. დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ახა­ლი ენერ­გი­ით შე­უდ­გე­ბი­ან მუ­შა­ო­ბას თა­ვი­ანთ მოს­წავ­ლე­ებ­თან. ვუ­ლო­ცავ მას­წავ­ლებ­ლებს, მოს­წავ­ლე­ებს და მშობ­ლებს ახა­ლი სას­წავ­ლო წლის დაწყე­ბას.

— რა კონ­კ­რე­ტუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი იგეგ­მე­ბა მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის და კა­რი­ე­რუ­ლი წინ­ს­ვ­ლის სქე­მა­ში? რით და­ამ­შ­ვი­დეთ და გა­ხა­დეთ უფ­რო მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი პე­და­გო­გე­ბი?
— პირ­ველ რიგ­ში, ჩვენ ვთქვით, რომ სქე­მის ის ნა­წი­ლი, რო­მე­ლიც შე­ი­ცავ­და (არ მინ­და ამ სიტყ­ვის თქმა, მაგ­რამ მა­ინც გა­მო­ვი­ყე­ნებ) მუ­ქა­რას, რომ მას­წავ­ლე­ბელს შე­იძ­ლე­ბა სამ წე­ლი­წად­ში სამ­სა­ხუ­რი და­ე­ტო­ვე­ბი­ნა, უახ­ლო­ეს პე­რი­ოდ­ში გაქ­რე­ბა. ყვე­ლა მას­წავ­ლე­ბელს ვე­უბ­ნე­ბით, რომ თუ ის გაკ­ვე­თილს ატა­რებს, თუ მას არ აქვს პრობ­ლე­მე­ბი მოს­წავ­ლე­ებ­თან და სკო­ლის ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ას­თან, გა­მოც­დის ან მსგავ­სი რა­მის გა­მო, სკო­ლას არ და­ტო­ვებს.
რაც შე­ე­ხე­ბა თვი­თონ სქე­მა­ში კომ­პო­ნენ­ტე­ბის და­მა­ტე­ბას, ვა­პი­რებთ, რომ პე­და­გო­გი­უ­რი უნა­რე­ბის გა­მოც­და აღ­ვად­გი­ნოთ, თუმ­ცა, არ­ჩე­ვი­თი, ნე­ბა­ყოფ­ლო­ბი­თი გავ­ხა­დოთ. ნე­ბის­მი­ერ მას­წავ­ლე­ბელს შე­ეძ­ლე­ბა ან საგ­ნის გა­მოც­და ჩა­ა­ბა­როს, ან უნა­რე­ბის, ან ორი­ვე ერ­თად — ეს მი­სი გა­და­საწყ­ვე­ტი იქ­ნე­ბა. ვი­დე­ო­გაკ­ვე­თი­ლებს რაც შე­ე­ხე­ბა, არც ისი­ნი გაგ­ვი­უქ­მე­ბია, ესეც არ­ჩე­ვი­თი კომ­პო­ნენ­ტია — მას­წავ­ლე­ბელს, სურ­ვი­ლის შემ­თხ­ვე­ვა­ში, შე­უძ­ლია ვი­დე­ო­გაკ­ვე­თი­ლიც გა­ა­კე­თოს.
ვა­პი­რებთ და­ვა­მა­ტოთ სხვა­დას­ხ­ვა კომ­პო­ნენ­ტე­ბი. ერთ-ერ­თი, რაც, პრაქ­ტი­კუ­ლად, გა­დაწყ­ვე­ტი­ლია, არის დის­ტან­ცი­უ­რი გაკ­ვე­თი­ლე­ბის დაწყე­ბა (მო­სინ­ჯ­ვა), უცხო­ეთ­ში მცხოვ­რე­ბი სა­ქარ­თ­ვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის შვი­ლე­ბის­თ­ვის. სა­უ­ბა­რია ქარ­თულ ენა­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რა­ზე და ის­ტო­რი­ა­ზე. ასე­ვე გა­დაწყ­ვე­ტი­ლი გვაქვს, რომ მას­წავ­ლე­ბელს სო­ცი­ა­ლურ  აქ­ტი­ვო­ბა­ში, ანუ სკო­ლის მოს­წავ­ლე­ე­ბის სო­ცი­ა­ლუ­რი აქ­ტი­ვო­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით ორ­გა­ნი­ზე­ბა­ში მი­ვა­ნი­ჭოთ კრე­დი­ტე­ბი. აი, ეს არის, რაც ამ წუ­თას და­ნამ­დ­ვი­ლე­ბით ვი­ცით რომ შე­იც­ვ­ლე­ბა. თუმ­ცა, საკ­მა­ოდ მა­ლე, ერთ თვე­ში, მაქ­სი­მუმ თვე­ნა­ხე­ვარ­ში, ახა­ლი სქე­მის პრე­ზენ­ტა­ცია შედ­გე­ბა და ყვე­ლას ექ­ნე­ბა სა­შუ­ა­ლე­ბა, გა­ეც­ნოს მას.

— ხომ არ იგეგ­მე­ბა „ახალ სქე­მა­ში“ პრო­ფე­სი­ა­ში ახალ­გაზ­რ­დე­ბის შეს­ვ­ლის გა­ი­ო­ლე­ბა?
— ეს ის სა­კითხია, რო­მე­ლიც უფ­რო მძი­მე­დაა წარ­მო­ჩე­ნი­ლი, ვიდ­რე რე­ა­ლუ­რა­დაა საქ­მე. რომ ვნა­ხოთ სტა­ტის­ტი­კა, რამ­დე­ნი ახალ­გაზ­რ­და მას­წავ­ლე­ბე­ლი შე­ვი­და ბო­ლო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სის­ტე­მა­ში, და­მერ­წ­მუ­ნეთ, რომ საკ­მა­ოდ შთამ­ბეჭ­და­ვი რა­ო­დე­ნო­ბაა. მე­ო­რე მხრივ, ვა­პი­რებთ თუ არა მა­სობ­რივ ცვლი­ლე­ბებს და ათო­ბით ათა­სი ადა­მი­ა­ნის ჩა­ნაც­ვ­ლე­ბას, ამას ნამ­დ­ვი­ლად არ ვა­პი­რებთ და არც გვაქვს ჩა­სა­ნაც­ვ­ლებ­ლად საქ­მე, რად­გან ჩვე­ნი მას­წავ­ლებ­ლე­ბი ძა­ლი­ან კომ­პე­ტენ­ტუ­რე­ბი, გუ­ლან­თე­ბუ­ლე­ბი და მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლე­ბი არი­ან. მათ­თან ერ­თად და მა­თი გან­ვი­თა­რე­ბით ვა­პი­რებთ, შევ­ძ­ლოთ სკო­ლის წინ წაყ­ვა­ნა.
— რო­დის ამოქ­მედ­დე­ბა თქვე­ნი ინი­ცი­ა­ტი­ვა ხჳჳკლასის შე­სა­ხებ?
— ეს ინი­ცი­ა­ტი­ვა მხო­ლოდ ხჳჳ კლასს არ ეხე­ბო­და, არა­მედ ხჳ-ხჳჳ კლა­სებს, ანუ  ამ სა­ფე­ხუ­რის გაძ­ლი­ე­რე­ბას, შე­დე­გობ­რი­ვად — რე­პე­ტი­ტო­რო­ბის ინ­ს­ტი­ტუტ­თან გა­თა­ნაბ­რე­ბას. წელს ეს ინი­ცი­ა­ტი­ვა ვე­რა­ნა­ი­რად ვერ ამოქ­მედ­დე­ბა. ცხა­დია, მოს­წავ­ლე­ებ­მა ასე­თი ცვლი­ლე­ბე­ბის შე­სა­ხებ რამ­დე­ნი­მე ხნით ად­რე უნ­და იცოდ­ნენ. ამი­ტომ, თუ კა­ნონ­ში ცვლი­ლე­ბას შე­ვი­ტანთ, მი­ნი­მუმ, ერ­თი ან ორი წე­ლი ექ­ნე­ბა ყვე­ლა მოს­წავ­ლეს, რომ ამ სი­ახ­ლეს შე­ე­გუ­ოს და მო­ემ­ზა­დოს. ერთ წე­ლი­წად­ში ეს სი­ახ­ლე რამ­დე­ნი­მე სა­ექ­ს­პე­რი­მენ­ტო სკო­ლა­ში ამოქ­მედ­დე­ბა, მოვ­სინ­ჯავთ სის­ტე­მას და ამის შემ­დეგ ექ­ს­პე­რი­მენტს სხვა სკო­ლებ­შიც გა­ვაგ­რ­ძე­ლებთ.

— ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცია, რომ და­რი­გე­ბუ­ლი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის უმე­ტე­სი ნა­წი­ლი და­ზი­ა­ნე­ბუ­ლია, რამ­დენ პრო­ცენტს შე­ად­გენს ახა­ლი წიგ­ნე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა?
— და­ახ­ლო­ე­ბით 30% ახა­ლი წიგ­ნე­ბია, და­ახ­ლო­ე­ბით 70% კი — ნახ­მა­რი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბი. ამ 70%-და­ნაც ზო­გი ორი წლის წიგ­ნია, ზო­გი კი — 3. ძა­ლი­ან და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი წიგ­ნე­ბი გა­და­ვარ­ჩი­ეთ და ხმა­რე­ბი­დან ამო­ვი­ღეთ, ამი­ტომ, წე­სით, და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო არც ერთ მოს­წავ­ლეს არ უნ­და შეხ­ვ­დეს. თუმ­ცა,  შე­გახ­სე­ნებთ, რომ ასი­ა­თა­სო­ბით სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ზეა სა­უ­ბა­რი (მი­ლი­ო­ნო­ბით  — თა­ვი­სი რვე­უ­ლე­ბით), შე­სა­ბა­მი­სად, რა თქმა უნ­და, შე­იძ­ლე­ბა გა­მო­ნაკ­ლი­სიც მოხ­დეს. ისიც შე­საძ­ლე­ბე­ლია, რომ თვი­თონ ბავ­შ­ვებს გა­უ­ფუჭ­დეთ წიგ­ნე­ბი. მთლი­ა­ნო­ბა­ში ეს წიგ­ნე­ბი კარგ მდგო­მა­რე­ო­ბა­შია.

— იგეგ­მე­ბა სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის გრი­ფი­რე­ბა. რა იც­ვ­ლე­ბა გრი­ფი­რე­ბის ახა­ლი წე­სის მი­ხედ­ვით და რო­დის და­იწყე­ბა პრო­ცე­სი?
— იმე­დი მაქვს, გრი­ფი­რე­ბის პრო­ცე­სი რამ­დე­ნი­მე კვი­რა­ში გა­მოცხად­დე­ბა. ამის შემ­დეგ გა­მომ­ცემ­ლო­ბებ­მა უნ­და და­იწყონ ახა­ლი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის შექ­მ­ნა. შემ­დ­გო­მი ეტა­პია ამ სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის შე­მოწ­მე­ბა-გა­და­მოწ­მე­ბა და, სა­ბო­ლოო ჯამ­ში, 2017 წლის ზაფხუ­ლის და­საწყი­სის­თ­ვის უნ­და გვქონ­დეს უკ­ვე ახა­ლი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბი, რომ­ლებ­საც მი­ე­ნი­ჭე­ბა გრი­ფი და ახა­ლი სას­წავ­ლო წე­ლი ახა­ლი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბით და­იწყე­ბა.
ამ პრო­ცე­სებს ძა­ლი­ან ფრთხი­ლად ვუდ­გე­ბით. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რომ იმ­დე­ნად ცუ­დი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბი გვაქვს ში­ნა­არ­სობ­რი­ვად და სტრუქ­ტუ­რუ­ლად, კი­დევ ახ­ლის და­მა­ტე­ბა არ ივარ­გებს, რად­გან სჯობს თუ კარგს ვერ აკე­თებ, ცო­ტა ხანს თა­ვი და­ა­ნე­ბო და მა­შინ გა­ა­კე­თო, რო­ცა ამას ნამ­დ­ვი­ლად შეძ­ლებ. დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლე­ბი ვართ, მო­მა­ვალ წელს, სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის გარ­კ­ვე­უ­ლი ნა­წი­ლი მო­ეს­წ­რე­ბა. დღე­საც გვქონ­და გა­მომ­ცემ­ლებ­თან შეხ­ვედ­რა. მიმ­დი­ნა­რე­ობს მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი იმის შე­სა­ხებ, მხო­ლოდ ჳ-ჳვ კლა­სე­ბის სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ებ­ზე ვი­მუ­შა­ოთ, თუ ვ-ვჳ კლა­სე­ბი­სა­ზეც, იმი­ტომ რომ, სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა ვ-ვჳ კლა­სებ­ში ერ­თი იმ­დე­ნია, რაც ჳ-დან ჳვ-მდე. ამი­ტომ ხომ არ და­ზა­რალ­დე­ბა ხა­რის­ხი?! თუმ­ცა, ავ­ტო­რე­ბი აცხა­დე­ბენ, რომ ვა­დე­ბი, რაც ჩვენ და­ახ­ლო­ე­ბით მოვ­ხა­ზეთ, სავ­სე­ბით რე­ა­ლის­ტუ­რია. კი­დევ ბევ­რი რამ იც­ვ­ლე­ბა, მაგ­რამ მთა­ვა­რი არის ის, რომ გა­მომ­ცემ­ლო­ბებს ვუბ­რუ­ნებთ, ასე ვთქვათ, ამ ბიზ­ნესს. არა­ნაკ­ლებ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, ფა­სი არ გაგ­ვექ­ცეს ხე­ლი­დან. ჩვე­ნი სურ­ვი­ლია, რომ სა­გა­მომ­ცემ­ლო ბიზ­ნე­სი გა­მომ­ცემ­ლე­ბის იყოს, ოღონდ ამან არ გა­მო­იწ­ვი­ოს სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის გაძ­ვი­რე­ბა. ეს ყვე­ლა­ზე რთუ­ლი ამო­ცა­ნაა, რო­მე­ლიც უნ­და ამოვ­ხ­ს­ნათ. ასე­ვე, პირ­ველ წელს, ყვე­ლა სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოს სა­პი­ლო­ტე რე­ჟიმ­ში შე­მო­ვი­ტანთ, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ ყვე­ლა მას­წავ­ლე­ბელს და მოს­წავ­ლე­ებ­საც შე­ეძ­ლე­ბათ თა­ვი­ან­თი კო­მენ­ტა­რე­ბი და შე­ნიშ­ვ­ნე­ბი და­უბ­რუ­ნონ გა­მომ­ცემ­ლებს და, ფაქ­ტობ­რი­ვად, მე­ო­რე წლი­დან იგი­ვე სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბი კი­დევ უფ­რო დახ­ვე­წი­ლი სა­ხით და­ი­ბეჭ­დე­ბა.
ვგეგ­მავთ, რომ თი­თო­ე­ულ კლას­ში თი­თო სა­გან­ში, მი­ნი­მუმ, სა­მი ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო იყოს. იმე­დი გვაქვს, რომ ზო­გან კი­დევ უფ­რო მე­ტი იქ­ნე­ბა. ჩე­მი სურ­ვი­ლია, სკო­ლებს, რომ­ლებ­საც კარ­გი შე­დე­გე­ბი აქვთ და მო­წი­ნა­ვე სკო­ლე­ბად ით­ვ­ლე­ბი­ან, თან­და­თან და­ვუბ­რუ­ნოთ და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის არ­ჩე­ვან­ში. უნ­და ვა­ღი­ა­როთ, რომ მო­წი­ნა­ვე სკო­ლე­ბი მა­ინც იყე­ნე­ბენ პა­რა­ლე­ლუ­რად, რო­გორც და­მა­ტე­ბით რე­სურსს, სხვა სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ებს და ეს აკ­რ­ძა­ლუ­ლი არც აქვთ. მი­მაჩ­ნია, რომ სიმ­კაც­რე თა­ვის დრო­ზე კარ­გიც იყო (რო­ცა გა­დაწყ­და, რომ არე­უ­ლო­ბა ამ ბა­ზარ­ზე მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი­ყო), მაგ­რამ ახ­ლა ცო­ტათი ზღუ­დავს მო­წი­ნა­ვე მას­წავ­ლებ­ლებ­სა თუ სკო­ლებს. რო­დე­საც სკო­ლა აირ­ჩევს ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბი­დან ერთ-ერთს, მო­წი­ნა­ვე სკო­ლებს რე­კო­მენ­და­ცი­ას გა­ვუ­წევთ (ექ­ს­პე­რი­მენ­ტის სა­ხით და­ვიწყებთ), რომ ამ სა­მი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოს გარ­და სხვა სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბიც მო­სინ­ჯონ და და­ვაკ­ვირ­დეთ, რო­გორ გავ­ლე­ნას იქო­ნი­ებს ეს შე­დე­გებ­ზე. ბევრ ქვე­ყა­ნა­ში მას­წავ­ლე­ბე­ლი და სკო­ლა თა­ვად ირ­ჩე­ვენ სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოს ყო­ველ­გ­ვა­რი გრი­ფი­რე­ბის გა­რე­შე.
ჩვე­ნი ამო­ცა­ნაა, რომ სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ში მოს­წავ­ლის სა­ზი­ა­ნო რამ არ ეწე­როს, ხო­ლო რა პრინ­ცი­პით ას­წავ­ლოს მას­წავ­ლე­ბელ­მა წი­ლა­დე­ბი ან კონ­ტი­ნენ­ტე­ბი, მი­სი გა­და­საწყ­ვე­ტი იქ­ნე­ბა.

— შე­ნარ­ჩუნ­დე­ბა თუ არა სა­ხელ­მ­წი­ფო პო­ლი­ტი­კა უფა­სო სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის შე­სა­ხებ?
— ალ­ბათ, ამა­ზე ჩე­მი პი­რა­დი მო­საზ­რე­ბა იცით, რომ მე არ ვარ მდი­და­რი ხალ­ხის­თ­ვის სა­ჩუქ­რე­ბის კე­თე­ბის ფა­ნი. თუმ­ცა, ეს ჩე­მი გა­და­საწყ­ვე­ტი არ არის, ეს მთე­ლი ერის გა­და­საწყ­ვე­ტია. ეს პრინ­ცი­პი წელ­საც შე­ნარ­ჩუ­ნე­ბუ­ლია და ეჭ­ვი მაქვს, მო­მა­ვალ წელ­საც შე­ნარ­ჩუნ­დე­ბა, მაგ­რამ მი­მაჩ­ნია, რომ აუცი­ლებ­ლად უნ­და წა­ვი­დეთ იქით­კენ, რომ სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო სა­ჩუქ­რად მივ­ცეთ მას, ვი­საც ეს მარ­თ­ლა სჭირ­დე­ბა.

— ხომ არ იგეგ­მე­ბა ერ­თი­ა­ნი ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბის სა­ხეც­ვ­ლი­ლე­ბა და სტუ­დენ­ტ­თა და­ფი­ნან­სე­ბის სა­კითხის გა­და­ხედ­ვა — 2250 ლა­რით ფი­ნან­სდება ყვე­ლა სა­ხელ­მ­წი­ფო სა­ბა­კა­ლავ­რო პროგ­რა­მა — ძვი­რადღი­რე­ბულ­იც და ნაკ­ლე­ბად ძვი­რადღი­რე­ბული პრო­ფე­სი­ებ­იც.
— ერ­თი­ა­ნი ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბი, ისე­ვე რო­გორც და­ფი­ნან­სე­ბა, ყო­ველ­წ­ლი­უ­რად უნ­და გა­და­ი­ხე­დოს, იმი­ტომ რომ, სამ­ყა­რო წინ მი­დის, გა­რე­მო­ე­ბე­ბი იც­ვ­ლე­ბა და ის, რაც თა­ვის დრო­ზე არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი იყო, შე­იძ­ლე­ბა რამ­დე­ნი­მე წე­ლი­წად­ში სა­ზო­გა­დო­ე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბებს ჩა­მორ­ჩეს. ამი­ტომ ვფიქ­რობ, რომ ყო­ველ­წ­ლი­უ­რად გა­და­სა­ხე­დია. რე­ა­ლუ­რად ასეც არის, წლე­ვან­დე­ლი ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბი გან­ს­ხ­ვავ­დე­ბო­და შარ­შან­დე­ლის­გან, შარ­შან­დე­ლი — შარ­შან­წინ­დე­ლის­გან, მო­მა­ვალ წელ­საც  აუცი­ლებ­ლად გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა.
რაც შე­ე­ხე­ბა და­ფი­ნან­სე­ბის სქე­მას, აქაც მი­მაჩ­ნია, რომ მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა გვაკ­ლია. არ­სე­ბუ­ლი სქე­მის მოშ­ლას ან შეც­ვ­ლას არ ვა­პი­რებთ, თუმ­ცა, მგო­ნია, რომ და­მა­ტე­ბი­თი ხელ­შეწყო­ბა სჭირ­დე­ბა ზო­გი­ერთ სპე­ცი­ა­ლო­ბას, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა უფ­რო ძვი­რადღი­რე­ბუ­ლი იყოს, იგი­ვე სა­მე­დი­ცი­ნო­ზე შე­იძ­ლე­ბა ვი­სა­უბ­როთ ან სა­ინ­ჟინ­რო­ზე და სხვ. ვფიქ­რობ, უნ­და გა­მოვ­ნა­ხოთ შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი, რომ ძვი­რადღი­რე­ბუ­ლი სპე­ცი­ა­ლო­ბე­ბის ხელ­შეწყო­ბა მო­ვა­ხერ­ხოთ.

— რო­გორ აფა­სებთ სტუ­დენ­ტ­თა გარ­კ­ვე­უ­ლი ნა­წი­ლის კრი­ტი­კულ გან­წყო­ბას გი­ორ­გი შარ­ვა­ში­ძის, რო­გორც რექ­ტო­რის კან­დი­და­ტუ­რის, მი­მართ —  მი­აჩ­ნი­ათ, რომ ის პო­ლი­ტი­კუ­რი ფი­გუ­რაა და ამ­დე­ნად ვერ უზ­რუნ­ველ­ყოფს უნი­ვერ­სი­ტე­ტის ავ­ტო­ნო­მი­უ­რო­ბას.
— უნი­ვერ­სი­ტე­ტის რექ­ტო­რი არ­ჩევ­ნე­ბის ფორ­მით იმი­ტომ ირ­ჩე­ვა, რომ და­ბა­ლან­სე­ბუ­ლი იყოს —  ყველას მიეცეს არ­ჩე­ვა­ნის უფლება. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რომ სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­შიც და საპ­რე­ზი­დენ­ტო­შიც ყვე­ლას ყვე­ლა­ფე­რი არ მოს­წონს. ნე­ბის­მი­ერ სტუ­დენტს და პრო­ფე­სორს აქვს უფ­ლე­ბა შარ­შ­ვა­ში­ძე ან ნე­ბის­მი­ე­რი სხვა კან­დი­და­ტი არ მოს­წონ­დეს. რაც შე­ე­ხე­ბა უნი­ვერ­სი­ტე­ტის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბას, ვფიქ­რობ, არ­ჩევ­ნებ­ში რომ ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დე ისეთ კან­დი­დატს მივ­ცემ­დი ხმას, რო­მელ­საც გავ­ლე­ნა აქვს რო­გორც გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­რო­ზე, ისე სხვა სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო წრე­ებ­ში, რად­გან მი­მაჩ­ნია, რომ და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა იზო­ლა­ცი­ას არ ნიშ­ნავს, ანუ თსუ-ს რექ­ტო­რი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­გან იზო­ლი­რე­ბუ­ლი ვერ იქ­ნე­ბა, პი­რი­ქით, ის ყო­ველ­დღი­ურ ურ­თი­ერ­თო­ბა­ში უნ­და იყოს, უბ­რა­ლოდ, ამან მი­სი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბე­ბის ცვლა არ უნ­და გა­მო­იწ­ვი­ოს. ვფიქ­რობ, ბა­ტო­ნი გი­ორ­გი შარ­შ­ვა­ში­ძე სწო­რედ ისე­თი დო­ნის და რან­გის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლია, რო­მელ­საც ყვე­ლა იც­ნობს და პა­ტივს სცემს. ძა­ლი­ან გა­მი­ჭირ­დე­ბო­და მი­სი აზ­რის შეც­ვ­ლა, რომც მდო­მო­და ამის გა­კე­თე­ბა. სა­მი­ნის­ტ­რო­შიც ჩვე­ნი თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა ძა­ლი­ან თა­ნა­ბა­რი, მე­გობ­რუ­ლი და კო­ლე­გი­ა­ლუ­რი იყო. ასე რომ, სხვა კარგ კან­დი­და­ტებ­საც მი­ვე­სალ­მე­ბი, თუმ­ცა ვფიქ­რობ, რომ ძლი­ე­რი, გა­მოც­დი­ლი კან­დი­და­ტი მხო­ლოდ არ­გებს უნი­ვერ­სი­ტეტს. ვის აირ­ჩე­ვენ და რო­გორ იმუ­შა­ვე­ბენ, რა თქმა უნ­და, უნი­ვერ­სი­ტე­ტის ში­და საქ­მეა.

მოამზადა ლალი ჯელაძემ

25-28(942)N