გამოდის 1998 წლიდან
2016-09-15
მომავლის ლიდერები ამერიკული გამოცდილებით

FLEX — მო­მა­ვალ ლი­დერ­თა გაც­ვ­ლი­თი პროგ­რა­მა 24-ე წე­ლია, რაც სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში წარ­მა­ტე­ბით ხორ­ცი­ელ­დე­ბა. ყო­ველ­წ­ლი­უ­რად სა­ქარ­თ­ვე­ლოს ზო­გად­სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სკო­ლე­ბის უფ­როს­კ­ლა­სე­ლებს ეძ­ლე­ვათ შე­საძ­ლებ­ლო­ბა ის­წავ­ლონ ამე­რი­კულ სკო­ლა­ში და გა­ეც­ნონ ამე­რი­კის კულ­ტუ­რას. პროგ­რა­მა სრუ­ლად ფი­ნან­ს­დე­ბა აშშ-ს სა­ხელ­მ­წი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტის მი­ერ. მი­სი უპირ­ვე­ლე­სი მი­ზა­ნია, ამ ორი ქვეყ­ნის ახალ­გაზ­რ­დებს შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბის გაღ­რ­მა­ვე­ბა. გვე­სა­უბ­რე­ბა გაც­ვ­ლი­თი პროგ­რა­მე­ბის კო­ორ­დი­ნა­ტო­რი სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­ნათ­ლე­ბის ამე­რი­კუ­ლი საბ­ჭო­ე­ბის ფი­ლი­ა­ლი სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში  ქრის­ტი მი­ლო­რა­ვა

— რამ­დე­ნი წე­ლია, რაც სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში FLEX - მო­მა­ვალ ლი­დერ­თა გაც­ვ­ლი­თი პროგ­რა­მა ხორ­ცი­ელ­დე­ბა, რა არის პროგ­რა­მის მი­ზა­ნი?
— მო­მა­ვალ ლი­დერ­თა გაც­ვ­ლი­თი პროგ­რა­მა (FLEX) ზო­გად­სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სკო­ლე­ბის მოს­წავ­ლე­თათ­ვი­საა გან­კუთ­ვ­ნი­ლი და სრუ­ლად ფი­ნან­ს­დე­ბა აშშ-ს სა­ხელ­მ­წი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტის მი­ერ, 1993 წლი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი. FLEX პროგ­რა­მის უპირ­ვე­ლე­სი მი­ზა­ნია, ამ ორი ქვეყ­ნის ახალ­გაზ­რ­დებს შო­რის გა­აღ­რ­მა­ვოს ურ­თი­ერ­თ­გა­გე­ბა, რის სა­შუ­ლე­ბა­საც ახალ­გაზ­რ­დებს პი­რად გა­მოც­დი­ლე­ბა­ზე დაყ­რ­დ­ნო­ბით აძ­ლევს. ისი­ნი შე­ის­წავ­ლი­ან აშშ-ს მთავ­რო­ბის სის­ტე­მას, ამე­რი­კუ­ლი ცხოვ­რე­ბის სტილს, სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბას და სხვა ამე­რი­კულ ღი­რე­ბუ­ლე­ბებს. 1993 წლი­დან FLEX-ის გაც­ვ­ლით­მა პროგ­რა­მამ და­ფი­ნან­სე­ბა გა­უ­წია სა­შუ­ა­ლო სკო­ლის 23 000 მოს­წავ­ლეს, სხვა ქვეყ­ნე­ბის მო­ნა­წი­ლე­ე­ბის ჩათ­ვ­ლით, მათ შო­რის, და­ახ­ლო­ე­ბით 2000-მდე მო­ნა­წი­ლე სა­ქარ­თ­ვე­ლოს მო­ქა­ლა­ქეა. 2016-2017 წელს 800 სტუ­დენ­ტი ჩა­ი­რიცხა ამე­რი­კა­ში FLEX-ის პროგ­რა­მის ფარ­გ­ლებ­ში, მათ შო­რის —  ქარ­თ­ვე­ლი.

— რა­ტომ უნ­და აირ­ჩი­ონ ქარ­თ­ველ­მა მოს­წავ­ლე­ებ­მა ფლჶხ პროგ­რა­მა, რით არის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი და მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი?
— FLEX-ის პროგ­რა­მა უნი­კა­ლუ­რი პროგ­რა­მაა, რო­მე­ლიც ქარ­თ­ველ მოს­წავ­ლე­ებს შე­საძ­ლებ­ლო­ბას აძ­ლევს, სრუ­ლი­ად უსას­ყიდ­ლოდ, ერ­თი აკა­დე­მი­უ­რი წე­ლი­წა­დი ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში გა­ა­ტა­რონ. ეს ერ­თა­დერ­თი ფარ­თო­მას­შ­ტა­ბი­ა­ნი და ხან­გ­რ­ძ­ლი­ვი გაც­ვ­ლი­თი პროგ­რა­მაა, რო­მელ­საც ამე­რი­კის მთავ­რო­ბა სრუ­ლად აფი­ნან­სებს. მას­ში მო­ნა­წი­ლე მოს­წავ­ლეს ეძ­ლე­ვა უნი­კა­ლუ­რი შან­სი, იცხოვ­როს და ის­წავ­ლოს ამე­რი­კულ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში, სა­ქარ­თ­ვე­ლო გა­აც­ნოს ამე­რი­კე­ლებს და ღირ­სე­უ­ლი ამე­რი­კუ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბით ჩა­მო­ვი­დეს სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, რა­საც მოგ­ვი­ა­ნე­ბით ქარ­თ­ვე­ლებ­საც აც­ნობს. ამე­რი­კის მთავ­რო­ბას მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად მი­აჩ­ნია ახალ­გაზ­რ­და თა­ო­ბის­თ­ვის მრა­ვალ­მ­ხ­რი­ვი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის შექ­მ­ნა, რომ­ლე­ბიც გა­ნა­ვი­თა­რებს მათ გლო­ბა­ლურ პერ­ს­პექ­ტი­ვას სახ­ლ­ში, სამ­სა­ხურ­სა თუ სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში ნა­თე­ლი მო­მავ­ლის იმე­დის გა­საძ­ლი­ე­რებ­ლად და ამი­სათ­ვის FLEX ერ­თა­დერ­თი უნი­კა­ლუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბაა.

— რა კრი­ტე­რი­უ­მებს უნ­და აკ­მა­ყო­ფი­ლებ­დეს პროგ­რა­მის მო­ნა­წი­ლე, რამ­დენ­ჯერ შე­უძ­ლია მოს­წავ­ლეს კონ­კურ­ს­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, რო­დის ცხად­დე­ბა კონ­კურ­სი, რამ­დენ ტუ­რად და რამ­დე­ნი ცენ­ტ­რი იხ­ს­ნე­ბა კონ­კურ­სის­თ­ვის სა­ქარ­თ­ვე­ლოს მას­შ­ტა­ბით?
— ფლჶხ პროგ­რა­მა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბა IX-XI კლა­სე­ბის მოს­წავ­ლე­ებს შე­უძ­ლი­ათ, რომ­ლე­ბიც ასა­კობ­რივ კრი­ტე­რი­უ­მებ­საც უნ­და აკ­მა­ყო­ფი­ლებ­დ­ნენ, თუმ­ცა, ზო­გა­დად, 14-16 წლის მო­ზარ­დებს, ვი­საც კარ­გი აკა­დე­მი­უ­რი მოს­წ­რე­ბა აქვთ, ფლო­ბენ ინ­გ­ლი­სურს, სა­შუ­ა­ლო დო­ნე­ზე მა­ინც, ამე­რი­კა­ში არ უცხოვ­რი­ათ, ბო­ლო 5 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, 3 თვე­ზე მეტ­ხანს და სა­ქარ­თ­ვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი არი­ან, შე­უძ­ლი­ათ სა­კუ­თა­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი კონ­კურ­ს­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბით მო­სინ­ჯონ. მოს­წავ­ლეს, ასა­კობ­რი­ვი და კლა­სის შეზღუდ­ვე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, პროგ­რა­მის შე­სარ­ჩევ კონ­კურ­ს­ში სამ­ჯერ შე­უძ­ლია მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. ხში­რა­დაა შემ­თხ­ვე­ვე­ბი, რო­ცა პირ­ველ ჯერ­ზე წა­რუ­მა­ტე­ბელ კან­დი­დატს მე­ო­რე წელს გა­უ­მარ­ჯ­ვია ან ზო­გი­ერთს სამ­ჯერ უც­დია ბე­დი და მე­სა­მე ჯერ­ზე გამ­ხ­და­რა პროგ­რა­მის ფი­ნა­ლის­ტი. ხან­და­ხან პირ­ვე­ლი­ვე ჯერ­ზე იმარ­ჯ­ვებს ძა­ლი­ან მონ­დო­მე­ბუ­ლი კან­დი­და­ტი და ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რია, რომ სა­კუ­თა­რი მონ­დო­მე­ბით ღირ­სე­უ­ლი მოს­წავ­ლე აუცი­ლებ­ლად ხდე­ბა ფლჶხ პროგ­რა­მის ფი­ნა­ლის­ტი.
რაც შე­ე­ხე­ბა წლე­ვან­დელ კონ­კურსს, ახა­ლი სას­წავ­ლო წლის დაწყე­ბის­თა­ნა­ვე ცხად­დე­ბა და მთელ სა­ქარ­თ­ვე­ლოს მო­ი­ცავს. ტეს­ტი­რე­ბა 11 ქა­ლაქ­ში ტარ­დე­ბა და მას­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა ნე­ბის­მი­ე­რი რე­გი­ო­ნის წარ­მო­მად­გე­ნელს შე­უძ­ლია. კონ­კურ­სი სამ ეტა­პა­დაა და­ყო­ფი­ლი: პირ­ვე­ლი ეტა­პი მარ­ტი­ვი ინ­გ­ლი­სუ­რის ტესტს მო­ი­ცავს, რო­მელ­შიც 16 შე­კითხ­ვაა და 15 წუთ­ში 4 სა­ვა­რა­უ­დო პა­სუხს ირ­ჩევს მოს­წავ­ლე. ამ ტეს­ტის შე­დე­გე­ბი იმ დღეს­ვე კომ­პი­უ­ტე­რი­ზე­ბუ­ლი სის­ტე­მის მეშ­ვე­ო­ბით მოწ­მ­დე­ბა და დღის ბო­ლოს პირ­ველ რა­უნ­დ­ში გა­მარ­ჯ­ვე­ბულ მო­ნა­წი­ლე­თა სია ცხად­დე­ბა. მე­ო­რე ეტა­პი მო­ი­ცავს მხო­ლოდ სამ შე­კითხ­ვას, რო­მელ­ზეც მოს­წავ­ლემ ესეს სა­ხით უნ­და გას­ცეს პა­სუ­ხი. მე­ო­რე რა­უნ­დ­ში გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლე­ბი, ერ­თი თვის შემ­დეგ, მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ კომ­პ­ლექ­სურ მე­სა­მე რა­უნ­დ­ში, რო­მე­ლიც მო­ი­ცავს: გა­სა­უბ­რე­ბას, ჯგუ­ფურ სა­ვარ­ჯი­შოს, ინ­გ­ლი­სუ­რის ტესტს, ეს­ეს და აპ­ლი­კა­ცი­ას. მო­ნა­წი­ლე­ე­ბის ყვე­ლა მო­ნა­ცე­მი იგ­ზავ­ნე­ბა ვა­შინ­გ­ტონ­ში და ღირ­სე­ულ კან­დი­და­ტებს ამე­რი­კე­ლი და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ექ­ს­პერ­ტე­ბი ირ­ჩე­ვენ. ფი­ნა­ლის­ტე­ბის სია სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში მა­ი­სის და­საწყის­ში ჩა­მო­დის და მის სა­ფუძ­ველ­ზე ეც­ნო­ბე­ბათ გა­მარ­ჯ­ვე­ბულ კან­დი­და­ტებს თა­ვი­ან­თი მიღ­წე­ვე­ბი. ამ ეტა­პე­ბის გა­და­ლახ­ვის შემ­დეგ ამე­რი­კა­ში გა­სამ­გ­ზავ­რე­ბე­ლი ეტა­პი იწყე­ბა.
2016 წელს FLEX-ის პროგ­რა­მის კონ­კურ­სი ცხად­დე­ბა შემ­დეგ რა­ი­ო­ნებ­ში: მარ­ნე­უ­ლი — 21 სექ­ტემ­ბე­რი, 10:00სთ, მე-5 სა­ჯა­რო სკო­ლა; თე­ლა­ვი — 24 სექ­ტემ­ბე­რი, 10:00სთ, მე-7 სა­ჯა­რო სკო­ლა; რუს­თა­ვი — 26 სექ­ტემ­ბე­რი, 10:00სთ, მე-4 სა­ჯა­რო სკო­ლა; გო­რი — 27 სექ­ტემ­ბე­რი, 10:00სთ, მე-3 სა­ჯა­რო სკო­ლა; ბა­თუ­მი — 1 ოქ­ტომ­ბე­რი,10:00სთ, მე-10 სა­ჯა­რო სკო­ლა; ქუ­თა­ი­სი — 1 ოქ­ტომ­ბე­რი, 10:00სთ, მე-3 სა­ჯა­რო სკო­ლა; ზუგ­დი­დი — 3 ოქ­ტომ­ბე­რი, 10:00სთ, ¹1 სა­ჯა­რო სკო­ლა; ბორ­ჯო­მი — 10 ოქ­ტომ­ბე­რი, 10:00სთ, მე-3 სა­ჯა­რო სკო­ლა; ნი­ნოწ­მინ­და — 10 ოქ­ტომ­ბე­რი, 10:00სთ, ¹1 სა­ჯა­რო სკო­ლა; ახალ­ცი­ხე — 12 ოქ­ტომ­ბე­რი, 10:00სთ, მე-5 სა­ჯა­რო სკო­ლა; თბი­ლი­სი — 19 ოქ­ტომ­ბე­რი (მხო­ლოდ შშმ მოს­წავ­ლე­თათ­ვის), 10:00სთ, ამე­რი­კუ­ლი საბ­ჭო­ე­ბის ოფი­სი; თბი­ლი­სი — 22 ოქ­ტომ­ბე­რი, 10:00სთ, 55-ე სა­ჯა­რო სკო­ლა.
და­მა­ტე­ბი­თი ინ­ფორ­მა­ცი­ის­თ­ვის და­ინ­ტე­რე­სე­ბულ პი­რებს შე­უძ­ლი­ათ ეწ­ვი­ონ ჩვენს ვებ­გ­ვერდს: www.americancouncils.ge

— ინ­გ­ლი­სუ­რი ენის რა დო­ნეს უნ­და ფლობ­დეს მოს­წავ­ლე პროგ­რა­მა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­სა­ღე­ბად?
— სა­შუ­ა­ლო დო­ნის ინ­გ­ლი­სუ­რის ცოდ­ნა სრუ­ლი­ად საკ­მა­რი­სია პროგ­რა­მა­ში გა­სა­მარ­ჯ­ვებ­ლად. ენის ცოდ­ნა არ არის უმ­თავ­რე­სი პი­რო­ბა ამ პროგ­რა­მა­ში გა­სა­მარ­ჯ­ვებ­ლად და შე­სა­ბა­მი­სად, ინ­გ­ლი­სუ­რის მა­ღა­ლი დო­ნეც არ არის პროგ­რა­მის მოთხოვ­ნა. ენის ცოდ­ნას მხო­ლოდ პირ­ველ რა­უნ­დ­ში ექ­ცე­ვა ყუ­რადღე­ბა, სა­დაც ტეს­ტის კარ­გად და­სა­წე­რად სა­შუ­ა­ლო დო­ნის ცოდ­ნა საკ­მა­რი­სია, ხო­ლო ამ რა­უნ­დის შემ­დეგ ინ­გ­ლი­სუ­რის ცოდ­ნას მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა სა­ერ­თოდ აღარ ენი­ჭე­ბა და მთა­ვა­რი ხდე­ბა მოს­წავ­ლის პი­როვ­ნუ­ლი მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბი. რა თქმა უნ­და, რაც უფ­რო კარ­გად იცის მოს­წავ­ლემ ენა, მით უკეთ შე­უძ­ლია სა­კუ­თა­რი აზ­რის გად­მო­ცე­მა და ეს ეხ­მა­რე­ბა თე­მე­ბის და გა­სა­უბ­რე­ბის დროს სა­კუ­თა­რი თა­ვის წარ­მო­სა­ჩე­ნად. ყო­ველ­წ­ლი­უ­რად გვყავს გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლე­ბი, რო­მელ­თაც სპე­ცი­ა­ლუ­რი ენის კურ­სებ­ზე ვაგ­ზავ­ნით სპე­ცი­ა­ლი­ზე­ბულ ბა­ნაკ­ში, რა­თა ამე­რი­კა­ში საცხოვ­რებ­ლად უკე­თე­სი ენის ცოდ­ნით გა­ემ­გ­ზავ­რონ და ამან ადაპ­ტა­ცი­ა­ში ხე­ლი არ შე­უ­შა­ლოთ. ეს კი­დევ ერ­თხელ ადას­ტუ­რებს, რომ ფლჶხ-ის პროგ­რა­მა­ში გა­სა­მარ­ჯ­ვებ­ლად ინ­გ­ლი­სუ­რის ცოდ­ნა გა­დამ­წყ­ვე­ტი არ არის, მთა­ვა­რია, მოს­წავ­ლის პი­როვ­ნუ­ლი თვი­სე­ბე­ბი.

— შე­უძ­ლი­ათ თუ არა პროგ­რა­მა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა შეზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბის მქო­ნე მოს­წავ­ლე­ებს და არის თუ არა ასე­თი პი­რე­ბის­თ­ვის გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი ასა­კობ­რი­ვი და სას­კო­ლო კრი­ტე­რი­უ­მე­ბი? 
— სა­შუ­ა­ლო სკო­ლის შეზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბის მქო­ნე მოს­წავ­ლე­ე­ბი ასე­ვე მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ პროგ­რა­მა­ში. პროგ­რა­მის ფარ­გ­ლებ­ში, ყო­ველ­წ­ლი­უ­რად, და­ახ­ლო­ე­ბით, შეზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბის მქო­ნე 10-15 მოს­წავ­ლე მი­ემ­გ­ზავ­რე­ბა შტა­ტებ­ში. მა­გა­ლი­თად, შარ­შან FLEX-ის პროგ­რა­მით ასე­თი 3 ქარ­თ­ვე­ლი მოს­წავ­ლე სწავ­ლობ­და შტა­ტებ­ში. ყო­ველ­წ­ლი­უ­რად ვე­ძებთ შშმ მოს­წავ­ლე­ებს, რა­თა მათ შეძ­ლონ პროგ­რა­მა­ში მონ­აწი­ლე­ო­ბა, მათ­თ­ვის ასა­კობ­რი­ვი ბა­რი­ე­რი 14-17 წლის ჩათ­ვ­ლი­თაა. კონ­კურ­სის სხვა მოთხოვ­ნე­ბი შშმ მოს­წავ­ლე­თათ­ვი­საც იგი­ვეა, მაგ­რამ მოს­წავ­ლის სა­ჭი­რო­ე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ასე­ვე, ვა­ტა­რებთ სპე­ცი­ა­ლი­ზე­ბულ ტეს­ტებს და ხელს ვუწყობთ, რომ  ტეს­ტი­რე­ბა ადაპ­ტურ გა­რე­მო­ში ჩა­ტარ­დეს.

— პროგ­რა­მას ორ­გა­ნი­ზე­ბას სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­ნათ­ლე­ბის ამე­რი­კუ­ლი საბ­ჭო­ე­ბი უწევს, გვი­ამ­ბეთ ამ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის შე­სა­ხებ...
— ორ ათე­ულ წელ­ზე მე­ტია, რაც ჩვე­ნი გაც­ვ­ლი­თი პროგ­რა­მე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა და­იწყო სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში და მას შემ­დეგ, სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­ნათ­ლე­ბის ამე­რი­კულ­მა საბ­ჭო­ებ­მა სა­მარ­თ­ლი­ა­ნად მო­ი­პო­ვა სა­უ­კე­თე­სო რე­პუ­ტა­ცია და, ქვეყ­ნის მას­შ­ტა­ბით, უამ­რავ ადა­მი­ანს სთა­ვა­ზობს სხვა­დას­ხ­ვა შე­საძ­ლებ­ლო­ბებს. ამ­ჟა­მად, ამე­რი­კუ­ლი საბ­ჭო­ე­ბის სა­ქარ­თ­ვე­ლოს ოფი­სი ად­მი­ნის­ტ­რი­რე­ბას უწევს დი­დი რა­ო­დე­ნო­ბით სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და გაც­ვ­ლით პროგ­რა­მებს ისე­ვე, რო­გორც წე­რით და ინ­ტერ­ნეტ ტეს­ტებს.
სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­ნათ­ლე­ბის ამე­რი­კუ­ლი საბ­ჭო­ე­ბი მხარს უჭერს მკვლე­ვარ­თა მუ­შა­ო­ბას და საზღ­ვარ­გა­რეთ სწავ­ლე­ბას  სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მე­ბის მეშ­ვე­ო­ბით, რომ­ლე­ბიც მიზ­ნად ისა­ხავს ენის, კულ­ტუ­რის და რე­გი­ო­ნის შეს­წავ­ლას. ჩვენ წვლი­ლი შეგ­ვაქვს ახა­ლი გა­ნათ­ლე­ბის შექ­მ­ნა­ში, უფ­რო ფარ­თო პრო­ფე­სი­უ­ლი პერ­ს­პექ­ტი­ვე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ში, პერ­სო­ნა­ლურ და ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლურ ზრდა­ში სა­ერ­თა­შო­რი­სო ტრე­ნინ­გე­ბით, აკა­დე­მი­უ­რი გაც­ვ­ლი­თი პროგ­რა­მე­ბით, ერ­თობ­ლი­ვი გა­ნათ­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბით და სა­ჯა­რო დიპ­ლო­მა­ტი­ით. ამე­რი­კუ­ლი საბ­ჭო­ე­ბი ის­წ­რაფ­ვის, გა­ა­ფარ­თო­ოს დი­ა­ლო­გი სტუ­დენ­ტებს, მკლევ­რებს, მას­წავ­ლებ­ლებ­სა და პრო­ფე­სი­ო­ნა­ლებს შო­რის სწავ­ლე­ბის გა­სა­უმ­ჯო­ბე­სებ­ლად და ურ­თი­ერ­თ­პა­ტი­ვის­ცე­მის და­ნერ­გ­ვის­თ­ვის იმ მრა­ვალ­ფე­რო­ვან თემ­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში, რო­მელ­შიც მსოფ­ლი­ოს მას­შ­ტა­ბით ვმუ­შა­ობთ.

— ვინ აფი­ნან­სებს FLEX-ის პროგ­რა­მას?
— პროგ­რა­მას სრუ­ლად აფი­ნან­სებს ამე­რი­კის სა­ხელ­მ­წი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტი და, უკ­ვე 24 წე­ლია, სკო­ლის მოს­წავ­ლე­ებს სთა­ვა­ზობს ამ უნი­კა­ლურ შე­საძ­ლებ­ლო­ბას. პროგ­რა­მის ფარ­გ­ლებ­ში იფა­რე­ბა შემ­დე­გი ხარ­ჯე­ბი:
• მგზავ­რო­ბის ორი­ვე გზა (სა­კუ­თა­რი ქვეყ­ნი­დან შე­ერ­თე­ბულ შტა­ტე­ბამ­დე და უკან);
• ყო­ველ­თ­ვი­უ­რი სტი­პენ­დია, რო­მე­ლიც ეხ­მა­რე­ბა სტუ­დენტს ჩა­ერ­თოს აქ­ტი­ვო­ბებ­ში ად­გი­ლობ­რივ დო­ნე­ზე და, აგ­რეთ­ვე, შე­ი­ძი­ნოს სა­ჭი­რო პი­რა­დი ნივ­თე­ბი;
• მას­პინ­ძე­ლი ოჯა­ხე­ბის მო­ძი­ე­ბის ხარ­ჯე­ბი;
• ამე­რი­კის სა­ჯა­რო სკო­ლებ­ში ჩა­რიცხ­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ხარ­ჯე­ბი;
• პროგ­რა­მის ტრე­ნინ­გე­ბის ხარ­ჯე­ბი, გაფ­რე­ნის წი­ნა და ჩა­მოს­ვ­ლის შემ­დ­გო­მი ორი­ენ­ტა­ცი­ე­ბი;
• ად­გი­ლობ­რივ დო­ნე­ზე ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი პროგ­რა­მის აქ­ტი­ვო­ბე­ბი;
• ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის დაზღ­ვე­ვა (მა­ნამ­დე არ­სე­ბუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბი­სა და პრო­ფი­ლაქ­ტი­კუ­რი სტო­მა­ტო­ლო­გი­უ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბის გა­მოკ­ლე­ბით).

— პროგ­რა­მის შე­საძ­ლო უარ­ყო­ფი­თი მხა­რე­ე­ბი...
— პროგ­რა­მა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მსურ­ვე­ლებ­მა უნ­და გა­ით­ვა­ლის­წი­ნონ პროგ­რა­მის უარ­ყო­ფი­თი მხა­რე­ე­ბი, რო­მე­ლიც შემ­დ­გომ­ში მდგო­მა­რე­ობს:
• შე­საძ­ლოა პროგ­რა­მის მო­ნა­წი­ლე­ებ­მა ეროვ­ნულ/სას­კო­ლო გა­მოც­დებს ვერ ჩა­მო­უს­წ­რონ;
• შე­საძ­ლოა, დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ მო­უ­წი­ოთ ჯარ­ში სამ­სა­ხუ­რი;
• შე­საძ­ლოა, არ ჩა­ეთ­ვა­ლოთ ამე­რი­კა­ში გავ­ლი­ლი სას­წავ­ლო წე­ლი (გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს და სკო­ლის ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ის პრე­რო­გა­ტი­ვაა, ჩათ­ვ­ლის თუ არა);
• შე­საძ­ლოა, ვერ მი­ი­ღონ ოქ­როს მე­და­ლი, რო­მელ­საც სკო­ლა გას­ცემს;
• აკა­დე­მი­უ­რი პროგ­რა­მა, რო­მე­ლიც ამე­რი­კა­ში ის­წავ­ლე­ბა, გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლია ქარ­თუ­ლი სკო­ლე­ბის პროგ­რა­მის­გან და შე­საძ­ლოა, ვერ ის­წავ­ლონ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში არ­სე­ბუ­ლი სტან­დარ­ტუ­ლი საგ­ნე­ბი.

— რა შე­გიძ­ლი­ათ გვითხ­რათ მას­პინ­ძელ ამე­რი­კულ ოჯა­ხებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, რა­ტომ აჰ­ყავს მას­პინ­ძელ ოჯახს გაც­ვ­ლი­თი სტუ­დენ­ტი?
— მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ამე­რი­კა ძა­ლი­ან დი­დი ქვე­ყა­ნაა, ბევ­რი მაცხოვ­რე­ბე­ლიც ჰყავს. სიმ­რავ­ლის და მრა­ვალ­ფ­როვ­ნე­ბის გა­მო, არ არ­სე­ბობს სტან­დარ­ტუ­ლი ამე­რი­კუ­ლი მას­პინ­ძე­ლი ოჯა­ხი ან სტან­დარ­ტუ­ლი მი­ზე­ზი, თუ რა­ტომ მას­პინ­ძ­ლო­ბენ ისი­ნი გაც­ვ­ლით სტუ­დენ­ტებს. თუმ­ცა, გა­მოც­დი­ლე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მი­ზე­ზე­ბი შე­საძ­ლოა დავ­ყოთ შემ­დეგ კა­ტე­გო­რი­ე­ბად:
• ზო­გი­ერ­თ­მა მას­პი­ნძელ­მა ოჯახ­მა, შე­საძ­ლოა, გაც­ვ­ლი­თი სტუ­დენ­ტი იმის­თ­ვის აიყ­ვა­ნოს, რომ თა­ვი­ან­თი უმ­ც­რო­სი ან უფ­რო­სი შვი­ლე­ბის­თ­ვის კარ­გი მა­გა­ლი­თის მიმ­ცე­მი ესა­ჭი­რო­ე­ბათ, ვის­თა­ნაც და­მე­გობ­რ­დე­ბი­ან;
• შე­საძ­ლოა, გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი კულ­ტუ­რის შე­სა­ხებ ობი­ექ­ტუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბა სურთ;
• შე­საძ­ლოა, ასე­ვე, თა­ვი­ან­თი შვი­ლე­ბის­თ­ვის და-ძმის ყო­ლის გა­მო­ციდ­ლე­ბის მი­სა­ღე­ბად;
• ზო­გი­ერთ მას­პინ­ძელს კი, შე­საძ­ლოა გა­უჩ­ნ­დეს სურ­ვი­ლი, გა­მო­ხა­ტოს და­ინ­ტე­რე­სე­ბა ოჯა­ხის რო­მე­ლი­მე წევ­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის მი­მართ, რო­მე­ლიც გატაცებულია კონ­კ­რე­ტუ­ლი ქვეყ­ნის კულ­ტუ­რის შეს­წავ­ლით და იმ ქვეყ­ნის გაც­ვ­ლი­თი სტუ­დენ­ტი აიყ­ვა­ნოს, რა­თა ეს კულ­ტუ­რა უფ­რო ახ­ლო­დან გა­იც­ნონ;
• ზო­გი­ერ­თ­მა კი შე­საძ­ლოა, სუ­ლაც იმი­ტომ აიყ­ვა­ნოს, რომ ამე­რი­კუ­ლი კულ­ტუ­რი­სა და წეს-ჩვე­უ­ლე­ბე­ბის გა­ზი­ა­რე­ბის სურ­ვი­ლი აქვს და მშობ­ლი­უ­რი მზრუნ­ვე­ლო­ბის გა­მო­ხატ­ვა სურს სა­მა­გა­ლი­თო მო­ზარ­დე­ბის მი­მართ, რად­გან გაც­ვ­ლი­თი სტუ­დენ­ტე­ბი მარ­თ­ლაც ძა­ლი­ან სა­მა­გა­ლი­თო­ნი არი­ან.
მას­პინ­ძე­ლი ოჯა­ხის პორ­ტ­რე­ტი კი, 24-წლი­ა­ნი გა­მოც­დი­ლე­ბის ფონ­ზე, შემ­დეგ­ნა­ი­რად გა­მო­ი­ყუ­რე­ბა: მას­პინ­ძე­ლი მშობ­ლე­ბის ასა­კი, სა­შუ­ა­ლოდ, 35-50 წლებს შო­რის მერ­ყე­ობს, მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ასა­კი შე­საძ­ლოა ვა­რი­რებ­დეს 27-დან 60 წლამ­დე. რო­გორც წე­სი, ისი­ნი მი­ე­კუთ­ვ­ნე­ბი­ან სა­შუ­ა­ლო ფე­ნის წარ­მო­მად­გენ­ლებს. ოჯახ­ში, სა­დაც ორი­ვე მშო­ბე­ლია წარ­მოდ­გე­ნი­ლი, უმე­ტეს­წი­ლად, ორი­ვე მათ­გა­ნი მუ­შა­ობს. ზო­გი­ერ­თი მას­პინ­ძე­ლი ოჯა­ხი კი მხო­ლოდ ერ­თი მშობ­ლი­თაა წარ­მოდ­გე­ნი­ლი. მას­პინ­ძელ ოჯახ­თა 25%-ს შე­ად­გენს ისე­თი ოჯა­ხე­ბი, რო­მელ­თა შვი­ლე­ბი უკ­ვე გა­ი­ზარ­დ­ნენ და და­მო­უ­კი­დებ­ლად, მშობ­ლე­ბის­გან მო­შო­რე­ბით ცხოვ­რო­ბენ ან არას­დ­როს ჰყო­ლი­ათ სა­კუ­თა­რი შვი­ლე­ბი.
მას­პინ­ძელ ოჯახ­თა 75%-ს ჰყავს შვი­ლე­ბი, აქე­დან:
• 26%-ს — ერ­თი შვი­ლი, რომ­ლის ასა­კიც 18 წელს ზე­მოთ არის;
• 39%-ს — 14-დან 17 წლამ­დე ასა­კის ერ­თი ან მე­ტი შვი­ლი;
• 22%-ს — 10-დან 13 წლამ­დე ასა­კის ერ­თი ან მე­ტი შვი­ლი;
• 13%-ს — ახალ­შო­ბი­ლი ან 10 წლამ­დე ასა­კის.

— რო­გო­რია ქცე­ვის წე­სე­ბი მას­პინ­ძელ ოჯა­ხებ­ში?
— მას­პინ­ძელ ოჯა­ხებ­ში გაც­ვ­ლი­თი სტუ­დენ­ტის­გან მო­ე­ლი­ან იმა­ვე წე­სე­ბის დაც­ვას, რა­საც ოჯა­ხის სხვა წევ­რე­ბი იცა­ვენ. გაც­ვ­ლი­თი სტუ­დენ­ტი არ მო­ი­აზ­რე­ბა ოჯა­ხის სტუმ­რად და მას შე­საძ­ლოა გარ­კ­ვე­უ­ლი სა­ყო­ფაცხოვ­რე­ბო მო­ვა­ლე­ო­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბაც კი მო­უ­წი­ოს. პროგ­რა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში, მო­ნა­წი­ლეს ეკ­რ­ძა­ლე­ბა ალ­კო­ჰო­ლუ­რი და ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბა (მათ შო­რის თამ­ბა­ქო­სი) და, თუ­კი ვინ­მე ამ წესს არ­ღ­ვევს, პროგ­რა­მა ძა­ლი­ან მკაც­რია და ასეთ მო­ნა­წი­ლეს სტა­ტუ­სი უწყ­დე­ბა. ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში, პროგ­რა­მით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბულ ვა­დებ­ში, მო­ნა­წი­ლეს ეკ­რ­ძა­ლე­ბა ავ­ტო­მო­ბი­ლი­სა და მო­ტო­ციკ­ლე­ტის მარ­თ­ვა და მას­პინ­ძე­ლი ოჯა­ხე­ბი მის­გან ამ წე­სე­ბის ზედ­მი­წევ­ნით დაც­ვას მო­ე­ლი­ან.

— გაგ­ვი­ზი­ა­რეთ ფლჶხ-ის პროგ­რა­მის ფი­ნა­ლის­ტ­თა შთბეჭ­დი­ლე­ბე­ბი?
— „FLEX-ის პროგ­რა­მის ფი­ნა­ლის­ტო­ბა ისე­თი დი­დი პა­ტი­ვია, რომ ვერ­ცერ­თი სიტყ­ვა ვერ გად­მოს­ცემს სრუ­ლად რამ­დენ რა­ღა­ცას იღებ მის­გან: იც­ნობ ახალ ადა­მი­ა­ნებს, იღებ ახალ ცოდ­ნას, იუმ­ჯო­ბე­სებ შენს უნა­რებს და პო­უ­ლობ შთა­გო­ნე­ბას. ამას­თან ერ­თად, ამე­რი­კულ სკო­ლა­ში სი­ა­რუ­ლი ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბის შემ­ც­ვ­ლე­ლი ხდე­ბა. მო­მე­ცა სა­შუ­ა­ლე­ბა ამერ­ჩია საგ­ნე­ბი, რო­მე­ლიც მა­ინ­ტე­რე­სებ­და და შე­მეს­წავ­ლა ისი­ნი. შე­ვუ­ერ­თ­დი ცეკ­ვის და მხარ­დამ­ჭერ­თა გუნდს, ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დი სკო­ლის ყვე­ლა აქ­ტი­ვო­ბა­ში, გავ­ხ­დი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო კლუ­ბე­ბის წევ­რი, ვეს­წ­რე­ბო­დი ყვე­ლა ღო­ნის­ძი­ე­ბას, რო­გო­რი­ცაა Homecoming და PROM, ასე­ვე, და­მამ­თავ­რე­ბელ ცე­რე­მო­ნი­ას. ეს ყვე­ლა­ფე­რი კი, ერ­თად რომ შევ­კ­რი­ბოთ, ძა­ლი­ან სა­სი­ა­მოვ­ნო იყო. მად­ლო­ბა მინ­და გა­და­ვუ­ხა­დო FLEX პროგ­რა­მას ჯა­დოს­ნუ­რი გა­მოც­დი­ლე­ბის­თ­ვის.“ — მა­რი ჯგუ­შია, 2014 წლის ფი­ნა­ლის­ტი.
„2014 წლის 25 აპ­რი­ლი არის დღე, რო­დე­საც ჩე­მი ცხოვ­რე­ბა მთლი­ა­ნად შე­იც­ვა­ლა. ამ დღეს შე­ვიტყ­ვე, რომ გავ­ხ­დი FLEX-ის ფი­ნა­ლის­ტი. ვის­კონ­სი­ნის შტა­ტის ქა­ლაქ ფრი­დომ­ში გა­ტა­რე­ბუ­ლი ერ­თი წე­ლი სავ­სე იყო გა­მოწ­ვე­ვე­ბით, ახა­ლი ოჯა­ხის შე­ძე­ნით, რო­მე­ლიც ჩემ­თ­ვის ბევრს წარ­მო­ად­გენს და ახა­ლი მე­გობ­რე­ბით მთე­ლი მსოფ­ლი­ო­დან. მსოფ­ლიო და სი­შო­რე უკ­ვე აღარ მა­ში­ნებს. FLEX პროგ­რა­მამ მას­წავ­ლა, რომ ჩვენ ყვე­ლა­ნი ადა­მი­ა­ნე­ბი ვართ, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, თუ რა ენა­ზე ვსა­უბ­რობთ ან რო­გორ გა­მო­ი­ყუ­რე­ბა ჩვე­ნი დამ­წერ­ლო­ბა. შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ დი­დი პა­ტი­ვია გაც­ვ­ლი­თი სტუ­დენ­ტის სა­ხე­ლის ტა­რე­ბა და ახ­ლა უკ­ვე FLEX კურ­ს­დამ­თავ­რე­ბუ­ლი­საც, რად­გან ეს მარ­თ­ლაც ის პროგ­რა­მაა, რო­მე­ლიც შენს ცხოვ­რე­ბას ორ ნა­წი­ლად ყოფს — FLEX-ამ­დე და FLEX-ის შემ­დ­გომ. მად­ლო­ბა მინ­და გა­და­ვუ­ხა­დო ამ პროგ­რა­მას ჩე­მი და ათა­სო­ბით სხვა მოს­წავ­ლის ცხოვ­რე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბი­სათ­ვის და, თუ­კი შენც გაქვს შან­სი გახ­დე FLEX-ის ოჯა­ხის წევ­რი, გა­მო­ი­ყე­ნე ეს შან­სი! “ — თი­კო და­ვი­თაშ­ვი­ლი, 2014 წლის FLEX პროგ­რა­მის ფი­ნა­ლის­ტი.
„ჩემ­თ­ვის გა­მორ­ჩე­უ­ლი და და­სა­მახ­სოვ­რე­ბე­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა Drill Team იყო, რომ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბი­თაც შე­საძ­ლებ­ლო­ბა მო­მე­ცა, უკეთ გავ­ც­ნო­ბო­დი ამე­რი­კულ ცხოვ­რე­ბას, შე­ვი­ძი­ნე ბევ­რი მე­გო­ბა­რი და და­ვე­უფ­ლე ჩემ­თ­ვის ახალ სპორ­ტის სა­ხე­ო­ბას.“ — მა­რი­ამ ღლონ­ტი, FLEX პროგ­რა­მის 2014 წლის ფი­ნა­ლის­ტი.

მო­ამ­ზა­და მა­კა ყი­ფი­ან­მა

25-28(942)N