გამოდის 1998 წლიდან
2016-09-22
ბა­რა­თაშ­ვი­ლი­სა და ბა­ი­რო­ნის მე­ამ­ბო­ხე სუ­ლი — რო­მან­ტიზ­მის მებ­რ­ძო­ლი სუ­ლის­კ­ვე­თე­ბა

„ჩე­მი თვლე­მა ხომ ძი­ლი არ არის,
იგია მხო­ლოდ შე­უ­პო­ვარ ზრახ­ვა­თა დე­ნა,
რომ­ლის დაძ­ლე­ვა და შეწყ­ვე­ტა არ შე­მიძ­ლი­ან.“        

                                                    ბა­ი­რო­ნი („მან­ფ­რე­დი“)

„შე­უ­პო­ვარ ზრახ­ვა­თა დე­ნის“ გა­მო ხში­რად აკავ­ში­რე­ბენ ბა­რა­თაშ­ვი­ლის „მე­რან­სა“ და ადამ მიც­კე­ვი­ჩის „ფა­რისს“, თუმ­ცა ვფიქ­რობთ, ბა­რა­თაშ­ვილს მე­ტი სუ­ლი­ე­რი სი­ახ­ლო­ვე აქვს ევ­რო­პუ­ლი რო­მან­ტიზ­მის კლა­სი­კოს ბა­ი­რონ­თან. ბა­ი­რო­ნის მე­ამ­ბო­ხე, მებ­რ­ძო­ლი სუ­ლის­კ­ვე­თე­ბა და ბა­რა­თაშ­ვი­ლის თავ­გან­წირ­ვა და შე­უ­პოვ­რო­ბა მე­ტად ენა­თე­სა­ვე­ბა ერ­თ­მა­ნეთს, ვიდ­რე მიც­კე­ვი­ჩის ლექ­სი­სა და „მერ­ნის“ სი­უ­ჟე­ტუ­რი ქარ­გა. ბა­ი­რო­ნი წერს: „გულ­ში და­რა­ჯი მყავს ფხი­ზე­ლი, თვა­ლებს ვხუ­ჭავ მხო­ლოდ მის­თ­ვის, რომ თვალ­თა­ხედ­ვა მივ­მარ­თო შიგ­ნით“. ბა­რა­თაშ­ვი­ლის გი­ჟუ­რი სრბო­ლა და სწრაფ­ვა საზღ­ვ­რის გა­და­ლახ­ვის­თ­ვის სხვა არა­ფე­რია, თუ არა გაქ­ცე­ვა სა­კუ­თა­რი სხე­უ­ლის­გან და სა­კუ­თა­რი სუ­ლის, ხვედ­რის ძი­ე­ბა  მიღ­მურ სამ­ყა­რო­ში (ანუ თვალ­თა­ხედ­ვის მი­მარ­თ­ვა შიგ­ნით). შო­პენ­ჰა­უ­ე­რის პე­სი­მის­ტუ­რი ფი­ლო­სო­ფია, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, ადა­მი­ა­ნის ბრძო­ლა ბედ­თან და სამ­ყა­რო­ში არ­სე­ბულ კა­ნონ­ზო­მი­ე­რე­ბას­თან უაზ­რო­ბაა და ადა­მი­ან­მა მთე­ლი ნე­ბის­ყო­ფა იქით უნ­და მი­მარ­თოს, რომ დათ­რ­გუ­ნოს სა­კუ­თა­რი  სურ­ვი­ლე­ბი, ვნე­ბე­ბი და ბედ­ნი­ე­რე­ბა არ ეძე­ბოს აწ­მ­ყო­ში, გარ­კ­ვე­ულ­წი­ლად, ეხ­მი­ა­ნე­ბა ბა­რა­თაშ­ვი­ლის თვალ­საზ­რისს. მაგ­რამ გერ­მა­ნე­ლი სკეპ­ტი­კო­სის აზ­რებს ეწი­ნა­აღ­მ­დე­გე­ბა ქარ­თ­ვე­ლი რო­მან­ტი­კო­სის ხედ­ვა: თუმ­ცა ადა­მი­ა­ნუ­რი ბედ­ნი­ე­რე­ბა წა­მი­ე­რია, რად­გან ბედ­ნი­ე­რე­ბა მხო­ლოდ ის არის, რაც აწ­მ­ყო­შია და აწ­მ­ყო კი ძალ­ზე სწრა­ფად ქრე­ბა, მა­ინც შე­მოქ­მე­დი ადა­მი­ა­ნის მი­სია მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ამ­ქ­ვეყ­ნად, რად­გან ხე­ლო­ვა­ნის არ­სე­ბო­ბა სხვა­თათ­ვის სი­ცოცხ­ლის და­უშ­რე­ტე­ლი წყა­როა და მას შე­უძ­ლია, მო­მა­ვა­ლი თა­ო­ბა და­არ­წ­მუ­ნოს ერთ მარ­ტივ ჭეშ­მა­რი­ტე­ბა­ში: თა­ვად ადა­მი­ა­ნო­ბაა ბედ­ნი­ე­რე­ბა!
„მაგ­რამ რად­გა­ნაც კაც­ნი გვქვი­ან — შვილ­ნი სოფ­ლი­სა,
უნ­და კი­დე­ცა მივ­დი­ოთ მას, გვეს­მას მშობ­ლი­სა.
არც კა­ცი ვარ­გა, რომ ცოცხა­ლი მკვდარ­სა ემ­ს­გავ­სოს,
იყოს სო­ფელ­ში და სოფ­ლის­თ­ვის არა იზ­რუნ­ვოს!“
ესაა ბა­რა­თაშ­ვი­ლის მრწამ­სი, თუმ­ცა მიზ­ნი­სა­კენ სა­ვალ გზა­ზე, სხვა­თა დარ­წ­მუ­ნე­ბის კვალ­დაკ­ვალ, შე­მოქ­მედთ ხში­რად იპყ­რობთ სა­სო­წარ­კ­ვე­თა და პე­სი­მიზ­მი. ბა­ი­რო­ნი წერს:
„სი­ცოცხ­ლე ჩემ­თ­ვის გა­ნუ­საზღ­ვ­რე­ლი უდაბ­ნოა,
ყრუ და ვე­ლუ­რი,
ნა­პი­რი ზღვი­სა, სა­დაც მხო­ლოდ შიშ­ველ ქვი­შა­ზე
ტალ­ღე­ბი კვნე­სით გა­მოჰ­ყ­რი­ან დამ­ს­ხ­ვ­რე­ულ ან­ძებს.“

დამ­ს­ხ­ვ­რე­უ­ლი ან­ძე­ბი ხომ ბა­რა­თაშ­ვი­ლის ოც­ნე­ბე­ბი და მიზ­ნე­ბია, რო­მელ­თა აღ­ს­რუ­ლე­ბა მან ვერ მო­ა­ხერ­ხა. მის­თ­ვი­საც ყრუ და ვე­ლუ­რი უდაბ­ნოა ცხოვ­რე­ბა, სა­დაც თავ­შე­სა­ფა­რი ვერ ჰპო­ვა ობოლ­მა მწირ­მა:
„ძნე­ლი არის მარ­ტო­ო­ბა სუ­ლი­სა,
მას ელ­ტ­ვი­ან სი­ა­მე­ნი სოფ­ლი­სა.“
„მა­ინც რა არის ჩვე­ნი ყო­ფა-წუ­თი­სო­ფე­ლი,
თუ არა ოდენ საწყა­უ­ლი აღუვ­სე­ბე­ლი?“
„ჩვე­ნი არ­სე­ბო­ბის მიზ­ნის მი­უწ­ვ­დომ­ლო­ბამ, ადა­მი­ა­ნის სურ­ვილ­თა უსაზღ­ვ­რო­ე­ბამ და ყო­ვე­ლი­ვე ამ­ქ­ვეყ­ნი­უ­რის ამა­ო­ე­ბამ სა­ში­ნე­ლი სი­ცა­რი­ე­ლით აღავ­სეს ჩე­მი სუ­ლი“ — წერს ქარ­თ­ვე­ლი პო­ე­ტი და ინ­გ­ლი­სე­ლი ლორ­დი პა­სუ­ხობს:
„მე სუ­ლი და­მე­ღა­ლა ნაღ­ვე­ლის ფარ­ვით,
არას­დ­როს გუ­ლით არ შე­მეძ­ლო ადა­მი­ან­თა შეთ­ვი­სე­ბა.
ჩემ­თ­ვის სრუ­ლი­ად უცხო იყო მა­თი მიზ­ნე­ბი.“
ვინ ცდი­ლობს, და­ე­პატ­რო­ნოს დაღ­ლილ სულ­სა და დამ­ს­ხ­ვ­რე­ულ ოც­ნე­ბებს? ვის სურს, ეჭ­ვე­ბი­თა და მწუ­ხა­რე­ბით გა­თან­გოს ისე­დაც მჭმუნ­ვა­რე პო­ე­ტი? ბა­რა­თაშ­ვი­ლი „სუ­ლის მშვი­დო­ბას“ და­ე­ძებს ყველ­გან:
„სუ­ლო ბო­რო­ტო, ვინ მო­გიხ­მო ჩე­მად წი­ნამ­ძღ­ვ­რად,
ჩე­მის გო­ნე­ბის და სი­ცოცხ­ლის შენ აღ­მაშ­ფოთ­რად?
მარ­ქ­ვი, რა უყავ, სად წარ­მი­ღე სუ­ლის მშვი­დო­ბა,
რის­თ­ვის მო­მი­კალ ყმაწ­ვი­ლის ბრმა სარ­წ­მუ­ნო­ე­ბა?“

ბა­ი­რო­ნიც მძაფ­რად გა­ნიც­დის მარ­ტო­ო­ბას და სუ­ლი­ერ ობ­ლო­ბას: „ლო­მი მარ­ტოა უდაბ­ნო­ში, მეც მარ­ტო­და ვარ“; ისიც მარ­ტო ეზი­დე­ბა ოც­ნე­ბე­ბის ტვირ­თ­სა და ამაყ სულს; სი­ცოცხ­ლე ამ­ძი­მებს და „ძლივ­ს­ღა უძ­ლებს  მის უტ­ლან­ქეს და­წო­ლას გუ­ლი“; ფა­რუ­ლად სიკ­ვ­დილს ნატ­რობს, თუმ­ცა თან გა­ურ­ბის მას, რო­გორც სი­ცოცხ­ლის აჩ­რ­დილს; ვერ­სად ის­ვე­ნებს, „თვით არ ვი­ცი, რას ვე­ძებ, რა მსურს“; მა­ინც ამა­ყად უჭი­რავს თა­ვი, ტან­ჯ­ვას უმორ­ჩი­ლებს ნე­ბის­ყო­ფას; მის გემს აფ­რე­ბი და­ეფ­ლი­თა ბედ­თან ბრძო­ლით, მა­ინც წინ მი­ი­წევს:
„სა­ლა­მი ღელ­ვას — დე, ტლა­შუ­ნი გრი­გა­ლის ფრთი­სა
მიფ­ლეთ­დეს აფ­რას, მა­ინც კი­დევ წინ ვივ­ლი მა­რად!“

(„ჩა­ილდ ჰა­როლ­დის მოგ­ზა­უ­რო­ბა“)
ბა­რა­თაშ­ვილ­საც გუ­ლი ეფ­ლი­თე­ბა სევ­დი­ან ბედ­თან ჭი­დილ­ში, მა­ინც არ ცხრე­ბა, მის სულ­საც ეჯავ­რე­ბა ცხოვ­რე­ბა წყნა­რი (რო­გორც ბა­ი­რონს), მი­სი წა­დი­ლი უკი­დე­გა­ნოა, მა­რა­დი­სო­ბას­თან წილ­ნა­ყა­რი შე­მოქ­მე­დის სრბო­ლაა სა­ცალ­ფე­ხო გზის გა­საკ­ვა­ლად:
„ცუ­დად ხომ მა­ინც არა ჩა­ივ­ლის
ეს გან­წი­რუ­ლის სუ­ლის­კ­ვე­თე­ბა
და გზა უვა­ლი, შენ­გან თე­ლი­ლი, მე­რა­ნო ჩე­მო,
მა­ინც დარ­ჩე­ბა.
რომ ჩემს შემ­დ­გო­მად მოძ­მე­სა ჩემ­სა
სიძ­ნე­ლე გზი­სა გა­უ­ად­ვილ­დეს
და შე­უ­პოვ­რად მას ჰუ­ნე თვი­სი
შა­ვის ბე­დის წინ გა­მო­უქ­როლ­დეს.“

გარ­და ზე­მოთ აღ­ნიშ­ნუ­ლი­სა, ბა­რა­თაშ­ვი­ლი­სა და ბა­ი­რო­ნის სუ­ლი­ე­რი ნა­თე­სა­ო­ბა და მსოფ­ლ­მ­ხედ­ვე­ლო­ბის თან­ხ­ვედ­რა თვალ­სა­ჩი­ნოა ბუ­ნე­ბი­სად­მი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა­შიც. ორი­ვე რო­მან­ტი­კუ­ლი გან­წყო­ბით ახა­სი­ა­თებს ბუ­ნე­ბას, რო­გორც მე­სა­ი­დუმ­ლე­სა და მწუ­ხა­რე სუ­ლის თა­ნა­ზი­არ მე­გო­ბარს.
 ბა­ი­რო­ნი ამ­ბობს ჩა­ილდ ჰა­როლ­დ­ზე:
„იქ იყ­ვ­ნენ მის­ნი მე­გო­ბარ­ნი, სა­დაც მთე­ბია,
სამ­შობ­ლოდ უჩ­ნ­და ოკე­ა­ნის გაშ­ლი­ლი გუ­ლი,
იქ, სა­დაც ლაჟ­ვარდს მზის ალ­მუ­რი წაჰ­კი­დე­ბია,
სა­ხე­ტი­ა­ლოდ მი­ილ­ტ­ვო­და იმი­სი სუ­ლი.“

ტა­ტოს სევ­და­საც აქარ­ვებს მზე­წა­კი­დე­ბუ­ლი ლაჟ­ვარ­დი და მო­ბუტ­ბუ­ტე მტკვა­რი („ფიქ­რ­ნი მტკვრის პი­რას“) ან წყნა­რი სა­ღა­მო და მთაწ­მინ­დის იდუ­მა­ლე­ბა („შე­მო­ღა­მე­ბა მთაწ­მინ­და­ზე“).
„წარ­ვედ წყა­ლის პირს სევ­დი­ა­ნი ფიქრთ გა­სარ­თ­ვე­ლად,
აქ ვე­ძი­ებ­დი ნაც­ნობს ად­გილს გან­სას­ვე­ნებ­ლად;
აქ ლბილს მდე­ლო­ზედ სა­ნუ­გე­შოდ ვი­ნა­მე ცრემ­ლით,
აქაც ყო­ვე­ლი არე­მა­რე იყო მოწყე­ნით.“
 („ფიქ­რ­ნი მტკვრის პი­რას“)
სწო­რედ მაღ­ლა, ცი­სა და ღრუბ­ლე­ბის სი­ახ­ლო­ვეს ეძი­ებს და პო­უ­ლობს კი­დეც შე­სა­ფერ ნავ­სა­ყუ­დელს ორი­ვე მგო­სა­ნი და იღებს ღვთა­ებ­რივ ჯილ­დოს მა­რა­დი­სო­ბი­სა­გან,  ჯილ­დოს, რო­მე­ლიც უძ­ნე­ლეს ზე­აღ­ს­ვ­ლი­სათ­ვის ერ­თია მხო­ლოდ — სიყ­ვა­რუ­ლი კაც­თა მოდ­გ­მი­სა და მზე დი­დე­ბი­სა.
„მას, ვი­საც ას­ვ­ლას დიდ მწვერ­ვალ­ზე არ უშ­ლის დაღ­ლა,
თხე­მი დახ­ვ­დე­ბა თოვ­ლი­თა და ნის­ლით ბურ­ვი­ლი,
ვინც კაც­თა მოდ­გ­მას და­ე­უფ­ლა, ასუ­ლი მაღ­ლა,
მე­ფობს მის­და­მი დაბ­ლა მტრო­ბა და სი­ძულ­ვი­ლი.
ნა­თელს ას­ხუ­რებს მას ზე­მო­დან მზე დი­დე­ბი­სა.“

ბა­ი­რო­ნი („ჩა­ილდ ჰა­როლ­დის მოგ­ზა­უ­რო­ბა“)
ორი­ვე რო­მან­ტი­კო­სი და­ღა­ლა იმ მტრო­ბამ და სი­ძულ­ვილ­მა, უბ­რა­ლო მოკ­ვ­დავთ რომ უჩ­ნ­დე­ბათ ხოლ­მე რჩე­ულ­თა მი­მართ, მაგ­რამ ისი­ნი არ და­ი­ღალ­ნენ სა­კუ­თა­რი მიზ­ნის ერ­თ­გუ­ლე­ბი­თა და კა­ცობ­რი­ო­ბის სიყ­ვა­რუ­ლით! აკი ავიდ­ნენ კი­დეც მთა­სა მა­ღალ­სა და იქ და­ემ­კ­ვიდ­რ­ნენ...

ქე­თი ქა­თა­მა­ძე
თბი­ლი­სის 72-ე სა­ჯა­რო სკო­ლის
ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის პე­და­გო­გი

25-28(942)N