გამოდის 1998 წლიდან
2016-09-22
თსუ რექტორის არჩევნების მოლოდინში

23 სექ­ტემ­ბერს თბილისის სახელმწიფო უნი­ვერ­სი­ტეტს ახა­ლი რექ­ტო­რი ეყო­ლე­ბა. სტუ­დენ­ტებ­ში კი წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო გან­წყო­ბა ნელ-ნე­ლა პრო­ტეს­ტ­ში გა­და­ი­ზარ­და, გიორგი შარ­ვა­ში­ძის კან­დი­და­ტად და­რე­გის­ტ­რი­რე­ბამ „აუდი­ტო­რია 115-ის“ წევ­რე­ბის სე­რი­ო­ზუ­ლი უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა გა­მო­იწ­ვია. კან­დი­და­ტით არც სტუ­დენ­ტუ­რი თვით­მ­მარ­თ­ვე­ლო­ბის წევ­რე­ბი არი­ან კმა­ყო­ფი­ლი, რად­გან ერ­თ­ნიც და მე­ო­რე­ნიც მი­იჩ­ნე­ვენ, რომ ამით უნი­ვერ­სი­ტე­ტის ავ­ტო­ნომი­ას სე­რი­ო­ზუ­ლი საფ­რ­თხე ემუქ­რე­ბა. მი­ნის­ტ­რის ყო­ფი­ლი მოად­გი­ლი­სად­მი პრო­ტესტს სტუ­დენ­ტებ­ში, პირ­ველ რიგ­ში, უნ­დობ­ლო­ბა იწ­ვევს. რო­გორც „აუდი­ტო­რია 115“-ის წევ­რე­ბი ამ­ბო­ბენ შარ­ვა­ში­ძის კან­დი­და­ტუ­რას ლო­ბი­რე­ბას სამ­თავ­რო­ბო პარ­ტი­ა­ში უწე­ვენ.
„სამ­წუ­ხა­როდ, ეს არ­ჩევ­ნე­ბი არ იქ­ნე­ბა გა­მო­ნაკ­ლი­სი და ის ისევ კარ­გად ნაც­ნო­ბი სცე­ნა­რით წა­რი­მარ­თე­ბა. სა­ხე­ზე გვაქვს უნი­ვე­რსიტე­ტის ში­და კლა­ნებ­სა და მთავ­რო­ბას შო­რის ძა­ლა­უფ­ლე­ბის გა­და­ნა­წი­ლე­ბის კი­დევ ერ­თი ეტა­პი.
გახ­და თუ არა სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თ­ვის ცნო­ბი­ლი, რომ არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას გა­ნათ­ლე­ბის მი­ნის­ტ­რის ყო­ფი­ლი მო­ად­გი­ლე გია შარ­ვა­ში­ძე მი­ი­ღებ­და, ნა­თე­ლი იყო, რომ მას ურ­თი­ერ­თო­ბის გარ­კ­ვე­ვა უნი­ვერ­სი­ტე­ტის ში­და კლა­ნებ­თან მო­უ­წევ­და. ამავ­დ­რო­უ­ლად, სა­ი­დუმ­ლო არა­ვის­თ­ვის ყო­ფი­ლა, რომ შარ­ვა­ში­ძის კან­დი­და­ტუ­რას ლო­ბი­რე­ბას სამ­თავ­რო­ბო პარ­ტი­ა­ში უწე­ვენ.
შარ­ვა­ში­ძის წი­ნა­აღ­მ­დეგ თა­ვი­დან­ვე ხმა აიმაღ­ლეს უნი­ვერ­სი­ტე­ტის კლა­ნე­ბის ნაკ­ლე­ბად გავ­ლე­ნი­ან­მა სა­ხე­ებ­მა და თვით­მ­მარ­თ­ვე­ლო­ბამ. მთა­ვარ­მა ფი­გუ­რებ­მა დუ­მი­ლის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა არ­ჩი­ეს.
კლა­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ზო­გი­ერ­თი პერ­სო­ნა და თვით­მ­მარ­თ­ვე­ლო­ბის წევ­რე­ბი სა­უბ­რო­ბენ, რომ ისი­ნი, თით­ქოს, იცა­ვენ უნი­ვერ­სი­ტე­ტის ავ­ტო­ნო­მი­ას. ამ მი­ზე­ზით ხსნი­ან რექ­ტო­რო­ბის კონ­კ­რე­ტუ­ლი კან­დი­და­ტის მხარ­და­ჭე­რას ან უნ­დობ­ლო­ბას. მსგავ­სი მლიქ­ვ­ნე­ლო­ბა და გა­უ­ნათ­ლებ­ლო­ბა ამ რე­ა­ლო­ბა­ში უბ­რა­ლოდ გა­მა­ღი­ზი­ა­ნე­ბე­ლია“  (ცოტ­ნე ცხვე­დი­ა­ნი, „ავტო­ნო­მია და იზოლაცია“).

20 სექ­ტემ­ბერს, არ­ჩევ­ნე­ბამ­დე სა­მი დღით ად­რე, რექ­ტო­რო­ბის კან­დი­დატ­თან გი­ორ­გი შარ­ვა­ში­ძეს­თან სტუ­დენ­ტებ­მა გა­მარ­თეს შეხ­ვედ­რა, რო­მე­ლიც ხმა­უ­რი­სა და კა­მა­თის ფონ­ზე წა­რი­მარ­თა. სტუ­დენ­ტებ­მა კი­დევ ერ­თხელ შე­ახ­სე­ნეს რექ­ტო­რო­ბის კან­დი­დატს და­პი­რე­ბე­ბი, რო­მე­ლიც მან მი­ნის­ტ­რის მო­ად­გი­ლედ ყოფ­ნის დროს არ შე­ას­რუ­ლა და და­ინ­ტე­რეს­დ­ნენ, რა­ტომ არ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა, მა­გა­ლი­თად,  თვით­მ­მარ­თ­ვე­ლო­ბის რე­ფორ­მა. მათ­თ­ვის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი იყო იმის მოს­მე­ნაც, თუ რა ნა­ბი­ჯე­ბის გა­დად­გ­მას აპი­რებს შარ­ვა­ში­ძე იმ შემ­თხ­ვე­ვა­ში, თუ კი მას აკა­დე­მი­უ­რი საბ­ჭო რექ­ტო­რად აირ­ჩევს, მაგ­რამ, რო­გორც სტუ­დენ­ტე­ბი აღ­ნიშ­ნა­ვენ, კან­დი­და­ტის მხრი­დან მხო­ლოდ და მხო­ლოდ თა­ვის მარ­თ­ლე­ბა და პა­სუ­ხებ­ზე თა­ვის არი­დე­ბა მი­ი­ღეს.
სტუ­დენ­ტე­ბის ნა­წილ­თან ერ­თად, გი­ორ­გი შარ­ვა­ში­ძეს რექ­ტო­რო­ბის ერთ-ერ­თი კან­დი­და­ტიც და­უ­პი­რის­პირ­და. ქალ­ბა­ტონ­მა ცი­რა ბა­რა­მი­ძემ გა­ნაცხა­და: „იმ შემ­თხ­ვე­ვა­ში, თუ­კი აკა­დე­მი­უ­რი საბ­ჭო გი­ორ­გი შარ­ვა­ში­ძეს აირ­ჩევს, ამით  და­ა­დას­ტუ­რებს, რომ უნი­ვერ­სი­ტე­ტი გა­რე ძა­ლე­ბი­დან იმარ­თე­ბა. არ­ჩევ­ნებ­ში მი­სი მო­ნა­წი­ლე­ო­ბა ჩემ­თ­ვის რექ­ტო­რის და­ნიშ­ვ­ნაა და არა არ­ჩევ­ნე­ბი.“
 ბრალ­დე­ბებს კა­ტე­გო­რი­უ­ლად უარ­ყოფს თვი­თონ გი­ორ­გი შარ­ვა­ში­ძე: „ეს გე­მოვ­ნე­ბის სა­კითხია, ყვე­ლას არ მო­ე­წო­ნე­ბი. ზე­წო­ლა ნამ­დ­ვი­ლად არის, ოღონდ ეს არ მო­დის ოფი­ცი­ო­ზი­დან. ძა­ლი­ან კარ­გად მახ­სოვს ის დრო, რო­დე­საც მარ­თ­ლაც პრე­სინ­გი მი­დი­ო­და აკა­დე­მი­ურ საბ­ჭო­ზე“.
სტუ­დენ­ტე­ბის ნა­წი­ლი ბა­ტონ გი­ორ­გი შარ­ვა­ში­ძეს მო­უ­წო­დებს, მოხ­ს­ნას კან­დი­და­ტუ­რა.

გი­ორ­გი სოფ­რო­მა­ძე, „აუდი­ტო­რია 115“: „გი­ორ­გი შერ­ვა­ში­ძის მი­მართ, ბუ­ნებ­რი­ვია, გვაქვს პრე­ტენ­ზი­ე­ბი და ვაპ­რო­ტეს­ტებთ მის მო­ნა­წი­ლე­ო­ბას არ­ჩევ­ნებ­ში, რად­გა­ნ მა­ში­ნაც, გა­ზაფხულ­ზე და ახ­ლაც ჩვენ უნი­ვერ­სი­ტე­ტის ავ­ტონ­ომი­უ­რო­ბას ვი­ცავთ. მას შემ­დეგ, რაც ჩვენ გვქონ­და კო­მუ­ნი­კა­ცია სა­მი­ნის­ტ­როს­თან, უშუ­ა­ლოდ გი­ორ­გი შარ­ვა­ში­ძეს­თან, რე­ა­ლუ­რად არც ერ­თი და­პი­რე­ბა არ შეს­რულ­და. რამ­დე­ნი­მე დღის წინ, ერთ-ერთ სა­ტე­ლე­ვი­ზიო გა­და­ცე­მა­ში, გი­ორ­გი შარ­ვა­ში­ძემ გა­ნაცხა­და, რომ, თით­ქოს, ბო­ლო დროს მო­ლა­პა­რა­კე­ბებ­ში აღარ მო­ნა­წი­ლე­ობ­და. ეს არ არის მარ­თა­ლი. სწო­რედ გი­ორ­გი შარ­ვა­ში­ძე იღებ­და მო­ნა­წი­ლე­ო­ბას იმ სამ­მ­ხ­რივ შეხ­ვედ­რებ­ში, რომ­ლე­ბიც, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტ­რის გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბით, გა­ზაფხულ­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. ჩვე­ნი მოთხოვ­ნე­ბი თვით­მ­მარ­თ­ვე­ლო­ბის გა­უქ­მე­ბას ეხე­ბო­და, ვითხოვ­დით უნი­ვერ­სი­ტე­ტის და­ფი­ნან­სე­ბის გაზ­რ­დას, უმაღ­ლეს სას­წავ­ლე­ბელ­ში გა­რე რე­ფე­რი­რე­ბის სის­ტე­მის და­ნერ­გ­ვას და სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო სივ­რ­ცის შექ­მ­ნას. არც ერ­თი მოთხოვ­ნა არ შეს­რუ­ლე­ბუ­ლა.
ეს არის ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე დი­დი წი­ნა­აღ­მ­დე­გო­ბა — მი­ზე­ზი, რის გა­მოც ჩვენ არ ვუ­ჭერთ მხარს გი­ორ­გი შარ­ვა­ში­ძის კან­დი­და­ტუ­რას. ბუ­ნებ­რი­ვია, ამ ყვე­ლაფ­რის შემ­დეგ, მის მი­მართ ნდო­ბა არ გვაქვს და არ გვჯე­რა, რომ რა­ი­მე ცვლი­ლე­ბებს გა­ა­ტა­რებს.
იყო სა­უ­ბა­რი იმა­ზეც, რომ სა­ხელ­მ­წი­ფოს მხრი­დან წა­მო­სუ­ლი კან­დი­და­ტი ში­და კლა­ნე­ბის წარ­მო­მად­გე­ნელს და­უ­პი­რის­პირ­დე­ბო­და. ამი­ტომ ჩვენ ვამ­ბობ­დით, რომ რექ­ტო­რის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­ს­რუ­ლე­ბელს არ უნ­და ჰქო­ნო­და შე­საძ­ლებ­ლო­ბა, მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ე­ღო არ­ჩევ­ნებ­ში და გამ­ხ­და­რი­ყო შემდ­გომ­ში რექ­ტო­რი. პა­რა­ლე­ლურ რე­ჟიმ­ში გვი­წევს ში­და კლა­ნებ­თან ბრძო­ლაც.
რა სამ­წუ­ხა­როა, რომ ვსა­უბ­რობთ ავ­ტო­ნო­მი­ა­ზე, რო­მე­ლიც რე­ა­ლუ­რად უნი­ვერ­სი­ტეტს არა­სო­დეს ჰქო­ნია. ავ­ტო­ნო­მია მა­შინ შეგ­ვიძ­ლია გან­ვი­ხი­ლოთ, რო­ცა უნი­ვერ­სი­ტე­ტი მეც­ნი­ე­რე­ბა­ზეა და­ფუძ­ნე­ბუ­ლი და რო­ცა და­სა­ცა­ვი მარ­თ­ლა არ­სე­ბობს რა­ღაც. რე­ა­ლუ­რად, დღეს უნი­ვერ­სი­ტეტ­ში და­სა­ცავს, სამ­წუ­ხა­როდ, ვერ აღ­მო­ვა­ჩენთ — ვერც მეც­ნი­ე­რე­ბა, ვერც კვლე­ვი­თი პრო­ცე­სე­ბი, ვერც თა­ნას­წო­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი და ვერც გა­რე­მო, რო­მელ­საც უნი­ვერ­სი­ტე­ტი გუ­ლის­ხ­მობს. ბუ­ნებ­რი­ვია, ვი­ღაც შე­იძ­ლე­ბა შე­მე­და­ვოს, რომ წვრილ-წვრი­ლი სა­მეცნ­ი­ე­რო სა­მუ­შა­ო­ე­ბი მი­დის, მაგ­რამ, თუ ძი­რე­ულ და ში­ნა­არ­სობ­რივ ცვლი­ლე­ბებ­ზე ვსა­უბ­რობთ, მა­შინ ეს წვრილ-წვრი­ლი საქ­მი­ა­ნო­ბა ჩვენს კრი­ტი­კას ვერ გა­უმ­კ­ლავ­დე­ბა.
პრობ­ლე­მაა, ერ­თი მხრივ ის, რომ სა­ხელ­მ­წი­ფო პირ­და­პირ აგ­ზავ­ნის თა­ვის კან­დი­დატს, მე­ო­რე მხრივ, პრობ­ლე­მაა ისიც, რომ ში­და კლა­ნე­ბი ცდი­ლო­ბენ, უნი­ვერ­სი­ტე­ტის ავ­ტო­ნო­მი­უ­რო­ბას ამო­ე­ფა­რონ. თვით­მ­მარ­თ­ვე­ლო­ბაც სწო­რედ ამას ცდი­ლობს, ავ­ტო­ნო­მი­უ­რო­ბის დაც­ვას ამო­ე­ფა­როს ტრა­ფა­რე­ტუ­ლად.“
„ბევ­რი ელო­და, რომ გია შარ­ვა­ში­ძის კა­ნდი­და­ტუ­რას ში­და კლა­ნე­ბი თა­ვის კან­დი­დატს და­უ­პი­რის­პი­რებ­დ­ნენ. სწო­რედ ამა­ზე ამ­ყა­რებ­დ­ნენ იმედს და­ბა­ლი რგო­ლის ბი­უ­როკ­რა­ტე­ბი და თვით­მ­მარ­თ­ვე­ლო­ბაც. ბო­ლოს ისი­ნი ცდი­ლობ­დ­ნენ, რომ თა­ვი­სი კა­ნ­დი­და­ტუ­რა და­ე­ყე­ნე­ბი­ნა ამ­ჟა­მად რექ­ტო­რის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­ს­რუ­ლე­ბელ და­რე­ჯან თვალ­თ­ვა­ძეს. ამ უკა­ნას­კ­ნელს, ცხა­დია, ამ ნა­ბი­ჯის­თ­ვის გამ­ბე­და­ო­ბა ვერ ეყო­ფო­და.
სი­ნამ­დ­ვი­ლე­ში ძა­ლა­უფ­ლე­ბის მო­რი­გი გა­და­ნა­წი­ლე­ბის დე­ტა­ლე­ბი უფ­რო მა­ღალ ეშე­ლო­ნებ­ში გა­დაწყ­და. უნი­ვერ­სი­ტე­ტის ში­და კლა­ნებ­მა სა­კუ­თა­რი ძა­ლე­ბი რე­ა­ლუ­რად შე­ა­ფა­სეს და გია შარ­ვა­ში­ძეს თა­ვი­ან­თი კან­დი­და­ტი არ და­უ­პი­რის­პი­რეს. ცხა­დია, მათ ამის­თ­ვის კონ­კ­რე­ტუ­ლი გა­რან­ტი­ე­ბი მი­ი­ღეს. რექ­ტო­რად არ­ჩე­ულ შარ­ვა­ში­ძეს ბევ­რი ვა­ლი ექ­ნე­ბა და­საბ­რუ­ნე­ბე­ლი.
სა­ი­დუმ­ლო არაა, რომ ის, ჯერ კი­დევ იმ დროს, რო­ცა მი­ნის­ტ­რის მო­ად­გი­ლის პოსტს ინარ­ჩუ­ნებ­და, მო­ლა­პა­რა­კე­ბას აწარ­მო­ებ­და უნი­ვე­რის­ტე­ტის გავ­ლე­ნი­ან ჯგუ­ფებ­თან.
ამ ყვე­ლაფ­რის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ფაქ­ტია, რომ რექ­ტო­რის არ­ჩევ­ნე­ბი უბ­რა­ლოდ ფარ­სია. შე­უძ­ლე­ბე­ლია გია შარ­ვა­ში­ძის კან­დი­და­ტუ­რა სტუ­დენ­ტე­ბის­თ­ვის მი­სა­ღე­ბი იყოს“ 
(ცოტ­ნე ცხვე­დი­ა­ნი, „ავტო­ნო­მია და იზოლაცია“).
ბახ­ვა კვი­რი­კაშ­ვი­ლი, სტუ­დენ­ტუ­რი თვით­მ­მარ­თ­ვე­ლო­ბის პრე­ზი­დენ­ტი: „წარ­მოდ­გე­ნი­ლი სა­მი კან­დი­და­ტუ­რი­დან რო­მე­ლი­მეს მი­მართ სიმ­პა­თია რომც გვქონ­დეს, ამის გაჟ­ღე­რე­ბას მა­ინც არ ვა­პი­რებთ, რად­გან ამით გა­მოვ­რიცხოთ აკა­დე­მი­ურ საბ­ჭო­ებ­ზე რა­ი­მე ზეგ­ავ­ლე­ნის ან ზე­წო­ლის ფაქ­ტო­რი. მათ ობი­ექ­ტუ­რი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა უნ­და მი­ი­ღონ და პირ­და­პირ, დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი არ­ჩევ­ნე­ბის გზით, აირ­ჩი­ონ უნი­ვერ­სი­ტე­ტის მო­მა­ვა­ლი რექ­ტო­რი. რაც შე­ე­ხე­ბა წარ­მოდ­გე­ნილ კან­დიდა­ტე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას, მათ­გან მხო­ლოდ ერ­თის — გი­ორ­გი შარ­ვა­ში­ძის შე­სა­ხებ ვფლობთ ინ­ფორ­მა­ცი­ას. ჩვე­ნი პო­ზი­ცია ამ კან­დი­და­ტუ­რის მი­მართ იცის რო­გორც აკა­დე­მი­ურ­მა საბ­ჭომ, ისე სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო სა­ზო­გა­დო­ე­ბა­მაც — მის რექ­ტო­რად არ­ჩე­ვას შე­იძ­ლე­ბა უნი­ვერ­სი­ტე­ტის ავ­ტო­ნო­მი­ის შეზღუდ­ვა მოჰყ­ვეს. რაც შე­ე­ხე­ბა და­ნარ­ჩენ ორ კან­დი­დატს, მე პი­რა­დად არც მა­თი წარ­სუ­ლის შე­სა­ხებ მაქვს ინ­ფორ­მა­ცია და არც მათ კონ­ცეფ­ცი­ებ­სა და სა­მო­მა­ვა­ლო გეგ­მებს ვიც­ნობ. უნი­ვერ­სი­ტე­ტის წარ­მო­მად­გენ­ლო­ბი­თი ორ­გა­ნო — სტუ­დენ­ტუ­რი თვით­მ­მარ­თ­ვე­ლო­ბა — ყო­ველ­თ­ვის ინ­ს­ტი­ტუ­ცი­უ­რი წეს­რი­გი­სა და კა­ნო­ნი­ე­რე­ბის ფარ­გ­ლებ­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სე­ბის მომ­ხ­რე იყო. ამი­ტო­მაც, კა­ნო­ნი­ე­რად მხო­ლოდ ერ­თა­დერთ ორ­გა­ნოს — აკა­დე­მი­ურ საბ­ჭოს შე­უძ­ლია, არ­ჩევ­ნე­ბის გზით, ობი­ექ­ტუ­რი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა და, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, სწო­რედ მას და­ე­კის­რე­ბა სრუ­ლი პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა უნი­ვერ­სი­ტე­ტის რექ­ტო­რის არ­ჩე­ვა­ზე.
აკა­დე­მი­ურ საბ­ჭოს­თან ორი შეხ­ვედ­რა გვქონ­და და მა­თი პო­ზი­ცი­ე­ბი მო­ვის­მი­ნეთ, გა­ვა­ცა­ნით ჩვე­ნი წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო გან­წყო­ბა და და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა კონ­კ­რე­ტულ სა­კითხებ­თან მი­მარ­თე­ბა­ში. სა­ერ­თოდ კი, ვფიქ­რობ, მთე­ლი სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო სა­ზო­გა­დო­ე­ბა ერთ რა­მე­ზე უნ­და თან­ხ­მ­დე­ბო­დეს — უნი­ვერ­სი­ტეტს ჰყავ­დეს რექ­ტო­რი, რო­მე­ლიც იქ­ნე­ბა კარ­გი მეც­ნი­ე­რი და კარ­გი მე­ნე­ჯე­რი. სამ­წუ­ხა­როდ, ში­და სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო სივ­რ­ცი­დან არა­ვინ არ წა­მო­ა­ყე­ნა  კან­დი­და­ტი. რა­ტომ? ეს უკ­ვე ცალ­კე პრობ­ლე­მაა, თუ­კი უნი­ვერ­სი­ტეტს არ შე­უძ­ლია ან არ აკე­თებს იმას, რომ სა­ერ­თო კან­დი­და­ტი ჰყავ­დეს ში­და წრი­დან. უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მყო­ფი ადა­მი­ა­ნი უფ­რო კარ­გად იც­ნობს არ­სე­ბულ პრობ­ლე­მებს, უფ­რო მე­ტიც, სა­კუ­თარ თავ­ზე აქვს გა­მოც­დი­ლი, უკა­ნას­კ­ნე­ლი პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში, კონ­კ­რე­ტუ­ლი ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლის არას­წორ­მა ქმე­დე­ბამ სა­დამ­დე მიგ­ვიყ­ვა­ნა. იგუ­ლის­ხ­მე­ბა, რა თქმა უნ­და, სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო პო­ლი­ტი­კა. ამი­ტო­მაც სამ­წუ­ხა­როა, რომ არ შე­ირ­ჩა ში­და კან­დი­და­ტი, მაგ­რამ მო­ცე­მუ­ლო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე უნ­და ვი­მს­ჯე­ლოთ ხოლ­მე.“
გი­ორ­გი შარ­ვა­ში­ძის რექ­ტო­რად არ­ჩე­ვას აპ­რო­ტეს­ტე­ბენ „აუდი­ტო­რია 115“-ის წევ­რე­ბიც და სტუ­დენ­ტუ­რი თვით­მ­მარ­თ­ვე­ლო­ბაც, თუმ­ცა მა­თი პრო­ტეს­ტი ერ­თი­ა­ნო­ბა­ში მა­ინც არ გა­ნი­ხი­ლე­ბა. რო­გორც ბახ­ვა კვი­რი­კაშ­ვი­ლი აცხა­დებს: „ამ სა­კითხ­ზე არა მხო­ლოდ თვით­მ­მარ­თ­ვე­ლო­ბა და „აუდი­ტო­რია 115“ უნ­და ერ­თი­ან­დე­ბო­დეს, არა­მედ ზო­გა­დად სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო სა­ზო­გა­დო­ე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა პო­ზი­ცი­ის ერ­თი­ა­ნო­ბას, „აუდი­ტო­რია 115“-ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ამის წი­ნა­აღ­მ­დე­გი არი­ან. რო­ცა აკა­დე­მი­ურ საბ­ჭოს­თან პირ­ველ შეხ­ვედ­რას ვა­პი­რებ­დით, და­ვუ­კავ­შირ­დით და შეხ­ვედ­რა­ზე მოს­ვ­ლა შევ­თა­ვა­ზეთ, ერ­თად რომ დაგ­ვე­ფიქ­სი­რე­ბი­ნა პო­ზი­ცია, მაგ­რამ უარი მი­ვი­ღეთ. ვფიქ­რობ, „აუდი­ტო­რია 115“ უფ­რო ღი­ად და ცხა­დად უნ­და აფიქ­სი­რებ­დეს თა­ვის პო­ზი­ცი­ას და მხო­ლოდ იმ არ­გუ­მენ­ტით, რომ წარ­სულ­ში მი­ნის­ტ­რის მო­ად­გი­ლემ მო­ატყუ­ათ, არ უნ­და აპ­რო­ტეს­ტებ­დ­ნენ შარ­ვა­ში­ძის არ­ჩე­ვას და ამით უნი­ვერ­სი­ტე­ტის ავ­ტო­ნო­მი­ის შეზღუდ­ვას. კონ­კ­რე­ტულ შემ­თხ­ვე­ვა­ში, უფ­რო მი­სა­ღე­ბი მი­ზე­ზი და არ­გუ­მენ­ტი ისაა, რომ მი­ნის­ტ­რე­ბი და მი­ნის­ტ­რე­ბის მო­ად­გი­ლე­ე­ბი პირ­და­პირ არ უნ­და მო­დი­ოდ­ნენ თა­ნამ­დე­ბო­ბებ­ზე. ავ­ტო­ნო­მი­ის შეზღუდ­ვა სწო­რედ მა­შინ ხდე­ბა, რო­ცა პირ­და­პირ ხდე­ბა ჩა­რე­ვა კონ­კ­რე­ტუ­ლი ინ­ს­ტი­ტუ­ცი­ის გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბებ­ში. კარ­გი იქ­ნე­ბო­და, თუ მხო­ლოდ ამ ფაქ­ტის გა­მო არ და­უ­პი­რის­პირ­დე­ბი­ან კონ­კ­რე­ტულ კან­დი­დატს და არ და­ი­ვიწყე­ბენ უნი­ვერ­სი­ტე­ტის მო­მა­ვალ საფ­რ­თხეს.“
„შარ­ვა­ში­ძე აქ­ტი­უ­რად მო­ნა­წი­ლე­ობ­და გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­რო­სა და „აუდი­ტო­რია 115-ს“ შო­რის გა­მარ­თულ მო­ლა­პა­რა­კე­ბებ­ში. შეხ­ვედ­რებ­ზე ზოგ­ჯერ კო­მი­კუ­რი ვი­თა­რე­ბაც იქ­მ­ნე­ბო­და — რო­ცა კრი­ტი­კულ შე­კითხ­ვებს მი­ნის­ტ­რი ვე­რა­ფერს პა­სუ­ხობ­და, ამ ყვე­ლა­ფერ­ზე გა­მუდ­მე­ბით პა­სუ­ხის გა­ცე­მას თა­ვის თავ­ზე იღებ­და შარ­ვა­ში­ძე,რო­მე­ლიც უბ­რა­ლოდ ცდი­ლობ­და, დე­მა­გო­გი­ით და უში­ნა­არ­სო ფრა­ზე­ბით აერი­დე­ბი­ნა კითხ­ვე­ბი მი­ნის­ტ­რის­თ­ვის.
სა­ბო­ლო­ოდ, „აუდი­ტო­რია 115“-სა და გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს შო­რის შე­თან­ხ­მე­ბა მა­ინც შედ­გა. დათ­ქ­მულ დროს გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­რო­დან პარ­ლა­მენ­ტ­ში შე­სა­ტა­ნი კა­ნონ-პრო­ექ­ტი უნ­და გად­მო­ეგ­ზავ­ნათ სტუ­დენ­ტე­ბის­თ­ვის. რო­გორც ირ­კ­ვე­ვა, სა­მი­ნის­ტ­რო­ში კა­ნონ-პრო­ექ­ტი მო­ამ­ზა­დეს, მაგ­რამ საქ­მე­ში ძა­ლო­ვა­ნი სტრუქ­ტუ­რე­ბი ჩა­ე­რივ­ნენ. შე­დე­გად, სტუ­დენ­ტებს სულ სხვა ში­ნა­ა­რსის კა­ნონ-პრო­ექ­ტი გად­მოგ­ვიგ­ზავ­ნეს, რო­მე­ლიც არა­ნა­ი­რად არ ასა­ხავ­და ჩვენს შე­თან­ხ­მე­ბებს.
ამ ყვე­ლაფ­რის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ცხა­დია, რექ­ტო­რო­ბის პე­რი­ოდ­ში მის­გან არა­ნა­ირ და­მო­უ­კი­დე­ბელ მოქ­მე­დე­ბას არ უნ­და ვე­ლო­დოთ. უნი­ვე­რის­ტე­ტი ისევ ძვე­ლე­ბუ­რად ჭა­ობ­ში დარ­ჩე­ბა. შე­ვი­ნარ­ჩუ­ნებთ იზო­ლი­რე­ბულ, არ­ათა­ვი­სუ­ფალ აკა­დე­მი­ურ გა­რე­მოს, სა­დაც მეც­ნი­ე­რე­ბა მე­ო­რე­ხა­რის­ხო­ვა­ნია, მთა­ვა­რია კლა­ნე­ბის ინ­ტე­რე­სე­ბი, რომ­ლე­ბიც ,,ცოდ­ნის ტა­ძარს’’ (რო­გორც თვი­თონ უყ­ვართ ხოლ­მე თქმა, პა­თე­ტი­კურ გა­მოს­ვ­ლებ­ში) ისე უყუ­რე­ბენ, რო­გორც კორ­პო­რა­ცი­ას და მხო­ლოდ ფი­ნან­სუ­რი ინ­ტე­რე­სე­ბის­თ­ვის იყე­ნე­ბენ.
უკ­ვე დროა, რომ ძა­ლა­უფ­ლე­ბის გა­და­ნაწ­ლე­ბის ამ­გ­ვა­რი და­უს­რუ­ლე­ბე­ლი ჯაჭ­ვი ყელ­ში ამოგ­ვი­ვი­დეს. დღეს ჩვენ გვჭირ­დე­ბა ბრძო­ლა ხა­რის­ხი­ა­ნი გა­ნათ­ლე­ბის­თ­ვის. უნ­და დას­რულ­დეს არ­სე­ბუ­ლი მან­კი­ე­რი პრაქ­ტი­კა, რო­ცა ლექ­ტო­რე­ბი უბ­რა­ლოდ ინ­ფორ­მა­ცი­ას გა­დას­ცე­მენ სტუ­დენ­ტებს. ჩვენ გვჭირ­დე­ბა მეც­ნი­ე­რუ­ლი მუ­შა­ო­ბა და არა კორ­პო­რა­ცი­ად ქცე­უ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტი“ 
(ცოტ­ნე ცხვე­დი­ა­ნი, „ავტო­ნო­მია და იზოლაცია“).
„აუდი­ტო­რია 115“-ის ძი­რე­უ­ლი და ფუნ­და­მენ­ტუ­რი მოთხოვ­ნა გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­სა და გა­ნათ­ლე­ბის ხელ­მი­საწ­ვ­დო­მო­ბას უკავ­შირ­დე­ბა.
გი­ორ­გი სოფ­რო­მა­ძე: „ხა­რის­ხ­ში, რა თქმა უნ­და, იგუ­ლის­ხ­მე­ბა რე­ფე­რი­რე­ბა, მეც­ნი­ე­რუ­ლი, კვლე­ვი­თი სა­მუ­შა­ო­ე­ბი; ხელ­მი­საწ­ვ­დო­მო­ბა­ში კი — გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რა­საც სტუ­დენ­ტი, ერ­თი მხრივ, ვერ ახერ­ხებს იმის გა­მო, რომ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხი და­ბა­ლია და, მე­ო­რე მხრივ, იმი­ტომ რომ, დი­დი გა­და­სა­ხა­დია, ამის გარ­და მათ ნა­ქი­რა­ვებ ბი­ნებ­ში უწევთ ცხოვ­რე­ბა.
ამი­ტომ ვითხოვთ, მოგ­ვარ­დეს და მო­წეს­რიგ­დეს სტუ­დენ­ტ­თა და­საქ­მე­ბი­სა და სტუ­დენ­ტუ­რი საცხოვ­რებ­ლის სა­კითხი, ამით პირ­და­პირ მი­ვუ­თი­თებთ სა­ხელ­მ­წი­ფოს პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა­ზე. რო­ცა სა­ხელ­მ­წი­ფოს პრი­ო­რი­ტე­ტი არ არის მეც­ნი­ე­რე­ბა, გვი­წევს შეხ­სე­ნე­ბა, რომ გა­ი­ხა­დონ მეც­ნი­ე­რე­ბა პრი­ო­რი­ტე­ტად, მე­ტი თან­ხა გა­ი­ღონ მის გა­სა­ვი­თა­რებ­ლად, რომ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში და­იწყოს სა­მეც­ნი­ე­რო მუ­შა­ო­ბა, კვლე­ვი­თი საქ­მი­ა­ნო­ბა. მი­ვუ­თი­თებთ იმა­ზე, რომ ხელ­მი­საწ­ვ­დო­მი გა­ხა­დონ სწავ­ლა სტუ­დენ­ტის­თ­ვის, მის­ცენ საცხოვ­რე­ბე­ლი და მო­აგ­ვა­რონ და­საქ­მე­ბის პრობ­ლე­მა. გა­ი­ღეთ ხარ­ჯე­ბი ამის­თ­ვის.
რაც შე­ე­ხე­ბა სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო სივ­რ­ცი­სა და თვით­მ­მარ­თ­ვე­ლო­ბის სა­კითხს,  გეტყ­ვით, რომ თვით­მ­მარ­თ­ვე­ლო­ბა დღეს, უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, წარ­მო­ად­გენს პრი­ვი­ლე­გი­რე­ბულ ჯგუფს, სა­დაც თა­ნას­წორ ურ­თი­ერ­თო­ბებ­ზე გვერ­დის ავ­ლით ხდე­ბა სტუ­დენ­ტუ­რი აზ­რის წარ­მო­ჩე­ნა. ამას­თან ერ­თად, ისი­ნი არა­მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად ფლან­გა­ვენ თან­ხებს. ჩვენ ვამ­ბობთ, რომ მხო­ლოდ თვით­მ­მარ­თ­ვე­ლო­ბა ნუ იქ­ნე­ბა ერ­თა­დერ­თი ლე­გი­ტი­მუ­რი სტუ­დენ­ტუ­რი წარ­მო­მად­გენ­ლო­ბი­თი ორ­გა­ნო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, ყვე­ლა ჯგუფს თა­ვი­სუფ­ლად გა­ერ­თი­ა­ნე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა მიეცეს და ყველა სტუდენტს — თა­ნას­წო­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბა მი­ნი­ჭე­ბუ­ლი უფ­ლე­ბე­ბით სარ­გებ­ლო­ბის­თ­ვის. სტუ­დენ­ტუ­რი საქ­მი­ა­ნო­ბა გავ­ხა­დოთ უფ­რო ში­ნა­არ­სი­ა­ნი და არა ზე­და­პი­რუ­ლი. ფაქ­ტობ­რი­ვად, რო­ცა ამ მოთხოვ­ნე­ბი­დან ვერც ერ­თის შეს­რუ­ლე­ბა ვერ შეძ­ლო შარ­ვა­ში­ძემ, მი­ნის­ტ­რის მო­ად­გი­ლედ ყოფ­ნის დროს, ეს პირ­და­პირ მი­ა­ნიშ­ნებს, რომ მას არ შეს­წევს უნა­რი, გა­დად­გას ქმე­დი­თი ნა­ბი­ჯე­ბი. ის პირ­და­პირ გა­მოგ­ზავ­ნი­ლი კად­რია უნი­ვერ­სი­ტეტ­ში და სხვა მი­სია აკის­რია.
ჩვენ არა­ვის მივ­ცემთ იმის სა­შუ­ა­ლე­ბას, რომ რექ­ტო­რის არ­ჩევ­ნე­ბით გა­და­ფა­როს „აუდი­ტო­რია 115“-ის ძი­რი­თა­დი მოთხოვ­ნე­ბი. ჩვე­ნი და თვით­მ­მარ­თ­ვე­ლო­ბის მოთხოვ­ნე­ბი ფუნ­და­მენ­ტუ­რად გან­ს­ხ­ვავ­დე­ბა ერ­თ­მა­ნე­თის­გან. ვერც კრი­ტი­კას მი­ვი­ღებთ მათ­გან, რად­გა­ნაც რექ­ტო­რის არ­ჩევ­ნე­ბის შე­სა­ხებ ჩვე­ნი პო­ზი­ცია მკა­ფიოა და მას ბო­ლომ­დე გავ­ყ­ვე­ბით.
ვი­მე­დოვ­ნებთ, შარ­ვა­ში­ძე გო­ნივ­რულ გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბას მი­ი­ღებს და გა­ით­ვა­ლის­წი­ნებს სტუ­დენ­ტ­თა პრო­ტესტს.“
რას აპი­რე­ბენ იმ შემ­თხ­ვე­ვა­ში თუ­კი 23 სექ­ტემ­ბერს აკა­დე­მი­უ­რი საბ­ჭო რექ­ტო­რად გი­ორ­გი შარ­ვა­ში­ძეს აირ­ჩევს? — გი­ორ­გი სოფ­რო­მა­ძე ამ­ბობს, რომ კონ­კ­რე­ტუ­ლი ნა­ბი­ჯე­ბის გა­დად­გ­მის სურ­ვი­ლი პრო­ცეს­ში გა­მოჩ­ნ­დე­ბა: „ერ­თია, წი­ნას­წარ გან­ვი­ხი­ლოთ და დავ­გეგ­მოთ შემ­დ­გო­მი ნა­ბი­ჯე­ბი, მაგ­რამ მე­ო­რეა, კონ­კ­რე­ტუ­ლი ვითა­რე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა, რად­გან არის შემ­თხ­ვე­ვე­ბი, რო­ცა არ შე­იძ­ლე­ბა, სა­კითხს სხვაგ­ვა­რა­დაც რომ არ შევ­ხე­დოთ. თუმ­ცა, ეს არ ნიშ­ნავს პრინ­ცი­პე­ბი­სა და პო­ზი­ცი­ის დათ­მო­ბას. უბ­რა­ლოდ, სა­უ­ბა­რია ბრძო­ლის ხერ­ხებ­ზე. ბუ­ნებ­რი­ვია, „აუდი­ტო­რია 115“ კი­დევ უფ­რო დი­დი ძა­ლის­ხ­მე­ვით, გა­ას­მა­გე­ბუ­ლი და გა­ა­თას­მა­გე­ბუ­ლი ძა­ლით და­იწყებს ამ მოთხოვ­ნე­ბის­თ­ვის ბრძო­ლას. ჩვენ ვა­ი­ძუ­ლებთ სა­ხელ­მ­წი­ფოს, შე­ას­რუ­ლოს მი­სი პი­რდა­პი­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბა.
არ გავ­ჩუმ­დე­ბით, უპი­რო­ბოდ გა­ვაგ­რ­ძე­ლებთ ბრძო­ლას რე­ა­ლუ­რი სა­მეც­ნი­ე­რო სივ­რ­ცის შე­საქ­მ­ნე­ლად უნი­ვერ­სი­ტეტ­ში. გა­ვი­ა­რეთ ის პე­რი­ო­დი, რო­ცა ძა­ლა­უფ­ლებ­რი­ვი ჯგუ­ფე­ბი ინა­წი­ლებ­დ­ნენ ძა­ლა­უფ­ლე­ბას, ამ ჯგუ­ფებს უერ­თ­დე­ბო­და სა­ხელ­მ­წი­ფოც და ამ ფორ­მით იგ­დებ­და ხელთ მარ­თ­ვის სა­და­ვე­ებს. ჩვენ ცვლი­ლე­ბე­ბი გვჭირ­დე­ბა. ასე­თი ტი­პის თა­მა­შებ­ში, რე­ა­ლუ­რად, სტუ­დენ­ტებს ვე­ღარ ჩა­ით­რე­ვენ. სტუ­დენ­ტე­ბის პო­ზი­ცია მკვეთ­რია — არ უნ­და გა­ხა­დონ უნი­ვერ­სი­ტე­ტი ძა­ლა­უფ­ლებ­რი­ვი კლა­ნე­ბის ბრძო­ლის ვე­ლად. უნი­ვერ­სი­ტე­ტი უნ­და გახ­დეს ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი და უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სი სა­მეც­ნი­ე­რო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა ამ ქვე­ყა­ნა­ში, უნ­და იქ­ცეს სივ­რ­ცედ, სა­დაც თა­ნას­წო­რად შე­ეძ­ლე­ბათ სტუ­დენ­ტებს ურ­თი­ერ­თო­ბა ერ­თ­მა­ნეთ­თა­ნაც და ლექ­ტო­რებ­თა­ნაც. უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, უნი­ვერ­სი­ტე­ტი უნ­და გა­და­ვაქ­ცი­ოთ სტუ­დენ­ტე­ბი­სა და ლექ­ტო­რე­ბის სა­მეცნი­ე­რო სივ­რ­ცედ და არა კლა­ნე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბად. აქ უნ­და გაჩ­ნ­დეს შე­საძ­ლებ­ლო­ბა სტუ­დენ­ტე­ბის­თ­ვის, აწარ­მო­ონ ახა­ლი ცოდ­ნა და მეც­ნი­ე­რუ­ლი შრო­მა, უნი­ვერ­სი­ტე­ტი მეც­ნი­ე­რე­ბის ად­გი­ლია და არა კორ­პო­რა­ცია, რო­მე­ლიც ფუ­ლის სა­შოვ­ნელ მან­ქა­ნას და­ემ­ს­გავ­სა. დროა, მორ­ჩეს შე­ფა­სე­ბე­ბი, რომ ამ „წმინ­და ტა­ძარ­ში ცოდ­ნის აკ­ვა­ნი და­ირ­წა“! დღეს ამით აღა­რა­ვინ ტყუვ­დე­ბა. ყვე­ლა სტუ­დენ­ტი კარ­გად გრძნობს და აანა­ლი­ზებს პრობ­ლე­მებს, რომ­ლე­ბიც ჩვენს თავ­საა. ვინც თავს აჩ­ვე­ნებს, რომ სხვა პლა­ნე­ტა­ზეა და იქი­დან იბ­რ­ძ­ვის, მას, ჩვენ­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით, სხვა რამ აქვს შე­სა­ნარ­ჩუ­ნე­ბე­ლი.“
ბახ­ვა კვი­რი­კავ­ში­ლი კონ­კ­რე­ტუ­ლი ქმე­დე­ბე­ბის შე­სა­ხებ სა­უ­ბარს 23 სექ­ტემ­ბ­რის შემ­დეგ ამ­ჯო­ბი­ნებს და აცხა­დებს, რომ: „უნი­ვერ­სი­ტე­ტის თვით­მ­მარ­თ­ვე­ლო­ბა, რა თქმა უნ­და, ყო­ველ­თ­ვის იყო მი­სი ავ­ტო­ნო­მი­უ­რო­ბის სა­და­რა­ჯო­ზე და, რაც მთა­ვა­რია, ამ­ჯო­ბი­ნებს უნი­ვერ­სი­ტე­ტის ავ­ტო­ნო­მი­ის­თ­ვის სა­ჭი­რო ინ­ს­ტი­ტუ­ცი­უ­რი წეს­რი­გის არ­სე­ბო­ბას. ინ­ს­ტი­ტუ­ცი­უ­რი წეს­რი­გი არ არ­სე­ბობ­და მარ­ტ­ში და რა მოვ­ლე­ნე­ბიც მი­ვი­ღეთ, ყვე­ლას კარ­გად გვახ­სოვს. ამი­ტო­მაც, რა­ღაც პე­რი­ო­დი­დან მა­ინც, ამ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში უნ­და და­იწყოს წეს­რი­გის აღ­დ­გე­ნა და ინ­ს­ტი­ტუ­ცი­ე­ბი­სად­მი პა­ტი­ვის­ცე­მა. სწო­რედ ამი­ტომ ვამ­ბობთ, რომ სრუ­ლი პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გებ­ზე აკა­დე­მი­ურ საბ­ჭოს ეკის­რე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა ჩვენს კონ­კ­რე­ტულ ქმე­დე­ბებს, მო­დი, და­ვე­ლო­დოთ 23 სექ­ტემ­ბერს და ამა­ზე მე­რე ვი­სა­უბ­როთ.“
„დღეს აუცი­ლე­ბე­ლია გა­ნათ­ლე­ბის ხელ­მი­საწ­ვ­დო­მო­ბის­თ­ვის ბრძო­ლა. გვჭირ­დე­ბა და­საქ­მე­ბის პროგ­რა­მა, რო­მე­ლიც წერ­ტილს და­უს­ვამს ჩაგ­ვ­რას და ექ­ს­პ­ლუ­ა­ტა­ცი­ას, რომ­ლის ატა­ნაც უწევთ სტუ­დენ­ტებს (ცხა­დია, ვგუ­ლის­ხ­მობთ რე­ა­ლუ­რი და­საქ­მე­ბის პრო­ექტს და არა ისეთ ფა­სა­დურ პი­არ-აქ­ცი­ას, რო­გო­რიც ნა­ცი­ო­ნა­ლურ­მა მოძ­რა­ო­ბამ შე­მოგ­ვ­თა­ვა­ზა, რო­ცა ხე­ლოვ­ნუ­რად შექ­მ­ნეს მოკ­ლე­ვა­დი­ა­ნი სა­მუ­შაო ად­გი­ლე­ბი).
სტუ­დენტს უნ­და ეძ­ლე­ო­დეს სა­შუ­ლე­ბა იმუ­შა­ოს ნა­ხე­ვარ გა­ნაკ­ვეთ­ზე, რა­თა სწავ­ლის­თ­ვის დარ­ჩეს დრო და ენერ­გია. ახ­ლა ეს თით­ქ­მის შე­უძ­ლე­ბე­ლია. ახალ­გაზ­რ­დე­ბი, რომ­ლე­ბიც მომ­სა­ხუ­რე­ბის სფე­რო­ში მუ­შა­ო­ბენ, პრაქ­ტი­კუ­ლად, ჩა­მო­შო­რე­ბუ­ლი არი­ან სას­წავ­ლო პრო­ცესს.
ასე­თია დღეს რე­ა­ლუ­რი პრობ­ლე­მე­ბი, რომ­ლის წი­ნა­შეც ვდაგ­ვართ. სის­ტე­მა კი, მხო­ლოდ ძა­ლა­უფ­ლე­ბის გა­და­ნა­წი­ლე­ბის მო­რიგ ფარსს გვთა­ვა­ზობს.
ჩვენ შეგ­ვიძ­ლია კი­დევ ერ­თხელ ვუ­ყუ­როთ ამ სა­ნა­ხა­ო­ბას ან ერ­თ­მა­ნეთს ვუთხ­რათ, რომ მოგ­ვ­ბეზ­რ­და ეს უნი­ჭო­ბა და ვთქვათ, რომ უნი­ვერ­სი­ტე­ტი ეკუთ­ვ­ნის ლექ­ტო­რებს და სტუ­დენ­ტებს“
(ცოტ­ნე ცხვე­დი­ა­ნი, „ავტო­ნო­მია და იზო­ლა­ცია“).

მოამზადა ლა­ლი ჯე­ლა­ძემ

25-28(942)N