გამოდის 1998 წლიდან
2016-09-29
ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის გა­მოწ­ვე­ვე­ბი — რო­გორ გავ­ზარ­დოთ ჩარ­თუ­ლო­ბა და გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხი

ლალი ჯელაძე

სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­რო­სა და ბრი­ტა­ნე­თის საბ­ჭოს (British Council) ორ­გა­ნი­ზე­ბით, ინ­კ­ლუ­ზი­ურ გა­ნათ­ლე­ბა­ზე კონ­ფე­რენ­ცია გა­ი­მარ­თა. კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­რომ მიმ­დი­ნა­რე საქ­მი­ა­ნო­ბის შე­სა­ხებ ან­გა­რი­ში წარ­მო­ად­გი­ნა, სა­დაც კი­დევ ერ­თხელ გა­ეს­ვა ხა­ზი, ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის პო­ლი­ტი­კის პრაქ­ტი­კა­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­სა და სკო­ლებ­ში ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი კულ­ტუ­რის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბას.
შეზღუ­დუ­ლი შეს­აძ­ლებ­ლო­ბე­ბის მქო­ნე ბავ­შ­ვე­ბი, სამ­წუ­ხა­როდ, მთელ მსოფ­ლი­ო­ში, დღემ­დე ჯერ კი­დევ რის­კის ქვეშ მყოფ ჯგუფს წარ­მო­ად­გე­ნენ, ისი­ნი შე­იძ­ლე­ბა გა­რიყ­ვის მსხვერ­პ­ლ­ნი გახ­დ­ნენ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო თუ სხვა სის­ტე­მე­ბი­დან. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ქვეყ­ნე­ბი მა­ინც გან­ს­ხ­ვავ­დე­ბი­ან ერ­თ­მა­ნე­თის­გან იმით, თუ რო­გორ ებ­რ­ძ­ვი­ან პრობ­ლე­მას. რო­გო­რია ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის პო­ლი­ტი­კა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, ამის შე­სა­ხებ ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის სამ­მარ­თ­ვე­ლოს უფ­როს­მა ეკა­ტე­რი­ნე დგე­ბუ­ა­ძემ ვრცე­ლი პრე­ზენ­ტა­ცია გა­ა­კე­თა და ისა­უბ­რა კონ­ფე­რენ­ცი­ის მიზ­ნებ­ზე: „კონ­ფე­რენ­ცი­ის მი­ზა­ნია ვი­სა­უბ­როთ გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით არ­სე­ბულ გა­მოწ­ვე­ვებ­ზე, საქ­მი­ა­ნო­ბა­სა და პრო­ექ­ტებ­ზე, რო­მელ­საც გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­რო ახორ­ცი­ე­ლებს. ჩვე­ნი მი­ზა­ნია, რომ სკო­ლის დი­რექ­ტო­რებ­მა და გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის მიმ­ღებ­მა პი­რებ­მა გა­ი­ზი­ა­რონ ის პო­ლი­ტი­კა, რო­მელ­საც გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით ახორ­ცი­ე­ლებს. ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია იმ ნა­ბი­ჯე­ბი­სა და აქ­ტი­ვო­ბე­ბის სწო­რად და­გეგ­მ­ვა, რაც ხელს შე­უწყობს სას­წავ­ლო პრო­ცე­სის უკეთ წარ­მარ­თ­ვას. დღეს­დღე­ო­ბით გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა ავი­თა­რებს სხვა­დას­ხ­ვა რე­სურ­სებს, პროგ­რა­მებს, სატ­რე­ნინ­გო მო­დუ­ლებს, რო­მელ­შიც მა­სი­უ­რად არ არი­ან ჩარ­თუ­ლი სკო­ლე­ბი, მას­წავ­ლებ­ლე­ბი. ჩვე­ნი მი­ზა­ნია, დღე­ვან­დე­ლი კონ­ფე­რენ­ცი­ით ინ­ფორ­მა­ცია მი­ვა­წო­დოთ რო­გორც სკო­ლის ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ას, ისე სა­ერ­თა­შო­რი­სო და არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს, რომ სა­მო­მავ­ლოდ კი­დევ უფ­რო აქ­ტი­უ­რად დავ­გეგ­მოთ პრო­ცე­სე­ბი, სხვა­დას­ხ­ვა პრო­ექ­ტე­ბი და ვი­სა­უბ­როთ გა­მოწ­ვე­ვებ­ზე, რომ­ლე­ბიც რო­გორც პო­ლი­ტი­კის, ისე სკო­ლის დო­ნე­ზე არ­სე­ბობს სის­ტე­მა­ში.“
კონ­ფე­რენ­ცია გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის მი­ნის­ტ­რ­მა ალექ­სან­დ­რე ჯე­ჯე­ლა­ვამ გახ­ს­ნა და აღ­ნიშ­ნა, რომ ეს თე­მა მის­თ­ვის არა­ერ­თ­გ­ვა­რო­ვან ემო­ცი­ებ­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი: „ერ­თი მხრივ, მი­ხა­რია და ვა­მა­ყობ იმით, რაც ჩვენ და თქვენ შევ­ძე­ლით გაგ­ვე­კე­თე­ბი­ნა. მხო­ლოდ ის ფაქ­ტი, რომ ათა­სო­ბით ახალ­გაზ­რ­და შე­უ­ერ­თ­და სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სის­ტე­მას სხვა­დას­ხ­ვა ნა­წილ­ში — ზო­გად გა­ნათ­ლე­ბა­ში, უმაღ­ლეს­სა თუ პრო­ფე­სი­ულ­ში — უდა­ვოდ სა­სი­ხა­რუ­ლო და სა­ა­მა­ყოა. ერ­თი ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბა რომ შევ­ც­ვა­ლოთ უკე­თე­სო­ბის­კენ, ისიც კი ღირს ყვე­ლა და­ნა­ხარ­ჯად და შრო­მად, რა­საც ჩვენ გავ­წევთ, მით უფ­რო, რო­ცა ათა­სო­ბით ადა­მი­ან­ზეა სა­უ­ბა­რი. მე­ო­რე მხრივ, ხში­რად ვსა­უბ­რობთ ამ თე­მა­ზე და ძა­ლი­ან გულ­და­საწყ­ვე­ტია, რომ შეზღუ­დუ­ლია ჩვე­ნი რე­სურ­სე­ბი და შორს ვართ იმის­გან, რა­საც უნ­და ვა­კე­თებ­დეთ ჩვე­ნი თა­ნა­მე­მა­მუ­ლე­ე­ბის — სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­ჭი­რო­ე­ბის მქო­ნე ადა­მი­ა­ნე­ბის­თ­ვის. ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით მრა­ვა­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მოგ­ვი­წევს სე­რი­ო­ზუ­ლი მუ­შა­ო­ბა. თუმ­ცა, მო­ხა­რუ­ლი ვარ, რომ სამ­თავ­რო­ბო გუნ­დის­თ­ვის, მათ შო­რის გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს­თ­ვის, ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბა გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის გან­ვი­თა­რე­ბის ერთ-ერ­თი მი­მარ­თუ­ლე­ბა არ არის. რო­გორ გან­ვა­ვი­თა­რებთ ინ­კ­ლუ­ზი­ურ გა­ნათ­ლე­ბას და რო­გორ შევ­ძ­ლებთ სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სა­ჭი­რო­ე­ბის მქო­ნე მოს­წავ­ლე­ე­ბის ინ­ტეგ­რა­ცი­ას ჩვენს სის­ტე­მა­ში ეს ჩვე­ნი ღირ­სე­ბის სა­კითხია, რო­გორც ერის და რო­გორც ხალ­ხის. გვექ­ნე­ბა თუ არა მარ­თ­ლაც ევ­რო­პუ­ლი დე­მოკ­რა­ტია და შეგ­ვეძ­ლე­ბა თუ არა, თავს ვუ­წო­დოთ ცი­ვი­ლი­ზე­ბუ­ლი, ეს ბევ­რა­დაა და­მო­კი­დე­ბუ­ლი ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბი­სად­მი ჩვენს მიდ­გო­მა­ზე. ამი­ტომ,  ვფიქ­რობ, რომ, ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის მხარ­და­ჭე­რა, მათ შო­რის მა­ტე­რი­ა­ლუ­რიც, იქ­ნე­ბა კარ­გი გა­გე­ბით არაპ­რო­პორ­ცი­უ­ლი ჩვე­ნი სა­ერ­თო გან­ვი­თა­რე­ბი­სა. დი­დი იმე­დი მაქვს, რომ ჩე­მი ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბის პე­რი­ოდ­ში თქვენ და­ი­ნა­ხავთ სა­კითხის პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლო­ბას კონ­კ­რე­ტუ­ლად საქ­მე­ში.
კი­დევ ერ­თი სა­კითხი, რა­ზეც მინ­და ყუ­რადღე­ბა გა­ვა­მახ­ვი­ლო და რა­ზეც ვსა­უბ­რობ სკო­ლებ­თან თუ მთავ­რო­ბის წევ­რებ­თან, ის არის, რომ ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის თე­მა არ ეხე­ბა მხო­ლოდ სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­ჭი­რო­ე­ბის მქო­ნე მოს­წავ­ლე­ებს. ყვე­ლა მოს­წავ­ლე სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, ვი­საც ეყო­ლე­ბა სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­ჭი­რო­ე­ბის მქო­ნე კლა­სე­ლი ან ჯგუ­ფე­ლი, მერ­წ­მუ­ნეთ, უბ­რა­ლოდ, უკე­თე­სი ადა­მი­ა­ნი, სრულ­ფა­სო­ვა­ნი მო­ქა­ლა­ქე და სა­ზო­გა­დო­ე­ბის სრულ­ფა­სო­ვა­ნი წევ­რი იქ­ნე­ბა. რო­დე­საც ციფ­რებ­ზე სა­უბ­რო­ბენ, ხან­და­ხან ხაზს უს­ვა­მენ, რომ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით სა­უ­ბა­რია ადა­მი­ა­ნე­ბის შეზღუ­დულ რა­ო­დე­ნო­ბა­ზე. ეს ასე არ არის. მთე­ლი სა­ქარ­თ­ვე­ლო, ყვე­ლა ახალ­გაზ­რ­და (და არა მხო­ლოდ ახალ­გაზ­რ­და) მო­ი­გებს იმით, რა­საც ჩვენ ვა­კე­თებთ ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით. ამი­ტომ ეს მი­მარ­თუ­ლე­ბა უნ­და გან­ვა­ვი­თა­როთ. გა­სა­გე­ბია, რომ ჩვე­ნი რე­სურ­სი — მა­ტე­რი­ა­ლუ­რი, ადა­მი­ა­ნუ­რი თუ ცოდ­ნის — შეზღუ­დუ­ლია, რომ სკო­ლე­ბი, პრო­ფე­სი­უ­ლი და უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლებ­ლე­ბი არ არი­ან და­ხე­ლოვ­ნე­ბუ­ლი ამ სა­კითხებ­ში და ბევ­რი რამ სრულ­ფა­სოვ­ნად ვერ კეთ­დე­ბა (ეს ყო­ველ­თ­ვის ასეა, რო­ცა რა­ღა­ცას ვიწყებთ), მაგ­რამ მა­ინც მინ­და იმე­დი გა­მოვ­თ­ქ­ვა, რომ ჩვე­ნი მე­გობ­რე­ბის დახ­მა­რე­ბით, სულ რამ­დე­ნი­მე წე­ლი­წად­ში, შევ­ძ­ლებთ იმის თქმას, რომ შორს წა­ვე­დით იმას­თან შე­და­რე­ბით, სა­დაც დღეს ვართ. დი­დი მად­ლო­ბა მინ­და ვუთხ­რა ყვე­ლას, ვინც ჩარ­თუ­ლია ამ პრო­ცეს­ში — არა­სამ­თავ­რო­ბო სექ­ტო­რი­დან, სას­წავ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის, მთავ­რო­ბის თუ უცხო­ე­ლი პარ­ტ­ნი­ო­რე­ბის მხრი­დან და კი­დევ ერ­თხელ გა­ვი­მე­ო­რო, რომ ამ კონ­ფე­რენ­ცი­ის შე­დე­გი ერ­თი ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბის შეც­ვ­ლა რომ იყოს, ესეც ღირს ყვე­ლა და­ნა­ხარ­ჯად და შრო­მად, რო­მელ­საც ჩვენ გავ­წევთ. მინ­და დავ­პირ­დე სა­ზო­გა­დო­ე­ბას, რომ ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებთ იმის­თ­ვის, რომ შშმ ბავ­შ­ვებს სრულ­ფა­სო­ვა­ნი გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა ჰქონ­დეთ — ეს არ არის ად­ვი­ლი, მაგ­რამ აუცი­ლებ­ლად შევ­ძ­ლებთ“.
კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე ით­ქ­ვა ისიც, რომ ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის პო­ლი­ტი­კა­ზე სა­უ­ბა­რი უკ­ვე პროგ­რე­სის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია. „რო­ცა იწყე­ბო­და ეს მი­მარ­თუ­ლე­ბა, სა­უ­ბა­რი იყო ცალ­კე­ულ შემ­თხ­ვე­ვებ­ზე, დღეს სის­ტე­მა ემ­ზა­დე­ბა გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის. ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის პო­ლი­ტი­კა ნამ­დ­ვი­ლად სა­ჭი­რო­ებს გან­ვი­თა­რე­ბას  — აღ­ნიშ­ნა მი­ნის­ტ­რის მო­ად­გი­ლემ, ლია გი­გა­ურ­მა. — მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი პროგ­რე­სი გვაქვს, მაგ­რამ ეს არ არის ის ნიშ­ნუ­ლი, სა­ით­კე­ნაც მი­ვის­წ­რა­ფით. გა­სა­კე­თე­ბე­ლი მარ­თ­ლაც ბევ­რია — ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი კულ­ტუ­რა, ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი სას­კო­ლო გა­რე­მო. სას­კო­ლო სა­ზო­გა­დო­ე­ბის მზა­ო­ბა სრულ­ფა­სო­ვა­ნი ინ­კ­ლუ­ზი­ი­სათ­ვის, რა თქმა უნ­და, არ მი­იღ­წე­ვა ერთ დღე­ში და არც ერთ წე­ლი­წად­ში. მას სა­ზო­გა­დო­ე­ბის მომ­ზა­დე­ბა სჭირ­დე­ბა. თუ ად­რე ვსა­უბ­რობ­დით იმა­ზე, რომ მოს­წავ­ლე­ე­ბი შეგ­ვეყ­ვა­ნა სკო­ლებ­ში, ახ­ლა ვსა­უბ­რობთ იმა­ზე, რო­გორ გახ­დეს სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სა­ჭი­რო­ე­ბის მქო­ნე მოს­წავ­ლე­ე­ბი­სათ­ვის და შეზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის პი­რე­ბის­თ­ვის სკო­ლა გან­ვი­თა­რე­ბის სა­უ­კე­თე­სო ად­გი­ლი, რო­გორ გავ­ზარ­დოთ გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხი, რო­გორ შევ­ძ­ლოთ, რომ ჩარ­თუ­ლო­ბა შე­დე­გე­ბის ადეკ­ვა­ტუ­რი იყოს და არა ფორ­მა­ლუ­რი; რომ სსსმ და შშმ მოს­წავ­ლე­ე­ბი იყ­ვ­ნენ სა­ზო­გა­დო­ე­ბის სრულ­ფა­სო­ვა­ნი წევ­რე­ბი, ყო­ველ­გ­ვა­რი დის­კ­რი­მი­ნა­ცი­ი­სა თუ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი პო­ზი­ტი­უ­რი მიდ­გო­მე­ბის (რაც პო­ზი­ტი­ურ დის­კ­რი­მი­ნა­ცი­ად აღიქ­მე­ბა) გა­რე­შე, არა­მედ იყ­ვ­ნენ თა­ნა­ბარ­ნი ყვე­ლა მოს­წავ­ლეს­თან და ჰქონ­დეთ სა­კუ­თა­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის რე­ა­ლი­ზე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა, გა­ნურ­ჩევ­ლად მა­თი სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი­სა და შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის სპექ­ტ­რი­სა. ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ძა­ლი­ან დი­დი სა­მუ­შა­ო­ე­ბი გა­ტარ­და. მე აქ ვხე­დავ სკო­ლის დი­რექ­ტო­რებს, სა­დაც დი­დი ხა­ნია, მიმ­დი­ნა­რე­ობს პრო­ექ­ტი. ასე­ვე — იმ დი­რექ­ტო­რებ­საც, სა­დაც სულ ახ­ლა­ხან და­იწყო პრო­ექ­ტი. კარ­გად ვი­ცი, რა პრობ­ლე­მებს ვაწყ­დე­ბით თი­თო­ე­ულ მოს­წავ­ლეს­თან მუ­შა­ო­ბა­ში, რაც იმის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია, რომ ბევ­რი რამ გვაქვს გა­სა­კე­თე­ბე­ლი. თი­თო­ე­ულ მას­წავ­ლე­ბელს, დი­რექ­ტორს, მოს­წავ­ლეს და ყვე­ლა მოს­წავ­ლის მშო­ბელს, არის თუ არა მი­სი შვი­ლი სსს მქო­ნე, სჭირ­დე­ბა ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბა. ყვე­ლამ ერ­თად უნ­და ვის­წავ­ლოთ, რო­გორ გავ­ხ­დეთ უფ­რო მიმ­ღე­ბე­ბი და ჩარ­თუ­ლე­ბი, რად­გან ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბა გა­და­დის ცნო­ბი­ე­რე­ბის ახალ ეტაპ­ზე, რო­მელ­საც ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი ცნო­ბი­ე­რე­ბა ჰქვია.“
ბრი­ტა­ნე­თის საბ­ჭოს დი­რექ­ტორ­მა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ზა­ზა ფურ­ცე­ლა­ძემ ხა­ზი გა­უს­ვა სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს და ბრი­ტა­ნე­თის საბ­ჭოს მრა­ვალ­წ­ლი­ან წარ­მა­ტე­ბულ თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბას. თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა სხვა­დას­ხ­ვა მი­მარ­თუ­ლე­ბით ვი­თარ­დე­ბო­და. ბო­ლო წლებ­ში შე­ე­ხო ისეთ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან თე­მებს, რო­გო­რი­ცაა: მას­წავ­ლე­ბელ­თა უწყ­ვე­ტი პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის სქე­მის შე­მუ­შა­ვე­ბა და ტრე­ნერ­თა და მას­წავ­ლე­ბელ­თა გა­დამ­ზა­დე­ბა, ელექ­ტ­რო­ნუ­ლი რე­სურ­სე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცეს­ში, გა­ნათ­ლე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო ფო­რუმ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა და სხვ. „მი­ხა­რია, რომ წარ­მა­ტე­ბუ­ლი თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის ტრა­დი­ცია გრძელ­დე­ბა და მიმ­დი­ნა­რე წელს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რადღე­ბა ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის თე­მას ეხე­ბა. ჩვენ, რო­გორც კულ­ტუ­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის მხარ­დამ­ჭე­რი ორ­გა­ნი­ზა­ცია, სრუ­ლად ვი­ზი­ა­რებთ  თა­ნა­ბა­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის, ინ­კ­ლუ­ზი­უ­რო­ბის და მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბის პრინ­ცი­პებს. უფ­რო  მე­ტიც, ეს პრინ­ცი­პე­ბი მთე­ლი ჩვე­ნი საქ­მი­ა­ნო­ბის ქვა­კუთხედს წარ­მო­ად­გენს. ამი­ტომ, ვფიქ­რობ, კონ­ფე­რენ­ცი­ას ჩვენ­თ­ვის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა და დატ­ვირ­თ­ვა აქვს.“ — აღ­ნიშ­ნა ზა­ზა ფურ­ცე­ლა­ძემ.
გა­ე­როს ბავ­შ­ვ­თა ფონ­დის კონ­სულ­ტან­ტი შეზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის სა­კითხებ­ში მა­გუ­ლი შა­ღაშ­ვი­ლი მი­იჩ­ნევს, რომ ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის და­ნერ­გ­ვის მი­მარ­თუ­ლე­ბით კარ­გი ნა­ბი­ჯე­ბი ნამ­დ­ვი­ლად გა­დად­გ­მუ­ლია, მაგ­რამ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია დად­გინ­დეს გა­ნათ­ლე­ბის მიღ­მა დარ­ჩე­ნი­ლი ბავ­შ­ვე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა. სამ­წუ­ხა­როდ, დღეს­დღე­ო­ბით, ასე­თი სტა­ტის­ტი­კა არ არ­სე­ბობს, არ ვი­ცით ჯერ კი­დევ რამ­დე­ნი შეზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბის მქო­ნე ბავ­შ­ვია ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის მიღ­მა. მი­სი აზ­რით, სწო­რედ ეს სის­ტე­მა უნ­და გა­აძ­ლი­ე­როს სა­ხელ­მ­წი­ფომ, უნ­და მო­ი­ძი­ოს ასე­თი ბავ­შ­ვე­ბი და ჩარ­თოს სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სის­ტე­მა­ში. მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია პრობ­ლე­მის მოგ­ვა­რე­ბა, რომ­ლის წი­ნა­შეც დგა­ნან სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში მშობ­ლე­ბი — ტრან­ს­პორ­ტის და სას­კო­ლო გა­რე­მოს ადაპ­ტი­რე­ბა. სკო­ლა უნ­და იყოს ხელ­მი­საწ­ვ­დო­მი არა მხო­ლოდ ეტ­ლით მო­სარ­გებ­ლე, არა­მედ სენ­სო­რუ­ლი დარ­ღ­ვე­ვე­ბის მქო­ნე ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვი­საც. ქალ­ბა­ტო­ნი მა­გუ­ლი მი­იჩ­ნევს, ისე უნ­და წა­ა­ხა­ლი­სოს სა­ხელ­მ­წი­ფომ ოჯა­ხე­ბი, რომ თვი­თონ და­უ­კავ­შირ­დ­ნენ მულ­ტი­დის­ციპ­ლი­ნურ გუნ­დებს, ბავ­შ­ვის ჩარ­თ­ვის მოთხოვ­ნით, ხო­ლო გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე ფი­ზი­კუ­რი თუ გო­ნებ­რი­ვი დარ­ღ­ვე­ვე­ბის მქო­ნე მოს­წავ­ლე­ებს გა­ნათ­ლე­ბის სახ­ლ­ში მი­წო­დე­ბის სერ­ვი­სი უნ­და შეს­თა­ვა­ზოს, თუმ­ცა, ვი­საც შე­უძ­ლია სკო­ლა­ში სი­ა­რუ­ლი, გა­ნათ­ლე­ბას აუცი­ლებ­ლად სკო­ლა­ში უნ­და იღებ­დეს.
„სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბა დი­დი ხა­ნია მიმ­დი­ნა­რე­ობს. ეს ერ­თ­გ­ვა­რი შე­მა­ჯა­მე­ბე­ლი კონ­ფე­რენ­ცია იმის­თ­ვი­საა გა­მიზ­ნუ­ლი, რომ და­ვი­ნა­ხოთ დღე­ვან­დე­ლი ვი­თა­რე­ბა, რა სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი იკ­ვე­თე­ბა. გა­ე­როს შეზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მქო­ნე პირ­თა კონ­ვენ­ცი­ა­ში (24-ე მუხ­ლი) ხაზ­გას­მუ­ლია, რომ ყვე­ლა ბავშვს, მათ შო­რის შეზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მქო­ნეს, უფ­ლე­ბა აქვს გა­ნათ­ლე­ბა ჩვე­უ­ლებ­რივ სა­ჯა­რო სკო­ლა­ში მი­ი­ღოს. ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, მო­ვის­მი­ნოთ, დღეს რა კეთ­დე­ბა იმის­თ­ვის, რომ ბავ­შ­ვებს ჰქონ­დეთ ხელ­მი­საწ­ვ­დო­მო­ბა გა­ნათ­ლე­ბა­ზე, იქ­ნე­ბა ეს ფი­ზი­კუ­რი გა­რე­მოს მოწყო­ბა თუ სპე­ცი­ა­ლი­ზე­ბუ­ლი პროგ­რა­მე­ბის შე­ტა­ნა, რომ რაც შე­იძ­ლე­ბა მეტ­მა ბავ­შ­ვ­მა მი­ი­ღოს გა­ნათ­ლე­ბა, რად­გან გა­ნათ­ლე­ბის გა­რე­შე ძა­ლი­ან ძნე­ლია ვი­სა­უბ­როთ შემ­დ­გომ­ში უკ­ვე შშმ ახალ­გაზ­რ­დე­ბის და­საქ­მე­ბა­სა და სო­ცი­ა­ლურ ინ­კ­ლუ­ზი­ა­ზე.“ — აღ­ნიშ­ნა მა­გუ­ლი შა­ღაშ­ვილ­მა.
კონ­ფე­რენ­ცი­ას დი­დი ბრი­ტა­ნე­თის ელ­ჩი სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ჯას­ტინ მა­კენზ სმი­ტი ეს­წ­რე­ბო­და. ელ­ჩ­მა ქარ­თულ-ბრი­ტა­ნულ ურ­თი­ერ­თო­ბებს თბი­ლი, სა­სურ­ვე­ლი და მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი უწო­და, ხო­ლო ბრი­ტა­ნეთ­სა და სა­ქარ­თ­ვე­ლოს შო­რის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო კავ­ში­რებს — ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი.
კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნი­ხი­ლეს სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სა­ჭი­რო­ე­ბის მქო­ნე მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს მი­ერ და­ნერ­გი­ლი სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სერ­ვი­სე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბა და სას­წავ­ლო გეგ­მე­ბის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა, სკო­ლის მიღ­მა დარ­ჩე­ნი­ლი მოს­წავ­ლე­ე­ბის, ასე­ვე სკო­ლის მიღ­მა დარ­ჩე­ნის მა­ღა­ლი რის­კის ქვეშ მყოფ მოს­წავ­ლე­თა მი­მართ პრე­ვენ­ცი­ის მე­ქა­ნიზ­მის გან­ვი­თა­რე­ბის სა­კითხი. ბრი­ტა­ნე­თის საბ­ჭოს მხარ­და­ჭე­რით, კონ­ფე­რენ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებ­მა მო­ის­მი­ნეს ბრი­ტა­ნე­ლი კონ­სულ­ტან­ტის დე­ვიდ ქრებ­თ­რის ლექ­ცი­ე­ბი თე­მებ­ზე: „დი­დი ბრი­ტა­ნე­თის პო­ლი­ტი­კა და პრაქ­ტი­კა“, „ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო გეგ­მე­ბი“ და „10 მიდ­გო­მა ინ­კ­ლუ­ზი­ი­სად­მი“.
ერთ-ერ­თი პრე­ზენ­ტა­ცია მან დი­დი ბრი­ტა­ნე­თის გა­მოც­დი­ლე­ბას მი­უძღ­ვ­ნა და კონ­ფე­რენ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებს გა­აც­ნო, რო­გორ მი­ვი­და ქვე­ყა­ნა პო­ლი­ტი­კი­დან პრაქ­ტი­კამ­დე. ბრი­ტა­ნუ­ლი პოლი­ტი­კა და პრაქ­ტი­კა გა­მოც­დი­ლე­ბას, კა­ნონ­მ­დებ­ლო­ბა­სა და მო­ნა­ცე­მებს ეყ­რ­დ­ნო­ბა — „უთა­ნას­წო­რო­ბა ხში­რად ორ­გა­ნი­ზა­ცი­უ­ლი კულ­ტუ­რის ნა­წი­ლია და, ხშირ შემ­თხ­ვე­ვა­ში, ტრა­დი­ცი­უ­ლი მე­თო­დე­ბის კრი­ტი­კის გა­რე­შე მი­ღე­ბის მი­ზე­ზი. ასე­თი უსა­მარ­თ­ლო­ბის აღ­მოფხ­ვ­რის­თ­ვის სა­ჭი­როა ამ უთა­ნას­წო­რო­ბის არ­სე­ბო­ბის აღი­ა­რე­ბა და შე­სა­ბა­მი­სი ქმე­დე­ბა, რა­თა ის სა­ზო­გა­დო­ე­ბის, კულ­ტუ­რი­სა და ეთ­ნო­სის ფარ­თოდ გავ­რ­ცე­ლე­ბულ ნა­წი­ლად არ დარ­ჩეს“. გვაქვს თუ არა სურ­ვი­ლი, ყვე­ლა მოს­წავ­ლეს ჰქონ­დეს კარ­გი მოს­წ­რე­ბა? უზ­რუნ­ველ­ვ­ყოფთ თუ არა ყვე­ლა მოს­წავ­ლის­თ­ვის, თუნ­დაც სა­შუ­ა­ლო დო­ნე­ზე, სწავ­ლე­ბას? არის თუ არა ჩვე­ნი სწავ­ლე­ბა და­ფუძ­ნე­ბუ­ლი მოს­წავ­ლე­ე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის ანა­ლიზ­ზე და მა­თი წინ­ს­ვ­ლის მო­ნი­ტო­რინ­გ­ზე, მა­თი­ვე შე­საძ­ლებ­ლო­ბებ­თან და შე­დე­გებ­თან მი­მარ­თე­ბა­ში? ვა­ფა­სებთ თუ არა სწავ­ლე­ბის ეფექ­ტუ­რო­ბას, რა­თა და­ვაკ­მა­ყო­ფი­ლოთ მოს­წავ­ლე­თა მრა­ვალ­მ­ხ­რი­ვი სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი? ზრუ­ნავს თუ არა ჩვე­ნი სკო­ლის მმარ­თ­ვე­ლი გუნ­დი სა­უ­კე­თე­სო სწავ­ლე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა­ზე, რა­თა და­ვაკ­მა­ყო­ფი­ლოთ მოს­წავ­ლე­თა მრა­ვალ­მ­ხ­რი­ვი სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი? ვა­ხორ­ცი­ე­ლებთ თუ არა სწავ­ლე­ბა­ში დრო­ულ ცვლი­ლე­ბებს იქ, სა­დაც შე­ფა­სე­ბა გვიჩ­ვე­ნებს ამის სა­ჭი­რო­ე­ბას? — ეს კითხ­ვე­ბია, რომ­ლე­ბიც, დე­ვიდ ქრებ­თ­რის რჩე­ვით, ყვე­ლა სკო­ლა­ში უნ­და და­ის­ვას.
ბრი­ტა­ნე­ლი კონ­სულ­ტან­ტის მოხ­სე­ნე­ბა „ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი სა­გან­მან­თ­ლებ­ლო გეგ­მე­ბი“ დე­ტა­ლუ­რად აღ­წერს ინ­კ­ლუ­ზი­ურ და სპე­ცი­ა­ლურ სა­ჭი­რო­ე­ბებს, ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ სას­წავ­ლო გეგ­მებს და მა­თი გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­სათ­ვის სა­ჭი­რო ქმე­დე­ბებს. ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი სას­წავ­ლო გეგ­მა და­გეგ­მ­ვის, სწავ­ლე­ბი­სა და გა­და­სინ­ჯ­ვის ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტია, რო­მელ­საც უნ­და ეფუძ­ნე­ბო­დეს თი­თო­ე­უ­ლი მოს­წავ­ლი­სათ­ვის სა­თა­ნა­დო ზო­მე­ბის მი­ღე­ბის  პრო­ცე­სი და უნ­და მო­ი­ცავ­დეს მხო­ლოდ იმ და­მა­ტე­ბით და გან­ს­ხ­ვა­ვე­ბულ პუნ­ქ­ტებს, რაც ყვე­ლა ბავ­შ­ვის­თ­ვის გან­კუთ­ვ­ნილ დი­ფე­რენ­ცი­რე­ბულ სას­წავ­ლო გეგ­მა­ში ასა­ხუ­ლი არ არის.
ათი მიდ­გო­მა ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი პრაქ­ტი­კი­სად­მი დე­ვიდ ქრებ­თ­რის მი­ხედ­ვით: აღ­კ­ვე­თეთ ხმა­უ­რი; აღ­ნიშ­ნეთ მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა; აწარ­მო­ეთ სწავ­ლე­ბის შე­ფა­სე­ბე­ბი; უზ­რუნ­ველ­ყა­ვით სა­თა­ნა­დო სივ­რ­ცე; გა­მო­ი­ყე­ნეთ მულ­ტი­სენ­სო­რუ­ლი და მულ­ტი­მო­და­ლუ­რი მიდ­გო­მე­ბი; მკა­ფი­ოდ გან­საზღ­ვ­რეთ სას­წავ­ლო შე­დე­გე­ბი; და­იწყეთ იმას­თან კავ­ში­რით, რაც უკ­ვე ნაც­ნო­ბია; უზ­რუნ­ველ­ყა­ვით სა­ფე­ხუ­რებ­რი­ვი (Scaffold) სწავ­ლე­ბა; გა­ნას­ხ­ვა­ვეთ; წი­ნას­წარ და­გეგ­მეთ ხელ­მი­საწ­ვ­დო­მო­ბა.

25-28(942)N