გამოდის 1998 წლიდან
2016-09-29
სა­ხეც­ვ­ლი­ლი თვით­შე­ფა­სე­ბის კითხ­ვა­რი — 120 პუნ­ქ­ტი­დან 10 შე­ფა­სე­ბის სფე­რომ­დე

სულ მა­ლე მას­წავ­ლებ­ლებს გა­მარ­ტი­ვე­ბუ­ლი და სა­ხე­შეც­ვ­ლი­ლი თვით­შე­ფა­სე­ბის კითხ­ვა­რის შევ­სე­ბა მო­უ­წევთ. რა სა­ხის სტრუქ­ტუ­რუ­ლი და ში­ნა­არ­სობ­რი­ვი ცვლი­ლე­ბე­ბი გან­ხორ­ცი­ელ­და კითხ­ვარ­ში და რის სა­ფუძ­ველ­ზე მოხ­და მი­სი გა­მარ­ტი­ვე­ბა, ამის შე­სა­ხებ გვე­სა­უბ­რე­ბა უწყ­ვე­ტი პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბი­სა და კა­რი­ე­რუ­ლი წინ­ს­ვ­ლის პროგ­რა­მის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი ირი­ნა სამ­სო­ნია

— გა­სუ­ლი სას­წავ­ლო წე­ლი მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვის თვით­შე­ფა­სე­ბის კითხ­ვა­რის შევ­სე­ბით გა­მოწ­ვე­უ­ლი მღელ­ვა­რე­ბით და­იწყო, 120-პუნ­ქ­ტი­ა­ნი დო­კუ­მენ­ტის შევ­სე­ბამ პე­და­გო­გე­ბი და­აბ­ნია და პრო­ცე­სი საკ­მა­ოდ გა­ი­წე­ლა. რო­გორც ცნო­ბი­ლია, კითხ­ვარ­ში ცვლი­ლე­ბე­ბი გან­ხორ­ცი­ელ­და, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ თვით­შე­ფა­სე­ბის კომ­პო­ნენ­ტი წელ­საც რჩე­ბა, მაგ­რამ, პირ­ველ რიგ­ში, სა­ინ­ტე­რე­სოა, რის სა­ფუძ­ველ­ზე მოხ­და ცვლი­ლე­ბე­ბი?  
— თვით­შე­ფა­სე­ბის კომ­პო­ნენ­ტი ბუ­ნებ­რი­ვია რჩე­ბა, რად­გან პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის პრო­ცე­სი, ცხა­დია, თვით­შე­ფა­სე­ბის გა­რე­შე სრულ­ყო­ფი­ლი ვერ იქ­ნე­ბა.  თვით­რეფ­ლექ­სია არ­სე­ბი­თია იმის­თ­ვის, რომ ადა­მი­ან­მა სა­კუ­თარ პრო­ფე­სი­ულ გან­ვი­თა­რე­ბა­ზე იზ­რუ­ნოს.

შარ­შან, რო­დე­საც თვით­შე­ფა­სე­ბის კითხ­ვა­რი გა­მოქ­ვეყ­ნ­და და მას­წავ­ლებ­ლებ­მა ამა­ზე და­იწყეს მუ­შა­ო­ბა, იმ­თა­ვით­ვე იყო გან­ზ­რა­ხუ­ლი, რომ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი­ყო შე­სა­ბა­მი­სი კვლე­ვე­ბი, რო­მე­ლიც მთელ ამ პრო­ცეს­ში მის ძლი­ერ და სუსტ მხა­რე­ებს გა­მო­ავ­ლენ­და.  ჩა­ვა­ტა­რეთ კვლე­ვა თვით­შე­ფა­სე­ბის კითხ­ვა­რის ეფექ­ტი­ა­ნო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ­ლის შე­დე­გე­ბიც უკ­ვე გვქონ­და მარ­ტ­ში, ხო­ლო მა­ის­ში გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლეთ სრულ­მას­შ­ტა­ბი­ა­ნი კვლე­ვა — შე­ვა­ფა­სეთ მას­წავ­ლებ­ლის საქ­მი­ა­ნო­ბის დაწყე­ბის, პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და კა­რი­ე­რუ­ლი წინ­ს­ვ­ლის სქე­მის და­ნერ­გ­ვის სა­პი­ლო­ტე წლის შე­დე­გე­ბი მთლი­ა­ნო­ბა­ში. ეს იყო უფ­რო მსხვი­ლი და დი­დი კვლე­ვა, რო­მელ­შიც თვით­შე­ფა­სე­ბის კომ­პო­ნენ­ტიც იყო ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლი და კი­დევ ერ­თხელ გა­მო­ვიკ­ვ­ლი­ეთ თვით­შე­ფა­სე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი. სწო­რედ ამ ორი კვლე­ვის შე­დე­გე­ბის გა­ა­ნა­ლი­ზე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე გა­მო­იკ­ვე­თა რამ­დე­ნი­მე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი პრობ­ლე­მა: მას­წავ­ლებ­ლე­ბის უმე­ტე­სი ნა­წი­ლი უპირ­ვე­ლეს პრობ­ლე­მად კითხ­ვა­რის  მო­ცუ­ლო­ბას ასა­ხე­ლებ­და, დი­დი მო­ცუ­ლო­ბის კითხ­ვა­რის შევ­სე­ბას დი­დი დრო სჭირ­დე­ბა; მე­ო­რე პრობ­ლე­მად მას­წავ­ლებ­ლე­ბის ნა­წილ­მა კითხ­ვა­რის ენობ­რი­ვი სირ­თუ­ლე და­ა­სა­ხე­ლა, ამ­ბობ­დ­ნენ, რომ ჭარ­ბა­დაა გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი ტერ­მი­ნო­ლო­გია. ცო­ტა ზო­გა­დი გა­ნაცხა­დია „ენობ­რი­ვად რთუ­ლი“, მაგ­რამ რო­ცა ჩა­ვუღ­რ­მავ­დით და კონ­კ­რე­ტულ შე­ნიშ­ვ­ნებ­სა თუ მო­საზ­რე­ბებს გა­ვე­ცა­ნით, აღ­მოჩ­ნ­და, რომ უმე­ტე­სად სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ტერ­მი­ნო­ლო­გი­ის სი­ჭარ­ბე ქმნი­და სირ­თუ­ლეს, ში­ნა­არ­სობ­რი­ვი თვალ­საზ­რი­სით კი, ყვე­ლა­ზე ნაკ­ლე­ბი შე­ნიშ­ვ­ნა ჰქონ­დათ. თუმ­ცა, მე­სა­მე პრობ­ლე­მა სწო­რედ ში­ნა­ა­არსს და­უ­კავ­შირ­და, გა­მო­ით­ქ­ვა  მო­საზ­რე­ბა, რომ ზო­გი­ერ­თი პუნ­ქ­ტის ში­ნა­არ­სი ცო­ტა­თი ბუნ­დო­ვა­ნია, რად­გან პუნ­ქ­ტებს შო­რის გვხვდე­ბა ში­ნა­არ­სობ­რი­ვი გა­და­ფარ­ვა.  ასე­თი გა­და­ფარ­ვე­ბი მარ­თ­ლაც იყო რამ­დე­ნი­მე ად­გი­ლას და შე­ნიშ­ვ­ნაც სა­მარ­თ­ლი­ა­ნი იყო. მე­ოთხე პრობ­ლე­მა, რო­მე­ლიც კვლე­ვის შე­დე­გად გა­მო­იკ­ვე­თა, უნი­ფი­ცი­რე­ბულ რუბ­რი­კას უკავ­შირ­დე­ბო­და. მას­წავ­ლე­ბელს ერ­თი, ზო­გა­დი რუბ­რი­კის მეშ­ვე­ო­ბით უნ­და შე­ე­ფა­სე­ბი­ნა სა­კუ­თა­რი საქ­მი­ა­ნო­ბა 120 კომ­პო­ნენ­ტის მი­ხედ­ვით, რაც მარ­თ­ლაც არ იყო მო­სა­ხერ­ხე­ბე­ლი, არ იძ­ლე­ო­და სრულ­ფა­სოვ­ნად შე­ფა­სე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას.
მას­წავ­ლებ­ლებ­მა და­ა­სა­ხე­ლეს კი­დევ ერ­თი მათ­თ­ვის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი პრობ­ლე­მა —კითხ­ვა­რი არ ით­ვა­ლის­წი­ნებ­და ყვე­ლა საგ­ნის (მაგ., სპორ­ტის, მუ­სი­კის...) თა­ვი­სე­ბუ­რე­ბებს, ანუ ყვე­ლა საგ­ნის მას­წავ­ლე­ბელს თა­ნაბ­რად არ ჰქონ­და სა­კუ­თა­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის შე­ფა­სე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა, რად­გან საგ­ნის სპე­ცი­ფი­კა არ იყო გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი. ცხა­დია, ამ პრობ­ლე­მამ გან­სა­კუთ­რე­ბით იჩი­ნა თა­ვი იმ ნა­წილ­ში, სა­დაც სა­უ­ბა­რია სხვა­დას­ხ­ვა დო­ნის სა­აზ­როვ­ნო უნა­რის გან­მა­ვი­თა­რე­ბე­ლი სტრა­ტე­გი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა­ზე სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ამ საგ­ნე­ბის მას­წავ­ლებ­ლებს შე­ეძ­ლოთ მო­ე­ნიშ­ნათ შე­სა­ბა­მი­სი გრა­ფა და და­ე­სა­ბუ­თე­ბი­ნათ, თუ რა­ტომ არ შე­ე­სა­ბა­მე­ბო­და ესა თუ ის პუნ­ქ­ტი მათ პრაქ­ტი­კას, და ამის­თ­ვის მათ არა­ვინ მოს­თხოვ­და პა­სუხს, ეს მა­ინც აღიქ­ვეს პრობ­ლე­მად.  კი­დევ ერ­თი პრობ­ლე­მუ­რი სა­კითხი ღმოჩ­ნ­და თვით­რეფ­ლექ­სია. რო­გორც კვლე­ვამ აჩ­ვე­ნა, მას­წავ­ლებ­ლებს გა­უ­ჭირ­დათ თი­თო­ე­ულ ქვეს­ფე­რო­ზე 2-2 რეფ­ლექ­სი­ის და­წე­რა. თვით­რეფ­ლექ­სია ბუ­ნებ­რი­ვი, პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის თა­ნამ­დე­ვი პრო­ცე­სია, მაგ­რამ მი­სი ასე­თი სის­ტე­მუ­რი სა­ხით და­ნერ­გ­ვა  სას­კო­ლო სივ­რ­ცე­ში სი­ახ­ლე იყო, შე­სა­ბა­მი­სად, მას­წავ­ლებ­ლებ­მა ეს რთულ და შრო­მა­ტე­ვად საქ­მი­ა­ნო­ბად შე­ა­ფა­სეს და გა­მო­ხა­ტეს უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა.
ეს ის ძი­რი­თა­დი პრობ­ლე­მე­ბია, რომ­ლე­ბიც კვლე­ვის შე­დე­გად გა­მოვ­ლინ­და ხე­ლის­შემ­შ­ლელ ფაქ­ტო­რე­ბად იქ­ცა თვით­შე­ფა­სე­ბის პრო­ცეს­ში. ყო­ვე­ლი­ვე ამის სა­ფუძ­ველ­ზე, კითხ­ვარ­ში შე­ვი­ტა­ნეთ გარ­კ­ვე­უ­ლი სა­ხის ცვლი­ლე­ბე­ბი. 
— კონ­კ­რე­ტუ­ლად რა ცვლი­ლე­ბე­ბი გან­ხორ­ცი­ელ­და თვით­შე­ფა­სე­ბის კითხ­ვარ­ში და მი­ვი­ღეთ თუ არა ამის შე­დე­გად გა­მარ­ტი­ვე­ბუ­ლი კითხ­ვა­რი?
— უპირ­ვე­ლე­სად მინ­და გითხ­რათ, რომ თვით­შე­ფა­სე­ბის კითხ­ვა­რი უკ­ვე დამ­ტ­კიც­და და ამ­ჟა­მად მიმ­დი­ნა­რე­ობს მუ­შა­ო­ბა გა­ნათ­ლე­ბის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტ­რ­თან, მზად­დე­ბა თვით­შე­ფა­სე­ბის კითხ­ვა­რის  ელექ­ტ­რო­ნუ­ლი ვერ­სია, რომ­ლის ინ­ტერ­ფე­ი­სიც მთლი­ა­ნად იქ­ნე­ბა შეც­ვ­ლი­ლი.
პირ­ველ რიგ­ში, გა­მარ­ტივ­და სტრუქ­ტუ­რა — გა­უქ­მ­და ქვეს­ფე­რო­ე­ბი, ბლო­კე­ბი და პუნ­ქ­ტე­ბი.  დარ­ჩა მხო­ლოდ მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბი და შე­ფა­სე­ბის სფე­რო­ე­ბი.
კითხ­ვა­რი მო­ი­ცავს ოთხ მი­მარ­თუ­ლე­ბას: 1. სას­წავ­ლო გა­რე­მო; 2. სას­წავ­ლო პრო­ცე­სის და­გეგ­მ­ვა; 3. სწავ­ლე­ბა;  4. სწავ­ლე­ბის დროს შე­ფა­სე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა. თი­თო­ე­უ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბა მო­ი­ცავს შე­ფა­სე­ბის სფე­რო­ებს: 1-ლი  მი­მარ­თუ­ლე­ბა — 4-ს, მე-2 მი­მარ­თუ­ლე­ბა  —  2-ს, მე-3 მი­მარ­თუ­ლე­ბა  — 2-ს და მე-4 მი­მარ­თუ­ლე­ბა — 2-ს. ჯამ­ში 10 შე­ფა­სე­ბის სფე­როა. 
შემ­ცირ­და შე­სა­ფა­სე­ბე­ლი დე­ბუ­ლე­ბე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა. რის ხარ­ჯ­ზე? პუნ­ქ­ტე­ბი, რო­მე­ლიც ად­რინ­დე­ლი თვით­შე­ფა­სე­ბის კითხ­ვარ­ში გვქონ­და, თე­მა­ტუ­რად გამ­თ­ლი­ან­და და შე­ფა­სე­ბის სფე­რო­ში მო­ექ­ცა. შე­სა­ბა­მი­სად, მას­წავ­ლე­ბელს იმ შე­ფა­სე­ბის სფე­როს მი­ხედ­ვით უწევს სა­კუ­თა­რი თა­ვის შე­ფა­სე­ბა, რო­მე­ლიც აერ­თი­ა­ნებს ამ პუნ­ქ­ტებს. ასე­თი სულ 10 სფე­როა, ანუ მას­წავ­ლე­ბელს, სა­კუ­თა­რი საქ­მი­ა­ნო­ბის შე­ფა­სე­ბა, 120 პუნ­ქ­ტის  ნაც­ვ­ლად, მხო­ლოდ 10 „პუნ­ქ­ტით“ — შე­ფა­სე­ბის სფე­როს მი­ხედ­ვით — მო­უ­წევს.
რაც შე­ე­ხე­ბა პუნ­ქ­ტებს, ისი­ნი არ­სად არ წა­სუ­ლა. მათ უბ­რა­ლოდ შე­იც­ვა­ლეს ფუნ­ქ­ცია და  ე.წ. ინ­დი­კა­ტო­რე­ბად იქ­ც­ნენ. რო­დე­საც მას­წავ­ლე­ბე­ლი მუ­შა­ობს კონ­კ­რე­ტუ­ლი შე­ფა­სე­ბის სფე­რო­ზე, მას ეკ­რან­ზე გა­მო­უჩ­ნ­დე­ბა იმ ინ­დი­კა­ტო­რე­ბის ჩა­მო­ნათ­ვა­ლი, რომ­ლე­ბიც დამ­ხ­მა­რე როლს შე­ას­რუ­ლე­ბენ მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვის. ამ ჩა­მო­ნათ­ვა­ლის გაც­ნო­ბის შემ­დეგ ის უკეთ და­ი­ნა­ხავს, კონ­კ­რე­ტუ­ლად რას მო­ი­ცავს ესა თუ ის  სფე­რო, რა აქ­ტი­ვო­ბე­ბის და რა ტი­პის საქ­მი­ა­ნო­ბის შეს­რუ­ლე­ბას მო­ითხოვს მის­გან,  რო­გორ აისა­ხე­ბა ეს ყვე­ლა­ფე­რი მოს­წავ­ლე­ებ­ზე. ამ ჩა­მო­ნათ­ვალ­ში გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლია მას­წავ­ლებ­ლი­სა და მოს­წავ­ლის ქცე­ვა. ვფიქ­რობთ, ეს უფ­რო გა­უ­ად­ვი­ლებს მას­წავ­ლე­ბელს სა­კუ­თა­რი თა­ვის შე­ფა­სე­ბას,  უფ­რო კარ­გად და ნათ­ლად და­ა­ნა­ხებს სა­კუ­თარ სუსტ და ძლი­ერ მხა­რე­ებს. გარ­და ამი­სა, რა თქმა უნ­და, ეს ყვე­ლა­ფე­რი, შემ­დ­გომ თვით­რეფ­ლექ­სი­ის და­წე­რა­შიც და­ეხ­მა­რე­ბა. კი­დევ ერ­თხელ ვიტყ­ვი — 120 პუნ­ქ­ტის ნაც­ვ­ლად, მას­წავ­ლე­ბე­ლი 10 შე­ფა­სე­ბის სფე­როს მი­ხედ­ვით შე­ა­ფა­სებს სა­კუ­თარ საქ­მი­ა­ნო­ბას.
თვით­შე­ფა­სე­ბის კითხ­ვა­რი მთლი­ა­ნად გა­და­მუ­შავ­და და შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად და­იხ­ვე­წა ენობ­რი­ვა­დაც. ცხა­დია, ენობ­რივ დახ­ვე­წა­ში მხო­ლოდ სტი­ლის­ტუ­რი თუ კო­რექ­ტუ­რუ­ლი ხა­სი­ა­თის შეც­დო­მე­ბის გას­წო­რე­ბა არ იგუ­ლის­ხ­მე­ბა, მაქ­სი­მა­ლუ­რად ვე­ცა­დეთ, მოგ­ვეხ­ს­ნა ყვე­ლა­ნა­ი­რი ენობ­რი­ვი ბუნ­დო­ვა­ნე­ბა და გან­გ­ვეტ­ვირ­თა ტერ­მი­ნო­ლო­გი­ის­გან. თუმ­ცა, და­მე­თან­ხ­მე­ბით, რომ ზღვარს გა­დას­ვ­ლა აქ არ ღირს. მას­წავ­ლებ­ლე­ბი გა­ნათ­ლე­ბის სფე­როს ემ­სა­ხუ­რე­ბი­ან, ხო­ლო ამ სფე­რო­ში დამ­კ­ვიდ­რე­ბუ­ლია დარ­გობ­რი­ვი ტერ­მი­ნო­ლო­გია, რო­მე­ლიც ყვე­ლას­თ­ვის ნაც­ნო­ბი და გა­სა­გე­ბი უნ­და იყოს. შე­სა­ბა­მი­სად, მი­სი ცოდ­ნა, გარ­კ­ვე­ულ დო­ნე­ზე, მას­წავ­ლებ­ლებს მო­ეთხო­ვე­ბათ კი­დეც. შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად, ისე რომ პრო­ფე­სი­უ­ლი ჩარ­ჩო­ე­ბი­დან არ გავ­სუ­ლი­ყა­ვით, ვე­ცა­დეთ, მარ­ტი­ვი და გა­სა­გე­ბი ენით მიგ­ვე­წო­დე­ბი­ნა მას­წავ­ლებ­ლის­თ­ვის კითხ­ვა­რის ში­ნა­არ­სი.
და­იხ­ვე­წა შე­ფა­სე­ბის სქე­მაც. რო­გორც თავ­ში აღ­ვ­ნიშ­ნე, პრობ­ლე­მას ქმნი­და ის, რომ იყო ერ­თი, უნი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი, ოთხ­დო­ნი­ა­ნი რუბ­რი­კა. ახ­ლა კი ასე­თი ოთხ­დო­ნი­ა­ნი რუბ­რი­კა შე­იქ­მ­ნა თი­თო­ე­უ­ლი შე­ფა­სე­ბის სფე­როს­თ­ვის და გვაქვს, ერ­თის მა­გივ­რად, ათი რუბ­რი­კა, რომ­ლე­ბიც მორ­გე­ბუ­ლია კონ­კ­რე­ტუ­ლი შე­ფა­სე­ბის სფე­როს ში­ნა­არსს. ცხა­დია, ყვე­ლა ეს შე­ფა­სე­ბის რუბ­რი­კა ერ­თი პრინ­ცი­პი­თაა აგე­ბუ­ლი. მათ­ში ასა­ხუ­ლია რო­გორც რა­ო­დე­ნობ­რი­ვი (ინ­ტენ­სი­ვო­ბა/სიხ­ში­რე), ისე თვი­სებ­რი­ვი (ხა­რის­ხი/შე­დე­გი) მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი.
რაც შე­ე­ხე­ბა თვით­რეფ­ლექ­სი­ებს, მას­წავ­ლებ­ლე­ბის ინ­ტე­რე­სე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, შე­ვამ­ცი­რეთ და თი­თო­ე­უ­ლი შე­ფა­სე­ბის სფე­როს­თ­ვის დავ­ტო­ვეთ თი­თო რეფ­ლექ­სია, სა­დაც მას­წავ­ლებ­ლე­ბი აანა­ლი­ზე­ბენ სა­კუ­თარ სა­ჭი­რო­ე­ბებს და სა­ხა­ვენ მა­თი აღ­მოფხ­ვ­რის გზებს. რომ შე­ვა­ჯა­მოთ, გან­ს­ხ­ვა­ვე­ბა ის არის, რომ ცვლი­ლე­ბამ­დე მას­წავ­ლებ­ლებს, ჯამ­ში, თექ­ვ­ს­მე­ტი რეფ­ლექ­სი­ის წე­რა უხ­დე­ბო­და, ახ­ლა კი ეს რა­ო­დე­ნო­ბა ათამ­დე შემ­ცირ­და.  გარ­და ამი­სა,  მას­წავ­ლებ­ლებს ექ­ნე­ბათ სპე­ცი­ა­ლუ­რი ინ­ს­ტ­რუქ­ცია, რო­მელ­შიც სხვა რჩე­ვებ­თან ერ­თად მას­წავ­ლებ­ლებს შევ­თა­ვა­ზებთ კომ­პო­ნენ­ტე­ბი­სა და კითხ­ვე­ბის სა­რე­კო­მენ­და­ციო  ჩა­მო­ნათ­ვალს, რომლებიც მათ თვით­რეფ­ლექ­სი­ის სწო­რად აგე­ბა­ში და­ეხ­მა­რე­ბა.
 — რო­გორც აღ­ნიშ­ნეთ, მთლი­ა­ნად იც­ვ­ლე­ბა თვით­შე­ფა­სე­ბის კითხ­ვა­რის ინ­ტერ­ფე­ი­სი, რო­გო­რი იქ­ნე­ბა ის და რა ძი­რი­თა­დი მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბი აქვს?
— ინ­ტერ­ფე­ი­სი ძი­რე­უ­ლად შე­იც­ვა­ლა. საქ­მე ის არის, რომ მთე­ლი თვით­შე­ფა­სე­ბის კითხ­ვა­რი მო­თავ­ს­დე­ბა ერთ გვერ­დ­ზე. მარ­ტი­ვად გეტყ­ვით რას აკე­თებს მას­წავ­ლე­ბე­ლი: რო­ცა ის იწყებს კონ­კ­რე­ტულ შე­ფა­სე­ბის სფე­რო­ზე მუ­შა­ო­ბას, მას ეკ­რან­ზე გა­მო­უჩ­ნ­დე­ბა შე­სა­ბა­მი­სი ინ­დი­კა­ტო­რე­ბი, ხო­ლო იქ­ვე გან­თავ­სე­ბულ 4-დო­ნი­ან შკა­ლა­ზე შე­სა­ბა­მის გრა­ფას­თან (1, 2, 3...) კურ­სო­რის მი­ტა­ნი­სას მას შე­უძ­ლია გა­ეც­ნოს შე­სა­ბა­მი­სი დო­ნის აღ­წე­რას შე­ფა­სე­ბის კონ­კ­რე­ტულ სფე­როს­თან მი­მარ­თე­ბით. რო­ცა მას­წავ­ლე­ბე­ლი მი­ი­ღებს გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბას და მო­ნიშ­ნავს რო­მე­ლი­მე დო­ნის შე­სა­ბა­მის გრა­ფას, მან უნ­და და­წე­როს თვით­რეფ­ლექ­სია სპე­ცი­ა­ლუ­რად გა­მო­ყო­ფილ სივ­რ­ცე­ში. სიმ­ბო­ლო­თა რა­ო­დე­ნო­ბა არ არის შეზღუ­დუ­ლი.
— რო­დის და­იწყე­ბენ მას­წავ­ლებ­ლე­ბი თვით­შე­ფა­სე­ბის კითხ­ვა­რის შევ­სე­ბას, რჩე­ბი­ან თუ არა ფა­სი­ლი­ტა­ტო­რე­ბი მას­წავ­ლებ­ლის მთა­ვარ დამ­ხ­მა­რედ ამ პრო­ცეს­ში? 
— ჩვენ­გან და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი მი­ზე­ზე­ბის გა­მო, პრო­ცე­სი გა­ჭი­ა­ნურ­და და ცო­ტა მე­ტი დრო დას­ჭირ­და კითხ­ვა­რის დამ­ტ­კი­ცე­ბას, ვიდ­რე ვე­ლო­დე­ბო­დით. ახ­ლა კი ყვე­ლა­ფე­რი მზა­დაა, სა­ხეც­ვ­ლი­ლი კითხ­ვა­რი დამ­ტ­კი­ცე­ბუ­ლია მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის მი­ერ და პროგ­რა­მუ­ლად და­სა­მუ­შა­ვებ­ლად გა­და­ე­ცა გა­ნათ­ლე­ბის მარ­თ­ვის ელექ­ტ­რო­ნულ სის­ტე­მას. ამ­ჟა­მად მიმ­დი­ნა­რე­ობს მუ­შა­ო­ბა მის ელექ­ტ­რო­ნულ ვერ­სი­ა­ზე, რო­მე­ლიც გან­თავ­ს­დე­ბა eschool-ის სის­ტე­მა­ში. და­ახ­ლო­ე­ბით ორ კვი­რა­ში, მაქ­სი­მუმ, მას­წავ­ლებ­ლე­ბი უკ­ვე შეძ­ლე­ბენ კითხ­ვარ­ზე მუ­შა­ო­ბის დაწყე­ბას. შევ­სე­ბის ვა­დებს თა­ვად სკო­ლა გან­საზღ­ვ­რავს დი­რექ­ტო­რის ბრძა­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე.
რაც შე­ე­ხე­ბა ფა­სი­ლი­ტა­ტორს, ამ მხრი­ვ არა­ფე­რი შეც­ვ­ლი­ლა — ის კვლავ რჩე­ბა მას­წავ­ლებ­ლის დამ­ხ­მა­რედ მთელ ამ პრო­ცეს­ში. სა­ვა­რა­უ­დოდ, კვი­რის ბო­ლო­დან ცენ­ტ­რის ტრე­ნერ-კონ­სულ­ტან­ტე­ბი და­იწყე­ბენ ინ­ტენ­სი­ურ სა­მუ­შაო შეხ­ვედ­რებს ფა­სი­ლი­ტა­ტო­რებ­თან თვით­შე­ფა­სე­ბის გა­ნახ­ლე­ბუ­ლი კითხ­ვა­რის სქტრუქ­ტუ­რი­სა და ში­ნა­არ­სის გაც­ნო­ბის მიზ­ნით.
— თუ გვაქვს სკო­ლე­ბი, სა­დაც მას­წავ­ლებ­ლებს არ აქვთ თვით­შე­ფა­სე­ბის კითხ­ვარ­ზე  ელექ­ტ­რო­ნუ­ლი წვდო­მა, ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში, რო­გორ შე­ავ­სე­ბენ კითხ­ვარს?
— ინ­ტერ­ნე­ტის პრობ­ლე­მა ზო­გი­ერთ რე­გი­ონ­ში, რა თქმა უნ­და, არის, თუმ­ცა, ჩვე­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ბო­ლოო ჯამ­ში, ყვე­ლა მას­წავ­ლე­ბელ­მა მო­ა­ხერ­ხა კითხ­ვა­რის შევ­სე­ბა. მარ­თა­ლია, იყო შე­ფერ­ხე­ბე­ბიც, მაგ­რამ ჩვენ არ გვაქვს ინ­ფორ­მა­ცია, რომ ამ მი­ზე­ზით რო­მე­ლი­მე მას­წავ­ლე­ბელ­მა ვერ მო­ა­ხერ­ხა თვით­შე­ფა­სე­ბის კითხ­ვა­რის შევ­სე­ბა. სხვა სა­კითხია, რო­გორ და რა პი­რო­ბებ­ში ხდე­ბო­და კითხ­ვა­რის შევ­სე­ბა, რად­გან მას­წავ­ლებ­ლებს სა­ინ­ფორ­მა­ციო ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბის ფლო­ბას­თა­ნაც აქვთ პრობ­ლე­მე­ბი და მათ სკო­ლის სა­ინ­ფორ­მა­ციო მე­ნე­ჯე­რე­ბი ან სხვა მას­წავ­ლებ­ლე­ბი ეხ­მა­რე­ბოდ­ნენ. სამ­წუ­ხა­როდ,  ეს პრობ­ლე­მა ასე მა­ლე ვერ აღ­მო­იფხ­ვ­რე­ბა და ვფიქ­რობ, წელ­საც პრობ­ლე­მად დარ­ჩე­ბა, ამას სხვაგ­ვა­რად მი­ხედ­ვა სჭირ­დე­ბა.
— რამ­დე­ნად ობი­ექ­ტუ­რად აფა­სე­ბენ მას­წავ­ლებ­ლე­ბი სა­კუ­თარ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზმს და, შე­სა­ბა­მი­სად, სწო­რად გეგ­მა­ვენ თუ არა სა­მოქ­მე­დო გეგ­მას — სა­ჭი­რო­ე­ბებს?
— თვით­შე­ფა­სე­ბა თვით­შე­ფა­სე­ბის­თ­ვის, მხო­ლოდ აქ­ტი­ვო­ბის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ყო­ველ­გ­ვარ აზრს მოკ­ლე­ბუ­ლია. სწო­რად და­გეგ­მი­ლი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი სა­მოქ­მე­დო გეგ­მა არის შემ­დ­გო­მი ნა­ბი­ჯი, რაც თვით­შე­ფა­სე­ბის კითხ­ვა­რის შევ­სე­ბას უნ­და მოჰ­ყ­ვეს. სა­მოქ­მე­დო გეგ­მის ადეკ­ვა­ტუ­რად და გა­აზ­რე­ბუ­ლად შედ­გე­ნა, შემ­დ­გომ­ში კი მი­სი გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის შე­ფა­სე­ბა, ასე­ვე ამ პე­რი­ოდ­ში მას­წავ­ლებ­ლე­ბის მაქ­სი­მა­ლუ­რი ხელ­შეწყო­ბა და მათ სა­ჭი­რო­ე­ბებ­ზე მორ­გე­ბუ­ლი დახ­მა­რე­ბა ამ პრო­ცე­სის ქვა­კუთხე­დია. ჩვე­ნი აზ­რით, სქე­მა­ში ამ პრო­ცე­სის მთლი­ა­ნო­ბა უფ­რო კარ­გად უნ­და გა­მო­იკ­ვე­თოს, ამი­ტომ ვგეგ­მავთ გარ­კ­ვე­ულ ცვლი­ლე­ბებ­ს ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, კრე­დიტ-ქუ­ლე­ბის მო­პო­ვე­ბის გზე­ბიც უფ­რო მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი ხდე­ბა, აქ­ტი­ვო­ბე­ბის სპექ­ტ­რიც ფარ­თოვ­დე­ბა და ვფიქ­რობ, კარ­გად მო­ხერ­ხ­დე­ბა პრო­ცეს­ში მათ სა­ჭი­რო­ე­ბებ­ზე მორ­გე­ბუ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბე­ბის ინ­ტეგ­რი­რე­ბა. 
ობი­ექ­ტუ­რი თვით­შე­ფა­სე­ბა, პირ­ველ რიგ­ში, თა­ვად მას­წავ­ლებ­ლის ინ­ტე­რესს უნ­და წარ­მო­ად­გენ­დეს, რად­გან სწო­რად და­გეგ­მი­ლი სა­მოქ­მე­დო  გეგ­მა და შემ­დ­გომ­ში მი­სი გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა, პრო­ფე­სი­ულ გან­ვი­თა­რე­ბას­თან ერ­თად, კრე­დიტ­ქუ­ლე­ბის მო­პო­ვე­ბის სა­წინ­და­რი და კა­რი­ე­რუ­ლი წინ­ს­ვ­ლის წი­ნა­პი­რო­ბაა.

ესა­ბუ­რა ლა­ლი ჯე­ლა­ძე

 

25-28(942)N