გამოდის 1998 წლიდან
2016-09-29
თსუ რექ­ტო­რის არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ

 

26 სექ­ტემ­ბერს, თბი­ლი­სის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ულ კორ­პუს­თან დი­ლი­დან სტუ­დენ­ტ­თა სიმ­რავ­ლე იყო, საკ­მა­ოდ წარ­მო­მად­გენ­ლო­ბი­თი იყო მი­ნის­ტ­რ­თა კა­ბი­ნე­ტიც, აქ იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ: გა­ნათ­ლე­ბის მი­ნის­ტ­რი, ფი­ნან­ს­თა მი­ნის­ტ­რი, ეკო­ნო­მი­კის მი­ნის­ტ­რი. ისი­ნი მო­ვიდ­ნენ, რომ სა­ზე­ი­მო ღო­ნის­ძი­ე­ბა­ში მი­ე­ღოთ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, სტუ­დენ­ტე­ბის­თ­ვის სწავ­ლის დაწყე­ბა მი­ე­ლო­ცათ, თუმ­ცა, და­გეგ­მი­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბა ვერ შედ­გა — პირ­ვე­ლი­ვე გა­მომ­ს­ვ­ლელს სტუ­დენ­ტებ­მა სიტყ­ვა შე­აწყ­ვე­ტი­ნეს  ხმა­უ­რი­ა­ნი შე­ძა­ხი­ლე­ბით: „ჩვენ არ ვართ ამ პო­ლი­ტი­კუ­რი სპექ­ტ­რის ნა­წი­ლი!“, „ავ­ტო­ნო­მია უნი­ვერ­სი­ტეტს!“, „ვითხოვთ პირ­და­პირ სა­ბი­უ­ჯე­ტო და­ფი­ნან­სე­ბას“, „გრძელ­დე­ბა კლა­ნუ­რი მმარ­თ­ვე­ლო­ბა და ან­ტი­სა­მეც­ნი­ე­რო პრო­ცე­სე­ბი“. „აუდი­ტო­რია115“-ის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა და­ი­კა­ვეს ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ის მი­ერ და­გეგ­მი­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბის­თ­ვის გან­კუთ­ვ­ნი­ლი ად­გი­ლი. მათ თა­ვი­ან­თი მოთხოვ­ნე­ბი გა­აც­ნეს სტუ­დენ­ტებს, ძი­რი­თა­დად, იგი­ვე, რაც გა­სუ­ლი სას­წავ­ლო წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ჰქონ­დათ: უნი­ვერ­სი­ტე­ტის რე­ფორ­მი­რე­ბა, რე­ა­ლუ­რი ავ­ტო­ნო­მია, ხელ­მი­საწ­ვ­დო­მი და ხა­რის­ხი­ა­ნი გა­ნათ­ლე­ბა, სტუ­დენ­ტუ­რი თვით­მ­მარ­თ­ვე­ლო­ბის სრუ­ლი რე­ორ­გა­ნი­ზე­ბა, გა­რე რე­ფე­რი­რე­ბის პრო­ცე­სის და­ნერ­გ­ვა. სექ­ტემ­ბერ­ში ამ ძი­რი­თად მოთხოვ­ნებს ის უნ­დობ­ლო­ბაც და­ე­მა­ტა, რო­მელ­საც სტუ­დენ­ტ­თა ნა­წი­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის ახალ რექ­ტორს, გი­ორ­გი შარ­ვა­ში­ძეს უცხა­დებს, რად­გან ის გა­ნათ­ლე­ბის მი­ნის­ტ­რის ყო­ფი­ლი მო­ად­გი­ლეა და სტუ­დენ­ტებს მი­აჩ­ნი­ათ, რომ მი­სი რექ­ტო­რად არ­ჩე­ვით უნი­ვერ­სი­ტე­ტის ავ­ტო­ნო­მი­უ­რო­ბის სა­კითხი სა­ბო­ლო­ოდ და­ი­ხუ­რა, უნი­ვერ­სი­ტე­ტი ავ­ტო­ნო­მი­უ­რო­ბას ვე­ღარ მი­ი­ღებს. და­ახ­ლო­ე­ბით ნა­ხე­ვა­რი სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში, ვიდ­რე „აუდი­ტო­რია 115“-ის წევ­რე­ბი თა­ვი­ანთ მოთხოვ­ნებს აც­ნობ­დ­ნენ დამ­ს­წ­რე სა­ზო­გა­დო­ე­ბას, უკა­ნა ფლან­გ­ზე იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ მი­ნის­ტ­რ­თა კა­ბი­ნე­ტის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი და  ამ გა­მოს­ვ­ლებს ის­მენ­დ­ნენ.
უნი­ვერ­სი­ტე­ტის რექ­ტო­რი გი­ორ­გი შარ­ვა­ში­ძე აცხა­დებს, რომ სტუ­დენ­ტ­თა ძი­რი­თად მოთხოვ­ნებს ეთან­ხ­მე­ბა, გარ­და იმ ნა­წი­ლი­სა, რო­მე­ლიც მის­თ­ვის უნ­დობ­ლო­ბის გა­მოცხა­დე­ბას გუ­ლის­ხ­მობს. მი­აჩ­ნია, რომ უნი­ვერ­სი­ტეტ­მა აუცი­ლებ­ლად უნ­და მო­ი­პო­ვოს ავ­ტო­ნო­მი­უ­რო­ბა: „რაც შე­ე­ხე­ბა „აუდი­ტო­რია 115“-ის ნა­წი­ლის გა­მოს­ვ­ლას, ხე­დავთ რა ფორ­მით მიმ­დი­ნა­რე­ობს. არა მგო­ნია ლა­მა­ზი ფორ­მა იყოს, თუმ­ცა, ეს გე­მოვ­ნე­ბის სა­კითხია. გა­სა­გე­ბია, რომ რეკ­რუ­ტი­რე­ბაა სა­ჭი­რო, ალ­ბათ „აუდი­ტო­რია 115“-ში მე­ტი სტუ­დენ­ტის მო­ზიდ­ვა სურთ და ასე იმი­ტომ იქ­ცე­ვი­ან, მე­ტი ყუ­რადღე­ბა რომ მი­იქ­ცი­ონ. ესეც გა­სა­გე­ბია, ეს მა­თი ინ­ტე­რე­სია. ჩვე­ნი ინ­ტე­რე­სიც ზუს­ტად ის არის, რა­საც ისი­ნი ახ­ლა გაჰ­ყ­ვი­რი­ან. ჩე­მი თვალ­საზ­რი­სით, „აუდი­ტო­რია 115“ არა­რე­გის­ტ­რი­რე­ბუ­ლი „ენ­ჯეოა“, იმი­ტომ რომ, ძა­ლი­ან ბევ­რი წევ­რი არას­ტუ­დენ­ტია, თან ძა­ლი­ან მა­ღა­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი გრა­დუ­სია შე­მო­ტა­ნი­ლი“.
ალექ­სან­დ­რე ჯე­ჯე­ლა­ვა: „ეს ღია კა­რის მტვრე­ვად შე­იძ­ლე­ბა ჩავ­თ­ვა­ლოთ, იმი­ტომ რომ, მა­შინ­დე­ლი რექ­ტო­რო­ბის კან­დი­და­ტის და ამ­ჟა­მად რექ­ტო­რის კონ­ცეფ­ცია, პრაქ­ტი­კუ­ლად ემ­თხ­ვე­ვა „აუდი­ტო­რია 115“-ის მოთხოვ­ნებს, ანუ უნი­ვერ­სი­ტე­ტის ახა­ლი ხელ­მ­ღ­ვა­ნე­ლი ამ­ბობს, რომ სწო­რედ იმის გა­კე­თე­ბას აპი­რებს, რა­საც ეს ხალ­ხი ითხოვს. თუმ­ცა, მათ, რა თქმა უნ­და, სრუ­ლი უფ­ლე­ბა აქვთ, თა­ვი­ან­თი აზ­რი რო­გორც ნე­ბავთ, რა ფორ­მი­თაც ნე­ბავთ, ისე გა­მო­ხა­ტონ“.
უნი­ვერ­სი­ტე­ტის რექ­ტორ­მა თა­ვი­სი მი­სა­სალ­მე­ბე­ლი სიტყ­ვა მოგ­ვი­ა­ნე­ბით მა­ინც თქვა, პრო­ტეს­ტი­სა და სკან­დი­რე­ბის ფონ­ზე — უნი­ვერ­სი­ტეტს სჭირ­დე­ბა ავ­ტო­ნო­მია! — თუმ­ცა, რამ­დე­ნად გა­ი­გეს პირ­ველ­კურ­სე­ლებ­მა მი­სი მი­სალ­მე­ბა, უც­ნო­ბია, რად­გან რექ­ტორს გა­მოს­ვ­ლა შე­ძა­ხი­ლე­ბი­სა და ხმა­უ­რის ფონ­ზე უწევ­და. მან მო­უ­წო­და „აუდი­ტო­რია 115“-ის წარ­მო­მად­გენ­ლებს, დი­ა­ლო­გის სხვა რე­ჟიმ­ზე გა­და­სუ­ლიყ­ვ­ნენ და უნი­ვერ­სი­ტე­ტის შიგ­ნით გა­ეგ­რ­ძე­ლე­ბი­ნათ მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი მოთხოვ­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით.
რად­გან არც ახალ რექ­ტორს და არც მოწ­ვე­ულ სტუმ­რებს „აუდი­ტო­რია 115“-ის წევ­რებ­მა არ მის­ცეს სტუ­დენ­ტებ­თან მი­სალ­მე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა. პრო­ტეს­ტის ფორ­მე­ბი საკ­მა­ოდ მწვა­ვე იყო, რექ­ტო­რი და სტუმ­რე­ბი — მი­ნის­ტ­რ­თა კა­ბი­ნე­ტის წევ­რე­ბი და დე­და­ქა­ლა­ქის მე­რი — იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­დ­ნენ, შე­ნო­ბა­ში, კა­ბი­ნეტ­ში გა­და­სუ­ლიყ­ვ­ნენ. სტუ­დენ­ტებ­მაც სცა­დეს შე­ნო­ბა­ში შეს­ვ­ლა. და­პი­რის­პი­რე­ბა სტუ­დენ­ტებ­სა და უნი­ვერ­სი­ტე­ტის ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ას შო­რის მას შემ­დეგ და­იწყო, რაც გა­ი­გეს, რომ უნი­ვერ­სი­ტე­ტის დაც­ვის წევ­რე­ბი უნი­ვერ­სი­ტეტ­ში შეს­ვ­ლის უფ­ლე­ბას არ აძ­ლევ­დ­ნენ. სა­ბო­ლო­ოდ სტუ­დენ­ტებ­მა მო­ა­ხერ­ხეს შე­ნო­ბა­ში შეს­ვ­ლა, თუმ­ცა იქ ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო სუ­რა­თი დახ­ვ­დათ — რა­ტომ­ღაც უნი­ვერ­სი­ტეტ­ში პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შ­რომ­ლე­ბი იყ­ვ­ნენ რო­გორც ფორ­მი­ა­ნე­ბი, ისე ფორ­მის გა­რე­შე.
ლე­ვან ლორ­თ­ქი­ფა­ნი­ძე, თბი­ლი­სის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტუ­რი მოძ­რა­ო­ბა „აუდი­ტო­რია 115“-ის წევ­რი: „პა­თო­ლო­გი­უ­რი ში­ში აქვთ, რომ ჩვენ მი­ნის­ტ­რებს შე­ვიპყ­რობთ ან სხვა რა­ი­მეს მო­ვი­მოქ­მე­დებთ. არა­ფე­რი მსგავ­სი. ჩვე­ნი სურ­ვი­ლია, მათ თა­ვი­ან­თი სიტყ­ვა შე­ას­რუ­ლონ და იყ­ვ­ნენ სტუ­დენ­ტუ­რი მოძ­რა­ო­ბის პარ­ტ­ნი­ო­რე­ბი, შე­ი­ტა­ნონ კა­ნონ­ში ცვლი­ლე­ბე­ბი, რა­ზეც ამ ცო­ტა ხნის წინ თა­ნახ­მა­ნი იყ­ვ­ნენ. არა­ფერს ზედ­მეტს, არა­ფერს გა­უ­გე­ბარს ჩვენ არ ვითხოვთ“.
რო­გორც „აუდი­ტო­რი­ის“ მო­ნა­წი­ლე­ე­ბი აცხა­დე­ბენ, პო­ლი­ცი­ას­თან და­პი­რის­პი­რე­ბის დროს მათ ფი­ზი­კუ­რი შე­უ­რაცხ­ყო­ფაც მი­ა­ყე­ნეს. აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებ­მა რექ­ტო­რის­გან მი­ი­ღეს პი­რო­ბა, რომ აუცი­ლებ­ლად გა­მო­ი­ძი­ე­ბენ ამ ფაქტს და დად­გინ­დე­ბა, ჰქონ­და თუ არა პო­ლი­ცი­ის მხრი­დან ძა­ლის გა­და­მე­ტე­ბას ად­გი­ლი. რაც შე­ე­ხე­ბა იმას, თუ რა­ტომ იმ­ყო­ფე­ბო­და პო­ლი­ცია უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, ამა­ზე უნი­ვერ­სი­ტე­ტის დაც­ვის უფ­როს­მა გა­ა­კე­თა  გან­მარ­ტე­ბა: „იმ შემ­თხ­ვე­ვა­ში, თუ­კი არის სა­შიშ­რო­ე­ბა, რომ ვი­თა­რე­ბა გარ­თულ­დე­ბა და უმარ­თა­ვი გახ­დე­ბა, მას აქვს უფ­ლე­ბა, და­მა­ტე­ბი­თი ძა­ლის სა­ხით, გა­მო­ი­ძა­ხოს პო­ლი­ცია. სწო­რედ ამ შემ­თხ­ვე­ვას ჰქონ­და ად­გი­ლი“.
გი­ორ­გი შარ­ვა­ში­ძე: „სტუ­დენ­ტებ­მა მოგ­ვა­წო­დეს ინ­ფორ­მა­ცია, რომ მათ მი­მართ ძა­ლა­დო­ბას ჰქონ­და ად­გი­ლი. ჩვენ გა­ვარ­კ­ვევთ ყო­ველ კონ­კ­რე­ტულ ფაქტს და ვინც დამ­ნა­შა­ვეა,  კა­ნო­ნის შე­სა­ბა­მი­სად და­ის­ჯე­ბა. მო­ვუ­წო­დებ ყვე­ლას, არ არის სა­ჭი­რო აჟი­ტი­რე­ბა, მზად ვარ ნე­ბის­მი­ერ ფორ­მატ­ში დი­ა­ლო­გის­თ­ვის“.
ალექ­სან­დ­რე ჯე­ჯე­ლა­ვა: „ამა­ზე მე­ტი ავ­ტო­ნო­მია და თა­ვი­სუფ­ლე­ბა, რო­დე­საც ვდგა­ვართ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი და ვაძ­ლევთ სა­შუ­ა­ლე­ბას ამ ხალხს, თა­ვი­ან­თი აზ­რი გა­მო­ხა­ტონ, მე მგო­ნი, არ არ­სე­ბობს. ასე­ვე, მინ­და ვთქვა, რომ პრო­ტეს­ტის ფორ­მას რა თქმა უნ­და, არ ვე­თან­ხ­მე­ბი, მაგ­რამ ში­ნა­არ­სი სავ­სე­ბით სწო­რია. ჩვენც სწო­რედ ამას ვა­პი­რებთ — მე­ტი ავ­ტო­ნო­მია უნი­ვერ­სი­ტეტს, უფ­რო ძლი­ე­რი თვით­მ­მარ­თ­ვე­ლო­ბა და სა­ერ­თა­შო­რი­სო­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბა, ამ უნი­ვერ­სი­ტეტ­მა და­იბ­რუ­ნოს ლი­დე­რო­ბა. ამის­კენ იქ­ნე­ბა მი­მარ­თუ­ლი ჩვე­ნი ძა­ლის­ხ­მე­ვა, მათ შო­რის ამ ხალ­ხ­თან ერ­თად“.
მოგ­ვი­ა­ნე­ბით და­იწყო გიორგი შარ­ვა­ში­ძის შეხ­ვედ­რა „აუდი­ტო­რია 115“-ის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან. მათ თა­ვი­ან­თი მოთხოვ­ნე­ბი რექ­ტორს პი­რა­დად გა­აც­ნეს. შეხ­ვედ­რა, და­ახ­ლო­ე­ბით, ერ­თი სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში გაგ­რ­ძელ­და. და­ის­ვა ყვე­ლა ის სა­კითხი, რაც აქ­ცი­ებ­ზეც გა­ის­მო­და: უნი­ვერ­სი­ტე­ტის რე­ფორ­მა, სწავ­ლის ხელ­მი­საწ­ვ­დო­მო­ბა, პი­რო­ბე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა სტუ­დენ­ტურ საცხოვ­რებ­ლებ­ში და სხვ. უნი­ვერ­სი­ტე­ტის ახალ­მა რექ­ტორ­მა გა­ნაცხა­და, უახ­ლო­ე­სი სა­მი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში შე­იქ­მ­ნე­ბა სტრა­ტე­გი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის გრძელ­ვა­დი­ა­ნი გეგ­მა უნი­ვერ­სი­ტე­ტის­თ­ვის, რომ­ლის კვალ­დაკ­ვალ, სამ თვე­ში, სა­ხე­ზე იქ­ნე­ბა რე­ზულ­ტა­ტიც.
და­ვა­ლი­ა­ნე­ბის გა­მო სტა­ტუს­შე­ჩე­რე­ბულ სტუ­დენ­ტებ­თან და­კავ­ში­რე­ბით დას­მულ შე­კითხ­ვა­ზე უპა­სუ­ხა, რომ სა­ერ­თოდ სტა­ტუ­სის შე­ჩე­რე­ბა, პი­რა­დად მას, არას­წორ პრაქ­ტი­კად მი­აჩ­ნია.
რაც შე­ე­ხე­ბა სტუ­დენ­ტუ­რი თვით­მ­მარ­თ­ვე­ლო­ბის რა­დი­კა­ლურ რე­ფორ­მი­რე­ბას: „აუცი­ლე­ბე­ლია, არ­ჩევ­ნე­ბი იყოს პირ­და­პი­რი, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ერ­თ­ნა­ი­რი წვდო­მა უნ­და ჰქონ­დეს ყვე­ლას ნე­ბის­მი­ერ სი­კე­თე­ზე, იქ­ნე­ბა ეს არ­ჩე­ვი­თი თა­ნამ­დე­ბო­ბა, გრან­ტის მი­ღე­ბა, თან­ხის გა­მო­ყო­ფა თუ სხვ. ეს სის­ტე­მა გამ­ჭ­ვირ­ვა­ლე და გა­სა­გე­ბი, ლო­გი­კუ­რად ასახ­ს­ნე­ლი უნ­და იყოს“.
შეხ­ვედ­რის შემ­დეგ რექ­ტორ­მა გა­ნაცხა­და, რომ სტუ­დენ­ტ­თა მი­ერ დას­მულ სა­კითხებს გა­ნი­ხი­ლავს აკა­დე­მი­უ­რი საბ­ჭოს წევ­რებ­თან. მან სტუ­დენ­ტებს თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის­კენ მო­უ­წო­და. რაც შე­ე­ხე­ბა სტუ­დენ­ტე­ბის შთა­ბეჭ­დი­ლე­ბებს, აცხა­დე­ბენ, რომ მათ გი­ორ­გი შარ­ვა­ში­ძეს­თან თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა უკ­ვე აქვთ, ამი­ტომ ნაკ­ლე­ბად იმე­დი­ა­ნად არი­ან გან­წყო­ბი­ლი, თუმ­ცა, აქ­ცი­ე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად, არ გა­მო­რიცხა­ვენ, რომ დრო­დად­რო ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ას­თან შეხ­ვედ­რე­ბიც გა­მარ­თონ.
გი­ორ­გი შარ­ვა­ში­ძე: „ძა­ლი­ან ბევ­რი მტკივ­ნე­უ­ლი სა­კითხი გან­ვი­ხი­ლეთ. ზო­გის გა­დაწყ­ვე­ტა ახ­ლა­ვე, ძა­ლი­ან სწრა­ფად  შე­იძ­ლე­ბა. ვა­პი­რებ, ძა­ლი­ან ღი­ად ვი­მუ­შა­ოთ იმა­ზე, თუ რო­გო­რი იქ­ნე­ბა ჩვე­ნი უნი­ვერ­სი­ტე­ტი. ეს ყვე­ლა ჩვენ­გა­ნის უნი­ვერ­სი­ტე­ტია და ის, რომ დღეს უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ყვე­ლა­ფე­რი რიგ­ზე არ არის, ფაქ­ტია. ამა­ზეც გვქონ­და სა­უ­ბა­რი. ყვე­ლამ ერ­თად უნ­და ვე­ძე­ბოთ გა­მო­სა­ვა­ლი  შექ­მ­ნი­ლი მდგო­მა­რე­ო­ბი­დან და მჯე­რა, ცო­ტა ხან­ში, ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი ნა­ბი­ჯე­ბი გა­და­იდ­გ­მე­ბა იმ მი­მარ­თუ­ლე­ბით, რომ უნი­ვერ­სი­ტე­ტი მარ­თ­ლაც კვლე­ვი­სა და სწავ­ლე­ბის სა­მა­გა­ლი­თო ად­გი­ლი გახ­დეს არა მხო­ლოდ ამ ქვე­ყა­ნა­ში“.
გი­ორ­გი ჯა­ვა­ხა­ძე, „აუდი­ტო­რია 115“-ის წევ­რი: „კონ­კ­რე­ტუ­ლი პა­სუ­ხე­ბი ჩვენ რექ­ტო­რის­გან არ მიგ­ვი­ღია. ერ­თა­დერ­თი, რაც მან შე­მოგ­ვ­თა­ვა­ზა, ეს არის გა­ურ­კ­ვე­ვე­ლი სა­მოქ­მე­დო გეგ­მის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, რა­საც ყვე­ლა რექ­ტო­რი, რო­მე­ლიც მო­დი­ო­და, გვპირ­დე­ბო­და. ჩვენ დღეს ძა­ლი­ან კონ­კ­რე­ტუ­ლი მოთხოვ­ნა წა­ვუ­ყე­ნეთ მას — სო­ცი­ა­ლუ­რად გა­ჭირ­ვე­ბულ სტუ­დენ­ტებს, რომ­ლე­ბიც ვერ იხ­დი­ან გა­და­სა­ხადს, გა­ეხ­ს­ნათ ბა­ზე­ბი ისე, რო­გორც ეს ად­რე ხდე­ბო­და პრაქ­ტი­კა­ში. მათ შე­ეძ­ლე­ბათ გა­და­ი­ხა­დონ ამ სე­მეს­ტ­რის გა­და­სა­ხა­დის რა­ღაც ნა­წი­ლი, სიმ­ბო­ლუ­რი თან­ხა და შე­ეძ­ლე­ბათ აკა­დე­მი­უ­რი რე­გის­ტ­რა­ცია. ვნა­ხოთ, რა გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბას მი­ი­ღებს აკა­დე­მი­უ­რი საბ­ჭო ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით, შემ­დ­გომ­ზე მო­მა­ვალ­ში ვი­სა­უბ­როთ“.
მოგ­ვი­ა­ნე­ბით აკა­დე­მი­უ­რი საბ­ჭო შე­იკ­რი­ბა. გი­ორ­გი შარ­ვა­ში­ძის თქმით, შეხ­ვედ­რი­სას სა­უ­ბა­რი იყო უნი­ვერ­სი­ტე­ტი­სათ­ვის სტრა­ტე­გი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის გეგ­მის შე­მუ­შა­ვე­ბა­ზე. შე­იქ­მ­ნე­ბა სა­ი­ნი­ცი­ა­ტი­ვო ჯგუ­ფი, რო­მელ­შიც ჩარ­თ­ვის შე­საძ­ლებ­ლო­ბა ყვე­ლა და­ინ­ტე­რე­სე­ბულ მხა­რეს მი­ე­ცე­მა: „რაც მე­ტი მო­ნა­წი­ლე ეყო­ლე­ბა ამ პრო­ცესს და რაც მე­ტი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი ჩა­ერ­თ­ვე­ბა ამ საქმეში, უკე­თე­სია. ამი­ტომ, ვთხო­ვეთ საბ­ჭოს იმ წევ­რებს, რომ­ლე­ბიც გა­ნათ­ლე­ბით არი­ან გა­ნათ­ლე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი და იურის­ტე­ბი, ჩა­ერ­თონ მუ­შა­ო­ბა­ში. არის სა­კითხე­ბი, რო­მელ­თა გა­დაწყ­ვე­ტაც უნი­ვერ­სი­ტე­ტის კომ­პე­ტენ­ციაა და არის რი­გი სა­კითხე­ბი­სა, რო­მე­ლიც აღე­მა­ტე­ბა უნი­ვერ­სი­ტე­ტის კომ­პე­ტენ­ცი­ას. ასე­თია სა­კა­ნონ­მ­დებ­ლო ცვლი­ლე­ბე­ბი, რომ­ლის ინი­ცი­რე­ბაც უნ­და მოხ­დეს. უნი­ვერ­სი­ტეტს აქვს შე­სა­ბა­მი­სი ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი რე­სურ­სი სა­ი­მი­სოდ, რომ  გახ­დეს პო­ზი­ტი­უ­რი ცვლი­ლე­ბე­ბის კა­ტა­ლი­ზა­ტო­რი.“
ფი­ნან­სუ­რი და­ვა­ლი­ა­ნე­ბის მქო­ნე სტუ­დენ­ტებ­თან, და­ვა­ლი­ა­ნე­ბის რეს­ტ­რუქ­ტუ­რი­ზა­ცი­ა­ზე, შე­თან­ხ­მე­ბა გა­ფორ­მ­დე­ბა. სას­წავ­ლო პრო­ცე­სის ვა­დე­ბის ბრძა­ნე­ბა­ში, რექ­ტო­რის ბრძა­ნე­ბით, ცვლი­ლე­ბა შე­ვი­და, უფ­რო კონ­კ­რე­ტუ­ლად კი ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­უ­ლი რე­გის­ტ­რა­ცია (სწავ­ლის სა­ფა­სუ­რის გა­დახ­და) და აკა­დე­მი­უ­რი რე­გის­ტ­რა­ცია (სას­წავ­ლო კურ­სე­ბის არ­ჩე­ვა) 3 ოქ­ტომ­ბ­რის ჩათ­ვ­ლით ხან­გ­რ­ძ­ლივ­დე­ბა, რაც გუ­ლის­ხ­მობს, რომ ამ სტუ­დენ­ტებს თან­ხის შე­ტა­ნის ვა­და გა­უ­ხან­გ­რ­ძ­ლივ­დე­ბათ. ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, თი­თო­ე­უ­ლი გან­ცხა­დე­ბის შეს­წავ­ლა ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობს.
გი­ორ­გი შარ­ვა­ში­ძე: „ყვე­ლა სტუ­დენტს ვუთხა­რი და კი­დევ ერ­თხელ ვა­დას­ტუ­რებ, რომ კა­რი მარ­თ­ლაც ღია არის. ჩვენ ვა­პი­რებთ, და­ვიწყოთ მუ­შა­ო­ბა, ყვე­ლამ ერ­თად, სტრა­ტე­გი­ულ დო­კუ­მენ­ტ­ზე. ბევ­რი სტუ­დენ­ტი უკ­ვე და­ინ­ტე­რეს­და, აკა­დე­მი­უ­რი საბ­ჭო იქ­ნე­ბა წამ­ყ­ვა­ნი, ვა­პი­რებ, რომ არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბიც ჩავ­რ­თოთ ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რად პრო­ცეს­ში. ეს იქ­ნე­ბა დო­კუ­მენ­ტი, რო­მე­ლიც მოგ­ვ­ცემს სა­შუ­ა­ლე­ბას, ობი­ექ­ტუ­რი ინ­დი­კა­ტო­რე­ბის მეშ­ვე­ო­ბით გა­ი­წე­როს სა­მო­მავ­ლო ხედ­ვე­ბი და ეს არ იყოს ფუ­ჭი და­პი­რე­ბე­ბი.“
მა­რი­ამ გუ­ლი­აშ­ვი­ლი, „აუდი­ტო­რია 115“-ის წევ­რი: „რექ­ტორ­მა და­დო პი­რო­ბა, რომ მა­ლე­ვე წა­რად­გენს სტრა­ტე­გი­ას, რო­მელ­შიც დე­ტა­ლუ­რად იქ­ნე­ბა გა­წე­რი­ლი ყვე­ლა ჩვე­ნი მოთხოვ­ნის შეს­რუ­ლე­ბის დრო. თუ­კი არ და­იწყე­ბა რე­ა­ლუ­რი მოქ­მე­დე­ბა ჩვე­ნი მოთხოვ­ნე­ბის შეს­რუ­ლე­ბის­თ­ვის (ჩვენ ძა­ლი­ან დი­დი გა­მოც­დი­ლე­ბა გვაქვს ტყუ­ი­ლე­ბის თუ შეც­ვ­ლი­ლი ჩვე­ნე­ბე­ბის), თუ­კი არ მოხ­დე­ბა რე­ა­ლუ­რი ცვლი­ლე­ბე­ბი, „აუდი­ტო­რია 115“ ისევ და­იწყებს გა­მოს­ვ­ლებს უნი­ვერ­სი­ტეტ­ში.“
სხვა მოთხოვ­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით „აუდი­ტო­რია115“-ის წევ­რე­ბი გი­ორ­გი შარ­ვა­ში­ძის­გან რე­ა­ლურ ქმე­დე­ბებს უახ­ლო­ეს პე­რი­ოდ­ში ელო­დე­ბი­ან, წი­ნა­აღ­მ­დეგ შემ­თხ­ვე­ვა­ში, აქ­ცი­ებს აანონ­სე­ბენ.

 

***
წელს თსუ-ს 3500-მდე პირ­ველ­კურ­სე­ლი ჰყავს, უნი­ვერ­სი­ტე­ტი სტუ­დენ­ტებს, ახალ სას­წავ­ლო წელს, გა­ნახ­ლე­ბუ­ლი ინ­ფ­რას­რუქ­ტუ­რით ხვდე­ბა.
ალექ­სან­დ­რე ჯე­ჯე­ლა­ვა, გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის მი­ნის­ტ­რი: „მი­ვუ­ლო­ცავ სტუ­დენ­ტებს სწავ­ლის დაწყე­ბას. სწავ­ლა­ზე კარ­გი, მე მგო­ნი, ცხოვ­რე­ბა­ში არა­ფე­რია. რაც შე­ე­ხე­ბა ახალ სას­წავ­ლო წელს, მო­ვე­ლი, რომ ვნა­ხავთ აბ­სო­ლუ­ტუ­რად გა­ნახ­ლე­ბულ, გან­ს­ხ­ვა­ვე­ბულ უნი­ვერ­სი­ტეტს, გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბით სტუ­დენ­ტებ­თან, პირ­ველ რიგ­ში.  მთე­ლი ზაფხუ­ლი ვმუ­შა­ობ­დით სტუ­დენ­ტებ­თან, „აუდი­ტო­რია 115“-თან, თვით­მ­მარ­თ­ვე­ლო­ბას­თან — ყვე­ლა და­ინ­ტე­რე­სე­ბულ ჯგუფ­თან. დი­დი იმე­დი მაქვს, რომ ეს ურ­თი­ერ­თო­ბა იქ­ნე­ბა არა პა­ექ­რო­ბა, არა­მედ თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა.
ჩვენ ვა­პი­რებთ, რომ 180 000-სტუ­დენ­ტი­ან სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში სის­ტე­მა ისე ავა­შე­ნოთ, რო­გორც აინ­ტე­რე­სებს და უნ­და 180 000 სტუ­დენტს და 22-ათა­სი­ან თბი­ლი­სის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ვა­პი­რებთ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ 22 000 სტუ­დენ­ტის მო­საზ­რე­ბა და შე­ხე­დუ­ლე­ბა.“

მოამზადა ლალი თვალაბეიშვილმა

25-28(942)N