გამოდის 1998 წლიდან
2016-10-13
ძვე­ლი კო­ლე­ჯის ახა­ლი სი­ცოცხ­ლე დღე­ვან­დე­ლო­ბა და პერ­ს­პექ­ტი­ვე­ბი


ანა ფირ­ცხა­ლა­იშ­ვი­ლი

მცხე­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში ახა­ლი სას­წავ­ლო წე­ლი, 27 სა­ჯა­რო სკო­ლა­ში, დრო­უ­ლად და­იწყო. ამას წინ უძღო­და, რიგ სკო­ლებ­ში, სა­კუ­თა­რი ფი­ნან­სე­ბით­ვე დაწყე­ბუ­ლი სა­რე­მონ­ტო სა­მუ­შა­ო­ე­ბის გან­საზღ­ვ­რულ ვა­დებ­ში დას­რუ­ლე­ბის­თ­ვის გა­მოწ­ვე­უ­ლი ვნე­ბა­თა­ღელ­ვა. მხო­ლოდ ძეგ­ვის სკო­ლა იყო გა­­მო­ნაკ­ლი­სი, სა­დაც სას­წავ­ლო წე­ლი, მოგ­ვი­ა­ნე­ბით, 26 სექ­ტემ­ბერს და­იწყო, მაგ­რამ სა­ნაც­ვ­ლოდ სო­ფელს (და არა მხო­ლოდ სო­ფელს) შე­ე­მა­ტა თა­ნა­მედ­რო­ვე მოთხოვ­ნე­ბის შე­სა­ბა­მი­სი, მა­ღა­ლი სტან­დარ­ტე­ბის სკო­ლა, რომ­ლის სრუ­ლი რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია მილენიუმის პროგრამის ფარგლებში გან­ხორ­ციე­ლ­და (მასშტაბური სამუშაოები შეასრულა წინა წლებში იმ­ა­ვე პრო­ექტმა ქსა­ნი­სა და ერე­დას სკო­ლებ­ში), პა­რა­ლე­ლუ­რად მიმ­­დი­ნა­რე­ობ­და სა­მე­დი­ცი­ნო კა­ბი­ნე­ტე­ბის მოწყო­ბა და აღ­ჭურ­ვა ნიჩ­ბის­სა და ქსოვ­რის­ში. თუმ­ცა, რე­სურ­ს­ცენ­ტ­რის უფ­რო­სი ბე­ქა იორ­და­ნიშ­ვი­ლი ამ­ბობს, რომ ძა­ლი­ან ჭირს სა­მე­დი­ცი­ნო კა­ბი­ნე­ტის და­კომ­პ­ლექ­ტე­ბა, ბევ­რი კონ­კურ­სან­ტი ექი­მი ვერ აკ­მა­ყო­ფი­ლებს საკ­ვა­ლი­ფი­კა­ციო მოთხოვ­ნებს, რაც ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტ­როს მი­ე­რაა გან­საზღ­ვ­რუ­ლი, არა­და პრო­ექ­ტი ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბის (სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის) და­საქ­მე­ბა­ზეა ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი და ხელ­ფა­სის სიმ­ცი­რის გა­მო, არა­თუ დე­და­ქა­ლა­ქი­დან, მცხე­თი­და­ნაც კი გა­ჭირ­დე­ბა სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის მო­ზიდ­ვა. „ბო­ლო წლებ­ში წილ­კან­სა და მუხ­რა­ნშიც (წელს ძეგ­ვი და­ე­მა­ტა) გა­იხ­ს­ნა თა­ნა­მედ­რო­ვე სტან­დარ­ტე­ბის სკო­ლე­ბი, ყო­ველ­წ­ლი­უ­რად, სა­კუ­თა­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბით ტარ­დე­ბა სკო­ლებ­ში სა­რე­მონ­ტო სა­მუ­შა­ო­ე­ბი, გაჩ­ნ­და პრე­ცე­დენ­ტი, რო­ცა ად­გი­ლობ­რი­ვი ბიზ­ნე­სიც და­ინ­ტე­რეს­და სკო­ლე­ბის ბე­დით — ქან­და­ში მშობ­ლი­უ­რი სკო­ლის სვე­ლი წერ­ტი­ლე­ბის მო­წეს­რი­გე­ბა და­ი­ვა­ლა ერთ-ერ­თ­მა კურ­ს­დამ­თავ­რე­ბულ­მა. კარ­გი მა­გა­ლი­თიც ხომ შე­იძ­ლე­ბა იყოს გა­დამ­დე­ბი! მით უმე­ტეს, რო­ცა მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში გვაქვს ბიწ­მენ­დის სკო­ლა, რო­მე­ლიც სა­უ­კუ­ნე­ზე მე­ტი ხნი­საა და, ალ­ბათ, და­არ­სე­ბის შემ­დეგ, ადა­მი­ა­ნის ხე­ლი არ შე­ხე­ბია. კარ­გა ხა­ნია იქ გა­უ­საძ­ლი­სი მდგო­მა­რე­ო­ბაა და გა­საკ­ვი­რიც არაა, რომ მშობ­ლებს სხვა სო­ფელ­ში შეჰ­ყავთ შვი­ლე­ბი სას­წავ­ლებ­ლად. წელს ახა­ლი სკო­ლის პრო­ექ­ტი უნ­და დას­რულ­დეს, მე­რე მშე­ნებ­ლო­ბაც მა­ლე და­იწყე­ბა. მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბაა ვა­ზი­ა­ნის სა­ჯა­რო სკო­ლა­შიც.
ახალ სას­წავ­ლო წელს თუ და­ვუბ­რუნ­დე­ბით, ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან მოვ­ლე­ნად მა­ინც წი­ნამ­ძღ­ვ­რი­ანთ­კა­რის სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი კო­ლე­ჯის აღ­დ­გე­ნას მი­ვიჩ­ნევ, რო­გორც ის­ტო­რი­უ­ლი თვალ­საზ­რი­სით, ისე თა­ნა­მედ­რო­ვე მოთხოვ­ნე­ბი­სა და გა­მოწ­ვე­ვე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით“ — გვითხ­რა რე­სურ­ს­ცენ­ტ­რის უფ­როს­მა და ჩვენც სა­გუ­რა­მოს­კენ გა­ვე­მარ­თეთ.
***
აქა­უ­რო­ბას ჯერ კი­დევ ეტყო­ბა ახ­ლად­ დამ­თავ­რე­ბუ­ლი რე­მონ­ტის კვა­ლი, მაგ­რამ შე­ნო­ბა სრულ მზად­ყოფ­ნა­შია სას­წავ­ლო პრო­ცე­სის და­საწყე­ბად (შე­გახ­სე­ნებთ, რომ 2010 წელს, გა­ნათ­ლე­ბის მი­ნის­ტ­რის ბრძა­ნე­ბით, ერ­თ­დ­რო­უ­ლად და­ი­ხუ­რა 13 პრო­ფე­სი­უ­ლი სას­წავ­ლე­ბე­ლი, ქვეყ­ნის მას­შ­ტა­ბით, მათ შო­რის, წი­ნამ­ძღ­ვ­რი­ან­თ­კა­რიც) წე­ლი­წად­ნა­ხე­ვა­რი გაგ­რ­ძელ­და სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბი და 6-წლი­ა­ნი პა­უ­ზის შემ­დეგ, ილია წი­ნამ­ძღ­ვ­რიშ­ვი­ლი­სა და ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის მი­ერ და­არ­სე­ბუ­ლი სას­წავ­ლე­ბე­ლი, მიმ­დი­ნა­რე წლის ნო­ემ­ბ­რი­დან, გა­ნა­ახ­ლებს სას­წავ­ლო პრო­ცესს.
გვე­სა­უბ­რე­ბა პრო­ფე­სი­უ­ლი სას­წავ­ლებ­ლის დი­რექ­ტო­რი, ტექ­ნი­კურ მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რი მეღ­ვი­ნე­ო­ბის დარ­გ­ში თე­მურ ასა­თი­ა­ნი: „სა­სი­ხა­რუ­ლოა, რომ ასე­თი სა­ხე­ლო­ვა­ნი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო კე­რა კვლავ მწყობ­რ­შია, ისიც ბუ­ნებ­რი­ვია, რომ მის­და­მი მოთხოვ­ნა უფ­რო მას­შ­ტა­ბუ­რი და ქვეყ­ნის­თ­ვის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი გახ­და, რად­გან თა­ვი­დან­ვე გა­ნე­საზღ­ვ­რა სამ­ხა­რეო ცენ­ტ­რის ფუნ­ქ­ცია — ფი­ლი­ა­ლე­ბი ექ­ნე­ბა დუ­შეთ­ში, თი­ა­ნეთ­სა და სტე­ფან­წ­მინ­და­ში. დღე­ი­სათ­ვის მი­ღე­ბა მხო­ლოდ სამ პრო­ფე­სი­ა­ზე გა­მო­ვაცხა­დეთ: მეღ­ვი­ნე­ო­ბა-მე­ვე­ნა­ხე­ო­ბა, მე­ხი­ლე­ო­ბა და მე­ფუტ­კ­რე­ო­ბა. ეს მხო­ლოდ და­საწყი­სის­თ­ვის. 3-სარ­თუ­ლი­ან შე­ნო­ბას, 400 მერ­ხით, რა თქმა უნ­და, გა­ცი­ლე­ბით დი­დი პო­ტენ­ცი­ა­ლი აქვს, რაც ნელ-ნე­ლა, მთლი­ა­ნად უნ­და იქ­ნეს გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი. მხედ­ვე­ლო­ბა­ში მაქვს ის, რომ გეგ­მა­შია ფერ­მე­რე­ბის მომ­ზა­დე­ბაც (სხვა პრო­ფე­სი­ებ­თან ერ­თად). ეს კი სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის გა­ცი­ლე­ბით დიდ სპექტრს მო­ი­ცავს, ვიდ­რე დღეს გვაქვს. რო­გორც იცით, სას­წავ­ლე­ბელს საც­დე­ლი მე­ურ­ნე­ო­ბა ჰქონ­და 60ჰა-ზე მე­ტი მი­წით, რაც დღე­ი­სათ­ვის მთლი­ა­ნად გა­ვე­რა­ნე­ბუ­ლია, მი­წე­ბი ად­გი­ლობ­რივ მო­სახ­ლე­ო­ბა­სა და დევ­ნი­ლებს აქვთ და­ნა­წი­ლე­ბუ­ლი. მო­მა­ვალ წელს რომ მეცხო­ვე­ლე­ო­ბის სპე­ცი­ა­ლო­ბა­ზე გა­მო­ვაცხა­დოთ მი­ღე­ბა, 20 ჰექ­ტა­რი მი­წა აუცი­ლებ­ლად უნ­და გვქონ­დეს (20 სულ­ზე,10 ნა­მა­ტით), სტან­დარ­ტის მი­ხედ­ვით ასეა პროგ­რა­მა შედ­გე­ნი­ლი. ეს მი­წე­ბი კი ჩვენ აღარ გვე­კუთ­ვ­ნის. ის ან უნ­და და­ვიბ­რუ­ნოთ, ან კი­დევ სხვა ად­გი­ლას გა­მოგ­ვი­ყონ, რომ პროგ­რა­მა გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლოთ. გუ­ბერ­ნა­ტო­რი საქ­მის კურ­ს­შია და იმე­დი მაქვს, სა­კითხი დრო­უ­ლად მოგ­ვარ­დე­ბა.
რაც შე­ე­ხე­ბა მიმ­დი­ნა­რე პროგ­რა­მებს: მე­ფუტ­კ­რე­ო­ბი­სა და მე­ხი­ლე­ო­ბის პრო­ფე­სი­ე­ბის და­უფ­ლე­ბა ცხრაკ­ლას­დამ­თავ­რე­ბუ­ლებს შე­უძ­ლი­ათ, და სწავ­ლე­ბის ხან­გ­რ­ძ­ლი­ვო­ბა წე­ლი­წად­ნა­ხე­ვა­რია; მე­ვე­ნა­ხე­ო­ბა-მეღ­ვი­ნე­ო­ბა­ზე სკო­ლის კურ­ს­დამ­თავ­რე­ბუ­ლები მი­ი­ღე­ბი­ან. 3-წე­ლი­წად­ნა­ხევ­რის შემ­დეგ მათ სა­ერ­თა­შო­რი­სო დო­ნის სერ­ტი­ფი­კა­ტი მი­ე­ცე­მათ, ამუ­შავ­დე­ბა გაც­ვ­ლი­თი პროგ­რა­მა გერ­მა­ნი­ას­თან.
პირ­ვე­ლი სას­წავ­ლო წლის­თ­ვის უკ­ვე გვაქვს კაკ­ლო­ვა­ნი, თეს­ლო­ვა­ნი და კურ­კო­ვა­ნი ხე­ე­ბის სა­დე­მონ­ს­ტ­რა­ციო ნაკ­ვე­თი; გვინ­და გა­ვა­შე­ნოთ ვა­ზის სა­კო­ლექ­ციო ჯი­შე­ბი, ორ-ორი რი­გი და­ვუ­რი­გოთ სტუ­დენ­ტებს სა­კუთ­რე­ბა­ში, პრაქ­ტი­კის­თ­ვი­საც და მო­სავ­ლე­ლა­დაც.
სას­წავ­ლებ­ლის ტე­რი­ტო­რია იძ­ლე­ვა შემ­დ­გო­მი გა­ფარ­თო­ე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას, დაწყე­ბუ­ლია სა­სა­დი­ლოს მშე­ნებ­ლო­ბა, გვინ­და მო­მა­ვალ­ში მზა­რე­უ­ლე­ბიც გავ­ზარ­დოთ, დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი ვარ სა­ბუ­ღალ­ტ­რო საქ­მის, კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი პროგ­რა­მე­ბი­სა თუ სხვა თა­ნა­მედ­რო­ვე პრო­ფე­სი­ე­ბის შეს­წავ­ლის მსურ­ვე­ლე­ბიც ეყო­ლე­ბა ჩვენს კო­ლეჯს. მთა­ვა­რია, სა­ხელ­მ­წი­ფოს მხრი­დან და­ინ­ტე­რე­სე­ბა არ გა­ნელ­დეს, რომ სას­წავ­ლე­ბელ­მა შე­ას­რუ­ლოს სამ­ხა­რეო ცენ­ტ­რის ფუნ­ქ­ცია. ამი­სათ­ვის კი სა­ერ­თო საცხოვ­რებ­ლის სა­კითხიც მო­საგ­ვა­რე­ბე­ლია და სტუ­დენ­ტე­ბის ტრან­ს­პორ­ტით უზ­რუნ­ველ­ყო­ფაც აუცი­ლე­ბე­ლი. მა­შინ იქ­ნებ ქვეყ­ნის მას­შ­ტა­ბი­თაც გახ­დეს სა­ინ­ტე­რე­სო და მიმ­ზიდ­ვე­ლი წი­ნამ­ძღ­ვ­რი­ან­თ­კა­რის სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი კო­ლე­ჯი“.
სა­ვა­რა­უ­დოდ, მო­მა­ვა­ლი წლის აპ­რილ­ში, სას­წავ­ლე­ბელს ახა­ლი პრო­ფე­სი­ე­ბიც და­ე­მა­ტე­ბა. ამის­თ­ვის უკ­ვე მზად არის აუდი­ტო­რი­ე­ბი, ნა­წი­ლობ­რივ — ბა­ზე­ბი, პე­და­გო­გი­უ­რი კო­ლექ­ტი­ვი, ის სა­წარ­მო­ე­ბი და კომ­პა­ნი­ე­ბი, რომ­ლებ­თა­ნაც სას­წავ­ლე­ბელს ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა აქვს გა­ფორ­მე­ბუ­ლი და სა­დაც პრაქ­ტი­კას გა­ივ­ლი­ან სას­წავ­ლებ­ლის სტუ­დენ­ტე­ბი. ესე­ნია: კა­ხუ­რი ტრა­დი­ცი­უ­ლი მეღ­ვი­ნე­ო­ბის კომ­პა­ნია, სურ­სა­თის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტო, სატყეო დე­პარ­ტა­მენ­ტი, ქარ­თუ­ლი ხი­ლის კომ­პა­ნია. სწავ­ლე­ბის დუ­ა­ლუ­რი მე­თო­დის ერთ-ერ­თი უპი­რა­ტე­სო­ბაც სწო­რედ ისაა, რომ მონ­დო­მე­ბუ­ლი და კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი სპე­ცი­ა­ლის­ტის და­საქ­მე­ბა­ში თა­ვად კომ­პა­ნიაა და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი. გარ­და იმი­სა, რომ კო­ლეჯ­ში სწავ­ლა უფა­სოა, პრაქ­ტი­კანტ სტუ­დენ­ტებს ეს კომ­პა­ნი­ე­ბი სტი­პენ­დი­ა­საც უხ­დი­ან, კურ­ს­დამ­თავ­რე­ბუ­ლებს, რომ­ლე­ბიც წარ­ჩი­ნე­ბით გა­ივ­ლი­ან სას­წავ­ლო კურსს, და­საქ­მე­ბა გა­რან­ტი­რე­ბუ­ლი ექ­ნე­ბათ. ამი­ტომ არის სა­მუ­შა­ო­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი სწავ­ლე­ბა მომ­გე­ბი­ა­ნი სტუ­დენ­ტის­თ­ვის, სა­წარ­მოს­თ­ვის და, შე­სა­ბა­მი­სად, სა­ხელ­მ­წი­ფოს­თ­ვის, ერ­თ­დ­რო­უ­ლად.
ამ დრო­ის­თ­ვის წი­ნამ­ძღ­ვ­რი­ან­თ­კა­რის სა­ზო­გა­დო­ებ­რივ კო­ლეჯ­ში მი­ღე­ბის მსურ­ველ­თა რა­ო­დე­ნო­ბა მი­ნი­მა­ლურ ზღვარს გა­დას­ც­და. რა პი­რო­ბებს შეს­თა­ვა­ზებს მო­მა­ვალ სტუ­დენ­ტებს სას­წავ­ლე­ბე­ლი სწავ­ლი­სა და და­საქ­მე­ბის­თ­ვის, ამა­ზე იქ­ნე­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლი მი­სი გან­ვი­თა­რე­ბა. გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის კი, ჩე­მი აზ­რით, სხვა გზაც არ­სე­ბობს, სა­ხელ­მ­წი­ფოს­გან და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი. თუ­კი კა­ნონ­მ­დებ­ლო­ბა არ ქმნის სა­მარ­თ­ლებ­რივ ბა­რი­ერს, სტუ­დენ­ტე­ბის მი­ერ კო­ლე­ჯის ბა­ზა­ზე შექ­მ­ნი­ლი პრო­დუქ­ცია და­მა­ტე­ბი­თი შე­მო­სავ­ლის წყა­რო­დაც შე­იძ­ლე­ბა იქ­ცეს და სას­წავ­ლებ­ლის შემ­დ­გო­მი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და ახალ­გაზ­რ­დე­ბის წა­ხა­ლი­სე­ბის საქ­მეს მოხ­მარ­დეს. ასე­თი შე­მო­სა­ვა­ლი ზედ­მე­ტი ნამ­დ­ვი­ლად არ იქ­ნე­ბა იმ ამოცანების გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად, რაც ახ­ლად­ გახ­ს­ნი­ლი კო­ლე­ჯის წი­ნა­შე დგას.

25-28(942)N