გამოდის 1998 წლიდან
2016-10-20
სკო­ლა, სა­დაც მშობ­ლის ჩარ­თუ­ლო­ბა და­ბა­ლია, ვე­რა­სო­დეს გახ­დე­ბა დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი


რუბ­რი­კის პირ­ვე­ლი სტუ­მა­რია ნა­ნა აბა­ში­ძე

რა არის ჩვე­ნი სას­კო­ლო სის­ტე­მის მთა­ვა­რი ნაკ­ლი? — ამ კითხ­ვით  გვინ­და და­ვიწყოთ დის­კუ­სია მშობ­ლებ­თან, რომ­ლე­ბიც, რო­გორც წე­სი, ყვე­ლა­ზე ნაკ­ლე­ბი აქ­ტი­უ­რო­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვი­ან გა­ნათ­ლე­ბის სფე­რო­ში მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნე­ბის შე­ფა­სე­ბი­სას. იშ­ვი­ა­თად ითხოვს მშო­ბე­ლი, რომ გა­უმ­ჯო­ბეს­დეს სწავ­ლე­ბის ხა­რის­ხი, რომ მათ შვი­ლებს ჰქონ­დეთ უკე­თე­სი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბი ან ჰყავ­დეთ მე­ტი კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი მას­წავ­ლე­ბე­ლი. თით­ქოს, სა­ერ­თოდ არ ფიქ­რო­ბენ იმა­ზე, რო­გორ იხ­ს­ნან შვი­ლე­ბი და ოჯა­ხის ბი­უ­ჯე­ტი რე­პე­ტი­ტო­რე­ბის­გან; სკო­ლის­გან არ ითხო­ვენ იმ უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნეს დე­ტა­ლებს, რაც ბავ­შ­ვე­ბის ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ, ასა­კობ­რივ თუ ფსი­ქო­ლო­გი­ურ სა­ჭი­რო­ე­ბებ­სა და ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წე­სის ხელ­შეწყო­ბას გუ­ლის­ხ­მობს; არ ინ­ტე­რეს­დე­ბი­ან სკო­ლა­ში არ­სე­ბუ­ლი ჰი­გი­ე­ნუ­რი პი­რო­ბე­ბით და არც იმით, რით იკ­ვე­ბე­ბი­ან მა­თი შვი­ლე­ბი სკო­ლის ბუ­ფე­ტებ­ში. შე­საძ­ლოა ფიქ­რო­ბენ ამ ყვე­ლა­ფერ­ზე, თუმ­ცა, სა­ჯა­როდ ამა­ზე სა­უ­ბარს თავს არი­დე­ბენ. შე­უძ­ლე­ბე­ლია არ აღელ­ვებ­დეთ სწავ­ლო­ბენ თუ არა მა­თი შვი­ლე­ბი უსაფ­რ­თხო სას­კო­ლო გა­რე­მო­ში, სა­დაც არ არის ჩაგ­ვ­რა, ასე­ვე  უინ­ტე­რე­სო გაკ­ვე­თი­ლე­ბი და მოწყე­ნი­ლო­ბა, კონ­ფ­ლიქ­ტი პე­და­გო­გებ­თან, თა­ვი­სუფ­ლე­ბის შეზღუდ­ვა, სას­წავ­ლო პროგ­რა­მით გა­დატ­ვირ­თ­ვა და ა.შ.
თუ­კი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის ყვე­ლა­ზე პა­სი­უ­რი რგო­ლი — მშობ­ლე­ბი — ამ პრობ­ლე­მე­ბის შე­სა­ხებ არ­გუ­მენ­ტი­რე­ბუ­ლად, გა­აზ­რე­ბუ­ლად ისა­უბ­რე­ბენ და მე­ტი კო­მუ­ნი­კა­ცია დამ­ყარ­დე­ბა მათ­სა და სკო­ლას შო­რის, სის­ტე­მის და­ნარ­ჩენ აქ­ტი­ურ რგო­ლებს (ვი­საც გარ­კ­ვე­უ­ლი პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა ეკ­სი­რე­ბათ) საქ­მეს გა­უ­ად­ვი­ლე­ბენ და, სა­ერ­თო ჯამ­ში, პრობ­ლე­მე­ბიც უფ­რო ეფექ­ტუ­რად მოგ­ვარ­დე­ბა.
დროა ნელ-ნე­ლა, „მშო­ბელ­თა კრე­ბის“ ფორ­მატ­ში თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბი­დან პარ­ტ­ნი­ო­რო­ბა­ზე გა­და­ვი­დეთ. ამ რუ­ბი­კას „მშობ­ლის გვერ­დი“ და­ვარ­ქ­ვით და გვინ­და არა­ფორ­მა­ლუ­რად, მაგ­რამ მაქ­სი­მა­ლუ­რად ჩავ­რ­თოთ მშობ­ლე­ბი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში და სა­კუ­თა­რი მო­საზ­რე­ბე­ბი­სა თუ პრე­ტენ­ზი­ე­ბის გა­მო­სათ­ქ­მე­ლად, ასე­ვე და­დე­ბი­თი მხა­რე­ე­ბის წარ­მო­სა­ჩე­ნად ჩვე­ნი რუბ­რი­კა შევ­თა­ვა­ზოთ. მთა­ვარ მიზ­ნად კი ეფექ­ტი­ა­ნი და კე­თილ­გან­წყო­ბი­ლი სას­კო­ლო გა­რე­მოს შექ­მ­ნა და­ვი­სა­ხოთ, რო­მე­ლიც შე­საძ­ლოა წარ­მო­სახ­ვი­თი იყოს, მაგ­რამ გულ­წ­რ­ფე­ლი. ვნა­ხოთ, რო­გორ სკო­ლა­ში სურს მშო­ბელს, რომ ის­წავ­ლოს მის­მა შვილ­მა.

* * *
მახ­სენ­დე­ბა ჩე­მი სკო­ლის წლე­ბი, რო­ცა ბავ­შ­ვე­ბი მშობ­ლე­ბის­გან დახ­მა­რე­ბას ვითხოვ­დით, მა­თი მხრი­დან კი ასე­თი პა­სუ­ხი ის­მო­და: გა­ჩუმ­დი და გა­უ­ძე­ლი, სირ­ცხ­ვი­ლიაო!
მას შემ­დეგ წლე­ბი გა­ვი­და, მაგ­რამ ვხე­დავთ, რომ ამ კუთხით სკო­ლა­ში არა­ფე­რი შეც­ვ­ლი­ლა. ალ­ბათ, ეს იმი­ტომ ხდე­ბა, რომ ჩვენც იმ დროს აღ­ზ­რ­დი­ლი მშობ­ლე­ბი ვართ, რო­ცა გვარ­წ­მუ­ნებ­დ­ნენ, რომ გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი აზ­რის ქო­ნა ან სა­ხელ­მ­წი­ფო ინ­ს­ტი­ტუ­ტე­ბის (მათ შო­რის სკო­ლის) გაკ­რი­ტი­კე­ბა არა­სა­ხელ­მ­წი­ფო­ებ­რი­ვია. მაგ­რამ, თუ გა­ვიხ­სე­ნებთ რას ვგრძნობ­დით მა­შინ, რო­ცა მშვე­ლე­ლი არ გვყავ­და, აუცი­ლებ­ლად მივ­ხ­ვ­დე­ბით, რამ­დე­ნად მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია მშო­ბელ­თა ჩარ­თუ­ლო­ბა სკო­ლის ცხოვ­რე­ბა­ში. ეს სა­კითხი აუცი­ლებ­ლად უნ­და და­იძ­რას და ვინ უნ­და გა­ა­კე­თოს, თუ არა ჩვენ - მშობ­ლებ­მა და სკო­ლამ ერ­თობ­ლი­ვად.
* * *
დღე­ვან­დე­ლი სას­კო­ლო სის­ტე­მის ნაკ­ლო­ვა­ნე­ბებ­ზე, რო­გორც პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი, ვერ ვი­სა­უბ­რებ, რად­გან ეს გა­ნათ­ლე­ბის ექ­ს­პერ­ტის კომ­პე­ტენ­ციაა, მაგ­რამ გან­ვი­ხი­ლავ ჩე­მი, რო­გორც მშობ­ლის, თვა­ლით და­ნა­ხულ ხარ­ვე­ზებს. პირ­ველ რიგ­ში, მინ­და, ვი­სა­უბ­რო იმ მოძ­ვე­ლე­ბულ სწავ­ლე­ბის მე­თო­დებ­ზე, რაც ჩვე­ნს გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მას საბ­ჭო­თა კავ­ში­რი­დან მოს­დევს. ამის ერთ-ერ­თი მი­ზე­ზი ისი­ცაა, რომ უმე­ტე­სად ის მას­წავ­ლებ­ლე­ბი ას­წავ­ლი­ან, რომ­ლებ­ზეც საბ­ჭო­თა სის­ტე­მამ დი­დი გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნა. მა­თი უმ­რავ­ლე­სო­ბა, თით­ქოს, დრო­ში ჩარ­ჩა და არ აქვთ სი­ახ­ლის მიმ­ღებ­ლო­ბა.
* * *
კი­დევ ერ­თი, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი პრობ­ლე­მა, რაც გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხ­ზე მოქ­მე­დებს, მას­წავ­ლებ­ლე­ბის და­ბა­ლი ანაზღა­უ­რე­ბაა. ყვე­ლა მი­ნის­ტ­რი, რო­მე­ლიც გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მას იბა­რებს, პე­და­გო­გებს ხელ­ფა­სის გაზ­რ­დას ჰპირ­დე­ბა, უმ­ნიშ­ვ­ნე­ლოდ, მაგ­რამ, მა­ინც იზ­რ­დე­ბა ხელ­ფა­სე­ბი. თუმ­ცა, სა­კითხა­ვია, მიგ­ვიყ­ვანს კი მხო­ლოდ ეს მიზ­ნამ­დე?! ხელ­ფა­სის ზრდა, ალ­ბათ, მა­ინც მხო­ლოდ მას­წავ­ლებ­ლე­ბის გუ­ლის მო­გე­ბაა, რად­გან მე­ტი ანაზღა­უ­რე­ბა ვერც მო­ტი­ვა­ცი­ა­სა და ვერც მოძ­ვე­ლე­ბულ შე­ხე­დუ­ლე­ბებს შე­უც­ვ­ლის მათ. უმ­ჯო­ბე­სი იქ­ნე­ბა, თუ­კი სა­მი­ნის­ტ­რო თან­ხას მას­წავ­ლებ­ლე­ბის ისეთ სა­კითხებ­ში გა­დამ­ზა­დე­ბა­ში ჩა­დებს, რო­გორ­იცაა ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბი, ძა­ლა­დო­ბა, თა­ნას­წო­რო­ბა, კლა­სის მარ­თ­ვა. მაგ­რამ სა­ხელ­მ­წი­ფო, სამ­წუ­ხა­როდ, მხო­ლოდ ხელ­ფა­სის ზრდა­ში ხე­დავს წინ­ს­ვ­ლის გზას.
* * *
მას­წავ­ლებ­ლე­ბის და­ბა­ლი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის გა­მო­ძა­ხი­ლია დღე­ვან­დელ სკო­ლებ­ში ბუ­ლინ­გის, და­ცინ­ვის, ძა­ლა­დო­ბი­სა და დამ­ცი­რე­ბის შემ­თხ­ვე­ვე­ბის სიხ­ში­რე რო­გორც ბავ­შ­ვე­ბის, ასე­ვე მას­წავ­ლებ­ლე­ბის მხრი­და­ნაც. ყვე­ლა­ზე ცუ­დი კი ის არის, რომ ისი­ნი ვერც კი იაზ­რე­ბენ ამ ყვე­ლაფ­რის შე­დეგს. თუნ­დაც თა­ვი­სი საქ­მის მცოდ­ნე მას­წავ­ლე­ბელს კლა­სის მარ­თ­ვა იმ­დე­ნად უჭირს, რომ თავს ვერ არი­დებს ბავ­შ­ვებ­ზე ფსი­ქო­ლო­გი­ურ თუ ფი­ზი­კურ ძა­ლა­დო­ბას, რაც მხო­ლოდ იმის ბრა­ლია, რომ კლა­სის მარ­თ­ვის­თ­ვის შე­სა­ბა­მი­სი უნა­რე­ბი არ აქვს და ყუ­რის აწე­ვა, თმის მო­ქაჩ­ვა, მუჯ­ლუ­გუ­ნი მის­თ­ვის ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მოვ­ლე­ნაა. ბავ­შ­ვის ქცე­ვის გა­გე­ბას კი, არა­ვინ ცდი­ლობს. ბავ­შ­ვი თუ სახ­ლ­ში მოყ­ვე­ბა მას­წავ­ლებ­ლის მი­ერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ძა­ლა­დო­ბის შე­სა­ხებ, მშო­ბე­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ას ისევ მას­წავ­ლე­ბელ­თან გა­და­ა­მოწ­მებს, ისევ მას­თან მი­დის. სა­ბო­ლო­ოდ კი ყვე­ლა­ფერს, მა­ინც, ბავშვს შე­აწ­მენ­დენ, რომ ზედ­მე­ტად მგრძნო­ბი­ა­რეა და არა­ფე­რი მომ­ხ­და­რა (მაგ­რამ ვაი, რომ, რა­საც არ ლა­პა­რა­კო­ბენ, ისე რამ­დე­ნი  რამ ხდე­ბა?!), მშო­ბე­ლიც ივიწყებს ყვე­ლა­ფერს.
* * *
აქ­ვე, მივ­დი­ვართ მშობ­ლე­ბის იმ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან პრობ­ლე­მამ­დეც, რო­მელ­საც ში­ში ჰქვია. ვიწ­რო წრე­ში, თით­ქოს, ბრა­ზო­ბენ, იმუქ­რე­ბი­ან, იბ­რ­ძ­ვი­ან, მაგ­რამ სა­დაც სა­ჭი­როა, იქ ჩუმ­დე­ბი­ან. უფ­რო მე­ტიც, იღი­მი­ან და გულ­გ­რილ გა­მო­მეტყ­ვე­ლე­ბას იღე­ბენ მა­ში­ნაც კი, რო­ცა რო­მე­ლი­მე მათ­გა­ნი, უფ­რო მე­ტად გამ­ბე­და­ვი, სის­ტე­მის ან მას­წავ­ლებ­ლის მხი­ლე­ბას გა­დაწყ­ვეტს. მა­თიც მეს­მის, რად­გან ხმის ამო­ღე­ბა და სის­ტე­მის მხი­ლე­ბა მარ­ტი­ვი არ არის — ან შენს შვილს ამო­ი­ჩე­მებს მას­წავ­ლე­ბე­ლი, ან თვი­თონ მშობ­ლის წი­ნა­აღ­მ­დეგ ნე­გა­ტი­უ­რად გა­ნაწყობს და­ნარ­ჩენ მშობ­ლებს. ამი­ტო­მაა, რომ ზედ­მეტ პრობ­ლე­მებს ურ­ჩევ­ნი­ათ, ისევ თა­ვი­ან­თი შვი­ლე­ბი გა­ა­ჩუ­მონ. მე­რე რა, რომ მას­წავ­ლე­ბე­ლი დი­დად არა­ვის ეხა­ტე­ბა გულ­ზე?! სა­ჩუქ­რე­ბის ფულს მა­ინც აუცი­ლებ­ლად ყვე­ლა დებს ში­შით, ან რა­ღა­ცის იმე­დით, ან არ­გა­მორ­ჩე­ნის პრინ­ცი­პით. ზე­და­პირ­ზე მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე მშო­ბე­ლი ჩანს, რომ­ლებ­საც პრინ­ცი­პუ­ლად გა­და­უწყ­ვე­ტი­ათ, მო­ითხო­ვონ სი­ტუ­ა­ცი­ის გა­მოს­წო­რე­ბა. სწო­რედ ასეთ მშობ­ლებს და­ერ­ქ­ვათ „ინტრი­გა­ნი მშობ­ლე­ბი“ სკო­ლებ­ში და ამ უარ­ყო­ფი­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­­ბის გა­მო, მა­თაც თითქმის არა­ფე­რი გა­მოს­დით.
* * *
დი­დი პრობ­ლე­მაა, ასე­ვე, სკო­ლის მე­ნე­ჯე­რებ­ისა თუ დი­რექ­ტო­რე­ბის მიდ­გო­მებ­შიც. რო­დე­საც სკო­ლას კარ­გი მე­ნე­ჯე­რი ჰყავს, ის ყო­ველ­თ­ვის არე­გუ­ლი­რებს სი­ტუ­ა­ცი­ას, უს­მენს მშო­ბელს, მოს­წავ­ლე­ებს, მაგ­რამ ასე­თე­ბი, სამ­წუ­ხა­როდ, თით­ზე ჩა­მო­სათ­ვ­ლე­ლე­ბი არი­ან. ამ კომ­პ­ლექ­სურ პრობ­ლე­მებს ერ­თი მი­მარ­თუ­ლე­ბით მივ­ყა­ვართ — სკო­ლა, სა­დაც მშობ­ლის ჩარ­თუ­ლო­ბა და­ბა­ლია, ვე­რა­სო­დეს გახ­დე­ბა დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი და ბავ­შ­ვის ინ­ტე­რე­სებ­ზე მორ­გე­ბუ­ლი. მშობ­ლის ჩარ­თუ­ლო­ბა­ში მშო­ბელ­თა კრე­ბა­ზე დას­წ­რე­ბას არ ვგუ­ლის­ხ­მობ, რო­გორც ეს ძი­რი­თა­დად აღიქ­მე­ბა ხოლ­მე. მშობ­ლებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა მთე­ლი სტრა­ტე­გიაა, რომელსაც გათ­ვ­ლა და კონ­კ­რე­ტუ­ლი გეგ­მა სჭირ­დე­ბა.
ბო­ლოდ­რო­ინ­დე­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა ცხად­ყოფს, რამ­დე­ნად მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, თა­ვად მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვი­საც, მშობ­ლე­ბის აქ­ტი­უ­რი მო­ნა­წი­ლე­ო­ბა სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პრო­ცეს­ში. მსგავ­სი პრაქ­ტი­კის შემ­თხ­ვე­ვა­ში, მოს­წავ­ლე­ე­ბი ავ­ლე­ნენ სა­უ­კე­თე­სო შე­დე­გებს, იზ­რ­დე­ბა მა­თი მოს­წ­რე­ბის დო­ნე და გა­მო­ირ­ჩე­ვი­ან პო­ზი­ტი­უ­რი ქცე­ვით. ამ­დე­ნად, სკო­ლა თა­ვად უნ­და იყოს და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი მშობ­ლებ­თან აქ­ტი­უ­რი თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბით, რაც მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან წი­ლად მი­სი წარ­მა­ტე­ბის გან­მ­საზღ­ვ­რე­ლი იქ­ნე­ბა. მა­გა­ლი­თად, ჯო­ის ეფ­შ­ტე­ი­ნი (სას­კო­ლო ცენ­ტ­რის „ოჯა­ხი­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბის პარ­ტ­ნი­ო­რო­ბის“ დი­რექ­ტო­რი) ეფუძ­ნე­ბა ჯონ ჰოპ­კინ­სის უნი­ვერ­სი­ტე­ტი­სა და „პარ­ტ­ნი­ო­რი სკო­ლე­ბის ეროვ­ნუ­ლი ქსე­ლის“ კვლე­ვებს, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა გან­პი­რო­ბე­ბუ­ლია სკო­ლის, მშობ­ლე­ბის და სა­ზო­გა­დო­ე­ბის ერ­თობ­ლი­ვი მუ­შა­ო­ბით. ეფ­შ­ტე­ი­ნის თქმით, „ძვე­ლი აზ­როვ­ნე­ბით, მშო­ბელ­თა ჩარ­თუ­ლო­ბა მო­ი­ცავ­და მხო­ლოდ მშო­ბელ­თა სა­კითხებს, ხო­ლო — თა­ნა­მედ­რო­ვე მიდ­გო­მე­ბით, იგი პირ­და­პირ კავ­შირ­შია მოს­წავ­ლის წარ­მა­ტე­ბას­თან. სკო­ლის დი­რექ­ტო­რი მშობ­ლის ჩარ­თუ­ლო­ბას ისე უნ­და მი­უდ­გეს, რო­გორც სას­წავ­ლო გეგ­მას, პრო­ფე­სი­ულ გან­ვი­თა­რე­ბას და სხვა კრი­ტი­კულ სფე­რო­ებს სკო­ლის ცხოვ­რე­ბა­ში“.
რო­დე­საც მშო­ბელს არ აკ­მა­ყო­ფი­ლებს რა­ი­მე ას­პექ­ტი სკო­ლის, რო­მელ­შიც მი­სი შვი­ლი სწავ­ლობს, ის არ მი­მარ­თავს პო­ლი­ტი­კურ ქმე­დე­ბას, არ უკავ­შირ­დე­ბა სკო­ლის საბ­ჭოს და არ აქ­ტი­უ­რობს მშო­ბელ­თა საბ­ჭო­ში. ნაც­ვ­ლად ამი­სა, გა­მო­სა­ვალს იმა­ში ეძებს, რომ ემიჯ­ნე­ბა სკო­ლას, რე­ა­ლუ­რად აღარ ერ­თ­ვე­ბა სა­კუ­თა­რი შვი­ლის გა­ნათ­ლე­ბის პრო­ცეს­ში და, რიგ შემ­თხ­ვე­ვა­ში, ცდი­ლობს, გა­ა­მარ­თ­ლოს შვი­ლი, რო­დე­საც იგი სკო­ლა­ში მე­ცა­დი­ნე­ო­ბებს არ ეს­წ­რე­ბა ან გა­დაჰ­ყავს სხვა სკო­ლა­ში. ასე­თი გა­მო­სა­ვა­ლი უარ­ყო­ფი­თად აისა­ხე­ბა ბავ­შ­ვის გა­ნათ­ლე­ბის პრო­ცეს­ზე, სკო­ლა­ზე და უშუ­ა­ლოდ მოს­წავ­ლე­ზე.
* * *
მილ­ფორ­დის, ორ­ჩარდ ჰილ­სის სკო­ლამ, 2005 წლი­დან, და­იწყო დოქ­ტორ ეფ­შ­ტე­ი­ნის მიდ­გო­მით მშო­ბელ­თა ჩარ­თუ­ლო­ბის პროგ­რა­მის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა. „რად­გან ყოვ­ლის­მომ­ც­ვე­ლი პროგ­რა­მაა, — აცხა­დებს დი­რექ­ტო­რი ქეთ­ლინ მერ­ფი —ეს არ არის პროგ­რა­მა მხო­ლოდ მშო­ბელ­თა მო­ხა­ლი­სე­ო­ბის შე­სა­ხებ, ეს არის მთლი­ა­ნად სა­ზო­გა­დო­ე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბი­სა და იმის შე­სა­ხებ, თუ რო­გორ შე­უძ­ლი­ათ მშობ­ლებს და­ეხ­მა­რონ სკო­ლას და პი­რი­ქით. ეს არის სწავ­ლე­ბა, რომ­ლი­თაც მშო­ბე­ლი თა­ვად­ვე და­ინ­ტე­რეს­დე­ბა სკო­ლის ცხოვ­რე­ბით და არ­სე­ბუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბით.“
ამა­ვე სკო­ლის სა­ზო­გა­დო­ე­ბასთან პარ­ტ­ნი­ო­რო­ბის ჯგუ­ფი ფო­კუ­სი­რე­ბუ­ლია მშობ­ლე­ბის ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლო­ბა­ზე, თუ რო­გორ გა­ნუ­ვი­თა­რონ შვი­ლებს კითხ­ვი­თი უნა­რე­ბი. მას­წავ­ლე­ბე­ლი და მოს­წავ­ლე­ე­ბი ირ­ჩე­ვენ წიგნს, ბავ­შ­ვე­ბი მშობ­ლებ­თან ერ­თად კითხუ­ლო­ბენ სახ­ლ­ში, შემ­დეგ სკო­ლა აწყობს სა­ღა­მოს, სა­დაც ბავ­შ­ვებ­თან ერ­თად მიწ­ვე­ულ­ი არი­ან მა­თი მშობ­ლე­ბი. მას­წავ­ლე­ბე­ლი სვამს კითხ­ვებს წა­კითხუ­ლი წიგ­ნის გარ­შე­მო, რო­მელ­საც ბავ­შ­ვე­ბი მშობ­ლებ­თან ერ­თად პა­სუ­ხო­ბენ. ერ­თი თვის შემ­დეგ კვლავ იკ­რი­ბე­ბი­ან, რა­თა უკ­ვე სხვა ჭრილ­ში გა­ნი­ხი­ლონ წა­კითხუ­ლი წიგ­ნი.
პროგ­რა­მა იმ­დე­ნად პო­პუ­ლა­რუ­ლი გახ­და, რომ მშობ­ლებ­მა ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბეს სა­ზაფხუ­ლო-სამ­კითხ­ვე­ლო კლუ­ბი სა­ხელ­წო­დე­ბით — „კითხ­ვის ოს­ტა­ტი“, რო­მელ­შიც ძა­ლი­ან ბევ­რი ბავ­შ­ვია ჩარ­თუ­ლი. კი­დევ ერ­თი პრო­ექ­ტი, რო­მელ­საც მშობ­ლე­ბის ძლი­ე­რი მხარ­და­ჭე­რა აქვს, არის პა­რას­კე­ვის სა­ქა­ღალ­დე­ე­ბი (ფRჳდაჱ ფჴლდჶRS). მო­ხა­ლი­სე­ე­ბი, მას­წავ­ლებ­ლე­ბი, სკო­ლის ად­მი­ნის­ტ­რა­ცია, ყო­ველ­კ­ვი­რე­უ­ლად აკე­თე­ბენ სა­ინ­ფორ­მა­ციო ფურ­ც­ლებს სკო­ლა­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სე­ბის, და­გეგ­მი­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბის, კონ­კურ­სე­ბის, პროგ­რა­მე­ბის შე­სა­ხებ, რომ­ლებ­საც მშობ­ლე­ბი უნ­და გა­ეც­ნონ და მო­ა­წე­რონ ხე­ლი. ჩარ­თუ­ლო­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი აქაც მა­ღა­ლია.
წიგ­ნი­ე­რე­ბის ზრდა­ზე ფო­კუ­სირ­დე­ბო­და, 2005 წელს, ოჰა­ი­ოს მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი სკო­ლის რა­ი­ო­ნუ­ლი დე­პარ­ტა­მენ­ტიც. ოჯა­ხი­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბა გუ­ლის­ხ­მობს სე­მი­ნა­რებს მშობ­ლე­ბი­სათ­ვის, თუ რო­გორ შე­უძ­ლი­ათ და­ეხ­მა­რონ შვი­ლებს სწავ­ლა­ში და ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი უნა­რე­ბის შე­ძე­ნა­ში. ამ რე­გი­ონ­ში არის მშო­ბელ­თა და ბავ­შ­ვ­თა წიგ­ნის კლუ­ბე­ბი, სა­დაც ბე­ბი­ე­ბი, ბა­ბუ­ე­ბი და სხვა და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი პი­რე­ბი მი­დი­ან და უკითხა­ვენ ბავ­შ­ვებს წიგ­ნებს. ასე­ვე, არის წიგ­ნის კლუ­ბი მოზ­რ­დილ­თათ­ვის. მო­ზარ­დე­ბი კითხუ­ლო­ბენ და გა­ნი­ხი­ლა­ვენ წიგ­ნებს. ეს არის მო­მა­ვა­ლი თა­ო­ბის­თ­ვის მა­გა­ლი­თის მიმ­ცე­მი.
„ჩარ­თუ­ლო­ბას ერ­თ­გ­ვა­რი გა­დამ­დე­ბი ხა­სი­ა­თი აქვს და ბავ­შ­ვე­ბი თა­ვად ითხო­ვენ, რო­ცა ხე­და­ვენ სხვი­სი მშობ­ლე­ბის აქ­ტი­უ­რო­ბას“ — ამ­ბობს ლო­უნ­დის სა­შუ­ა­ლო სკო­ლის დი­რექ­ტო­რი. სწო­რედ ეს სკო­ლაა იმის მა­გა­ლი­თი, რო­გორ უნ­და გან­ხო­რცი­ელ­დეს მშო­ბელ­თა გრძელ­ვა­დი­ა­ნი პროგ­რა­მე­ბი. აღ­ნიშ­ნულ სკო­ლა­ში, მშო­ბელ­თა ჩარ­თუ­ლო­ბის შემ­დეგ, ბავ­შ­ვ­თა მოს­წ­რე­ბის დო­ნე მა­თე­მა­ტი­კა­ში 64%-დან 81%-მდე გა­ი­ზარ­და. სკო­ლა აგ­რეთ­ვე სთა­ვა­ზობს მათ „შესა­ნიშ­ნავ ოთხ­შა­ბათს“, რო­მე­ლიც შე­საძ­ლებ­ლო­ბას აძ­ლევს მშობ­ლებს, მი­ვიდ­ნენ და ისა­უბ­რონ იმა­ზე, რა შე­უძ­ლი­ათ გა­ა­კე­თონ სკო­ლის და­სახ­მა­რებ­ლად. გა­სულ წელს გახ­ს­ნეს მშო­ბელ­თა რე­სურ­სე­ბის ოთა­ხი, სა­დაც მათ უტარ­დე­ბათ ტრე­ნინ­გე­ბი, სე­მი­ნა­რე­ბი, ბავ­შ­ვე­ბი ეხ­მა­რე­ბი­ან მშობ­ლებს კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი უნა­რე­ბის შეს­წავ­ლა­ში. ამ დროს, მას­წავ­ლე­ბელს სა­შუ­ა­ლე­ბა ეძ­ლე­ვა, მშო­ბელ­თან ერ­თად იმუ­შა­ოს ბავ­შ­ვე­ბის ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ სა­კითხებ­სა და სტრა­ტე­გი­ებ­ზე.
რა თქმა უნ­და, მშობ­ლებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა ძა­ლი­ან დიდ ძა­ლის­ხ­მე­ვას მო­ითხოვს, მაგ­რამ სკო­ლის სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია და ნამ­დ­ვი­ლად ღირს ცდად და ძა­ლის­ხ­მე­ვად.
* * *
ნაკ­ლად შე­იძ­ლე­ბა ჩა­ით­ვა­ლოს ისიც, რომ მშო­ბელს ინ­ფორ­მა­ცი­ას მარ­ტო მოს­წავ­ლის წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბი­სა და პრობ­ლე­მე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში კი არ უნ­და აწო­დებ­დ­ნენ, არა­მედ სა­უ­კე­თე­სო მიღ­წე­ვე­ბი­სა და  საქ­ცი­ე­ლის­თ­ვის და მად­ლო­ბის სათ­ქ­მე­ლა­დაც. მშობ­ლის სკო­ლა­ში მის­ვ­ლა იმი­თა­ცაა მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი, რომ მას ეძ­ლე­ვა შე­საძ­ლებ­ლო­ბა, სა­კუ­თა­რი თვა­ლით და­ი­ნა­ხოს მას­წავ­ლებ­ლის სწავ­ლე­ბის სტი­ლი, ნა­ხოს შვი­ლი სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში. სა­ოც­რად კარ­გი გრძნო­ბაა, რო­ცა მშობ­ლე­ბი შვი­ლებ­თან ერ­თად მი­დი­ან სკო­ლა­ში და მას­წავ­ლე­ბე­ლი აც­ნობს მათ ბავ­შ­ვის შე­დე­გებს, მუ­შა­ო­ბის პრო­ცესს და ეხ­მა­რე­ბათ, მე­ტად ჩა­ერ­თონ სკო­ლის ცხოვ­რე­ბა­ში.

P.S.  ამას წი­ნათ ჩემ­მა შვილ­მა, წიგ­ნის კითხ­ვი­სას, გა­მა­ჩე­რა და მითხ­რა: დე­და,  ხვა­ლაც მინ­და, რომ სკო­ლა იყოს. არა­და, ხვალ დას­ვე­ნე­ბის დღეა. მი­ხა­რია, რომ დღეს ჩე­მი შვი­ლი უკ­ვე იმ სკო­ლა­ში და­დის,  რო­მელ­მაც მი­მახ­ვედ­რა, რას ნიშ­ნავს მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი სის­ტე­მა. სა­ხელ­მ­წი­ფომ მას­წავ­ლებ­ლებს მო­წეს­რი­გე­ბუ­ლო­ბა­ში უნ­და უხა­დოს ფუ­ლი და იმ გა­ნათ­ლე­ბის მი­ხედ­ვით, რო­მელ­საც მოს­წავ­ლე­ებს აძ­ლე­ვენ და არა ბავ­შ­ვე­ბი­სა და მშობ­ლე­ბის გამ­წა­რე­ბა­ში, მო­ძა­ლა­დე­ე­ბად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ში.

რუბ­რი­კას  უძღ­ვე­ბა ლა­ლი ჯე­ლა­ძე 

25-28(942)N